You are on page 1of 26

1 მკითხველთა ლიგა

ხულიო კორტასარი

ეშმაკის დორბლი

ვინ იცის, როგორ აჯობებს ასეთი რამის მოყოლა, პირველ


პირში, მეორე პირში, თუ იქნებ მესამე პირში და მრავლობით
რიცხვში, ან რაღაც ახალი ფორმების ძიება დავიწყო, რაც
არაფრამდე არ მიგვიყვანს. აი, რომ შეიძლებოდეს ითქვას,
„მე დავინახეთ, როგორ ამოდიოდა მთვარე“, ან „ჩვენ მტკივა
თვალის ფსკერი“, განსაკუთრებით კი ეს: „შენ ქერა ქალი იყა-
ვით ღრუბლები, რომლებიც მიცურავენ ჩემ, შენ, მის, ჩვენ,
თქვენ, მათ თვალწინ“. რა სიგიჟეა!
კარგი იქნებოდა, სადმე ლუდის დასალევად წავსულიყავი,
საბეჭდ მანქანას კი თავისით ებეჭდა (მე ხომ საბეჭდ მანქანა-
ზე ვმუშაობ). ძალიან მაგარი იქნებოდა. სულაც არ ვხუმრობ.
არაჩვეულებრივი იქნებოდა, რადგან, ის, რაც ჩემი სათქმე-
ლის მიზეზი გახდა, ისიც მანქანაა (ოღონდ სხვანაირი, „კონ-
ტაქსი 1.1.2“) და შესაძლოა ერთმა მანქანამ მეორეს უკეთ გა-
უგოს, ვიდრე მე, შენ, მან – ქერა ქალმა – და ღრუბლებმა.
მაგრამ ბედი მხოლოდ სისულელეებში მწყალობს, და ვიცი,
რომ წავიდე, ეს ჩემი რემინგტონი მაშინვე გაქვავდება, თან
ისეთი ორმაგად გაქვავებული გამომეტყველებით, როგორიც
მხოლოდ მოძრავ ნივთებს ახასიათებთ უძრაობისას. ასე
რომ, წერა მაინც მომიწევს და, თუკი გვინდა, რომ მოსაყოლი
ქაღალდმა შეინახოს, ერთ-ერთმა ჩვენგანმა აუცილებლად
უნდა დაწეროს. ამიტომ ის, ვინც დაწერს, აჯობებს, მე ვიყო,
რადგან მკვდარი ვარ და დანარჩენთაგან განსხვავებით საფ-
რთხეც ნაკლები მემუქრება; და რადგან, როგორც მკვდარი,
2 მკითხველთა ლიგა
ახლა მხოლოდ ღრუბლებს ვხედავ, შემიძლია ისე მივეცე
ფიქრებს, რომ არაფერმა მომაცდინოს, ისე ვწერო, რომ ყუ-
რადღება არაფერმა გამიფანტოს. (აი, აი, კიდევ ერთმა ნაც-
რისფერქობიანმა ღრუბელმა ჩაიარა) და ყურადღების გა-
უფანტავად გავიხსენო ყველაფერი, რადგან მკვდარი ვარ (და
ცოცხალიც, რაღა საჭიროა ვინმეს მოტყუება, თავის დროზე
ხომ ყველაფერი ისედაც გაირკვევა, ამიტომ, ასეა თუ ისე,
იძულებული ვარ, ამ საქმეს შევეჭიდო და ყველაფერი თავი-
დან დავიწყო, საერთოდ ხომ მოყოლისას ეს საუკეთესო გზაა
ხოლმე).
უეცრად ეჭვმაც კი შემიპყრო, ამ ამბის მოყოლა საერთოდ
ღირს თუ არა-მეთქი. მაგრამ საკუთარ თავს ყველაფერზე თუ
ასე ჩაეკითხები, რასაც ვაკეთებ, რატომ ვაკეთებო, მაგალი-
თად, ვინმეს დასთანხმდები ვახშამზე და მერე ეჭვი შეგიპ-
ყრობს, რატომ დავთანხმდიო (ახლა მტრედმა ჩაიფრინა და,
მგონი, ერთი ბეღურაც იყო), ან როცა ვინმე რამე კარგ ანეკ-
დოტს მოგიყვება, შენ კი მუცელში რაღაც გვრემისმაგვარი
გეწყება და იქამდე არ გაგივლის, ვიდრე გვერდით კაბინეტში
არ შეხვალ და ვინმეს არ გაუზიარებ; მხოლოდ მაშინ იგ-
რძნობ თავს კარგად და შენს სამუშაო მაგიდას კმაყოფილი
უბრუნდები. რამდენადაც ვიცი, ამის ახსნა ჯერ ვერავის მო-
უხერხებია, ამიტომ იქნებ ჯობდეს, ფილოსოფოსობას თავი
დავანებო და მოვყვე, რის მოყოლაც მინდა, რადგან, როდის
იყო ვინმეს სუნთქვის ან ფეხსაცმლის ჩაცმის შერცხვენოდა,
ესეც ხომ ასეთივე ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავია, მაგ-
რამ, როცა თავს რამე განსაკუთრებული დაგატყდება, მაგა-
ლითად, ფეხსაცმელში ობობა აღმოჩნდება, ან სუნთქვისას
შენი ფილტვებიდან დამსხვრეული მინის ხმა ისმის, თანამ-
შრომლებს ან ექიმს ხომ აუცილებლად უნდა გაუზიარო, ხომ
3 მკითხველთა ლიგა
ასეა? ექიმო, იცით, როცა ჰაერს ჩავისუნთქავ... ასე რომ, მო-
ყოლას წინ არაფერი უდგას, და აუცილებლად უნდა მოჰყვე,
რათა მუცლის ეს საზიზღარი გვრემა მოიშორო.
და რადგან შევთანხმდით, რომ ეს ამბავი მოსაყოლია, მო-
დი ეს როგორც წესი და რიგია, ისე გავაკეთოთ. პირველ რიგ-
ში ამ სახლის კიბეზე დავეშვათ და კვირასთან, ნოემბრის
შვიდთან შევჩერდეთ, რაც ზუსტად ერთი თვის წინ იყო. მოკ-
ლედ, ხუთი სართულით ქვემოთ ჩავდივართ და აი, ის კვირაა,
პარიზის ნოემბრისთვის უჩვეულოდ მზიანი კვირადღე, სწო-
რედ ისეთი, როცა ძალიან გინდა, აქეთ-იქით იხეტიალო, ყვე-
ლაფერი ათვალიერო, ფოტოსურათები გადაიღო (ჩვენ ხომ
ფოტოგრაფები ვიყავით, ფოტოგრაფი ვარ). ვიცი, რომ ყვე-
ლაზე რთული მოყოლისათვის შესაფერისი ფორმის მოძიებაა
და ამის გამეორებისა არ მეშინია. ყველაზე რთული კი იმიტო-
მაა, რომ შეიძლება გაუგებარი დარჩეს, სინამდვილეში
მთხრობელი ვინ არის, მე თუ ის, რაც მოხდა, ან იქნებ ის, რა-
საც ვხედავ (ღრუბლებს, მტრედს), ვაითუ უბრალოდ იმ სი-
მართლეს ვყვები, რომელიც მხოლოდ ჩემი სიმართლეა, მა-
შინ ხომ იგი ჩემს მუცლის გვრემას ვერ უშველის, ვერც იმ
სურვილის დაოკებაში დამეხმარება, რომ გავიქცე და ეს ყვე-
ლაფერი თავიდან მოვიშორო.
დინჯად უნდა დავიწყოთ მოყოლა, რათა ის, რაც მოხდა,
გასაგები და ნათელი იყოს. მაგრამ ვაითუ შემცვალონ, ვაითუ
არ ვიცოდე, რის თქმა მინდა, ვაითუ უეცრად ღრუბლები გაქ-
რეს და რაღაც სხვა დაიწყოს (ხომ არ შეიძლება თვალწინ გა-
მუდმებით მხოლოდ ღრუბლები და დროდადრო მტრედი გედ-
გას!) და ამ ყველაფრისგან ... ამ „თუკის“ შემდეგ რა დავწე-
რო, დაწყებული წინადადება როგორ დავასრულო? არა, ამ
კითხვებს თუ გავყვები, ვერაფრის მოყოლას ვერ შევძლებ,
4 მკითხველთა ლიგა
ამიტომ აჯობებს, პირდაპირ მოყოლაზე გადავიდე და რაც იქ-
ნება, იქნება, იქნებ პასუხი თავად გაეცეს კითხვებს, თუნდაც
ერთი ვინმესთვის, ვინც ამას წაიკითხავს.
რობერტო მიშელი, ნახევრად ფრანგი, ნახევრად ჩილელი
მთარგმნელი და თავისუფალ დროს ასევე ფოტოგრაფი ამა
წლის 7 ნოემბერს, კვირადღეს, მესიე-ლე-პრენსის ქუჩაზე
მდებარე ნომერ 11 სახლიდან გამოვიდა. (ახლა ორი მომ-
ცრო, ვერცხლისფერქობიანი ღრუბელი მიცურავს). უკვე სამი
კვირა იყო, რაც სანტიაგოს უნივერსიტეტის პროფესორის,
ხოსე ნორბერტო ალიენდეს მიერ აპელაციებისა და აცილე-
ბის შესახებ დაწერილი ტრაქტატის ფრანგულ თარგმანზე მუ-
შაობდა. პარიზში ქარი იშვიათად იცის, მით უმეტეს ისეთი, მა-
შინ გზაჯვარედინებზე ქარბორბალასავით რომ ტრიალებდა,
თითქოს სურდა, სახლების ფანჯრებზე ხის ძველი ჟალუზები
შეემტვრია, რომელთა მიღმა გაოცებული ქალბატონები
ბჭობდნენ, ამ ბოლო დროს კლიმატი ასე რატომ შეიცვალაო.
მაგრამ თან მზეც საოცრად ასხივებდა, ქარს სწრაფად ათვი-
ნიერებდა, კატების გასახარად, ასე რომ, ხელს არაფერი მიშ-
ლიდა, სენის სანაპიროზე გამესეირნა, კონსიერჟერისა და
სენ-შაპელისთვის რამდენიმე ფოტოსურათი გადამეღო. და-
ახლოებით ათი საათი ხდებოდა. მე კი ვიცოდი, რომ შემოდ-
გომობით სურათების გადასაღებად საუკეთესო დრო დილის
თერთმეტი საათი იყო. დროის გასაყვანად სენ-ლუის კუნძუ-
ლამდე გავისეირნე, შემდეგ კი ანჟუს სანაპიროსკენ გავწიე,
ერთხანს ლოზენის სასტუმროს ვუყურე, აპოლინერის რამდე-
ნიმე სტრიქონი გავიხსენე, ამ სასტუმროს ყურებისას ყოველ-
თვის რომ მახსენდება ხოლმე (წესით, სხვა პოეტი უნდა გახ-

