You are on page 1of 9

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნათია ჭყონია.

სემინარის ხელმძღვანელი: პროფ. ნინო შარაშენიძე.

რეფერატი კურსისათვის ქართული ენის სემანტიკური

კატეგორიები.

თემა: ზმნის სემანტიკური ანალიზი ქართულში.

პრედიკაცია და პრედიკაციის საკითხები

ყოველი აზრი, რომელსაც ვერბალურად, წინადადების სახით


გადმოვცემთ, უპირველეს ყოვლისა, პრედიკაციას შეიცავს. პრედიკაცია
კომპლექსური ფენომენი გახლავთ, აზრის საყრდენს წარმოადგენს და
ენის რომელიმე დონეზე რეალიზდება:

ა) ,,აბსტრაქტულ-სემანტიკური დონე-

პრედიკაცია აბსტრაქტულ-სემანტიკურ დონეზე განისაზღვრება, როგორც


აბსტრაქტულ-სემანტიკური პრედიკაცია. იგი აღნიშნავს მოქმედების
სუბსტანციურ შინაარსს, როგორიცაა, მაგ., წერა, ჯდომა, ცხოვრება“
(თანდაშვილი,2017, გვ.34).

ბ) ლოგიკურ-სემანტიკური დონე-

ესაა ლოგიკურ-სემანტიკური პრედიკაცია, რომელიც წარმოადგენს


მიმართებათა ჯამს, თუ რა სახის აქტანტებია აუცილებელი, რათა
ზემოხსენებულ დონეზე გადმოსცე აბსტრაქტულ-სემანტიკურ დონეზე
მოცემულ მოქმედებათა სუბსტანციური სახე. მაგ., აბსტრაქტულ-
სემანტიკურ დონეზე მოცემული პრედიკაცია წერა ლოგიკურ-
სემანტიკურ დონეზე გარდაუვლად დაირთავს ორ აქტანტს: ის, ვინც
წერს (S) და ის, რაც იწერება (Odir).

გ) სინტაქსური დონე

,,ენობრივ რეალიზაციას პრედიკაცია სინტაქსურ დონეზე განიცდის-


ლოგიკურ-სემანტიკური პრედიკაცია წინადადებაში გადმოიცემა ზმნითა
და მასთან ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე აუცილებელი და საკმარისი
მიმართებების სინტაქსური რეალიზაციის ფორმით“ (თანდაშვილი, 2017,
გვ.35).

პრედიკაცია ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე მიმართების სხვადასხვა


სახეს მოიცავს:

1) მოქმედების შემსრულებელს (მაგ., ის ხატავს)

2) მოქმედების ინიციატორს (ის ახატვინებს)

3) განმცდელს (მას ეშინია)

4) მოქმედების ობიექტს (ის იხატება)

5) პრედიკატის ადრესატს (მას ეწერება)

6) მოქმედების პრედიკაციის საგანს (ის ხატია)

7) პრედიკაციის ლოკალურ გარემოს (სახელოსნოში ხატავს)

8) პრედიკაციის ვითარების გარემოს (ბეჯითად მეცადინეობს).

დ) მორფოსინტაქსური დონე.

პრედიკაციის ენობრივი რეალიზაცია ზმნის კონკრეტული ფორმით


გადმოიცემა. ზმნის კონკრეტული ფორმა პრედიკაციის სინტაქსური
სტრუქტურით არის განპირობებული და მორფოსინტაქსური ნიშნების
საშუალებით რეალიზდება.

აბსტრაქტულ-სემანტიკური პრედიკაცია და ლოგიკურ-სემანტიკური


პრედიკაცია ერთმანეთისგან კითხვის დასმის მეთოდით შეიძლება
გაირჩეს:

აბსტრაქტულ-სემანტიკური პრედიკაცია: რას შვრება?

წერს, ბეჭდავს, მუშაობს,


ცურავს.

ლოგიკურ-სემანტიკური პრედიკაცია: ვინ წერს / რას წერს?

ლალი წერს/ განცხადებას წერს.

ზმნათა ლოგიკურ-სემანტიკური კლასიფიკაცია

ზმნათა ლოგიკურ-სემანტიკური კლასიფიკაცია ემყარება ზმნის, როგორც


აბსტრაქტული სემანტიკური კონცეპტის იდეას.

მაგალითად, აბსტრაქტულ-სემანტიკური კონცეპტი ,,წერა“


აბსტრაქტულ-სემანტიკური კონცეპტის პრედიკაციისთვის ,,წერა“
მოიცავს პრედიკაციას ,,წერა“, რომელიც ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე
ამ პრედიკაციისთვის დამახასიათებელ ლოგიკურ მიმართებებს ასახავს:
ის, ვინც წერს და ის, რაც იწერება.

