You are on page 1of 3

წინადადება

სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს


გადმოგვცემს წინადადება ეწოდება.
წინადადება სიტყვებისგან შედგება.
წინადადებაში შეიძლება იყოს ერთი, ორი, სამი ან მეტი სიტყვა.
წინადადების ბოლოს წერტილს ვსვამთ.
მაგალითად:
ირიჟრაჟა.
თამარი მოსწავლეა.
ცხრათვალა მზე ამობრწყინდა.

წინადადება შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს:


1. თხრობითი;
2. კითხვითი;
3. ძახილის;
4. ბრაძანებითი;
5. კითხვით-ძახილის.

1. თხრობითი წინადადება.
თხრობითია წინადადება, რომლითაც მთქმელი სხვას რაიმე აზრს
გადასცემს, მოუთხრობს. მის ბოლოს იწერება წერტილი (.).
თხრობითი წინადადების ბოლოს ხმას ვადაბლებთ და ვჩერდებით.
2. კითხვითი წინადადება.

კითხვითია წინადადება, რომელიც შეკითხვას გამოხატავს და იგი


ყოველთვის მოითხოვს პასუხს. ასეთი წინადადების ბოლოს კითხვის
ნიაშანი (?) იწერება.

კითხვითი წინადადება ორგვარია:


1. კითხვითსიტყვიანი;
2. არაკითხვითსიტყვიანი;
კითხვითსიტყვიანია წინადადება , რომელიც შეიცავს კითხვით
სიტყვას. კითხვითი სიტყვებია ვინ? რა? რომელი? როგორი? სად?
რატომ?
კითხვითსიტყვიან წინადადებაში ხმას კითხვით სიტყვაზე
უმახვილებთ.

მაგალითად: ვინ იცის გაკვეთილი?

არაკითხვითსიტყვიან წინადადებაში ხმას ზმნის ბოლო ხმოვანზე


ვუმაღლებთ.

მაგალითად: ჩიტმა ბუდე ხეზე გაიკეთ ? ა

3. ბრძანებითი წინადადება.

ბრძანებითი წინადადება გამოხატავს ბრძანებას ან თხოვნას, მის


ბოლოს ძახილის ნიშანი (!) იწერება.
მაგალითად: ახლავე დაბრუნდი უკან!
ყურადღებით იყავი გაკვეთილზე !
4. ძახილის წინადადება.

ძახილის წინადადება გამოხატავს სიხარულს, გაკვირვებას, წყენას,


წუხილს, დანანებას… მის ბოლოს ძახილის ნიშანი (!) იწერება.
მაგალითად:
როგორ ჩუმად მოგვეპარა ზამთარი! (გაკვირვებას)
ჩვენმა ფეხბურთის ნაკრებმა კვლავ წააგო! (დანანებას)
დიდედა საახალწლოდ გოზინაყს გვიმზადებს! (სიხარულს)
ქორმა წიწილა წაიღო! (მწუხარებას)

5. კითხვა-ძახილის წინადადება.

ზოგიერთი წინადადება კითხვასთან ერთად ძლიერ გრძნობასაც


გამოხატავს. ასეთ წინადადებას კითხვით-ძახილის წინადადება ეწოდება.
კითხვით-ძახილის წინადადების ბოლოს ორი ნიშანი დაესმის :
კითხვის და ძახილის. (?!)
მაგალითად: ასეთი ამბავი სასაცილო არ არის ?!

You might also like