You are on page 1of 199

მარგერიტ დიურასი

საყვარელი ჩრდილოეთ
ჩინეთიდან

1
მარგერიტ დიურასი
საყვარელი ჩრდილოეთ
ჩინეთიდან

მთარგმნელი
გიორგი ძნელაძე

2
რომანში „საყვარელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან“ თავად მწერლის
და მისი ოჯახის მძიმე ცხოვრებაა აღწერილი. უფროსი ძმა უმცროს
და-ძმას გამუდმებით სცემს და ავიწროებს. უფროსი ძმის ტირანიისა
და ოჯახის მძიმე მდგომარეობისგან თავდაღწევას გოგონა ჩინელი
საყვარლის მკლავებში ცდილობს. მდიდარი ჩინელი საყვარელი
გოგონას ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. მათ უსაზღვროდ უყ-
ვართ ერთმანეთი, მაგრამ ერთად ცხოვრება არ უწერიათ. რატომ?
ამაზე მწერალი დამაჯერებლად გვიყვება და თან დამაფიქრებელ
კითხვებს გვიტოვებს.
გოგონას უნდა გაექცეს გაჭირვებას, მძიმე კოლონიურ ცხოვრე-
ბას, ერთფეროვნებას... რამდენად გამოსდის ეს თხუთმეტი წლის
მოზარდს, ამაზე პასუხს ამ ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ რომანში
თავად იპოვით.

3
წინასიტყვა

ამ რომანისათვის, შეიძლებოდა, მეწოდებინა „სიყვარული ქუჩა-


ში“, ან „საყვარლის რომანი“, ან „ხელახლა დაწერილი საყვარე-
ლი“. საბოლოოდ, ორ უფრო ვრცელ და რეალურ სათაურზე შევჩერ-
დი: „საყვარელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან“ ან „ჩრდილოეთ ჩინეთი“.
ერთი წლის წინ, 1990 წლის მაისში, გავიგე, ის რამდენიმე წლის
წინ გარდაცვლილა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ის ოდესმე
მოკვდებოდა. მითხრეს, რომ სადეკში დაუკრძალავთ. მის ცისფერ
სახლში კი მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდა.
ისიც მითხრეს, რომ ის ძალიან კეთილი, უბრალო ადამიანი იყო
და სადეკელებს ძალიან უყვარდათ. ცხოვრების უკანასკნელ წლებ-
ში ძალზე მორწმუნე გამხდარა.
წიგნის წერა შევწყვიტე და ჩრდილოეთ ჩინელი საყვარლისა და
ბავშვის სიყვარულის ისტორიის წერას შევუდექი. ამ წიგნის წერისას
უსაზღვრო ბედნიერებას განვიცდიდი. ერთი წლის განმავლობაში
თითქმის ამ რომანით ვცხოვრობდი – იმ დროში, როდესაც ჩინელსა
და ბავშვს ერთმანეთი უყვარდათ. თითქოს ისევ ის გოგონა ვიყავი,
რომელმაც ვინ-ლონგი ბორნით გადასცურა.
ჩემს რომანში გამოჩნდა თანის სხივმოსილი სახე, პატარა ძმა,
განსხვავებული ბავშვი... ამ ისტორიამ იმდენად მშთანთქა, რომ ჩემ
გვერდით რომანში აღწერილი ადამიანების გარდა, თითქმის ვერა-
ვის ვგრძნობდი.
მარგერიტ დიურასი, 1991 წლის მაისი.

4
ვუძღვნი თანს

5
სკოლის ეზოს შუაგულში ღია სახლი დგას. თითქოს ზეიმობენ.
ფანჯრებიდან და კარებიდან შტრაუსის, ფრანც ლეჰარის ვალსის,
„რამონასა“ და „ჩინური ღამეების“ ჰანგები იღვრება შინ და გარეთ
წყლის ჩუხჩუხი ისმის.
სახლს რეცხავენ და ალაგებენ. წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ასე
საგულდაგულოდ ასუფთავებენ. მოსამსახურე ბიჭები და მეზობელი
ბავშვები მათ ეხმარებიან. რეცხავენ ფილებს, კედლებს, მაგიდებს.
ევროპულ მელოდიაზე ცეკვავენ, იცინიან და მღერიან.
მხურვალე, მხიარული ზეიმია.
მუსიკა ისმის. დედა – ფრანგი ქალი, მომიჯნავე ოთახში, პიანი-
ნოზე უკრავს.
მოცეკვავეთა შორის ფრანგი, ლამაზი ბიჭი და ფრანგი გოგონა
მოჩანს. ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.
გოგონას არც პირველ, არც მეორე და არც ამ წიგნში არა აქვს
სახელი.
ბიჭი პაულოა, უმცროსი ძმა, რომელსაც ეს უსახელო გოგონა აღ-
მერთებს.
ზეიმზე მეორე ბიჭიც მოდის: უფროსი ძმა – პიერი.
ის მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას და ზეიმს დაჟი-
ნებით უცქერს.
თვალს არ აცილებს.
ცოტა ხანში პატარა ბიჭების რიგს აპობს. ყველა შეშინებული
გარბის. უფროსი ძმა წინ მიიწევს. უმცროს და-ძმას უახლოვდება.
უმცროს ძმას მხრებში ხელს ავლებს და ანტრესოლამდე მიათ-
რევს. თითქოს, რაღაც სასტიკი მოვალეობა უნდა აღასრულოს. უმ-
ცროს ძმას ღია ფანჯრიდან ძაღლივით აგდებს.
უმცროსი ძმა მიწაზე ენარცხება, ისევ დგება და გარბის. ყვირის,
თუმცა არაფერს ამბობს.
გოგონა მას მიჰყვება. ფანჯრიდან ხტება და პაულოს უახლოვდე-
ბა. უმცროსი ძმა ეზოს ღობის ძირას წვება. ტირის, კანკალებს და ამ-
ბობს, ამას სიკვდილი მირჩევნიაო... რას?... აღარ იცის. უკვე დაავიწ-
ყდა... აღარ უთქვამს, უფროს ძმასთან ერთად ცხოვრებასო... მისი

6
სახელი აღარ უხსენებია...
დედა პიანინოზე დაკვრას განაგრძობს, თუმცა, უფროსი ძმისგან
შეშინებული მეზობელი ბავშვები აღარ ბრუნდებიან. მოსამსახურე
ბიჭებმაც დატოვეს ბავშვებისგან დაცარიელებული სახლი.

***

დაღამდა. წინ იგივე სურათი იშლება.


დედა ისევ იქაა, სადაც ცოტა ხნის წინ „ზეიმი“ იყო.
ისევ წესრიგი დამყარდა. ავეჯი კვლავ თავის ადგილას დგას. დე-
და არაფერს ელის. ოჯახში, საკუთარ სამეფოშია.
ის ხელს არავის უშლის. ვერავის ვერაფერს აუკრძალავს. რაც
არ უნდა მოხდეს, ყველაფერს მშვიდად შეხვდება.
აქ მოთხრობილ ისტორიაში ის არავის შეეწინააღმდეგება. ის
იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი დედაა.
უფროსი ძმა დედას უცქერს და უღიმის. ის ვერ ხედავს.
წიგნი.
ფილმი.
ღამე
ხმა ისმის. ვიღაც წიგნს კითხულობს.
ბრმა. უსახო ხმა.
ძალზე ახალგაზრდული
ჩუმი.
პირდაპირი ქუჩა. გაზის ლამპიონებით განათებული.
თითქოს, რიყის ქვებით მოკირწყლული.
უზარმაზარი ხეებით გარშემორტყმული.
ძველებური.
ქუჩის ორივე მხარეს თეთრი, ტერასიანი ვილები მოჩანს. მესრე-
ბითა და პარკებით გარშემორტყმული.

7
ფრანგული ინდოჩინეთის სამხრეთი. მიყრუებული, მივარდნილი
ადგილი.

1930 წელი.
ფრანგული უბანი.
ფრანგული უბნის ქუჩა.
ღამისა და იასამნის სურნელი მდინარის მძიმე, მოტკბო სურ-
ნელს ერწყმის.
ქუჩაში ვიღაც მიაბიჯებს, თუმცა ის ის არ არის, ვინც არ ლაპარა-
კობს.
როგორც ჩანს, გოგონაა. ალბათ, ბავშვიც კი. ფეხშიშველია.
სხარტად, ნარნარად მიაბიჯებს. ტანწერწეტაა. ალბათ, ძალზე გამ-
ხდარიც კი. ფეხები... ჰო... ასეა ის ნამდვილად ბავშვია. უკვე დიდი
ბავშვი...
მდინარისკენ მიემართება.
ქუჩის ბოლოში მდგარი ფანრებიდან ყვითელი შუქი იღვრება.
მდინარიდან მხიარული შეძახილები, სიმღერა და სიცილი მოისმის.
ეს მდინარე მეკონგია.
ეს ჯონკების სოფელია. დელტა იწყება. მდინარე აღარ მოჩანს.
გზის გადაღმა, ბაღიდან, სამეჯლისო მუსიკა მოისმის. ეს ქალა-
ქის სამმართველოს ბაღია. უკაცურ ბაღში მივიწყებული ფირფიტა
ტრიალებს.
წვეულება, ალბათ, ამ პარკში გაიმართა. ფირფიტიდან იღვრება
ამერიკული საცეკვაო მელოდია, რომელიც რამდენიმე თვის წინ
გახდა მოდური.
გოგონა პარკის მესრისკენ მიიწევს. უნდა, ნახოს, სად გაიმართა
წვეულება.
პარკის წინ ჩერდება.
ქუჩის ფანარი ბაღის თეთრ, უკაცურ ბილიკს ანთებს.
გრძელ, მუქ წითელ კაბაში გამოწყობილი ქალი თეთრ ბილიკზე
ნელა მიაბიჯებს. ისიც მდინარის ნაპირიდან წამოვიდა.

8
შენობაში შედის. თვალს ეფარება.
წვეულება მალე იმიტომ დასრულდა, რომ ძალიან ცხელოდა.
უკაცურ ბაღში მხოლოდ მივიწყებული ფირფიტა ტრიალებს.
წითელკაბიანი ქალი არ ჩანს. ალბათ, ისევ შენობაშია.
მეორე სართულის ტერასები წყვდიადში იძირება. პირველი სარ-
თულის შუაგულში ლამპები ინთება.
ბილიკი ისევ უკაცურია.
წითელკაბიანი ქალი არ მოდის.
გოგონა პარკს შორდება. ისევ გზაზე გადადის და ხეებს მიღმა
თვალს ეფარება,
თუმცა მალევე ჩნდება. ისევ მდინარისკენ მიაბიჯებს.
ქუჩის ფანრების ყვითელ სინათლეზე მისი სახე ცუდად მოჩანს.
როგორც ჩანს, მართლაც ძალიან ახალგაზრდაა. ალბათ, ბავშვიც
კი. თეთრკანიანი.
ბაღის ბილიკზე წყვდიადი გამეფდა. წითელკაბიანი ქალი არ
დაბრუნდა,შენობის შუაგულში სუსტი სინათლე ისევ კიაფობს.
ცოტა ხანში, შენობიდან, პიანინოს ჰანგები იღვრება. ეს რომე-
ლიღაც წიგნში წაკითხული, დავიწყებული ვალსია.
გოგონა ჩერდება. მელოდიას ყურს უგდებს.
თავს იმ მხარეს აბრუნებს, საიდანაც ჰანგები იღვრება. თვალებს
ხუჭავს.
თითქოს ვეღარაფერს ხედავს. ბრმავდება. დაჟინებული მზერა
აქვს. სახე უკეთ უჩანს. მართლაც ძალიან, ძალიან ახალგაზრდაა.
ჯერ კიდევ ბავშვი.
ტირის.
გოგონა ადგილიდან არ იძვრის. ტირის.
ფილმში ამ ვალსს სახელი არა აქვს, წიგნში კი „სასოწარკვე-
თილთა ვალსი“ ჰქვია.
მელოდია მალე დასრულდება, თუმცა გოგონა მას ისევ მოუს-
მენს.
მას ფილმსა და ამ წიგნში ბავშვი ჰქვია.

9
კამერა, თითქოს, ნელ-ნელა შლის იმ სცენას, რომელიც ცოტა
ხნის წინ ვიხილეთ და ბავშვს მიჰყვება.
ქუჩა კვლავ უკაცური ხდება. მეკონგი ქრება.
ნათელმა იმძლავრა.
აღარაფერი რჩება გამქრალი მეკონგისა და პირდაპირი, ბნელი
ქუჩის გარდა.

***

ჭიშკარი.
სკოლის ეზო.
იგივე ღამე. იგივე ბავშვი.
სკოლა. ეზოში რბილი მიწაა. ბრწინვალე. აქაური ბავშვების შიშ-
ველი ფეხებით დატკეპნილი.
ეს ფრანგული სკოლაა. ჭიშკარზე აწერია: „ქალაქ ვინ-ლონგის
გოგონათა ფრანგული სკოლა“.
ბავშვი ჭიშკარს აღებს.
კეტავს.
სახლში შედის თვალს ეფარება
ეზო ცარიელია.
ბავშვის წასვლის შემდეგ გამეფებულ სიცარიელეში მესამე მე-
ლოდია ჟღერს. დროდადრო ჰანგებს ხმამაღალი, გიჟური სიცილი
და ყურთასმენის წამღები კივილი ფარავს. განგის ნაპირას მცხოვ-
რები მათხოვარი ქალი ყოველღამე დაეხეტება ამ სოფელში. იცინის
და კივის. ისევ ზღვამდე, ჩიტაგონგის, ანუ დაღუპული ბავშვებისა და
იმ აზიელი მათხოვრების გზამდე მიღწევა სურს, რომლებიც უხსოვა-
რი დროიდან ამაოდ ცდილობენ სონდის თევზით სავსე წყლამდე მი-
მავალი გზის პოვნას.
ბავშვისა და დედის საწოლი ოთახი.

10
კოლონიური, ცუდად განათებული ოთახია. ნახევრად ბნელი.
ღამის მაგიდები არ დგას. ჭერზე ერთადერთი ნათურა ჰკიდია. მაღა-
ლი, ორადგილიანი რკინის საწოლისა და სარკიანი კარადის გარდა
ოთახში არაფერია. კოლონიურ, შავად შეღებილ საწოლს ოთხივე
მხარეს სპილენძის ბურთულები ჰკიდია და შავი ბალდახინი ამშვე-
ნებს. გალიას ჰგავს. თოვლივით თეთრ, კოღოებისგან დამცავ ბადე-
შია გახვეული. ბალიშები არ ჩანს. მხოლოდ ძუით გამოტენილი, უხ-
ეში, მაგარი მუთაქები დევს. ზეწარი არ აფენია. საწოლის ფეხები
წყლითა და ქვიშით სავსე სათლებში დგას. აი, ასე ებრძვიან კოლო-
ნიურ გაჭირვებასა და ტროპიკული ღამეების კოღოებს.
დედა წევს.
არ სძინავს.
შვილს უცდის.
აი, ისიც... ოთახში შემოდის. ნაცნობი სილუეტი და კაბა იკვეთე-
ბა. ეს ნამდვილად ის ბავშვია, პირდაპირი ქუჩით, პარკის გასწვრივ,
მდინარისკენ რომ მიდიოდა.
აბაზანას უახლოვდება. წყლის ხმაური მოისმის.
ისევ ოთახში ბრუნდება,სახე კარგად უჩანს. ჰო... ნათელია, რომ
ის ჯერ კიდევ ბავშვია. სუსტია, მკერდი თითქმის არ ემჩნევა. გრძე-
ლი, მოწითალო-წაბლისფერი, ოდნავ ხვეული თმა აქვს. აქაური,
მსუბუქი, ტყავის თასმებიანი ხის საბოები აცვია. ღია მწვანე თვალე-
ბი აქვს, ადგილ-ადგილ ყავისფერი გადაჰკრავს. ამბობენ, მის მამა-
საც ასეთი თვალები ჰქონდაო. ჰო, ეს ნამდვილად ის ბავშვია, ცოტა
ხნის წინ ქუჩას რომ მოუყვებოდა და ვალსის ჰანგებზე იტირა. მან
მშვენივრად იცოდა, რომ აქაური ბავშვებიდან მხოლოდ მან იცოდა,
ვალსს ის წითელკაბიანი ქალი უკრავდა, თეთრ ბილიკს რომ გაუყ-
ვა. აი, ასეთი ბავშვია ის. ბავშვსა და დედას დოს შეკერილი, თეთრი,
ბრეტელებიანი ბამბის პერანგები აცვიათ.
ბავშვი კოღოებისგან დამცავ ბადეს წევს, შიგ ძვრება და ბადის
კიდეს ლეიბის ქვეშ კეცავს.
დედას არ ეძინა. ბავშვს უახლოვდება და ძილის წინ თმას უწნავს.
ხელებს მექანიკურად ამოძრავებს. ბავშვს არ უყურებს.

11
შორიდან მოისმის მდინარისა და სოფლის ხმაური, რომელიც
მხოლოდ გამთენიისას წყდება.
ბავშვი დედას ეკითხება:
– პაულო ნახე?
– კი. შინ დაბრუნდა, სამზარეულოში თანთან ერთად შეჭამა და
წავიდა.
ბავშვი ამბობს, პარკში წავედი, მეგონა, ის წვეულებაზე იქნებო-
და, მაგრამ იქ არავინ დამხვდაო.
ცოტა ხანში ეუბნება, კიდევ მოვძებნი, ვიცი, სადაც იმალებაო.
როცა პაულო გარეთ, სახლიდან შორსაა, ძალიან მშვიდად ვარ. ვი-
ცი, რომ მელოდება. გაიქცა და შინ უჩემოდ არ დაბრუნდება. პიერი
მას უთვალთვალებს. უნდა, რომ ისევ სცემოს.
დედა ეუბნება, როცა პაულო გარეთაა, შიში მიპყრობს, აქაურო-
ბა ხომ გველებითა და გიჟებითაა სავსეო. მეშინია, უეცრად გონება
რომ დაუბნელდეს და გაიქცეს... თქვენნაირი ბავშვებისგან ამასაც
კი უნდა ელოდეო...
ბავშვს ეშინია, რომ პიერი პაულოს მოკლავს. ალბათ, ვერც კი
მიხვდება, ისე მოკლავსო, ამბობს :
– ტყუი. პაულოზე სულაც არ დარდობ. მხოლოდ პიერის ბედი გა-
ღელვებს. – ეუბნება ის.
დედა პასუხს არ სცემს. დიდხანს უცქერს. უეცრად ნაზი ხდება და
ბავშვის სიტყვებს ივიწყებს. სულ სხვა თემაზე ელაპარაკება:
– წიგნებს რაზე დაწერ?
ბავშვი უყვირის:
‒შენზე, პაულოსა და პიერზე, მაგრამ პიერზე მხოლოდ იმისთვის
დავწერ, რომ ჩემს წიგნებში მოვკლა!
უეცრად დედისკენ ბრუნდება, ეხუტება და ტირის. მისი ყვირილი
ძლივსღა ისმის:
– რატომ გიყვარს ის ჩვენზე მეტად?... მე და პაულო... არასო-
დეს... არასოდეს გიყვარდით მასსავით.
– სამივე შვილი თანაბრად მიყვარხართ... – ტყუის დედა.
ბავშვი უყვირის. უნდა, დედა გააჩუმოს. მზადაა, სილაც კი გააწ-

12
ნას.
– ტყუი! ტყუი! მატყუარა ხარ!.. ერთხელ მაინც მიპასუხე... ცხოვ-
რებაში ერთხელ მაინც მითხარი სიმართლე... რატომ გიყვარს ჩენზე
მეტად?
დუმილი.
დედა ერთი ამოსუნთქვით პასუხობს:
– არ ვიცი....
ხანგრძლივი მდუმარება ისადგურებს.
– არც არასოდეს ვიცოდი... – განაგრძობს დედა.
ბავშვი დედას სხეულზე აწვება, ჰკოცნის და ტირის. პირზე ხელს
აფარებს, რათა მან ვეღარ თქვას, თუ როგორ ძალიან უყვარს პიერი.
დედა მორჩილად და უდრტვინველად იტანს შეურაცხყოფასა და
ცუდ მოპყრობას. მთელი ცხოვრება სულ სხვა სამყაროშია შთანთქ-
მული. უფროსი ვაჟიშვილი ბრმად უყვარს. მარტოსული, სხვებისგან
უსაზღვროდ დაშორებული, დაკარგული და ყოველგვარი მრისხანე-
ბისგან დაცულია.
ბავშვი ამაოდ ევედრება დედას:
– თუ ის სახლიდან არ წავა, ადრე თუ გვიან, პაულოს მოკლავს.
ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ ეს შენც კარგად იცი...
დედას ხმა უწყდება. ძალიან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ეუბნე-
ბა, მართალი ხარ, გუშინ, საღამოს, საიგონის სამმართველოს წერი-
ლი მივწერე. პიერის საფრანგეთში რეპატრიაცია მოვითხოვეო.
ბავშვი ფეხზე წამოიჭრა.
შვებისა და ტკივილისაგან კივის:
– მართლა?
– ჰო...
– დარწმუნებული ხარ?
დედა უყვება:
– ამჯერად კი. გუშინწინ მან ოპიუმი მოიპარა. მიყენებული ზარა-
ლის ასანაზღაურებლად ფული უკანასკნელად გადავიხადე და სამ-
მართველოს მივწერე... მისი საფრანგეთში რეპატრიაცია მოვითხო-
ვე. წერილი დავწერე და საფოსტო ყუთში იმავე ღამეს ჩავაგდე.

13
ბავშვი დედას ეხუტება. ქალი არ ტირის, მკვდარივითაა გაქვავე-
ბული.
ბავშვი უხმოდ ქვითინებს:
– რა საშინელებაა, ამ ზომამდე რომ მიხვედი... რა საშინელე-
ბაა...
დედა ეუბნება, რა თქმა უნდა, საშინელებაა, მაგრამ უკვე აღარა-
ფერი ვიციო... მართლაც საშინელება უნდა იყოს... აღარაფერი მეს-
მისო...
დედა და ბავშვი ერთმანეთს ეხუტებიან. ცხოვრებისგან გარდაც-
ვლილი დედის თვალს წვეთი ცრემლიც კი არ სდის.
ბავშვი ეკითხება, პიერმა თუ იცის, მალე წასვლა რომ მოუწევსო.
დედა ეუბნება, არა, არ იცისო. მისთვის ამის თქმა ყველაზე რთუ-
ლი იქნება...წარმოუდგენლად რთული... რომ... ყველაფერი... ყვე-
ლაფერი დამთავრდაო...
დედა ქალიშვილს თმებზე ეფერება და განაგრძობს:
‒ პიერზე არ იდარდო. დედისათვის ასეთი რამის თქმა ძალიან
მტკივნეულია, მაგრამ მაინც ვიტყვი... ის ამად არ ღირს. უნდა იცო-
დე, ამად არ ღირს... არ იმსახურებს, რომ მის გამო ვიტანჯებოდეთ.
ბავშვი დუმს.
– იმის თქმა მინდა, რომ... პიერი არ იმსახურებს კვლავ დახმა-
რებას... არ ღირს. ყველაფერი დამთავრდა. უკვე ძალიან გვიანია...
პიერი ხელიდან წასული ბიჭია. თავი დაიღუპა. – ამბობს დედა.
– და სწორედ ამიტომ გიყვარს! – უყვირის ცრემლმორეული ბავ-
შვი.
‒ არ ვიცი... ალბათ, ასეა... შენც ამიტომ ტირი...
დედა ბავშვს გულში იკრავს:
– შენ და პაულოც ძალიან მიყვარხართ...
ბავშვი დედას შორდება და უცქერს. ხვდება, რომ დედა გულ-
წრფელად ელაპარაკება. გაცოფებული ბავშვი მზადაა, იყვიროს,
დედას შეურაცხყოფა მიაყენოს, მოკლას... მაგრამ ის მხოლოდ უღი-
მის.
დედა ისევ ამ „პატარა გოგონას“, თავის ნაბოლარას ელაპარა-

14
კება. ეუბნება, არ გაგიმხილე, რატომ მოვითხოვე პიერის საფრან-
გეთში რეპატრიაცია, მასთან დაშორება მხოლოდ იმიტომ როდი გა-
დავწყვიტე, რომ ოპიუმი მოიპარაო...
დედა უყვება:
– ზუსტად არ მახსოვს, ალბათ, ერთი, ან ორი თვის წინ, როცა,
დოს ოთახში ვიყავი, შენ და პაულო შინ სავახშმოდ დაბრუნდით. მე
არ დაგენახეთ. ზოგჯერ, დოს ოთახში ვიმალები, რათა სამივეს ერ-
თად გიცქიროთ... თქვენ ამას ვერც კი ხვდებით... ცოტა ხანში თანი
მოვიდა, როგორც ყოველთვის, მაგიდაზე თით-ხო1 და ბრინჯი დადო
და წავიდა. პაულომ ყველაზე დიდი ნაჭერი გადაიღო. შენ არ შეეწი-
ნააღმდეგე. როცა პიერი მოვიდა, ძალიან შეგეშინდა.

1
ვიეტნაური კერძი, მზადდება ღორის ხორცით და კარამელით

15
ის მაგიდას არ მიუჯდა, ჯერ თავის ცარიელ თეფშს დახედა, მერე
კი პაულოს სავსე თეფშს დააცქერდა და დინჯად, საზარლად გაიცი-
ნა. გავიფიქრე, როცა მოკვდება, სახეზე ასეთი საზარელი ღიმილი
შეეყინება-მეთქი. პაულოსაც გაეცინა და უთხრა, ეს უბრალო ხუმ-
რობააო.
პიერმა პაულოს თეფშიდან ხორცი აიღო, თავის თეფშზე დადო
და დაეძგერა. ძაღლივით თქვლეფდა. პაულოს დაუყვირა... ჰო, მარ-
თლაც ძაღლს ჰგავდა... დაუღრიალა, კრეტინო, ხომ იცი, რომ ყველ-
აზე დიდი ნაჭერი ჩემიაო.
‒ რატომ? ‒ დაუკივლე შენ.
– ასეა და იმიტომ. – გითხრა მან.
ძალიან ხმამაღლა დაუყვირე. შემეშინდა, შენი ხმა ქუჩაში არ გა-
ეგონათ.
– მინდა, რომ სული ამოგხდეს! – დაუკივლე გაცოფებულმა.
პიერმა პაულოს მუშტი მოუღერა. მისთვის სახეში გარტყმა უნ-
დოდა. პაულო ატირდა.
– გაეთრიე, ახლავე გაეთრიე გარეთ! – დაუღრიალა პიერმა.
შენ და პაულო გაიქეცით...
ბავშვი დედას პატიებას სთხოვს. ეუბნება, მომიტევე, რომ გიყვი-
რეო. ტირიან. საწოლში წვანან.
– მაშინ მივხვდი, რომ საკუთარი თავის იმედიც კი არ უნდა მქო-
ნოდა... პაულოს ჩემ გამო სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა.
მხოლოდ და მხოლოდ გუშინ მივწერე საიგონის სამმართველოს და
პიერის საფრანგეთში რეპატრიაცია მოვითხოვე... პიერი... თითქოს,
ჩემთვის ჩვეულებრივი მოკვდავი იყოს...
სიჩუმეა. დედა ქალიშვილისკენ ბრუნდება და ტირილს იწყებს:
– შენ რომ არა, პაულო დიდი ხნის წინ მოკვდებოდა... ყველაზე
დიდი საშინელება კი ისაა, რომ ეს მეც ვიცოდი...
ხანგრძლივმა მდუმარებამ დაისადგურა.
გაცოფებული ბავშვი ყვირის: – არაფერი გესმის! პაულო ამქვეყ-
ნად ყველაზე მეტად მიყვარს. შენზე და საერთოდ, ყველაზე მეტად.
დიდი ხანია პაულოს შენი და პიერის ეშინია. თქვენი შიშით ძრწის.

16
ცხოვრება გაუმწარეთ. ჩემი შეყვარებულია, ბავშვი, უძვირფასესი
განძი...
– ვიცი...
ბავშვი ყვირის:
– არა! არ იცი! არაფერი იცი!
ბავშვი მშვიდდება და დედას გულში იკრავს. უეცარი სინაზე ეუფ-
ლება:
– აღარაფერი იცი... უნდა იცოდე, რომ ასეა... აღარაფერი. გგო-
ნია, რომ იცი, მაგრამ არა... მხოლოდ პიერზე იცი ყველაფერი. ჩემსა
და პაულოზე კი არაფერი... მაგრამ ეს შენი ბრალი სულაც არაა...
არაფერია... არა უშავს... ამის გამო თავს ნუ დაიტანჯავ...
სიჩუმეა.
დედას გაქვავებული, თავზარდაცემული სახე აქვს.
ბავშვიც შეძრწუნებულია. გაქვავებულები წვანან. ერთმანეთს
უცქერენ.
სირცხვილით თვალებს ხრიან.
დედა თვალებს ხრის. დუმს. მკვდარს ჰგავს. თითქოს მოკლეს.
უეცრად, გარეთ დარჩენილი შვილი ახსენდება და ყვირის:
– წადი, პაულო მოძებნე! სწრაფად! სწრაფად! მასზე ძალიან ვღე-
ლავ...
ცოტა ხანში განაგრძობს:
– ლიცეუმში ხვალ დაბრუნდები. ადრე დაძინებას უნდა მიეჩ-
ვიო... ჩემსავით ღამისმტეხელად იქეცი...
– ჩემთვის სულერთია...
– ჩემთვის კი – არა.

***
ბავშვი სახლის შესასვლელში, სასადილო ოთახის გვერდით
დგას. სკოლის ეზო მოჩანს. ყველა კარი და ფანჯარა ღიაა.
ბავშვი ტერასისა და ქუჩისკენ შებრუნებულა.

17
უმცროს ძმას ეძებს. აქეთ-იქით იხედება. ხეებს შორის მიაბიჯებს
და მიწამდე დაშვებულ ტოტებს უყურებს.
უეცრად ქრება, თითქოს, მთვარის შუქს ერწყმის. ცოტა ხანში
კვლავ ჩნდება.
ის ეზოს ყოველი მხრიდან მოჩანს. ფეხშიშველი, მდუმარედ მი-
აბიჯებს. ბავშვის ღამის პერანგი აცვია.
ცარიელ საკლასო ოთახში შედის.
ისევ მთვარის შუქით განათებულ ეზოში გამოდის.
ჩერდება და რაღაცას დაჟინებით უცქერს. ის პაულოა. ბავშვი უა-
ხლოვდება უმცროს ძმას, რომელიც დღეს ზეიმზე იყო. საკლასო
ოთახების გასწვრივ, დერეფანში, პატარა კედელთან, მთვარის შუქს
მოფარებულს სძინავს. ბავშვი მის გვერდით წვება. ისე უცქერს, რო-
გორც ღვთაებას.
ღრმად, „იმ“ ბავშვებივით ნახევრადღია თვალებით სძინავს.
„განსხვავებული“ ბავშვებივით გლუვი კანი და უწიკვლო სახე აქვს.
ბავშვი მას თმაზე, სახესა და გულზე დაკრეფილ ხელებზე ჰკოც-
ნის.
ჩუმად ეძახის:
‒ პაულო.
მას სძინავს.
ბავშვი დგება და უფრო ხმადაბლა ეძახის:
– პაულო... ჩემო საუნჯევ... ჩემო პატარავ... პაულო...
მას ეღვიძება და ბავშვს აცქერდება.
რამდენიმე წამის შემდეგღა იცნო.
– წამოდი, დაიძინე...
პაულო დგება და დას მიჰყვება.
ღამეული ფრინველების კივილი ისმის.
პაულო ჩერდება და მათ ხმას ყურს უგდებს. ისევ გზას მიუყვება.
– აღარავისი შეგეშინდეს. არც პიერისი და არც არავისი. არაფ-
რის! აღარასოდეს, გესმის? აღარასოდეს! შემომფიცე! – ეუბნება
ბავშვი.
უმცროსი ძმა იფიცებს. ცოტა ხანში ყველაფერი ავიწყდება და ამ-

18
ბობს: – მთვარე... მთვარე ჩიტებს აღვიძებს.
ისინი მიდიან. სკოლის ეზო ცარიელდება. თვალს ეფარებიან,
მაგრამ მალევე ჩნდებიან. კვლავ ეზოში მიაბიჯებენ. არ ლაპარაკო-
ბენ.
ბავშვი ჩერდება, ხელს ცისკენ იშვერს და ამბობს:
‒ შეხედე ცას, პაულო...
ის ჩერდება, ცას უმზერს და იმეორებს:
‒ ცა... ჩიტები...
ცა, რომელიც კაშკაშა წერტილებით მოჭედილ ლურჯ ლაქას და-
მსგავსებია, თვალუწვდენელ სიშორეში იკარგება. ქვეყნიერების
დასალიერში.
ბავშვები ჯერ ერთად, შემდეგ კი ცალ-ცალკე უცქერენ ზეცას.
თანი ქუჩიდან ეზოში შემოდის და ბავშვებს უახლოვდება
ისევ მოჩანს ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა.
უსიტყვო, „სასოწარკვეთილთა ვალსი” ისმის. თანი უსტვვენს. მი-
სი უტყვი სიმღერა, თითქოს უძრავი, ცისფერი ზეცისაკენ მიიწევს.
როცა ისინი სულ პატარები იყვნენ, დედასთან ერთად უმზერდნენ
ზაფხულის ღამის ზეცას. დედა მათ ეუბნებოდა, დააკვირდით, ღამეა,
მაგრამ ზეცა ისეთი ლურჯია, თითქოს, დღეაო. მიწა ზეციურ ნათელ-
ში იყო გახვეული. ცის სინათლე თვალუწვდენელ სიშორეში იკარგე-
ბოდა. დედა ბავშვებს ეუბნებოდა, ღამეულ ხმაურს, ხალხის ხმას,
ყვირილს, სიცილს, სიმღერას და ძაღლების წკმუტუნს ყური მიუგდე-
თო. სიკვდილის შიში დაუფლებოდა ყოველივეს. ყველანი ჯოჯოხ-
ეთურ, გაუსაძლის მარტოობაზე გოდებდნენ, თუმცა მარტოობაზე
შექმნილი სიმღერების სილამაზესაც ადიდებდნენ. დედა ამბობდა,
ეს სიმღერებიც უნდა მოისმინოთო. ბავშვებს არაფერი უნდა დაუმა-
ლონ, უნდა გააგებინონ, რა არის შრომა, ომები, განშორება, უსა-
მართლობა და სიკვდილი. დიახ, ისევე უნდა ვესაუბროთ ამ საში-
ნელ, თუმცა გარდაუვალ და საბედისწერო ცხოვრებისეულ მოვლე-
ნებზე, როგორც ცასა და ამქვეყნიურ ღამეთა სილამაზეზეო.
ბავშვები ხშირად ეკითხებოდნენ, რისი თქმა გინდაო. დედა ყო-
ველთვის პასუხობდა, არ ვიცი, არც არავინ იცისო... უპირველეს ყო-

19
ვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ არაფერი ვიცით... იმ დედებმაც კი,
რომლებიც ბავშვებს ეუბნებიან, ყველაფერი ვიცითო, არაფერი
იციანო...
დედა... ის მათ ახსენებდა, რომ ინდოჩინეთი მათი სამშობლო
იყო. მისი შვილების სამშობლო... ისინი აქ დაიბადნენ. ის აქ შეხვდა
მათ მამას, ერთადერთ მამაკაცს, რომელიც უყვარდა. მათ მამის
გაცნობა ვერ მოასწრეს· სულ პატარები იყვნენ, როცა გარდაიცვა-
ლა. მისი სიკვდილის შემდეგაც იმდენად პატარები იყვნენ, რომ დე-
და მასზე ძალიან იშვიათად უყვებოდა. არ უნდოდა, პირქუში, სევდ-
იანი ბავშვობა ჰქონოდათ. დრო გავიდა და შვილების სიყვარულმა
მთელი მისი ცხოვრება შთანთქა.
ამ სიტყვებზე დედა ტიროდა. თანი უცნობ ენაზე მღეროდა სიამის
საზღვარზე გატარებულ ბავშვობაზე. თანი, თურმე, დედას უპოვია და
თავის შვილებთან, ბუნგალოში წაუყვანია. ამბობდა, მინდოდა, მა-
საც ესწავლა ფრანგული, ყოველდღე დაებანა და კარგად ეჭამაო.
როდესაც ბავშვი უსმენდა იმ სიმღერას, რომელსაც თანმა „შო-
რეული ბავშვობა“ დაარქვა, მასაც რაღაც ახსენდებოდა და თანთან
ერთად ტიროდა. ეს სიმღერა მსმენელს მოუთხრობდა იმ ყველა-
ფერს, რაც „სასოწარკვეთილთა ვალსშია“.

***

მდინარე.
მდინარე მეკონგზე წინა წიგნებში აღწერილი ბორანი მიაპობს.
მასზე აქაურებისთვის განკუთვნილი ავტობუსი დაუდგამთ. გრძელი,
შავი „ლეონ ბოლეებიდან“ ჩრდილოეთ ჩინელი საყვარლები იხედე-
ბიან.
ბორანი ნაპირს შორდება. ბავშვი ავტობუსიდან გადმოდის. მდი-
ნარეს და დიდ, შავ მანქანში მჯდარ ელეგანტურ ჩინელს უმზერს.

20
ბავშვს ფერუმარილი წაუსვამს. ძველ წიგნებში აღწერილი ქა-
ლიშვილივით აცვია: აქაური აბრეშუმის თეთრი, თუმცა უკვე გაყ-
ვითლებული კაბა, რბილი, ფეტრის, ფართოფარფლებიანი, შავი
ბაფთით დამშვენებული, ვარდის ხისფერი,მამაკაცის ქუდი ახურავს,
რომელსაც „ბავშვობა და უმწიკვლოება“ უწოდა. სამეჯლისო, სულ
გაცვეთილი, შავად მოსირმული, მძივებით გაწყობილი ფეხსაცმელი
აცვია.
შავი ლიმუზინიდან ჩინელი, მანჯურიელი მამაკაცი გადმოდის.
ოდნავ განსხვავდება იმ ჩინელისაგან, რომელიც წინა წიგნშია აღ-
წერილი. მასზე ცოტათი ძლიერი და ახოვანია. უფრო გაბედული,
თამამი და ლამაზი. ჯანმრთელი იერი აქვს. ნაკლებად ეშინია. ის უფ-
რო ჰგავს კინოგმირს, ვიდრე წინა წიგნის ჩინელი პერსონაჟი. ბავ-
შვის ნაკლებად რცხვენია. ისე არ ეკრძალვის მას, როგორც წინა წი-
გნის გმირი.
ბავშვი საერთოდ არ შეცვლილა. ისევ ისეთია, როგორიც წინა
წიგნში იყო: პატარა, სუსტი, უშიშარი, თამამი, იდუმალებით მოცუ-
ლი. არავინ იცის, როგორია ის სინამდვილეში. არც ისეთი ლამაზია,
როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ღარიბია, ღატაკთა შვილი, გაჭირ-
ვებულ წინაპართა, ფერმერთა და მეწაღეთა შთამომავალი. ფრან-
გულად ყოველთვის ყველაზე კარგად საუბრობს, თუმცა საფრანგე-
თი ეზიზღება. საკუთარ სამშობლოშიც უნუგეშოა. დასავლურად შემ-
წვარ წითელ ხორცს ზიზღით აფურთხებს, სუსტ მამაკაცებზე შეყვა-
რებული და არნახულად სექსუალური. უსაზღვროდ უყვარს კითხვა.
გარესამყაროს გატაცებით აკვირდება. ძალზე მოურიდებელი და
თავისუფალია.
ის ჩინელია. მაღალი ჩინელი. ჩრდილოეთ ჩინელებივით თეთრი
კანი აქვს. ძალიან მომხიბვლელია. საიგონელი ახალგაზრდა ბანკი-
რებივით ხამი აბრეშუმის კოსტიუმი და ინგლისური, აკაჟუს ხისფერი
ფეხსაცმელები აცვია.
ბავშვს უყურებს.
ერთმანეთს უმზერენ და უღიმიან. მამაკაცი უახლოვდება.
„555“-ს ეწევა.

21
გოგონა მართლაც პატარაა. ჩინელი მას სიგარეტს უწვდის. ხელი
უკანკალებს. ეტყობა, რომ ეშინია.
– ეწევით?
ბავშვი უარყოფის ნიშნად თავს აქნევს·
– მაპატიეთ... ვერ წარმოიდგენთ, რა უცნაურია, აქ რომ გხე-
დავთ.
ბავშვი დუმს. არ იღიმის. მამაკაცს დაჟინებით უცქერს. მის მზე-
რას ყველაზე მეტად სიტყვა ველური შეეფერება. მოურიდებლად,
უტიფრად უყურებს. დედა ეტყოდა, თავხედურად და ურცხვად უმზერ,
ადამიანებს ასე არ უნდა შეხედოო.
მამაკაცის სიტყვები თითქოს კარგად არ ესმის. მის ტანსაცმელსა
და ავტომობილს უმზერს. მამაკაცი ევროპული ოდეკოლონის სურ-
ნელს აფრქვევს. ბავშვი ოპიუმის, ხამი აბრეშუმის ქსოვილის, ამბრ-
ისა და კანის შორეულ სურნელსაც გრძნობს.
ბავშვი ყველაფერს შესცქერის: მძღოლს, მანქანასა და ჩინელს.
ბავშვობა კრთის მის თვალებში. ბავშვურად ცნობისმოყვარე მზერა
აქვს. საოცრად ხარბი. უტიფარი.
მამაკაცი უყურებს, როგორ აკვირდება ყველაფერს, რაც ბორნი-
დან გადმოიტანეს. მისი ცნობისმოყვარეობა იღვიძებს.
– რა ჰქვია თქვენს ავტომობილს?...
– „მორის ლეონ ბოლე.“
ბავშვი ანიშნებს, ასეთი სახელწოდება არასოდეს მსმენიაო. იცი-
ნის და ეუბნება:
– ასეთი რამ პირველად მესმის.
მამაკაცსაც ეცინება. გოგონა ეკითხება:
– ვინ ხართ?
‒ სადეკში ვცხოვრობ.
– სად?
‒ მდინარის პირას, დიდ, ტერასიან სახლში, სადეკის დასალიერ-
ში.
ბავშვი ფიქრობას...
უეცრად ყველაფერი ახსენდება და ეუბნება:

22
– ცისფერი სახლი... ჩინური ცისფერი საღებავით შეღებილი...
– დიახ. ცისფერი...
მამაკაცი იღიმის. ბავშვი თვალს არ აცილებს.
‒ სადეკში არასოდეს მინახავხართ.
– ორი წლის წინ დედაჩემი სადეკში მასწავლებლად დანიშნეს,
მე საიგონის პანსიონში ვცხოვრობ, აი, ამიტომ არ გინახივართ...
დუმილი.
ჩინელი ეუბნება:
– ალბათ, ვინ-ლონგი გენატრებათ...
– დიახ... ასეთი მშვენიერი ცხოვრებაში არაფერი მინახავს...
ერთმანეთს უღიმიან.
– თქვენ რას საქმიანობთ?... – ეკითხება ბავშვი.
– სამი წელი საფრანგეთში ვსწავლობდი. პარიზიდან რამდენიმე
თვის წინ დავბრუნდი.
– რას სწავლობდით?
– განსაკუთრებულს არაფერს... ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს.
თქვენ?
– „შასლუ-ლობას“ სახელობის კოლეჯში ვსწავლობ. საბაკალ-
ვრო გამოცდებისათვის ვემზადები. ლიოტეს პანსიონში ვცხოვრობ.
– ეუბნება ის და ცოტა ხნის შემდეგ ისე განაგრძნობს, რომ თითქოს,
ამის თქმა აუცილებელია: – მე და ჩემი ძმები ინდოჩინეთში დავიბა-
დეთ. ყველანი აქ დავიბადეთ.
ბავშვი მდინარეს უცქერს.
მამაკაცი ცნობისმოყვარეობით ივსება. შიში უქრება. იღიმის:
– თუ გნებავთ, შემიძლია, საიგონამდე წაგიყვანოთ.
ბავშვი უყოყმანოდ ეთანხმება. ავტომობილი და მამაკაცის ოდ-
ნავ დამცინავი იერი მოსწონს... კმაყოფილი ჩანს. გაბრწყინებულ,
თითქოს მოცინარ თვალებზე ეტყობა, რომ ძალიან გახარებულია.
პატარა ძმას, პაულოს „ლეონ ბოლეზე“ მოუყვება და ის ყველაფერს
მიხვდება.
‒ სიამოვნებით. – პასუხობს ბავშვი.
მამაკაცი თავის მძღოლს ჩინურად ეუბნება, გოგონას ჩემოდანი

23
ავტობუსიდან აიღე და ლეონ ბოლეში ჩადეო. ის თხოვნას უსრუ-
ლებს.
მანქანები ბორნის საბიჯელას გამოსცდნენ და ნაპირს მიუყვები-
ან. ხალხი მათ უკან მიაბიჯებს და მოსიარულე ვაჭრებთან ჩერდება.
ბავშვი დაფქვილი სიმინდით, ქოქოსის რძითა და მელასით დამ-
ტკბარ, ბანანის ხის ფოთლებში გახვეულ ნამცხვრებს უყურებს.
ჩინელი ბავშვს ნამცხვარს უწვდის. ის ართმევს და ხარბად ჭამს,
თუმცა მადლობას არ უხდის.
სადაურია ის? ძალიან ნატიფი სხეული აქვს. მეტისს ჰგაგს. თუმ-
ცა, არა... მეტისი არ არის. ძალზე ნათელი თვალები აქვს.
ჩინელი უყურებს, როგორ ხარბად ჭამს ბავშვი. უეცრად, შენო-
ბით მიმართავს:
‒ კიდევ გინდა?
ბავშვი მოღიმარ ჩინელს უყურებს და ეუბნება, არა, არ მინდაო.
მერე ბორანი მეორე ნაპირს მოშორდა. მდინარეს მოაპობს.

24
მონუსხული ბავშვი ბორანს შესცქერის და, თითქოს, ჩინელის
არსებობა ავიწყდება.
ბორანზე დადგმულ, სახურავგადახდილ შავ „ლანციას“ ხედავს.
მანქანა იმ წითელკაბიან ქალს ეკუთვნის, იმ ღამით ვალსს რომ უკ-
რავდა.
ჩინელი ეკითხება, ის ქალი ვინააო.
ბავშვი ყოყმანობს. არ იცის, უპასუხოს თუ არა.
სახელებს „უბრალოდ“ ამბობს. რატომღაც, საოცარი აღფრთო-
ვანება ეუფლება და ამბობს:
– ეს მადამ სტრეტერია. ანა-მარი სტრეტერი. მთავარი გამგებლ-
ის ცოლი. ვინ-ლონგში შემოკლებით „ამს“-ს ეძახიან...
ბავშვი მამაკაცს უღიმის და, თითქოს, ბოდიშს უხდის, ამდენი
რომ იცის იმ ქალზე...
ბავშვის სიტყვები ჩინელის ყურადღებას იპყრობს:
ამბობს, მგონი, ამ ქალზე სადეკში მსმენია, მაგრამ მასზე მაინც
არაფერი ვიციო.
უეცრად მაინც ახსენდება რაღაც... ამ ქალის სახელი რაღაცას ახ-
სენებს...
– ბევრი საყვარელი ჰყავს... ალბათ, ეს გახსოვთ. – პასუხობს
ბავშვი.
– მგონი, ჰო...
– ერთი ძალზე ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა... ის მზად იყო,
მის გამო თავიც კი გაეწირა... კარგად არ ვიცი, რა მოხდა...
– ლამაზია... მეგონა, უფრო ახალგაზრდა იყო... ამბობენ, ცოტა-
თი გიჟიაო... მართალია?
ბავშვმა არ იცის.
– ამაზე არაფერი მსმენია. – ეუბნება ის.
ავტომობილით საიგონისკენ მიმავალ გზას მიუყვებიან. მამაკაცი
გოგონას თვალს არ აცილებს. ცოტა ხნის წინ, უნებურად, შენობით
მიმართა... ხან შენობით ელაპარაკება, ხან კი თქვენობით.
– ბორანზე ადგილს გითმობენ?
– კი.

25
– ხანდახან უარს ამბობ?
– კი, ხანდახან... განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები არიან...
გამუდმებით ტირიან.
თითქოს ძალზე დაბნეულად იცინიან. ერთნაირად, ორივეს გან-
საკუთრებული, თავისებური სიცილი აქვს.
ჩუმდებიან. აღარ იცინიან. ბავშვი ფანჯარაში იხედება. მამაკაცი
ახლაღა ამჩნევს, რომ გოგონა ძალიან ღარიბია. შავი ატლასის გაც-
ვეთილი ფეხსაცმელი აცვია, მამაკაცის ქუდი ახურავს და აქაური,
მუყაოს ჩემოდანი აქვს.
ჩინელს ეცინება. ბავშვი უყურებს და ისიც ხარხარებს:
– ლიცეუმში ამ ფეხსაცმლით დადიხართ?
გოგონა თავის ფეხსაცმელებს უყურებს. თითქოს პირველად ხე-
დავს და ხითხითებს:
– დიახ...
– ამ ქუდით?
– დიახ.
გოგონა თავშეუკავებლად, თუმცა მაინც ბუნებრივად იცინის. გი-
ჟური ხარხარი უვარდება. მამაკაცსაც ეცინება:
– იცოდეთ, ძალიან გიხდებათ... არაჩვეულებრივი ქუდია. ძალი-
ან გიხდებათ. თითქოს თქვენთვის შეკერეს...
გოგონა კისკისით ეკითხება:
– ფეხსაცმელებიც მიხდება?
ჩინელი უფრო ხმამაღლა იცინის:
– აი, ფეხსაცმელებზე ვერაფერს ვიტყვი.
შავ ფეხსაცმელებს უყურებენ და გიჟურად იცინიან.
სწორედ ამ შეუკავებელი სიცილის შემდეგ მათი ისტორია სულ
სხვაგვარად წარიმართა.
აღარ იცინიან. ერთმანეთს აღარ უცქერენ. ფანჯარაში იხედები-
ან. ბრინჯის ყანები თვალუწვდენელ სიშორეში იკარგება. უძირო ზე-
ცა მოჩანს. სიცხე ნელ-ნელა იკლებს. მზე ღრუბელთა საბურველს
ამოჰფარებია.
ვიწრო გზებზე ბავშვებს კამეჩებშებმული ურმები მიჰყავთ.

26
ჩინელი და ბავშვი ავტომანქანის ჩრდილში გახვეულან.
უძრავად სხედან. არ ლაპარაკობენ. მდუმარება გამეფებულა.
თავს იკატუნებენ, რომ, თითქოს, ძალიან მოსწონთ ეს გაცვეთილი
სანახაობა: გზა, სინათლე, ცად აზიდული ბინჯის ყანები. თითქოს, მა-
თი ისტორია, ნელ-ნელა იძირება დავიწყების მორევში.
ჩინელი ბავშვს აღარ ელაპარაკება. თითქოს, საერთოდ აღარ აქ-
ცევს ყურადღებას და მისი არსებობა დაავიწყდა კიდეც. როგორც
ჩანს, მგზავრობა ახალისებს. ფანჯარაში იხედება. ბავშვი კი სავარ-
ძლის სახელურზე დადებულ მის ხელს შეჰყურებს. თითქოს, ჩინელს
დაავიწყდა, რომ ხელი ასე ჩამოედო. დრო გადის. ბავშვი თავადაც
ვერ ხვდება, როგორ ეხება მის ხელს. ისე უჭირავს და დასცქერის,
რომ თითქოს, ასეთი რამ ახლოდან არასოდეს დაუნახავს. ეს ჩინუ-
რი ხელია. ჩინელი მამაკაცის ხელი. სუსტი, ფრჩხილებისაკენ ოდნავ
ჩაზნექილი, თითქოს, ჩატეხილი. იფიქრებ, რაღაც საოცარ სენს შე-
უპყრია, რომელიც კიდევ უფრო ამშვენებს მას. მკვდარი ჩიტის
ფრთასავით ლამაზია.
არათითზე უკეთია ოქროს ბეჭედი, რომლიც შუაგულშიც ბრილი-
ანტი ბრწყინავს.
ამ მამაკაცის სუსტი არათითისთვის ეს ძალზე დიდებული, დიდი
და მძიმე ბეჭედია. ბავშვს ჰგონია, რომ მისი ხელი ძალიან ლამაზი
და მაჯაზე ბევრად მუქია. საათსა და ბეჭედს საერთოდ არ უყურებს.
მონუსხული, მხოლოდ ხელს შესცქერის. ფაქიზად ეხება, რათა „ნა-
ხოს“. ხელს თითქოს სძინავს. არ იძვრის.
ბავშვი ხელისაკენ ძალიან ნელა იხრება.
მის სურნელს გრძნობს. თვალს არ აცილებს.
შიშველ ხელს უცქერს.
უეცრად თვალს არიდებს.
არ იცის, მას სძინავს, თუ არა. მის ხელს აღარ ეხება. როგორც
ჩანს, არ სძინავს... ბავშვი მის ხელს ძალიან ფაქიზად აბრუნებს და
ცარიელ ხელისგულს დასცქერის. ეხება აბრეშუმივით ნაზ, გრილ და
ნოტიო კანს. მის ხელს ისევ სავარძლის სახელურზე დებს. ხელი
მორჩილად დაჰყვება მის ნებას.

27
როგორც ჩანს, ჩინელს არ ღვიძავს.
ბავშვი მამაკაცს თვალს არიდებს და ბრინჯის ყანებს გასცქერის.
ჰაერი, თითქოს, მხურვალებისგან თრთის.
თითქოს, როცა ჩინელს ეძინა, ბავშვმა მისი ხელი აიღო და აღარ
გაუშვა. ეჩვენება, რომ მამაკაცის ხელი ახლაც უჭირავს...
სინამდვილეში, მისი ხელი შორსაა. ძალიან შორს. ბავშვი მას
აღარ უყურებს.
ეძინება.
თითქოს ჩაეძინა.
ბავშვმა კი იცის, რომ მას არ ეძინა· ამას ვერასოდეს გავიგებთ.
ნუთუ, ჩინელს ეძინა? ბავშვმა ეს არ იცის და ვერც ვერასოდეს
გაიგებს... როცა მან გაიღვიძა, დაინახა, რომ მამაკაცი დაჟინებით
უცქერდა. ჩინელმა დაინახა, რომ გოგონა იძინებდა, მაგრამ მან თვ-
ალები მაშინვე გაახილა.
ხელზე არ საუბრობენ. თითქოს, არაფერი მომხდარა.
– სწავლა როდის დაიწყე?
– ორი წლის წინ.
– რამდენი წლის ხარ?
ბავშვი ოდნავ ყოყმანობს:
– თექვსმეტის.
ჩინელს ეჭვი ეპარება:
– ძალიან პატარა ხარ. თექვსმეტის არ იქნები.
– ყოველთვის პატარა ვიყავი. მთელი ცხოვრება პატარა ვიქნები.
მამაკაცი თვალს არ აცილებს. ბავშვი კი არ უყურებს.
– ხშირად იტყუები? ‒ ეკითხება ჩინელი.
– არა.
– შეუძლებელია. როგორ იქცევი, როცა ტყუილის თქმა არ
გსურს?
‒ ვდუმვარ.
მამაკაცი იცინის.
– ტყუილის ძალიან მეშინია, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ... სიკვდი-
ლივით მეშინია სიცრუის. – ეუბნება ბავშვი და თავდაჯერებით განა-

28
გრძობს: – თქვენ კი არასოდეს იტყუებით...
მამაკაცი უყურებს. ფიქრობს და გაოცებული ამბობს:
– მართალია... რა საოცარია...
– არ იცოდით?
– არა... ალბათ, გადამავიწყდა. შეიძლება, არასოდეს ვიცოდი...
ბავშვი უცქერს, მისი სიტყვების სჯერა:
– როგორ იქცევით, როცა ტყუილის თქმა არ გსურთ?
‒ ცხოვრებაში ტყუილის თქმა არასოდეს დამჭირვებია. არ ვი-
ცი...
ბავშვს მისი კოცნის სურვილი ეძალება. მამაკაცი ყველაფერს
ხვდება და უღიმის.
– დედათქვენს ამას მოუყვებოდით? ‒ ეკითხება ბავშვი.
– რას?
ბავშვი ყოყმანობს
– იმას, რაც თავს გადაგვხდა.
ისევ ერთმანეთს უმზერენ. მამაკაცი მზაადაა, უთხრას, არაფერი
მესმისო...
– დიახ... მაშინვე მოვუყვებოდი... მთელი ღამე ვისაუბრებდით...
დედას ასეთი ისტორიები ძალიან უყვარდა... როგორც იტყვიან, მო-
ულოდნელი ისტორიები, არა?
– დიახ. სხვაგვარადაც ამბობენ.
მამაკაცი თვალს არ აცილებს:
‒ და.. დედაშენს ეტყვი?...
– არა, არაფერს. ეს აზრადაც არ მომსვლია. – იცინის ბავშვი.
ჩინელი მამაკაცი ღიმილით ეკითხება:
– საერთოდ არაფერს? არასოდეს?
– არაფერს, არასოდეს.
ბავშვი მის ხელს იღებს და ჰკოცნის.
მამაკაცი, თითქოს, დახუჭული თვალებით უმზერს მას.
– შეცდი... დედაშენს არაფერს მოუყვებოდი... – ეუბნება ბავშვი.
გოგონა იღიმის. ძალიან მხიარული და ნაზია. მამაკაცს თვალს
ვერ სწყვეტს.

