You are on page 1of 478

0 მკითხველთა ლიგა

არუნდატი როი

წვრილმანების
ღმერთი

ინგლისურიდან თარგმნა
თამარ ჯაფარიძემ

1 მკითხველთა ლიგა
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფრადიფ
კრიშენს – ჩემს ყველაზე მკაცრ კრიტიკოსს, ჩემს უახლოეს მე-
გობარსა და სიყვარულს, რომლის გარეშეც ეს წიგნი ისეთი არ
იქნებოდა, როგორიც არის;
პიასა და მიტვას, უზომო ერთგულებისათვის;
არადჰანას, არჯუნს, ბიტს, ჩანდუს, კარლოს, გოლაკს, ინ-
დუს, ჯოანას, ნაჰიდს, ფილიპს, სანჯუს, ვინას და ვივეკას, რომ-
ლებმაც წუთითაც არ მიმატოვეს მთელი იმ წლების განმავლო-
ბაში, როცა ამ წიგნს ვწერდი;
პანკაჯ მიშრას, რომელმაც ამ წიგნს მთელი მსოფლიოსა-
კენ სავალი გზა დაულოცა;
ალოკ რაისა და შომიტ მიტერს, რომლებიც ის მკითხველე-
ბი აღმოჩნდნენ, ნებისმიერი მწერალი რომ ინატრებს;
დეივიდ გოდუინს – ჩემს აგენტს, მეგზურსა და მეგობარს,
რომელსაც ინდოეთში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდა და ამ
წიგნის ფართო გზა გაუკაფა ოკეანის გადაღმა;
ნილუს, სუშმას და კრიშნანს, რომლებიც სულიერად მამ-
ხნევებდნენ და მუშაობის ძალას მაძლევდნენ;
და, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ჩემს დადისა და და-
დას, მათი სიყვარულისა და თანადგომისათვის.
ყველას დიდი, დიდი მადლობა!

2 მკითხველთა ლიგა
მერი როის, რომელმაც აღმზარდა და მასწავლა, რომ ვიდ-
რე სიტყვას გავაწყვეტინებდი სხვების თანდასწრებით, „უკაც-
რავად“ უნდა მეთქვა. რომელსაც იმდენად ვუყვარდი, რომ
მისგან წასვლის უფლება მომცა.
LKC-ს, რომელიც, ჩემი არ იყოს, სიკვდილს გადაურჩა და
კვლავაც ცოცხლებში წერია.

3 მკითხველთა ლიგა
ამიერიდან, ალბათ, ვერც ერთ სხვა ამბავს ვეღარავინ
მოყვება ისე, თითქოს ქვეყნად ერთადერთი მოსაყოლი ამბავი
იყოს.

ჯონ ბერჯერი

4 მკითხველთა ლიგა
1

სამოთხის მწნილები და კომპოტები

აიემენემში ძალიან ცხელი და ძნელი მაისი იცის, ოხშივ-


რით დამძიმებული უგრძესი დღეებით. მდინარეები შრება და
შავი ყვავები გალურსულ, მტვრიან-მწვანე ხეებში გამოკიაფე-
ბულ მანგოებს მიაძღებიან ხოლმე. მოწითალო ბანანები გა-
დამწიფებულია და პურის ხის ნაყოფები – დამსკდარი. გალა-
ღებული ლეშის ბუზები უთავბოლოდ დაბზუიან ხილის სუნით
გაჯერებულ მათრობელა ჰაერში. ბოლოს, მთლად გათარანე-
ბულები, ფანჯრის მინებს მიაკვდებიან და მზეზე გაიფუყებიან
ბრიყვული გამომეტყველებით.
ღამეები უღრუბლოა, მაგრამ მომთენთავი და ავის მოლო-
დინით დაზაფრული.
აი, ივნისის პირველ ნახევარში კი სამხრეთ-დასავლეთის
მუსონი დაუბერავს და თან სამთვიან ქარსა და თქეშს მოიტანს.
მხოლოდ დროდადრო თუ გამოანათებს მწველი მზე და გულ-
მიცემულ ბავშვებს ცოტა თამაშის საშუალებას მისცემს. გარე-
მო მყისვე უტიფრად გადახასხასდება ხოლმე. ტაპიოკის ღო-
ბეები ფესვებს გაიდგამენ, აყვავდებიან და საკარმიდამო სამა-
ნებს გააბუნდოვნებენ. აგურის კედლები ხავსით დაიფარება
და ლიანები ელექტროსადენების ბოძებს გველებივით შემო-
ეხვევიან. სხვა ხვიარებიც ჯიქურ წამოყოფენ თავს მდინარეე-
ბის შლამიანი ნაპირებიდან და დატბორილი გზებისკენ გა-
ღოღდებიან. დატვირთული ნავები ბაზრებისაკენ გაეშურები-
ან, საგზაო დეპარტამენტის ამოსავსებ გზისპირა ორმოებში
ჩამდგარ წუმპეებს კი ჭიჭყინები ამოავსებენ.
რაჰელი აიემენემში რომ დაბრუნდა, საშინელი თავსხმა
იყო. ატალახებულ მიწას წვიმის დამრეცი, ვერცხლისფერი

5 მკითხველთა ლიგა
შოლტები უმოწყალოდ უტლაშუნებდა – ისე გადაეხნა, იფიქ-
რებდით, ავტომატის ჯერი მიუშვიათო. გორაკზე მდგომ სახლს
წოწოლა სახურავი ყურებამდე ჩამოფხატული ქუდივით ეხურა.
ხავსმოკიდებული კედლები დალბობოდა და მიწიდან შეწოვი-
ლი ნესტისგან ცოტა ამობურცვოდა კიდეც. მოუვლელი,
მთლად გავერანებული ბაღი პატარა, აქეთ-იქით მოფუსფუსე
არსებების იდუმალი ხმებით იყო სავსე. ჯაგნარში ვირთხაჭა-
მია გველი სიპ ქვას ელამუნებოდა. იმედიანი ყვითელი ბაყაყე-
ბი აქაფებულ გუბურას გარს უვლიდნენ მეწყვილეების ძებნა-
ში. მთლად გალუმპულმა მანგუსტმა ფოთლებით მოფენილ
სამანქანო გზაზე გადაირბინა.
სახლი მიტოვებულს ჰგავდა. კარ-ფანჯარა მკვიდრად ჰქონ-
და გადარაზული, წინა ვერანდა – მოშიშვლებული, უავეჯო.
თუმცა ცისფერი ,,პლიმუთი’’, უკანა სანათების ქრომირებული
ფრთებით, ისევ იქვე იდგა, სახლის წინ, სახლში კი ჯერ კიდევ
ცხოვრობდა ციცქნა-კოჩამა, რაჰელის ბაბუის უმცროსი და. სი-
ნამდვილეში ნავომი ერქვა, ნავომი აიპი, მაგრამ ყველა ,,ციც-
ქნას’’ ეძახდა. მამიდობის ასაკს რომ მიატანა, ციცქნა-კოჩამა
შეარქვეს, ანუ ,,ციცქნა მამიდა’’. თუმცა რაჰელი მის სანახავად
არ ჩამოსულა. ასეთი რამ არც ძმის შვილიშვილს და არც პაპი-
დას არ გაუვლიათ აზრად. მას საკუთარი ძმის, ესტას ნახვა უნ-
დოდა. ერთმანეთის ,,დიზიგოტური’’ ტყუპისცალები იყვნენ,
როგორც ექიმებმა თქვეს – ორი სხვადასხვა, მაგრამ ერ-
თდროულად განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან შობილე-
ბი. ესტა, ანუ ესტაფენი თავის დაზე თვრამეტი წუთით უფროსი
გახლდათ.
ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავდნენ. მაშინაც კი, სანამ ჯერ
კიდევ წვნიკი ხელ-ფეხი, ჩავარდნილი გულმკერდი, პარაზიტე-
ბით გამოტენილი მუცლები და ელვის პრესლის თმის ვარცხნი-
ლობა ჰქონდათ, სტუმრად მოსულ და მაამებლური ღიმილით

6 მკითხველთა ლიგა
სახეგაბადრულ ნათესავთაგან თუ სირიელ მართლმადიდე-
ბელ ეპისკოპოსთაგან (რომლებიც ხშირად ესტუმრებოდნენ
ხოლმე აიემენემის სახლს შესაწირების მისაღებად) არავის
უკითხავს ჩვეული ,,რომელი რომელია’’ და ,,ვინ ვინ არისო’’.
გაუგებრობას სხვა, უფრო სერიოზული და იდუმალი საკით-
ხი იწვევდა.
იმ ადრინდელ, ამორფულ წლებში, საიდანაც მეხსიერება
იწყებოდა, როცა ცხოვრება მხოლოდ დასაწყისებისაგან შედ-
გებოდა, დასასრულები საერთოდ არ არსებობდა და ყველა-
ფერი ჯერ კიდევ მუდმივი იყო, ესტაფენი და რაჰელი საკუთარ
თავს ერთად ყოფნისას ,,მე-დ’’ იაზრებდნენ და ცალ-ცალკე თუ
იყვნენ, ,,ჩვენ’’ მაშინღა გახდებოდნენ ხოლმე. იფიქრებდი, იშ-
ვიათი სახის სიამის ტყუპები არიან, რომლებიც ფიზიკურად
არა, მაგრამ სულიერად აშკარად ერთმანეთთან შეზრდილა-
ნო.
ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, რაჰელს ცხადლივ ახსოვს,
როგორ გამოეღვიძა ღამით და როგორ ხითხითებდა, როცა
ესტას ძალიან სასაცილო სიზმარი ესიზმრებოდა.
ისეთი რამეებიც ახსოვს, რომელთა ხსოვნის უფლება არცა
აქვს.
მაგალითად, მშვენივრად ახსოვს (თუმცა თავად არ შეს-
წრებია), ფორთოხლისა და ლიმონის წვენების გამყიდველმა
კაცმა ესტას რაც უქნა კინოთეატრ ,,აბჰილაშში’’. იმ პომიდ-
ვრის სენდვიჩების გემოც ახსოვს, მადრასში მიმავალმა მისმა
ძმამ რომ მიირთვა მადრასის საფოსტოში.
და ეს კიდევ წვრილმანია.
ახლა უკვე ესტასა და საკუთარ თავზე ისე ფიქრობს, რო-
გორც ,,იმათზე’’, რადგანაც სავსებით დაცალცალდნენ და ისე-
თები აღარ არიან, უწინ რომ იყვნენ, და ვერც ისეთები გახდე-
ბიან, მაშინ რომ ეგონათ, მომავალში გავხდებითო.

7 მკითხველთა ლიგა
ვერასოდეს.
თითოეული მათგანის ცხოვრებამ საკუთარი ფორმა და მო-
ცულობა მიიღო – ესტასამ ესტასი და რაჰელისამ რაჰელის.
საზღვრები, კიდეები, ზღურბლები თუ მხარეები ისე აღმო-
ცენდნენ მათ დაცალკევებულ ჰორიზონტებზე, როგორც ტრო-
ლების გუნდები – იმ ტანმორჩილი არსებებისა, გრძელ ჩრდი-
ლებს რომ აფენენ მიწაზე და დღედაღამ დგანან წარმოსახვი-
თი საზღვრების სადარაჯოზე. ტყუპებს თვალების ქვედა უპეებ-
ზე პატარა ნახევარმთვარეები გასჩენოდათ და იმდენი წლისა-
ნი მოყრილიყვნენ, რამდენისაც ამუ იყო, როცა გარდაიცვალა
– ოცდათერთმეტის.
არც ბებრები იყვნენ და აღარც ახალგაზრდები.
რაღაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა გამოკიდებულ ასაკ-
ში შესულიყვნენ.

ესტა და რაჰელი ლამის იყო ავტობუსში დაიბადნენ. ის მან-


ქანა, რომლითაც ბაბას (მათ მამას) შილონგის სამშობიაროში
მიჰყავდა ამუ (მათი დედა) ასამის შტატის ჩაის პლანტაციებში
გამავალი მიხვეულ-მოხვეული გზით, გზაში გაფუჭდა. ცოლ-
ქმარი მანქანიდან გადმოვიდა და გზაზე ხელის გამალებული
ქნევით გააჩერა გაჭედილი სარეისო ავტობუსი. ძალიან გა-
ჭირვებულების შედარებით შეძლებულებისადმი თავისებური
რიდის გამო, თუ იმის გამო, რომ დაინახეს, საწყალ ამუს რამ-
ხელა მუცელი აჯდა, ბილეთიანმა მგზავრებმა ცოლ-ქმარს ად-
გილი დაუთმეს და ესტასა და რაჰელის მამას მთელი გზა ხე-
ლით ეჭირა მათი დედის მუცელი (ცხადია, შიგნით მყოფი ბავ-
შვებითურთ), რომ როგორმე ჯანჯღარი შეემსუბუქებინა. მაშინ
ჯერ კიდევ არ იყვნენ გაყრილები და ამუ ჯერ კიდევ არ გადა-
ბარგებულიყო მშობლიურ კერალის შტატში.

8 მკითხველთა ლიგა
ესტასთვის რომ მოგესმინა, ავტობუსში თუ დავიბადებო-
დით, მთელი ცხოვრება ავტობუსით უფასოდ მგზავრობის უფ-
ლება გვექნებოდაო. ეს ვინ უთხრა ან ასეთი ინფორმაცია სად
მოიძია, კაცმა არ იცის, მაგრამ ტყუპები დიდხანს ბრაზობდნენ
მშობლებზე, ასეთი პრივილეგია რომ დააკარგვინეს.
იმისაც დიდხანს სწამდათ, რომ დაზოლილ გადასასვლელ-
ზე –,,ზებრაზე’’ – თუ დაეჯახებოდათ მანქანა, მათი დაკრძალ-
ვის ყველა ხარჯს სახელმწიფო გაიღებდა. ეტყობა, ეგონათ,
რომ ,,ზებრები’’ სწორედ ამიტომაც იყო დახაზული – უფასო
დაკრძალვების უზრუნველსაყოფად. ცხადია, ასეთ გადასას-
ვლელებს აიემენემში ვერსად ნახავდი; იქ კი არა, კოტაიამშიც
არ იყო, მათგან უახლოეს ქალაქში, მაგრამ რამდენიმესთვის
მანქანის ფანჯრიდან მოეკრათ თვალი კოჩინში გამგზავრები-
სას, რომელიც მათგან მანქანით ორი საათის სავალზე მდება-
რეობდა.

სახელმწიფოს სოფი-მოლის დაკრძალვის ხარჯები არ გა-


უღია, რადგანაც ,,ზებრა’’ გადასასვლელზე არ მომკვდარა. პა-
ნაშვიდი აიემენემის ახლად შეღებილ ძველ ეკლესიაში გადაუ-
ხადეს. სოფი-მოლი ესტას და რაჰელის ბიძაშვილი იყო – მათი
ბიძის, ჩაკოს ქალიშვილი. მათთან სტუმრად ინგლისიდან ჩა-
მოვიდა. ესტა და რაჰელი შვიდისა იყვნენ, თავად იმ საწყალს
კი ცხრა უსრულდებოდა. პატარა, საბავშვო კუბოში ჩაასვენეს.
შიგნიდან სულ ატლასით იყო ამოგებული.
თითბრის პრიალა სახელურები ჰქონდა.
კუბოში ყვითელი კრიმპლენის ფართოტოტებიანი შარ-
ვლით იწვა, თმა ბაფთებით ჰქონდა შეკრული და გვერდით თა-

9 მკითხველთა ლიგა
ვისი საყვარელი მოდური ინგლისური ჩანთა ედო. გაფითრე-
ბული სახე ისე დანაოჭებოდა, როგორც დჰობის1 ხანგრძლი-
ვად წყალში ნადები ცერი. პანაშვიდზე მთელი იქაური მრევლი
მოვიდა და ყვითელი ეკლესია მტკივანი ყელივით დასივდა
სამგლოვიარო საგალობლებით. წვერებდახუჭუჭებული
ღვთისმსახურები საკმეველს უშურველად აკმევდნენ, მაგრამ
ამჯერად, საკვირაო წირვისაგან განსხვავებით, ბავშვებს საერ-
თოდ არ უღიმოდნენ.
საკურთხეველზე დიდი სანთლები მოლეღვილიყვნენ, პა-
ტარები კი გაჯგიმულები იდგნენ.
ერთმა მოხუცმა ქალმა, რომელიც მათ შორეულ ნათესაო-
ბას იჩემებდა (და რომელსაც არავინ იცნობდა, მაგრამ ყველა
პანაშვიდზე ხედავდნენ ცხედართან ჭირისუფლად გამოჯგი-
მულს... ვინ იცის, ეგებ სულაც ,,პანაშვიდებზე შემჯდარი ნარ-
კომანი’’ ან ფარული ნეკროფილიით შეპყრობილი ვინმე
იყო?), ბამბა ოდეკოლონით დაასველა და ნაზად, მზრუნვე-
ლად, მაგრამ საკმაოდ გამომწვევად გადაუსვა სოფი-მოლს
შუბლზე. ჰოდა, სოფი-მოლს ოდეკოლონისა და კუბოს ფიცრე-
ბის სუნი უდიოდა.
მარგარეტ-კოჩამამ – სოფი-მოლის ინგლისელმა დედამ –
უფლება არ მისცა ჩაკოს – სოფი-მოლის ბიოლოგიურ მამას –
მხრებზე მოხვეოდა ნუგეშის საცემად.
მთელი ოჯახი ერთ გუნდად შეგროვდა ეკლესიაში: მარგა-
რეტ-კოჩამა, ჩაკო, ციცქნა-კოჩამა, გვერდით მდგომი რძლით
– მამაჩით – ესტას და რაჰელის (და სოფი- მოლის) ბებიით. მა-
მაჩი უკვე თითქმის ბრმა იყო და კარში გამოსვლისას სულ შავ
სათვალეს ატარებდა. იმ სათვალიდან ცრემლები ღაპაღუპით
ჩამოსდიოდა სახეზე და ნიკაპზე ისე ეკიდებოდა, როგორც სა-

1
დჰობი-მრეცხავი კაცი (ჰინდი)

10 მკითხველთა ლიგა
ხურავს წვიმის წვეთები. დალეული იყო და ავადმყოფური იე-
რი დაჰკრავდა იმ თავის კრემისფერ, გახამებულ სარიში. ჩაკო
მისი ერთადერთი ვაჟი გახლდათ. საკუთარი უბედურება ხომ
ტანჯავდა საწყალ ქალს და ვაჟის უბედურება მთლად ბოლოს
უღებდა.
ამუს, ესტასა და რაჰელს ეკლესიაში მისვლის უფლება კი
მისცეს, მაგრამ განცალკევებით იდგნენ და მათკენ არავინ
იხედებოდა.
ეკლესიაში ძალიან ცხელოდა და თეთრი შროშანები უკვე
ჭკნობას იწყებდნენ – ფურცლები უშნოდ ახვეოდათ. კუბოს თა-
იგულის ერთ-ერთ ყვავილში ფუტკარი ჩამკვდარიყო. ამუს ხე-
ლები უკანკალებდა და მათთან ერთად ის ლოცვანიც თრთო-
და, ხელში რომ ეჭირა. მთლად გაყინულიყო. ნახევრად მიძი-
ნებული ესტა დედას მისვენებოდა. დამძიმებული თვალები შუ-
შისა გახდომოდა. აწითლებული ლოყით დედის იმ შიშველ,
მთრთოლარე ხელს ეკვროდა, რომელშიც ლოცვანი ეჭირა.
რაჰელს კი პირიქით, უკანასკნელი ძალ-ღონე მოეკრიბა და
ფხიზლად იყო – ერთიანად დაძაგრული და დაღლილი სასტიკ
რეალობასთან ბრძოლაში.
რაჰელმა შენიშნა, როგორ გამოცოცხლდა სოფი-მოლი სა-
კუთარი პანაშვიდის ეშხით. გამოცოცხლებულმა ორი რამ და-
ანახვა. პირველი ეკლესიის მაღალი გუმბათი იყო, რომლის-
თვისაც ეკლესიაში ყოფნისას არასდროს შეუვლია თვალი.
ცისფრად შეეღებათ, ცის კამარასავით. ზედ, აქა-იქ, თეთრი
ღრუბლები დაცურავდნენ, პატარა რეაქტიული თვითმფრინა-
ვები ხმაურით დაქროდნენ და ღრუბლებში თეთრ, ჯვარედინა
კვალს ტოვებდნენ. ბუნებრივია, ამ გუმბათის დანახვა კუბოში
მწოლისთვის უფრო ადვილი იყო, ვიდრე ბრბოში ფეხზე მდგო-
მი ბავშვისათვის, დამწუხრებულ თეძოებსა და ლოცვანებს შო-
რის რომ იჭყლიტებოდა.

11 მკითხველთა ლიგა
რაჰელი იმ ადამიანზე დაფიქრდა, რომელმაც ამსიმაღლე-
ზე ასვლა მოახერხა საღებავებით (ცის კაბადონისთვის ცის-
ფრით, ღრუბლებისთვის თეთრით და თვითმფრინავებისათ-
ვის ვერცხლისფრით) და კიდევ ფუნჯებითა და გამზავებლებით
შეიარაღებულმა. თვალნათლივ წარმოიდგინა ის კაცი, ველუ-
ტას მსგავსი, წელზემოთ გაშიშვლებული და მბზინავი, რომე-
ლიც გუმბათზე თოკებით ჩამოკონწიალებულ ფიცრის ხარა-
ჩოზე იჯდა და ეკლესიის ცისფერი ცის კაბადონზე რეაქტიულ
თვითმფრინავებს ხატავდა.
ისიც კი წარმოიდგინა, თოკები რომ დაწყვეტილიყო, რა
მოხდებოდა – როგორ გადმოენთებოდა იმსიმაღლიდან თავი-
სივე დახატულ ცაზე მოწყვეტილი, ჩამქრალი ვარსკვლავივით,
როგორ დაეხეთქებოდა ეკლესიის გახურებულ ქვის იატაკზე
და როგორ მორწყავდა იმ იატაკს გახეთქილი თავის ქალიდან
გადმონთხეული, ბნელი საიდუმლოსავით მუქი სისხლით.
იმ დროისთვის რაჰელი და ესტა უკვე იცნობდნენ ადამია-
ნის დამტვრევის სამყაროში არსებულ რამდენსამე ხერხს. მათ
სუნსაც კი ცნობდნენ – მოტკბოს, გულისამრევს, ისეთს, დაძვე-
ლებულ ვარდებს რომ აუვათ ხოლმე სიოს დაბერვაზე.
მეორე, რაც სოფი-მოლმა დაანახვა, ღამურას ღლაპი იყო.
პანაშვიდის მსვლელობისას რაჰელი ხედავდა, როგორ
აბობღდებოდა ღუნღულა ღლაპი, მოკაუჭებული ბრჭყალების
ფრთხილი მოძრაობით, ციცქნა-კოჩამას ძვირფას სამგლო-
ვიარო სარის. როცა სარისა და მოკლე ჟილეტს შორის დარჩე-
ნილ შიშველ შუალედს მიადგა – დიაფრაგმის არეში თავმოყ-
რილ, ცხოვრებისეული ჭირ-ვარამით მოჩვარულ ნაკეცებს –
ციცქნა-კოჩამა აკივლდა და ლოცვანის აქეთ-იქით ქნევა დაიწ-
ყო. გალობა შეძახილებმა ,,რახდება?/რამოხდამ?’’ ჩაანაც-
ვლა, და კიდევ სარის ფრიალმა და ღლაპის ღინღლიანმა, უსუ-
სურმა ფრთხიალმა.

