You are on page 1of 2

ნაცვალსახელი ჰქვია ისეთ სიტყვას, რომელიც სახელების (არსებითის,

ზედსართავის, რიცხვითის) ნაცვლად გამოყენება.

გამოიყოფა ნაცვალსახელთა შემდეგი ჯგუფები:


1. პირისა: მე - ჩვენ (პირველი პირი), შენ - თქვენ (მეორე პირი), ის -
ისინი (მესამე პირი).
2. ჩვენებითი: ეს, ეგ, ის, ასეთი, ეგეთი, ისეთი, ამნაირი, მაგნაირი,
იმნაირი, ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა, ამდენი, მაგდენი, იმდენი.
3. კუთვნილებითი: ჩემი - ჩვენი (პირველი პირის კუთვნილებას
გამოხატავს), შენი - თქვენი (მეორე პირის კუთვნილებას
გამოხატავს), მისი - მათი (მესამე პირის კუთვნილებას გამოხატავს).
4. კითხვითი: ვინ? რა? როგორი? რანაირი? რამდენი? სადაური?
როდინდელი?
5. კითხვით-კუთვნილებითი: ვისი? რისი?
6. მიმართებითი: ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, რამდენიც,
რანაირიც, ვისიც, რისიც, სადაურიც, როდინდელიც.
7. უარყოფითი: არავინ, ვერავინ, ნურავინ, არაფერი, ვერაფერი,
ნურაფერი, არარა, ვერა, ნურა.
8. განუსაზღვრელობითი: ვიღაც, რაღაც, რომელიღაც, როგორიღაც,
ვინმე, რამე, რომელიმე, როგორიმე, ერთი, კაცი, ზოგი, ზოგიერთი.
9. განსაზღვრებით: თვით, თვითონ, თითოეული, ყოველი, ყველა.

ნაცვალსახელმა შეიძლება დაირთოს თანდებული: მათგან, მათგანი,


ჩემთან, შენთან, ჩემთვის, მისთვის, შენსავით...

ზოგიერთი ინფორმაცია ნაცვალსახელთა ბრუნებასთან


დაკავშირებით:

პირველი პირის ნაცვალსახელი სახელობითში, მოთხრობითსა და


მიცემითში ფორმას არ იცვლის, მე-ს სახით იქნება წარმოდგენილი.
ნათესაობითშია ჩემ-. ეს „ჩემ“ გვხვდება თანდებულებთან ერთად: ჩემგან,
ჩემთვის, ჩემზე...

ჩვენებითი ნაცვალსახელი ცალკე ასე იბრუნვის: ეს, ამა-ნ, ამა-ს, ამ-ის,


ამ-ით, ამა-დ; არსებითთან ერთად: ეს კაც-ი, ამ კაც-მა, ამ კაც-ს, ამ კაც-ის,
ამ კაც-ით, ამ კაც-ად.
კითხვითი ნაცვალსახელი. ვინ: ვინ, ვინ, ვი-ს, ვი-ს, ვისით, ვისად. რა:
რა, რა-მ, რა-ს, რ-ის, რ-ით, რა-დ.

კუთვნილებითი ნაცვალსახელი. მისი ბრუნება არსებითად არ


განსხვავდება თანხმოვანფუძიან ზედსართავთა ბრუნებისაგან, იქნება ის
ცალკე თუ არსებითთან ერთად: ჩემ-ი მეგობარი, ჩემ-მა მეგობარმა, ჩემ-ს
მეგობარს, ჩემ-ი მეგობრ-ის, ჩემ-ი მეგობრ-ით, ჩემ-ს მეგობრ-ად, ჩემ-ო
მეგობარ-ო.

Les pronoms relatifs, appeles aussi pronoms conjonctifs, servent a joindre a un nom ou a un pronom
qu’ils representent une proposition subordonee qui determine ce nom ou ce pronom .

Un livre qui est interessant . le livre que vous lisez.

Celui que vous cherchez n’est pas ici.

You might also like