You are on page 1of 4

შესავალი

არსებითი სახელი აღ- ნიშნავს საგანს ან მოვლენას. საგანი გულისხმობს


ყველა მატერიალურ, ნივთიერ არსს, რომლის აღქმაც შესაძლებელია
გრძნობათა ორგანოე- ბით... მოგვლენა კი არის სული, სევდა,
ბედნიერება, სიყვარული... და, მეორე მხრივ, ფიზიკური და ფსიქიკური
უხილავი პროცესები (ვითარება), ყინვა, ფიქრი, ლაპარაკი, ფრენა, წვიმა.

ფეიქრიშვილი

არსებითი სახელი ჰქვია მეტყველების ნაწილს,რომელიც აღნიშნავს


საგანს.მისი ძირითადი ნიშანი არის საგნობრიობის გამოხატვა.არსებითი
სახელი შეიძლება
იყოს:ქვემდებარე,დამატება,განსაზღვრება,შედგენილი შემასმენლის
სახელადი ნაწილი,გარემოება.ქართულში არსებით სახელს აქვს 2
კატეგორია ბრუნვა და რიცხვი და ხასიათდება შინაარსისა და ფორმის
მიხედვით.აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ვინ და რა ჯგუფის არსებითი
სახელები.ვინ ჯგუფის არის ყველა ადამიანის
სახელი,ზღაპრულ,მითოლოგიური პერსონაჟი და
საზოგადოდ,გაპიროვნებულ საგანთა სახელები,რაც შეეხება რა ჯგუფს
მასში შედის ადამიანის გარდა ყველა არსებითი სახელი სულიერიც და
უსულოც(არწივი,ძაღლი,ქვა,წიგნი) ეს შინაარსით ხოლო ფორმას რაც
შეეხება
გვაქვს:კრებითი,აბსტრაქტული,კონკრეტული,საზოგადო,საკუთარი,ნივთი
ერებათა,მოქმედების.როგორც ვახსენე არსებითი სახელს ახასიათებს
ბრუნვა რადგან ფორმა ცვალებადი სიტყვაა,წინადადებაში შეიძლება
შეგვხვდეს სხვადასხვა ფორმით,მაგრამ მნიშვნელობა ერთი ჰქონდეს
ყველას:(აჩვენებ მაგალითს) ბრუნვა ეწოდება გრამატიკულ
ფორმას,რომლითაც სახელი ამყარებს მიმართებას სხვა სახელთან ან
ზმნასთან. ჩვენ გვაქვს 7 ბრუნვა,მაგრამ ძველ ქართულში გვქონდა
წრფელობითი,რომელიც წარმოდგენილი იყო ფუძის სახით.ამ 7
ბრუნვიდან სახ,მოთ,მიც მიჩნეულია პირდაპირ ბრუნვად ხოლო
დანარჩენი წოდებითის გარდა ირიბად.ყველაზე ძველი მათ შორის არის
მიცემითი და ნათესაობითი შემდეგ მოდის მოქმედებითი ვითარებითი და
მოთხრობითი , ხოლო სახელობითი და წოდებითი შედარებით
ახალია.გარდა ამისა ბრუნვის ნიშანი შეიძლება იყოს გავრცობილი ა
ხმოვნით (სავრცობი,ნართაული- ა,ემფატიკური ხმოვანი)ის გამოიყენება 4
ბრუნვაში მიც,ნათ,მოქ,ვით,როგოც საზოგადო ისე საკუთარ
სახელებთან.ა ნაწილაკი აუცილებელია
1.ც ნაწილაკის დართვისას
2.ვით თანდებულთან მიცემითან
3.ნანათესაობითარი მიცემითის შემთხვევაში
4.თანიანი მრავლობითი მყარ გამოთქმებში.
5.ნათესაობითი ბრუნვის ფორმასთან მართული მსაზღვრელ-
მსაზღვრულის შებრუნებული წყობის დროს
6.და კავშირით შეერთებული ორი სახელის პირველ წევრიანი
მიცემითში,ნათესაობითში,მოქმედებითსა და ვითარებითში.