12 მკითხველთა ლიგა
მოჟამულმა ღვთისმსახურებმა სათითაოდ ისე დაიბერტყეს
დაყენებული წვერები ოქროსბეჭდებიანი თითებით, გეგონება,
უხილავმა ობობებმა შიგ ქსელები გაუბესო.
ღამურას ღლაპი გუმბათისაკენ აიჭრა და იმ პატარა რეაქ-
ტიულ თვითმფრინავად იქცა, რომელიც ჯვარედინა კვალს არ
ტოვებდა. მხოლოდ რაჰელმა შენიშნა, სოფი-მოლი უჩუმრად
რომ გადატრიალდა კუბოში.
მწუხარე გალობა განახლდა და ორჯერ იგალობეს ერთი და
იგივე სევდიანი ხანა. ჰოდა, ყვითელი ეკლესია კიდევ ერთხელ
დასივდა მტკივანი ყელივით.
სოფი-მოლის პატარა კუბო ეკლესიის უკანა ეზოს სასაფ-
ლაოზე გაიტანეს და საფლავში ჩაუშვეს. რაჰელმა იცოდა, რომ
სოფი-მოლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მისი (სოფი-მოლის) ყუ-
რით ესმოდა აყალო მიწისა და მაგარი, ნარინჯისფერი ლატე-
რიტის კაკაკუკის ხმა, როცა კუბოს მიწას აყრიდნენ და პრიალა
ზედაპირს უკაწრავდნენ. ყველაფერი ესმოდა დახურული, ატ-
ლასით ამოგებული კუბოდან. დაყრილი მიწა და კუბოს თავსა-
ხური ოდნავ ახშობდნენ ღვთისმსახურთა მწუხარებით აღსავ-
სე სიტყვებს:

აცხონე, უფალო, სული


ახლად შესვენებულისა მხევლისა შენისა და შვილისა ჩვენისა,
უკუნითი უკუნისამდე.
მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის მიწა, რომელსაც ვაბარებთ,
რამეთუ
მიწა იყო და მიწადვე იქცევა.

სოფი-მოლი მიწიდან კიოდა და ატლასს კბილებით გლეჯ-


და, მაგრამ მის ხმას მიყრილი აყალო მიწა და ქვები ახშობ-
დნენ.

13 მკითხველთა ლიგა
სოფი-მოლი ვეღარ სუნთქავდა და უჰაერობამ მოკლა.
საკუთარმა პანაშვიდმა შეიწირა. მიწ ყო მიწ ქცა ცა ა... საფ-
ლავის ქვაზე დააწერეს: ,,ხანმოკლედ გაელვებული პატარა
ნათელი’’.
ამუმ მოგვიანებით აუხსნა შვილებს, რომ ,,ხანმოკლედ’’
,,ცოტა ხანს,, ნიშნავს.
დაკრძალვის შემდეგ ამუმ ტყუპები კვლავ კოტაიამის პო-
ლიციაში წაასხა. იქაურობას უკვე იცნობდნენ, რადგანაც წინა
დღის ნახევარი იქ აყურყუტეს. ისიც იცოდნენ, რომ იქაურ კედ-
ლებსა და ავეჯს აშმორებული შარდის მწკლარტე, კვამლივით
მწველი სუნი უდიოდა და წინასწარვე წაიჭირეს ცხვირზე თითე-
ბი.
პოლიციის განყოფილებაში შესულმა ამუმ განყოფილების
უფროსი მოიკითხა და როცა მის ოთახში შეიყვანეს, უთხრა,
საშინელი შეცდომა მოხდა და ამის თაობაზე განცხადება მინ-
და შემოვიტანოო. მერე ისიც იკითხა, ველუტას ხომ ვერ შემახ-
ვედრებთო.
ინსპექტორ ტომას მეთიუს ულვაშები ,,ეარ ინდიას’’ სარეკ-
ლამო ბანერზე დახატული გულკეთილი მაჰარაჯასას მიუგავ-
და, მაგრამ თვალები გაუმაძღარი და ეშმაკი კაცისა ჰქონდა.
– ახლა კაი დროსია, გვიან მოიფხანეთ თავი, – უთხრა ინ-
სპექტორმა. მალაიალამზე2 ლაპარაკობდა, უხეში კოტაიამუ-
რი აქცენტით, და თანაც ამუს ძუძუებს ხარბად მისჩერებოდა.
ისიც თქვა, პოლიციამ ყველაფერი იცის, რაც საჭიროა და თა-
ნაც კოტაიამის პოლიციაში ვეშიას 3და მისი ნაბუშარების გან-

2
მალაიალამი - კერალის შტატის (სამხრეთ ინდოეთი), მცხოვრებლების,
მალაიალების ენა.
3
ვეშია - მეძავი (ჰინდი)

14 მკითხველთა ლიგა
ცხადებებს არ განიხილავენო. ამუმ უპასუხა, ამას ასე არ დავ-
ტოვებო. ინსპექტორი ტომას მეთიუ მაგიდიდან წამოდგა და
ხელკეტმომარჯვებული დაადგა ამუს თავზე.
– შენს ადგილას, ახლავე მოვცოცხავდი აქედან, – წაილა-
პარაკა მან და ხელკეტი ამოს ძუძუებს ისე მიუტყაპუნა, თით-
ქოს ბაზარში მანგოებს ყიდულობდა და კალათაში ეს ორი მო-
ეწონა. ინსპექტორმა ტომას მეთიუმ ზუსტად იცოდა, ვის უნდა
შეხებოდა და ვის – არა. პოლიციელები ამას ინსტინქტურად
გრძნობენ ხოლმე.
მის ზურგს უკან გაკრული ლურჯ-წითელი პლაკატი ამბობ-
და:
პატივისცემა
ოპტიმიზმი
ლოიალურობა
ინიციატივიანობა
ცოდნა
ინტელექტი
ანალიზის უნარი

პოლიციის განყოფილებიდან რომ გამოვიდნენ, ამუ ტირო-


და და ამიტომ ესტამ და რაჰელმა ვეღარ ჰკითხეს, ,,ვეშია’’ რას
ნიშნავსო. იმავე მიზეზით ვერც ,,ნაბუშარების’’ თაობაზე გაარ-
კვიეს ვერაფერი. ატირებული დედა პირველად ნახეს. მოთ-
ქმით არ მოთქვამდა, სახე არ უტოკავდა, მაგრამ თვალები
ცრემლებით ევსებოდა და ის ცრემლები ღაპაღუპით ჩამოს-
დიოდა გაქვავებულ ლოყებზე. ტყუპები ძალიან დაიზაფრნენ,
რადგანაც ის რეალობა, რომელიც აქამდე ვერ ირწმუნეს, ამუს
ცრემლებმა სავსებით სარწმუნო გახადა. აიემენემში ავტობუ-
სით დაბრუნდნენ. კონდუქტორი, ხაკიში გამოწყობილი მჭლე
კაცი, მათთან ავტობუსის ხელსაკიდზე ჩამოკონწიალებული

15 მკითხველთა ლიგა
მოჩოჩდა. გამხმარი თეძო სკამის საზურგეს მიაყრდნო და
ამუს (ნიშნად იმისა, საით მიემგზავრებითო) ყურთან კომპოს-
ტერი დაუწკაპუნა. რაჰელს ბილეთების რულონისა და კონ-
დუქტორის ხელისგულებიდან ავარდნილი ლითონის მომჟავო
სუნი ეცა.
– ჩავთვალოთ, რომ მკვდარია, ჩემი ხელით მოვკალი, –
წაიჩურჩულა ამუმ.
– აიემენემში, – სასწრაფოდ დააყოლა ესტამ, სანამ კონ-
დუქტორის რისხვა დაატყდებოდათ. ამუს საფულიდან ფული
ამოიღო და კონდუქტორს გაუწოდა. კონდუქტორმა ბილეთები
მისცა. ესტამ ბილეთები დაკეცა და საგულდაგულოდ შეინახა
ჯიბეში. მერე პაწია ხელებით თავის გაქვავებულ, თვალცრემ-
ლიან დედას მოეხვია.

ორი კვირის თავზე ესტა გაამგზავრეს. ამუ აიძულეს, ბავშვი


მამასთან გაემწესებინა. მამას იმ დროისათვის უკვე თავი გა-
ენებებინა ასამის ერთ-ერთ განაპირა ჩაის პლანტაციაში მუ-
შაობისათვის და კალკუტაში გადასულიყო ტექნიკური ნახშირ-
ბადის დამამზადებელ საწარმოში სამუშაოდ. იქ მეორედ და-
ქორწინდა და სმას (მეტნაკლებად) მოეშვა. მხოლოდ დრო-
დადრო თუ გაილეშებოდა ხოლმე გონების დაკარგვამდე.
ესტას და რაჰელს მას აქეთ აღარ ენახათ ერთმანეთი.

ახლა კი, ოცდასამი წლის შემდეგ, მამამ ესტა უკან დააბრუ-


ნა, აიემენემში, მოდური ტანსაცმლით სავსე ჩემოდნითა და წე-
რილით. ციცქნა-კოჩამამ ის წერილი რაჰელს წააკითხა. აშკა-
რად ქალური, დახრილი, სამონასტრო სკოლაში დაყენებული
ხელწერით იყო დაწერილი, თუმცა ხელს მამა აწერდა; ყოველ
შემთხვევაში, მისი სახელით ბოლოვდებოდა, თორემ, აბა, მა-
მის ხელმოწერას რაჰელი რას იცნობდა. წერილი ამბობდა,

16 მკითხველთა ლიგა
რომ ის, მათი მამა, საწარმოდან წამოსულიყო და ავსტრალია-
ში გადადიოდა საცხოვრებლად, სადაც დაცვის უფროსად გა-
ეფორმებინათ კერამიკული ნაწარმის რომელიღაც ფაბრიკა-
ში, და რომ ესტას თან ვერ წაიყვანდა. აიემენემში ყველას გუ-
ლითად მოკითხვას უთვლიდა და ყოველივე საუკეთესოს
უსურვებდა. იმასაც იწერებოდა, თუ ოდესმე ინდოეთში დავ-
ბრუნდები, ესტას აუცილებლად ვინახულებ, მაგრამ არა მგო-
ნია, დავბრუნდეო.
ციცქნა-კოჩამამ რაჰელს უთხრა, თუ გინდა, ეგ წერილი და-
იტოვეო. რაჰელმა წერილი კონვერტში ჩააბრუნა. ქაღალდი
ნოტიო იყო და მთლად დაბრეცილიყო.
უკვე დავიწყებოდა, როგორი ნესტიანი ჰაერია აიემენემში
მუსონების დროს. სინოტივით დეფორმირებულ ავეჯს ჭრიალი
გაუდიოდა. ფარღალალა ფანჯრები ჭრიჭინ-ჭრიჭინით იღებო-
და. წიგნებს ნესტიანი გვერდები უსქელდებოდა და დატალღუ-
ლი უხდებოდა. საღამოობით, მოულოდნელი აზრებივით მოფ-
რინდებოდნენ ხოლმე უცნაური მწერები და ციცქნა-კოჩამას
ორმოცვატიან ნათურებზე იწვავდნენ თავს. დილით მათი მყი-
ფე და შეტრუსული გვამებით სულ მოფენილი იყო იატაკი და
ფანჯრის რაფები. სანამ კოჩუმარია არ აგვიდა დანახშირებულ
ნარჩენებს და არ გადაყრიდა, ოთახში ხრაკის სუნი ტრიალებ-
და.
ივნისის წვიმები ისევ ისეთი დარჩენილიყო, როგორიც ად-
რე.
ცარგვალი იხსნებოდა და ის წარღვნა იწყებოდა, რომელიც
სულ ძალისძალად აცოცხლებდა ძველსა და მივიწყებულ ჭას,
ხავსის ხალიჩებს აფენდა დაცარიელებულ საღორეში, ისე
უმოწყალოდ უტევდა დამყაყებულ, ჩაისფერ გუბურებს, რო-
გორც მოგონებები უტევენ ხოლმე მიძინებულ, ჩაისფრად ჩა-
ჟანგებულ გონებას. ბალახი ნოტიო მწვანე ფერისა ხდებოდა

17 მკითხველთა ლიგა
და ძალიან კმაყოფილი ჩანდა. ატალახებულ მიწაში წითელი
ჭიაყელები ნებივრობდნენ. ხასხასა ჭინჭრები თავს აკანტუ-
რებდნენ, ხეები კი მდაბლად უხრიდნენ თავს წვიმას.
მოშორებით, ქარსა და თქეშში, დღისით-მზისით ჩამოწო-
ლილ საავდრო სიბნელეში, ესტა დასეირნობდა მდინარის ნა-
პირას. დაჭყლეტილი ხენდროსფერი მაისური ეცვა, სისველის-
გან საკმაოდ გამუქებული, და იცოდა, რომ რაჰელი ჩამოვიდა.

ესტა ყოველთვის წყნარი ბავშვი იყო. ამიტომ ყველას


უჭირდა იმის ზუსტად თქმა, თუ პრაქტიკულად როდის, რომელ
წელს (თვესა და რიცხვს რომ გავანებოთ თავი) შეწყვიტა ლა-
პარაკი, ანუ საბოლოოდ როდის დადუმდა. საქმე ისაა, რომ
ზუსტი ,,როდის’’ არც არსებობდა; მყისიერად კი არ დაუხურავს
პირი, ნელ-ნელა დახურა, თანდათან გაკოტრებული მაღაზია-
სავით. შეუმჩნევლად გაჩუმდა, თითქოს დროთა განმავლობა-
ში სათქმელი გამოელიაო. მაგრამ მისი სიჩუმე უხერხულობას
არავის უქმნიდა, არავის აღიზიანებდა და ყურსაც არავის
სჭრიდა. არც დანაშაულის გრძნობას იწვევდა ვინმეში და არც
პროტესტად იკითხებოდა... ეს ყველაფერი გარინდებას უფრო
ჰგავდა, ძილქუშის დაცემას, იმ მდგომარეობის ფსიქოლოგი-
ურ ეკვივალენტს, რომელშიც სუნთქვის ორგვარი ორგანოე-
ბის მქონე სალამანდრა-თევზი ვარდება ხოლმე გვალვის სე-
ზონში. ოღონდ ეგ იყო, ესტას შემთხვევაში გვალვის სეზონს
ბოლო არ უჩანდა.
დროთა განმავლობაში გარემოში განზავების, ფონთან
(წიგნის თაროებთან, ბაღებთან, ფარდებთან, ჭიშკრებთან, ქუ-
ჩაბანდებთან თუ რაც იქნებოდა) შერწყმის საოცარი უნარიც
განივითარა. სავსებით უსულო საგნად ქცეული, გაუვარჯიშე-
ბელი თვალისთვის უჩინარი ხდებოდა. იმავე ოთახში მყოფი
უცხოები ბიჭს კარგა ხნის მერე შენიშნავდნენ ხოლმე. კიდევ

18 მკითხველთა ლიგა
უფრო მეტი დრო სჭირდებოდათ, რომ მიმხვდარიყვნენ, არ
ლაპარაკობსო. ზოგი კი საერთოდაც ვერ ხვდებოდა.
ესტა სამყაროში ძალიან პატარა ადგილს იკავებდა.

სოფი-მოლის დაკრძალვის შემდეგ ესტა მამას რომ დაუბ-


რუნეს, მაშინვე კალკუტის ვაჟთა სკოლაში მიაბარა. გამორ-
ჩეული მოსწავლე არასდროს ყოფილა, მაგრამ ჩამორჩენილ-
საც ვერ ეტყოდი და არც რომელიმე კონკრეტულ საგანში მო-
იკოჭლებდა უიმედოდ. საშუალო და დამაკმაყოფილებელი
იყო ხოლმე ის კომენტარები, რომლებსაც მასწავლებლები
წლის ბოლოს, შეფასების ფურცელში უწერდნენ. კიდევ, ჯგუ-
ფურ აქტივობებში არ მონაწილეობს-ო, დააყოლებდნენ, თუმ-
ცა რას გულისხმობდა ეს ჯგუფური აქტივობები, არავინ აზუს-
ტებდა.
სკოლა საშუალო მოსწრებით დაამთავრა, მაგრამ კოლეჯ-
ში აღარ მოინდომა სწავლის გაგრძელება. ამის ნაცვლად, მა-
მისა და დედინაცვლისთვის სრულიად მოულოდნელად, სახ-
ლის საქმეების კეთებას მიჰყო ხელი; თითქოს ასეთნაირად უნ-
დოდა მის რჩენაზე დახარჯული ფულის კომპენსირება. სახლს
გვიდა, ხეხავდა და სარეცხს რეცხავდა. საჭმლის მომზადებაც
ისწავლა და ბოსტნეულის საყიდლადაც თავად დადიოდა. ბა-
ზარში საგულდაგულოდ გაპრიალებული და დარჩეული ბოს-
ტნეულის პირამიდებიან დახლებთან მდგომი ნოქრები უკვე
სახეზეც კი ცნობდნენ და პირველს მას ემსახურებოდნენ უკმა-
ყოფილო კლიენტების სამდურავების ფონზე. კინოფირების
დაჟანგებულ კონტეინერებსაც კი სთავაზობდნენ შერჩეული
ბოსტნეულის ჩასაწყობად. ვაჭრობით არასდროს ევაჭრებოდა
და ისინიც არასდროს ატყუებდნენ. პროდუქტებს რომ აუწო-
ნიდნენ და ფულს რომ გადაიხდიდა, საკუთარი ხელით გადა-
უწყობდნენ ნავაჭრს წითელი პლასტიკის ბაზრის ჩანთაში

19 მკითხველთა ლიგა
(ხახვს ძირში მოაქცევდნენ, ბადრიჯანსა და პომიდორს – ზე-
მოდან დაუდებდნენ), და ერთ კონა ქინძსა და ერთ მუჭა წიწა-
კასაც უფასოდ მოაყოლებდნენ ხოლმე. სანოვაგით დატვირ-
თული, შინ გაჭედილი ტრამვაით ბრუნდებოდა.
სიჩუმის პატარა ბუშტი ხმაურის უკიდეგანო ოკეანეში.
სუფრასთან ჯდომისას რამე თუ მოუნდებოდა, ხმის ამოუ-
ღებლად დგებოდა და საკუთარი ხელით მოჰქონდა.
გარინდება ერთხელ რომ ეწვია ესტას, მკვიდრად დაივანა
მთელ მის არსებაში. მისი გონებიდან გამოიწვდიდა ხოლმე
წუნწუხიან ხელებს და მთელ სხეულზე ეხვეოდა. უხსოვარ, ემ-
ბრიონობის დროინდელი გულისცემის რიტმში ანანავებდა.
ნელ-ნელა უღვივდებოდა ტვინში და მერე მთელ სხეულში
უფათურებდა გამრავლებულ საცეცებს; ადგილზევე უშთობდა,
მტვერსასრუტივით, ყოველგვარ ზედმეტობას; ზამზარეულ
სიტყვებსა და ფრაზებს პირდაპირ ენის წვერიდან აცლიდა, მის
აზრებს სიტყვიერ საფარს აძრობდა და მთლად განძარცულსა
და გაშტერებულს ტოვებდა – გაყუჩებულსა და დამუნჯებულს.
ამიტომ სხვები ამ აზრების არსებობას ვერც კი ამჩნევდნენ.
ნელ-ნელა, წლიდან წლამდე, შეუმჩნევლად ეთიშებოდა ესტა
გარე სამყაროს. მიეჩვია კიდეც იმ რვაფეხასთან ერთად ცხოვ-
რებას, მასში რომ ბუდობდა და მის წარსულს მელნისფერ
ტრანკვილიზატორს რომ ასხურებდა. დროთა განმავლობაში
თვალსაწიერიდან დამუნჯების პირველწყაროც კი დაკარგა,
სადღაც შორს, ღრმად ჩამარხული თავად სიჩუმის გარინდე-
ბულ ნაოჭებში.
როდესაც ესტას საყვარელმა კჰუბჩანდმა – დაბრმავებულ-
მა, გაქუცულმა, ფსუტიანმა ჩვიდმეტი წლის ბებერმა ქოფაკმა
– გადაწყვიტა, რომ თავის უბადრუკ წუთისოფელს, ბოლოს და
ბოლოს, უნდა გამოსალმებოდა, ესტა ისე უვლიდა უკანას-

20 მკითხველთა ლიგა
კნელ ტანჯულ ამოსუნთქვამდე, თითქოს მისი საკუთარი სი-
ცოცხლე იდო სასწორზე. სიცოცხლის ბოლო თვეებში, საწყა-
ლი კჰუბჩანდი, რომელსაც საუკეთესო სურვილები კი ამოძრა-
ვებდა, მაგრამ მოჩვარული შარდის ბუშტი არ უწყობდა ხელს,
რის ვაივაგლახით მილასლასდებოდა ხოლმე უკანა კართან,
დრუნჩით ქვედა ნაწილში გამოჭრილ ძაღლის ჭიშკარს გამოა-
ღებდა, თავს კარში გაყოფდა, მაგრამ ტანს ვეღარ აითრევდა
და ოთახშივე შარდავდა მოყვითალოდ და ნაწყვეტ-ნაწყვე-
ტად. მერე დაცლილი შარდის ბუშტითა და სუფთა სინდისით
გახედავდა ხოლმე ესტას გახუნებული მწვანე თვალებით, ორი
პატარა გუბურასავით რომ მოუჩანდა გაჭაღარავებული ბეწვის
ჩრდილში და, თავისი სველი საფენისაკენ წალასლასებული,
წუწებს ტოვებდა იატაკზე. ის საცოდავი მომაკვდავი რომ იწვა
თავის საფენზე, ესტა მის გადასწორებულ, ჩაწითლებულ თვა-
ლებში საძინებელი ოთახის ფანჯრის ანარეკლს ხედავდა, და
კიდევ ცასაც ხედავდა იმ ფანჯრის მიღმა. ერთხელ იმ ცაში მო-
ნავარდე ჩიტსაც კი მოჰკრა თვალი. სასწაულიაო, გაიფიქრა
დაძველებული ვარდების მძიმე სუნსა და დამტვრეული ადა-
მიანის მოგონებაში ჩაძირულმა ესტამ; ნამდვილი სასწაულია,
რომ ასეთ ნაზ, მყიფე და გაუსაძლისად სათუთ ქმნილებას არ-
სებობის უფლება აქვს და სიკვდილს გადაურჩაო. მომაკვდავი
ძაღლის ჩამქრალ თვალებში არეკლილი გაფრენილი ჩიტი...
ამ აზრმა მაშინ ხმიანი ღიმილიც კი მოჰგვარა.
კჰუბჩანდი რომ მოკვდა, ესტამ უთავბოლო სიარული მაშინ
დაიწყო. საათობით დადიოდა. თავიდან სახლთან ახლოს
სცემდა ბოლთას, მერე კი, თანდათან, სულ უფრო და უფრო
შორეულ ადგილებს მიაშურებდა ხოლმე.
ხალხმა თვალიც კი შეაჩვია ქუჩა-ქუჩა ნელი ნაბიჯით მო-
სიარულე, კარგად ჩაცმულ კაცს. სახე თანდათან გაუმუქდა,

21 მკითხველთა ლიგა
გაუუხეშდა და მზისგან დაუნაოჭდა კიდეც. უფრო ჭკუადამჯდა-
რი ადამიანის იერი დაედო, ვიდრე სინამდვილეში იყო; იმ მე-
თევზეს დაემსგავსა, ქალაქის ქუჩებში რომ გამოჩნდება ხოლ-
მე ოკეანის საიდუმლოებებით დამძიმებული.

