You are on page 1of 2

განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები

მძიმე განკერძოებულ განსაზღვრებასთან

განკერძოებული განსაზღვრება წინადადებაში ცალკე თუ თავისი თანმხლები სიტყვებით


მძიმეებით გამოიყოფა (როცა შუაშია) ან მძიმით (როცა თავშია ან ბოლოში). განკერძოებული
განსაზღვრება იძლევა დამატებით ინფორმაციას. იშვიათად, განკერძოებულ განსაზღ-ვრებასთან
შეიძლება დაისვას ორწერტილი ან ტირე:
ეკა, მუშაობისაგან დაღლილი, ისვენებდა.

მძიმე განკერძოებულ გარემოებასთან

განკერძოებული გარემოება თუ წინადადების თავში ან ბოლოშია, მძიმით გამოიყოფა, ხოლო თუ


წინადადების შუაშია, მძიმეებით გამოიყოფა. მაგ.:

ჭიშკართან, ქუჩის ბოლოს, ვარდი ყვაოდა. სამი დღის შემდეგ, შებინდებისას, მგზავრებიც
გამოჩნდნენ. მხოლოდ ზურა დარჩა აქ, ამ განყოფილებაში.

ჩართული

გამოხატავს ამა თუ იმ გრძნობას: სამწუხაროდ, საბედნიეროდ, ჩვენდა გასახარად, ჩვენდა


საუბედუროდსასიხარულოდ, სავალალოდ, ჩემს ბედადღვთით, ჩემდა ბედად, რა ვქნა, მტრისას...

გამოხატავს, რომ მთქმელი დარწმუნებულია წინადადებაში გამოთქმული აზრის


სისწორეში: თავისთავად ცხადია, რა თქმა უნდა, მე რო მკითხოთ, ბოლოს და ბოლოს, არც მეტი, არც ნაკლები,
ტყუილია, მახსოვს და ა.შ.

გამოხატავს ვარაუდს: ვფიქტობ, ვთვლი, მიმაჩნია, ვგონებ, მგონია, ვფიქრობ, შესაძლოა, როგორც ჩანს,
როგორც ეტყობა, ვინ იცის, ასე თუ ისე,ერთიც ვნახოთ,

მიგვითითებს, ვის ეკუთვნის წინადადებაში გამოთქმული აზრი: ჩემი აზრით, თქვენი აზრით,
ხალხის წარმოდგენით, როგორც გადმოგვცემენ...

გამოხატავსრაიმე ფაქტის შეფასებას, განზოგადებას: ჩვეულებრივ, როგორც წესი, როგორც ვიცით,


საზოგადოდ,როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საერთოდ...

უჩვენებს მთქმელის დამოკიდებულებას სტილისადმი: უფრო სწორად რომ ვთქვათ, ასე ვთქვათ,
უფრო სწორად...

მიემართება ტანამოსაუბრეს: ნუ გაგიკვირდებათ, ტუ გნებავთ, როგორც გეტყობათ, ასე გასინჯეთ,


სენხარ ჩემი ბატონი...

ჩართულია ზოგიერთი საალერსო სიტყვა და ფიცილის ფორმულა: ჩემმა მზემ, ღმერთო,


დედაშვილობამ,ძმობამ, გენაცვალე,სენი ჭირიმე, გეთაყვა, შენი კვნესამე...
გამოიყენებააზრის ლოგიკური თანმიმდევრობის დასალაგებლად ან გვიჩვენებს
დამოკიდებულებას წინ გამოთქმულ აზრტან: ჯერ ერთი, მეორეც... მესამეც, თანაც, ერთი მხრივ,... მეორე
მხრივ, პირველი, მეორე... ერთი სიტყვით, ამგვარად, ამრიგად, როგორც მოგახსენეთ, მოკლედ, მით
უმეტეს,პირიქით, მაგალითადსხვათა შორის, სამაგიეროდ, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი.

თუ ჩართული წინადადების თავში ან ბოლოშია, გამოიყოფა მძიმით, უ წინადადების


შუაში - მძიმეებით.

მძიმე დანართთან (ამხსნელ-დამაზუსტებელთან)

დანართი ცალკე თუ თავისი მხლებელი სიტყვებით წინადადებისაგან გამოიყოფა მძიმეებით


(როცა შუაშია), მძიმით (როცა თავშია ან ბოლოში).
დანართი სახელით გადმოცემული წინადადების რო-მელიმე წევრის შესახებ დამატებითი
ცნობის შემცველი სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფია, რომელიც მისამართ წევრთან შეერთებულია
პაუზით ან საგანგებო საკავშირებელი სიტყვით.

თქვენ, მხატვრები, ყველაფერს თქვენებურად აღიქვამთ.

ასახსნელ-განსამარტავ წევრებთან დანართის დასა-კავშირებლად გამოყენებულია ან კავშირები,


ან კავშირის ფუნქციით გამოყენებული სიტყვები და ნაწილაკები:

ესე იგი (ე. ი.), ანუ, თუნდაც, როგორც, განსაკუთრებით, სახელდობრ, მაგალითად, ვთქვათ,
უმთავრესად, კი, მეტადრე, ისიც, -ც, სიგრძით, სპეციალობით, წოდებით, სახელად,
მეტსახელად, გვარად, ტომით, მოდგმით, წარ-მოშობით, ეროვნებით და ა. შ.:

მაშინ ლაშა, ანუ ჩემი ქმარი, უცხოეთში სწავლობდა.

დანართი წინადადებაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს გაუვრცობლად (ე. ი. ცალკე


ერთეულად). მაგალითად:

მეზობლები ჩემს უფროსს, რამაზ აბაშიძეს, არ იცნობდნენ;

ან გავრცობილად (მომყოლი სიტყვებით ან სიტყვით):

გამოჩნდა ნანა, ჩემი მეგობრის და.

ზოგჯერ დანართი შეიძლება ტირეთი ან ფრჩხილებით გამოიყოს.

You might also like