შანიძე

არსებითი სახელი ჰქვია სიტყვას,რომელსაც საგნობრივი წარმოდგენა


ახლავს:აღნიშნავს როგორც ფიზიკურ სამყაროში რეალურად არსებულ
საგანს ან მის ნაწილს,ისე გრამატიკული ნიშნების მიხედვით მასთან
გათანაბრებულ სიტყვას,რომელიც აღნიშნავს რამეს ადამიანის ფსიქიკური
მოქმედების სფეროდან,ან ასახლებს საზოგადოებრივი ცხოვრების
რომელსამე მოვლენას.არსებითი სახელი არსებითი ნიშანი,მისი
ნიშანდობლივი მხარეა – საგნობრიობა,ამიტომ ვამბობთ,რომ არსებითი
სახელი არის საგნის სახელი,მაგალითად:
კაცი,მხეცი,ქვა,სიზმარი,ვარსკვლავი,სინდისი და სხვ.
ლექსიკური შინაარსის მიხედვით,რომელსაც რამდენადმე გარკვეული
გრამატიკული ნიშნებიც ახლავს,არსებით სახელებში გამოიყოფა
სულიერთა და უსულოთა სახელები,ადამიანისა და არა-ადამიანისა(ვინ
ჯგუფისა და რა ჯგუფისა),კონკრეტული და აბსტრაქტული,საკუთარი და
საზოგადო, კრებითი და ნივთიერებათა სახელები.
სულიერი ეწოდება საკუთარი ძალით მოძრავ,ცოცხალ
არსებათ,როგორიცაა:
ადამიანები,ცხოველები,ფრინველები,თევზები,ქვეწარმავლები.
უსულო კი ეწოდება ისეთ საგნებს,რომელნიც მოკლებული არიან
საკუთარი ძალით მოძრაობის უნარს,მაგალითად:ხე,ქვა,კალამი,ბაღი და
სხვ.
ადამიანთა და არა-ადამიანთა სახელები – ქართულ ენაში
სიტყვები,რომლებიც აღნიშნავენ ადამიანს,სხვა სახელებისგან,სხვათა
შორის,იმითაც გამოიყოფა,რომ ამათზე ითქმის „ვინ“,ყველა დანარჩენზე კი
„რა“.
კონკრეტული სახელი აღნიშნავს არსებას ან ისეთ ფიზიკურ
ობიექტს,რომელსაც გრძნობათა ორგანოებით აღვიქვამთ.
აბსტრაქტული სახელი აღნიშნავს ისეთ რამეს,რომელსაც ნივთიერი სახე
არ აქვს, მაგალითად:სიცოცხლე,სიმშვიდე და სხვ.
სახელი შეიძლება იყოს საკუთარი და საზოგადო. საკუთარია ისეთი
სახელი,რომელიც ჰქვია ერთს ან რომელსამე საგანს:ქვეყანას
ანნკუთხეს,მდინარეს ან ტბას და სხვ.
საზოგადოა ისეთი სახელი,რომელიც აღნიშნავს არა ერთ
გარკვეულს,არამედ მრავალ ერთგვარ საგანს,როგორიცაა: ხე,ქვა,თით,კბილი
და სხვ.
კრებითია სახელი,რომელიც აღნიშნავს ადამიანთა,ცხოველთა ან
ფრინველთა კრებულს,როგორიცაა: ხალხი,ერი,ხროვა,რემა სა სხვ.
ნივთიერებათა სახელები – საზოგადო სახელთაგან შეიძლება გამოვყოყ
ნივთიერებათა სახელები: რკინა,ოქრო,ვერცხლი,ტყვია და ა.შ.

დასკვნა

არსებით სახელს ორივე სხვანაირად განმარტავს,მაგრამ იმაზე


თანხმდებიან რომ აღნიშნავს საგანს,ასევე იმაზეც რომ გვაქვს
კრებითი,აბსტრაქტული, კონკრეტული,საზოგადო,საკუთარი და
ნივთიერებათა მოქმედების არს. სახელები და ორივე საუბრობს მის
დამახასიათებელ მოვლენაზე რომელსაც ბრუნვა ეწოდება,მაგრამ
ფეიქრიშვილი ასევე ახსენებს ა ნაწილაკს და მის აუცილებლობას
შანიძისგან განსხვავებით.

You might also like