29
– ოცდაშვიდი წლის ვარ... პროფესია არ მაქვს...
– თან ჩინელი ხარ...
– ჰო... და... – მამაკაცი დაჟინებით უცქერს მას: – რა მომხიბ-
ვლელი ხარ... უკვე გითხრეს, რომ მომხიბვლელი ხარ?
ბავშვს ეღიმება:
– არა.
‒ არც ის უთქვამთ, რომ მშვენიერი ხარ?
– არა. მეუბნებიან, რომ პატარა ვარ, თუმცა, ჩემთვის მშვენიერი
ჯერ არავის უწოდებია. – ეღიმება გოგონას.
ჩინელი ისევ უყურებს მას:
– გესიამოვნებოდა, რომ ეთქვათ?
– ჰო...
ჩინელი, რატომღაც, სულ სხვაგვარად იცინის. გოგონასაც ეცინ-
ება.
‒ შენთვის არაფერი უთქვამთ?...
– ჰო... არაფერი...
‒ არავის უთქვამს, ძალიან მიზიდავო?... შეუძლებელია... დარ-
წმუნებული ვარ, ამას გეტყოდნენ...
ბავშვი აღარ იცინის.
– ჰო... პატარა არამზადები მეუბნებოდნენ... მაგრამ მათ სიტ-
ყვებზე არც კი მიფიქრია. ისინი ხომ დამცინოდნენ და აბუჩად მიგდე-
ბდნენ... მეტისები მეუბნებოდნენ. ფრანგები კი – არასოდეს.
ჩინელს არ ეცინება:
– ჩინელები არ გეუბნებოდნენ?
ბავშვი იღიმის და გაოცებული ეუბნება:
– არასოდეს... სიმართლეს გეუბნები...
სიჩუმეა.
ჩინელი ბავშვივით იღიმის:
– სწავლა გიყვარს?
ბავშვი ფიქრობს. ეუბნება, მე თვითონაც არ ვიცი, ალბათ, მომ-
წონსო. ჩინელი უყვება, პეკინის უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფა-
კულტეტზე სწავლა მინდოდა, დედაჩემი დამთანხმდა, მაგრამ მამამ

30
უარი მითხრა... ჩვენი თაობის ჩინელებისთვის მთავარი ფრანგული
და ინგლისური ენების შესწავლა იყოო...
– ლამის დამავიწყდა მეთქვა: ამერიკაში ერთი წელი ვისწავლე.
– ეუბნება მამაკაცი.
– რატომ?
– ბანკირი უნდა გავხდე. ბოლო ასი წლის განმავლობაში ჩვენი
გვარის ყველა მამაკაცი ბანკირი იყო. – ეღიმება ჩინელს.
ბავშვი ეუბნება, მთელ ვინ-ლონგსა და სადეკში თქვენი ცისფერი
სახლი ყველაზე ლამაზია, მამაშენი, ალბათ, მილიონერიაო.
მამაკაცი იცინის და ეუბნება, ჩინელმა ბავშვებმა არასოდეს იცი-
ან, რა ქონებას ფლობენ მამებიო.
– ლამის დამავიწყდა მეთქვა, რომ ყოველწლიურად, პეკინის
დიდ ბანკებში სტაჟიორად ვმუშაობ.
‒ მანჯურიაში? ‒ ეკითხება ბავშვი.
‒ არა, მხოლოდ პეკინში, ჩვენი ოჯახი დიდძალ ქონებას ფლობს,
მამაჩემს ჰგონია, რომ მანჯურიაში ვერასოდეს გავმდიდრდები...
ბრინჯის ყანებით, ბავშვებითა და ძაღლებით სავსე სოფლებს მი-
უყვებიან. ბავშვები ჩალით გადახურულ ქოხებთან თამაშობენ. მათ
ყვითელი, გაძვალტყავებული ძაღლები დასდევენ. მანქანის ჩავლის
შემდეგ, მიწაყრილზე ჩამომსხდარი მშობლები დგებიან და ამოწმე-
ბენ, მათი შვილები და ძაღლები ისევ ქოხებთან არიან თუ არა.
სოფელი თვალს ეფარება. გოგონას კვლავ ეძინება. შეუძლებე-
ლია, არ ჩაგეძინოს, როცა მძღოლს კამაუს გზასა და თითქმის ცად
აზიდულ ბრინჯის ყანებს შორის მიჰყავხარ...
ბავშვი თვალს ახელს და ისევ ხუჭავს. აღარ საუბრობენ. ის მამა-
კაცის ნებას დაჰყვება.
‒ დახუჭე თვალები. – ეუბნება ის.
ბავშვი თხოვნას უსრულებს.
მამაკაცის ხელი ბავშვის სახეს, ტუჩებსა და დახუჭულ თვალებს
ეალერსება. ბავშვი არ ინძრევა. თითქოს, უშფოთველად სძინავს.
მამაკაცმა იცის, რომ მას ღვიძავს, თუმცა ურჩევნია, ეგონოს, რომ
სძინავს.

31
ძალიან ნელა, ხმადაბლა წარმოთქვამს ჩინურ სიტყვებს.
ბავშვი თვალდახუჭული ეკითხება, რა თქვიო.
‒ შენს სხეულზე რაღაც ვთქვი... ამის სიტყვებით გადმოცემა შე-
უძლებელია... არ ვიცი, როგორ გითხრა... ეს.. ეს... ასეთი რამ არას-
ოდეს განმიცდია...
ხელი უეცრად ჩერდება. ბავშვი თვალებს ახელს და ისევ ხუჭავს.
ხელი ისევ მოძრაობს. ძალზე ნაზად. უხეშად არ ეხება. თაგშეკავები-
თა და კრძალვით ეალერსება. ოდინდელი, გარდასული სინაზითა
და სინატიფით ეფერება. კანით, სულით.
მამაკაცმაც დახუჭა თვალები, როცა მის ტუჩებსა და თვალებს ეა-
ლერსებოდა. მისი ხელი ბავშვის სახეს შორდება და სხეულს მიუყვე-
ბა. დროდადრო შეშინებული ჩერდება.
ხელი ბავშვს შორდება.
ის მას თვალს არ აცილებს.
ზურგს აქცევს და ფანჯარაში იხედება.
მისი ხმაც ისეთივე ნაზია, როგორიც ხელი:
– სიმართლე მითხარი, რამდენი წლისა ხარ?
ბავშვი ყოყმანობს. ისეთი მავედრებელი ხმით ეუბნება, რომ
თითქოს, ბოდიშს უხდის:
‒ ჯერ კიდევ პატარა ვარ...
– რამდენი წლის ხარ?
გოგონა ჩინელივით პასუხობს:
‒ თექვსმეტის.
‒ მატყუებ. ‒ ეღიმება მამაკაცს.
– თხუთმეტის... თხუთმეტ წლინახევრის. კარგია?...
მამაკაცი იცინის:
– კარგია.
სიჩუმე.
‒ რა გინდა?
ბავშვი პასუხს არ სცემს. ალბათ, შეკითხვა ვერ გაიგო.
ჩინელი კითხვას აღარ უმეორებს.
– არავისთან წოლილხარ?

32
ბავშვი ისევ დუმს. თუმცა, ცდილობს, პასუხი გასცეს. არ იცის, რა
უთხრას.
მამაკაცი მისკენ იხრება. ბავშვი კვლავ დუმს. ჩინელი ხვდება,
რომ მას რაღაცის თქმა სურს. ისეთი რამის, ჯერ რომ ვერ იტყვის. მხ-
ოლოდ ის იცის, რომ ამის თქმა აკრძალული აქვს.
– გთხოვ, მაპატიე.‒ ეუბნება მამაკაცი.
ისინი ფანჯარაში იხედებიან.
კოშინშინის ბრინჯის ყანების ოკეანეს უცქერენ. წყლიანი დაბ-
ლობის ვიწრო,პირდაპირ, თეთრ ბილიკებს ბავშვები ურიკებით მი-
უყვებიან. ჯოჯოხეთური, სულის შემხუთავი, უძრავი სიცხე დგას.
მდინარის პირდაპირი, საოცარი, თითქოს, მითიური, არნახული, აბ-
რეშუმისებრი დელტა თვალოუწვდნელ სიშორეში იკარგება. შემ-
დგომში, ბავშვი, მითიურ ქვეყანაზე, ტროპიკულ ფლანდრიაზე, თი-
თქმის ზღვით დაფარულ სამშობლოზე, მოუყვება მას.
თვალუწვდენელ გზას მდუმარედ მიუყვებიან.
ბავშვი უყვება:
‒ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენამდე რამდენიმე მილიონი
წლით ადრე, ინდოჩინეთის სამხრეთით მდებარე ეს მხარე ზღვით
იყო დაფარული. გლეხებიდღემდე პირველყოფილებივით ცხოვრო-
ბენ. ზღვას გაჭირვებით ჰგლეჯენ მიწას და მყარ მიწაყრილებს აკე-
თებენ. წლების განმავლობაში მარილიანი მიწა წვიმის წყლით
ირეცხება. მათ მოჰყავთ ბრინჯი, რომელიც სამარადისოდ ადამიან-
თა ტყვე ხდება. მე და ჩემი ძმები აქ, სამხრეთში დავიბადეთ. დედა ამ
ქვეყნის ისტორიას გვიყვება.
ბავშვს ეძინება.
მალევე ეღვიძება. ჩინელი ეუბნება, ანა-მარი სტრეტერმა მანქა-
ნით ჩაგვიარა, თავად საჭესთან იჯდა, მძღოლი კი მის გვერდით მო-
კალათებულიყოო.
ბავშვი ამბობს, საჭესთან ძალიან ხშირად ზისო.
ბავშვი ცოტათი ყოყმანობს და განაგრძობს:
‒ მძღოლებთან და კოშინშინში სტუმრად ჩამოსულ ლაოსელ და
კამბოჯელ მმართველებთან წევს...

33
– გგონია, რომ ეს სიმართლეა?
ბავშვი ისევ ყოყმანობს:
– ჰო... ერთხელ, საღამო ხანს, კლუბში, ჩემს პატარა ძმას შეხვდა
და ჩოგბურთის სათამაშოდ დაპატიჟა. პაულო დათანხმდა. შემდეგ,
პარკში, აუზზე წავიდნენ. იქ ერთი ბუნგალო დგას, აბანოთი და სა-
ტანვარჯიშო დარბაზებით... იქ თითქმის არასოდეს არავინ დადის.
უკაცური ადგილია...
‒ შენი უმცროსი ძმა, ალბათ, ნამდვილი მეფეა.
ბავშვი უსიტყვოდ იღიმის. ხვდება, რომ მისი უმცროსი ძმა მარ-
თლაც უფლისწულია. სხვებისაგან ძალიან განსხვავდება. დატყვევე-
ბულია თავისი მარტოობის სასახლეში. მარტოსული და მიუსაფარი
პაულო ისე შორსაა, იმდენად მარტოა, რომ თითქოს, ყოველდღე
იბადება და ცხოვრებას თავიდან იწყებს...
ჩინელი ბავშვს უმზერს:
‒ ტირი?
– ჰო... რაც ახლა პაულოზე ვგთქვი... იმდენად მართალია... იმ-
დენად მართალია რომ...
მამაკაცი ხმადაბლა ეკითხება:
– ის ამაზე გესაუბრა?
– არა. ის თითქმის არაფერს ამბობს... მაგრამ ვიცი, რასაც მეტ-
ყოდა...
ბავშვს რაღაც ახსენდება. ტირის და იცინის.
– ანა-მარი სტრეტერთან ერთად ჩოგბურთის სათამაშოდ წას-
ვლა არ უნდოდა...ეშინოდა...
– რისი?...
– არ ვიცი... – უეცრად ყველაფერს ხვდება და განაგრძობს: –
მართალია... ვერ გაიგებ, რისი ეშინია...
– ეს ქალი ასე რატომ გიზიდავს? – ეკითხება მამაკაცი.
ბავშვი პასუხის გაცემას ცდილობს. ასეთი შეკითხვა საკუთარი
თავისთვის არასოდეს დაუსვამს.
‒ ალბათ, მისი სასიყვარულო ისტორიები მომწონს...
უცხო მხარეში არიან. უფრო მეტი სოფელი მოჩანს. უკეთესი გზე-

34
ბია. მანქანა უფრო ნელა მიდის.
– შოლენში მალე ჩავალთ. საიგონი უფრო გიყვარს, თუ შოლე-
ნი?
ბავშვი იღიმის:
– კარგად არც ერთს ვიცნობ... შენ?
– ჰო. შოლენი მიყვარს. შოლენი ჩინეთშია. ნიუ-იორკი და სან-
ფრანცისკო არ მომწონს.
ჩუმდებიან.
მამაკაცი მძღოლს მიმართავს. ბავშვს ეუბნება, მძღოლმა იცის,
სადაა ლიოტეს პანსიონიო.
ისინი მოახლოებულ ქალაქს უცქერენ.
ისინი მალე დაშორდებიან. ბავშვს ახსოვს, რაოდენ რთული და
აუტანლად მტკივნეული იყო საუბარი... იმდენად მძაფრი სურვილი
დაუფლებოდათ, რომ საუბარი უჭირდათ. სიტყვებს ვერ პოულობ-
დნენ. ერთმანეთისათვის აღარ შეუხედავთ და ხელით აღარ შეჰხე-
ბიან. მამაკაცს სურდა, რომ ერთმანეთს უსიტყვოდ დაშორებოდნენ.
მან საკუთარი თავიც და ბავშვიც აიძულა, რომ მდუმარება არ დაერ-
ღვია. ბავშვმა გაიფიქრა, ეს მდუმარება, უთქმელი, გულში შენახუ-
ლი სიტყვები, მისი დაძაბულობა, დაბნეულობა, ეს ახლადშობილი,
ერთგვარი ბავშვური თამაში და ცრემლები ცხადყოფდა, რომ ჩვენ
ერთმანეთი გვიყვარდაო.
გზას კარგა ხანს მიუყვებიან. დუმან. ბავშვი ხვდება, რომ ის აღა-
რაფერს ეტყვის. მამაკაცმაც იცის, რომ ბავშვი ხმას არ ამოიღებს.
სასიყვარულო ისტორია იწყება. ასეთია მათი ბედისწერა.
ბრმა, მარადიული, დაუვიწყარი სიყვარული.
შავი მანქანა ლიოტეს პანსიონის წინ ჩერდება. მძღოლი ჩემო-
დანს იღებს და პანსიონის ჭიშკართან დებს.
ბავშვი მანქანიდან გადმოდის და ნელა, მორჩილად მიაბიჯებს.
ჩინელი არ უყურებს.
უკან აღარ იხედებიან. ერთმანეთს აღარ უყურებენ. ერთიმეორეს
აღარ იცნობენ.
ლიოტეს პანსიონის ეზო.

35
ნათელმა იკლო.
საღამოა. ხის კენწეროები ბინდში გახვეულან. თუნუქის აბაჟური-
ანი, მწვანე და თეთრი ნათურები ეზოს მკრთალად ანათებენ. გოგო-
ნები თამაშობენ. ზედამხედველები მათ ყურადღებით აკვირდებიან.
ეზოში ორმოცდაათამდე ქალიშვილი ტრიალებს. ზოგი ბაღის
გრძელ სკამებზე ზის, ზოგი – დერეფანში, კიბის საფეხურებზე. შენო-
ბას წრეს უვლიან, ღმერთმა იცის, რაზე ლაპარაკობენ და ხარხარე-
ბენ.

***
სკამზე ის გოგონა გადაწოლილა, რომელიც, ამ თუ სხვა წიგნებ-
ში, თავისი ნამდვილი სახელითაა მოხსენიებული. ის ზეციური სახე-
ლის მქონე ელენ ლაგონელია2 უსაზღვროდ ლამაზი გოგონა, რო-
მელსაც სურს, რომ უშნო იყოს. ჰო, ნამდვილად ღვთაებრივი სახე-
ლის მქონე ელენ ლაგონელი, დალატელი გოგონა.
ბავშვის სხვა, დაუვიწყარი სიყვარული.
ბავშვი ელენს შესცქერის და სახეზე ნაზად ეალერსება.
მას ეღვიძება. ერთმანეთს უღიმიან.
ელენი ეუბნება, რაღაც უნდა მოგიყვე, ლიოტეს პანსიონში საში-
ნელი ამბავი მოხდაო.
– გიცდიდი, მინდოდა, შენთვის ეს ამბავი მომეყოლა, მაგრამ ჩა-
მეძინა... დღეს ჩვეულზე ადრე დაბრუნდი...
‒ ბორანზე ერთ მამაკაცს შევხვდი... სულ მარტო იყო... მითხრა,
მანქანით წაგიყვანო.
– თეთრკანიანი იყო?
– არა, ჩინელი.
– ზოგი ჩინელი ლამაზია.

2
ელენ ლაგონელი 27 წლის ასაკში ჭლექით გარდაიცვალა, ამ დროს მას ქმარი
და ორი შვილი ჰყავდა, ეს ამბავი გავიგე მისი ნათესავისგან, რომელმაც ამ
წიგნის გამოსვლის მერე დამირეკა (ავტ)

36
– განსაკუთრებით, ჩრდილოელები... ის მართლაც ლამაზი
იყო...
ერთმანეთს თვალს არ აცილებენ. ბავშვი ელენს დაჟინებით შეს-
ცქერის.
‒ დალატში არ წახვედი?
– არა. მშობლებმა არ წამიყვანეს. არც კი მითხრეს, აქ რატომ
დამტოვეს, თუმცა, მაინც არ დავსევდიანდი...
ბავშვი ელენს დაჟინებით უცქერს, მის ამოღამებულ თვალებს,
ძალზე ფერმკრთალ სახეს ამჩნევს და შიში იპყრობს.
– ავად ხომ არა ხარ?
– არა, მაგრამ სულ დაღლილობის შეგრძნება მაქვს. სამედიცი-
ნო პუნქტში ტონუსის ამწევი წამალი მომცეს.
– რა გითხრეს?
– არაფერია, ნუ ღელავო. უბრალოდ, დავიღალე... აკლიმატიზა-
ციის პერიოდი მაქვს... დალატიდან წამოსვლის შემდეგ დამეწყო...
ბავშვი დამშვიდებას ამაოდ ცდილობს. ის ამ მღელვარებას ვერა-
სოდეს დაძლევს. ელენთან განშორებამდე ეს შიში დასტანჯავს.
– ჩემთვის ხომ რაღაც უნდა მოგეყოლა?
ელენი ერთი ამოსუნთქვით უყვება პანსიონში მომხდარ ამბავს:
– წარმოგიდგენია? ზედამხედველებმა გაიგეს, რომ ერთი გოგო-
ნა ყოველღამე, პანსიონის უკან, კაცებთან წვება. არავინ არაფერი
იცოდა... იცი, ვინ არის ის გოგონა? შენც იცნობ... ალისი... მეტისი
ალისი...
სიჩუმე.
– ალისი... ვისთან წვება?
– ყველასთან... გამვლელებთან... მამაკაცები მანქანას უჩერე-
ბენ და ის მიჰყვება... საერთო საძინებელი ოთახის უკან, ორმოში
წვებიან... სულ იქ არიან...
ისევ სიჩუმეა.
– საკუთარი თვალით დაინახე?
ელენი ტყუის:
– არა. სხვებმა მითხრეს, ტყუილად ნუ გაიხედავ იმ ორმოსაკენ,

37
მაინც არაფერი მოჩანსო...
ბავშვი ეკითხება, ალისი რას ამბობსო.
– მომწონს, რასაც ვაკეთებო... მეტიც... იმ მამაკაცებს საერთოდ
არ იცნობს და ეს... ალბათ... როგორც ამბობენ...
ბავშვი ოდნავი ყოყმანის შემდეგ, „ალისის ნაცვლად“ პასუხობს:
– სიამოვნებას ანიჭებს...
– ჰო.
ერთმანეთს უმზერენ და იღიმიან. ბედნიერები არიან, რომ ერ-
თმანეთს ისევ შეხვდნენ.
– დედა მეუბნება, ასეთი სიტყვა არასოდეს თქვა, მაშინაც კი, რო-
ცა მისი მნიშვნელობა გეცოდინებაო. მიაჩნია, რომ ამ სიტყვას მხო-
ლოდ უზრდელები ამბობენ. შენი უმცროსი ძმა თუ ამბობს ამ სიტ-
ყვას?
– არა. არაფერს ამბობს. პაულომ არაფერი იცის. მაინც ხვდება,
რომ ასეთი სიტყვა არსებობს. როცა ამ სიტყვას პირველად წარმოთ-
ქვამ, შიში გიპყრობს. გგონია, რომ მოკვდები... ჩემს ძმას ურჩევნია
სჯეროდეს, რომ ასეთი სიტყვები საიდუმლოდაა დაფარული და სიტ-
ყვებით ვერ გადმოსცემს იმას, რასაც ვერ ხედავს, ‒ ეუბნება ბავშვი.
– კვლავ მომიყევი შენს ძმაზე.
‒ ისევ ის ამბავი?
– ჰო. შენც კი ვერ ხვდები, რომ ამ ამბავს ყოველთვის განსხვავე-
ბულად ჰყვები...
– მდინარის შესართავთან, ტყეში, სანადიროდ მარტოდმარტო
მივდიოდით. ეს მოხდა... პაულო ჩემს საწოლში გადმოწვა... ხომ ხე-
დავ... და-ძმები ერთმანეთს თითქმის არ იცნობენ... პატარები ვიყა-
ვით... შვიდი-რვა წლისანი... ყოველღამე ჩემს საწოლში წვებოდა.
ერთხელ, ჩემმა უფროსმა ძმამ დაინახა და სცემა. პაულოს ძალიან
შეეშინდა. დღემდე ეშინია, რომ პიერი მოკლავს. დედა თავის სა-
წოლში მაწვენდა, მაგრამ ჩვენ მაინც ერთად ვწვებოდით... საღა-
მოობით პრინოფის ტყეში მივდიოდით... ან ნავში... სადეკში ცარი-
ელ საკლასო ოთახში შევდიოდით...
– მერე?

38
– მას ათი, შემდეგ თორმეტი, შემდეგ კი ცამეტი წელი შეუსრუ-
და... და ერთ დღესაც, სიამოვნება განიცადა... ყველაფერი დაავიწ-
ყდა... იმდენად უსაზღვრო ბედნიერება დაეუფლა, რომ ატირდა. მეც
ბევრი ვიტირე. ეს ნამდვილი ზეიმი იყო, მაგრამ უსიხარულო, ცრემ-
ლიანი.
ბავშვი ტირის. ელენ ლაგონელიც ქვითინებს. მუდამ ერთად ტი-
რიან, თუმცა, თავადაც არ იციან, რატომ. მღელვარება, სიყვარული,
ბავშვობა, მარტოობა... მათზე ყველაფერი მოქმედებს...
– ვიცოდი, რომ შეშლილი იყავი, მაგრამ არა – ამდენად...
‒ რატომ ვარ შეშლილი?
‒ არ ვიცი, როგორ ვთქვა, მაგრამ ასეა.. გეფიცები, შეშლილი
ხარ. ალბათ, შენი ძმა ასე ძალიან რომ გიყვარს... ეს სიყვარული გა-
გიჟებს...
სიჩუმეა.
– ეს ამბავი ჩემ გარდა ვინმეს უამბე? – ეკითხება ელენი.
– ერთადერთხელ მოვუყევი თანს, როცა მანქანით პრი-ნოპში
მივდიოდით.
‒ იტირა?
– არ ვიცი, ჩამეძინა.
ბავშვი ჩუმდება.
ცოტა ხანში ამბობს:
– დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს, პაულო სხვა ქალებ-
საც შეხვდება. ვინ–ლონგში ან საიგონში... თეთრკანიან ქალებსაც
კი, კინოში ან ქუჩებში... სადეკის ბორანზე,
ისინი იცინიან.
ელენ ლაგონელი ეკითხება, შენ და თანი ერთად თუ იწექითო.
‒ არასოდეს. ბევრჯერ ვთხოვე, მაგრამ მან არ მოინდომა...
ელენი ტირილს იწყებს:
‒ შენ საფრანგეთში წახვალ. მე კი მარტოდმარტო დავრჩები.
დარწმუნებული ვარ, მშობლებს აღარ ვუყვარვარ და არ უნდათ,
რომ დალატში დავბრუნდე.
მდუმარება ისადგურებს.

39
ელენს თავისი მძიმე ხვედრი ავიწყდება. ისევ ხმადაბლა ლაპა-
რაკობს ალისზე, მამაკაცებთან ერთად ორმოში რომ წვება:
‒ შენთვის ყველაფერი არ მითქვამს... ალისი მამაკაცებს ფულ-
საც სთხოვს... თან ძალიან ბევრს... ფულს აგროვებს. სახლის ყიდვა
უნდა. ობოლია. ნათესავებიც არა ჰყავს. ამბობს, კარგი იქნებოდა,
პატარა სახლი მაინც რომ მქონდეს, რას გაიგებ, რა მოხდებაო...
ბავშვს ელენის სიტყვების სჯერა.
– შენი მჯერა, მაგრამ ალისი მხოლოდ იმისთვის არ სთხოვს მა-
მაკაცებს ფულს რომ სახლი იყიდოს... ალბათ, მამაკაცებსაც მოს-
წონთ... რამდენს ახდევინებს?
– ათ პიასტრს... ღამეში რამდენჯერმეც კი წვება ერთ მამაკაც-
თან... ყოველ ჯერზე ათ პიასტრს ახდევინებს...
– ათი პიასტრი ცოტა არ უნდა იყოს, არა?
– მეც ასე მგონია... არ ვიცი... ალისმა კატინას ქუჩაზე მომუშავე
თეთრკანიანი მეძავების საფასურიც კი იცის.
ბავშვს თვალები ცრემლით ევსება. ელენი მას გულში იკრავს და
ყვირის:
– რა გჭირს?... ჩემმა მონათხრობმა აგატირა?
ბავშვი უღიმის და ეუბნება, არაფერია, უბრალოდ, როცა ფულზე
ლაპარაკობენ, ჩემი ცხოვრება მახსენდება და მეტირებაო.
ერთმანეთს ჰკოცნიან და ეხუტებიან. დუმან. ერთმანეთი უსაზ-
ღვროდ უყვართ.
ელენი ამბობს:
– მინდა, რაღაც გითხრა... მე ალისს ვგავარ. მას მოსწონს ასეთი
ცხოვრება... დარწმუნებული ვარ, მეც მომეწონებოდა. იცოდე, კეთ-
როვნებზე ზრუნვას მეძავობა მირჩევნია...
– რას ამბობ?... – სიცილით ეკითხება ბავშვი.
– აქ ყველამ იცის სიმართლე... ყველამ... შენ გარდა... რა გგო-
ნია, მართლა იმისთვის „გვასწავლიან“ აქ, რომ პანსიონიდან წას-
ვლის შემდეგ მუშაობა დავიწყოთ? ტყუილია! პანსიონიდან პირდა-
პირ ლაზარეთებში, კეთროვნების, ჭირითა და ქოლერით დაავადე-
ბულების მოსავლელად გაგვამწესებენ. პანსიონში ჩვენ რომ არ მი-

40
ვეღეთ, ასეთ ბინძურ საქმეს ვერავის შეასრულებინებდნენ...
ბავშვი ხმამაღლა იცინის:
– მართლა ასე გგონია?
– სრულიად დარწმუნებული ვარ.
– ყოველთვის ცუდზე ფიქრობ, არა?
– ყოველთვის.
იცინიან, თუმცა ელენ ლაგონელი მაინც დარწმუნებულია, რომ
ალისმა სიმართლე უთხრა და პანსიონის დამთავრების შემდეგ მათ
ლაზარეთებში გადაიყვანენ.
ბავშვი ეკითხება, ალისი თავის თავგადასავლებზე თუ გელაპა-
რაკებაო.
– კი. მიაჩნია, რომ ყოველივე ეს სრულიად ბუნებრივია... ამ-
ბობს, ორი ერთნაირი კაცი არ არსებობს, ზოგი ძალიან, ძალიან სა-
ოცარია, ზოგს ამის გაკეთებისაც კი ეშინიაო... ალისს განსაკუთრე-
ბით ის მოსწონს, რომ მამაკაცები ისე ელაპარაკებიან მას, როგორც
სრულიად სხვა ქალს. სხვა სახელს ეძახიან და უცხო ენაზეც კი ელა-
პარაკებიან. თურმე, ბევრი საკუთარ ცოლზეც კი უყვება. ზოგი შე-
ურაცხყოფას აყენებს, ზოგი კი ეფიცება, შენ გარდა ცხოვრებაში
არავინ მყვარებიაო
მეგობრები იცინიან. ბავშვი ეკითხება:
– ალისს ეშინია?
– რისი?..
– მკვლელი ან გიჟი რომ შეხვდეს... რა იცის, ვის გადაეყრება...
– არ უთქვამს, თუმცა ვფიქრობ, რომ ცოტათი მაინც ეშინია... რა
იცი, რა მოხდება ამ უბანში...
– ჰო... ალბათ. თეთრკანიანებიც ზუსტად ასე ამბობენ და ამ უბა-
ნს ახლოს არ ეკარებიან...
ელენ ლაგონელი ბავშვს თვალს არ აცილებს და ეკითხება:
– ჩინელის გეშინია?
– ცოტათი... მაგრამ, ალბათ, იმის მეშინია, რომ შემიყვარდება...
მეშინია... მინდა, სიკვდილამდე მხოლოდ პაულო მიყვარდეს...
– ასეც ვიცოდი... ვგრძნობდი...

41
ელენი ცრემლად იღვრება. ბავშვი მას გულში იკრავს და სასი-
ყვარულო სიტყვებს ჩასჩურჩულებს.
ელენი ბედნიერია. ბავშვს ეუბნება, ვგიჟდები, ასეთ რამეებს რომ
მეუბნებიო, თუმცა, აღარ უმხელს, რას გულისხმობს.
ბავშვს თავადაც კი არ ესმის, რას ეუბნება ელენს. უეცრად, ელე-
ნს საზარელი შიში იპყრობს. ჰგონია, რომ საკუთარ თავსაც კი ვერ
გაუმხელს, თუ როგორი ვნების ცეცხლი გიზგიზებს მათ გულებში. ეს
სიყვარული გოგონებს უფრო და უფრო შთანთქავს მარტოობის მო-
რევში.

***

საიგონი.
ლიცეუმისკენ მიმავალი გზა.
დილის რვის ნახევარია. საოცრად გრილა, რადგან ქუჩები მუნი-
ციპალურმა სარწყავმა მანქანებმა მორწყეს. ამ დროს მთელ ქალაქ-
ში იასამნის საამო სურნელი ტრიალებს. თეთრკანიანი ტურისტები
ამბობენ, ეს მძაფრი სუნი გულისამრევიაო, თუმცა, როცა ამ კოლო-
ნიიდან წავლენ, ძალიან მოენატრებათ.
ბავშვი ლიოტეს პანსიონიდან გამოდის ლიცეუმში მიდის.
დილაა და ქუჩა უკაცურია.
ლიოტეს პანსიონიდან მხოლოდ ეს ბავშვი სწავლობს საიგონის
ლიცეუმში და სულ ამ ქუჩის გავლა უწევს.
ეს მათი სასიყვარულო ისტორიის დასაწყისია.
ეს ბავშვმა ჯერ არ იცის.
მის წინ, მოპირდაპირე ტროტუარზე დგას ძალიან გრძელი, შავი,
ლამაზი, ძვირადღირებული, „გრანდ-ოტელის“ ოთახივით დიდი
მანქანა, რომელიც ბორანზე იდგა.
მათი სასიყვარულო ისტორია იწყება.

42
ბავშვი მანქანას ვერ ცნობს. დგას და უცქერს. ცოტა ხანში ყველა-
ფერი ახსენდება... მანქანა და ის მამაკაცი აგონდება. მძინარე თუ
მკვდარ მანჯურიელ მამაკაცს უცქერს. მისი ხელი... მგზავრობა...
მამაკაცი არც კი იმჩნევს, რომ ბავშვი დაინახა.
ისევ უკანა სავაძელზე ზის.
ბავშვი, თითქოს, ძალაუნებურად უყურებს მას.
მძღოლი ისევ საჭესთან ზის. მშვენივრად გამოიყურება. არც კი
უყურებს ბავშვს, რომელიც ქუჩას ნელ-ნელა კვეთს. როგორც ჩანს,
გოგონა ძალიან დაბნეულია.
ბავშვს ყოველთვის მიაჩნდა, რომ სწორედ აქ, ამ ადგილას, ამ პაე-
მანზე დაიწყო მათი სასიყვარულო ისტორია. სწორედ აქ იქცნენ წიგ-
ნების პერსონაჟებად. იმ რომანებში აღწერილ საყვარლებად, რომ-
ლებიც ბავშვმა დაწერა.
მას სჯეროდა, რომ სწორედ აქ, ამ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ მიხვდნენ
ისინი, თუ როგორ მიილტვოდნენ ერთმანეთისკენ. განსჯის უნარი
დაკარგეს. გონების კარნახს ყურს აღარ უგდებდნენ. მათ შორის ყო-
ველგვარი საზღვარი მოიშალა. ყველა დაბრკოლება გადალახეს,
გათამამდნენ და საყვარლები გახდნენ.
ბავშვი თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ გადაკვეთა ის ქუჩა, რო-
მელიც მათ აშორებდა.
ბავშვი არ იძვრის.
მანქანისაკენ ნელ-ნელა მიიწევს.
ჩერდება.
ერთმანეთს ნაჩქარევი მზერა სტყორცნეს.
წამით შეხედეს ერთურთს.
ბავშვი მანქანის უკანა ფანჯარასთან დგას. ხელისგულს მინას
ადებს, თუმცა მალევე აშორებს. ფანჯარას ტუჩებით ეხება. ჰკოცნის.
ირინდება. მინას ბაგეს ვერ სწყვეტს. თვალები დაუხუჭავს. ფილმის
გმირს ჰგავს.
ბავშვს უსაზღვროდ სურს მასთან ყოფნა.
ეჩვენება, თითქოს, ქუჩაშივე დაეუფლნენ ერთმანეთს.
მძაფრი შეგრძნებები ეუფლება.

43
ჩინელმა მას შეხედა.
თვალები დახარა.
ბავშვის სურვილით იწვის.
ტანჯული.
ბავშვი წავიდა.
ქუჩას გაუყვა.
პირდაპირ ლიცეუმისაკენ გაემართა. მისკენ არ გამოუხედავს
ესმოდა, როგორ უხმაუროდ მიდიოდა მანქანა აბრეშუმისებრ,
რბილ გზაზე, რომელიც თითქოს, ნელ-ნელა ღამის წყვდიადში იძი-
რებოდა.
შემდგომ თვეებში, მათ ერთხელაც კი არ უთქვამთ ერთმანეთი-
სათვის, რომ იმ დღეს, ქუჩაში, ვნების ცეცხლით იწვოდნენ და გა-
უსაძლისი ტკივილი სტანჯავდათ.
ლიცეუმი.
დერეფნებში მოწაფეები აღარ ჩანან. ყველანი საკლასო ოთახებ-
ში არიან.
ბავშვს დააგვიანდა.
საკლასო ოთახში შედის და ამბობს;:
‒ მაპატიეთ.
მასწავლებელი ლუიზ ლაბეზე3 საუბრობს.
ბავშვი იღიმის.
ყველას ეღიმება.
მასწავლებელი ისევ ლუიზ ლაბეზე ლაპარაკობს. ზედმეტსა-
ხელს, „მშვენიერ თოკის მგრეხელს,“ არ უწოდებს. ამბობს, ამ ქა-
ლით აღფრთოვანებული ვარ, გარდასულ ეპოქათა ერთ-ერთი უიშ-
ვიათესი ადამიანი იყო, მას სიამოვნებით გავიცნობდი და მოვუსმენ-
დი, როგორ კითხულობდა თავის მშვენიერ ლექსებსო.
– როცა ლუიზ ლაბე თავისი ხელნაწერის გამომცემლისთვის გა-
დასაცემად მიდიოდა, მეგობარ ქალს სთხოვდა, გამომყევიო... თუ-

3
ფრანგი პოეტი (1524-1566)ნამდვილი გვარი პერენი, მისი ქმარი თოკების
ოსტატი იყო, აქედან მოდის მისი მეტსახელი (მთარგ)

44
მცა, არ ამბობდა, რატომ იქცეოდა ასე. ალბათ, უნდოდა, სხვას მით
უმეტეს, ქალს, დაედასტურებინა, რომ ხელნაწერი ნამდვილად ლუ-
იზ ლაბემ ჩააბარაო.
მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, შეგიძლიათ, ამ საკითხზე
თქვენი აზრი გამოთქვათო.
ერთმა ბიჭმა თქვა, ლუიზ ლაბეს იმიტომ დაჰყავდა მეგობარი ქა-
ლი გამომცემელთან, რომ ეშინოდა, გზაზე მამაკაცები არ გადაჰ-
ყროდნენო.
გოგონამ უთხრა, ეშინოდა, რომ მამაკაცები ლექსებს წაართმევ-
დნენო.
ბავშვმა თქვა, ალბათ, ლუიზ ლაბე იმ ქალს იმდენად კარგად იც-
ნობდა, რომ არასოდეს დაფიქრებულა, წავიყვანო თუ არა გამომცე-
მელთანო.

ხუთშაბათი საღამოა.
თითქმის ყველა გოგონა სასეირნოდ მიდის.
რიგ-რიგობით, ორ-ორად დაყოფილები მიუყვებიან მთავარ
ეზოს. თეთრ კაბებში, ტილოს თეთრ ფეხსაცმელებში, თეთრ ქამრებ-
სა და ტილოს თეთრ ქუდებში გამოწყობილან. ვალდებუდლნი
არიან, პანსიონში ასე ჩაიცვან. ტანსაცმელს გამუდმებით რეცხავენ.
პანსიონი ცარიელდება. გოგონების წასვლისთანავე ეზოში მდუ-
მარება ისადგურებს. მათი ხმა აღარ ისმის.
ცარიელ პანსიონში ერთი გადახურული ადგილი მოჩანს. დე-
რეფნებს მიღმა ჭიშკარი და პანსიონის გვერდით მდგარი სასკოლო
ოთახებია. ორი მეგობარი გოგონას ხმა და საცეკვაო მუსიკა მოის-
მის. მიწაზე დადებული პატეფონიდან სწრაფი, კლასიკური მელო-
დია, „პასო-დობლე“ იღვრება. ის წუთი მოახლოვდა, როცა ესპანე-
თის არენები სისხლით უნდა მოირწყოს. სიკვდილი სულ ახლოსაა.
სულ ახლოს. მძიმე მუსიკაა. ბობოქარი. საოცრად სკანდირებული.
ისინი თითქმის არ ლაპარაკობენ. მხოლოდ ბავშვი აძლევს შე-
ნიშვნებს.

45
დერეფნის ფილებზე ფეხშიშველნი დააბიჯებენ, ღია ფერის ბამ-
ბის, მოკლე, მოდური, მოელვარე ყვავილებით მოჩითული კაბები
აცვიათ.
თითქოს, დაავიწყდათ კიდეც, რომ ლამაზები არიან.
თეთრკანიანი გოგონები ცეკვავენ. ზედამხედველებს სთხოვეს,
გასეირნებას ნუ გვაიძულებთო. ღარიბი ოჯახის შვილები არიან,
თუმცა მათ, საბრალო, მიტოვებული მეტისი ბავშვებისაგან განსხვა-
ვებით, ზედამხედველები ყველა სურვილს უსრულებენ, იმიტომ,
რომ ისინი თეთრკანიანები არიან...
ელენ ლაგონელი ბავშვს ეკითხება, „პასო-დობლეს“ ცეკვა ვინ
გასწავლაო.
– ჩემმა უმცროსმა ძმამ, პაულომ.
– ყველაფერი მან გასწავლა?
– ჰო.
ჩუმდებიან. ყოვლისმომცველი მდუმარება ისადგურებს.
ელენი ამბობს, მგონი, პაულო მიყვარსო.
– არ ვიცი, რატომ არ მივყავარ მშობლებს აქედან. არ ვმუშაობ.
არაფერს ვაკეთებ... მშობლებს ჩემი თავიდან მოშორება უნდათ. არ
ვიცი, რა დავუშავე მათ... – აქ კიდევ სამი წელი უნდა დავრჩე... როცა
ამაზე ვფიქრობ, თავზარი მეცემა. აქ ყოფნას სიკვდილი მირჩევნია...
ბავშვი იცინის:
– როდის შეგძრა ამაზე ფიქრმა?
– როცა ჩინელს შეხვდი... – ეუბნება ელენი.
სიჩუმე.
ბავშვი იცინის:
– სამი დღის წინ?...
– ჰო... მაგრამ უკვე დიდი ხანია, აქ დარჩენაზე ფიქრიც კი მზა-
რავს... მოგატყუე... აქედან წასვლა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ
როდი მინდა, რომ ჩინელი გაიცანი... ღამღამობით შენს უმცროს
ძმაზე ვფიქრობ...
გოგონები გრილ ჩრდილში ცეკვავენ. მაღალი სარკმლიდან მზის
სხივი იჭრება. ასეთი ფანჯრები ციხეებსა და სამონასტრო პანსიონე-

46
ბშია, სადაც ადამიანს შესვლა ეკრძალება. მკაცრ წესრიგს მხოლოდ
მზის შუქით განათებულ კუთხეში დაყრილი გაცვეთილი სანდლები
არღვევს.
დერეფნის ბოძთან თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მოსამსა-
ხურე ბიჭი ზის. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ღამღამობით, სამზა-
რეულოებთან, ქალიშვილების ბავშვობაზე ინდოჩინურ სიმღერებს
მღერის. გოგონებს თვალს ვერ სწყვეტს. არ იძვრის. მონუსხული უც-
ქერს მათ. თითქოს, ადგილს მიჰყინვია. თეთრკანიანი გოგონები
ვერ ხვდებიან, რომ მხოლოდ ამ ბიჭისათვის ცეკვავენ. მას ყურად-
ღებას საერთოდ არ აქცევენ.
ელენი ბავშვს ხმადაბლა ეკითხება:
– ჩინელთან დაწვები?
‒ კი.
– როდის?
‒ ალბათ, მალე.
– ძალიან გინდა მასთან დაწოლა?
– ჰო.
‒ შეხვედრა დანიშნეთ?
– არა, მაგრამ სულერთია. ერთად მაინც დავწვებით...
– გგონია, მოვა?
– ჰო.
– რატომ გიზიდავს ასე ძალიან?
– არ ვიცი. რატომ ტირი? გერჩივნა, მასთან უფრო ადრე დავწო-
ლილიყავი? – ეკითხება ბავგშვი.
– ჰოც და არაც. არდადეგებზე შენს პატარა ძმაზე ვფიქრობდი...
მიყვარს... მისი კანი, ხელები... შენ კი მიყვებოდი, როგორ ოცნებობ-
დი მასზე... ღამღამობით ვეძახდი... და ერთხელაც... შენთვის ამის
თქმა მინდოდა...
ბავშვი ელენის ნაცვლად ამბობს:
– ერთხელაც, ეს მოხდა...
‒ ჰო... მოგატყუე... ვცრუობ, მაგრამ შენ ვერაფერს ხგდები... უბ-
რალოდ, არ გაინტერესებს...

47
სიჩუმე.
– ჩემთვის სხვა რაღაცის თქმა გინდა... ვიცი...
ელენი არაფერს ეუბნება, ბავშვს გულში იკრავს, სახეზე ხელებს
იფარებს და ეუბნება:
– მინდა, ერთხელ მაინც წავყვე იმ მამაკაცებს, ალისს რომ აკით-
ხავენ... ერთხელ მაინც... აი, ამის თქმა მინდოდა...
ბავშვი ხმადაბლა ყვირის:
– არა! ეს არ გააკეთო! ყველა სიფილისითაა დაავადებული!
– სასიკვდილო სენია?..
– ჰო. ჩემს უფროს ძმას ჰქონდა... ფრანგმა ექიმმა გადაარჩინა.
– რა ვიღონო?..
– მოითმინე... შეიძლება, საფრანგეთში გაემგზავრო... თუ ბედი
არ გაგიღიმებს, დალატში მშობლების ნებართვის გარეშე დაბრუნ-
დები და სამუდამოდ იქ დარჩები...
სიჩუმე.
– მინდა, მოსამსახურე ბიჭებთანაც კი დავწვე. ის კაციც კი მსურს,
რომლის სიმღერასაც ახლა ვუსმენთ... მასწავლებლებიც მიზიდავს,
ის ჩინელიც.
– მართალია... თითქოს, მთელ სხეულზე ცეცხლი გეკიდება... ვე-
ღარაფერზე ფიქრობ...
გოგონები ერთმანეთს მდუმარედ შესცქერიან. ბავშვს თვალები
ცრემლით ევსება და ამბობს:
– მინდა, რაღაც გითხრა... ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლე-
ბელია, მაგრამ მაინც... მინდა, იცოდე... პირველად შენ მიმართ ვიგ-
რძენი ლტოლვა... ცხოვრებაში პირველად სწორედ შენ გამიღვიძე
ვნებები... შენი ჩამოსვლისთანავე...როგორც კი დაგინახე... დილა
იყო... აბანოდან დედიშობილა გამოხვედი... არნახულად ლამაზი
იყავი... თვალებს ვერ ვუჯერებდი. მითიურ არსებას ჰგავდი. თით-
ქოს, ოცნებებში გამოგიგონე.
ბავშვი ელენს შორდება. ერთმანეთს თვალს არ აცილებენ.
– ვიცოდი... ‒ ეუბნება ელენი.
– ნუთუ, მართლა არ იცი, რაოდენ ლამაზი ხარ?

48
– არ ვიცი... მაგრამ, ალბათ... მართლაც ასეა... დედაჩემი ძალი-
ან ლამაზია და ალბათ, ბუნებრივიცაა, რომ ლამაზი ვარ, არა? როცა
მეუბნებიან, ლამაზი ხარო, მეჩვენება, რომ მათ სულ სხვა რამის
თქმა სურთ... მაგრძნობინებენ, რომ ჭკვიანი არა ვარ... ისინი ისეთ
ბოროტ იერს იღებენ...
ბავშვი იცინის და ელენის ტუჩებს ტუჩებით ეხება... ერთმანეთს
ჰკოცნიან.
– ლამაზი შენა ხარ... რატომ მეუბნები, რომ ლამაზი ვარ? ზოგჯერ
სარკეშიც კი ვერ ვიხედები... – ჩურჩულებს ელენი.
– ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხარ... ზიზღი გიპყრობს...
სამზარეულოების წინ მომღერალი ბიჭი ისევ „ახალგაზრდა ფრა-
ნგების“ ცეკვას უცქერს. გოგონები ისევ ერთმანეთს ჰკოცნიან.
მუსიკა შეწყდა. ცეკვა დასრულდა.
უკაცურ პანსიონში მდუმარება გამეფდა. თითქოს, ყველას სძი-
ნავს.
მანქანის ხმა ისმის. ქალიშვილები და ბიჭი ფანჯრიდან იხედები-
ან. სკოლის შესასვლელთან „ლეონ ბოლე“ დგას. მძღოლი საჭეს-
თან ზის. უკანა სავარძლებს თეთრი ფარდები ფარავს. თითქოს, მან-
ქანაში ზის ის სიკვდილმისჯილი, რომლის შეხედვაც კი აკრძალუ-
ლია.
ფეხშიშველი ბავშვი მისკენ მიდის. ფეხსაცმელები ხელში უჭი-
რავს. მძღოლი მანქანის კარს უღებს.
გვერდიგვერდ სხედან. ერთმანეთს არ უყურებენ, იმდენად მძიმე
წუთებია, რომ გაქცევის სურვილი ეძალებათ.
მძღოლი ბრძანებას იღებს. მანქანას დაუყოვნებლივ ძრავს. ფე-
ხით მოსიარულეებით, ველოსიპედებითა და ხალხით სავსე ქალაქ-
ში ნელ-ნელა მიდიან.
კასკადთან ჩერდებიან. ბავშვი არ იძვრის. ამბობს, აქ ყოფნა არ
მინდაო. ჩინელი არაფერს ეკითხება და და მძღოლს სთხოვს, უკან
დავბრუნდეთო.
ბავშვი მამაკაცს ეხუტება და ჩურჩულებს:
– ხომ იცი, რომ შენთან ერთად წასვლა მინდა... რატომ მომიყვა-

49
ნე აქ?
მამაკაცი მას გულში იკრავს და ეუბნება:
– იმიტომ, რომ სულელი ვარ...
ბავშვი ჩინელს ეხუტება, სახეს მის მკერდში მალავს და ეუბნება:
– მინდიხარ... ვერ წარმოიდგენ, როგორ მინდიხარ...
ის ეუბნება, ასეთი რამ არ უნდა თქვაო.
ბავშვიც ჰპირდება, აღარასოდეს ვიტყვიო.
ჩინელი ეუბნება, მეც ძალიან მინდიხარო.
ისევ ჩინურ ქალაქს მიუყვებიან.
ქალაქს არ უცქერენ. თავს იკატუნებენ, რომ თითქოს, ფანჯარაში
იხედებიან, მაგრამ მათი თვალები არაფერს უმზერენ.
ერთმანეთს ძალაუნებურად შეხედეს.
თვალებს ხრიან. არ იძვრიან. თვალები დაუხუჭავთ, თუმცა ერ-
თმანეთს მაინც უყურებენ.
– ძალიან მსურხართ. – ეუბნება ბაგშვი.
– ვიცი... შენც ხომ იცი, რომ მინდიხარ.
გარეთ იხედებიან.
ჩინური ქალაქი მათკენ ძველი ტრამვაების გრუხუნით, გარდა-
სულ ომთა და ღონემიხდილ, დაუძლურებულ, ძველთაძველ არმია-
თა ხმაურით მოიწევს. ტრამვაები გაუთავებელი გუგუნითა და გრი-
ალით მიჰქრიან. ზარების წკარუნი არ წყდება. ყურთასმენის წამღე-
ბი ხმაურია. მათ გაქცევა უნდათ. შოლენელი ბავშვები ტრამვაებს
ხილის მტევნებიგით ჩამოჰკიდებიან, სახურავებზე კი ქალები და მო-
ნუსხული ბავშვები სხედან. ასაკეც კიბეებზე, ტრამვაის კარის დამ-
ცავ ჯაჭვებთან დაწყობილი, ტირიფის ტოტებისაგან მოწნული კალა-
თები ფრინველებითა და ხილითაა სავსე. გადაჭედილი ტრამვაები
ტრამვაებს აღარ ჰგვანან. თითქოს, გაბერილან და რაღაც არნახულ,
ძალზე უცნაურ ნივთს დამგვანებიან.
უეცრად, რატომღაც ბრბო შეთხელდა.
ცოტა ხანში ისევ სიმშვიდე დამყარდა.
ისევ მოისმის შორეული ხმაური. ბრბო თხელდება. ქალები აღარ
დარბიან. მშვიდდებიან. ეს ქუჩა საერთო საცხოვრებლებითაა სავსე.