5 მკითხველთა ლიგა
სენებოდა, მაგრამ მიშელი ძალიან ჯიუტი ვინმეა)1 , ხოლო
როდესაც ქარი უეცრად ჩადგა და მზე თითქმის ორჯერ უფრო
გაიზარდა (მინდოდა მეთქვა, უფრო დათბა-მეთქი, თუმცა ეს
ხომ პრინციპში ერთი და იგივეა), პარაპეტზე ჩამოვჯექი და
კვირადღის ამ დილას თავზარდამცემი ბედნიერება ვიგრძენი.
მოცალეობის დროს უამრავ გასართობთა შორის სურათე-
ბის გადაღება ერთ-ერთი საუკეთესო საქმიანობაა, რაც ბავ-
შვებს პატარაობიდანვე უნდა ასწავლონ ხოლმე, რადგან გარ-
კვეული დისციპლინა ამ საქმიანობისთვის აუცილებელი ფაქ-
ტორია, ისევე, როგორც ესთეტიკური აღზრდა, კარგი თვალი
და თავდაჯერებული თითები. არა, იმას არ ვგულისხმობ, ზო-
გიერთი რეპორტიორივით პაპარაცობაში დახელოვნდე, რა-
თა დროულად მოასწრო და ფირზე დაუნინგ სტრიტის 10 ნომ-
რიდან2 გამოსული რომელიმე განსაკუთრებული პირის სი-
ლუეტი აღბეჭდო-მეთქი, არა, მაგრამ, როდესაც აპარატით
დადიხარ, ყოველთვის მზად უნდა იყო საინტერესო კადრის
დასაჭერად და უბრალოდ საცოდაობაა, ბებერ ქვებზე მზის
სხივის უეცარი და მშვენიერი ანარეკლის გაელვება გაგეპა-
როს, ან თუნდაც გოგონა, რომელსაც ქარი თმას უწეწავს,
როდესაც პურით ან რძის ბოთლით ხელში მაღაზიიდან შინ
ბრუნდება. მიშელმა კარგად იცოდა, არ იყო ამის გამრიგე,
რომ სწორედ ის ვერაგი აპარატი ახვევდა თავს, სამყაროს მი-
სეული ხილვა დაეფიქსირებინა (ახლა დიდი, თითქმის სულ
შავი ღრუბელი მიცურავს), მაგრამ ამას დრამატულად არ

1 კორტასარს მხედველობაში აქვს, რომ პარიზში, ანჟუს სანაპიროს ამ დი-


დებულ სასტუმროში, გიიომ აპოლინერი კი არა, შარლ ბოდლერი ცხოვ-
რობდა.
2 დაუნინგ სტრიტის 10 – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზი-

