You are on page 1of 165

ლუის კეროლი
სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა

1
ლუის კეროლი

სარკისმიღმეთი
და
რა იხილა იქ ელისმა

მხატვარი: ჯონ ტენიელი

მთარგმნელი
გიორგი გოკიელი

2
თავი I

ერთი რამ თვალნათლივ ჩანდა: ამ საქმეში თეთრი კნუტის თათი


არ ერია და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შავი კნუტის ბრალი
იყო. თეთრ კნუტს ხომ, ოცი წუთია, დედა კატა ბანდა პირს (რასაც
საბრალო პაწია ერთობ დიდი სიმტკიცით ითმენდა); ამიტომ, ძალია-
ნაც რომ ნდომოდა, მაინც ვერ დააშავებდა.
დინას კი შვილების პირის ბანის ასეთი ხერხი ჰქონდა: ცალ თათს
ყურთან ჩაავლებდა ხოლმე კნუტს და თავს დაბლა დააწევინებდა,
მეორე თათს კი ცხვირპირზე უსვამდა, თანაც ბეწვის ზრდის საპი-
რისპირო მიმართულებით. აი ახლაც, როგორც უკვე გითხარით, დე-
და საგულდაგულოდ წმენდდა თეთრ კნუტს, რომელიც გატრუნული
იწვა და შიგადაშიგ წაიკრუტუნებდა კიდეც როგორც ჩანს, შეგნებუ-
ლი ჰქონდა, რომ ყველაფერი მის სასიკეთოდ ხდებოდა.
შავი კნუტი კი შუადღისთვის უკვე დაბანილ-გალოკილი და თავი-
სუფალი გახლდათ; ჰოდა, იმ დროს, როცა ძილ-ღვიძილში მყოფი
ელისი დიდი სავარძლის კუთხეში ფეხმოკეცვით მოკალათებულიყო
და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა, ციციმ (ასე ერქვა შავ კნუტს)
ერთი ამბავი აუტეხა შალის ძაფის გორგალს, რომლის დახვევასაც
გოგონა დილიდან მოყოლებული ცდილობდა, და იმდენ ხანს აბურ-
თავა ბუხრის წინ დაგებულ ნოხზე, რომ სულ მთლად დაშალა. და,
აი, ელისს ხელთ შერჩა იატაკზე მიმოფენილი აბურდულგანასკვუ-
ლი ძაფის ხლართი და შიგ შემძვრალი კნუტი, საკუთარ კუდს რომ
დასდევდა.
‒ ოჰ, შე საძაგელო პატარა ეშმაკუნა! ‒ დაუტატანა ელისმა,
ხელში აიტაცა და მსუბუქად აკოცა ცხვირზე ვითომ ამით უჩვენა,
რომ უწყრებოდა, ნუთუ დინამ არ გასწავლა წესიერად მოქცევა?
‒ უნდა გესწავლებინა, დინა, უნდა გესწავლებინა, ‒ უსაყვედურა
დედა კატას, რაც შეეძლო, მკაცრი გამომეტყველებით. მერე კვლავ

3
მოიკალათა სავარძელზე, კნუტი გვერდით მოისვა და ხელახლა შე-
უდგა ძაფის დაგორგლებას. თუმცა, საქმე მთლად მარდად ვერ წაუ-
ვიდა. ანდა, როგორ წაუვიდოდა, როცა მთელი ამ დროის მანძილზე
ენა არ გაუჩერებია: ხან კნუტს ეტიკტიკებოდა, ხანაც საკუთარ თავს.
ციცი კი მშვიდად ეჯდა კალთაში და თავს იკატუნებდა (აბა, რისი კა-
ტუნა იყო?!), ვითომ ძალიან აინტერესებდა ძაფის დახვევის ცქერა
და სულაც არ ედო ანცობა გულში. შიგადაშიგ თათს გამოსწევდა
ხოლმე და გორგალს ნაზად წაუთათუნებდა; თითქოს ამით ელისს
ეუბნებოდა, რომ შემეძლოს, სიამოვნებით დაგეხმარებოდიო.

‒ იცი, ციცი, ხვალ რა მოხდება? ‒ უთხრა ელისმა, ‒ შენ თვითო-


ნაც მიხვდებოდი, ჩემთან ერთად ფანჯარაში რომ გადაგეხედა. მაგ-
რამ დინა გბანდა პირს და, აბა, სად გეცალა?! მე კი თვალს ვადევ-
ნებდი, როგორ ეზიდებოდნენ ბიჭები ფიჩხს კოცონის დასანთებად;
ხომ იცი, ამისთვის რამდენი ფიჩხის მოგროვებაა საჭირო. მაგრამ
უცბად ისე მოთოვა, ისე აცივდა, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდათ, თავი
მიანებეს და წავიდ-წამოვიდნენ. არა უშავს, ციცი, კოცონის სანახავ-

4
ად ხვალაც შეიძლება წასვლა.
აქ ელისმა ცოტაოდენი ძაფი დაახვია კნუტს ყელზე უბრალოდ
ისე, უნდოდა ენახა, მოუხდებოდა თუ არა. მაგრამ ციცის ეს არ მო-
ეწონა და გაიბრძოლა გორგალი იატაკზე ჩამოგორდა და ისევ და-
იშალა.
‒ იცი, ციცი, როგორ მომივიდა გული შენს უსაქციელობაზე?! ‒
განაგრძო ელისმა მას მერე, რაც ისინი კვლავ მოხერხებულად მო-
კალათდნენ სავარძელზე, ‒ ცოტა დამაკლდა, რომ ფანჯარა გამომ-
ეღო და გარეთ გამესვი, თოვლში... ღირსი კი იყავი, შე მართლა ეშმ-
აკის ფეხო! ნეტა, როგორ გაიმართლებ თავს? არა, ნუ მაწყვეტინებ!
‒ უთხრა და თითი დაუქნია, ‒ ახლა შენს ცელქობებს ჩამოგითვლი,
უკლებლივ ყველას! პირველი: ამ დილით ორჯერ დაიწრიპინე, სანამ
დინა პირს გბანდა. არა, ნუ უარობ, ციცი! ჩემი ყურით გავიგონე...
რაო, რას ამბობ? აქ გოგო გაჩუმდა და ისეთი გამომეტყველება მი-
იღო, ვითომ ყურს უგდებდა კნუტის ლაპარაკს, ‒ თათი გატაკა
თვალში? მერედა,ვისი ბრალი იყო? არ იცი, რომ თვალები მაგრად
უნდა დახუჭო, როცა პირს გბანენ? კმარა, თავს ნუღარ იმართლებ და
მომისმინე! ახლა მეორე: ბამბისქულა კუდით გამოქაჩე სწორედ მა-
შინ, როცა მე რძიანი ლამბაქი დავუდგი წინ. რაო, რაო? აჰ, გშიოდა?
ის რატომ არ იკითხე, იმასაც ხომ არ შიოდა? და მესამეც: როგორც
კი თვალი მოგაცილე, დრო იხელთე და ძაფის გორგალი სულ
მთლად დამიშალე. აი, ჩემო ფისუნია, სამი ოინი ჩამოგითვალე, შენ
კი ჯერ ერთისთვისაც არ დასჯილხარ. მაგრამ იცოდე, რომ არაფერი
გამომპარვია და ყველა დანაშაულისთვის ერთად დაგსჯი, მომავალ
ოთხშაბათს.
‒ ერთიც ვნახოთ და მეც ასეთნაირადვე მომექცნენ: ყველა დანა-
შაულისთვის ერთ დღეს დამსაჯონ, ‒ განაგრძო ელისმა ხმამაღლა
მსჯელობა. ამჯერად უფრო თავისთვის, ვიდრე კნუტის გასაგონად,
‒ ნეტა წლის ბოლოს რას მიზამენ? ალბათ ციხეში ჩამსვამენ. ანდა,
მაგალითად, ყოველი ცელქობისთვის უსადილოდ დარჩენა რომ მე-
კუთვნოდეს, მაშინ იმ ავად სახსენებელ დღეს ორმოცდაათ სადილს
ერთად დავკარგავ... თუმცა ამას კიდევ რა უჭირს, უარესი ის იქნება,

5
ორმოცდაათი სადილის ერთიმეორის მიყოლებით შეჭმა რომ დამე-
კისროს.
‒ გესმის, ციცი, როგორ ეგლასუნება თოვლი ჩვენს ფანჯარას?
რა მშვიდი და საამური შარიშური გააქვს. თითქოს გარედან კოცნის
მინებს. ეტყობა, თოვლს ძალიან უყვარს ხეები და მინდვრები, რაკი
ასე ნაზად ეალერსება. გადააფარებს ხოლმე თეთრ, ფაფუკ საბანს
და ასე ეტყვის, ტკბილად იძინეთ, ჩემო კარგებო, ზაფხულის მოს-
ვლამდეო. ზაფხულის დადგომისას კი გაღვიძებული ხეები მწვანე
სამოსში გამოეწყობიან და ქარის დაბერვაზე აცეკვდებიან. ოჰ, ციცი,
რა ლამაზი სანახავი იქნება!

6
ამ სურათის წარმოდგენაზე ელისმა ტაში შემოჰკრა და ისევ გა-
უვარდა ხელიდან ძაფის გორგალი, ნეტა მართლა ასე ხდებოდეს!
მე მგონი, შემოდგომით ხეებს ეძინებათ და ფოთლებიც ამიტომ უყ-
ვითლდებათ ხოლმე...
‒ ციცი, ახლა ის მითხარი, ჭადრაკის თამაში თუ იცი. რატომ გე-
ღიმება, საყვარელო, სულაც არ გეხუმრები. ბოლო ხელს რომ ვთა-
მაშობდით, შენ ისე დასცქეროდი დაფას, თითქოს ყველაფერი გეს-
მოდა; ხოლო როცა მეფეს „ქიში“ გამოვუცხადე, აკრუტუნდი! ეს მარ-
თლაც დროული ქიში იყო, ციცი, და ალბათ მოვიგებდი კიდეც, მაგ-
რამ უცებ ის საძაგელი მხედარი გამოტყვრა და ჩემს ფიგურებს და-
ერია!.. ახლა კი, ჩემო ფისუნია, იცი, რა ვითამაშოთ? ვითომ მე და
შენ...
ვერც კი ვიტყვი, რამდენად ხშირად იმეორებდა ხოლმე ელისი ამ
თავის უსაყვარლეს ფრაზას: „მოდი, ვითამაშოთ, ვითომ...“
აი, მაგალითად, წინა დღით ხანგრძლივი კამათი მოუვიდა თავის
დასთან მხოლოდ იმის გამო, რომ ელისმა უთხრა, მოდი ვითამა-
შოთ, ვითომ მე და შენ მეფე-დედოფლები ვართ, დამ კი მიუგო (მას
ყველაფერში სიზუსტის დაცვა უყვარდა), ეგ როგორ, როცა ჩვენ სულ
ორნი ვართო. ელისს დათმობა მოუხდა, მაშინ შენ ერთი მეფე-დე-
დოფალი იყავი, მე კი ყველა დანარჩენი ვიქნებიო. ერთხელ კიდევ,
ელისმა კინაღამ გული გაუხეთქა თავის მოხუც გადიას, როცა მო-
ულოდნელად შიგ ყურში ჩასძახა:
‒ მოდი, ვითამაშოთ, ვითომ მე მშიერი აფთარი ვარ, შენ კი ძვა-
ლი!
თუმცა, ჩვენ სხვაგან გადავუხვიეთ. ისევ ელისის კნუტთან საუ-
ბარს დავუბრუნდეთ.
‒ ციცი, მოდი, ვითამაშოთ, ვითომ შენ შავი დედოფალი ხარ. იცი,
უკანა თათებზე თუ დადგები, წინა თათებს კი გულზე დაიკრეფ, ზედ-
გამოჭრილი შავი დედოფალი იქნები. აბა, სცადე, საყვარელო!
ამ სიტყვებით ელისმა მაგიდიდან გადმოიღო შავი დედოფალი
და მისაბაძ ნიმუშად წინ დაუდგა კნუტს. ამ საქმიდან მაინც არაფერი
გამოვიდა. რატომ და, როგორც ელისი ამტკიცებდა, კნუტის სიჯიუ-

7
ტის გამო: ვერაფრით ვაიძულე, თათები ისეთნაირად აეკრიფა, რო-
გორც საჭირო იყოო. ამიტომ, დასჯის მიზნით, ელისმა სარკესთან
მიიყვანა კნუტი და შიგ ჩაახედა, აი, როგორი ჟინიანი გამომეტყვე-
ლება გაქვსო.
...‒ თუ კიდევ გააგრძელებ უმსგავსოდ მოქცევას, ‒ დაემუქრა,
სარკის იქითა მხარეს, უცხო სახლში გადაგსვამ. ვნახოთ ერთი, რო-
გორ მოგეწონება!

8
...‒ ახლა კი, ციცი, თუ ცოტა ხნით ენას გააჩერებ და ყურს დამიგ-
დებ, გიამბობ ყველაფერს, რაც კი სარკის იქითა სახლის შესახებ ვი-
ცი. ჯერ ერთი, მას აქვს ოთახი, რომელიც ამ სარკეში მოჩანს და ზუს-
ტად ისეთივეა, როგორიც ჩვენი სასტუმრო ოთახი. ოღონდ იქ ყვე-
ლაფერი პირიქითაა მოწყობილი. სკამზე თუ შედგები, მთელი ოთა-
ხის დათვალიერებას შეძლებ; ყველაფერი მოჩანს ერთადერთი
კუთხის გარდა, რომელსაც ბუხარი ეფარება. ოჰ, როგორ მინდა იმ
კუთხის დანახვა! ძალიან მაინტერესებს, ჩვენსავით ისინიც თუ ანთე-
ბენ ხოლმე ზამთრობით ბუხარს.
ჯერ ვერ დავადგინე: როცა ჩვენ აქ ცეცხლს ვანთებთ, მცირეოდე-
ნი კვამლი იმათ ოთახშიც დგება ხოლმე. თუმცა, შესაძლოა, ამას
განზრახ აკეთებენ, რომ გვაფიქრებინონ, თითქოს იმათაც უნთიათ
ბუხარში ცეცხლი. ჰო, კიდევ იქაური წიგნებიც ჰგავს ჩვენსას, ოღო-
ნდ სიტყვები სულ უკუღმა წერია. ეგ ნამდვილად ვიცი: ერთხელ ჩემი
წიგნი თავზემოთ ავიწვდინე და სარკეში ჩავახედე. იმათაც მაშინვე
დამანახვეს თავიანთი წიგნი.
‒ მითხარი, ციცი, ისურვებდი სარკის იქითა სახლში ცხოვრებას?
ნეტავ რძეს თუ დაგიდგამდა იქ ვინმე? თუმცა, ვინ იცის, შეიძლება
სარკისმიღმეთის რძე არც კი ისმებოდეს.
‒ შეხედე, იქ დერეფანიც აქვთ. ჩვენი სასტუმრო ოთახის კარს თუ
ფართოდ გამოაღებ, იქაური დერეფნის პატარა ნაწილის დანახვას
შეძლებ. ძალიან ჰგავს ჩვენი სახლის დერეფანს, მაგრამ, ვინ იცის,
შეიძლება ის, რაც არ მოჩანს, სულ სხვანაირი აღმოჩნდეს. ოჰ, ციცი,
რა კარგი იქნებოდა, სარკეში შებიჯება რომ შეგვეძლოს! წარმოიდ-
გინე, რამდენ საოცარ რამეს ვნახავდით იქ! მოდი, ციცი, ვითამა-
შოთ, ვითომ სარკეში შესვლა შეგვიძლია. მინა მარმაშივით გათ-
ხელდება და ჩვენც ადვილად გადავაბიჯებთ მეორე მხარეს. აი, შე-
ხედე, თითქოს დნება კიდეც... ნისლივით. ახლა, მგონი, იქით გადას-
ვლა აღარ უნდა გაგვიჭირდეს.
ამას რომ ამბობდა, უკვე ბუხრის თავზე იდგა, თუმცა თავადაც
ვერ აგიხსნიდათ, როგორ აღმოჩნდა იქ. სარკის მინამ კი, მართლაც
დაიწყო დნობა კამკამა, ვერცხლისფერი ბურუსის დარად.

9
შემდეგ წამს ელისმა უკვე სარკის იქითა მხარეს ამოყო თავი და
მსუბუქად დახტა იატაკზე. პირველად, რა თქმა უნდა, ბუხარში შეიხე-
და და ძალიან გაუხარდა, როცა დარწმუნდა, რომ იქ ნამდვილი ცეც-
ხლი გიზგიზებდა ზუსტად ისეთივე, როგორიც მის საკუთარ სახლში.
„რა კარგია, აქ ისევე თბილად ვიქნები, როგორც შინ“, ‒ გაიფიქ-
რა ელისმა, ‒ „შეიძლება უფრო თბილადაც კი. აქ ხომ ვერავინ დამ-
ტუქსავს, ბუხრის ახლოს ნუ ზიხარო. ოჰ, რა სასაცილო იქნება, ჩე-
მიანები სარკის იქითა ოთახში რომ მიპოვიან! აბა სცადონ და მომ-
წვდნენ!“

ელისი იქაურობის თვალიერებას შეუდგა და მალევე დარწმუნდა,


რომ ყველაფერი, რის დანახვაც უწინ საკუთარი ოთახიდან შეეძლო,

10
სრულიად ჩვეულებრივი და, ამიტომაც, უინტერესო გამოდგა; ხო-
ლო ის, რასაც ადრე თვალით ვერ სწვდებოდა წარმტაცი და განსა-
კუთრებული. მაგალითად, ბუხრის გვერდით, კედელზე დაკიდებუ-
ლი სურათები თითქოს გაცოცხლებულიყვნენ, ხოლო ბუხრის თავზე
შემოდგმულ საათს (ელისი მანამდე ამ საათის მხოლოდ ზურგს ხე-
დავდა სარკეში) მოხუცი კაცის სახე მიეღო და კეთილად უღიმოდა
გოგონას.
„ამათი ოთახი უფრო დაულაგებელია, ვიდრე ჩვენი“, ‒ გაიფიქ-
რა ელისმა, როცა ბუხრის წინ, ქვის ფილაზე, ნაცარში ამოგანგლულ
ჭადრაკის რამდენიმე ფიგურას მოჰკრა თვალი. იმავე წამს, უიო, წა-
მოიძახა გაკვირვებულმა, ჩაიცუცქა და კარგად დააცქერდა. იცი, რა
დაინახა? ფიგურები წყვილ-წყვილად დასეირნობდნენ!

11
ეს შავი მეფეა, ეს კი შავი დედოფალი... თქვა ელისმა ჩურჩუ-
ლით (რათა არ დაეფრთხო ისინი), ...აგერ, აქანდაზის კიდეზე კი
თეთრი მეფე-დედოფალი ჩამომსხდარა. ხოლო ესენი, ხელიხელ-
გაყრილნი რომ დასეირნობენ, ეტლებია. მგონი, ჩემი მოსვლა აქ
არავის შეუნიშნავს...
ელისმა კიდევ უფრო მეტად მიუახლოვა ბუხარს თავი.
როგორც ჩანს, მართლა ვერ მხედავენ, დაასკვნა, ნეტა, უჩინმა-
ჩინად ხომ არ გადავიქეცი?!
ამ დროს მის ზურგს უკან რაღაც აწრიპინდა. ელისი შეტრიალდა
და დაინახა, რომ თეთრი პაიკი ჩამოგორებულიყო, მაგიდაზე კოტ-
რიალობდა და უმწეოდ იქნევდა ფეხებს. ელისი ცნობისმოყვარეო-
ბამ აიტანა, ნეტა რა უნდა მოხდესო, და გაირინდა.
‒ ვაიმე, ეს ხომ ჩემი პაწიას ხმაა! ჩემი ლილი ტირის!‒ შეჰკივლა
თეთრმა დედოფალმა და პაიკისკენ გაექანა. გზად კი ისეთი ძალით
წაჰკრა მხარი მეფეს, რომ პირდაპირ ნაცარში გადაუძახა, ‒ ჩემო
თვალის სინათლევ! ჩემო გვირგვინოსანო ფისუნიავ!
ეს თქვა და ხმამაღალი ფხაკუნით აცოცდა ბუხრის ცხაურაზე.
‒ გვირგვინოსანი ჩმახია! ‒ ჩაიბუზღუნა მეფემ და ვარდნისას და-
ჟეჟილი ცხვირი მოისრისა.
მეფე, ცოტა არ იყოს, ბრაზობდა დედოფალზე და არც გაემტყუნე-
ბოდა: ის ხომ თავიანფეხებიანად ნაცარში იყო ამოგანგლული.
ამასობაში პატარა ლილი ლამის ჩაბჟირდა ტირილით. ელისს
გულმა ვეღარ გაუძლო, სასწრაფოდ დაავლო ხელი დედოფალს და
მაგიდაზე გვერდით დაუყენა აბღავლებულ შვილს.
დედოფალმა პირი დააღო და ძირს დაჯდა. ჰაერში ამ თავბრუ-
დამხვევი ფრენისგან სული შეეკრა და ხელფეხი წაერთვა. ერთორ
წუთს ენაგადაყლაპულივით იჯდა და გულში იხუტებდა პატარა ლი-
ლის. მერე, როცა ოდნავ მოითქვა სული, გასძახა თეთრ მეფეს, რო-
მელიც გაბუტული იერით იჯდა ნაცარში:
‒ ფრთხილად, ვულკანია!
‒ აბა, რა ვულკანი?! ‒ იკითხა მეფემ და შეშფოთებით შეიხედა ბუ
ხარში; როგორც ჩანს, იფიქრა, თუ ახლომახლო სადმე ვულკანი შე-

12
იძლება იყოს, ისევ აქ იქნებაო.
‒ ზე... ზემოთ... ამომისროლა, ‒ ძლივს ამოიქშინა დედოფალმა,
‒ ფრთხილად ამოდი, დაცდილი გზით. ემანდ შენც არ ამოგტყორ-
ცნოს.
ერთხანს ელისი მოთმინებით ადევნებდა თვალს თეთრ მეფეს,
რომელიც რის ვაივაგლახით მიცოცავდა გისოსებზე. ბოლოს ვეღარ
მოითმინა და დაუძახა:
‒ ასე თუ გააგრძელებ, მთელ დღეს მოუნდები, სანამ ბოლოში
გახვალ. ხომ არ გინდა, ხელი შეგაშველო?
მეფემ პასუხი არ გასცა: მართლაც ვერ ხედავდა ელისს და არც
მისი ნათქვამი გაუგონია.
ჰოდა, გოგონამ ფრთხილად მოჰკიდა მეფეს ხელი და ნელ-ნელა
ასწია ჰაერში, რათა დედოფალივით მასაც არ შეკვროდა სუნთქვა.
მაგრამ, სანამ მაგიდაზე დასვამდა, გაიფიქრა, ეს საცოდავი თავ-ფე-
ხიანად ნაცარშია ამოგანგლული, მოდი, ცოტას გავბერტყავო.

13
შემდგომში ელისი ყვებოდა ხოლმე, რომ ცხოვრებაში არასოდეს
ენახა ვინმეს სახეზე იმის მსგავსი გამომეტყველება, როგორიც მე-
ფემ მიიღო, როცა იგრძნო, რომ ვიღაცის უჩინარმა ხელმა ჰაერში
აიტაცა და ნაცრის ჩამოფერთხვა დაუწყო. ის საცოდავი ისე დაფ-
რთხა, რომ დაყვირებაც კი ვერ მოახერხა: მხოლოდ თვალები გა-
უფართოვდა, დაუმრგვალდა და თევზივით დააფჩინა პირი. ელისს
კი ისეთი სიცილი აუვარდა, რომ ხელი აუტოკდა და კინაღამ ძირს
დაუვარდა მეფე.
‒ ძალიან გთხოვ, ასე ნუ იმანჭები! ‒ წამოიძახა გოგომ (სულ გა-
დაავიწყდა, რომ მეფეს მისი არ ესმოდა), ‒ ისე გამაცინე, რომ ლა-
მის ხელიდან გამივარდი. ეგ პირიც რად დაგიღია ამხელაზე?! მოკუ-
მე, თორემ ნაცრით ამოგევსება. მორჩა, ახლა კი, მგონი, საკმაოდ
სუფთა ხარ.
ამ სიტყვებით მეფეს აბურძგნილ თმაზე ხელი გადაუსვა და დე-
დოფალს გვერდით მიუყენა მაგიდაზე. მეფე მაშინვე პირაღმა გა-
იშოტა ძირს და სული განაბა. ელისი ცოტათი შეშფოთდა, ხომ არა-
ფერი ვატკინეო და მის მოსასულიერებლად წყალს დაუწყო ძებნა.
კარგა ხანს ეძება ოთახში, მაგრამ ერთი შუშა მელნის გარდა, ვერა-
ფერს მიაგნო. უკან რომ დაბრუნდა, დაინახა, რომ მეფე გონს მოსუ-
ლიყო და დამფრთხალი სახით ეჩურჩულებოდა დედოფალს, თანაც
ისე ხმადაბლა, რომ ელისმა დიდი გაჭირვებით შეძლო სიტყვების
გარჩევა.
‒ გარწმუნებ, ჩემო ძვირფასო, ‒ ეუბნებოდა მეფე, ‒ ისე დავფე-
თიანდი, რომ ყალყზე დამიდგა ბაკენბარდები.
‒ შენ არა გაქვს ბაკენბარდები, ‒ შენიშნა დედოფალმა.
‒ ეს შეგრძნება... და ჩემი ცხოვრების ეს საზარელი წუთი, ‒ გა-
ნაგრძო მეფემ, მე არასოდეს,არასოდეს დამავიწყდება!
‒ დაგავიწყდება, ‒ მიუგო დედოფალმა, ‒ თუ უბის წიგნაკში არ
ჩაიწერ.
ელისი დიდი ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს იმას, თუ
როგორ ამოაძვრინა მეფემ უბიდან ვეებერთელა წიგნი და წერას შე-
უდგა. უცებ გოგონას ახირებული აზრი მოუვიდა თავში, მოჰკიდა ხე-

14
ლი უზარმაზარი ფანქრის ბოლოს, რომელიც მეფის მხარს ზემოთ
იყო ამოშვერილი და მის მაგივრად დაიწყო წერა.
საბრალო მეფე სულ მთლად დაიბნა. ერთხანს ხმის ამოუღებ-
ლად ეჭიდავა ფანქარს, მაგრამ ვინაიდან ელისი მასზე გაცილებით
უფრო ღონიერი იყო, ვერას გახდა.
‒ ჩემო ძვირფასო, ‒ ამოიხვნეშა ბოლოს მეფემ და შეწუხებული
სახით გახედა დედოფალს,‒ უსათუოდ უნდა შევიძინო ამაზე უფრო
წვრილი ფანქარი. ამას ვერაფერი მოვუხერხე. რაღაცას მიჰქარავს,
და იმას არა წერს, რაც მე მინდა...
‒ აბა, რას მიჰქარავს? ‒ ჰკითხა დედოფალმა და წიგნაკში ჩაიჭ-
ვრიტა (რომელშიც ელისის ხელით ეწერა: „თეთრი მხედარი ბუხრის
საჩხრეკ ჯოხზე შემომჯდარა და ქვემოთ ჩამოსრიალებას ლამობს.
წონასწორობის შეგრძნება დაკარგული აქვს...“).
‒ ეს ხომ შენი შეგრძნების შესახებ არ არის! ‒ წამოიძახა მან.
იქვე, მაგიდაზე, წიგნი იდო. ელისი თან მეფეს უთვალთვალებდა,
ისევ არ წაუვიდეს გულიო (მელანიც გამზადებული ჰქონდა მისას-
ხმელად, თუკი ის მოსასულიერებელი გახდებოდა), თან ფურცლე-
ბის გადაშლას შეუდგა იმ იმედით, რომ რაიმეს გარჩევას მაინც შეძ-
ლებდა. მაგრამ არაფერი გამოუვიდა: წიგნი მისთვის უცნობ ენაზე
იყო დაწერილი.
ელისმა კარგა ხანს იმტვრია თავი ამ სტრიქონებზე. მერე უცებ
გონება გაუნათდა: ეს ხომ სარკისმიღმელთა წიგნია!
სარკესთან უნდა მივიტანო, სიტყვები რომ სწორად დალაგდეს.
ასეც მოიქცა და, აი, რა ლექსი ამოიკითხა:

მიმწუხარშდა. მოქნიალა სლუკები


ზილობდნენ და ძვრიალებდნენ მარეხვში;
საბუდავად ცხოვდნენ ბარდალუკები,
ვით ფშუნები სურდაბილის გარეშე.

ტარტალოკის გეშინოდეს, შვილოსა,


კბილმკბენია, კლანჭკაწრა და ვერაგი!

15
ჯანჯაფრინვიც უკვე ფრთისრებს ილესავს:
ზარდალტაცს ვერ დაუსხლტება ვერავინ!

მუსრიბული მოიმარჯვა ხრმალი მან:


გმირს ქიშპანთან მუღლაღობა ეწადა:
ციხესრიდან განერილტვა მალიმალ,
ტუშტუშხის ქვეშ დაჯდა საფიქრელადა.

და როს იქ ჯდა სვიურ ფიქრით აღსავსე,


სალხი ტყიდან სად იყო და სად არა,
გამოიჭრა ტარტალოკი თავნასი
ფიხფიხებდა ავი, თვალებვარვარა.

ერთიორი! და მთაგორი შეძიგდა!


სხიპსხაპ! ყმის ხრმალს ბჟვიალაპი გაჰქონდა:
ჟრიკიფრიკი! ელდახრიკი, ჩეხი და
ურჩხის თავი უფსკულახში გაგორდა!

შენ განგმირე ტარტალოკი წყეული,


მო, ჩაგიკრა გულში, ძევ სხივიერო!
ვაშა ვაჟმაჟს! დღე გათენდა რთხეული!
სამარჯვებლო ერთად ვადიდხმიეროთ!

მიმწუხარშდა. მოქნიალა სლუკები


ზილობდნენ და ძვრიალებდნენ მარეხვში;
საბუდავად ცხოვდნენ ბარდალუკები,
ვით ფშუნები სურდაბილის გარეშე.

‒ ფრიად საამური ლექსია, ‒ თქვა ელისმა დაფიქრებით მას მე-


რე, რაც ბოლოში გავიდა,‒ თუმცა აზრის გამოტანა მთლად იოლი
არ არის.
იცი, ის საკუთარ თავსაც კი არ გამოუტყდა, რომ ვერც თავი გა -

16
უგო ამ ლექსს და ვერც ბოლო.
‒ თითქოს კი გამიჩინა რაღაც აზრები, ‒ ჩაილაპარაკა, ‒ მაგრამ
ზუსტად ვერ ვიტყვი რა... ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ხომ უეჭ-
ველია: ვიღაცამ განგმირა... რაღაცა...
‒ ოჰ! ‒ წამოიყვირა უცებ გოგონამ და სასწრაფოდ წამოხტა ზეზე,
თუ არ დავუჩქარებ, ისე მომიწევს შინ დაბრუნება, რომ ამ სახლის
ბოლომდე დათვალიერებას ვეღარ მოვასწრებ. მოდი, ჯერ ბაღს მო-
ვინახულებ!
ამის თქმა და ოთახიდან გამოვარდნა ერთი იყო. ელისმა სასწრა-
ფოდ ჩაირბინა კიბის საფეხურები უფრო სწორედ, ამას სირბილსაც
ვერ დაარქმევდი (ელისმა გაიფიქრა, კიბეზე სწრაფად და მოხერხე-
ბულად დაშვების ახალი ხერხი მოვიგონეო): მხოლოდ ოდნავ შეახო
თითის წვერები მოაჯირს და ნელა ჩამოცურდა დაბლა, ისე, რომ კი-
ბის საფეხურებს არც კი მიჰკარებია. ასეთნაირადვე გაინავარდა დე-
რეფნის ბოლომდე და პირდაპირ კარში გაჭრა არ ასცდებოდა, რომ
არ მოესწრო კარის ჩარჩოსთვის ხელის ჩავლება. ჰაერში ამდენი
ფრენისგან თავბრუ დაეხვა, ამიტომ ძალიან გაუხარდა, როცა კვლავ
მიწაზე დადგა ფეხი და ჩვეულებრივად გაიარა.

17
თავი II

ცოცხალი ყვავილების ბაღი

‒ ბაღს ბევრად უკეთ დავინახავ, აი,იმ გორაკის წვერზე თუ ავალ,


‒ თქვა ელისმა თავისთვის, აგერ ბილიკიც. ამას დავადგები და პირ-
დაპირ ამიყვანს... არა, ეტყობა, მთლად პირდაპირ არა... ‒ ჩაილა-
პარაკა, როცა სულ ცოტა გაიარა, ბილიკმა კი რამდენჯერმე მკვეთ-
რად მიუხვ-მოუხვია, ‒ მაგრამ იმედი მაქვს, ბოლოს მაინც ავაღწევ
მაღლა. რა უცნაური ბილიკია, გოჭის კუდივით დახვეული! აი,ამ მო-
სახვევსაც გავივლი და გორაკზე ვარ!.. არა, თურმე ესეც დაბლა ჩა-
დის, სახლისკენ! რა გაეწყობა, სხვა გზა უნდა ვცადო!
ასეც მოიქცა. მაგრამ რად გინდა! საითაც უნდა წასულიყო, ზე-
მოთ თუ ქვემოთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ბოლოს მაინც სახლის წინ
გამოდიოდა. ერთხელაც, როცა ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად გა-
მოიარა მოსახვევში, თავი ვეღარ შეიკავა და კედელს შეეჯახა.
‒ არა, ტყუილია ამაზე ლაპარაკი! ჯერ მაინც არ შემოვალ! ‒ ხმას
აუწია ელისმა, თან ისეთი გამომეტყველებით შეხედა სახლს, გეგო-
ნებოდათ, კამათი აქვთ გამართულიო, ‒ ვიცი, რომ ბოლოს მაინც
შინ უნდა დავბრუნდე: გადავალ სარკეში, ჩემი ოთახის იატაკზე დავ-
ხტები და, მშვიდობით, თავგადასავლებო!
ეს რომ თქვა, სახლს ზურგი შეაქცია და მტკიცე ნაბიჯით გაუყვა
ბილიკს. ამჯერად გადაჭრით უთხრა თავს, რომ არსად გადაუხვევ-
და, სანამ გორაკის წვერზე არ ავიდოდა. ერთხანს ყველაფერი რიგ-
ზე მიდიოდა და ისის იყო, ელისმა გაიფიქრა, ახლა კი ნამდვილად
ჩემსას მივაღწევო, რომ ბილიკი უეცრად დაიკლაკნა, შეტორტმანდა
(ასე აღწერდა შემდგომში ამ შემთხვევას თვითონ ელისი) და გოგო-
ნამ უცებ აღმოაჩინა, რომ ისევ სახლის კართან იდგა.
‒ რა უბედურებაა! ‒გაცხარებით წამოიძახა მან, ამ სახლმა ხომ

18
უკვე გული გამიწყალა! სულ ფეხებში მედება!
ამასობაში გორაკი ძალიან ახლოს გამოჩნდა. სხვა რა გზა დარ-
ჩენოდა, ელისმა სვლა გააგრძელა და ცოტა ხანში მიადგა დიდ ყვა-
ვილნარს, რომელსაც ნაპირებზე ზიზილების არშია გასდევდა, შუ-
აში კი დიდი თელა ედგა.
‒ შროშანო, შროშანო, ‒ დაუძახა ელისმა ყვავილს, რომელიც
ნარნარით ირხეოდა ქარში, ‒ როგორ გამიხარდებოდა, ყვავილებს
ლაპარაკის უნარი რომ გქონოდათ!

‒ უნარი კი გვაქვს, შენ სურვილი იკითხე! ‒ მოესმა პასუხად,

19
ლაპარაკი რომ მოგინდეს, ჯერ ისეთ ვინმეს უნდა შეხვდე, ვისთანაც
ღირს დალაპარაკება.
ელისს ისე გაუკვირდა, რომ წუთით სუნთქვა შეეკრა და ენა ჩა-
უვარდა. შროშანი კი უდარდელი იერით განაგრძობდა ქარში ქანა-
ობას. ბოლოს გოგონამ გაბედა და ჩურჩულით ჰკითხა:
‒ აქ ყველა ყვავილს შეუძლია ლაპარაკი?
‒ დიახ, ისევე, როგორც შენ! ‒ მიუგო შროშანმა, ‒ თანაც ბევ-
რად უფრო ხმამაღლა!
‒ უბრალოდ, ჩვენში უზრდელობად ითვლება ლაპარაკის წამოწ-
ყება, ‒ ჩაერია საუბარში ვარდიც, ‒ ჰოდა, სიმართლე რომ გითხრა,
ველოდი, შენ როდის გამოგველაპარაკებოდი. გავიფიქრე: „ამ გო-
გოს სახეს უაზრო არ ეთქმის, მაგრამ ვერც ჭკვიანს დაარქმევ. კარგი
ფერი აქვს. ეს კი ბევრს ნიშნავს.“
‒ მისი ფერი ოდნავადაც არ მაინტერესებს, ‒ შენიშნა შროშანმა,
თუმცა, უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტად დახუჭუჭებული ფურცლები
ჰქონოდა.
ელისს სულაც არ ესიამოვნა კრიტიკული შენიშვნების მოსმენა,
ამიტომ თავად დაიწყო კითხვების დასმა:
‒ არ გეშინიათ ხოლმე აქ სულ მარტოებს?‒ თქვენ ხომ არავინ
გიცავთ?
‒ როგორ თუ არავინ, ‒ გაიკვირვა ვარდმა,‒ აბა, ეს თელა აქ
რისთვისაა?!
‒ მერე მაგას განა რა შეუძლია? ‒ იკითხა ელისმა, ‒ როგორ და-
გიცავთ, თუ ვინმე, სიტყვაზე, თქვენს გათელვას დააპირებს?
‒ აბა, ერთი გაბედოს! ‒ დაიკვეხა ვარდმა.
‒ ეგ იქით გადათელავს ყველას, ვინც ჩვენზე ფეხის აღმართვას
დააპირებს! ‒ დაიწრიპინა ზიზილამ, ‒ მაგიტომაც ჰქვია თელა, რომ
თელავს!
‒ რაო, არ იცოდი? ‒ წამოიძახა მეორე ზიზილამაც. მათ დანარ-
ჩენებიც აჰყვნენ და ატყდა ერთი ყაყანი და გნიასი.
‒აბა, ხმა ჩაიწყვიტეთ! სუ-მეთქი! ‒ განრისხებით შეჰყვირა შრო-
შანმა და აკანკალებული თავი ელისისკენ გადაზნიქა,‒ იციან, რომ

20
ვერ მივწვდები,‒ დაამატა ქშენით, ‒თორემ რას გამიბედავდნენ!
ისეთი აღშფოთებული იყო, რომ ცახცახებდა და აქეთ-იქით ქანა-
ობდა.
‒ ნუ აღელდებით, ‒ სცადა ელისმა მისი დაშოშმინება, მერე და-
იხარა ზიზილებთან, რომლებიც არა და არ ცხრებოდნენ და უჩურჩუ-
ლა: ახლავე გაჩუმდით, თორემ სუყველას დაგკრეფთ!
იმწამსვე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. რამდენიმე ვარდის-
ფერი ზიზილა კი მიტკალივით გათეთრდა.
‒ ეგრე მოუხდებათ! ‒ ჩაიბუზღუნა შროშანმა,‒ ეს ზიზილები
ხომ ყველაზე აუტანელი ყვავილები არიან ამქვეყნად! საკმარისია,
ერთმა ხმა ამოიღოს და იმწამსვე ყველა ერთად აყაყანდება ხოლმე.
მაგათ თუ ყურს ათხოვებ, ნამდვილად დაგაჭკნობენ!
‒ ყველამ ასე კარგად როგორ ისწავლეთ ლაპარაკი? ‒ ჰკითხა
შროშანს ელისმა იმ იმედით, რომ საქებარი სიტყვებით ოდნავ მაინც
გამოუსწორებდა გუნებას, ‒ რამდენი ბაღი მინახავს, მოლაპარაკე
ყვავილები კი ჯერ არსად შემხვედრია.
‒ აბა, დაიხარე და მიწა ხელით მოსინჯე, ‒ უთხრა შროშანმა, მა-
შინვე მიიღებ პასუხს შენს კითხვაზე!
ელისი ასეც მოიქცა.
‒ქვასავით მაგარია, ‒ დაფიქრებით თქვა მან, მაგრამ მაინც ვერ
ვხვდები, მიწა აქ რა შუაშია.
‒ სხვა ბაღებში გაშენებული ყვავილნარები საბნებივით ფაფუ-
კია, ‒ აუხსნა შროშანმა, ‒ ჰოდა, იქ მყუდროდ მოკალათებულ ყვა-
ვილებსაც სულ ძილი ერევათ და ენას ვეღარ აბრუნებენ.
ეს საბუთი საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა და ელისსაც გა-
უხარდა, ახალი რამ რომ შეიტყო.
‒ ამაზე არასოდეს მიფიქრია, ‒ ჩაილაპარაკა.
‒ მე მგონი, შენ არასოდეს არაფერზე გიფიქრია, ‒ ცივად შენიშ-
ნა ვარდმა.
‒ ჩემს დღეში ამისთანა სულელი გოგოს მნახველი არ ვარ! ‒
პირველად ამოიღო ხმა იამ, თანაც ისე მოულოდნელად, რომ ელისი
ადგილზე შეხტა.

21
‒ შენ მანდ ხმა გაიკმინდე! ‒ შეუტია შროშანმა, გეგონება, რა-
იმე მაინც გენახოს! მუდამდღე ფოთლებქვეშ გაქვს თავი ჩარგული
და ძილით ისივებ თვალებს. კვირტი რომ კვირტია, იმანაც კი შენზე
მეტი იცის, თუ რა ხდება დედამიწის ზურგზე!
‒ ჩემ გარდა კიდევ თუ არიან ადამიანები ამ ბაღში? ‒ იკითხა
ელისმა, რომელმაც არჩია, არ შეემჩნია ვარდის ეს ბოლო შენიშვნა.
‒ არის აქ კიდევ ერთი ყვავილი, რომელსაც შენსავით შეუძლია
სიარული, ‒ მიუგო ვარდმა, ოღონდ არ მესმის, ამას როგორ ახერ-
ხებ…
‒ შენ კიდევ ბევრი რამ არ გესმის, ‒ ჩაურთო შროშანმა.
‒ მაგრამ ის შენთან შედარებით უფრო დატოტვილია.
‒ ჩემნაირია?‒ გამოცოცხლდა ელისი. იმედი ჩაესახა, იქნებ ამ
ბაღში კიდევ ერთი გოგო დადისო.
‒ რა ვიცი, ტანად შენსავით ტლანქი და მოუხეშავია, ‒ უპასუხა
ვარდმა, ფერადაც შენსავით წითელია, ოღონდ უფრო მუქი და,
მგონი, ფურცლებიც უფრო მოკლე უნდა ჰქონდეს.
‒ მოკლეც აქვს და ერთმანეთზე მჭიდროდ მიწყობილიც; აი, გე-
ორგინებს რომ აქვთ, ისე, ‒ ისევ ჩაერია შროშანი, და არა შენსავით
აწეწილდაწეწილი. მაგრამ ეგ რა შენი ბრალია, ‒ დაამშვიდა ვარ-
დმა, ‒ ჭკნობას იწყებ და რას იზამ?! ხომ იცი, ასეთ დროს ყველა ყვა-
ვილი აიწეწება ხოლმე.
ელისს ეს აზრი სულაც არ მოეწონა და საუბრის საგანი რომ გა-
მოეცვალა, იკითხა:
‒ აქ თუ მოდის ხოლმე?
‒ ვფიქრობ, მალე იხილავ მას, ‒ დააიმედა ვარდმა, ‒ მოგეხსე-
ნება, ეკლიანთა გვარისაა, ცხრა ეკალი აქვს.
‒ სად აქვს ეს ეკლები? ‒ გაუკვირდა ელისს.
‒ სად უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, თავზე! ‒ მიუგო ვარდმა,
მიკვირს, შენს თავზე რომ ვერ ვხედავ ეკლებს. მეგონა, თქვენი გვა-
რისთვის აუცილებელი იყო.
‒ მოდის!‒ დაიძახა სოსანმა, მესმის, როგორ მოაბიჯებს ბილიკ-
ზე: ბრაგბრუგ, ბრაგბრუგ! ეს მისი ფეხის ხმაა...