50
ინდოჩინეთში თითქმის ყველა ქუჩა ასეთია.
წინ ფანტანები და გალერეა მოჩანს. ამ ქუჩაზე მაღაზიები და
ტრამვაები არ არის.
სოფლელი ვაჭრები რბილ მიწაზე წამოწოლილან. თავი გალე-
რეის ჩრდილისთვის შეუფარებიათ. შოლენის ხმური იმდენად შო-
რიდან მოისმის, რომ თითქოს, ქალაქის შუაგულში წყნარი სოფელი
გაჩნდა.
ყველაფერი ამ სოფელში, ღია გალერეის ქვეშ ხდება.
მამაკაცი კარს აღებს.
ბნელა.
უჩვეულოდ მოკრძალებული, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩე-
ული ბინაა.
– ავეჯი მე არ შემირჩევია, უბრალოდ, აქ იდგა და ხელი აღარ
ვახლე... – ამბობს მამაკაცი.
‒ აქ ავეჯი საერთოდ არ დგას. ნახე... – იცინის ბავშვი.
ჩინელი ოთახს ათვალიერებს და ხმადაბლა ეუბნება, მართა-
ლია, აქ მხოლოდ საწოლი, სავარძელი და მაგიდა დგასო.
ის სავარძელში ჯდება. გოგონა კი ფეხზე დგას, მას უცქერს და
უღიმის:
– მომწონს ასეთი ბინა.
ერთმანეთს არ უყურებენ. როცა მამაკაცმა კარი დახურა, თით-
ქოს, გულგრილობა დაეუფლათ.
სურვილი ქრება, თუმცა ცოტა ხანში ისევ ზღვავდება და ვნების
ცეცხლი მთელი ძალით გიზგიზებს. გოგონა მას თვალს არ აცილებს.
ის კი არ უყურებს.
ბავშვი იწყებს... ხედავს, რომ ჩინელს შიში იპყრობს.
ბავშვი ისე ნაზად და ალერსიანად უყურებს, რომ ჩინელს აღარ
ეშინია. შიში უკვალოდ ქრება. გოგონას სურს, ყველაფერი იცოდეს.
ყველაფერი სურს. უსაზღვროდ. სიცოცხლისა და სიკვდილის სურვი-
ლი ერთდროულად დაუფლებია. მან ჩინელზე კარგად იცის, რას
ნიშნავს სასოწარკვეთილება. მასზე კარგად ხვდება, რომ მწველ
ვნებას შეუპყვრია. ყოველივე ეს იმიტომ იცის, რომ ჰყავს უმცროსი

51
ძმა, რომელიც დამნაშავე უფროსი ძმის ჩრდილში გაიზარდა. პა-
ულო ყოველდღე სიკვდილს ნატრობს. ბავშვი ყოველდღე, ყოველ-
ღამე, სასოწარკვეთის მორევში შთანთქმისგან იხსნის მას.
– ალბათ, შემიყვარდი. – ჩურჩულებს ჩინელი. თითქოს, ლაპა-
რაკი უჭირს და სიტყვებს გაჭირვებით წარმოთქვამს.
ბავშვის თვალებში ოდნავ შესამჩნევი შიში კრთის. დუმს.
ნელა, უხმაუროდ დადის. ოთახს ისე ათვალიერებს, როგორც
სადგურის სასტუმროს ნომერს· ბავშვი სწორედ იმიტომ აღმერთებს
მამაკაცს, რომ თითქოს, ამ ოთახს საერთოდ ვერ ამჩნევს. ჩინელი
უყურებს, როგორ ათვალიერებს ბავშვი ოთახს. ვერ ხვდება, რატომ
იქცევა ის ასე ან რა მოსწონს... ჰგონია, რომ ბავშვს დრო გაჰყავს,
ალოდინებს და ჯოჯოხეთურ ტანჯვა-წამებას განაცდევინებს.
– ეს ბინა მამაჩემმა მომცა. ასეთ ბინას ახალგაზრდა, უცოლო მა-
მაკაცის ბინას უწოდებენ. ახაგაზრდა, მდიდარ ჩინელებს ბევრი საყ-
ვარელი ჰყავთ. ასეთია აქაური ზნე-ჩვეულებანი...
ბავშვი იმეორებს:
– უცოლო მამაკაცის ბინა... ვიცი ეს სიტყვა, თუმცა, არ მახსოვს
საიდან, ალბათ, რომანებში ამოვიკითხე...
ის ბოლთას აღარ სცემს. მამაკაცის წინ დგას. უცქერს და ეკითხე-
ბა:
– ბევრი საყვარელი გყავს?
საოცარია... მან ხომ ჩინელს მოულოდნელად შენობით მიმარ-
თა...
‒ ჰო... დროდადრო...
ბავშვი მამაკაცს დაჟინებით, ბედნიერების სხივით გაბრწყინებუ-
ლი თვალებით უცქერს. მისი პასუხი ძალიან მოსწონს.
‒ მოგწონს, რომ ბევრი საყვარელი მყავს?
ბავშვი ეუბნება, ძალიან მომწონსო, თუმცა, ვერ ამბობს, რა-
ტომ... არ იცის, როგორ თქვას.
მამაკაცს მისი პასუხი აოცებს. ბავშვი ცოტათი აშინებს კიდეც.
მძიმე წუთები უდგას.
– მიზიდავენ ის მამაკაცები, რომლებიც საყვარელ ქალებს არ

52
უყვართ. პირველად ერთმა საბრალო, უიმედოდ შეყვარებულმა, სა-
სოწარკვეთილმა მამაკაცმა მიმიზიდა...
– თანმა?
– არა.
– მომისმინე... აქედან უნდა წავიდეთ. მოგვიანებით კვლავ მო-
ვალთ...
ბავშვი დუმს. ჩინელი დგება, რამდენიმე ნაბიჯს დგამს, ბაგშვს
ზურგს აქცევს და ამბობს:
– ისე პატარა ხარ, რომ მაშინებ... მეშინია... ვერ შევძლებ...
მღელვარება დამძლევს... ცოტათი ხომ მაინც გესმის ჩემი?..
ის ბავშვისკენ ბრუნდება. იღიმის, თუმცა ტუჩები უთრთის. ბავშვი
ყოყმანობს.
ეუბნება, ვერ გავიგე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ცოტათი მაინც
მესმის შენი, მეც მეშინიაო.
‒ შენ ამაზე არაფერი იცი...
ბავშვი ეუბნება, ცოტა რამ ვიცი,მაგრამ დარწმუნებული არა ვარ,
იმაზე ლაპარაკობ თუ არაო...
სიჩუმეა.
– საიდან იცი?
– ჩემმა პატარა ძმამ მითხრა... ბავშვობაში უფროსი ძმის ძალიან
გვეშინოდა და ერთად გვეძინა... აი, ასე დაიწყო ყველაფერი...
ისევ სიჩუმეა.
– გიყვარს უმცროსი ძმა?
ბავშვს პასუხის გაცემა უჭირს. კარგა ხანს დუმს. თავისი ცხოვრე-
ბის უდიდეს საიდუმლოზე, სრულიად „განსხვავებულ“ უმცროს ძმა-
ზე საუბარი უმძიმს.
– კი... – გაჭირვებით ეუბნება ბავშვი.
– ყველასა და ყველაფერზე მეტად?.. ამქვეყნად ყველაფერზე მე-
ტად?..
– ჰო...
ჩინელი ძალიან აღელვებულია.
‒ ის ცოტათი... სხვებისაგან ცოტათი განსხვავდება...

53
ბავშვი მამაკაცს თვალს არ აცილებს, თუმცა პასუხს არ სცემს.
ცრემლი ერევა. კვლავ დუმს.
– ეს საიდან იცით?.. – ეკითხება ის?
– აღარ მახსოვს...
ისევ სიჩუმეა.
– მართალია... თუ სადეკში ცხოვრობთ, ჩვენზე ყველაფერი გე-
ცოდინებათ...
– სანამ შეგხვდებოდი, შენზე არაფერი ვიცოდი. პირველად მაშინ
დაგინახე, როცა ბორანზე იყავი... ყველაფერი მეორე დღეს გავიგე...
ჩემმა მძღოლმა გიცნო.
– რა გითხრა? ყველაფერი სიტყვასიტყვით გამიმეორე!
– ის სკოლის დირექტორის ქალიშვილია, ორი ძმა ჰყავს, ძალი-
ან ღარიბები არიან, დედა გააღატაკეს და გაანადგურესო.
მამაკაცს უეცრად სიმორცხვე იპყრობს. თავადაც არ იცის, რატ-
ომ... თითქოს, უეცრად, თვალნათლივ დაინახა, თუ რაოდენ პატარა
იყო გოგონა. თითქოს, ეს მისთვის თავზარდამცემი მოულოდნელო-
ბა და უდავო, საბედისწერო ჭეშმარიტება აღმოჩნდა. შეიძლება,
უხამსიც კი.
ის ფიქრობს, ალბათ, ეს სიფიცხე, მგზნებარება და თავშეუკავებ-
ლობა დედისგან გამოჰყვაო...
ბავშვი ვერ ხვდება, რაზე ფიქრობს ის.
მამაკაცი ეკითხება:
– მძღოლმა სიმართლე მითხრა?..
– ჰო... გითხრა, რომ დედაჩემი გააღატაკეს და გაანადგურეს?
– ჰო, თქვა, საშინელება მოხდა, არ გაუმართლაო...
სიჩუმეა. ბავშვს არაფრის თქმა არ სურს. დუმს.
– შეგვიძლია, აქ ცოტა ხნით დავრჩეთ... გარეთ ისე ცხელა...
მამაკაცი დგება, ვენტილატორს რთავს და ჯდება. კვლავ ბავშვს
უყურებს. ისიც არ აცილებს თვალს.
– არ მუშაობ? – ეკითხება ბავშვი.
– არა...
– არასოდეს არაფერს აკეთებ, არასოდეს?..

54
– ჰო... არასოდეს...
ბავშვი უღიმის.
– უცნარია... ისე წარმოთქვამ „არასოდეს“, როგორც „ყოველ-
თვის“...
სიჩუმეა.
ბავშვი ქუდს იხდის, ფეხსაცმელებს ძირს ყრის.
მამაკაცი ისევ უცქერს მას.
სიჩუმეა.
ჩინელი ჩურჩულებს:
– რა საოცარია... ასე ძალიან... ასე ძალიან რომ მომწონხარ...
ბავშვი ვენტილატორთან დგება. სიგრილეს შეჰღიმის. კმაყოფი-
ლია. ვერ ხვდებიან, რომ სიყვარული აქაა, მათთან... სურვილი ისევ
ქრება.
ბავშვი მეორე კარისაკენ მიიწევს. გაღებას ცდილობს. ისევ უკან
ბრუნდება.

55
ჩინელი მას თვალს ვერ აშორებს. ისე უცქერს, რომ ხვდება, ბავ-
შვი ნამდვილად შეუყვარდება. არ შემცდარა. შეუყვარდება. ის ელის
სიყვარულს. მნიშვნელობა არა აქვს, ბავშვი ლაპარაკობს თუ დუმს.
ის მაინც აღელვებულია... ის ბინას ათვალიერებს. თითქოს ბავშვი-
ვით თამაშობს. მამაკაცი ფიქრობს, რომ სწორედ აქ, ამ ბინაში შეუყ-
ვარდა ბავშვი. ის ჩინელს სიხარულითა და შიშით აღავსებს.
– ეს კარი სად გადის?
მამაკაცი სიცილით ეუბნება:
‒ მეორე ქუჩაზე. თუკი გაქცევა მოგინდება, მაგ კარით უნდა გახ-
გვგიდე... შენ რა გეგონა?
ბავშვი უღიმის:
– მეგონა, ბაღში გასასვლელი კარი იყო...
– არა. უსარგებლო კარია. რისი გინდა, რომ იყოს?
ბავშვი აბაზანის კიდეზე დადებულ ჭიქას იღებს:
– გასაქცევი...
ერთმანეთს უმზერენ.
– მწყურია. – ამბობს ბაგშვი.
– კართან, საყინულეში გაფილტრული წყალია.
სიჩუმეა.
ცოტა ხანში ბავშვი ისევ ეუბნება:
– ეს ბინა ძალიან მომწონს.
ჩინელი ეკითხება, შენი აზრით, როგორი ბინააო.
ისევ ერთმანეთს უცქერენ. ბავშვი ყოყმანობს.
– მიტოვებულს ჰგავს... – ეუბნება ის და დაჟინებით უცქერს: – და
შენი სურნელითაა გაჟღენთილი...
მამაკაცი ხედავს, როგორ დადის ის, წყალს სვამს და მას უახ-
ლოვდება.
გოგონას ის ავიწყდება, თუმცა, ცოტა ხანში ისევ ახსენდება.
მამაკაცი დგება.
ბავშვს უყურებს და ეუბნება:

56
– უნდა დაგეუფლო...
სიჩუმეა. ბავშვს სახიდან ღიმილი უქრება.
ფითრდება.
– მოდი...‒ ლუღლუღებს მამაკაცი.
გოგონა მას უხმოდ უახლოვდება. არ უყურებს.
ის ზის. ბავშვი თვალდახრილი დგას. მამაკაცი კაბაზე ხელს ჰკი-
დებს. ხდის.
ბამბის თეთრ ტრუსს აძრობს. კაბასა და ტრუსს დივანზე ყრის.
მის სხეულს აღარ ეხება. დაჟინებით უცქერს. ბავშვი თვალდახრილი
დგას და ჩინელს უფლებას აძლევს, რომ მისი სხეულის ცქერით დატ-
კბეს·
ჩინელი დგება. ბავშვი ისევ დგას. ელოდება. ის ისევ ჯდება და მის
ჯერ კიდევ სუსტ სხეულს, მკერდსა და მუცელს ოდნავ ეალერსება.
თვალებს ისე ხუჭავს, თითქოს, დაბრმავდა. ჩერდება. ბავშვის სხეუ-
ლს აღარ ეხება. თვალს ახელს და ხმადაბლა ამბობს:
‒ თექვსმეტი წლის არა ხარ... ტყუი...
ბავშვი დუმს.
ჩინელი ეუბნება, მეშინიაო, თუმცა ბავშვის პასუხს არც კი ელო-
დება. უღიმის და ტირის. ბავშვი უმზერს და ფიქრობს, ალბათ, სიკ-
ვდილამდე ეს მამაკაცი მეყვარებაო. უღიმის და ტირის.
მამაკაცი ბავშვს ფრთხილად, კრძალვით იყვანს ხელში. თით-
ქოს, ფიქრობს, რომ უნაზესი არსებაა და ეშინია, რამე არ დაუშავოს.
ერთგვარი შეკავებული სიუხეშით საწოლზე აწვენს. ბავშვი აქაა.
სრულიად დაუცველი. მის მისაღებად მზადაა... მაგრამ მამაკაცს
ისევ შიში იპყრობს. თვალებს ხუჭავს, ჩუმდება. თითქოს, სურვილი
უქრება. ბავშვისაკენ აღარ მიილტვის. ახლა ბავშვი იწყებს მოქმედე-
ბას. ტანსაცმელს თვალდახუჭული ხდის, ღილებსა და სახელოებს
ნელ-ნელა უხსნის.
ის ბავშვს არ ეხმარება. არ იძვრის. ისიც თვალებს ხუჭავს.
ბავშვი მას უყურებს. უცქერს მის უცნობ, შიშველ სხეულსა და სახ-
ეს, რომელიც ისეთივე გამორჩეული, მომხიბვლელი და მომაჯა-
დოებელია, როგორიც მისი ხელი. გაახსენდა ის დღე, როცა ერთად

57
პირველად იმგზავრეს... მოაგონდა, როგორ ეალერსებოდა მამაკა-
ცი ხელით მის სხეულს მანქანაში...
კადრში მხოლოდ ბავშვი ჩანს. მას თვალს არ აცილებს. მამაკაცი
არ ეწინააღმდეგება. უფლებას აძლევს, მისი სხეულის ცქერით დატ-
კბეს. ბავშვი ჩურჩულებს:
‒ ჩინელი მამაკაცი მშვენიერია...
ბავშვი მას ჰკოცნის. კადრში ორივე ჩანს. მამაკაცი აქაა, მის
გვერდით. თვალდახუჭული ჰკოცნის. მის ხელებს სახით ეხება.
მგზავრობისას ნაფერებ ხელებს. მამაკაცს ხელებს სხეულზე ადები-
ნებს. უსაზღვროდ უნდა, რომ შეეხოს. ის ბავშვს გულში იკრავს,
ნელ-ნელა ზემოდან ექცევა მის სუსტ, ბავშვურ, ჯერ კიდევ შეურ-
ყვნელ სხეულს, თუმცა მაინც არ ეხება.
კადრში საწოლი აღარ ჩანს. კამერა მათ ნელ-ნელა შორდება და
ფანჯრისაკენ მიიწევს.
დარაბები დახურულია. ბნელ ოთახში ქუჩის შორეული ხმაური
აღწევს. ჩინელის ხმა ისე ახლოსაა, როგორც მისი ხელები.
ის ეუბნება:
– გეტკინება...
– ვიცი.
– ზოგჯერ ქალები კივიან.... ჩინელი ქალები ტირიან... ამ ტკი-
ვილს ცხოვრებაში ერთადერთხელ განიცდი... მხოლოდ ერთხელ...
მხოლოდ ერთხელ... მიყვარხარ... არ გატყუებ... გეფიცები, ეს ტკი-
ვილი აღარასოდეს განმეორდება, აღარასოდეს...თვალები დახუჭე,
უნდა დავიწყო... დახუჭე თვალები, ჩემო პატარავ...
– თვალდახუჭული არ მინდა... ყველა თხოვნას აგისრულებ, მაგ-
რამ თვალების დახუჭვა არ მინდა...
‒უნდა დახუჭო... სისხლი წამოგივა... აჯობებს, არ შეხედო...
ბავშვმა არ იცოდა, რომ სისხლი უნდა წამოსვლოდა. ლოგინი-
დან წამოხტომას ცდილობს. გაქცევა უნდა, მაგრამ მამაკაცი ხელით
აკავებს და ადგომის საშუალებას არ აძლევს. ის აღარ იბრძვის.
ბავშვს მაშინ განცდილი შიში არასოდეს დავიწყებია. მისი სხე-
ული, ნაზი კანი, შიშნარევი სინაზე სამუდამოდ დაამახსოვრდა.

58
თვალდახუჭული გოგონა ეხება ამ სინაზეს, მის სათუთ, ოქროს-
ფერ კანს, ხმას, შიშმორეულ გულს, გამალებით რომ სცემს, ზემო-
დან მოქცეულ მის სხეულს, რომელიც მზადაა, ის მოკლას და მისი
უმეცრება მოაშთოს. ის ახლა მას ეკუთვნის. მისი ბავშვია. ჩინელი
მამაკაცის ბავშვი. იმ მამაკაცისა, რომელიც მდუმარედ ტირის და
მასში შედის. სიყვარულისაგან სასოწარკვეთილი. თავზარდაცემუ-
ლი. მწარედ მტირალი.
ბავშვი მწვავე ტკივილს გრძნობს. ის უფრო და უფრო საშინელი
და გაუსაძლისი ხდება, შემდეგ კი ბავშვს ურთიერთსაწინააღმდეგო
შეგრძნებები ეუფლება.
ასეთი რამ არასოდეს განუცდია. არასოდეს. ცოტა ხნის წინ აუტა-
ნელი ტკივილი ტანჯავდა, მაგრამ მოუოდონელად, უკვალოდ გაქ-
რა. ტკივილმა სახე იცვალა, ბავშვმა ისეთი სიამოვნება განიცადა,
რომ უნდოდა, ეკვნესა, ეყვირა, ეკივლა. ტკივილი დაეუფლა მის
ძალღონეგამოცლილ სხეულს, თავს, საზარელ, თავზარდამცემ ფიქ-
რებს.
მტანჯველი ტკივილი ტოვებს მის სუსტ სხეულსა და თავს. მამაკა-
ცი მასში შევიდა. დაბრკოლება გადალახა. ბავშვს სისხლი თქრი-
ალით მოსდის, თუმცა, ტკივილი აღარ ტანჯავს. მას ტკივილი აღარ
ჰქვია. ეს, ალბათ, სიკვდილია.
ტკივილი შეუმჩნევლად ტოვებს მის სხეულს, თავს და აქამდე გა-
ნუცდელ, უგონო სიყვარულად და ბედნიერებად იქცევა.
ბავშვს ყველაფერი ახსოვს. მხოლოდ და მხოლოდ მას. ზღვის
ხმაური ისევ ჩაესმის. ახსოვს, როგორ აღწერა წიგნში ზღვისა და ჩი-
ნური ქუჩის ხმაური. ისიც კი ახსოვს, რომ დაწერა, ზღვა, თითქოს,
საყვარლების ოთახში შემოჭრილიყოო.
„ზღვა“ და კიდევ ორი სიტყვვა: „უბრალოდ“ და „შეუდარებელი“
დაწერა.

59
***

საყვარლები საწოლში წვანან.


ალბათ, სძინავთ.
ისევ ისმის ქალაქის გაუსაძლისი ხმაური. აუტანელი. უწყვეტი.
საწოლს მზე ანათებს. მზის სხივი დარაბებს კვეთს და ზეწარზე სხვა-
დასხვა ფორმებად იხატება.
საყვარლებს ტანი და ხელები სისხლით დასვრიათ.
ბავშვი იღვიძებს. მამაკაცს უყურებს. ვენტილატორი ჩართულია.
ჩინელს გრილ ოთახში სძინავს.
პირველ წიგნში გოგონამ დაწერა:
„ქალაქის ხმაური იმდენად გარკვევით ისმოდა, რომ თითქოს,
დარაბებს ეხლებოდა. თითქოს, ოთახში ადამიანები დადიოდნენ.
ისინი ქალაქში, გაუსაძლის ხმაურში მიაბიჯებდნენ და ქუჩიდან
ოთახში შემოდიოდნენ“.
ფილმშიც, წიგნშიც ასე იტყვის. ამ წიგნშიც ასე ამბობს. მუდამ იტ-
ყვის. თავს ვერ იკავებს. ეს შეგრძნება არასოდეს დავიწყებია.
ოთახში ისევ იჭრება ხმაური. თითქოს, ხის დარაბებსა და კედ-
ლებს ეხლება. სიცილი, ნაბიჯების ხმა, ბავშვების სირბილი, ყვირი-
ლი, ნაყინით, საზამთროებითა და ჩაით მოვაჭრეების შეძახილები...
უეცრად იღვრება ამერიკული მელოდია, რომელსაც ნიუ-მექსიკოს
მატარებლების თავზარდამცემი კივილი ერწყმის.
„სასოწარკვეთილთა ვალსის“ ჰანგები იღვრება. სევდა, უკვა-
ლოდ გამქრალი სინაზე, განცდილი ბედნიერება, ხორციელი სიამე
და სასოწარკვეთა იგრძნობა.
ბავშვს დღემდე ახსოვს მისი სახე, ადამიანებისა და სოფლების
სახელები, მოდური ჰანგები.
მამაკაცის სახელი კი დაავიწყდა. უბრალოდ, შენობით მიმარ-
თავდა.
მას არაერთხელ შეახსენეს მისი სახელი, თუმცა მაინც დაავიწ-
ყდა. გადაწყვიტა, შემდგომ წიგნში მისი სახელი საერთოდ არ ეხსე-
ნებინა და სამუდამოდ საიდუმლოდ შეენახა.

60
ნათლად ხედავს უბედურების ადგილს. თითქოს, გემი ზღვაში ჩა-
იძირა.
ხედავს დამჭკნარ მცენარეებს, კირით შეთეთრებულ კედლებს,
ტილოს ფარდას, ღუმელს, სისხლით მოსვრილ ზეწარს და ისევ უჩი-
ნარ, მიუწვდომელ ქალაქს.
მამაკაცი იღვიძებს, მაგრამ არ ინძრევა. ნახევრად სძინავს. მო-
ზარდს ჰგავს.
სიგარეტს უკიდებს.
სიჩუმეა. ბავშვს მდუმარედ უახლოვდება. ბავშვი ხელს მცენა-
რეებისკენ იშვერს, ძალიან ხმადაბლა საუბრობს და იღიმის. მამაკა-
ცი ეუბნება, ამ მცენარეებზე ნუღარ იფიქრებ, დიდი ხნის წინ დაჭკნა,
მათი მორწყვა დამავიწყდაო.
‒ სამუდამოდ დავივიწყებ ამ მცენარეებს. – ეუბნება ჩინელი.
ისე ჩუმად ლაპარკობს, თითქოს, ეშინია, მისი ხმა ქუჩაში არ გა-
იგონონ.
– მოწყენილი ხარ?
ბავშვი უღიმის და მხრებს მსუბუქად იჩეჩს:
– ალბათ...
– იმიტომ, რომ დღისით ვიწექით ერთად... ღამით გადაგივლის...
მამაკაცი უცქერს და თვალებს ხრის. ბავშვი უყურებს.
თვალს ვერ სწყვეტს. უკან იხევს. ბავშვი უყურებს მის სუსტ, დიდ,
მოქნილ, საოცრად მშვენიერ სხეულს, რომელიც ისეთივე ლამაზია,
როგორიც მისი ხელები.
– არნახულად ლამაზი ხარ... შენსავით ლამაზი მამაკაცი არასო-
დეს მინახავს...
ჩინელი ისევ დაჟინებით უცქერს ბავშვს. თითქოს, მას არაფერი
უთქვამს.
მონუსხული შესცქერის, აღარაფერი ახსოვს. უცქერს, რათა ცო-
ტათი მაინც დაამახსოვრდეს მის წინ მდგარი თეთრკანიანი ბავშვი.
– მგონი, ისევ მოწყენილი ხარ...
სიჩუმეა.
ბავშვი იღიმის:

61
– მოწყენილი?.. ჰო, ალბათ... არ ვიცი...
‒ შენს პატარა ძმაზე დარდობ?
‒ არ ვიცი...
– რა გჭირს?..
– არაფერი... უბრალოდ, ასეთი ვარ...
– დედა ასე ამბობს?
– ჰო...
– როგორ?
– ის ასეთია და არ შეიცვლებაო...
ჩინელი იცინის.
ჩუმდებიან.
ისევ ეფერება ძილმორეულ ბავშვს. მამაკაცი შეჰყურებს მის ბი-
ნაში მოსულ ბავშვს. ეს აზიელი, თეთრკანიანი ბავშვი ნამდვილი
ღვთის საჩუქარია მისთვის. იცის, რომ ის მისი სისხლით ნათესავია,
შვილი, სიყვარული.
ის უყურებს და ეხება მის სხეულს, ხელებს, სახეს. გრძნობს მისი
თმისა და ჯერ კიდევ მელნით მოსვრილი ხელებისა და პატარა მკერ-
დის სურნელს.
ბავშვს სძინავს.
თეთრკანიანი გოგონას სხეულს ეხება და ჩურჩულებს, შემიყვარ-
დიო.
მას არ ესმის.
მამაკაცი შუქს აქრობს.
ოთახში ქუჩის სინათლე იჭრება.

***

ისევ ბინაში არიან. სხვა ღამეა.


მამაკაცი სავარძელში, დაბალი მაგიდის გვერდით ზის. პროვინ-
ციელი კინოგმირებივით შავი აბრეშუმის ხალათი აცვია.

62
ბავშვს დაჟინებით უცქერს.
მას სძინავს. კედლისკენ გადაბრუნებულა. ჩინელისთვის ზურგი
შეუქცევია.
შიშველია, გამხდარი და ბავშვურად მშვენიერი.
მას ეღვიძება.
ერთმანეთს შესცქერიან.
სწორედ ახლა, როცა ერთმანეთს ასე მდუმარედ უმზერენ, აქამ-
დე შეკავებული სიყვარული მათ ოთახში იჭრება.
– როცა გეძინა, ვიბანავე...‒ ამბობს მამაკაცი.
ბავშვისთვის ჭიქა წყალი მოაქვს. ბავშვს დიდხანს, დაჟინებით
უცქერს და ცრემლი მოსდის.
მის სხეულს თვალს არ აცილებს. ბავშვი წყალს სვამს და ჭიქას
აწვდის. მამაკაცი მაგიდაზე დებს მას, ჯდება და ისევ ბავშვს უყურებს.
ბავშვს, ალბათ, სურს, რომ ჩინელი ესაუბროს, მაგრამ არაფერს
ეუბნება. მამაკაცი ისევ ვერ ხვდება, რაზე ფიქრობს ის.
‒ გშია?
ბავშვი უარყოფის ნიშნად თავს არხევს. ალბათ, შია კიდეც, მაგ-
რამ არ იცის.
– ძალიან გვიანია, ქალაქში ვერ ვივახშმებთ. ყველაფერი დაკე-
ტილია.
– სადღეღამისო რესტორნებიც არსებობს...
‒ როგორც გინდა.
ისევ ერთმანეთს უცქერენ, შემდეგ კი თვალს არიდებენ.
ძალიან, ძალიან ნელი სცენაა.
ბავშვი ნელა დგება საწოლიდან.
წყლის გადასავლებად მიდის.
მამაკაციც მიჰყვება, ხელის გულით, უსაპნოდ, ძალიან ნელა
ბანს ბავშვს, ისე, როგორც აქაურები აკეთებენ...
– აზიელი ქალებივით წვიმისფერი კანი, ნაზი მაჯები და კოჭები
გაქვს... უცნაურია... შენ რას ფიქრობ, რატომ ხარ ასეთი ლამაზი?
– ამაზე სულაც არ ვფიქრობ.

63
ერთმანეთს უღიმიან. სურვილი ისევ ეძალებათ. აღარ იღიმიან.
მამაკაცი ბავშვს აცმევს. თვალს არ აცილებს. ბავშვი ხვდება, რომ
უკვე ჩინელის განუყოფელი ნაწილი გახდა. უყურებს და ახლაღა
ხვდება, რომ მათ რაღაც აუხსნელი და იდუმალი ყოველთვის აერ-
თიანებდა. ეს მაშინვე იგრძნეს, როცა ერთმანეთს პირველად შეხე-
დეს. ეს უზარმაზარი, ხელშეუხებელი, წმინდა, ურღვევი „სხვაგან“
იყო, რომელიც მათ იცავდა. იქნებ, ეს შორეული ჩინეთი, ბავშვობის
ჩინეთი იყო? რატომაც არა? ის ყოველგვარი უცხოსაგან იცავდა
მათ. მათ უკვე აღარ აშინებთ ასაკი, სიკვდილი, სევდა, რომელიც სა-
ღამო ხანს ეუფლებათ, მდიდართა და ღატაკთა მარტოობა, უგონოდ
შეყვარებულ, ვნებებითა და მგზნებარე სურვილებით ტანჯულ ადა-
მიანთა მარტოსულობა.
ბავშვი აქეთ-იქით იხედება. აკვირდება ოთახს, თავის საყვა-
რელს, დარაბებს მიღმა ჩამოწოლილ ღამეს. ამბობს, ღამეაო. ის
უყურებს მის უმცროს ძმას, რომელიც ახლა აქ არაა. პაულომ არ
იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, რა არის ნამდვილი ბედნიერება.
დარაბებს მიღმა უმცროსი ძმის ხატება კრთის.
ბავშვი იმეორებს, ღამეა და აცივდაო.
მამაკაცს თვალს არ აცილებს.
უსაზღვოდ უმწეოს გაუსაძლისი ტანჯვა დაუფლებია. ამბობს, უმ-
ცროსი ძმის ნახვა მინდა, ამ საღამოსვე, არ იცის, როგორ ვარ და ძა-
ლიან ღელავს ჩემზე, სულ მარტოაო.
საყვარელი ბავშვს უახლოვდება, სხეულზე აწვება და ჩასჩურჩუ-
ლებს:
– ვიცი, რატომაც ხარ ასე სასოწარკვეთილი· ვიცი, რატომ გტკი-
ვა გული ასე ძალიან.
არწმუნებს, ზოგჯერ ასეც ხდება, ღამით სევდა გეუფლება, თავ-
გზაარეული ხარ, გეჩვენება, რომ კვდები, მაგრამ გარწმუნებ, აუცი-
ლებლად გაგივლის, ყველას, ვისაც ღამით არ სძინავს, ასეთი შეგ-
რძნება ეუფლებაო.
– ალბათ, ერთმანეთი შეგვიყვარდება... – ეუბნება ჩინელი.
გოგონა ტირის.

64
ის ხელს არ უშლის.
ბავშვი ამბობს, მგონი, მომშივდაო.
იცინიან.
– დიდი ხანია, მიყვარხარ... არასოდეს დაგივიწყებ... – ეუბნება
ბავშვი.
– ეს სიტყვები სადღაც გამიგონია. ალბათ, საფრანგეთში... –
ეღიმება მას.
ბავშვი დიდხანს უცქერს მის მოდუნებულ სხეულს, ხელებს, სა-
ხეს. ხმადაბლა ისე წარმოთქვამს, გიჟი ხარო, თითქოს, ეუბნებოდეს
მიყვარხარო.
მამაკაცი თვალს ახელს. ამბობს, მეც მომშივდაო.
ტანსაცმელს იცვამენ და ბინიდან გადიან. ჩინელს მანქანის გასა-
ღები აქვს და მძღოლს არ აღვიძებს.
უკაცურ შოლენში დასეირნობენ.
ბავშვი რესტორნის შესასვლელთან მდგარ დიდ სარკეში იხედე-
ბა.
უცქერს თავისი ფეტრის, ვარდისფერ, გრძელი შავი ბაფთით
დამშვენებულ მამაკაცის ქუდს, შავ, გაცვეთილ, მძივებით გაწყობილ
ფეხსაცმელს, ძალზე მოელვარე, წითელ პომადას... ახლაც ისე გა-
მოიყუება, როგორც მაშინ, ბორანზე.
საკუთარ გამოსახულებას უყურებს. სარკეს უახლოვდება. საკუ-
თარ სახეს ვერ ცნობს. ვერ ხვდება, რა მოუვიდა, რატომ შეიცვალა
ასე ძალიან... მრავალი წლის შემდეგღა მიხვდება, რომ მაშინ სახე
სამუდამოდ მოუბერდა.
ჩინელი ჩერდება, ბავშვს გულში იკრავს და უყურებს.
– დაღლილი ხარ?...
– არა... დავბერდი... შემომხედე...
მამაკაცი იცინის.
კვლავ სერიოზულ სახეს იღებს, ბავშვს სახეზე ხელს ჰკიდებს და
ახლოდან აკვირდება.
– მართალია... ერთ ღამეში დაბერებულხარ...
ჩინელი თვალებს ხუჭავს, ალბათ, ბედნიერება ეუფლება.

65
***
რესტორნიდან აუტანელი ხმაური მოისმის. ვისაც ჩინური ციმბა-
ლების ხმა არ მოუსმენია, ვერც კი წარმოიდგენს, როგორი ყურთას-
მენისწამღები ხმაური მოისმის.
ჩინელი მათ სთხოვს, სხვა დარბაზში დაგვსვითო. ისინი ხელს
მოულოდნელი კლიენტებისათვის განკუთვნილი პატარა დარბაზი-
საკენ იშვერენ.
აქ მუსიკა ნაკლებად ისმის. მაგიდაზე ქათქათა სუფრები გადაუ-
ფარებიათ.
რესტორანში საკმაოდ ბევრი ევროპელი კლიენტი, ფრანგი და ინ
გლისელი ტურისტია. მენიუ ფრანგულ ენაზეა შედგენილი. მიმტანი
ბიჭები მზარეულებს კერძების სახელებს ჩინურად ყვირილით
უთარგმნიან.
ჩინელი შემწვარ იხვს, საწებელსა და ლობიოს უკვეთს. ბავშვი კი
ცივ სუპს.
ბავშვი რესტორნებში ჩინურად ისე საუბრობს, როგორც შოლე-
ნელი ვიეტნამელები.
ის ჩინელის სახეს ახლოდან აკვირდება და ხმამაღლა იცინის.
‒ რა უცნაურია ბედნიერება. ბრაზივით უეცრად, ერთბაშად გე-
უფლება.
ჭამენ. ბავშვი კერძს ხარბად ნთქავს. ჩინელი ამბობს:
– საოცარია... მინდა, წაგიყვანო...
– სად?
– ჩინეთში.
ბავშვი იღიმის და ოდნავ იჭმუხნება.
– ჩინელები... დიდად არ მიყვარს ჩინელები... იცი?
– ვიცი.
ბავშვი ეკითხება, როგორ გახდა მამაშენი ასეთი მდიდარიო. ჩი-
ნელი ეუბნება, ის არც მე და არც თავის ცოლს ფულზე არასოდეს გვ-

66
ესაუბრება, მაგრამ ვიცი, როგორ დაიწყო ყველაფერიო.
‒ ჯერ სამი ათასი საერთო საცხოვრებელი ააშენა. მისი ბინები
შოლენის მრავალ ქუჩაზე დგას...
‒ შენი ბინაც მან ააშენა?
– რა თქმა უნდა.
ბავშვი მას უცქერს. იცინის. ჩინელსაც ეცინება. ეტყობა, რომ
ბედნიერია.
‒ დედისერთა ხარ?
– დედისთვის კი... ერთადერთი მემკვიდრე ვარ, რადგან მამაჩე-
მის პირველი ცოლის შვილი ვარ...
ბავშვს მისი სიტყვები კარგად არ ესმის. მამაკაცი პასუხობს, აღა-
რაფერს გეტყვი, ყოველივე ამის ახსნა არ ღირსო.
– ჩინეთში სად ცხოვრობდი?
– მანჯურიაში. ხომ გითხარი...
– ჩინეთის ჩრდილოეთითაა?
‒ უკიდურესი ჩრდილოეთით... თოვლიანი მხარეა.
– გობის უდაბნო ახლოსაა?
– არ ვიცი. ალბათ, სხვა სახელი ჰქვია. როცა სუნ იატ-სენი სათა-
ვეში მოვიდა, იძულებულნი გავხდით, მანჯურიიდან წამოვსულიყა-
ვით. მიწები და დედაჩემის სამკაულები გავყიდეთ და სამხრეთში გა-
დავედით. ყველაფერი თვალნათლივ მახსოვს. ხუთი წლის ვიყავი.
დედაჩემი ტიროდა და კიოდა. გზაზე დაწვა. ამბობდა, აქედან ფეხს
არ მოვიცვლი, სამკაულების გარეშე ცხოვრებას სიკვდილი მირჩევ-
ნიაო. – ეუბნება ჩინელი ბავშვს და უღიმის:
– მამაჩემს ვაჭრობის ხელოვნებაში ბადალი არ ჰყავს. ნამდვი-
ლი გენიოსია არც კი ვიცი, საერთო საცხოვრებლების აშენება
როდის გადაწყვიტა. გენილური იდეები მოსდის.
ბავშვი იცინის. ის არ ეკითხება, რამ გაგამხიარულაო.
– მამაშენმა დედაშენის სამკაულები გამოისყიდა?
– კი.
– როგორი სამკაულები ჰქონდა?

67
‒ ნეფრიტის, ბრილიანტისა და ოქროსი. მდიდარი ოჯახების ქა-
ლიშვილებს თითქმის ყოველთვის ასეთ მზითვს უმზადებდნენ. არ
ვიცი, შეიცვალა თუ არა ეს ტრადიცია... მგონი, მზითვში ხანდახან
ზურმუხტის სამკაულებიც გამოერეოდა...
– რა გაცინებს?
‒ ჩინეთზე ყოველთვის უცნაური აქცენტით ლაპარაკობ...
ერთმანეთს თვალს არ აცილებენ და უღიმიან. დიდხანს იღიმიან.
მამაკაცს აღარ ეშინია და ამბობს:
– ჩვენ თითქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს.
ისევ იღიმიან.
‒ ვერ ვიჯერებ, რომ ჩემთან ხარ... რაზე ვლაპარაკობდი?
– საერთო საცხოვრებლებზე...
– ჰო. ის ბინები, აფრიკულ, სოლურ, ჩალით გადახურულ ქოხებს
მაგონებს. სახლზე ბევრად იაფია. არასოდეს ძვირდება და შეგიძლ-
ია, წინასწარ განსაზღვრულ ფასად დაიქირავო... დიდი არაფერია,
მაგრამ ინდოჩინელებს, განსაკუთრებით, სოფლელებს ძალიან
მოსწონთ. ისინი მუდამ ერთად არიან და თავს მარტოსულად არასო-
დეს გრძნობენ. ღია გალერეებში ცხოვრობენ. ღარიბებს თავიანთი
ადათ-წესები არ უნდა მოაშლევინო. ბევრ მათგანს ღია გალერეებში
სძინავს... ტროპიკული ქარიშხლის დროს იქ საოცრად გრილა.
‒ ალბათ, ღია ცის ქვეშ ძილი ნამდვილი საოცრებაა... სხვებთან
ერთად იძინებ, თუმცა მაინც გრძნობ, რომ მარტოდმარტო ხარ. –
ეუბნება ბავშვი, უცქერს და იცინის.
სულ იცინიან. მამაკაცი ისევ ნამდვილ ჩინელად იქცა. ძალიან
ბედნიერია. მხიარულობს, თუმცა, გულის სიღრმეში, სერიოზულია.
ეს უსაზღვრო ბედნიერებაც კი მსწრაფლწარმავალია.
ჭამენ და შუმს4სვამენ.
– მიხარია, რომ საერთო საცხოვრებლები მოგწონს... – ეუბნება
ჩინელი.
ფილმში, როცა მამაკაცი ჩინეთზე ლაპარაკობს, კადრში მხოლ-

4
განუზავებელი ჩინური ღვინო

68
ოდ ბავშვი ჩანს.
ის ამ ისტორიას „შეშლილივით“ ჰყვება.
ბავშვს ეს სიგიჟე როგორღაც მოსწონს.
– იცი, რომ ჩინეთის საზღვრები მრავალი საუკუნის განმავლო-
ბაში ჩაკეტილი იყო უცხოელებისთვის?
მან არ იცის. ეუბნება, ჩინეთზე ცოტა რამ ვიცი, რამდენიმე მდი-
ნარისა და მთის სახელი მახსოვს, მაგრამ სხვა არაფერი ვიციო.
მამაკაცს მხოლოდ ჩინეთზე საუბარი სურს. ეუბნება, პირველად,
ჩინეთის საზღვრის გადაკვეთა ინგლისელებმა 1842 წელს შეძლეს.
– იცოდი ეს?
ბავშვი ეუბნება, ჩინეთზე არაფერი ვიციო.
– ეს ოპიუმის ომის დასასრულს მოხდა. იაპონია-ინგლისის ომის
დროს, 1894 წელს ჩინეთი დაიქსაქსა, მანჯურიის მეფეები განდევ-
ნეს. პირველი ჩინური რესპუბლიკა 1911 წელს გამოცხადდა. იმპერ-
ატორი 1912 წელს ტახტიდან გადადგა და რესპუბლიკის პირველი
პრეზიდენტი გახდა. ის 1916 წელს გარდაიცვალა და ანარქიული პე-
რიოდი დაიწყო. საბოლოოდ გომინ-თანმა, სუნ იატ-სენის სულიერ-
მა მემკვიდრემ, ჩანგ-კაიშიმ გაიმარჯვა, რომელიც ჩინეთს დღემდე
მართავს და კომუნისტებს ებრძვის, იცი?
– მსმენია...
მონუსხული ბავშვი ჩინელის ბაგეთაგან გადმოღვრილ სხგაგვარ
ფრანგულ ენას უსმენს.
– მეორე ომის დასასრულს, – ზუსტად არ მახსოვს, რომლის, –
ჩინელები მიხვდნენ, რომ ამქვეყნად მარტონი აღარ იყვნენ. ადრე
ეგონათ, დედამიწის ზურგზე ჩინეთის გარდა არცერთი ქვეყანა არ
არსებობდა, თუმცა ისიც მშვენივრად იცოდნენ, როგორი სახელმწი-
ფო იყო იაპონია. ლამის დამავიწყდა მეთქვა: საუკუნეების განმავ-
ლობაში, ჩინეთის ყველა იმპერატორი, უკანასკნელის ჩათვლით,
მანჯურიელი იყო. შემდგომში, იმპერატორების ნაცვლად, მმართვე-
ლები იყვნენ.
– ეს საიდან იცი?
– მამამ მიამბო. პარიზში, ლექსიკონებშიც ამოვიკითხე.

69
ბავშვი უღიმის.
‒ როცა ჩინეთზე მიყვები, ისეთი უცნაური ფრანგულით ლაპარა-
კობ...
‒ ჩინეთზე საუბრისას ფრანგული ენა მავიწყდება. სწრაფად ვლა-
პარკობ. მინდა, მალე გავჩუმდე. მეშინია, სხვებს თავი არ მოვაბეზ-
რო. აქ მანჯურიაზე საუბარი არ შემიძლია. აქაური ჩინელები წარმო-
შობით იუნანელები არიან.
ანგარიში მოაქვთ.
ბავშვი უყურებს, როგორ იხდის ჩინელი ფულს.
– პანსიონში დაგაგვიანდება...
– როცა მინდა, მაშინ მივალ...
ჩინელი ცდილობს, არ შეიმჩნიოს, რომ გაოცებულია. ბავშვის
უსაზღვრო თავისუფლება აშინებს. ბავშვს გაუღიმა, მაგრამ მის თვა-
ლებში საშინელი, თითქმის ბავშვური ტკივილი გაკრთა.
ბავშვი მდუმარედ შესცქერის და ეუბნება:
– თავადაც არ იცი, რომ სასოწარკვეთილი ხარ... მე კი ყველაფ-
ერს ვხვდები...
– რატომ ვარ სასოწარკვეთილი?
– ფულის გამო... ჩემი ოჯახი უფულობით იტანჯება... მამაშენისა
და დედაჩემისათვის ფული უმნიშვნელოვანესია...
ბავშვი ეკითხება, ღამღამობით რას აკეთებო. ის ეუბნება, მე და
ჩემი მძღოლი მდინარის პირას მივდივართ, ვსვამთ და გაუთავებ-
ლად ვლაპარაკობთ, ზოგჯერ, შინ გამთენიისას ვბრუნდებითო.
ბავშვი ეკითხება, რაზე ლაპარაკობთო.
– ცხოვრებაზე. ჩემს მძღოლს ყველაფერს ვუყვები.
– ჩვენზეც ელაპარაკები?
– ჰო. მამაჩემის ქონებაზეც კი.

70
***

ლიოტეს პანსიონი ღამის წყვდიადში ჩაძირულა.


ეზო უკაცურია. სამზარეულოსთან მოსამსახურე ბიჭები ბანქოს
თამაშობენ.
ერთ-ერთი მათგანი მღერის. ბავშვი ჩერდება და სიმღერას ყურს
უგდებს. ვიეტნამური სიმღერები ზეპირად იცის. წუთით უსმენს მე-
ლოდიას. ის ბიჭი, „პასო-დობლეზე“ მოცეკვავე გოგონებს რომ უც-
ქერდა, ახლა ეზოს კვეთს. ერთმანეთს ხელს უქნევენ, უღიმიან და
ესალმებიან.
ძალიან ცხელა და საერთო საძინებლის ყველა ფანჯარა ღიაა. ქა-
ლიშვილები გალიების მსგავს, კოღოებისგან დამცავ თეთრ ბადეებ-
ში გახვეულან. დერეფნის ნათურების ლურჯ შუქზე ათი ფერმკრთა-
ლი სახე მოჩანს. მომაკვდავებს ჰგვანან.
ელენ ლაგონელი ბავშვს ხმადაბლა ეკითხება, როგორი იყოო.
– როგორი იყო ჩინელთან? როგორია?
– 27 წლისაა, გამხდარია. ბავშვობაში ავად იყო... თუმცა, არც
ისე მძიმედ... უსაქმურია. საშინელება იქნებოდა, ღარიბი რომ იყოს,
თავის გატანას ვერ შეძლებდა. შიმშილით მოკვდებოდა.მან ესეც კი
არ იცის...
ელენ ლაგონელი ეკითხება, ლამაზი თუაო.
ბავშვი ყოყმანობს.
– კი, ძალიან...
ელენი ეკითხება, ძალიან, ძალიან ლამაზიაო?
– ჰო... ნაზი, ოქროსფერი კანი, ხელები... თხემით ტერფამდე ლა-
მაზია...
– ლამაზი სხეული აქვს?
– ჰო... ალბათ, რამდენიმე წელიწადში, პაულოს მასავით მშვე-
ნიერი სხეული ექნება.
ელენი ეუბნება, ალბათ, ოპიუმი ძალ-ღონეს აცლისო.
– ჰო, ალბათ. საბედნიეროდ, ძალიან მდიდარია და არ მუშაობს.
სიმდიდრეც ძალ-ღონეს აცლის. მხოლოდ ქალებთან წევს, ოპიუმს

71
ეწევა და ბანქოს თამაშობს... ერთგვარი მილიონერი გაიძვერაა...
ბავშვი ელენს უმზერს:
‒ უცნაურია, ასე რომ მიზიდავს...
ელენი ეუბნება, როცა მასზე საუბრობ, მეც ძალიან მიზიდავსო.
– ძალიან გიზიდავს?
– ჰო... მაგრამ შენთან... შენთან ერთად... შენთან ერთად...
ერთმანეთს ეხუტებიან. უსაზღვროდ უხამსი გოგონები ისე ხმა-
მაღლა ტირიან, რომ ბიმების სიმღერასაც კი ფარავენ, საერთო სა-
ძინებელი ოთახის კიბეს ბიჭები უახლოვდებიან.
– იცი, რომ ის მიზიდავს... შენ ხომ სწორედ ეს გინდოდა... – ეუბ-
ნება ელენი.
– ჰო... ახლაც მინდა...
‒ გეტკინა?
– ძალიან.
სიჩუმე.
– ძალიან, ძალიან გეტკინა? იმ ტკივილს ვერაფერს შეადარებ,
არა?
‒ ჰო... თუმცა, მალევე დაცხრა...
სიჩუმეა.
‒ ამიერიდან ნამუსახდილ გოგონას გიწოდებენ.
‒ ჰო.. ყოველთვის...‒ იცინის ბავშვი.
‒ არ გინდოდა, რომ ეს თეთრკანიან მამაკაცს გაეკეთებინა?
– ეს ჩემთვის სულერთია...
სიჩუმეა. ელენ ლაგონელი უხმოდ ტირის. ბავშვი ვერაფერს ამ-
ჩნევს.
ხმაათრთოლებული და აცრემლებული ელენი ამბობს:
– როგორ გგონია, ჩინელთან დაწოლას შევძლებდი?
– რაკი ასეთ კითხვას სვამ, ვერა...
ელენი ეუბნება, ჩემს სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, აღელვე-
ბული ვარო.
‒ რატომ გააკეთე ეს?
‒ შენ როგორ გგონია? – კითხვას უბრუნებს ბავშვი.

72
– ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ღარიბი ხარ...
– ალბათ, ასეა. – ეუბნება აღელვებული ბავშვი და იცინის.
– ძალიან მინდა, რომ ეს შენც გააკეთო ჩინელთან. ძალიან...
ელენს უნდობლად უყურებს და პასუხს არ სცემს.
ეზოში, სამზარეულოსთან მდგარი მოსამსახურე ბიჭები კვლავ
მღერიან.
გოგონები ვიეტნამურ სიმღერებს ყურს უგდებენ და ალბათ, მათ-
თან ერთად ღიღინებენ კიდეც.

***

დილა.
ელენ ლაგონელი ამბობს, მუნიციპალური სარწყავი მანქანები
ხმაურობენ და საწოლ ოთახში მორეცხილი ქუჩების სურნელი იგ-
ჭრებაო.
ელენი სხვა გოგონებს აღვიძებს. ისინი უყვირიან, თავი დაგვანე-
ბეო.
ის მაინც არ ეშვება. ამბობს, ირგვლივ მდინარე მეკონგის საამუ-
რი სურნელი ტრიალებს და პანსიონი ჩვენს მშობლიურ სახლად იქ-
ცაო. ელენი სიმღერას იწყებს. ამ დღეებში ისეთი ბედნიერია, რომ
თითქოს, შეუყვარდა ის ჩინელი, რომელზეც ეს სადეკელი ბავშვი
ელაპარაკება.
ბავშვი ლიოტეს ქუჩას მიუყვება. ნელა მიაბიჯებს. ქუჩა უკაცურია.
ლიცეუმის წინ ჩერდება. ცარიელ ქუჩას გასცქერის. ყველა მოსწავ-
ლე ლიცეუმშია. ქუჩაში არავინ დგას. შიდა ეზოდან მხიარული შეძა-
ხილები მოისმის. ზოგიერთი მოსწავლე შესვენებით ტკბება.
ბავშვი დერეფანში, ბოძს უკან დგას.
ჩინელს არ ელოდება. არ უნდა, საკლასო ოთახში შესვენების
დასრულებამდე შევიდეს.
უეცრად ზარის ხმა ისმის. ბავშვი ნელა მიაბიჯებს და იმ მოსწავ-
ლეების გვერდით დგება, რომლებიც მასწავლებელს ელოდებიან.

73
მასწავლებელი მალევე მოდის.
ისინი საკლასო ოთახში შედიან.
მასწავლებელი გოგონათა სკოლის დირექტორის ქალიშვილს
უღიმის.
დერეფანი ცარიელდება.
იატაკსა და კედელზე მზის სხივი ეცემა.

***

საღამოა.
დერეფანი ისევ ცარიელია.
იატაკს მზის სხივი აღარ ეცემა.
ზარის ხმა ისმის.
ბავშვი ლიცეუმის დერეფნიდან გამოდის. ჭიშკრის წინ ჩინური
ლიმუზინი ჩერდება, რომელშიც მხოლოდ მძღოლი ზის. ის ბავშვს
უყურებს, მანქანიდან გადმოდის და ბავშვს კარს უღებს. ის ყველა-
ფერს ხვდება. მძღოლს არაფერს ეკითხება. იცის, რომ მან საყვარე-
ლთან მანქანით უნდა წაიყვანოს. ეს ძალიან მოსწონს.
ბავშვი მანქანის ფანჯრიდან იხედება, თუმცა მისი თვალები მა-
ინც არაფერს უმზერს.
ქალაქს მიუყვებიან.
ჩაუარეს შარნეს თეატრს, კათედრალს, „ედემ–სინემას“, თეთ-
რკანიანთა ჩინურ რესტორანს და მსოფლიოს ულამაზეს სასტუმრო
„კონტინენტალს“. ეს დიდებული მდინარე ყოველთვის, დღისით, თუ
ღამით, უკაცური თუ ჯონკებით სავსე, ბავშვს ნუსხავს და აჯადოებს.
შეძახილები, სიცილი და ზღვის ფრინველების ხმა ლერწმების
დაბლობიდან მდინარემდე აღწევს.
სანამ ბავშვი დაკაკუნებას მოასწრებდა, ჩინელმა კარი გაუღო.
მას შავი ხალათი აცვია. ირინდებიან. ის ბავშვს ჩანთას ართმევს
და ძირს აგდებს. ტანსაცმელს ხდის, კართან, იატაკზე აწვენს და
მთელი ტანით აწვება. ჩერდება. ჩურჩულებს:

74
– მოიცადე...
ის ბავშვის სხეულსა და ბნელ ღამეში ინთქმება.
სიგიჟის ზღვარზე მყოფი შლეგი სურვილისაგან კვნესის. გაშეშე-
ბული ჩურჩულებს:
‒ კიდევ ერთხელ... მოიცადე.
ბავშვი მისი ნივთი ხდება. მხოლოდ და მხოლოდ მისი. იდუმა-
ლად მეძავქმნილი. უსახელო. დანებებული. ის ნივთია, რომელიც
მხოლოდ და მხოლოდ ამ ჩინელმა მამაკაცმა მოიპარა, დაისაკუთრა
და ისე იყენებს, როგორც სურს. ბავშვი უეცრად, თითქოს, სრულიად
უცნობ ადამიანად იქცა. სახელი აღარა აქვს. პიროვნულობა დაკარ-
გა. მხოლოდ მამაკაცის საკუთრებაა. ამ შეგრძნებას ვერცერთი სიტ-
ყვა ვერ გამოხატავს. ბავშვი, თითქოს, მის სხეულს ერწყმის. იმ ახ-
ლადშეგრძნობილი მთლიანობისა და საწყისის ნაწილი ხდება, რო-
მელსაც ოდითგანვე, შეცდომით, ცოდვასა და უხამსობას უწოდებენ.
ისევ იატაკზე წვანან. წიგნების საყვარლებად ქცეულნი.
საწოლი ცარიელია. საყვარლები წვანან. მათ თავზემოთ ვენტი-
ლატორი ბრუნავს. მამაკაცი თვალდახუჭული ეძებს ბავშვის ხელს,
პოულობს და თავის ხელში იმწყვდევს.
‒ გუშინ საღამოს საროსკიპოში წავედი, რათა ისევ დავწოლი-
ლიყავი... თითქოს, ისევ შენთან... ვერ შევძელი. ისევ შინ დავბრუნ-
დი.
სიჩუმეა.
– პოლიციამ რომ გვიპოვოს?... არასულწლოვანი ვარ... – სიცი-
ლით ეუბნება ბავშვი.
– ალბათ, ორი-სამი დღით დამაპატიმრებენ... არ ვიცი... არაფე-
რია... მამაჩემი ფულს გადაიხდის და გამათავისუფლებენ...
შოლენის ქუჩა.
საღამოს ბინდში ლამპიონები ინთება. ცა ლურჯი ხდება. ხალხს
მისი შუქი თვალს აღარ სჭრის.

75
***

დედამიწის დასალიერში მზე სიკვდილის პირასაა.


