You are on page 1of 30

ზმნა

პირი და რიცხვი; ობიექტური პირის


ნიშნები (პირდაპირი და ირიბი
ობიექტი)
ობიექტური პირი

ობიექტი

პირმიუმართავი პირმიმართი
უბრალო ზმნას ეწყობა,
დამატება-ობიექტი როგორც პირი

პირდაპირ
ირიბი

ობიექტური პირის
ნიშნები
 ობიექტური პირის გამოხატვა
ძველ ქართულში რამდენადმე
განსხვავდება ახალი
ქართულისგან:
– შემორჩენილია ე.წ. ინკლუზიური და
ექსკლუზიური ფორმები;
– ზმნაში სპეციალური სუფიქსით
გამოიხატება პირდაპირი ობიექტური
პირის მრავლობითობა.
ობიექტური პირის
ნიშნები
 ობიექტური პირის ნიშნები პრეფიქსებია;

 პირდაპირ და ირიბ ობიექტურ პირს პირის


ნიშნის გამოხატვის განსხვავებული უნარი
აქვთ;

 პირის ნიშნები პირდაპირ და ირიბ ობიექტურ


პირს ერთნაირი აქვთ, მაგრამ
განსხვავებულად გამოიხატება რიცხვი.
ირიბი ობიექტური პირის
ნიშნები
მხ. რ. მრ. რ.

1. მ- ––– მ-//გუ- ––––––– 


2. გ- ––– გ- –––––––––– 
3. ხ-,ჰ-, ს- (შ-),  –– ხ-,ჰ-, ს- (შ-),  ––– 
პირდაპირი
ობიექტური პირის ნიშნები

მხ. რ. მრ. რ.

1. მ- –––– მ-//გუ- –––––, ენ (>ნ)


2. გ- –––– გ- ––––––– , ენ (>ნ)
3. ხ-,ჰ-, ს- (შ-), – ხ-,ჰ-, ს- (შ-),–, ენ
(>ნ)
დაიმახსოვრეთ!
 ძველ ქართულში მოქმედებს წესი: მიცემით
ბრუნვაში დასმული
სახელი ზმნა-შემასმენელს რიცხვში ვერ ითანხმებს.

 ვინაიდან ირიბი ობიექტი ყოველთვის მიცემით ბრუნვაში დგას,


ეს წესი, უპირველეს ყოვლისა, მას ეხება.

მე (კაცს) მაქუს იგი, ჩუენ (კაცებს) მაქუს/გუაქუს იგი


შენ (კაცს) გაქუს იგი, თქუენ (კაცებს) გაქუს იგი

 მიცემით ბრუნვაში ასევე შეიძლება იდგეს პირდაპირი


ობიექტიც პირველ სერიაში (აშენებს კაცი სახლს) და
გარდამავალი ზმნის სუბიექტი მესამე სერიაში (აუშენებიეს
კაცს სახლი). ამიტომ ეს წესი მათზეც გავრცელდება.
აშენებს კაცი სახლებს, აუშენებიეს კაცებს სახლი.

 ე.ი. მიცემით ბრუნვაში დასმული სახელი, სუბიექტი იქნება


ის თუ ობიექტი (პირდაპირი თუ ირიბი), ზმნა–შემასმენელს
რიცხვში ვერ შეითანხმებს.
სწორედ იმის გამო, რომ I სერიაში პირდაპირი ობიექტი
მიცემით ბრუნვაში დგას და ზმნა-შემასმენელს ვერ
ითანხმებს რიცხვში, გვექნება მრ. რიცხვში პირის ნიშნის
ნულოვანი ალომორფი:
 იგი მე (კაცს) შემიპყრობს
 იგი ჩუენ (კაცთ/კაცებს)
შემიპყრობს//შეგჳპყრობს<შეგუიპყრობს