აბსტრაქტულ-სემანტიკური კონცეპტი ,,მიცემა“ აბსტრაქტულ-


სემანტიკური კონცეპტი პრედიკაციისთვის ,,მიცემა“ ლოგიკურ-
სემანტიკურ დონეზე მოიცავს პრედიკაციას ,,მიცემა“ და მისთვის
დამახასიათებელ ლოგიკურ მიმართებებს: ის, ვინც აძლევს; ის, რასაც
აძლევენ და ის, ვისაც აძლევენ.

აბსტრაქტულ-სემანტიკური კონცეპტი ..ჯდომა“ აბსტრაქტულ-


სემანტიკური კოცენპტი პრედიკაციისთვის ,,ჯდომა“ მოიცავს
პრედიკაციას ,,ჯდომა“ და სათანადო ლოგიკურ მიმართებებს: ის, ვინც
ზის და ის, სადაც ზის, რაზეც ზის, ვისთანაც ზის ან როგორც ზის.

ამრიგად, ,,პრედიკაციისთვის გადამწყვეტია იმ მიმართებათა ასახვა,


რომლებიც ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე არსებობს მოცემული
პრედიკაციის შემთხვევაში და რომელთა გარეშე ვერ გახორციელდება
ქმედების ლოგიკურ-სემანტიკური რეალიზაცია“ (თანდაშვილი, 2017,
გვ.39).

პრედიკაციის ენობრივ დონეზე რეალიზაციის რამდენიმე მაგალითი

1. პრედიკაცია წერა VS პრედიკაცია მიწერა.

პრედიკაცია ,,წერა“ მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს მოქმედების


შემსრულებელთან და ობიექტთან (ქვემდებარე და პირდაპირი
დამატება). მაგ., ,,მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“
(ტ.ტაბიძე): პრედიკაცია ,,წერა“ პირველ შემთხვევაში გადმოცემულია
ზმნური ფორმით ,,ვწერ“, მეორე შემთხვევაში- ზმნური ფორმით
,,მწერს“. მოქმედების შემსრულებელი (მორფოსინტაქსურ დონეზე)
გაფორმებულია სახელობითი ბრუნვით, მოქმედების ობიექტი-
მიცემითით.
პრედიკაცია ,,წერა“

ვწერ მწერს

მოქმედების
მოქმ. ობიექტი.
შემსრულებელი.
მე ლექსს ლექსი მე

პრედიკაცია ,,მიწერა“ მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს მოქმედების


შემსრულებელთან, მოქმედების ობიექტთან და მოქმედების ადრესატთან
(სინტაქსურ დონეზე: ქვემდებარე, პირდაპირი დამატება, ირიბი
დამატება).

მაგალითად, ,,ნატამ მისწერა დიმიტრის წერილი, დიმიტრისთვის მე


არაფერი მიმიწერია“

პრედიკაცია ,,მიწერა“ პირველ შემთხვევაში გადმოცემულია ზმნური


ფორმით ,,მისწერა მან მას ის“. ,,ეს ნამყოს მწკრივია, რომელსაც
მორფოსინტაქსურ დონეზე შეეწყობა მესამე სუბიექტური პირი, მესამე
პირდაპირობიექტური პირი და მესამე ირიბობიექტური პირი
(თანდაშვილი, 2017, გვ. 41).

მეორე შემთხვევაში გადმოცემულია ზმნური ფორმით ,,მიმიწერია“.


,,ესაა პირველი თურმეობითი, რომელსაც მორფოსინტაქსურ დონეზე
შეეწყობა პირველი სუბიექტური პირი, მესამე პირდაპირობიექტური
პირი და თანდებულიანი უბრალო დამატება, რომელიც
ირიბობიექტური პირის ეკვივალენტია თურმეობითში“ (თანდაშვილი,
2017, გვ.41)

პირველ შემთხვევაში სუბიექტი (მორფოსინტაქსურ დონეზე)


გაფორმებულია მოთხრობითით, მოქმედების ობიექტი- სახელობითით,
ირიბი O- მიცემითით.

,,მიმიწერია“ ფორმის შემთხვევაში მოქმედების შემსრულებელი


(,,ლოგიკური სუბიექტი“) მორფოსინტაქსურ დონეზე გაფორმებულია
მიცემითი ბრუნვით, მოქმედების ობიექტი (,,ლოგიკური პირდაპირი
ობიექტი“)- სახელობითი ბრუნვით, მოქმედების ადრესატი კი- თვის
თანდებულიანი ნათესაობითით.