22
აღელვებულმა ელისმა თავი მიაბრუნა და… შავი დედოფალი და-
ინახა.
‒ რამოდენა გამხდარა! ‒ ჩაილაპარაკა თავისთვის.
და მართლაც, პირველად, როდესაც ბუხარში იპოვა, დედოფალი
თითისტოლა თუ იქნებოდა, ახლა კი იმხელა გამხდარიყო, ელისი
მხრებამდე ძლივს სწვდებოდა.
‒ სუფთა ჰაერი შვრება ამას, ‒ შენიშნა ვარდმა, ‒ გადასარევი
ჰაერია აქ!
‒ მის შესახვედრად წავალ,‒თქვა ელისმა, თავისთვის კი გა-
იფიქრა, ყვავილებთან საუბარი ძალიან საინტერესოა, თუმცა ნამ-
დვილ დედოფალთან დალაპარაკებასთან სად მოვაო.
‒ მის შესახვედრად თუ წახვალ, მეეჭვება, შეხვდე, ‒ უთხრა ვარ-
დმა, ‒ მე უფრო საწინააღმდეგო მიმართულებით სიარულს გირჩევ-
დი.
ეს იმდენად უაზროდ ჟღერდა, რომ ელისმა აღარაფერი უპასუხა
და პირდაპირ დედოფლისკენ გაემართა. თავისდა გასაკვირად, მა-
ლე თვალთახედვიდან დაკარგა იგი და ისევ სახლის კართან ამოყო
თავი.
გაგულისებულმა გოგონამ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, მი-
იხედ-მოიხედა და როცა ძალიან შორს კვლავ მოჰკრა შავ დედო-
ფალს თვალი, გადაწყვიტა, მოდი, ამჯერად მართლაც მისკენ კი არა,
საპირისპირო მიმართულებით წავალო.
ამ ხრიკმა გაამართლა და წუთის შემდეგ ელისი კინაღამ შუბლით
შეეჯახა დედოფალს სწორედ იმ გორაკის შორიახლო, რომელზე ას-
ვლასაც ამდენ ხანს ლამობდა.
‒ შენ აქ საიდან მოსულხარ? და საით გაგიწევია? ‒ კითხვები მი-
აყარა შავმა დედოფალმა, ‒ თვალებში მიყურე! თავაზიანი პასუხი
გამეცი და მორჩი თითების უაზროდ ტრიალს!
ელისმა მორჩილად შეასრულა დედოფლის ყველა მითითება და
მიუგო: ‒ ამ მხარეში ცოტა ხნით შემოვიარე და მალე ისევ ჩემს გზას
გავაგრძელებ.
‒ ვითომ რას გულისხმობ, როცა ამბობ „ჩემს გზასაო“? ‒ კოპები

23
შეიკრა დედოფალმა, ‒ აქ რა გზებსაც ხედავ, სუყველა ჩემია!
მერე უცებ მომლბარი ხმით დაამატა:
‒ რომელმა ქარმა გადმოგაგდო ჩვენს მხარეში? სანამ პასუხს
მოიფიქრებდე, რევერანსები აკეთე, დროს მოიგებ!

ეს აზრი ელისს, ცოტა არ იყოს, საკამათოდ მოეჩვენა; მაგრამ ვი-


ნაიდან დედოფალი დიდ მოწიწებას აღუძრავდა, შედავება ვეღარ
გაბედა.
„ამას მერე შევამოწმებ, როცა სახლში დავბრუნდები, გაიფიქრა,

24
თუ დავინახავ, რომ სადილისთვის ჩასვლას ვაგვიანებ, რევერანსე-
ბის კეთებას დავიწყებ ხოლმე“.
‒ აჰა, ფიქრის დროც ამოიწურა, ‒ ჩაილაპარაკა დედოფალმა,
რომელიც თან თავის საათს დასცქეროდა, ‒აბა, მითხარი, რა პასუ-
ხი მოიფიქრე! როცა ლაპარაკობ, პირი ოდნავ უფრო ფართოდ გა-
აღე ხოლმე და არ დაგავიწყდეს, ხშირ-ხშირად იმეორო „თქვენო
უდიდებულესობავ“-თქო.
‒ მე მხოლოდ ბაღის დათვალიერება მინდოდა, თქვენო უდიდე-
ბულესობავ…
‒ კეთილი და პატიოსანი, ‒ უთხრა დედოფალმა და თავზე ხელი
წაუცაცუნა ელისს, თუმცა, უნდა ითქვას, ამით დიდად ვერ ასიამოვ-
ნა, აი, შენ ამბობ, „ბაღიო“, დაამატა, მაგრამ მე იმისთანა ბაღები
მინახავს, რომ ეს იმათთან შედარებით ხრიოკი უდაბნოა.
ელისმა ვერც ამჯერად გაბედა შეპასუხება და განაგრძო:
‒ …ჰოდა, ვიფიქრე, ამ გორაკის წვერზე ავალ-მეთქი…
‒ შენ კი ამბობ, „გორაკიო“, ‒ გააწყვეტინა დედოფალმა, ‒ მაგ-
რამ მე იმისთანა გორაკები შემიძლია გაჩვენო, რომ ეს იმათთან შე-
დარებით მინდორია.
‒ არა, ეს შეუძლებელია! ‒ ახლა კი ვეღარ შეიკავა თავი ელისმა
და თვითონაც გაკვირვებული დარჩა, როგორ გავბედე და სიტყვა
შევუბრუნე დედოფალსო,‒ გორაკი მინდორი ვერ იქნება. ეს უკვე
მეტისმეტი უაზრობაა.
‒ თუ გნებავს, შეგიძლია, ამას უაზრობა უწოდო, ‒ მიუგო შავმა
დედოფალმა და თავი გაიქნია, ‒ მაგრამ მე იმისთანა უაზრობები
მომისმენია, რომ ეს იმათთან შედარებით დავითის სიბრძნეა!
ელისმა კიდევ ერთი რევერანსი გააკეთა, ვინაიდან დედოფალს
ხმაში ცოტაოდენი წყენა შეატყო. შემდეგ მათ ხმის ამოუღებლად გა-
ნაგრძეს სიარული და მალე გორაკის წვერზე აღმოჩნდნენ.
რამდენიმე წუთს ელისი იდგა და მდუმარედ გადაჰყურებდა მის
ფერხთით ყველა მიმართულებით გადაშლილ ქვეყანას. ეს მარ-
თლაც გასაოცარი ქვეყანა იყო: მთელ არემარეს განივ ზოლებად სე-
რავდა მრავალი პატარა ნაკადული, ხოლო მათ შორის მდებარე მი-

25
წას კი თანაბარ ოთხკუთხედებად ჰყოფდა ნაკადულიდან ნაკადუ-
ლამდე გაშენებული პატარა ცოცხალი ღობეები.
‒ როგორ ჰგავს ეს ყველაფერი ვეებერთელა საჭადრაკო დაფას!
‒ აღმოხდა ელისს, ‒ ოღონდ ჯერ ფიგურები არსად ჩანან… ო, აგერ
ისინიც! ‒ შესძახა აღტაცებულმა და გული სიხარულით აუფანცქალ-
და,‒აქ საჭადრაკო პარტია თამაშდება, ყველაზე დიდი პარტია
მთელ დედამიწაზე… რა თქმა უნდა, თუკი ეს დედამიწაა… რა საინტე-
რესოა! როგორ მინდა, მეც ვთამაშობდე! პაიკობასაც კი არ ვითაკი-
ლებდი, ოღონდ მიმიღონ… თუმცა, ცხადია, ყველაფერზე მეტად მა-
ინც დედოფლობას ვინატრებდი!

ეს რომ თქვა, გაუბედავად გადახედა ნამდვილ დედოფალს, მაგ-


რამ იმან მხოლოდ კეთილად გაუღიმა და უთხრა:
‒ მაგას იოლად მოგიგვარებთ. თუ გსურს, თეთრი დედოფლის პა-
იკი გახდი. პაწია ლილისთვის ჯერ ადრეა თამაში. თან შენ ახლა მე-
ორე უჯრაზე დგახარ და სწორედ მაგ ადგილიდან უნდა დაიწყო
სვლა. მერვე უჯრას თუ მიაღწევ, დედოფალი გახდები…
და უცებ ისინი რატომღაც ადგილიდან მოსწყდნენ და თავქუდმო-

26
გლეჯით გაიქცნენ. როცა შემდგომში ამ ამბავს იხსენებდა, ელისი
მაინც ვერ ხსნიდა, თუ რამ წამოუარა ერთბაშად ორივეს. მხოლოდ
ის ახსოვდა, რომ ხელიხელჩაკიდებულები მირბოდნენ. დედოფალი
ნიავქარივით მიქროდა წინ, ხოლო ელისი ყოველ ძალ-ღონეს ხმა-
რობდა, არ ჩამორჩენოდა. დედოფალი მაინც წამდაუწუმ გაიძახო-
და:
‒ დაუჩქარე, დაუჩქარე!
ელისი გრძნობდა, რომ უფრო სწრაფად სირბილი აღარ შეეძლო,
მაგრამ ამის სათქმელად სულს ვერ იბრუნებდა.
ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ არც ხეები და არც სხვა საგნები
მათ გარშემო ადგილს არ ინაცვლებდა და, მიუხედავად იმისა, რომ
ელისი და დედოფალი კისრისტეხით მირბოდნენ, უკან მაინც ვერა-
ფერი მოიტოვეს.
„ნუთუ ეს ყველაფერი ჩვენთან ერთად მოძრაობს?“ ‒ გაიფიქრა
სახტად დარჩენილმა საბრალო გოგონამ.
დედოფალმა, თითქოს მისი ფიქრები ამოიკითხაო, გასძახა:
‒ დაუჩქარე! რა დროს ლაპარაკია!
ელისს აზრადაც არ მოსვლია ხმის ამოღება. ის კი არა და, ისეთი
სუნთქვაშეკრული იყო, რომ ფიქრმა გაჰკრა, ალბათ ცხოვრებაში
ვეღარასოდეს შევძლებ ლაპარაკსო.
დედოფალი კი კვლავინდებურად გაიძახოდა:
‒ დაუჩქარე! დაუჩქარე!
და ხელზე ექაჩებოდა.
‒ ჯერ კიდევ დიდი მანძილი გვიდევს წინ? ‒ ძლივს ამოთქვა
ელისმა.
‒ წინ! ‒ გაიმეორა დედოფალმა, ‒ წინ კი არა, უკან! ჯერ კიდევ
კი არა უკვე! ათი წუთი იქნება, რაც წინ მოვიტოვეთ! დაუჩქარე! და-
უჩქარე!
მათ პირი მომუწეს და კიდევ უფრო სწრაფად გაქროლდნენ. ქარი
ისეთი ძალით სტვენდა ელისის ყურებში, რომ გოგონას შეეშინდა,
ცოტაც და შეიძლება თმა დამაგლიჯოსო.
‒ მიდი, მიდი, ‒ ისევ აკივლდა დედოფალი, ‒ დაუჩქარე, დაუჩ-

27
ქარე!
ახლა ისინი უკვე ისეთი სისწრაფით მიქროდნენ, რომ თითქმის
აღარც კი ეხებოდნენ ფეხებით მიწას. ელისს არაქათი გამოეცალა
და ისის იყო, გაიფიქრა, მორჩა, მეტი აღარ შემიძლიაო, რომ უცბად
ორივენი გაჩერდნენ. წამის შემდეგ კი გოგონა უკვე ძირს იჯდა, სულ-
შეხუთული და დარეტიანებული.

მერე დედოფალმა იგი ზურგით მიაყრდნო ხეს და ალერსიანად


უთხრა:
‒ ახლა კი შეგიძლია ცოტა დაისვენო.
ელისმა გაკვირვებით მიიხედ-მოიხედა:
‒ როგორ, ნუთუ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც
კი არ დავცილებივართ ამ ხეს?! ირგვლივ ყველაფერი ზუსტად ისე-
ვეა, როგორც იყო!
‒ რა თქმა უნდა,‒ მიუგო დედოფალმა, აბა, შენ რა გეგონა?!
‒ რა ვიცი, ჩვენს ქვეყანაში… ‒ ამოიქშინა ელისმა, რომელსაც
ბოლომდე ვერ მოეთქვა სული, ‒ თუ ადამიანი დიდხანს და სწრაფად
ირბენს, როგორც წესი, სხვა ადგილას აღმოჩნდება ხოლმე.

28
‒ ნამეტანად ნელი ქვეყანა გქონიათ, ‒ შენიშნა დედოფალმა,
აი, აქ კი, როგორც ხედავ, თავქუდმოგლეჯითუნდა გაიქცე, ერთ ად-
გილას რომ დარჩე. თუ სხვაგან მისვლის სურვილი გაქვს, მაშინ
სულ ცოტა ორჯერ უფრო სწრაფად მაინც უნდა ირბინო.
‒ არა, არსად მისვლის სურვილი არ მაქვს! ‒ უპასუხა ელისმა,
აქ ყოფნითაც კმაყოფილი ვარ. ოღონდ ძალიან მცხელა და მწყურია!
‒ მე ვიცი მაგის წამალი შენი გულის გასახარად, ‒ კეთილად გა-
უღიმა დედოფალმა და ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა: აი,
ქადები მიირთვი!
არა, ელისს ქადების ჭამა სულ არ უნდოდა, მაგრამ იფიქრა, უა-
რის თქმა ვერაფერი ზრდილობა იქნებაო, ამიტომ გამოართვა ერთი
ცალი და კიკნა დაუწყო. ძალიან კი გაუჭირდა: ქადა საშინლად ხმე-
ლი იყო და ყელზე დაადგა.
‒ შენ გაგრილდი, ისიამოვნე,‒ უთხრა დედოფალმა, ‒ მე კი ამა-
სობაში რაღაცეებს მივზომ-მოვზომავ.
ამ სიტყვებით ჯიბიდან საზომი ლენტი ამოიღო და მიწის ზომვას
შეუდგა, თან აქაიქ, თითო იარდის გამოტოვებით, რამდენიმე პალო
ჩაარჭო.
‒ ორ პალოსაც ჩავასობ და მორჩა! და მერე დაგარიგებ, თუ რა
გზით უნდა იარო და როგორ მოიქცე, ‒ უთხრა ელისს, ‒ კიდევ მოგ-
ცე ქადა?
‒ არა, გმადლობთ, ‒ მიუგო ელისმა, ‒ ეს ერთიც სრულიად მე-
ყო!
‒ იმედი მაქვს, წყურვილი დაიოკე, ‒ გაუღიმა დედოფალმა.
ელისი დაიბნა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა. მაგრამ, საბედნი-
ეროდ, დედოფალი პასუხს აღარ დაელოდა და განაგრძო:
‒ მესამე პალოსთან დარიგებებს გაგიმეორებ, ვინიცობაა, დაგა-
ვიწყდეს. მეოთხესთან ‒ დაგემშვიდობები, მეხუთესთან კი ‒ დაგ-
ცილდები!
ამასობაში დედოფალმა მოათავა პალოების ჩარჭობა. ელისი
ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს თუ როგორ დაბრუნდა იგი
ხესთ ან და შემდეგ ნელი ნაბიჯით ჩამოუყვა პალოების რიგს.

29
მეორე იარდის ნიშნულთან დედოფალი შემობრუნდა და ელისს
უთხრა:
‒ როგორც მოგეხსენება, პაიკი პირველი სვლით ერთ უჯრას გა-
დაახტება. ამიტომაც მესამე უჯრას ძალიან სწრაფად გაივლი ასე
მგონია, მატარებლით და პირდაპირ მეოთხე უჯრაზე აღმოჩნდები.
იქ რანინას და რანუნას სამყოფელია. მეხუთე უჯრა თითქმის მთლი-
ანად წყლით არის დაფარული, მეექვსეზე ალთა-ბალთას შეხვდე-
ბი… რატომ არაფერს ამბობ?
‒ არ… არ ვიცოდი, რამე თუ უნდა მეთქვა, ‒ დაიბნა ელისი.
‒ რა უნდა გეთქვა და, „თქვენი უდიდებულესობა უაღრესად კე-
თილია, ასეთი რჩევა-დარიგებები რომ არ დაიშურა-თქო“, ‒ საყვე-
დურით უთხრა დედოფალმა, ‒…მაგრამ არა უშავს, ჩავთვალოთ,
ვითომ ასეც ქენი… მეშვიდე უჯრა უღრან ტყეს უჭირავს, იქ ერთ-ერ-
თი მხედარი დაგხვდება და გამოგაცილებს. მერვე უჯრაზე კი უკვე
ჩვენ, დედოფლები, შევხვდებით ერთმანეთს. გაიმართება დიდი
ლხინი და დროსტარება.
ელისი წამოდგა, რევერანსი გააკეთა და ისევ ძირს დაჯდა.
შემდეგ პალოსთან დედოფალი კვლავ მოტრიალდა და გამოსძა-
ხა:
‒ ილაპარაკე ფრანგულად, თუ ხედავ, რომ სიტყვები გამოგე-
ლია! სიარულის დროს ფეხის ცერები განზე დაიჭირე! და გახსოვ-
დეს, ვინ ხარ შენ!
ამჯერად იგი აღარ დაელოდა ელისის შემდეგ რევერანსს, მარ-
დად გადაირბინა მომდევნო პალოსთან, წამით მოაბრუნა თავი და
დაიძახა: ‒ ნახვამდის!
მერე კი ბოლო პალოსკენ გავარდა.
ელისი ვერ მიხვდა, რა მოხდა და როგორ, მაგრამ რაწამს დედო-
ფალი ბოლო პალოს გაუსწორდა, უეცრად გაქრა: გაუგებარი იყო,
ცამ ჩაყლაპა, მიწამ უყო პირი თუ ტყეში შევარდა სირბილით („სირ-
ბილი კი, იცოცხლე, მარდი იცის“, გაიფიქრა გოგომ). ასე იყო თუ
ისე, დედოფალი გაუჩინარდა, ელისმა კი ფიქრი იქით მიმართა, რომ
პაიკი გახდა და მალე პირველი სვლაც უნდა გაეკეთებინა.

30
თავი III

სარკისმიღმეთის მწერები

ელისს, უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, გულდასმით უნ-


და დაეთვალიერებინა ის ქვეყანა, რომლის წიაღშიც უნდა ემოგზა-
ურა.
‒ ვითომ გეოგრაფიის გაკვეთილზე ვიყო, ‒ თქვა თავისთვის და
ფეხის ცერებზე აიწია, რათა რაც შეიძლება შორს გაეხედა, მთავარი
მდინარეებია… არა, მდინარეებს საერთოდ ვერ ვხედავ; მთავარი
მთები… აქ ერთადერთი მთაა, რომელზედაც ახლა ვდგავარ, და არა
მგონია, ამას რაიმე სახელი ერქვას. მთავარი ქალაქები კი… უი, ნე-
ტა რა არსებებია იქ, დაბლა, ფუტკრებივით რომ ფუსფუსებენ? ცხა-
დია, ფუტკრები არ იქნებიან, თორემ ამსიშორეზე როგორ დავინა-
ხავდი?!
ელისი მდუმარედ აკვირდებოდა ერთ-ერთ მათგანს, რომელიც
თავს დასტრიალებდა ყვავილებს და ერთიმეორეს მიყოლებით
ჰყოფდა მათ გულში თავის ხორთუმს.
„ისე იქცევა, თითქოს ჩვეულებრივი ფუტკარი იყოს“, ‒ გაიფიქრა
გოგონამ.
არადა, ფუტკრისა იმ არსებას არაფერი ეცხო. სინამდვილეში
სპილო გახლდათ. და როცა ელისმა ეს აღმოაჩინა, განცვიფრების-
გან სუნთქვა შეეკრა.
„წარმომიდგენია, ეს ყვავილებიც რა უშველებელი ზომის უნდა
იყვნენ! ‒ განაგრძო გულში მსჯელობა, ‒ ალბათ სახლისხელა მა-
ინც. სასაცილო შესახედავი კი იქნება ღეროზე აწოწოლავებული, სა-
ხურავმოხდილი სახლი! თანაც, რამდენი თაფლი ჩაეტევა შიგ! ახ-
ლავე უნდა ჩავირბინო დაბლა და …არა, ჯერ არა“… დაამატა მაშინ-
ვე და უკვე გასაქცევად გამზადებულმა ბოლო წამს შეიკავა თავი, მა-
გათ ისე ვერ მივუახლოვდები, კარგა მოზრდილ კეტს თუ არ დავი-
ჭერ ხელში. რომ დამესიონ, რაღაცით მაინც ხომ უნდა მოვიგერიო,

31
სცადა თავისი გაუბედაობის გამართლება, სასაცილო ამბავი კი იქ-
ნება, შინ რომ მკითხავენ, აბა, როგორ გაისეირნე, მოგეწონა თუ
არაო, მე კი ვუპასუხებ: არაჩვეულებრივად გავისეირნე…
აქ გოგონამ თავისი ჩვეული მოძრაობით უკან გადააგდო თავი,
ოღონდ ერთი ეგ იყო: ცხელოდა, გზაზე მტვრის ბუღი იდგა და ამ
მფრინავმა სპილოებმაც ხომ პირდაპირ გული გამიწყალეს!..
‒…მგონი, აჯობებს, სხვა ბილიკით ჩავიდე დაბლა, ‒ გადაწყვიტა
ხანმოკლე დუმილის შემდეგ, ‒ სპილოების მონახულება მოგვიანე-
ბითაც შეიძლება. ახლა კი, უპირველეს ყოვლისა, მესამე უჯრაზე უნ-
და დავდგა ფეხი.
და, მას მერე, რაც ამგვარი მიზეზი მონახა, ელისმა დაღმართი ჩა-
ირბინა და ერთი ნახტომით გადაევლო პირველ ნაკადულს (სულ კი
ასეთი ნაკადული ექვსი იყო).
‒ აბა, თქვენი ბილეთები! ‒ დაიძახა კონდუქტორმა და ფანჯარა-
ში შემოყო თავი.
მგზავრებმა დაუყოვნებლივ ამოაძვრინეს ბილეთები დაახლოე-
ბით იმავე ზომისა, რამხელებიც თვითონ იყვნენ. ამის გამო ვაგონი
ისე გაიტენა, რომ შიგ თაგვი კუდს ვეღარ გაიქნევდა.
‒ ბალღო, შენი ბილეთი მაჩვენე, ‒ დაუბღვირა კონდუქტორმა
ელისს.
‒ ნუ ალოდინებ, ბალღო,‒ ერთად დასჭექა უცებ მრავალმა ხმამ
(მომღერალთა გუნდივით არიანო, გაიფიქრა ელისმა), ‒ იცი, რა
ღირს მისი დრო? ათასი გირვანქა ერთი წუთი!
‒ ვწუხვარ, მაგრამ ბილეთი არ მაქვს, ‒ ჩაილაპარაკა შეშინე-
ბულმა გოგომ, ‒ იქ, საიდანაც ახლა მოვდივარ, სალარო არსად
იყო.
და გუნდმაც იმავე წამს ერთხმად შესძახა:
‒ იქ, საიდანაც ახლა მოდიხარ, სალაროს დასადგმელად ადგი-
ლი არ მოიძევებოდა. იცი, რა ღირს იქ მიწა? ათასი გირვანქა ერთი
მტკაველი.
‒ მიზეზებს ნუ იგონებ, გაუწყრა კონდუქტორი, ბილეთი მემან-
ქანისგან უნდა გეყიდა!

32
გუნდმა კი კვლავ ერთხმად დაიგუგუნა:
‒ მემანქანე ის კაცია, ვისაც ორთქლმავალი მიჰყავს. იცი, რა
ღირს ამ ორთქლმავლის კვამლი? ათასი გირვანქა ერთი ბოლქვი!
„სჯობს გავჩუმდე, ‒ გაიფიქრა ელისმა, რა აზრი აქვს ლაპა-
რაკს“.
ასეც მოიქცა კრინტი აღარ დაუძრავს. ამიტომ არც გუნდი აჰყო-
ლია. ოღონდ, ელისის გასაოცრად, ყველამ ერთხმად გაიფიქრა
(იმედი მაქვს, იცი, თუ რას ნიშნავს „ ერთხმად გაფიქრება “, ვინა-
იდან, ცოდვა გამხელილი სჯობს და, მე თვითონ არ ვიცი): „სჯობს გა-
ჩუმდე! თუ იცი, რა ღირს აქ ლაპარაკი? ათასი გირვანქა ერთი სიტ-
ყვა“.
„ეს ათასი გირვანქა ამაღამ სიზმრად მომელანდება“, ‒ გაიფიქ-
რა ელისმა.
კონდუქტორი კი მთელი ამ დროის მანძილზე გულმოდგინედ ათ-
ვალიერებდა გოგონას ჯერ ტელესკოპით, შემდეგ მიკროსკოპით და
ბოლოს სათეატრო ბინოკლით.

33
მერე უთხრა:
‒ მხარი აგექცა. საპირისპირო მიმართულებით მიემგზავრები.
შემდეგ ფანჯრის მინა ჩამოუშვა და წავიდა.
‒ შენი ასაკის ბავშვს შეიძლება საკუთარი სახელი ეშლებოდეს,
‒ ბრძანა ქაღალდის თეთრ კოსტიუმში გამოწყობილმა ბატონმა,
რომელიც ელისის პირისპირ იჯდა ვაგონში, ‒ მაგრამ ის მაინც უნდა
იცოდეს, გზა საით უდევს.
მის გვერდით მოკალათებულმა ვაცმა კი თვალები მილულა და
ხმამაღლა გამოაცხადა:
‒ მან შეიძლება ანაბანა არ იცოდეს, მაგრამ ბილეთების სალა-
როს მაინც უნდა აგნებდეს!
ვაცის გვერდით ერთი ხოჭო იჯდა (ეს ვაგონი ხომ სულ უცნაური
მგზავრებით იყო სავსე) და ვინაიდან ჩანდა, რომ იქაური წესისა-
მებრ, ყველას რიგრიგობით უნდა ელაპარაკა, იმანაც დაამატა:
‒ მაშასადამე, უნდა შეიფუთოს და საბარგო ვაგონით გაიგზავ-
ნოს უკან.
ელისი ვერ ხედავდა, თუ ვინ იჯდა ხოჭოს მეზობლად, მაგრამ გა-
იგონა, რომ ვიღაცამ ხმამაღლა მოიხოცა ცხვირი და გაცხარებით
წამოიძახა:
‒ რაღას უცდით?! სხვა ორთქლმავალი…
მაგრამ აქ ხველება აუტყდა და სათქმელი ვეღარ დაამთავრა.
„ხმა ცხვრისას მიუგავს, ‒ გაიფიქრა ელისმა, ნეტავი, რამ გააც-
ხარა ასე?“
უცებ მის ყურთან ვიღაცამ უწვრილესი ხმით დაიწივლა:
‒ კარგი ხუმრობა კი გამოგივიდოდა. აი, მაგალითად, ასეთი:
„ხომ იცი, რომ ცხარეა, თუ გაცხარდა ცხვარია,“ ან რამე ამის მსგავ-
სი.
‒იქნებ სულაც ვირია, ‒ განაგრძო გოგონამ, ‒ ეტყობა, სურდო
სჭირს, ისე მოიხოცა ცხვირი.
‒ კარგი ხუმრობა კი გამოგივიდოდა,‒ ისევ დაიწივლა ხმამ, აი,
მაგალითად ასეთი: „ის, ვინც მოიხოცა ცხვირი, ან ცხვარია, ანდა ვი-
რი. ან რამე ამის მსგავსი“.

34
ვაგონის შორეულ კუთხეში ვიღაცამ ნაზად წაიმღერა: ‒ ზედ ეტი-
კეტი უნდა დაეკრას წარწერით: „ფრთხილად, ფიცხი გოგოა“.
ამასობაში დანარჩენებიც ერთად აყაყანდნენ (ნეტა რამდენი
ხალხი ეტევა ამ ვაგონშიო, გაიფიქრა ელისმა):
‒ ფოსტით უნდა გაიგზავნოს ამანათივით!
‒ ტელეგრაფით უნდა გაიგზავნოს დეპეშასავით!
‒ ორთქლმავლის მაგივრად უნდა ჩაიბას დარჩენილ გზაზე!
და ასე შემდეგ.
მაგრამ, ამ დროს ქაღალდის თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი
ბატონი ელისისკენ გადმოიხარა და ჩასჩურჩულა:
‒ ყურს ნუ ათხოვებ, გენაცვა, მაგათ ლაპარაკს! უბრალოდ, მა-
ტარებლის ყოველ გაჩერებაზე უკან გამოსაბრუნებელი ბილეთი
იყიდე ხოლმე.
‒ არაფერსაც არ ვიყიდი! ‒ ცოტა არ იყოს, გაგულისებით მიუგო
ელისმა, ‒ და რომ იცოდეთ, სულ არ მჭირდება ეგ თქვენი მატარე-
ბელი. აქამდეც სულ ფეხით მოვედი, მთელი ტყე გამოვიარე, და თა-
ნაც, ძალიან მალე.
‒კარგი ხუმრობა კი გამოგივიდოდა, ‒ ისევ დაიწივლა ხმამ, ზედ
ელისის ყურთან:
‒ აი, მაგალითად, ასეთი: „ფეხდაფეხ გამოვიარე ტყე მალე, ბევ-
რი ვნახე ასკილი და ტყემალი“, ან რამე ამის მსგავსი.
‒ ოჰ, გული ნუ გამიწყალეთ! ‒ წამოიძახა ელისმა; თან მიიხედ-
მოიხედა,იქნებ თვალი მოვკრა, ვინ მელაპარაკებაო, თუმცა ამაოდ.
მერე დაამატა:
‒ იცით, რას გეტყვით: თუ ხუმრობების ასეთი მოყვარული ბრძან-
დებით, შეგიძლიათ თვითონვე იხუმროთ ხოლმე.
პაწაწინა ხმამ ღრმად ამოიოხრა; ეტყობოდა, რომ ძალიან უბე-
დური იყო. ელისს გული მოულბა.
„მოდი, რამე სანუგეშოს ვეტყვი, გაიფიქრა, და მაინც, რა უცნაუ-
რად ოხრავს, განა ისე, როგორც სხვა ადამიანები“.
მართლაც, ეს იმდენად ჩუმი ოხვრა იყო, რომ ელისი ვერ გაიგო-
ნებდა, შიგ ყურში რომ არ მოხვედროდა. ამის გამო კი ისე აექავა

35
ყური, რომ გონებიდან ამოუვარდა საცოდავი პატარა არსებაც და
მისი უბედურებაც.
‒ ვიცი, მეგობარი ხარ ჩემი, ‒ შეახსენა თავი წრიპინა ხმამ, ‒ ერ-
თგული, ძველი მეგობარი. და არ დამჩაგრავ იმის გამო, რომ მწერი
ვარ.
‒ რომელი მწერი?‒ ცოტა არ იყოს, შეშფოთებით იკითხა ელის-
მა.‒ სინამდვილეში ის აინტერესებდა, იკბინება თუ არაო; მაგრამ
ზრდილი გოგო იყო და პირდაპირ ხომ ვერ ჰკითხავდა?!
‒ როგორ, ნუთუ შენ…‒ წამოიწყო პაწაწინა ხმამ, მაგრამ მისი
სიტყვები ერთბაშად გადაფარა ორთქლმავლის ყურისწამღებმა კი-
ვილმა. შეშფოთებული მგზავრები წამოფრინდნენ; და მათთან ერ-
თად ელისიც.
ცხენმა ფანჯარაში გადაჰყო თავი, გაიხედ-გამოიხედა და მშვი-
დად ჩაილაპარაკა:
‒ საგანგაშო არაფერია. მხოლოდ და მხოლოდ ერთ პატარა ნა-
კადულს უნდა გადავახტეთ.
ამის გაგონებაზე ყველანი დამშვიდდნენ. ელისი მაინც ცოტას
ღელავდა: არ აღაფრთოვანებდა აზრი, რომ მატარებელი შეიძლება
გადახტეს.
„თუმცა, ასე იქნება თუ ისე, მეოთხე უჯრაზე ხომ მაინც აღმოვ-
ჩნდები, გაიფიქრა, ეგეც საქმეა!“
და იმავე წამს იგრძნო, რომ მატარებელი ჰაერში აიჭრა
შიშით გულგახეთქილი გოგო მაგრად ჩაებღაუჭა პირველსავე
საგანს, რაც ხელთ მოხვდა. ეს კი ვაცის წვერი აღმოჩნდა. მაგრამ მი-
ეკარა თუ არა, ვაცის წვერი თითქოს ხელში შეადნა და ელისმა აღ-
მოაჩინა, რომ უშფოთველად იჯდა ხის ქვეშ. კოღო კი (სწორედ ის
გახლდათ ელისთან მოსაუბრე იდუმალი მწერი) მის თავზემოთ, პა-
ტარა ტოტზე ირწეოდა და ფრთებით უნიავებდა.
დიდზე დიდი კოღო იყო. „მოზრდილი ქათმის ხელააო“, ‒ გა-
იფიქრა ელისმა, თუმცა ოდნავადაც არ შეშინებულა: ისინი ხომ ძვე-
ლი ნაცნობები იყვნენ.
‒ ყველანაირი მწერი არ გიყვარს? ‒ მშვიდად ჩაამთავრა შეკით-

36
ხვა კოღომ, ვითომც აქ არაფერიაო.
‒ მე მხოლოდ მოლაპარაკე მწერები მიყვარს, ‒ თქვა ელისმა,
იქ კი, ჩემს ქვეყანაში, მწერები საერთოდ არ ლაპარაკობენ.
‒ და რომელი მწერები გიხარებენ გულს იქ, შენს ქვეყანაში? ‒
დაინტერესდა კოღო.
‒ გულს არანაირი მწერები არ მიხარებენ, ‒ მიუგო ელისმა, ‒
იმიტომ რომ მეშინია მათი; განსაკუთრებით დიდრონებისა. მაგრამ,
შემიძლია გითხრათ, რა სახელებს ვეძახით.
‒ და ისინიც, რა თქმა უნდა, გპასუხობენ, როცა ეძახით, ხომ? ‒
იკითხა კოღომ არხეინად.
‒ არასოდეს მსმენია, რომ რომელიმეს ეპასუხოს.
‒ მაშ, რა აზრი აქვს სახელით დაძახებას, თუ მაინც არავინ გპა-
სუხობს?
‒ შესაძლოა, მათთვის მართლაც არ ჰქონდეს აზრი, მაგრამ, ალ-
ბათ, სასარგებლოა იმ ხალხისთვის, ვინც მათ სახელებს არქმევს.
ასე რომ არ იყოს, რისთვის დაერქმეოდა ამქვეყნად ყველაფერს თა-
ვისი სახელი?
‒ აბა, რა ვიცი,‒ მიუგო კოღომ, ‒ მაგრამ ჩვენთან, აი,იმ ტყეში,
ცოტა ღრმად თუ შეხვალ, დარწმუნდები, რომ სახელი არავის ჰქვია.
ამიტომ დროს ნუღარ დაკარგავ, თქვენი მწერები ჩამომითვალე.
‒ აი, მაგალითად, ჩვენთან არის ობობა, ‒ თქვა ელისმა და მარ-
ჯვენა ხელით მარცხენა ხელის ცერა თითი მოიკეცა.
‒ კეთილი და პატიოსანი, ‒ თქვა კოღომ, ‒ იცი, რა ზის აგერ იმ
ბუჩქზე? ‒ხბობობა. ძალიან სასიამოვნო მწერია, მშვიდი და თვინი-
ერი. ერთი ეგ არის, უშნო ზმუილი იცის.
‒ რით საზრდოობს? ‒ დაინტერესდა ელისი.
‒ ჩალითა და ნახერხით, ‒უპასუხა კოღომ, ‒ შემდეგი ვინ გყავს
სიაში?ელისი დიდი ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს
წვრილ
ფეხებიან, აწოწილ ხბობობას, რომელიც ზლაზვნით გადადიოდა
ერთი ბუჩქიდან მეორეზე.

37
ხბობობა

‒ კიდევ არსებობს ნემსიყლაპია, ‒ განაგრძო ელისმა და საჩვე-


ნებელი თითი მოიკეცა.
‒ დაიხედე დაბლა. იცი, რა დაცოცავს შენს ფეხებთან? ‒ ნემსი-
დაძაფიყლაპია.‒თავის ადგილას სათითური აქვს გამობმული,
ფრთებად ფერად-ფერადი ჩითის ნაჭრები; კუდმაკრატელაა; შიგ-
ნით კი სულ ჭინჭებითა და ბამბით არის დატენილი.
‒ ნემსისა და ძაფის გარდა კიდევ რით იკვებება?
‒ ღილებითა და საკერავი მანქანის ზეთით.
ელისი კარგა ხანს აკვირდებოდა ამ უცნაურ არსებას და შენიშნა,
რომ პირის კუთხეში ძაფის ბოლოები ჰქონდა გადმოკიდებული. რო-
გორც ჩანს, ამჯერად ძალიან გრძელი ძაფი გადაუყლაპავსო, გა-
იფიქრა გოგონამ. ნემსიდაძაფიყლაპიამ კი, თითქოს ელისის ფიქრი
გაიგონაო, მარჯვედ მოიქნია კუდი, მაკრატელი გააწკაპუნა და ზედ-
მეტი ძაფი ჩამოიცილა.
‒ კიდევ, ჩვენთან იცის ქინქლა,‒ განაგრძო ელისმა.
‒ მაღლა აიხედე,‒ უთხრა კოღომ, ‒ ხედავ, როგორ ირევა კარ-

38
აქინქლა? ფრთებად კარაქიანი პურის თხელი ნაჭრები აქვს, ტანად
დაბრაწული პურის ქერქი, თავის ადგილას კი შაქრის ნატეხი.

ნემსიდაძაფიყლაპია

‒ რითი საზრდოობს?
‒ ნაღებიანი ბაცი ჩაით.
ელისს გაუჭირდა ამის დაჯერება.
‒ ხომ შეიძლება, ვერსად მიაგნოს, ჩაეკითხა, რას იზამს მაშინ?
‒ მოკვდება, რა უნდა ქნას!
ელისი წამით ჩაფიქრდა და დააზუსტა:
‒ და ეს, ალბათ, ხშირად ხდება, ხომ?
‒ წამდაუწუმ, ‒ თქვა კოღომ.
ელისი დადუმდა. კოღო კი ამასობაში იმით ერთობოდა, რომ წუ-
ილით უვლიდა წრეებს ელისის თავზემოთ. ბოლოს ისევ დაეშვა
ტოტზე და ჰკითხა:
‒ სახელის დაკარგვის სურვილი ხომ არ გაქვს?
‒ არა,‒ შეცბუნებით მიუგო ელისმა, ‒ რატომ უნდა მქონდეს?
‒ რა ვიცი, რა ვიცი… ‒ ჩაილაპარაკა კოღომ უდარდელი ტონით,

39
‒ წარმოიდგინე, მაინც, რა სახეირო რამ იქნებოდა, სახლში უსახე-
ლოდ დაბრუნება რომ შეგეძლოს! მაგალითად, ბაღში დასეირნობ,
შენი მასწავლებელი კი უკვე შინ გელოდება და გაკვეთილზე გიხ-
მობს. რას შვრება? ყვირის: „დაბრუნდით ოთახში…“ და ჩერდება! არ
იცის, რა დაგიძახოს, სახელი ხომ აღარ გაქვს! ჰოდა, შენც რა ვალ-
დებული ხარ, დაბრუნდე, ისეირნე, რამდენიც გაგიხარდეს!

კარაქინქლა

‒ არა, ეგ არ გაჭრის, ‒ თქვა ელისმა დაბეჯითებით,‒ ასეთი რა-


მის გამო ის გაკვეთილს არ გამაცდენინებს. ჩემს სახელს თუ ვერ გა-
იხსენებს, აუცილებლად სხვა ხერხს მოძებნის დ
‒ ვერ მოძებნის, ‒ გააწყვეტინა კოღომ, ‒ თუ ხერხს ფარდულში
ჩაკეტავ, გასაღებს კი კარგად გადამალავ! კარგი ხუმრობა კი გამო-
მივიდა, ჩემმა მზემ! ეჰ, რატომ შენ არ მოიფიქრე!
‒ ვითომ რატომ მაინცდამაინც მე? ‒ გაუკვირდა ელისს,‒ თანაც
ეს თქვენი ბოლო ხუმრობა საკმაოდ უკბილო იყო.
პასუხად კოღომ მხოლოდ ღრმად ამოიოხრა და ორი მოზრდილი

40
ცრემლი ჩამოუგორდა ლოყებზე.
‒ აღარ უნდა იხუმროთ, უთხრა ელისმა, ‒ თუკი მერე ასე ნაღ-
ვლიანდებით.
ამას კიდევ ერთი მწარე ამოოხვრა მოჰყვა და როცა ელისმა ზე-
მოთ აიხედა, კოღო ტოტზე აღარ იჯდა: როგორც ჩანს, საკუთარმა
ამოოხვრამ წაიღო.
ელისი კი ამასობაში იმდენ ხანს იჯდა გაუნძრევლად, რომ სიცი-
ვემ აიტანა. ამიტომ წამოდგა და გზას გაუდგა. ცოტა ხანში წინ მინ-
დორი გადაეშალა, რომლის იქით ტყე გამოჩნდა გაცილებით უფრო
უღრანი და ბნელი, ვიდრე ის, რომელიც წეღან გამოიარა. გოგონა
თავიდან შეყოყმანდა, შესულიყო ტყეში თუ არა. ხანმოკლე ფიქრის
შემდეგ მაინც გაბედა.
‒ აბა, რა ვქნა,უკან ხომ არ დავბრუნდები?! ‒ ჩაილაპარაკა,‒
თანაც მერვე უჯრაზე მისვლა თუ მინდა, სხვა გზა მაინც არ მაქვს. ‒
ეს ალბათ ის ტყეა, რომელშიც საგნებს სახელი არ გააჩნიათ, ‒ ჩა-
ფიქრებით განაგრძო ელისმა, საინტერესოა, ნუთუ მეც დავკარგავ
ჩემს სახელს, შიგ რომ შევალ? არა, უსახელოდ დარჩენა არ მინდა.
მაშინ ხომ სასწრაფოდ ახალ სახელს მომიძებნიან, თანაც, ალბათ
ძალიან უშნოს. ჩემს ძველ სახელს კი ვიღაც სხვა დაირქმევს. რა სა-
საცილო იქნება, იმ ვიღაცას ძებნას რომ დავუწყებ! ზუსტად ისე, გა-
ზეთში განცხადებას რომ გამოაქვეყნებენ ხოლმე, როცა ძაღლი
იკარგება: „ დაიკარგა სახელი, სახელად... და მერე ტირე, მპოვნლი
დასაჩუქრდება...“. ანდა კიდევ, ყველა გამვლელ-გამომვლელს უნ-
და დავუძახო „ელის, ელის!“ იქნებ ვინმე გამომეპასუხოს. მაგრამ,
აბა, რომელი ჭკუათმყოფელი გამცემს ხმას?!
ამ ლაპარაკში მალე ტყის პირს მიადგა. ტყე გრილი და ჩრდილო-
ვანი ჩანდა.
„ყოველ შემთხვევაში, ‒ გაიფიქრა მან, როცა ტოტების ჩრდილს
შეაფარა თავი, მაინც დიდი შვებაა, ასეთ პაპანაქებაში ამის ქვეშ
რომ გაგრილდები… რა ჰქვია ამას?“ თავისდა გასაკვირად, ელისმა
ვერაფრით გაიხსენა საჭირო სიტყვა.
‒ აი,ამისქვეშ რომ დადგები… ‒ თქვა და ხის ტანს დაადო ხელი,

41
‒ რა სახელი ჰქვია? აქვს კი, საერთოდ, ამას სახელი? არა მგონია,
ჰქონდეს.
აქ ელისი დადუმდა და ჩაფიქრდა. წუთის შემდეგ კი კვლავ გააგ-
რძელა საკუთარ თავთან საუბარი:
‒ მაშასადამე, ბოლოს ეს მაინც მოხდა ! ‒ ახლა საკითხავია,ვინ
ვარ მე? მე ვარ…უნდა გავიხსენო… ამწუთას ვიტყვი… ოღონდ ძალი-
ან უნდა მოვინდომო!
მონდომება მართლაც არ დაუკლია, მაგრამ ამაოდ.
‒ მახსოვს, ჩემს სახელში ასო „ლ“ ერია,‒ ესღა თქვა მას მერე,
რაც დიდხანს იჭყლიტა ტვინი, ‒ დიახ, „ლ“თი იწყებოდა...
ამ დროს ტყის სიღრმიდან შველი გამოვიდა და თავისი დიდრო-
ნი, სევდიანი თვალები მიაპყრო ელისს. შიში სულაც არ ეტყობოდა.
‒ თფუჩითფუჩი! ‒ დაუძახა გოგომ და მოსაფერებლად გაიწია.
შველი ოდნავ უკან გახტა, გაჩერდა და ისევ მიაცქერდა ელისს.
‒ შენი სახელი მითხარი, ‒ უთხრა შველმა ბოლოს.
ძალიან ნაზი და ალერსიანი ხმა ჰქონდა.
ეჰ, ნეტავი ვიცოდეო, გაიფიქრა საბრალო ელისმა და ნაღვლია-
ნი ხმით უპასუხა:
‒ ამწუთას სახელი არ გამაჩნია.
‒ სცადე, გაიხსენო, ‒ უთხრა შველმა, თორემ ასე არ ივარგებს…
ელისმა კიდევ ერთხელ დაძაბა გონება, მაგრამ ამაოდ.
‒ თუ შეიძლება, ჯერ თქვენ მითხარით, რა სახელი გქვიათ, ‒
სიტყვა ჩამოართვა გოგომ, ‒ იქნებ მერე მეც გამახსენდეს…
შველმა თავი დაუქნია.
‒ კარგი, გეტყვი, ოღონდ ცოტა წინ გავიაროთ. ამ ადგილას ვერ
ვიხსენებ.
ელისმა ნაზად მოჰხვია შველს ხელი ფაფუკ ყელზე და ისინი ერ-
თად გაუყვნენ ბილიკს. ტყე რომ გაიარეს, კიდევ ერთ გაშლილ მინ-
დორზე გავიდნენ. უეცრად შველი შეხტა, ღონივრად გაიქნია თავი
და გოგონას ხელი ჩამოიცილა.
‒ მე შველი ვარ! ‒ შესძახა სიხარულით, ‒შენ კი ოჰ… ადამიანის
ნაშიერი!