 II სერიაში, როცა პირდაპირი ობიექტი სახელობით ბრუნვაში


დგას, თუ იგი –ნ სუფიქსიანი (ნარიანი) მრავლობითის ფორმით
არის წარმოდგენილი, მისი მრავლობითობა ზმნაში აღინიშნება –
ენ/–ნ სუფიქსით:
მე იგი დავწერე მე აღვაშჱნე სახლ-ი
მე იგინი დავწერ-ენ აღვაშჱნ-ენ სახლ-ნ-ი

ხმოვანი ან ხმოვნით დაწყებული სუფიქსის დართვა იწვევს -ენ სუფიქსის


რედუქციას (–ენნ).
მან იგინი დაწერ–ენ–ა  დაწერ–ნ–ა, აღაშჱნ–ენ–ააღაშჱნ–ნ–ა
მათ იგინი დაწერ–ენ–ეს  დაწერ–ნ–ეს, აღაშჱნ–ენ–ესაღაშჱნ–ნ–ეს
ობიექტური პირის ნიშნები
 I და II ობიექტური პირები, პირდაპირი
და ირიბი, ორივე ერთნაირი უნარის
მქონეა. ორივე აჩენს პირის ნიშანს.
 პირველი ობიექტური პირის ნიშანია მ-:
მო-მ-კლა მან მე, მ-წერს იგი მე;
 მრავლობით რიცხვში პირველი
ობიექტური პირის ფორმები
წარმოდგენილია ორი,
მ- და გუ- პრეფიქსებით:
მ-ხატავს//გუ-ხატავს იგი ჩუენ
მ-პოვებს //გუ-პოვებს იგი ჩუენ
მამაო ჩუენო (მათ. 6,9–12)

 „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა


იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი,
იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა
ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ
მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ
თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ
მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა. და ნუ
შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ
მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს
სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის
უკუნითი უკუნისამდე, ამენ.“
ინკლუზივი / ექსკლუზივი

 ინკლუზივი, რომლის ნიშანი


ქართულში უნდა ყოფილიყო გუ-,
ნიშნავს ზმნის ფორმაში მეორე პირის
ჩარიცხვას (in).
 ექსკლუზივი, რომლის ნიშანი უნდა
ყოფილიყო მ-, ნიშნავს ზმნის ფორმაში
მეორე პირის ამორიცხვას (ex).
 III პირის არსებობა შესაძლებელია
ორივე ფორმაში - ინკლუზიურშიც და
ექსკლუზიურშიც.
დამანა მელიქიშვილის
მოსაზრებით
 ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიაში მნიშვნელობა
ენიჭებოდა ზმნის ფორმაში II პირის ჩარიცხვა-
ჩაურიცხველობას, შესაბამისად, სპეციალური ნიშნით
უნდა აღნიშნულიყო მხოლოდ II პირის არსებობა, ანუ
ინკლუზივი.
 ისტორიულად ექსკლუზივს ნიშანი არ უნდა ჰქონოდა.
ვინაიდან ინკლუზივი გულისხმობს I და II პირებს, მისი
ნიშანიც O2 და O1პირთა პრეფიქსების კომბინაციითაა
შედგენილი: გუ- < გმ-(გ+მ). ქართულისთვის მ>უ
ბუნებრივი ფონეტიკური პროცესია:
ქმრივი>ქურივი>ქვრივი.

(დ. მელიქიშვილი, ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის


გამოხატვის ისტორიისათვის ქართულ ზმნაში, მაცნე, 1977, #4).
გავარჩიოთ:
„პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ
დღეს“

 მომეც შენ (ღმერთმა) ჩუენ (ადამიანებს) იგი


(პური)

 შენ – S2
 ჩუენ – 01 ირ.
 იგი – 03 პირდ.
მაგრამ ვის ჩუენ?
ჩუენ:
1. ჩუენ = მე და შენ (წარვალთ)
2. ჩუენ = მე და თქვენ (წარვალთ)
3. ჩუენ = მე და იგი (წარვალთ)
4. ჩუენ = მე და იგინი (წარვალთ)
პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს = მომეც შენ ჩუენ საარსებო
პური
აქ არ შეიძლება იგულისხმებოდეს 1 და 2 ვარიანტი,
რადგან სუბიექტი, რომელსაც ვთხოვთ დახმარებას, მე-
2 პირშია.
მოგვეცი შენ (მამაო) ჩუენ (მე და მას//მათ) იგი
(პური).