ახლა, როცა უკან გამოისტუმრეს, უკვე მთელ აიემენემს უვ-


ლიდა გარს.
ხანდახან განავლისა და მსოფლიო ბანკისაგან აღებული
სესხით ნაყიდი პესტიციდების სუნით აყროლებული მდინარის
პირას დაიარებოდა. იმ მდინარეში თითქმის მთელი თევზი
გაწყვეტილიყო. გადარჩენილებს ფარფლები ალპებოდათ და
წყლულები ასხდებოდათ.
ზოგჯერაც ქუჩას დაუყვებოდა ხოლმე და იმ ახლად გამომ-
ცხვარ, მოჭიქულ სახლებს ჩაუვლიდა, ნავთობის ფულით რომ
აეშენებინათ შორეულ ადგილებში4 გადახვეწილ, მძიმედ და
უსიხარულოდ მომუშავე მედდებს, ქვის ოსტატებს, ელექტრი-
კოსებს და ბანკის მოხელეებს; და კიდევ იმ ძველ და გულშე-
მოყრილ შენობებსაც, შურით რომ გამწვანებულიყვნენ და სა-
კუთარი ალაყაფის კარებამდე მიმავალი სამანქანო გზების
მიღმა, საკუთარი კაუჩუკის ხეების ჩრდილში რომ შეყუჟულიყ-
ვნენ – შელანძღულ და დამცირებულ ფეოდალურ სასახლე-
ებს, თითოეულს საკუთარი ვრცელი ეპოსით.
იმ სოფლის სკოლას ჩაუვლიდა, რომელიც მისმა დიდმა ბა-
ბუამ ხელშეუხებელთა შვილებისთვის ააშენა.
იმ ყვითელ ეკლესიას ჩაუვლიდა, სადაც სოფი-მოლს პანაშ-
ვიდი გადაუხადეს. მერე აიემენემის კუნ-ფუს ახალგაზრდულ
კლუბს ჩაუვლიდა. საბავშვო ბაღს ჩაუვლიდა, სახელად ,,ნაზი
კოკრები,, რომ ერქვა (და ხელშესახებთა შვილებს რომ ემსა-
ხურებოდა), მერე ბარათებით მოვაჭრე სასურსათოს, სადაც

4
სპარსეთის ყურის ქვეყნები იგულისხმება.

22 მკითხველთა ლიგა
ბრინჯი, შაქარი და სახურავთან გამოკიდებული ყვითელი ბა-
ნანები იყიდებოდა. იქვე, ჭერიდან ჩამოშვებულ თოკებზე, სა-
რეცხის სამაგრებით დაემაგრებინათ იაფფასიანი პორნოჟურ-
ნალები, ათასი ჯურის მითური, სამხრეთინდური სექსმონ-
სტრებით. ჟურნალები ზანტად ფრიალებდნენ თბილ ნიავზე და
ბარათების გულუბრყვილო მფლობელებს ტვინს ურევდნენ
ბუტაფორულ სისხლის გუბეებში გაგორებული, ჩათქვირებუ-
ლი შიშველი ქალების გამოსახულებებით.
ხანაც ტიპოგრაფია ,,იღბალს’’ ჩაუვლიდა ხოლმე, ბებერ
კ.ნ.მ. პილაის – ,,ამხანაგ პილაის’’ – რომ ეკუთვნოდა და ერთ
დროს აიემენემის კომუნისტური პარტიის შტაბბინას წარმო-
ადგენდა. იქ შუაღამის საგანმანათლებლო-პროპაგანდისტულ
შეხვედრებს აწყობდნენ და მარქსისტული სიმღერების გამამ-
ხნევებელი ტექსტების შემცველ პამფლეტებს ბეჭდავდნენ გა-
სავრცელებლად. შენობის თავზე მოფრიალე ძველი და დაბებ-
კილი დროშა გახუნებულიყო და სისხლისფერი წითლისაგან
ბოლომდე დაცლილიყო.
თავად ამხანაგი პილაი დილაობით ,,აირტექსის’’ გადარუ-
ხებულ, ძველ მაისურსა და იმ თხელი თეთრი ნაჭრის მუნდუში5
გამოწყობილი გამობრძანდებოდა ხოლმე, მკვეთრად რომ ამ-
ზეურებდა მის მამაკაცურ ორგანოს. ქოქოსის შემთბარი, წიწა-
კიანი ზეთით იზელდა ბებერ, მომჩვარულ, ძვლებზე გადაკ-
რულ კანს, რომელიც საღეჭი რეზინივით ეწელებოდა. ახლა
მარტო ცხოვრობდა. მისი ცოლი, კალიანი, საკვერცხეების კი-
ბოთი მომკვდარიყო. ვაჟი, ლენინი, დელიში გადასულიყო, სა-
დაც უცხოურ საელჩოებთან მუშაობდა ნარდი სამუშაოს წე-
სით.

5
მუნდუ - ტრადიციული, ქვედატანის მსგავსი ტანსაცმელი, რომელსაც
ქალებიც იცვამენ და მამაკაცებიც.

23 მკითხველთა ლიგა
თუ ესტა მის სამფლობელოსთან მაშინ მოხვდებოდა, როცა
კარში გამოსული ამხანაგი პილაი ზეთით იპოხებოდა, ბებერი
მასთან შეხმიანების შანსს ხელიდან არ გაუშვებდა.
– ესტა-მონ! – გასძახებდა თავისი ოდესღაც მაღალი, საყ-
ვირივით მჭახე ხმით, ჭინჭყლი და კანგაცლილი შაქრის ლერ-
წამივით დაძენძილი რომ გახდომოდა, – დილა მშვიდობისა!
სასეირნოდ გამობრძანდი, ხომ?
ესტა პასუხის გაუცემლად ჩაუვლიდა ხოლმე – არც უხეშად
და არც თავაზიანად; უბრალოდ, მშვიდად.
ამხანაგი პილაი კი მთელ სხეულზე ხელების ტყაპუნს მოჰ-
ყვებოდა სისხლის მიმოქცევის დასარეგულირებლად. ისიც არ
იცოდა, ამდენი წლის შემდეგ ესტა ცნობდა თუ არა. ისე, დიდად
არ ანაღვლებდა ეს ამბავი, და მიუხედავად იმისა, რომ მთელ
იმ ისტორიაში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა, თავს
დამნაშავედ არ გრძნობდა, რადგან, რაც მოხდა, სწორი პო-
ლიტიკური კურსის გარდაუვალ შედეგად მიაჩნდა – კვერცხი
თუ არ გატეხე, დალოცვილო, ტაფამწვარს როგორ შეწვავო.
მაშინ ამხანაგი პილაი თავგადაკლული პოლიტიკოსი ბრძან-
დებოდა, ასე ვთქვათ, ,,პროფესიონალი მეტაფამწვრე’’. ქვეყ-
ნად ქამელეონივით დაძვრებოდა და თავს არასდროს ამჟღავ-
ნებდა. მაგრამ არც იმას ამჟღავნებდა, თავს არ ვამჟღავნებო.
ჰოდა, ნებისმიერი არეულობიდან არსებითი დანაკარგების
გარეშე, საღსალამათი გამოძვრებოდა ხოლმე.
ამხანაგი პილაი პირველი იყო მთელ აიემენემში, ვინც რა-
ჰელის ჩამოსვლის ამბავი შეიტყო. ამ ახალმა ამბავმა დიდად
არ ააფორიაქა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ნამდვილად აღუძ-
რა. ესტა, ფაქტობრივად, სრულიად უცხო იყო მისთვის. ბიჭის
აიემენემიდან გაძევება, შეიძლება ითქვას, საოცრად მყისიე-
რად და უცერემონიოდ მოხდა, და თანაც ძალიან დიდი ხნის
წინ. აი, რაჰელს კი კარგად იცნობდა, მის თვალწინ გაიზარდა.

24 მკითხველთა ლიგა
ჰოდა, აინტერესებდა, ამდენი წლის შემდეგ უკან რამ დააბრუ-
ნაო.

რაჰელის ჩამოსვლამდე ესტას თავში სრული სიჩუმე მე-


ფობდა. რაჰელთან ერთად კი შემხვედრი მატარებლების ხმა
შემოეჭრა, და კიდევ სინათლე-სიბნელის, სინათლე-სიბნელის
ნაწყვეტ-ნაწყვეტი გაელვებები, მატარებლის ფანჯარასთან
ჯდომისას რომ ხედავ. მის არსებაში ის სამყარო შემოგრიალ-
და, რომელსაც წლების განმავლობაში ემიჯნებოდა. ჰოდა, ერ-
თიანად წალეკა იქაურობა. ამდენ ხმაურში საკუთარი თავისა
აღარ ესმოდა. მატარებლები, მანქანები, მუსიკა. საფონდო
ბირჟა... თითქოს რომელიღაც კაშხალი ჩამოიქცა და იქიდან
მოვარდნილმა წყალმა ირგვლივ ყველაფერი წაიღო; კომეტე-
ბი, ვიოლინოები, აღლუმები, მარტოობა, ღრუბლები, წვერები,
ფანატიკოსები, სიები, დროშები, მიწისძვრა, სასოწარკვეთი-
ლება – ყველაფერი ერთ დამღუპველ მორევად დააბზრიალა.
სწორედ ამიტომაც ვერ გრძნობდა მდინარის პირას მოხე-
ტიალე ესტა, მთლად რომ გაილუმპა. იმ პატარა, შეციებული
ლეკვის ცახცახსაც ვერ გრძნობდა, რომელიც გზაში აეტორ-
ღიალა და ფეხებში ებლანდებოდა. წუმპე-წუმპე მიაბიჯებდა.
ძველ მანგოსტანის ხეს ჩაუარა და ლატერიტის იმ კონცხს გა-
უყვა, სოლივით რომ იჭრებოდა მდინარეში. იქ ჩაცუცქდა და
წვიმაში აქეთ-იქით რწევას მოჰყვა. ატალახებულ მიწას მის
ფეხქვეშ უშნო ბუყბუყი გაუდიოდა. გათოშილი ლეკვი კანკა-
ლებდა... და მისჩერებოდა.

ესტა რომ დაბრუნდა აიემენემის სახლში, იქ მხოლოდ ციც-


ქნა-კოჩამა და კოჩუ-მარია6 – მათი უხასიათო და ცხოვრებაზე
დაბოღმილი ჯუჯა მზარეული – ცხოვრობდნენ. მამაჩი – ესტას

6
მოკლე მარია (მალაიალამ.)

25 მკითხველთა ლიგა
და რაჰელის ბებია – ცოცხალი აღარ იყო, ჩაკო კი კანადაში
წასულიყო და იქ ანტიკვარიატით ვაჭრობდა წარუმატებლად.
აი, რაჰელი...
ამუს სიკვდილის შემდეგ (საწყალი, როცა ბოლოს აიემე-
ნემში ჩამოვიდა, კორტიზონისაგან მთლად შეშუპებული იყო
და სუნთქვისას იმ უცნაურ ხმას გამოსცემდა, ადამიანის შორი
მანძილიდან მოძახილს რომ ჰგავდა) რაჰელი დინებამ წაიღო
– სკოლიდან სკოლაში, სკოლიდან სკოლაში... არდადეგებზე
აიემენემში ჩამოდიოდა, სადაც მას ვერც კი ამჩნევდნენ ჩაკო
და მამაჩი (დარდისაგან მთლად მოთენთილები და საკუთარ
ნაღველში ჩაძირულები, ტოდი-ბარის7 ლოთებივით), და სა-
დაც თავად ვერ ამჩნევდა ციცქნა-კოჩამას. რაჰელის აღზრდის
საკითხებში ჩარევას ჩაკო და მამაჩი თითქოს ცდილობდნენ,
მაგრამ თავი არ ჰქონდათ. რაჰელს ყველაფრით (ტანსაც-
მლით, საჭმლით, სწავლის ფულით) უზრუნველყოფდნენ, გარ-
და სიყვარულისა.
სოფი-მოლის სიკვდილის ამბავი ფეხაკრეფით და ჩუმად მი-
მოდიოდა აიემენემის სახლში; უფეხსაცმლოდ, მხოლოდ წინ-
დების ამარა. წიგნებსა და საჭმელში იმალავდა თავს, მამაჩის
ვიოლინოს ფუტლარში, ჩაკოს დაწყლულებული ფეხების ფუფ-
ხებში (რომლებსაც წარამარა იძრობდა) და თავად მის თანთა-
ლა, ქალურ ფეხებში.
უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ სიკვდილის ფაქტი უფრო დიდ-
ხანს ახსოვთ ხოლმე, ვიდრე ის სიცოცხლე, იმ სიკვდილმა
მზაკვრულად რომ მოსპო. წლების განმავლობაში თავად სო-
ფი-მოლის ხსოვნა (პატარ-პატარა სიბრძნეების მკვლევარისა:
სად კვდებიან ბებერი ჩიტები? დახოცილები რატომ არ ცვივიან
ციდან? უსიამოვნო ფაქტების მაცნესი: თქვენ ორივე მთლი-

7
ტოდი - პუნშის ერთ-ერთი ნაირსახეობა

26 მკითხველთა ლიგა
ანად შავტუხები ხართ, მე კი – სანახევროდ; სადარდელი ამბე-
ბის გურუსი: მანქანით გასრესილი კაცი ვნახე, ცალი თვალი
ამოთხრილი ჰქონდა და ნერვზე ტყლარწივით ეკიდა) თანდა-
თან დავიწყებას მიეცა, მაგრამ მისი სიკვდილის ფაქტი სულ
უფრო და უფრო იკრებდა ძალას და უკვდავი ხდებოდა. ყველ-
გან იჩენდა თავს, სეზონის მიხედვით შემოსული მწიფე ხილი-
ვით. მისი მწიფობის ხანა არა და არ მთავრდებოდა; ისეთივე
სტაბილური და მდგრადი გამხდარიყო, როგორიც სახელმწი-
ფო სამსახური. რაჰელს მთელი ბავშვობა ფეხდაფეხ დასდევ-
და (სკოლიდან სკოლაში) და მის ქალობაშიც წარბშეუხრე-
ლად შეაბიჯა.
შავ სიაში პირველად თერთმეტი წლის ასაკში მოხვდა, ნა-
ზარეთის სამონასტრო სკოლაში სწავლისას, როდესაც ძრო-
ხის ვეება ფუნის ყვავილებით მორთვის ფაქტზე წაასწრეს უფ-
როსი აღმზრდელის ბაღის ჭიშკართან. მეორე დღეს, დილის
ასამბლეაზე, აიძულეს, ოქსფორდის ლექსიკონში სიტყვა
,,მკრეხელობა’’ მოეძებნა და მისი განმარტება ხმამაღლა, სა-
ჯაროდ წაეკითხა. ,,ის თვისება ან მდგომარეობა, რომელიც
ზნედაცემულ ადამიანებს ახასიათებთ’’, – ამოიკითხა რაჰელ-
მა მის უკან მჯდომი, მკაცრად პირმოკუმული მონაზვნების და-
სისა და მის წინ მოლივლივე, ზღვა ახითხითებული გოგონების
წინაშე. ,,ღვთის გმობა, ამორალურობა, რომელიც დასაბა-
მითვე, პირველი ცოდვით დაცემის შედეგად ახასიათებს ადა-
მიანის ბუნებას. რჩეულებიცა და არარჩეულებიც მ. და ღვთის
მგმობელნი მოდიან ამა ქვეყნად და სხვა არაფერი ხელეწიფე-
ბათ, გარდა ცოდვების ჩადენისა, – ჯ. ჰ. ბლანტი’’.
ექვსი თვის თავზე სკოლიდან გამოაგდეს უფროსი გოგონე-
ბის არაერთგზის ჩივილის გამო. ჩიოდნენ (სხვათა შორის, სავ-
სებით სამართლიანად), კარს უკან იმალება და მერე შეგნებუ-
ლად გვეჯახებაო. როდესაც რაჰელი დირექტორმა პირადად

27 მკითხველთა ლიგა
დაკითხა (ჯერ დაყვავებით, მერე კი გაწკეპლილი და ნაშიმში-
ლარი), გამოტყდა, ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მაინტერე-
სებდა, ძუძუებზე დარტყმა მტკივნეულია თუ არაო. იმ ქრისტია-
ნულ დაწესებულებაში ძუძუების არსებობის ფაქტს საერთოდ
არ აღიარებდნენ; ისინი იქ არ არსებობდა (ჰოდა, თუ არ არსე-
ბობდა, მტკივნეული როგორღა იქნებოდა?).
ეს სკოლიდან სამჯერ გარიცხვის პირველი შემთხვევა იყო.
მეორედ მოწევის გამო გარიცხეს. მესამედ – უფროსი აღ-
მზრდელის ხელოვნური თმის შინიონის დაწვისათვის. სასტიკი
მეთოდებით დაკითხვის შედეგად იმაშიც გამოტეხეს, რომ
თურმე მოუპარავს კიდეც.
მისი ყოფილი სკოლების ყველა პედაგოგი აღნიშნავდა,
რომ რაჰელი:
1. უაღრესად ზრდილობიანი ბავშვი იყო.
2. მეგობრები არ ჰყავდა.
მისი დანაშაული მუდამ არაჯგუფურ და ერთგვარად თავა-
ზიან ხასიათს ატარებს და მით უფრო საყურადღებო და სერიო-
ზულიაო, ერთხმად დასძენდნენ ხოლმე ისინი პირის წკლაპუ-
ნით (სიამოვნებით აგემოვნებდნენ საკუთარ პედაგოგიურ აღ-
შფოთებას, ენით უსინჯავდნენ გემოს და კანფეტივით წუწნიდ-
ნენ).
იმასაც ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს, ეტყობა, მაგ გოგომ
არ იცის, გოგონა როგორი უნდა იყოსო.

ისე, დიდად არ ეშლებოდათ.


უცნაურია, მაგრამ უფროსების უგულისყურობამ საოცარი
სულიერი თავისუფლება მოაპოვებინა რაჰელს.
ბედის ანაბარა მიტოვებული ბავშვი ბალახივით იზრდებო-
და. კაციშვილი არ ზრუნავდა მისი მზითევის შეგროვებასა და

28 მკითხველთა ლიგა
გათხოვებაზე. ჰოდა მის ჰორიზონტზე არც იძულებით თავ-
სმოხვეული საქმრო გამოჩენილა.
ასე რომ, ვინაიდან შექმნილ ვითარებას თავადაც არ აპრო-
ტესტებდა, თავისუფლად შეეძლო საინტერესო საკითხების
ბოლომდე კვლევა: ძუძუებისა და მათი მტკივნეულობის თა-
ობაზე, ხელოვნურ შინიონებსა და მათ აალებადობაზე, ზოგა-
დად, ცხოვრებასა და იმაზე, თუ როგორ ჯობდა მისი გატარება.
სკოლის დამთავრების შემდეგ დელის საშუალო დონის არ-
ქიტექტურულ კოლეჯში განაგრძო სწავლა. ვერ ვიტყოდით,
რომ არქიტექტურა დიდად იტაცებდა, ან თუნდაც ამ დარგის
მიმართ ზედაპირული ცნობისმოყვარეობა მაინც ამოძრავებ-
და. უბრალოდ, ალალბედზე გავიდა გამოცდაზე და ალალბე-
დად მოხვდა იმ კოლეჯში. კომისიის წევრებზე მისი უხეირო,
ნახშირით დახატული ნატურმორტების დიდმა ზომამ უფრო
მოახდინა შთაბეჭდილება, ვიდრე მისმა ხატვის ნიჭმა ანდა თა-
ვად ნახატებმა. სახელდახელო, ფეხებზემკიდიაობით გავლე-
ბული უსწორმასწორო ხაზები ოსტატობად ჩაუთვალეს; თუმ-
ცა, სიმართლე ითქვას, მხატვრისა არაფერი ეცხო.
იმ კოლეჯში რვა წელი ისე ისწავლა, ხუთწლიანი საბაკა-
ლავრო განათლების დიპლომიც კი ვერ აიღო. სწავლის საფა-
სური საკმაოდ დაბალი იყო და არც საარსებო ფულის შეგრო-
ვება ჭირდა, თუკი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდი, სტუ-
დენტების იაფფასიან სასაუზმეში იკვებებოდი, ლექციებზე
დროდადრო დადიოდი და მხაზველად მუშაობდი იმ მოსაწყენ
ფირმებში, რომლებიც სტუდენტებს კაპიკებად ქირაობენ და,
რამე რომ იყოს, ყველაფერს მათ გადააბრალებენ. სხვა სტუ-
დენტებს, განსაკუთრებით ბიჭებს, რაჰელის თავნება ხასიათი
და მისი ლამის აგრესიული არაამბიციურობა ძალიან აფ-
რთხობდა. ახლოს არ ეკარებოდნენ, არასდროს ეპატიჟებოდ-

29 მკითხველთა ლიგა
ნენ ლამაზ სახლებსა და ხმაურიან წვეულებებზე. პროფესო-
რებსაც კი აშინებდა მის მიერ წარმოდგენილი, იაფფასიან, ყა-
ვისფერ შესაფუთ ქაღალდზე დახაზული უცნაური და არაპრაქ-
ტიკული შენობების პროექტები და ის ინდიფერენტულობა,
რომელსაც მათი მწვავე კრიტიკის მიმართ იჩენდა.
ჩაკოს და მამაჩის ხანდახან წერილს კი მისწერდა ხოლმე,
მაგრამ აიემენემში აღარ ჩამოსულა. არც მაშინ, მამაჩი რომ
გარდაიცვალა და არც მაშინ, ჩაკომ კანადაში გადაბარგება
რომ განიზრახა.
სწორედ იმ არქიტექტურულ კოლეჯში სწავლისას გადაეყა-
რა ლარი მაკ-კასლინს, რომელიც დელიში მასალებს აგრო-
ვებდა თავისი სადოქტორო დისერტაციისათვის ,,ადგილობ-
რივი არქიტექტურის ენერგეტიკული ეფექტურობა’’.
რაჰელი პირველად კოლეჯის ბიბლიოთეკაში შენიშნა, მე-
ორედაც – ,,ხან-მარკეტში’’. ლურჯი ჯინსი და თეთრი მაისური
ეცვა, მხრებზე კი ძველი, ჭრელი ნაკუწებისაგან შეკერილი გა-
დასაფარებლის ფრაგმენტი მოეგდო, რომელიც ყელთან ღი-
ლით იკვრებოდა და უკან მოსასხამივით დასთრევდა. გრუზა
თმა საგულდაგულოდ შეეკრა, ეგებ სწორი გამომიჩნდესო,
მაგრამ არ უჩანდა. ერთ ნესტოზე ციცქნა ბრილიანტი უბრწყი-
ნავდა. უღმერთოდ ლამაზი ლავიწის ძვლები და სასიამოვნო,
სპორტული ნაბიჯი ჰქონდა.
ნამდვილი ჯაზი ეს არისო, გაიფიქრა ლარი მაკ-კასლინმა
და წიგნების მაღაზიაში ფეხდაფეხ შეჰყვა, თუმცა წიგნები არც
ერთს არ დაუთვალიერებია.
ხელი რომ სთხოვა, რაჰელს ისე გაუხარდა, დაღლილ
მგზავრს რომ გაუხარდება აეროპორტის მოსაცდელში ვაკან-
ტური სკამის დანახვა – არიქა! მგონია, დაჯდომა მეღირსებაო.
და ლარი მაკ-კასლინს ბოსტონში გაჰყვა.