დენცია
6 მკითხველთა ლიგა
აღიქვამდა. იცოდა, რომ საკმარისი იყო, ქუჩაში უაპარატოდ
გასულიყო, რომ უზრუნველი თავისუფლების შეგრძნება მა-
შინვე დაუბრუნდებოდა, კადრების გარეშე სამყაროსა და
1/250 დიაფრაგმის გარეშე სინათლის ხედვის უზრუნველი
თავისუფლების შეგრძნება. ახლავე (რა სიტყვაა ეს „ახლავე“,
რა მატყუარა სიტყვაა) შემეძლო მდინარესთან პარაპეტზე
ვმჯდარიყავი, მეცქირა, როგორ მიუყვებოდნენ მდინარის
ტალღებს მეთევზეთა შავი და წითელი ნავები და იმაზე არც კი
მეფიქრა, რომელი კადრის არჩევა აჯობებდა. ასევე შემეძლო
დაუფიქრებლად მივნდობოდი დროის მდინარებას, უბრა-
ლოდ მესეირნა და დაე, ყველაფერი ისე ყოფილიყო, რო-
გორც იყო, ჩემს ჩაურევლად. ქარი აღარ უბერავდა.
შემდეგ ბურბონის სანაპიროს გავუყევი და კუნძულის იმ
კუთხეს მივადექი, სადაც ჩემი მყუდრო და ინტიმური ადგილი
მეგულებოდა (ინტიმური მცირე მოცულობის გამო და არა
იმიტომ, რომ ყველასაგან მოფარებული იყო, პირიქით, თამა-
მად უხსნიდა მკერდს ცასაც და მდინარესაც). ირგვლივ ერთი
წყვილისა და, ცხადია, მტრედების გარდა არავინ მოჩანდა.
შეიძლება ერთ-ერთი სწორედ ისაა, ახლა რომ ვხედავ. პარა-
პეტზე ერთი ნახტომით მოვექეცი და სახეც, ყურებიც, ხელე-
ბიც მზეს მივუფიცხე (ხელთათმანები ჯიბეში შევინახე). სურა-
თების გადაღების არავითარი სურვილი არ მქონდა, და სიგა-
რეტს ისე, უბრალოდ, უსაქმობის გამო მოვუკიდე. იმ ბიჭზე
მზერა მგონი, პირველად სწორედ მაშინ შევაჩერე, როცა სი-
გარეტს ვუკიდებდი.
ისინი, ვინც პირველად შეყვარებული წყვილი მეგონა, დე-
და-შვილს უფრო ჰგავდნენ, თუმცა მაინც მივხვდი, რომ დედა-
შვილი კი არა, სწორედ რომ წყვილი იყო იმ გაგებით, რომ-
ლითაც წყვილს ვგულისხმობთ ხოლმე, როდესაც ორნი – ქა-
7 მკითხველთა ლიგა
ლი და კაცი – პარაპეტზე ერთმანეთს არიან მიკრულნი, ან ბა-
ღის ძელსკამზე ხელიხელგადახვეულები სხედან ხოლმე.
რადგან საქმე არაფერი მქონდა, ჩემს თავს ვკითხე, ეს ბიჭი
ასეთი განერვიულებული რატომ ჩანს-მეთქი, თითქოს კვიცი
ან ბაჭია ყოფილიყოს, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ხან ერთ
ხელს იღებდა ჯიბიდან, ხან მეორეს, ხან თითებს თმაზე ისვამ-
და, ხან დგებოდა, ხან ჯდებოდა, ასე რატომ ეშინოდა, არადა
შიში იკვეთებოდა მის ყოველ მოძრაობაში და ამ შიშს სირ-
ცხვილის განცდა ახშობდა, თითქოს მზად არის, უკან დაიხიოს
და უკანმოუხედავად გაიქცეს, მაგრამ შესაბრალისად ცდი-
ლობს, როგორმე ღირსება შეინარჩუნოს და ამიტომ თავს
იკავებსო.
ეს ყველაფერი ისეთი აშკარა იყო – ჩემგან სულ რაღაც
ხუთ მეტრში ხდებოდა, და კუნძულის ამ კუთხეში ჩვენ გარდა
არავინ ჭაჭანებდა – რომ თავიდან ბიჭის შეშინებულმა მზე-
რამ არ მომცა საშუალება, ის ქერა ქალი ჯეროვნად გამერჩია.
ახლა კი, როცა დავფიქრდი, უკეთ შევათვალიერე, ვიდრე იმ
წუთში, როცა პირველად წავიკითხე, რაც სახეზე ჰქონდა აღ-
ბეჭდილი (ქალი უეცრად ჩემკენ ისე შემობრუნდა, თითქოს
ბრინჯაოს ფლუგერი ყოფილიყოს და ის თვალები, რა თვალე-
ბი ჰქონდა!), ბუნდოვნად სწორედ მაშინ მივხვდი, აქ რა ამბა-
ვიც ტრიალებდა, ბიჭი რა დღეში იყო და საკუთარ თავს ვუთ-
ხარი, თვალი არ მოაშორო, ყურებად ღირს-მეთქი (წარმოთ-
ქმულ სიტყვებს ქარი აქეთ-იქით ფანტავდა და ჩემამდე გაუგე-
ბარი ჩურჩულიღა მოჰქონდა). თუ რამე შემიძლია, ეს ყურე-
ბაა, თუმცა დანახულმაც კი შეიძლება შეგაცდინოს, რადგან
დანახვა შენი საკუთარი მე-ს საზღვრებიდან გასვლას ნიშ-
ნავს, და არავითარი გარანტია არ გაგაჩნია, რომ სწორედ ის
აღიქვას შენმა მხედველობამ, რაც სინამდვილეში ხდება, აი,
8 მკითხველთა ლიგა
ყნოსვა კი სულ სხვა რამაა, ან... (მაგრამ მიშელი ხომ ძალიან
ადვილად გადადის ერთი თემიდან მეორეზე, ოღონდ კი აფი-
ლოსოფოსე). ასეა თუ ისე, თუკი იმას არ დავივიწყებთ, რომ
თვალით დანახული შეიძლება მცდარი იყოს, მაშინ ყურება
შესაძლებელია, მთავარია, საკუთარ თავს აუხსნა, როდის
რას უყურებ და ხვდები, როგორ ჩამოაშორო დანახულს
უსარგებლო საბურველი. ცხადია, ეს ყველაფერი არ არის ად-
ვილი.
დანახულზე შთაბეჭდილება უფრო ადრე შემექმნა, ვიდრე
ბიჭის ნამდვილ გარეგნობას აღვიქვამდი (ამას მერე მივხვდე-
ბით), ქალს რაც შეეხება, მისი გარეგნობა უფრო უკეთ დამა-
მახსოვრდა, ვიდრე მისი ნახვისგან მიღებული შთაბეჭდილე-
ბა. გამხდარი და ტანადი რომ ვთქვა, მაინც არასწორი დახა-
სიათება იქნება მისი სხეულისა, შავი ბეწვის პალტო ეცვა,
თითქმის კოჭებამდე, თითქმის ლამაზი. დილის ქარის ონავ-
რობა (ახლა ნიავი ძლივსღა უბერავდა და არც კი ციოდა) ქე-
რა თმაზე ეტყობოდა, ეს თმა თეთრ და მოღუშულ სახეზე ეფი-
ნებოდა – კიდევ ორი არასწორი სიტყვა მის დასახასიათებ-
ლად – და ამ აწეწილ თმაში ორი შავი თვალი ბზინავდა, რო-
მელთა წინაშე მთელი სამყარო ფეხზე დადგებოდა, თავს სუ-
ლისშემძვრელად მარტოსულად იგრძნობდა, თითქოს თვა-
ლები კი არა, მსხვერპლისკენ შურდულივით გაქანებული
ორი ძერა, სიცარიელეში ორი ნახტომი, ან მწვანე ჭაობის
ორი ავის მომასწავებელი გამონათება ყოფილიყოს. არა-
ფერს აღვწერ, უბრალოდ, ვცდილობ, უკეთ გავერკვე, მგონი,
მწვანე ჭაობის გამონათება უკვე ვთქვი.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბიჭი საკმაოდ
კარგად იყო ჩაცმული და ყვითელი ხელთათმანებიც კი ეკე-
თა. შემეძლო დამეფიცა, რომ ეს ხელთათმანები უფროსი
9 მკითხველთა ლიგა
ძმისგან ითხოვა, რომელიც იურიდიულ ან სოციალური მეც-
ნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა. სასაცილო სანახავი
იყო, როგორ ჰქონდა ამოჩრილი ხელთათმანების თითები
ქურთუკის ჯიბიდან. სახე კარგა ხანს ვერ დავუნახე. მხოლოდ
პროფილი, ისიც ოდნავ და ბუნდოვნად, მაგრამ სულელს არ
ჰგავდა – დამფრთხალ ბარტყს უფრო მივამსგავსებდი, ფრა
ფილიპოს3 ანგელოზს, რძის ფლავს.4 – და ვხედავდი მოზარ-
დის ზურგს, რომელიც მზად იყო, ძიუდოს რომელიმე ილეთი
გამოეყენებინა და რომელიც მაღალი იდეალებისა ან დაიკოს
გამო უკვე ერთი-ორჯერ ნაჩხუბარი უნდა ყოფილიყო. თოთ-
ხმეტი-თხუთმეტი წლის იქნებოდა, როგორც ჩანს, მშობლები
აცმევდნენ და აჭმევდნენ, ჯიბეში კი ერთი სენტავოც არ უჭყა-
ოდა, და ალბათ მეგობრებთან დიდხანს ბჭობდა ხოლმე, ფინ-
ჯანი ყავა, ერთი სირჩა კონიაკი, ან ერთი კოლოფი სიგარეტი
რამდენი დაუჯდებოდა. ალბათ ქუჩებში დაეხეტებოდა და თა-
ვის თანაკლასელ გოგოებზე ფიქრობდა, ფიქრობდა იმაზე, რა
კარგი იქნება, კინოში წავიდე და ახალი ფილმი ვნახო, ან ახა-
ლი რომანი, ჰალსტუხი, ან მწვანე და თეთრიარლიყიანი ერ-
თი ბოთლი ლიქიორი ვიყიდოო. სახლში (ოჯახი რესპექტაბე-
ლური უნდა ჰყოლოდა, საუზმე ზუსტად თორმეტზე, კედლებზე
რომანტიკული ყაიდის პეიზაჟები, ბნელი მისაღებით და კარის
გვერდით, კუთხეში ქოლგების წითელი ხისგან დამზადებული
ჩასაწყობით) ნელა იმარცვლებოდა დრო იმის სწავლებაში,
თუ დედის იმედი როგორ უნდა გაემართლებინა, მამისთვის
როგორ უნდა მიებაძა, ავინიონელ დეიდასთან წერილის მი-
წერა როგორ არ უნდა დავიწყებოდა. ამიტომაც იყო, ქუჩაში

3 ფრა ფილიპო ლიპი (1406-1469) — ადრეული აღორძინების იტალიელი


მხატვარი
4 რძის ფლავი არგენტინელი ბავშვების საყვარელი ჩაროზია.