აქ ჩუენ-ში გამოირიცხება მე-2 პირის მონაწილეობა


(ex).
ექსკლუზივი (გამორიცხვა)= მეორე პირის
გამორიცხვა.
ე.ი. მ ო მ ე ც ექსკლუზიური შინაარსისაა, რაც
„რამეთუ მოგუცა ჩუენ ღმერთმან სული უკუდავი“.
„უფალმან მოგუცა ჩუენ ნათლის-ღებაჲცა
მოსატევებელად ცოდვათა“.

 მო-გუ-ც-ა მან ჩუენ იგი (ღმერთმა ჩუენ (მე და


შენ/თქუენ) იგი
აქ ჩუენში (მე და შენ/თქუენ) მე-2 პირი (შენ/თქუენ) ჩართულია
(in).

ე.ი. მოგუცა ჩუენ ღმერთმან სული – გვექნება


ინკლუზიური შინაარსი, რაც ზმნაში გამოხატულია გუ–
პრეფიქსით.

მაგრამ განზოგადება იმისა, რომ მ-პრეფიქსიანი ფორმები


ყოველთვის ექსკლუზივის გაგებას გვაძლევენ და გუ–
პრეფიქსიანები კი – ინკლუზივისას, არ შეიძლება.
პრეფიქსთა ხმარების სიხშირე

 ძველ ქართულში მ–პრეფიქსიანი ფორმები


უფრო ჭარბობს, ვიდრე გუ–პრეფიქსიანი.

 თანაც m- პრეფიქსიანი ფორმები უფრო


ადრინდელ ძეგლებში დასტურდება, ხოლო გუ-
პრეფიქსიანი - მოგვიანებით.

 აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ერთ წინადადებაში


მ- და გუ- პრეფიქსები ერთი და იმავე ფუნქციით
გვხვდება:
 არავინ არს, რომელმანცა სახლად
შ ეგჳყვანნა და დამადგინნა (ოშკის
ბიბლ.)
მეორე ობიექტური პირის
ნიშანი
 ძველ ქართუ ლში მეორე ობიექტუ რი პირის
მორფემა , როგორც პირდაპირის , ისე ირიბისა ,
არის გ- (მაგ., შე-გ-იპყრობს, გ-აქუს...).
 თუ ობიექტი მრავლობით რიც ხვშია და
მიც ემით ბრუ ნვაშია , მისი მრავლობითობა
ზ მნაში აღუ ნიშვნელი რჩება .
 თუ სახელობით ბრუ ნვაშია და -ნ სუ ფიქსიან
მრავლობითშია , ზ მნაში პირის ნიშანთან
ერთად წარმოდგენილი იქნება –ენ //-ნ
სუ ფიქსი (მაგ., შე-გ-იპყრ-ენ მე თქუ ენ; შე-გ-
იპყრ-ნ-ა მან თქუ ენ).
მესამე ობიექტური პირის
გამოხატვა
 მესამე ობიექტურ პირში სხვადასხვა ვითარებაა იმის
მიხედვით, თუ როგორია იგი, პირდაპირი თუ ირიბი.
 მესამე ირიბ ობიექტურ პირს ნიშანი ყოველთვის აქვს.
 ეს ნიშნები იგივეა, რაც მეორე სუბიექტური პირისა: ხ-,
ჰ-, ს- (შ), 0.
 ისინი განაწილებულია ქრონოლოგიურად:
– ხანმეტ ტექსტებში მესამე ირიბი ობიექტური პირის
ნიშანია ხ-, რომელიც იხმარება ყოველგვარ ფუძეში:
ხევედრების, ხეყოს, ხთხოვა;
– ჰაემეტ ტექსტებში იმავე პოზიციაში დასტურდება ჰ-:
ჰევედრების, ჰკითხა, ჰთხოვა, ჰაქუს;
– IX საუკუნიდან ცხრამეტი თანხმოვნის წინ არის ჰ-,
ცხრა თანხმოვნის (დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ) წინ ჰ-ს
ადგილს იჭერს ს- (ჯ, ჩ, ჭ-ს წინ ს-ს ენაცვლება შ-),
– ხმოვნების წინ ჰ- დაკარგულია: აქუს, ევედრების.
რაც შეეხება მესამე პირდაპირ ობიექტურ
პირს, მას ხან აქვს ნიშანი და ხან - არა.