30 მკითხველთა ლიგა
როდესაც მაღალი ლარი ცოლს ეხვეოდა, რაჰელი ლოყით
მკერდზე ეკვროდა და ქმარი მხოლოდ მის კინკრიხოს ხედავ-
და, მის გაბურძგნილ გიშრისფერ თმას. ქალს ტუჩის კუთხეში
თითს რომ მიადებდა, სუსტ პულსაციას გრძნობდა. სიგიჟემდე
მოსწონდა, პულსაცია სწორედ ტუჩის კუთხეში რომ ჰქონდა;
მისი ნაზი კანის ქვეშ ეს სუსტი და გაუბედავი ფეთქვა გონებას
უმღვრევდა. ხელს შეახებდა და გაფართოებული თვალებით
აყურადებდა – ზუსტად ისე, სულგანაბული მამა რომ აყურა-
დებს ხოლმე მუცლად მყოფი შვილის მოძრაობას.
გულში ისე იხუტებდა, როგორც საჩუქარს, როგორც სიყვა-
რულით მირთმეულ განძს. როგორც პატარა, ჩუმსა და სათუთ
არსებას, გაუსაძლისად ძვირფასს.
მაგრამ ერთად რომ იწვნენ, ქალის მზერა შეურაცხყოფას
აყენებდა. მისი თვალები ისე იქცეოდნენ, თითქოს სხვისი თვა-
ლები ყოფილიყვნენ, ვიღაც გარედან მოთვალთვალის. ფან-
ჯრის მიღმა მოლიცლიცე ზღვას გასცქეროდნენ, მდინარეში
მოცურავე ნავს უყურებდნენ, ანდა ქუდიან გამვლელს, რომე-
ლიც ბურუსში მიიკვლევდა გზას.
გული მოსდიოდა, რადგანაც ვერ ხვდებოდა, ეს გამოხედვა
რას ნიშნავდა. ეგონა, უემოციობას ან სასოწარკვეთილებას
გამოხატავსო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ზოგან, მაგალი-
თად, ისეთ ადგილებში, საიდანაც რაჰელი იყო წარმოშობით,
ათასი ჯურის უსასოობა და კაეშანი ებრძვის ერთმანეთს პირ-
ველობისათვის; არ იცოდა, რომ პირადი უსასოობა სასოწარ-
კვეთილების ყველაზე სუსტი ფორმა იყო. არ ესმოდა, რა ხდე-
ბა მაშინ, როდესაც პირადი გასაჭირი სადღაც შორს, გზისპირა
სამლოცველოში ჩაიკარგება ხოლმე უზარმაზარი, დაუნდობე-
ლი, ქარბორბალასავით დაბზრიალებული, გავეშებული, სასა-
ცილო, გიჟური, წარმოუდგენელი, საყოველთაო ეროვნული
გასაჭირის ფონზე. როდესაც დიდი ღმერთი ცხელი ქარივით

31 მკითხველთა ლიგა
ღმუის და მოწიწებასა და თაყვანისცემას მოითხოვს, მაშინ პა-
ტარა ღმერთი (მყუდრო და მორიდებული, შინაური და მცირე
გაქანების) კუდს ამოიძუებს, ითრგუნება და საკუთარ უწინ-
დელ ყელყელაობაზე ეცინება კიდეც. საკუთარი უმნიშვნელო-
ბის განცდით შეპყრობილი, ძალიან თვინიერი და უემოციო
ხდება. გარშემო ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, მნიშ-
ვნელობა არაფერს აღარა აქვს. ჰოდა, რადგან აღარა აქვს, მა-
შინ რაღა მნიშვნელობა აქვს? ისედაც არასდროს ყოფილა დი-
დად მნიშვნელოვანი, რადგანაც უარესებიც ხდებოდა. იმ ქვე-
ყანაში, საიდანაც რაჰელი იყო – იმ საზარელ ომსა და სასტიკ
მშვიდობას შორის მუდმივად გაჭყლეტილ მხარეში – უარესე-
ბი გამუდმებით ხდებოდა.
ამიტომაც ეცინება პატარა ღმერთს ულვაშებში და სულ კუნ-
ტრუშ-კუნტრუშით მიხტის შორტში გამოწყობილი მდიდარი ბი-
ჭივით. გზადაგზა უსტვენს კიდევაც და ფეხით კენჭებსაც აგო-
რავებს. მისი თითქოსდა უსაგნო მხიარულების მიზეზი საკუთა-
რი უიღბლობის უმნიშვნელობაა. იმ მოკუნტრუშე ღმერთმა
ადამიანის თვალებში თუ დაისადგურა, მათ შეურაცხმყოფელ
გამოხედვას ანიჭებს.
ის, რასაც ლარი მაკ-კასლინი რაჰელის თვალებში ხედავ-
და, სასოწარკვეთილება კი არა, ერთგვარი ნაძალადევი ოპტი-
მიზმი იყო. და კიდევ ის სიცარიელე, რომელშიც ესტას სიტყვე-
ბი ჩაიკარგა. ცხადია, ლარი მაკ-კასლინი ამას ვერასდროს გა-
იგებდა. ვერ გაიგებდა, რომ ერთი ტყუპისცალის შინაგანი სი-
ცარიელე მხოლოდ და მხოლოდ მეორის დამუნჯების საპირ-
წონე ვერსიას წარმოადგენდა; რომ ერთის მდგომარეობა ისე-
ვე ეხამებოდა მეორისას, როგორც ერთი კომპლექტის ორი
კოვზი; ისევე ერწყმოდა ერთმანეთს, როგორც საყვარლების
მოსიყვარულე სხეულები.

32 მკითხველთა ლიგა
ლარი მაკ-კასლინთან გაყრის შემდეგ რაჰელმა რამდენიმე
თვე ოფიციანტად იმუშავა ნიუ-იორკის ერთ ინდურ რესტორან-
ში. მერე რამდენიმე წელიწადს ღამის მორიგედ იჯდა მანქანის
გასამართი სადგურის ტყვიაგაუმტარ ჯიხურში, ვაშინგტონის
განაპირას. ზოგჯერ მთვრალები შიგ ფულის შესანახ სალარო-
ში ჩაურწყევდნენ ხოლმე და გამვლელი ოღრაშები უფრო სარ-
ფიან სამსახურს სთავაზობდნენ. მის თვალწინ ორჯერ მოკლეს
ადამიანი მანქანის ფანჯარაში სროლით. ერთხელაც ჩამვლე-
ლი მანქანიდან გვამი გადმოაგდეს, ზურგში გარჭობილი და-
ნით.
მერე ციცქნა-კოჩამამ მოსწერა, შენი ძმა დააბრუნესო. რა-
ჰელმა მაშინვე დატოვა სამსახური და ამერიკიდან სიხარუ-
ლით გამოვარდა აიემენემში, წვიმაში მოხეტიალე ესტასთან.

გორაკზე მდგომ ძველ სახლში ციცქნა-კოჩამა სასადილო


მაგიდასთან იჯდა და შეყვითლებულ, გამომჭკნარ და მწკლარ-
ტე კანს ათლიდა გადაბერებულ კიტრს. ჩითის კუბოკრული,
ფარფარა, ფუშფუშასახელოებიანი, კოჭათი დალაქავებული
საღამური პერანგი კოჭებამდე სწვდებოდა. პედიკიურიან ციც-
ქნა ფეხებს მაგიდის ქვეშ ისე აქანავებდა, როგორც მაღალ
სკამზე დასკუპებული ბავშვი. წყალმანკიანი ტერფები პატარა
ბუთქუნა ბალიშებს მიუგავდა. ადრე, როცა აიემენემში რომე-
ლიმე ნაცნობი ან ნათესავი ჩამოვიდოდა, ციცქნა-კოჩამა ყვე-
ლას საყურადღებოდ აღნიშნავდა ხოლმე, რამხელა ფეხები აქ-
ვსო. შენი ქოშები მათხოვეო, ეტყოდა და მერე ხაზგასმით დას-
ძენდა, შეხედეთ, რა დიდი ზომის არისო. მერე მთელ სახლს
უვლიდა წრეებს იმ ქოშებით და ოდნავ წამოწეული სარით,
რომ დანარჩენები მისი პაწია ფეხების ცქერით დამტკბარიყ-
ვნენ.

33 მკითხველთა ლიგა
კიტრს შეუნიღბავად გამარჯვებული იერით ამუშავებდა; გა-
ხარებული იყო, ესტამ რაჰელსაც რომ არ გასცა ხმა. ერთი კი
შეხედა და ჩუმად გავიდა კარში, თქეშს მიაშურა. საკუთარ და-
საც ისევე მოექცა, როგორც ყველას ექცეოდა.
ციცქნა-კოჩამა ოთხმოცდასამი წლისა იყო და თვალები
დამდნარი კარაქივით გადღაბნოდა სათვალის სქელი მინების
მიღმა.
– აბა, მე რა გითხარი? – უთხრა რაჰელს, – სხვას რას ელო-
დი? განსაკუთრებულ შეხვედრას? ჭკუიდან შეიშალა-მეთქი,
აკი ვამბობ! ვერავის ცნობს! რისი იმედი გქონდა?
რაჰელმა არ უპასუხა.
იმ რიტმს გრძნობდა, რომელშიც ესტა ირწეოდა; წვიმის იმ
სისველესაც, თქეშად რომ ატყდებოდა თავზე. მის თავში ახ-
რიალებული და აჭრიალებული სამყაროს ხმა ესმოდა.
ციცქნა-კოჩამამ წყრომით გახედა რაჰელს. ლამის უკვე ნა-
ნობდა კიდეც, წერილი რომ მისწერა და ესტას დაბრუნება აც-
ნობა. მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა? სიკვდილამდე მარტოს ეზი-
და ეს მძიმე ტვირთი? რატომ უნდა ეზიდა? რა მისი საზრუნავი
იყო?
ან, ეგებ... მაინც იყო?
ძმის შვილიშვილსა და პაპიდას შორის სიჩუმე მესამე პირი-
ვით აიტუზა. ვიღაც უცნობივით. გაფუებული და მომწამვლე-
ლი. ციცქნა-კოჩამამ საკუთარ თავს შეახსენა, დაწოლის წინ
საძინებელი ოთახის კარის ჩაკეტვა არ დამავიწყდესო. სხვა
სათქმელის მოფიქრება უჭირდა.
– ჩემი შეჭრილი თმა როგორ მოგწონს? – თქვა ბოლოს და
კიტრიანი ხელი თმაზე გადაისვა.
თმაზე დარჩენილი მწკლარტე კიტრის წუწი აუკიაფდა.
რაჰელმა მით უფრო არ იცოდა, რაზე უნდა ელაპარაკა. უბ-
რალოდ იჯდა და უყურებდა, ციცქნა-კოჩამა კიტრს როგორ

34 მკითხველთა ლიგა
თლიდა. კიტრის ყვითელი კანის რამდენიმე ნაფცქვენი მკერ-
დზე აჰკვროდა. გიშრისფრად შეღებილი, მოთელილი თმა
აბურდულ ძაფის გორგალს მიუგავდა. შუბლზე დატოვებული
საღებავის რუხი ლაქა გასდევდა, თმის ზოლიანი ჩრდილივით.
ისიც შენიშნა, კოსმეტიკის მოხმარება დაუწყიაო – პომადა,
თვალის სურმა, ცოტა ფერუმარილი... და ვინაიდან სახლი
მუდმივად ჩაკეტილ-ჩაბნელებული იყო და ციცქნა-კოჩამა
მხოლოდ ორმოცვატიან ნათურებს სცემდა პატივს, მისი პომა-
დიანი პირი მთლად ზუსტად არ ემთხვეოდა მის ნამდვილ
პირს.
სახე და მხრები ჩამოსდნობოდა და მის უწინდელ მრგვალ-
სა და გაბუშტულ სილუეტს კონუსისებური ფორმა მიეღო. მაგ-
რამ სასადილო მაგიდა უკიდეგანო თეძოებს უფარავდა და
ამიტომ ძალზე მინიატურული ჩანდა. ოთახის მრუმე განათე-
ბას მისთვის ნაოჭებიც გადაესწორებინა და სახე უცნაურად გა-
მოყლაპულ-გაახალგაზრდავებული მოუჩანდა. უამრავი სამ-
კაული აესხა – რაჰელის გარდაცვლილი ბებიის სამკაულები –
ყველა ერთად: ბრჭყვიალა ბეჭდები, ბრილიანტის საყურეები,
ოქროს სამაჯურები და ოქროს ბრტყელი ძეწკვი ძალიან დახ-
ვეწილი წნულით, რომელსაც დროდადრო ხელით ისინჯავდა,
ხომ ადგილზეა და ხომ ნამდვილად ჩემიაო. მოკლედ, ნამდვი-
ლი პატარძალი იყო, რომელსაც საკუთარი ბედნიერება ჯერ
კიდევ ბოლომდე ვერ დაუჯერებია.
ეტყობა, ცხოვრების გზას პირუკუ შეუყვაო, გაიფიქრა რა-
ჰელმა.
საოცრად ზუსტი შეფასება იყო. ციცქნა-კოჩამამ მთელი
ცხოვრება მართლაც რომ მხარენაცვალმა განვლო. ახალგაზ-
რდობაში მატერიალურ სამყაროს უარყოფდა, ახლა კი, სიბე-
რეში, თითქოს უნდოდა, უკან დაებრუნებინა ის უარყოფილი

35 მკითხველთა ლიგა
სამყარო. ჰოდა, დაბრუნებული, სიყვარულით ჩაიკრა გულში
და იმანაც ჩაიხუტა.
თვრამეტისა რომ შესრულდა, ახალგაზრდა და ლამაზი ირ-
ლანდიელი ბერი, მამა მალიგანი შეუყვარდა. მამა მალიგანი
მადრასის კათოლიკური სემინარიიდან ერთი წლით კერალის
შტატში გამოეგზავნათ, რომ ჰინდიზე დაწერილი წმინდა წერი-
ლები შეესწავლა და მერე საქმის ცოდნით შეეყენებინა მათ-
თვის წყალი.
ყოველ ხუთშაბათს, დილაადრიან, მამა მალიგანი აიემე-
ნემში ჩამოდიოდა ციცქნა-კოჩამას მამასთან, ღირს ე. ჯონ აიპ-
თან, რომელიც წმ. თომას8 ეკლესიის მოძღვარი იყო. ღირს
აიპს ადგილობრივი ქრისტიანები კარგად იცნობდნენ, რო-
გორც იმ ადამიანს, პირადად ანტიოქიის პატრიარქისგან – სი-
რიის მართლმადიდებელი ეკლესიის სუვერენული თავკაცისა-
გან კურთხევის პატივი რომ ხვდა წილად. ეს ეპიზოდი აიემენე-
მის ადგილობრივ ფოლკლორშიც კი აისახა.
1876 წელს, როცა ციცქნა-კოჩამას მამა შვიდი წლისა იყო,
მამამისმა პატრიარქის სანახავად წაიყვანა. პატრიარქი კერა-
ლის შტატში ადგილობრივ ქრისტიან სირიელებთან შესახვედ-
რად ჩამობრძანებულიყო. კოჩინში მამა-შვილი პატრიარქის
მოსასმენად კალენის სახლის დასავლეთ ვერანდასთან თავ-
შეყრილი ბრბოს წინა რიგებში აღმოჩნდა. მამამ ეს შესაძლებ-
ლობა ხელიდან არ გაუშვა, თავის პატარა ვაჟს ყურში რაღაც
წასჩურჩულა და წინ უბიძგა. მომავალი ღირსი მამა, რომელ-
საც შიშისგან ფეხები წართმეოდა, პატრიარქის ბეჭდიან შუა-
თითს დაეკონა დაბუჟებული ტუჩებით და გვარიანადაც და-
უდორბლა. პატრიარქმა დადორბლილი ხელი ბავშვს სახე-
ლოზე შეაწმინდა და დალოცა. მრავალი წლის მერეც, როცა
ბიჭი გაიზარდა და ღირსი აიპი გახდა, ხალხი მაინც პუნიან-

8
თომა მოციქული ინდოეთში ქრისტიანობის ფუძემდებლად ითვლება.

36 მკითხველთა ლიგა
კუნჯუს, ანუ ,,დალოცვილ ყმაწვილს,, ეძახდა და მასთან საკუ-
თარი შვილები დასალოცად შორიდან, ალეპიდან და ერნაკუ-
ლამიდანაც კი მოჰყავდათ ნავებით.
მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა და ქრისტიანო-
ბის იმ ორი განსხვავებული განშტოების მიმდევრობისა, რომ-
ლებსაც ერთმანეთი სძულდათ, მამა მალიგანი და ღირსი აიპი
ერთად მშვენივრად გრძნობდნენ თავს და ახალგაზრდა
ღვთისმსახური სამხარზეც ხშირად დაეწვეოდა ხოლმე ხანში –
შესულს. ამ ორ მამაკაცთაგან მხოლოდ ერთი გრძნობდა იმ
მოზღვავებულ სქესობრივ ლტოლვას, კარგა ხნის ალაგებულ
სუფრასთან ჯიუტად მოცქრიალე, ნორჩი და ტანკენარი გოგო-
ნას გულში რომ აზვირთებულიყო.
თავიდან ციცქნა-კოჩამა მამა მალიგანის მოხიბვლას ყო-
ველკვირეული ქველმოქმედების სცენების გათამაშებით ცდი-
ლობდა. ხუთშაბათობით, დილის საათებში, როცა მათკენ მო-
მავალი მამა მალიგანი უნდა გამოჩენილიყო, ციცქნა კოჩამა
რომელსამე ბოგანო ბავშვს მოიხელთებდა სოფლის ჭასთან
და იძულებით ბანდა უხეში წითელი საპნით და სიგამხდრისგან
გამოჩრილ ნეკნებს სტკენდა.
– დილა მშვიდობისა, მამაო! – გასძახებდა ხოლმე ციც-
ქნა-კოჩამა იქვე ჩამვლელ მამა მალიგანს და თან სახეზე იმ
ნაზ ღიმილს გადაიფენდა, სრულიად რომ არ ეხამებოდა საწ-
ყალი ბავშვის გაჩხიკინებულ, აქაფებულ მკლავზე მარწუხი-
ვით ჩაფრენილ მის მტკიცე ხელს.
– მშვიდობის დილა მოგცეს ღმერთმა, ციცქნა! – უპასუ-
ხებდა ჭასთან გაჩერებული მამა მალიგანი და ქოლგას დაკე-
ცავდა.
– რაღაც მინდოდა თქვენთვის მეკითხა, მამაო, – ეტყოდა
ხოლმე ციცქნა-კოჩამა, – აი, პირველი კორინთელთა მიმართ

37 მკითხველთა ლიგა
რომ არის იმის მეათე თავის ოცდამესამეში რომ წერია, ყვე-
ლაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი
გვრგებსო, ეგ როგორ უნდა გავიგო? რომ ეთქვა, რაღაცებია
ჩემთვის ნებადართულიო, ან ბევრი რამ არის ჩემთვის ნება-
დართულიო, კიდევ ჰო, მაგრამ...
მამა მალიგანს უაღრესად სიამოვნებდა, რომ ამ ახალგაზ-
რდა, მიმზიდველ გოგონაში, რომელიც მის წინ იდგა მთრთო-
ლარე, საკოცნელად გამზადებული ტუჩებითა და მოელვარე,
მუგუზალივით შავი თვალებით, გარკვეული გრძნობები გააღ-
ვიძა. თავადაც ახალგაზრდა იყო და, შესაძლოა, მშვენივრად
გრძნობდა, რომ ის სწავლული სიტყვები, რომლებითაც ამ გო-
გონას ვითომდა თეოლოგიურ ეჭვებს ფანტავდა, სრულიად არ
ეხამებოდა იმ შეუნიღბავად მგზნებარე დაპირებებს, რომლე-
ბიც ადვილად იკითხებოდა მის გაცისკროვნებულ, ზურმუხტის-
ფერ თვალებში.
ყოველ ხუთშაბათს იდგნენ ასე, დაუნდობელი შუადღის
მზის ქვეშ, ჭასთან, ახალგაზრდა გოგონა და შეუპოვარი იეზუი-
ტი და, ბიბლიის ახსნის საბაბით, სრულიად არაქრისტიანული
გრძნობების ალში იწვოდნენ.
შუა ლაპარაკში რომ იყვნენ, საცოდავი, იძულებით გასაპ-
ნილი ბავშვი ხელიდან უსხლტებოდათ, ჰოდა მამა მალიგანიც
გონს მოეგებოდა და იტყოდა ხოლმე: ,,ერიჰაა, სასწრაფოდ
უნდა დავიჭიროთ ეგ ეშმაკის ფეხი, თორემ ავად გახდება!’’.
მერე დაკეცილ ქოლგას ისევ გაშლიდა და გზას მაღალნა-
ბიჯიანი აქლემივით გაუდგებოდა, შოკოლადისფერ ჯვალოსა
და მოხერხებულ სანდლებში გამოწყობილი. მას კუდში აედევ-
ნებოდა ხოლმე ციცქნა-კოჩამას გული, მასზე საბელით გამობ-
მული, კენჭებსა და გროვა-გროვა ფოთლებზე მობორძიკე,
მთლად დალილავებული და დაბზარული.