კვდება.
ბინა ღამის წყვდიადში იძირება. ცა უძიროდ ლურჯი ხდება. ბავ-
შვი ჩინელისგან შორს, აუზში, გრილ წყალში წევს და თავისი ცხოვ-
რების ისტორიას ჰყვება.
ჩინელი დაბნეულია. თითქმის არ უსმენს. მისი ფიქრები სხგაგან
დაქრის. ხვდება, რომ ბავშვი უყვარს და ტკივილი ტანჯავს. არც კი
ესმის, რას ეუბნება ბავშვი, რომელიც გატაცებით უყვება თავისი
ცხოვრების ისტორიას. ეუბნება, ამ ისტორიას ხშირად ვყვები და
სულ არ მადარდებს, მომისმენენ თუ არაო.
– შეგიძლია, არ მომისმინო და დაიძინო კიდეც. ჩემთვის სულერ-
თია. ამ ისტორიას მაინც მოვყვები და შემდგომში დავწერ კიდეც...
ვერ მოვითმენ... ერთხელაც დავწერ დედაჩემის ცხოვრების ისტორ-
იას. 5აღვწერ, როგორ მოკლეს, დატანჯეს, აწამეს და დაამცირეს...
მთელი ცხოვრების განმავლობაში დაზოგილი ფული წაართვეს,
მასთან საუბარიც კი არ მოისურვეს, კარი ცხვირწინ მოუჯახუნეს და
უთხრეს, გიჟი ხარ და აქ არაგინ გიცნობსო. დასცინეს, გზა აგებნა,
ინდოჩინეთში შემთხვევით მოხვდიო. ხალხმა იმ მტარვალებს და-
უჯერა... ჩვენთან მოსვლა აღარავის უნდოდა. ამასაც დავწერ... მრა-
ვალი წელი ისე გავიდა, რომ თეთკანიანები თვალით არ გვინახავს.
ახლოს არ გვეკარებოდნენ. ჩვენთან მოსვლის რცხვენოდათ... დე-
დას ყველამ ზურგი შეაქცია... მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მე-
გობარმა არ მიატოვა... თითქოს, უეცრად, უდაბნოში აღმოვჩნდით...
სიჩუმეა.
– და გინდა, რომ დედაშენის ცხოვრებაზე წიგნი დაწერო?.. გინ -

5
მწერალმა მართლაც შეასრულა პირობა - დაწერა რომანი „კაშხალი წყნარი
ოკეანის წინააღმდეგ“

76
და, ეს ისტორია ყველამ გაიგოს?
– მხოლოდ დედაჩემის გაუბედურებული ცხოვრების აღწერას არ
ვაპირებ... იმედი მაქვს, როცა ჩემი წიგნი გამოქვეყნდება, ყველა ის
კადასტრი მოხელე, რომელმაც დედაჩემს სიცოცხლე გაუმწარა,
მკვდარი არ იქნება. მინდა, მათ ჩემი წიგნი წაიკითხონ და ზედ დააკ-
ვდნენ! მინდა, ისინი ჩემს წიგნებში მოვკლა! დედა ამბობდა: „ჯერ კი-
დევ ნათლად მახსოვს ის დღე... მაშინ მეგონა, ეს ჩემი ცხოვრების
უბედნიერესი დღე იქნებოდა... სიმწრით შეკოწიწებული ფული პატა-
რა ჩანთაში ჩავდე, კადასტრ მოხელეებს გადავეცი და მადლობაც
გადავუხადე, რომ კეთილი ინებეს და ის ზღვისპირა, საოცნებო მი-
წის ნაგლეჯი მომყიდეს“...
როცა ის მიწის ნაკვეთი წყალმა დატბორა, იმ კადასტრმა მოხე-
ლეებმა თქვეს, ეს ქალი არასოდეს გვინახავს, კამპოტში6 არასოდეს
ჩამოსულა და მიწის ნაკვეთი არ შეუძენიაო. როცა დედა ამ ამბავს
ყვებოდა, ტირილს იწყებდა. ამბობდა, ვიცოდი, კუბოს კარამდე ვი-
ტირებდი, სინანული დამტანჯავდა და შვილებს პატიებას ვთხოვდი,
რომ სულმდაბალ, საზიზღარ კოლონისტთა მოდგმასთან ვერაფერს
გავხდიო...
შემდეგ კადასტრმა მოხელეებმა კამბოჯის ხელისუფლებას მის-
წერეს, ეს ქალი გიჟია და საფრანგეთში დააბრუნეთო... დედა არ
მომკვდარა... პირიქით, იმედით აღივსო... სამი წელი ისევ იმედით
სულდგმულობდა... ბავშვებს მისი არ გვესმოდა... ჩვენც კი დავიჯე-
რეთ, რომ გაგიჟდა, მაგრამ ეს მისთვის არასოდეს გვითქვამს.... კაშ-
ხალის გასამაგრებლად ტროპიკული ხეების მორების შეძენა დაიწ-
ყო. ფული ისესხა, ქვებიც კი იყიდა ნათესების ირგვლივ მიწაყრილე-
ბის დასაცავად.... – ამბობს ბავშვი და ქვითინებს. ყოველთვის, რო-
ცა დედის ცხოვრებას ჰყვება, ცრემლებს ვერ იკავებს.
ზღვა ისევ ადიდდა...
დედა დანებდა. ყველაფერი დამთავრდა...
ოთხი წელი იმედით ცოცხლობდა... მაგრამ ეს დღეც დადგა... ყვ-

6
კამბოჯის ადმინისტრაციული ცენტრი

77
ელაფერი დამთავრდა. დედამ თქვა, ყველაფერი დამთავრდა, ვნებ-
დებიო... ასეც მოიქცა და წავიდა...
ბრინჯის ყანები ზღვამ დაფარა. დედას კაშხალი ზვირთებმა და-
ამსხვრია და შთანთქა.
დედამ წყალდიდობას გადარჩენილი ბრინჯის ყანა, ბუნგალო და
ავეჯი მსახურებს დაუტოვა...
ბავშვი იღიმის და მამაკაცს პატიებას თხოვს. ამაოდ ცდილობს
ცრემლების შეკავებას და მთელი არსებით ტირის.
– ვერ ვეგუები დედას ასეთ ცხოვრებას... ვერასოდეს შევეგუ-
ები...
ჩინელი ახლაღა უსმენს ბავშვის დედის ცხოვრების ისტორიას.
მან ბავშვი შორს, მარტო დატოვა და თითქოს, მისი არსებობაც კი
დაავიწყდა.
ბავშვმა ისტორიის მოყოლა დაასრულა.
სიჩუმეა.
ბავშვი ისევ ლაპარაკობს:
– იმ ადგილას წელიწადში ერთჯერ ან ორჯერ, არდადეგებზე
ვბრუნდებით. მე, თანი, დედა და პაულო მანქანით დილამდე ვმგზა-
ვრობთ... იქ დარჩენა გვინდა, მაგრამ... იმავე საღამოს უკან ვბრუნ-
დებით... ყველაფერი მორჩა. ახლა დედა მშვიდადაა. ისევ ისეთია,
როგორიც ადრე იყო. უბრალოდ, აღარაფერი უნდა. ცხოვრებისაგან
აღარაფერს ელის. ამბობს: „ჩემი შვილები ნამდვილი გმირები
არიან. ჩემი სიგიჟე და ახირებები აიტანეს... მეც კი გამიძლეს. მე ხომ
ასეთი ვარ... ახლა სიკვდილის გარდა აღარაფერს ველი... აღარა-
ფერს...“
ბავშვს ხმა უწყდება. ტირილის შეკავებას ამაოდ ცდილობს.
– დედა ამბობს, ყველგან ასე ხდება, ასეთია ცხოვრება, ვერა-
ფერს შეგცვლითო...
მამაკაცი ეკითხება:
– შენც ასე გგონია?
– არა. დედაჩემისთვის, ალბათ, მართლაც ასეა. ყველა ღარიბი
ადამიანი ასე ფიქრობს, მაგრამ ასეთი საშინელება ხომ ყველას არ

78
ემართება...
– თანს ხომ დაემართა?
‒ არა, პირიქით.
– პირიქით?
– არ ვიცი. არ ვიცი. ეს მხოლოდ თანს ეცოდინება. თავადაც ვერ
ხვდება, რომ იცის. ამაზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ ოდესმე ყვე-
ლაფერს მიხვდება და იტყვის. – არწმუნებს ბავშვი.
ჩინელი ეკითხება, ბრინჯის ყანები უკანასკნელი ქარიშხლის შემ-
დეგ თუ ნახეო.
ბავშვი ეუბნება, ჰო, მე, პაულო და თანი ერთად წავედითო. მათ
ის ადგილი ვეღარ იცნეს. ყველაფერს ქაფი მოსდებოდა. თითქოს,
ყველაფერი ქაფის მორევად ქცეულივო... ზღვისპირა, ტროპიკულ
ხეებს ქაფი მტევნებივით ეკიდა. მთაში და ტყეშიც კი იყო. გიგანტურ
ხეებსაც კი მოსდებოდა...
სიჩუმეა.
– დღეს ლიცეუმში არ წავედი. შენთან დარჩენა მირჩევნია, გუში-
ნაც არ წავედი. შენთან ყოფნა და საუბარი მინდა. – ეუბნება ბავშვი.
ჩინელი დგას.
ისევ სავარძელში ჯდება.
ბავშვს არ უმზერს.
უეცრად, გალერეადან ამერიკული მელოდია, დუკც ელინგტო-
ნის „რეგთაიმი“მოისმის.
ცოტა ხანში შორიდან პიანინოს ჰანგები მოისმის. ეს უკანასკნე-
ლი, „სასოწარკვეთილთა ვალსია“, რომელიც ფილმის დასასრულ-
საც გაიჟღერებს. საფრანგეთში გამგზარებასა და განშორებაზე ფიქ-
რი საყვარლების ოთახში იჭრება. წიგნშიც.
ბავშვი და ჩინელი ვალსს უსმენენ.
– ის სულ ერთსა და იმავე დროს უკრავს... ალბათ, მაშინ, როცა
სამსახურიდან ბრუნდება... – ჩურჩულებს ბავშვი.
– რა თქმა უნდა. ის ამ ბინაში ცოტა ხნის წინ დასახლდა... მგონი,
მეტისია.
– თითქოს, ფილმში ვართ... გამუდმებით ერთი და იგივე მელო-

79
დია ჟღერს... ეს მუსიკა უფრო და უფრო სევდის მომგვრელი ხდება...
ჩინელი ეკითხება, თანი სადაურიაო.
ბავშვი ეუნება, ერთ საღამოს, როდესაც დედა წიწაკის ნარგავე-
ბიდან ბრუნდებოდა, მთაში, სიამისა და კამბოჯის საზღვარზე, თანი
იპოვაო.
ერთმანეთს უმზერენ და მუსიკას უსმენენ. ბავშვი ჩინელს უახ-
ლოვდება.
– როცა საფრანგეთში წახვალ, ფირფიტებს ვიყიდი... ‒ ამბობს
ჩინელი.
– ჰო...
მამაკაცი სახეზე ხელს იფარებს და განაგრძობს:
‒ მაშინაც შევიძენ, როცა მოკვდები...
– ჰო...
მდუმარედ სხედან.
ბავშვი მას ეხუტება.
აღარაფერს ეუბნება.
– მალე ერთმანეთს სამუდამოდ დავშორდებით... ჯობია, ამაზე
არ ვიფიქროთ, არა?
– არა... იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ საფრანგეთში წახ-
ვალ. ადრე თუ გვიან, დავქორწინდები... არ შემიძლია, მაგრამ ვიცი,
მაინც მომიწევს... – ეუბნება ჩინელი.
ბავშვი ხმას არ იღებს. თითქოს, მის მაგივრად რცხვენია.
ჩინელი ეუბნება:
– მოდი ჩემთან. შემომხედე.
მამაკაცი მის სახეს ხელებში იმწყვდევს და აიძულებს, თვალებში
ჩახედოს.
‒ მე მიყურე. როდის მიდიხართ საფრანგეთში? ახლავე მითხარი
ზუსტი თარიღი!
– სასწავლო წლის მიწურულს... ალბათ, გამოცდების შემდეგ,
მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტეთ. დედას ჩვენი კოლონიის მიტოვება
უმძიმს. ყოველთვის, როცა შვებულება აქვს, ჰგონია, რომ აქედან

80
წავა, მაგრამ მაინც რჩება. მეუბნება, აქაური გავხდი, ისევე, რო -
გორც შენ და პაულოო... ასეთი შეგრძნება ბევრ კოლონიელს აქვს...
– მაგრამ მშვენივრად იცი, რომ წელს აქედან ნამდვილად წავა...
– დედამ ჩემი უფროსი ძმის, პიერის საფრანგეთში რეპატრიაცია
მოითხოვა...წელსვე შვებულებას აიღებს და ნახავს... მის გარეშე სი-
ცოცხლე არ შეუძლია...არ შეუძლია...
ჩუმდებიან.
ჩინელი ამბობს:
– სიკვდილამდე სადეკში ვიცხოვრებ... ვიმოგზაურებ, მაგრამ მა-
ინც დავბრუნდები. ასეთია ჩემი ბედისწერა. თუ ომი არ დაიწყო, აქე-
დან გამგზავრების ნებას არ დამრთავენ.
ბავშვი გაოცებული შესცქერის მას. ვერ ხვდება, რისი თქმა სურს.
– მრავალი წლის წინ ერთ მანჯურიელ ქალიშვილზე დავინიშნე...
ბავშვი უღიმის.
– ვიცი... თანმა მითხრა. ეს ყველამ იცის. პატარა ჭორიკანა მო-
ახლეები თავიანთი უფროსების ოჯახურ ამბებს ყველას უყვებიან.
სიჩუმე.
‒ შემიძლია, ჩინეთის ისტორიას უამრავჯერ მოვუსმინო... – ეუბ-
ნება გოგონა, მამაკაცის ხელები სახესთან მიაქვს, თითებზე ჰკოცნ-
ის და სთხოვს, კიდევ მომიყევი ჩინეთის ისტორიაო.
ის ჩინეთის იმპერიის ისტორიას უყვება. ამ პატარა თეთრკანიანს
თვალს არ აცილებს.
– მე და ჩემი საცოლე მშობლებმა ბავშვობაში დაგვნიშნეს... მე
ჩვიდმეტი წლის ვიყავი, ის კი – შვიდის. ჩინეთში ასეთი ტრადიციაა:
იმისათვის, რომ მშობლებმა ოჯახის ქონება ბედის მუხანათობისა-
გან დაიცვან, შვილს მდიდარზე აქორწინებენ... ეს იმდენად გავრცე-
ლებული და მიღებული ტრადიციაა, რომ ყველა ბრმად მისდევს...
ვერაფერს შევცვლით...
ჩინელი ბავშვს უყურებს და ეკითხება:
‒ მოიწყინე?
– არა.
– ქორწილის შემდგ შვილები უჩნდებათ... მომაბეზრებელი მოვ-

81
ალეობები იწყება... კაცები საყვარლებს იჩენენ... ყველაფერი იმდე-
ნად სწრაფად ხდება, რომ ცხოვრების შეცვლას ვეღარ შეძლებ... ვე-
ღარასოდეს. ნაკლებად მდიდარ ჩინელებსაც კი საყვარლები ჰყავთ.
ცოლებმა ყველაფერი იციან, მაგრამ სულაც არ ღელავენ. ამბობენ,
თუკი კაცს საყვარელი გარეთ ჰყავს, შინ აუცილებლად დაბრუნდე-
ბაო.
‒ ასე მხოლოდ ჩინეთში არ ხდება... – ეუბნება ბავშვი.
– მხოლოდ ჩინეთშია ასეთი ტრადიცია...
‒ შენს საცოლეს ცოლად მოიყვან...
‒ ჰო... ‒ ეუბნება მამაკაცი და ქვითინებს.: – შენ კი ვერასოდეს
შეგირთავ... ვერასოდეს, ვერასოდეს! სხვა ცხოვრებაშიც კი...
ბავშვი ატირებულ მამაკაცს უყურებს, სახეზე მის ხელებს იფა-
რებს და ტირის.
– ერთმანეთი ასეთ ვითარებაში რომ არ გაგვეცნო და მდიდარი
ჩინელი ქალიშვილი ვყოფილიყავი, მაინც შენს საცოლეს შეგრთავ-
დნენ...
მამაკაცი მას თვალს არ აცილებს, მაგრამ პასუხს არ სცემს.
– ჰო, ალბათ... არ ვიცი... მოდი ჩემთან... – ეუბნება ის.
ბავშვი მას უახლოვდება, საწოლზე წვება, მის შუბლს ეხება და
მონუსხული უცქერს.
– ძალიან ცხელი ხარ...
მამაკაციც მონუსხული უცქერს:
– ძალიან ავღელდი, ასეთი რაღაც რომ გითხარი...
მამაკაცი მას ბავშვურ სახეზე ჩამოშლილ თმას უწევს, რათა უკეთ
დაინახოს.
– მინდოდა დავქორწინებულიყავით და შეუღლებული საყვარ-
ლები ვყოფილიყავით... ‒ ეუბნება ბავშვი.
– რათა ერთმანეთი დაგვეტანჯა...
ბავშვი აღარ იღიმის.
ტირის.
– ჰო... რათა ერთმანეთი უსაშველოდ დაგვეტანჯა, მაგრამ მაინც
ერთად ვყოფილიყავით...

82
სიჩუმეა.
‒ სადეკელი შინამოსამსახურეები შენს ცოლს მალე მოუყვებიან
ჩვენს ისტორიას, ძალიან დაიტანჯება... შეიძლება, უკვე იცის... მე
გტანჯავთ, მაგრამ ამ ტანჯვის წყალობითვე შეგაუღლებთ...
‒ ჰო... ოჯახები ქორწინების პირველი ღამიდანვე მემკვიდრეს
ელიან... ძალიან მეშინია... ვერ შევძლებ...
ბავშვი დუმს.
– ქორწილის შემდეგ სამოგზაუროდ წახვალთ, მთელ მსოფლი-
ოს შემოივლით...
‒ ჰო... შენ კი საფრანგეთისაკენ მიმავალ გემზე იქნები... – ეუბ-
ნება მამაკაცი.
ისევ სიჩუმეა.
– სად?..
– ინდოეთის ოკეანეში, გემზე... კოლომბოსთან...
– რატომ მაინცდამაინც იქ?...
– შემთხვევით ვთქვი...
დუმან.
– ლონგ-აიში წავიდეთ... ფრანგულ ბუნგალოში ოთახი დავიქი-
რავე...
– როდის?
– როცა გინდა... თუნდაც, ამ საღამოს... ან ღამით.
– ლიცეუმში არ წავიდე?
ჩინელი უეცრად თქვენობით მიმართავს:
– არა უშავს. ლიცეუმში ყოველდღე მაინც არ დადიხართ. ხში-
რად ზოოპარკს სტუმრობთ. ყველაფერი ვიცი...
ბავშვი უკან იხევს. ხმაწართმეული, შეშინებული ყვირის:
– რატომ მივდივართ ლონგ-აიში?
ჩინელი დაჟინებით უმზერს. თვალები უნებურად ეხუჭება. გული
ძალიან სტკივა, რადგანაც ხვდება, რომ ბავშვს მალე დაკარგავს.
– ვიტანჯები... ვიცი, შენთან დაშორება მომიწევს. ვგიჟდები... არ
შემიძლია. უშენოდ ვერ გავძლებ... მაგრამ ვიცი, მაინც მომიწევს...
მამაკაცი მას არ უყურებს. თვალდახუჭული თმაზე ეალერსება

83
ბავშვი ისევ უკან იხევს. კარისკენ მიიწევს.
‒ რატომ არ გიყვარს ლონგ-აი? ‒ ეკითხება ჩინელი.
– იქ ჩემს ოჯახთან ერთად დავდიოდი... ერთხელ... საშინლად
შემეშინდა... ღამით ვეფხვები ზღვაში ბანაობენ. ერთხელ, დილით,
მე და პაულომ ვეფხვის ახალთახალი ნაკვალევი ვიპოვეთ... პატარა
ვეფხვის თათების კვალი იყო, მაგრამ მაინც ძალიან შეგგეშინდა....
გავიქეცით. ძალიან შეგვეშინდა. ძალიან! ლონგ-აის სანაპირო უკა-
ცურია... არც სოფელია, არც... არაფერი, არავინ... მხოლოდ გიჟები
და მათხოვრები დაეხეტებიან ბონზებში.7 გაფითრებული ბავშვი
თვალებს ხუჭავს. ეშინია.
– ვეფხვების უფრო გეშინია, თუ ხალხის?
ბავშვი ყვირის:
– ხალხის, შენი... შენი, ჩინელო!
მამაკაცი დუმს. ბავშვი მას თითქოს ვეღარ ცნობს. სრულიად უც-
ნობ ადამიანად იქცა.
– ლონგ-აიელი ხალხი წარმოშობით სადაურია?..
– ანამის მთებიდან... ალონგის ყურიდან, სანაპიროებიდან...
ბევრი იმ საპყრობილიდან, პაულო კონდორედანაა გამოქცეული...
ხომ იცი? ყველგან შეშლილები და სოფლებიდან გამოძევებული ქა-
ლები დაეხეტებიან. მათ ბონზებში თბილ ბრინჯსა და ჩაის აძლევენ.
ხანდახან მაწანწალა ძაღლს კლავენ და სანაპიროზე წვავენ. მრავა-
ლი კილომეტრის მოშორებითაც კი საშინელი სუნი იგრძნობა...
– იქიდან ჩინელები შემოდიან...
– არ ვიცი... ალბათ... მეგონა, იუნანის მთებიდან გადმოდიოდ-
ნენ.
ბავშვი ეუბნება, ყველაზე მეტად ქალების მეშინია, იმიტომ, რომ
ერთდროულად ტირიან და იცინიანო.
– სადაურები არიან?
ბავშვმა ზუსტად არ იცის. იგონებს. იმას ამბობს, რაც აფიქრდება:
– ინდოელები... ზღვა ჯონკებში დამალულებმა გადმოსცურეს...

7
ბუდისტური ტაძარი

84
დიდი შიში განიცადეს და შეიშალნენ... შვილები შიმშილით დაეხო-
ცათ... ეშინიათ მცხუნვარე მზის, ტყის, კოღოების, ცოფიანი ძაღლე-
ბის, ვეფხვების...
ჩინელი ეუბნება, ღამღამობით, ვინ-ლონგსა და სადეკს შორის
ერთი მათხოვარი დაეხეტება, ერთდროულად კივის, ტირის, იცინის,
მღერის და ლაპარაკობს, მისი ძალიან ეშინიათო.
ბავშვი ეუბნება, ვიცი ვინც არის ის ქალი, ლაოსელია, სადეკსა და
ვინ-ლონგში ყველა იცნობს, ღამღამობით ლაოსურ იავნანას მღე-
რისო...
– ნუ იგონებ... ეს საიდან იცი? – იცინის მამაკაცი.
ბავშვს ეშინია. განა, იტყუება? არა, უბრალოდ, აღარ ახსოვს, ვინ
უამბო იმ ქალზე... არც კი იცის ეს სიმართლეა თუ არა.
– მგონი, ანა-მარი სტრეტერმა მითხრა... ისიც ლაოსელია. ლა-
ოსური ენა იცის და იმ მათხოვარი ქალის სიმღერა გაიგონა... ერ-
თხელ, დედაჩემს კლუბში შეხვდა და იმ ქალზე ყველაფერი უამბო...
ბავშვი ღიღინებს იმ სიმღერის პირველ სტროფს, რომელსაც გან-
გელი მათხოვარი ქალი ყოველღამე მღერის ქუჩებში.
– ხომ ხედავ, ვიცი ეს იავნანა...
ჩინელი ეუბნება, ეს არაფერს ამტკიცებსო. იცინის და ეკითხება:
– ვინ მოგითხრო ლონგ-აიზე ყოველივე ეს?
– დედამ, დომ და თანმა... ყოველთვის... ყოველთვის მიყვებოდ-
ნენ ასეთ ამბებს...
– რატომ?
‒ რომ დავეინტერესებინე... რატომ გინდა იქ ჩემი წაყვანა?..
‒ დედაშენი კლუბში არასოდეს დადის... – აწყვეტინებს ჩინელი.
– ძალიან რცხვენია, ასეთი უფროსი ვაჟიშვილი რომ ჰყავს... მადამ
სტრეტერს არც შენ და არც დედაშენი არ იცნობთ... იმას ამბობ, რაც
მოგაფიქრდება...
ბავშვი უეცრად ყვირილს იწყებს:
– ანა-მარი სტრეტერის ნახვა ყველას შეუძლია... საღამოობით
ქალიშვილებთან ერთად თავისი სახლის ტერასაზე ზის... ვინ გგო-
ნია?! ყველამ იცის, ლაოსში, ვიენტიანში, იმ ბიჭთან ერთად რომ იყო

85
და მათ თავგადასავალზე გაზეთებშიც წერდნენ.
ჩინელი მას უსმენს და აღფრთოვანებით შესცქერის. ამ ბავშვს
აღმერთებს.
– ერთხელ, ანა-მარი სტრეტერი ლათინური ენის გაკვეთილზე,
ვინ-ლონგელი მღვდლის სახლში ვნახე. ის ფრანგ ბავშვებს ლათი-
ნურს ასწავლიდა. ანა-მარი სტრეტერი თავის ქალიშვილებთან ერ-
თად მოვიდა... მღვდელს ჰკითხა, ეს გოგონა ვინ არისო. მან მიუგო,
გოგონათა სკოლის დირექტორის ქალიშვილიაო.
ანა-მარი სტრეტერმა გამიღიმა. გავიგონე, როგორ უთხრა
მღვდელს, ძალიან უცნაური, საოცარი მზერა აქვსო. მე დედას მისი
სიტყვები გავუმეორე. მეორე დღესვე ექიმ სამბუკთან წამიყვანა.
ეგონა, დაველამდებოდი. ექიმმა დაამშვიდა, თქვენს ქალიშვილს
ასეთი საფრთხე არ ემუქრებაო.
– იმ მღვდელმა ლათინური გასწავლა?
‒ ცოტათი. სწავლა მალე შევწყვიტე.
სიჩუმეა.
– შენთვის ხელი არასოდეს უთხოვიათ? საიგონში ხომ ასეთი მო-
დაა...
– კი... თავიდან დედა თანხმდება, მაგრამ მე ტირილს ვიწყებ და
ის ჩემი ხელის მთხოვნელს უარით ისტუმრებს... აი, ასეთი უსიამოვ-
ნო ამბებიც ხდება... ბოლოს, საზღვაო-სანაოსნო გადაზიდვების ბი-
უროს უფროსს უნდოდა ჩემი ცოლად შერთვა. ოცდათხუთმეტი ან
ოცდათვრამეტი წლის მაინც იქნებოდა. მდიდარი იყო. დედა ლამის
დასთანხმდა, მაგრამ უარი ვუთხარი... ძალიან მსუქანი და წითელი
იყო...
სიჩუმეა.
‒ წეღან შეგეშინდა? – ეკითხება ჩინელი.
– კი. შენც...
– ჰო...
– როგორ მომკლავდი ლონგ-აიში?
–ისე, როგორც ნამდვილი ჩინელი... სასტიკად... სიკვდილზე გა-
ცილებით დიდ ტკივილს მოგაყენებდი.

86
ძალღონემიხდილი ბავშვი ისევ კართან დგას. წამებულს ჰგავს.
ჩინელი მას უახლოვდება, ხელში იყვანს და საწოლზე აწვენს. ბავშვი
თვალებს ხუჭავს. დაძინება სურს, მაგრამ ვერ ახერხებს. ის ბავშვს
გულში იკრავს და ჩინურად ელაპარაკება. ყოველთვის, როცა მამა-
კაცი ჩინურად ლაპარაკობს, ბავშვს ეცინება·
– ისევ მიმღერე ჩინურად...
ხმაათრთოლებული მამაკაცი მღერის. ცრემლებს ვეღარ იკავებს
და ტირის.
ბავშვიც ქვითინებს, თუმცა, არ იცის, რატომ.
ერთმანეთს არ უყურებენ. ბავშვი ევედრება. ჩინელი საოცარი
სინაზით შედის მასში და ირინდება. ბავშვს ასე სათუთად ჯერ არავინ
მოპყრობია. შლეგი სურვილისგან კვნესიან.
ბავშვი თვალებს ხუჭავს და ამბობს:
– დამეუფლე. შემოდი ჩემში.
ჩინელი ჩურჩულებს:
‒ როგორც კი შენი გამგზავრების ზუსტ თარიღს გაიგებ, შემატ-
ყობინე...
– არა.
ბავშვი ეუბნება, კიდევ მინდაო. ის ისევ შედის მასში.
ბავშვი უეცრად ეხუტება მას. მამაკაცი მკლავებში იმწყვდევს და
ეუბნება, ჩემი ბავშვი, და და საყვარელი ხარო. ისინი არ იღიმიან. ჩი-
ნელი შუქს აქრობს.
– ისევ მითხარი, როგორ მომკლავდი ლონგ-აიში?
– ისე, როგორც ჭეშმარიტი ჩინელი კლავს... სასტიკად... სიკ-
კდილზე გაცილებით დიდ ტკივილს მოგაყენებდი...
ბავშვი ბოლო სიტყვებს ლექსივით იმეორებს: „სიკვდილზე გაცი-
ლებით დიდი ტკივილი...“

87
***

ლიცეუმის დერეფნებში მოსწავლეები არიან. ბავშვი ბოძთან


დგას. იცდის. დანარჩენებისგან გარიყულია. გარეთ იხედება.
ზედამხედველი უახლოვდება, მხარზე ხელს ადებს და ეუბნება:
– უნდა ვილაპარაკოთ.
ბავშვი მიჰყვება. კაბინეტში შედიან.
– მგონი, უკვე იცით, რომ ჩვენი ლიცეუმის მოსწავლეებს მშობ-
ლებმა თქვენთან ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალეს.
ბავშვს ეღიმება. ცხადია, ყველაფერი იცის.
‒ მეტიც! გოგონების მშობლებმა ლიოტეს პანსიონის დირექ-
ტორს შეატყობინეს, რომ საღამოობით პანსიონში არ ბრუნდებით...
‒ ზედამხედველი ცოტათი ბრაზდება და ეკითხება: – როგორ გა-
იგეს? საოცარია... საიგონელ მოსწავლეთა დედების პოლიციური
ქსელი გითვალთვალებთ – ეღიმება მას: – თავიანთ ქალიშვილებს
თვალს არ აცილებენ. არ უნდათ, რომ მათ სახელი შეებღალოთ. გა-
მაგრდით! იმასაც კი ამბობენ, რაში სჭირდება ბაკალავრის ხარისხი
იმ პატარა მეძავს, მისნაირი ზნედაცემული გოგონებისთვის საშუა-
ლო სკოლის დამთავრებაც საკმარისიაო.
სიჩუმეა.
– დედაჩემის გამო მაფრთხილებთ?
‒ დიახ. კარგად იცით, რომ მას დიდ პატივს ვცემ ‒ წუთით ჩუმ-
დება და განაგრძობს: ‒ თქვენი აზრით, როგორ უნდა მოვიქცეთ?
‒ შეგვიძლია, ასე განვაგრძოთ... თქვენ მისაყვედურეთ, მე კი
ლიოტეს პანსიონში აღარ დავბრუნდები... არ ვიცი... თქვენ რას ფიქ-
რობთ?
სიჩუმეა.
ბავშვი განაგრძობს:
– მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა ვიღონოთ.
– პანსიონის დირექტორმა დედათქვენს ყველაფერი შეატყობი-
ნა...

88
‒ ჰო.. დედას ჩვენი რეპუტაცია სულაც არ აღელვებს... ჩემი ოჯა-
ხი სხვებს არ ჰგავს...
– რა სურს დედათქვენს თქვენთვის?
– უნდა, დამოუკიდებლად ცხოვრება შევძლოთ, რათა მშვიდად
მოკვდეს... თავადაც ვერ ხვდება, რომ ეს სურს.
ზედმხედველი თავის როლს ბოლომდე ასრულებს:
‒ ლიცეუმში ისევ არ წახვედით... მაგრამ ამ პრობლემას მე მოვა-
გვარებ...
– ვიცოდი, რომ ასე მოიქცეოდით.
ზედამხედველი მეგობრულად უყურებს მას.
– მეგობრები ვართ...
ბავშვი უღიმის. მის სიტყვებში ეჭვი ეპარება:
– მართლა?
– მართლა. – არწმუნებს ზედამხედველი.
ბავშვი ისევ უღიმის.
სიჩუმეა.
‒ ინდოჩინეთში უკანასკნელ წელს ატარებთ...
– ჰო.. ალბათ, უკანასკნელ კვირებსაც... თუ უნდათ, ლიცეუმიდან
გამრიცხონ, სულ არ მადარდებს... მაგრამ ვიცი, რომ დირექტორი
ასე არ მომექცევა...
– მართალია. არასოდეს გაგრიცხავთ. – უღიმის ზედამხედველი:
– მადლობას გიხდით, რომ გვენდობით. ერთხელ, დედათქვენმა
მითხრა, მასწავლებლები ინდოჩინეთს თეთრკანიანთა სიბრიყვისა-
გან იხსნიანო. მისი სიტყვები დღემდე მახსოვს და დარწმუნებული
ვარ, არასოდეს დამავიწყდება...
ქალიშვილი, თითქოს, დაბნეულია. სახელის შებღალვა საერ-
თოდ არ ადარდებს.
– დარწმუნებული ვარ, ახლა დედაჩემისთვის ყველაფერი სუ-
ლერთია. ჩემი უფროსი ძმის საფრანგეთში რეპატრიაცია მოითხოვა
და მისთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა...
ზედამხედველმა ეს ამბავი არ იცოდა:
– ოჰ...მან ეს მაინც გააკეთა?!

89
– ჰო...
– დასანანია... პიერი მშვენიერი ბიჭია... როცა პირველად ვნახე,
ჯერ კიდევ ბავშვი იყო... ხომ იცით?..
ბავშვმა ყველაფერი იცის. თვალები ცრემლით ევსება.
– პიერი თქვენ და თქვენს უმცროს ძმას საშინლად გექცეოდათ...
ზარის ხმა ისმის. ზედამხედველი და ბავშვი კაბინეტიდან გამო-
დიან.
‒ დედაჩემი ტონკინში გაიცანით, არა?
ზედამხედველი მისმა შეკითხვამ გააოცა. ბავშვი ხომ თავის
ოჯახზე არასოდეს საუბრობდა.
– ჰო... მაშინ დაბადებულიც კი არ იყავით...
– როგორი იყო მაშინ დედა?.. მითხარით... არ ვიცი, როგორ გა-
მოიყურებოდა ახალგაზრდობაში...
გაოცებული ზედამხედველი ხალისიანად ეუბნება:
‒ მწვანე თვალები და შავი თმა ჰქონდა... ძალიან ლამაზი, მხი-
არული და მომხიბვლელი იყო. სულ იღიმოდა. უმწიკვლო ქალი
იყო...
– ალბათ, ძალზე უმწიკვლო...
– ალბათ...
– მამაჩემი როგორი იყო?
– დედათქვენს აღმერთებდა. გარდა ამისა, შესანიშნავი პედაგო-
გი იყო...
ბავშვმა დედამისის ცხოვრების ისტორია ზეპირად იცის. დედა
ხშირად უყვებოდა თავის წარსულზე.
– მგონი, მიუხედავად ყველაფრისა, დედა მის გვერდით ბედნიე-
რი იყო...
– რა თქმა უნდა... ყველა თვლიდა, რომ დედათქვენს მრავალფე-
როვანი, ხალისიანი ცხოვრება ჰქონდა. თუმცა, ვერასოდეს გაიგებ,
სხვის გულში რა ხდება, ‒ ზედამხედველი ბავშვისკენ ბრუნდება და
უმეორებს: – ვერასოდეს... ვერასოდეს...
– მართალია... თქვენთვის ერთი რამის თქმა მსურდა: ისე იც-
ხოვრეთ, როგორც თქვენ გსურთ... ნურავის რჩევას ნუ დაუგდებთ

90
ყურს...
ბავშვი უღიმის და ეკითხება:
– ნურც თქვენს რჩევას?
ზედამხედველიც ღიმილითვე ეუბნება:
– ჰო... ნურც ჩემს რჩევას.

***

უცოლო კაცის ბინა


ჩინელი ბავშვს ეუბნება:
– ვალდებული ვარ, ამაღამ სადეკში წავიდე... ორ დღეში დავ-
ბრუნდები. საჭმელს მძღოლი მოგიტანს და პანსიონში წაგიყვანს...
ისინი ბანაობენ. ბავშვი ეუბნება, ლიცეუმელი გოგონები ჩემთან
ურთიერთობას თავს არიდებენო.
– იმიტომ აღარ მელაპარაკებიან, რომ საყვარელი მყავს – იცი-
ნის ის.
– გეჩვენება. – ეუბნება მამაკაცი.
– არა. ბევრი მოსწავლის დედამ მიჩივლა...
ის სიცილით ეკითხება, რისი ეშინიათო.
– სიფილისის, ჭირის, მუნის, ქოლერისა და ჩინელების...
‒ ჩინელების რატომ ეშინიათ?
– იმიტომ, რომ ჩინელები კოლონიელებს არ ჰგვანან. აქ თავს
ისე გრძნობენ, როგორც ამერიკაში. მოგზაურობენ, ცხოვრებით
ტკბებიან... მათი დამორჩილება და კოლონიელებად ქცევა შეუძლე-
ბელია. ხალხს ეს ძალიან აწუხებს.
ჩინელი იცინის. ბავშვიც მხიარულდება, მას უცქერს. თითქოს,
ყველაფერს ხვდება, თვალისმომჭრელ სიმართლეს ხედავს და ამ-
ბობს:
– მართალია... რა მნიშვნელობა აქვს, რას ამბობენ...
სიჩუმეა.
– ამ საღამოს პანსიონში უნდა დავბრუნდე... მათ დედაჩემს ყვე-

91
ლაფერი შეატყობინეს...
მძღოლს ლანგრით შემწვარი ხორცი და სუპი შემოაქვს და მაგი-
დაზე დებს.
ისინი ჭამენ და საუბრობენ. ერთმანეთს თვალს არ აცილებენ.
ჩინელი ღიმილით ამბობს:
– როგორ დავიღალეთ... რა სასიამოვნო შეგრძნებაა...
– ჰო... ვერც კი ვგრძნობდით, რომ გვშიოდა...
– საუბარიც სასიამოვნოა.
– ჰო... ხანდახან ხალხს ელაპარაკები?
ჩინელს ბავშვური ღიმილი სახეს უნათებს. ბავშვი მას დაჟინებით
უცქერს და ფიქრობს, ამ მამაკაცს ვერასოდეს დავივიწყებო.
– მე და დედა ხშირად ვსაუბრობდით.
– რაზე? – ეკითხება ბავშვი.
– ცხოვრებაზე.
იცინიან. ბავშვი უყურებს და ეკითხება:
– დედას ჰგავხარ?
‒ ჰო... ასე ამბობენ. არ ვიცი... შენთვის არ მითქვამს, რომ დედა
ამერიკაში სწავლობდა. იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ად-
ვოკატობა სურდა...
– მამაშენმა კი აუკრძალა...
– ჰო... ყველაფერზე უარი ათქმევინა. ცხოვრების ხალისი და-
აკარგვინა. ქორწილის შემდეგ მთელი მსოფლიო შემოიარეს...
სიჩუმეა.
ბავშვი ჩაფიქრებულია.
– ალბათ, დედაშენს მოვეწონებოდი...
– ჰო... ეჭვიანი იყო, მაგრამ, ალბათ, მაინც მოეწონებოდი... –
უღიმის ჩინელი.
– ხშირად ფიქრობ მასზე?
‒ ყოველდღე.
– როდის გარდაიცვალა?
– ათი წლის წინ. ჩვიდმეტი წლის ვიყავი... სადეკში ჭირით მიიც-
ვალა... ორი დღე იტანჯებოდა.

92
ჩინელი ერთდროულად იცინის და ტირის.
– ხომ ხედავ? ამ აუტანელმა ტკივილმა მაინც არ მომკლა...
ბავშვი მასთან ერთად ტირის. ჩინელი ეუბნება, დედაჩემი საოცა-
რი, ძალიან მხიარული ქალი იყოო.

***

ელენ ლაგონელი მეგობარს ლიოტეს პანსიონის ეზოში ელოდე-


ბა. ისევ ჭიშკართან, ჩრდილში გახვეულ სკამზე წამოწოლილა. ეზოს
ამ ნაწილში ბნელა.
– სად იყავი?
– მასთან.
სიჩუმეა.
ელენ ლაგონელი ძალიან ღელავდა. ეშინოდა, რომ ბავშვი მი-
ატოვებდა. ისევ შეშინებული და თავზარდაცემული ჩანს. ბავშვს ნაწ-
ნავებს უშლის, მისი თმების საამო სურნელს გრძნობს.
– ლიცეუმში ისევ არ წახვედი?
– ბინაში დავრჩით.
სიჩუმე.
– ერთ დღესაც, საშინელება მოხდება... ლიცეუმიდან და პანსიო-
ნიდან გაგრიცხავენ... არსად გაგაჩერებენ. – ეუბნება ელენი. ხმაზე
ეტყობა, რომ ნეტარებას განიცდის. ბავშვი ამბობს, ბედნიერი ვიქნე-
ბი, თუკი ეს მოხდებაო.
‒ მერე მე?.. – ეკითხება ელენი.
– შენ... შენ არასოდეს დაგივიწყებ...
ელენ ლაგონელი ეუბნება, პანსიონში ლიცეუმიდან დარეკეს,
ყველამ იცოდა,რომ, ადრე თუ გვიან, დარეკავდნენო...
– მთხოვეს, შენთვის გადმომეცა, რომ მთავარი ზედამხედველი
დაუყოვნებლივ უნდა ნახო... ის ჩინელი მეტისია. ჩვენსავით კეთი-
ლი და ახალგაზრდა...

93
ბავშვი ახალგაზრდა ზედამხედველ ქალთან მიდის.
ის მართლაც ძალზე ახალგაზრდაა. იღიმის.
– ჩემი ნახვა გინდოდათ... – ეუბნება ბავშვი.
– დიახ... იცით, რატომაც დაგიბარეთ, ელენი გეტყოდათ... იძუ-
ლებული გავხდით, დედათქვენისთვის ყველაფერი გვეთქვა... ლი-
ცეუმიდან ზედამხედველმა დარეკა...
ბავშვი გაოცებული სულაც არ ჩანს. იცინის და ეუბნება, ამაზე არ
მიფიქრიაო.
– დედაჩემისთვის არაფერი უნდა გეთქვათ... არ ღირდა. ყველა-
ფერი იცის... მისთვის სულერთია... ალბათ, დაავიწყდა კიდეც...
თავს ირწმუნებს, რომ მუდამ თვალყურს გვადევნებს... არაფერი
აღელვებს... მეჩვენება, რომ დედაჩემი დედოფალია... ხომ გესმით?
უსამშობლო და როგორ გთვქვა... სიღატაკისა და სიგიჟის დედოფა-
ლი...
ახალგაზრდა ზედამხედველი ხედავს, რომ ბავშვი თავადაც კი
ვერ ამჩნევს, როგორ ტირის·
– ვიცი დედათქვენის ცხოვრების ისტორია... მართალი ხართ.
დიდებული მასწავლებელია. ინდოჩინეთში აღმერთებენ, რადგანაც
თავისი სამუშაო უსაზღვროდ უყვარს. საქმეს გატაცებით აკეთებს.
უამრავი ბავშვი აღზარდა...
– რას ამბობენ დედაჩემზე?
– ყველა აღნიშნავს, რომ სანამ ის მოსწავლეს წერა-კითხვას არ
ასწავლის, არ მიატოვებს. არასოდეს. იმასაც ამბობენ, საღამო-
ობით, იმ ბავშვებს უტარებდა გაკვეთილებს, რომლებიც გაიზრდე-
ბოდნენ და მუშები გახდებოდნენო...
‒ დედა იმ ბავშვებს დამონებულებს უწოდებდა. მანამ ასწავლი-
და მათ, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ხელშეკრულების წაკით-
ხვას შეძლებდნენ და წყეული ექსპლუატატორების მონებად არ იქ-
ცეოდნენ... იმ მოსწავლეებს, რომლებიც ძალიან შორს ცხოვობდნენ
და საღამოობით, გაკვეთილის შემდეგ, შინ დაბრუნებას ვერ ახერხე-

94
ბდნენ, დედა ღამეს სახლში ათევინებდა... მისაღებ ოთახში ჭილო-
ფებს უფენდა ან გადახურულ ეზოში აწვენდა... რა მშვენიერი იყო
მოსწავლეებით სავსე სახლი... – უყვება ბაგშვი.
ახალგაზრდა ზედამხედველი დიდხანს, დაჟინებით უცქერს
ბავშვს და მოურიდებლად ეუბნება:
– თქვენ ჩინელი საყვარელი გყავთ...
– დიახ...
ერთმანეთს უღიმიან.
– ეს ამბავი ყველა სკოლასა და კოლეჯში იციან... ასეთი რამ ჯერ
არ მომხდარა...
– როგორ გაიგეს?
– მგონი, ყველაფერი ჩინელების ბრალია... ჩინელ ბერიკაცებს
ისიც კი არ უნდათ, რომ თეთრკანიანი გოგონები მათი ვაჟიშვილე-
ბის საყვარლები იყვნენ.
– თქვენი ამბავი როგორ გაიგეს?
– მამაჩემი თეთრკანიანი იყო... მებაჟე... მამათქვენი?
– მათემატიკის მასწავლებელი.
ორივენი მოსწავლეებივით იცინიან.
– ვალდებული ვარ, გთხოვოთ, რომ დედათქვენი დირექტორთან
მოვიდეს, თორემ დიდი უსიამოვნება შემემთხვევა...
ბავშვი ჰპირდება, აუცილებლად მოვაო.

ადრეული დილაა. დედამ, ალბათ, მთელი ღამე თანთან ერთად


იმგზავრა...
ის უკაცურ ეზოს კვეთს. იმ კაბინეტისაკენ მიემართება, სადაც წი-
ნა დღით ახალგაზრდა ზედამხედველი ბავშვს ელაპარაკებოდა. ძვე-
ლი, რუხი ბამბის წინდები და შავი, გაცვეთილი ფეხსაცმელები აც-
ვია. ჭაღარა, უსიცოცხლო თმებზე კოლონიური ქუდი დაუხურავს.
ხელში ის უზარმაზარი, ძველისძველი ჩანთა უჭირავს, რომელიც
სულ თან დაჰქონდა. მისი ხელჩანთა უამრავ ბავშვს ახსოვდა.
თეთრ ქუდზე კვლავ შავი, სამგლოვიარო ლენტი შემოუხვევია.
ოცდაათი წელია, ასე გლოვობს გარდაცვლილ ქმარს.

95
დედა მოხუც, ფრანგ ქალს კაბინეტში შეჰყავს. ის ლიოტეს პან-
სიონის დირექტორია. ერთმანეთს იცნობენ. ინდოჩინეთში 1905
წელს ჩამოვიდნენ, მაშინ, როცა პირველად გახსნეს სკოლები აქაუ-
რი ბავშვებისათვის. დედაქალაქელი მასწავლებლების პირველ ნა-
კადს ჩამოჰყვნენ.
დედა თავის ქალიშვილზე ლაპარაკობს:
– ის ყოველთვის თავისუფალი იყო... თუ თავისუფლებას შეუზ-
ღუდავ, გაიქცევა... მისი დედა ვარ, თუმცა, არ შემიძლია, წინ აღვუდ-
გე... თავისუფლება უნდა მივანიჭო, რათა შევინარჩუნო... რომ შევ-
ზღუდო, სამუდამოდ დავკარგავ.
უეცრად ერთმანეთი იცნეს. შენობით საუბარი დაიწყეს. ორივენი
ჩრდილოელები არიან. პა-დე-კალედან.
დედა თავის ცხოვრებაზე უყვება:
– ალბათ, არ იცი, რომ ჩემი გოგონა ლიცეუმში შესანიშნავად
სწავლობს და უსაზღვრო თავისუფლებით ტკბება... რა თქმა უნდა,
იცი, რაც დაემართა ჩემს უფროს ვაჟიშვილს... ეს ნამდვილი საში-
ნელებაა... ნამდვილი საშინელება... ეს ამბავი ყველამ იცის. აქ არა-
ფერი იმალება... ჩემი ნაბოლარა გოგონა კარგად სწავლობს და
წარმატებებს აღწევს. ის ჩემი უკანასკნელი იმედია...
დირექტორს ხშირად გაუგონია, როგორ საუბრობდნენ შასლუ-
ლობას ლიცეუმის მასწავლებლები კრებებზე ამ გოგონას შესახებ.
დედა მას მეუღლის სიკვდილზე, ამებური დიზენტერიის მძვინვა-
რებაზე, უმამოდ დარჩენილ ოჯახთა გაჭირვებაზე, საკუთარ შეცდო-
მებზე, თავზარდაცემაზე, ღრმა მწუხარებაზე, სრულ სასოწარკვეთი-
ლებაზე, შიშსა და მარტოობაზე ესაუბრებოდა.
დირექტორი დედასთან ერთად ტირის. დედა ეუბნება, ბავშვი
პანსიონში საცხოვრებლად ისე დავტოვე, როგორც სასტუმროშიო...

დედა დირექტორის კაბინეტიდან გამოდის. ეზოს კვეთს. ბავშვი


მას უცქერს. უმზერს, მაგრამ მისკენ არ მიდის. რცხვენია.
საძინებელში შედის. იმალება. ტირის. ძალიან რცხვენია, დედა
ქუჩაში ასე რომ გამოვიდა. რცხვენია, თუმცა დედა უსაზღვროდ

96
უყვარს. იტანჯება.

ლიცეუმის დერეფანი. წვიმს. ყველა მოსწავლე მეორე გადახუ-


რულ ეზოშია.
ორი ეზოს გამყოფ ჭიშკართან მხოლოდ ბავშვი დგას. სხვები მას
ახლოს არ ეკარებიან. ბავშვს სწორედ ეს სურს. მოსწონს კიდეც, ყვე-
ლასაგან გარიყული რომაა. ადგილიდან არ იძვრის. უყურებს, რო-
გორ წვიმს დიდ, უკაცურ ეზოში.
შესვენებაა. მოსწავლეების შორეული ჟრიამული ისმის. ბავშვი
გრძნობს, რომ ამ ყველაფრისგან სამარადისოდ განიკვეთა. არც კი
აინტერესებს, რატომ მოხდა ეს. უბრალოდ, იცის, რომ ასეა.

ლიცეუმთან ჩინელის მანქანა დგას. მძღოლი ბავშვს ფრანგუ-


ლად ეუბნება
– ბატონი ისევ სადეკში წავიდა. მამამისი ავად გახდა. ამბობს,
მან მიბრძანა, სანამ ჩამოვალ, პანსიონსა და ლიცეუმში წაიყვა-
ნეო...
ლიოტეს პანსიონის ეზოში ბიჭები მღერიან. ელენ ლაგონელს კი
სძინავს.

მეორე დღეს, ლიცეუმის წინ, იმავე ადგილას, ისევ ჩინელის მან-


ქანა დგას. მძღოლს ახალგაზრდა ჩინელიც გვერდით უზის. გაკვე-
თილები სრულდება. ბავშვი მას უახლოვდება. ისინი გამვლელებისა
და მოსწავლეების თვალწინ უსიტყვოდ ეხუტებიან და ძალიან დიდ-
ხანს, თავდავიწყებით ჰკოცნიან ერთმანეთს. აღარაფერი ახსოვთ
ჩინელი ეუბნება:
‒ მამაჩემი ავად იყო, მაგრამ გადარჩება... უარი თქვა. მითხრა,
მირჩევნია, მოკვდეო...
ჩინელი შუმს სვამს. ბავშვი ვერ ხვდება, რაზე ელაპარაკება ის,
თუმცა არაფერს ეუბნება. ყურადღებით უსმენს. არ იცოდა, რატომ
გაემგზავრა ჩინელი სადეკში. ის შუმით მთვრალი კოლონიელი ჩი-
ნელებივით დამტვრეული ფრანგულით ლაპარაკობს.

97
‒ ვევედრებოდი... ვუთხარი, დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში
ერთხელ მაინც შეგყვარებია ასე ვინმე, ეს გრძნობა გამოცდილი
გექნება, სხვაგვარად შეუძლებელია-მეთქი. ვთხოვე, ერთი წლით
ცოლად შევირთავ, შემდეგ კი საფრანგეთში წავა-მეთქი.. შენს სიყ-
ვარულზე უარის თქმა არ შემიძლია...
ბავშვი ხმას არ იღებს. ცოტა ხანში ეკითხება, სად ესაუბრე მამა-
შენსო. ის ეუბნება, სადეკში, თავის ოთახშიო. ბავშვი ეკითხება, სულ
იქ საუბრობთო?
ჩინელი ეუბნება, ახლა მამაჩემი მთელი დღეები საწოლში წევს,
რადგან ძალიან ხნიერი, დიდგვაროვანი და მდიდარია, ადრე სტუმ-
რებს თავის ამერიკულ სტილზე მორთულ კაბინეტში იღებდაო.
– მისი შვილი ვარ, მაგრამ, როცა მის ლაპარაკს ვუსმენ, მზად
ვარ, დავუჩოქო.
ბავშვს გაცინება უნდა, მაგრამ თავს იკავებს.
ჩინელი ისევ ცუდი ფრანგულით ლაპარაკობს. მისი სიტყვებისა
და პასუხების მიღმა ისევ მამამისის ისტორია ისმის.
– ვუთხარი, ეს საოცრად ძლიერი გრძნობაა, დიდებული სიახლეა,
ძალიან მიყვარს, საშინელებაა, მასთან განშორება მიმძიმს, უნდა
იცოდე, როგორი მნიშვნელოვანია ასეთი სიყვარული, ასეთი
გრძნობა ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეწვევა-მეთქი...
ჩინელი ტირილით იმეორებს:
– ასეთი აღარასოდეს, აღარასოდეს განმეორდება... მამაჩემს
არაფერი ანაღვლებს...
ბავშვი ეკითხება, მამაშენს თუ გამოუცდია ასეთი სიყვარულიო.
ჩინელს არ ახსოვს. ფიქრობს.
– რა თქმა უნდა! ახალგაზრდობაში ერთი კანტონელი სტუდენტი
უყვარდა.
ბავშვი ეკითხება, მამაშენი მასზე თუ გესაუბრაო.
– იმ გოგონაზე არასოდეს არავისთან უსაუბრია. მხოლოდ დე-
დას გაუმხილა ეს საიდუმლო, მაგრამ მაშინ ის გოგონა აღარ უყვარ-
და. საბრალო დედა ძალიან იტანჯებოდა...
ჩინელი ჩუმდება.

98
ბავშვი თვალებს ხუჭავს და მდინარის პირას მდგარ, ცისფერ ვი-
ლას წარმოიდგენს. ამბობს, თქვენი სახლის კიბეები პირდაპირ მდი-
ნარეში შედიოდაო. ჩინელი ეუბნება, კიბეები ისევ იქაა და ღარიბ ქა-
ლებსა და ბავშვებს ბანაობა და სარეცხის გარეცხვა შეუძლიათო. კი-
ბის საფეხურები მდინარეში იკარგებოდა, მამაჩემი კიბესთან, სა-
წოლზე წვებოდა და უყურებდა, როგორ იხდიდნენ ქალები, წყალში
შედიოდნენ და იცინოდნენო.
– როცა გავიზარდე, მამამ იმ ქალების ყურების ნება დამრთო...
ერთად ვუყურებდით. – განაგრძობს ის.
ჩინელი ბავშვს ეუბნება, მამაჩემმა დედაშენთან ღია წერილი გა-
მომატანა, წავიკითხე და მაშინვე უკან მივუბრუნე, აღარც კი მახ-
სოვს, რა ეწერაო.
ბავშვს მისი სიტყვების არ სჯერა. ეუბნება, მართალია, ვეღარა-
სოდეს შევხედავ, როგორ შედიან იმ კიბით ქალები მდინარეში, მაგ-
რამ ვიცი, რომ ეს სურათი სიკვდილამდე არ დამავიწყდებაო.
ჩინელს ახსენდება, რაც მოსწერა მამამ მეორე წერილში, რომე-
ლიც დაკარგა, თუმცა მალევე იპოვა. მამამ ის წერილი მას შემდეგ
გადასცა, რაც გოგონას დედას მისწერა.
ჩინელი წერილს ჯიბიდან იღებს და თარგმნას იწყებს:
„თხოვნას ვერ შეგისრულებ· მე მამაშენი ვარ! ცოლად რომ მოი-
ყვანო, ვეღარ მიატოვებ და შენს საცოლეს მზითევიანად დაკარგავ.
ვეღარასოდეს შეგიყვარებს. ოჯახებმა თქვენი ქორწილი უკვე დავ-
ნიშნეთ და დათქმულ თარიღს არაფრის დიდებით არ გადავაშო-
რებ!“
ჩინელი მამის წერილის თარგმნას განაგრძობს:
„ვიცი, როგორ მდგომარეობაშიცაა იმ გოგონას დედა. ოკეანის
წინააღმდეგ კაშხალების ასაშენებლად ფული ისესხა... უნდა გაარ-
კვიო, რა თანხა დასჭირდება ვალების გასასტუმრებლად. იმ ქალს
ვიცნობ. ნამდვილად პატივსაცემი ადამიანია. კამბოჯელმა კადას-
ტრმა მოხელეებმა გაძარცვეს. ცუდი ვაჟიშვილი ჰყავს. ქალიშვილი
კი არასდროს მინახავს. არც ვიცოდი, თუ ჰყავდა.“

99
ბავშვი ეუბნება, მამაშენის წერილი საერთოდ ვერ გავიგეო. სი-
ცილის შეკავებას ამაოდ ცდილობს და ხმამაღლა იცინის. ჩინელიც
იცინის და წერილის კითხგას განაგრძობს:
„რამდენიმე დღეში გავიგებ, როდის მიემგზაგრებიან საფრან-
გეთში. დედამისს დღესვე უნდა შეხვდე და ჰკითხო, რა თანხა სჭირ-
დება. დღესვე უნდა წახვიდე მასთან... მერე გვიან იქნება. ძალიან
ზრდილობიანად და თავაზიანად უნდა ესაუბრო, რათა ფულის აღე-
ბის არ შერცხვეს.“

***

ჩინელი მამაკაცი ბავშვის დედის სახლში მიდის.