42
უცებ მის მშვენიერ, წაბლისფერ თვალებში შიშის ნაპერწკალმა
გაიელვა. იმავე წამს შველი შურდულივით მოსწყდა ადგილს და გა-
უჩინარდა.

ელისი დადგა და სევდიანად გააყოლა თვალი. ლამის ატირდა,


ისე დაენანა თავისი ლამაზი პატარა თანამგზავრის დაკარგვა.

43
‒ რას იზამ, ‒ თქვა ბოლოს და გზა გააგრძელა, ‒ სამაგიეროდ,
ახლა ჩემი სახელი მაინც ვიცი: ელისი… ელისი… ესეც ხომ საქმეა…
ამიერიდან აღარასოდეს დამავიწყდება… მგონი, წინ საგზაო მაჩვე-
ნებლები გამოჩნდა. ნეტა, რომელი მიმართულება უნდა ავირჩიო?
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე რთული აღმოჩნდა: ტყეში
ერთადერთი ბილიკი გადიოდა და ორივე მაჩვენებლის ისარი მის-
კენ მიუთითებდა.
‒ გზაჯვარედინთან რომ მივალ, მაშინ გადავწყვეტ, საით წავიდე,
‒ განაგრძო ელისმა მსჯელობა, ‒ ალბათ იქ მაინც დამხვდება სხვა-
დასხვა მხარეს მიმართული ისრები.
ელისმა კიდევ დიდხანს იარა, თუმცა ვარაუდი მაინც არ გაუმარ-
თლდა: ყველა გზაჯვარედინზე აუცილებლად ხვდებოდა ორი მაჩვე-
ნებელი, რომელთა ისრებიც მხოლოდ ცალ მხარეს მიუთითებდა.
ერთზე ეწერა „ გზა რანინას სახლისკენ”. მეორეზე კი „რანუნას სახ-
ლის გზა“.
‒ ეჭვი აღარ მეპარება, ‒ ჩაილაპარაკა ბოლოს გოგომ, ‒ რომ
ორივენი ერთსა და იმავე სახლში ბინადრობენ. ნეტა, აქამდე რატომ
ვერ მივხვდი ამას… თუმცა, მათთან დიდხანს მაინც ვერ გავჩერდები.
უბრალოდ შევუვლი, გამარჯობას ვეტყვი და ვთხოვ მიმასწავლონ,
თუ როგორ გავიგნო გზა ამ ტყიდან. რამენაირად უნდა მოვახერხო
და დაღამებამდე მივაღწიო მერვე უჯრას!
ამ ლაპარაკში გართული ელისი სულ წინ-წინ მიდიოდა. უცბად
ბილიკმა მკვეთრად მოუხვია და ელისი შეეფეთა ორ ტანდაბალ,
მსუქან კაცუნას. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ გოგონა შეკ-
რთა და უკან დაიხია, თუმცა მალევე გამოერკვია და დარწმუნდა,
რომ მის წინ იდგა ორი ტყუპი, ანუ ტყუპი ძმა.

44
თავი IV

რანინა და რანუნა

ტყუპები ხელიხელგადაჭდობილნი იდგნენ ხის ქვეშ. ელისს დიდ-


ხანს ფიქრი არ დასჭირვებია, თუ რომელი იყო რანინა და რომელი
რანუნა: ერთ მათგანს საყელოზე ამოქარგული ასოებით ეწერა „ნი-
ნა“, მეორეს კი „ნუნა“.„რა“ კი ორივეს ალბათ ზურგზე ექნება დაწე-
რილიო, გაიფიქრა გოგონამ.

45
ძმები ისე უმოძრაოდ იდგნენ, რომ მიწაში ფესვგადგმულებს
ჰგავდნენ. ელისსაც წამით გადაავიწყდა, ცოცხალ არსებებთან თუ
ჰქონდა საქმე: ისის იყო დააპირა, ზურგიდან შემოვუვლი და ვნახავ,
საყელოზე „რა“ ხომ არ აწერიათო, რომ ერთ-ერთმა კაცუნამ (რო-
მელსაც „ნინა“ ჰქონდა ამოქარგული) უცებ ხმა ამოიღო:
‒ შენ თუ გგონია, აქ ცვილის ქანდაკებებს ათვალიერებ, კეთილი
ინებე და ფული გადაიხადე, ‒ მიახალა ელისს, ‒ გამოფენებზე უფა-
სოდ არავინ დაიარება. არავითარ შემთხვევაში!
‒ სულაც პირიქით! ‒ დაამატა იმან, რომელსაც „ნუნა“ ეწერა, ‒
ხოლო თუ ცოცხალ ადამიანებად გვთვლი, მაშინ დაგველაპარაკე!
‒ გთხოვთ მაპატიოთ, ‒ ამის თქმაღა მოახერხა ელისმა: გულში
საათის წიკწიკივით გაბმულად უჟღერდა ერთი ძველი სიმღერა და
ძლივს შეიკავა თავი, ხმამაღლა რომ არ ამღერებულიყო:

ვიომოთო, გადაწყვიტეს
რანინამ და რანუნამ,
ვინაიდან ძმას რანინამ
გაუტეხა ჩხარუნა.

ამ დროს ტყიდან გამოფრინდა


დიდი შავი ყვავიო.
დაფრთხნენ გმირნი: ომს ვინ ჩივის,
დაავიწყდათ თავიო.

‒ ვიცი, ახლა რა აზრებიც გიტრიალებს თავში, ‒ უთხრა რანინამ,


მაგრამ ეს ასე არ არის. არავითარშემთხვევაში!
‒ სულაც პირიქით! ‒ აიტაცა რანუნამ, ‒ ეს რომ ასე ყოფილიყო,
ასე იქნებოდა; და რომ ყოფილიყო ასე, იქნებოდა ასე; მაგრამ რახან
ეს ასე არ არის, არც არის ასე. ამას, ჩემო კარგო, „ლოგიკა“ ჰქვია!
‒ იცით, მე უბრალოდ იმას ვფიქრობდი, ამ ტყიდან როგორ გა-
ვაღწიო-მეთქი, თავაზიანად უთხრა ელისმა, საცაა ჩამობნელდება.
თქვენ ხომ ვერ მიმასწავლით გზას?

46
მაგრამ პასუხად გოდორა კაცუნებმა მხოლოდ გადახედეს ერ-
თმანეთს და გაიკრიჭნენ.
ისინი ისე ჰგავდნენ ლარზე გაჭიმულ სკოლის მოწაფეებს, რომ
ელისმა ვეღარ მოითმინა, თითი რანინასკენ გაიშვირა და გაითვა-
ლა: ‒ პირველი!
‒ არავითარ შემთხვევაში! ‒ შესძახა რანინამ ისე სწრაფად, გე-
გონებოდათ, ტაში შემოჰკრაო.
‒ მეორე! ‒ ახლა რანუნასთან გადავიდა ელისი.
წინასწარ იცოდა პასუხი, და რანუნამაც არ დაახანა.
‒ სულაც პირიქით! ‒ დასჭექა მან.
‒ ასე დაწყება არასწორია! ‒ იყვირა რანინამ, როცა ვინმეს ეც-
ნობი, პირველად „გამარჯობა“ უნდა უთხრა, მერე კი ხელი ჩამოარ-
თვა.
ძმები ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ელისს ცალ-ცალი თავისუფალი
ხელი გამოუწოდეს. გოგონამ იფიქრა, ჯერ ერთს თუ ჩამოვართმევ,
ვაითუ მეორე გავანაწყენოო. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი მო-
ძებნა და ორივეს ერთად ჩაჰკიდა ხელი. და უცებ სამივენი ფერხულ-
ში ჩაბმულები აღმოჩნდნენ. ელისს ეს სავსებით ბუნებრივად მოეჩ-
ვენა (ყოველ შემთხვევაში, ასე იგონებდა წლების შემდეგ, როცა თა-
ვის დას ამ თავგადასავლების შესახებ უამბობდა) და არც ის გაჰ-
კვირვებია, უცებ ზემოდან მუსიკის ხმა რომ მოესმა. ჰანგები იმ ხი-
დან მოედინებოდა, რომლის ქვეშაც ისინი წრეებს უვლიდნენ. გო-
გონამ დაასკვნა, რომ ამ ბგერებს ხის ტოტები გამოსცემდნენ: ისე
ეხახუნებოდნენ ერთმანეთს, როგორც ხემი ვიოლინოს.განსაკუთ-
რებითსასაცილო კი მაინც ის იყო, უყვებოდა ელისი დაიკოს, რომ
უცებ მივხვდი:‒ საფერხულო სიმღერა გამიბამს. არ ვიცი, რა დროს
წამოვიწყე, მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან, ძალიან დიდხანს ვმღე-
როდი.
დანარჩენი ორი მოცეკვავე მსუქანი გახლდათ. ამიტომაც ცოტა
ხანში ქოშინი აუვარდათ.
‒ მე მგონი, ოთხი წრის შემოვლა სავსებით საკმარისია ერთი
ცეკვისთვის, ‒ამოიხვნეშა რანინამ და ცეკვაც იქვე შეწყდა ისევე ერ-

47
თბაშად, როგორც დაიწყო. მიჩუმდა მუსიკაც.
შემდეგ ძმებმა ხელი უშვეს ელისს და მდუმარედ ჩააშტერდნენ
თვალებში. ერთი ხანობა საკმაოდ უხერხული სიჩუმეც კი ჩამოვარ-
და, ვინაიდან ელისმა არ იცოდა, თუ როგორია საუბრის წამოწყების
წესი მათთან, ვისთანაც წუთის წინ ფერხულში იყავი ჩაბმული.
„ახლარომ „გამარჯობა“ ვუთხრა, უადგილო იქნება, ‒ გაიფიქრა,
მგონი, გაცნობის ამ საფეხურს უკვე გამოვცდით“.
‒ იმედი მაქვს, ძალიანაც არ დაღლილხართ, ‒ უთხრა ბოლოს.
‒ არავითარ შემთხვევაში! ‒ შესძახა რანინამ,‒ უღრმესი მად-
ლობა ყურადღებისთვის.
‒ დიდად დავალებულნი გახლავართ, ‒ დაუმატა რანუნამ, ‒
ლექსები გიყვარს? ‒ ჰკითხა უცებ.
‒ დიახ… ძალიან, თუმცა კი, ლექსებს გააჩნია… ‒ ენის ბორძიკით
მიუგო ელისმა, ‒ იცით რა, ამ ტყიდან გასასვლელ გზას ხომ ვერ მი-
მასწავლით?
რანუნამ აინუნშიაც არ ჩააგდო ელისის ეს შეკითხვა.
‒ როგორ ფიქრობ, რომელი ლექსი წავუკითხო? ‒ იკითხა და ან-
თებული თვალებით შეხედა ძმას.
‒„ სელაპი და ხურო “ წაუკითხე. ყველაზე გრძელი ეგაა, ‒ შეს-
თავაზა რანინამ და ალერსიანად ჩაეხუტა რანუნას.
იმანაც დაუყოვნებლივ წამოიწყო:
მზე კაშკაშებდა ლურჯი ზღვის თავზე...
‒აქ ელისმა გაბედა და გააწყვეტინა:
‒ თუ ეს ლექსი მეტისმეტად გრძელია, ‒ უთხრა რაც შეეძლო თა-
ვაზიანად, ჯერ ამ ტყიდან გასასვლელ გზას ხომ ვერ მიმასწავლით?..
რანუნამ ნაზად გაუღიმა და თავიდან დაიწყო:

მზე კაშკაშებდა ლურჯი ზღვის თავზე,


არ გაისმოდა ჩქამი,
სხივი შეეხო წყალს მოლივლივეს
და გაირინდა წამით.

48
უცნაურია ყველაფერი ხომ
ხდებოდა შუაღამით.
გამოსრიალდა ცის კაბადონზე
უკმაყოფილო მთვარე,

და შუქმფინარე მზის შემხედვარემ


საყვედური თქვა მწარე:
ნეტავი მზეს აქ რა დაჰკარგვია,
ღამეა პირმწუხარე.

და იყო წყალი იქ უსველესი,


ქვიშა კი მშრალზე მშრალი;
ცაში არ ჩანდა ღრუბლის ნასახი,
ნაშთი თუ ნატამალი.

არც ჩიტი სტვენდა იქ, რადგან მისი


არსად მოჩანდა კვალი.
ამ დროს ხურო და სელაპი ერთად
მისეირნობდნენ ბინდში;

გულს უღონებდათ ქვიშნარის ხილვა,


იძახდნენ ვაივიშით:
როდემდე უნდა იყოს, ნეტავი,
ნაპირი სავსე ქვიშით?

‒ რომ მოიყვანო შვიდი მოახლე,


ცოცხები მისცე ხელში,
გახვეტენ ნეტა, ‒ ჰკითხავს სელაპი,
ყველაფერს ორმოც დღეში?

‒ ძალიან ვეჭვობ, ‒ მიუგებს ხურო


სლუკუნითა და ხვნეშით.

49
ო, ხამანწკებო, გიხმობთ მუდარით,
ნაპირზე გამოცუროთ;

‒ გავისეირნოთ, ვიმუსაიფოთ!
დაიღრიალა ხურომ,
თქვენგან პირველ ოთხს ჩავკიდებთ ხელს და
სხვები არ დაგვემდუროთ.

დედა ხამანწკამ კრინტიც არ დაძრა,


სახე გაუხდა ავი,
დედა ხამანწკამ უარის ნიშნად
გადააქნია თავი,

არ მოიხიბლა, არ მიატოვა,
თავისი სამალავი.
ხოლო სულსწრაფი ახალგაზრდობა
აჟრიამულდა ერთხმად,

ზოგმა ახალი კაბა ჩაიცვა,


წუღებიც ზოგიერთმა.
უცნაურია: ხომ იცით, იმათ
ფეხი არ მისცა ღმერთმა.

აგერ, გამოჩნდა პირველი ოთხი,


მათ კიდევ ოთხი მისდევს;
ტალღებს აპობენ, მოიჩქარიან,
კიდევ, კიდევ და კიდევ…

ყველა შეგროვდა ამდენ ხამანწკას


ნაპირი ვეღარ იტევს.
მერე ხურომ და სელაპმა დიდხანს
იბორიალეს მზეზე,

50
რომ დაიქანცნენ, მოსასვენებლად
ჩამოსხდნენ იქვე, კლდეზე,
ხამანწკები კი უკლებლივ ყველა
ჩამოარიგეს წრეზე.

ახლა კი, უთხრა სტუმრებს სელაპმა,


დადგა საუბრის ჟამი:
დღეს განვიხილოთ ხელმწიფეები,
კომბოსტო, ჭა და სკამი.

‒ იქნებ ამიხსნათ, რატომ დუღს ზღვა და


რად არის სველი ნამი?
‒ ცოტა გვაცადეთ, ‒ თქვეს ხამანწკებმა,
მოგვათქმევინეთ სული.

მსუქან-მსუქნები ვართ, როგორც ხედავთ.


და გვიჭირს სიარული.
‒ რატომაც არა, ‒ მიუგო ხურომ,
საქმე არაა რთული.

‒ პური გვჭირდება, ‒ ამბობს სელაპი,


და უსათუოდ ძმარი.
შესატანებლად ყველი და მდოგვიც
სასიამოვნო არი.

‒ და თუ მზადა ხართ საჭმელად, მოდით,


შევიბათ წინსაფარი!
‒ უნდა შეგვჭამოთ? ნუთუ აქ მხოლოდ
ამისთვის დაგვიბარეთ?!

თქვეს ხამანწკებმა, ნუთუ სიცრუით


გამოგვიტყუეთ გარეთ?

51
სელაპი ბრძანებს: ერთი შეხედეთ,
რა ლამაზია მთვარე!
ოჰ, რა კარგია, აქ რომ მობრძანდით,
ასეთი ლამაზები.

‒ ისე მომწონხართ, ‒ ამბობს სელაპი,


მარტო ცქერით ვერ ვძღები!
ხურომ თქვა: ყრუ ხარ? პური მომეცი,
მეათედ გეუბნები!

ასე მოეპყრო ჩვენს ძვირფას სტუმრებს,


სამარცხვინოა ერთობ,
‒ იტყვის სელაპი, ‒ მათ ხომ ამ დილით
ძნელი გამოცდა ერგოთ.

პასუხად ხურომ ორი სიტყვა თქვა:


‒ გადმომაწოდე ერბო.
გტირით და გგლოვობთ, არ დავიღლებით,
თქვენზე ფიქრით და ლოცვით,

სელაპმა თქვა და დასწვდა ისეთებს,


ბლომად რომ ესხათ ხორცი;
თან თვალს მომდგარი ცრემლი შეიშრო
ბატისტის ცხვირსახოცით.

‒ იმედი მაქვს, რომ ჩვენი ლაშქრობა


არ მოგეჩვენათ ძნელად,
‒თქვა ბოლოს ხურომ, ‒ ხომ არ გავწიოთ
შინისკენ ნელა-ნელა?

ხმა არვინ გასცა. ან ვინ გასცემდა?!


გადაესანსლათ ყველა.

52
‒ მე სელაპი უფრო მომწონს, თქვა ელისმა, ‒ ცოტათი მაინც ებ-
რალებოდა ის უბედური ხამანწკები.

‒ ჰო, მაგრამ მან გაცილებით მეტი შეჭამა, ვიდრე ხურომ! ‒ უთ-


ხრა რანუნამ, ‒ იცი, რა ქნა? პირზე ხელსახოცი აიფარა, რათა ხუ-
როს ვეღარ დაეთვალა, რამდენ ხამანწკას გადაყლაპავდა. ასე რომ,
სულაც პირიქით!
‒ რა სულმდაბალი ყოფილა! ‒ აღშფოთდა ელისი, ‒ მაშინ ხურო
უფრო მომწონს. სელაპზე ცოტა შეუჭამია და იმიტომ.
‒ კი, მაგრამ, ხურომ ზუსტად იმდენი შეჭამა, რამდენსაც მის-
წვდა, ‒ შენიშნა რანინამ.
ამან, ცოტა არ იყოს და, ჩიხში მოამწყვდია ელისი.
‒ მაშასადამე, ერთიც საზიზღარი ყოფილა და მეორეც, ‒ დაას-
კვნა წუთიერი შეყოვნების შემდეგ.
უცებ ტყიდან რაღაც უცნაური ხმაური მოისმა. ელისი გაინაბა და
შეშფოთებით მიუგდო ყური. სადღაც, შორიახლო, რაღაც არსება
ორთქლის მანქანასავით ქშენდა. რაიმე საშიში მხეცი არ იყოსო, გა-

53
იფიქრა შეშინებულმა გოგონამ.
‒ ამ არემარეში ლომები ან ვეფხვები ხომ არ ბინადრობენ? ‒ გა-
უბედავად ჰკითხა კაცუნებს.
‒ არა, რას ამბობ! ის, რაც შენ გესმის, შავი მეფის ხვრინვაა და
მეტი არაფერი, ‒ მიუგო რანუნამ.
‒ წავიდეთ, შევხედოთ! ‒ შესძახეს ძმებმა,‒ ელისს აქეთ-იქიდან
ჩაჰკიდეს ხელი და მიიყვანეს იმ ადგილას, სადაც შავ მეფეს ეძინა.
‒ რა საყვარელი ვინმეა, არა?!‒ გული აუჩუყდა რანინას.
სიმართლე გითხრათ, ელისს მთლად ასე არ მოსჩვენებია. მეფეს
გრძელი, წოწოლა, წვერში ფუნჯგამობმული წითელი ჩაჩი ჩამოეფ-
ხატა თავზე, უშნოდ მოკუნტული იწვა და ხმამაღლა ხვრინავდ

‒ ასე თუ გააგრძელა, შეიძლება თავი მოიხვრინოს,‒შენიშნა რა-


ნინამ.
‒ სველ ბალახზე წოლამ ავად არ გახადოს, ‒ ჩაილაპარაკა
ელისმა; ის ხომ ძალიან მზრუნველი ბავშვი იყო.
‒ სიზმრებშია წასული, ‒ თქვა რანუნამ, ‒ აბა, თუ იცი, ვინ ესიზ-
მრება ამწუთას?
‒ მაგას ნეტა ვინ გამოიცნობს?! ‒ მიუგო ელისმა.

54
‒ ვინ ესიზმრება და შენ! ‒ შესძახა რანუნამ სიხარულით, თან ტა-
ში შემოჰკრა, ‒ და რომ არ ესიზმრებოდე, სად იქნებოდი ახლა, შენი
აზრით?
‒ სადაც ახლა ვარ, ცხადია, ‒ უპასუხა ელისმა.
‒ ოლოლო შენ, ვერ გამოიცან! ‒ უთხრა რანუნამ ნიშნის მოგე-
ბით, ‒ სად იქნებოდი და არსად! შენ ხომ მხოლოდ მის სიზმარში
არსებობ!
‒ საკმარისია, გააღვიძო ეგ მეფე, ‒ კვერი დაუკრა რანინამ, ‒ და
შენც, ფაფუუ, საპნის ბუშტივით გაქრები!
‒ სულაც არ გავქრები! ‒ გული მოუვიდა ელისს, ‒ და კიდევ,
იცით რა,მე თუ მხოლოდ სიზმარი ვარ, ძალიან მაინტერესებს,
თქვენ ვიღა ბრძანდებით?
‒ ჩვენც ეგა ვართ, ‒ თქვა რანინამ.
‒ ეგა ვართ, ეგა! ‒ აიტაცა რანუნამაც.
‒ ეს სიტყვები ისე ხმამაღლა დაიძახა, რომ ელისი უნებურად
აფორიაქდა:
‒ ჩუ, ნუ ხმაურობთ ასე, თორემ გააღვიძებთ!
‒ ეგ რა შენი სადარდებელია?! შენ ხომ მისი სიზმარი ხარ და მეტი
არაფერი, ‒ მიახალა რანინამ, ‒ თვითონაც კარგად იცი, რომ ნამ-
დვილი არა ხარ.
‒ დიახაც, ნამდვილი ვარ! ‒ იყვირა ელისმა და ცრემლები წა-
მოსცვივდა.
‒ ტირილით აბა რას უშველი?! ‒ შენიშნა რანუნამ, ‒ იტირებ და
ნამდვილი გახდები თუ რა?
‒ ნამდვილი რომ არ ვყოფილიყავი, ვერც ტირილს შევძლებდი,
‒ ამოისლუკუნა ელისმა, თან გაღიმება სცადა: ყველაფერი ხომ ისე
უაზრო იყო.
‒ იმედი მაქვს, არ გგონია, რომ ეგ შენი ცრემლებიც ნამდვილია,
‒ ზიზღნარევი კილოთი მოუჭრა რანინამ.
„ღმერთო, რა სისულელეებს როშავენ, ‒ გაიფიქრა ელისმა, და
მეც მათსავით გამოვსულელდი: ნეტა რა მატირებს?!“
ჰოდა, სასწრაფოდ შეიმშრალა თვალები და, რაც შეეძლო, ხალი-

55
სიანად განაგრძო:ა
‒ ასეა თუ ისე, კარგი იქნება, თუ დროულად გავაღწევ ამ ტყიდან:
მეჩვენება, თითქოს უცბად ჩამობნელდა. ნეტა გაწვიმებას ხომ არ
აპირებს?
რანინამ უშველებელი ქოლგა გაშალა, ძმასთან ერთად მის ქვეშ
შეიყუჟა და ზემოთ აიხედა.
‒ არა, არა მგონია, ‒ გამოსძახა ელისს, ‒ ყოველ შემთხვევაში,
ამის ქვეშ არ იწვიმებს. არავითარ შემთხვევაში!
‒ მაგრამ ხომ შეიძლება გარეთ იწვიმოს?
‒კი, ბატონო, იწვიმოს, თუ უნდა, ‒ თქვა რანუნამ, ჩვენ არავის-
თვის არაფერი აგვიკრძალავს.სულაც პირიქით!
„რა ეგოისტები არიან“,‒ გაიფიქრა ელისმა და ისის იყო, დააპი-
რა ეთქვა, კარგად ბრძანდებოდეთო და გატრიალებულიყო, რომ
რანინა ქოლგის ქვეშიდან გამოხტა და მაჯაში წაავლო ხელი.
‒ ხედავ ამას? ‒ ჰკითხა ხმის კანკალით, თან აცახცახებული თი-
თი ხის ძირში დაგდებული პატარა თეთრი საგნისკენ გაიშვირა. სიბ-
რაზისაგან თვალები დამრგვალებოდა და ყვითლად უელავდა.
‒ ეს ხომ უბრალო ჩხარუნაა, ‒ თქვა ელისმა მას მერე, რაც გულ-
დასმით დაათვალიერა პატარა თეთრი საგანი, ანუ ხრიალა… არა,
ჩხრიალა გველი არ მითქვამს,‒ სასწრაფოდ დაამატა, ვაითუ შევა-
შინეო, ჩხარუნა, ანუ ხრიალა, ძველი და დამტვრეული.
‒ ასეც ვიცოდი! ‒ დასჭყივლა რანინამ და მოჰყვა ფეხების ბაკუნს
და თავზე თმების პუტვას, ‒ დამტვრეულია, აბა, რა იქნება!
ეს თქვა და გადახედა რანუნას, რომელიც იმწამსვე მიწაზე დაჯდა
და ქოლგა ჩამოიმხო თავზე.
ელისმა სცადა რანინას დაშოშმინება, მხარზე დაადო ხელი და
უთხრა:
‒ არ ღირს ძველი ჩხარუნას გულისთვის ასე გაცხარება.
‒ ძველიო?! ‒ მთლად გადაირია რანინა, ‒ ძველი კი არა, სულ
ახალი იყო. გუშინ ვიყიდე. ჩემი ლამაზი, ჩემი ახალთახალი ჩხარუ-
ნააააა!
და კივილამდე აუწია ხმას.

56
ამასობაში რანუნა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ცდილობდა
ქოლგის დაკეცვას, თანაც ისე, რომ თვითონაც შიგ ჩატენილიყო. ამ
უცნაურმა სანახაობამ, იმდენად გაიტაცა ელისი, რომ სავსებით გა-
დაავიწყა მეორე, განრისხებული ძმა. რანუნამ დიდხანს იცოდვილა,
მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ
რანუნა ქოლგაში გაიჭედა და ბალახზე დაგორდა; თავი კი გარეთ
დარჩა გამოყოფილი. ჰოდა, იწვა ასე, ფართოდ თვალებდაჭყეტილი
და პირდაფჩენილი.

‒ წყლიდან ამოგდებულ თევზს ჰგავსო, ‒გაიფიქრა ელისმა.


‒ მაშ, ვიომოთ, ხომ? ‒ ჰკითხა ძმას რანინამ უფრო დამშვიდე-
ბით.
‒ კი, ბატონო, მიუგო რანუნამ პირქუშად, ‒ ოღონდ ეს გოგო აბ-
ჯრის ასხმაში უნდა მოგვეხმაროს.
ამის შემდეგ ძმებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ტყეში გაუჩი-

57
ნარდნენ; წუთის შემდეგ კი უკან დაბრუნდნენ ათასნაირი ხარახუ-
რით დახუნძლულები. რაღა არ მოჰქონდათ: საბნები, სუფრები, ბა-
ლიშები, ბუხრისწინა ნოხები, ნახშირით სავსე ვედროები და ქვაბე-
ბის სახურავები.
‒ იმედი მაქვს, რომ გეხერხება ქინძისთავების დაბნევა და თას-
მების მოჭერა, ‒ მიმართა ელისს რანინამ, ‒ ეს ყველაფერი რამე-
ნაირად უნდა აგვასხა და დაგვამაგრო ტანზე.
შემდგომში ელისი იხსენებდა, რომ თავის დღეში არ ენახა, ვინ-
მეს ამისთანა ხმაური და ფაციფუცი აეტეხოს. რა ამბავი შექმნეს! რა
არ ჩაიცვეს და დაიხურეს! და როგორ გაუწყალეს გული, აბა, აქ ეს
თასმები მოჭიმე, აქ ეს ღილები შეგვიბნიეო.
„როცა ეგენი ამ სამზადისს მორჩებიან, ძონძეულის ბოხჩებს და-
ემსგავსებიან“, ‒ ფიქრობდა ელისი და თან მუთაქას არგებდა კი-
სერზე რანუნას, რომელიც შიშობდა, თავი არ წამეცალოსო.
‒ იცი, რას გეტყვი? ‒ უთხრა გოგოს წარბშეჭმუხვნით, ‒ ბრძო-
ლაში ათასნაირი ხიფათი შეიძლება შეგხვდეს. მაგრამ ერთერთი
ყველაზე უფრო სერიოზული უსიამოვნება ის იქნება, თავს თუ წაგაც-
ლიან.
ელისს ხმამაღალი ფრუტუნი წასკდა, თუმცა რანუნას რომ არ
სწყენოდა, რამდენჯერმე ძალით ჩაახველა სიცილის ჩასახშობად.
‒ ძალიან ფერმკრთალი ვარ? ‒ ჰკითხა ამ დროს რანინამ, რო-
მელიც დახმარებისთვის მიადგა გოგოს: თავზე მუზარადის დამაგ-
რება სჭირდებოდა („მუზარადიო“, კი თქვა, მაგრამ ეს ნივთი ტაფას
უფრო ჰგავდა).
‒ რა ვიცი…ოდნავ… ‒ რბილად მიუგო ელისმა.
‒ საერთოდ, უმამაცესი ვარ, ‒ დააყოლა რანინამ, თან ხმას და-
უწია, ‒ მაგრამ დღეს თავი მტკივა.
‒ მე კი კბილი ! ‒ ჩაურთო რანუნამ, რომელმაც მაინც მოჰკრა
ყური ძმის ნათქვამს, ‒ და, რომ იცოდე, შენზე ბევრად უარესად
ვგრძნობ თავს.
‒ მაშინ, იქნებ აღარ ღირდეს დღეს ომის გაჩაღება, ‒ ისარგებლა
ელისმა შესაფერი მომენტით და სცადა ზავის ჩამოგდება.

58
‒ არა, მცირე შეტაკებას მაინც ვერ ავცდებით, ხანგრძლივი ომი
კი შეიძლება მართლაც არ იყოს საჭირო, ‒ მიუგო რანინამ, ‒ რომე-
ლი საათია ახლა?

რანუნამ თავის საათს დახედა და უპასუხა:


‒ ხუთის ნახევარი.
‒ ექვს საათამდე ვიომოთ. შემდეგ კი ვისადილოთ, ‒ შესთავაზა
რანინამ.
‒კეთილი და პატიოსანი,‒ ამოიოხრა რანუნამ, ‒ ამან კი გვიცქი-
როს, მერე ელისს მიუტრიალდა და გააფრთხილა: ოღონდ, გირჩევ,
ძალიან ახლოს ნუ მოხვალ! როდესაც მე გავმძვინვარდები ხოლმე,
ყველაფერს ვლეწავ, რასაც ვხედავ!
‒ მე კი ვლეწავ ყველაფერს, რასაც ვხედავ და იმასაც, რასაც ვერ
ვხედავ! ‒ დაიყვირა რანინამ.

59
‒ როგორც ჩანს, ამ ხეებს სულ მილეწ-მოლეწავთ, ‒ სიცილით
შენიშნა ელისმა.
რანინამ კმაყოფილი ღიმილით მიიხედ-მოიხედა.
‒ არა მგონია, რომ ჩვენი ბრძოლის შემდეგ აქ ერთი ცოცხალი
ხე მაინც გადარჩეს! ‒ განაცხადა.
‒ და ეს ამოდენა დავიდარაბა ერთი უბრალო ჩხარუნას გულის-
თვის შექმენით?! ‒ უსაყვედურა ელისმა, რომელიც ჯერ კიდევ იმე-
დოვნებდა, რომ ოდნავ მაინც დაანამუსებდა ამგვარი წვრილმანის
გამო მოჩხუბარ ძმებს.
‒კრინტის დამძვრელიც არ ვიყავი, ‒ ხმას აუწია რანინამ, სულ
ახალთახალი ჩხარუნა რომ არ ყოფილიყო!
„ნეტავი მალე მოფრინდებოდეს ის დიდი შავი ყვავი!“‒ გაიფიქ-
რა ელისმა.
‒ იცი, სულ ერთადერთი ხმალი გვქონია, ‒ უთხრა რანინამ ძმას,
მაგრამ არა უშავს, შენ ქოლგით მეფარიკავე. ხმალზე არანაკლებ
მახვილია. ოღონდ რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ: საცაა, ისე
დაგვიღამდება, რომ თითს თვალთან ვეღარ მივიტანთ!
‒ და ვერც თვალს თითთან! ‒ მიუგო რანუნამ.
და მართლაც, ცა ისე ერთბაშად მოიქუფრა, რომ ელისმა გადაწ-
ყვიტა, როგორც ჩანს, მაინც გაწვიმდებაო.
‒ რამხელა შავი ღრუბელია, ‒ ჩაილაპარაკა, ‒ და რა სწრაფად
გვიახლოვდება! თუ არ მეჩვენება, ფრთებს იქნევს!
‒ ყვავი მოფრინდა! ‒ შესძახა დაფეთებულმა რანინამ.
ძმებმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, მოუსვეს და თვალის და-
ხამხამებაში გაუჩინარდნენ.
ხოლო ელისი სირბილით შეეფარა ტყეს და ერთი დიდი ხის ქვეშ
გაჩერდა.
„აქ ვერაფრით მომწვდება, ‒ გაიფიქრა, ‒ ამოდენა ფრინველი
ხეებს შორის ვერ გამოეტევა. ნეტა ასე ძლიერად მაინც არ იქნევდეს
ამ ფრთებს! ნამდვილი ქარიშხალი დააყენა ტყეში! აგერ, ვიღაცის
შალიც მოფრინავს. ეტყობა, ქარმა გაიტაცა…“

60
თავი V

მატყლი და წყალი

ამ სიტყვებით ელისმა შალი დაიჭირა და მიიხედ-მოიხედა იმის


ფიქრით, ნეტა ვისიაო. უცებ ტყის სიღრმიდან ნიავქარივით გამოიჭ-
რა თეთრი დედოფალი. ფართოდ ხელებგაშლილი მოქროდა, გეგო-
ნებოდათ, მოფრინავსო.
ელისი შალით ხელში მისკენ გაემართა.
‒ კიდევ კარგი, პირდაპირ ჩემკენ გამოფრინდა, თორემ ვერ და-
ვიჭერდი, ‒ უთხრა ღიმილით და შალი მხრებზე წამოასხა.
თეთრმა დედოფალმა პასუხად მხოლოდ უმწეო, დაბნეული თვა-
ლებით შეხედა ელისს და თავისთვის რაღაც ჩაიდუდღუნა. გოგონას
მოესმა, თითქოს დედოფალმა თქვა „შალიგავშალე, შალიგავშა-
ლე“, თუ რაღაც ამის მსგავსი.
ელისმა შეატყო, რომ თუ დედოფალთან საუბრის გამართვა უნ-
დოდა, მოთავე თვითონვე უნდა ყოფილიყო.
‒ ყველაფერს ველოდი, ‒ გაუბედავად წამოიწყო მან, ‒ მაგრამ
ამ უკაცრიელ ტყეში თვით მისი უდიდებულესობის შემოსვლას…
‒ შემოსვას? ‒ გააწყვეტინა დედოფალმა, ‒ შენ ამ საქმეს შემოს-
ვას უწოდებ?! მე სულ სხვა სახელს დავარქმევდი.
ელისმა იფიქრა, საუბრის კამათით დაწყება არ ივარგებსო, ამი-
ტომ გაიღიმა და უთხრა:
‒ თუ თქვენი უდიდებულესობა ინებებს, შეგვიძლია სხვა თემაზე
ვისაუბროთ.
‒…შემოსვაზე რახან მიდგა საქმე, ‒ გააგრძელა დედოფალმა,
თითქოს ელისის ნათქვამი არც კი გაუგონიაო,‒ თუ იცი, რას ვშვრე-
ბოდი ეს ბოლო ორი საათი? გამალებით ვიცვამდი და ვიმოსებოდი!
ელისმა გაიფიქრა, სულ ტყუილად გარჯილა, აჯობებდა, ეს საქმე
რომელიმე ფარეშისთვის დაევალებინაო (მართლაც, დედოფალი
მეტად ფეთხუმად გამოიყურებოდა: ტანზე ყველაფერი ოკრობოკრ-

61
ოდ ეცვა, გვერდებიდან კი სულ რაღაც ჩხირები და ქინძისთავები
ჰქონდა გამოჩრილი), მაგრამ ზრდილობიანი გოგო იყო და ხმამაღ-
ლა მხოლოდ ეს უთხრა:
‒ ნება მიბოძეთ, მხრებზე შალი გაგისწოროთ.

‒ ვერ გავიგე, რა ემართება, ‒ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დედო-


ფალმა, ამ ბოლო დროს რაღაც გუნებაზე ვერ არის. ყველაფერი
ვცადე: ასეც მივიბნიე, ისეც მივიბნიე. არა და არ იქნა მაგისი გულის

62
მოგება!
‒ რა გასაკვირია, სწორად რომ არ გიჩერდებათ, ‒ უთხრა ელის-
მა და ფაქიზად გაუსწორა შალი, ‒ ყველა ქინძისთავი ცალ მხარეს
მიგიბნევიათ! ოჰ, ეს თმაც როგორ აგწეწიათ!
‒ ჯაგრისი გამეხლართა შიგ, ‒ ამოიოხრა დედოფალმა, ‒ სა-
ვარცხელი კი გუშინ დავკარგე.
ელისმა ფრთხილად გამოაძრო ჯაგრისი და გულმოდგინედ და-
ვარცხნა და დაულაგა თმა.
‒ესეც ასე, ახლა ბევრად უკეთ გამოიყურებით, ‒ უთხრა მას მე-
რე, რაც თითქმის ყველა ქინძისთავი ხელახლა დაუბნია, ‒ ისე, ერ-
თი მოახლე გოგოს აყვანა არ გაწყენდათ.
‒ შენ აგიყვან დიდი სიამოვნებით, ‒ უთხრა დედოფალმა, ‒ ჯა-
მაგირი ორი პენი კვირაში და მურაბა ხვალ!
‒ არა, მოახლედ დადგომას არ ვაპირებ, ‒ ღიმილით მიუგო
ელისმა, ‒ თან არც მურაბა მიყვარს.
‒ საუცხოო მურაბაა, ‒ არ დანებდა დედოფალი.
‒ გმადლობთ, მაინც არ მინდა.
‒ ყოველ შემთხვევაში დღეს დღეს მაინც არ გერგებოდა, ძალია-
ნაც რომ მოგენდომებინა, ‒ უთხრა დედოფალმა, აკი გითხარი,
ჩვენთან ასეთი წესიამეთქი: „მურაბა გუშინ“ ან „მურაბა ხვალ“. მაგ-
რამ არა „მურაბა დღეს“.
‒ მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დადგეს „მურაბა დღეს“?! ‒ შეეპასუ-
ხა ელისი.
‒ არასოდეს! ‒ გადაჭრით თქვა დედოფალმა,‒წესი გულის-
ხმობს ყოველ მეორედღეს ! დღეს განა მეორე დღეა?
‒ არ ვიცი, ‒ მხრები აიჩეჩა ელისმა, ‒ ეს ყველაფერი საშინლად
დამაბნეველია.
‒ უბრალოდ, შენ ჯერ კიდევ ვერ შეჰგუებიხარ პირუკუ ცხოვრე-
ბას, ‒ აუხსნა დედოფალმა დაყვავებით,‒ ყველას ასე მოსდის, რეტი
დაესხმით ხოლმე. განსაკუთრებით დასაწყისში…
‒ პირუკუ ცხოვრება?! ‒ გაიმეორა განცვიფრებულმა ელისმა,‒
არასოდეს მსმენია ამის შესახებ.

63
‒…თუმცა, ხეირიც აშკარაა: შენი მახსოვრობა ვრცელდება რო-
გორც წარსულზე, ასევე მომავალზე.
‒ პირადად ჩემი მახსოვრობა მხოლოდ წარსულზე ვრცელდება.
მე არ შემიძლია იმ ამბების გახსენება, ჯერ რომ არ მომხდარა,‒ შე-
ნიშნა ელისმა.
‒ ძალიან უბადრუკი მახსოვრობა გქონია, ‒ მოუჭრა დედოფალ-
მა, ‒ თუკი ის მხოლოდ წარსულზე ვრცელდება.
‒ ნეტა თქვენ რა გახსოვთ ყველაზე უკეთ? ‒ გაბედა და ჰკითხა
ელისმა.
‒ ის, რაც კვირანახევრის შემდეგ მოხდება, ‒ მიუგო დედოფალ-
მა არხეინი ტონით. თან ჯიბიდან ბინტი ამოიღო და თითზე შემოიხ-
ვია, ‒ აი, მაგალითად, მეფის მალემსრბოლი ავიღოთ: ამჟამად ცი-
ხეში ზის, სასჯელს იხდის. სასამართლოს სხდომა შემდეგ ოთხშაბა-
თამდე არ გაიმართება; დანაშაულის ჩადენამდე კი, ცხადია, კიდევ
უფრო შორია.
‒ სულ რომ არაფერი დააშავოს?‒ ჰკითხა ელისმა.
‒ არ დააშავებს და მით უკეთესი! ‒ განაცხადა დედოფალმა და
შეხვეულ თითზე ლენტი შემოიჭირა,‒ ხომ მეთანხმები?
ამის უარყოფა ელისს არ შეეძლო.
‒ მართლაც უკეთესი იქნება, ‒ დაუდასტურა, ‒ მაგრამ სულ არ
მომწონს, დასჯილი რომაა.
‒ აი,აქ კი ნამდვილად ცდები! ‒ დაბეჯითებით უთხრა დედოფალ-
მა, ‒ შენ თუ დაუსჯიხარ ოდესმე ვინმეს?
‒ მერედა, არ მოგიხდა განა?! ‒ გამარჯვებულის კილოთი მიუგო
დედოფალმა.
‒ მე ცუდი საქციელისთვის დამსაჯეს, ‒ თქვა ელისმა, ‒ იმის-
თვის, რაც ჩავიდინე. ხომ არის განსხვავება?!
‒ მაგრამ ის ცუდი საქციელი რომ არ ჩაგედინა, ‒ უთხრა დედო-
ფალმა, ხომ უმჯობესი იქნებოდა?! დიახ, იქნებოდა უმჯობესი! ბევ-
რად უმჯობესი! ათასჯერ უმჯობესი! სიტყვას „უმჯობესი“ დედოფალი
ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ამბობდა. ბოლოს კი
უკვე ლამის ყვიროდა.

