You are on page 1of 19

მორფოლოგია 1

ლექცია 3
რუსუდან გერსამია
rgersamia@iliauni.edu.ge
სალექციო საკითხები:

- არსებითი სახელის რაობა;


- ლექსიკურ-სემანტიკური ჯგუფები;
- მრავლობითობის კატეგორია სახელებში.
არსებითი სახელი

არსებითი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც


საგანს აღნიშნავს.

არსებითი სახელი ასახავს ობიექტურ საგნობრივ


სინამდვილეს, საგანთა არსებობას.

არაობიექტურ რეალობასაც, ანუ რასაც არა არქვს საგნობრივი


სახე: სული, სუნი, ხმა

კითხვები: ვინ? რა?

კაცი, სახლი, კალამი, ლომი...


არსებით სახელთა ჯგუფები შინაარსის
მიხედვით

შინაარსის მიხედვით არსებით სახელებში


გამოიყოფა შემდეგი ჯგუფები:

• სულიერთა და უსულოთა
• ვინ და რა ჯგუფისა
• კონკრეტული და აბსტრაქტული
• საკუთარი და საზოგადო
• კრებითი სახელები
• ნივთიერებათა სახელები
სულიერთა და უსულოთა
სახელები

სულიერი ეწოდება საკუთარი ძალით


მოძრავ ცოცხალ არსებას.
დედა, კაცი, მგელი, ჩიტი...

უსულო ეწოდება საგანს, რომელსაც


საკუთარი ძალით მოძრაობის უნარი არა აქვს.
სკამი, ფანქარი, გზა, ვაშლი...
ვინ და რა ჯგუფის
სახელები

ქართულ ენაში კითხვა ვინ? დაესმის


მხოლოდ ადამიანებს. მათ ვინ ჯგუფის ანუ ადამიანთა
სახელები ჰქვია.
ბავშვი, ექიმი, ძმა, მეზობელი...

ადამიანთა გარდა ყველა სხვა სახელს დაესმის


კითხვა რა? მათ რა ჯგუფის ანუ არაადამიანთა სახლები
ჰქვია.
ბაღი, წიგნი, კატა, ფუტკარი...
ვინ- რა კლასიფიკაცია ქართულში
ვინ რა

ადამიანი ყველა დანარჩენი


სულიერი უსულო

ცოცხალი - არაცოცხალი კლასი ქართველურ ენებში


კონკრეტული და აბსტრაქტული
სახელები

კონკრეტული სახელი აღნიშნავს არსებას ან


საგანს, რომელსაც გრძნობათა ორგანოებით აღვიქვამთ,
მას ნივთიერი სახე აქვს.
ბიჭი, კატა, ფურცელი, ბალახი...

აბსტრაქტული სახელი აღნიშნავს საგანს,


რომელსაც ნივთიერი სახე არა აქვს.
სიფხიზლე, მეგობრობა, ბედნიერება, ქიმია...
საკუთარი და საზოგადო
სახელები
საკუთარია სახელი, რომელიც ჰქვია ერთ კონკრეტულ საგანს,
ქვეყანას, კუთხესა და სხვ.
საკუთარი სახელებია:
• ადამიანთა სახელები და გვარები: ნინო, დავითი, კეკელიძე...
• ცხოველთა სახელები: ნიკორა, ნიშა...
• გეოგრაფიული სახელები: მტკვარი, ბათუმი, საფრანგეთი...
• წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, დაწესებულებების სახელები:
“ვეფხისტყაოსანი”, “ცისკარი”...
• პლანეტების სახელები: მარსი, ვენერა...

საზოგადოა სახელი, რომელიც ჰქვია მრავალ ერთნაირ საგანს.


მანქანა, ვაშლი, სოფელი...
კრებითი სახელები

კრებითია სახელი, რომელიც აღნიშნავს


ერთგვარ საგანთა კრებულს.
გუნდი, ჯოგი, ხალხი...
ნივთიერებათა სახელები

ნივთიერებათა სახელი აღნიშნავს ნივთიერებას,


რომლის დათვლა და ცალკეულ ერთეულად
წარმოდგენა შეუძლებელია.
რკინა, ოქრო, წყალი, ჰაერი...
სახელის გრამატიკული კატეგორიები

ბრუნვა რიცხვი

ოპოზიცია ბრუნვის მიხედვით


ოპოზიცია რიცხვის მიხედვით
სახელთა ბრუნება

სახელთა განსხვავებულ ფორმებს, რომლებსაც


ლექსიკური მნიშვნელობა ერთი აქვთ, ბრუნვის
ფორმები ეწოდება.

სახელთა ფორმაცვალებას ბრუნვათა მიხედვით


ბრუნება ეწოდება.

იგივეობა ლექსიკური, სხვადასხვაობა გრამატიკული –


ბრუნვის ფორმათა არსებითი ნიშანია.
რატომ არის ქართულში 7 ბრუნვა?

• ა. ჩიქობავა წოდებითს ბრუნვად არ თვლიდა


• ძვ. ქართულში იყო 8 ბრუნვა.

ზ. სარჯველაძე: „წრფელობითი არამარკირებული


სახელობითია“
გრამატიკული რიცხვი

რიცხვი არის სახელის გრამატიკული კატეგორია,


რომელიც გვიჩვენებს, საგანი ერთია თუ მრავალი.
მხოლობითი და მრავლობითი
რიცხვი

ქართულში რიცხვი ორია: მხოლობითი და


მრავლობითი.

მხოლობითი რიცხვის ფორმა გვიჩვენებს, რომ


საგანი ერთია: მთა, ხელი, დარაჯი, ვარდი...

მრავლობითი რიცხვის ფორმა გვიჩვენებს, რომ


საგანი ერთზე მეტია (მრავალია): მთები, ხელები,
დარაჯები, ვარდები...
ბრუნვა და რიცხვი მარკირებული
კატეგორიებია
ორგვარი მრავლობითი

ებიანი ნართანიანი
სახელური მორფემების რანგობრივი სტრუქტურა

R -PL-PM - სავრცობები- თანდებულები - ნაწილაკები


R- ძირი
PL-მრ. ნიშანი
PM - ბრუნვის ნიშანი
ბავშვ-ებ-ის-ა-თვის-ა=ც=ო
ლიტერატურა

• ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები,


თხზ., ტ. III, თბ., 1980
• ლ. კვაჭაძე, ქართული ენა, თბ., 1981
• ჟ. ფეიქრიშვილი, ქართული ენის მორფოლოგია,
ქუთაისი, 2010
• თ. მახარობლიძე, ვინ-რა კატეგორიის სინქრონიული
ანალიზისათვის ქართულში
• თ. მახარობლიძე, კონკრეტული თუ აბსტრაქტული?

You might also like