10 მკითხველთა ლიგა
ამდენს რომ დადიოდა, მთელი მდინარე მის განკარგულება-
ში იყო (თუმცა ერთი სენტავოც არ უჭყაოდა), თხუთმეტი წლის
ბიჭისთვის იდუმალი ქალაქი, სადაც ყველა კარს თავისი ნი-
შანი ჰქონდა, ყველა ქუჩას თავისი აჯაგრული კატა ჰყავდა,
სადაც შემწვარი კარტოფილის ერთი ულუფა ოცდაათი ფრან-
კი ღირდა, სადაც შეიძლებოდა, უეცრად ოთხად გაკეცილ
პორნოგრაფიულ ჟურნალს გადასწყდომოდა, სადაც მარ-
ტოობა სუფევდა, როგორც ჯიბეში სიცარიელე, ბედნიერი შეხ-
ვედრები, ლტოლვა ამდენი შეუცნობლისკენ, რომელიც ყოვ-
ლისმომცველი სიყვარულით იყო გასხივოსნებული, თავი-
სუფლების შეგრძნებით და ეს შეგრძნება ქარსა და ქუჩების
უსასრულობას მიაგავდა.
აი, ასეთს ვხედავდი ამ ბიჭის ცხოვრებას და ნებისმიერი
მისი თანატოლის ცხოვრებასაც, მაგრამ აქ რაღაც განსაკუთ-
რებული ხდებოდა, რაც ინტერესს იწვევდა და ამის მიზეზი ის
ქერათმიანი ქალი იყო, რომელიც ბიჭს გვერდით ედგა და გა-
უთავებლად რაღაცას ეუბნებოდა (როგორ მღლის ერთისა და
იმავეს გამეორება, მაგრამ ეს-ესაა ორმა დაფლეთილმა ღრუ-
ბელმა გადაიარა. ასე მგონია, ამ დილით ზეცისთვის ერთხე-
ლაც არ შემიხედავს-მეთქი, როგორც კი ვიეჭვე, რომ იმ ბიჭსა
და ქალს შორის რაღაც საინტერესო ხდებოდა, თვალი ვეღარ
მოვაშორე, ვუყურებდი და ვუყურებდი, და ვიცდიდი, ვუყურებ-
დი და...). ცხადია, ბევრი ჭკუა არ სჭირდებოდა იმის გამოცნო-
ბას, რამდენიმე წუთით, ან ყველაზე მეტი, ნახევარი საათით
ადრე აქ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი, ეს ბიჭი ასე
რომ აეღელვებინა. როგორც ჩანს, აქ, ამ კუთხეში აღმოჩნდა,
ქალი დაინახა და მოეწონა. ქალს ეს არ გაუკვირდებოდა,
რადგან იქ სწორედ ამას ელოდებოდა, მაგრამ შესაძლოა, ბი-
ჭი აქ ისეთ დროს მოვიდა, როცა ქალი ჯერ არ ჩანდა, მაგრამ
11 მკითხველთა ლიგა
ქალმა აივნიდან ან მანქანიდან დაინახა და მისკენ გამოემარ-
თა, შეეძლო, ნებისმიერ თემაზე გამოლაპარაკებოდა, დარ-
წმუნებული იმაში, რომ თავიდან ბიჭი შეკრთებოდა და გაქცე-
ვაზეც კი დაიწყებდა ფიქრს, მაგრამ, ბუნებრივია, მაინც დარ-
ჩებოდა, თავს გამოცდილ კაცად, ან თავგადასავლის მაძიებ-
ლადაც კი მოაჩვენებდა. დანარჩენის მიხვედრა უკვე ადვილი
იყო, რადგან ჩემგან სულ ხუთ მეტრში ხდებოდა და ნებისმიე-
რი შეამჩნევდა, ამ თამაშის ეტაპები როგორ ცვლიდნენ ერ-
თმანეთს, ღიმილის მომგვრელ ამ უთანასწორო ბრძოლაში;
მთავარი სიამოვნება თავად სანახაობა კი არა, ის იყო, ეს ყვე-
ლაფერი რით დამთავრდებოდა. ბიჭი ალბათ ბოლოს გადაუ-
დებელ შეხვედრას მოიმიზეზებდა, ან რაიმე სასწრაფო საქმეს
და დაბნეული და შეწუხებული დატოვებდა აქაურობას, ცხა-
დია, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, და მას ბოლომდე, სა-
ნამ თვალს არ მიეფარებოდა, ქალის დამცინავი და ურცხვი
მზერა გააცილებდა. ან, შესაძლოა, არც წასულიყო, დარჩენი-
ლიყო, მოხიბლული, ან სიმორცხვის გამო გაქცევისთვისაც კი
არ ჰყოფნოდა ძალა. ქალი მაშინ სახეზე ალერსს დაუწყებდა,
თმაში თითებს შეუცურებდა, უხმო საუბარზე გადავიდოდა,
შემდეგ კი მკლავს გაუყრიდა და თან წაიყვანდა, თუმცა, ვინ
იცის, შეიძლება ბიჭის დაბნეულობას სურვილმა სძლიოს, სა-
სიყვარულო ავანტიურას აჰყვეს, წელზე ხელი შემოხვიოს და
კოცნა დაუწყოს, ეს ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო,
მაგრამ ჯერ არ ხდებოდა, პარაპეტზე შემომჯდარი მიშელიც
ბიწიერად ელოდა და თან თავისდაუნებურად ფოტოაპარატს
ამზადებდა, რათა წარმტაცი კადრი არ გამორჩენოდა, რათა
თავის დროზე აღებეჭდა, კუნძულის კიდეზე როგორ შესცქე-
როდნენ ერთმანეთს და როგორ საუბრობდა ეს სრულიად
განსხვავებული წყვილი.
12 მკითხველთა ლიგა
საინტერესო ის იყო, რომ ეს სანახაობა (თუმცა ისეთი რა
ხდებოდა, თითქმის არაფერი, ის ორნი იქ იდგნენ, თავისებუ-
რად ახალგაზრდები) რაღაც შემაშფოთებელ შეგრძნებას მა-
ინც ბადებდა. გავიფიქრე, ალბათ საქმე ჩემშია-მეთქი, ხოლო
ფოტოსურათი, თუკი კარგი გამოვა, შეშფოთების მიზეზის პა-
სუხს თავად მომცემდა. კარგი იქნებოდა გამეგო, რა ამოძრა-
ვებდა ცისფერშლაპიან კაცს, რომელიც სანაპიროზე გაჩერე-
ბული მანქანის საჭესთან იჯდა და გაზეთს კითხულობდა, ან
ეძინა. ის კაცი სწორედ ახლა შევამჩნიე, რადგან გაჩერებულ
მანქანებში ადამიანები ფაქტობრივად უხილავები რჩებიან
ხოლმე, უბრალოდ, იკარგებიან საცოდავ პირად გალიაში,
რომელსაც აღარ გააჩნია ის სილამაზე, საფრთხე და მოძ-
რაობა რომ ანიჭებს. მიუხედავად ამისა, ის მანქანა აქ მთელი
ამ ხნის მანძილზე იდგა და თითქოს ამ სცენის კომპოზიციას
სრულყოფილს ხდიდა, ან, პირიქით, შეიძლება არღვევდა კი-
დეც. სიტყვა „მანქანას“ რომ წარმოთქვამ, ხომ იგივეა, ლამ-
პიონი, ან ბაღში დადგმული ძელსკამი რომ ახსენო. მაგრამ
მას ვერასოდეს დააყენებ ისეთი სიტყვების გვერდით, როგო-
რიც ქარი, მზის სხივი, ანუ ისეთი მატერიებია, რომლებიც რა-
ღაცით კანისა და თვალისთვის ყოველთვის რაღაც სიახლეს
გულისხმობს, ასევე არიან ბიჭიც და ქალიც, რომლებიც აქ
იმიტომ დგანან, რომ ამ კუნძულს რაღაც სხვა ელფერი შესძი-
ნონ, რომ მე ეს კუნძული სრულიად სხვანაირი დავინახო.
თუმცა შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ გაზეთში ცხვირჩარგუ-
ლი მამაკაციც სწორედ ამ წყვილს უთვალთვალებს და ისიც
ჩემსავით რაღაც ცუდის მოლოდინშია. აი, ქალი ოდნავ შე-
მობრუნდა და ისე დადგა, რომ ბიჭი მასა და პარაპეტს შორის
აღმოჩნდა. ახლა ორივეს ლამის პროფილით ვხედავდი. ბიჭი
უფრო მაღალი იყო, ოდნავ, მაგრამ მაინც მაღალი, მიუხედა-
13 მკითხველთა ლიგა
ვად ამისა, ქალი უფრო დიდი ჩანდა, ისეთი შთაბეჭდილება
იქმნებოდა, თითქოს ბიჭს ზემოდანაც კი დასცქეროდა (მისი
უეცარი, ბუმბულივით მსუბუქი სიცილი შოლტის გადაჭერასა-
ვით გაისმა), მხოლოდ თავისი არსებობითაც კი ჯაბნიდა, თა-
ვისი ღიმილით, ჰაერში ხელის მოძრაობით. რაღას უნდა დავ-
ლოდებოდი? დიაფრაგმა უკვე თექვსმეტზე იყო გახსნილი,
კადრს ისე დავაყენებდი, რომ ის საშინელი შავი მანქანა არ
გამოჩენილიყო, სამაგიეროდ ის ხე აუცილებლად მჭირდებო-
და, რათა მეტისმეტად რუხი ფონი როგორმე გამომეცოცხლე-
ბინა...
აპარატი თვალებთან მივიტანე, ისეთი სახე მივიღე, თით-