38 მკითხველთა ლიგა
ასე, ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე, ერთმა წელმაც ჩაი-
არა. ბოლოს მამა მალიგანის მადრასში დაბრუნების დროც
დადგა. და რადგან მთელი წლის ქველმოქმედებამ საგრძნობი
შედეგები ვერ გამოიღო, ჭკუიდან შეშლილმა ციცქნა-კოჩამამ
მთელი იმედი ახლა რწმენის გამყარებაში დააბანდა.
მან გასაოცარი სიკერპე გამოავლინა (რომელიც მაშინ
ახალგაზრდა გოგოს ისეთივე ნაკლად ეთვლებოდა, როგორა-
დაც ფიზიკური სიმახინჯე – კურდღლის ტუჩი ან მობრეცილი
ფეხი), მამისეულ აღმსარებლობას განუდგა და კათოლიკედ
მოინათლა. მალე, ვატიკანის სპეციალური ნებართვით, აღ-
თქმაც დადო და მადრასის დედათა მონასტრის მორჩილი გახ-
და. ეგონა, ეს ამბავი რამენაირად მამა მალიგანთან ურთიერ-
თობის კანონიერ უფლებას მოაპოვებინებდა. სასოებით წარ-
მოიდგენდა ხოლმე, როგორ განმარტოვდებოდნენ ორნი მძი-
მე ხავერდით გაწყობილი, მოჟამული დარბაზისთაღებქვეშ და
როგორ ისაუბრებდნენ თეოლოგიურ საკითხებზე. სხვა არაფე-
რი უნდოდა, სხვა რამეზე ფიქრს ვერც კი ბედავდა. უბრალოდ,
ამ კაცთან ახლოს ყოფნა სურდა; იმდენად ახლოს, რომ მისი
წვერის სურნელი შეეგრძნო; კარგად დაენახა, მისი ჯვალოს
უხეში ძაფები როგორ იყო ერთმანეთთან გადახლართული;
მხოლოდ მისი ყურება და თვალებით სიყვარული უნდოდა.
ძალიან მალე მიხვდა, რომ ეს ოცნება ამაო იყო. თვალნათ-
ლივ დაინახა, რომ მღვდლებსა და ეპისკოპოსებზე სრული მო-
ნოპოლია მასზე მაღლა მდგომ დებს ჰქონდათ მოპოვებული
იმ უფრო ღრმა და ჩახლართული რელიგიური საკითხების წყა-
ლობით, ვიდრე მას ოდესმე მოაფიქრდებოდა, და რომ წლები
იქნებოდა საჭირო, ვიდრე სადმე, მამა მალიგანის სიახლოვეს
აღმოჩნდებოდა. ამ ამბავმა ძალიან ააფორიაქა და მონასტერ-
ში ცხოვრებაზეც ააყრევინა გული. თავსაბურავის ქვეშ თავს

39 მკითხველთა ლიგა
გამუდმებით, დაგლეჯამდე იფხანდა და საშინელი ალერგიუ-
ლი ნაყარიც განუვითარდა. თანაც გრძნობდა, რომ ინგლისუ-
რად სხვებზე ბევრად უკეთ ლაპარაკობდა და ამან კიდევ უფრო
მარტოსულად აგრძნობინა თავი.
მონასტერში მისი გამგზავრებიდან ერთი წლის თავზე, მა-
მამისმა ძალიან უცნაური და იდუმალებით აღსავსე წერილე-
ბის მიღება დაიწყო.

,,ძვირფასო მამიკო, ძალიან ბედნიერი ვარ, ღვთისმშო-


ბელს რომ ვემსახურები, მაგრამ კოჰინური ძალიან უბედურია
და სახლი ენატრება. ჩემო მამიკო, დღეს, ნასამხრალს, კოჰი-
ნურს გული აერია და სიცხემაც აუწია. მამიკო, აქაური საჭმე-
ლი კოჰინურს ძალიან სწყენს, თუმცა მე ძალიან მომწონს.
ძვირფასო მამა, კოჰინური ძალიან დარდობს, რომ მის ოჯახს
მისი არ ესმის და საერთოდ არ აწუხებს, რა ბედი ეწევა...’’

ღირსმა მამა ე. ჯონ აიპმა მხოლოდ ის იცოდა, რომ კოჰინუ-


რი (იმჟამად) მსოფლიოში უდიდესი ალმასის სახელი იყო;
სხვა კოჰინურის არსებობაზე წარმოდგენა არა ჰქონდა. თანაც
ძალიან უკვირდა, ნეტა მუსლიმურსახელიანი გოგონა კათო-
ლიკურ მონასტერში როგორ მოხვდაო.
ბოლოს ციცქნა-კოჩამას დედა მიხვდა, რაშიც იყო საქმე –
კოჰინური თავად მათი ქალიშვილი ბრძანდებოდა. გაახსენდა,
რომ დიდი ხნით ადრე, ციცქნა-კოჩამას მამამისის (ანუ ციც-
ქნას ბაბუის) ანდერძის ასლი აჩვენა, რომელშიც ბაბუა შვი-
ლიშვილებზე წერდა, შვიდი ძვირფასი ქვა მაქვს და მათ შორის
ერთი კოჰინურიაო. შვიდივეს დაუტოვა ცოტა ფული და ძვირ-
ფასეულობა, მაგრამ კოჰინურად რომელს თვლიდა, არ და-
უზუსტებია. ციცქნა-კოჩამამ გადაწყვიტა, რომ კოჰინური თა-

40 მკითხველთა ლიგა
ვად ბრძანდებოდა და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, თავისია-
ნებს საკუთარ გასაჭირს სწორედ ამ კოდური სიტყვით ამცნობ-
და, რადგან იცოდა, რომ მონასტრიდან გამოგზავნილ წერი-
ლებს დედა იღუმენია აუცილებლად გადაავლებდა თვალს.
ღირსი აიპი მადრასს გაემგზავრა და ქალიშვილი მონას-
ტრიდან დაიხსნა. ციცქნაკოჩამამ სიხარულით დატოვა იქაუ-
რობა, მაგრამ მართლმადიდებლად მოქცევაზე მტკიცე უარი
განაცხადა და სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკედ დარჩა.
ღირსმა აიპმა იაზრა, რომ მის ქალიშვილს, ამასობაში, რეპუ-
ტაცია საბოლოოდ შეერყა და ამიტომ ვეღარ გაათხოვებდა.
ჰოდა, გადაწყვიტა, რადგან ქმარი არ ეყოლება, განათლება
მაინც მივცეო. მოკლედ, ამერიკაში, როჩესტერის უნივერსი-
ტეტში გაამწესა.
ორი წლის თავზე, ციცქნა-კოჩამა სამშობლოში დეკორა-
ტიული ბაღების გამშენებელი სპეციალისტის დიპლომით დაბ-
რუნდა. ტანკენარი, მიმზიდველი გოგონასი აღარაფერი ეცხო;
პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთი უფორმო, მეტისმეტად ჭარბწო-
ნიანი ქალი გამხდარიყო. თვით ჩელაპენიც კი (მორიდებული,
ტანმორჩილი მკერავი ჩუნგანის ხიდიდან) სარის ქვეშ ჩასაც-
მელ მოკლე ჟილეტში გრძელი პერანგის საფასურს ახდევი-
ნებდა.
დეფორმირებული ქალიშვილის გასახალისებლად, მამამ
მას გასაშენებლად აიემენემის სახლის წინა ბაღი დაუთმო. იქ
ციცქნამ ისეთები დაატრიალა, ისე გაშალა ფრთები და ისე გა-
დაბარდა იქაურობა მცენარეებით, რომ ხალხი კოტაიამიდა-
ნაც კი ჩამოდიოდა ამ ღირსშესანიშნაობის სანახავად.
ის ბაღი ზედ გორაკის დამრეც ფერდობზე იყო გაშენებული
და გარშემო ხრეშით მოფენილი სამანქანო გზა უვლიდა. ციც-
ქნა-კოჩამამ იქაურობა დაბალი მცენარეული ღობეებით, ქვე-
ბითა და მითური ფიგურებით დატიხრულ რთულ ლაბირინთად

41 მკითხველთა ლიგა
აქცია. ყვავილთაგან უპირატესობას ანტურიუმს ანიჭებდა –
Anthurium andraeanum. ამ მცენარის ნაირსახეობების მთე-
ლი კოლექცია შეეგროვებინა: ,,რუბრუმი’’, ,,თაფლობის თვე’’
და უამრავი მისი სხვა, იაპონური ჯიში. ყვავილების ვნებისაღ-
მძვრელი, ხორციანი ფურცლების ფერთა გამა შავად დაწინ-
წკლულიდან სისხლისფერ წითელსა და ბრჭყვიალა ნარინჯის-
ფერს შორის მერყეობდა, ხოლო ამ ფოთლებში სარივით ჩა-
სობილი გრძელი ბუტკო უკლებლივ ყველას ყვითელი და გაშ-
ტრიკინებული ჰქონდა. ბაღის შუაგულში, კანებისა და ფლოქ-
სის ბუჩქებთან, მარმარილოს ქერუბიმი უწყვეტ ვერცხლის-
ფერ ნაკადად შარდავდა იმ პატარა აუზში, რომელშიც ობოლი
ცისფერი ლოტოსი დალივლივებდა. აუზის ოთხსავე კუთხეში
საკმაოდ ნებივრად ჩამომჯდარიყო თითო, ვარდისფერი ალე-
ბასტრის ჯუჯა, თავზე წითელი ჩაჩითა და აღაჟღაჟებული ლო-
ყებით.
ციცქნა-კოჩამა მთელ ნაშუადღევს იმ ბაღში ატარებდა, სა-
რისა და რეზინის ჩექმებში გამოწყობილი. მებაღის ნარინჯის-
ფერ ხელთათმანებში გამოკრული მისი ხელები დაუნდობლად
და მარჯვედ მოქმედებდნენ სეკატორით. ლომების მომთვი-
ნიერებელივით მოათვინიერებდა და ადგილზე მოსვამდა
ხოლმე გახელებულ ხვიარებსა და გაბურძგნილ კაქტუსებს;
არც ბონსაის – ჯუჯა ხეებს – აძლევდა გასაქანს, იშვიათი ჯიშის
ორქიდეებს კი ანებივრებდა და ელოლიავებოდა. კლიმატთან
სულ ხელჩართულ ბრძოლაში იყო და მისი ჯიბრით ცდილობ-
და, საკუთარ ბაღში ედელვაისები და ჩინური გუავა გაეხარე-
ბინა.
დაწოლის წინ, ღამღამობით, ფეხისგულებს ნაღებით იზელ-
და და ფეხის ფრჩხილებთან წამოზრდილ ნუნებს იმუშავებდა.
ბოლო დროს, ნახევარი საუკუნის განმავლობაში გულმოდ-
გინედ მოვლისა და მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნის

42 მკითხველთა ლიგა
შემდეგ, ბაღი უპატრონოდ იყო მიგდებული. ნებაზე მიშვებული
მთლად დაიკოჟრა და გაველურდა; იმ ცირკს დაემსგავსა, სა-
დაც გაწვრთნილ ცხოველებს გაზეპირებული ილეთები და-
ავიწყდათ. სარეველამ, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებ-
ლები ,,კომუნისტურ ბალახს’’ ეძახიან (რადგანაც მთელ კერა-
ლის შტატს კომუნიზმივით მძლავრად მოედო), ეგზოტიკური
მცენარეები სულ გადათელა და გაგუდა. მხოლოდ ხვიარები
გადარჩნენ და ჯიქურ განაგრძობდნენ ზრდას მიცვალებულის
ფეხის ფრჩხილებივით. ისინი ნესტოებში შესძრომოდნენ ვარ-
დისფერ ჯუჯებს და მათ თაბაშირის ფუტურო თავებში გაბარდუ-
ლიყვნენ. ჰოდა, იმ საწყლებს ახლა გაკვირვებული და ცინ-
გლიანი გამომეტყველება ჰქონდათ.
ბაღზე ციცქნა-კოჩამას ასეთი მოულოდნელი და მკვეთრი
გულის აყრის მიზეზი მისი ახალი სიყვარული გახლდათ. მას
აიემენემის სახლის სახურავზე სატელიტური ანტენის თეფში
დაემონტაჟებინა და სამყაროს ახლა ქვეყნიერების ბატონპატ-
რონივით აკონტროლებდა, მისაღები ოთახის ტელევიზორთან
გამაგრებული. ამ ამბავმა ციცქნა- კოჩამას ერთობ თვალშისა-
ცემი ახალი გზნება მოჰგვარა. აღნიშნული ცვლილება მასში
თანდათან კი არა, მყისიერად მოხდა. ქერა ლამაზმანები, ომე-
ბი, შიმშილობები, ფეხბურთის მატჩები, სექსი, მუსიკა, სახელ-
მწიფო გადატრიალებები – ყველაფერი ერთად ეახლა, ერთი
მატარებლის მგზავრებივით, ბარგიც რომ ერთად გადმოტვირ-
თეს და ერთ სასტუმროში რომ დაბინავდნენ. აიემენემში, სა-
დაც უწინ ყველაზე ხმამაღალი ბგერა ჩამვლელი ავტობუსის
მუსიკალური სიგნალის ხმა თუ იქნებოდა, ახლა დამჯერი მსა-
ხურებივით შეეძლო გამოეძახებინა ნებისმიერი მათგანი: ომი
იყო, შიმშილობა, ხოცვა-ჟლეტის საინტერესო კადრები თუ
თვით ბილ კლინტონი. მოკლედ, სანამ მისი დეკორატიული ბა-

43 მკითხველთა ლიგა
ღი სულს ღაფავდა და პარტახდებოდა, ციცქნა-კოჩამა ყურად-
ღებით ადევნებდა თვალს NBA-ის კალათბურთის მატჩებს,
ერთდღიან შეჯიბრებს კრიკეტში და ,,გრანდ სლამის,, ჩოგბურ-
თის ტურნირებს. სამუშაო დღეებში ,,უტიფრებსა და ლამა-
ზებს,, და ,,სანტა ბარბარას’’ უყურებდა, სადაც ნაზი და სიფრი-
ფანა ქერათმიანები, შეღებილი ტუჩებითა და ლაქით დაყენე-
ბული ვარცხნილობებით, ანდროიდებს შეაცდენდნენ ხოლმე
და საკუთარ სექსუალურ იმპერიებს გულმოდგინედ იცავდნენ.
ციცქნა-კოჩამა აღფრთოვანებული იყო მათი ბრჭყვიალა,
ლივლივა ტანსაცმლითა და გონებამახვილური, უკმეხი რეპ-
ლიკებით. დღის განმავლობაში მათი ნათქვამი ცალკეული
ფრაზაც კი ამოუტივტივდებოდა ხოლმე და კმაყოფილი ხითხი-
თებდა.
კოჩუ-მარია, მზარეული, ჯერაც უმძიმეს ოქროს საყურეებს
ატარებდა და ყურის ბიბილოები უსაშველოდ ჰქონდა ჩამობ-
ღლეძილი. ის ამერიკულ შოუ ,,ჭიდაობის მანიით’’ იყო გატა-
ცებული. სიამოვნებით უყურებდა ჰაკ ჰოგანი და მისტერ პერ-
ფექტი – ორი ლაიკრის ზოლიან რეიტუზში გამოკვართული აყ-
ლაყუდა, თავზე ბევრად განიერი კისრებით – როგორ ზელ-
დნენ ერთმანეთს დაუნდობლად. კოჩუ-მარიას კისკისს ის ოდ-
ნავ მრისხანე ელფერიც დაჰკრავდა, ზოგჯერ ბავშვების სი-
ცილში რომ გაისმება ხოლმე.
მთელი დღე სასტუმრო ოთახში ისხდნენ – ციცქნა-კოჩამა
დიდსახელურებიან პლანტატორის სავარძელში ჩასვენებული
ან შეზლონგზე მისვენებული (მისი ფეხების ფიზიკური მდგომა-
რეობისდა მიხედვით), კოჩუ-მარია კი მის გვერდით, პირდა-
პირ იატაკზე (არხების წამდაუწუმ გადართვით, თუ ამის საშუა-
ლებას მისცემდნენ) – ერთად ჩაგმანულები ტელევიზიის ხმა-
ურიან სიჩუმეში. ერთს თოვლივით სპეტაკი თმა ჰქონდა, მე-
ორეს – კუპრივით შავი. ყველა კონკურსში მონაწილეობდნენ

44 მკითხველთა ლიგა
და არც შემოთავაზებულ ფასდაკლებებს უშვებდნენ ხელიდან.
ორჯერ მოიგეს კიდეც – ერთხელ მაისური და მეორედ თერმო-
სი, რომლებსაც ციცქნა-კოჩამა სასოებით ინახავდა საკუთარ,
გასაღებით ჩაკეტილ კარადაში.
ციცქნას აიემენემის სახლი ძალიან უყვარდა. იქაურ ავეჯს,
რომელიც მემკვიდრეობით ერგო დანარჩენების იმქვეყნად
გასტუმრების შემდეგ, თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა –
მამაჩის ვიოლინოს და მის ქვესადგამს, უტიდან ჩამოტანილ
ბუფეტებს, პლასტიკის მოწნულ სავარძლებს, დელიში ნაყიდ
საწოლებს, ვენურ ტუალეტის მაგიდას (უჯრების დამსკდარი,
სპილოს ძვლის სახელურებით) და ველუტას გაკეთებულ წი-
თელი ხის სასადილო მაგიდას.
BBC-ს შიმშილობებსა და ომებზე გადაღებული კადრების
დანახვაზე, რომლებსაც არხების გადართვისას შეასწრებდა
ხოლმე თვალს, საშინლად ითრგუნებოდა. რევოლუციისა და
მარქსისტულ-ლენინური მუქარის ძველი შიშები უბრუნდებო-
და ახალი სატელევიზიო მღელვარებების სახით, გაუბედურე-
ბული და სასოწარკვეთილი ადამიანების სულ უფრო მზარდი
რიცხვის გამო. ეთნიკურ წმენდაში, შიმშილსა და გენოციდში
თავისი საყვარელი ავეჯის მიმართ პირდაპირი მუქარა ელან-
დებოდა.
კარ-ფანჯარა მუდმივად ჩარაზული ჰქონდა, თუ, ცხადია, მა-
თი გაღების გადაუდებელი საჭიროება არ წარმოიქმნებოდა.
ფანჯრებს მხოლოდ გარკვეული მიზნით იყენებდა: სუფთა ჰა-
ერის ჩასაყლაპად, რძის ფულის გადასახდელად და შემოფრე-
ნილი ბზიკის გასაქშევად (რომელსაც უბედური კოჩუ-მარია
მთელ სახლში დასდევდა პირსახოცის ფრიალ-ფრიალით).
თავის გასაცოდავებულ და მინანქარგადაქერცლილ მაცი-
ვარსაც კი გასაღებით კეტავდა. შიგნით იმ კრემიანი ფუნთუშე-
ბის ერთი კვირის მარაგს ინახავდა, რომელსაც კოჩუ-მარია

45 მკითხველთა ლიგა
კოტაიამის ,,ბესტბეიკერის,, საკონდიტროში ყიდულობდა, და
კიდევ ორ ბოთლ ბრინჯის ნახარშს, წყლის მაგივრად რომ
სვამდა; საყინულის ქვედა თაროზე კი მამაჩის სადილის სერ-
ვიზის (ტირიფების გამოსახულებით) შემორჩენილი ფრაგმენ-
ტები დაეწყო.
ათობით ინსულინის ამპულა, რომელიც რაჰელმა ჩამოუ-
ტანა, ყველის და კარაქის განყოფილებაში შეინახა. ეტყობა,
ეჭვობდა, რომ ბოლო ხანებში თვით უცოდველობის განსახიე-
რება რომაა, ისეთი ადამიანიც კი შეიძლებოდა აღმოჩენილი-
ყო ფაიფურის ქურდი, კრემიანი ფუნთუშების მანიაკი-გამტაცე-
ბელი ანდა ხელმრუდი დიაბეტიკი, რომელიც იმპორტულ ინ-
სულინზე დაგეშილი, დაძრწოდა მთელ აიემენემში.

დიდად არც ტყუპებს ენდობოდა. ფიქრობდა, ეგენი ყველა-


ფერზე არიან წამსვლელები, უკან არაფერზე დაიხევენო. ისიც
კი გაივლო გულში, საკუთარი საჩუქრის მოპარვასაც არ ითა-
კილებენო და იქვე გაჰკრა, რომ ისევ ერთ მთელად იაზრებდა
და-ძმას. ამდენი წლის შემდეგაც!.. არა, საკუთარ ცხოვრებაში
წარსულის მობრუნებას არაფრით დაუშვებდა!..ამიტომ ეს აზ-
რი იქვე გაარედაქტირა – შეიძლება იმან, იმ გოგომ განიზრა-
ხოს საკუთარი საჩუქრის მოპარვაო.
სასადილო მაგიდასთან მდგომ რაჰელს გახედა და მასში
ესტასთვის დამახასიათებელი გარინდების, უჩინმაჩინობისა
და გარემოსთან მიმიკრიის ელემენტი შენიშნა. რაჰელის ამ-
გვარმა უენობამ და გაუცხოებამ ციცქნა-კოჩამა, ცოტა არ
იყოს, შეაცბუნა.
– აბა, – თქვა მან მკვეთრი, მაგრამ ცოტა დაეჭვებული
ხმით, – რა გეგმები გაქვს, აქ რამდენ ხანს დარჩები? უკვე გა-
დაწყვიტე თუ ჯერ არა?