64
‒ თქვენს მსჯელობაში სადღაც რაღაც არასწორია… ‒ სცადა
ელისმა შედავება, მაგრამ დედოფლის უეცარმა კივილმა სათქმე-
ლის დამთავრება აღარ აცადა.
‒ ვაი, თითი! ჩემი თითი! სისხლი მდის! მოთქრიალებს! ვაი, ვაი!
‒ ორთქლმავლის სასტვენივით ყურისწამღებად გაჰკიოდა დედო-
ფალი, თან ისე გაშმაგებით იქნევდა ხელს, გეგონებოდათ, თითის
მოშორებას ცდილობსო.
ელისმა ვეღარ გაუძლო ამ საზარელ ხმას და ყურებზე აიფარა ხე-
ლები.
‒ რა მოხდა? ‒ ჰკითხა დედოფალს, როგორც კი იმან წამით მო-
ითქვა სული, ‒ გეჩხვლიტათ რამე?
‒ არა…ჯერ არა, ‒ ამოიგმინა დედოფალმა, ‒ მაგრამ სულ მალე
მეჩხვლიტება! ოხ, ოხ!
გოგონას კინაღამ სიცილი წასკდა.
‒ და როდის უნდა მოხდეს ეს? ‒ ჰკითხა თავშეკავებით.
‒ როცა ისევ დავაპირებ შალის მიბნევას, ‒ ამოიკვნესა დედო-
ფალმა, ‒ წამის შემდეგ გულსაბნევი ამძვრება და… ვაი, ვაი!
ეს თქვა თუ არა, გულსაბნევი მართლაც ასძვრა. დედოფალმა
ფეთიანივით სტაცა ხელი, რათა თავიდან მიებნია.
‒ ფრთხილად! ცუდად გიჭირავთ! ‒ უყვირა ელისმა და გულსაბ-
ნევს წაეტანა; მაგრამ დააგვიანდა: დედოფალს ის ხელიდან გაუს-
ხლტა და თითში შეერჭო.
‒ აი, სწორედ ეს იყო სისხლდენის მიზეზი, ‒ ღიმილით აუხსნა
დედოფალმა ელისს,‒ ხომ გაიგე, რა გზით ხდება აქ ყველაფერი?!
‒ კი, მაგრამ ახლა რატომ აღარ კივით? ‒ ჰკითხა ელისმა, თან
ისევ მოამზადა ხელები ყურებზე ასაფარებლად.
‒ რა საჭიროა?! უკვე საკმარისად მოვიოხე გული კივილით,‒
უპასუხა დედოფალმა, ‒ რაღა აზრი აქვს თავიდან დაწყებას?
ამასობაში მათ გარშემო სინათლემ მოიმატა.
‒ ეტყობა, ყვავი გაფრინდა, ‒ თქვა ელისმა, ‒ მიხარია, აქაურო-
ბას რომ მოსცილდა. მე კი მეგონა, უკვე ღამდება-მეთქი.
‒ ეჰ, შენთან ერთად მეც გავიხარებდი, ‒ უთხრა დედოფალმა,‒

65
მაგრამ დამავიწყდა, სიხარული რა ხილია. შენ კი რა გიჭირს: ცხოვ-
რობ შენს ჭკუაზე ამ ტყეში და ხარობ, როცა მოგეპრიანება!
‒ მაგრამ აქ ხომ სულ მარტო ვარ, ‒ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
ელისმა; და უცებ ისე შეეცოდა საკუთარი თავი, რომ ლოყაზე ორი
დიდი ცრემლი ჩამოუგორდა.
‒ ოჰ, მაგას ნუ იზამ, თუ ჩემი ხათრი გაქვს! ‒ წამოიძახა დედო-
ფალმა და სასოწარკვეთით თითების მტვრევას მოჰყვა, ‒ იფიქრე
იმაზე, თუ რა დიდი და ჭკვიანი გოგო ხარ! იფიქრე იმაზე, თუ რამსიგ-
რძე გზა გამოიარე დილიდან! იფიქრე იმაზე, თუ რომელი საათია ახ-
ლა! იფიქრე რაზეც გინდა, ოღონდ ნუ იტირებ!
აქ ელისს ძალაუნებურად გაეღიმა, თუმცა თვალებში ჯერ კიდევ
ცრემლები უბრწყინავდა.
‒ თქვენ ასე შვრებით? ‒ ჰკითხა, ‒ ანუ რომ არ იტიროთ, რაღა-
ცეებზე ფიქრს იწყებთ ხოლმე?
‒ დიახ, სწორედ ასე ვშვრები! ‒ დაბეჯითებით მიუგო დედოფალ-
მა, ‒ არავის შეუძლია ორი საქმის ერთდროულად კეთება. მოდი,
დავიწყოთ იმით, რომ შენს ასაკს დავუფიქრდეთ. რამდენი წლის
ხარ?
‒ ზუსტად შვიდი წლისა და ნახევრის.
‒ რომც არ დაგემატებინა „ზუსტადო“, მაინც დაგიჯერებდი, ‒ შე-
ნიშნა დედოფალმა, ახლა კი შენი ჯერია, ჩემს ნათქვამს დაუჯერო:
მე ვარ ზუსტად ას ერთი წლის, ხუთი თვისა და ერთი დღის.
‒ არა, ‒ უპასუხა ელისმა, ‒ არ შემიძლია ამის დაჯერება!
‒ მართლა არა? ‒ თანაგრძნობით ჩაეკითხა დედოფალი, ‒ მო-
დი, აბა, თვალები მაგრად დახუჭე, ღრმად ჩაისუნთქე ჰაერი და ერ-
თხელ კიდევ სცადე!
ელისს გაეცინა და მიუგო:
‒ ტყუილად რა აზრი აქვს?! არავის შეუძლია დაიჯეროს შეუძლე-
ბელი.
‒ უბრალოდ, პრაქტიკული გამოცდილება გაკლია, ‒ უთხრა დე-
დოფალმა, ‒ შენხელა რომ ვიყავი, ყოველდღე ნახევარ საათს მაინც
ვიწაფებოდი და, წარმოიდგინე, ათი შეუძლებელი რამის დაჯერებაც

66
კი მომიხერხებია საუზმობამდე! ოჰ, ჩემი შალი! ისევ გაფრინდა!
ამ ლაპარაკში დედოფალს გულსაბნევი ისევ გაეხსნა. უცებ ამო-
ვარდნილმა ქარმა კი შალი მოჰგლიჯა და ნაკადულის მეორე ნაპირ-
ზე გადაისროლა. დედოფალმა ხელები გაშალა და უკან გამოენთო
შალს. ამჯერად იმარჯვა და დაიჭირა.
‒ აჰა, ჩავავლე თუ არა?! ‒ საზეიმო კილოთი შესძახა მან,‒ ახლა
კი მიყურე, როგორ შევიბნიო! მე თვითონ!
‒ ჩანს, თითი უკვე ნაკლებად გტკივათ, ხომ? ‒ მზრუნველობით
ჰკითხა ელისმა და დედოფლის კვალდაკვალ გადავიდა ნაკადულის
მეორე ნაპირზე.
‒ ჰო, ბევრად ნაკლებად! ‒ უპასუხა დედოფალმა და ხმას აუწია,
ბეევრად ნაკლებად! ბეეევრად! ბეეე!
ეს ბოლო ნათქვამი ისე ჰგავდა ცხვრის ბღავილს, რომ ელისმა
მოულოდნელობისაგან პირი დააღო. დედოფალს რომ შეხედა, მო-
ეჩვენა, თითქოს ის უცებ თავიდან ფეხებამდე მატყლით შეიმოსა.
გოგომ თვალებს არ დაუჯერა, მაგრად მოიფშვნიტა და ისევ შეხედა.
ვერ გაეგო, რა ხდებოდა. სად ამოყო უცებ თავი, ნუთუ დუქანში?! ნუ-
თუ ის არსება, დახლს იქით რომ იჯდა, მართლა ცხვარი იყო?! არა,
თვალების ფშვნეტამ არ უშველა: ელისი მაინც იმ პატარა, ბნელ
დუქანში იმყოფებოდა, იდაყვებით დახლს დაყრდნობოდა; დახლს
იქით, დიდ სავარძელზე კი მოხუცი ცხვარი მოკალათებულიყო და
გამალებით ქსოვდა; მხოლოდ შიგადაშიგ ასწევდა ხოლმე თავს, რა-
თა თავისი უზარმაზარი სათვალიდან ელისისთვის გამოეხედა.
‒ აბა, რის ყიდვას აპირებ? ‒ ხმა ამოიღო ცხვარმა, მას მერე,
რაც ცოტა ხნით შეწყვიტა ქსოვა.
‒ არ ვიცი, ‒ ხმადაბლა მიუგო ელისმა, ‒ ჯერ, თუ შეიძლება, ირ-
გვლივ მინდა მივიხედმოვიხედო.
‒ თუ გნებავს, შეგიძლია გაიხედო წინ, მიიხედო მარჯვნივ, მო-
იხედო მარცხნივ, აიხედო მაღლა ან დაიხედო დაბლა, ‒ უთხრა
ცხვარმა, მაგრამ ძალიანაც რომ მოინდომო,ირგვლივ მაინც ვერ
მიიხედავ; თუკი კეფაზე თვალები არ გაქვს გამოსხმული, რასაკვირ-
ველია.

67
რახან ელისს კეფაზე თვალები არ აღმოაჩნდა, დაკმაყოფილდა
იმით, რომ შეტრიალდა და თაროებს დაუწყო თვალიერება.

დუქანი ათასნაირი უცნაური ნივთით იყო გამოტენილი, მაგრამ


ელისი ყველაზე მეტად მაინც იმან გააკვირვა, რომ როგორც კი და-

68
სათვალიერებლად მიადგებოდა რომელიმე თაროს, ის უცებ და-
ცარიელდებოდა ხოლმე; მეზობელი თაროები კი საქონლის სიმძი-
მისგან იზნიქებოდა.
‒ აქ ყველაფერი სადღაც მიცურავს, ‒ საწყალობლად დაიჩივლა
ელისმა მას მერე, რაც ერთიორი წუთის განმავლობაში ამაოდ სდია
პატარა პრიალა ნივთს, რომელიც ხან თოჯინას მიამსგავსა, ხანაც
ფანქრების ჩასაწყობ კოლოფს. ელისს რომ ეგონა, აი, ახლა კი ნამ-
დვილად წავავლებ ხელსო, ის ნივთი ერთი თაროთი უფრო მაღლა
აღმოჩნდებოდა ხოლმე და არა იქ, სადაც გოგო ეძებდა.
‒ ოჰ, ამან ხომ მართლა გული გამიწყალა! ‒ წამოიძახა ელისმა,
დამაცა, ერთი! მგონი ვიცი, რასაც ვიზამ, ‒ დააყოლა, თითქოს უცებ
რაღაც აზრმა გაუელვა თავში, არ მოვეშვები და სულ ბოლო თარომ-
დე ავყვები. სადღა წამივა, ჭერში ხომ არ გაივლის?!
მაგრამ ეს გეგმაც ჩაეფუშა: „ნივთმა“ ისე მშვიდად გაიარა ჭერში,
თითქოს აქ არაფერიაო.
‒ მითხარი, გეთაყვა, ბავშვი ხარ თუ ბზრიალა? ‒ ჰკითხა ცხვარ-
მა და კიდევ ერთი წყვილი ჩხირი მოიმარჯვა, ‒ თავბრუ დამახვიე,
იმდენს წრიალებ.
ცხვარი ახლა ერთდროულად თოთხმეტი წყვილი ჩხირით მუშა-
ობდა. განცვიფრებული ელისი დიდი ცნობისმოყვარეობით ადევ-
ნებდა თვალს.
„ნეტა როგორ ახერხებს ამდენი ჩხირის ხელში დაკავებას? ‒ გა-
იფიქრა სახტად დარჩენილმა გოგონამ, თანდათან სულ უფრო მე-
ტად ემსგავსება მაჩვზღარბას“.
‒ ნიჩბების მოსმა თუ შეგიძლია? ‒ ჰკითხა ცხვარმა და ორი ცა-
ლი საქსოვი ჩხირი შეაჩეჩა ხელში.
‒ დიახ, ცოტათი… მაგრამ არა ხმელეთზე… და არა საქსოვი ჩხი-
რებით… ‒ დაიწყო ელისმა და უცებ ჩხირების ნაცვლად ხელში ნიჩ-
ბები შერჩა; მიიხე-დმოიხედა და აღმოაჩინა, რომ პატარა ნავში ის-
ხდნენ, რომელიც ნაპირებს შუა მიირწეოდა. მეტი რა გზა ჰქონდა,
ელისიც მთელი ძალით დააწვა ნიჩბებს.
‒ ფრთა! ‒ წამოიყვირა ცხვარმა და ერთი წყვილი ჩხირი კიდევ

69
ამოაძვრინა.
ეს არ ჰგავდა იმისთანა ნათქვამს, რომელიც პასუხს მოითხოვდა
ელისისგან, ამიტომ იმანაც ხმის ამოუღებლად გააგრძელა ნიჩბების
მოსმა. ამ წყალს უცნაური რამ სჭირსო, გაივლო გულში. და მარ-
თლაც, ნიჩბები წამდაუწუმ ეფლობოდა წყალში და ძალიან ჭირდა
მათი უკან ამოთრევა.
‒ ფრთა! ფრთამეთქი! ‒კვლავ დაიძახა ცხვარმა და კიდევ უფრო
მეტი ჩხირი ამოაძვრინა, ‒ შენ რა, გინდა ამ წყალში გავიჩხიროთ?!
„ამდენი ჩხირის გადამკიდე სულ არ გამიკვირდება, რომ მარ-
თლაც სადმე გავიჩხიროთ“, ‒ გაიფიქრა ელისმა.
‒ გაიგონე, გოგო, რა გითხარი?! ‒გაბრაზებით დაუყვირა ცხვარ-
მა და ამჯერად ჩხირების მთელი კონა ამოიღო. ხელში რომ ვეღარ
დაიტია, რამდენიმე ცალი თმაში გაირჭო, ‒ ფრთა მოუსვი-მეთქი,
ფრთა!
‒ გავიგონე, როგორ არა, ‒ ცოტა არ იყოს, გაგულისებით მიუგო
ელისმა, ‒ წამდაუწუმ ამას იმეორებთ, თანაც ასე ხმამაღლა! ოღო-
ნდ, არ ვიცი, ფრთა საიდან მოვიტანო, ფრინველი ხომ არ ვარ?!
‒ ხარ, უთხრა ცხვარმა, ‒ ბატის ჭუკი ხარ ნამდვილი!
ამან ელისი ცოტათი გაანაწყენა და საუბარიც ერთი-ორი წუთით
შეწყდა. მათი ნავი კი ამასობაში მდორედ მიცურავდა: ხან ხეებქვეშ,
ხან ლერწმიანში (აქ ნიჩბები კიდევ უფრო უარესად ეფლობოდა
წყალში, ვიდრე მანამდე); აქეთ-იქიდან კი მაღალი ნაპირები პირქუ-
შად გადმოჰყურებდათ.
‒ ოჰ, შეხედეთ! ეს ხომ სურნელოვანი ლერწამია! ‒ წამოიძახა
ელისმა აღტაცებით, რა სილამაზეა! ძალიან გთხოვთ…
‒ მეეე ნურაფერს მთხოვ, ‒ თქვა ცხვარმა ისე, რომ საქსოვის-
თვის თვალი არ მოუცილებია, ‒ მეეე არ დამირგავს აქ ისინი და
არავინ მეეეკითხება მათ ამბავს.
‒ არა, უბრალოდ… რამდენიმე ღერო ლერწამი მინდა მოვწყვი-
ტო, ‒ უთხრა ელისმა,‒ თუ შეიძლება, ნავი ცოტა ხნით გააჩერეთ.
‒ ნავთან მეე რა მეეესაქმეეება?! ‒ მიუგო ცხვარმა,‒ ნიჩბებს ხე-
ლი უშვი და თავისით გაჩერდება.

70
ელისი ასეც მოიქცა. ნავი ტივტივით მიჰყვა დინებას და რბილად
შეცურდა მოშრიალე ლერწმიანში. გოგონამ საგულდაგულოდ და-
იკაპიწა სახელოები და იდაყვებამდე ჩაყო წყალში თავისი პატარა
ხელები, რათა რაც შეიძლება ძირში მოეწყვიტა ღეროები. ცხვარი
და მისი ჩხირსაქსოვი სულ აღარ ახსოვდა. სახე აელეწა, თვალები
აენთო, თმა გაეწეწა და დაუსველდა, როცა ნავიდან გადაყუდებული
ბღუჯა-ბღუჯა კრეფდა ესოდენ სასურველ, სურნელოვან ლერწმებს

71
„მთავარია, ნავი არ გადამიყირავდეს,“ ‒ გაიფიქრა, როცა ძლი-
ერად გადაიზნიქა და სცადა, ყველაზე შორეულ ლერწმებს მისწვდო-
მოდა.
‒ აი, ის მინდა,რა ლამაზია!‒ წამოიძახა და ხელი გაიწვდინა,
მაგრამ რომ ვერ ვწვდები!
მართალია, ბლომად კი დაკრიფა ლამაზ-ლამაზი ლერწმები,
მაგრამ მაინც გულნაკლული დარჩა: ნავიდან იმათ მაინც ვერ მის-
წვდა, რომლებიც ყველაზე მეტად მოეწონა; რატომღაც ასეთ ლერ-
წმებს ყოველთვის მიუდგომელ ადგილას ხედავდა.
‒ მგონი, ჩემს ჯიბრზე გადაწყვიტეს ასე მოშორებით გაზრდა! ‒
ამოიოხრა ბოლოს მოუხელთებელ ლერწმებზე გულმოსულმა გო-
გომ და წელში გაიმართა. ლოყები უღაჟღაჟებდა, თმასა და ხელებზე
წურწურით ჩამოსდიოდა წყალი, როცა ისევ თავის ადგილას მოკა-
ლათდა და მონაგრის გადარჩევას შეუდგა.
ლერწმებმა კი მოწყვეტისთანავე დაიწყეს ჭკნობა და ერთბაშად
დაკარგეს სურნელი და სილამაზე. რა გასაკვირია, ნამდვილ სურნე-
ლოვან ლერწამსაც კი მოკლე დღე აქვს. ეს სიზმარეული ლერწამი
კი მთლად თოვლივით დადნა ელისის ფეხებთან. თუმცა გოგონა მა-
ინცდამაინც არ დადარდიანებულა ამის გამო: ირგვლივ ხომ ისედაც
უამრავი საკვირველი რამ ხდებოდა, რაც გულსა და თვალს სტაცებ-
და.
დიდი მანძილი არ ჰქონდათ გავლილი, როცა ელისის ნიჩბის
ფრთა უცბად მაგრად ჩაეფლო წყალში და ცოცხალი თავით აღარ
ამოდიოდა უკან (შემდგომში ელისი სწორედ ასე იხსენებდა ამ ამ-
ბავს); გოგონა კარგა ხანს ეჯაჯგურა, მაგრამ ნიჩაბი არ დამორჩილ-
და, ხელიდან გაუსხლტა და ნიკაპში ამოჰკრა ტარი საბრალო გოგო-
ნას (იმის ვაი-ვაის ძახილი არაფრად ჩააგდო), ნავის ფსკერზე გად-
მოაგდო და ლერწმის გროვაზე დაანარცხა.
საკვირველია, მაგრამ ელისი ოდნავადაც არ დაშავებულა და
წამსვე ფეხზე წამოდგა. ცხვარი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში გა-
მალებით ქსოვდა, ვითომც აქ არაფერიაო.
ელისი ფრიად კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ნავიდან მაინც არ

72
გადავარდა.
‒ აკი გაფრთხილებდი, ფრთა, ფრთა, თორემ გაეჩხირები-მეთქი,
‒ უთხრა ცხვარმა ელისს, როგორც კი ის თავის ადგილზე დაჯდა, ‒
ღმერთო, რა ეშველება ამდენ ბატის ჭუკს!
‒ აბა, სად ხედავთ აქ ბატის ჭუკებს? ‒ ჰკითხა ელისმა და მიიხედ-
მოიხედა, ‒ ნეტავი ერთი ცალი მაინც დამაჭერინა. სიამოვნებით წა-
ვიყვანდი შინ ბატის პაწაწინა ჭუკს.
პასუხად ცხვარმა მხოლოდ დამცინავად ჩაიქირქილა და ქსოვა
გააგრძელა.
‒ ბევრი ბატი იცის აქ? ‒ სცადა ელისმა საუბრის გაგრძელება.
‒ თავზე საყრელი. ბატებიცა და ათასგვარი სხვა საქონელიც, ‒
მიუგო ცხვარმა, ‒ არჩევანი დიდია, შენ ოღონდ რამე ისურვე. აბა,
თქვი, რას ყიდულობ.
‒ ვყიდულობ? ‒ გაიმეორა ელისმა შემცბარი და შიშნარევი
ხმით, ვინაიდან უცებ აღმოაჩინა, რომ ნიჩბები, ნავი და მდინარე
თვალის დახამხამებაში სადღაც გაუჩინარებულიყო, თვითონ კი
ისევ პატარა ბნელ დუქანში იდგა.
‒კვერცხს ვიყიდი, თუ შეიძლება, ‒ გაუბედავად თქვა ბოლოს, ‒
რა ღირს ცალი?
‒ ხუთი პენსი და ერთი ფარტინგი. წყვილი ორი პენსი, ‒ მიუგო
ცხვარმა.
‒ როგორ, ორ კვერცხს უფრო იაფად ყიდით, ვიდრე ცალს?‒
გაკვირვებით იკითხა ელისმა და საფულე ამოიღო.
‒ ოღონდ თუ ორს იყიდი, ორივე უნდა შეჭამო, ‒ გააფრთხილა
ცხვარმა.
‒ მაშინ, თუ შეიძლება, ერთი მომეცით,‒სთხოვა ელისმა და დახ-
ლზე დადო ფული (ვინ იცის, იქნებ ლაყეც კი გამოდგეს ეს კვერცხიო,
გაიფიქრა).
ცხვარმა ფული გამოართვა, ყუთში ჩაუძახა და დააყოლა:
‒ ხელში არასოდეს არაფერს ვიძლევი ხოლმე. არ შეიძლება.
შენ თვითონ უნდა აიღო, რაც გჭირდება.
ეს რომ თქვა, დუქნის ბოლოში გადაინაცვლა და თაროზე ერთი

73
კვერცხი შემოდო. უფრო სწორედ, კი არ შემოდო, შეაყენა.
„ვითომ რატომ არ შეიძლება?“ ‒ ფიქრობდა ელისი, თან ხელის
ცეცებით მიიკვლევდა გზას მაგიდებსა და სკამებს შორის, ვინაიდან
დუქნის სიღრმეში ისე ბნელოდა, რომ თვალთან თითს ვერ მიიტან-
დი.
რა ხდება? რაც მეტად ვუახლოვდები ამ კვერცხს, მით უფრო
მშორდება… მოიცა, ეს რაღაა? სკამია? მაშ, ტოტები რატომ აქვს გა-
მობმული? ან ეს ხეები აქ საიდან გაჩნდა? აგერ, პატარა ნაკადულიც
მოჩუხჩუხებს! არა, ასეთი უცნაური დუქანი ჩემს დღეში არ მინახავს.
ამ ფიქრებში გართული ელისი თან წინ მიიწევდა. ყოველ გადად-
გმულ ნაბიჯთან ერთად კი განცვიფრება სულ უფრო და უფრო ემა-
ტებოდა: რასაც კი მიუახლოვდა, ყველაფერი იმწუთასვე ხედ გადა-
იქცა. ეჭვი არ მეპარება, კვერცხსაც იგივე დაემართებაო, დაასკვნა
ბოლოს.

74
თავი VI

ალთა-ბალთა

კვერცხი კი ამასობაში თვალდათვალ დიდდებოდა. თან სულ უფ-


რო და უფრო მეტად იღებდა ადამიანის იერს. კიდევ რამდენიმე ნა-
ბიჯით რომ მიუახლოვდა, ელისმა თვალები და ცხვირ-პირიც გაარ-
ჩია; ხოლო როცა სულ ახლოს მივიდა, ნათლად დაინახა, რომ მის
წინაშე თვით ალთაბალთა იდგა.
‒ სხვა ვერავინ იქნება, ‒ გადაწყვიტა გოგონამ, ‒ისე ჰგავს თა-
ვის თავს, გეგონება, სახელი ეწეროს შუბლზე.
შუბლი კი, უნდა ითქვას, იმ სულდგმულს იმხელა ჰქონდა, რომ
ბარე ასჯერ დაიტევდა თავის სახელს.
ალთაბალთა თურქი ფაშასავით ფეხმორთხმული იჯდა მაღალი
და იმსივიწროვე კედლის თავზე, რომ ელისი გაკვირვებული შეჰყუ-
რებდა, ნეტა როგორ ახერხებს წონასწორობის შენარჩუნებასო; და
ვინაიდან ალთაბალთას სულ სხვა მხარეს მიეშტერებინა მზერა და
აინუნშიაც არ ჩაუგდია ელისის გამოჩენა, გოგონამ გაიფიქრა, ვინ
იცის, იქნებ სულაც თივით გამოტენილი ფიტულია და სხვა არაფე-
რიო.
მართლაცდა, რა საოცრად ჰგავს კვერცხს! ხმამაღლა თქვა
ელისმა, თან ხელები შეაგება ალთაბალთას დასაჭერად, ვინაიდან
ყოველ წამს ელოდა, რომ ის კედლიდან გადმოეშვებოდა.
‒ საშინლად გულის გამაწყალებელია‒დაილაპარაკა ალთა-
ბალთამ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ისე, რომ ელისისკენ არც
ახლა უქნია პირი, ‒ როცა გამვლელიცა და გამომვლელიც კვერცხს
გეძახის ყველა , ვისაც არ ეზარება!
‒ სერ, მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა, რომ ჰგავხართ კვერცხს,
‒ მშვიდად აუხსნა ელისმა, თანაც, ხომ იცით, ზოგიერთი კვერცხი
ისეთი კოხტაა, ‒ დაამატა იმ იმედით, რომ ამგვარი ქათინაურით
უნებლიეთ მიყენებულ წყენას გაუქარწყლებდა.

75
‒ ზოგიერთ ადამიანს, ‒ მიუგო ალთაბალთამ, რომელიც კვლა-
ვინდებურად სხვაგან იცქირებოდა, ‒ თავში იმდენივე ტვინი აქვს,
რამდენიც ძუძუმწოვარ ბალღს!

ელისმა ვერაფერი უპასუხა. ამას საუბარსაც ვერ დაარქმევო, გა-


იფიქრა. და მართლაც, ალთაბალთას ხომ ერთი სიტყვაც არ უთ-
ქვამს პირადად მისთვის. ეს ბოლო ფრაზაც, როგორც ჩანს, რომე-
ლიღაცა ხის მისამართით იყო ნატყორცნი.
რა უნდა ექნა გოგონას, ადგა და ხმადაბლა წამოიწყო თავისთვის
ლექსის კითხვა:
კედლის თავზე, მაღლამაღლა იჯდა ალთაბალთა;
და ერთ დღესაც გადმოვარდა, ძირს მოიღო ზღართა.
მეფის მთელმა მხედრობამ და ქვეითების დასმა
ვერასგზით ვერ მოახერხეს, ვერაფრით ვერ მოახერხეს,
ვერა და ვერ მოახერხეს უკან მისი ასმა.

‒ეს ბოლო სტრიქონი ლექსს არ უხდება, მეტისმეტად გრძე-


ლია, ‒ დაამატა ხმამაღლა; დაავიწყდა, რომ ალთაბალთას შეე-

76
ძლო ყური მოეკრა მისი სიტყვებისთვის.
‒ დამდგარხარ და შენთვის ცხვირში რაღაცას დუდღუნებ, ‒ თქვა
უცებ ალთაბალთამ და პირველად მიაბრუნა მისკენ თავი, ‒ მაგას
სჯობია, ის მითხრა, თუ რა გქვია და აქ რამ მოგიყვანა.
‒ რა მქვია და, ელისი, აქ კი…
‒ ერთობ უაზრო სახელია, ‒ გააწყვეტინა სიტყვა ალთაბალთამ,
‒ აბა, მითხარი, რის გამომხატველია?
‒ განა სახელი მაინცდამაინც რამეს უნდა გამოხატავდეს? ‒ გა-
იკვირვა ელისმა.
‒ უნდა, აბა არ უნდა?! ‒ ჩაიფრუტუნა ალთაბალთამ, ‒ აი, მაგა-
ლითად, ჩემი სახელი ჩემს ბუნებაზე მეტყველებს; უნდა ითქვას,
არაჩვეულებრივ და იშვიათ ბუნებაზე. შენი სახელის პატრონი კი ნე-
ბისმიერი ბუნებისა და აღნაგობისა შეიძლება იყოს.
‒ აქ სულ მარტო რატომ დამჯდარხართ?‒ ჰკითხა ელისმა: არ
მოინდომა კამათის წამოწყება.
‒ იმიტომ, რომ აქ ჩემ გარდა სხვა არავინაა! ‒ შეჰყვირა ალთა-
ბალთამ,‒ გეგონა, ამაზე პასუხს ვერ მოვიფიქრებდი?! აბა, ახლა
სხვა გამოცანა მითხარი!
‒ არ გიფიქრიათ, რომ დაბლა, მიწაზე დგომა უფრო უხიფათო იქ-
ნებოდა თქვენთვის? ‒ განაგრძო ელისმა: სულ არ აპირებდა ამ უც-
ნაურ არსებასთან გამოცანობანას თამაშის გაბმას, უბრალოდ კეთი-
ლი ბავშვი იყო და გული შესტკიოდა მასზე, ‒ თქვენი კედელი ხომ
ისეთი ვიწროა!
‒ აბა ეგ რა გამოცანაა?! უფრო ადვილი ვერაფერი მოიგონე? ‒
ჩაიბუზღუნა ალთაბალთამ, ‒ ცხადია, არ მიფიქრია; ანდა რატომ უნ-
და მეფიქრა?! იცი, ოდესმე კიდევაც რომ გადმოვვარდე არა, ეგ სრუ-
ლიად გამორიცხულია, მაგრამ მაინც დავუშვათ, ერთ მშვენიერ
დღეს მართლაც რომ მოხდეს და… (აქ ალთაბალთამ ტუჩები მოპრუ-
წა და ისეთი მედიდური და საზეიმო იერი მიიღო, რომ ელისმა ძლივს
შეიკავა სიცილი) … ძირს მოვიღო ზღართა, მეფემ სიტყვა მომცა … ‒
ვხედავ, გაკვირვებისგან პირი დააღე… აბა რა დაგემართებოდა! არ
მოელოდი, ამას რომ ვიტყოდი, ხომ? დიახ, მეფემ სიტყვა მომცა პი-

77
რადად და საზეიმოდ რომ… რომ...
‒ ...გამოაგზავნის მთელ თავის მხედრობასა და ქვეითების დასს,
‒ მის მაგივრად დაასრულა ელისმა.
ნეტა ეს არ ექნა!
‒ არა, ეს ყოვლად აუტანელია! ‒ მორთო ყვირილი გაწიწმატე-
ბულმა ალთაბალთამ, ‒ გამოტყდი, ყურს გვიგდებდი, ხომ? კართან
იყავი ატუზული! ხეებს უკან შემალული! ბუხრის საკვამურში ჩამომ-
ძვრალი! თუ არადა, აბა, საიდან გეცოდინებოდა?!
‒ არა, ყური ნამდვილად არ დამიგდია თქვენთვის, ‒ ძალიან
მშვიდად მიუგო ელისმა, ‒ წიგნში ეწერა.
‒ წიგნშიო?! ჰოო, მაშინ კიდევ არა უშავს, ‒ ოდნავ დამშვიდდა
ალთაბალთა, ‒ დაწერონ, რატომაც არა. ბოლოს და ბოლოს, ამას
ხომ… რა ჰქვია იმას… ჩვენი მიწაწყლის მატიანეს ვეძახით! აბა ახლა
კარგად დამაკვირდი! იცი, მე ვინა ვარ? მე ის კაცი ვარ, მეფესთან
რომ უსაუბრია! დიახ! შეხვდები კი ოდესმე სხვა ჩემისთანას? არა
მგონია! მაგრამ თუ ხედავ, რომ ამის გამო ოდნავადაც არ გავყოყო-
ჩებულვარ. აჰა, შეგიძლია ხელი ჩამომართვა!
ალთაბალთა ისე გაიკრიჭა, რომ ლამის ყურებამდე გაეხა პირი.
მერე წინ გადმოიხარა (იქამდე, რომ ჰა და ჰა, ძლივს შეიმაგრა თავი,
კედლიდან რომ არ გადმოვარდნილიყო) და ელისს ხელი გაუწოდა.
გოგონამაც ხელის ჩამორთმევით უპასუხა, თან შეშფოთებით ადევ-
ნებდა თვალს.
„კიდევ უფრო ფართოდ რომ გაიღიმოს, ‒ გაიფიქრა ელისმა, ‒
პირის კუთხეები კეფაზე შეეყრება ერთმანეთს. მერე კი, აღარ ვიცი,
რა მოუვა. ვაითუ, შუაზე გაეპოს თავი და სულაც მოსძვრეს“!
‒ …დიახ, დიახ, მთელ თავის მხედრობასა და ქვეითების დასს გა-
მომიგზავნის! ‒ აღარ გაათავა ალთაბალთამ, ‒ თვალის დახამხამე-
ბაში ფეხზე დამაყენებენ და უკანვე შემომსვამენ ამ კედელზე. ეჭვი
არ შეგეპაროს, სწორედ ასე იქნება! მაგრამ ამ ლაპარაკში ძალია-
ნაც ნუ ავჩქარდებით. მოდი, ისევ შენს ბოლოს წინის წინანდელ გა-
მონათქვამს დავუბრუნდეთ. რაო, რას ამბობდი?
‒ სამწუხაროდ, მთლად კარგად ვერ ვიხსენებ, ‒ თავაზიანად უპ-

78
ასუხა ელისმა.
‒ მაშინ სულ თავიდან უნდა დავიწყოთ, ‒ თქვა ალთაბალთამ, ‒
ახლა უკვე ჩემი ჯერია, ავირჩიო საუბრის თემა და კითხვებსაც მე და-
გისვამ. ჰოდა, რა თქვი, რამდენი წლის ვარო?
„ისე მელაპარაკება, თითქოს თამაშობანა გაგვემართოს“, ‒ გა-
იფიქრა ელისმა. მერე გონებაში სწრაფად გადათვალა და ხმამაღ-
ლა მოუგო:
‒ შვიდი წლისა და ექვსი თვის.
‒ არაფერიც! ‒ გამარჯვებულის კილოთი შესძახა ალთაბალთამ,
‒ამდაგვარი არაფერი გითქვამს!‒
‒ მეგონა, გინდოდათ გეკითხათ, თუ რამდენი წლის ვარ, ‒ განუ-
მარტა ელისმა.
‒ რომ მდომოდა, გკითხავდი კიდეც, ‒ მოუჭრა ალთაბალთამ.
ელისმა არ ისურვა კამათის ხელახლა წამოწყება და გაჩუმება
არჩია.
‒ მაშ, შვიდი წლისა და ექვსი თვისა, ხომ? ‒ ჩაფიქრებით გაიმეო-
რა ალთაბალთამ, ‒ საკმაოდ უაზრო ასაკია. აი, ჩემთვის რომ გე-
კითხა რჩევა, გეტყოდი, შვიდი წლის გახდი და ამით მორჩი-მეთქი.
მაგრამ ახლა უკვე ერთობ დაგვიანებულია.
‒ არავის ვეკითხები რჩევას იმის შესახებ, გავიზარდო თუ არა, ‒
აღშფოთებით მიუგო ელისმა.
‒ ვითომ რატომაო, არ გვეკადრებაო? წარბები აზიდა ალთა-
ბალთამ.
ამან ელისი უფრო მეტად აღაშფოთა.
‒ არავის შეუძლია, ასე ერთბაშად ადგეს და ზრდა შეწყვიტოს. ეს
ერთი კაცის ნებასურვილზე არაა დამოკიდებული.
‒ ერთი კაცისთვის შეიძლება მართლაც არ იყოს იოლი, ‒ და-
ფიქრებით თქვა ალთაბალთამ, ‒ მაგრამ ორს არ გაუჭირდება. დახ-
მარება უნდა გეთხოვა ვინმესთვის და ამ საქმეს შვიდი წლის შესრუ-
ლებამდე მოაკვარახჭინებდი.
‒ რა ლამაზი ქამარი გარტყიათ, ‒ შენიშნა უცბად ელისმა (იფიქ-
რა, ასაკის შესახებ საუბარი ამოვწურეთ და თუ ლაპარაკის საგანი

79
მართლა რიგრიგობით უნდა ავირჩიოთ, ახლა უკვე ჩემი ჯერი დად-
გაო),‒ უფრო სწორედ, ლამაზი ჰალსტუხი, ‒ გამოასწორა წამიერი
შეყოვნების შემდეგ, არა, ბოდიში… ქამარია, ქამარი! ‒შეჰყვირა
შეშინებულმა, ვაითუ ისევ ვაწყენინეო.
ალთაბალთამ ძალიან შეურაცხყოფილი სახე მიიღო და გოგომ
ინანა, საერთოდ რატომ წამოვიწყე ამაზე ლაპარაკიო.
‒ არადა, როგორ გინდა გაარჩიო, ‒ თქვა თავისთვის,‒ სად წე-
ლი აქვს და სად კისერი!
ალთაბალთა აშკარად გულმოსული ჩანდა. ერთ-ორ წუთს კრინ-
ტიც არ დაუძრავს. ბოლოს ბოხი ხმით ჩაიბურდღუნა:
‒ უაღრესად გულის გამაწყალებელია, როცა ადამიანი ქამრის
ჰალსტუხისგან გამორჩევას ვერ ახერხებს!
‒ ძალიან უმეცარი ვარ, ვიცი,‒ უთხრა ელისმა ისე თვინიერად,
რომ ალთაბალთა მყისვე მოლბა.
‒ ეს ჰალსტუხია, ბალღო, და ამასთანავე, ულამაზესი, როგორც
შენ მართებულად აღნიშნე. მათმა უთეთრესმა უდიდებულესობამ,
მეფედედოფალმა მომართვა ძღვნად, მაშ!
‒ მართლა? ‒ ჰკითხა ელისმა, ფრიად კმაყოფილმა იმით, რომ,
ბოლოს და ბოლო, სულაც არ შემცდარა საუბრის საგნის არჩევანში.
ალთაბალთამ ფეხი ფეხზე გადაიდო და მუხლებზე შემოიხვია ხე-
ლები.
‒ ეს ჰალსტუხი ძღვენია, ‒ მეოცნებე იერით განაგრძო მან, ‒
რომელიც მათ ჩემს არდაბადების დღეზე მომართვეს.
‒ უკაცრავად, მაგრამ… ‒ გაიკვირვა ელისმა.
‒ არაფერი მწყენია, ‒ თქვა ალთაბალთამ, ‒ ნუ მებოდიშები.
‒ უბრალოდ, მაინტერესებს, რა არის არდაბადების დღის საჩუ-
ქარი.
‒ რა უნდა იყოს?! საჩუქარია, რომელსაც მოგართმევენ ხოლმე
იმ დღეს, რომელიც შენი დაბადების დღე არ არის.
ელისი წამით ჩაფიქრდა და დაასკვნა:
‒ მე დაბადების დღეზე მორთმეული საჩუქრები მირჩევნია.
‒ ოჰ, თვითონაც არ გესმის, რას ლაპარაკობ! წამოიძახა ალთა-

80
ბალთამ, ‒ აბა, მითხარი, რამდენი დღეა წელიწადში?
‒ სამას სამოცდახუთი, ‒ უპასუხა გოგომ.
‒ და რამდენი დაბადების დღე გაქვს?
‒ ერთი.
‒ სამას სამოცდახუთს ერთი რომ გამოვაკლოთ, რამდენი დარ-
ჩება?
‒ სამას სამოცდაოთხი, ცხადია.
ალთაბალთას სახეზე ეჭვი გამოეხატა.
‒ მირჩევნია, ქაღალდზე დაწერილი ვნახო, ‒ თქვა.
ელისმა ღიმილი ვერ შეიკავა, მაგრამ მაინც ამოიღო თავისი წიგ-
ნაკი და დაწერა:
365 -1 =364
ალთაბალთამ წიგნაკი გამოართვა და გულდასმით დააკვირდა
ნაწერს.
‒ მგონი, სწორად უნდა იყოს გამოყვა… ‒ დაიწყო მან.
‒ წიგნაკი უკუღმა გიჭირავთ, ‒ გააწყვეტინა ელისმა.
‒ ჰო, ჰო, რა თქმა უნდა, ‒ არხეინად დაუდასტურა ალთაბალთამ
მას მერე, რაც გოგონამ წიგნაკი შეუტრიალა, ‒ მეც არა ვთქვი, ეს
რა უცნაური ნაწერია-მეთქი. ზუსტად მაგიტომ ვამბობდი, „მგონი,
სწორად უნდა იყოს გამოყვანილი“-მეთქი, თუმცა ხეირიანად ჩაკ-
ვირვება ვერც კი მოვასწარი… მაშასადამე, როგორც ანგარიშმა
გვიჩვენა, წელიწადში სამას სამოცდაოთხჯერ შეგძლებია საჩუქრის
მიღება არდაბადების დღეზე…
‒ რაც მართალია, მართალია, ‒ კვერი დაუკრა ელისმა.
‒ და მხოლოდ ერთხელ დაბადების დღეზე, ხომ? ეგეც შენა და
დიდება!
‒ არ მესმის ოღონდ, რა შუაშია აქ „დიდება“? ‒ თქვა ელისმა.
‒ ვერც გაიგებ, ‒ უთხრა ალთაბალთამ დამცინავად, ‒ სანამ არ
გაგაგებინებ. ამ ნათქვამით მე ვიგულისხმე: „ეგეც შენ ჩემი სიმარ-
თლის ურყევი და უცილობელი საბუთი.“
‒ მაგრამ სიტყვა „დიდება“ სულაც არ ატარებს „ურყევი და უცი-
ლობელი საბუთის“ მნიშვნელობას, ‒ შეეკამათა ელისი.

81
‒ როდესაც მე სიტყვას ვხმარობ, ‒ თქვა ალთაბალთამ მედიდუ-
რად, ‒ ის ყოველთვის ატარებს იმ მნიშვნელობას, რასაც მე მას ვა-
ნიჭებ. არც მეტს და არც ნაკლებს!
‒ საკითხავი ის არის, როგორ უნდა დატვირთო ერთი სიტყვა ამ-
დენი მნიშვნელობით, ‒ შენიშნა ელისმა.
‒ საკითხავი ის არის, ვინ არის აქ გამკითხავი, ‒ მოუჭრა ალთა-
ბალთამ,‒მე ჩემი სიტყვის პატრონი ვარ, ჰოდა, როგორც მომეპრია-
ნება, ისე დავტვირთავ!
ელისს შეცბუნებისგან ენა ჩაუვარდა. ალთაბალთამ კი წუთიერი
დუმილის შემდეგ კვლავ წამოიწყო:
‒ ხომ იცი, სიტყვებს განსაკუთრებით ზოგიერთებს ძალიან თა-
ვისებური ზნე სჭირთ. აი, მაგალითად, ზმნები ავიღოთ: ისეთი კუდაბ-
ზიკები არიან, რომ პირდაპირ გულს გაგიწყალებენ. ზედსართავ სა-
ხელებს კი, პირიქით, ადვილად დაიმორჩილებს კაცი; მაგრამ
ზმნებს ვერას დიდებით! თუმცა, რასაკვირველია, მე მაინც ვერ მი-
ძალიანდებიან ‒ ყველა მოვათვინიერე! წყალგამტარუნარიანობა-
მეთქი! აი, რას ვიძახი!
‒ თუ შეიძლება, ამიხსენით ეს სიტყვა, ‒ სთხოვა ელისმა.
‒ ო, ეს უკვე ის ლაპარაკია, აზრიან ბავშვს რომ შეშვენის,‒ შე-
აქო ალთაბალთამ და კმაყოფილებისგან გაიბადრა, ‒ ამ სიტყვით
მე გამოვხატე შემდეგი აზრი: „მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს! სჯობს,
შენ ის მითხრა, თუ რას აპირებ აქედან წასვლის შემდეგ, თუკი, რა
თქმა უნდა, გადაწყვეტილი არა გაქვს, რომ ხის დარად გაიდგა ფეს-
ვები და მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება ამ ადგილას გაატარო.“
‒ მეტისმეტად ბევრი მნიშვნელობა ხომ არ არის ერთი სიტყვის-
თვის? ‒ დაეჭვებით ჰკითხა ელისმა.
‒ როდესაც სიტყვას ზომაზე მეტად გადავტვირთავ, აი, როგორც
ახლა, ‒ მიუგო ალთაბალთამ, ‒ გასამრჯელოსაც მომეტებულად
ვუხდი ხოლმე.
‒ მართლა? ‒ იკითხა სახტად დარჩენილმა ელისმა, რახან პასუ-
ხად სხვა ვერაფერი მოიფიქრა.
‒ განახა, ერთი, როგორ შემომესევიან ხოლმე შაბათ საღამოს, ‒

82
გააგრძელა ალთაბალთამ და დინჯად გაიქნია თავი, რისთვის და ჯა-
მაგირის მისაღებად, ცხადია!
(ელისმა ვერ გაბედა ჩაძიება, გასამრჯელოდ რამდენს უხდითო,
ამიტომ არც მე ვიცი და ვერც შენ გეუბნები).
‒სიტყვების განმარტების დიდი ნიჭი გქონიათ, სერ, ‒ უთხრა
ელისმა, ‒ ხომ ვერ ამიხსნით ერთი ლექსის შინაარსს? „ტარტალო-
კი“ ჰქვია.
‒ აბა, წამიკითხე! მე შემიძლია განგიმარტო ყველა ის ლექსი,
რომელიც კი ოდესმე დაუწერიათ და საკმაოდ ბევრი ისეთიც, ჯერაც
რომ არ დაწერილა.
ამ ნათქვამით შეგულიანებულმა ელისმა რიხით წარმოთქვა
პირველი სტროფი:
მიმწუხარშდა. მოქნიალა სლუკები
ზილობდნენ და ძვრიალებდნენ მარეხვში;
საბუდავად ცხოვდნენ ბარდალუკები,
ვით ფშუნები სურდაბილის გარეშე.

‒ კმარა! ‒ გააწყვეტინა ალთაბალთამ, დასაწყისისთვის საკმა-


ოდ ბევრი რთული სიტყვა დაგვიგროვდა. მაშ ასე: „მიმწუხარშდა“,
ანუ მოახლოვდა საღამოს შვიდის ნახევარი, ვახშმისთვის რამერუ-
მეების მოხარშვის დრო.
‒ შესანიშნავია, ‒ თქვა ელისმა, ‒ „მოქნიალა“ რაღას ნიშნავს?
‒„მოქნიალა“ ნიშნავს მოქნილსა და სრიალას, „მოქნიალა“ ასე-
ვე ნიშნავს მოუსვენარს. ხედავ, სიტყვა საფულესავითაა: გაშლი და
დაკეცავ შენს ნებაზე: ჩაკეცე მასში იმდენი მნიშვნელობა, რამდენიც
შენს გულს გაუხარდეს! მერე, როცა დაგჭირდება, შეგიძლია კვლავ
გაშალო. გასაგებია, ხომ?
‒ მგონი, გასაგებია, ‒ ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა ელისმა, ‒ და
„სლუკები“ ვიღა არიან?
‒„სლუკები“? ეგენი ალაგ‒მაჩვები, ალაგ‒ხვლიკები და ალაგ
კორპსაძრობები არიან.
‒ წარმომიდგენია, რა სასაცილოდ გამოიყურებიან! ‒ წამოიძახა

83
ელისმა.
‒ კი, ძალიან, ‒ დაეთანხმა ალთაბალთა, ‒ გარდა ამისა, სორო
მზის საათის ქვეშ აქვთ მოწყობილი და ყველით იკვებებიან.

‒ და რას ნიშნავს „ზილობდნენ“ და „ძვრიალებდნენ“?


‒„ზილობდნენ“, ანუ, ცდილობდნენ, თუმცა ძალიან ეზარებო-
დათ. „ძვრიალი“ კი ნიშნავს რაღაცის ირგვლივ ტრიალს, აგრეთვე
ძრომიალსა და კოტრიალს.
‒ ხოლო „მარეხვი“ ალბათ ბალახია მზის საათის ირგვლივ, ხომ?
‒ თქვა ელისმა და თვითონვე გაუკვირდა, რა მიხვედრილი ვარო.