 ნიშანი აქვს მიცემითში დასმულ მესამე


პირდაპირ ობიექტურ პირს, თუ ზმნა
ზმნისწინიანია: დასწერს, შეჰკრებს,
წარსწყმედს. ნიშანი დასტურდება
„დაჰბადა“ ტიპის ზმნებშიც.
 ძველ ქართულში ზმნაში აღინიშნება
ნარიან მრავლობითში დასმული
მესამე პირდაპირი ობიექტური პირი:
დაწერა წერილი - დაწერნა წერილნი.
მესამე პირდაპირი ობიექტური პირის
გამოხატვა

 როგორც აღვნიშნეთ , სახელობითში მდგარი


ობიექტი (პირდაპირი ობიექტი ) ზ მნაში ვერ
აჩენს სათანადო პირის ნიშანს :

– ყო მან იგი (O3 პირდ., ნიშანია 0)


– შვა მან იგი (O3 პირდ., ნიშანია 0)
– ქადაგა მან იგი (O3 პირდ., ნიშანია 0)
მესამე ირიბი ობიექტური პირის
გამოხატვა
 თუ ობიექტი მუ დამ მიც ემით ბრუ ნვაშია , ანუ
ირიბია, ზმნაში ყოველთვის აჩენს სათანადო
პირის ნიშანს:

 ობიექტი მიცემით ბრუნვაშია:


– ჰ -რქუა მან მას (O3 ირიბი , ნიშანია ჰ -) იგი.
– შე-ჰ -ვედრა მან მას (O3 ირიბი , ნიშანია ჰ -) იგი.
– ჰ -მონა მან მას (O3 ირიბი , ნიშანია ჰ -).
– ჰ -მსახურა მან მას (O3 ირიბი , ნიშანია ჰ -).
აკაკი შანიძის აზრით,