ქოს ობიექტივი ისე მქონდა მიშვერილი, რომ ისინი არ ჩან-
დნენ და გადასაღებად მოვემზადე. დარწმუნებული ვიყავი,
რომ აუცილებლად დავიჭერდი ისეთ ჟესტსა და კადრს, რომე-
ლიც ამ სცენის არსს განმიმარტავდა, რადგან ვიცოდი, სი-
ცოცხლე მოძრაობით დასტურდება, მაგრამ უძრავ სახებაში
ქრება, თუკი დროს არად ვაგდებთ, და ვერ ვასწრებთ მისი
მთავარი, თითქმის მოუხელთებელი გაელვება დავიჭიროთ.
დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ქალი თავდაჯერებულად
მიიწევდა წინ დასახული მიზნისაკენ, რათა ნაზად და ალერ-
სით ნელ-ნელა გამოეცალა ბიჭისათვის ნებისყოფის ბოლო
ნარჩენები და მისი ამ ხანგრძლივი ტანჯვისათვის ერთხელ და
სამუდამოდ ბოლო მოეღო. ამ სცენის შესაძლო ვარიანტები
უკვე წარმოდგენილი მქონდა (ახლა სულ პატარა, ქაფის
მსგავსი ღრუბელი გამოჩნდა და ცაზე თითქმის ერთადერ-
თია). წარმოვიდგინე, შენობაში როგორ შევიდოდნენ (ალბათ
ნახევარსარდაფი იქნებოდა) კატებითა და მოქარგული ბალი-
შებით სავსე ოთახში). ალბათ ბიჭს ძალიან დაბნეული სახე
ექნებოდა, რადგან აქამდე უდარდელ, ყოვლისმნახველ ბიჭს
14 მკითხველთა ლიგა
განასახიერებდა და ამით ცდილობდა, თავისი სასოწარკვე-
თილებამდე მისული უხერხულობა დაემალა. თვალდახუჭულ-
მა, თუკი თვალები მართლაც დახუჭული მქონდა, წარმოვიდ-
გინე, როგორ განვითარდებოდა ეს სცენა, დაცინვანარევი
კოცნა, როგორ რბილად იშორებს ქალი ბიჭის ხელებს, ის კი
ისე ცდილობს გახადოს, როგორც სასიყვარულო რომანებ-
შია, ლილისფერგადასაფარებლიან ლოგინზე და, პირიქით,
თავად აიძულებს, გაიხადოს. ახლა ნათურის ყვითელი სინათ-
ლის ქვეშ მართლაც დედა-შვილს ჰგვანან და ყველაფერი,
როგორც ყოველთვის, ახლაც ისე დასრულდება, ან შეიძლება
სრულიად სხვაგვარად განვითარდეს და მოზარდის დაკავე-
ბის აქტი არც შედგეს. შეიძლება ამის საშუალება არც ყოფი-
ლიყო, მეტისმეტად ხანგრძლივი პროლოგი, გამალებული
ალერსი და შეუჩვეველი ხელების ზედმეტი მოძრაობები, ვინ
იცის როგორ დაასრულებდნენ ამ სცენას, ცალმხრივი და
დამცხრალი კმაყოფილებით თუ ბიჭის შეცდენის ასე ოსტატუ-
რად ჩატარებული ოპერაციისა და მისი საბრალო უმანკოების
შერცხვენის შემდეგ მედიდური მოგერიებით. შესაძლოა, ასეც
მომხდარიყო. სავსებით შესაძლებელია. ქალს ამ ბიჭის სა-
ხით საყვარელი არ სჭირდებოდა, რა თქმა უნდა, მასზე ძალა-
უფლების მოპოვების შემდეგ მიხვდებოდა, რომ ეს ყველაფე-
რი აუცილებლად უნდა დასრულებულიყო, თუკი ეს მისი
მხრიდან სასტიკი თამაში არ იყო, სადაც სურვილის დაკმაყო-
ფილება არაფერ შუაშია და სადაც ეს ბიჭი მხოლოდ სხვის-
თვის, მის გასახელებლად იყო გამოყენებული, სრულიად
სხვისთვის, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა, ეს ბიჭი ყოფი-
ლიყო.
მიშელი ლიტერატურასა და არარეალური სიუჟეტების მო-
ფიქრებაში ძლიერი იყო. ოღონდ კი რამე განსაკუთრებული
15 მკითხველთა ლიგა
მოეფიქრებინა და მეტი არაფერი უნდოდა, უცნაური გმირე-
ბით, თავად ურჩხულებითაც კი, რომლებიც ყოველთვის სა-
ზიზღრები შეიძლება არც ყოფილიყვნენ. ეს ქალი კი წარმო-
სახვის სურვილს ნამდვილად აღძრავდა, ისეთი წარმოსახვის,
რომელიც შეიძლებოდა სიმართლის დადგენაში გასაღება-
დაც გამოსდგომოდა. იმის შიშით, რომ შეიძლებოდა წასული-
ყო, მაშინ ხომ კარგა ხნით ჩამებეჭდებოდა მეხსიერებაში და
ჩემს ფიქრებს მთლიანად დაეუფლებოდა, რადგან ასეთი თვი-
სება მაქვს, გადავწყვიტე ერთი წამიც აღარ დამეკარგა. კად-
რი სწორად დავაყენე (ხეც, პარაპეტიც, მზეც დილის თერთმეტ
საათზე) და სურათი გადავიღე. დროზე მოვასწარი, რადგან
მივხვდი, რომ ისინიც მიხვდნენ და მე მიყურებდნენ. ბიჭი –
გაოცებული, სახეზე კითხვა რომ აღბეჭდოდა, ქალი – გაღი-
ზიანებული, მტრულადაც კი, რაც მის მთელ სხეულსა და სახე-
ზე იხატებოდა, რადგან მისი სხეულიც და სახეც უსინდისოდ
მოვიპარე, და პატარა ქიმიური ფირის სამუდამო ტყვედ ვაქ-
ციე.
შემეძლო ეს ამბავი უფრო დეტალურად მომეყოლა, მაგ-
რამ არ ღირს. ქალმა განმიცხადა, არავის აქვს უფლება, და-
უკითხავად ვინმეს სურათი გადაუღოსო და მომთხოვა ფირი
მისთვის გადამეცა. ხმა მშრალი და მკვეთრი ჰქონდა, კარგი
პარიზული აქცენტით ლაპარაკობდა, ყოველ წინადადებას
უფრო მეტ შეფერილობას სძენდა და რეგისტრში მაღლდებო-
და. ჩემთვის ბოლოს და ბოლოს დიდი მნიშვნელობა არ
ჰქონდა, მივცემდი ამ ფირს თუ არა, მაგრამ ვინც მიცნობს,
დამიდასტურებს, რომ ჩემთან მხოლოდ ტკბილი საუბრით თუ
გახდება რამეს. ამიტომ ჩემი აზრი მას შემდეგნაირად ჩამო-
ვუყალიბე: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სურათე-
ბის გადაღება აკრძალული არ არის, პირიქით, წახალისებუ-
16 მკითხველთა ლიგა
ლიცაა როგორც ოფიციალური, ასევე კერძო პირებისთვის-
მეთქი. და სანამ ამას ვამბობდი, ბოროტად ვტკბებოდი იმით,
რომ ბიჭი შეუმჩნევლად უკან იხევდა – თითქოს არც კი ინ-
ძრევაო – და უცებ (თითქმის დაუჯერებელია, როგორ) შებ-
რუნდა და მოკურცხლა. საწყალს ალბათ ეჩვენებოდა, რომ
ღირსეულად ტოვებდა იქაურობას, სინამდვილეში კი თავქუდ-
მოგლეჯილი გარბოდა, მანქანას გვერდით ჩაურბინა და ისე
გაქრა, როგორც დილის ჰაერში ქრებიან ხოლმე „ღვთის-
მშობლის ძაფები“.5
მაგრამ ღვთისმშობლის ძაფებს „ეშმაკის დორბლსაც“ ხომ
ეძახიან და მიშელს თავს ყველაზე საშინელი წყევლა დაატ-
ყდა, სულ იდიოტი და არამკითხე ეძახეს, თუმცა თავი ვაჟკა-
ცურად ეჭირა, მთელ ამ მარტივ ლანძღვას ზრდილი ღიმი-
ლით, თავის მსუბუქი დახრითა და მოძრაობით იტანდა. რო-
დესაც ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი უკვე მბეზრდებოდა, გა-
ვიგონე, მანქანის კარი როგორ გაჯახუნდა. მანქანასთან ცის-
ფერშლაპიანი კაცი იდგა და ჩვენ გვიყურებდა. მხოლოდ მა-
შინ მივხვდი, რომ ამ კომედიაში მოქმედი პირი ისიც იყო.
კაცი ჩემკენ დაიძრა, ხელში კვლავ გაზეთი ეჭირა, რომელ-
საც თითქოს მანქანაში კითხულობდა. განსაკუთრებით მისი
სახის გამომეტყველება დამამახსოვრდა: პირი გვერდზე მოჰ-
ქცეოდა, სახე ნაოჭებით დაჰფარვოდა და სახის მოყვანილო-
ბას უცვლიდა, რადგან კაცს ტუჩები გამუდმებით უცახცახებ-
და, და ეს გრიმასა ტუჩს ხან მარცხენა, ხან მარჯვენა მხარეს
უხრიდა, თითქოს რაღაც ცალკე ცოცხალი არსება ყოფილი-