84
‒ დიახ, სწორედ ეგაა. ‒„მარეხვი“ ჰქვია, ვინაიდან მანდედან
ვრცელდება კარგა მანძილით მარჯვნივ და კარგა მანძილით მარ-
ცხნივ…
…‒ და მარადმწვანეა‒ დაუმატა ელისმა.
‒ ზუსტად მაგრეა. მაშ, გავაგრძელოთ… „საბუდავი “ ნიშნავს
სუსტს, საცოდავსა და მიუსაფარს. „ცხოვდნენ“, ესე იგი ცხვრებივით
ძოვდნენ. ესეც შენ კიდევ ორი სიტყვასაფულე! „ბარდალუკი“ კი ერ-
თი გაძვალტყავებული და გაქუცული ფრინველია; ბუმბულები ჯოხე-
ბივით აქვს გამოჩრილი აქეთ-იქიდან. პირწავარდნილი მოსიარუ-
ლე ცოცხია!
‒ მაპატიეთ, მგონი გული გაგიწყალეთ ამდენი შეკითხვით, ‒ უთ-
ხრა ელისმა, ‒ მაგრამ იქნებ ბარემ ისიც ამიხსნათ, „ფშუნები“ რას
ნიშნავს.
‒„ფშუნები“ ერთგვარი მწვანე ღორებია, რომლებსაც გზა და კვა-
ლი აებნათ და შინისაკენ მიმავალ ბილიკს ვეღარ მიაგნეს.
‒ და „სურდაბილი“ ?
‒ ჰმ, რაც შეეხება, „სურდაბილს“,‒ სიმართლე გითხრა, მთლად
დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ მე მგონი, ეს სიტყვა უნდა ნიშნავ-
დეს რაღაც საშუალოს სტვენასა და სირბილს შორის, რასაც შუაში
ცხვირის დაცემინების მაგვარი ხმა დაერთვის. თუმცა, ახსნა რა სა-
ჭიროა, მალე შენი ყურით გაიგონებ ტყეში, აგერ იმ ტყეში; ხოლო
როცა გაიგონებ, ძალიან, ძალიან მოგეწონება. მითხარი, ერთი, ვინ
წაგიკითხა ასეთი რთული ლექსი?
‒ მე თვითონ ამოვიკითხე წიგნში, ‒ თქვა ელისმა, ‒ ისე კი, ამას-
წინათ, რანინამ ამაზე ბევრად უფრო ადვილად გასაგები ლექსიც წა-
მიკითხა... ჰო, რანინამ, თუ არ მეშლება...
‒ რახან პოეზიაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ‒ გააწყვეტინა ალთა-
ბალთამ და ჰაერში შემართა თავისი ვეებერთელა ხელი, ‒ და საქმე
საქმეზე თუ მიდგება, სხვებზე ნაკლებად როდი შემიძლია ლექსის
წაკითხვა!
‒ არა, არა, ნუ მიდგება! ‒ სასწრაფოდ წამოიძახა ელისმა იმ იმე-
დით, იქნებ გადავათქმევინოო.

85
მაგრამ ალთაბალთამ ყური არ ათხოვა მის ნათქვამს.
‒ ლექსი, რომელსაც ახლა წაგიკითხავ, ‒ გამოაცხადა მან,‒ სა-
განგებოდ შენს საამებლად არის შექმნილი!
ელისმა იგრძნო, რომ ამის შემდეგ ლექსის მოსმენას ვეღარ გა-
ექცეოდა. ამიტომ, გმადლობთო, უხალისოდ ჩაილაპარაკა და სმე-
ნად იქცა.

ზამთარში, ოდეს თეთრდება სერი,


შენს საამებლად სიმღერას ვმღერი

‒ პოეზიაში ითქმის ასე, აუხსნა ალთაბალთამ, ‒ თორემ განა


მართლა ვმღერი.
‒ ვხედავ, რომ არ მღერით, ‒ უთხრა ელისმა.
‒ თუკი შეგიძლია დაინახო, ვმღერი თუ არა, მაშასადამე ძალიან
მახვილი მხედველობა გქონია, ‒ ცივად შენიშნა ალთაბალთამ.
ელისი აღარ შეპასუხებია.

გაზაფხულს, ოდეს ტყე ამწვანდება,


ჩემი სიტყვები გულში ჩაგწვდება.
ზაფხულში, ოდეს დღე სჭარბობს ღამეს,
მე იმედი მაქვს, გაიგებ რამეს.

‒ ზაფხულამდე დიდი დროა. მთავარია, არ დამავიწყდეს, ‒ ჩა-


ურთო გოგონამ.

როს შემოდგომა ოქროდ ცვლის ფერებს,


აიღე ცარცი და ჩაიწერე.

‒ შევეცდები ჩავიწერო, მაგრამ ცარცის გარდა საწერი დაფაც


დამჭირდება, ‒ ჩაილაპარაკა ელისმა.
‒ ნუთუ არ შეგიძლია, მორჩე მაგ ბუტბუტს? ‒ ჰკითხა ალთაბალ-
თამ, ‒ უაზრობას როშავ და წამდაუწუმ მაწყვეტინებ!

86
თევზებს წერილი მივწერე გუშინ,
წვრილად ვუამბე, რაც მედო გულში.
გავიდა ორი-სამი საათი,
აგერ, ხელთა მაქვს მათი ბარათი.

მე ეს პასუხი მივიღე მათგან:


„ძალიან ვწუხვართ, ბატონო, მაგრამ...“

‒ ვშიშობ, მთლად კარგად ვერ გავიგე, ‒ შეაწყვეტინა ელისმა.


‒ მოთმინება იქონიე, მალე გაიგებ, ‒ დააიმედა ალთაბალთამ.

განრისხებულმა კვლავ შევუთვალე:


„ის გირჩევნიათ, აქ გაჩნდეთ მალე!“
მათ დამიბრუნეს სიტყვა ღიმილით:
„სერ, რამ გიკბინათ, ნეტავ, ამ დილით?!“

ვუთხარი ერთხელ, ვუთხარი ორჯერ,


არ შეისმინეს, შემოსხდნენ ჯორზე.
თავი ვანებე უაზრო ლაყაფს,
დავავლე ხელი დიდ, ახალ ტაფას.

მერე ცახცახით და გულის ხეთქვით


შემოვდგი ცეცხლზე, მოვასხი ზეთი.
ამ დროს ვიღაცა მოვიდა ტყიდან,
თევზებს სძინავთო, შემატყობინა.

იმ კაცს ვუთხარი, თან დავაყოლე:


„მაშ გააღვიძე, რაღას აყოვნებ!“
ეს ვთქვი ხმამაღლა, გარკვევით, მკვახედ,
ახლოს მივედი, ყურში ჩავძახე.

87
ალთაბალთა ნელნელა უწევდა ხმას და ლექსის ამ ადგილს რომ
მიადგა, უკვე ლამის კიოდა. ელისმა შეძრწუნებით გაივლო გულში,
არა, ტყიდან მოსული იმ კაცის ნამდვილად არ მშურსო.

ის კი იქ იდგა, მტკიცე, ამაყი;


თქვა: „რად მიყვირი, ბარემ დამარტყი.“
ის კი იქ იდგა, ამაყი, მტკიცე;
თქვა; „კარგი, წავალ, თუმცა კი ისე…“

მაშინ დავტაცე ხელი კორპსაძრობს,


„მე გავაღვიძებ, ვთქვი, ჩანს, ასე სჯობს!“
ფუჭი გამოდგა ზრახვა კეთილი,
კარები დამხვდა გამოკეტილი.

დავეჯაჯგურე იმ კარებს მაგრად.


გავაღვიძებდი თევზებსაც, მაგრამ…

ამის შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა.


‒ მორჩა? ‒ მორიდებით იკითხა ელისმა.
‒ დიახ, ‒ მიუგო ალთაბალთამ, ‒ მშვიდობით!
ელისი მოულოდნელობისგან გაშრა. მაგრამ გადაწყვიტა, რომ
მას მერე, რაც ალთაბალთამ ასე არაორაზროვნად გადაუკრა სიტ-
ყვა, წადიო, იქ დარჩენა ვერაფერი ზრდილობა იქნებოდა. ამიტომაც
წამოდგა და გამოსამშვიდობებლად ხელი გაუწოდა კაცუნას.
‒ ნახვამდის, ‒ უთხრა, რაც შეეძლო მხიარულად,‒ იმედი მაქვს,
კიდევ შეგხვდებით.
‒ კიდეც რომ შემხვდე, ‒ ბუზღუნით უპასუხა ალთაბალთამ და
ცალი თითი გაუშვირა, ‒ არა მგონია, გიცნო. გაჭრილი ვაშლივით
ჰგავხარ დანარჩენ ადამიანებს.
‒ საერთოდ, ადამიანებს მათი სახის მიხედვით გამოარჩევენ
ხოლმე, ‒ ჩაფიქრებით მიუგო ელისმა.
‒ აბა, მე რას ვჩივი?! ‒ წამოიძახა ალთაბალთამ, შენ ხომ ზუსტ-

88
ად ისეთივე სახე გაქვს, როგორიც სხვებს: ეს ორი თვალი (თან ამ
ლაპარაკში ცერა თითით ჰაერში წრეები მოხაზა), შუაში ცხვირი,
ქვემოთ კი პირი. ყველასთან ერთი და იგივეა! აი, შენ რომ, მაგალი-
თად, ორივე თვალი ცხვირის ცალ მხარეს გქონოდა, ანდა პირი შუბ-
ლზე, მაშინ, ალბათ, უფრო ადვილად მოვახერხებდი შენს ცნობას.
‒ მაშინ ხომ უშნო შესახედავი ვიქნებოდი, შეეკამათა ელისი.
პასუხად ალთაბალთამ მხოლოდ თვალები მილულა.
‒ შენ სცადე, იქნებ მოგეწონოს, ‒ უთხრა ბოლოს.
ელისი ცოტა ხანს კიდევ დაელოდა, იქნებ ისევ დამელაპარაკო-
სო, მაგრამ ალთაბალთას თვალები აღარ გაუხელია და იოტისოდე-
ნა ყურადღებაც არ მიუქცევია ელისისთვის. ამიტომ გოგონამ კიდევ
ერთხელ ჩაილაპარაკა, ნახვამდისო და პასუხი რომ ვერ მიიღო, ნე-
ლი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
‒ მიდიოდა და თავისთვის ბუტბუტებდა: ჩემს დღეში არასოდეს
შემხვედრია ამისთანა შეურაცხმყოფელი…
ეს ბოლო სიტყვა ისეთი რთული და გრძელი ელისმა კიდევ ერ-
თხელ გაიმეორა ხმამაღლა. ძალიან სასიამოვნო წარმოსათქმელი
იყო:
… შეურაცხმყოფელი…
მაგრამ წინადადების დასრულება აღარ დასცალდა: უეცრად სა-
ზარელმა გრუხუნმა მთელი ტყე შეაზანზარა კიდიდან კიდემდე.

89
თავი VII

ლომი და ჰუნერქოსანი

წუთის შემდეგ ტყეში ჯარისკაცებმა ჩამოირბინეს. ჯერ წყვილ-


წყვილად მოდიოდნენ, მერე სამ-სამად. იმათ კვალდაკვალ თხუთ-
მეტ და ოცკაციანი გუნდებიც მოჰყვნენ, ბოლოს კი ერთბაშად იმდე-
ნი მოაწყდა, რომ ტყეში ტევა აღარ იყო. ელისს შეეშინდა, არ გადამ-
თელონო, ხეს ამოეფარა და იქიდან დაუწყო თვალთვალი.
ცხოვრებაში არასოდეს ენახა ჯარისკაცები, რომლებსაც ასე ცუ-
დად შეეძლოთ ფეხზე დგომა: ერთთავად ნაბიჯი ერეოდათ და ბორ-
ძიკობდნენ, ხან რას წამოსდებდნენ ფეხს, ხან რას და ძირს ენარცხე-
ბოდნენ. როგორც კი ერთ-ერთი მათგანი წაიქცეოდა, იმავე წამს
თავზე კიდევ რამდენიმე კაცი დაასკდებოდა ხოლმე. ამიტომაც, ცო-
ტა ხანში მიწა ერთმანეთზე ხორა-ხორა დაყრილი ჯარისკაცების ზვი-
ნებით დაიფარა.

90
ქვეითებს მხედრები მოჰყვნენ. ოთხფეხა ცხენები ორფეხა ჯარის-
კაცებთან შედარებით გაცილებით უფრო ყოჩაღად ინარჩუნებდნენ
წონასწორობას. თუმცა, დროდადრო ისინიც ბორძიკობდნენ და რო-
გორც კი რომელიმე ცხენი წაიფორხილებდა, მასზე ამხედრებული
მეომარი როგორც ჩანს, იქაური წესისამებრ იმწამსვე თავდაღმა
გადმოეშვებოდა ხოლმე ძირს. საბოლოოდ, იქ იმისთანა ზედახორა
შეიქნა, რომ ელისმა შვებით ამოისუნთქა, როცა ტყიდან გააღწია და
ღია მინდორში ამოყო თავი. ცოტა რომ გაიარა, თავზე წამოადგა
თეთრ მეფეს, რომელიც მიწაზე ჩამომჯდარიყო და საქმიანი იერით
იწერდა რაღაცას თავის უბის წიგნაკში.
‒ დიახ, ყველა გავგზავნე! ‒ მხიარულად შესძახა მეფემ ელისის
დანახვაზე, ‒ უკლებლივ ყველა! მთელი ჩემი მხედრობა და ქვეითე-
ბის დასი!‒ გზაზე ჯარისკაცები ხომ არ შემოგხვდომიან, გენაცვალე?
შენ ხომ ტყე-ტყე მოდიოდი.
‒ შემომხვდნენ, როგორ არა. იმდენი, რომ ვერც კი დათვლიდი…
…‒ ოთხი ათას ორას შვიდი! არც მეტი, არც ნაკლები! ‒ დაუზუსტა
მეფემ მას მერე, რაც თავის წიგნაკში ჩაიხედა, მაგრამ სუყველა ცხე-
ნი ვერ გავუშვი: ხომ იცი, ორი მათგანი ამ თამაშისთვის მჭირდება.
არც ჩემი მალემსრბოლები გამიგზავნია: ორივე ქალაქშია წასული.
ველოდები, საცაა უნდა დაბრუნდნენ. ‒ აბა, ერთი, გზას გახედე, გე-
თაყვა, ვინმე ხომ არ გამოჩენილა?
‒ გზაზე არავინ მოჩანს,‒ უპასუხა ელისმა.
‒ ეჰ, რატომ მე არ მარგუნა ღმერთმა შენისთანა მახვილი მზერა!
‒ ამოიოხრა მეფემ დანანებით, როგორ უნდა გიჭრიდეს თვალი,
რომ არავინ დაინახო! თანაც ამსიშორეზე! მე, მაგალითად, ამისთა-
ნა შუქზე ვინმესაც კი წესიერად ვერ ვამჩნევ!
თუმცა ელისს მისი ნათქვამი აღარ გაუგონია. კვლავ გაფაციცე-
ბით გაჰყურებდა გზას, თან ცალი ხელით მზისგან იჩრდილავდა თვა-
ლებს.
‒ აგერ, ვიღაც გამოჩნდა! ‒ წამოიძახა ბოლოს, ‒ ძალიან ნელა
და უცნაური მიხრა-მოხრით მოდის!
მართლაც, მალემსრბოლი ხტუნვახტუნვით მოიწევდა, თან გვე-

91
ლთევზასავით იკლაკნებოდა, ვეებერთელა ხელებს კი ფრთებივით
იქნევდა ჰაერში.
‒ აჰ! ‒ თქვა მეფემ, ‒ ეგ ხომ ანგლოსაქსი მალემსრბოლია თა-
ვისი ანგლოსაქსური მიხრა-მოხრით. ასე მხოლოდ მაშინ იქცევა,
როცა მხიარულ გუნებაზეა. მარტიკუ ჰქვია სახელად.
‒ ჩემი სატრფოს სახელი „მ“თი იწყება, თავისდა უნებურად წა-
მოიწყო ელისმა თამაშობანა, მე ის მიყვარს, ვინაიდან მხიარულია.
მე ის მძულს, ვინაიდან მეტიჩარაა, მე მას ვაჭმევ მ… მ… მაჭკატებსა
და მატყლს. მისი სახელია მარტიკუ და ის ბინადრობს…
‒ მაღლა მთაში, ‒ დაასრულა მეფემ მიამიტად: სულაც არ უფიქ-
რია ელისის მიერ წამოწყებულ თამაშობაში ჩაბმა. უბრალოდ, წინა-
დადება ჩაამთავრა იმ დროს, როცა გოგონა „მ“თი დაწყებული ქა-
ლაქის სახელის გახსენებას ცდილობდა.
‒ მეორე მალემსრბოლს დემექუ ჰქვია, ‒ გააგრძელა მეფემ,‒
ორი კაცი მჭირდება გამქცევი და გამომქცევი: ერთი რომ სულ გარ-
ბოდეს, მეორე კი გამორბოდეს.
‒ გთხოვთ, მაპატიოთ, მაგრამ… ‒ წამოიწყო ელისმა.
‒ ნურაფერს მთხოვ, ‒ უთხრა მეფემ, ‒ მათხოვრობა სათაკი-
ლოა.
‒ არა, უბრალოდ გთხოვთ, გამაგებინოთ, ‒ უთხრა ელისმა, ‒
როგორ უნდა გარბოდეს სულ ერთი და გამორბოდეს მეორე?
‒ თუ იცი, მალემსრბოლი რისთვისაა, ‒ მოუთმენლად მიუგო მე-
ფემ, ‒ იმისთვის, რომ მიდგეს-მოდგეს, ხომ?! სწორედ ამიტომ მჭირ-
დება ორი კაცი: ერთი მიმდგომი, მეორე მომდგომი!
ამასობაში მათთან შიკრიკმაც მოირბინა. ისეთი ქშენა ჰქონდა
ავარდნილი, რომ სულს ძლივს იბრუნებდა. სიტყვის თქმა რომ ვერ
მოახერხა, საბრალო მეფის ცხვირწინ ხელების ტრიალსა და სახის
შემაშინებლად მანჭვას მოჰყვა.
‒ ამ ნორჩ ქალბატონს უყვარხარ, ვინაიდან მხიარული ხარ! ‒
წარუდგინა მეფემ ელისი, თან ფიქრობდა, ყურადღებას თუ სხვა სა-
განზე გადავატანინებ, იქნებ მე თავი დამანებოსო. მაგრამ ამაოდ:
ანგლოსაქსმა მალემსრბოლმა კიდევ უფრო უმატა გაშმაგებით ხე-

92
ლფეხის ქნევასა და თვალების გიჟურ ცეცებას.
‒ მაგ მანჭვაგრეხით მაშინებ… ‒ უთხრა მეფემ, ‒ გული მიწუხს…
მომე მაჭკატი!
მალემსრბოლმა, ელისის გასაკვირად, ყელზე ჩამოკონწიალე-
ბული დიდი ჩანთიდან მაჭკატი ამოაძვრინა და მეფეს გაუწოდა, რო-
მელმაც ხარბად გამოსტაცა ხელიდან და პირში გაიქანა.

‒ კიდევ ერთი! ‒ ბრძანა მეფემ.


მალემსრბოლმა ჩანთაში ჩაიჭყიტა და მიუგო:
‒ შიგ აღარაფერი დამრჩა, მატყლის გარდა.
‒ მომე მატყლი! ‒ მისუსტებული ხმით ჩაილაპარაკა მეფემ და
თვალები გადაატრიალა.
ელისს გულზე მოეშვა, როცა დაინახა, რომ მატყლმა შესამჩნევად
მოასულიერა საბრალო მეფე.

93
‒ ქვეყანაზე არაფერი შეედრება მატყლის ჭამას იმ დროს, როცა
გული გიწუხს, ‒ შენიშნა მეფემ ღეჭვა-ღეჭვით.
‒ ვითომ?! ‒ დაეჭვებით ჰკითხა ელისმა,‒ მე კი მეგონა, რომ ამ
დროს უმჯობესია თავზე წყლის გადასხმა, ანდა… ნიშადურის დაყ-
ნოსვა.
‒ ჰო, მაგრამ მე ხომ არ მითქვამს, რომ არაფერია უმჯობესი, ‒
განუმარტა მეფემ, ‒ მე გითხარი, არაფერი შეედრება-მეთქი.
ამის უარყოფა ელისმა ვეღარ გაბედა.
‒ ვინ შემოგხვდა გზაზე? ‒ ჰკითხა მეფემ მალემსრბოლს და მატ-
ყლის დამატებითი ულუფისათვის ხელი გაუწოდა.
‒ არავინ, ‒ მიუგო მალემსრბოლმა.
‒ ვიცი, ვიცი, ‒ თავი დაუქნია მეფემ, ‒ ამ ნორჩმა ქალბატონმაც
იხილა იგი. როგორც ჩანს,არავინ დარბის უფრო ნელა, ვიდრე შენ.
‒ რა ვიცი, ვცდილობ, რაც შემიძლია, ‒ ნაწყენი კილოთი ჩაიბუტ-
ბუტა მალემსრბოლმა, ‒ დარწმუნებული ვარ, არავინ დარბის ჩემზე
უფრო სწრაფად!
‒ არა მგონია, ეგრე იყოს. მაშინ ის აქ შენზე ადრე მოირბენდა.
ახლა კი, რახან სული მოითქვი, წვრილად მომახსენე, რა ხდება ქა-
ლაქში ახალი!
‒ ყურში გიჩურჩულებთ, თუ შეიძლება, ‒ უთხრა მალემსრბოლ-
მა, ‒ რუპორისებურად მომრგვალებული ხელები პირთან მიიტანა
და მეფისკენ გადაიხარა. ელისი გაწბილებული დარჩა, რადგან მა-
საც უნდოდა ახალი ამბების გაგება. მაგრამ მარტიკუმ კი არ უჩ‒ურ-
ჩულა, მთელი ხმით ჩასძახა მეფეს ყურში:
‒ თავისას არ იშლიან. ისევ დაიწყეს!
‒ შენ ამას ჩურჩულს უძახი?! ‒ იყვირა საბრალო მეფემ, გველ-
ნაკბენივით შეხტა და ტანში გააჟრჟოლა, ‒ ნუღარ იზამ ეგრე, იცო-
დე, თორემ კარაქით გავათხუპნინებ შენს თავს! ისე შემატორტმანა,
თითქოს ვულკანი ამიფეთქდა თავში!
„ერთი პაწაწინა ვულკანუკა…“ გაიფიქრა ელისმა. მერე კი ხმა-
მაღლა იკითხა: ‒ ვინ დაიწყო და რა?
‒ ვინ დაიწყებდა, ლომმა და ჰუნერქოსანმა, ცხადია! მიუგო მე-

94
ფემ.
‒გვირგვინისთვის წაიკიდნენ?
‒ დიახ, დიახ, ‒ კვერი დაუკრა მეფემ, თანაც, გაგეცინება, და ჩე-
მი გვირგვინისთვის! ჰეჰე, მოდი, გავიქცეთ, სეირს შევხედოთ!
ჰოდა, ორივენი ადგნენ და, რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, გაქუს-
ლეს. სირბილის დროს ელისი თან ძველი სიმღერის სიტყვებს იმეო-
რებდა გულში:

გვირგვინისთვის წაიკიდნენ ჰუნერქოსანი და ლომი


ლომმა მტერი დაიფრინა, ქუჩა-ქუჩა სდია ომით.
ზოგი შავ პურს სთავაზობდა, ზოგიც კიდევ ვაშლის ღვეზელს.
ბოლოს დოლებს შემოჰკრეს და ქალაქიდან გააძევეს.

‒ ვინც… ბრძოლაში… გაიმარჯვებს … გვირგვინიც… იმას შეხვდე-


ბა? ‒ ძლივს ამოთქვა სირბილისგან აქოშინებულმა ელისმა.
‒ არა, რას ამბობ! ‒ შეჰყვირა მეფემ, ‒ აბა, ეგ რამ გაფიქრები-
ნა?!
‒ მოიღეთ მოწყალება… ‒ ქოშინით ითხოვა ელისმა მას მერე,
რაც ცოტა კიდევ გაირბინეს, ‒ სული მომათქმევინეთ… სულ ერთ
წუთს გთხოვთ…
‒ მოწყალე ვარ,‒ მიუგო მეფემ, მაგრამ ძველებურად ფეხმარ-
დი აღარ! შენ რომ მოგცე, ეგ წუთი ხომ ჯერ უნდა დავიჭირო?! იცი,
რა სწრაფად დაქრის? უმალ ზარდალტაცს მოიგდებ ხელში, ვიდრე
მაგას!
ელისს სუნთქვა შეეკრა და ენა წაერთვა, ამიტომ ჩუმად მისდევ-
და მეფეს კუდში. დიდხანს ირბინეს ასე. ბოლოს ერთგან კარგა მოზ-
რდილი ბრბო დაინახეს წრე შეეკრათ, რომლის შუაგულში ლომი
და ჰუნერქოსანი იბრძოდნენ; მტვრის ისეთი ბუღი დაეყენებინათ,
რომ თავდაპირველად გოგონამ ვერ გაარჩია, რომელი იყო ლომი
და რომელი ჰუნერქოსანი; მაგრამ ცოტა ხანში წინ გამოშვერილ
გრძელ რქას მოჰკრა თვალი და ჰუნერქოსანი ამოიცნო.
ელისი და მეფე იმ ადგილას გაჩერდნენ, სადაც მეორე მალემსრ-

95
ბოლი, დემექუ იდგა და თვალს ადევნებდა ბრძოლის მიმდინარე-
ობას. მას ცალ ხელში ჩაის ფინჯანი ეჭირა, მეორეში კი კარაქიანი
პური.

‒ ეს-ესაა, ციხიდან გამოუშვეს, ‒ ჩურჩულით ამცნო მარტიკუმ


ელისს, ‒ ჩაის სმა ჯერ არ მოეთავებინა, როცა დააპატიმრეს. ციხეში
კი ხამანწკების ნიჟარების გარდა სხვას არაფერს აჭმევდნენ. ამიტო-
მაცაა ასეთი მშიერ-მწყურვალი. როგორ ხარ, ჩემო ძვირფასო, ჩემო
პაწიავ? ‒ მიმართა მარტიკუმ დემექუს და ალერსიანად მოჰხვია
მხარზე ხელი.
დემექუმ ერთი გამოხედა, თავი დაუქნია და ისევ კარაქიან პურს
მიუბრუნდა.
‒ ციხეში ხომ კარგად იყავი, ჩემო პაწიავ? ‒ ჩაეკითხა მარტიკუ.
დემექუმ ისევ მოაბრუნა თავი და ამჯერად ორიოდე მძიმე ცრემ-
ლი ჩამოუგორდა ლოყებზე. თქმით კი მაინც არაფერი უთქვამს.

96
‒ ენა ჩაგივარდა მუცელში თუ რა არის? ‒ აღელდა მარტიკუ, მაგ-
რამ დემექუმ პასუხის მაგივრად ღეჭვას აუჩქარა და ჩაიც მოსვა.
‒ როგორც ჩაგივარდა, ისევე ამოიღე! ‒ უყვირა მეფემ, ‒ რო-
გორ მიდის ამათი ბრძოლა?
საბრალო დემექუმ თავს დიდი ძალა დაატანა და ერთბაშად გა-
დაყლაპა კარაქიანი პურის დიდი ნაჭერი.
‒ ძალიან კარგად, ‒ ამოიხროტინა, ვინაიდან ლუკმა ყელზე და-
ადგა, ‒ თითოეული მათგანი ოთხმოცდაშვიდჯერ მაინც იქნა მიწას
გაკრული.
‒ მაშასადამე, მალე ალბათ შავი პურის ნაჭრებსაც ჩამოატარე-
ბენ, ხომ? ‒ ელისმაც გაბედა სიტყვის ჩართვა.
‒ დიახ, პური უკვე დაჭრილი და გამზადებულია, ‒ დაუდასტურა
დემექუმ, ‒აი, მეც მერგო ერთი პატარა ნაჭერი.
სწორედ ამ დროს ორთაბრძოლა შეწყდა. ლომი და ჰუნერქოსა-
ნი ქოშინით დაეშვნენ მიწაზე.
მეფემ ხმამაღლა დაიძახა:
‒ ვაცხადებ ათწუთიან შესვენებას! ვისაც სურს, შეუძლია წაიხემ-
სოს!
ამის გაგონებაზე მარტიკუმ და დემექუმ ხელები დაიკაპიწეს და
დაუყოვნებლივ შეუდგნენ ლანგრების ჩამოტარებას, რომლებზეც
შავი პურის ნაჭრები ეწყო. ელისიც დასწვდა ერთ ნაჭერს გასასინ-
ჯად, მაგრამ პური მეტისმეტად ხმელი გამოდგა.
‒ ვატყობ, ესენი დღეს ბრძოლას აღარ გააგრძელებენ, ‒ ჩაულა-
პარაკა მეფემ დემექუს, ‒ წადი, მედოლეებს უბრძანე, დასცხონ!
მალემსრბოლიც დაუყოვნებლივ მოსწყდა ადგილს და ბრძანე-
ბის შესასრულებლად გავარდა.
ელისი ერთხანს მდუმარედ ადევნებდა თვალს კალიასავით
ხტუნვა-ხტუნვით მიმავალ მალემსრბოლს. უეცრად სახე გაუნათდა.
‒ შეხეთ! შეხეთ! ‒ შესძახა მხიარულად და თითი გაიშვირა, ‒ ეს
ხომ თეთრი დედოფალია! აგერ, ტყიდან გამოიჭრა და მინდორში
გარბის! უჰ, რა სწრაფად დაქრიან ეს დედოფლები!
‒ როგორც ჩანს, ხიფათს გაურბის, ‒ თქვა მეფემ ისე, რომ იქით

97
არც კი მიუხედავს, ‒ ნამდვილად რომელიღაცა მტერი გამოედევ-
ნებოდა. მათი ტევა აღარ არის ამ ტყეში!
‒ მერედა, რაღას უდგახართ?! არ უნდა მიეშველოთ? ‒ გაკვირ-
ვებით შესძახა ელისმა: ვერ გაეგო, რატომ ეჭირა მეფეს თავი ესო-
დენ მშვიდად.
‒ არ სჭირდება, ‒ არხეინად მიუგო მეფემ, ‒ ნიავქარივით სწრა-
ფად დაქრის და იმიტომ. უმალ ზარდალტაცს მოიგდებ ხელში, ვიდ-
რე მაგას! მაგრამ შენ თუ გეამება, უბის წიგნაკში ჩავინიშნავ ამის შე-
სახებ…
ამ სიტყვებით წიგნაკი გადაშალა და წერას შეუდგა.
‒ იგი უდავოდ უმშვენიერესი და უსათნოესი არსებაა, ‒ ჩუმად ჩა-
ილაპარაკა და ელისს გადახედა, როგორ იწერება სწორად: „უსათ-
ნოესი“ თუ „უსათნოვესი“?
ამ დროს მათ გვერდზე უდარდელი ნაბიჯით ჩაუარა ჯიბეებში ხე-
ლებჩაწყობილმა ჰუნერქოსანმა.
‒ აბა, ვადინე თუ არა ზურგზე ბოლი? ‒ სასხვათაშორისოდ შე-
ნიშნა მან და წამიერად ჰკიდა მეფეს თვალი.
‒კი, კი,‒ მიუგო მეფემ აშკარა აღელვებით, ‒ მაგრამ განა აუცი-
ლებელი იყო მისთვის მუცელში რქის გაყრა?
‒ სულაც არ სტკენია, ‒ მთქნარებით თქვა ჰუნერქოსანმა და
ისის იყო, გზა უნდა გაეგრძელებინა, რომ უცაბედად თვალი მოჰკრა
ელისს, იმწამსვე მისკენ მიბრუნდა და უდიდესი ზიზღით დაუწყო
თვალიერება.
‒ რა … არის … ეს? ‒ იკითხა ბოლოს.
‒ ბალღია, ადამიანის ნაშიერი! ‒ სხაპასხუპით მოახსენა მარტი-
კუმ, ‒ ელისს წინ დაუდგა და ანგლოსაქსურ ყაიდაზე ორივე ხელი
მისკენ გაიშვირა, ‒ დღევანდელი აღმოჩენილია. ნამდვილზე უფრო
ნამდვილი და ცოცხალზე მეტად ცოცხალი!
‒ მე კი ყოველთვის მეგონა, რომ ბალღები ზღაპრული ურჩხუ-
ლები არიან, ‒ გაიკვირვა ჰუნერქოსანმა, ‒ რაო, ცოცხალიაო?
‒ ლაპარაკობს კიდეც! ‒ საზეიმოდ აუწყა მარტიკუმ.
ჰუნერქოსანმა ჩაფიქრებული მზერა შეავლო ელისს.

98
‒ ილაპარაკე, ბალღო! ‒ უბრძანა.
ელისს უნებურად მომდგარი ღიმილისგან ტუჩის კუთხეები აუთა-
მაშდა.
‒ წარმოიდგინეთ, მე კი თქვენ მეგონეთ ზღაპრული ურჩხული, ‒
უთხრა პასუხად,‒ არასდროს მინახავს უწინ ცოცხალი ჰუნერქოსა-
ნი!
‒ მაშ, კარგი, რახან უკვე ნანახი გვყავს ერთმანეთი, მოდი, პი-
რობა დავდოთ, ‒ შესთავაზა ჰუნერქოსანმა, ‒ ამიერიდან შენ ჩემი
არსებობა დაიჯერე, მე კი შენსას დავიჯერებ. თანახმა ხარ?
‒ დიახ, როგორც გენებოთ, ‒ მიუგო ელისმა.
‒ მიდი, ძმობილო, ვაშლის ღვეზელი გამოიტანე! ‒ ახლა უკვე
მეფეს მიმართა ჰუნერქოსანმა, ‒ ეგ შავი პური აღარ დამანახოთ!
‒ ახლავე, ახლავე, ‒ ჩაილუღლუღა მეფემ და მარტიკუს ხელი
აუქნია.
‒ გახსენი ჩანთა! ‒ უბრძანა ჩურჩულით, ‒ სწრაფად! ეგ არა! მა-
გაში მატყლის მეტი არაფერია!
მარტიკუმ ჩანთიდან უშველებელი ღვეზელი გამოაძვრინა და
ელისს მიაჩეჩა, დამიჭირეო. თვითონ კი კვლავ ჩაყო ჩანთაში ხელი
და სინი და პურის საჭრელი დანაც ამოაყოლა. ელისი განცვიფრებუ-
ლი უყურებდა, ვერ გაეგო, როგორ ჩაეტია შიგ ეს ყველაფერი. აქ რა-
ღაც ოინიაო, გაიფიქრა.
ამასობაში მათთან ლომიც მივიდა. არაქათგამოცლილი ჩანდა
და თვალები წარამარა ებლიტებოდა.
‒ რა არის ეს? ‒ იკითხა გულგრილად და ზლაზვნით მიაბრუნა
ელისისკენ თავი. მისი ბოხი და ყრუ ხმა ვეება ზარის გუგუნივით
ჟღერდა.
‒ ოო, გაინტერესებს, რა არის, ხომ? ‒ ხალისით შესძახა ჰუნერ-
ქოსანმა, აბა, გამოიცან, თუ ბიჭი ხარ! მეც კი ვერ შევძელი!
ლომმა ზანტად მიაპყრო თვალი ელისს.
‒ რა… ხარ… შენ? ‒ ჰკითხა, თან ყოველ სიტყვას მთქნარებას
აყოლებდა, ‒ ცხოველი?.. ბოსტნეული?.. თუ მინერალი?
‒ რა არის და ზღაპრული ურჩხულია! ‒ იყვირა ჰუნერქოსანმა

99
ისე სასწრაფოდ, რომ ელისს სიტყვაც აღარ აცალა.
‒ ჰოდა, ჩამოატარე ვაშლის ღვეზელი, ურჩხულო! ‒ უბრძანა
ლომმა, თვითონ მიწაზე წამოგორდა და ნიკაპი თათებზე ჩამოიდო.
‒ დასხედით, თქვენ ორნიც! ‒ მიუბრუნდა მეფესა და ჰუნერქო-
სანს, ‒ და თვალი გეჭიროთ, რომ ღვეზელი სამართლიანად განა-
წილდეს!
მეფეს აშკარად არ სიამოვნებდა ლომსა და ჰუნერქოსანს შორის
ჯდომა, მაგრამ სხვა ადგილი მისთვის იქ არ მოინახა.
‒ ახლავე ხომ არ გაგვემართა ერთი კაი ბრძოლა, ‒ თქვა ჰუნერ-
ქოსანმა და ეშმაკურად გადახედა მეფეს, ‒ რაღას ვუცადოთ, გვირ-
გვინიც აქაა და ჩვენც?!
ამის გამგონე საბრალო მეფე ისე აცახცახდა, რომ კინაღამ თავი-
დან გადმოუვარდა ეს გვირგვინი.
‒ ცალი ხელით მოვიგებდი ამ შერკინებას, ‒ დაიქადნა ლომმა.
‒ რაღაც ეჭვი მეპარება, ‒ მიუგო ჰუნერქოსანმა.
‒ შენ არ იყავი, კუდით ქვა რომ გასროლინე მთელ ქალაქში, შე
ცინდალო, შენა?! ‒ გახელებით დაიბრდღვინა ლომმა და წამოიმარ-
თა.
ჩხუბი რომ არ აგორებულიყო, მეფემ გადაწყვიტა, ჩავერევიო.
ძალიან აღელვებული ჩანდა.
‒ რაო, მთელ ქალაქში? ‒ ჩაეკითხა ხმის კანკალით,‒ კარგა მან-
ძილი კი გამოგივლიათ, ჩემმა მზემ! ბაზრის მოედანი გადმოჭერით?
ალბათ ძველ ხიდზეც გადმოიარეთ, ხომ? ოო, ძველი ხიდიდან შე-
უდარებელი ხედი იშლება!
‒ არ ვიცი, არ ვიცი, ‒ ჩაიბურდღუნა ლომმა და ისევ დაწვა, ‒ იქ
იმისთანა ბუღი იდგა, ვერაფერს გაარჩევდი.‒ნეტა კიდევ რამდენ
ხანს მოანდომებს ეს ურჩხული ვაშლის ღვეზლის დაჭრას?
ამ დროს ელისი პატარა ნაკადულის პირას იჯდა, ღვეზლიანი დი-
დი სინი მუხლებზე დაედო და გამალებით უსვამდა დანას.
‒ ვერაფერი გამიგია, ‒ გამოეპასუხა ლომს (ამასობაში თითქოს
შეეჩვია კიდეც, „ურჩხულს“ რომ უძახდნენ), ‒ ვჭერი, ვჭერი, მაინც
ვერ გავჭერი. ნაჭრები ისევ შეეზარდა ერთმანეთს!

100
‒ უბრალოდ, შენ ჯერ არ იცი, რა უნდა უყო სარკისმიღმურ ღვე-
ზელს, ‒ შენიშნა ჰუნერქოსანმა, ჯერ უნდა ჩამოატარო, მერე დაჭ-
რა.
ელისს ეს უაზრობად მოეჩვენა, მაგრამ მაინც მორჩილად ჩამოა-
ტარა სინი და ღვეზელიც თავისით გაიყო სამ ნაჭრად.

გოგონა ცარიელი სინით ხელში თავის ადგილას დაბრუნდა.


‒ ახლა კი დაჭერი! ‒ გასცა ბრძანება ლომმა.
ელისი დაიბნა, დანა კი მოიმარჯვა, მაგრამ აღარ იცოდა, რა ექ-
ნა.
‒ არა, ეს უსამართლობაა! ‒ წამოიძახა ჰუნერქოსანმა, ‒ ურ-
ჩხულმა ლომს ორჯერ უფრო დიდი წილი შეახვედრა, ვიდრე მე!
‒ სამაგიეროდ თავისთვის არაფერი გადაუღია, ‒ შეეპასუხა ლო-
მი, ‒ურჩხულო, გიყვარს ვაშლის ღვეზელი?