ზმნათა სემანტიკური კლასიფიკაცია

ამ თვალსაზრისით, ერთმანეთისგან უნდა გავასხვავოთ ქმედების


გადმომცემი ზმნები (აგენტური) და გრძნობა-აღქმის გადმომცემი
ზმნები (აფექტური).

აფექტური, თავის მხრივ, ორ ქვეჯგუფად იყოფა: verba sentiendi და


verba dicendi. Verba sentiendi აერთიანებს:

ა) ემოციური აღქმის გადმომცემ ზმნებს: მომწონს, მეჯავრება, მიყვარს,


მეძვირფასება...

ბ) სმენით, მხედველობით, ყნოსვით და გემოს აღქმის გადმომცემ


ზმნებს: მესმის მეჩვენება, მეყურება, მეგემრიელება...
გ) კოგნიტურ ზმნებს: ვფიქრობ, ვაზროვნებ, მიმაჩნია, ვიმეცნებ,
ვაანალიზებ...

Verba dicendi მეტყველების პროცესის გადმომცემელ ზმნებს მოიცავს.


,,თქმის“ სემანტიკის გადმომცემი ზმნების მაგალითები: ეუბნება,
უყვება, უამბობს, უბრძანა, დაუბარა, დაუყვირა, შეუთვალა...

აღსანიშნავია ცალკე ჯგუფის, Verba habendi-ს, არსებობა, რომელიც


აერთიანებს ქონა-ყოლის სემანტიკის გადმომცემ ზმნებს: აქვს/ ჰყავს,
ფლობს, გააჩნია, ეკუთვნის, მოეპოვება.

სემანტიკური როლები

სემანტიკური როლი პრედიკაციის აუცილებელ კომპონენტს


წარმოადგენს, ,,ის ახდენს ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე მოცემული
მიმართებების ფუნქციურ-სემანტიკურ დეტერმინაციას“ (თანდაშვილი
2017, გვ.69). სიტუაციის ანუ პრედიკაციის ბირთვთან ლოგიკურ-
სემანტიკურ დონეზე დაკავშირებული აქტანტები გარკვეული
სემანტიკური ფუნქციის გამომხატველი კომპონენტებია, რომელთა
ფუნქცია სემანტიკური როლების მეშვეობით აღიწერება.

პრედიკაცია სიყვარული

პრედიკაცია ,,სიყვარული“ მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს, რომლებიც


გულისხმობს სუბიექტის (ის, ვინც განიცდის სიყვარულს) და
მოქმედების სტიმულის (ის, ვინც იწვევს პრედიკაციას ,,სიყვარული“)
პოვნიერებას.

პრედიკაცია მდებარეობა
პრედიკაცია ,,მდებარეობს“ მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს, რომლებიც
გულისხმობს პრედიკაციის პასიური სუბიექტისა (ის, რასაც
მდებარეობს) და პრედიკაციის გახორციელების ადგილის პოვნიერებას.

პრედიკაცია ,,ფიქრი“

პრედიკაცია ფიქრი მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს, რომლებიც


გულისხმობს პრედიკაციის აქტიური სუბიექტისა და პრედიკაციის
თემის (ის, რის შესახებაც ხორციელდება პრედიკაცია ფიქრი)
პოვნიერებას.

ჩარლზ ფილმორი გამოყოფს სემანტიკურ როლებს შემდეგი სახით:

 აგენსი
 განმცდელი
 ინსტრუმენტი
 ობიექტი
 წყარო
 მიზანი
 ადგილი
 დრო
 მიმართულება

შდრ.,

,, გიორგიმ სეიფი სწორედ ამ გასაღებით გააღო“ და ,,სწორედ ამ


გასაღებმა გააღო სეიფი“. ორივე წინადადებაში აქტანტი გასაღები,
სემანტიკური თვალსაზრისით, არის ინსტრუმენტი.

პირველ წინადადებაში (,,გასაღებით“) მოქმედებით ბრუნვაში დგას


აქტანტი და უბრალო დამატებაა, მეორე წინადადებაში კი მოთხრობით
ბრუნვაში დგას და გარდამავალი ზმნის სუბიექტია.
გამოყენებული ლიტერატურა:
მანანა თანდაშვილი, ,,ზმნის სემანტიკური ანალიზი ქართულში“,
თბილისი, 2017 წელი.

You might also like