იატაკზე. კედელთან, ორი ჩინელი ზის. ისინი „მეკონგის ოპიუმის
მოსაწევი სახლის“ მეპატრონეები არიან. ჩინელი მამაკაცი მათ იც-
ნობს.
დედას უფროსი ვაჟიშვილი სასადილო ოთახში, მაგიდასთან ზის.
როგორც ჩანს, ვერ ხვდება, რა ხდება. თითქოს, სძინავს. ფერ-
მკრთალია, გადმობრუნებული, ჩაზნექილი, სისხლივით წითელი
ტუჩები აქვს. ეტყობა, რომ დიდი ხანია, ოპიუმს ეწევა.
უმცროსი ძმა, პაულო, სასადილო ოთახის კედელთან ზის. მეტი-
სივით ლამაზია.
ის და ჩინელი ერთმანეთს უღიმიან. მას დის ღიმილი აქვს. პა-
ულოს გვერდით კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი ბიჭი, დედას პატარა
მძღოლი, თანი ზის. ის რაღაცით პაულოსა და ბავშვს ჰგავს. ალბათ,
შიშნარევი, ბავშვური, უცოდველი მზერითა და ძალზე ნათელი თვა-
ლებით.
არავინ იძვრის. სიჩუმეა. ერთმანეთს არ ესალმებიან.
ჩინელები რამდენიმე სიტყვას ხმადაბლა ამბობენ.
კვლავ ჩუმდებიან.
ჩინელი საყვარელი უფროსი ძმისაკენ მიდის და ეუბნება:

100
‒ ისინი ამბობენ, რომ გიჩივლებენ. „მოსაწევი სახლის“ მფლო-
ბელები არიან. მათ არ იცნობთ. მხოლოდ იქაური მოსამსახურეები
გეცნობათ.
უფროსი ძმა პასუხს არ სცემს.
ფეხშიშველი დედა აბაზანიდან გამოდის. დოს შეკერილი გრძე-
ლი კაბა აცვია.
სველი, აწეწილი თმა აქვს
უმცროსი ძმა ისევ კედელთან ზის როგორც ჩანს, აინტერესებს,
რა ხდება, რატომ არიან სახლში უცნობი ადამიანები.
ჩინელი დედას გატაცებით, ხარბი ცნობისმოყვარეობით შესცქე-
რის.
ქალი იღიმის. ჩინელი უცქერს, როგორ იღიმის ის და ხვდება,
რომ ბავშვი და უმცროსი ძმა დედას ძალიან ჰგვანან.
დედა ევროპულ მოდაზე გამოწყობილ მესამე ჩინელს ყურადღე-
ბას საერთოდ არ აქცევს. ყველა ჩინელი ოპიუმის მოსაწევი სახლის
მეპატრონე ჰგონია. ის უფროს ვაჟიშვილს ეკითხება:
– მათი რამდენი გმართებს?
– მათ ჰკითხე. თუმცა ის ნაძირლები მაინც მოგატყუებენ.
დედა უცნობ ჩინელს ახლაღა ამჩნევს:
– მართალია, რასაც ჩემი ვაჟიშვილი ამბობს?
– დიახ, მადამ... მაპატიეთ, მაგრამ ისინი ასე არ დანებდებიან...
არასოდეს... გემზე არ აგიშვებენ... ჯობია, ვალი გაუსტუმროთ. – ღი-
მილით ეუბნება ჩინელი.
დედა ხვდება, რომ ის „მესამე ჩინელი“ მევალე არაა და უღიმის.
მამაკაცი თავის თანამემამულეებს ჩინურად ელაპარაკება.
მათ ცისფერი სახლის პატრონის ვაჟიშვილი იცნეს და გარეთ გა-
ვიდნენ.
უფროსი ძმა უცნობ ჩინელს ეკითხება:
– რატომ ხართ აქ?
ის დედისკენ ბრუნდება და ეუბნება:
– თქვენ ჩემთან შეხვედრა გინდოდათ, მადამ...
დედა ფიქრობს, ნეტავ ვინ არის ეს მამაკაციო.

101
– ვინ ბრძანდებით? არ მახსოვხართ...
– არ გახსოვთ? თქვენს ქალიშვილთან დაკავშირებით...
უფროსი ძმა ისე იცინის, თითქოს, ეხუმრებიან.
დედა ჩინელს ეკითხება:
– რა მოუვიდა ჩემს ქალიშვილს?
მამაკაცი თვალებს არ ხრის. დედას უღიმის. დღეს ცოტათი მო-
ურიდებელი, ბედნიერი და თავდაჯერებულია, იმიტომ, რომ აქაა,
თეთრკანიანების სახლში. მისთვის სულერთია, რომ ისინი ღარიბე-
ბი არიან. ბედნიერია, რადგანაც დედას აინტერესებს ვინ არის ის.
მისი ღიმილი და მზერა მოსწონს.
– მეგონა, იცოდით... მე მისი საყვარელი ვარ...
მდუმარება ისადგურებს. დედა ცოტათი გაოცებულია.
‒ რამდენი ხანია?..
– ორი თვეა... იცოდით, არა?
დედა უფროს ვაჟიშვილს უცქერს და ამბობს:
– ჰოც და არაც... ხომ ხედავთ, როგორ დავეცი...
უფროსი ძმა ეუბნება:
– ყველამ იცის. რა გინდათ?
– არაფერი... მადამ, მამაჩემისთვის წერილი მიგიწერიათ და
ჩემთან შეხვედრა გითხოვიათ...
დედა ისე უცქერს უფროს ვაჟიშვილს, თითქოს, რაღაცას ეკითხე-
ბა.
უფროსი ძმა განაგრძობს:
– ის ადვილად გასაგები წერილი მე დავწერე. მამათქვენმა არ
გითხრათ, რაც გვინდოდა?
ჩინელი უფროს ძმას ყურადღებას არ აქცევს და ისევ დედას მი-
მართავს:
– მამაჩემს არ უნდა, რომ თქვენი ქალიშვილი ცოლად შევირთო,
მაგრამ ფულს მოგცემთ, რათა ყველა ვალი გაისტუმროთ და ინდო-
ჩინეთიდან წახვიდეთ.
უფროსი ძმა კვლავ დედის ნაცვლად ლაპარაკობს:

102
– მამათქვენი იმიტომ გიკრძალავთ ჩემი დის ცოლად შერთვას,
რომ ის ქალწული აღარ არის? არ უნდა, რომ ნამუსახდილი და შერ-
ცხვენილი ცოლი გყავდეთ?
ჩინელი მდუმარედ უყურებს მას და ღიმილით ეუბნება:
‒ არა მხოლოდ... ის ჩინელი არ არის...
დედა განაგრძობს:
– ... და ღარიბი...
ჩინელი ისე იღიმის, რომ თითქოს, სამივენი თამაშობენ.
‒ ჰო... და პატარაა... ძალიან პატარა... მაგრამ ეს არ არის პრობ-
ლემა... ჩინელებსაც გოგონები უყვართ...
სიჩუმეა.
ჩინელი ამბობს, რატომაც მოვიდა მათთან:
– მადამ, მამაჩემი მზადაა, გარკვეული თანხა მოგცეთ, რათა ცო-
ტათი მაინც გამოისყიდოს ჩემი დანაშაული.
უფროსი ძმა ეკითხება:
– რამდენი?
ჩინელს, თითქოს, მისი სიტყვები არც კი ესმის.
დედას მოთმინების ფიალა ევსება და კვნესის.
ჩინელი უღიმის. ქალი ეუბნება:
– კი მაგრამ, მუსიე... ასე როგორ გითხრათ? როგორ გინდათ,
რომ ეს შევძლო?.. როგორ უნდა შევაფასო ასეთი რამ... სახელის
შებღალვა?..
– შეფასება საჭირო არ არის, მადამ... უბრალოდ, დაასახელეთ
თანხა, რომლის მიღებაც ძალიან გაგიხარდებოდათ...
დედა და ჩინელი იცინიან. დედა უფრო და უფრო ხმამაღლა იცი-
ნის და ეუბნება:
‒ ბატონო... ყველანაირი თანხის მიღება გამიხარდებოდა.·. შე-
მომხედეთ, რას დავემსგავსეთ... როგორი ღარიბები ვართ... სახელ-
მწიფოს მმართველივით უამრავი ვალი მაქვს...
ერთმანეთს კეთილგანწყობით უყურებენ და იცინიან. უფროსი
ძმა კი დუმს.
– მადამ, თქვენი ქალიშვილი ცოლად რომ შემერთო, ვერასოდ-

103
ეს დაგისახელებდით იმ თანხას, რომელსაც მოგცემდით...
– რამდენს მომცემდით? უბრალოდ, მითხარით, მუსიე...
– არ ვიცი, მადამ... მნიშვნელოვანი თანხა იქნებოდა. მამაჩემი
რომ მოვკლა, ჩინურ ტრადიციას მაინც არ უღალატებს... თუმცა, ჩე-
მი იმედი გქონდეთ, მადამ. ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარე-
ბით...
ერთმანეთს უყურებენ და უღიმიან. უფროსი ძმა იმედგაცრუებუ-
ლი ჩანს. ჩინელი დედას უახლოვდება, ისევ უღიმის და ელაპარაკე-
ბა.
დედა გატაცებით უსმენს. მასაც თავისი ქალიშვილივით დაჟინე-
ბული მზერა აქვს.
– მამაჩემს არ გავქურდავ, არ მოვატყუებ და არ მოვკლავ, მა-
დამ... ეს იმიტომ გითხარით, რომ თქვენი გაცნობა მსურდა. თქვენ
ხომ ასეთი შესანიშნავი ქალიშვილი გყავთ. მამაჩემი თქვენ მიმართ
ნამდვილად კეთილგანწყობილია და ჩემი ხელით ფულსაც გადმოგ-
ცემთ. თქვენთან წერილი გამომატანა. გპირდებათ, რომ აუცილებ-
ლად დაგეხმარებათ. თუ თანხა არ დაგაკმაყოფილებთ, რაც გითხა-
რით, იმას გავაკეთებ...
დედა იღიმის. ჩინელი განაგრძობს:
– თუმცა, მამაჩემს თქვენთვის ფული არ დაენანება... უბრალოდ,
დრო სჭირდება, რათა თანხა ბანკიდან გამოიტანოს. ეს ზნეობის სა-
კითხია... ხომ გესმით?
დედა ეუბნება, მშვენივრად მესმისო...
ჩინელი ჩუმდება. ერთმანეთს აღელვებულები შესცქერიან. დე-
და გრძნობს, რომ ამ სადეკელი მემკვიდრის ღიმილის მიღმა სასო-
წარკვეთილება იმალება.
– მადამ, თქვენი ქალიშვილი რომ შევირთო, მამაჩემი მემკვიდ-
რეობას არ დამიტოვებს... თქვენ კი არ გსურთ, რომ ქალიშვილი ღა-
რიბ ჩინელს მიათხოვოთ...
დედა იცინის:
– მართალია, მუსიე... ასეთია ცხოვრება, წინააღმდეგობებითაა
სავსე...

104
ცხოვრებაზე ეცინებათ.
ჩამოწოლილ მდუმარებაში დედა ჩურჩულებს:
– ისე გიყვართ ჩემი ქალიშვილი...
ის მამაკაცის პასუხს არ ელის. ჩინელის ტუჩებსა და თვალებს
მიღმა შიშსა და სასოწარკვეთას ხედავს და ხმადაბლა ამბობს:
– მაპატიეთ...
დედას ავიწყდება ფული. ჩინელი ამჩნევს, რომ დედას აინტერე-
სებს, რა ხდება, თავის და სხვათა ცხოგრებაში და უეცრად ბავშვი
აგონდება. ხედავს, როგორ გულსიყურით უსმენს დედა მას და ხვდე-
ბა, თუ რა საოცრად ჰგავს ბავშვი მას...
დედის სახეზე, თითქოს, ისეთი ცნობისმოყვარეობა ირეკლება,
როგორიც ბავშვისაზე.
დედა თავაზიანად ეუბნება:
– ფრანგულად კარგად საუბრობთ, მუსიე...
– გმადლობთ, მადამ... გავკადნიერდები და გეტყვით, რომ... შე-
სანიშნავი ადამიანი ბრძანდებით. ძალიან გულთბილად მეპყრო-
ბით.
უფროსი ძმა ყვირის:
– კმარა! ჩემი მეძავი და გადმოგცემთ, რამდენი ფულიც დაგ-
ვჭირდება.
ჩინელი ისე იქცეგა, თითქოს, მისთვის უფროსი ძმა საერთოდ არ
არსებობს.
იმდენად მშვიდი და ნაზია, რომ ლამის საშინელიც კი ხდება.
დედა, თითქოს, ვერც კი ხვდება, რომ ისევ ჩინელის გვერდით
დგას.
– ჩემმა ქალიშვილმა ყველაფერი იცის?
– დიახ... მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ თქვენთან მოვედი...
‒ როგორ ფიქრობთ, რას გეტყოდათ, რომ გაეგო?
– არ ვიცი, მადამ... ჯერ გაბრაზდებოდა ალბათ... შემდეგ კი უეც-
რად გადაივიწყებდა... ოღონდაც თქვენ ფული გქონდეთ, მადამ...
დიდებული ქალიშვილი გყავთ... ‒ იღიმის ჩინელი.
დედას სახეს ბედნიერების ღიმილი უნათებს და ეუბნება:

105
– მართალია, მუსიე.
ერთმანეთს ემშვიდობებიან.

***

ბინა.
ღამეა.
ჩინელი სადეკიდან დაბრუნდა.
ბავშვი წევს, მაგრამ არ სძინავს.
ერთმანეთს მდუმარედ უმზერენ. ჩინელი სავარძელში ჯდება. მას
არ უახლოვდება.
– შუმი დავლიე. მთვრალი ვარ.
ბავშვი დგება. მას უახლოვდება, ტანსაცმელს ხდის და აბაზანამ-
დე მიჰყავს.
ჩინელი არ ეწინააღმდეგება. ის წვიმის წყლით ჰბანს, ეფერება,
ჰკოცნის და ელაპარაკება. მამაკაცი კი თვალდახუჭული ტირის.
ცას უკვე ნათელი მოსდებია. ღამე ილევა. მალე განთიადი ამობ-
რწყინდება, თუმცა, ოთახში ისევ ბნელი ღამე გამეფებულა.
– სანამ შენ გაგიცნობდი, არ ვიცოდი, რა იყო ტანჯვა. მეგონა, ვი-
ცოდი, მაგრამ ვცდებოდი... თურმე, არაფერი მცოდნია... – ეუბნება
მამაკაცი და იმეორებს:
– არაფერი... არაფერი...
ბავშვი მის სველ სხეულს პირსახოცში მსუბუქად ახვევს და ხმა-
დაბლა, თითქოს, თავისთვის ლაპარაკობს:
– ასე ნაკლებად დაგცხება... ტანი საერთოდ არ უნდა შეიმშრა-
ლო...
მამაკაცი ცრემლებს ვეღარ იკავებს, მწარედ ტირის და ბავშვს
უსაზღვრო სიყვარულით ლანძღავს:
– თეთრკანიანი, იაფფასიანი ქუჩის მეძავი ხარ... ფრთხილად უნ-
და ვყოფილიყავი...

106
წამით ჩუმდება, ბავშვს უცქერს და განაგრძობს:
‒ პატარა მეძავი... არარაობა...
ბავშვი პირს არიდებს და იცინის. მამაკაცსაც ეცინება.
ბავშვი საპონს უსვამს და ჰბანს. ის მის ნებას დაჰყვება, როლები
იცვლება.
ბავშვს მასზე ზრუნვა ძალიან მოსწონს.
ის მას იცავს. საწოლისკენ მიჰყავს. მამაკაცს აღარაფერი ახ-
სოვს. დუმს. ბავშვის ნებას მორჩილად დაჰყვება. ეს ბავშვს ძალიან
მოსწონს. ჩინელს საწოლზე აწვენს. უახლოვდება და წვება. მამაკა-
ცის სხეულს ეკვრის. ის აქაა, ჩინელის სხეულქვეშ მოქცეული. ბედ-
ნიერებით აღსავსე ირინდება.
– შენთან დაწოლა არ შემიძლია... მეგონა, ისევ შემეძლო, მაგ-
რამ...
მას თვალები ეხუჭება.
ცოტა ხანში ამბობს:
‒ მკვდარი ვარ. სასოწარკვეთილი. ალბათ, ქალთან დაწოლას
ვერასოდეს შევძლებ. ვერასოდეს...
ბავშვი მის სახეს სულ ახლოდან უცქერს. უსაზღვროდ სურს მას-
თან ყოფნა.
მთელი არსებით მისკენ მიილტვის. შლეგი სურვილით განაწამე-
ბი.
– გინდა, რომ ვერასოდეს შეძლო ქალთან დაწოლა? – ღიმილით
ეკითხება ბავშვი.
– ახლა კი... მალე აქედან სამუდამოდ წახვალ, მაგრამ მინდა,
სიკვდილამდე მხოლოდ და მხოლოდ შენ მიყვარდე.
ბავშვი მის სახეს ხელებში იმწყვდევს. ჩინელი ტირის, სახე უთრთ-
ის, თვალები ეხუჭება, ტუჩები უცახცახებს და პირი ემუწება.
ბავშვს არ უმზერს.
– შენ უკვე დამივიწყე. – ნაზად ეუბნება ბავშვი.
– ტკივილი მიყვარს. შენ აღარ მიყვარხარ. ჩემი სხეული აღარ მი-
ილტვის იმისაკენ, ვინც მტოვებს...
– ჰო... მესმის...

107
ის თვალს ახელს, ბავშვის სახესა და საკუთარ სხეულს უყურებს
და ეუბნება:
‒ მკერდიც კი არ გაქვს...
ჩინელი ბავშვის ხელს იღებს და საშოზე ადებინებს.
– გააკეთე ეს ჩემთვის... დამანახე შენი ფიქრები...
გოგონა სურვილს უსრულებს. ერთმანეთს უმზერენ. ის ბავშვს
ეძახის:
– ჩემო პატარავ, ჩემო გოგონავ...
უეცრად მოზღვავებულ სიტყვათა მორევში სიბრაზითა და სასო-
წარკვეთით აღსავსე ჩინური სიტყვები გაისმის.
ბავშვი მას ეძახის. ტუჩებზე ტუჩებს ადებს და ეუბნება:
‒ პატარა, ჩინელო... არარაობავ... კრიმინალო...
უკან იხევენ. ერთმანეთს თვალს არ აცილებენ.
– ხანდახან მართლა მინდა მამაჩემის მოვკლა... – ამბობს მამა-
კაცი.
ისევ განაგრძობს:
‒ ჩემს ცხოვრებაში აღარაფერი მოხდება... მხოლოდ შენ მეყვა-
რები...
‒ საწოლში ჩახუტებულები წვანან, თუმცა ერთმანეთისაგან
უსაზღვროდ შორს არიან. მამაკაცის დახუჭული თვალები და მდუმა-
რება გადაულახავ კედლად აღმართულა მათ შორის.
ბავშვი საწოლიდან დგება. ბინაში ბოლთას სცემს. მეორე, „გას-
აქცევ” კართან მიდის. ჩინელს ემალება. შიში იპყრობს და ჩერდება.
მას არ უყურებს.
ისევ იპყრობს რამდენიმე დღის წინ განცდილი შიში. ამ მტან-
ჯველ შეგრძნებას დღემდე ვერ მოერია. ეშინია, რომ ეს უცხო ლონგ-
აიში წაიყვანს და მოკლავს.
ის ოთახში დააბიჯებს და მამაკაცს ელაპარაკება:
– ჩემზე გული ნუ დაგწყდება... გახსოვს, რომ მითხარი, ვერავის
უერთგულებო?..
– ახლა ჩემთვის ამასაც კი არა აქვს მნიშვნელობა... ყველაფერ-
მა ჩაირა...

108
ბავშვს ეს სიტყვა მოსწონს, თუმცა ვერ ხვდება, რისი თქმა სურს
მას.
ეკითხება, რამ ჩაიარაო. ის ეუბნება:
‒ მეც არ ვიცი, თუმცა, მაინც ასე ვამბობ... ზუსტად ეს სიტყვა შე-
ეფერება ჩვენს მდგომარეობას.
ბავშვი ისევ უყურებს, ეძახის და ელაპარაკება.
ცოტა ხანში ბავშვს კართან ეძინება...
მამაკაცს ავიწყდება, როგორ ეზიზღება საკუთარი „ბედნიერი“
ცხოვრება.
კართან მწოლ ბავშვთან მიდის, ხელში იყვანს, საწოლზე აწვენს,
გულში ძალუმად იკრავს და ჩინურად დაუსრულებლად ელაპარაკე-
ბა. ბავშვს სძინავს.
ცოტა ხანში მასაც ჩაეძინა.

***

მდინარე შორს, ბრინჯის ყანებში მიიკლაკნება.


ღამე ნელ-ნელა ილევა. ზეცას ნათელი ედება. მალე გათენდება.
საყვარლებს სძინავთ.
ღამით ჩინელმა გაიგონა, რომ მძინარე ბავშვმა უმცროსი ძმის
სახელი წარმოთქვა. გაღვიძებისას უთხრა, ძილში პაულოს ეძახ-
დიო.
ბავშვი ხმას არ სცემს. ისევ კართან წვება. ეძინება.
ორივეს სძინავს. ბავშვი ისევ ეძახის მიტოვებულ უმცროს ძმას.
ჩინელს ეღვიძება.
კართან ჩამომჯდარი, შიშველი ბავშვი მას უმზერს. თითქოს, გე-
ღარ სცნობს.
მთელი არსებით, მონუსხული შესცქერის.

109
– მალე გათენდება. სადეკში შენი მანქანით წავალ და დედას ვნა-
ხავ. პაულოზე ვდარდობ.
ჩინელს მისი სიტყვები არ ესმის. ბავშვი უმეორებს:
– მამაშენს ვეთანხმები. შენთან დარჩენა არ მინდა. უნდა წავიდე
და ჩემი უმცროსი ძმა ვნახო.
ჩინელს ესმის. ძილმორეული ხმით ეუბნება:
– რაც გინდა, ის თქვი. არ მაღელვებს... ვიცი, რომ მატყუებ...
ის არ იძვრის. ბავშვი მისგან შორს ზის. მამაკაცს ღვიძავს.
ერთმანეთს თვალს არ აცილებენ.
ბავშვი დგება, კარს შორდება, აუზს უახლოვდება. ეუბნება, მუდამ
მეყვარებიო. მას ჰგონია, რომ ამ ჩინელ მამაკაცს ვერასოდეს და-
ივიწყებს და მასაც კუბოს კარამდე ეყვარება. თავი სამუდამოდ და-
კარგეს.
ის არაფერს ეუბნება. თითქოს, მისი სიტყვები არ გაუგონია.
ბავშვი ვიეტნამურად მღერის. ჩინელი კი იცინის... იცინის... ბავ-
შვსაც ეცინება.
ის დგება, ოპიუმის ძველ კოლოფს იღებს, ისევ წვება და ეწევა.
მშვიდდება. თვალდახუჭული ბავშვი კი ისევ აუზში წევს. მამაკაცი
მათ ისტორიას პირველად ჰყვება:
– მართალი ხარ... როცა ბორანზე დაგინახე, გავიფიქრე, რომ
ვერც ერთ მამაკაცს ვერასოდეს უერთგულებდი...
– ვერასოდეს? ვერავის?
– ვერავის.
სიჩუმეა.
‒ რატომ იფიქრე ასე.
‒ როგორც კი შემომხედე, შენთან დაწოლა უსაზღვროდ მომინ-
და.
ბავშვი ისევ თვალდახუჭული წევს. მამაკაცი ვერ ხვდება, მას სძი-
ნავს, თუ არა. თვალს არ აცილებს. არა, არ სძინავს. ბავშვი თვალს
ახელს. ჩინელი მის თვალწინ ოპიუმს პირველად ეწევა.
‒ ჩემ წინაშე პირველად ეწევი...
– იმიტომ, რომ უბედური ვარ. რომ არ ვეწეოდე, ჩემს მძიმე ხვე-

110
დრს ვერ შევეგუებოდი. აქ ყველა ეწევა... მებარგულებიც კი..
‒ ქალებიც ვიცი.
– მდიდრულ ადგილებში, კი... დედაჩემიც ეწეოდა... ჩვენ, ჩინე-
ლებმა, მოწევა ვიცით... ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. თეთრკანია-
ნებს კი მოწევა არ შეუძლიათ. როცა ვუყურებთ, როგორ ეწევიან
ისინი, მეცინება... უცებ ბრუვდებიან და ითიშებიან... ‒ იცინის ჩინე-
ლი.
სიჩუმეა.
ორივეს ეცინება.
ბავშვი თვალს არ აცილებს მას. თითქოს, პირველად უყურებს
„ბორანზე ნანახ უცნობს“.
– თითქოს, შენი პროფესია უსაქმურობაა. ქალები, ოპიუმი, კლუ-
ბები, აუზი, პარიზში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში მოგზურობა...
– უსაქმურობაც ძალიან რთული ხელობაა.
– ალბათ, ყველაზე რთული...
– ალბათ.
ბავშვი მას უახლოვდება. ჩინელი თმაზე ეალერსება. თვალს არ
აცილებს, თითქოს, პირველად ხედავს და ეუბნება:
– მამაშენის გაცნობა ვერ მოასწარი?..
– მისი ორიოდე სურათი მაქვს... ერთი ჰანოიშია გადაღებული,
მეორე – პნომპენში... მახსოვს მისი სიკვდილის დღე... დედაჩემი ტი-
როდა, კიოდა... რაღაც უნდა გკითხო... შენ ხომ ასეთი მდიდარი და
უსაქმური ხარ... როგორ ეგუები ამ მცონარობას? ფულის გარდა რა
არის საჭირო იმისათვის, რომ ასეთი უმაქნისობა აიტანო?
– ჩინელი უნდა იყო და ბანქოს თამაშობდე. ხშირად ვთამაშობ.
როცა ჩემი მძღოლი ამბობს, ბატონი სადღაც წავიდაო, ესე იგი ვთა-
მაშობ. მთელი ღამეების განმავლობაში ვეთამაშები გარეწრებს...
თამაშის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. – ეუბნება მამაკაცი ღიმილით.
ბავშვი მისკენ მიიწევს. აუზთან, ტირიფის სავარძელში ეშვება.
– როცა პირველად დაგინახე, უზომოდ მდიდარი მამაკაცი არ მე-
გონე... მომეჩვენა, რომ არც თუ ისე მდიდარი იყავი, უამრავი საყვა-
რელი გყავდა და გეშინოდა... ჰო, გეშინოდა, თუმცა ვერ მივხვდი,

111
რისი... ახლაც არ ვიცი... როგორ ვთქვა... ალბათ, სიკვდილის გეში-
ნოდა... ან ისეთი სიცოცხლის, რომელიც ერთ დღეს სიკვდილით
დასრულდება... მუდამ ამ გარდაუვალ საშინელებაზე ფიქრობდი.
ალბათ, შიშობდი, რომ ვერავის შეყვარებას ვერ შეძლებდი და არა-
სოდეს დაგავიწყდებოდა, რომ... არ ვიცი... არ ვიცი, როგორ ვთქვა...
‒ ტყუილი, უბრალოდ, არ გინდა, რომ მითხრა...
– მართალი ხარ...
სიჩუმეა.
– ამას ვერავინ იტყვის.
– ჰო...
– როგორ გგონია, არ ვიცი, რისი მეშინია?
ისევ სიჩუმეა.
ბავშვი ფიქრობს.
– არა... თვითონაც არ იცი, როგორ გეშინია...
ისევ სიჩუმე. ბავშვი თვალს არ აშორებს. ისე დაჟინებით უცქერს,
რომ თითქოს, ახლახან გაიცნო...
– მინდა, სიცოცხლის ბოლომდე მახსოვდე... დამამახსოვრდე
ისეთ მამაკაცად, რომელმაც საკუთარ თავზე არაფერი იცის... ისიც
კი არ იცი, რომ ბავშვობაში ავად იყავი...
ბავშვი უყურებს, მის სახეს ხელებში იმწყვდევს, თვალებს ხუჭავს,
მაგრამ მაინც უმზერს.
– დახუჭული თვალებითაც კი გიყურებ. ქუთუთოებს მიღმა.
ცოტა ხანში განაგრძობს:
– ცოტათი ვხვდები, რასაც ამბობ... როგორ მიხვდი, რომ ბავშვო-
ბაში ავად ვიყავი?
– ჩემი უმცროსი ძმაც ავად იყო... ზურგზე, ხერხემალთან, მასაც
ისეთივე დიდი, გრძელი, ოდნავ მოხრილი ნიშანი აქვს, როგორიც
შენ. კანზე ძლიერ ემჩნევა...
– დედამ მითხრა, რაქიტი გაქვსო და ტოკიოში, ცნობილ ექიმთან
წამიყვანა...
ბავშვი უახლოვდება, მისკენ იხრება და ხელზე ჰკოცნის:
– მირჩევნია, არ გიყვარდე...

112
– არ მიყვარხარ. – ეუბნება მამაკაცი და ჩუმდება.
ცოტა ხანში ეკითხება:
– კმაყოფილი ხარ?
ბავშვი უღიმის. კანკალებს, მაგრამ თამაშს მაინც განაგრძობს:
– ალბათ, ადრე თუ გვიან, საკუთარ თავს დაარწმუნებ, რომ არ
გიყვარვარ... აი, მაშინ კი...
– ალბათ...
– რა საშინელი მოსასმენია ეს სიტყვები... ნაცნობი ხმა ასეთ სიტ-
ყებს რომ წარმოთქვამს... რა საშინელებაა.
ჩინელი ბავშვს გულში იკრავს და გაუთავებლად ჰკოცნის:
– ეს გინდა, არა?
– ჰო...
‒ დაფიქრდი. ვერ ხვდები, რატომ მეშინია?
– ალბათ, გეჩვენება... გეჩვენება, რომ გიყვარვარ...
– ალბათ...
– ალბათ... თუკი ყველაფერს მოვიპოვებთ, თითქოს, გარდავიც-
ვლებით... სანატრელი აღარაფერი დაგვრჩება... ეს, ალბათ, სიკ-
ვდილია...
ბავშვი დუმს.
– გინდა, თქვა, რომ ჩემი ცხოვრება სიკვდილია? ადამიანი, რო-
მელიც მე მგავს და ჩემსავით ცხოვრობს, მკვდარია?
ბავშვი ხმადაბლა ყვირის:
– რა მომაბეზრებელი საუბარია...
ჩუმდებიან.
ჩინელი ჯიუტობს:
– მინდა, კიდევ ერთი შეკითხვა დაგისვა...
ბავშვს არაფრის გაგონება არ სურს. ეუბნება, კითხვებზე პასუხის
გაცემა არ
შემიძლიაო, თუმცა, ცოტა ხანში თავადვე ეკითხება:
– ჩემ გარდა არცერთ თეთრკანიან ქალთან არ წოლილხარ? –
ეკითხება გოგონა.
– პარიზში კი, მაგრამ აქ არა...

113
– აქაურ თეთრკანიან ქალებთან დაწოლა შეუძლებელია?
– ჰო... სრულიად შეუძლებელი. სამაგიეროდ, აქ ფრანგი მეძავე-
ბიც არიან...
– მათთან დაწოლა ძვირი ღირს?
– ძალიან...
– მაინც, რამდენი?
ჩინელი მას დაჟინებით აცქერდება. ბავშვი მის სახეს უყურებს და
გულიანად იცინის.
მამაკაცი ტყუის:
– აღარ მახოვს. ალბათ, ათასი პიასტრი...
მასაც ეცინება.
– მსურს, ერთხელ მაინც მითხრა ეს სიტყვები: „შენთან მხოლოდ
და მხოლოდ იმისთვის მოვედი, რომ ფული მომცე“...
ბავშვი დიდხანს ფიქრობს. ტყუილის თქმა არ სურს. არ შეუძლია.
– არა. შეიძლება, შემდგომში მართლაც ვფიქრობდი ფულზე,
მაგრამ როცა ბორანზე დაგინახე, საერთოდ არ მაინტერესებდა,
მდიდარი იყავი თუ არა. თითქოს, ფული საერთოდ არ არსებობდა...
მამაკაცი ბორანს წარმოიდგენს:
– გთხოვ, მაინც მითხარი ეს სიტყვები! მომატყუე! მომატყუვ, მაგ-
რამ გევედრები, მითხარი!
ბავშვი სურვილს უსრულებს:
– როცა ბორანზე დაგინახე, მომეჩვენა, რომ თითქოს, ოქროში
ყელამდე ჩაფლული იყავი... შენი შავი მანქანაც კი ოქროსი იყო. ოქ-
როს ფეხსაცმელები გეცვა... მგონი, მაშინვე სწორედ იმიტომ მომინ-
და ასე უსაზღგვროდ შენთან ყოფნა, რომ ოქროში ჩაფლული იყა-
ვი... თუმცა, ვერც კი ვგრძნობდი, ისე მიზიდავდა ოქრო.
ჩინელი იცინის:
– მეც ოქრო ვიყავი...
‒ არ ვიცი... ჩემს სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. ასეთი ლაპა-
რაკი არ მჩვევია.
– შენს ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ... მხოლოდ შენ... მხო-
ლოდ შენ მაინტერესებ... როცა ლაპარაკობ, მონუსხული გიცქერ.

114
ბავშვი მის ხელს იღებს, უყურებს და ჰკოცნის.
– ყველაზე მეტად შენი ხელები მომეწონა... – აგონდება გოგო-
ნას: – მეჩვენებოდა, რომ, თითქოს, შენმა ხელებმა კაბა შემომაძარ-
ცვა, შენ წინაშე დედიშობილა ვიდექი და ხარბად მიცქერდი.
სიჩუმე.
მამაკაცმა ეს იცოდა. ახლაც იცის. გოგონას თვალს არიდებს და
იღიმის. მათი თამაში, უეცრად, საზარელი და საშიში ხდება.
ის ისე ყვირის, გეგონება, ბავშვს გამეტებით სცემს.
– გინდა ბეჭედი?!
ბავშვი ყვირის, ტირის, კივის და ბეჭედს ხელს არ ჰკიდებს.
ხანგრძლივმა მდუმარებამ დაისადგურა.
ჩინელი ხვდება, რომ ბავშვს ის ბეჭედი მხოლოდ და მხოლოდ
დედისთვის უნდოდა. ეს ძვირფასი სამკაული აქამდე არც კი გახსე-
ნებია. მხოლოდ ის სურდა, რომ სხეულზე მამაკაცის ხელების მწვე-
ლი შეხება ეგრძნო.
‒ დაივიწყე. ‒ ეუბნება ჩინელი.
– უკვე დავივიწყე... ბრილიანტი არასოდეს მინდოდა. არასოდეს.
ღარიბი ადამიანი ბრილიანტს ვერასოდეს გაყიდის... მათ ჰგონიათ,
რომ ჩვენ ეს ძვირფასი ქვა მოვიპარეთ...
– ვის?
– ჩინელ და საერთოდ, ყველა ეროვნების იუველირებს... მაგრამ
განსაკუთრებით ჩინელები გვაბრალებენ ქურდობას... დედაჩემი
იცნობდა ერთ ახალგაზრდა, ძალიან ღარიბ ქალს, რომელსაც გი-
ღაც მამაკაცმა ბრილიანტი აჩუქა. ის ორი წელი ამაოდ ცდილობდა
მის გაყიდვას. შემდეგ, უკანვე დაუბრუნა იმ მამაკაცს... მან კი სანაც-
ვლოდ ძალიან ცოტა ფული მისცა. ეგონა, ქალმა ნაჩუქარი ბრილი-
ანტის ნაცვლად იაფფასიანი ქვა დაუბრუნა, რომელიც, ალბათ, ვი-
ღაც კაცს მოჰპარა. დედამ მითხრა, მამაკაცისგან საჩუქრად ბრილი-
ანტი არასოდეს აიღო, მხოლოდ ფული გამოართვიო...
ჩინელი მას გულში იკრავს და ეკითხება:
– ღარიბს ჰგავხარ?..
სიჩუმეა.

115
– ასეთი ბეჭდები ძვირი ღირს? – ეკითხება ბავშვი.
– ძალიან.
– ძალიან, ძალიან ძვირი, თუ უბრალოდ ძალიან ძვირი?
– არ ვიცი...
ისინი უცხოურ ბეჭედს დასცქერიან.
– ალბათ, ათობით ათასი პიასტრი ღირს... მხოლოდ ის ვიცი,
რომ დედას ბეჭედია... მზითვში მოჰყვა. მისი სიკვდილის შემდეგ მა-
მამ ბეჭედში ბრილიანტი ცნობილ პარიზელ იუველირს ჩაასმევინა.
ის კაცი მანჯურიაში ბრილიანტის წასაღებად ჩამოვიდა, ბეჭედი პა-
რიზში წაიღო, ისევ მანჯურიაში დაბრუნდა და გამზადებული ბეჭედი
მოგვიტანა...
– საოცარია....
ჩინელი აღარ ლაპარაკობს. ხელს უშვებს იმ ბავშვს, რომელიც
უზომოდ უყვარს. გოგონა ძალიან ხმამაღლა იცინის:
– მართალია... ძალიან პატარა საფოსტო გზავნილში ბრილი-
ანტს ვერ ჩადებ...
ისევ იცინის. ხარხარებს. ამბობს, წარმოვიდგენ, როგორ მოაქვთ
დაჯავშნული სატვირთო მანქანით ერთადერთი ბრილიანტიო.
‒ ბრილიანტის გაგზავნა შეუძლებელია, „უზარმაზარი“ ბრილი-
ანტიც კი ძალიან პატარაა, ბარდის მარცვალზე ოდნავ დიდი. – ისევ
იცინის გოგონა.
ყოველთვის, როცა ბავშვი იცინის, ჩინელი თავს ბედნიერად
გრძნობს. დედა ამბობს, როცა მისი ტოლი ვიყავი, მეც სულ ვიცინო-
დიო.
– ვიცი, რომ ბრილიანტი მაშინვე ვერ შენიშნე... – ეუბნება მამა-
კაცი.
– არა... დავინახე... მაგრამ თითქოს, ის შენ არ გეკეთა... შეუძ-
ლებელი იყო, არ დამენახა. ვიცოდი, როგორიც იყო ბრილიანტი...
მისი სუნიც კი ვიგრძენი... შენსავით საამური, საკმევლის, ხამი აბრ-
ეშუმისა და ოდეკოლონის სურნელი ჰქონდა... არც კი მიფიქრია,
რომ იმ ბრილიანტის ბეჭედს ოდესმე გავიკეთებდი. მგონია, რომ
ადამიანი ღარიბად იბადება... რომ გავმდიდრდე, მაინც ღარიბივით

116
ბინძური აზრები, სახე და სხეული მექნება... არასოდეს შევიცვლები.
სიკვდილამდე ასეთი ვიქნები... დედაჩემიც ღარიბს ჰგავს... წარმო-
უდგენლად... წარმოუდგენლად ჰგავს.
ჩინელი არ ეთანხმება. მისი აზრით, ბავშვის დედა გლეხს ჰგავს.
გლეხი ქალივით ლამაზია.
ბავშვი მას თვალს არ აცილებს.
‒ შენ კი მდიდარ კაცს ჰგავხარ... შენი საცოლე როგორია?
– განსაკუთრებულად ლამაზი არაა. ჩემსავით, მდიდარი ადამია-
ნის იერი აქვს...
ბავშვი ჩინელის ხელს იღებს და ბრილიანტის ბეჭედს დასცქე-
რის. თვალებს ხრის. ჩინელი ისევ დაჟინებით შესცქერის.
‒ გაიმეორე, რაც წეღან მითხარი...
– როგორც კი დაგინახე, შენთან დაწოლა მომინდა... მთელი არ-
სებით შენკენ მოვილტვოდი... სიმართლეს ვამბობ... – ამბობს ბავ-
შვი.
‒ შენი უმცროსი ძმაც ასე ძალიან გიზიდავს...
ბავშვი ფიქრობს:
– როგორ გითხრა... ის ჩემი შვილიცაა... ჩემი ბავშვი...
‒ შენი უმცროსი ძმა არასოდეს დაგუფლებია?
– არა... ყოველთვის მე ვაკეთებდი... ხელებით...
ერთმანეთს ეხუტებიან. ჩინელი ეუბნება, შენი უმცროსი ძმა უკვე
უსაზღვროდ მიყვარსო...
გუნდრუკის პატარა ნატეხებს ცეცხლს უკიდებენ. მღერიან და სა-
უბრობენ.
ბავშვი საყვარლის სხეულს ეალერსება.
‒ შენც წვიმისფერი კანი გაქვს...
‒ შენს უმცროს ძმასაც...
– ჰო... სამივეს...

117
***

მომქანცველი ღამეებია. აუტანელი სიცხე დგას. ხალხს მდინა-


რის ნაპირებთან სძინავს.
შორს პორტი მოჩანს. ჩინელი და ბავშვი მდინარის ნაპირას ხში-
რად დადიან.
როცა ჩინელი საჭესთან ჯდება, მათ ძალიან ეშინიათ.
ჩინელი ბავშვს ყოველთვის და ყველგან გულში იკრავს და ეუბ-
ნება, შვილივით მიყვარხარ, ჩემი ბავშვი ხარო.

***

ბინაში არიან.
ბავშვი ეუბნება, დედამ ჩემი უფროსი ძმის საფრანგეთში რეპატ-
რიაცია მოითხოვა და როგორც იქნა, მისი თხოვნა დააკმაყოფილე-
სო.
– როდის მიემგზავრება?
‒ მალე... ზუსტად არ ვიცი...
– მამაჩემმა მითხრა, რომ ის უახლოეს მომავალში გასამგზავრე-
ბელთა სიაშია...
– მამაშენმა ყველაფერი იცის?...
‒ ჰო.. თქვენზე ყველაფერი იცის...
– მართლა? ყველაფერი?
– ჰო...
– როგორ ახერხებს?!
– ფულს იხდის... ჰგონია, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება. რო-
ცა ფულის გადახდა არ უწევს, ჯიბიდან მაინც პიასტრებს იღებს... ძა-
ლიან სასაცილოა.
– გულისამრევია...

118
– რა თქმა უნდა... მაგრამ არ მადარდებს... პიასტრებს ტყუილუბ-
რალოდ ფლანგავს... ეს სისხლში აქვს...
ბავშვი ტირის. ჩინელი მის სახეს ხელებში იმწყვდევს. ბავშვი
თრთის.
‒ შენთან იმისთვის მოვედი, რომ ფული მომცე... მეც არ ვიცი, რო
გორ შევძელი... ‒ ეუბნება ბავშვი.
ჩინელი მას უფრო მაგრად იკრავს გულში... კიდევ უფრო ეშინია.
– რაღაც უნდა გითხრა... მიჭირს, მაგრამ მაინც... ახლა უნდა
მოგცე ის ფული, რომელიც მამაჩემმა დედაშენს გამოუგზავნა... დე-
დაშენმა ყველაფერი იცის.
თითქოს, ბავშვს მისი სიტყვები არც კი გაუგონია, თუმცა, წუთის
შემდეგ უკან სწრაფად იხევს. არ იცის, რომ ჩინელი დედას ესტუმრა.
‒ შეუძლებელია! დედაჩემმა არც კი იცის, რომ თქვენ არსებობთ!
მოულოდნელად, ისევ თქვენობით, თუმცა ძალზე უხეშად და
მკაცრად საუბარი დაიწყო. ჩინელი დუმს.
ბავშვს ეჭვი გულს უღრღნის... თვალები ცრემლით ევსება. ისე
უყურებს მამაკაცს, როგორც მკვლელს და ველურივით ყვირის:
– ჩემს ოჯახზე ყველაფერი გაიგეთ?!
ჩინელი არ ნებდება:
– ჰო, მამაჩემმა მთხოვა, დედაშენის სანახავად სადეკში ჩავსუ-
ლიყავი, დავლაპარაკებოდი და გამეგო, რამდენად ღარიბი იყო
თქვენი ოჯახი...
ჩინელს გული ძალიან სტკივა. ბავშვი უსაზღვროდ უყვარს.
– მართლაც ღარიბები ხართ... მათთვის ერთადერთი გასაყიდი
ნივთი შენ იყავი... შენი ყიდვა კი არავის უნდა... შენმა უფროსმა ძმამ
მამაჩემს მისწერა. დედაშენი ჩემთან შეხვედრას ცდილობდა. მამა-
ჩემმა მთხოვა, შეხვდიო... დედაშენს მართლაც ვესტუმრე...
ბავშვი ფეხზე წამოიჭრა.
უკან იხევს. ჩინელს შორდება. ის ახლა მისთვის სრულიად უცნო-
ბი ადამიანია, რომელმაც დედა შესაბრალის მდგომარეობაში იხი-
ლა. გაჭირვებაში. სიღარიბეში. დამცირებული და შეურაცხყოფილი.
– როგორ გაბედეთ?!

119
ჩინელი ძალიან ფრთხილად და ნაზად პასუხობს:
– მან ჩვენზე ყველაფერი იცოდა... ადრე, როცა ფიქრობდა, რომ
შენ ჩინელს მისთხოვდებოდი, თავზარი ეცემოდა... შემდგომში კი
ასეთ ქორწინებაზე ოცნებობდა. დიდხანს ვისაუბრეთ... მინდოდა
მეთქვა, იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ თქვენს ქალიშვილს ცოლად
შევირთავ-მეთქი. ჩინური ადათ-წესებიც შევახსენე. ისიც ვუთხარი,
მამაჩემს ურჩევნია, მოვკვდე, ვიდრე ტრადიციას ვუღალატო-მეთქი.
ბავშვი ტირის. კვლავ შენობით მიმართავს:
– დედასთვის უნდა მეთქვა, რომ მე არაფრის დიდებით არ გა-
მოგყვებოდი ცოლად... არასოდეს... რომ გათხოვება საერთოდ არ
მინდოდა... ეს რომ მეთქვა, თავს ასე დამცირებულად არ იგრძნობ-
და...
‒ გეფიცები, თავი დამცირებულად არ უგრძვნია... ვიცინეთ კი-
დეც...
– რაზე?
‒ ჩინურ ტრადიციებსა და მამაჩემზე.
‒ დედას სიცილი უყვარს... ისევ ძველებური ღიმილი აქვს...
‒ ჰო... ვუთხარი, მამაჩემისაგან გავიგე, თქვენი შვილი რომ მი-
ემგზავრება და გთხოვთ, მითხარით, რამდენი ფული გჭირდებათ-
მეთქი. მიპასუხა, ორას ორმოცდაათი პიასტრიო...
იცინიან.
ბავშვი ერთდროულად ტირის და იცინის. ჩინელს აღარ ეცინება.
მას დაჟინებით უცქერს.
‒ დედაშენი ყველას შენი შეყვარების სურვილს აღუძრავს... რო-
ცა მას ელაპარაკები, თითქოს, ძალაუნებურად გინდება, რომ ასეთი
საოცარი ადამიანის ქალიშვილი მთელი გულით გიყვარდეს...
ბავშვი ზრდასრული ადამიანივით ეუბნება:
‒ ბევრი ფული უნდა მისცე... დიდი ხარჯი უნდა გაიღოს იმისათ-
ვის, რომ ჩემმა უფროსმა ძმამ გემით კარგად იმგზავროს... მგზავ-
რობის საფასურს ისინი აანაზღაურებენ, მაგრამ მას კიდევ ბევრი
ფული დასჭირდება... ზამთრის ტანსაცმელი უნდა იყიდოს, პანსიონ-
ში ჩაეწეროს, ელექტროობის შემსწავლელი კურსები, ვიოლეს სკო-

120
ლა...
მამაკაცი აბაზანასთან დადებული ქურთუკის ჯიბიდან შეკვრას
იღებს და მაგიდაზე დებს.
– ახლა რამდენი დასჭირდება? მხოლოდ ხუთასი პიასტრი წამო-
გიღე...
‒ ხუთასი პიასტრი კარგია... რატომაც არა?
ჩინელი შეკვრას მაგიდაზე დებს.

ბავშვი კაბას ერთი მოძრაობით იხდის. თავზე იძრობს. ყოველ-


თვის, როცა მამაკაცი უყურებს, როგორ იხდის ბავშვი, უსაზღვრო
მღელვარება იპყრობს.
– რას აკეთებ?
ის ეუბნება, ისევ უნდა ვიბანაოო.
– მიხარია, დედა ასე რომ მოიქცა... ამ შეკვრას თანს გადავცემ
და ვთხოვ, რომ დამალოს. მხოლოდ მას ეცოდინება, სად იქნება...
დედას რომ მივცე, უფროსი ძმა რამდენიმე საათში მოჰპარავს და დე

121
და კიდევ ერთხელ გაუბედურდება.
– მოიპარავს, თუ დედა თავად მისცემს? – ეკითხება ჩინელი.
– ჰო... მისცემს... რა მნიშვნელობა აქვს?
– დაიფიცე, რომ თანი ფულს შეინახავს.
– გეფიცები.
ბავშვი იბანს.
ტანსაცმელს იცვამს და ამბობს, პანსიონში უნდა დავბრუნდეო.
‒ რატომ?
– მარტო ყოფნა მინდა.
– არა, ჩემთან დარჩი. მდინარისპირა ბარებში შევიდეთ, შუმი
დავლიოთ და საუკეთესო ნემ-ნუნგი8 შევჭამოთ. აქ საუკეთესო ნემ-
ნუნგი აქვთ, ქალები მას თავად ამზადებენ, შუმი კი სოფლებიდან ჩა-
მოაქვთ.
– კარგი. წავიდეთ. შემდეგ კი პანსიონში დაგბრუნდები.
– არა.
– მაინც დავბრუნდები. – იცინის ბაგშვი.
მასაც ეცინება. მდინარისპირა ბარების, სოფლური შუმის, ნემ-
ნუნგების, პორტისა და ულამაზესი ღამის ცდუნებას ვერავინ გაუძ-
ლებს.
პორტისაკენ მიდიან. მამაკაცი მანქანის უკანა სავარძელზე ზის.
ბავშვს გულში იკრავს და მის კოცნას ცდილობს. ბავშვი უძალიანდე-
ბა, თუმცა მალევე ნებდება.
მას უყვარს ეს სუსტი, თითქმის უმკერდო, საოცარი, სასტიკი ბავ-
შვი. ვერ ხვდება, რას უნდა ელოდოს მისგან.
გასამგზავრებლად გამზადებულ გემთან ჩერდებიან.
გემბანზე საცეკვაო მოედანი მოუწყვიათ.
თეთრკანიანი, უმაკიაჟო ქალები ოფიცრებს ეცეკვებიან. მუშებს
ჰგვანან. როგორც ჩანს, წესიერი ქალები არიან.
მოცეკვავეები დუმან. თითქოს, რაღაც შინაგანაწესი მათ საუ-
ბარს უკრძალავს.

8
ვიეტნამური კერძი ხორცითა და ბოსტნეულით

122
ყველაზე სერიოზული იერი ქალებს აქვთ. ისინი ცეკვის დიდოს-
ტატები არიან.
მონაზვნებივით იღიმიან. ყველა კმაყოფილი ჩანს. მოკრძალე-
ბულ, ღია ფერის, ყვავილებით მოჩითულ კაბებში გამოწყობილან.
მონუსხული ბავშვი მათ თვალს ვერ სწყვეტს.
როცა ისინი პორტს მიუახლოვდნენ, ბავშვი ჩინელს მოშორდა
და მზერა გემბანზე გამართულ, უსიცოცხლო, უფერულ მეჯლისს მი-
აპყრო.
ჩინელი ბავშვს ეურჩება. აქ გაჩერება არ სურს, მაგრამ მაინც მის
ნებას დაჰყვება.
ბავშვი და ჩინელი დიდხანს ვერ ხვდებოდნენ, რატომ მონუსხა ის
ასე ამ სანახაობამ. მრავალი წლის შემდეგაც გაუცოცხლდა უფე-
რულ მეჯლისზე, გემბანზე უსიტყვოდ მოცეკვავე წყვილების მოგონე-
ბა. ეს სცენა არასოდეს დავიწყებია.
მრავალი წლის განმავლობაში, ყოველ დილით, ყოველდღე
თავს ჯიუტად ახსენებდა და, თითქოს, წიგნში გადაცხოვრებასა და
ფურცელზე ხორცშესხმას ითხოვდა. ის ძალზე დიდი ხანი ემზადებო-
და მის დასაწერად. ერთხელაც, ტყეში გონება გაუნათდა და ამ სცე-
ნის აღწერის დაუოკებელმა სურვილმა შეიპყრო.9
საყვარლები უძილობით განაწამებ და ღამეული სიცხით გათან-
გულ ქალაქს მიუყვებიან. ნიავიც კი არ იძვრის.
ბავშვს სძინავს. ჩინელს ესმის, როგორ მღერის მძღოლი მანჯუ-
რიულ სიმღერას. ზოგჯერ ველურად და მკაცრად მღერის, ზოგჯერ –
ნაზად, ხან ყვირის, ხან კი ჩურჩულებს.
ის ბავშვს საწოლზე აწვენს.
შუქს აქრობს.
ბინდმორეულ ოთახში ოპიუმს ეწევა.
ყოველ ღამით, შორიდან, ჩინური სიმღერა მოისმის. შუაღამისას
დუკ ელინგტონის „რეგთაიმის“ ჰანგები იღვრება, ქუჩებს ავსებს,

9
იგულისხმება დიურასის რომანი „ემილი ლ“

123
დაკეტილ კარებშიც კი აღწევს და საყვარლების ოთახს ტალღასა-
ვით შთანთქავს. კიდევ უფრო გვიან კი, ღამის სიჩუმეში, მხოლოდ
და მხოლოდ „სასოწარკვეთილთა ვალსის“ ძალზე ჩუმი მელოდია
ჟღერს. ეს ის ჰანგებია, მათი სასიყვარულო ისტორიის დასაწყისში
რომ ისმოდა.

***

საიგონი. „ედემ-სინემა“.
მძლოლი ლიცეუმის წინ იცდის.
შენობის ყველა კარს კეტავენ.
ბავშვი არ ჩანს.
მძღოლი კატინას ქუჩას მიუყვება.
ხედავს, რომ ბავშვი თეთრკანიან ბიჭთან და ძალიან ლამაზ ყმაწ-
ვილთან ერთად საიგონის „ედემ-სინემადან“ -გამოდის. თეთრკა-
ნიანი ბიჭი, ალბათ, მისი უმცროსი ძმა, პაულოა, ლამაზი ყმაწვილი
კი – თანი. მასაც პაულოსავით აცვია.
მძღოლი შოლენში მიდის და ჩინელს ყველაფერს უვვება.
ჩინელი ბინაშია.
მძღოლი ეუბნება, დავინახე როგორ გამოვიდა ის ორ ბიჭთან ერ-
თად „ედემ–სინემადანო“.
– მან მითხრა, კინოში ხშირად დავდივარო. ის ბიჭები კი თანი –
დედამისის მძღოლი და უმცროსი ძმა – პაულო იყვნენ. – ამბობს ჩი-
ნელი.
მძღოლი და ჩინელი კინოში მიდიან.
ბავშვი თანსა და პაულოსთან ერთად კინოდან გამოდის. პირდა-
პირ შავი მანქანისაკენ მიემართება. შეცბუნებული სულაც არ ჩანს.
ბუნებრივად იქცევა.
ჩინელს ღიმილით ეუბნება:
‒ ჩემი ოჯახი ვინ-ლონგიდან ჩამოვიდა. კინოში ვიყავით. მათ
ვუთხარი, რომ შენ კარგ, შოლენურ რესტორანში დაგვპატიჟებდი.
ბავშვი იცინის.