101
ელისმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, ვინაიდან უცებ საიდანღაც
ვერ გაარკვია, საიდან დოლ-დაფდაფების ხმა მოისმა. გრიალი თან-
დათან მატულობდა და მალე ირგვლივ ყველაფერი აზანზარდა მი-
წაცა და ჰაერიც. ელისმა იგრძნო, რომ კიდევ ცოტაც და, დაყრუება
არ ასცდებოდა. შიშით ატანილი წამოხტა ფეხზე, ისკუპა და გადაევ-
ლო პატარა ნაკადულს. ჰაერში მყოფმა ბოლოს იმის დანახვაღა მო-
ასწრო, თუ როგორ წამოიმართნენ ლომი და ჰუნერქოსანი გულმო-
სულები იმის გამო, რომ ნადიმობა შეაწყვეტინეს. ელისი მუხლებზე
დაეცა და ყურებზე ხელისგულები აიფარა; ამაოდ სცადა, როგორმე
ჩაეხშო ეს გამაყრუებელი ხმაური.
„თუ ამითაც ვერ შეძლებენ ქალაქიდან მათ გაძევებას, გაივლო
გულში, მაშინ საშველი არ ყოფილა და ვეღარასოდეს გააძევებენ!“

102
თავი VIII

ეს ჩემი საკუთარი გამოგონებაა

მცირე ხანში ხმაური თანდათან მიწყდა, ბოლოს კი ისეთი სამა-


რისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ელისი, ცოტა არ იყოს, შეშინდა,
კისერი წაიგრძელა და მიიხედ-მოიხედა. ვერავინ რომ ვერ დაინახა,
იფიქრა, ნეტა სულაც ხომ არ დამესიზმრნენ ლომიც, ჰუნერქოსანი-
ცა და შერეკილი ანგლოსაქსი მალემსრბოლებიცო. მაგრამ იქვე შე-
ამჩნია, რომ ფერხთით ჯერ კიდევ ედო ის დიდი სინი, რაზეც ცოტა
ხნის წინ ვაშლის ღვეზლის დაჭრას ცდილობდა.
‒ მაშასადამე, ყველაფერი ცხადში მომხდარა და არაფერი დამ-
სიზმრებია,‒ დაასკვნა დანანებით, თუკი… თუკი ჩვენ ყველანი ერ-
თსა და იმავე სიზმარში არ ვიმყოფებით. ასეთ შემთხვევაში დიდი
იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი სიზმარია და არა შავი მეფისა!
‒ არ მინდა ვიღაც სხვის სიზმარში არსებობა! ‒ დაიწუწუნა ელის-
მა, ‒ ახლავე მივალ და მეფეს გავაღვიძებ. ვნახოთ, ერთი, ვინ ვის
ესიზმრება!
მაგრამ ამ ფიქრებში მყოფი უეცრად ხმამაღალმა შეძახილმა გა-
მოარკვია:
‒ ჰეი! სდექ! ქიში! ქიში!
ელისმა თავი ასწია და დაინახა შავი ჯავშნით შემოსილი მხედა-
რი, რომელიც მისკენ მოაჭენებდა ცხენს და ვეებერთელა კომბალს
იქნევდა თავზემოთ. როგორც კი ელისს გაუსწორდა, ცხენი შედგა
და გაქვავდა.
‒ შენ ჩემი ტყვე ხარ! ‒ შესძახა მხედარმა და ძირს გადმოეშვა.
ელისი შეკრთა. თუმცა იმდენად არ შეშინებია, რამდენადაც ამ
უბედური მხედრის ვარდნამ შეაშფოთა. მხედარი წამოდგა და ცხენ-
ზე ასვლას შეუდგა, ელისმა კი თანაგრძნობით სავსე მზერა მიადევ-
ნა. ბოლოს, როგორც იქნა, შავი მხედარი მყარად მოთავსდა უნა-
გირზე და კვლავ წამოიწყო:

103
‒ შენ ჩემი ტყვე …
სიტყვის დამთავრება კი აღარ დასცალდა, ვინაიდან ისევ მოისმა
ვიღაცის შეძახილი:
‒ ჰეი! სდექ! ქიში! ქიში!
ელისმა გაკვირვებით მიაბრუნა თავი ახალი მტრის მოლოდინ-
ში.
ამჯერად ეს თეთრი მხედარი აღმოჩნდა. ისიც მთელი სისწრაფით
მიეჭრა ელისს, ერთბაშად შეაყენა ცხენი და ძირს გაადინა ზღართა-
ნი ზუსტად ისევე, როგორც შავმა მხედარმა. მას მერე, რაც ისიც
აფოფხდა უნაგირზე, მხედრებმა ცხენები დაუპირდაპირეს და თვა-
ლი თვალში გაუყარეს ერთმანეთს. კარგა ხანს იდგნენ ასე, კრიჭა-
შეკრულნი. დაბნეული ელისი თვალებს აცეცებდა ხან ერთს შეხე-
დავდა, ხან მეორეს.
‒ეს ქალწული მე დავატყვევე, ‒ როგორც იქნა, მდუმარება და-
არღვია შავმა მხედარმა.
‒ დიახ, მაგრამ შემდეგ მე გამოვცხადდი და გავათავისუფლე,‒
არ დაუთმო თეთრმა.
‒კეთილი და პატიოსანი, დაე სამართლიანმა ორთაბრძოლამ
გადაწყვიტოს, თუ ვის შეხვდება ტყვე, ‒ ბრძანა შავმა მხედარმა,
უნაგირიდან ჩამოიხსნა ცხენის თავის მოყვანილობის მუზარადი და
თავზე ჩამოიფხატა.
‒„შერკინების წესების “სრული დაცვით ვიბრძოლებთ,ხომ? ‒
ჰკითხა თეთრმა მხედარმა და თვითონაც ჩამოიმხო თავზე ისეთივე
მუზარადი.
‒ რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ასე ვიბრძვი ხოლმე, ‒ იწყინა შავმა
მხედარმა.
ამის შემდეგ მათ ისეთი გაშმაგებით დასცხეს ერთმანეთს, რომ
ელისი ყოველი შემთხვევისთვის გაერიდა იქაურობას და ერთ დიდ
ხეს ამოეფარა.
„საინტერესოა, რა არის ეს მათი „შერკინების წესები“, გაიფიქ-
რა, თან გაუბედავად გამოიჭყიტა თავისი სამალავიდან, რათა ორ-
თაბრძოლის მიმდინარეობისთვის მიედევნებინა თვალი, უმთავრე-

104
სი წესი, ეტყობა, ის არის, რომ თუ ერთი მხედარი მოქნეულ კომ-
ბალს მეორეს მოახვედრებს, ცხენიდან ჩამოაგდებს მას; ხოლო თუ
ააცდენს, თვითონ გადმოვარდება. მეორე წესის მიხედვით კი, ეტყო-
ბა, კომბლები იღლიაში უნდა ჰქონდეთ ამოჩრილი პანჩისა და ჯუ-
დის მსგავსად. უჰ, რა საშინელი რახუნი გააქვთ, როცა ძირს ენარ-
ცხებიან! გეგონება, რკინის დიდი ტაშტები მიახეთქეს ერთმანეთსო!
ერთი ამათ ცხენებსაც დამიხედეთ, ყურსაც რომ არ იბერტყავენ!
მხედრები გადმოცვივდებიან, კვლავ შემოასხდებიან ზურგზე, ესენი
კი ფეხს არ იცვლიან, თითქოს ცხოველები კი არა, მაგიდები იყვნენ!“

105
კიდევ ერთი წესი, რომელიც ელისს გამოეპარა, ის იყო, რომ რო-
ცა კი რომელიმე მხედარი ცხენიდან გადმოფრინდებოდა, აუცილებ-
ლად თავით ეცემოდა. ორთაბრძოლა სწორედ ასე დასრულდა:
ორივე მხედარი ერთდროულად დაასკდა თავით მიწას. ცოტა ხანს
გაუნძრევლად იწვნენ გვერდი-გვერდ, მერე ერთდროულად წამოდ-
გნენ და ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. ამის შემდეგ შავი მხედარი
ცხენს შემოაჯდა და გაქუსლა, თეთრი მხედარი კი ელისს მიუახლოვ-
და.
‒ რას იტყვი, სახელოვანი გამარჯვება მოვიპოვე, ხომ? ‒ ჰკითხა
ქოშინით.
‒ რა ვიცი, ‒ დაეჭვებით მიუგო გოგომ, ‒ თუ შეიძლება, ნუ და-
მატყვევებთ. მე დედოფალი მინდა გავხდე.
‒გახდები კიდეც, ‒ დააიმედა თეთრმა მხედარმა, ‒ ოღონდ ჯერ
შემდეგი ნაკადული უნდა გადალახო. მე ტყის პირამდე მიგაცილებ,
მერე კი უკან უნდა დავბრუნდე. ასეთი სვლა მაქვს.
‒ დიდი მადლობა, ‒ უთხრა ელისმა, ‒ მუზარადის მოხდაში ხომ
არ შეგეშველოთ? ‒ დაამატა, როცა დაინახა, რომ მხედარი ამ საქ-
მეს დაუხმარებლად თავს ვერ აბამდა. ელისიც დიდხანს ეწვალა,
მაგრამ ბოლოს მაინც იყოჩაღა და გამობერტყა მხედარი მუზარადი-
დან.
‒ უჰ, ახლა კი შეიძლება თავისუფლად ამოისუნთქოს კაცმა! ‒ წა-
მოიძახა თეთრმა მხედარმა, ორივე ხელით გაისწორა აბურძგნილი
თეთრი თმა და ელისს მიუტრიალდა. კეთილი სახე და დიდრონი,
თვინიერი თვალები ჰქონდა
ელისმა გაიფიქრა, ცხოვრებაში არ მინახავს ამისთანა უცნაური
შესახედაობის მეომარიო.
მხედარს თუნუქის ფირფიტებისგან აწყობილი ჯავშანი ეცვა, რო-
მელიც ძალიან ცუდად ადგა ტანზე. ზურგზე თავდაღმა ეკიდა უცნაუ-
რი მოყვანილობის მომცრო ხის კოლოფი, რომლის ახდილი სახუ-
რავი თავისუფლად ქანაობდა ანჯამებზე. ელისი დიდი ცნობისმოყ-
ვარეობით დააცქერდა მას.
‒ ვხედავ, თვალი ვერ მოგიწყვეტია ჩემი პატარა ზარდახშისთვ-

106
ის, ‒ უთხრა მხედარმა გულითადად, ‒ ჩემი საკუთარი გამოგონე-
ბაა. ბუტერბროდებისა და ტანსაცმლის შესანახად ვიყენებ. თავდაღ-
მა კი, იცი, რატომ მიკიდია? წვიმის წყალი რომ არ ჩავიდეს შიგ.
‒ შიგ, შესაძლოა, მართლაც არაფერი ჩავიდეს, მაგრამ გარეთ
კი ყველაფერი ადვილად გამოიყრება, ‒ სიტყვა შეაპარა ელისმა, ‒
ალბათ იცით, კოლოფი რომ თავახდილია.
‒ არა, ეგ არ ვიცოდი, ‒ ჩაილაპარაკა მხედარმა და სახეზე იმედ-
გაცრუება გამოეხატა, ‒ მართლაც, ყველაფერი გარეთ გადმოცვე-
ნილა! ცარიელ ზარდახშას კი რა თავში ვიხლი?!
ეს რომ თქვა, თან კოლოფი ჩამოიხსნა და ის-ის იყო, ბუჩქებში
უნდა მოესროლა, რომ უცბად სახე გაუნათდა, თითქოს რაღაც აზრმა
გაუელვაო, და ფრთხილად ჩამოკიდა კოლოფი ხის ტოტზე.
‒ ხომ მიხვდი, რატომ ვქენი ასე? ‒ ჰკითხა ელისს.
გოგონამ უარის ნიშნად თავი გაიქნია.
‒ თუ, ვინიცობაა, ფუტკრები შიგ დაბუდებას მოინდომებენ, თაფ-
ლი მექნება.
‒ კი მაგრამ, თქვენ ხომ უკვე გიკიდიათ უნაგირზე ფუტკრის სკა…
თუ რაღაც მაგდაგვარი?! ‒ შენიშნა ელისმა.
‒ ჰოო, ეს მართლაც შესანიშნავი სკაა! არა მგონია, ვინმეს უკე-
თესი გააჩნდეს. მაგრამ, იცი, რატომღაც დღემდე ჯერ ერთი ფუტკა-
რიც არ გაჰკარებია, ‒ ჩაიბუტბუტა თეთრმა მხედარმა დანანებით, ‒
აგერ, კიდევ, სათაგურიც მაქვს, მაგრამ არც თაგვები ჭაჭანებენ… მე
მგონი, ფუტკრები იმიტომ არ მოდიან, რომ თაგვების ეშინიათ. ანდა
პირიქით თაგვებს ეშინიათ ფუტკრების… არ ვიცი.
‒ კი გავიფიქრე, ეს სათაგური ნეტა რაში გამოადგებამეთქი, ‒
უთხრა ელისმა, ‒ ძნელად წარმოსადგენია, ცხენის ზურგზე თაგვებ-
მა დაიბუდონ.
‒ დიახ,ძნელად, მაგრამ მაინც წარმოსადგენია, ‒ თქვა მხედარ-
მა, ‒ ჰოდა, თუ ასე მოხდა, სულ არ მეამება, ჩემს თავზე თაგვებმა
ინავარდონ… იცი, მე რა აზრის ვარ? ‒ დაამატა ხანმოკლე დუმილის
შემდეგ, ‒ კაცი ცხოვრების ყველა შემთხვევას სათანადოდ აღჭურვი
ლი უნდა შეეგებოს. აი, ჩემს ცხენს დახედე კანჭებზე. ეს დამცავი სა-

107
ლტეები მე შემოვარტყი.
‒ მერედა, რისთვის? ‒ დაინტერესდა გოგონა.

‒ ზვიგენმა რომ ვერ უკბინოს, ‒ უპასუხა მხედარმა, ‒ ეს ჩემი სა-


კუთარი გამოგონებაა.‒ შენს გაზრდას, ხელი შემაშველე, ცხენზე
რომ შემოვჯდე. ტყის პირამდე მიგაცილებ, მერე კი… ეს სინი რის-
თვისაა?
‒ ვაშლის ღვეზელი იდო ზედ, ‒ მიუგო ელისმა.
‒ მოდი, თან გავიყოლოთ, ‒ უთხრა მხედარმა, ‒ ვაშლის ღვეზ-

108
ელს თუ წავაწყდებით სადმე, უსათუოდ გამოგვადგება. მომეშველე,
აბგაში ჩამადებინე.
ამ საქმემ საკმაოდ დიდი დრო წაიღო. ელისს მაგრად ეჭირა
ხელში ფართოდ პირმოხსნილი აბგა, მაგრამ მხედარი ისეთი მოუქ-
ნელი იყო, რომ თავიდან, სინის ჩადების მაგივრად, შიგ რამდენჯერ-
მე თვითონ ჩავარდა.
‒ უუფ, ძლივს არ ჩაეტია! ‒ თქვა ბოლოს, მას მერე, რაც იმარ-
ჯვეს და სინი აბგაში ჩატენეს, ‒ მართალია, ბლომად შანდლები კი
მიყრია შიგ…
მხედარმა აბგა უნაგირზე გადაიკიდა, სადაც უკვე ჩამოეკონწია-
ლებინა სტაფილოს კონები, ბუხრის ქარცახები, უთოები და მრავა-
ლი სხვა ხარახურა.
‒ ერთი ეს მითხარი, დღეს თმა კარგად გაქვს მიმაგრებული? ‒
ჰკითხა მხედარმა, როდესაც ისინი გზას გაუდგნენ.
‒ ჩვეულებრივად, ‒ ღიმილით მიუგო ელისმა, ‒ როგორც ყო-
ველთვის.
‒ ვაითუ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს, ‒ შეშფოთდა მხედარი,‒
აქ იმისთანა მძაფრი ქარები იცის ხოლმე, აი… როგორ გითხრა,ძმა-
რივით მძაფრი, და თუ დაგიბერა, შეიძლება თმა თმაზე აღარ დაგი-
ტოვოს.
‒ ალბათ უკვე გამოგონილი გექნებათ ისეთი საშუალება, ქარიან
ამინდში თმას ჩამოშლისგან რომ დაიცავს, ხომ?‒ ჰკითხა ელისმა.
‒ ჯერ არა,‒ თავი გაიქნია მხედარმა, ‒ სამაგიეროდ, მე ისეთი
საშუალება გამოვიგონე, რომელიც თმას ჩამოცვენისგან დაიცავს.
‒ მართლა? და რა არის?
‒ ჯერ სადმე სწორი ჯოხი უნდა მონახო, ‒ დაიწყო მხედარმა, ‒
თავზე გამართულად დაიდგა და თმა შემოახვიო, აი, სურო რომ ეხ-
ვევა, იმდაგვარად. მორჩა და გათავდა, თმა ქვემოთ ვეღარ ჩამოც-
ვივდება! ზემოთ კი, მოგეხსენება, ბუნებაში არაფერი ცვივა! აი, ეს
არის ჩემი გამოგონების არსი! შეგიძლია შენს თავზე გამოსცადო,
თუ მოგინდება.
ელისმა გაიფიქრა, დიდი ვერაფერი გამოგონებააო, თქმით კი

109
აღარაფერი უთქვამს. ცოტა ხანს ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას.
თუმცა დროდადრო გაჩერებაც უწევდა, რათა მიშველებოდა საბრა-
ლო მხედარს, რომელსაც ნამდვილად ვერ ეტყოდი კარგ ცხენო-
სანს.
რა დროსაც ცხენი შედგებოდა (ის კი ამას წარამარა შვრებოდა),
მხედარი წაღმა მიფრინავდა, ხოლო როცა ცხენი კვლავ დაიძვროდა
(რასაც, როგორც წესი, უეცარი, მკვეთრი მოძრაობით აკეთებდა),
მხედარი უკუღმა ყირავდებოდა. სხვა დროს კი საკმაოდ ყოჩაღად
ეჭირა თავი, თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევებს, როცა ხან მარჯვნივ
გადაეშვებოდა, ხან კი მარცხნივ; თანაც მაინცდამაინც იმ მხარეს
ვარდებოდა, სადაც ელისი მიდიოდა. გოგონა მალე მიხვდა, რომ
სწორად მოიქცეოდა, თუ ცხენისგან ცოტა მოშორებით ივლიდა.
‒ გეტყობათ, ცხენით სიარულის დიდი გამოცდილება არ უნდა
გქონდეთ, ‒ ფრთხილად შეჰბედა ელისმა მხედარს, როცა მეხუთედ
მაინც შემოსვა ცხენზე.
მხედარს სახეზე დიდი გაკვირვება და ოდნავი ნაწყენობაც კი გა-
მოეხატა.
‒ ეგ რამ გაფიქრებინა?! ‒ იკითხა მას მერე, რაც რის ვაივაგლა-
ხით აფოფხდა უნაგირზე, თან ცალი ხელით თმაში ჩააფრინდა ელი-
სს, საპირისპირო მხარეს რომ არ გადავარდნილიყო.
გამოცდილი ცხენოსნები იშვიათად ცვივიან ცხენიდან, უთხრა
ელისმა.
მე ხშირად მიწევს ცხენით სიარული, თქვა მხედარმა უაღრესად
სერიოზული გამომეტყველებით, ძალიან, ძალიან ხშირად!
ელისი ოდნავ დაიბნა.
მართლა?! ჰკითხა რაც შეეძლო გულითადად, რაკი სხვა სათქმე-
ლი ვეღარ მონახა.
მხედარმა პასუხი აღარ გასცა და რამდენიმე ხანს ისინი ჩუმად
მიუყვებოდნენ ბილიკს. მხედარს თვალები დაეხუჭა და თავისთვის
რაღაცას ლუღლუღებდა, ელისი კი შეშფოთებით ადევნებდა თვალს
და ყოველ წამს ელოდა მის მორიგ ვარდნას.
‒ ცხენოსნობის დიადი ხელოვნების თავიდათავი იმაში მდგომარ-

110
ეობს, ‒ უეცრად ხმამაღლა შესძახა მხედარმა და მედიდურად გაიქ-
ნია ჰაერში მარჯვენა ხელი, ‒ რომ ჯეროვნად…
აქ კი ისევე ერთბაშად დადუმდა, როგორც ალაპარაკდა, ვინაი-
დან თავდაღმა წამოვიდა ცხენიდან და გაიჭიმა ბილიკზე ზედ ელისის
ფეხებთან. ამჯერად გოგონა მართლა ძალიან შეშინდა.
‒ ხომ არაფერი მოიტეხეთ? ‒ ჰკითხა თანაგრძნობით და ფეხზე
წამოაყენა.
‒ არა, ისეთი არაფერი, ‒ მიუგო მხედარმა ისე უზრუნველად,
თითქოს ორიოდე ნეკნის მოტეხილობა სათვალავში მისაღებად არც
კი მიაჩნდა.
‒ ჰოდა, როგორც ვამბობდი, ‒ გააგრძელა მხედარმა, როცა
კვლავ შემოჯდა ცხენზე, ‒ ცხენოსნობის დიადი ხელოვნების თავი-
დათავი იმაში მდგომარეობს, რომ ჯეროვნად ფლობდე წონასწო-
რობის შენარჩუნების საიდუმლოს. აი, შემომხედე…
იმის საჩვენებლად, თუ რას გულისხმობდა, მხედარმა სადავე გა-
დააგდო, ფართოდ გაშალა ხელები და ახლა უკვე გულაღმა გაიშ-
ხლართა ცხენის ჩლიქებთან.
‒ მე ხშირად მიწევს ცხენით სიარული, გაუჩერებლად ბუტბუტებ-
და მხედარი, სანამ ელისი ფეხზე დადგომაში ეხმარებოდა, ძალიან,
ძალიან ხშირად!
ამჯერად გოგონამ ვეღარ მოითმინა და წამოიძახა:
‒ არა, ეს ხომ სასაცილოა და მეტი არაფერი! თქვენ ბორბლებიან
ხის ცხენზე უნდა დაგსვათ კაცმა და არა ნამდვილზე!
‒ რატომ? უფრო თანაბარი სვლა აქვს? ‒ გამოცოცხლდა მხედა-
რი, თან ორივე ხელით მაგრად შემოეხვია ცხენს ყელზე. დროულად
მოასწრო, თორემ წამიც და კვლავ თავით გადმოეშვებოდა.
‒ ნამდვილ ცხენს ვერც კი შეადარებ, ‒ ჩაიფხუკუნა ელისმა,
თუმცა კი ძალიან შეეცადა, არ გასცინებოდა.
‒ აუცილებლად შევიძენ ჩემთვის ერთ მაგისთანა ცხენს, ‒ და-
ფიქრებით ჩაილაპარაკა მხედარმა, ‒ იქნებ ორსაც… ან… რამდენი-
მეს.
საუბარში პაუზა ჩამოვარდა. ცოტა ხანში მხედარმა ისევ განაგრძო:

111
‒ იცი, მე გამომგონებლობის დიდი ნიჭით ვარ დაჯილდოებული.
ალბათ შენიშნე, ბოლოს, როცა ფეხზე მაყენებდი, თუ რა ღრმა ფიქ-
რებში ვიყავი წასული.
‒ დიახ,ერთობ ჩაფიქრებული იერი გქონდათ, ‒ დაუდასტურა
ელისმა.
‒ჰოდა, სწორედ იმ მომენტში კედელზე გადავლების ახალი ხერ-
ხი გამოვიგონე. გინდა გითხრა, რა ხერხია?
‒ დიახ, რა თქმა უნდა, ‒ თავაზიანად უპასუხა ელისმა.
‒ როგორც თავად იხილე, სულ ოდნავ ვიმტვრიე თავი, სანამ ამ
აღმოჩენამდე მივიდოდი, ‒ მიაყარა მხედარმა, ‒ თავიდანვე ასე
განვსაჯე: „თავიდათავი სირთულე ფეხებშია. თავი თავისთავად ზე-
მოთ მდებარეობს. ამიტომ თავდაპირველად თავს შემოდებ კედლის
თავზე. ანუ, თავი უკვე გადასულია!.. ასეა ხომ?! ამის შემდეგ დგები
თავზე, ანუ ახლა ფეხებიც საკმარისად მაღლა გაქვს აწეული ჰაერში.
ხომ მეთანხმები? ბოლოს კი ჰოპლა! დახტები ძირს და თავისუფალი
ხარ! აი ასე!
‒ დიახ, თუ ყოველივე ამას მოახერხებ, მართლაც დახტები კედ-
ლის მეორე მხარეს, ‒ თქვა ელისმა მცირეოდენი ფიქრის შემდეგ, ‒
მაგრამ, არ გგონიათ, რომ ეს საკმაოდ რთული საქმე იქნება?
‒ ჯერ არ მიცდია, ‒ შეფიქრიანებული გამომეტყველებით მიუგო
მხედარმა, ‒ ამიტომ დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება გამიჭირდება.
თუმცა, ვშიშობ, შენ მართალს ამბობ და მთლად იოლი მართლაც არ
უნდა იყოს.
ამ აზრმა მხედარი ისე დაანაღვლიანა, რომ ელისმა სასწრაფოდ
შეცვალა საუბრის თემა.
‒ რა საინტერესო მუზარადი გაქვთ, ‒ უთხრა მხიარულად, ‒
ეგეც თქვენი გამოგონებაა?
მხედარმა ამაყად დახედა უნაგირზე ჩამოკიდებულ მუზარადს და
უპასუხა:‒ დიახ, მაგრამ მე კიდევ ერთი, ამაზე ბევრად უკეთესი
მაქვს გამოგონილი: ძაბრის მოყვანილობისაა, გრძელი და ბოლო-
ში წაწვეტებული. ჰოდა, როცა თავზე მეხურა და ცხენიდან ვვარდე-
ბოდი, მისი წვერი პირდაპირ მიწას ებჯინებოდა ხოლმე. ამიტომაც

112
ამ დროს თითქმის აღარ მიწევდა ჰაერში ფრენა. თუმცა, მართალი
გითხრა, ერთი ნაკლიც ჰქონდა შეიძლებოდა შიგ ჩავვარდნილიყა-
ვი. ერთხელ ასეც დამემართა. მაგრამ ამას კიდევ რა უჭირდა, უარე-
სი ის იყო, რომ სანამ იქიდან გამოძრომას მოვახერხებდი, მეორე
თეთრი მხედარი გამოტყვრა, დაავლო ხელი ჩემს მუზარადს და თავ-
ზე ჩამოიცვა. წარმოგიდგენია?.. თავისი ეგონა!
ამ ამბავს მხედარი ისეთი შთაგონებული სახით ჰყვებოდა, რომ
ელისმა გაცინება ვერ გაბედა.
‒ ალბათ როგორ ეტკინებოდა, ზედ კინკრიხოზე თუ დააწექით! ‒
შენიშნა გოგონამ და პირზე ხელი აიფარა, ფრუტუნი რომ არ წას-
ცდენოდა.
‒ წიხლი ვკარი, სხვა რა გზა მქონდა?! ‒ განაგრძო მხედარმა სე-
რიოზული გამომეტყველებით, ‒ და მაშინღა მოისაზრა, რომ მუზა-
რადი უნდა მოეხადა. შემდეგ კი ვინ მოთვლის, რამდენ საათს მეჯაჯ-
გურა, სანამ იქიდან გამომათრევდა. კაი ღამე არ დაადგა იმ საბრა-
ლოს…
‒ მე მგონი, „კაი დღე“ ითქმის და არა „კაი ღამე“, ‒ გაუსწორა
ელისმა.
მხედარმა თავი გაიქნია.
‒ დამიჯერე, კაი ღამე იყო დამდგარი, როცა ამ საქმეს მორჩა! ‒
თქვა, ‒ თან აღელვებისგან მაღლა აღაპყრო ხელები. ნეტა არ ექნა
იმწამსვე უნაგირიდან გადმოგორდა და თავით ჩაეშვა ღრმა
თხრილში.
ამჯერად ელისისთვის მოულოდნელი გამოდგა მხედრის ესოდენ
უეცარი და მძიმე ვარდნა ის ხომ საკმაოდ ყოჩაღად იჯდა ცხენზე ბო-
ლო რამდენიმე წუთის განმავლობაში. გოგონამ სასწრაფოდ მიირ-
ბინა თხრილთან იმის შიშით, ვაითუ ძლიერ დაშავდაო. როცა ღრმა
ორმოდან ამოჩრილი მარტო ფეხები დაინახა, ძალიან შეშფოთდა,
მაგრამ მალევე შემოესმა, რომ მხედარი განაგრძობდა თავისთვის
უდარდელად ბუტბუტს, და გულზე მოეშვა.
‒კაი ღამე არ დაადგა.. კაი ღამე, ვითომც აქ არაფერიაო,‒ იმეო-
რებდა მხედარი, ‒ აბა რა ეგონა, სხვის მუზარადს რომ იმხობდა თა-

113
ვზე. შიგ მაინც ჩაეხედა!
‒ როგორ ახერხებთ ასე აუღელვებლად ლაპარაკს, როცა თავი
დაბლა გაქვთ მოქცეული, ფეხები კი მაღლა? ‒ ჰკითხა ელისმა მას
მერე, რაც ფეხებში ჩაავლო ხელი და თხრილიდან ამოათრია.

მხედარს გაკვირვებული სახე გაუხდა ამ შეკითხვის გაგონებაზე:


‒ რა მნიშვნელობა აქვს, სად იმყოფება ჩემი სხეული? მაღლა
მექნება თავი თუ დაბლა, ჩემი ტვინი მაინც გამუდმებით მუშაობს.
და, სხვათა შორის, რაც უფრო თავმდაბალი ხარ კაცი, მით უფრო
ღრმა აზრები გებადება.
‒ ეგ ხომ სულ სხვა სახის თავმდაბლობაა, ‒ შეეპასუხა ელისი.
‒ გარწმუნებ, მე ყველანაირი თავმდაბლობა მახასიათებს, ‒ მი-
უგო მხედარმა, ასეთიც და ისეთიც! მაგრამ ჩემი ყველაზე გონება-
მახვილური გამოგონება მაინც ახალი პუდინგი იყო, ‒ განაგრძო
ხანმოკლე დუმილის შემდეგ, მისი რეცეპტი იმ დროს მოვიფიქრე,

114
როცა წვნიანის შემდეგ ხორციან კერძს შევექცეოდი.
‒ ჰოდა, მზარეულებმაც მოასწრეს და დესერტად დაამზადეს,
ხომ? ‒ წამოიძახა ელისმა, აი, სიმარდეც ამას ჰქვია!
‒ ვერ მოასწრეს დესერტად მისი დამზადება, ‒ ნელა და სიტყვე-
ბის ტკეპნით ჩაილაპარაკა მხედარმა, ‒ ვერა, ვერ მოასწრეს.
‒ მაშასადამე, მეორე დღეს დაამზადებდნენ, ‒ არ მოეშვა ელისი.
‒ არა, არც მეორე დღეს დაუმზადებიათ, ‒ ხმას დაუწია მხედარ-
მა, არ დაუმზადებიათ მეორე დღეს
და თავი ჩაქინდრა.
‒ არა მგონია, ეს პუდინგი ოდესმე დაემზადებინოთ! ‒ მთლად
ჩამქრალი ხმით დაასრულა მან, არა მგონია, ეს პუდინგი ოდესმე
დაამზადონ! და მაინც, ნეტა იცოდე, რა ჭკვიანური გამოგონება იყო!
‒ რა მასალა გჭირდებათ მის დასამზადებლად? ‒ ჩაეკითხა ელი-
სი; ‒ ცდილობდა რამით მაინც გაემხნევებინა საბრალო მხედარი,
რომელიც ძალიან ნირწამხდარი ჩანდა.
‒ ძირითადი შემადგენელი მასალა მელნის საშრობი ქაღალდია,
‒ ამოიხვნეშა მხედარმა.
‒ მაგრამ ეგ ხომ არც ისე გემრიელია…
‒ უმად მართლაც არ არის გემრიელი, ‒ გამოცოცხლდა მხედა-
რი, ‒ მაგრამ ვერ წარმოიდგენ, რა საუცხოო გემო მიეცემა, თუ მო-
ხარშავ და რამერუმეებით შეკმაზავ, მაგალითად, თოფის წამლითა
და ფისით…
ამასობაში ისინი ტყის პირს მიადგნენ.
‒ აქ კი უნდა დაგტოვო, ‒ თქვა მხედარმა.
ელისმა დაბნეული სახით შეხედა მას, ვინაიდან გონება ჯერ ისევ
პუდინგზე ფიქრით ჰქონდა გართული.
‒ მოწყენილი ჩანხარ, ‒ უთხრა მხედარმა თანაგრძნობით, ‒ ნე-
ბა მიბოძე, სიმღერით გაგამხნევო.
‒ ძალიან გრძელია? ‒ ჰკითხა ელისმა: იმ დღეს ხომ მეტისმეტად
ბევრი ლექსის მოსმენა მოუხდა.
‒ გრძელია, თავი დაუქნია მხედარმა, ‒ მაგრამ ძალიან,ძალიან
ლამაზი. ვისაც კი ოდესმე ამ ჩემი სიმღერისთვის ყური დაუგდია, ისე

115
ასჩუყებია გული, რომ აქვითინებულა. თუ არადა…
‒ თუ არადა… რა? ‒ ჩაეკითხა ელისი, ვინაიდან მხედარს მო-
ულოდნელად სიტყვა გაუწყდა.
‒ თუ არადა… არ აქვითინებულა, ცხადია. ერთი სიტყვით, ამ სიმ-
ღერის სათაურს „თევზის თვალი“ ჰქვია.
‒ ანუ ესაა სიმღერის სათაური, ხომ? ‒ სცადა ელისმა თავის და-
ინტერესება.
‒ არა, შენ ვერ გამიგე, ‒ მხედარს ოდნავი მოუთმენლობა დაეტ-
ყო, ‒ აკი გითხარი, ასე მხოლოდ სიმღერის სათაურს ჰქვია-მეთქი.
ხოლო თვითონ სიმღერის სათაური კი გახლავს „ერთი თმათეთრი,
მოხუცი კაცი“.
‒ მაშასადამე,სიმღერას ეს სახელი რქმევია…
‒ არა, არა, სიმღერას სულ სხვა სახელი ჰქვია: „ჩემი გზები“. უბ-
რალოდ ასე ჰქვია, გესმის? მორჩა და გათავდა!
‒ ოჰ, ბოლოს და ბოლოს, რა სიმღერაა, აბა, ეს? ‒ დაიკვნესა უკ-
ვე სულ მთლად თავგზააბნეულმა ელისმა.
‒ აი, სწორედ მაგის სათქმელად გავაღე ახლა პირი, ‒ თქვა მხე-
დარმა, ‒ რა სიმღერაა და: „ღობეზე მჯდარი კაცი“. მელოდიაც პირა-
დად ჩემი მოგონილია.
ამ სიტყვებით ცხენი შეაყენა, სადავე მიუშვა და მიამიტ, კეთილ
სახეზე ნეტარი გამომეტყველებით წამოიწყო სევდიან ჰანგზე სიმღე-
რა. მარჯვენა ხელი კი ნელა ააყოლა სიმღერის ტაქტს.
ელისმა მრავალი საოცრება იხილა სარკისმიღმეთში მოგზაუ-
რობის დროს, მაგრამ ეს სურათი მაინც ყველაზე ცოცხლად შემორ-
ჩა მის მახსოვრობას. წლების შემდეგაც კი გუშინ ნანახივით წარმო-
უდგებოდა ხოლმე თვალწინ მხედრის თვინიერი, ცისფერი თვალები
და კეთილი ღიმილი, მის თმაში გაბნეული ჩამავალი მზის სხივები,
მბზინვარე ჯავშნის თვალისმომჭრელი ელვარება, სადავემიშვებუ-
ლი ცხენი, მშვიდად რომ წიწკნიდა ბალახს ელისის ფერხთით, და
ტყის მუქი, წაგრძელებული ლანდები ზურგს უკან ყოველივე ეს წა-
რუშლელ ხატად ჩაებეჭდა ელისს გონებაში იმ დროს, როცა ხეს მიყ-
რდნობილი იდგა, ცალი ხელით თვალებს იჩრდილავდა და ამ უცნა-

116
ურ წყვილს უმზერდა; თან ძილ-ღვიძილში მყოფი ყურს უგდებდა
მხედრის სიმღერის ნაღვლიან მელოდიას.
‒ეს მუსიკა ადრეც გამიგონია, ‒ ჩაილაპარაკა ელისმა, ‒ და სუ-
ლაც არ არის პირადად მისი მოგონილი.
ამისდა მიუხედავად, ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა და ბოლომ-
დე ყურადღებით მოუსმინა, თუმცა იმდენად კი არ ასჩუყებია გული,
რომ აქვითინებულიყო.

სულ სიმართლეა, განა ზღაპარი


წვრილად გიამბობ ნანახს და განცდილს:
წეღან შემომხვდა ღობეზე მჯდარი,
ერთი თმათეთრი, მოხუცი კაცი.

თქვი, ვინ ხარ, რითი საზრდოობ! ვუხმე,


ბებერო, შენც ხომ გჭირდება ჭამა?!
და გაიარა მისმა პასუხმა
ჩემს თავში, როგორც საცერში წყალმა.

დილით პეპლებზე ვნადირობ ხოლმე,


მომიგო, ჭვავის მაღალ ყანაში;
მერე იმათგან ვამზადებ ომლეტს,
დიდი ჯაფაა, განა თამაში.

შემდეგ ამ პროდუქტს შეისყიდიან


შორეულ წყალთა მეზღვაურები;
თუ საფასურად რამდენს მიხდიან,
ამაზე აღარც გესაუბრებით.

ამ დროს ჩემს ტვინში მომწიფდა აზრი,


რომ შევიღებო მწვანედ ულვაში
და ჩამოვიცვა გოდორი თავზე,
რათა ვერავინ მიცნოს ქუჩაში.

117
და გამიტაცა ამ ფიქრმა ისე,
პასუხი არც კი გავეცი მაშინ.
ვკითხე: მითხარი, თავს რითი ირჩენ?!
და წავუთაქე ღონივრად თავში.

მან მიპასუხა: რა გითხრათ კიდევ?


ჩემს გზებს მივყვები რისკიანს, საშიშს;
და მაშინათვე ცეცხლს წავუკიდებ,
როცა გრილ წყაროს შევხვდები მთაში.

დამწვარი წყლიდან გამოიხდება


საუკეთესო საჭმელი ზეთი;
თუმც გასამრჯელოდ კაპიკი მრჩება,
მაინც რა მეთქმის მადლობის მეტი.

მე კი გამექცა ფიქრი იქითკენ,


როგორ ვიკვებო რძიანი ფლავით,
რათა შევივსო ხორცით დღითი დღე
და სილამაზით მომქონდეს თავი.

შევაჯანჯღარე მაგრად ბერი მე,


ვით სადღვებელში ანჯღრევენ კარაქს.
ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე,
ვუყვირე, კაცო, თავი რით გაგაქვს?!

ვთევზაობ ხოლმე ტბაში მალიმალ,


ღამეებს ვათევ და ვხვდები დილებს.
თუ დავიჭირე, თევზის თვალიდან
მერე ვამზადებ ქურთუკის ღილებს.

და თუმც სულ ნარჩევ საქონელს ვყიდი,


ოქროს ვინ მოგცემს ამ ღარიბ დროში?!

118
გასწიგამოსწი, სულ დიდიდიდი,
ცხრა ცალში დამრჩეს სპილენძის გროში.

ზოგჯერ ვპოულობ ერთ ფინჯან ყავას,


მიწაში ვჩიჩქნი ცომეულ კერძებს,
ხანდახან მაღალ გორაკზე ავალ,
ბალახებს შორის ურმის თვლებს ვეძებ.

ასე ვცოდვილობ. თავის გატანა


ხელოვნებაა არცთუ მარტივი.
ახლა, თუ ნებას მომცემთ, ბატონო,
თქვენს სადღეგრძელოს შევსვამ პატივით!

დადუმდა. მე კი ფიქრი დამეცა


და გადავჭერი პრობლემა დიდი:
როცა ჟანგისგან გინდა დაიცვა,
ღვინოში უნდა მოხარშო ხიდი.

შენმა ნათხრობმა ფრიად მაამა,


ვუთხარი, გმადლობ, ბრძენკაცო, ძველო!
განსაკუთრებით კი იმის გამო,
რომ ღვინო შესვი ჩემს სადღეგრძელოდ.

და დღემდე მის ხვედრს ისე განვიცდი,


ისე მკლავს სევდა მწველი,
საკმარისია მზეზე დავიწვა,
წებოში ჩავყო ხელი,

დილით მარჯვენა ფეხზე ჩავიცვა


მარცხენა ფეხსაცმელი,
ანდა ჭამის დროს ზედ გადავისხა
ხორცის ნახარში ცხელი,

119
ვქვითინებ ხოლმე, ცრემლის მდის ღვარი,
თვალწინ მიდგება ბებერი წყნარი,
ძველი ნაცნობი და მეგობარი,
ვისი არც ვიცი სახელი, გვარი;

ამბებს ჰყვებოდა მთისა და ბარის,


თვალი უკრთოდა ნაღვერდლის დარი,
სახეზე ოფლის ბრწყინავდა ცვარი
და თმას ვერცხლისფერს უწეწდა ქარი.

სიტყვა იცოდა და საუბარი,


თითქოსდა პირში ჩასჩარეს ჩვარი.
თვალებში ედგა ელდა და ზარი,
თანაც ზმუოდა, ვითარცა ცხვარი.

წარვიდა, გაქრა, სიზმრის სადარი


ზაფხულის დილა დაუვიწყარი…
ნეტა რას შვრება, ახლა სად არი
ის ბერიკაცი, ღობეზე მჯდარი?!

მას მერე, რაც ბალადის ბოლო სიტყვები ჩაამთავრა, მხედარმა


სადავეებს მოსწია და ცხენი შეატრიალა
‒ უკან უნდა ვბრუნდე, ‒ უთხრა ელისს, ‒ შენ კი სულ რამდენიმე
ნაბიჯიღა დაგრჩა გასავლელი. ამ გორაკს რომ ჩაათავებ, პატარა
ნაკადულს გადაახტები და დედოფალი გახდები… მაგრამ ჯერ ცოტა
ხანს აქ დაიცადე და თვალი გამომადევნე, კარგი? ‒ დაამატა, როცა
შეატყო, რომ ელისს ერთი სული ჰქონდა, თავის გზას გასდგომოდა,
‒ ეს დიდ დროს არ წაგართმევს. აგერ, იმ მოსახვევს რომ მივუახ-
ლოვდები, ცხვირსახოცი დამიქნიე გამოსამშვიდობებლად! მე მგო-
ნი, ეს გამამხნევებს და სულით აღარ დავეცემი.
‒ რა თქმა უნდა, დავიცდი, ‒ მიუგო ელისმა, ‒ და დიდი მადლო-
ბა, აქამდე რომ გამომაცილეთ… თქვენი სიმღერაც ძალიან მომეწო-

120
ნა.
‒ ვიმედოვნებ, რომ ასეა, ‒ დაეჭვებით თქვა მხედარმა, ‒ ოღო-
ნდ იმდენი ცრემლი კი მაინც არ დაგიღვრია, რამდენსაც მოველო-
დი.
აქ მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მხედარმა ცხენი დაძრა
და აუჩქარებლად გაემართა ტყის სიღრმისკენ. ელისი კი დაპირები-
სამებრ დარჩა და თვალი გააყოლა.
‒ ისე დაასევდიანა საკუთარმა სიმღერამ, რომ მეშინია, მართლა
არ დაეცეს სულით, ‒ ჩაილაპარაკა თავისთვის, ‒ ვაი, უკვე დაეცა!
ოღონდ არა სულით, არამედ ისევ თავით! მაგრამ, ამჯერად ცხენზე
შემოჯდომა ისე ძალიან აღარ გასჭირვებია. მე მგონი, გამოადგა,
უნაგირზე ამდენი ხარახურა რომ უკიდია: ფეხის მოსადები მაინც
აქვს და დატვირთული ცხენიც ვერსად გაექცევა.
ასე მსჯელობდა ელისი და თან თვალს ადევნებდა, თუ როგორ
მიჩაქჩაქებდა ცხენი ნელი ნაბიჯით ბილიკზე, მხედარი კი წარამარა
ვარდებოდა უნაგირიდან: ხან მარჯვნივ, ხანაც მარცხნივ. მეოთხე
თუ მეხუთე ვარდნის შემდეგ ისინი მოსახვევს მიადგნენ და ელისმაც
ცხვირსახოცი დაუქნია მხედარს.
‒ ნეტა ეს ოდნავ მაინც გაამხნევებდეს, ‒ თქვა თავისთვის, შეტ-
რიალდა და გორაკზე ჩაირბინა, ‒ ახლა კი ბოლო ნაკადულიც და
დედოფალი გავხდები! ოჰ, რა შესანიშნავად ჟღერს!
ნაკადულს კი სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა.
აი მერვე უჯრედიც! შესძახა ელისმა სიხარულით, ისკუპა …და
რბილად დაეშვა ხავსივით ფაფუკი ბალახით დაფარულ მდელოზე,
რომელზეც ფერად-ფერადი ყვავილები იყო მობნეული.
‒ როგორ მიხარია, ბოლოს და ბოლოს, აქ რომ აღმოვჩნდი! უჰ,
ეს რაღაა?! ‒ წამოიძახა უცებ და შეშფოთებით მოჰკიდა ხელი რაღაც
ძალიან მძიმე საგანს, სალტესავით რომ შემოკვროდა თავზე. ‒რო-
გორ გაჩნდა ეს ჩემს თავზე ისე, რომ ვერც კი ვიგრძენი? ‒ გაოცებით
ჩაილაპარაკა ელისმა, თან ის ნივთი მოიხსნა და მუხლებზე დაიდო,
რათა უკეთ დაეთვალიერებინა.
მის თვალწინ ოქროს გვირგვინი აბრჭყვიალდა.

121
თავი IX

დედოფალი ელისი

‒ შესანიშნავია! ‒ წამოიძახა ელისმა, ‒ ვერც კი წარმოვიდგენ-


დი, ასე მალე თუ გადავიქცეოდი დედოფლად!.. ‒ ჰოდა, იცით, რას
გეტყვით, თქვენო უდიდებულესობავ?! ‒ დაამატა მკაცრი ხმით (ამ
უცნაურ გოგონას სჩვეოდა ზოგჯერ საკუთარი თავის დატუქსვა), ‒
სულაც არ შეგშვენით ბალახზე წამოკოტრიალება. დედოფლებს
ღირსეულად უნდა ეჭიროთ თავი!
ამ სიტყვებით ფეხზე წამოდგა და მდელოზე გაიარ-გამოიარა. თა-
ვიდან ცოტა კისერგაშეშებული დადიოდა ეშინოდა, კინკრიხოდან
გვირგვინი არ ჩამომვარდესო; მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ გარ-
შემო მისი დამნახველი სულიერი არ ჭაჭანებდა, გული მოეცა.
‒ თუ მართლა დედოფალი გავხდი, ‒ ჩაილაპარაკა და ისევ ძირს
დაჯდა, ‒ ცოტა ხანში გვირგვინის ტარებასაც მშვენივრად მოვახერ-
ხებ.
იმ დღეს ყველაფერი ისე უჩვეულოდ მიდიოდა, რომ ელისს სუ-
ლაც არ გაჰკვირვებია, როცა უცებ აღმოაჩინა, თურმე აქეთ-იქიდან
გვერდით ამოსხდომოდნენ დედოფლები: თეთრიცა და შავიც. კინა-
ღამ ჰკითხა, აქ საიდან გაჩნდითო, მაგრამ უზრდელობაში რომ არ
ჩამორთმეოდა, თავი შეიკავა. ბოლოს გადაწყვიტა, იმას მაინც გა-
მოვარკვევ, ჭადრაკის ხელი დამთავრდა თუ არაო.
‒ მაპატიეთ, ხომ ვერ მეტყოდით… ‒ წამოიწყო მან და მორიდე-
ბით გადახედა შავ დედოფალს.
‒ მაშინ დაილაპარაკე, როცა დაგელაპარაკებიან! ‒ მკვახედ მო-
უჭრა დედოფალმა.
‒ მაგრამ ყველა რომ ასე მოიქცეს… ‒ სიტყვა შეუბრუნა ელისმა,
რომელსაც არასოდეს ეზარებოდა მცირე კამათში ჩაბმა, ‒ თუ შენ

122
მხოლოდ მას მერე დაილაპარაკებ, რაც სხვა დაგელაპარაკება, ხო-
ლო ის კი სულ შენ დაგითმობს პირველ სიტყვას, მაშინ ხომ არავინ
არასოდეს ამოიღებს ხმას. ამიტომაც…
‒ სასაცილოა! ‒ იყვირა დედოფალმა და კოპები შეიკრა, ‒ ბალ-
ღო, ნუთუ ვერ ხვდები, რომ…

აქ იგი უცებ გაჩუმდა და წუთიერი ჩაფიქრების შემდეგ მოულოდ-


ნელად გამოცვალა საუბრის თემა.
‒ რაო, რა თქვი, „თუ მართლა დედოფალი გავხდიო?..“‒ რა უფ-
ლებით უწოდებ შენს თავს ასე?! დედოფალი ვერ გახდები მანამ, სა-
ნამ სათანადო გამოცდებს არ ჩააბარებ. ამიტომაც, რაც მალე და-
ვიწყებთ, მით უკეთესი იქნება!
‒ მაგრამ, მე ხომ მხოლოდ „თუ“ ვთქვი, ‒ საწყალობლად წაიკ-
ნავლა ელისმა.
დედოფლებმა ერთმანეთს გადახედეს.
‒ ამბობს, მხოლოდ „თუ“ ვთქვი და მეტი არაფერიო, ‒ ჩაილაპა-

123
რაკა შავმა დედოფალმა და მხრები აიჩეჩა.
‒ როგორ, მან ხომ ბევრად მეტი თქვა! ‒ დაიკვნესა თეთრმა დე-
დოფალმა და თითების მტვრევას მოჰყვა, ‒ ოჰ, გაცილებით, გაცი-
ლებით მეტი!
‒ დიახ, სწორედ ეგრე იყო, ‒ კვერი დაუკრა შავმა დედოფალმა
და ელისს მიუბრუნდა, ‒ ყოველთვის სიმართლე თქვი ხოლმე! და-
ფიქრდი, სანამ რამეს იტყოდე! რომ იტყვი, ჩაიწერე!
‒ მაგრამ მე მართლა არ მქონია აზრად… ‒ დაიწყო ელისმა,
თუმცა, შავმა დედოფალმა აღარ აცალა.
‒აბა, მე რას გსაყვედურობ?! აზრად არ მქონიაო, რომ ამბობ.უნ-
და გქონოდა! რა აზრი აქვს ისეთ ბავშვს, რომელსაც აზრად არაფე-
რი აქვს?! ხუმრობა რომ ხუმრობაა, ისიც რაღაც აზრის მატარებელი
უნდა იყოს. ბავშვი კი, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი რამ არის,
ვიდრე ხუმრობა! ვერც შენ შეძლებ ამის უარყოფას, თუნდაც ორივე
ხელით სცადო.
‒ მე არასოდეს არაფერს უარვყოფ ხელებით, ‒ შეეპასუხა ელი-
სი.
‒ მერედა ვინა თქვა, უარყოფო?! ‒ მიუგო შავმა დედოფალმა, ‒
მე გითხარი, ვერ შეძლებ, თუნდაც სცადო-მეთქი.
‒ ეს გოგო ახლა იმისთანა გუნებაზეა, ‒შენიშნა თეთრმა დედო-
ფალმა, ‒ რომ ერთი სული აქვს, რაიმე უარყოს; სულერთია, რა!
‒ დიახ, საზიზღარი, ყოვლად აუტანელი თვისებაა ხასიათისა! ‒
მხარი აუბა შავმა დედოფალმა, რის შემდეგაც ერთი-ორი წუთით
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
დუმილი შავმა დედოფალმა დაარღვია.
‒ პატივი მაქვს, ამ საღამოს ელისთან წვეულებაზე თქვენი დაპა-
ტიჟებისა, ‒ თავაზიანად მიმართა თეთრ დედოფალს.
თეთრმა დედოფალმაც ნაზად გაუღიმა, თავი დაუკრა და უპასუ-
ხა: ‒ მე კი თქვენი დაპატიჟების პატივი მაქვს!
‒ არ ვიცოდი, წვეულებას თუ ვმართავდი, ‒ ჩაერია ელისიც,
მაგრამ თუ მე ვარ მასპინძელი, სტუმრებიც, ალბათ, მევე უნდა დავ-
პატიჟო.