 ზ ოგიერთ ზ მნას ძველ ქართუ ლში ორგვარი


კონსტრუ ქც ია აქვს : მიც ემით ბრუ ნვაში მდგარ
ობიექტს ხან შეიწყობს , ხან - არა . ამის
მიხედვით , ზ მნაში პირის ნიშანი ხან იქნება
წარმოდგენილი , ხან - არა , მაგ.:
– ტიროდა იგი
– ს-ტიროდა იგი მას (O3 ირიბი, ნიშანია ს-)
– წარჴდა იგი
– წარ-ჰ-ჴდა იგი მას (ცნობასა, O3 ირიბი, ნიშანია ჰ-)
პირდაპირი ობიექტი მიცემით
ბრუნვაში
 ყველაზ ე მეტი სიჭრელე გვაქვს I სერიაში ,
როდესაც პირდაპირი ობიექტი მიც ემით
ბრუ ნვაში დგას . ასეთი ობიექტი ზ მნაში ხან
აჩენს პირის ნიშანს , ხან - არა .
 ამის მიხედვით , ა . შანიძე გამოყოფს სამი
ტიპის ზ მნებს :
1. ჰყოფს ტიპი
2. ქადაგებს ტიპი
3. შ ერეუ ლი ტიპი .
პირდაპირი ობიექტი მიცემით
ბრუნვაში
 ჰყოფს ტიპის ზმნებთან I სერიაში ყოველთვის იქნება
წარმოდგენილი მიცემითში დასმული მესამე პირდაპირი
ობიექტის ნიშანი, ქადაგებს ტიპის ზმნებთან - არა, შერეული
ტიპის ზმნებთან კი ხან იქნება, ხან - არა. II სერიაში არცერთი
ამ ტიპის ზმნასთან არ გვექნება პირის ნიშანი, რადგან
ობიექტი სახელობით ბრუნვაშია.
I სერია, აწმყო ჰ-ყოფს იგი მას ქადაგებს იგი მას
II სერია, წყვეტ. ყო მან იგი ქადაგა მან იგი
 ჰყოფს ტიპის ზმნებია: მოჰკლავს, ჰპოვებს, ჰგუემს,
დაჰფარავს, დასცავს, დაჰლოცავს, დასწუავს, დასცავს,
შეჰკრავს, შეჰკრებს...
 ქადაგებს ტიპის ზმნებია: ჭამს, სუამს, ზრდის, შობს, ზრუნავს,
ხუეტს, ზღავს, დამშჭუალავს, ბრძანებს, თლის...
 შერეული ტიპის ზმნებია: ჰმწყსის//მწყსის, ჰკაფს//კაფს,
ჰმკის//მკის, ჰგმობს//გმობს, მოჰსრავს//მოსრავს,
შეჰმუსრავს//შემუსრავს...
დაჰბადა ტიპის ზმნები
 აკაკი შანიძემ გამოყო დაჰბადა ტიპის ზმნები,
რომლებსაც მოკლედ ასე ახასიათებდა:
 ფორმა - ძველი, შინაარსი - ახალი, ანუ მორფოლოგია -
ძველი, სინტაქსი - ახალი. მათი თავისებურება
ვლინდება II სერიაში.
 დაჰბადა ტიპის ზმნები წარმოშობით სამპირიანია,
ძველ ქართულში მათ ეწყობა ორი პირი: სუბიექტი და
სახელობითში მდგარი პირდაპირი ობიექტი,
დაკარგული აქვთ ერთი პირი - ირიბი ობიექტი, მაგრამ
ზმნაში შენარჩუნებულია მისი ნიშანი:
 და-ჰ-ბად-ა მან (S3, პირის ნიშანია –ა) მას (დაკარგული
O3 ირიბი, პირის ნიშანია ჰ-) იგი (O3 პირდ., პირის ნიშანია
0).
 დაჰბადა ტიპისაა: დაჰფლა, აღჰმართა, დასთესა,
დასთხია, დაჰჴშა, დაჰნერგა, დაჰმარხა, განჰმარტა,
რა სიტყვა გამოიყენებოდა ირიბ
ობიექტურ პირად „დაჰბადა“ ტიპის
ზმნებში?
 ზმნათა დიდ ნაწილთან ეს უნდა ყოფილიყო
სიტყვა ქუეყანა:
დაჰმარხა მან იგი ქუეყანასა ...
 ეს სიტყვა შემდგომშიც შეეწყობოდა
„დაჰბადა“ ტიპის ზმნებს, ოღონდ
თანდებულდართული და პირს აღარ
გამოხატავდა:
„აღჰუმართე ესე ჯუარი ქუეყანასა ზედა“ (წყსის
წარწერა).