124
ჩინელსაც ეცინება. შიში უკვალოდ ქრება. უმცროსი ძმა და თანი
ჩინელს ესალმებიან. როგორც ჩანს, პაულო მას ვერ სცნობს, თუმ-
ცა, მაინც ესალმება. ბავშვივით შეცქერის ამ ჩინელს და ვერ გაუგია,
ისიც რატომ არ აცილებს თვალს. დაავიწყდა, რომ ის სადეკის ქუჩებ-
ში ხშირად უნახავს.
თანმა კი მაშინვე იცნო ის.
– ფილმი „ცისფერი ანგელოზი“ ვნახეთ. მგონი, არ მომეწონა...
არ ვიცი... ჯერ კიდევ ვერ მივხვდი... – ამბობს ბავშვი და განაგ-
რძობს: – დედა და უფროსი ძმა “B12“-ს უახლოვდებიანო.
უფროსი ძმა ჩინელს არ ესალმება. დედა კი ღიმილით მიმარ-
თავს:
– სალამი, მუსიე. როგორ ხართ?
ჩინელს გული უჩუყდება, რადგანაც დედა და ქალიშვილი ერთად
არიან.
პიერი, პაულო და დედა მანქანაში სხდებიან.
მამაკაცი ბავშვს ღიმილით ეუბნება:
‒ როცა ისინი შენთან არიან, აღარ გიყვარვარ...
ბავშვი მის ხელს იღებს და ჰკოცნის:
– არ ვიცი... მინდოდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედროდი
მათ... ალბათ, მართალი ხარ... როცა ისინი აქ არიან, შენთან შეხ-
ვედრას ვეღარ ვახერხებ...
ისინი სხედან იმ ჩინურ რესტორანში, რომელშიც ბავშვი და ჩი-
ნელი თავიანთი სასიყვარულო ისტორიის პირველივე საღამოს წა-
ვიდნენ. მუსიკის ჰანგები არ ისმის. მთავარია, რომ დარბაზიდან გა-
მაყრუებელი ხმაური აღარ მოისმის.
მიმტანი მათ ეკითხება, აპერიტივს ხომ არ ინებებთო.
ისინი შეკვეთას აძლევენ: სამი „მარტელ-პერიე“10 და ერთი ბოთ-
ლი ბრინჯის არაყი.
ერთმანეთისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. ყველა დუმს. მდუ-
მარება გამეფებულა. ეს არც კი უკვირთ. თავს უხერხულად არ გრძნ-

10
მინერალური წყალი

125
ობენ.
მიმტანს სასმელი მოაქვს. ისევ სამარისებური სიჩუმე გამეფებუ-
ლა. ამ ყოვლისმომცველ მდუმარებას ყურადღებას არავინ აქცევს.
ბავშვიც კი. ეს ასეც უნდა მომხდარიყო.
უეცრად, თითქოს შვება ეუფლებათ. თითქოს, ცხოვრება უხარი-
ათ. თამაში იწყება. თავი უნდა მოიკატუნონ, რომ თითქოს, ცხოვრე-
ბა უხარიათ.
უფროსი ძმა მეორე „მარტელ-პერიეს“ უკვეთს. დედა მინერა-
ლურ სასმელს არ ეკარება და უფროს ვაჟიშვილს უწვდის. ეს ოჯახუ-
რი ჟესტი არავის უკვირს.
ყველა კერძს უკვეთს. შემწვარი იხვი საწებლით, ზვიგენისფარ-
ფლებიანი ჩინური სუპი, კრეპები და კრევეტები. ოჯახი, რა თქმა უნ-
და, ყველაზე ძვირადღირებულ „რჩეულ“ კერძებს ირჩევს.
დედა მენიუს კითხულობს და ხმადაბლა ყვირის:
– ო, რა სიძვირეა!
ხმას არავინ იღებს.
ცოტა ხანში დედა ჩინელთან საუბრის გაბმას ცდილობს. უნდა,
რომ მან ზრდილობიან და თავაზიან ადამიანად ჩათვალოს.
– როგორც ჩანს, პარიზში სწავლობდით, მუსიე...
დედა და ჩინელი ერთმანეთს დამცინავად უღიმიან. თითქოს,
ძველი მეგობრები არიან. ჩინელი იმავე ტონით ეუბნება:
– როგორ გითხრათ... ასეც ვერ ვიტყოდი, მადამ...
‒ თქვენც ჩვენნაირი ყოფილხართ. – ეუბნება უფროსი ძმა.
სიჩუმეა.
უფროსი ძმა, პაულო და თანი იცინიან.
ჩინელი უფროს ძმას მიმართავს:
– თქვენც უსაქმური ხართ?
– არა. ჩემი ოჯახისთვის უბედურების მოტანა უსაქმურობა სულაც
არ არის.
ჩინელი გულიანად იცინის. ყველა ხარხარებს. დედაც კი. ბედნი-
ერია, ესოდენ „გონებამახვილი“ და „ენამოსწრებული“ ვაჟიშვილი
რომ ჰყავს.

126
მამაკაცი ეკითხება:
– ეს რთულია?
‒ ასე ვთქვათ, ასეთი ნიჭი ყველას არა აქვს...
‒ ყველაზე მეტად რა არის საჭირო ამისთვის? – ჩააცივდა ჩინე-
ლი.
– ბოროტება, ნამდვილი, წმინდა ბოროტება... ყოველგვარი მი-
ნარევის გარეშე... ბრილიანტივით სუფთა...
ჩინელისა და დედის გარდა არავის ეცინება.
ბავშვი თავის უძვირფასეს და უსაყვარლეს ადამიანებს უცქერს:
საყვარელსა და დედას. მათ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგი-
ლი უჭირავთ.
უფროსი ძმა დედას ხმამაღლა ეუბნება:
– ცუდი ტიპი არ ჩანს... თავის დაცვა ეხერხება...
კერძები მოაქვთ. ყველა ჭამას იწყებს. ჩინელი დედას ეუბნება,
ნება მომეცით, მოგემსახუროთო·
ყველა უხმოდ ჭამს. ოთხივე „ხარბად“, „მადიანად“ და „ერთნა-
ირად“ ილუკმება. ბავშვიც კი.
ჩინელი ხედავს, რომ სიყვარულითა და სიხარულით აღსავსე
ბავშვი თავისი ოჯახის წევრებს შეჰყურებს. მათ, როგორც იქნა, ცო-
ტა ხნით მაინც მიატოვეს სადეკი, თავიანთი სახლი, ის მიყრუებული
ადგილი, ქუჩებში გაიფანტნენ და თავისუფლების სიტკბოება იგ-
რძნეს. ახლა სხვათა თვალწინ გემრიელად შეექცევიან სიროფიან
ლიჩის.
დედა ცხოვრებას შეჰღიმის:
– როგორ მსიამოვნებს მათი ყურება, როცა ერთად სხედან და ჭა-
მენ...
დედა იმისთვის ლაპარაკობს, რომ „უბრალოდ ილაპარაკოს“.
ბედნიერია. იმას ამბობს, რაც მოაფიქრდება. დედასა და ქალიშ-
ვილს ლაქლაქი ძალიან უყვართ. დაუსრულებლად ლაპარაკობენ.
აღტაცებული ჩინელი დედასა და ბავშვს თვალს ვერ სწყვეტს.
ისინი ერთმანეთს საოცრად ჰგვანან.
– ძალიან კარგი რესტორანია. მისამართი უნდა ჩავიწეროთ. – ამ-

127
ბობს დედა.
არავის ეცინება. არც ჩინელს, არც თანს და არც უფროს ძმას.
ჩინელი კალამს იღებს, მენიუზე მისამართს წერს და დედას უწ-
ვდის.
– გმადლობთ, მუსიე. ჩემი აზრით, მშვენიერი რესტორანია. ისე-
თივე, როგორიც ჩვენთან, პროვინციებშია. როგორც ამბობენ, ინდ-
ოჩინეთის საუკეთესო რესტორნები სწორედ პროვინციებშია, რად-
განაც ისინი კლიენტებს ფრანგებივით ურცხვად არ „ყვლეფენ”.
ყველა ხარბად ჭამს. ჩინელი წუთის წინ კერძს არ ეკარებოდა,
მაგრამ ახლა გრილზე შემწვარ კრევეტებს სულმოუთქმელად ყლა-
პავს. ყველანი კრევეტებს უკვეთენ. ვერ ნაყრდებიან. საუბარი აღა-
რავის უნდა. გატაცებით უცქერენ, როგორ ემსახურებიან. მუდმივად
„შემდეგ კერძს“ ელიან. ბრინჯის არაყი დალიეს და კმაყოფილები
ჩანან. ისევ სვამენ. დედაც კი სვამს და ამბობს, შუმი ძალიან მიყვარ-
სო. თითქოს, ისევ ოცი წლის ქალიშვილად იქცა. დესერტი შემო-
აქვთ.
დედას ეძინება. ბავშვები დესერტს ხარბად ჭამენ. უფროსი ძმა კი
ვისკის წრუპავს. ჩინელი უმცროს ძმაზე ბევრს სვამს. გოგონა ჩინე-
ლის ჭიქიდან სვამს. დედამ უკვე აღარ იცის, რას სვამს. იცინის. ამ
საღამოს ისიც სხვებივით ბედნიერია.
მამაკაცი ოჯახის წევრების შუაგულში მჯდომ, ბედნიერებით აღ-
სავსე ბავშვს უმზერს. სამწუხაროდ, მისთვის ასეთი უსაზღვრო ბედ-
ნიერება ჩინელს არ მიუნიჭებია.
უფროსი ძმა დგება და ისეთი მბრძანებლური ხმით ლაპარაკობს,
რომ თითქოს, აქაურობის ბატონ-პატრონია:
– ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა... ახლა რა ვქნათ?!
დედა შეკრთა, გაეღვიძა და იკითხა, რა ხდებაო.
მათ ეცინებათ. თანსაც კი.
უფროსი ძმა სიცილით ეუბნება:
– კასკადში მივდივართ. სწრაფად, წავიდეთ...
დედასაც ეცინება და ამბობს:
‒ ზეიმია... როგორც იქნა... გავილამაზოთ ცხოვრება.

128
ბავშვი, ჩინელი, თანი და პაულო კმაყოფილები არიან. ყველა გა-
ხარებულია, რადგან კასკადზე წავლენ.
ჩინელი თავაზიანად, მოკრძალებულად, „ძალზე წმინდა“ ჩინუ-
რით ითხოვს ანგარიშს. მიმტანებს ლამბაქზე დადებული ანგარიში
მოაქვთ. მამაკაცი ათპიასტრიან კუპიურებს იღებს და ლამბაქზე
დებს. სიჩუმეა. დედა და პიერი ერთმანეთს უყურებენ. ყველა უჩუმ-
რად ითვლის, რა თანხა გადაიხადა ჩინელმა და რამდენი ფული
დარჩა ლამბაქზე. ბავშვი ყველაფერს ხვდება და იცინის.
დედას, სადაცაა, გიჟური ხარხარი აუვარდება, ჩინელმა ხომ
უზარმაზარი თანხა გადაიხადა... ის ხმადაბლა ყვირის:
– სამოცდაჩვიდმეტი პიასტრი! ოოოო!
ის თავს ვეღარ იკავებს და ბავშვივით თავშეუკავებლად კისკი-
სებს.
რესტორნიდან გამოდიან. მანქანას უახლოვდებიან.
ბავშვი და ჩინელი იცინიან.
– ისინი, თითქოს, ბავშვები არიან... შენი უფროსი ძმაც კი... – ამ-
ბობს ჩინელი.
– ამ ჩემს ბავშვებს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭი-
რავთ... ყველაზე უცნაური, გიჟი, საშინელი, მაგრამ სასაცილო ბავ-
შვები არიან... ზოგჯერ, მავიწყდება კიდეც, რომ ასეთი უფროსი ძმა
მყავს. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი გარეწარია, თუმცა, მალევე მახსენ-
დება, რომ პაულოს მოკვლა უნდა და შიში მიპყრობს. ღამეებს ოპიუ-
მის მოსაწევ სახლში ათენებს, მაგრამ მისი ბედი სულ არ მადარ-
დებს. დაე, მოკვდეს...
ბავშვი ეკითხება, უმამოდ გაზრდილი ბავშვები როგორები
არიანო.
ჩინელი ეუბნება, ჩვეულებრივები, ისეთები, როგორებიც დანარ-
ჩენებიო.
– ბავშვები ყველაზე ძლიერ და მკაცრ მამებსაც კი აბუჩად იგდე-
ბენ, დასცინიან და ცუდად ეპყრობიან... – განაგრძობს ის.
ბავშვს ცრემლი ერევა, თუმცა არ ტირის. ამბობს, დამავიწყდა,
რომ პიერი დღეს უკანასკნელად იყო საიგონშიო...

129
ჩინელი ბავშვს უფროსი ძმის გამგზავრების თარიღს, ზუსტ დრო-
სა და ნავსადგურის ნომერს უმხელს.
‒ პიერი უფრო და უფრო სასტიკად ეპყრობოდა პაულოს... უმი-
ზეზოდ ამცირებდა და სცემდა... თვითონაც ამბობდა, როცა პაულოს
ვუყურებ, მისი მოკვლა მინდებაო... თავს ვერ იკავებდა. მუდმივად
სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
თანმა დედას უთხრა, თუ პიერი საფრანგეთში არ წავა, პაულო ან
სასოწარკვეთით მოკვდება, ან საკუთარი ძმა მოკლავსო... თანსაც
კი ეშინოდა... დედაზეც ძალიან ღელავდა...
ჩინელი ეკითხება, შენზე არ დარდობდაო?
– არა.
ერთხელ ჩინელმა თანს ჰკითხა, როგორ ფიქრობ, გოგონაც საფ-
რთხეშიაო? მან მიუგო, ნუ ღელავთ, მას არაფერი ემუქრებაო.
ბავშვი საყვარელს უახლოვდება, სახეზე ხელებს იფარებს და
ეუბნება:
– ალბათ, ჩემი უფროსი ძმა მაინც იმიტომ გვიყვარს, რომ თავა-
დაც არ იცის, კრიმინალად რომ დაიბადა. ვერც ვერასოდეს გაიგებს.
პაულო რომ მოკლას, მაინც ვერ მიხვდება, მკვლელად შობილი რო-
მაა.
საყვარლები პაულოზე საუბრობენ. ჩინელი ეუბნება, ის და თანი
ძალიან ლამაზები არიან, ერთმანეთს ძმებივით ჰგვანანო.
ბავშვი არ უსმენს და ეუბნება:
– როცა კასკადიდან წამოვალთ, ფულს მომცემ... მე დედასთან
ერთად სასტუმრო „შარნეში“ წავალ. როცა ის საიგონში ჩამოდის,
სასტუმროში მივდივართ. ერთად ვწვებით და ისე ვსაუბრობთ, რო-
გორც ჩემს ბავშვობაში.
‒ რაზე ლაპარაკობთ?
– ცხოვრებაზე... – ეღიმება ბავშვს: – სიკვდილზეც... – ისევ იღი-
მის:– შენც ხომ ელაპარაკებოდი დედაშენს მანჯურიაში, მას შემდეგ
რაც მამაშენი იმ კანტონელ ქალიშვილს დაშორდა?..
– ალბათ, დედაშენმა ბევრი რამ იცის...
‒ არა... პირიქით... არაფერი იცის. ყველაფერი და არაფერი... მა

130
გრამ ვერც ის და ვერც ჩვენ ვერ ვხვდებით, რა იცის... ალბათ, ჩრდი-
ლოეთ საფრანგეთის სოფლებისა და ქალაქების სახელები ისევ ახ-
სოვს: ფრიუჟი, ბონიერი, დიულენი... ჰო... და კიდევ დიუნკერკი... იქ
ის პირველად დანიშნეს მასწავლებლად და მათემატიკის პროფე-
სორს ცოლად გაჰყვა.
კასკადი საიგონის გარეუბანში, ველურ პარკში, პატარა, წყაროე-

ბით ნასაზრდოები მდინარის თავზე დგას. ისინი საცეკვაო მოედან-


ზე, სიგრილეში სხედან.
ირგვლივ მხოლოდ ორი მეტისი და კლიენტების მომლოდინე ქა-
ლები ტრიალებენ.
როცა ისინი შემოვიდნენ, ქალებმა მუსიკა ჩართეს.
ვიეტნამელი მიმტანი ბიჭი შეკვეთას იღებს. ყველა თანამშრომე-
ლი თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილა.
ჩინელი და ბავშვი ცეკვავენ.

131
უფროსი ძმა მათ უყურებს და დასცინის. ამაზრზენად ქირქილებს.
პიერის ნაძალადევი, უხამსი ღიმილის მიღმა თითქოს წყევლა და
შეჩვენება იმალება.
ჩინელი ბავშვს ეკითხება:
‒ რატომ იცინის?
– იმიტომ, რომ შენ გეცეკვები.
მათაც ეცინებათ. უეცრად ყველაფერი იცვლება.
პიერის სიცილი ყალბი, უხეში და გამაღიზიანებელი ხდება.
ის ყვირის:
– მაპატიეთ. ნერვიული სიცილი ამივარდა. თავს ვერ ვიკავებ...
იმდენად... იმდენად არ შეეფერებით ერთმანეთს... ძალიან სასაცი-
ლოა... თავს ვერ ვიკავებ...
ჩინელი ბავშვს ხელს უშვებს, საცეკვაო მოედანს კვეთს და დედის
გვერდით მჯდარ პიერს უახლოვდება. სულ ახლოდან ისე დაჟინებით
უცქერს და იმდენად გულმოდგინედ აკვირდება მას, რომ იფიქრებ,
რაღაც უსაზღვროდ აინტერებს.
უფროს ძმას შიში იპყრობს.
ჩინელი ძალიან მშვიდად, ღიმილით ეუბნება:
– მაპატიეთ, ცუდად გიცნობთ. ძალიან მაინტერესებს... რატომ
ცდილობთ გაცინებას? რა საჭიროა ეს ნაძალადევი სიცილი?.. რას
ელით?..
უფროს ძმას ეშინია.
– არაფერს... მაგრამ ჩხუბისთვის ყოველთვის მზად ვარ...
ჩინელი ლაღად იცინის:
–კუნგ-ფუზე დავდიოდი... ასე რომ, ჩხუბის დაწყებამდე მოწინა-
აღმდეგეს ყოველთვის გაფრთხილებ...
დედას შიში იპყრობს და ყვირის:
– მუსიე, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მუსიე... მთვრალია!..
პიერი კიდევ უფრო შეშინებული ჩანს:
– არა მაქვს სიცილის უფლება, თუ რა ხდება?!
ჩინელი სიცილით ეუბნება:

132
– არა.
– მაინც, რატომ არ მოგწონთ ჩემი სიცილი?
ჩინელი შესაფერის სიტყვას ამაოდ ეძებს.
ამბობს, ალბათ, ამის სიტყვებით გადმოცემას ვერ შევძლებო.
ცოტა ხანში კი შესაფერის სიტყვას პოულობს და ამბობს:
– ყალბი... დიახ, ყალბი სიცილი...ეს მხოლოდ თქვენ გგონიათ,
რომ იცინით, მაგრამ ამას სიცილი არ ჰქვია...
უმცროსი ძმა დგება, ბარისკენ მიდის და ერთ მეტისს საცეკვაოდ
იწვევს. არ ესმის, რას ეუბნება ჩინელი პიერს.
უფროსი ძმა სკამთან გაუნძრევლად დგას. ჩინელისაკენ ნაბიჯ-
საც კი ვერ დგამს. ისევ ჯდება და ხმადაბლა ამბობს:
– ამ ტიპს თავი ვინ ჰგონია?
ჩინელი ისევ ბავშვს ეცეკვება.
ცეკვავენ.
მუსიკა სრულდება.
უფროსი ძმა ბარისკენ მიდის და „მარტელ-პერიეს“ უკვეთს.
უკან ბრუნდება. ჩინელთან ახლოს დაჯდომას ვერ ბედავს. მამა-
კაცი დედის გვერდით ზის. ქალს ისევ ეშინია და ხმაათრთოლებული
კანკალით ეკითხება:
‒ მუსიე, მართლა შეისწავლეთ ჩინური ორთაბრძოლები?
ჩინელს ეცინება:
– ო, არა!.. არასოდეს, მადამ, არასოდეს. ალბათ, ვერც კი წარ-
მოიდგენთ, რომ საერთოდ არ შემისწავლია... საერთოდ არა.
დედა იღიმის:
– გმადლობთ, მუსიე... გმადლობთ...
ის ისევ ეკითხება:
– მართალია, რომ ყველა მდიდარი ჩინელი სწავლობს ამ ორ-
თაბრძოლებს?
– არ ვიცი...
ჩინელი დედას აღარ უსმენს. უფროს ძმას თვალს არ აცილებს.
მონუსხული შესცქერის.
‒ საოცარია... როცა თქვენს ვაჟიშვილს ვუყურებ, მისი ცემის სუ-

133
რვილი მიჩნდება... მაპატიეთ...
დედა მისკენ იხრება და ჩურჩულით ეუბნება:
– დიახ... ვიცი... ეს ნამდვილი საშინელებაა... ჩემი ქალიშვილიც
გეტყოდათ...აპატიეთ ჩემს ვაჟიშვილს, მუსიე. რაც მთავარია, მე მო-
მიტევეთ. ყველაფერში დამნაშავე მე ვარ. შვილები ცუდად აღვზარ-
დე და ყველაზე მეტად სწორედ მე ვისჯები...
დედა ბარისკენ იხედება, პიერს თვალებით ეძებს და ამბობს, სას-
ტუმროში წავიყვან, უკვე მთვრალიაო.
ჩინელი უღიმის:
– თქვენ კი არა, მე უნდა მოგიხადოთ ბოდიში, მადამ... არ უნდა
ავყოლოდი... მაგრამ თავი ვერ შევიკავე... ამის გამო ნუ წახვალთ...
– გმადლობთ, მუსიე... მესმის, რასაც ამბობთ... ჩემი ვაჟიშვილი,
თითქოს ცემას ითხოვს...
– ალბათ, ბოროტია, არა?..
დედა ყოყმანობს, თუმცა მაინც ეუბნება:
– ალბათ... განსაკუთრებულად სასტიკია... რა საშინელებაა...
სხვების ტანჯვა სიამოვნებას ანიჭებს. ამას სისასტიკე ჰქვია... რა სა-
ოცარია... რა ოსტატურად ჩადის ბოროტებას...
დედა ჩაფიქრებული ჩანს. კვლავ განაგრძობს:
– ფრანგულად ამას ეშმაკისეულ გონიერებას უწოდებენ.
– ჩინურად კი დემონთა გონიერებას, ბოროტ გენიას, გონს...
– ჰო, მუსიე...
– გეთანხმებით, მადამ...
ჩინელი დედას თვალს ვერ სწყვეტს. დედას შიში იპყრობს და
ეკითხება, რა მოხდაო.
– გთხოვთ, სიმართლე მითხარით, მადამ... თქვენს ქალიშვილს
უფროსი ძმა ხშირად სცემდა?..
დედა ხმადაბლა კვნესის. შიში იპყრობს. უფროს ძმას ჩინელის
შეკითხვა არ გაუგონია. ქალი ყოყმანობს, თავისი ქალიშვილის საყ-
ვარელს თვალს არ აცილებს.
– არა... მხოლოდ მე ვცემდი... მეშინოდა, რომ პიერი ცემით მოკ-
ლავდა...

134
ჩინელი დედას უღიმის:
– ის გიბრძანებდათ, რომ ქალიშვილი გეცემათ?
‒ რაკი ასე დაჟინებით მთხოვთ... დიახ... მაგრამ საქმე ასე მარ-
ტივადაც არაა...ჩემს გოგონას იმიტომ ვცემდი, რომ პიერი ძალიან
მიყვარდა... მინდოდა, მისთვის მესიამოვნებინა და ეგრძნო, რომ
ხანდახან მაინც იყო მართალი... ხომ გესმით?
დედა ტირის. უფროსი ძმა ყველაფერს ამჩნევს. მათ უახლოვდე-
ბა. ჩინელი მას უყურებს. პიერი შეშდება. დედა ამას ვერ ხედავს. ჩი-
ნელს ხმადაბლა ეკითხება:
– ჩემი გოგონა ამაზე გესაუბრათ?
– არა, არასოდეს. ყველაფერს ამ საღამოს მივხვდი... ადრე ეჭვი
გულს მიღრღნიდა, რადგანაც მის თვალებში ბავშვური შიში კრთო-
და. რაღაც მოსვენებას არ აძლევდა... ყველაფრის ეშინოდა: ჭექა-
ქუხილის, სიბნელის, მათხოვრების, ზღვის, ჩინელების... – იღიმის
ჩინელი: – ჩემი და საერთოდ, ყველასი...
დედა უხმოდ ტირის. ჩინელი აშკარად გულგრილად უყურებს უფ-
როს ძმას. ცდილობს, მიუკერძოებლად შეაფასოს. აინტერესებს ლა-
მაზია თუ არა. უცქერს მის ელეგანტურ ტანსაცმელს. მას თვალს ვერ
სწყვეტს და დედას ეკითხება, თქვენი ვაჟიშვილი რა სიტყვებს წარ-
მოთქვამდა, როცა დას სცემდაო.
– გაგხედნი, მოგათვინიერებ, ლაგამს ამოგდებო... უფრო ხში-
რად ხელიდან წასულსა და ზნედაცემულს ეძახდა. მარწმუნებდა, თუ
რამეს არ ვიღონებთ, ის ხელიდან წასული გოგონა გახდება, დარ-
წმუნებული ვარ, ყველა კაცთან დაწვებაო...
‒ მისი სიტყვების გჯეროდათ, მადამ?
– ახლაც მჯერა, მუსიე.
დედა ჩინელს თვალს არ აცილებს:
– თქვენ, მუსიე?
– მადამ, როგორც კი შევხედე, მივხვდი, როგორიც იყო... ერთი
ნახვით შემიყვარდა... ბორანზე შევხვდით...
ერთმანეთს ცრემლმორეულები უღიმიან.
– თუნდაც ხელიდან წასული, მთელი ცხოვრება მეყვარება... პიე-

135
რი დიდხანს სცემდა?
– მანამ, სანამ პაულომ არ დაგვინახა, როგორ ვიყავით სამივენი
ჩაკეტილი ოთახში... მე, პიერი და ჩემი გოგონა... პაულომ ვერ მო-
ითმინა და პიერს გაცოფებული ეცა... ასე ცხოვრებაში არ შემშინე-
ბია...
ჩინელი ერთი ამოსუნთქვით, ხმადაბლა ეკითხება:
– რომელ ვაჟიშვილზე ღელავდით, მადამ?
დედა ჩინელს უყურებს. დგება, მაგრამ ისევ ჯდება.
ჩინელი განაგრძობს:
‒ გთხოვთ. მაპატიეთ, მადამ...
დედა ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს:
– უნდა იცოდეთ, მუსიე... ძაღლის სიყვარულიც კი წმიდათაწმი-
დაა... სიცოცხლის უფლებასავით წმინდა და ხელშეუვალი ერთი უფ-
ლებაც გვაქვს: – არავის ავუხსნათ, თუ რატომ გვიყვარს ვინმე ან რა-
მე...
ჩინელი თვალებს ხრის და ტირის:
– არასოდეს დავივიწყებ თქვენს სიტყვებს... ძაღლის სიყვარუ-
ლიც კი...
ბავშვი თანს ეცეკვება და ხმადაბლა ეუბნება:
– მალე ხუთას პიასტრს მოგცემ... ჯერ დედას არ მისცე! დამალე.
ფრთხილად იყავი, პიერმა არ დაგინახოს...
თანი ეუბნება, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეო.
– რომ მომკლას, ამ ფულზე მაინც არაფერს ვიტყვი. ახლა სულ
ოპიუმს ეწევა და ძალღონეგამოლეულია. მოვერევი.
თანი ბავშვის თმების სურნელს გრძნობს. ისე ჰკოცნის, რომ
თითქოს, მარტონი არიან. მათ ყურადღებას არავინ აქცევს. არც ჩი-
ნელი და არც გოგონას ოჯახის წევრები. ჩინელი უყურებს, როგორ
ეცეკვება ბავშვი თანს, თუმცა საერთოდ არ ეჭვიანობს. თავგზაარეუ-
ლი და მარტოსული, შლეგს დამსგავსებია. უნუგეშო ტკივილი სტან-
ჯავს, რადგან ხვდება, რომ მალე ბავშვს სამუდამოდ დაკარგავს.
მის წინაშე უსახური სიცარიელე სუფევს. დედა გრძნობს, რომ
მას გული ძალიან სტკივა და საოცარი, მომაჯადოებელი ხმით ეუბნ-

136
ება:
– ჩემი ქალიშვილი ძალიან გტანჯავთ, მუსიე...
უფროსი ძმა ისევ საცეკვაო მოედნის კუთხეში დგას. არ იძვრის.
ხვდება, რომ საფრთხე აღარ ემუქრება, რადგანაც ჩინელს მისი არ-
სებობაც კი დაავიწყდა.
– ბინძური ჩინელუკა!
ჩინელი დედას უღიმის:
– ჰო, მადამ. თქვენი ქალიშვილი ძალიან მტანჯავს... ამ წამებას
ვეღარ ვუძლებ...
მთვრალი დედა ჩინელის სიტყვებზე ტირის. საოცარი და დიდე-
ბული ქალია.
– საშინელებაა, მუსიე... თქვენი მესმის... რა თავაზიანი ხართ,
ჩემს ქალიშვილზე ასე გულწრფელად რომ მელაპარაკებით... მთე-
ლი ღამეები დაუსრულებლად ვისაუბრებდით მასზე, არა, მუსიე?
– დიახ, მადამ... თქვენსა და თქვენს ქალიშვილზე ვილაპარაკებ-
დით... – ეუბნება ჩინელი, ცოტა ხნით ჩუმდება და ისევ განაგრძობს:
– პიერი ამბობდა, ჩემს დას მისდა საკეთილდღეოდ ვცემო... როგორ
ფიქრობთ, მართლა ასე ფიქრობდა?
‒ დიახ, მუსიე... ვიცი, უცნაურია, მაგრამ სიმართლეა... შემიძ-
ლია, დაგიფიცო...
ჩინელი ქალს ხელზე ჰკოცნის:
– შეიძლება, მიხვდა, რომ თქვენს გოგონას საფრთხე ემუქრებო-
და...
დედა აღფრთოვანებისაგან ტირის:
– ო, რომ იცოდეთ, რა სასტიკი და უსამართლოა ცხოვრება, მუ-
სიე...
ბავშვი და თანი აღარ ცეკვავენ.
‒ იმ შეკვრაში მეორე შეკვრაც დევს, რომელშიც შენთვის ორასი
პიასტრია გახვეული...
გაოცებული თანი ბავშვს ეუბნება:
– ის მჩუქნის?
– ჰო... ტყუილად ნუ ეცდები იმის გაგებას, თუ რატომ გჩუქნის...

137
თანი ჩუმდება.
– ფულს შევინახავ. შემდეგ კი სიამში წავალ... – ამბობს ის.
ჩინელი მეორე მაგიდასთან ჯდება. მარტო ყოფნა სურს. ამ ქა-
ლაქშიც და ცხოვრებაშიც სრულიად მარტოა. სრულიად მარტო. გუ-
ლით იმ ბავშვის სიყვარულს ატარებს, რომელიც მალე აქედან სამუ-
დამოდ გაემგზავრება. მის სხეულს ვეღარასოდეს შეეხება. ჩინელს
გაუსაძლისი ტკივილი ტანჯავს. თეთრკანიანი ბავშვი ყველაფერს
ხვდება...
ის ჩინელს უმზერს და ახლაღა ხვდება, რომ მარტოობა ყოველ-
თვის მათთან იყო. მათ შორის. ეს ერთგვარი ჩინური მარტოობა
მშობლიური ქვეყანასავით იცავდა ჩინელ საყვარელსა და ბავშვს.
მათი სიახლოვისა და სიყვარულის საწინდარი იყო. სწორედ მისი
წყალობით ერწყმოდა მათი სხეულები ერთიმეორეს და, თითქოს,
ერთ არსებად იქცეოდნენ.
ბავშვი გრძნობს, რომ ეს ნამდვილი სიყვარულის ისტორიაა.
უმცროსი ძმა ახალგაზრდა მეტისს ეცეკვება. თანი მას თვალს
ვერ სწყვეტს.
პაულოს ცეკვა არასოდეს უსწავლია, თუმცა, საოცრად სხარტად,
მომხიბვლელად ცეკვავს.
ბავშვი თანს ეუბნება, პაულომ ცეკვა არ იცისო. თანმა ეს არ იცო-
და.
დედა და უფროსი ძმა განცალკევებით სხედან. ყველა მოცეკვავე
პაულოს შესცქერის.
ის უკან ბრუნდება და დას საცეკვაოდ იწვევს. ყოველთვის ერთად
ცეკვავენ. საოცარი სანახაობაა... პაულო ისე ცეკვავს, რომ თითქოს
სძინავს და არც კი იცის, რას აკეთებს. დას არ უყურებს. ბავშვსაც
თვალები დაუხრია. თითქოს, თავადაც არ იციან, როგორ ცეკვავენ.
ასე ვეღარასოდეს იცეკვებენ. ვეღარასოდეს.
პრინცსა და პრინცესას ჰგვანან, დიდებულად ცეკვავენო, ამბობს
დედა.
ბავშვი და პაულო გასაოცრად, ეშმაკურად იცინიან. ვერავინ
ხვდება, რა აცინებთ. არ ლაპარაკობენ. ერთმანეთს უყურებენ და

138
ეცინებათ. არ იციან, რომ მათ ყველანი მხიარული სახეებით შესცქე-
რიან.
ჩინელი მათ უმზერს და ტირის.
ჩურჩულებს:
– ერთმანეთს აღმერთებენ...
დედამ მისი ხმა გაიგონა და ჩინელს უთხრა:
‒ ჰო... ასეა... ზუსტად ეს სიტყვა შეეფერებათ...
უფროსი ძმის ხმა ისმის. დედას ეძახის:
– პაულო ხალხში გამოსაჩენი არ არის. მოუქნელად ცეკვავს, უნ-
და გაჩერდეს...
როგორც ჩანს, მისი სიტყვები ბავშვის გარდა ვერავინ გაიგონა,
თუმცა ის არაფერს იმჩნევს.
და-ძმამ ცეკვა დაასრულა.
ბავშვი მაგიდასთან მარტოდმარტო მჯდარ ჩინელს უახლოვდე-
ბა. მასთან ცეკვა სურს.
ცეკვავენ.
– წეღან ძალიან შემეშინდა. – ეუბნება ბავშვი.
– გეგონა, შენს უფროს ძმას მოვკლავდი?
‒ ჰო... – უღიმის ბავშვი და განაგრძობს: – ამას ვერ გაიგებ...
– ცოტათი მესმის...
– ალბათ, მართალი ხარ... არასოდეს შემიყვარდები... ამას ახ-
ლა ვამბობ. მხოლოდ და მხოლოდ ახლა. მაგრამ... ამ საღამოს მეჩ-
ვენება, რომ არ მიყვარხარ და არასოდეს შემიყვარდები...
ჩინელი დუმს.
ბავშვი განაგრძობს:
– მირჩევნია, არ გიყვარდე და ისევ საყვარლები გყავდეს... სწო-
რედ ეს მინდა...არ უნდა შეგყვარებოდი. არ ღირდა.
სიჩუმეა.
– თანის გარდა ყველანი წავალთ... პაულოც კი... შენ ცოლთან
ერთად ცისფერ სახლში დარჩები...
ჩინელი ეუბნება, ყველანაირად ვცდილობ, ამას შევეგუო, მაგ-
რამ არ შემიძლიაო.

139
ისევ ცეკვავენ.
სხვა თემაზე საუბრობენ.
ცეკვა სრულდება.
– მინდა, რომელიმე გოგონას ეცეკვო. გააკეთე ეს ჩემი გულის-
თვის... მინდა, ერთხელ მაინც დაგინახო სხვა გოგონასთან ერთად.
– ემუდარება ბავშვი.
ჩინელი ყოყმანობს. ცოტა ხანში იმ ყველაზე ლამაზ გოგონას იწ-
ვევს საცეკვაოდ, ცოტა ხნის წინ პაულოს რომ ეცეკვებოდა.
ტანგოს ჰანგები იღვრება.
ბალუსტრადს მიყრდნობილი ბავშვი შესცქერის ბორანზე გაცნო-
ბილ, ღია ფერის აბრეშუმის კოსტიუმში გამოწყობილ, ელეგანტურ
მამაკაცს, რომელიც, თითქოს, მდიდრულ კურორტზე იმყოფება. აქ
მისი ასეთი ჩაცმულობა ზედმეტადაც კი ჩანს.
ბავშვი მას თვალს ვერ სწყვეტს. ჩინელს გული სტკივა, რადგან
არ შეუძლია, საკუთარი ქვეყნის ტრადიციას უღალატოს. სრულიად
უძლურია. იცის, რომ მამას ვერასოდეს მოკლავს და გაქურდავს და
ბავშვს გემით ან მატარებლით სადღაც, უსასრულოდ შორს ვერ წა-
იყვანს. კარგად იცნობს ჩინურ ტრადიციებს და იცის, რომ ადათ-წე-
სებს ვერ უღალატებს.
ჩინელი ცეკვას წყვეტს. ბავშვი ეუბნება:
– რა საშინელებაა... ფულის გარეშე სრულიად უძლური ხარ...
მის გარეშე ვერსად გაემგზავრები და ვერც დარჩები... დედას ვალე-
ბიც აქვს... შენ ამას ვერ გაიგებ... შეიძლება, გავგიჟდე... დედას მთე-
ლი ხელფასი ვალების გასტუმრებაში ეხარჯება... გაჩანაგებული,
უნაყოფო, წართმეული ბრინჯის ყანების საფასურსაც კი იხდის... იმ
მიწას ღარიბ-ღატაკებსაც კი ვერ ჩუქნის...
‒ პიერზე საუბარი მინდა. გასულ კვირას მდინარისპირა ოპიუმის
მოსაწევ სახლთან დავინახე... მთხოვა, ასი პიასტრი მომეციო... მი-
ვეცი. მგონი, ოპიუმს სიკვდილამდე მოწევს და საშინელებებს ჩაი-
დენს... ყველაფერს იკადრებს. ყველაფერს... როცა საფრანგეთში
წავა და ოპიუმი აღარ ექნება, კიდევ უფრო დიდი საშინელება მოხ-
დება... კოკაინის მოწევას დაიწყებს და საშიშ დამნაშავედ იქცევა.

140
დედაშენმა პაულო სასწრაფოდ უნდა მოაშოროს მას... მეძავად ისე
გაქცევს, რომ თვალსაც არ დაახამხამებს. ნარკოტიკების საყიდ-
ლად ყველაფერს იკადრებს. შენი ჯერ კიდევ ეშინია... მაგრამ ასე
დიდხანს არ გაგრძელდება... მეჩვენება, რომ მკვლელთან ერთად
ცხოვრობთ...
– ჩემი მეძავად ქცევა უკვე სცადა. სადეკში სტუმრად მყოფ საიგ-
ონელ ექიმს ჩემ თავს სთავაზობდა... თანს ეს ამბავი თავად იმ ექიმ-
მა უთხრა... თანს პიერის მოკვლა უნდოდა...
ბავშვი ცეკვას წყვეტს და ეკითხება:
– ნუთუ, ნებისმიერ ადამიანს მისცემდი ას პიასტრს?
– ჰო...
– რატომ? – სიცილით ეკითხება ბავშვი.
– არ ვიცი. ალბათ, იმისთვის მივეცი ფული, რომ დედაშენი აღარ
შეეწუხებინა... არა... ვცდები... ფული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ
მივეცი, რომ ოპიუმი მიყვარს, მისი მესმის.
– ყველას მისი მოკვლა გვინდოდა... დედასაც კი... იმ ექიმს ჩემს
სანაცვლოდ ასიოდე პიასტრს სთხოვდა... აი, ასეთი იაფფასიანი
ნივთი ვიყავი მისთვის!
სიჩუმეა. მამაკაცი იღიმის:
– არ მოგწონდა ის ექიმი?
– არა... სანამ შენ გაგიცნობდი, თანი მიზიდავდა...
ჩინელმა ეს ისედაც იცოდა.
ის ეუბნება, შოლენში ბანქოს სათამაშოდ უნდა წავიდე, მძღოლი
მოგაკითხავს, ბინაში წაგიყვანს და ფული აიღეო...
– იმ ფულს თანს ამ საღამოსვე მივცემ. დედას მხოლოდ მაშინ გა-
დასცემს, როცა სადეკში ჩავლენ...
ცეკვა სრულდება. ჩინელი დედასთან დასამშვიდობებლად მი-
დის. ლამის დაავიწყდა ფულის გადახდა. მაგიდაზე დადებულ ლამ-
ბაქზე ას პიასტრს დებს. მიმტანი ფულს იღებს, მიდის, ისევ ბრუნდება
და ლამბაქზე ხურდას დებს.
ჩინელი წავიდა. ხურდის აღება დაავიწყდა.
უფროსი ძმა ნელა დგება და ბარისაკენ მიდის. ლამბაქს უახლო-

141
ვდება და მაგიდაზე ხელისგულს უსვამს.
მხოლოდ თანმა და ბავშვმა შეხედეს, როგორ აიღო მან ლამბაქ-
ზე დადებული ხურდა. იცინიან, თუმცა არაფერს ამბობენ
ზოგჯერ, როცა ისინი ხედავდნენ, როგორ იპარავდა უფროსი ძმა
ფულს, გიჟებივით იცინოდნენ.
პიერმა ფული ჯიბეში ჩაიდო.
ამ საღამოს უფროს ძმას მიმტანის ეშინოდა, რადგან ის მათ მა-
გიდასთან მოვიდა და ფეხის ქირა მოითხოვა. წუწუნებდა, კლიენ-
ტებს მომსახურებისათვის გასამრჯელოს გადახდა არ უნდათო.
უფროსმა ძმამ დაინახა, როგორ წავიდა ჩინელი. თქვა, მივდივა-
რო, გარეთ გავიდა და B 12 – ში ჩაჯდა. ბავშვს დაავიწყდა, რომ უფ-
როსი ძმა მშიშარა იყო.
თანი და ბავშვი უფროს ძმაზე ისევ ღელავენ.
უმცროსი ძმა ისე ცეკვავს, თითქოს არაფერი მომხდარა. მას მარ-
თლაც არაფერი დაუნახავს.
უფროსი ძმა უკან ბრუნდება და ყვირის:
–კმარა! წავიდეთ ამ უსახური სოროდან!
განრისხებული ჩანს. პაულოს უბრძანებს, ახლავე გარეთ გამოდ-
იო. ბავშვი ძმებს შორის დგება და პიერს ეუბნება, სანამ ცეკვა არ
დასრულდება, პაულო აქედან ფეხს არ მოიცვლისო.
უფროსი ძმა ბავშვს ემორჩილება.
დედა მთვრალია. ყველაფერზე ეცინება: შვილის ქურდობაზე,
მის შიშსა თუ მრისხანებაზე. თითქოს ძალზე სასაცილო კომედიას
უყურებს, რომელიც ზეპირად იცის და ყოველთვის სიხარულით უც-
ქერს. ეს სანახაობა ისე ახალისებს, როგორც ბავშვური წინდაუხე-
დაობა და უშუალობა.
უფროსი ძმა ისევ კასკადის ეზოში ბრუნდება.
ერთ-ერთი თანამშრომელი მათ უახლოვდება და ეუბნება, აქაუ-
რობა იკეტებაო.
მუსიკა წყდება. ბარი იხურება.
ბავშვი თანს ეუბნება:
– მთელი ოჯახი ნაძირლები და არამზადები ვართ.

142
თანი სიცილით ეუბნება, არა უშავსო.
– ბინაში მივდივარ... ფული უნდა ავიღო. ლიოტეს ქუჩაზე დამე-
ლოდე, იმ ორმოსთან, სადაც ალისი კაცებთან ერთად წვებაო.
თანს ის ადგილი ახსენდება. აგონდება, რომ ბავშვმა იმ ალისის
ისტორია უამბო, რომელსაც უცხო მამაკაცები იმ ორმოსთან მანქა-
ნით აკითხავენ.
ბავშვი თანს ყველაფერს უმხელდა. მხოლოდ ის დაუმალა, რაც
სადეკელ ჩინელთან ერთად თავს გადახდა. თანზე კი მხოლოდ სა-
დეკელ ჩინელს უყვებოდა.

საცეკვაო მოედანი ცარიელდება.


ცარიელი ლიმუზინი ციხესავით განათებულა.
მძღოლი ბავშვს ელოდება.
უფროს ძმას B12 -ში ჩაეძინა.
ყველანი აქეთ-იქეთ იხედებიან. ვერ ხვდებიან, სად გაქრა ჩინე-
ლი. სიმართლე მხოლოდ თანმა და ბავშვმა იციან და გიჟებივით
იცინიან.
დედა უკანა სავარძელზე, უფროსი ძმის გვერდით ჯდება.
პაულო, ჩვეულებისამებრ, თანის გვერდით ჯდება.
მძღოლი „ლეონ ბოლეს“ კარს აღებს.
ბავშვი უკანა სავარძელზე ჯდება.
გაოცებული ოჯახის წევრები აქეთ-იქით იხედებიან. ჩინელის გა-
მოჩენას ელოდებიან. ბავშვი „ლეონ ბოლეში“ მარტოდმარტო ჯდე-
ბა. ისინი ყველაფერს ხვდებიან.
ბავშვი და მძღოლი იცინიან.
მძღოლი ფრანგულად ეუბნება:
– ჩემმა ბატონმა მითხრა, რომ შოლენში წაგიყვანოთ.
მძღოლი მანქანას ბინის წინ აჩერებს. ბავშვს კარს უღებს. ის მან-
ქანიდან გადმოდის. ბინაში ნელა შედის. ისე ჩუმად მიაბიჯებს, თით-
ქოს, ვიღაცას სძინავს. კარს ფრთხილად ხურავს. უკაცურ ბინას უც-
ქერს. ის აქ მარტოდმარტო არასოდეს ყოფილა. არ ჩქარობს.
მაგიდაზე დადებულ, ნახევრადგახსნილ, დიდ შეკვრას არ იღებს.

143
მაგიდასთან, სავარძელში ჯდება და ირინდება.

***

ბინაში ფულის ამარა, მარტოდმარტო ზის.


გარეთ მძღოლი „ლეონ ბოლეს“ ძრავას აქრობს.
სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. შორს, მდინარის პირას ძაღ-
ლები ყეფენ.
დიდ შეკვრაში ორი შეკვრა დევს. ერთი დედისთვის, მეორე – თა-
ნისთვის.
ფულს ბანკის ქაღალდის სამაგრიც აქვს შემოკრული. ბავშვი მას
ხელს არ ჰკიდებს. პირიქით, დიდ ყვითელ შეკვრაში მალავს.
არ იძვრის. სავარძელზე მისი საყვარლის შავი ხალათი დევს,
რომელსაც სამგლოვიარო იერი აქვს. ბავშვი ხალათს თავზარდაცე-
მული შესცქერის. ეს ბინა უკვე სამუდამოდ მიატოვეს. ირგვლივ უსა-
ხური სიცარიელე გამეფებულა.
ბავშვი ტირის. ზის და ტირის. ბინაში ფულის ამარა, მარტოდმარ-
ტო ზის. გული აუჩუყდა, აქ მარტო მოსვლა და ფულის აღება რომ
შეძლო. მათ ეს შეძლეს. დედის წყალობით ფული მოიპოვეს... ბავ-
შვი ისევ ტირის. უხმოდ. ყველაფერს ხვდება. გულისმომკვლელი
სევდა ერევა. ტკივილს საერთოდ ვეღარ გრძნობს.
დიდ შეკვრას ჩანთაში დებს. დგება. შუქს აქრობს. გარეთ გადის.
ბინა ისევ წყდიადში იძირება.
კარის საკეტში გასაღების გადატრიალების ხმა და ძრავის გუგუ-
ნი ისმის. მანქანა მიდის. თითქოს, ქალაქს ერწყმის.

144
***

ლიოტეს პანსიონის ეზო ცარიელია.


საღამოა.
როგორც ყოველთვის, მოსამსახურე ბიჭები ისევ სამზარეულოს-
თან მღერიან და ბანქოს თამაშობენ.
ბავშვი ფეხსაცმელებს იხდის და საერთო საძინებელში შედის.
ღია ფანჯრებიდან პანსიონის უკან მდებარე ქუჩა მოჩანს.
რამდენიმე გოგონა და ზედამხედველი სარკმელთან დგას და
უყურებს, როგორ წევს ალისი მამაკაცთან ერთად ორმოში, ბნელ
ქუჩაში. ეს საიგონის ერთ-ერთი ბოლო ქუჩაა. მამებისგან მიტოვე-
ბული მეტისი გოგონების პანსიონის ქუჩა.
ბავშვი ფანჯარას უახლოვდება და ბნელ ქუჩას გასცქერის. კაცი
გოგონას ზემოდან დასწოლია და მოძრაობს. ორივეს თეთრი ტან-
საცმელი აცვია.
მორჩნენ. სიამოვნება მიიღეს. ალისი და მისი საყვარელი ორმო-
დან ამოდიან.
ელენ ლაგონელიც გატაცებით უცქერს ამ სცენას.
ბავშვი, ელენი და სხვა გოგონები დასაწოლად მიდიან.
ალისი პანსიონში ბრუნდება, საძინებელში შემოდის, შუქს აქ-
რობს და წვება.ბავშვი ისევ დგება, საძინებელსა და ეზოს კვეთს და
ქუჩაში გადის. თანს ელოდება.
ძალიან ხმადაბლა, ნაზად, სიმღერით წარმოთქვამს ამ ლამაზი
ბიჭის – თანისსახელს.

ბავშვი და თანი.
პანსიონის უკანა მხრიდან თანი გამოდის. ბავშვი მისკენ მიდის.
ერთმანეთს უსიტყვოდ ეხუტებიან. ბავშვი ეუბნება, ფული ავიღეო.
პანსიონის უკან მდგარ B12-ს უახლოვდებიან.

145
ბავშვი უკანა სავარძელზე წვება. ერთმანეთს უყურებენ. თანმა
ყველაფერი იცის, მაგრამ არაფერს ეუბნება.
ზოოპარკს უახლოვდებიან. ქუჩა უკაცურია. თანი მანქანას სამხე-
ცის უკან, გალავანთან აჩერებს.
ბავშვი ამბობს:
– ადრე აქ ყოველ ხუთშაბათს მარტოდმარტო მოვდიოდი. ახლა
კი შენთან ერთად ვარ...
ერთმანეთს თვალს არ აცილებენ.
– მისი საყვარელი ხარ... – ეუბნება თანი.
– ჰო... იმედი გქონდა, რომ არ ვიყავი?
– ჰო.
პატარა მძღოლი კვნესის. ვიეტნამურად ლაპარაკობს. ბავშვს არ
უყურებს.
– მოდი ჩემთან, თან... – ეუბნება ბავშვი.
– არა...
– ჩვენ ეს ყოველთვის გვინდოდა... ორივეს... ნუღარ გეშინია...
მოდი ჩემთან, თან...
– არა, არ შემიძლია. შენ ჩემი და ხარ.
თანი მაინც ემორჩილება და მისკენ მიიწევს. ერთმანეთს ეხუტე-
ბიან, ერთიმეორის სურნელს გრძნობენ. ტირიან.
ეძინებათ.
მათ შორის არაფერი მომხდარა.
ბავშვს ეღვიძება. ისევ უკუნი ღამეა. თანს ეძახის. ეუბნება, „შარ-
ნეს“ სასტუმროში გათენებამდე უნდა მივიდეთო.
ისევ ეძინება.
თანი მძინარე ბავშვს დასცქერის. მანქანას ძრავს, სასტუმრო
„შარნეში“ მიდიან.

146
***

სასტუმრო „შარნეს“ ოთახი.


პატარა ძმას სძინავს.
თანი მეორე საწოლში, ლეიბზე წვება. ისინი დედაზე ხმადაბლა
ლაპარაკობენ. თანი დედას პიერზე უკვე ესაუბრა.
ბავშვს უყვება:
– გასულ კვირას პიერმა ისევ გაძარცვა ოპიუმის მოსაწევი სახ-
ლი. დედამ მითხრა, თუ იმ სახლის მეპატრონეებს ვალს არ გადაუხ-
დის, დააპატიმრებენო.
დედას ამაზე ფიქრიც კი თავზარს სცემს. პიერი მალე საფრან-
გეთში გაემგზავრება, თუმცა დედას ვალის გასტუმრება მაინც მოუ-
წევს. პიერი წავა და ეს საშინელება დასრულდება. დედამ ვალის გა-
სასტუმრებლად ფული უნდა გადაინახოს. არ ვიცი, როგორ უძლებს
ამ ყველაფერს... როგორ არ გიჟდება?!
– მშვენივრად იცი, რომ ის თითქმის გიჟია...
– ჰო...
– ჰო. დედას ამ ფულზე არაფერი უთხრა, თორემ პიერი ამ საღა-
მოსვე მოჰპარავს... დედა არც კი შეეწინააღმდეგება...
– ვიცი. მე თვითონ გადავიხდი პიერის ვალს. დარჩენილ ფულს
კი გადავმალავ.
სიჩუმეა.
ბავშვი თანს უყურებს და ეუბნება:
– სიკვდილამდე შენთან დაწოლა მომინდება...
ის ფულით სავსე დიდ შეკვრას უწვდის. თანი აბრეშუმის შარფში
ახვევს, ნასკვავს, წელზე მაგრად იკრავს და ამბობს:
– ახლა პიერს შეუძლია, უსასრულოდ ეძებოს ეს ფული...
‒ არც მე მითხრა, სად დამალავ...
‒ თანი ეუბნება, მართალია, პაულო ვერაფერს იმახსოვრებს,
მაგრამ მასაც კი არაფერს ვეტყვიო.

147
ბავშვი ძილმორეულ თანს უყურებს.
როცა ისინი B12-ით კაშხალისაკენ მიმავალ გზას მიუყვებოდ-
ნენ, თანი სიმღერას იწყებდა, რათა გოგონას ჩასძინებოდა. ეუბნე-
ბოდა, იმისთვის გიმღერი, რომ ავი სულების, ტყის, ვეფხვების, პი-
რატებისა და სხვა კამბოჯური საშინელებების არ შეგეშინდესო.
თანს ეძინება. ბავშვი მის ლამაზ სხეულს ეფერება. სიამის ტყეზე
ფიქრობს და ტირის.
თანი მის ნებას ემორჩილება. კვლავ ბავშვისათვის მღერის. ის
ტირილით ეკითხება, რატომ არ გინდა ჩემთანო.
თანი სიცილით ეუბნება, მეშინია, თეთრკანიანი მამაკაცები და
ქალები არ მოვკლა, საკუთარ თავს უნდა გავუფრთხილდეო.