124
‒ მერედა, დაგიშალა ვინმემ?! ‒ გაიკვირვა შავმა დედოფალმა,
‒გაცალეთ, გელოდეთ, იქნებ მოიფიქროსო. მაგრამ, როგორც
ჩანს, თავაზიანი მანერების გაკვეთილებზე სიარულით თავი არ მო-
გიკლავს.
‒ სკოლაში თავაზიან მანერებს არ გვასწავლიან, ‒ აუხსნა ელის-
მა,‒გაკვეთილებზე რიცხვების შეკრებაგამოკლებასა და ამგვარ რა-
მეებს გავდივართ.
‒ მაშ, ამბობ, რომ შეკრება იცი, ხომ? ‒ ჰკითხა თეთრმა დედო-
ფალმა, ‒ აბა მითხარი, რამდენი იქნება, ერთს მივუმატოთ ერთი,
მივუმატოთ ერთი, მივუმატოთ ერთი, მივუმატოთ ერთი, მივუმატოთ
ერთი, მივუმატოთ ერთი, მივუმატოთ ერთი, მივუმატოთ ერთი, მივუ-
მატოთ ერთი, მივუმატოთ ერთი?
‒ არ ვიცი, მხრები აიჩეჩა ელისმა,‒ სათვალავი ამერია.
‒ შეკრების არაფერი გაეგება, ‒ დაასკვნა შავმა დედოფალმა, ‒
გამოკლება მაინც თუ იცი? აბა, გამოაკელი რვას ცხრა.
‒ რვიდან ცხრის გამოკლება არ შეიძლება, ‒ წყნარად მიუგო
ელისმა, მოგეხსენებათ…
‒ არც გამოკლება სცოდნია, ‒ თქვა თეთრმა დედოფალმა,‒ გა-
ყოფა მაინც თუ იცი? მაგალითად, ავიღოთ ყველი და გავყოთ პურზე.
რას მივიღებთ?
‒ მე მგონი… ‒ დაიწყო ელისმა, მაგრამ შავმა დედოფალმა და-
ასწრო და თვითონ უპასუხა:
‒ ბუტერბროდებს, რასაკვირველია! მოდი, ისევ გამოკლება ვცა-
დოთ. გამოვაკლოთ ძაღლს ძვალი. რა დარჩება?
ელისი ჩაფიქრდა:
‒ ძვალი, ცხადია, აღარ დარჩება, ვინაიდან მე გამოვართვი; არც
ძაღლი დარჩება, საკბენად გამომეკიდება; რა თქმა უნდა, არც მე
დავრჩები…
‒ ანუ, შენი აზრით, სულ არაფერი დარჩება? ‒ ჰკითხა შავმა დე-
დოფალმა.
‒ დიახ, ასე მგონია.
‒ პასუხი კვლავ არასწორია, ‒განაცხადა შავმა დედოფალმა, რა

125
დარჩება და ძაღლის მოთმინება.
‒ არ მესმის, რანაირად…
‒ მაშ, კარგი, ყური დამიგდე! ‒ აღელვებით წამოიძახა დედო-
ფალმა, ‒ ძაღლს მოთმინება დაეკარგება, ხომ?
‒ რა ვიცი, ალბათ, ‒ ყოყმანით დაეთანხმა ელისი.
‒ ჰოდა, თუკი რამეს დაკარგავ, თან როგორღა წაიღებ? ანუ ძაღ-
ლი წავა, მოთმინება კი დარჩება, ხომ ასეა?! ‒ გამარჯვებულის ტო-
ნით წამოიძახა დედოფალმა.
‒ რატომ? ხომ შეიძლება, ისიც სადმე გაიქცეს? ‒ სრულიად სე-
რიოზულად შეეკამათა ელისი, თავისთვის კი გაიფიქრა, ღმერთო,
ეს რა სისულელეებს ვროშავთო.
‒ ერთი სიტყვით, ანგარიშისა სრულიად არაფერი გაეგება, ‒ ერ-
თხმად დაასკვნეს დედოფლებმა.
‒ თქვენ კი გაგეგებათ, ნეტა? ‒ მოულოდნელად შეუტია ელისმა
თეთრ დედოფალს: მობეზრდა გაუთავებლად თავის მართლება.
დედოფალმა პირი დააღო, თვალები მოხუჭა და ფიქრიანი გამო-
მეტყველება მიიღო.
‒ შეკრებას კიდევ რამენაირად მოვახერხებ, ‒ ჩაილაპარაკა
დინჯად, ‒ ანგარიშისთვის საკმარისი დრო თუ მექნება. მაგრამ გა-
მოკლებას ვერასდიდებით!
‒ ანაბანა ხომ ნამდვილად იცი? ‒ ჰკითხა შავმა დედოფალმა.
‒ დიახ, რა თქმა უნდა,‒ მიუგო ელისმა.
‒ მეც, ‒ უჩურჩულა თეთრმა დედოფალმა, ‒ ჰოდა, დავსხდეთ
ხოლმე მე და შენ, ჩემო ძვირფასო, და ერთად ვიმეოროთ ასოები!
საიდუმლოდ გეტყვი: გარდა ამისა, მე ერთასოიანი სიტყვების წა-
კითხვაც ვისწავლე. ხომ მაგარია?! მაგრამ ყურებს ნუ ჩამოყრი,
დროთა განმავლობაში შენც გაიწაფები!
აქ საუბარში კვლავ შავი დედოფალი ჩაერია.
‒ საჭირნახულო საკითხებში თუ ერკვევი?‒ ჰკითხა ელისს, ‒ მა-
გალითად, თუ იცი, პური როგორ ცხვება?
‒ ოჰ, ეგ კი კარგად ვიცი, ‒ გაუხარდა გოგონას, ‒ თავდაპირვე-
ლად ვიღებთ ხორბლის მარცვალს…

126
‒„ხორბალი“ ორმარცვლიანია, ‒ დამარცვლა თეთრმა დედო-
ფალმა (რომელიც ჯერ ისევ ანბანსა და ასოებზე ფიქრით იყო გარ-
თული). შენ რომელს იღებ, „ხორ“-ს თუ „ბალ“-ს?
…‒ მერე ამ ხორბალს ვფქვავთ… ‒ გატაცებით განაგრძო ელის-
მა, თითქოს თეთრი დედოფლის ეს შენიშვნა არც კი გაუგონიაო.
‒ ჰო, სულ წვრილად დაფქვი, თუკი რამ იცი, ‒ კვლავ ჩაურთო
თეთრმა დედოფალმა, ‒ არაფერი გამოგრჩეს!
‒ შუბლი! შუბლი გაუგრილეთ! ‒ აღელვებით წამოიძახა შავმა
დედოფალმა, ‒ თორემ ამდენი ფიქრისგან სადაცაა ტვინი აუდუღ-
დება!
თქმა და გაკეთება ერთი იყო: დედოფლებმა მოიმარჯვეს ხის ტო-
ტები და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, მარაოებივით მოჰყვნენ მათ
ქნევას. რომ აღარ გაათავეს, ბოლოს ელისმა სთხოვა, გეყოფათ,
თორემ თმა სულ მთლად გამეწეწებაო.
‒ საკმარისია, ხიფათმა გადაიარა! ‒ თქვა თეთრმა დედოფალმა.
‒უცხო ენები თუ იცი? კვლავ მიუბრუნდა იგი ელისს, ‒ გადათარ-
გმნე ფრანგულად „ენკიბენკი სიკლისა!“
‒ ამ გამოთქმას ფრანგულ ენაში შესატყვისი არა აქვს, ‒ დაბეჯი-
თებით თქვა ელისმა.
‒ მერედა, ვინ გითხრა, აქვსო?! ‒ მხრები აიჩეჩა შავმა დედო-
ფალმა, ‒ გადათარგმნე და ექნება!
ელისმა გაიფიქრა, ამჯერად კი იოლად გამოვძვრებიო.
‒ ჯერ ის მითხარით, ჩვენს ენაზე რას ნიშნავს „ენკიბენკი სიკლი-
სა“ და მერე მე გადავთარგმნი ფრანგულად, ‒ მიუგო ნიშნის მოგე-
ბით.
პასუხად შავი დედოფალი გაიჯგიმა და ცივად წარმოთქვა:
‒ დედოფლებმა ვაჭრობა არ ვიცით!
‒კარგი იქნებოდა, შეკითხვებით გულის გაწყალებაც რომ არ
გცოდნოდათ, ‒ თავისთვის ჩაილაპარაკა ელისმა.
‒ მოდი, ნუღარ ვიკინკლავებთ, ‒ აფორიაქდა თეთრი დედოფა-
ლი, ‒ აბა, თუ მეტყვი, რა იწვევს ელვას?
‒ რა და, ჭექაქუხილი, ‒ დაუფიქრებლად მიუგო ელისმა: სხვა თუ

127
არაფერი, ეგ ხომ მაინც დანამდვილებით იცოდა, ‒ არა, არა! მყისვე
გადათქვა, ‒ პირიქით უნდა მეთქვა!
‒ რაც ითქვა, ითქვა! გაფრენილ სიტყვას უკან ვეღარ დაიბრუნებ!
‒ მოუჭრა შავმა დედოფალმა, ‒ შედეგებზე პასუხისმგებლობაც შენ
გეკისრება.
‒ ჭექა-ქუხილზე გამახსენდა… ‒ თქვა თეთრმა დედოფალმა,
რომელსაც თვალები დაეხარა და ნერვულად ისრესდა ხელებს, ‒
გასულ პარასკევს აქ იმისთანა თავსხმა და ჭექა-ქუხილი იყო, რომ…
უფრო სწორად, გასული კვირის ერთ-ერთ ბოლო პარასკევს…
ელისი შეცბუნდა.
‒ ჩვენს ქვეყანაში,‒ ჩაურთო მან, ‒ კვირაში მხოლოდ ერთი პა-
რასკევია.
‒ რა უბადრუკობაა, ‒ თქვა შავმა დედოფალმა, ‒ აი, ჩვენ კი კვი-
რაში ხანდახან ზედიზედ ცხრა პარასკევი გვაქვს. ჩვენი ნება არ
არის?! ზამთრობით ზოგჯერ რამდენიმე ღამეს გადავაბამთ ხოლმე
ერთმანეთს. იცი, რატომ? მეტი სითბო რომ დადგეს.
‒ განა ათი ღამე უფრო თბილია, ვიდრე ერთი? ‒ გათამამდა
ელისი.
‒ რა თქმა უნდა! ათჯერ უფრო თბილი!
‒ მაშინ ხომ ათჯერ უფრო ცივიც უნდა იყოს…
‒ სწორედ ეგრეა! ‒ შეჰყვირა შავმა დედოფალმა, ‒ ათჯერ უფ-
რო თბილი და ათჯერ უფრო ცივი. ზუსტად ისევე, როგორც მე ათჯერ
უფრო მდიდარი ვარ შენზე და ათჯერ უფრო ჭკვიანი!
ელისმა ამოიოხრა და გაჩუმდა. დავის გაგრძელებას აზრი აღარ
ჰქონდა.
„ეს ისეთი გამოცანებია, პასუხი რომ არ მოეძებნება“, ‒ გაიფიქ-
რა მან.
‒ ალთაბალთაც სწორედ მაგ ჭკუაზე იყო, ‒ ხმადაბლა განაგრძო
თეთრმა დედოფალმა, თითქოს საკუთარ თავს უფრო ელაპარაკე-
ბოდა, ვიდრე ელისს, ‒ ამას წინათ კარზე მოგვადგა კორპსაძრობით
ხელში…
‒ რა უნდოდა? ‒ იკითხა შავმა დედოფალმა.

128
‒ შინ შემომიშვითო, გაიძახოდა, ‒ განაგრძო თეთრმა დედო-
ფალმა, ‒ თურმე ჰიპოპოტამს დაეძებდა. სამწუხაროდ, იმ დილით
ჩვენთან მსგავსი არაფერი მოიძებნა, თუმცა კი მთელი სახლი გადა-
ვაქოთეთ.
‒ სხვა დროს კი მოიძებნება ხოლმე? ‒ გაიკვირვა ელისმა.
‒ მხოლოდ ხუთშაბათობით, ‒ მიუგო დედოფალმა.
‒ მე ვიცი, რისთვისაც მოვიდა ალთაბალთა, ‒ თქვა ელისმა, ‒
თევზები უნდა გაეღვიძებინა. მათ ხომ…
მაგრამ თეთრი დედოფალი არ ცხრებოდა:
‒ იმისთანა ჭექაქუხილი იყო, ვერანაირ ფიქრში რომ ვერ წარ-
მოიდგენ… ‒ ისევ გააწყვეტინა ელისს ლაპარაკი. („ამისთვის ჯერ
ფიქრი უნდა შეგეძლოს ,“ ‒ შენიშნა შავმა დედოფალმა), ‒ მეხმა
სახლის სახურავი ჩატეხა და ოთახში შემოვარდა. უნდა გენახათ, რა
ამბავი დაატრიალა: გადააბრუნა მაგიდები, დალეწა ყველაფერი,
რის დალეწვაც შეიძლებოდა. ისე შემეშინდა, ისე, რომ ჩემი საკუთა-
რი სახელიც კი ვეღარ გავიხსენე!
„ამისთანა ორომტრიალში არც კი შევეცდებოდი საკუთარი სახე-
ლის გახსენებას, ‒ გაიფიქრა ელისმა, ‒ ანდა, რა აზრი ექნებოდა?!“
თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს საბრალო დედოფლის წყე-
ნინებას მოერიდა.
‒ თქვენმა უდიდებულესობამ უნდა მიუტევოს მას, ‒ მიმართა
შავმა დედოფალმა ელისს,‒ თან თეთრ დედოფალს ნაზად მიეფერა
ხელზე, ‒ კეთილი გულის პატრონია, მაგრამ რა ქნას, თუ არ შეუძ-
ლია, სისულელეები არ მოროშოს!
თეთრმა დედოფალმა თვინიერი გამომეტყველებით აჰხედა
ელისს. გოგონამ იგრძნო, რომ კარგს იზამდა, თუ გულაჩვილებულ
ქალბატონს დაუყვავებდა; მაგრამ იმწუთას ვერაფრით მოახერხა
თბილი სიტყვების პოვნა.
‒ საწყალს წესიერი აღზრდაც კი არ მიუღია, ‒ განაგრძო შავმა დე-
დოფალმა, ‒ მაგრამ გაგიჟდები, ისეთი კეთილი და უწყინარია. გა-
დაუსვი თავზე ხელი: ნახე, როგორ ეამოს!
დედოფალმა კი შეაგულიანა, მაგრამ ელისმა მაინც ვერ გაბედა

129
ამის გაკეთება.
‒ ბევრი არაფერი სჭირდება… ცოტაოდენი სიკეთე, რამდენიმე
ჩხირი, თმაში რომ გაირჭოს, და დამიჯერე, ვეღარც კი იცნობ!
თეთრმა დედოფალმა ღრმად ამოისუნთქა და ელისს მხარზე ჩა-
მოადო თავი.
‒ ოჰ,ძალიან მეძინება,‒ დაიკვნესა.
‒ დაიღალა, საბრალო არსება! ‒ შეიცოდა შავმა დედოფალმა,
‒ გაუსწორე თავზე თმა, ათხოვე შენი საღამური ჩაჩი და უმღერე იავ-
ნანა ტკბილად რომ დაეძინოს!
‒ ჩაჩი თან არ წამომიღია, ‒ მიუგო ელისმა, რომელიც ამასობა-
ში პირველი დავალების შესრულებას ცდილობდა, ‒ და არც იავნა-
ნას სიმღერა ვიცი.
‒ მეტი რა გზაა, მე თვითონ ვუმღერებ, ‒ თქვა შავმა დედოფალმა
და ამღერდა:

დაიძინე, ქალბატონო, ნანა ნანინაო,


ნადიმობის დაწყებამდე ჯერ დრო გვაქვს წინაო.
ელისის მხარს მიყრდნობილმა ტკბილად იძინეო,
შემდეგ მეჯლისს ვესტუმრებით: თქვენ ორნი და მეო.

‒ სიტყვები ხომ დაიხსომე? ‒ უთხრა შავმა დედოფალმა ელისს


და მეორე მხარზე დაადო თავი, ‒ ახლა მეც მიმღერე ნანა; საშინ-
ლად მომერია ძილი.
წუთის შემდეგ დედოფლებს ღრმად ჩაეძინათ და ლაზათიანი
ხვრინვაც ამოუშვეს.
‒ რაღა ვქნა ახლა? ‒ წამოიძახა ელისმა და შეშფოთებული სა-
ხით მიიხედ-მოიხედა, ვინაიდან ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე ბურთი-
ვით მრგვალი თავი მისი მხრებიდან გადმოგორდა და კალთაში ჩა-
უცურდა, ნეტა ოდესმე ვინმეს თუ უდარაჯია ორი მძინარე დედოფ-
ლისთვის ერთად? ყოველ შემთხვევაში, ინგლისის ისტორიაში ასე-
თი რამ ნამდვილად არ მომხდარა: ჩვენ ხომ არასოდეს გვყოლია
ერთდროულად ორი დედოფალი!

130
‒ ოჰ, რამსიმძიმე თავები გაქვთ, ჩქარა გაიღვიძეთ! ‒ დააყოლა
უკმაყოფილო ტონით.
პასუხად დედოფლებმა მხოლოდ ამოიხვრინეს.

რაც დრო გადიოდა, ეს ხვრინვა სულ უფრო მკაფიოდ და ხმამაღ-


ლა გაისმოდა, თითქოს რაღაც მელოდიაც კი გამოიკვეთა. ბოლოს
ელისმა სიტყვების გარჩევაც შეძლო. ისე გაიტაცა ამ სიმღერამ, რომ
სმენად გადაიქცა და ვერც კი შენიშნა, თუ როგორ გაქრა მისი კალ-
თიდან ორი ვეებერთელა თავი.
ახლა ელისი იდგა მაღალი თაღოვანი კარის წინ, რომლის თავზე
დიდრონი ასოებით ეწერა სიტყვები

დედოფალი ელისი

კარის კიდეებზე, ორივე მხარეს, ზარის სახელურები იყო ჩამოკ-

131
ონწიალებული. ერთს ეწერა „სტუმრებისთვის“, ხოლო მეორეს
„მსახურებისთვის“.
‒ დავიცდი, სანამ სიმღერა მორჩება, და ზარს მერე დავრეკავ, ‒
თქვა ელისმა თავისთვის, ‒ საინტერესოა, მე რომელ ზარზე მეკუთ-
ვნის დარეკვა? ‒ დაამატა ჩაფიქრებით, ‒ არც სტუმარი ვარ და არც
მსახური. კარგი იქნებოდა, აქ კიდევ ერთი ზარი ჩამოეკიდათ, წარ-
წერით „დედოფლებისთვის“.
სწორედ ამ დროს კარი ოდნავ გაიღო და შიგნიდან რომელიღაც
გრძელნისკარტა არსებამ გამოყო თავი.
‒ შესვლა აკრძალულია შემდეგის შემდეგ პარასკევამდე! ‒ და-
იძახა მან და კარი ხმამაღლა გაიჯახუნა.
ელისმა კიდევ დიდხანს რეკა ზარი, აბრახუნა კარზე, მაგრამ უშე-
დეგოდ. ბოლოს ერთი ბეხრეკი ბაყაყი, რომელიც მანამდე ხის ძი-
რას იჯდა, ფეხზე წამოდგა და ნელი ბორძიკით მიუახლოვდა ელისს.
მას ხასხასა ყვითელი სამოსი და უჩვეულოდ დიდი ზომის ფეხსაცმე-
ლი ეცვა.
‒ რა ამბავია აქა, ჰა? ‒ იკითხა ბოხი, ხრინწიანი ჩურჩულით.
ელისი მკვეთრად მიუტრიალდა, იმ ზომამდე გაცეცხლებული,
რომ მზად იყო, პირველივე შემხვედრი გაეჯორა.
‒ სად არის კარისკაცი? ვის ეხება ეს კარი? ‒ მკაცრად იკითხა
მან.
‒ აბა,რა კარი? ‒ გაიკვირვა ბაყაყმა.
ელისი ისე გააღიზიანა ბაყაყის ზლაზვნამ და ტკეპნით ლაპარაკ-
მა, რომ კინაღამ ფეხები დაუბაკუნა.
‒ რა და, აი,ეს!
ბაყაყმა თავისი დიდრონი, უმეტყველო თვალები გადმოკარკლა
და კარს მიაჭყიტა, მერე ახლოს მივიდა, ცერა თითი მიუსვ-მოუსვა,
თითქოს მოსინჯა, საღებავი ხომ არ სძვრებაო და ელისს მიუბრუნდა.
‒ არავის არ ეხება მაგი!
ისეთი ხრინწით ლაპარაკობდა, რომ ელისს სიტყვების გარჩევა
გაუჭირდა.
‒კარგად ვერ გავიგე, რას გულისხმობთ,‒ უთხრა გოგომ.

132
‒ რა ვერ გაიგე? ადამიანური ენით გელაპარაკები, მგონია! თუ არ
გეყურება? ‒ გააგრძელა ბაყაყმა, ‒ არავის არ ეხება მაგი, თავის-
თვინაა-მეთქი! შენ შეგეხო, თუ?

133
‒ არა, მომისმინეთ, უბრალოდ შესვლა მინდოდა! ‒ ელისს ხმაში
მოუთმენლობა დაეტყო, ‒ რამდენი ვურახუნე მაგ კარს და მაინც
არავინ გამიღო.
‒ არ უნდა გექნა მაგრე … არ უნდა გექნა… ‒ თავი გაიქნია ბაყაყ-
მა, გული მოსდის მაგას მაგეთ რაღაცეებზე.
თან ამ ლაპარაკში კართან მივიდა და მთელი ძალით მიაზილა
თავისი ვეებერთელა ფეხსაცმლის წვერი.
‒ შენ მაგას ნუ შეეხები, ‒ დააყოლა ხვნეშით, და არც მაგი შეგე-
ხება.
და ბორძიკით დაბრუნდა თავის ადგილზე ხის ქვეშ.
სწორედ ამ დროს კარი ფართოდ გაიღო და შიგნიდან ვიღაცის
გამკივანი სიმღერა მოისმა:

სარკისმიღმელებს მოუხმობს გვირგვინოსანი ელისი:


გეპატიჟებით, სტუმრებო, სასახლეში გვაქვს მეჯლისი!
შეგროვდეს ნადირ-ფრინველი, ყველანაირი არსება,
ყველას პატივით მივიღებთ, არავინ დაიჩაგრება!

მისამღერს ასობით ხმა შეუერთდა:

მოდით, შევივსოთ ჭიქები, სადღეგრძელო ვთქვათ დინჯი;


მიმოვაპნიოთ სუფრაზე ფეტვი, ღილები, ბრინჯი.
ნახერხზე ძმარი დავისხათ, მელანში ჩავყოთ ხელი,
სამასჯერ სამი „ვაშა“ და „დიდება“ ვუძღვნათ ელისს!

ამას მოჰყვა ტაში და ყიჟინა. ზოგი „ვაშას“ იძახდა, ზოგი „დიდე-


ბას“.
ელისმა გაიფიქრა:
„სამასჯერ სამი ცხრაასია. ნეტა ვინმე თუ ანგარიშობს, უკვე რამ-
დენჯერ დაიძახეს?“
წუთის შემდეგ ხმაური მიჩუმდა და იმავე გამკივანმა ხმამ ახლა
მეორე კუპლეტი წამოიწყო:

134
სარკისმიღმეთის მცხოვრებნო, კვლავ დაიძახა ელისმა.
ბედნიერია ის, ვისაც ჩემს გვერდით ჯდომა ეღირსა,
სამ დედოფალთან სტუმრობა საქმე არაა მარტივი:
თქვას, რომელ თქვენგანს რგებია ამაზე მეტი პატივი?!

შემდეგ ისევ გუნდმა აიტაცა:

ჰოდა, შევივსოთ ჭიქები ბადაგითა და ნავთით:


სადიდებელი სიტყვა ვთქვათ ელისის მისამართით!
ღვინოში ქვიშა ჩავყაროთ, ლუდში ბალახი ხმელი;
შვიდასჯერ შვიდი ვაშა და სალამი ვუძღვნათ ელისს!

‒ შვიდასჯერ შვიდიო! ‒ გაიმეორა ელისმა და სახეზე უიმედობა


დაეხატა, ‒ არა, ამას ხვალამდე ვერ მორჩებიან! ამდენ ხანს რა მო-
მაცდევინებს?! სჯობს, ახლავე შევიდე!
ასეც მოიქცა. შედგა თუ არა შიგნით ფეხი, დარბაზში სამარისე-
ბური სიჩუმე ჩამოვარდა. ელისმა შიშნარევი მზერით გადახედა მა-
გიდებს. გაშლილ სუფრასთან ორმოცდაათიოდე სტუმარი შეგროვი-
ლიყო: მრავალნაირი ნადირ-ფრინველი და, წარმოიდგინეთ, რამ-
დენიმე ყვავილიც კი.
‒ რა კარგია, ესენი აქ ჩემ დაუპატიჟებლად რომ შეიკრიბნენ, ‒
ჩაილაპარაკა ელისმა, ‒ აბა, მე როგორ უნდა გადამეწყვიტა, ვინ და-
მეპატიჟებინა და ვინ არა.
სუფრის თავში სამი სავარძელი იდგა. ორი განაპირა ადგილი უკ-
ვე დაეკავებინათ თეთრსა და შავ დედოფლებს, შუა კი თავისუფალი
იყო. ელისი ამ სავარძელზე ჩამოჯდა, თუმცა თავს მაინც უხერხუ-
ლად გრძნობდა დარბაზში გამეფებული სიჩუმის გამო. ერთი სული
ჰქონდა, ვინმეს ხმა ამოეღო.
ბოლოს შავმა დედოფალმა დაარღვია დუმილი.
‒ დაგაგვიანდა. წვნიანი და თევზი უკვე შეიჭამა, ‒ განუცხადა
ელისს და მსახურებს გასძახა: ‒ ხორცი შემოიტანეთ!
მსახურებმაც დაუყოვნებლივ შემოიტანეს ლანგრით ცხვრის ბა-

135
რკალი და წინ დაუდგეს ელისს. გოგონამ შეწუხებული სახით დახე-
და ვეებერთელა ბარკალს. არ იცოდა, როგორ მისდგომოდა: ადრე
ხომ არასოდეს დასჭირვებია სტუმრებისთვის ხორცის დაჭრა.

‒ მორცხვობას გატყობ. ნება მიბოძეთ, ერთმანეთი გაგაცნოთ, ‒


უთხრა შავმა დედოფალმა, ‒ ელის, იცნობდე, ეს ბარკალია! ბარკა-
ლო, იცნობდე, ეს ელისია!

136
ბარკალი წამოიმართა და თავი დაუკრა ელისს. ამის შემხედვარე
გოგონა ისე დაიბნა, რომ თვითონაც თავის დაკვრითვე უპასუხა:
აღარ იცოდა, გაეცინა თუ შეშინებოდა.
‒ თითო ნაჭერი ხომ არ მოგართვათ? ‒ ჰკითხა ელისმა დედოფ-
ლებს და დანა-ჩანგალი მოიმარჯვა.
‒ არა, რა თქმა უნდა! ‒ ცივად იუარა შავმა დედოფალმა,‒ სა-
დაური წესია, დანით დასაჭრელად მიადგე იმას, ვინც წუთის წინ გა-
გაცნეს?! გაიტანეთ ბარკალი!
მსახურებმა ბარკალი გაიტანეს და მის მაგივრად ქლიავის დიდი
პუდინგი შემოდგეს მაგიდაზე.
‒ ეს პუდინგი აღარ გამაცნოთ, თუ შეიძლება,‒ სასწრაფოდ ით-
ხოვა ელისმა,‒ თორემ დღეს უსადილოდ დავრჩებით. ჩამოგიჭრათ
თითო ნაჭერი?
შავმა დედოფალმა წარბები შეიკრა და დაიღრინა:
‒ პუდინგო, ეს ელისია! ელის, ეს პუდინგია! გაიტანეთ პუდინგი!
მსახურებმაც თვალის დახამხამებაში ისე გააქრეს პუდინგი, რომ
გოგონამ ვეღარც კი მოასწრო მისი მისალმების საპასუხოდ თავის
დაკვრა.
„კაცმა რომ თქვას, სულ ეს შავი დედოფალი რატომ უნდა იძ-
ლეოდეს განკარგულებებს?!“ ‒ გაიფიქრა ელისმა და თვითონაც
სცადა ბედი.
‒ მსახურნო, უკან შემოიტანეთ პუდინგი! ‒ ხმამაღლა დაიძახა
და წამის შემდეგ, თითქოს რაღაც ჯადოსნობის ძალით, პუდინგი
ისევ მის წინაშე გაჩნდა. ეს პუდინგი იმოდენა იყო, რომ ელისი
კვლავ შეჭოჭმანდა, როგორც ცოტა ხნის წინ ბარკლის წინაშე. და
მაინც, თავს ძალა დაატანა, ერთი ნაჭერი ჩამოაჭრა და დედოფალს
გაუწოდა.
‒ რა უტიფრობაა! ‒ წამოიყვირა პუდინგმა, ‒ ნეტა ვიცოდე, რო-
გორ მოგეწონებოდა, შენთვის რომ ჩამომეჭრა ერთი ნაჭერი, შე
მხეცო, შენა!
პუდინგი მსუქანი და მსუყე ხმით ლაპარაკობდა. ელისი ისე დაიბ-
ნა, რომ გაკვირვებისგან პირი დააღო და პასუხად კრინტის დაძვრაც

137
ვერ მოახერხა. იჯდა ფართოდ თვალებგახელილი და მისჩერებო-
და.
‒ შენც უთხარი რამე,‒ წააქეზა შავმა დედოფალმა, ‒ თორემ სა-
საცილოა, პუდინგს დაუთმო ბურთი და მოედანი!
‒ იცით, დღეს ძალიან ბევრი ლექსის მოსმენა მომიხდა… ‒ და-
იწყო ელისმა და შეკრთა, ვინაიდან როგორც კი ხმა ამოიღო, დარ-
ბაზში იმწამსვე ყველა გაისუსა და მას მიაშტერდა, ‒ …თანაც, ძალი-
ან უცნაურია, რომ ყველა ეს ლექსი, ასე თუ ისე, თევზებს შეეხებოდა.
ხომ არ იცით, რატომ უყვართ აქ თევზები ასე ძალიან?
ელისმა ამ შეკითხვით შავ დედოფალს მიმართა. იმანაც საზეიმო
გამომეტყველება მიიღო და უპასუხა, თუმცა ცოტა არ იყოს უთავბო-
ლოდ:
‒ ჰმ, რაკი თევზები ვახსენეთ…‒ დინჯად დაიწყო მან, მერე ტუ-
ჩები ყურთან მიუტანა ელისს და ჩაუჩურჩულა: ‒ მისმა უთეთრესმა
უდიდებულესობამ უჩვეულო გამოცანა იცის: სულ ლექსადაა დაწე-
რილი და სულ თევზებზეა. გინდა, წაგიკითხოს?
‒ მისი უშავესი უდიდებულესობა უაღრესად უშურველია, უსათ-
ნოესად უბნობს, ‒ მეორე ყურში უჩურჩულა თეთრმა დედოფალმა
ელისს ისეთი ხმით, გეგონებოდათ, მტრედმა დაიღუღუნაო, ‒ მოხა-
რული ვიქნები, გაამო. შევუდგე კითხვას?
მერე მხიარულად გადაიკისკისა, ელისს ლოყაზე მოუთათუნა ხე-
ლი და დაიწყო:

ჯერ ეს თევზი დაჭერილი უნდა იქნეს წყალში


სულ ადვილი საქმე გახლავთ, მოახერხებს ბავშვიც.

მერე უნდა შეისყიდოთ, თანაც მოკლე დროში.


ადვილია, ჯიბეებში თუ გიჭყავის გროში.

შემდეგ უნდა მოიხარშოს ქვაბით ანდა ქოთნით.


არც ესაა რთული საქმე, ერთი წუთიც ჰყოფნის.

138
ახლა კერძი წინ დამიდგი, ვახშმის დრო მოსულა.
მგონი, არც ეს დავალება მეჩვენება რთულად.

მოდი, ახლა თავსახური მოხადე მაგ ლანგარს!


თითქოს მიუწებებიათ, ვერ ვერევი მაგას.

ლანგარს ეკვრის თავსახური, თევზი შუაშია,


თავის მოხსნა უნდა სცადოს იმან, ვისაც შია.

ამოხსენი თავსატეხი, ადვილია მეტად,


ანდა ლანგრის თავის მოხსნა ხომ არ გიჯობს, ნეტა?

‒ ერთი წუთი გაქვს პასუხის მოსაფიქრებლად, ‒ უთხრა შავმა


დედოფალმა, ‒ შენ იფიქრე, ჩვენ კი, ამასობაში, შენს სადღეგრძე-
ლოს შევსვამთ. დედოფალ ელისს გაუმარჯოს! ‒ მთელი ხმით იღ-
რიალა მან და სტუმრებიც დაუყოვნებლივ დაეწაფნენ სასმელს,
თუმცა ერთობ უცნაური სახით: ზოგიერთებმა ქუდებივით წამოიმ-
ხეს თავზე ჭიქები და ხარბად შეისრუტეს ის, რაც სახეზე ჩამოეღვა-
რათ; სხვებმა გრაფინები წააყირავეს და პირი შეუშვირეს მაგიდის
კიდეებზე ჩამოწურწურებულ ღვინოს; სამი სტუმარი კი (ელისმა ეს
არსებები კენგურუებს მიამგვანა) ხორციან სინზე ამძვრალიყო და
ხარბად ხვრეპდა წვენს.
„რა ეგენი და რა ღორები გობში“,‒ გაიფიქრა გოგომ.
‒ ერთი ლაზათიანი სამადლობელი სიტყვა შენც უნდა გვითხრა,
‒ წარბის აწევით მიმართა შავმა დედოფალმა ელისს.
ელისს გული შეუჩქროლდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, მაინც
მორჩილად წამოდგა ფეხზე.
‒ ნუ ღელავ, ჩვენ გვერდში ამოგიდგებით,‒ ჩურჩულით გაამხნე-
ვა თეთრმა დედოფალმა.
‒ დიდი მადლობა, ‒ ჩურჩულითვე მიუგო ელისმა, ‒ მაგრამ მე
თვითონაც მშვენივრად გავართმევ თავს.
‒ ეს მაინც ის არ იქნება, რაც საჭიროა! ‒ გადაჭრით განაცხადა

139
შავმა დედოფალმა.
ელისმა ჩათრევას ისევ ჩაყოლა ამჯობინა.
(„ჰოდა, მერე ისე ძლიერად მომაწვნენ გვერდებში, გეგონებოდა,
ცომივით გაბრტყელებას მიპირებენო!“ ‒ ასე უთხრა ელისმა თავის
დას მოგვიანებით, როცა დედოფლებთან თავისი ნადიმობის ამბავს
უყვებოდა).
ელისი დიდი გაჭირვებით ახერხებდა თავის ადგილზე გაჩერებას
იმ დროს, როცა სამადლობელ სიტყვას წარმოთქვამდა. დედოფ-
ლებმა ისე შეავიწროვეს, ისე ძლიერად ამოუდგნენ გვერდში, რომ
ლამის ჰაერში ასწიეს.
‒ დიდი მადლობა ყველას, ვინც მომილოცა დედოფლად აღზევე-
ბა, ‒ დაიწყო ელისმა და თვალნათლივ აღზევდა რამდენიმე გოჯით
ჭერის მიმართულებით. თუმცა იმარჯვა, მაგიდის კიდეს ჩაებღაუჭა
და ძალისძალად ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა.
‒ თავს უშველეთ! ‒ დაიწივლა უცებ თეთრმა დედოფალმა და
ორივე ხელით თმაში ჩააფრინდა ელისს, ‒ აქ მალე ერთი ამბავი ატ-
ყდება!
და იმწამსვე (როგორც ელისი შემდგომში იგონებდა) იქ მარ-
თლაც დიდი ორომტრიალი შეიქნა: სანთლებმა ლერწმებივით ჭე-
რამდე აიყარეს ტანი და კენწეროში ცეცხლმოკიდებული მაშხალე-
ბივით აგიზგიზდნენ. ბოთლებმა კი ფრთებად თეფშები გამოიბეს,
ფეხებად ჩანგლები ჩამოიკონწიალეს და ოთახში ფარფატს მოჰ-
ყვნენ.
„გეგონება მართლა ფრინველები იყვნენ,“ ‒ გულში გაივლო
ელისმა (თუმცა იქ დატრიალებულ საშინელ აურზაურში სულ უბრა-
ლო რამის გაფიქრებაც კი რთული საქმე იყო).
ამ დროს ელისს საიდანღაც ხრინწნარევი ხარხარი შემოესმა.
გოგონამ გვერდით მიიხედა, თეთრ დედოფალს ხომ არ სჭირს რა-
მეო, მაგრამ ის სადღაც გამქრალიყო. მის ადგილას, სავარძელზე
კი, ცხვრის ბარკალი მოკალათებულიყო.
‒ აქა ვარ, აქა!‒ დაიწრიპინა ვიღაცამ წვნიანის დიდი ჯამიდან.
ელისმა ახლა იქით მიაბრუნა თავი და თვალი შეასწრო თეთრი

140
დედოფლის კეთილ, მრგვალ სახეს, რომელმაც წამიერად გაუღიმა
ჯამის კიდიდან და წვნიანში გაუჩინარდა.

სულ მცირედი დროის დაკარგვაც აღარ შეიძლებოდა.


ზოგიერთი სტუმარი უკვე თავის თეფშზე გაწოლილიყო, წვნიანის
ჩამჩა კი მაგიდაზე მოაბოტებდა პირდაპირ ელისის სავარძლისკენ
და თან მოუთმენლად ანიშნებდა, გზიდან ჩამომეცალეო.
‒ კმარა, ამის ატანა უკვე შეუძლებელია! ‒ დაიძახა ელისმა, ‒ ამ
სიტყვებით ფეხზე წამოიჭრა, სუფრის კიდეები ორივე ხელით ჩაბღუ-
ჯა და ღონივრად მოქაჩა.
თეფშები, ლამბაქები, სტუმრები, შანდალსანთლები ყველაფე-
რი, რაც მაგიდაზე ეწყო, იატაკზე ჩამოიყარა.
‒ თქვენ კი, დამაცადეთ, რა გიყოთ! ‒ გაბრაზებით მიუბრუნდა

141
ელისი შავ დედოფალს, ვინაიდან სწორედ მას თვლიდა მთელი ამ
დავიდარაბის მოთავედ.
მაგრამ დედოფალი გვერდით აღარ დაუხვდა ის ერთი ციდა თო-
ჯინისოდენად დაპატარავებულიყო და ახლა მხიარული ხტუნვა-ტ-
რიალით დასდევდა მაგიდაზე თავისი შალის ბოლოს, კუდივით რომ
დასთრევდა უკან.
სხვა დროს ელისი სახტად დარჩებოდა ამის დანახვაზე, მაგრამ
ახლა ისე იყო გაცხარებული, რომ გაკვირვებისთვის აღარ ეცალა.
‒ თქვენ კი, დამაცადეთ! ‒ გაიმეორა ელისმა და ხელში მოიგდო
პატარა არსება სწორედ იმ მომენტში, როცა ის ჰაერიდან დაშვებულ
ბოთლს მიახტა, ‒ ანცი ცინდალივით გაბერტყვას ვერ გადამირჩე-
ბით!

142
თავი X

შეჯანჯღარება

ამ სიტყვებით ელისმა დედოფალი მაგიდიდან აიტაცა და მთელი


ძალით დაუწყო ჯანჯღარი.
დედოფალი ოდნავადაც არ გასძალიანებია: მხოლოდ სახე თან-
დათან ძალიან დაუპატარავდა, თვალები კი გაუდიდდა და გაუმწვან-
და. ელისი ანჯღრევდა და ანჯღრევდა დედოფალს, ის კი სულ უფრო
პატარავდებოდა… თან მრგვალდებოდა… რბილდებოდა… ფაფუკ-
დებოდა და …

143
თავი XI

გამოღვიძება

… ბოლოს ელისს მართლაც კატის კნუტი შერჩა ხელში.

144
თავი XII

ვის დაესიზმრა ეს?

‒ თქვენო უშავესო უდიდებულესობავ, ასე ხმამაღლა არ უნდა


იკრუტუნოთ! ‒ მოკრძალებული, მაგრამ საყვედურნარევი ტონით
მიმართა კნუტს ელისმა და თვალები მოიფშვნიტა, ‒ ოჰ, ციცი, რომ
იცოდე, რა წარმტაცი სიზმარი გამაწყვეტინე! სარკისმიღმეთის სამ-
ყაროში ვმოგზაურობდი და შენც იქ იყავი ჩემთან ერთად. ხომ გახ-
სოვს, საყვარელო?
კნუტებს ერთი ახირებული ზნე სჭირთ (რასაც ელისი ადრევე მიხ-
ვდა): შენ რაც უნდა უთხრა, ყველაფერზე კრუტუნით გპასუხობენ.
‒ ეს კრუტუნი რომ „ჰო“-ს ნიშნავდეს და დაკნავლება კი „არა“- ს,
‒ ამბობდა გოგონა, ‒ ან რაიმე ამდაგვარი წესი რომ არსებობდეს,
მაშინ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა მათთან საუბარი. მაგრამ რო-
გორ გინდა ელაპარაკო იმას, ვისაც ყველაფერზე ერთი პასუხი აქვს?
კნუტი ისევ აკრუტუნდა და ვერც ამჯერად მიხვდებოდით, „კი“
თქვა თუ „არა“.
ამის შემდეგ ელისი მაგიდაზე მიმოფანტული საჭადრაკო ფიგუ-
რების სათითაოდ გადაწყობას შეუდგა. ბოლოს შავი დედოფალი გა-
მოარჩია, ბუხრის წინ, ნოხზე, ჩაიჩოქა და ფიგურა ცხვირწინ დაუდგა
კნუტს.
‒ აბა, ციცი, გამოტყდი! ‒ გამარჯვებულის კილოთი შესძახა მან
და ტაში შემოჰკრა, ‒ შენ, აი, ამად გადაიქეცი, ხომ?
(„აინუნშიაც არ ჩაუგდია, უყვებოდა შემდეგ ელისი თავის დას,
პირი მიაბრუნა და თავი მოიკატუნა, თითქოს არც არაფერი დაუნა-
ხავს. თუმცა მე მაინც შევატყვე, რომ ცოტათი დაირცხვინა. აი, ამი-
ტომ ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ეგ ბრძანდებოდა შავი დე-
დოფალი“.)
‒ ზურგი გამართე და ისე დაჯექი, ‒ სიცილით დააყოლა ელისმა,

145
‒ თან რევერანსები აკეთე, სანამ მოიფიქრებდე, რა… რა დაიკრუტუ-
ნო. ეს დროს მოგაგებინებს, ხომ გახსოვს?
მერე კნუტი ხელში აიყვანა და ნაზად აკოცა.

‒ აი, შენ იმისთვის, რომ შავი დედოფალი იყავი! ‒ დაამატა.


‒ ბამბისქულა, ჩემო პატარა ფისუნია! ‒ ელისი ახლა თეთრ
კნუტს მიუბრუნდა, რომელიც ჯერ კიდევ დედა კატის თათებში იყო
მომწყვდეული და მორჩილად ითმენდა ბანვა-წმენდას, ‒ ნეტავი,
როდის მორჩება დინა თქვენი უთეთრესი უდიდებულესობის გაკოპ-
წიავებას? აი, თურმე რატომ იყავი ასეთი გაწეწილი ჩემს სიზმარში!