46 მკითხველთა ლიგა
რაჰელი შეეცადა, პასუხი გაეცა, მაგრამ ფრაზა ვერ გამარ-
თა, რაღაც დაჭყლეტილი თუნუქის ქილასავით უხეირო გად-
მოუვარდა პირიდან. მაშინვე ფანჯარას მიაშურა და გამოაღო,
ერთი პეშვი სუფთა ჰაერი მაინც რომ ჩაეყლაპა.
– მერე მაგ ფანჯრის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს, – უთხრა
ციცქნა-კოჩამამ და სახე კარადასავით გადაირაზა.

ფანჯრიდან მდინარეს უკვე ვეღარ დაინახავდი.


ადრე კი მშვენივრად ჩანდა, სანამ მამაჩი აიემენემში პირ-
ველი დაგმანავდა ვერანდას გადასაწევი კედლებითა და ზედ
ჩამოკიდებული ღირსი ე. ჯონ აიპისა და ალეიუტი ამაჩის (ეს-
ტას და რაჰელის დიდი ბებია-ბაბუის) პორტრეტებით, რომლე-
ბიც უკანა ვერანდიდან ჩამოხსნა და აქეთ გადმოატანინა.
ახლაც იქ ეკიდნენ, დალოცვილი ყმაწვილი და მისი თანა-
მეცხედრე, ჩარჩოში ჩასმული ბიზონის თავის ფიტულის აქეთ-
იქით.
ღირსი აიპი უკვე წინაპრის კეთილი, მამაშვილური ღიმი-
ლით მდინარეს კი არა, შარაგზას უღიმოდა, ალეიუტი ამაჩის
კი დაძაბული გამომეტყველება ჰქონდა – თითქოს თავის მიბ-
რუნება უნდა და ვერ მოუხერხებიაო. ეგებ მისთვის, მეუღლი-
საგან განსხვავებით, სულაც არ იყო ადვილი მდინარისათვის
თვალის აცილება. თვალებით იქითკენვე იყურებოდა, საითაც
მისი ქმარი, მაგრამ გული აშკარად მდინარისაკენ მიუწევდა.
მის მძიმე, მტევნების ფორმის ჩამქრალი ოქროს საყურეებს
(დალოცვილი ყმაწვილის სათნოების სიმბოლოებს) საშინ-
ლად ჩამოეწელათ მისი ყურის ბიბილოები, რომლებიც ლამის
მხრებამდე სწვდებოდა. ყურების გაფართოებულ ნახვრეტებში
გავარვარებული მდინარისა და მასზე თავწახრილი ხეების და-
ნახვაც კი შეიძლებოდა; და კიდევ ნავებში მსხდომი მეთევზეე-
ბისა და თავად თევზებისაც.

47 მკითხველთა ლიგა
თუმცა მდინარე სახლიდან აღარ ჩანდა, მაგრამ, ზღვის ნი-
ჟარისა არ იყოს, რომელიც ზღვის შეგრძნებას საკუთარ თავში
ინახავს ხოლმე, სახლიც ინახავდა მდინარისას.
ადიდების, მორევად დაბზრიალებისა და თევზიანობის შეგ-
რძნებას.

სასადილო ოთახის ფანჯარასთან მდგომი, თმაში ქარშეპა-


რული რაჰელი ხედავდა, როგორ უმოწყალოდ უთქიშინებდა
წვიმა ბებიამისის კონსერვების ყოფილ ფაბრიკა ,,სამოთხის
მწნილებისა და კომპოტების’’ დაჟანგებულ რკინის სახურავს.
ის ფაბრიკა სახლსა და მდინარეს შუა იდგა.
უწინ იქ მწნილებს, მარინადებს, ჟელეებს, წვენებს, მურა-
ბებს, კარის ფხვნილსა და ანანასის კომპოტებს ამზადებდნენ;
,,არალეგალურ კომპოტებს’’, რადგანაც კვების პროდუქტების
სამმართველომ მათი კომპოტები არსებულ კლასიფიკაციას
ვერ მოარგო და აკრძალა (კომპოტისთვის წვენი მეტისმეტად
სქელი იყო და ჟელესათვის – მეტისმეტად თხელი), როგორც
გაუგებარი, შუალედური პროდუქტი.
ცხადია, ამ გადაწყვეტილების გამოტანისას, საკუთარი ინ-
სტრუქციების ჩანაწერებს ეყრდნობოდნენ.
ახლა რომ უფიქრდებოდა, რაჰელს უკვე ეჩვენებოდა, რომ
მათი ოჯახის კლასიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემე-
ბი გაცილებით უფრო ღრმა და არსებითი იყო, ვიდრე ჟელე-
კომპოტის სხვაობის საკითხი.
ალბათ თვითონ, ესტა და ამუ იყვნენ ყველაზე დიდი კანონ-
დამრღვევები, მაგრამ სხვებიც არ აკლებდნენ. ისინიც არღვევ-
დნენ წესებს, ყველა გადადიოდა დაუკრეფავში, იმ კანონებს
ეთამაშებოდნენ დახუჭობანას, რომლებიც ეუბნებოდნენ, ვინ
უნდა ჰყვარებოდათ და რამდენად – რაოდენ თავდავიწყებით;

48 მკითხველთა ლიგა
კანონებს, რომელთა მიხედვითაც ბებიები ბებიები იყვნენ, ბი-
ძები – ბიძები, დედები – დედები, ბიძაშვილები – ბიძაშვილე-
ბი, კომპოტები – კომპოტები და ჟელეები – ჟელეები.
მათ ოჯახში ხომ ბიძები უცებ მამები ხდებოდნენ, დედები –
საყვარლები, ბიძაშვილები კი იხოცებოდნენ და კუბოში წვე-
ბოდნენ.
მათ ოჯახში დაუშვებელი დასაშვები ხდებოდა და შეუძლე-
ბელი – რეალურად შესაძლებელი.

ველუტა პოლიციამ სოფი-მოლის დაკრძალვამდე იპოვა.


იმ ადგილას, სადაც ბორკილები დაადეს, ხელებზე ბუსუსებ-
მა დააყარა. ცივი ბორკილები იყო, ლითონის მომჟავო სუნით;
ზუსტად ისეთით, ავტობუსის ხელსაკიდზე ჩამოკონწიალებუ-
ლი კონდუქტორის ხელისგულებს რომ უდიოდა.
ყველაფერი რომ მოთავდა, ციცქნა-კოჩამამ ბრძანა, რასაც
დასთეს, იმას მოიმკიო. გეგონება, თავად არც არაფერი დათე-
სა და არც მოიმკაო. მერე ეგრევე წაცუნცულდა ციცქნა ფეხე-
ბით თავისი საქარგავისაკენ, ჯვარედინი ნაქარგით რომ ქარ-
გავდა. სიარულისას პუტკუნა ფეხის თითებით იატაკს პრაქტი-
კულად არც ეხებოდა ხოლმე. ესტას მამასთან გამწესებაც მისი
იდეა იყო.
მარგარეტ-კოჩამამ შვილის სიკვდილით გამოწვეული დარ-
დი და გამწარება გულში ისე ჩაიხვია, როგორც გაავებული
ზამბარა. თქმით არაფერს ამბობდა, მაგრამ სანამ ინგლისში
დაბრუნდებოდა, ესტას სადაც კი მოიხელთებდა, იქვე ურტყამ-
და ხოლმე, გამეტებით.
რაჰელმა დაინახა, რომ ამუმ ესტას ტანსაცმლის მომცრო
სკივრი ჩაულაგა.
– ეგებ მართლები არიან, – გაიგონა ამუს ჩურჩული, – ეგებ
ბიჭს მართლაც სჭირდება ბაბა.

49 მკითხველთა ლიგა
მისი წითლად ჩამკვდარი თვალებიც დაინახა.

საკონსულტაციოდ ჰაიდარაბადში მიმართეს ტყუპების სპე-


ციალისტს. მანაც პასუხად მოიწერა, მონოზიგოტური ტყუპების
გაყრა რეკომენდებული არ არის, მაგრამ დიზიგოტურებს თუ
დავაშორებთ ერთმანეთს, ჩვეულებრივი და-ძმის განცალკე-
ვების ამბავი იქნება და ცოტა ხანს იმავე განცდასა და სტრესს
უნდა გაუძლონ, როგორსაც ნებისმიერი გაყრილი ოჯახის შვი-
ლები უძლებენ ხოლმე, ეგ არის და ეგო.
მოკლედ, უჩვეულო არაფერი მოხდებაო.
ჰოდა, ესტაც მატარებლით გაამგზავრეს, პატარა თუნუქის
სკივრითა და ხაკის ზურგჩანთაში ბეჟი, ჭვინტიანი ფეხსაც-
მლით. ჯერ მადრასისკენ გაემგზავრა პირველი კლასის საძი-
ლე ვაგონით, მადრასის საფოსტოთი, იქიდან კი კალკუტაში,
მამის მეგობართან ერთად.
თან პომიდვრიანი სენდვიჩებით სავსე კოლოფი და არწი-
ვის გამოსახულებიანი თერმოსი წაიღო. და კიდევ – შემაძრწუ-
ნებელი სურათებით სავსე გონება.
თავსხმა. მელნისფერი ნიაღვარივით გადმოხეთქილი წყა-
ლი. და სუნი – მოტკბო, გულისამრევი, ზუსტად ისეთი, დაძვე-
ლებულ ვარდებს რომ აუვათ ხოლმე სიოს დაბერვაზე.
მაგრამ ყველაზე საზარელი ახალგაზრდა კაცის ხატება
იყო, ბებრული ტუჩ-კბილით, შეშუპებული სახითა და გაბზარუ-
ლი, ამოყირავებული ღიმილით; იმ სითხის გუბე, რომელშიც
გაშიშვლებული ნათურა ირეკლებოდა; ის ჩასისხლიანებული
თვალი, რომელიც გაიღო, რაღაც ხანი აქეთ-იქით იყურებოდა,
მერე კი ესტას მიაჩერდა. მან კი, ესტამ, რა გააკეთა? იმ საყვა-
რელ სახეს შეხედა და, დიახო, თქვა.
– დიახ, ეგ იყო.

50 მკითხველთა ლიგა
აი, ის სიტყვა, რომელსაც რვაფეხა ვერაფრით მისწვდა –
,,დიახ...’’ მტვერსასრუტმაც ვერაფერი მოუხერხა. ის სიტყვა
სადღაც ღრმად ჩაიმარხა, ტვინის რომელიღაც ნაოჭში თუ
ხნულში, კბილებშუა გაჩხერილი მანგოს იმ ბეწვივით, ვერაფ-
რით რომ ვერ ამოიღებ.

ფაქტობრივად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ყვე-


ლაფერი სოფი-მოლის აიემენემში ჩამოსვლით დაიწყო. მარ-
თალი ყოფილა, რომ ამბობენ, ყველაფერი ერთ დღეში შეიძ-
ლება შეიცვალოსო, რომ რამდენიმე საათმა შეიძლება თავდა-
ყირა დააყენოს მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება. და თუ
მართალია, მაშინ ეს რამდენიმე საათი, გადაბუგული სახლის
ნარჩენებივით – დამდნარი საათივით, შეტრუსული ფოტოსა-
ვით, დანახშირებული ავეჯივით – უნდა ამოიღო ნასახლარის
ადგილიდან, კარგად შეისწავლო, აღწერო და შეინახო.
უმნიშვნელო ეპიზოდები, ჩვეულებრივი ნივთები, დამახინ-
ჯებული, გადაგვარებული და ახალი აზრით დატვირთული...
ისინი, მოულოდნელად, რომელიმე ისტორიის საყრდენ ჩონ-
ჩხად გადაიქცევიან ხოლმე.
თუმცა, როცა ვამბობთ, რომ ყველაფერი სოფი-მოლის აი-
ემენემში ჩამოსვლით დაიწყო, ამ ყველაფრის მხოლოდ ერთ-
ერთ დასაშვებ ვერსიას განვიხილავთ.
იგივენაირად ისიც შეიძლება დავუშვათ, რომ სინამდვილე-
ში ყველაფერი ათასობით წლის წინ დაიწყო. მარქსიზმის თე-
ორიის ჩასახვამდე ბევრად ადრე. იქამდე, ვიდრე ინგლისელე-
ბი მალაბარს დაიმორჩილებდნენ, სანამ ჰოლანდიელები მო-
ვიდოდნენ, სანამ ვასკო და გამა გამოჩნდებოდა, სანამ ზამო-
რინი კალიკუტს დაიპყრობდა; იქამდე, ვიდრე პორტუგალიე-
ლების მოკლულ სამ სირიელ ეპისკოპოსს ზღვაში მოტივტივე-
ებს იპოვიდნენ, წითელ მანტიებში გამოხვეულებს, მკერდზე

51 მკითხველთა ლიგა
შემოხვეული ზღვის გველებითა და წვერებში გახლართული
ხამანწკებით. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი იმაზე
ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ქრისტეს რჯული გემით მოგვად-
გებოდა და კერალის შტატში ჩამოიწურებოდა, ჩაის პაკეტიდან
გამოხდილი ფერივით.
რომ სინამდვილეში ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სიყ-
ვარულის კანონები შემოიღეს; როცა დააწესეს, ვინ უნდა გყვა-
რებოდა და როგორ.
რაოდენ თავდავიწყებით.

52 მკითხველთა ლიგა
და მაინც, პრაქტიკული მოსაზრებით, ჩვენს უსაშველოდ
პრაქტიკულ სამყაროში...

53 მკითხველთა ლიგა
2

პაპაჩის ფარვანა

69 წლის (და იქაც დამახსოვრებული 1900-ის) დეკემბრის


ცამოწმენდილი დღე იდგა. ეს ის დრო იყო, როდესაც ოჯახის
ცხოვრებაში უკვე არსებულმა, მაგრამ აქამდე თავდამალულ-
მა ზნეობრივმა ელემენტმა უცებ ამოყვინთა პატარა ბუშტივით
და გარკვეული დროით ზედაპირზე იტივტივა, სრულიად
თვალსაჩინოდ, ყველას დასანახად.
კოჩინისაკენ მიმავალი ცისფერი ,,პლიმუთი’’, ქრომირე-
ბულ უკანა ფრთებში აჭიატებული მზის სხივებით, ბრინჯის ნა-
თესებისა და ბებერი კაუჩუკის ხეების გასწვრივ მიქროდა. მო-
შორებით, უფრო აღმოსავლეთით, იმავე პეიზაჟის მქონე პატა-
რა ქვეყანაში (ჯუნგლებით, მდინარეებით, ბრინჯის ნათესები-
თა და კომუნისტებით), იმდენი ჭურვი ჩამოეყარათ, რომ თით-
ქმის მთელი მისი კუთვნილი ტერიტორია ექვსი დუიმის სიმაღ-
ლეზე იყო მოფენილი ფოლადის ფრაგმენტებით. აქ კი სრული
სიმშვიდე სუფევდა და ოჯახი ,,პლიმუთით’’ მიგრიალებდა, ყო-
ველგვარი შიშისა თუ ავი წინათგრძნობის გარეშე.
ის ,,პლიმუთი,, ერთ დროს პაპაჩის ეკუთვნოდა, რაჰელისა
და ესტას ბაბუას. მისი გარდაცვალების შემდეგ მანქანა მამა-
ჩის, მათი ბებიის ხელში გადავიდა და ახლა ტყუპები ამ მანქა-
ნით კოჩინში მიემგზავრებოდნენ მუსიკის ჰანგების მესამედ
საყურებლად. იმ ფილმის ყველა სიმღერა უკვე ზეპირადაც კი
იცოდნენ.
ღამით ,,ზღვის დედოფალში’’ უნდა გაჩერებულიყვნენ, გუ-
შინდელი კერძების სუნით აყროლებულ სასტუმროში. ნომრე-
ბი წინასწარვე დაჯავშნეს. სისხამ დილით კი კოჩინის აერო-

54 მკითხველთა ლიგა
პორტში მოუწევდათ წასვლა ჩაკოს ყოფილი ცოლის, მათი ინ-
გლისელი ბიცოლის, მარგარეტ-კოჩამასა და მათი ბიძაშვი-
ლის, სოფი-მოლის დასახვედრად. ისინი საშობაოდ ლონდო-
ნიდან აიემენემში მოფრინავდნენ. მარგარეტ-კოჩამას მეორე
ქმარი, ჯო, ახალი დაღუპული იყო ავტოკატასტროფაში. ეს ამ-
ბავი რომ შეიტყო, ჩაკომ გადაწყვიტა, აიემენემში დაეპატიჟე-
ბინა ყოფილი ცოლი და ქალიშვილი. იმის წარმოდგენაც კი
მზარავს, შობა მარტოებმა როგორ უნდა გაატარონ ინგლისში,
მოგონებებით სავსე, დაცარიელებულ სახლშიო, ასე თქვა.
ამუ ამბობდა, ჩაკოს მარგარეტი ისევ უყვარსო. მამაჩი კი
არ ეთანხმებოდა; უნდოდა, თავი დაერწმუნებინა, რომ მის
ვაჟს ის ქალი არც არასდროს ჰყვარებია.
რაჰელი და ესტა სოფი-მოლს არ იცნობდნენ. თუმცა ბოლო
კვირის განმავლობაში უამრავი რამ შეიტყეს მასზე ციცქნა-კო-
ჩამასაგან, კოჩუ-მარიასა და თვით მამაჩისგანაც. ტყუპებისა
არ იყოს, არც მათ ენახათ სოფი-მოლი, მაგრამ იმ გოგოზე ისე
ლაპარაკობდნენ, თითქოს მშვენივრად იცნობდნენ. მოკლედ,
ის კვირეული რას იფიქრებს სოფი-მოლი საკითხს მიეძღვნა.
ციცქნა-კოჩამა მთელი კვირა აყურადებდა ტყუპების ერ-
თმანეთში საუბარს და თუ ჩაავლებდა, რომ მალაიალამზე ლა-
პარაკობდნენ, მყისვე ჯარიმას უწესებდა – ჯიბის ფულს უქვი-
თავდა. თანაც ბავშვებს აიძულებდა, ,,საჯარიმოები გამოეწე-
რათ’’ (როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე), ანუ ასჯერ დაეწე-
რათ წინადადება ,,მხოლოდ ინგლისურად ვილაპარაკებ’’. მე-
რე ჩაბარებულ ნაწერს წითლად გადახაზავდა, რომ რეციდი-
ვის შემთხვევაში, ერთგზის უკვე გამოწერილი საჯარიმოები
ხელმეორედ არ შეეჩეჩებინათ მისთვის.
ერთ ინგლისურ სიმღერაშიც ავარჯიშებდა, რომელიც მან-
ქანაში, უკანა გზაზე უნდა ემღერათ. სიტყვები სწორად უნდა
გამოთქვათო, ეუბნებოდა. გაი მოი ეთი ქუათ!

55 მკითხველთა ლიგა
გი-ხარიო-დენ, ღვმერ-თი ჩუენ-თან არ-სი,
და კუა-ლად გე-უმ-ბე-ბით, გი-ხარიო-დენ,
გი-ხარიო-დენ,
გი-ხარიო-დენ,
და კუა- ლად გე-უმ-ბე-ბით, გი-ხარიო-დენ.

ესტას სრული სახელი ესტაფენ იაკო იყო. რაჰელისა – უბ-


რალოდ რაჰელი. ერთხანს უგვაროდ იცხოვრეს, რადგანაც
ამუმ გადაწყვიტა, ქალიშვილობის გვარი დაებრუნებინა. თუმ-
ცა იმასაც ამბობდა, საწყალ ქალებს მხოლოდ მამის გვარსა
და ქმრის გვარს შორის არჩევანს რომ აძლევენ, დიდი ვერა-
ფერი არჩევანიაო. ესტას ფეხზე ჭვინტიანი ბეჟი ფეხსაცმელი
ეცვა და თავზე ელვისის ქოჩორი დაეყენებინა; ასე ვთქვათ,
,,საგარეო ქოჩორი.’’ ელვის პრესლის მისი საყვარელი სიმღე-
რა ,,ფართი’’ იყო. ,,ზოგს როკი უყვარს, ზოგსაც ღრიალი,’’
კნაოდა ჩუმად, თუ არავინ უყურებდა, და ელვისივით გვერდით
გადაქაჩული ტუჩებით ჩამოჰკრავდა ხოლმე გიტარასავით მო-
მარჯვებულ ბადმინტონის ჩოგანს. ,,მე – გოგოების ბზრიალ-
ტრიალი. ჰოდა, გავმართოთ გიჟური ფართი...’’.
ესტას კიდეებში ოდნავ დაქანებული, თითქოს მუდმივად
მთვლემარე თვალები და აჩხაბაჩხა, ახლად ამოსული წინა
კბილები ჰქონდა. რაჰელის კბილები კი ჯერაც ღრძილებიდან
გამოთავისუფლებას ელოდნენ, ავტოკალმის წვერზე მომდგა-
რი სიტყვებივით. ყველას უკვირდა, რომ ასაკში თვრამეტი წუ-
თის სხვაობამ ტყუპებში ასეთი შეუსაბამობა გამოიწვია წინა
კბილების ამოსვლის ამბავში.
,,ტოკიოს სიყვარულით’’ – რეზინზე აცმული ორი ბურთუ-
ლიანი სამაგრით – შეკრული თმა რაჰელს კინკრიხოდან შად-

56 მკითხველთა ლიგა
რევანივით გადმოსჩქეფდა. იმ სამაგრს არც ტოკიოსთან ჰქონ-
და რამე საერთო და არც სიყვარულთან, მაგრამ დღესაც ძა-
ლიან პოპულარულია კერალის შტატში. ნებისმიერ კარგ საგა-
ლანტერიო მაღაზიაში რომ მოიკითხოთ ,,ტოკიოს სიყვარუ-
ლი’’, მაშინვე მიხვდებიან, რაც გნებავთ და წამსვე მოგართმე-
ვენ იმ მრგვალ რეზინზე წამოცმულ ორ ბურთულას.
რაჰელს მაჯაზე სათამაშო საათი ეკეთა, დახატული ისრე-
ბით, რომლებიც ორს ათი აკლიაო, ამბობდნენ. ძალიან უნდო-
და, ისეთი საათი ჰქონოდა, რომელზეც ნებისმიერ სასურველ
დროს დააყენებდა (მისთვის დრო სწორედ იმიტომაც არსე-
ბობდა, რომ ნებისმიერად ეცვალა). მისი წითელი პლასტიკის
ყვითელჩარჩოიანი მზის სათვალე ქვეყნიერებას წითლად
აფერადებდა. ამუ ეუბნებოდა, თვალებისთვის ძალიან საზი-
ანოაო და სთხოვდა, ხშირად ნუ იკეთებო.
ბავშვის აეროპორტში ჩასაცმელი კაბა ამუს ჩემოდანში
იდო, ფერში შეხამებულ პანტალონთან ერთად.
მანქანას ჩაკო მართავდა. ჩაკო ამუზე ოთხი წლით უფროსი
ბრძანდებოდა. რაჰელი და ესტა მას სიტყვა ,,ჩეჩენით’’ (უფ-
როსი ძმა) ვერ მიმართავდნენ, რადგან ის ბავშვებს მაშინვე
,,ჩეტანსა’’ და ,,ჩედუტის’’ (ძმა და ძმის ცოლი) დაუძახებდა
ხოლმე; თუ ,,ამავენით’’ (მშობელი) მიმართავდნენ, მათ
,,აპოის’’ და ,,ამეის’’ (მამა და დედა) შეარქმევდა; ,,ძიათი’’ თუ
მოიხსენიებდნენ, ,,ბიცოლებოო’’, ეტყოდა, რაც ძალიან ეჩო-
თირებოდათ უცხოების თანდასწრებით. ასე რომ, პირდაპირ
ჩაკოს ეძახდნენ.
ჩაკოს ოთახი იატაკიდან ჭერამდე წიგნებით იყო გაჭედი-
ლი. ყველა ის წიგნი წაკითხული ჰქონდა და ხშირად მოზრდი-
ლი ნაწყვეტების უადგილოდ ციტირებაც უყვარდა; ყოველ შემ-
თხვევაში, სხვები ვერ ხვდებოდნენ, ის ციტატა რა შუაში იყო.