***

კვლავ შოლენი.
ხანდახან მძღოლი ბინაში მარტოდმარტო მიდის. ჩინელი შინ არ
ხვდება.
არავინ იცის, სად დადის ის. ბინაში ბავშვის მოსანახულებლად
სტუმარივით მოულოდნელად მოდის.
ბინა თითქმის არასოდეს იკეტება. ღამითაც კი. ჩინელი ამბობს,
არ მინდა, ეს ბინა დავკეტო, მეზობლებს უკვე კარგად ვიცნობო. სა-
ნამ ბავშვს გაიცნობდა, მეზობლებთან ერთად ზეიმებს აწყობდა.
სხვა ქუჩაზე მაცხოვრებლებსაც კი პატიჟებდა. მას შემდეგ, რაც
ბავშვს შეხვდა, აღარ უზეიმია. ბავშვმა ჰკითხა, თუ გენატრება ის მხი-
არული ზეიმებიო. მან უპასუხა, არ ვიციო.
საღამოა. ერთ-ერთი ბოლო საღამო.
ლიცეუმის წინ შავი მანქანა აღარ დგას. ბავშვს შიში იპყრობს. ჩი-
ნელის ბინაში რიქშით მიდის. ის ბინაშია. მარტოდმარტო. სძინავს.
ბავშვივით მოკუნტულა. ბავშვმა კი იცის, რომ მას არ სძინავს. დაჟი-

148
ნებით უცქერს, მაგრამ არ უახლოვდება. ჩინელი თავს იკატუნებს,
რომ თითქოს, ეღვიძება. ბავშვს უღიმის. კარგა ხანს მდუმარედ უც-
ქერს. ხელებს მისკენ იშვერს და ბავშვს გულში იკრავს, თუმცა, მა-
ლევე ხელს უშვებს და ეუბნება:
– არ შემიძლია.
სწორედ ამ სიტყვების შემდეგ შემოიჭრა ოთახში განშორებაზე
ფიქრი და ჰაერი თითქოს დამძიმდა. გულისამრევი სუნი დადგა. საყ-
ვარლებს გაქცევის სურვილი ეძალებათ.
– ჩემი სხეული აღარ მიილტვის იმ გოგონასკენ, რომელიც მალე
სამუდამოდ მიმატოვებს და ჩემს სხეულს სამუდამო მარტოობის-
თვის გაწირავს.
ის ტკივილზე არ ლაპარაკობს. საბოლოოდ დანებდა. ეუბნება, ჩე
მს სხეულს უკვე შეუყვარდა ეს გაუსაძლისი ტანჯვა-წამება, რომელ-
მაც თითქოს შენი თავიც კი დამავიწყაო.
ბავშვი ვერასოდეს მიხვდება, რისი თქმა სურდა მას. ძალიან უც-
ნაურად ლაპარაკობდა.

149
რა თქმა უნდა, მას ბავშვი უგონოდ უყვარდა. სიცოცხლეზე მეტა-
დაც კი. ახლა კი ამ სიყვარულის გახუნებული მოგონებაღა უყვარს,
რომელიც ასეთ ჯოჯოხეთურ ტანჯვა-წამებას განაცდევინებს.
მძღოლი ბავშვს ყოველ საღამოს ლიცეუმის წინ ელოდება და ბი-
ნაში მიჰყავს.
საყვარელი ბავშვს გულში იკრავს და ეუბნება, პანსიონი ხომ ერ-
თი საათის წინ დაიკეტაო.
– ჰო, მაგრამ დარაჯის ოთახში შევდივართ და ფანჯრიდან ვძვრე-
ბით... ის ყველას გვიცნობს. როცა ჩვენი ხმა არ ესმის, მოსამსახურე
ბიჭებს ვეძახით და კარს გვიღებენ.
ჩინელი იღიმის:
‒ ის ბიჭებიც გიცნობენ?
– ჰო. როცა გვინდა, მაშინ გავდივართ და შემოვდივართ. და-ძმე-
ბივით ვართ. ვიეტნამურად ვსაუბრობთ...
ბავშვი უეცრად მოძალებულ ბრაზს ძლივს იკავებს.
– ყოველ საღამოს იქ დაბრუნება რომ მიწევდეს, ჩემს პატარა
ძმასა და თანს ხელს მოვკიდებდი და ფრი-ნოფში, კაშხალთან გავიქ-
ცეოდი... დედამ ეს მშვენივრად იცის.
ჩინელი ეკითხება, ზუსტად სად არის ის კაშხალიო. ბავშვი ეუბნე-
ბა, სულაც არ არის აუცილებელი, რომ იცოდეო.
– კაშხალთან... პაულოსა და თანთან ერთად... იქაურობა სა-
მოთხეს ჰგავს... უფრო სწორად, ნამდვილი სამოთხეა.
– ზოგჯერ პანსიონში საერთოდ არ ბრუნდები?
– არა. როცა დედა საიგონში ჩამოდის, პანსიონში არ ვბრუნდე-
ბი... ხომ გითხარი? შარნეს სასტუმროში ერთად ვიძინებთ.... კინოში
მარტოდმარტო იშვიათად დავდივარ... პატარა ძმა და თანი მომყვე-
ბიან...
– ხანდახან მხოლოდ შენ და თანი მიდიოდით კაშხალის სანახა-
ვად?
– ხშირად. წვიმიანი სეზონის შემდეგ, თესვის დროს, თუ მუშების-
თვის გასამრჯელოს გადასახდელად...
ბავშვი უყვება, მე და თანი საველე საწოლზე ერთად ვიძინებდით,

150
მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ჩვენ შორის არაფერი მომ-
ხდარაო. – თითქოს, ვთამაშობდით, ვიტანჯებოდით, ჟინის მოკვლა
რომ არ შეგვეძლო. შლეგი სურვილისგან ვტიროდით. შემდეგ თანს
შევუყვარდი... კიდევ უფრო იტანჯებოდა.
ჩინელი საუბარს არ აწყვეტინებს. თვალს არ აცილებს. ბავშვმა
კარგად იცის, რომ ჩინელი მას კი არა, „ედემ-სინემას“ პირველ რი-
გებს უცქერს, რადგან იქ ყოველ საღამოს ლიოტეს პანსიონის საძი-
ნებელი ოთახებიდან გამოპარული მეტისი გოგონები დადიან...
– ელენთან ერთად კინოში იშვიათად დავდივარ... ძალიან იწყე-
ნს. კინო არ აინტერესებს. მხოლოდ იმიტომ დავდივართ „ედემ-სი-
ნემაში“ რომ ბილეთის საფასურს არ გვახდევინებენ. ადრე დედა სა-
იგონში ცხოვრობდა და მასწავლებლად დანიშვნას ელოდა. „ედემ-
სინემაში“ პიანინოზე ხშირად უკრავდა... კინოში ახლაც უბილეთოდ
გვიშვებენ... ლამის დამავიწყდა შენთვის მეთქვა: კინოში ჩემი მათე-
მატიკის მასწავლებელთან ერთადაც დავდივარ...
‒ რატომ?
– თავად მთხოვს. ახალგაზრდაა და საიგონში მოწყენილობა
სტანჯავს.
– მოგწონს?
ბავშვი ორჭოფულად პასუხობს:
‒ ცოტათი...
– თანი?
ბავშვი თითქოს ფიქრებში იძირება:
– როგორ გითხრა?... მათემატიკის მასწავლებელზე ათასჯერ მე-
ტად მომწონს... ძალიან, ძალიან... შენც ხომ იცი?...
– ჰო...
– მაშინ, რატომ მეკითხები?
– რომ დავიტანჯო...
ბავშვი საოცრად ნაზი ხდება და ეუბნება, თანზე ლაპარაკი ძალი-
ან მომწონსო.
ჩინელი ამბობს, თანი მეც ძალიან მიყვარს, შეუძლებელია, არ
გიყვარდესო.

151
ბავშვი ეუბნება, ოდესღაც თანი მთაში, სიამთან, მშობლიურ სო-
ფელში, სპილოს ჯაჭვში დაბრუნდება და კაშხალთან სულ ახლოს იქ-
ნებაო...

***

სულისშემხუთავი სიცხეა. საყვარლები ყოველ საღამოს მდინა-


რის ნაპირას დადიან.
მძღოლი მანქანას აჩერებს. მწვანე ტოტებით მორთულ დახლთ-
ან დგანან და ბრინჯის არაყს სვამენ.
ჩინელი ბავშვს თვალს არ აცილებს. აღმერთებს ამ სადეკელ გო-
გონას.
– გაღმერთებ... თავს ვერ ვერევი... უძლური ვარ... თუნდაც და-
ვიტანჯო, არ მადარდებს – ღიმილით ეუბნება ჩინელი.
მძღოლიც მათთან ერთად სვამს. იცინიან. მძღოლი ბავშვს არა-
ფერს ეუბნება. საკუთარი სურვილით ლაპარაკს არ უწყებს.
ბავშვი ჩინელს თვალს არ აცილებს. რაღაცის თქმა სურს. ის ყვე-
ლაფერს ხვდება:
– რა ხდება?
ის ეუბნება, ამ საღამოს პანსიონში უნდა დავბრუნდეო.
– ელენის გულისთვის... ელენის გულისთვის... მელოდება... რო-
ცა პანსიონში არ მივდივარ, ძალიან დარდობს და ღამეს თეთრად
ათენებს.
ჩინელი უმზერს და ეუბნება:
‒ ტყუი.
– ჰო... მარტო დარჩენა მინდა... ერთხელ მაინც... ჩვენზე, ჩვენს
თავგადასავალზე უნდა ვიფიქრო...
‒ და არაფერზე...
– ჰო... არაფერზე. საერთოდ არაფერზე. – იმეორებს ბავშვი.
– დარწმუნებული ვარ, არასოდეს ფიქრობ, როგორ წარიმართე-
ბა შენი ცხოვრება... შენი ბედი საერთოდ არ გაღელვებს...
– მართალია.

152
ჩინელი ეუბნება, ვიცოდი რომ ასე იყოო.
ბავშვი საყვარელს უღიმის, თავს მის მკერდში რგავს და ეუბნება:
– მეჩვენება, რომ ჩემი ცხოვრება ჩვენი სასიყვარულო ისტორი-
ით დაიწყო...
ჩინელი მას თმაზე ეფერება:
– როგორ მიხვდი ამას?..
– როგორ?.. ზოგჯერ სიკვდილის სურვილი მეძალება. მინდა
მარტოდმარტო დავრჩე, რათა ეულად შთენილს მხოლოდ და მხო-
ლოდ შენ მიყვარდე და სიკვდილამდე დავიტანჯო... მინდა ვიფიქრო,
როგორ ვიცხოვრებ უშენოდ...
ბავშვი მისკენ თვალებს აღაპყრობს და განაგრძობს:
‒ შენც ხომ გინდა მარტო დარჩენა?
– ჰო... ღამით, როცა გძინავს, მარტო გტოვებ...
ბავშვი იცინის:
– ღამღამობით მეც მარტო გტოვებ... მეგონა, მარტო ყოფნა მა-
შინ გინდოდა, როცა ჩინურად ლაპარაკს იწყებდი... – მამაკაცს
თვალს არიდებს და განაგრძობს: – გასულ თვეში მეგონა, ორსუ-
ლად ვიყავი... მენსტრუაცია თითქმის ერთი კვირით გვიან დამეწ-
ყო... თავადაც არ ვიცოდი, რისი შემეშინდა... მაგრამ როცა სისხლი
წამომივიდა... გული დამწყდა.
ბავშვი ჩუმდება. ჩინელი აკანკალებულ გოგონას გულში იკრავს.
არ ტირის, მაგრამ ცახცახებს. როცა ჩინელს ეს ამბავი უთხრა, კან-
კალმა აიტანა.
‒ წარმოვიდგინე, როგორი ბავშვი იქნებოდა. თვალნათლივ და-
ვინახე. შენსავით ნამდვილი ჩინელი იყო. ერთად ვიყავით. შენ
ბავშვს ხელებზე ეთამაშებოდი...
ჩინელი დუმს.
– ორსულად რომ ვყოფილიყავი, მამაშენი ჩემთან დაშორებას
მაინც გაიძულეებდა?
ჩინელი კვლავ დუმს.
– კი... ნამდვილი ტრაგედია დატრიალდებოდა... არაფრის დი-
დებით არ დამითმობდა... არასოდეს...

153
ბავშვი მტირალ საყვარელს უცქერს. მასაც ცრემლები მოსდის,
მაგრამ ცდილობს, ჩინელმა არ დაინახოს. ეუბნება, ერთმანეთს მა-
ინც შევხვდებით, სხვაგვარად შეუძლებელიაო...
ის დუმს.

***

ბავშვი ლიოტეს პანსიონის დიდ ეზოს კვეთს.


სამზარეულოსკენ მიმავალ დერეფნებში ლამპა ანთია. ის ბიჭი
მღერის, ვინც „პასო-დობლეზე“ მოცეკვავე გოგონებს უცქერდა. ბავ-
შვმა ეს სიმღერა ზეპირად იცის. თანი მას ალიონზე, ტყიდან გამოს-
ვლისას, კამპოტთან შორიახლოს მღეროდა.
ბავშვს ღამღამობით პანსიონის მთავარ, დიდ ეზოში, პატარა, გა-
დახურულ ეზოსა და საერთო საძინებლებში სიარული ძალიან უყ-
ვარს. სიბნელე აშინებს, თუმცა შუაღამისას განცდილი შიშიც კი სი-
ამოვნებას ანიჭებს. ისიც მოსწონს, რომ მოსამსახურე ბიჭები იმ
თეთრკანიანი გოგონებისკენ მიილტვიან, რომლებიც პანსიონში შუ-
აღამისას ბრუნდებიან. მას ეს ღამეული ვნება ნუსხავს.
გვერდით საწოლზე ელენ ლაგონელს სძინავს.
ბავშვი თავის სიყვარულს არ აღვიძებს. თვალებს ხუჭავს და სხვე-
ბივით, თავდავიწყებისა და ბავშვური ძილის მორევში იძირება.

154
***

ბინა.
საყვარლები საწოლში ჩახუტებულები წვანან. ერთმანეთს არ უმ-
ზერენ. ჩინელი საშინლად იტანჯება. ბავშვს თითქმის ყოველ საღა-
მოს ეშინია, რომ ის ლონგ-აიში წაიყვანს და მოკლავს.
ამ საღამოს ბავშვი საყვარელს ელენ ლაგონელზე ელაპარაკება.
ეუბნება, მინდა ის აქ მოვიყვანო, ძალიან რომ ვთხოვო, ალბათ, წა-
მომყვებაო.
– ძალიან მინდა, მას ისე დაუფლო, თითქოს, მე დაგითმე... გან-
შორებამდე უნდა მოვასწროთ...
მამაკაცს არაფერი ესმის. თითქოს, მისი სიტყვები საერთოდ არ
აღელვებს.
ბავშვს არ უყურებს. ის კი ლაპარაკობს და ტირის. ჩინელი ღამის
წყვდიადში შთანთქმულ ქუჩას გასცქერის.
– ისე მოიქეცი, რომ თითქოს ელენი შენი ჩინელი ცოლია... თით-
ქოს ადრე ჩემი იყო, მაგრამ გითმობ... მიყვარხარ, როცა ჩემ გამო
იტანჯები. თქვენთან ერთად ვარ და გიყურებთ. ჩემი მოტყუებისა და
ღალატის უფლებას გაძლევთ... ელენი ჩვიდმეტი წლისაა... მაგრამ
არაფერი იცის. მასავით ლამაზი გოგონა არასოდეს მინახავს... სი-
გიჟის ზღვარზეა, იმიტომ, რომ ქალწულია... მაგრამ ესეც კი არ
იცის... არაფერი იცის. არაფერი...
ჩინელი ისევ დუმს. ბავშვი უყვირის:
– ელენი შენთვის მინდა... უსაზღვროდ... გითმობ... გესმის? გით-
მობ!
ჩინელი თითქოს თავისთვის ლაპარაკობს. ელენი არ აინტერე-
სებს მხოლოდ იმას ამბობს, თუ როგორ იტანჯება:
– აღარაფერი მესმის... ვერ გამიგია, ეს როგორ დამემართა...
როგორ მოვითმინე?!.. როგორ მივეცი მამაჩემს ჩემი მოკვლის ნე-
ბა?!.

155
სიჩუმეა. ბავშვი საყვარელს სხეულზე აწვება, სილას აწნის და
ყვირის:
‒ ელენიც ძალიან დადარდიანებულია!.. იმასაც კი ვერ ხვდება,
რომ სევდა მოერია... ელენი ყველა მოსწავლეს, ზედამხედველს,
დირექტორსა და მასწავლებელს უყვარს, მაგრამ ეს საერთოდ არ
აღელვებს. ალბათ, ვერ ამჩნევს... არ იცის. შენ კი გამჩნევს... მასთან
ისე უნდა დაწვე, როგორც ჩემთან... მასაც ისეთივე სიტყვებს ჩას-
ჩურჩულებ, როგორებსაც მე... ელენისა და ჩემი ხატება ერთმანეთს
შეერწყმება. ერთიმეორისგან ვეღარ გაგვარჩევ... ვგრძნობ, რომ მი-
ვიწყებთ და ვტირი. გამგზავრებამდე ათი დღე დარჩა, მაგრამ ამაზე
ფიქრიც კი არ შემიძლია, რადგან თვალწინ მუდამ შენ და ელენი მი-
დგახართ. რა შემზარავი სურათია: შენ და ელენი...
ჩინელი ყვირის:
– არ მინდა ელენ ლაგონელთან დაწოლა! აღარაფერი მინდა!
ბავშვი ჩუმდება. მამაკაცს ეძინება. ვენტილატორის თბილ ნიავში
ძინავს.
ბავშვი ერთადერთხელ, ჩურჩულით წარმოთქვამს მის სახელს
და იძინებს.
ჩინელს მისი ხმა არ გაუგონია.
უკუნ ღამეში წვიმის ხმა ისმის.
ბავშვს სძინავს.
ჩინელი, საუკუნეთა სიღრმეში შთანთქმული, სასოწარკვეთილი
ხმით წარმოთქვამს:
‒ ტროპიკული ქარიშხალი ამოვარდა. მუსონი დაიწყო...
ბავშვს მისი ხმა ესმის. ეღვიძება.
ქალაქში თავსხმა წვიმა იღვრება. შოლენს თითქოს მდინარე ფა-
რავს.
ბავშვს ისევ ეძინება.
ჩინელი ძალიან ხმადაბლა, ალერსიანად ეუბნება, წამოდი, ფან-
ჯრიდან თავსხმას ვუყუროთ, ძალიან ლამაზია, საშინლად ცხელოდა
და წვიმას ყველა მთელი გულით ნატრობდაო.
ბავშვი თვალს ახელს, მაგრამ ისევ ხუჭავს. არაფრის დანახვა არ

156
სურს. ეუბნება, არ მინდაო.
ბავშვი კედლისკენ ბრუნდება.
მარტოსული მამაკაცი ფიქრებში იძირება.
ორივენი მარტოსულები არიან.
ერთად ყოფნის უფლება არა აქვთ. უკვე დაშორდნენ.
სიჩუმეა.
მამაკაცი ჩვეულ შეკითხვას უსვამს. უკვე მხოლოდ იმიტომ საუბ-
რობენ, რომ „უბრალოდ, ისაუბრონ.“ კანკალებენ. ხელები უთ-
რთით.
– რას გააკეთებ საფრანგეთში?
– ვისწავლი. სტიპენდია მაქვს... – ეუბნება ბავშვი.
– დედას რა უნდა, რომ გააკეთო?
– არაფერი... მას ყველაფერი თავისი ვაჟიშვილებისთვის უნდო-
და... ჩემთვის კი – არაფერი. ალბათ, პაულოსაც წამოიყვანს... მე კი
მინდა, რომ ის თანთან დარჩეს, ბუნგალოში, კაშხალთან.
– თანის ოჯახი წარმოშობით სადაურია?
– თანმაც არ იცის. ძალიან პატარა იყო, როცა დედამ იპოვა და
სახლში მოიყვანა. საოცარია, მაგრამ მშობლებიც კი არ ახსოვს.
მხოლოდ პატარა და-ძმები და ტყე დაამახსოვრდა...
‒ არც უცდია გაეგო, ვინ იყო მისი და-ძმა?
– არა. ამბობდა, ცოცხლები ვერ გადარჩებოდნენო.
სიჩუმეა.
უეცრად ბავშვი მამაკაცს აწვება და ირინდება.
ტირიან.
– ერთმანეთს ვეღარასოდეს შევხვდებით? ვეღარასოდეს? –
ეკითხება ბავშვი.
– ვეღარასოდეს...
– მაგრამ, თუ...
– არა.
– ერთმანეთს დავივიწყებთ...
– არა.
‒ სხვებთან დავწვებით...

157
– ჰო.
ცრემლები მოსდით. უხმოდ ტირიან.
– ადრე თუ გვიან, სხვა შეგვიყვარდება...
– ჰო...
სიჩუმეა.
ტირიან.
– ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენს ისტორიას სხვებსაც მოვუყვებით...
– ძალიან, ძალიან დიდი ხნის შემდეგ ამ სასიყვარულო ისტორი-
ას დაწერთ...
– არ ვიცი...
ისევ ტირიან.
– და ადრე თუ გვიან გარდავიცვლებით...
– ჰო... და ეს სიყვარული ჩვენს ცხედრებთან ერთად დაიმარხე-
ბა...
‒ ჰო... კუბო წიგნებით იქნება დაფარული...
– ალბათ...ამას ჯერ ვერ გავიგებთ...
– ჰო... ალბათ...
ჩინელი განაგრძობს:
– არა... არა... უკვე ვიცით... წიგნები იქნება... აუცილებლად იქ-
ნება... სხვაგვარად შეუძლებელია...
შუაღამისას წვიმის ხმა ისევ ისმის.
კვლავ ჩახუტებულები წვანან. სძინავთ.
ბნელი ღამეა. ქუჩებში თავსხმა წვიმა იღვრება. მუსონი მძვინვა-
რებს. საყვარლები სიბნელეში წვანან. ბავშვის პატარა სხეული და
ჩრდილოეთ ჩინელი საყვარლის დიდი სხეული მკრთალად მოჩანს.
ბნელ ბინაში მაღვიძარას ხმა ისმის.
ბავშვი დგება. ფანჯარაში იხედება.
ქუჩაში ნათელმა იმძლავრა, თუმცა ჯერ კიდევ არ გათენებულა.
მას ყველაფერი ახსენდება. ტირის.
იბანს. ძალიან ჩქარობს. ტირის. მაღვიძარას უყურებს. ჯერ ძა-
ლიან ადრეა. ექვსი საათია. ალბათ, ჩინელს ყველაფერი გაახსენდა
და მძღოლს მაღვიძარას მომართვა სთხოვა.

158
ცაზე ისევ ბნელი ღამე გამეფებულა.
მძღოლი კარს აღებს და ბავშვს ყავასა და ჩინურ ნამცხვარს აწ-
ვდის.
ბავშვს ყველაფერი ახსენდება... დღეს უფროსი ძმა მიემგზავრე-
ბა. ის მძღოლმა პორტში უნდა წაიყვანოს.
მძღოლი გეზს მდინარისკენ იღებს. მანქანა ძალიან სწრაფად
მიჰყავს.
პორტის გისოსებთან დგანან.
დიდ პლატფორმასთან თანი და უმცროსი ძმა ჩანს.
რუხ, თითქოს გულგრილ ცაზე მზე ამოდის.
ნაპირთან გასამგზავრებლად გამზადებული სამკლასიანი გემი
დგას.
დიდ გისოსს მიღმა პაულო და ბავშვი დგანან. დამწყვდეულებს
ჰგვანან.
გისოსის წინ მხოლოდ დედა და უფროსი ვაჟიშვილი დგანან. პი-
ერის გამგზავრების წუთი ახლოვდება.
ნაპირზე რამდენიმე თეთრკანიანი ტრიალებს.
თითქოს ამ გემით კატორღელები მიჰყავთ.
ხაკის უნიფორმებში გამოწყობილი, ფეხშიშველი პოლიციელები
გემბანზე ბოლთას სცემენ. ისინი ყოველთვის ათვალიერებენ გასამ-
გზავრებლად გამზადებულ გემებს. ოპიუმით მოვაჭრეებს, ციხიდან
გაქცეულ პატიმრებს, უბილეთო მგზავრებს, ყველა ეროვნების
არამზადებსა და დამნაშავეებს გულისყურით დაეძებენ.
პირველი და მეორე კლასის მგზავრთა გემბანებზე ინდოელები
სცემენ ბოლთას. ისინი კოლომბოში მიემგზავრებიან. გაურკვევლი
ფერის კანის მქონე მგზავრები კი სინგაპურში დარჩებიან.
ყველაფერი ჩვეულებისამებრ ხდება.
უფროსი ძმა პირველი კლასის გემბანიდან ქვედა გემბანზე ჩამო-
დის, რათა დედასთან უფრო ახლოს იყოს.
დედა თავს იკატუნებს, რომ თითქოს მას ვერ ამჩნევს. უფროსი
ძმა გაცინებას ცდილობს. თითქოს, ეს ყველაფერი უბრალო ხუმრო-
ბაა. დასა და უმცროს ძმას არ უყურებს. მხოლოდ დედას შესცქერის,

159
იმ ქალს, რომელსაც ძალიან რცხვენია, ასეთი ვაჟიშვილი რომ
ჰყავს. უეცრად, პიერი ქვითინს იწყებს.
ის დედას პირველად შორდება.
თვრამეტიოდე წლისაა.
ბავშვი და პაულო ერთმანეთს ეხუტებიან და ტირიან. სასოწარ-
კვეთილებას, რომელიც მათ აერთიანებს, ვერავის გაუზიარებენ. ამ
აუტანელ ტკივილს თანაგრძნობა ვერ გააყუჩებს.
თანიც ეხუტება მათ და სახეებსა და ხელებზე ეფერება. ტირის,
რადანაც ხედავს, რომ ბავშვები და დედა ცრემლად იღვრებიან. ტი-
რის, რადგან ბავშვი უსაზღვროდ უყვარს.
დედა გემისკენ შებრუნებულა. ბავშვები მის სახეს ვერ ხედავენ.
ცოტა ხანში ქალი უკან ბრუნდება და მასთან დარჩენილი ბავშვე-
ბის გვერდით დგება. გისოსს ეყრდნობა. სასომიხდილი, ძალღონე-
გამოცლილი, უხმოდ ტირის.
ის უკვე მკვდარია. ისიც თანივით ეალერსება უფროსი ძმისაგან
მიტოვებულ ბავშვებს. პიერი – ეს დედის სიყვარულით გათამამებუ-
ლი, გაფუჭებული, ხელიდან წასული, ღვთისგან შეჩვენებული ბავ-
შვი.
გემის საყვირის ხმა გაისმის
დედა გიჟს ემსგაგსება.
დარბის. გემისკენ მიიწევს.
თანი გისოსს აღებს, მას უახლოვდება და გულში იკრავს. ქალი
არ უძალიანდება და შეშლილივით ამბობს:
– იმიტომ კი არ ვტირი, რომ მიდის... არა... გულს ის მიკლავს,
რომ პიერი ხელიდან წასული ბიჭია... თავი დაიღუპა... მეჩვენება,
რომ უკვე მკვდარია... მისი ნახვა არ მინდა. არ ღირს.

გემი ნაპირს შორდება. თანი დედას გემისკენ გახედვის საშუალე-


ბას არ აძლევს.
თავდახრილი უფროსი ძმა მათ შორდება. გემბანს ფეხათრევით
ტოვებს. დედას აღარ უმზერს.

160
უფროსი ძმა თვალს ეფარება.
სამივენი ერთმანეთს ეხუტებიან. ნაპირზე დიდხანს, ძალიან
დიდხანს დგანან.
წასვლა არ უნდათ.
თანი დედას ხელს უშვებს. ქალი გემისკენ აღარ იხედება. იცის,
რომ არ ღირს.
არც სიულეტები და არც სახეები აღარ მოჩანს. მხოლოდ თანი
ტირის. ყველაფერს დასტირის, საკუთარ თავსაც. გრძნობს, რომ მა-
ლე კვლავ ობოლ ბავშვად იქცევა.

***

ბინის კარი ღიაა. ბავშვი ოთახში შედის.


ჩინელი ოპიუმს ეწევა და მას ყურადღებას არ აქცევს.
ის უახლოვდება, მის გვერდით წვება, მაგრამ თითქმის არ ეხება.
ტირის. მამაკაცი არ უშლის. ბავშვი უეცრად მშვიდდება, თით-
ქოს, ჩინელს ვეღარ ამჩნევს.
მისმა საყვარელმა ყველაფერი იცის,
სიჩუმეა.
– ყველაფერი დამთავრდა. – ამბობს ჩინელი.
– ჰო...
– გემის საყვირის ხმა გავიგონე... დასანანია... მაგრამ არ იტი-
რო. არავინ მომკვდარა.
ბავშვი ხმას არ იღებს, თითქოს, სრულიად გულგრილი ხდება.
ცოტა ხანში ჩინელს ეუბნება, ამ დილით თანმა მითხრა, რომ დე-
დამ პიერი ძალიან შორს, დორდონში, ერთ პანსიონში მიაბარაო...
– როცა ის საფრანგეთში წავა და მას ვეღარასოდეს ნახავს.. სწო-
რედ ამიტომ იყო ასე უსაზღვროდ სასოწარკვეთილი... აი, რატომ უმ-
ძიმდა ასე მასთან განშორება... სინდისის ქენჯნა სტანჯავს... ძალიან
ნანობს, ამდენი წლის განმავლობაში მე და პაულოს ყურადღებას

161
რომ არ გვაქცევდა... ფიქრობს, რომ დიდი შეცდომა დაუშვა.
ჩინელი თავის მომავალ ქორწილზე საუბრობს, რათა ბავშვს უფ-
როსი ძმის გამგზავრება გადაავიწყდეს.
– ჩემი საცოლე სადეკში ჩამოვა... ქორწილამდე უკანასკნელად
უნდა მომინახულოს... სადეკში წასვლა მომიწევს...
ბავშვი უსმენს. მის წინ დგას. მზადაა, ამ ისტორიას ყური დაუგ-
დოს. აინტერესებს ეს უცნობი ქალი, რომლის ისტორიაც მის სასიყ-
ვარულო თავგადასავლზე ბევრად უფრო მძაფრი და წარმტაცია. ის
არის ქალი რომანიდან. ქალი, რომელიც ბავშვს მსხვერპლად ეწი-
რება. „მეორე“, ჯერ კიდევ უჩინარი და უცნობი ქალი.
ჩინელი ამჩნევს, რომ ბავშვი ყურადღებით უსმენს. ეფერება და
ამბობს: – ხომ იცი... ყველაფერი ჩვეულებისამებრ ჩაივლის... ათი
ათასი წელია, ჩინეში არაფერი შეცვლილა...
ბავშვი მაინც თხოვს, ლაპარაკი განაგრძეო.
– ჩემი საცოლე ათი წლის იყო, როცა პირველად ვნახე. მე ოცის
ვიყავი... ჩვენმა მშობლებმა მაშინ დაგვნიშნეს, როცა ის ექვსიოდე
წლის იყო. მასთან არასოდეს მისაუბრია. ჩვენმა ოჯახებმა სწორედ
იმიტომ დაგვნიშნეს, რომ ერთნაირად მდიდრები ვართ. მათთვის
მხოლოდ და მხოლოდ ქონებაა მთავარი. ის დედაჩემივით ოქროში,
ნეფრიტსა და ბრილიანტებშია ჩაფლული... – იღიმის ჩინელი.
ბავშვი გულისყურით უსმენს. ჩინელსაც სწორედ მისი ყურადღე-
ბის მიპყრობა სურდა.
– მხოლოდ იმიტომ დაგნიშნეს, რომ ორივენი მდიდარი ოჯახის
შვილები იყავით?
‒ ისინი ძალზე პატიოსანი ადამიანები არიან. მათი ოჯახი მაღა-
ლი ზნეობით გამოირჩევა.
ბავშვი ოდნავ დამცინავად იღიმის. ჩინელსაც ეღიმება.
– ხანდახან მავიწყდება, რაოდენ პატარა ხარ... თითქმის ბავ-
შვი... შენი ასაკი მხოლოდ მაშინ მახსენდება, როცა ყურს მიგდებ...
ბავშვი საწოლზე, მის გვერდით ზის. თავს მის მკერდში რგავს.
უბედური და სასოწარკვეთილია.
აღარ ტირის.

162
– ჩემო სიყვარულო... ჩემო საყვარელო გოგონავ... – ჩურჩუ-
ლებს მამაკაცი.
ბავშვი მის შუბლს ეხება:
‒ ისეთი ცხელი ხარ, გეგონება სიცხე გაქვს...
ჩინელი დაჟინებით, ახლოდან უცქერს მას. თითქოს, უკანასკნე-
ლად ხედავს.
სანამ მათი სასიყვარულო ისტორია არ დასრულდება, ასე უმ-
ზერს.
– რაღაცის თქმა გინდოდა?
– ჰო... მოგატყუე... ათი დღის წინ თხუთმეტი წლის გავხდი...
– ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს... – ეუბნება ჩინელი
და ოდნავი ყოყმანის შემდეგ განაგრძობს:
– მამაჩემმა ყველაფერი მითხრა...
ბავშვი ყვირის:
– რა გულისამრევი კაცია მამაშენი!
ჩინელი უღიმის:
– ჩინელებს პატარა გოგონებიც მოსწონთ... ნუ ტირი. მე ყველა-
ფერი ვიცოდი...
– არ ვტირი. – ეუბნება ის, თუმცა ცრემლებს ვერ იკავებს და ქვი-
თინებს.
‒ მეც მინდა რაღაცის თქმა... შენს ძმას ოპიუმი გავატანე... კარგა
ხანია, არ მოუწევია... ცოცხალ-მკვდარს ჰგავდა... გემზე ცოტას მო-
წევს... სხვისი ხელით ცოტა ფულიც გავუგზავნე...
ბავშვი ჩინელს შორდება. შიში იპყრობს. დუმს.
– შენთან დაწოლა ისევ მინდა, მაგრამ საერთოდ აღარ მიზი-
დავ... თითქოს, შენთვის მკვდარი ვარ.
სიჩუმეა.
ბავშვი ეუბნება:
– კარგია.
– ჰო. საერთოდ არ ვიტანჯები. გააკეთე ეს ჩემთვის... მაყურები-
ნე... მინდა, დამამახსოვრდეს...
ბავშვი სურვილს უსრულებს. ნეტარების მორევში შთანთქმული,

163
სიამოვნების მწვერვალზე მყოფი, წარმოთქვამს ჩინელის სახელს.
მორჩა.
ერთმანეთს ცრემლმორეულები შესცქერიან. ბავშვი ცხოვრება-
ში პირველად ამბობს წიგნებში ამოკითხულ, ფილმებსა თუ ცხოვრე-
ბაში მოსმენილ სიტყვებს:
‒ მე თქვენ მიყვარხართ.
ბავშვის უზომოდ ბანალური და გაცვეთილი სიტყვებით თავზარ-
დაცემული ჩინელი სახეზე ხელებს იფარებს. ეტყობა, რომ უსაშვე-
ლოდ იტანჯება. ამბობს, რომ მისი სიტყვების სჯერა. თვალებს ხუ-
ჭავს და ჩურჩულებს:
– ჰო... მჯერა, რომ ასეა... ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს...
სიჩუმეა.
ჩინელი იმეორებს:
‒ ჩემო გოგონავ... ჩემო შვილო... ჩემო პატარავ...
ბავშვს ტუჩებში ჰკოცნის. ჰკოცნის მის სახეს, სხეულს, თვალებს.
ხანგრძლივმა მდუმარებამ დაისადგურა.
ის ბავშვს აღარ უყურებს. მის სხეულს აღარ ეხება.
შორდება. აღარ ინძრევა. ბავშვს ახლაც ისე ეშინია. როგორც მა-
შინ, როცა ლონგ-აიზე ფიქრობს.
ის დგება. კაბას იცვამს. ფეხსაცმელებსა და ჩანთას იღებს და
ოთახის შუაგულში ჩერდება.
ჩინელი თვალს ახელს და კედლისაკენ ბრუნდება, რათა მას
აღარ შეხედოს.
საოცარი სინაზით ეუბნება:
– წადი. აქ აღარ მოხვიდე...
მას ბავშვისთვის ასე ნაზად ჯერ არაფერი უთქვამს.
ბავშვი ადგილიდან არ იძვრის და ეკითხება: – როგორ შევ-
ძლებთ?..
– არ ვიცი. აქ აღარასოდეს მოხვიდე. – ამბობს ჩინელი.
ბავშვი იმეორებს:
– აღარასოდეს... რომ დამიძახო, მაინც არ უნდა მოვიდე...
ის დუმს. ცოტა ხნის შემდეგ გაჭირვებით ამბობს:

164
– ჰო... აღარასოდეს მოხვიდე... რომ დაგიძახო, მაინც არ დაბ-
რუნდე...
ბავშვი მიდის.
კარს ხურავს.
იცდის. საყვარელი მას არ ეძახის.
როცა ბავშვი მანქანას მიუახლოვდა, მან დაიყვირა.
სიბრაზითა და ზიზღით აღსავსე, ხანგრძლივი, უსასოობის, თით-
ქოს, სხეულის სიღრმიდან აღმომსკდარი ყგირილი გაისმა. იფიქ-
რებდით, გული აერია. ძველ ჩინურ ენაზე ყვიროდა.
ყვირილი უეცრად მისუსტდა, საყვარლის ჩუმ გოდებად და ჩივი-
ლად, ქალის კვნესად იქცა. ბოლოს, მისი ყვირილი მხოლოდ და
მხოლოდ სინაზითა და თავდავიწყებით იყო აღსავსე, თუმცა, უეცრ-
ად, ისე უცნაური, საზარელი, უხამსი, ბიწიერი და იდუმალი გახდა,
როგორც სიგიჟე, სიკვდილი და ვნება.
ბავშვმა მისი ხმა ვერ იცნო. ვერცერთი სიტყვა ვერ გაიგონა. ეს
სიკვდილისწინა ყვირილი იყო. გაშმაგებული ღრიალი. ცხოველუ-
რი. ველური. არაადამიანური. ალბათ, ასეთი ღმუილი მხოლოდ
ძაღლს თუ ამოხდებოდა. თუმცა, სინამდვილეში, ეს ადამიანის ხმა
იყო. ცხოველისა და ადამიანის ყვირილი სიყვარულისაგან მოგ-
ვრილ ტკივილსა და სასოწარკვეთაში ერთმანეთს შერწყმოდა.

***

გზაზე ის ავტობუსი მიდის, რომანის დასაწყისში ბორანზე რომ


იდგა.
ბავშვი სადეკში, დედის სანახავად მიდის.
სახლის კარი ღიაა. თითქოს, იქ არავინაა. დედას მისაღებ ოთახ-
ში, სავარძელში სძინავს. ორპირი ქარი უბერავს. ქალს თმა აწეწი-
ლი აქვს. მასთან ახლოს, კედელთან, თანი ჩაცუცქულა. ბავშვი

165
ოთახში შედის. დედას ეღვიძება და ქალიშვილს უყურებს. ძალიან
ნაზად, ოდნავ დამცინავად ეღიმება.
– ვიცოდი, რომ მოხვიდოდი... გეშინოდა?
‒ ჰო. მეშინოდა, რომ მოკვდებოდი... – ეუბნება ბავშვი.
‒ პირიქით... ვისვენებ. მეჩვენება, რომ არდადეგები მაქვს. აღარ
მეშინია, რომ პიერი პაულოს მოკლავს... ბედნიერი ვარ...
დედას ხმა გაებზარა და ატირდა.
სიჩუმეა. დედა ბავშვს უყურებს და ცრემლმორეული იცინის.
თითქოს, რაღაც უცნაურს ამჩნევს და ბავშვს ეკითხება:
– ეს რომელი ქუდია?
ცრემლმორეული ბავშვი დედას უღიმის.
მასაც ეღიმება. ჩაფიქრებული ჩანს. ბავშვის ცრემლებს ვერ ამ-
ჩნევს. მხოლოდ ქუდს აკვირდება:
– გიხდება... მე გიყიდე?
– აბა, ვის უნდა ეყიდა? ზოგჯერ, ჩვენთვის სასურველ ნივთებსაც
კი გვყიდულობ... – იღიმის გოგონა.
‒ სად გიყიდე?
– კატინას ქუჩაზე, ჩამოფასებეული საქონლის ბაზრობაზე...

166
როგორც ჩანს, დედამ დალია. სასაუბრო თემას უეცრად ცვლის:
– პაულო რას გააკეთებს, როცა გაიზრდება?
ბავშვი არაფერს ეუბნება. დედა განაგრძობს:
– რაღაცის გაკეთებას მაინც შეძლებს... ამიერიდან აღარ შეეშინ-
დება...
ბავშვი ეუბნება, პაულოს ეს შიში სიკვდილამდე არ მოასვენებ-
სო...
დედა თანს ეკითხება:
– როგორ ფიქრობ, პაულო რითი გაიტანს თავს, როცა გაიზრდე-
ბა?
თანი დედის ნაცვლად ბავშვს ეუბნება:
‒ შეუძლია, ბუღალტერი გახდეს. ძალიან კარგად ითვლის. მექა-
ნიკოსობას შეძლებს. ავტომობილებში ერკვევა... მაგრამ ეს შიში
მართლაც სიკვდილამდე არ მოასვენებს.
დედას ამაზე საუბარი აღარ სურს და ამბობს:
– პაულოს მსგავს ჩამორჩენილ ბავშვებს ანგარიში ეხერხებათ...
ზოგი მათგანი გენიოსიც კია... ასეთი უცნაური რამ ხშირად ხდება...
ქალს თვალები ისევ ცრემლით ევსება და ხმაათრთოლებული
განაგრძობს:
– ალბათ, ყველაფერი იმის ბრალია, რომ პაულო საკმარისად არ
მიყვარდა...
თანი ეუბნება:
– არა, ასე არ უნდა იფიქრო... ეს სისხლშია გამჯდარი... მთავარი
გენეტიკაა...
– ასე გგონია?
– დარწმუნებული ვარ.
სიჩუმეა.
დედა ქალიშვილს მიმართავს:
– ხომ იცი, დაგნებდი... აღარაფერი მინდა... საკადასტრო სამსა-
ხური დამთანხმდა და ზემოთ გადარჩენილ მიწებსა და ბუნგალოს
შეისყიდის... აღებული ფულით ვალებს გაგისტუმრებ...
თანი გოგონას უყურებს და თავს აქნევს. ანიშნებს, დედა ტყუისო.

167
ქალმა თანის მოძრაობა ვერ შეამჩნია, რომც დაენახა, მისთვის
ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა.
სიჩუმეა. ბავშვი მოშიშვლებულ კედლებს უყურებს და ამბობს:
‒ ავეჯი წაიღეს!
– ჰო... ვერცხლის ნივთებიც... ხუთასი პიასტრიღა დამრჩა. საფ-
რანგეთში წასასვლელად შევინახოთ...
ბავშვს ეღიმება და ცრემლმორეული ყვირის:
– ჩინელებს აღარაფერს მივცემთ! აღარაფერს!
დედაც იღიმის და ყვირის:
– ჰო! ყველაფერი დამთავრდა! მათ აღარაფერს მივცემთ!
უეცრად ქალი თავისი შვილებივით ამბობს:
– ნურას უკაცრავად!!!
სამივე იცინის.
პაულოს მათი ხმა ესმის და ოთახში შემოდის. თანის გვერდით
ჯდება და მასავით კედელს ეყრდნობა. დედასავით ნაწყვეტ-ნაწყვე-
ტად, ხმამაღლა იცინის. ასე ჩრდილოელები იცინიანო, ამბობდა უფ-
როსი ძმა.
‒ ჩემზე ნუ იდარდებთ. ჩემს ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, ვინმე
გამოჩნდება და ცოლად შემირთავს... – ამბობს ბავშვი.
დედა ქალიშვილს თავზე ეფერება. პაულო დას უღიმის.
თანი და პაულო ოთახიდან გადიან. დედას ცივი, უშაქრო ჩაი უნ-
და მოუმზადონ. თანმა ურჩია, ყოველ საღამოს უნდა დალიო, ძალი-
ან სასარგებლოა, გაგაახალგაზრდავებსო.
დედა და ქალიშვილი მარტო რჩებიან.
ქალი „ოცნებობს“ თავის ქალიშვილზე, რომელიც ახლა მის
გვერდითაა.
– მართალია... მამაკაცებს სწორედ იმიტომ მოსწონხარ, რომ
ასეთი ხარ... შენი ქონება სულ არ აინტერესებთ, რადგან სიმდიდრე
არაფერია... არაფერი... არასოდეს შეიცვალო. არასოდეს...
აღარ იცინიან.
სიჩუმეა.
– მას ისევ ხვდები? – ეკითხება დედა.

168
‒ ჰო... მითხრა, აღარ მოხვიდეო, მაგრამ მაინც წავალ... სხვაგ-
ვარად არ შემიძლია...
– ანუ, მხოლოდ იმისთვის არ ხვდები, რომ ფული მოგცეს...
– ჰო... – ყოყმანობს ბავშვი: – მხოლოდ იმისთვის არა, რომ ფუ-
ლი მომცეს...
დედა გაოცებულია, გული ძალიან სტკივა:
‒ შეეჩვიე?
– ჰო... ალბათ...
– ის ხომ ჩინელია... რა უცნაურია...
– ჰო.
– უბედური ხარ?
– ცოტათი...
– რა საშინელებაა, ღმერთო ჩემო... რა საშინელებაა...
სიჩუმეა.
დედა ეკითხება:
– მან მოგიყვანა?
– არა. ავტობუსით წამოვედი.
ისევ სიჩუმეა.
– ძალიან მინდა, ჩინელს ისევ შევხვდე... ‒ ეუბნება დედა.
– შენთან შეხვედრას არ მოისურვებს...
– იმისთვის კი არა, რომ ფული მომცეს... უბრალოდ, მისი ნახვა
მინდა... ჩემთვის ამდენი ფული არავის მოუცია... – ეცინება დედას.
ორივენი ახალგაზრდულად იცინიან.
ბავშვი ოთახს უცქერს. იმ ადგილებს შესცქერის, სადაც ადრე იდ-
გა ვარდის ხისგან დამზადებული ავეჯი, რომელიც საზიზღარმა მე-
ვალეებმა წაიღეს.
დედა ეკითხება, კარადებზე ხომ კაკლის ხეები და ციყვები იყო
ამოტვიფრულიო.
ის ეუბნება, არ მახსოვსო.
დედა კედელზე შერჩენილ ავეჯის კვალს უყურებს. არც მას ახ-
სოვს, რა იყო ამოტვიფრული ავეჯზე.
– მგონი, დუმფარები ეხატა... აქაურ ავეჯზე ხომ მხოლოდ დუმფა-

169
რები და დრაკონებია ამოტვიფრული... რა ბედნიერებაა, რომ ავე-
ჯის გარეშე მივემგზავრებით. აქედან არაფერი მიგვაქვს...
– ზუსტად როდის მივემგზავრებით? – ეკითხება ბავშვი.
– თუ გაუთვალისწინებელი მიზეზით არ შევყოვნდებით, ექვს
დღეში წავალთ...
სიჩუმეა.
– ჰო, მართლა... საწოლები ჩინელებს მივყიდე... ლოგინები ძა-
ლიან კარგ მდგომარეობაში იყო და მათ ბევრი ფული გამოვარ-
თვი... მომენატრება ეს კოლონიური საწოლები... საფრანგეთში
რბილი სარეცლებია და დაძინება მიჭირს... რა ცუდია...
სიჩუმე.
დედა განაგრძობს:
– საფრანგეთში არაფერი მიმაქვს... რამხელა შვებაა... ჩემოდნე-
ბი მზადაა. მხოლოდ ქაღალდები უნდა მოვაწესრიგო და გადავარ-
ჩიო... მამაშენის წერილები, შენი ფრანგული ენის რვეულები... ჰო,
მართლა... „სამარიტელის“ კუპონები არ უნდა დამავიწყდეს... მათი
წყალობით ზამთრისთვის თბილ ტანსაცმელს ვიყიდით... შენ არ იცი,
რომ საფრანგეთში შემოდგომა ძალიან მალე დადგება...
დედას ეძინება. ბავშვი ოთახიდან გადის. იმ ნაცნობ ნივთებს ათ-
ვალიერებს, რომლებიც მევალეების ხელს გადაურჩა.
თანი სამზარეულოშია. ვახშმისთვის ბრინჯს რეცხავს. პაულოც
მის გვერდითაა.
თითქოს, ერთი ჩვეულებრივი დღეა. ბავშვს ეჩვენება, რომ რვა
თვის წინანდელი ცხოვრება დაბრუნდა. თითქოს, მათ ცხოვრებაში
გასული არდადეგების შემდეგ არაფერი შეცვლილა.
ბავშვი თითქმის დაცარიელებულ სახლს ათვალიერებს. მევა-
ლეებს დოს ოთახიდან ძველი საკერავი მანქანაც კი წაუღიათ.
საწოლებისთვის ჯერ ხელი არ უხლიათ, თუმცა, ჩინური ეტიკეტე-
ბი მიუკრავთ.
ბავშვი სააბაზანოში შედის. იმ ოვალურ სარკეში იხედება, რომე-
ლიც მევალეების მტარვალ ხელს გადაურჩა.
სარკეში ეზოში მიმავალი ძმა ირეკლება. ბავშვი ხმადაბლა ეძა-

170
ხის:
– პაულო!
უმცროსი ძმა მდინარის მხარეს გამავალი პატარა კარიდან შე-
მოდის. ერთმანეთს ეხუტებიან და ჰკოცნიან. დიდხანს, გარინდული
დგანან. ბავშვი შიშვლდება, პაულოს გვერდით წვება და ანიშნებს,
შემეხე, სხეულზე დამაწექიო.
პაულო მის ნებას ემორჩილება. ბავშვი ჰკოცნის და ეხმარება.
როცა პაულომ დაიყვირა, ბავშვმა სახე სახესთან მიუტანა და ტუ-
ჩებზე დააკვდა, რათა დედას მისი შვების ყვირილი არ გაეგონა.
ისინი სწორედ აქ, სააბაზანოში, ერთადერთხელ დაეუფლნენ ერ-
თმანეთს.
უმცროს ძმას ასეთი ნეტარება არასოდეს განუცდია.
თვალდახუჭულს ცრემლი სდის. როგორც ყოველთვის, ახლაც
უსიტყვოდ ტირიან.
სწორედ ახლა, საღამო ხანს, აქ, სააბაზანოში, ბედნიერებისა და
ნეტარების მორევში შთანთქმული, პაულოს ოდნავ დამცინავი და
ნაზი ღიმილის შემხედვარე ბავშვი მიხვდა, რომ სადეკელი ჩინელი
და პაულო, – თითქოს, მარადიული ძმა, – ერთნაირად უყვარდა.
უმცროს ძმას სააბაზანოს გრილ ფილებზე ეძინება.
ბავშვი მას მარტო ტოვებს.
ის დედის ოთახში შედის.
თანი ისევ იქაა.
დედა ცივ, მწარე ჩაის სვამს, თანს უღიმის და ეუბნება:
– საფრანგეთში ასეთ ჩაის ვერასოდეს დავლქვ... თან, ჩაის ვე-
ღარ მომიმზადებ...
ქალი ეკითხება, პაულო სად არისო. თანი ეუბნება, ზუსტად არ ვი-
ცი, ალბათ, ახალ მუნიციპალურ აუზზე წავიდაო.
მას შემდეგ, რაც ბავშვი ოთახში შემოვიდა, მასა და თანს ერთმა-
ნეთისთვის არ შეუხედავთ. თანმა ყველაფერი იცის...
დედა ბავშვს ეკითხება, ლიცეუმში თუ დადიხარო. ის ეუბნება,
არა, მხოლოდ ფრანგულის გაკვეთილებს ვესწრები, ეს ენა ძალიან
მომწონსო.

171
– რას ელი?
– არაფერს.
დედა ფიქრობს:
‒ ჰო... ეს სიტყვა... აღარაფერს ველით...
ბავშვი დედას სახეზე ეფერება და უღიმის.
დედა სწორედ ახლა უმხელს მას იმას, რაც მუდამ აშორებდათ.
‒ ეს შენთვის არასოდეს მითქვამს, მაგრამ უნდა იცოდე... შენსა-
ვით ნიჭიერი არასოდეს ვყოფილვარ. შენსავით კარგად ვერ ვსწავ-
ლობდი... მთელი ცხოვრება ძალიან, ძალიან სერიოზული ვიყავი,
ყველაფერზე უარს ვამბობდი... აი, ასე ჩავიკალი გულში ყოველგვა-
რი სიამოვნების განცდის სურვილი... დამპირდი, რომ ყოველთვის
ისეთი იქნები, როგორიც ახლა ხარ და ჩემს ლაპარაკს არასოდეს
მოუსმენ... არასოდეს. დამპირდი!
ბავშვი ქვითინით ეუბნება:
– გპირდები...
დედა სასაუბრო თემას ეშმაკურად, ოსტატურად ცვლის. ჩინელ-
ზე ლაპარაკს იწყებს:
– ამბობენ, დაქორწინებას აპირებსო...
ბავშვი დუმს. ქალი ხმადაბლა, ნაზად ეუბნება:
– მიპასუხე... პასუხს არასოდეს მცემ...
– მართალია... ცოლის მოყვანას აპირებს... რამდენიმე დღეში
აქ, სადეკში დაქორწინდება... შეიძლება, ქორწილი უკანასკნელ
წუთს ჩაშალოს და მამამისის ბრძანებებს არ დაემორჩილოს...
გაოგნებული დედა ყვირის:
– გგონია, ამას შეძლებს?
– არა.
დედა სასოწარკვეთილი და ძალღონეგამოცლილია, თუმცა თავს
მშვიდად გრძნობს:
– ანუ, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს?
– ჰო... არაფრის...
დედა ბოდავს, თუმცა მაინც მშვიდადაა:
– მართალი ხარ... ჩინელები ბავშვებს მშობლების პატივისცემას

172
ასწავლიან... ღირსეულად ზრდიან... ისინი მშობლებს აღმერთე-
ბენ... ეს, თითქოს, გულისამრევიც კია... მაგრამ. ალბათ, უკანაკნე-
ლად მაინც დაველაპარაკები ჩინელს...უკანასკნელად... უკანასკნე-
ლად... უკანასკნელად... რატომაც არა? რას ვკარგავ? გასაგებად
ავუხსნი, როგორ მდგომარეობაშიც ვართ... შევევედრები. იქნებ, არ
მიგატოვოს მაინც?!..
– არასოდეს მიმატოვებს.
დედა თვალებს ისე ხუჭავს, თითქოს, დაძინება სურს. ბავშვს
თვალდახუჭული ეკითხება:
– საიდან იცი?
– ვიცი... ზუსტად ისე, როგორც ვიცი, რომ, ადრე თუ გვიან, მოვ-
კვდები.
დედა უხმოდ ტირის და ამბობს:
– როგორი სიყვარულის ისტორიაა... ღმერთო ჩემო... როგორი
სიყვარულის ისტორია... შენ... შენ დაივიწყებ მას?
ბავშვი, თითქოს, ნაძალადევად ეუბნება:
– არ ვიცი... რომ ვიცოდე, ვერ გეტყოდი...
დედა მგზნებარედ, დაჟინებით, ახალგაზრდულად უყურებს მას.
უსაზღვრო შვებას განიცდის, რადგანაც აღარაფრის იმედი აღარ
აქვს.
‒ მაშინ, ნუღარაფერს იტყვი.
დედა განაგრძობს:
– რაღაცას არ მიმხელ... ან იქნებ...
ბავშვი თვალებს ხრის, (ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს. ამ-
ბობს, მართალი ხარ, მაგრამ ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა
არა აქვსო. დედა ეუბნება, ჰო, ახლა ყველაფერი სულერთიაო.
ოთახში პაულო შემოდის.
დედა ეკითხება, სად იყავიო.
მუნიციპალურ აუზზე. – ეუბნება ის.
პატარა ძმა ცხოვრებაში პირველად ამბობს ტყუილს.
ბავშვი და თანი იღიმიან. დედა ვერაფერს ხვდება. პაულო თანის
გვერდით ჯდება.