146
‒ შენ კი, დინა, იცი თუ არა, რომ მაგ შენი ენით თვით თეთრ დე-
დოფალს ხეხავ?! რა უპატივცემულობაა! ‒ ნეტავი, თვითონ დინა
რად იყო გადაქცეული? ‒ განაგრძო ელისმა ტიკტიკი, თან მოხერხე-
ბულად მოეწყო ნოხზე და იდაყვს დააბჯინა ნიკაპი, რათა უფრო ახ-
ლოდან შეეხედა კნუტებისთვის, ‒ მითხარი, დინა, შენ ალბათ ალ-
თაბალთა იყავი ხომ? მგონი , სწორად გამოვიცანი… თუმცა, დაიცა,
ჯერ მაინც ნუ მოსდებ ამ ამბავს შენს ამხანაგებს… მთლად დარწმუ-
ნებული არა ვარ.
‒ სხვათა შორის, ციცი… თუ შენ მართლა თან მახლდი ამ სიზმარ-
ში, ერთი რამ განსაკუთრებით უნდა მოგწონებოდა: იქ უამრავი
ლექსი წამიკითხეს და ყველა თევზებზე იყო! ჰოდა, ხვალ დილით სა-
განგებო გამასპინძლება მოგელის, ჩემო ფისუნია. საუზმის დროს
„სელაპსა და ხუროს“ წაგიკითხავ. შენ კი წარმოიდგინე, ვითომ ფა-
ფას კი არა, ხამანწკებს მიირთმევ.
‒ ახლა კი, ციცი, მოდი, ერთად დავუფიქრდეთ, თუ ვის დაესიზ-
მრა ეს ყველაფერი. უბრალო საკითხი არ გეგონოს… და მოეშვი, თუ
შეიძლება, მაგ თათის ლოკვას! თითქოს ამ დილით დინას სულაც არ
დაუბანიხარ! იცი, მე თუ მკითხავ, ეს სიზმარი ან ჩემი იყო, ამ შავი
მეფისა. მე ის მესიზმრებოდა და ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ შემ-
დეგ მასაც ხომ ვესიზმრებოდი?! არა, ნუთუ ეს მაინც შავი მეფის სიზ-
მარი იყო, ჰა, ციცი? დამეხმარე, გთხოვ , გამარკვევინე ეს ამბავი!
შენზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს, შენ ხომ მისი დედოფალი იყავი! ოჰ,
ციცი, ნუთუ არ შეგიძლია, სულ ცოტა ხნით თავი გაანებო მაგ თათს?!
მაგრამ საძაგელმა კნუტმა შეკითხვას წაუყრუა და ახლა მეორე
თათს დაუწყო ლოკვა.
‒ შენ კი, როგორ გგონია, მაინც ვისი სიზმარი იყო ეს?

თეთრი ბლანტი, როგორც მალამო,


ლერწმებში ნავის რწევა საამო,

ივლისის თბილი, მყუდრო საღამო.


სამნი მომისხდნენ გარშემო ნავში,

147
ლოყა უღვივით, ვით მწიფე ვაშლი:
ისმენენ ზღაპარს მხიარულ-საშიშს.

დაფარა ნისლმა წარსულის გზები,


ექო მიჩუმდა ძვირფასი ხმების,

ლამმა წაშალა მოგონებები.


სულ მაინც მახსოვს და მენატრება

ელისის წმინდა, ნაზი ხატება:


ძილში თუ ცხადში ლანდად დამყვება.

ღამეს რომ გაჰკვეთს ოცნება, მყისვე


ვარსკვლავქვეშეთში გოგონა ისევ

ნატრული ქვეყნის ბილიკებს მისდევს.


ეს ყოფა, მუდმივ დაღმა მდინარი,

ბოლო მიჯნისკენ რომ მიიჩქარის,


აბა, სხვა რაა, თუ არ სიზმარი?

ბავშვო ნათელი, უღრუბლო სახით


და მეოცნებე მზერით,

წლები გავიდა, შორს გაქვს დღეს სახლი


და აღარ მყავხარ გვერდით.

მწამს, შენი გული მაინც მზად არი,


თბილად მიიღოს ჩემი ზღაპარი.

შენს მზიან სახეს ვეღარსად ვხედავ,

148
არც წკრიალა ხმა მესმის,

„თუ ვახსენდები როდისმე, ნეტავ?“


ზოგჯერ ფიქრს ვბედავ ჩემთვის.

მაგრამ ნუგეშად ისიც მყოფნის მე,


რომ ჩემგან მოძღვნილ ზღაპარს მოისმენ.

ის მაშინ იშვა, როცა ივლისის


მზე ბრდღვიალებდა ცაში,

ისმოდა ნავში ბავშვთა კისკისი,


შეძახილები, ტაში.

იმ ხმათა ექო ახლაც გულში ჟღერს,


თუმც შურიან წლებს სურს დამავიწყდეს.

დარჩი ზღაპარში, სანამ ქარიშხლის


ხმა უმოწყალო, უღვთო

მელანქოლიურ, სპეტაკ ქალიშვილს


უცხო საწოლში უხმობს.

ჩვენ ხომ დროის სვლამ ბავშვს დაგვამსგავსა,


დასაძინებლად რომ არ სურს წასვლა.

გარეთ თოვლია, ქარი უხეში,


ყინულის ცივი ვერცხლი;

შიგნით ბავშვობის კერა. ბუხარში


მყუდროდ გიზგიზებს ცეცხლი.

149
შენც დაგაფარებს კალთას ზღაპარი,
ვერას დაგაკლებს მსუსხავი ქარი.

და რომც გაჟღერდეს თხრობაში ოდნავ


წარსულ დღეებზე დარდი,

სიცილში წამით გაისმას ოხვრა,


გამოკრთეს სევდის ლანდი,

სიავის სუნთქვა მაინც ვერ ავნებს


სიამით შეთხზულ ჯადოსნურ ამბებს.

150
თავდაყირა დაყენებული სამყარო,
ანუ მისტერ დოჯსონის თავგადასავალი ფანტაზიის სამყაროში

XIX საუკუნის ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსთა პანთე-


ონში ლუის კეროლი, როგორც წესი, არ მოიხსენიება ხოლმე. და
მართლაც, ისეთ კორიფეთა გვერდით, როგორებიც არიან: ჯორჯ ბა-
ირონი, ჩარლზ დიკენსი, უილიამ თეკერეი ლუის კეროლის დასახე-
ლება თითქოს უადგილოდ ჟღერს. მაგრამ რატომ? ლუის კეროლი
ხომ „ელისის თავგადასავლისა“ და „სარკისმიღმეთის“ შემქმნე-
ლია. წიგნებისა, რომლებსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს მსოფ-
ლიო ლიტერატურაში, ასზე მეტ ენაზეა თარგმნილი და დაბეჭდილ
ეგზემპლართა რაოდენობა ნახევარ მილიარდს აღწევს. ლიტერატუ-
რათმცოდნეების გარდა, კეროლის ზღაპრებს გულდასმით იკვლე-
ვენ ფსიქოლოგები და ფსიქოანალიტიკოსები, ფიზიკოსები და ფი-
ლოსოფოსები, მათემატიკოსები და ლოგიკოსები. დღეს უკვე ცხადი
გახდა, რომ XX საუკუნის ისეთი ლიტერატურული მიმდინარეობები,
როგორებიცაა: სიურრეალიზმი, ეგზისტენციალიზმი, აბსურდის თე-
ატრი თუ პრაღის გერმანულენოვანი სკოლა (კერძოდ, ფრანც კაფ-
კას შემოქმედება) ბევრი პირდაპირი თუ ირიბი ნიშნით ამჟღავნებს
კავშირს კეროლის წიგნებთან.
ციტატები „ელისიდან“ პირზე აკერიათ პოლიტიკოსებსა და ორა-
ტორებს. ბევრი ფრაზა თუ გამოთქმა ბუნებრივად დამკვიდრდა ინ-
გლისელთა მეტყველებაში. ვაწყდებით პარადოქსულ სიტუაციას:
ლუის კეროლი ერთდროულად აღიარებულიც არის და „დაჩაგრუ-
ლიც“. ლიტერატურის იმ ზღვაში, რომელიც მის ცხოვრებასა და
მოღვაწეობას ეხება, ათასგვარი ეპითეტით ამკობენ უჩვეულოსა და
მახვილგონიერს, ირონიულსა და პოეტურს, უცნაურსა და ჯადოს-
ნურს, გამომგონებელსა და ნოვატორს უწოდებენ, „დიდ ინგლისელ
მწერლად“ კი არავინ მოიხსენიებს. დიდი მწერალი მკითხველის
წარმოდგენაში ხომ ხშირად ერთგვარი ბრძენკაცია, მრავალტომეუ-
ლი თხზულებების ავტორი, რომლის ჩარჩოში ჩასმული პორტრეტე-

151
ბი ამშვენებს ბიბლიოთეკების დარბაზებსა თუ სასწავლო აუდიტო-
რიებს. ლუის კეროლი, როგორც მწერალი და პიროვნება, ამგვარ
ჩარჩოს არ ერგება. იგი არც თავისი დროის წარმმართველი ლიტე-
რატურული მიმდინარეობების თვალსაჩინო წარმომადგენელი ყო-
ფილა და არც რომელიმე „იზმის“ მამამთავარი (კაცმა რომ თქვას,
მწერალიც შემთხვევის წყალობით გახდა, მაგრამ ამაზე ქვემოთ).
კეროლი თავის ნაწარმოებებში არ ცდილობს, დაგვიხატოს ეპოქის
სურათი, არაფერს გვასწავლის, არც ცხოვრებისეული პრობლემე-
ბისა და ადამიანის ფსიქოლოგიის წიაღში შევყავართ. მისი შემოქ-
მედება თამაშია ციფრებით, სიტყვებითა თუ სახეცნებებით; „ინტე-
ლექტუალური არდადეგები“ (ჰ. კ. ჩესტერტონი) ფანტაზიის ქვეყანა-
ში.
ოქსფორდში მას იცნობდნენ, როგორც ჩარლზ ლატუიჯ დოჯ-
სონს, დიაკვანსა და მათემატიკოსს (ფრიად მნიშვნელოვანი ნაშრო-
მების ავტორს ამ დარგში), ქრაისტჩერჩის კოლეჯის მასწავლებელს,
რომელიც თუკი რამით იქცევდა საზოგადოების ყურადღებას, უთუ-
ოდ თავისი ახირებული და უცნაური ქცევით. მისი ლიტერატურული
გატაცებების შესახებ კი თითქმის არავინ იცოდა.
კოლეგები და სტუდენტები პედანტად მიიჩნევდნენ და არცთუ
უსაფუძვლოდ. დღიურებში თავის ყოველ ნაბიჯს აღნუსხავდა. მაგა-
ლითად, დაანგარიშებული ჰქონდა, რომ უნივერსიტეტის სასადი-
ლოში ევახშმა რვა ათასჯერ, ხოლო 1861 წლიდან მოყოლებული
ოცდახუთი წლის განმავლობაში გაეგზავნა ოთხმოცდათვრამეტი
ათას შვიდას ოცდაერთი წერილი.
მარტოობა უყვარდა; დიდად არც ქალების საზოგადოება იზიდავ-
და. საერთოდ, დაძაბული იყო მოზრდილებთან ურთიერთობაში ენა
ებმოდა და უხერხულობა იპყრობდა ხოლმე.
მხოლოდ ბავშვებთან გრძნობდა თავს კარგად (განსაკუთრებით
პატარა გოგონები უყვარდა; უფრო ზუსტად, ბიჭებს სულ არ სწყა-
ლობდა). თითქოს სხვა ადამიანად იქცეოდა: გამხიარულდებოდა
ხოლმე და აღარც სიმორცხვე ეტყობოდა, იწყებდა ამბების მოყო-
ლას, იგონებდა მათთვის გამოცანებს, რებუსებსა და სხვა გასართო-

152
ბებს; დაჰყავდა სასეირნოდ.
გარეგნობაც თავისებური ჰქონდა: გამხდარი, აწოწილი, ცის-
ფერთვალება, ასიმეტრიული სახისა და სხეულის პატრონი, ენაბლუ
და ცალი ყურით თითქმის ყრუ. სიტყვა-პასუხითა და საქციელით უც-
ნაური, გატაცებებიც უჩვეულო: განა გასაკვირი არ არის, უნივერსი-
ტეტის დარბაისელი პროფესორი ფოტოგრაფიამ გაიტაცოს და ზურ-
გზე აკიდებული ვეებერთელა აპარატით ქუჩა-ქუჩა დადიოდეს? არა-
და, დღეს იგი ფოტოხელოვნების ერთერთ პიონერად და თვალსაჩი-
ნო ოსტატადაა მიჩნეული.
ერთი სიტყვით, თანამედროვეთა აღწერილობისა თუ სხვადასხვა
დოკუმენტური წყაროდან გამომდინარე, ჩვენ წინაშე იხატება უცნაუ-
რი და ზოგჯერ არცთუ ისე მიმზიდველი თვისებების მქონე კაცის სა-
ხე. ალბათ, სწორედ ეს აძლევს საბაბს მკვლევართა ნაწილს, სხვა-
დასხვა „კომპლექსი“ თუ არაჯანსაღი მიდრეკილება ეძებოს მის პი-
როვნებაში. თუმცა ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. მთავარი გამო-
ცანა კი, რომელსაც კეროლის შემოქმედების ყველა მკვლევარი აწ-
ყდება, არის ის, თუ როგორ თანაარსებობდა ერთ ფიზიკურ სხეულში
ორი ესოდენ განსხვავებული პიროვნება, სრული ანტიპოდები (ან-
ტიპათიებიო, იტყოდა ელისი):
ღირსი მამა ჩარლზ ლატუიჯ დოჯსონი: ვიქტორიანული ეპოქის
ღვიძლი შვილი, თავგამოდებული ანგლიკანელი, სულით ხორცამ-
დე კონსერვატორი, ღრმად მოწიწებული სოციალურ საფეხურზე
მასზე მაღლა მდგომთა მიმართ. სტუდენტების აზრით, მისი ლექციე-
ბი დუნე, უინტერესო და მოსაწყენი იყო. არც დოჯსონი გახლდათ აღ-
ფრთოვანებული თავისი სტუდენტებით. იგი იმ ყაიდის ადამიანებს
მიეკუთვნებოდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი დროის ახალგაზ-
რდობა სულ სხვაგვარი იყო, უფრო მუყაითი და ზრდილობიანი. აღ-
ზრდაგანათლების საკითხში ტრადიციულ, კონსერვატიულ შეხედუ-
ლებებს იზიარებდა. მაგალითად, აპირებდა შექსპირის თხზულებე-
ბის რედაქტირებული, „თავშეკავებული“ ვარიანტის გამოცემას კე-
თილშობილი ინგლისელი ქალწულებისთვის და ამ მიზნით ტექსტი-
დან, მისი აზრით, ზედმეტი, „უხამსი“ სტრიქონების ამოღებას. კერო-

153
ლის მკვლევარი მარტინ გარდნერი ასე ახასიათებს დოჯსონს: „ეს
იყო ფუსფუსა, თავდაჭერილი, მიზეზიანი, კეთილი, თვინიერი, მო-
წესრიგებული მარტოხელა კაცი, რომელიც უსქესო, მშვიდი და ბედ-
ნიერი ცხოვრებით ცხოვრობდა“. ასეთად წარმოდგა იგი პირადი
დღიურებიდანაც, რომლებიც პირველად 1953 წელს გამოქვეყნდა.
ვინც იმედოვნებდა, რომ მათი გამომზეურების შემდეგ რაღაც ახალს
შეიტყობდა ენიგმატური ავტორის დაფარული შინაგანი სამყაროს
შესახებ, იმედგაცრუებული დარჩა. აღმოჩნდა, რომ ეს დღიურები
სხვა არაფერია, თუ არა ავტორის მონოტონური ყოველდღიურობის
ზედმიწევნითი და გულმოდგინე აღწერა იმისა, თუ სად იყო დღის
განმავლობაში, ვის შეხვდა, რა წაიკითხა და ასე შემდეგ. როგორც
ჩანს, პირადი დღიურების დანიშნულებად სწორედ ფაქტების ჩა-
მოთვლა მიაჩნდა და არა მოსაზრებებისა თუ შთაბეჭდილებების აღ-
ბეჭდვა.
და ლუის კეროლი: ექსცენტრიული მეზღაპრე, მოუსვენარი და
გამომგონებელი, ხუმარა და პარადოქსალისტი (ამტკიცებდა, გაჩე-
რებული საათი სჯობია ოდნავ არასწორს, ვინაიდან ეს უკანასკნელი
არასოდეს აჩვენებს ზუსტ დროს, პირველი კი დღეღამეში ორჯერ აჩ-
ვენებსო), ელვარე ნიჭითა და უსაზღვრო ფანტაზიით დაჯილდოებუ-
ლი მთხრობელი, ხშირად ირონიული და დამცინავი სენტიმენტა-
ლობის, დიდაქტიზმისა თუ კეთილგონიერების მოსაწყენი მორალის
მიმართ, რაც დოჯსონისთვის წმინდა ცნებებია.
ლუის კეროლი მხიარულ და დამცინავ პაროდიებს წერს უორ-
დსუორთის, უოტსისა და სხვათა მდარე აღმზრდელობით ლექსებზე,
ჩარლზ დოჯსონს კი სწამს, რომ ყველა ბავშვმა ზეპირად უნდა დაის-
წავლოს ისინი, რათა ღირსეული ლედი ან ჯენტლმენი დადგეს; კე-
როლი ქილიკობს საზოგადოებაში მიღებულ ქცევის მექანიკურ წე-
სებსა და რიტუალებზე, პიროვნების შემბოჭველ ათასგვარ პირობი-
თობაზე, დოჯსონს კი ვერ წარმოუდგენია მათ გარეშე ცხოვრება, ვი-
ნაიდან ყოველივე ეს ძვალრბილში აქვს გამჯდარი. მის გულში სამე-
ფო ოჯახის წარმომადგენლები, ლორდები თუ პერები უდიდეს მოწი-
წებას აღძრავენ, კეროლისთვის კი მეფედედოფალი მთელი თავისი

154
ამალით საბოლოოდ „უბრალო კარტის დასტაა და მეტი არაფერი“.
დოჯსონ-კეროლის ამგვარი გაორების საკითხს არაერთი სამეც-
ნიერო შრომა მიეძღვნა, ახსნით კი ვერავინ ახსნა. დღევანდელი გა-
დასახედიდან მართლაც ძნელია ამის შესახებ მსჯელობა, მის თანა-
მედროვეთაგან კი არავის უცდია დაენახა ის, რაც მისტერ დოჯსონის
დამცველი გარსის უკან იმალებოდა. ან ვის ეცალა საამისოდ, იმ-
დროინდელი ოქსფორდელი გამოჩენილი მოაზროვნეები ხომ გაცი-
ლებით უფრო აქტუალური პოლიტიკური თუ რელიგიური პრობლე-
მის თაობაზე მიმდინარე კამათით იყვნენ გართულნი. „ელისის თავ-
გადასავლის“ გამოქვეყნების შემდეგ კეროლმა კიდევ ოცდაათ
წელზე მეტხანს იცხოვრა ოქსფორდში, შეუმჩნევლად, როგორც
უჩინმაჩინმა. მხოლოდ მისი გარდაცვალების წელს (1898) სტიუარტ
დოჯსონ კოლინგვუდის მიერ გამოქვეყნებულმა ბიძამისის ბიოგრა-
ფიამ „ლუის კეროლის ცხოვრება და წერილები“ გამოაცოცხლა სა-
ზოგადოების ინტერესი ამ უცნაური მეზღაპრე-მათემატიკოსის მი-
მართ.
შეიტყვეს, რომ ჩარლზ ლატუიჯ დოჯსონი 1832 წლის 27 იანვარს
დაბადებულა ჩეშირის საგრაფოს პატარა სოფელ დერსბერიში, ად-
გილობრივი ეკლესიის წინამძღვრის ოჯახში. სახელი მამისა დაარ-
ქვეს, ლატუიჯი კი დედის გვარი იყო. მოგვიანებით არჩეული ფსევ-
დონიმი ამ ორი სიტყვის ორმაგი ტრანსფორმაციის შედეგადაა მი-
ღებული. მწერალმა ჯერ ლათინურად თარგმნა ისინი: ჩარლზ ლუტ-
ვიჯ კაროლუს ლუდოვიკუს. შემდეგ ადგილები შეუცვალა და ახლა
უკვე სხვა ინგლისური შესატყვისები მოუძებნა. ასე გაჩნდა ფსევდო-
ნიმი „ლუის კეროლი“. მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ 1856 წელს, მა-
ნამდე დოჯსონმა ისწავლა რიჩმონდისა და რაგბის სკოლებში, შემ-
დეგ კი თავისი ცხოვრება დაუკავშირა ოქსფორდის ქრაისტჩერჩის
კოლეჯს, თავდაპირველად როგორც სტუდენტმა, შემდეგ კი მასწავ-
ლებელმა. იგი მისდევდა მათემატიკურ ლოგიკას, დისციპლინას,
რომელიც მაშინ ახალი ხილი იყო, შემდეგ კი დაკავშირებული აღ-
მოჩნდა ისეთ დარგებთან, როგორებიცაა კიბერნეტიკა, მათემატი-
კური (სტრუქტურული) ლინგვისტიკა და სხვა

155
პარალელურად, დოჯსონი თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურ-
ნალ-გაზეთთან, აქვეყნებდა სახუმარო ლექსებს, გამოცანებსა თუ
თავსატეხებს, რომლებიც, უკვე „ელისის“ შემდეგ, ცალკე წიგნებად
გამოსცა. ესენია „ფანტასმაგორია“ (“Phantasmagoria”, 1869) და
„რითმა? გონება?“ (“Rhyme? And Reason?” 1883). კეროლს კიდევ
ორი ცნობილი ნაწარმოები ეკუთვნის: პოემა „სნარკზე ნადირობა“
(“The Hunting of the Snark”, 1876) და სქელტანიანი რომანი „სილვი
და ბრუნო“ (“Sylvie and Bruno”, 188993). და მაინც, „რობინზონისა“
და „გულივერის“ შემქმნელთა მსგავსად, ლუის კეროლიც ერთი
წიგნის ავტორად შემორჩა შთამომავლობას. მართალია, „ელისის
თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ (“Alice’s Adventures in
Wonderland”) 1865 წელს გამოვიდა, „ელისი სარკისმიღმეთში“
(“Through the LookingGlass”) კი ექვსი წლის შემდეგ (1871 წელს),
მაგრამ დღეს ორივე ზღაპარი ერთ მთლიან წიგნად აღიქმება და იშ-
ვითად გამოდის ცალ-ცალკე.
თავისთავად საინტერესოა, თუ როგორ დაიწყო ელისის მოგზაუ-
რობა მსოფლიო ლიტერატურაში.
1862 წლის 4 ივლისს (ამერიკელ პოეტ უისტან ჰიუ ოდენს (ჭ. ჰ.
აუდენ, 19071973) უთქვამს, 4 ივლისის დღე ლიტერატურის ისტო-
რიისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის შეერთებული
შტატების ისტორიისთვისო) ჩარლზ დოჯსონმა მდინარეზე ნავით სა-
სეირნოდ წაიყვანა თავისი პატარა მეგობრები, ქრაისტჩერჩის კო-
ლეჯის დეკანის, ჰენრი ლიდელის სამი ქალიშვილი: ლორინა, ელი-
სი და ედითი. მათ ახლდა დოჯსონის კოლეგა, მათემატიკოსი რო-
ბინსონ დაკუორთი. გოგონები ყოველ ასეთ გასეირნებაზე ზღაპრის
მოყოლას ითხოვდნენ ხოლმე თავიანთი უფროსი მეგობრისგან. ამ-
ჯერადაც სთხოვეს და მისტერ დოჯსონი იძულებული გახდა, ექ-
სპრომტად წამოეწყო თხრობა. „კარგად მახსოვს, იგონებდა კერო-
ლი მრავალი წლის შემდეგ, რაიმე ახალი ამბის მოგონებას ვცდი-
ლობდი და ჩემი გმირი კურდღლის სოროში ჩავგზავნე. ის კი აღარ
მიფიქრია, შემდეგ რა უნდა მომხდარიყო“.
მთავარი გმირი კი შუათანა და, ელისი იყო, მისტერ დოჯსონის

156
ყველაზე დიდი პატარა მეგობარი (სხვა პერსონაჟებს შორის დანარ-
ჩენ ორ დასაც ვხვდებით. ლორინა თუთიყუში ლორია, ედითი კი არ-
წივის მართვე ედი).
„ელისის თავგადასავალი მიწის ქვეშ“, რომელიც ზეპირი სახით
არსებობდა რამდენიმე წლის განმავლობაში, ელის ლიდელის
თხოვნით, კეროლმა ჩაწერა, თვითონვე დაასურათა და გოგონას სა-
შობაო საჩუქრად მიართვა. იმ დროს გამოცემაზე არც უფიქრია. მი-
აჩნდა, რომ ვინაიდან წიგნი გარკვეულ პიროვნებებს ეძღვნებოდა,
ბევრი რამ მხოლოდ მათთვის იქნებოდა გასაგები, სხვებს კი არ დაა-
ინტერესებდა. შესაძლოა, „ელისის თავგადასავალი“ არც არასო-
დეს გამოექვეყნებინა, ახლობლებს რომ არ დაეჟინათ. ბოლოს შე-
თანხმდნენ, ხელნაწერი ჯორჯ მაკდონალდს, თვითონაც ცნობილ
მწერალ-მეზღაპრეს, საცდელად თავისი შვილებისთვის შეეთავაზე-
ბინა. თუ ბავშვები სიამოვნებით წაიკითხავდნენ, წიგნად გამოეცათ.
ბავშვები აღტაცებულნი დარჩნენ. უმცროსმა ვაჟიშვილმა კი დაამა-
ტა, ნეტავ კიდევ სამოცი ათასი ასეთი წიგნი არსებობდესო.
ამის შემდეგ კეროლმა საფუძვლიანად გადააკეთა თავისი ხელ-
ნაწერი, რამდენიმე ეპიზოდი დაუმატა და სათაურიც შეუცვალა: „მი-
წისქვეშეთის“ მაგივრად „საოცრებათა ქვეყანა“ გაჩნდა. 1865 წელს
ჩარლზ დოჯსონმა საკუთარი ხარჯით გამოსცა „ელისის თავგადასა-
ვალი საოცრებათა ქვეყანაში“. გამომცემლობა „მაკმილანმა“ წიგნი
ოქსფორდის უნივერსიტეტის სტამბაში დააბეჭდვინა. მაგრამ წიგნის
მხატვარმა, ჯონ ტენიელმა, დაიწუნა ილუსტრაციების ხარისხი, კე-
როლმაც უარი თქვა ტირაჟზე (მხოლოდ 48 ცალი იქნა აკინძული და
გაგზავნილი მეგობრებისთვის) და შეკვეთა გადაეცა ფირმას „რი-
ჩარდ კლეი და შვილები“. პირველი ორი ათასი ეგზემპლარი სწრა-
ფად გაიყიდა და საჭირო გახდა ტირაჟის დამატება. წიგნს იმხელა
წარმატება ხვდა წილად, ავტორი რომ არ მოელოდა. ლუის კეროლი
ცნობილ პიროვნებად იქცა. მალე „ელისის თავგადასავალი“ ფრან-
გულ და გერმანულ ენებზედაც ითარგმნა.
გავიდა ექვსი წელი და 1871 წლის ლუის კეროლმა გამოსცა გაგ-
რძელება, კიდევ ერთი წიგნი ელისის შესახებ „სარკისმიღმეთი და

157
რა იხილა იქ ელისმა“. მთავარი პერსონაჟის, ელისის გარდა, ამ
ზღაპრებს ისიც აერთიანებთ, რომ ორივე მათგანში მოქმედება სიზ-
მარში ხდება. მაგრამ თუკი პირველი წიგნი სათამაშო კარტის სამყა-
როა, მეორეში ელისი ჭადრაკის ქვეყანაში აღმოჩნდება.
1897 წელს კეროლი საშობაოდ ეწვია თავის დებს გილფორდში,
სარის საგრაფოში. ეს ბოლო მოგზაურობა აღმოჩნდა კაცისთვის,
რომელიც თითქმის არასოდეს ტოვებდა ოქსფორდს (ერთადერ-
თხელ იმოგზაურა საზღვარგარეთ რუსეთში, 1867 წლის ზაფხულ-
ში). 1898 წლის 14 იანვარს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.
ამის შემდეგ კეროლის სახელი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე,
გარკვეული ხნით კვლავ დავიწყებას მიეცა. თუმცა მოვიდა საიუბი-
ლეო 1932 წელი და მწერლის სამშობლოში ფართოდ აღინიშნა მისი
დაბადების 100 წლისთავი. მსოფლიომ ხელახლა აღმოაჩინა ლუის
კეროლის განუმეორებელი სამყარო. ცხადი გახდა, რომ „ელისის
თავგადასავალი“ მარტოოდენ საყმაწვილო წიგნი არ არის. ბავშვე-
ბის თავშესაქცევად ნავში მოყოლილი უბრალო ამბები ავტორის
პირვანდელი ჩანაფიქრის ჩარჩოებს გასცდა და ახალი მნიშვნელო-
ბა შეიძინა. გაირკვა, რომ ზღაპარი ნამდვილად ნოვატორულია ინ-
გლისურ საბავშვო ლიტერატურაში: „ელისში“ მთლიანად დარღვე-
ულია ჯადოსნური ზღაპრის მორფოლოგია და ტრადიციული კანო-
ნები, უფრო მეტიც, ზოგან იუმორი სწორედ ამ კანონების პაროდი-
აზეა აგებული.
ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამს თვალსაზრისს, რომლის მი-
ხედვითაც კეროლის წიგნების „გემოს“ ბოლომდე გაგება მხოლოდ
მოზრდილ მკითხველს შეუძლია (მიუხედავად იმისა, რომ ბავშვე-
ბისთვის დაიწერა და საყვარელ წიგნებად იქცა კიდეც არაერთი თა-
ობის ბავშვებისთვის). ამასთან, სხვადასხვა დროის ბავშვები სხვა-
დასხვანაირად აღიქვამდნენ ამ უცნაურ ზღაპრებს: თუკი კეროლის
თანამედროვე ბავშვები დიდი გატაცებით კითხულობდნენ მათ,
დღევანდელ მოზარდებს საგონებელში აგდებს და ზოგჯერ აშინებს
კიდეც ალაგალაგ კოშმარის მსგავსი ეს სიზმარზღაპარი. ამ მკვლევ-
რებს მიაჩნიათ, რომ დიდი ხანია, წავიდა ის დრო, როცა თხუთმეტ

158
წლამდე ასაკის ბავშვები თავდავიწყებით კითხულობდნენ კეროლს.
მაგალითად, ჩვენ მიერ უკვე ნახსენები მარტინ გარდნერი აცხა-
დებს, „ელისი“ ცოცხალია მხოლოდ იმიტომ, რომ მოზრდილები, მა-
თემატიკოსები და ბუნებისმეტყველები მას დღემდე გატაცებით კით-
ხულობენო. სხვები კი გადაჭრით უარყოფენ ამ თვალსაზრისს და კე-
როლის წიგნებს წმინდა საბავშვო ლიტერატურას მიაკუთვნებენ.
ყველა ეს მოსაზრება თავისებურად საყურადღებოა: ალბათ, თი-
თოეულში დევს ჭეშმარიტების მარცვალი. მაგრამ როცა თავად კე-
როლს ჰკითხეს მის წიგნში დაფარული აზრის შესახებ, უპასუხა, რომ
აზრი კი არა, უფრო უაზრობა აინტერესებდა. თუმცა დასძინა, რომ
ვინაიდან სიტყვები, რომლებსაც ვიყენებთ, სინამდვილეში გაცილე-
ბით მეტ აზრს გამოხატავენ, ვიდრე ჩვენ მათში ვდებთ, წიგნად დაწე-
რილიც ავტორის ჩანაფიქრზე მეტს უნდა ნიშნავდეს და, აქედან გა-
მომდინარე, მივესალმები ყოველ აზრს, რომელსაც ჩემს წიგნში
იპოვიანო.
„ელისის თავგადასავალი“ იმ წიგნების რიცხვს მიეკუთვნება,
რომლებსაც მას შემდეგ, რაც ბავშვობის ასაკში გაეცნობა კაცი, სი-
ცოცხლის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე უბრუნდება. ამასთან,
ყველა ასაკის მკითხველი ახალ, თავისთვის საინტერესო შრეს
წვდება, ახალ ნიუანსებსა და ფერებს აღმოაჩენს. ბავშვებთან საუბ-
რისას კეროლი არ ისახავდა მიზნად მათთვის გასაგები, „ბავშვური“
ენით ელაპარაკა, არ უჩლექდა ენას, პირიქით, საკმაოდ დატვირ-
თულ, „მოზრდილთა“ საზრდოს აწვდიდა მათ ცოცხალ, უშუალო გო-
ნებას. ეს ბავშვების აღქმაში ცინცხლად, ხშირად მოულოდნელი
კუთხით აღიბეჭდებოდა ხოლმე: სენტ-ეგზიუპერიმაც დაგვანახვა
მრავალი წლის შემდეგ, რომ ხშირად ის, რაც მოზრდილისთვის
ფარფლიანი ქუდია, ბავშვის წარმოსახვაში სპილოგადაყლაპული
მახრჩობელა გველი შეიძლება იყოს. „ელისის თავგადასავლის“
თავისებურებას მისი ინტიმურობაც განაპირობებს: შეიქმნა კამე-
რულ ვითარებაში, ეძღვნება ადამიანთა ვიწრო წრეს და საუბრობს
იმის შესახებ, რაც, უპირველეს ყოვლისა, მათთვის იყო ახლობელი
და გასაგები. არც ჰქონია პრეტენზია, სხვებისთვის საინტერესო ყო-

159
ფილიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადამუშავებულმა ვარიანტმა და-
მოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო, „სიტყვებმა თავს მიხედეს“ (რო-
გორც დუკასქალი იტყოდა) და ბევრი განსხვავებული ასაკისა და ინ-
ტელექტის მქონე მკითხველის გულში ჰპოვეს გამოძახილი. არავინ
ელოდა, რომ კეროლის წიგნებს ზემოქმედების ასეთი ძალა აღმო-
აჩნდებოდა. ამ მორიდებულმა ვიქტორიანელმა, რომელიც ისე შე-
ერწყა თავისი დროის ცხოვრებას ყოფას, აზროვნებას, ზნეჩვეულე-
ბებს, რომ ლამის უჩინარი გახდა, ამავე დროს, თითქოს ღრუბელი-
ვით შეისრუტა და საკუთარ პიროვნებასა და შემოქმედებაში აირეკ-
ლა ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი ზნეობრივფსიქოლოგიური,
ხშირ შემთხვევაში, პოლარულად კონტრასტული ნიშნები. ალბათ,
ამიტომაცაა, რომ არც ერთ სხვა წიგნს (შესაძლოა, ჯოისის „ული-
სეს“ გარდა) არ მიეძღვნა კონკრეტული რეალიებისა თუ სიმბოლოა-
ლეგორიების განმმარტავი ამდენი კომენტარი. ისიც უნდა აღინიშ-
ნოს, რომ ამ კომენტართა უმეტესობა მაინც ჰიპოთეზურია. ძნელია
დანამდვილებით იმის მტკიცება, შეიცავს თუ არა კეროლის ზღაპრე-
ბი რელიგიური პოლემიკის გამოძახილს, პოლიტიკური ლიდერების
სატირულ პორტრეტებს (მაგალითად, ინგლისის პრემიერ-მინის-
ტრების, გლადსტონისა და დიზრაელის) ან საზოგადოებრივი ცხოვ-
რების სხვა სფეროთა კრიტიკას, თუ ისინი მართლაც შედეგია უშ-
ფოთველი და უზრუნველი ვიქტორიანელი ჯენტლმენის „გონებრივი
არდადეგებისა“. თუმცა საბოლოოდ, მკითხველთა უმეტესობისთვის
ამგვარი წიაღსვლები არც ისე მნიშვნელოვანია. „ელისის თავგადა-
სავლის“ პოპულარობისა და სიცოცხლისუნარიანობის მიზეზი ალ-
ბათ უფრო მარტივია, ვიდრე ამას ხშირად თეორეტიკოსები სახავენ:
მას შემდეგ, რაც ელისს კურდღლის სოროში ჩავყვებით, ან მასთან
ერთად სარკის მიღმა გადავაბიჯებთ, ჯადოსნურ, მოულოდნელობე-
ბით აღსავსე სამყაროში ვიძირებით, რომელიც უცნაური, მეტწილად
თავკერძა და ახირებული, მაგრამ თავისებურად მომხიბლავი და სა-
ინტერესო არსებებითაა დასახლებული. პერსონაჟებისა და სიტუ-
აციების დახატვისას კეროლის ფანტაზიასა და გამომგონებლობას
საზღვარი არა აქვს. მისი იუმორი თვითმყოფადი და განუმეორებე-

160
ლია, ხოლო თხრობის სტილი ცოცხალი და უშუალო. ეს სამყარო
გვაჯადოებს თავისი უჩვეულობით, გროტესკულობით, გონებამახვი-
ლური ნონსენსითა და ხალისიანი ხუმრობებით. აქ სევდიანი ლი-
რიზმი თანაარსებობს მხიარულ პაროდიებთან. მოულოდნელი პა-
რადოქსები და სიტყვებით თამაში კი მარტოობის, დროის დინებით
გამოწვეული სევდისა და სიკვდილის თემებთან. განსაკუთრებით
აღსანიშნავია კეროლის სიტყვებით თამაშის ხელოვნება, უნარი
ჩვეულებრივი სიტყვების ახალი კუთხით წარმოჩენისა. მთავარი კი
ამ წიგნში მაინც სიყვარულია, თბილი და ფაქიზი გრძნობა პატარა
მეგობრის, ელისისადმი დიდი სიყვარული, ბედნიერი და თან ნაღ-
ვლიანი, რომელიც მთელ წიგნს, მის ყოველ ფურცელს გასდევს.
ბედნიერია იმიტომ, რომ ეს მეგობრობა არსებობს, წმინდა და
უშუალოა, მაგრამ ნაღველიც ახლავს გარდაუვალი განშორების გა-
მო (ასეთი იყო ამ ხანმოკლე და წარმავალ ურთიერთობათა თავისე-
ბურება: პატარა მეგობრები იზრდებოდნენ, კეროლი კი დიდ ცხოვ-
რებაში მათი გაცილების შემდეგ ისევ ბავშვობის სამყაროში რჩებო-
და). სწორედ ამით გამოწვეული სევდა განაპირობებს ორივე ზღა-
პარსიზმრის დასაწყისისა და დასასრულის სენტიმენტალურ და
გულში ჩამწვდომ ინტონაციას და სიზმარიც ხომ თავისთავად ხან-
მოკლე და წარმავალია.
ლუის კეროლი სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა გულში ამ სა-
თუთ გრძნობას თავისი „ოცნების ბავშვის“ (Dreamchild), ელის პლე-
ზენს ლიდელისადმი, ისე, როგორც შორეული მოგზაურობიდან დაბ-
რუნებული პილიგრიმი ინახავს წმინდა ადგილების სახსოვარს დამ-
ჭკნარი ყვავილების გვირგვინს.
ზღაპრის დასაწყისში ელისი კითხულობს: „რის მაქნისია წიგნი,
რომელსაც არ აქვს სურათები?“ და ეს კითხვა მართებულია ამ წიგ-
ნთან მიმართებაშიც. მართლაც, ის, რომ „ელისი“ ესოდენ ცნობილი
და საყვარელი წიგნი გახდა მთელ მსოფლიოში, მარტოოდენ კერო-
ლის დამსახურება არ არის, ამაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა
ბრწყინვალე ილუსტრაციებმაც, რომლებმაც დაამშვენა პირველი
გამოცემა. უნდა ითქვას, რომ ლუის კეროლი წიგნის დასურათებას

161
ისეთსავე მნიშვნელობას ანიჭებდა, როგორც საკუთრივ ტექსტს.
ამიტომ დიდხანს არჩია და იჭოჭმანა, სანამ ილუსტრაციების შექ-
მნას დაუკვეთდა ცნობილ გრაფიკოსს, ჯონ ტენიელს (18201914),
რომელიც იმხანად იუმორისტულ ჟურნალ „პანჩის“ (“Punch“) კარი-
კატურისტად მუშაობდა და ეზოპეს იგავ-არაკების დასურათების გა-
მოცდილებაც ჰქონდა. არჩევანმა გაამართლა, მიუხედავად იმისა,
რომ ჯონ ტენიელთან კეროლის თანამშრომლობა მარტივი არ აღ-
მოჩნდა. ტენიელს ხელნაწერის გაცნობის შემდეგ თითქმის წელი-
წადნახევარი დასჭირდა ილუსტრაციების შესაქმნელად. გარდა ამი-
სა, იგი ბევრს ჭირვეულობდა, საკუთარ პირობებს უყენებდა ავ-
ტორს, ედავებოდა, ტექსტში შესწორებებს მოითხოვდა, მეორე წიგ-
ნის დასურათებაზედაც არ დასთანხმდა მანამ, სანამ კეროლისგან
სრული შემოქმედებითი თავისუფლების პირობა არ მიიღო და, ამას-
თან, „სარკისმიღმეთიდან“ მთელი ერთი თავი, „პარიკიანი ბზიკი“
არ ამოაღებინა.
საბოლოოდ შეიქმნა ოთხმოცდათორმეტი გრავიურისგან შემ-
დგარი ილუსტრაციების სერია, რომლებიც დღემდე შეუდარებლად
მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ „ელისი“ დაასურათა კიდევ მრა-
ვალმა შესანიშნავმა მხატვარმა (ილუსტრატორთა რაოდენობის მი-
ხედვით, კეროლის დილოგია ერთერთ პირველ ადგილზეა მსოფ-
ლიო ლიტერატურაში): ფერადოვან და მდიდრულ ილუსტრაციებ-
თან ერთად გვხვდება მონოქრომული და მინიმალისტური ხერხე-
ბით შესრულებული ნამუშევრებიც; არსებობს ჩარლზ რობინსონისა
(Charles Robinson) და ართურ რეკჰემის (Arthur Rackham) მოდერ-
ნის სტილში შესრულებული დასურათება, სალვადორ დალისა
(Salvador Dali) სიურრეალისტურში, ოციოცდაათიანი წლების საგა-
ზეთო რეკლამების ესთეტიკის შესაბამისად რალფ სტედმენისა
(Ralph Steadman) და თანამედროვე „ფენტეზის“ ჟანრის მხატვრის,
როდნი მეთიუზისა (Rodney Matthews); და მაინც, დღემდე სწორუ-
პოვრად ჯონ ტენიელის ორიგინალური ილუსტრაციებია მიჩნეული.
ანაბეჭდების ესკიზები ტენიელმა საკუთარი ხელით გადაიტანა ხეზე,
რის შემდეგაც წიგნისთვის განკუთვნილი გრავიურები ძმები დელ-

162
ზილების (Dalziel Brothers) სახელოსნოში დამზადდა. ტენიელის ნა-
ხატები მკვეთრად თავისებური, ინდივიდუალური ხელწერით გამო-
ირჩევა, მისი ილუსტრაციები ისე ბუნებრივად ერწყმის ტექსტს, რომ
განუყოფელი ხდება მისგან (ამ თვალსაზრისით, ტენიელის „ელისს“
ხშირად გვერდით უყენებენ წიგნის მხატვრობის ისეთ კლასიკურ ნი-
მუშებს, როგორებიცაა ჟან გრენვილის ილუსტრაციები სვიფტის
„გულივერის მოგზაურობისთვის“ და გუსტავ დორესი სერვანტესის
„დონ კიხოტისთვის“). მხატვარმა უშეცდომოდ განსაზღვრა კერო-
ლის ზღაპრების გამორჩეული ხასიათი, არ მიუდგა „ელისს“, რო-
გორც მხოლოდ საბავშვო წიგნს და, შესაბამისად, არც ილუსტრა-
ციები გამოუვიდა ტიპურად საბავშვო: ტენიელის ელისი სულაც არ
ჰგავს შვიდი წლის „საყვარელ“ ბავშვს: მას არაბავშვური სახის გა-
მომეტყველება, არც ისე ლამაზი ნაკვთები და სხეულთან შედარე-
ბით არაპროპორციულად დიდი თავი და მოკლე ფეხები აქვს; თანაც
ვერსად ნახავთ გაღიმებულს. მთლიანობაში, ტენიელის მიერ შექ-
მნილი სამყარო თავისი მრავალსახოვნებით, უცნაურობითა თუ
გროტესკულობით ტოლს არ უდებს კეროლის ტექსტს.
„ელისის“ ილუსტრაციები ჯონ ტენიელის შემოქმედების მწვერ-
ვალია. საკვირველია, მაგრამ ეს წიგნი მისთვის ბოლო აღმოჩნდა,
თუმცა კიდევ ორმოც წელზე მეტხანს იცოცხლა. „უცნაური ამბავია,
წერდა მხატვარი მოგვიანებით, „სარკისმიღმეთის“ შემდეგ სრული-
ად დამეკარგა წიგნის ილუსტრაციების ხატვის უნარი და, მრავალი
მაცდუნებელი შემოთავაზების მიუხედავად, აღარაფერი გამიკეთე-
ბია ამ ჟანრში.“

163
164
165

You might also like