5„ღვთისმშობლის ძაფები“ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე გამოჩეკილი


ობობები გაჩენისთანავე აბლაბუდის გაბმას იწყებენ და, თავიანთსავე
თითქმის უხილავ ქსელზე მძივებივით ასხმულები, ხის ტოტებს ძაფებად
ეკიდებიან. არგენტინის სოფლებში ხშირი მოვლენაა.
17 მკითხველთა ლიგა
ყოს, რომელიც პატრონის ნებას არ ემორჩილებოდა. დანარ-
ჩენი ყველაფერი უმოძრაოდ ჰქონდა, თეთრად შეფეთქილი
ჯამბაზის სახესავით, სისხლის ნატამალი რომ არ გააჩნია. სა-
ხის კანი გამომშრალი და ჩამომჭკნარი, ღრმად ჩამჯდარი
თვალებით, ნესტოები კი მეტისმეტად გახსნილი და შავი, წარ-
ბებზე შავი, თმაზე შავი და შავ ჰალსტუხზე შავიც კი. ისე
ფრთხილად მოაბიჯებდა, თითქოს ქვაფენილზე ფეხის დადგმა
აუტანელ ტკივილს აყენებსო. როგორც შევნიშნე, ძალიან
თხელლანჩიანი ლაქის ფეხსაცმელები ეცვა და, როგორც
ჩანს, უბრალო, უწყინარი კენჭისგანაც კი ვერ იცავდა. არ ვი-
ცი რატომ, მაგრამ პარაპეტიდან ჩამოვხტი, არც ის ვიცი, რამ
გადამაწყვეტინა მტკიცედ, ფირი არ მიმეცა და არაფერი და-
მეთმო იმ მომთხოვნი ტონისთვის, რომელშიც შიში და ლაჩ-
რობა გამოსჭვიოდა. ჯამბაზი და ქალი ერთმანეთს უსიტყვოდ
უთანხმდებოდნენ: აუტანელ სწორკუთხა სამკუთხედს ვქმნი-
დით, რაღაც ისეთს, რომელიც დიდი ზრიალით უნდა დაშლი-
ლიყო. სახეში შევცინე და წასვლა გადავწყვიტე, იმედია, იმ
ბიჭზე უფრო ნელი ნაბიჯებით. პირველ სახლებთან მისული,
რკინის ხიდთან შევდექი და უკან მოვიხედე. არ ინძრეოდნენ,
მაგრამ კაცს გაზეთი ძირს დავარდნოდა, ქალი კი, პარაპეტს
ზურგით მიყუდებული, ქვას ხელს გაუცნობიერებლად უსვამ-
და, კლასიკური სულელური ჟესტია, როდესაც ცდილობ, არ-
სებული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვო.
ყველაფერი დანარჩენი აქ, თითქმის ახლავე მოხდა, მეხუ-
თე სართულის ბინაში. რამდენიმე დღე გავიდა, ვიდრე მიშე-
ლი კვირადღეს გადაღებულ ფირს გაამჟღავნებდა; კონსიერ-
ჟერი და სენტ-შაპელი სავსებით ნორმალური გამოვიდა.
ორი-სამი უკვე მივიწყებული კადრიც იპოვა. საზოგადოებრი-
ვი ტუალეტის სახურავზე სასწაულებრივად ამძვრალი კატის
18 მკითხველთა ლიგა
კადრი აშკარად წარუმატებელი გამოდგა, და აი, ქერა ქალი-
სა და მოზარდის კადრი გამოჩნდა. ნეგატივი ისეთი საუცხოო
იყო, რომ ფოტო მაშინვე გაადიდა, გადიდებული ფოტოსურა-
თი ისე მოეწონა, რომ კიდევ უფრო გაადიდა, თითქმის თეატ-
რალური აფიშის ზომამდე. მაშინ თავში აზრადაც არ მოს-
ვლია (სამაგიეროდ ახლაა გაოგნებული), რომ ამდენ წვალე-
ბად მხოლოდ კონსიერჟერის ფოტოები ღირდა. მთელი ამ ფი-
რიდან რატომღაც მხოლოდ ის წამიერი ფოტო აინტერესებ-
და, კუნძულის კიდეზე რომ გადაიღო. უზარმაზარი სურათი კე-
დელზე გააკრა და როდესაც პირველ დღეს შესცქეროდა, ნა-
ნახს იხსენებდა და ამ მოგონებისა და სამუდამოდ დაკარგუ-
ლი რეალობის შედარების მელანქოლიური პროცესით ტკბე-
ბოდა; ყოველი ფოტოსურათი ხომ გაქვავებული მოგონებაა,
რომელსაც თითქოს არაფერი აკლია, არაფერია დაკარგული,
მაგრამ სწორედ ეს არაფერია მთავარი ამ ფოტოსურათში. აქ
იყო ქალიც, აი, ბიჭიც, მათ თავზე გაქვავებული ხეც, ცა, პარა-
პეტის ქვებივით მკვეთრი, ღრუბლები და ქვები, რომლებიც
ერთიან, განუყოფელ სუბსტანციად ქცეულან ამ ფოტოზე (აი,
ახლა თხელქობიანი ღრუბელი გამოჩნდა, აშკარად ქარიშ-
ხლის მანიშნებელია). პირველ ორ დღეს თავად სურათიც და
ისიც, რომ ასე გავადიდე და კედელზე გავაკარი, მომწონდა
და აზრადაც არ მომსვლია, საკუთარი თავისთვის მეკითხა,
რატომ ვწყვეტდი გამუდმებით ხოსე ნორბერტო ალიენდეს
ტრაქტატის თარგმნას, რათა ქალის სახის, პარაპეტის მუქი
ლაქებისთვის კიდევ ერთხელ შემევლო თვალი. პირველმა
აღმოჩენამ გამაოგნებელი ეფექტი გამოიწვია; ეს თავში აზ-
რად აქამდე როგორ არ მომივიდა! როდესაც ფოტოსურათს
პირდაპირ ვუყურებთ, თვალები ობიექტივის პოზიციაშია და
მის ხედვას ზუსტად იმეორებს. იმდენად აშკარა ჭეშმარიტე-
19 მკითხველთა ლიგა
ბაა, რომ ადამიანები ამაზე არც კი დაფიქრდებიან ხოლმე. სა-
წერი მაგიდიდან საბეჭდ მანქანასთან მჯდომარე ჩემგან სამ
მეტრში გაკრულ ფოტოსურათს შევყურებდი და უეცრად მივ-
ხვდი, რომ ახლა სწორედ ისეთ წერტილში ვიმყოფებოდი,
როგორშიც გადაღების დროს ობიექტივი იყო. ძალიანაც კარ-
გი! ასე ბევრად უკეთ შეიძლება ფოტოსურათის შეფასება,
თუმცა, თუ დიაგონალურად შევხედავთ, შეიძლება სხვა უპი-
რატესობები და ახალი აღმოჩენებიც კი მოვიძიოთ. რამდენი-
მე წუთში ერთხელ, როდესაც ხოსე ნორბერტო ალიენდეს ეს-
პანურად ნათქვამის კარგი ფრანგულით ფურცელზე გადატა-
ნას ვახერხებდი, თვალებს ზემოთ ვწევდი და ფოტოსურათს
შევცქეროდი. ხან ქალის სახე მაინტერესებდა, ხან ბიჭის, ხან
ქვაფენილი, ხმელი ფოთლებიც არაჩვეულებრივად გამოიყუ-
რებოდა და კუთხეს უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. მუშაობით
დაღლილი, ფიქრით კვლავ იმ დილაზე გადავდიოდი, ფოტო-
სურათზე რომ იყო აღბეჭდილი, ირონიული ღიმილით ვიხსე-
ნებდი ქალის გაბრაზებულ სახეს, სურათის გადაღების გამო
რომ მეჩხუბებოდა, ბიჭის პათეტიკურ და სასაცილო გაქცევას,
ხან ამ სცენაში თეთრსახიანი მამაკაცის შემოსვლას და გუ-
ლის სიღრმეში საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი. მართა-
ლია, სცენის დატოვება მთლად ბრწყინვალედ ვერ მოვახერ-
ხე, ფრანგებს ხომ სჩვევიათ, შესაბამისი პასუხი დროზე მო-
იფიქრონ და სიტუაციიდან იოლად გამოვიდნენ. არ მესმოდა,
მაშინვე რატომ წამოვედი და ჩემი უპირატესობები და ადამია-
ნის უფლებები რატომ არ გამოვიყენე. მაგრამ მთავარი ის
იყო, რომ ბიჭს დროზე გაქცევის საშუალება მივეცი (იმ შემ-
თხვევაში, თუ ჩემი მოსაზრება სწორია, რაც საკმარისი მტკი-
ცებულებებით არ არის გაჯერებული, მაგრამ ის გაქცევა ხომ
რაღაცას ნიშნავს). ჩემმა აშკარად მეტიჩრულმა ჩარევამ მის-
20 მკითხველთა ლიგა
ცა შანსი ბოლოს და ბოლოს შემთხვევით ესარგებლა და თა-
ვისი შიში თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა; ალბათ ახლა
ნანობს, რცხვენია კიდეც, რომ სულმოკლეობა გამოიჩინა.
თუმცა ასე ჯობდა, ვიდრე იმ ქალთან დარჩენილიყო, რომელ-
საც ისე შეეძლო ყურება, როგორც ბიჭს იმ კუნძულზე უყურებ-
და. მიშელში დროდადრო პურიტანული სული იღვიძებს და
მიაჩნია, რომ უმსგავსობას ადამიანი ძალით არ უნდა
აზიარო. ბოლოს და ბოლოს ამ ფოტოსურათმა კეთილი საქმე
გააკეთა.
მაგრამ ეს კეთილი საქმე არ იყო იმის მიზეზი, რის გამოც
აბზაცსა და აბზაცს შორის ფოტოსურათს ვაშტერდებოდი, მა-
შინ არც კი ვიცოდი, ამას რატომ ვაკეთებდი და, საერთოდ,
ამხელა სურათი კედელზე რატომ გავაკარი; შესაძლოა,
ცხოვრებაში, საბედისწერო შემთხვევების დროს სწორედ ასე
ხდება ხოლმე, ან ეს არის მათი შესრულების აუცილებელი პი-
რობა. როგორც ჩანს, ხის ფოთლების ოდნავ შესამჩნევ ცახ-
ცახს არ ავუღელვებივარ, რადგან დაწყებული წინადადება
განვაგრძე და წარმატებითაც დავასრულე. ჩვენი ჩვევები ხომ
დიდ ჰერბარიუმს ჰგავს, ეს უზარმაზარი ფორმატი კი, ოთხმო-
ცი სამოცდაათზე, უკვე კინოეკრანს მომაგონებს, სადაც გა-
დის ფილმი, კუნძულის განაპირას ქალი ბიჭს როგორ ესაუბ-
რება და მათ ზემოთ ხის ხმელი ფოთლები როგორ შრიალე-
ბენ.
მაგრამ ხელები უკვე მეტისმეტი იყო. ვამთავრებდი ფრა-
ზას: „Donc, la seconde clé réside dans la nature intrinséque
des difficultés que les sociétés...“,6 როცა უეცრად შევნიშნე,