173
როგორც ყოველთვის, თანი ახლაც „ჰკიცხავს“ და „ამხელს“ დე-
დას, იმიტომ რომ უფროს ვაჟიშვილს კვლავ ლმობიერად მოექცა.
ქალი მას ისე უსმენს, თითქოს, მასზე კი არა, სრულიად უცნობ
ადამიანზე საუბრობენ. როგორც ჩანს, მათი ლაპარაკი აინტერე-
სებს. დაძაბული სულაც არ ჩანს. თანი მისკენ თითს იშვერს და ამ-
ბობს:
– პიერს ხუთასი პიასტრი მისცა... იძულებული გახდა... თქვა,
რომ არ მიმეცა, მომკლავდა, საკუთარ დედას მოსაკლავად გაიმე-
ტებდაო.
დედამ იცოდა, რომ ის მართლა ჩაიდენდა ამას.
ბავშვი დედას უყურებს. ქალს, თითქოს, გულგრილი იერი აქვს.
ცხადია, თვალთმაქცობს. ყველანაირად ცდილობს, არ შეიმჩნიოს,
რომ აღელვებულია.
ბავშვი თანს ეკითხება:
‒ შენ როგორ მოიქეცი?
დედა ყურადღებით უსმენს.
– ჩინელის მამას მივწერე, პიერმა დარჩენილი ფული მოიპარა-
მეთქი... მან მიპასუხა, ჩემთან მოდიო... მეც წავედი... კიდევ ხუთასი
პიასტრი მომცა და მითხრა,პირადად იმ ქალს გადაეციო. დედამ ფუ-
ლი აიღო... ყველაფერი ასე დამთავრდა. პიერი ახლა აქედან ძალი-
ან შორსაა და ფულს ვეღარ მოიპარავს.
დედას, თითქოს, ეძინება. საკუთარმა თავმა დაღალა. მობეზრდა
ეს გაუთავებელი ისტორიები, ვერც კი ხვდება, როგორ გაეხვია ამ
ამბებში.
პაულო ისე ეშმაკურად იცინის, თითქოს, ეხუმრებიან.
– მამამისმა ვალები გაგვისტუმრა. – ამბობს უმცროსი ძმა.
ბავშვი დედას თვალს არ აცილებს და ჰკოცნის. ქალი უხმოდ იცი-
ნის. თითქოს, ძლივს გასაგონად ყვირის. ცოტა ხანში ყველას გიჟუ-
რად ეცინება. სამივეს განსაკუთრებული სიცილი აქვს. კმაყოფილე-
ბი არიან, რადგან პაულომ ისე დაილაპარაკა, რომ მისთვის რამის
თქმა არავის უთხოვია.
ბავშვი კითხულობს, ნუთუ, მამამისმა ფული ასე უბრალოდ, უპი-

174
რობოდ მოგვცაო.
– მხოლოდ ერთი პირობა წამოგვიყენა: კოლონიიდან ახლავე
უნდა წავიდეთ. – სიცილით ეუბნება თანი.
ისე გიჟურად იცინიან, რომ ცრემლები მოსდით. განსაკუთრებით
კი, პაულოს.
თანი განაგრძობს:
‒ მამამისმა დედას მოსწერა, თქვენს უფროს ვაჟიშვილს სადეკსა
და გინ-ლონგში ყველა ოპიუმის მოსაწევი სახლის მეპატრონის ვა-
ლი აქვსო. პიერი არასრულწლოვანია, თვრამეტიოდე წლისაა და
მის საქციელზე პასუხი დედამ უნდა აგოს. ვალები უნდა გადაიხადოს
და თუ ვალს ჩინელის მამა არ დაფარავს, დედა სამუშაოს დაკარ-
გავს, უფულოდ დარჩება და დააპატიმრებენ.
დედა კვლავ ყურადღებით უსმენს. სიცილი უვარდება. ერ-
თდროულად იცინის და კივის. ბავშვებს შიში იპყრობს.
– საფრანგეთში წასვლა რომ არ მოვინდომო, რა მოხდება?! –
ამბობს დედა.
ყველა დუმს. თითქოს, მას არაფერი უთქვამს.
ის მართლაც ჩუმდება.
ბავშვი თანს „მის ენაზე“ ეუბნება:
– მამამისმა თქვა, თქვენს ვალებს იმ შემთხვევაში დავფარავ, თუ
აქედან ახლავე წახვალთო?...
– ჰო.
პატარა ძმა იცინის და ნელა იმეორებს:
– თუკი ახლავე წავალთ...
თანი ბავშვივით იცინის:
– ჰო... როცა ჩინელის მამამ გაიგო, რომ პიერმა დედას ხუთასი
პიასტრი მოჰპარა, ხუთასი პიასტრი კიდევ მომცა და მითხრა, ეს პი-
ერს გადაეცით, თუ ოპიუმს ვეღარ მოწევს, საშინელებას ჩაიდენს,
ახლა ხომ მთელი დღეები საწოლიდან არ დგება და შეიძლება, თა-
ვიც კი მოიკლასო. შემდეგ, ჩინელის მამამ ფული მომცა.
სიჩუმეა.
თანი განაგრძობს:

175
– მან დედას ფრანგულად მეორე წერილი მოსწერა. უთხრა, აქე-
დან ახლავე უნდა წახვიდეთ, ყელში ამომივიდა ეს ისტორია, უფრო-
სი ძმა, ოპიუმი და კიდევდა კიდევ უფროსი ძმა, ფული, ყველაფერი
მომბეზრდაო.
ყველანი იცინიან.
‒ კონვერტში, წერილის გარდა, დედასთვის ხუთასი პიასტრი
იდო. დედას მოსწერა, ჩემს ვაჟიშვილს არაფერი უთხრათ, არაფერი
იცის, არ მინდა გაიგოს, რომ ფულს გიგზავნითო.
ბავშვი თანს ღიმილით ეკითხება:
– საიდან იცი ეს ყველაფერი?
– მითხრეს. კარგი მეხსიერება მაქვს. მახსოვს ყველაფერი, რაც
თქვენ გეხებათ... პიერსა და ჩინელის მამაზეც კი ყველაფერი ვიცი...
ის ხანდახან მიყვება, როგორ გაიქცა მისი ოჯახი ჩინეთიდან. მე მე-
ძინება, მაგრამ ის მაინც ლაპარაკობს...
ყველა იცინის.
დედა მას აღარ უსმენს. ხმადაბლა საუბრობენ. წარსულზე ფიქრი
დედას სევდას ჰგვრის.
ბავშვი ეზოში გადის და კედელს ეყრდნობა. თანი უახლოვდება.
ერთმანეთის სურნელს გრძნობენ. ლამაზი ბიჭი მას ტუჩებში პირვე-
ლად ჰკოცნის. ლუღლუღებს, პაულოც ჩემი სიყვარულიაო... ბავშვი
ეუბნება, ვიცი, რომ უზომოდ გიყვარსო და მის სახელს წარმოთ-
ქვამს:
– თან...
ეუბნება, ჩემ გამო სიამშიც წახვალ, ევროპაშიც, საფრანგეთშიც,
პარიზშიცო...
– ჰო... როცა გაემგზავრებით, პრი-ნოპში წავალ, შემდეგ კი სი-
ამში დავბრუნდები...
– ჰო... ვიცი... პაულოს უკვე უთხარი? – ეკითხება ბავშვი.
– არა.. მხოლოდ შენ და ჩინელმა იცით...
– ჩინელს რატომ უთხარი?
ბავშვს შიში იპყრობს და ეუბნება, შენი მშობლების მოძებნას თუ
შეეცდები, ხომ არ მატყუებო... თანი ეუბნება, ჩემს მშობლებზე ჩვენი

176
ბოლო საუბრის შემდეგ აღარ მიფიქრია, მხოლოდ პატარა და-ძმებ-
ზე გფიქრობდი, მაგრამ მათ სიამის ტყეში ვერასოდეს ვიპოვიო...
ბავშვი კითხვას უმეორებს.
– ჩინელს რატომ უთხარი, რომ სიამში დაბრუნებას აპირებ?
– იმიტომ, რომ, როცა გაემგზავრები, მინდა, მას ხშირად შევ-
ხვდე... მეგობრები უნდა გავხდეთ.... შენზე, პაულოსა და ჩვენს დე-
დაზე ვისაუბრებთ და: – თანს ეღიმება: – შენი სიყვარულით ტანჯუ-
ლები ერთად ვიტირებთ...
“B 12“ გზას მიუყვება. საჭესთან თანი ზის. ბავშვი მის გვერდით
მოკალათებულა. საიგონში მიდიან. ჯერ ჩინელის ბინაში უნდა წავი-
დნენ, შემდეგ კი – ლიოტეს პანსიონში.
ბავშვს შიში იპყრობს. თანს ეუბნება, მეშინიაო.
თანი ეუბნება, ჩინელზე მეც ძალიან ვღელავო.

***
შოლენში არიან.
„ლეონ ბოლესთან“ მძღოლი დგას. ის ბავშვს უახლოვდება, უღი-
მის და ეუბნება, ბატონი მაჯონგის სათამაშოდ წავიდა და მალე დაბ-
რუნდება, ბინა ღიაა, მან მთხოვა, არ დაკეტო, იქნებ, ის ჩემზე ადრე
მოვიდესო...
თანი სადეკში მიდის.
ბავშვი ბინაში შედის და ოთახს დაჟინებით უცქერს. სურს, ეს ბინა
სიკვდილამდე არ დაავიწყდეს. იხდის. იბანს. საწოლში წვება, კედ-
ლისაკენ, იქ, სადაც ჩინელი წვებოდა. ისევ გრძნობს ჩინური ჩაისა
და თაფლის სურნელს. ზეწარის იმ ადგილს ჰკოცნის, სადაც მამაკა-
ცი წვებოდა. მას ისევ შერჩენია მისი სხეულის სურნელი.
ბავშვს ეძინება.
საყვარელი ოთახში ალიონზე შემოდის.

177
იხდის. ბავშვის გვერდით წვება, უცქერს და ნაზად ეუბნება:
– რა პატარა ჩანხარ საწოლში...
ბავშვი დუმს.
თვალდახუჭული ეკითხება:
– ნახე?
‒ ჰო.
‒ ლამაზია?
– არ ვიცი. მგონი, კი. მაღალია, შენზე ბევრად ახოვანი და ტანა-
დია.
ჩინელი ჩუმდება, ცოტა ხნის შემდეგ განაგრძობს:
– მგონი, ჩვენზე ყველაფერი იცის.
‒ საიდან?
‒ ალბათ, ბატარა სადეკელმა შინამოსამსახურეებმა ყველაფე-
რი უამბეს. ხომ მითხარი, ძალიან ახალგაზრდები და ცნობისმოყვა-
რეები არიან, თითქმის, ჩემი თანატოლები, თხუთმეტი-თექვსმეტი
წლისანი და იციან, რა ხდება ყველა ოჯახშიო.
– საიდან მიხვდი, რომ შენმა საცოლემ ჩვენზე ყველაფერი იცის?
‒ არ ვიცი, უბრალოდ, ვიგრძენი, არ ვიცი.
ბავშვი ეუბნება, ოჯახურ ცხოვრებას მალე დაიწყებთ და ბუნებრი-
ვია, ეს ამბავი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანიაო.
ჩინელი ყოყმანობს:
– რა თქმა უნდა, მაგრამ მასთან არ მისაუბრია.
– ჩინეთში ყოველთგის ასე ხდება?
– ჰო, უხსოვარი დროიდან ასე იყო. არაფერი შეცვლილა...
– ჩვენ, სხვებს, ასეთი რამ არ გვესმის. ხომ იცი.– ეუბნება ბავშვი.
– ჩგენ კი გვესმის. მაგრამ არ გვესმის, თქვენ რატომ არ გეს-
მით...
ჩინელი დუმს, ცოტა ხანში ეუბნება:
‒ ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობთ, თუმცა, ერთმანეთის მაინც
გვესმის. ჩვენი დუმილი და მზერა ბევრ რამეზე მეტყველებს...
– შენი საცოლე მანჯურიაში გაემგზავრა?
– არა. იქიდან სამუდამოდ წამოვიდა, ახლა სადეკში, მამიდაჩემ-

178
თან ცხოვრობს, მისი მშობლები ხვალ ჩამოვლენ და ჩვენს ოთახსა
და საწოლს მოამზადებენ, თქვენ, მგონი, საქორწინო სარეცელს
ეძახით...
–ჰო.
ბავშვი დგება და სავარძელში წვება, ჩინელი ოპიუმს გულგრილი
სახით ეწევა.
ბავშვი ამბობს, ამერიკული სიმღერა და ვალსის ჰანგები აღარ
მოისმის, როგორც ჩანს, ის ახალგაზრდა მამაკაცი პიანინოზე აღარ
უკრავსო... ჩინელი ეუბნება, ალბათ, ამ ქუჩაზე აღარ ცხოვრობსო.
– მოდი ჩემთან, – ეუბნება მამაკაცი.
ბავშვი სურვილს უსრულებს. უახლოვდება და სხეულზე ეხება.
ტუჩებს ტუჩებზე ადებს, ირინდებიან.
– ბევრი მოწიე?
– ახლა გამუდმებით ვეწევი... ოპიუმის გარდა არაფერი მინდა.
აღარც სიყვარულს ვგრძნობ. ნამდვილად საოცარია... დაუჯერებე-
ლია... – ეუბნება ჩინელი.
– თითქოს, ერთმანეთი არასოდეს გაგვიცნია...
– ჰო, შენ, თითქოს, ათასი წლის წინ მოკვდი.
სიჩუმეა.
– ქორწილი როდის იქნება? – ეკითხება ბავშვი.
‒ მაშინ თქვენ საფრანგეთში იქნებით... მამაჩემმა პორტში ყვე-
ლაფერი გაიგო...მგზავრთა სიაში ხართ... აქაურობას ჩემს ქორწი-
ლამდე ერთი კვირით ადრე დატოვებთ...
‒ მამაშენმა ქორწილი დააჩქარა...
‒ მაშინ რომ დაენიშნა, როცა შენ აქ იქნებოდი, ყველაფერს ჩავ-
შლიდი...
ბავშვი ეკითხება, მამაშენმა თუ გითხრა, რომ ჩემმა უფროსმა
ძმამ ფული მოიპარა და დედას დიდი უსიამოვნება შეემთხვაო.
ჩინელი ეუბნება, არ ვიცი, არ მაინტერესებს, მამაჩემისთვის ეს
არაფერიაო...
– არაფერი, სრულიად არაფერი... ასეთ უმნიშვნელო ქურდობა-
ზე ლაპარაკიც კი არ ღირს. – იმეორებს ის.

179
– ალბათ, მრავალი წლის შემდეგ, ერთხელ მაინც შევხვდებით...
ერთხელ მაინც... ან იქნებ, ბევრჯერ?...
– რატომ?
– რომ გავიგოთ...
– რა უნდა გავიგოთ?
– თუ რა გზით წავიდა ჩვენი ცხოვრება...
სიჩუმეა.
ბავშვი ისევ ეკითხება, შენი საცოლე პირველად სად ნახეო.
– მამაჩემის მისაღებ ოთახში... ერთხელ, ქუჩაშიც მოვკარი თვა-
ლი... ჩემ სანახავად მოდიოდა. მას ჩემი ნახვის უფლება მხოლოდ

და მხოლოდ მამაჩემის თანდასწრებით ჰქონდა.


– მითხარი, ლამაზიაო...
– ჰო... გარეგნულად, მგონი, ლამაზია... ჩრდილოელი ქალები-
ვით თეთრი და ნაზი კანი აქვს. შენზე თეთრიც კია... უფრო ახოვა-
ნია... შენ კი ასე პატარა და გამხდარი ხარ... ვშიშობ, რომ ვერ შევ-
ძლებ...
‒ ხელში ვერ აიყვან?..
– ჰო, ალბათ... შენ კი ჩემოდანივით მსუბუქი ხარ... საწოლზე მი-
გაგდებ... პატარა ჩემოდანივით...
ბავშვი ეუბნება, ამიერიდან სიტყვა „ახოვანის“ გაგონებისას ყო-
ველთვის გამეცინებაო.
– მას ჩემთვის თვალის გასწორების უფლებაც კი არ აქვს... მაგ-
რამ დარწმუნებული ვარ, მაინც შემომხედა. ჩინურ ადათ-წესებს პა-
ტივს სცემს. ჩინელი ქალები მხოლოდ მაშინ ითვლებიან გათხოვი-
ლებად, როცა ქმრისთვის თვალებში შეხედვის უფლებას მოიპოვე-
ბენ... ანუ ქორწილის შემდეგ...
ჩინელი მთელი არსებით, მონუსხული უცქერს ბავშვს. სახეზე ჩა-
მოშლილ თმას უწევს, რათა უსასრულოდ, გონის დაკარგვამდე უც-
ქიროს. თითქოს ვეღარ ცნობს.
– მინდოდა, დავქორწინებულიყავით და შეუღლებული საყვარ-
ლები ვყოფილიყავით... – ამბობს ბავშვი.

180
– რათა ერთმანეთი დაგვეტანჯა...
– ჰო... რათა ერთმანეთი უსაზღვროდ დაგვეტანჯა...
– და ტანჯვით მოვმკვდარიყავით...
– ჰო... შენი ცოლიც, ალბათ, ჩვენსავით ტანჯვით მოკვდება...
– ალბათ...
– უსაზღვროდ გტანჯავთ, მაგრამ სწორედ მე შეგაუღლებთ...
– უკვე შეგვაუღლე...
ბავშვი ჩუმად ტირის და იმეორებს:
– ცრემლებს ვერ ვიკავებ... არ შემიძლია... არ შემიძლია...
ჩუმდებიან.
ხანგრძლივი მდუმარება ისადგურებს.
ერთმანეთს აღარ უმზერენ.
‒ მერე ბავშვებიც გაჩნდებიან... – ამბობს ბავშვი.
საყვარლები ტირიან.
– ჩემს შვილებს ვერასოდეს გაიცნობ... ამქვეყნად ყველა ბავშვს
ნახავ, მაგრამ მათ – ვერასოდეს... – ეუბნება ჩინელი.
– ვერასოდეს.
ბავშვი მას ეხუტება. ჩინელი მსუბუქი მოძრაობით მკერდზე იწ-
ვენს. ბავშვი სხეულზე ეხება, მისი კანის სურნელს გრძნობს და ტი-
რის.
– სიკვდილამდე მხოლოდ და მხოლოდ შენ მეყვარები. – ეუბნება
ჩინელი.
ბავშვი დგება და ყვირის:
‒ შენ ბედნიერი იქნები. მინდა, რომ ბედნიერი იყო. ვიცი, ის ჩი-
ნელი ქალი შეგიყვარდება. გეფიცები...
ბავშვი ისევ ეუბნება· გეფიცები, ბედნიერი იქნები, ბავშვები გე-
ყოლებათ, ეს კი ბედნიერებაა, შვილი სიცოცხლის გაზაფხულიაო.
ჩინელს, თითქოს, მისი სიტყვები არც კი გაუგონია· დაჟინებით.
მონუსხული უცქერს და ეუბნება:
– ჩემი სიყვარული ხარ...
ის მისტირის თავისი მომავალი შვილების სიცოცხლის გაზაფ-
ხულს, რომელსაც ბავშვი ვერასოდეს იხილავს.

181
ისინი ცრემლად იღვრებიან.
ბავშვი ეუბნება, შენი სურნელი არასოდეს დამავიწყდებაო.
‒ მე კი შენი ბავშვური, გამხდარი, ყოველღამით შერყვნილი,
თუმცა მაინც წმინდა სხეული სიკვდილამდე მემახსოვრება... ასეთ
ბედნიერებას ვეღარასოდეს განვიცდი. ასეთ სასოწარკვეთას... ასეთ
უგონო ბედნიერებას, რომლის გამოც, შეიძლება, თავიც კი გასწი-
რო...
ღამის დასალიერში ხანგრძლივი მდუმარება ისადგურებს. ქა-
ლაქში, ქუჩებსა და საყვარლების გულებში კვლავ თავსხმა წვიმა
იღვრება.
– მუსონი იწყება...
ბავშვი ეკითხება, ასეთი ძლიერი წვიმა ბრინჯის ყანებისთვის
კარგიაო?
საუკეთესოაო, ეუბნება ის.
ბავში თვალებს მისკენ აღაპყრობს და ცრემლმორეული უცქერს.
– ჩემი სიყვარული შენ იქნები...
‒ ჰო... შენი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული... – ეუბნება ჩი-
ნელი.
ოთახში წვიმის სურნელი იჭრება.
ძალზე მძაფრი სურვილი კვლავ სიყვარულისა და თავდავიწყე-
ბის მორევში შთანთქავს საყვარლებს.
ეძინებათ.
ეღვიძებათ.
ისევ ძილი ერევათ.
ჩინელი ჩურჩულებს:
– წვიმა... მე კი ისევ აქ, შენთან ერთად... ჩემო პატარავ... ჩემო
ბავშვო...
ბავშვი ეუბნება, მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გავიცანით, ერთ
ღამეში წვიმა ორჯერ პირველად წამოვიდაო. ეკითხება, ბრინჯის ყა-
ნები თუ გაქვსო. ჩინელი ეუბნება, არა, არასოდეს მქონია, ჩინელებს
ბრინჯის ყანები არა აქვთო. ბავშვი ეკითხება, ჩინელები რითი ვაჭ-
რობთო.

182
– ოქროთი, ოპიუმით, ჩაით, ფაიფურით, საღებავებით... ცისფე-
რი საღებავით... „ჩინური ცისფერი საღებავით“... „ბინებს“ ვაშე-
ნებთ, ბირჟები გვაქვს. ჩინური ბირჟა მთელ მსოფლიოშია. ყველგან
ჭამენ ჩინურ კერძებს, მერცხლების ბუდეებსა და ასწლოვან კვერ-
ცხებსაც კი.
‒ ნეფრიტითაც ვაჭრობთ? – ეკითხება ბავშვი.
– ჰო... აბრეშუმითაც.
ჩუმდებიან.
ერთმანეთს შესცქერიან.
ბავშვი ჩინელს გულში იკრავს.
– რა მოგდის?.. – ეკითხება ჩინელი.
– გიყურებ.
მამაკაცს დიდხანს უცქერს.
‒ ოდესმე შენს ცოლს ჩვენი თავგადასავალი უნდა მოუყვე. თავი-
სი ქმრისა და სადეკელი მოსწავლის სასიყვარულო ისტორია უნდა
იცოდეს... ყველაფერზე უნდა მოუყვე, ჩვენს ბედნიერებაზე, ტანჯვა-
ზე, სასოწარკვეთაზე, სიხარულზე... ყველაფერი უნდა მოუყვე, რათა
ხალხმა ისევ და ისევ ისაუბროს ჩვენი სიყვარულის ისტორიაზე...
მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ილაპარაკებს... მთავარია, ჩვენი ისტო-
რია დავიწყებას არ მიეცეს... რაღაც მაინც უნდა დარჩეს... რაღაც
ძალზე ცხადი და გასაგები მაინც: თუნდაც, ადამიანების, ქუჩების,
კოლეჯებისა და კინოთეატრების სახელები.... იმასაც კი უნდა ჰყვე-
ბოდნენ, თუ როგორ მღეროდნენ ღამღამობით ლიოტეს პანსიონში
მოსამსახურე ბიჭები. ელენ ლაგონელისა და სიამის ტყის ობლის,
თანის სახელებიც კი არ უნდა დაივიწყონ...
– ცოლს რატომ უნდა მოვუყვე? რატომ მაინცდამაინც მას და არა
სხვას?
– ის ჩვენს სასიყვარულო ისტორიას სხვებზე უკეთ გაიგებს, იმი-
ტომ, რომ ძალიან დაიტანჯება...
– რომ არ დაიტანჯოს?
– მაშინ, ყველაფერი დავიწყებას მიეცემა.

183
***
ის თავისი შავი მანქანის უკანა სავარძელზე ზის, რომელიც პორ-
ტის საწყობის კედელთან დგას. კვლავ ხამი აბრეშუმის კოსტიუმი აც-
გვია. თითქოს, სძინავს.
ერთმანეთს არ უყურებენ, მაგრამ მაინც უმზერენ.
გამზადებული გემი მოჩანს. როგორც ყოველთვის, ნაპირზე უამ-
რავი ხალხი ირევა.
გემის რეპროდუქტორებში ხმამაღალი ბრძანება გაისმის.
პროპელერები ბრუნვას იწყებენ, წყალს სერავენ და ამღვრევენ.
საშინელი ხმაურია.
ყველას შიში იპყრობს. ასეთ დროს ყველაფრის ეშინიათ. ყვე-
ლაფრის. ეშინიათ, რომ ვეღარასოდეს ნახავენ ამ უნაყოფო მიწას,
მუსონს, გამუდმებით მოქუფრულ ზეცას და ყველაფერი სამუდამოდ
დაავიწყდებათ.
მანქანის უკანა სავარძელზე მჯდარი მამაკაცი შეირხა და მარ-
ჯვნივ გადმოჯდა. სურდა, კიდევ რამდენიმე წამით მაინც ეყურებინა
მისთვის. უკანასკნელად. მის თვალებში ბავშვის ხატება სამარადი-
სოდ დაივანებს.
ბავშვი მას არ უყურებს. საერთოდ არაფერს უმზერს.
უეცრად მოდური მელოდია ისმის. უკაცრიელ ქუჩაში მოსმენილი
უკანასკნელი ვალსის ჰანგები იღვრება. განშორებისწინა, ნოსტალ-
გიური, ნელი მუსიკა ისმის. განშორებისაგან გამოწვეულ ტკივილს
მხოლოდ ასეთი მელოდია თუ გააყუჩებს. ის ადამიანებიც კი, რომ-
ლებიც არავის აცილებენ და არ შორდებიან, რატომღაც, ამ სამარა-
დისო განშორებისა და ეულად შთენის ტრაგედიის მონაწილეებად
იქცევიან. ეჩვენებათ, რომ საკუთარ ბედისწერას გაურბიან.
მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, თუ რა იყო მათი ბედის-
წერა, როცა მას გაექცნენ.

184
ალბათ, ჩინელი პირველი კლასის გემბანს უყურებს, თუმცა
ბავშვს ვერ ხედავს. ის შორსაა. პაულოსაკენ შებრუნებულა. უმცრო-
სი ძმა უკვე ბედნიერია, მოგზაურობისთვის მზადაა. ჩემი თავისუფა-
ლი უმცროსი ძმა... ჩემი საყვარელი ძმა. ჩემი განძი. ცხოვრებაში
პირველად გათავისუფლდა შიშისგან.
პროპელერების ხმაური უფრო და უფრო ძლიერდება და გაუსაძ-
ლისი ხდება.
ბავშვი ჩინელს არ უყურებს. არაფერს უცქერს.
თვალს ახელს. მისი დანახვა სურს. ის აღარ ჩანს. გაქრა. აღარ-
სადაა. ჩინელი საყვარელი წავიდა.
ბავშვი თვალებს კვლავ ხუჭავს.
ვერ დაინახა, როგორ წავიდა ის.
თვალდახუჭული, უკუნ სიბნელეში ისევ შეიგრძნობს ხამი აბრე-
შუმის, კანის, ჩაისა და ოპიუმის სურნელს.
სურნელი. ოთახი. ეს ყოველივე მოგონებადღა იქცა. აგონდება,
როგორ კრთოდა საყვარლის ქუთუთოებს მიღმა ტყვედქმნილი თვა-
ლები, როცა ბავშვი ჰკოცნიდა.

სანაპიროზე ისევ ყვირილი და ადამიანების სახელები გაისმის.


განშორების ტრაგედია იწყება.
ჩინელი, ალბათ, მაშინ წავიდა, როცა გემი სანაპირო ხაზს გას-
ცდა და ბავშვი გემბანზე უმცროს ძმას დაეძებდა.
მგზავრთათვის განკუთვნილი ხიდი ნაპირს მოაცილეს.
ღუზა ხმაურით ასწიეს. ისეთი ხმაური გაისმა, იფიქრებდით, სამ-
ყაროს დასასრული დადგა.
გემი გასამგზავრებლად მზადაა. მდინარის ტალღებზე ირწევა.
თითქოს, გემის გამგზავრება შეუძლებელი ოყო, მაგრამ... ეს მა-
ინც მოხდა.
გემი ნაპირს მოსცილდა.
ყვირილი ისმის.
გემი წყალზე ტივტივებს.
მას დახმარება სჭირდება, ფარვატერზე უნდა აიყვანონ. ზღვაში

185
უნდა გაიყვანონ.
გემი ძალიან ნელა, გასაოცრად, დიდებულად ასრულებს ბრძა-
ნებებს. გაურკვეველი მიმართულებით მიცურავს. გაშლილი ზღვი-
საკენ.
საყვირების ყურისწამღებ ღმუილში ცა ისევ შავი კვამლით იფა-
რება. ეჩვენებათ, რომ თითქოს, ყოველივე ეს თამაშია, მაგრამ
არა... სწორედ ამ წუთიდან, ბავშვისათვის მზემ სამუდამოდ იცვალა
მიმართულება.
რაღაც ახსენდება...
მის წინ, გვარლზე მიყრდნობილი, შავგვრემანი გოგონა მასავით
ზღვას გაჰყურებდა და რატომღაც ტიროდა.
ბავშვს ეს დავიწყებული სურათი ისევ აგონდება.
გემის კიჩოდან ახალგაზრდა მამაკაცი მათკენ გამოემართა.
ისეთ მუქ პიჯაკში იყო გამოწყობილი, როგორიც საფრანგეთში ეც-
ვათ. მხარზე ფოტოაპარატი ჰქონდა გადაკიდებული. გემბანს გადა-
უღო. გვარლს დაეყრდნო და გემის ცხვირიც გადაიღო. შემდეგ კი
მხოლოდ ზღვას უღებდა.

186
ცოტა ხანში ფოტოების გადაღება შეწყვიტა. თვალს არ აცილებ-
და მაღალ,შავგვრემან ქალიშვილს, რომელიც უკვე აღარ ტიროდა.
შეზლონგზე იწვა და მამაკაცს უყურებდა. ერთმანეთს გაუღიმეს. მა-
ღალი ქალიშვილი მას ელოდა.
თვალები დაეხუგა. თავს იკატუნებდა, თითქოს, ეძინა. მამაკაცი
მას არ მიუახლოვდა. გემბანზე სეირნობა განაგრძო. ქალიშვილი
შეზლონგიდან წამოდგა და მას მიუახლოვდა. საუბარი დაიწყეს.
ზღვას გასცქეროდნენ და პირველი კლასის გემბანზე დასეირნობ-
დნენ.
ბავშვს აღარ დაუნახავს, როდის წავიდნენ ისინი.
ის შეზლონგზე დაწვა. თითქოს, ჩაეძინა. არა... არ სძინავს. თვა-
ლი გაახილა.
მზის სხივების თამაშსა და გემის სვლასთან ერთად, გემბანზე,
ტიხრებსა და ზღვის ტალღებზე, ჩრდილებისა და ქიმებისაგან შემ-
დგარი გაურკვეველი, გასაოცარი დამწერლობა ჩნდება და ქრება.
სინათლის გარდატეხილი სხივი გემის კუთხეებში სამკუთხედად იკ-
რება. ეს მსწრაფლწარმავალი სილამაზე მალევე ქრება, წუთიერი
გეომეტრია იშლება, იმიტომ რომ ზღვის ტალღების ჩრდილი ფა-
რავს. თუმცა კვლავ და კვლავ, დაუღალავად წარმოიქმნება.
ბავშვს ეღვიძება. გაშლილ ზღვაში არიან. გემი დასავლეთისკენ,
სიამის ყურისკენ მიიწევს.
კარგი ამინდია. ნაპირზე დარჩენილი ხალხი ხედავს, რომ ზეცის
ნათელ შუქში გახვეული ხომალდი ნელ-ნელა პატარავდება და
თვალს ეფარება.
ბავშვს ისევ შეზლონგზე ჩაეძინა.
როცა გაეღვიძა, გემი უკვე გაშლილ ზღვაში იყო. მან ტირილი და-
იწყო.
მის გვერდით ორი მგზავრი ზღვას გასცქეროდა და მასავით ტი-
როდა.
ისევ ძალიან ცხელა. ჯერ კიდევ არ შესულან იმ ზონაში, სადაც
ცივი, მარილის მძაფრი სურნელით გაჟღენთილი ქარი ქრის. როცა

187
უზარმაზარი დელტა, ბრინჯის უკანასკნელი ყანები, ლერწმების დაბ-
ლობი, კამო და აზიის კონტინენტი თვალს მიეფარება, ცივი ქარების
ზონაში შევლენ.
გემბანები წყვდიადში შთაინთქა, თუმცა ირგვლივ უამრავი ხალ-
ხი ტრიალებს.
ზოგს ღვიძავს, ზოგს – შეზლონგებზე ჩასძინებია. მხოლოდ პირ-
ველი კლასის მგზავრებისთვის განკუთვნილ ბარებში ჩქეფს ცხოვ-
რება. დილიდან საღამომდე, ხშირად გათენებდამდეც კი, ბანქოსა
და კამათელს თამაშობენ, ხმამაღლა საუბრობენ, იცინიან და კამა-
თობენ. ვისკიან სოდას, მარტელ-პერიესა და პერნოს სვამენ. ყველა
ეროვნების მგზავრი გართობის ჟინს შეუპყრია. მნიშვნელობა არა
აქვს, ეს მათთვის საქმიანი მოგზაურობაა თუ უბრალოდ, ერთობიან.
პირველი კლასის მგზავრების ბარი მათთვის საიმედო თავშესა-
ფარია. იქ თავდავიწყების მორევში ეშვებიან და, თითქოს, კვლავ
ბავშვებად იქცევიან.
ბავშვი ბარისაკენ მიემართება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შედის.
მეორე გემბანზე გადის. იქ არავინაა. მგზავრები გემის მარცხენა
ბორტზე შექუჩულან.
ელიან, როდის ამოვარდება ზღვის ქარი. ამ გემბანზე კი მხო-
ლოდ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დგას. გვარლს მარტოდმარტო
მიჰყრდნობია.
ბავშვმა გვერდით ჩაუარა. მან არ შეხედა. საოცარია... ის იმდე-
ნად ახლოს იყო, მაგრამ მაინც ვერ დაინახა.
ცხადია ბავშვმა მისი სახე ვერ დაინახა. ახსოვდა თითქოს, მთე-
ლი მოგზაურობის განმავლობაში ნაკლოვანების შეგრძნება არ ას-
ვენებდა. თითქოს, არემარესაც კი ვერ უცქირა.
ისიც ახსოვდა, რომ მამაკაცს ლურჯი, თეთრზოლებიანი ბლაზე-
რი და მთლად ლურჯი შარვალი ეცვა.
ბავშვი გვარლს მიუახლოვდა. ისინი სრულიად მარტონი იყვნენ
ამ უკაცურ გემბანზე და ბავშვს მასთან საუბარი უსაზღვროდ სურ-
და... მაგრამ მათ ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ. ბავშვი რამ-
დენიმე წუთი ელოდებოდა, რომ ის მისკენ შემობრუნდებოდა, მაგრ-

188
ამ... იმ მამაკაცს მარტო ყოფნა სურდა. ამქვეყნად ყველაფერზე მე-
ტად მარტოობას ესწრაფოდა. ბავშვი წავიდა.
მას არასოდეს დავიწყებია ის უცნობი მამაკაცი, იმიტომ, რომ მას
აუცილებლად მოუყვებოდა თავისი სიყვარულის ისტორიას.
ბავშვი გემბანის ბოლოში გავიდა... შემობრუნდა და მისკენ გა-
იხედა, თუმცა მამაკაცი იქ აღარ იდგა.
ბავშვი გემის კორიდორს მიუყვება. ისევ ეძებს თავისი და დედა-
მისის ორადგილიან კაიუტას·
ბავშვი ჩერდება. ხვდება, რომ ძებნა ამაოა. დედას მაინც ვერ
იპოვის.
ისევ გემბანზე გადის.
დედა არ ჩანს.
ცოტა ხანში ხედავს, რომ დედას გემის ცხვირისკენ ოდნავ შებრუ-
ნებულ შეზლონგში სძინავს. ბავშვი არ აღვიძებს. კორიდორში
ბრუნდება და ჩერდება.
ისევ გარეთ გადის და პაულოს ეძებს. კვლავ ჩერდება. ისევ კო-
რიდორში შედის.
ორადგილიანი კაიუტის წინ, იატაკზე დაწვა. დედას მისთვის მე-
ორე გასაღების მიცემა დაავიწყდა.
ბავშვს ყველაფერი ახსენდება და ტირის.
ეძინება.
რეპროდუქტორში აცხადებენ, ხმელეთი თვალს მიეფარა და შუა
ზღვაში ვართო. ბავშვს ეღვიძება. ყოყმანობს, თუმცა გემბანზე მაინც
გადის. ზღვის ქარმა ძალზე მსუბუქი ტალღა წარმოქმნა.
დაღამდა. ყველაფერი გაჩახჩახებულია: გემბანები, სალონები,
კორიდორები.
ზღვა კი კვლავ ღამის წყვდიადში შთანთქმულა. ბნელ ღამეში
ლურჯი ცა ანათებს, თუმცა მშვიდი და ბნელი, ზღვის ზედაპირზე აღ-
არ ირეკლება.
მგზავრები ისევ გვარლებს მიყრდნობიან. შორეთში იცქირებიან,
მაგრამ ვერაფერს ამჩნევენ. უნდათ, დიდი ტალღების ცქერითა და
ზღვის ქარის სიგრილით დატკბნენ.

189
ბავშვი ისევ დედას დაეძებს. თავშესაფრის, უცნობი მიწის ძიება-
ში მყოფ, გადასახლებულ ქალს ისევ შეზლონგზე სძინავს. ბავშვი
მას არ აღვიძებს.
რამდენიმე წუთში გემზე უკუნი ღამე გამეფდა.
რეპროდუქტორებში აცხადებენ, სასადილო დარბაზში ვახშამი
ათ წუთში დაიწყებაო.
ცა იმდენად ლურჯია და ისე გრილი ქარი უბერავს, რომ მგზავ-
რებს გემბანის დატოვება არ სურთ. სასადილოსკენ სინანულით,
ფეხათრევით მიაბიჯებენ.
დედა დარბაზში ზის. როგორც ყოველთვის, ახლაც წინა რიგში
მდგარი მაგიდა დაუკავებია. ბავშვებს ელოდება. კაიუტაში ბრუნდე-
ბა. ცოტა ხანში ისევ დარბაზში შემოდის. დოს შეკერილი მუქი წითე-
ლი აბრეშუმის, ნაკეცებიანი კაბა ჩაუცვამს. ნაკეცები მთელ კაბას
გასდევს და თითქოს, ოდნავ ბერავს. თმა დაუვარცხნია, ცოტაოდენი
პუდრი და პომადა წაუსვამს. რომ არავის დაენახა, კუთხეში მდგარ
სამკაციან მაგიდასთან დაჯდა.
დედას ყოველთვის აღაფრთოვანებდა გემით მოგზაურობა. ამ-
ბობდა, სწორედ გემზე ვხვდებოდი, რომ ვერასოდეს შევიძენდი იმ
განათლებას, რომელიც მე, საბრალო, ჩრდილოელ გლეხის ქალს
არ მეღირსა, გლეხი ვიყავი მანამ, სანამ ზღვები და ოკეანეები არ გა-
დავლახე და არ ვნახე, როგორი ცხოვრება იყო სხვაგანო.
ბავშვს გემზე გატარებული პირველი საღამო არასოდეს დავიწყე-
ბია.
დედა ხმადაბლა წუწუნებდა, თუ პაულო არ მოვა, ვახშამი აირე-
ვაო. მიმტან ბიჭს სთხოვა, კერძს ჯერ ნუ მოგვიტანო. მან მიუგო,
დარბაზს ცხრა საათზე ვკეტავთ, მაგრამ ცოტა ხნით მაინც დაგელო-
დებითო. დედამ ისე გადაუხადა მადლობა, თითქოს, ოფიციანტმა
სიკვდილისაგან იხსნა.
პაულოს თხუთმეტი წუთი მდუმარედ ელოდნენ.
დარბაზი ხალხით გაივსო. როგორც იქნა, დედის ზურგსუკან კა-
რი გაიღო და პატარა ძმა, პაულო შემოვიდა. მას თან ახლდა ის მა-
ღალი, შავგვრემანი ქალიშვილი, რომელიც ფოტოაპარატიან მამა-

190
კაცთან ერთად გემბანზე სეირნობდა.
პაულო დას არ უყურებდა, მაგრამ, თითქოს, მაინც უმზერდა. დე-
და თავს იკატუნებდა, რომ, თითქოს დარბაზში მჯდომი ხალხის გარ-
და ვერაფერს ამჩნევდა.
პაულომ დას მავედრებელი მზერა მიაპყრო.
ის ხვდება, რაც სურს უმცროს ძმას: ბავშვმა თავი უნდა მოიკატუ-
ნოს, რომ, თითქოს, პაულოს არ იცნობს. მაღალი, შავგვრემანი ქა-
ლიშვილიც ბავშვს უცქერს.
ის ცნობს და უღიმის იმ გოგონას, რომელიც გემბანზე მარტოდ-
მარტო იყო და მწარედ ტიროდა. დედა ისევ მგზავრებით სავსე დარ-
ბაზს გასცქერის. როგორც ყოველთვის, ახლაც გაოგნებული, თუმ-
ცა, ცოტათი სასაცილო სახე აქვს, მაგრამ თავადაც არ იცის, რა-
ტომ...
როცა პაულო წავიდა, ბავშვმა დედას შეხედა და გაუღიმა.
მორთმეულ ვახშამს უხმოდ შეხვდნენ.
სწორედ ამ დროს საშინელება დატრიალდა. უეცრად. თვალის
დახამხამებაში. ისე, როგორც ყოველთვის ხდება. ყვირილი გაისმა.
არცერთი სიტყვა... მხოლოდ და მხოლოდ თავზარდაცემული კივი-
ლი, ქვითინი და ცრემლებში ჩახშობილი ყვირილი. იმდენად დიდი
საშინელება დატრიალდა, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა ვერავინ
შეძლო.
უფრო და უფრო ხმამაღალი ყვირილი ისმოდა. ყველა კიოდა.
ყველგან. ყოველი მხრიდან. გემბანებზე. სამანქანოში. ზღვიდან და
ბნელი ღამის მორევიდანაც კი კივილი ისმოდა. თავზარდამცემი კი-
ვილი მთელ გემს მოედო. ნაწყვეტ-ნაწყვეტი ყვირილი განუწყვე-
ტელ, უხეშ, ყურისწამღებ, თავზარდაცემულ კივილად და გოდებად
იქცა.
ყველანი დარბიან და ერთმანეთს ეკითხებიან, რა მოხდაო.
ტირიან.
გემი სვლას ანელებს. თითქოს, მთელი ძალით, ერთბაშად ცდი-
ლობს გაჩერებას.
ყველა ყვირის, გაჩუმდითო.

191
გემზე მდუმარება გამეფდა.
ჩამოწოლილ მდუმარებაში სიტყვები და ჩუმი, ძლივს გასაგონი,
შორეული, ძრწოლით, შიშითა და სასოწარკვეთით აღსავსე თავ-
ზარდამცემი ყვირილი ისმის.
ვერავინ ბედავს იკითხოს, რა მოხდაო.
სიჩუმეში ხმა გარკვევით ისმის:
‒ გემი გაჩერდა... ყური მიუგდეთ... მანქანების ხმა საერთოდ
აღარ ისმის...
ისევ მდუმარება ისადგურებს. კაპიტანი რეპროდუქტორში აცხა-
დებს:
‒ საშინელი უბედურება დატრიალდა. ბიჭი ზღვაში გადახტა.
სასადილოში წყვილი შემოდის. მამაკაცს თეთრი ტანსაცმელი
ეცვა, ქალს კი – შავი საღამოს კაბა. ქალი ტირის და ყველას გასა-
გონად ამბობს:
– ვიღაც ბიჭი ზღვაში გადახტა... დავინახეთ, როგორ ჩაურბინა
ბარს... გვარლზე შედგა და გადახტა... ჩვიდმეტიოდე წლის იქნებო-
და...
ყველა გემბანზე გამოვიდა. სასადილო დაცარიელდა. გემბანი
მგზავრებით გაივსო.
აღარ ყვირიან. მხოლოდ ხმადაბალი ქვითინი გაისმის. ყკირილ-
ზე უფრო ძლიერმა, საშინელმა შიშმა და უბედურებამ მოიცვა ყოვე-
ლივე.
დედა და ბავშვი ტირიან. აღარ ჭამენ.
სასადილოდან ყველა გავიდა.
ხალხი გემბანზე ბოლთას სცემს. ქალები ტირიან. რამდენიმე
ახალგაზრდაც ქვითინებს.
დედებმა ბავშვები კაიუტებიდან გამოიყვანეს და გულში მაგრად
ჩაიკრეს.
სასადილოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა. მათ მაინც
შიათ. ოფიციანტ ბიჭებს უხეშად ეძახიან და ყვირიან, ვახშმობის უფ-
ლება გვაქვს, უნდა მოგვემსახუროთ, რადგან ფული გადავიხადე-
თო. მათ პასუხს არავინ სცემდა. ასეთი ადამიანები ყველგან და ყო-

192
ველთვის არიან.
ოფიციანტები სასადილოდან გადიან.
შორიდან ვიღაც კაცის ხმა მოისმის. ამბობს, წყალში მაშველ ნა-
ვებს უშვებენ და გვარლებს მოშორდითო.
თუმცა, ხალხს მაინც ყველაფრის ყურება სურს.
– ჩვიდმეტი წლის ბიჭი... ბიენოას ადმინისტრატორის ვაჟიშვილი
იყო... მათი ოჯახის მეგობარმა, რომელიც მეორე კლასით მგზავ-
რობს, კაპიტანს უთხრა, ბიჭის კაიუტაში ვერაფერი ვიპოვეთ, პატარა
წერილი, ერთი სიტყვაც კი არ დაუტოვა თავის მშობლებსო... საფ-
რანგეთში მიდიოდა. ბრწყინვალედ სწავლობდა. მშვენიერი ბიჭი
იყო...
სიჩუმეა.
ცოტა ხანში ისევ ხმაური მოისმის:
– ვეღარ იპოვიან...
– გვიანაა... ბიჭი ძალიან შორს იქნება...
– გემს გასაჩერებლად ბევრი დრო სჭირდება. ძრავის გამორ-
თვიდან დიდი ხნის შემდეგ ჩერდება...
ბავშვი სახეზე ხელებს იფარებს და დედას ჩურჩულით ეუბნება:
– საბედნიეროდ, პაულო დაბრუნდა, თორემ ძალიან შეგვეშინ-
დებოდა... რა საშინელებაა...
დედაც სახეზე ხელებს იფარებს, პირჯვარს იწერს და ხმადაბლა
ამბობს:
– ღმერთს მადლობა შევწიროთ და მოგვიტევოს, რომ ასეთი რამ
გავიფიქრეთ...
ისევ მოისმის ერთმანეთში არეული ხმები:
‒ გემი გათენებამდე გაჩერებული იქნება... მთელი ღამე აქ მოგ-
ვიწევს გაჩერება... ახლა ყველაზე საშინელი წუთია... უკანასკნელი
იმედიც კი ქრება...
– ასეთ შემთხვევაში გემი თორმეტი საათით უნდა გაჩერდეს... ან
მზის ამოსვლამდე... არ ვიცი...
‒ შიშველი, უკიდეგანო ზღვა... დილამდე...ო, რა საშინელებაა...

193
– რა საზარელი წუთებია... ბავშვს სიცოცხლე აღარ სურს... ამაზე
დიდი საშინელება რა უნდა იყოს?
‒ მართალია.
გაჩერებულ გემზე თითქმის სამარისებური მდუმარება გამეფე-
ბულა.
ხალხს ისევ სამაშველო ნავების იმედი აქვს... მგზავრები ზღვის
ტალღებზე მოლიცლიცე ჩირაღდნების შუქს თვალს არ აცილებენ.
იმედის სუსტი სხივი ჯერ კიდევ არ ჩამქრალა. ჩურჩულით ნათ-
ქვამ სიტყვებში გამოსჭვივის.
– იმედს ნუ დავკარგავთ... მოვითმინოთ... ზღვა ამ ზონაში თბი-
ლია... ის დიდხანს იცურებს... ის ხომ ასე ახალგაზრდაა... გაუძ-
ლებს...
– ზღვა მთელი ღამე ასეთი თბილი იქნება?.. როგორ ფიქრობთ?
– დიახ... ისიც კარგია, რომ ძლიერი ქარი არ უბერავს...
– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი ჩვენთანაა... მისი იმედი
უნდა გვქონდეს... ამას არ დაუშვებს...
– მართალია...
ისევ ტირილი მოისმის, თუმცა, მალევე წყდება
– ყველაზე დიდი საშინელება ის იქნება, თუკი გვხედავს და არ
გვპასუხობს... თუ აღარაფერი სურს...
– აღარც სიცოცხლე სურს, აღარც სიკვდილი...
– ჰო...
ხვდება, რომ გემისკენ ვერავითარი ძალა ვეღარ წაიყვანს...
უეცრად, მუსიკის ჰანგებმა შთანთქა გემბანი, სალონები და
ზღვა... ეს ისევე მოულოდნელად და უცაბედად მოხდა, როგორც ის
უბედურება. მელოდია იმ დარბაზიდან იღვრებოდა, სადაც პიანინო
იდგა.
– ალბათ, მან არ იცის, რა მოხდა...
ვიღაც ამბობს, ამ პიანინოს ხმა უბედურ შემთხვევამდეც მომეს-
მა, ძალიან შორიდან, თითქოს, მეორე გემზე უკრავდნენო.
ვიღაც ყვირის, მან არ იცის, რა მოხდა, ყვირილი არ გაუგონია,
უნდა გავაფრთხილოთო.

194
ხმამაღალი მუსიკა ისმის. ჰანგები შთანთქავს კაბინებს, სამანქა-
ნოებს, სალონებს.
– უნდა გავაფრთხილოთ... დაკვრა უნდა შეწყვიტოს. – ამბობს
ვიღაც.
სუფთა, ახალგაზრდული ხმა ეუბნება:
‒ რატომ უნდა შეწყვიტოს?!
ვიღაც მტირალი ხმით ამბობს:
‒ პირიქით... სთხოვეთ, რომ დაკვრა არ შეწყვიტოს... არ შეწყვი-
ტოს... იმ ბიჭისთვის ასე ჯობია... უთხარით, რომ დაკვრა განაგრძოს
... იმ ბიჭისთვის... ზუსტად ეს მელოდია დაუკრას... ზუსტად ეს... ბიჭი
ამ ჰანგებს იცნობს და იქნებ... მუსიკა ყველგან ისმის... იქნებ...
ეს სწორედ ქუჩაში მოსმენილი მელოდია იყო, რომელშიც პირვე-
ლი სიყვარულის უგონო ბედნიერება და ამ სიყვარულის დაკარგვი-
საგან გამოწვეული დაუამებელი ტკივილი იგრძნობოდა. ახალგაზ-
რდებს ეს მელოდია ძალიან მოსწონდათ.
ხალხის ზუზუნი მოისმის. ყველა ამბობს, დაკვრა არ შეაწყვეტი-
ნოთო.
ჰანგების ტალღებში შთანთქმული გემი ზღვაში გადამხტარ უც-
ნობ ბიჭს მისტირის.
ბავშვი დედას მარტო ტოვებს. იმ სალონს დაეძებს, საიდანაც მუ-
სიკის ხმა მოისმის.
გემი წყვდიადში შთანთქმულა.
სალონი გემის ცხირზე დგას და ზღვის ტალღებზე მოლიცლიცე
ჩირაღდნების შუქითაა განათებული. კარი ღიაა... ბავშვს გული იმე-
დით ევსება. შეიძლება, ადამიანი ბევრჯერ შეცდეს... მაგრამ ცხოვ-
რებაში ყველაფერი ხდება... ყველა ასე ამბობს... იქნებ?..
ბავშვი სალონის კარს უახლოვდება. უყურებს.
მას შავი თმა აქვს. თეთრი კოსტიუმი აცვია. ცხადია, მასზე ბევ-
რად უფროსია...
ბავშვი ისევ ელოდება და უცქერს... არა... არა. ის არ არის. ის ვე-
ღარასოდეს იქნება ის ბიჭი, რომელმაც სიკვდილი ინატრა.

195
სულ რამდენიმე წამში. სანამ გვარლამდე მიაღწევდა. სიკვდილი
ისურვა და განზრახვა აღასრულა კიდეც: გემიდან გადახტა
ყველაფერი დასრულდა.
ბავშვი მაგიდის ქვეშ, კედელთან წვება. პიანინოსთან მჯდარმა
ბავშვი ვერ დაინახა. ვერ გაიგონა, როგორ მიუახლოვდა. ბნელ სა-
ლონში, პარტიტურის გარეშე, გონებით უკრავს ცნობილ, ქუჩაში
მოსმენილ, უკანსაკნელ, სასოწარკვეთილ საყვარელთა ვალსს.
სალონში ისევ იღვრება ზღვის ტალღებზე მოლიცლიცე ჩირაღ-
დნების შუქი.
ჰანგებმა შთანთქა გაჩერებული გემი, ზღვა, მაგიდის ქვეშ მწო
ლი ბავშვი, ის ცოცხალი ბავშვი, რომელიც პიანინოს უკრავდა და
ზღვის ფსკერზე უძრავად მწოლი, თვალდახუჭული და ზღვის სამარა-
დისო ტყვედ ქცეული ბიჭიც.

მრავალი წლის შემდეგ, როცა დასრულდა ომების, შიმშილობის,


სიკვდილის,საკონცენტრაციო ბანაკების, ქორწილების, განშორე-
ბების, განქორწინებების, წიგნების, პოლიტიკური მოვლენებისა და
კომუნიზმის ხანა, მან დარეკა: „მე ვარ". ბავშვმა მისი ხმა მაშინვე იც-
ნო. „მე ვარ. მხოლოდ თქვენი ხმის გაგონება მინდოდა.“ – უთხრა
მან. „გამარჯობა“ – მიუგო ბავშვმა. მას, როგორ ყოველთვის, ახ-
ლაც ეშინოდა. ყველაფრის. ხმა აუთრთოლდა და ბავშვმა მისი
ჩრდილოეთჩინური აქცენტი იცნო... მან უთხრა: „შენი უმცროსი
ძმის ცხედარი ვერ იპოვეს... დაუმარხავი დარჩა...“ ბავშვმა ეს არ
იცოდა. არაფერი უპასუხა.
„მისმენ?“ –ჰკითხა მან. ბავშვმა მიუგო, გისმენო. მან უთხრა:
„ჩემი ვაჟიშვილების სწავლა-განათლების გამო სადეკიდან წასვლა
მომიხდა, მაგრამ ისევ იქ დავბრუნდები... მხოლოდ იქ ყოფნა მინ-
და...“ ბავშვმა ჰკითხა, ხომ არ იცი, თანს რა ბედი ეწიაო.
„მასზე აღარაფერი მსმენია.“ - მიუგო მან. „არასოდეს?“ – ჰკითხა
ბავშვმა.
„არასოდეს“ – უთხრა მან.

196
‒ შენ როგორ გგონიაო, ჰკითხა ბავშვმა.
„ალბათ, თანმა ოჯახის მოძებნა გადაწყვიტა, სიამის ტყეში წავი-
და, დაიკარგა და მოკვდა...“ –მიუგო მან.
„რა საოცარია... ჩვენი სიყვარულის ისტორია ისევ ისეთია... გა-
უხუნარი...მარადიული„. ისევ მიყვარხარ... ვერასოდეს დაგივიწ-
ყებ... შენს სიყვარულზე უარს ვერ ვიტყვი... სიკვდილამდე მეყვარე-
ბი.“ – განაგრძო მან.
საყვარელმა ტელეფონში ბავშვის ტირილი გაიგონა.
ცოტა ხანში უფრო შორეული, ოთახის სიღმრეში მიკარგული
ქვითინი შემოესმა. ბავშვი, ალბათ, ტელეფონს მოშორდა, მაგრამ
ყურმილი არ დაუკიდია. მას ისევ ესმოდა ბავშვის ქვითინი. კვლავ
სურდა მისი ხმის გაგონება, მაგრამ ბავშვი იქ აღარ იყო, თითქოს,
უჩინარი და მიუწვდომელი გამხდარიყო. და ისიც ატირდა. მთელი
ძალით. ხმამაღლა. მწარედ.

197
198
199

You might also like