 „დაჰბადა“ ტიპის ზმნებში მოგვიანებით


ფორმა და შინაარსი გათანაბრდა, ამოვარდა
ნიშანიც. დღეს ნორმაა: დაბადა, დამარხა,
დათესა (ორპირიანი მოქმედებითი გვარის ზმნებია)
 შესაბამისად, ცვლილება განიცადა
კონვერსიულმა ფორმებმაც: დაიბადა,
დაიმარხა, დაითესა (ერთპირიანი ინიანი ვნებითი
პირდაპირი ობიექტური პირის
რიცხვის
გამოხატვა II და III სერიის ფორმებში
 ძველ ქართულში სახელის მრავლობითობა
ძირითადად -ნ სუფიქსით გამოიხატებოდა. ეს სახელი,
სუბიექტი იქნებოდა იგი თუ ობიექტი, ზმნას
ყოველთვის ითანხმებდა რიცხვში: წიგნნი დაიწერნეს,
დაწერნა წერილნი.
 ეს სინტაქსური წესი ძველი ქართულისთვის ნორმადაა
მიჩნეული.
 პირველი ობიექტური პირის ფორმები მრავლობითში
წარმოდგენილია მ-//გუ- პრეფიქსებით:
მხატავს//გუხატავს იგი ჩუენ (ამ ფორმათა შესახებ
ზემოთ უკვე აღინიშნა);
 მეორე პირდაპირი ობიექტური პირის მრავლობითობა
ძველ ქართულში ძირითადად არ აღინიშნება,
გამოხატულია მხოლოდ სახელობითში დასმული
(თქუენ ნაცვალსახელით გადმოცემული) მეორე
ობიექტური პირის მრავლობითობა მეორე და მესამე
სერიებში მდგარ ზმნებში (გიხილნა მან თქუენ).
პირდაპირი ობიექტური პირის
რიცხვის
გამოხატვა II და III სერიის
ფორმებში
 რაც შეეხება მესამე პირდაპირ ობიექტურ
პირს, მისი მრავლობითობა პირველი სერიის
ფორმებში არ აღინიშნება,
 მეორე და მესამე სერიათა ფორმებში კი
ნარიან მრავლობითში მდგარი პირდაპირი
ობიექტური პირი გამოიხატება -ენ, -ან, -ნ
სუფიქსებით.
 ძველი ქართულის ეს წესი შემორჩენილია
„ვეფხისტყაოსნის“ ენაშიც:
„მკლავნი გაიმამაცურნა“, „ცრემლნი ცხელნი
მოიწურნა“.
 დარღვევები წერილობით ძეგლებში თავს
იჩენს IX საუკუნიდან. შემდგომში თანდათან
მატულობს შეუთანხმებლობის შემთხვევები:
დაწერა წერილნი.
 რაც შეეხება ებიან მრავლობითს, იგი ძველ
ქართულში შედარებით იშვიათი იყო.
 ამასთან, ებიან მრავლობითში დასმული
სახელი ზმნას რიცხვში ვერ ითანხმებდა.
მაგალითად: „აღვიღო რტოები“, „მოიღო
ტყავები“.
 იშვიათად თავს იჩენს შეთანხმების
შემთხვევებიც: „დაწერნა სახელები“.
 დღეს არსებობს მყარი წესი: ებიან
მრავლობითში მდგარი მესამე პირდაპირი
ობიექტური პირი რიცხვში ვერ ითანხმებს:
წიგნები იყიდა, სახლები ააგო.
დაიმახსოვრეთ:
 ობიექტური მესამე პირის ნიშანი ზმნაში მხოლოდ
მაშინ გვექნება, თუ დამატება მიცემით ბრუნვაში დგას.
ხკითხა (ჰკითხა) მან მას იგი, მიხწერა (მისწერა)მან მას
იგი
 ზმნაში აღინიშნება მხოლოდ სახელობით ბრუნვაში
დასმული ნარიანი ობიექტის მრავლობითობა. ე.ი.
გარდამავალ ზმნათა II სერიის ფორმებში ( -ენ/-ნ)
დავწერ-ენ მე წიგნნი, დაწერ-ნ-ა მან წიგნნი.
 ებიან მრავლობითში დასმული ობიექტი ზმნაში
რიცხვის ნიშანს ვერ აჩენს.
შევიპყრ-ენ-ით ჩუენ ტყუენი (შდრ.შევიპყართ ჩუენ
ტყუუები)
აქ თ სუბ. პირის მრავლობითობის ნიშანია და არა ობიექტის)
 მიცემითში დასმული სახელის მრავლობითობა (არც
პირდაპირი და ირიბი ობიექტისა) ზმნაში არ აისახება:
გესმა შენ (კაცსა), გესმა თქუენ (კაცთა), ჰკლავს იგი მას,
ჰკლავს იგი მათ.

You might also like