6 Donc, la seconde clé réside dans la nature intrinséque des difficultés


que les sociétés – ამრიგად, მეორე ახსნა იმალება სირთულეების შინაგან
ბუნებაში, რომელთაც საზოგადოება... (ფრ.)
21 მკითხველთა ლიგა
ქალის ხელი ნელ-ნელა, მუშტად როგორ იკვრებოდა. ჩემგან
აღარაფერი დარჩა, წინადადება, რომელსაც დასრულება არ
ეწერა, საბეჭდი მანქანა, რომელიც ძირს ეგდო, სკამი, რომე-
ლიც დაჯახების გამო აჭრაჭუნდა, ყველაფერი ბურუსში ჩაიძი-
რა. ბიჭს თავზე ხელები აეფარებინა, როგორც მოკრივეები
აკეთებენ ხოლმე, როდესაც ძალა გამოეცლებათ და მოწინა-
აღმდეგის მორიგ დარტყმას ელოდებიან; ქურთუკის საყელო
აწეული ჰქონდა და ახლა ტუსაღს უფრო ჰგავდა, იდეალურ
მსხვერპლს, რომელიც კატასტროფას თავადვე უწყობს ხელს.
ახლა ქალი მას უკვე ყურში ეჩურჩულებოდა, თითები გასწო-
რებოდა. ნელა და აუჩქარებლად, მწველად ეალერსებოდნენ
ეს თითები ბიჭის ლოყას. ბიჭი მას შეშინებულზე მეტად დაძა-
ბულად უსმენდა, რამდენჯერმე მიშელისკენაც გამოიხედა, ქა-
ლი კი არ ჩუმდებოდა და გამუდმებით რაღაცას ეუბნებოდა,
უხსნიდა, აიძულებდა, იქით გაეხედა, საითაც... მიშელმა ძა-
ლიან კარგად იცოდა, საითაც– სადაც ის მანქანა იდგა, რო-
მელშიც ცისფერშლაპიანი კაცი იჯდა და რომელიც კადრიდან
ასე ოსტატურად მოაშორა, მაგრამ ბიჭის თვალებში მაინც
ირეკლებოდა და (ახლა ეჭვიც კი აღარ არსებობდა), ქალის
სიტყვებით, მისი ხელების მოძრაობით, აშკარა იყო, რომ იგი
აქ მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდა. შემდეგ, როდე-
საც დავინახე, როგორ მივიდა ის კაცი მათთან, როგორ შეხე-
და მათ ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა, როგორ აღბეჭდვოდა
სახეზე მოუთმენლობა და მომთხოვნელობა და ამ გამომეტ-
ყველებით ბატონს ჰგავდა, რომელიც სადაცაა ბაღში მორბე-
ნალ ძაღლს დაუსტვენს, მივხვდი, თუკი შეიძლება საერთოდ
ამის მიხვედრა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მათ შორის, რა
უნდა მომხდარიყო მათ შორის, და რა მოხდებოდა აუცილებ-
ლად, სრულიად შემთხვევით იქ რომ არ აღმოვჩენილიყავი
22 მკითხველთა ლიგა
და სრულიად გულუბრყვილოდ არ შემეშალა ხელი იმისათ-
ვის, რაც იქ მზადდებოდა და რაც მაინც მოხდება, შეიძლება
უკვე ახლაც ხდება. ის, რასაც მე წარმოვიდგენდი, რეალობა-
ზე გაცილებით უწყინარი იყო. ქალი იქ თავისით არ მისულა,
ბიჭისთვის საკუთარი თავი არ შეუთავაზებია, ლოყაზე არც
იმიტომ ეალერსებოდა, რომ ეს აბურძგნილთმიანი ანგელო-
ზი თავისთან წაეყვანა და მისი მოუთმენლობითა და სიმორ-
ცხვით დამტკბარიყო. ამ სიტუაციის ნამდვილი ბატონი მანქა-
ნაში იჯდა ბილწად მოღიმარი, იცდიდა და დარწმუნებული
იყო, რომ გაუმართლებდა, პირველი შემთხვევა როდი იყო,
როცა ქალს უშვებდა, რათა ალერსითა და მოტყუებით ასეთი
ბიჭები ჩაეგდო ხელში. შემდეგ კი ყველაფერი მარტივზე მარ-
ტივად მოგვარდებოდა: მანქანა, რომელიმე სახლი, სასმელი,
ეროტიკული სურათები, ნაგვიანევი ცრემლები და ჯოჯოხეთუ-
რი გამოფხიზლება. მე კი ვერაფერს გავაწყობდი, მერე საერ-
თოდ ვერაფერს გავაწყობდი. ჩემი ძალა მხოლოდ ეს ფოტო-
სურათი იყო, ახლა იგი ჩემ წინაა და შურისძიების მიზნით და-
უფარავად მიჩვენებენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. სურა-
თი უკვე გადაღებულია, მას მერე დროა გასული, და ასე შორს
ვართ ერთმანეთისაგან, ბიჭი ალბათ უკვე შეცდენილია,
ცრემლები დაღვრილია, მე კი მხოლოდ ეს მწარე ფიქრები
დამრჩენია. ყველაფერი თავდაყირა დგება. ისინი ცოცხლები
არიან, მოძრაობენ, გადაწყვეტილებებს იღებენ და ამ გადაწ-
ყვეტილებებს ასრულებენ, მე კი აქეთა მხარეს, სხვა დროის
ტუსაღი ვარ, მეხუთე სართულზე მდებარე ბინის ტუსაღი, რო-
მელმაც არც კი იცის, ვინ არის ეს ქალი, ეს კაცი, ეს ბავშვი,
მხოლოდ და მხოლოდ ჩემი კამერის ლინზა ვარ, რაღაც უძ-
რავი, რომელსაც არაფერში ჩარევა არ შეუძლია. სახეში სა-
ზიზღრად შემომხარხარებენ, დამცინიან, ჩემს უძლურებას