57 მკითხველთა ლიგა
აი, იმ დღესაც, როცა მანქანა ჭიშკრისკენ დაიძრა და ვერანდა-
ზე გამოსულ მამაჩის ემშვიდობებოდნენ, ჩაკომ უეცრად წამო-
ისროლა: ,,გეტსბი ბოლოს მართლაც გამართლდა ჩემს
თვალში; იმ უიღბლობამ გაამართლა, რომელიც მძიმე ღრუბე-
ლივით, მომწამლავი მტვერივით წამოსდგომოდა თავს მთელ
მის ცხოვრებისეულ ოცნებასა და მიზანს. სწორედ ამან დამა-
კარგვინა ყოველგვარი ინტერესი ადამიანთა დღემოკლე სა-
დარდებლებისა თუ პატარა სიხარულების მიმართ’’.
ყველა უკვე იმდენად შესჩვეოდა მის ამგვარ გამოხდომებს,
რომ ერთმანეთსაც კი აღარ გადახედავდნენ და აღარც მუჯლუ-
გუნს წაჰკრავდნენ ხოლმე. ჩაკომ ოქსფორდში როდსის სტი-
პენდიით ისწავლა და ამიტომ ყოველგვარი ის ექსცენტრულო-
ბა და ახირება ეპატიებოდა, რომელთა გამოც სხვებს აუცი-
ლებლად ჩაქოლავდნენ.
ამტკიცებდა, ჩვენი ოჯახის ისეთ ბიოგრაფიას ვწერ, ბევრი
უნდა გადამიხადოთ, რომ არ დავბეჭდოო. ამაზე ამუ ეტყოდა
ხოლმე, ამ ოჯახში ერთადერთი შენ თვითონ ხარ, ვისაც საკუ-
თარი ბიოგრაფიით დაშანტაჟებისა უნდა ეშინოდესო.
თუმცა ეს, ცხადია, ჯერ კიდევ მაშინ იყო, სანამ ის საშინე-
ლება დაიწყებოდა.
,,პლიმუთში’’ ამუ წინ იჯდა, თავისი ძმის გვერდით. იმ წელს
ოცდაშვიდისა შესრულდა და სადღაც ღრმად, მუცლით, უკვე
დაატარებდა იმ წინათგრძნობას, რომ მისი ცხოვრება პრაქტი-
კულად დამთავრებული იყო. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი შან-
სი მიეცა და ისიც არასწორად გამოიყენა, არასწორ ადამიანს
გაჰყვა ცოლად.
სკოლა იმ წელს დაამთავრა, როცა მამამისი პენსიაზე გავი-
და და დელიდან აიემენემში გადმოსახლდნენ. პაპაჩი ფიქ-
რობდა, კოლეჯში სწავლა გოგონასათვის ზედმეტი ფუფუნე-

58 მკითხველთა ლიგა
ბააო, ჰოდა ამუ იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად დაეტო-
ვებინა დელი. აიემენემში ახალგაზრდა გოგოს ერთადერთი
საქმე სარფიანი საქორწინო გარიგების მოლოდინში შინ ჯდო-
მა და საოჯახო საქმეებში დედის დახმარება იყო. ვინაიდან
ამუს მამას ქალიშვილისთვის კარგი მზითვის შესაგროვებელი
ფული არ ჰქონდა, სარფიანი წინადადებებიც არსად ჩანდა.
ამასობაში ორი წელიც გავიდა და ამუს შეუმჩნევლად თვრამე-
ტი შეუსრულდა. მშობლებმა ეს ამბავი მართლაც ვერ შეამჩნი-
ეს თუ არ შეიმჩნიეს, ძნელი სათქმელია. ამუ კი, თანდათან,
სრულმა სასოწარკვეთილებამ მოიცვა. სულ იმაზე ოცნებობ-
და, აიემენემიდან გადავიხვეწოო; უნდოდა, თავი დაეხსნა უხა-
სიათო მამისა და გამწარებული, სვედანავსული დედისაგან.
ათასობით უსუსურ გეგმას სახავდა და ბოლოს ერთი აამოქმე-
და – პაპაჩიმ ნება დართო, ზაფხული კალკუტაში, ერთ შორე-
ულ ნათესავთან გაეტარებინა.
სწორედ იქ გაიცნო თავისი მომავალი ქმარი, სხვა ვიღაცის
ქორწილში.
ის კაცი შვებულებით ჩამოსულიყო ასამიდან, სადაც მენე-
ჯერის მოადგილედ მუშაობდა ჩაის პლანტაციაში. ერთ დროს
შეძლებული, ქვეყნის ინდოეთად და პაკისტანად დაყოფის შემ-
დეგ აღმოსავლეთ ბენგალიიდან კალკუტაში გადმოსახლებუ-
ლი ზამინდარების9 ოჯახიდან ბრძანდებოდა.
დაბალი ტანის კაცი იყო, მაგრამ კარგი აღნაგობა და სასია-
მოვნო გარეგნობა ჰქონდა. ძველმოდური სათვალე ეკეთა,
რომელიც სერიოზულ იერს კი ანიჭებდა, მაგრამ საერთოდ არ
შეესაბამებოდა მის ხიბლსა და ბავშვურ, თუმცა სრულიად მო-
მაჯადოებელ იუმორს. ოცდახუთი წლის ასაკში უკვე ჩაის
პლანტაციებში მუშაობის ექვსი წლის სტაჟი დაეგროვებინა.

9
ზამინდარები - მიწათმფლობელები, რომლებიც ინგლისურ
კოლონიალურ მთავრობას მიწის იჯარას უხდიდნენ.

59 მკითხველთა ლიგა
კოლეჯში არასდროს უსწავლია და სწორედ ამით აიხსნებოდა
მისი ბავშვური, სკოლის მოსწავლეობის დროინდელი იუმო-
რი. გაცნობის მეხუთე დღესვე შესთავაზა ამუს, ცოლად გამომ-
ყევიო. ამუს შეყვარებული ქალის როლი არ გაუთამაშებია; უბ-
რალოდ, სიტუაცია აწონ-დაწონა და დათანხმდა. ვინც გინდა
და რაც გინდა, ის იყოსო, ფიქრობდა, აიემენემში დაბრუნებას
ხომ მაინც აჯობებსო. მშობლებს მისწერა, ასე და ასე გადავ-
წყვიტეო, მაგრამ მათგან საპასუხო წერილი არ მიუღია.
კალკუტაში დიდი ქორწილი გადაიხადეს. მოგვიანებით,
როცა იმ დღეს იხსენებდა, ხვდებოდა, რომ სიძის თვალებში
მოგიზგიზე კოცონის მიზეზი სიყვარული ან ხორციელი ტკბო-
ბის მოლოდინი კი არა, დაახლოებით რვა მოზრდილი კათხა
ვისკი იყო; სრულიად სუფთა, გაუზავებელი.
ამუს მამამთილი რკინიგზის საბჭოს თავმჯდომარე და კემ-
ბრიჯის მოკრივეთა ლურჯი ფორმის მფლობელი ბრძანდებო-
და. ბენგალიის მოყვარულ მოკრივეთა ასოციაციის მდივანიც
გახლდათ. ახალგაზრდებს ,,ფიატი’’ აჩუქა, რომელიც სპეცია-
ლური დაკვეთით ჩამქრალ ვარდისფრად შეეღებათ. ქორწი-
ლი რომ დასრულდა, იმ ძვირფასეულობითა და სხვა საჩუქრე-
ბით დატვირთულ ,,ფიატს’’ თავად მოახტა და სასწრაფოდ გა-
აჭენა. ტყუპების დაბადებამდე გარდაიცვალა, საოპერაციო მა-
გიდაზე, ნაღვლის ბუშტის ამოჭრისას. მის კრემაციას სრული-
ად ბენგალიის მოკრივეები დაესწრნენ – ყბაჩებისა და ცხვირ-
გატეხილების გრძელი სამგლოვიარო პროცესია.
როდესაც ცოლ-ქმარი ასამში გადავიდა საცხოვრებლად,
ლამაზი, ახალგაზრდა და თამამი ამუ მთელი ,,პლანტატორთა
კლუბის’’ თვალისჩინად იქცა. სარის ქვეშ მოკლე, ზურგმოშიშ-
ვლებულ ჟილეტებს იცვამდა და წელის ძეწკვზე ვერცხლისფე-
რი ფარჩის საფულეს ატარებდა. ვერცხლის მუნდშტუკით

60 მკითხველთა ლიგა
გრძელ სიგარეტებს ეწეოდა და პირიდან ბოლის უზადო რგო-
ლების გამოშვებაც ისწავლა. მისი ქმარი უბრალოდ მსმელი კი
არ აღმოჩნდა, არამედ ნამდვილი ალკოჰოლიკი, ალკოჰოლი-
კებისათვის დამახასიათებელი მთელი სიყალბეებითა და ტრა-
გიკული ხიბლით. მასში რაღაც ისეთიც იყო, რაც ამუმ ვერას-
დროს ამოხსნა. მასთან გაყრის მერეც ხშირად ფიქრობდა, ასე
უტიფრად და გამუდმებით რატომ ტყუოდა, როცა ამის საჭი-
როება არ იყოო...; განსაკუთრებით მაშინ, როცა საერთოდ არ
იყო. მაგალითად, მეგობრებთან საუბრისას ამტკიცებდა, შე-
ბოლილ ორაგულზე ვგიჟდებიო, თუმცა ამუმ იცოდა, რომ შე-
ბოლილ ორაგულს ვერ იტანდა. ანდა კლუბიდან შინ დაბრუნე-
ბული ამუს ეუბნებოდა, სენტ-ლუისში შევხვდეთ ვნახეო, იქ კი
ბრინჯაოს კოვბოი გადიოდა. ტყუილში რომ ამხელდა ხოლმე,
არც ბოდიშს იხდიდა და არც თავს იმართლებდა; უბრალოდ,
ხითხითებდა, რაც ამუს ისე ახელებდა, რომ საკუთარი თავისა
უკვირდა.
ამუ მეცხრე თვეში იყო, ჩინეთთან ომი რომ დაიწყო. 1962
წლის ოქტომბერი იდგა. ასამის ჩაის პლანტაციებიდან თანამ-
შრომლების ცოლ-შვილის გახიზვნა დაიწყეს. მოლოგინების
პირას მყოფი ამუ ვერსად წავიდა და იქვე დარჩა. ნოემბერში,
ჩინურ ოკუპაციასა და ინდოეთის გარდაუვალ მარცხზე მსჯე-
ლობის ფონზე სრულიად აუტანელი, ჯაყჯაყა ავტობუსით ში-
ლონგისაკენ მგზავრობის მერე ესტა და რაჰელიც დაიბადნენ.
სანთლის შუქზე დაიბადნენ, ჩაბნელებულ სამშობიაროში. უხ-
მაუროდ გამოძვრნენ დედის საშოდან, თვრამეტი წუთის ინ-
ტერვალით; ორი მოცუცქნული, ერთი დიდის ნაცვლად; ტყუპი
სელაპი, სლიკინები, დედის წვენში ამოვლებულები; მთლად
დანაოჭებულები საშოსთან ჭიდილში. სანამ თვალებს მილუ-
ლავდა და გაირინდებოდა, ამუმ ბავშვები კარგად დაათვალი-
ერა, დეფექტი ხომ არაფერი აქვთო. სათითაოდ გადათვალა

61 მკითხველთა ლიგა
ოთხი თვალი, ოთხი ყური, ორი პირი, ორი ცხვირი, ხელის ოცი
თითი და ოციც იდეალური ფორმის ფეხის ფრჩხილი.
მათი სიამური, ერთიანი სული მაშინ ვერ დაინახა. უბრა-
ლოდ, ბედნიერი იყო, რომ დაიბადნენ. მათი მამა გალეშილი
ეგდო საავადმყოფოს კორიდორში, გრძელ და მაგარ ხის სკამ-
ზე, და არხეინად ხვრინავდა.
ტყუპებს ორი წელი რომ შეუსრულდათ, მამა ლოთობამ,
რომელსაც ჩაის პლანტაციაში გამეფებული მოწყენილობა
დიდად უწყობდა ხელს, სრულ ალკოჰოლურ გაოგნებამდე მი-
იყვანა. მთელი დღე საწოლში ეგდო და კარში საერთოდ არ გა-
დიოდა. ბოლოს, მისმა ინგლისელმა მენეჯერმა, მისტერ ჰო-
ლიკმა, საკუთარ ბუნგალოში დაიბარა ,,სერიოზულად დასა-
ლაპარაკებლად’'.
ამუ ვერანდაზე იჯდა და მოუთმენლად ელოდა ქმრის დაბ-
რუნებას. დარწმუნებული იყო, რომ მენეჯერი სამსახურიდან
დაითხოვდა. ძალიან გაუკვირდა, შინ მობრუნებული უგუნე-
ბოდ რომ იყო, მაგრამ სასოწარკვეთილება რომ არ ეტყობო-
და. მისტერ ჰოლიკმა რაღაც შემომთავაზა და შენი რჩევა
მჭირდებაო, უთქვამს. თავიდან თურმე დაეჭვებული ლაპარა-
კობდა, ამუს თვალს ვერ უსწორებდა, მაგრამ გზადაგზა მხნე-
ობა შემატებია. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს წინადადება
ორივეს გვაძლევს ხელს. თანაც მხოლოდ ჩვენთვის კი არ
არის ხელსაყრელი, ბავშვებისთვისაც ასე აჯობებს, მათი გა-
ნათლება ხომ საკმაო თანხა დაგვიჯდებაო.
მოკლედ, მისტერ ჰოლიკი მიუკიბ-მოუკიბავად დალაპარა-
კებია თავის ახალგაზრდა თანაშემწეს. პირდაპირ მიუხლია,
მუშებიც გიჩივიან და სხვა თანაშემწეებიცო.
– ვწუხვარ, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩა, უნდა დაგითხო-
ვო, – უთხრა ბოლოს.

62 მკითხველთა ლიგა
და გაჩუმდა, რომ სიჩუმეს თავისი ექნა. დაიცადა, სანამ მის
წინ მაგიდასთან მჯდომი უბედური ბაბა არ აკანკალდებოდა და
აზლუქუნდებოდა. მერე ისევ ამოიდგა ენა.
– თუმცა,... ერთი გამოსავალი მაინც არსებობს და... ეგებ
მოვილაპარაკოთ... ოპტიმიზმი არ უნდა დავკარგოთ, ყველა-
ფერში პოზიტიური მხარეებიც უნდა ვეძებოთ, – თქვა მისტერ
ჰოლიკმა და ისევ გაჩუმდა, რომ მსახურისთვის ერთი ყავადა-
ნი შავი ყავის მოტანა ებრძანებინა.
– ძალიან იღბლიანი კაცი ხარ, თავადაც იცი; მშვენიერი
ოჯახი გყავს, ლამაზი ბავშვები და ძალიან მომხიბვლელი მე-
უღლე..., – განაგრძო ბოლოს, სიგარეტს მოუკიდა და ანთებუ-
ლი ასანთი მანამდე ეჭირა ხელში, ვიდრე ბოლომდე არ ჩაიწ-
ვა. მერე დააყოლა, – ძალიან, მე ვიტყოდი, მეტისმეტად მომ-
ხიბვლელი...
ბაბამ ზლუქუნი შეწყვიტა. გაოცებული წაბლისფერი თვა-
ლებით მიაშტერდა თანამოსაუბრის მწვანე, მზაკვარსა და წი-
თელი კაპილარებით დასერილ თვალებს. მისტერ ჰოლიკმა
ყავა მოსვა და განაგრძო:
– დროებით აქედან გაემგზავრე, შვებულებას გაგიფორ-
მებ... ეგებ, კლინიკაშიც დაწვე სამკურნალოდ და კარგად გა-
მოშუშდე. მე კი გპირდები, რომ სანამ არ იქნები, შენს ცოლს
ჩემთან გადმოვიყვან და ,,მზრუნველობას’’ არ მოვაკლებ.
რამდენიმე ძონძებში გამოხვეული, მოთეთრო პირისახის
ბავშვი, რომლებიც ჰოლიკმა მუშა გოგოებს გაუკეთა, უკვე
დარბოდა ჩაის პლანტაციებში. ამჯერად კი მენეჯმენტის წრე-
შიც მოინდომა შეღწევა.
ამუ საკუთარ ქმარს იმ პირში შესცქეროდა, რომელიც ამ
სიტყვებს გამოთქვამდა და არაფერს პასუხობდა. ბაბას, ცო-
ლის სიჩუმის გამო, ჯერ უხერხულობა დაუფლებია, მერე კი –
მრისხანება. უცებ წამომხტარა, ამუს სცემია, თმით უთრევია,

63 მკითხველთა ლიგა
ხელიც შემოურტყამს და, ღონემიხდილს, ბოლოს გონებაც და-
უკარგავს. ამუს წიგნების თაროზე ყველაზე სქელი წიგნი შეურ-
ჩევია – რიდერს დაიჯესტის გამოცემული მსოფლიო ატლასი –
და მთელი ძალით ჩაუცხია ქმრისთვის ჯერ თავში, მერე ფეხებ-
ში, მერე კი ზურგსა და მხრებში. გონს მოსული ბაბა, თურმე
დალურჯებული ადგილების სიდიდემ და სიმრავლემ გააოცა.
მერე მობოდიშებით დაუმცირებია თავი ჩადენილი ძალმომ-
რეობის გამო და იქვე აზუზუნებულა, კალთები დაუხევია ცო-
ლისთვის, მომეხმარე, რამე მისაშველეო. ასეთი საქციელი –
სიმთვრალეში ცემა-ტყეპა და ნამთვრალევზე მობოდიშება და
ზუზუნი – უკვე ჩვევაში გადასვლოდა. ამუს საშინლად ეზიზღე-
ბოდა ის აუტანელი, კუჭში გადამუშავებული სპირტის სუნი,
რომელიც მისი ქმრის კანს უდიოდა, და იმ შემხმარი ნარწყე-
ვის ყურება, რომლის კვალითაც მის ქმარს დილაობით პირი
ჰქონდა მოთხვრილი, ნამცხვარნაჭამი ბავშვივით. როდესაც
ქმრის აგრესიის შეტევები ბავშვებზეც გავრცელდა და ამას ზე-
მოდან პაკისტანთან ომიც დაერთო, ამუმ ბაბა მიატოვა და აი-
ემენემში დაბრუნდა, თავის უცხვირპირო მშობლებთან, იმ ყვე-
ლაფერთან, რასაც რამდენიმე წლით ადრე კისრისტეხით გა-
მოექცა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ამჯერად, ხელზე
ორი ბავშვის ამარა დარჩენილს, იმედიც აღარაფრისა ჰქონ-
და.
პაპაჩიმ მისი მონაყოლი ერთი სიტყვაც არ დაიჯერა. იმი-
ტომ კი არა, რომ ამუს ქმარი ესიმპათიურებოდა, არამედ იმი-
ტომ, რომ ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ინგლი-
სელს (რომელიმე ინგლისელს) სხვისი ცოლის შეცდენა მოენ-
დომებინა.
ამუს (ცხადია) შვილები ძალიან უყვარდა, მაგრამ მათი
დიდთვალება უსუსურობა და მზაობა, ყველა ჰყვარებოდათ
იმათი ჩათვლით, ვისაც ისინი არ უყვარდა, ჭკუიდან შლიდა და

64 მკითხველთა ლიგა
ზოგჯერ დაუძლეველ სურვილსაც კი აღუძრავდა, მათთვის
ტკივილი მიეყენებინა; ჭკუის სასწავლებელი ტკივილი, მათი
დაცვის მიზნით.
ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ბავშვებს ის ფანჯარა, რომ-
ლიდანაც მამა გაუფრინდათ, ღია დაეტოვებინათ და ნებისმი-
ერ მსურველს სიხარულით მისცემდნენ საშუალებას, იმ ფან-
ჯრიდან მათთან შემომძვრალიყო.
ზოგჯერ ისიც ეჩვენებოდა, რომ მისი ტყუპები იმ ორ დაბნე-
ულ ბაყაყს ჰგავდნენ, რომლებიც ერთმანეთით არსებობდნენ
და ერთმანეთზე გადაჯაჭვული თათებით მიხტოდნენ საშიში
მანქანებით სავსე გზაზე; წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რას
უზამდნენ ის მანქანები პატარა მყვარებს. ამიტომ გამწარებუ-
ლი იცავდა მათ. სიმწრით სულ დაძაბული იყო, სიმივით იყო
დაჭიმული; სულ მცირედი მიზეზიც ჰყოფნიდა, რომ ყელში სცე-
მოდა ორივეს, და კიდევ უფრო მცირედი, რომ მათ დასაცავად
სხვებისთვის გამოეღადრა ყელი.
კარგად ესმოდა, რომ მისი პირადი ცხოვრებისეული შანსე-
ბი ნულს უტოლდებოდა და აიემენემის იქით გზა აღარ ჰქონდა.
სახლის წინა ვერანდიდან უკანა ვერანდამდე მოეზომათ მის-
თვის სამოძრაო სივრცე; ზოგჯერაც – გავარვარებულ მდინა-
რემდე და კონსერვების ფაბრიკამდე, უკანა ფონზე ადგილობ-
რივების დაუსრულებელი და ავად ჩხავანა მითქმა-მოთქმისა
თუ ვაი-ვიშის აკომპანემენტით.
მშობლიურ სახლში დაბრუნებიდან ძალიან მალე, სულ
რამდენიმე თვეში ისწავლა ყალბი თანაგრძნობის მახინჯი სა-
ხის ცნობა და სიძულვილი. ოჯახის ხნიერი ნათესავი ქალები,
ნიკაპზე ამოწვერილი ბალნითა და ნიკაპქვეშ რამდენიმე ფე-
ნად ჩამოკიდებული ღაბაბით, აიემენემში თითო დღეღამით
ჩამოდიოდნენ, ამუს ქმართან გაყრის გამო დარდი მასთან ერ-

