You are on page 1of 2

მოცემული ეპიზოდი არის ნაწყვეტი სამიჯნურო-ჰეროიკული პოემიდან.

ლექსი
დაწერილია თექვსმეტმარცვლიანი სალექსო საზომითა და მოსაზღვრე რითმით. ერთმანეთს
ენაცვლება მაღალი და დაბალი შაირი. სიტყვის მიმართ სრულიად ახლებური
დამოკიდებულება და უმდიდრესი ლექსიკა რუსთაველს ყველა სხვა დროის მწერლისგან
გამოარჩევს. გვხვდება აფორიზმები, რომლის მეშვეობით პოეტი მოკლედ და სხარტად
გამოხატავს ბრძნულ აზრს:

„ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად“.

რუსთაველი აღტაცემით გადმოსცემს გმირის სულიერ სამყაროს. იგი არის ემოციური


მთხრობელი და სათქმელს ხატოვნად გადმოსცემს. ტექსტი რეალიზებულია ავროტისეული
თხრობითა და დიალოგებით. ნაწარმოები არის ძველი ქართული მწერლობის ნიმუში,
შესაბამისად, გვხვდება არქაიზმები. პოეტის სტილის მრავალფეროვნება განაპირობებს იმ
სიტყვის გამოყენება, რომელმაც მნიშვნელობა შეიცვალა. მაგალითად, „წიგნი“, რომელიც
ძველად წერილს აღნიშნავდა. უხვადაა გამოყენებული კითხვისა და ძახილის წინადადებები,
რომლებიც ემოციის გაძლიერებას ემსახურებიან:

„მოახსენა: უშენომან გულმან რამცა გაიხარა!“.

რუსთაველის პოეტური ენის საფუძველი არის ტროპული მეტყველება, შესაბამისად,


უხვად გვხვდება მხატვრული სამკაულები. მაგალითად, ეპითეტი: „კაცი ცრუ და მოღალატე“,
შედარება: „აცნობე ჩემი სიკვდილი,-იყავ მართ ვითა მთრვალია“, „თვალთათ, ვითა
მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოყარა“, ჰიპერბოლა: „მოვუკლივარ თინათინის
სურვილსა და სიყვარულსა“. მეტაფორული აზროვნება არის რუსთაველის პოეტური ენის
განმსაზღვრელი, შესაბამისად, ბუნებრივია ტექსტში მათი სიუხვე. მაგალითად: „ცეცხლი
დებული“(თინათინის სიყვარულით გამოწვეული ტანჯვა), „ცრემლი ცხელი ასოვლებდის
ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა“(თვალებიდან გადმოსული ცრემლი ლოყებს ასველებდა, რაც
მიუთითებს სპასპეტის ტანჯვაზე).

ეს კი მე-2 ნიმუშია,მაგრამ პირველი სჯობს

ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ნიმუში „ვეფხისტყაოსანი“ ეპიკური


პოემაა, რომელიც რუსთაველის მიერ ქართული სალექსო საზომით, შაირითაა
დაწერილი. (16-მარცვლიანი ლექსი). მოცემული მონაკვეთი მხატვრული
მეტყველებით გადმოიცემა, კერძოდ ინტონაციით, რომელიც პერსონაჟების ხასიათს
გამოხატავს. ტექსტი რეალიზებულია ავტორისეული თხრობითა და დიალოგებით.
ნაწარმოები ძველი ქართული მწერლობის ნიმუშია, ამიტომ უხვად გვხდება
არქაიზმები.

ტექსტში უხვად გვხდება ტროპები. შედარებაა:„... წყაროსაებრ ისმნეს წკარნი“

ჰიპერბოლებია: „ცრემლთა, მისთა მონაღვართა, წყაროსაებრ ისმნეს წკარნი“

„თავი თავსა შეუტაკა, გაურივნა ტვინი თმასა“

მეტაფორებია: „ლომი“- აღნიშნავს ავთანდილის სიმამაცესა და სიძლიერეს“ , „პირ-


მზე“ - გამოხატავს ავთანდილის სილამაზეს. „ვარდი ტკბილი“ - ავთანდილის
აღმნიშვნელი მეტაფორა. ეპითეტია: „უებრო ტანი“, „ჯავრიან გული“.

You might also like