23 მკითხველთა ლიგა
მასხრად იგდებენ, რადგან ყველაფერს ვხედავ, მაგრამ არა-
ფერი არ შემიძლია, ვხედავდი, როგორ უყურებდა ბიჭი ჯამბა-
ზის თეთრად შეფეთქილ სახეს და ვხვდებოდი, რომ დათან-
ხმდებოდა, ან ფულით, ან უბრალოდ, მოტყუებით დაითან-
ხმებდნენ. ვიცოდი, რომ ახლა ვერ დავუყვირებდი, გაიქეცი-
მეთქი, ან უბრალოდ, ვერც ახალი სურათის გადაღებით გავუ-
ადვილებდი გაქცევას, იმ მცირედითაც კი ვერ ამოვუდგებოდი
მხარში, რაც აპარატის გაჩხაკუნებაა და ერთი ხელის მოსმით
ვერ დავანგრევდი იმ ხარაჩოებს, რომლებიც სუნამოს სუნითა
და დორბლით იყო აგებული. ყველაფერი იქ, მეორე მხარეს,
ახლავე გადაწყდებოდა. ირგვლივ უზარმაზარი მდუმარება
ჩამოწოლილიყო, რასაც რეალურ მდუმარებასთან საერთო
არაფერი ჰქონდა. იქ, ის რაღაც ემზადებოდა, იარაღდებოდა.
მგონი, დავიყვირე, საშინლად დავიყვირე და მაშინვე მივ-
ხვდი, რომ მათკენ მივიწევდი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ათ-ათი სანტიმეტ-
რით, აი, წინა პლანზე ხის ფოთლები მელოდიურად შრიალე-
ბენ, კადრიდან პარაპეტის ქვაზე გაჩენილი ლაქა გაქრა, ქა-
ლის ჩემკენ თითქოს გაოცებისგან შემობრუნებულმა სახემ
ზრდა დაიწყო და მაშინ ოდნავ გვერდით გავიწიე, მინდა
ვთქვა, რომ კამერამ გაიწია გვერდით და ისე, რომ ქალი
მხედველობიდან არ დაეკარგა, კაცთან მიახლოება დაიწყო,
ის კი დაბნეული და გაცეცხლებული, თვალების ადგილას გა-
ჩენილი შავი ღიობებით მიყურებდა, თითქოს ლამობდა, ჰა-
ერში რამეზე მივეჭედებინე, და მაშინ ფოკუსის მიღმიდან დი-
დი ჩიტი დავინახე, რომელიც ერთი აფრენით გადაეფარა ამ
წარმოსახვას, მე კი ჩემი ოთახის კედელს მივეყრდენი და სი-
ხარული დამეუფლა, რადგან ბიჭი უკვე გარბოდა, ვხედავდი,
როგორ გარბოდა, თავად ფოკუსში მოვახერხე მისი დანახვა,
როგორ გარბოდა, კი არ გარბოდა, ბოლოს და ბოლოს ესწავ-
24 მკითხველთა ლიგა
ლა ფრენა და უკვე მიფრინავდა, სახე ქარისთვის შეეშვირა,
მოახერხა, ხიდი გადაევლო და ქალაქში დაბრუნებულიყო.
მეორედ გაუშვეს ხელიდან. გაქცევაში და თავის მყიფე სა-
მოთხეში დაბრუნებაში მე დავეხმარე. სუნთქვაშეკრული პირ-
დაპირ იმ ორ დანარჩენთან გავჩერდი. რა აზრი ჰქონდა კი-
დევ რამის კეთებას, თამაში დასრულებული იყო. ულმობლად
მოჭრილ კადრში ოდნავღა ჩანდა ქალის მხარი და თმის კუ-
ლული. თუმცა ჩემ წინ კაცი იდგა და ვხედავდი, ღიად დარჩე-
ნილ პირში ენა როგორ უცახცახებდა, ხელს მაღლა ნელა რო-
გორ სწევდა, წინა პლანისკენ როგორ იშვერდა, წამით ფო-
კუსში შესანიშნავად მოხვდა, შემდეგ კი მისი ბუნდოვანი გა-
მოსახულება ყველაფერს ერთიანად გადაეფარა, კუნძულს,
ხეს, და მე თვალები დავხუჭე, რადგან მეტის დანახვა აღარ
მინდოდა, პირქვე დავემხე და ნამდვილი იდიოტივით ავქვი-
თინდი.
ახლა დიდი თეთრი ღრუბელი მიცურავს, როგორც ყოველ-
დღე ამ ბოლო დროს, მთელი ამ დიდი დროის მანძილზე. ახ-
ლა სალაპარაკო აღარაფერია, მხოლოდ ამ ღრუბელზე თუ
ვილაპარაკებთ, ან ორ ღრუბელზე, ან ხანგრძლივად სრული-
ად მოკრიალებულ ცაზე, ქაღალდის სუფთა ოთხკუთხედზე,
რომელიც ჩემი ოთახის კედელზეა მიკრული. პირველი, რაც
დავინახე, როცა თვალი გავახილე და ცრემლები ხელით შე-
ვიმშრალე, სრულიად მოწმენდილი ზეცა იყო და ღრუბელი,
რომელიც მარჯვნიდან წინ ნელა მოიწევდა, თითქოს თავს
იწონებსო და სადღაც მარცხნივ იკარგებოდა. მას მეორე
ღრუბელი მოჰყვებოდა. ხანდახან, პირიქით, ყველაფერი
რუხდება, ყველაფერი უზარმაზარ ღრუბლად გადაიქცევა
ხოლმე და მაშინ წვიმის წვეთები იწყებენ ცვენას, გამოსახუ-
ლებას ხანგრძლივად აცვივდებიან, თითქოს ცრემლი ჩემში
25 მკითხველთა ლიგა
ჩაედინებაო და არა პირიქით, მაგრამ მერე ის კვადრატი ნათ-
დება, როგორც ჩანს, მზე გამოდის და კვლავ ღრუბლები იწყე-
ბენ ცურვას წყვილ-წყვილად ან სამ-სამადაც კი. და კიდევ
მტრედები გამოჩნდებიან ხანდახან, და მათ ზოგჯერ თითო-
ოროლა ბეღურაც გამოერევა ხოლმე.

თარგმნა ელისაბედ ყვავილაშვილმა

26 მკითხველთა ლიგა

You might also like