65 მკითხველთა ლიგა
თად რომ ,,გაეზიარებინათ’’. ცხვირწინ დაუსხდებოდნენ ხოლ-
მე, მუხლზე თანამგრძნობ ხელს წაავლებდნენ და ღვარძლია-
ნად ხარობდნენ. ამუ თავს ძლივს იკავებდა, ერთი გემოზე რომ
არ გაელაწუნებინა მათთვის, ან, მით უკეთესი, ქანჩსაჭერით
რომ არ ჩაჰფრენოდა მოფლაშული ძუძუების კერტებში და ისე
მარჯვედ არ მოეჭირა, როგორც კონვეიერთან მომუშავე ჩარ-
ლი ჩაპლინი უჭერს ქანჩებს ახალ დროებაში.
თავისი ქორწილის სურათებს რომ ათვალიერებდა, ისეთი
გრძნობა ჰქონდა, თითქოს იქიდან სხვა ქალი უყურებდა –
ჩერჩეტი, სამკაულებასხმული პატარძალი. მისი საქორწინო,
ჩამავალი მზისფერი აბრეშუმის სარი ოქროსფრად ლივლი-
ვებდა; ყველა თითზე ბეჭედი ჰქონდა წამოცმული; მორკალულ
წარბებს ზემოდან სანდალოზის ხის თეთრი პასტის წერტილე-
ბით მოხატული თაღედი ედგა. ფოტოებს დაჰყურებდა და ნაზი
პირი ოდნავ შესამჩნევი, მწარე ღიმილით ეღმიჭებოდა; თავად
ქორწილის გამო კი არა, იმის გამო, ასე საგულდაგულოდ რომ
მოართვევინა თავი სახრჩობელაზე ასვლის წინ. რა აბსურდუ-
ლი იყო ეს ყველაფერი, რა სიგიჟე!
ბუხარში შესაკეთებელი შეშის მოგლუვება-გაპრიალებას
ჰგავდა.
თავისი მასიური, ოქროს საქორწინო ბეჭედი ადგილობრივ
ოქრომჭედელთან გააქანა, გადაადნობინა, წვრილი, გველის-
თავებიანი სამაჯური დაამზადებინა და სასოებით შეინახა, მო-
მავალში რაჰელისათვის მისაცემად.
ამუმ იცოდა, რომ ქორწილს ადამიანი ბოლომდე ვერას-
დროს აიცდენდა. თეორიულად ეს დასაშვები იყო, მაგრამ
პრაქტიკულად – არა. ჰოდა, სიცოცხლის ბოლომდე პატარა
ცერემონიების მომხრე დარჩა, ჩვეულებრივ ტანსაცმელში გა-
მოწყობილი პატარძლებით. ასე ნაკლებად შემაძრწუნებელი
იქნებაო, ფიქრობდა.

66 მკითხველთა ლიგა
დროდადრო, როდესაც რადიოთი საყვარელ სიმღერებს
ისმენდა, გული უცნაურად უჩქროლდებოდა, ტკივილი ჩაქცეუ-
ლი ნაღველივით გაუჯდებოდა მთელ სხეულში, ამქვეყნიურ
სამყაროს დაატოვებინებდა და კუდიანივით მიაქროლებდა
უკეთესი, უფრო ბედნიერი მხარეებისაკენ. ასეთ დღეებში
თითქოს რაღაც შეუჩნდებოდა, რაღაც უცნაური მოუსვენრობა
და ატაცება; თითქოს დროებით ჩამოიხსნიდა ხოლმე დედობი-
სა და ქმართან გაყრილობის ზნეობრივ ტვირთს. სიარულის
მანერაც კი ეცვლებოდა და მყარი, დედობრივად დინჯი ნაბი-
ჯიდან აცაბაცა, ქარაფშუტულ ნაბიჯზე გადადიოდა. თმაში ყვა-
ვილებს ირჭობდა და თვალები გრძნეული იდუმალებით ევსე-
ბოდა. ხმასაც არავის სცემდა. საათობით იჯდა მდინარის პი-
რას პლასტიკის პატარა, მანდარინის ფორმის ტრანზისტო-
რით, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და შუაღამისას წყალში სა-
ცურაოდაც შედიოდა.
ნეტა რა იყო ამუს ასეთი გაალმასების მიზეზი? ასეთი გა-
უწონასწორებელი და სახიფათოდ ალესილი რატომ ხდებო-
და? ალბათ იმიტომ, რომ შინაგანად სულ ებრძოდა საკუთარ
თავს, გულში წარმოუდგენელი დუღაბი უდუღდა – დედობრივი
უნაზესი გრძნობებისა და თვითმკვლელი-გამანადგურებლის
დაუძლეველი მრისხანების მოულოდნელი ნაზავი. სწორედ ეს
გრძნობა ჰქონდა დაუფლებული და დღითი დღე სულ უფრო და
უფრო უღვივდებოდა. ამ გრძნობამ აიძულა ბოლოს, ღამღამო-
ბით ის კაცი ჰყვარებოდა, მის შვილებს დღისით რომ უყვარ-
დათ; ღამღამობით ის ნავი გამოეყენებინა, მისი შვილები დღი-
სით რომ იყენებდნენ; ნავი, რომელზეც ესტა იჯდა და რაჰელმა
აღმოაჩინა.
იმ დღეებში, როცა რადიოთი ამუს საყვარელ სიმღერებს
გადმოსცემდნენ, ყველას ეშინოდა მისი. ყველა გრძნობდა,
რომ მასზე ყოველგვარი ძალაუფლება დაკარგა, რომ სადღაც

67 მკითხველთა ლიგა
სხვაგან იყო გაჭრილი, ორ სამყაროს შორის არსებული ბნელი
უფსკრულის პირას იდგა; რომ იმ ქალს, რომელიც შეაჩვენეს,
დასაკარგი თითქმის აღარაფერი ჰქონდა და ამიტომ ძალიან
საშიში გამხდარიყო მათთვის. ასე რომ, როდესაც რადიო მის
საყვარელ სიმღერებს გადმოსცემდა, ადამიანები თავს არი-
დებდნენ, ცდილობდნენ, ახლოს არ მიჰკარებოდნენ, რადგან
ყველა ხვდებოდა, სჯობს, შევეშვათ და (ბიტლზის სიმღერისა
არ იყოს) ,,დაე, ასე იყოს’’-ო.
სხვა დღეებში კი იღიმებოდა და ლოყებზე საყვარელი ფო-
სოები უჩნდებოდა.
ძალიან ნაზი და ნატიფი სახე ჰქონდა. გაფრენილი თოლიას
ფრთებივით მორკალული შავი წარბები, პატარა, სწორი ცხვი-
რი და ნიგვზისფერი, შიგნიდან გაცისკროვნებული კანი. იმ ცა-
მოწმენდილ დეკემბრის დღეს, მანქანის ფანჯრიდან შემოჭ-
რილ ქარს მისი ხვეული თმის რამდენიმე ჭავლი გაეტაცებინა
და გამალებით აფრიალებდა. უსახელოებო სარის ჟილეტიდან
მშვენიერი მხრები მოუჩანდა და კარგად გაპრიალებულ ძვირ-
ფას ხესავით უბზინავდა. ზოგჯერ ყველაზე ლამაზი ქალი იყო
ხოლმე, რომელიც ესტასა და რაჰელს ქვეყნად ეგულებოდათ.
ზოგჯერაც – არა.

უკან, ესტასა და რაჰელს შორის, ციცქნა-კოჩამა ჩაკვეხებუ-


ლიყო – ყოფილი მონაზონი და ამჟამინდელი პაპიდა. ეს ორი,
ბედით ჩაგრული, უმამო ბავშვი ისევე სძაგდა, როგორც უიღ-
ბლოებს ხშირად სძაგთ ხოლმე სხვა უიღბლოები. ერთი ხომ ის
იყო, რომ უმამოდ იზრდებოდნენ, და კიდევ უარესი ის, რომ მა-
მით ინდუსები იყვნენ, რომლებსაც საკუთარი თავის პატივის-
მცემელი ქრისტიანი სირიელები არასდროს დაუმოყვრდე-
ბოდნენ. ყოველნაირად ცდილობდა, ბავშვებისთვის ეგრძნო-

68 მკითხველთა ლიგა
ბინებინა, რომ ისინი (სხვათა შორის, თავად ციცქნა-კოჩამასა-
ვით) სამოწყალოდ ცხოვრობდნენ აიემენემში, მათი დედის
მხრიდან ბებიის კუთვნილ სახლში, სადაც, წესით, არაფერი
ესაქმებოდათ. გულში ამუს საქციელითაც აღშფოთებული
იყო, ვერ ამართლებდა მის პროტესტს საკუთარი ბედის მი-
მართ, რადგანაც თავად საკუთარ, შინაბერას უღიმღამო, უკა-
ცო ცხოვრებას შეჰგუებოდა და ბედს არ ემდუროდა. საბრა-
ლობელი, სევდიანი, უმამამალიგანოდ დარჩენილი ციცქნა-
კოჩამა! წლების განმავლობაში თავი დაირწმუნა, რომ მათ შე-
უღლებას მხოლოდ მისმა საკუთარმა მორალურმა მდგრადო-
ბამ, არასწორი ნაბიჯის გადაუდგმელობამ და განდეგილობამ
შეუშალა ხელი...
ციცქნა-კოჩამა მთელი სულითა და გულით იზიარებდა მო-
არულ მოსაზრებას, რომ გათხოვილ ქალს დედ-მამის სახლში
აღარაფერი ესაქმება. რაც შეეხება გაყრილ ქალს, რომელიც
სიყვარულით დაქორწინდა და არა მშობლების გარიგებითა
და ლოცვაკურთხევით, ამაზე ხომ სიტყვებიც არ ჰყოფნიდა სა-
კუთარი აღშფოთების გამოსახატად. ახლა კიდევ, უიმეეე! –
იმის გახსენებაზე, რომ ეს სიყვარულით ქორწინება თანაც შე-
რეული იყო, მთლად ტანში ბურძგლავდა და ენა მუცელში
უვარდებოდა.
ტყუპები ძალიან პატარები იყვნენ და ეს ყველაფერი არ ეს-
მოდათ. ციცქნა-კოჩამა კი ხელიდან არ უშვებდა არც ერთ შე-
საძლებლობას, მათი უზენაესი ნეტარების წუთები (მაგალი-
თად, როცა მათი დაჭერილი ნემსიყლაპია ხელისგულზე დადე-
ბულ კენჭს ფეხებს ჩაავლებდა და ასწევდა, ანდა როცა უფლე-
ბას მისცემდნენ, გოჭები ებანავებინათ, ან როცა ახლად დადე-
ბულ, ჯერ კიდევ თბილ-თბილ კვერცხს მიაგნებდნენ) მათთვის
ჩხუბით არ ჩაეშხამებინა. ყველაზე მეტად კი ის ბედნიერება
აგიჟებდა, რომელსაც ისინი ერთმანეთთან ურთიერთობისას

69 მკითხველთა ლიგა
განიცდიდნენ. სულ იმას ცდილობდა, სევდის კვალი დაენახა
მათ ბავშვურ სახეებზე; სულ პატარა ნაღველი მაინც, სხვა თუ
არაფერი.

აქეთობას ჩაკოს გვერდით მარგარეტ კოჩამა უნდა დამჯდა-


რიყო, როგორც მისი ყოფილი თანამეცხედრე. შუაში სოფი-
მოლი ჩაუსკუპდებოდათ, ამუ კი უკან გადმობარგდებოდა.
ორი თერმოსი წყალი უნდა წაეღოთ – ანადუღარი მარგა-
რეტ-კოჩამასა და სოფიმოლისთვის, და ონკანისა დანარჩენე-
ბისათვის.
ბაგაჟს საბარგულში მოათავსებდნენ. რაჰელს სიტყვა ბაგა-
ჟი ძალიან მოსწონდა. ყოველ შემთხვევაში, სიტყვა ხაბაკხუ-
ბაკს ბევრად ერჩია. ეგ ხაბაკხუბაკი საშინელი სიტყვა იყო, რა-
ღაცით ჩასკვნილი ქონდრისკაცის სახელს აგონებდა.
ხაბაკხუბაკ კოში-უუმენი10– სიმპათიური, საშუალო შეძლე-
ბის, ღვთისმოშიში, ფეხმოკლე და ჩასკვნილი ჯუჯა, გვერდზე
გადაყოფილი თმით.
მათ ,,პლიმუთს’’ თავზე ოთხკუთხედი, თუნუქით დაფარული
ფანერის უზარმაზარი ყუთი
ედგა. ყუთს ოთხსავე მხარეს აბრა ამშვენებდა მკვეთრი
ასოებით გამოყვანილი წარწერით სამოთხის მწნილები და
კომპოტები. წარწერის ქვეშ ხილის ასორტის მურაბისა და ზეთ-
ში დამჟავებული ლაიმის ქილები ეხატა, რომლებსაც იმავე
წარწერიანი – სამოთხის მწნილები და კომპოტები – იარლი-
ყები ჰქონდა მიკრული. ქილების გვერდით სამოთხის ასორტი-
მენტის ნუსხა იყო ჩამოწერილი და კადჰაკალის11 მოცეკვავეც

10
კოში, უუმენი - სირიელ ქრისტიანთა გავრცელებული სახელები
11
კადჰაკალი - სამხრეთ ინდოეთის ნაციონალური თეატრის წარმოდგენა
მითოსურ სიუჟეტებზე (მალაიალამ.)

70 მკითხველთა ლიგა
მიეხატათ, მწვანედ შეღებილი სახითა და აფრიალებული ქვე-
დატანით. მისი ქვედატანის დაკლაკნილ ქობას კი არშიასავით
გასდევდა ასევე დაკლაკნილი მინაწერი: გემოთსამეფოს
მბრძანებლები – ამხანაგ კ.ნ.მ. პილაის პირადი შემოქმედები-
თი წვლილი, რომელიც თვითნებურად შეიტანა ამ გენიალურ
რეკლამაში. ეს ფრაზა მალაიალამზე რუში ლოკატინდე რაჯა-
ვუ-ს სიტყვასიტყვითი თარგმანი იყო, თუმცა დედანში ის ნაკ-
ლებად აბსურდულად ჟღერდა. მაგრამ ვინაიდან ამხანაგმა პი-
ლაიმ აბრა სწორედ ამ სახით დაბეჭდა, არავის ეყო გამბედა-
ობა, მისთვის ეთქვა, მთელი დაკვეთა გადაასწორე და ხელახ-
ლა დაბეჭდეო. ასე რომ, სამწუხაროდ, გემოთსამეფოს მბრძა-
ნებლებმა მათი ნაწარმის იარლიყებზე მკვიდრი ადგილი და-
იკავა.
ამუმ თქვა, ეგ კადჰაკალის მოცეკვავე საერთოდ რა შუაშია-
ო. ჩაკომ კი ბრძანა, ადგილობრივ კოლორიტს მატებს ჩვენს
პროდუქციას და ძალიანაც წაადგება, როცა საერთაშორისო
ბაზარზე გავალთო.
ამუმ თქვა, ამ ბანერით რომ დავიარებით, ძალიან სასაცი-
ლოები ვჩანვართ, მოხეტიალე ცირკს დავემსგავსეთო. ზემო-
დან კიდევ ეგ ქრომირებული ფრთებიო.

მამაჩიმ საკუთარი ხელმარჯვეობა კომერციულ რელსებზე


მაშინ გადაიყვანა, როცა მისი ქმარი პენსიაზე გავიდა და დე-
ლიდან აიემენემში გადმობარგდნენ. კოტაიამის ,,წმინდა წე-
რილის საზოგადოება’’ ბაზრობას მართავდა და მამაჩისთვის
უთხოვიათ, შენი ცნობილი ბანანის ჯემი და მანგოს მწნილი შე-
მოგვაშველეო. თურმე ყველაფერი წამში დაუტაცებიათ და მა-
მაჩი დარწმუნებულა, რომ მის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნი-
ლება იყო. ასეთი წარმატებით გულმიცემული, ენერგიულად
შესდგომია მწნილებისა და კომპოტების კეთებას, ჰოდა, მალე

71 მკითხველთა ლიგა
თავის მოსაფხანი დროც კი აღარ რჩებოდა. პაპაჩი, თავის
მხრივ, პენსიაზე გასვლით გამოწვეულ უბადრუკობის შეგ-
რძნებას ებრძოდა. ცოლზე ჩვიდმეტი წლით უფროსი იყო და
როცა გაიაზრა, მე კი დავბერდი, მაგრამ ჩემი ცოლი სიცოც-
ხლით არის სავსეო, თავზარი დაეცა.
მამაჩის გაქანებული კერატოკონუსი ჰქონდა და, პრაქტი-
კულად, უკვე ძლივსღა ხედავდა, მაგრამ პაპაჩი მაინც არ ეხმა-
რებოდა კომპოტებისა და მწნილების კეთებაში, რადგანაც
თვლიდა, რომ ეს საქმიანობა ყოფილ მაღალჩინოსან სახელ-
მწიფო მოხელეს აშკარად არ ეკადრებოდა. ყოველთვისაც ძა-
ლიან ეჭვიანი კაცი ბრძანდებოდა და ახლა სასტიკად ეშლებო-
და ნერვები, მისი ცოლი ყურადღების ცენტრში რომ მოექცა.
თავის იდეალურად შეკერილ კოსტიუმებში გამოწყობილი,
უაზროდ დაბორიალებდა კონსერვების ქარხნის ტერიტორი-
აზე, ზანტად მიმოდიოდა წითელი წიწაკის ბორცვებსა და ახ-
ლად დაფქული ყვითელი კოჭას მთებს შორის და უყურებდა,
როგორ გასცემდა მამაჩი ბრძანებებს საყიდლების თაობაზე,
როგორ წონიდა, როგორ ამარილებდა და როგორ ახმობდა
ლაიმებსა და მკვახე მანგოებს. ყოველღამე სცემდა ცოლს
თითბრის ლარნაკით. ეს ცემა-ტყეპა დიდი სიახლე არ ყოფი-
ლა; ახალი ამ ცემა-ტყეპის გახშირება იყო მხოლოდ. ერთხელ
ცოლს ვიოლინოს ხემიც გადაუმტვრია და მდინარეში მოის-
როლა.
მერე, ზაფხულის არდადეგებზე, ჩაკო ჩამოვიდა ოქსფორ-
დიდან. ზორზოხი კაცი დამდგარიყო და მკლავშიც ერჩოდა
ღონე ბელიოლ-კოლეჯის ნიჩბოსანთა კლუბის წევრობის წყა-
ლობით. ერთი კვირის ჩამოსული თუ იქნებოდა, როცა კაბი-
ნეტში მამაჩის ცემის სცენას შეესწრო. ოთახში შევარდა, პაპა-
ჩის ლარნაკიანი ხელი დაუჭირა და მწარედ გადაუგრიხა.

72 მკითხველთა ლიგა
– მეორედ აღარ დავინახო, დედაჩემს ურტყამდე! – უთხრა
მამამისს, – აღარ გაბედო! არასდროს! გასაგებია?
პაპაჩი მთელი დარჩენილი დღე ვერანდაზე მჯდარა, გაქვა-
ვებული სახით, დეკორატიულ ბაღს მიშტერებული. კოჩუ-მა-
რიას მოტანილი საჭმლისთვის პირი არ დაუკარებია. გვიან ღა-
მით თავის კაბინეტში შესულა, იქიდან თავისი საყვარელი წი-
თელი ხის სარწეველა სავარძელი გამოუთრევია, შუაგულ სა-
მანქანო გზაზე დაუგდია, დიდი ქანჩსაჭერი მოუმარჯვებია და
სულ ნაფოტებად უქცევია. ჰოდა, გადაპრიალებული წკირები-
სა და დალეწილი ხის ნაფოტების გროვა იქვე დაუტოვებია,
მთვარის შუქით გაჩირაღდნებული. ამის შემდეგ, ვიდრე ცოც-
ხალი იყო, მამაჩისათვის აღარც ხელი დაუკარებია და აღარც
ხმა გაუცია. რამე თუ დასჭირდებოდა, კოჩუ-მარიას ან ციცქნა-
კოჩამას პირით შეუთვლიდა ხოლმე.
საღამოობით, სტუმრების მოსვლის სავარაუდო დრო რომ
მოახლოვდებოდა, ვერანდაზე გადიოდა და პერანგებზე იმ ღი-
ლებს იკერებდა, რომლებიც სულაც არ იყო აწყვეტილი. უნდო-
და, ყველას ისეთი შთაბეჭდილება დარჩენოდა, რომ ცოლმა
ფეხებზე დაიკიდა. სხვათა შორის, ასეთი ქცევით კიდევ უფრო
დაარწმუნა აიემენემელები, რომ მომუშავე ცოლის ყოლა და-
უშვებელი შეცდომა იყო.
მანარში ერთი ბებერი ინგლისელისაგან ცისფერი ,,პლიმუ-
თი’’ იყიდა. აიემენემელები ხშირად ხედავდნენ, გაფხორილი
რომ იჯდა იმ განიერი ,,პლიმუთის’’ საჭესთან და დინჯად მიმო-
დიოდა აიემენემის ვიწრო ქუჩებში, შალის კოსტიუმებში ელე-
განტურად გამოწყობილი და მთლად გახვითქული. იმ მანქა-
ნით მგზავრობის უფლება არც მამაჩის ჰქონდა და არც ოჯახის
რომელსამე სხვა წევრს. ეგ კი არადა, შიგნით ჩაჯდომაც კი ეკ-
რძალებოდათ. ამით უხდიდა ოჯახის მამა სამაგიეროს ყვე-
ლას.

73 მკითხველთა ლიგა
თავის დროზე პაპაჩი სამეფო საზოგადოების აგრარული
ინსტიტუტის ენტომოლოგი ბრძანდებოდა. ინგლისელების
წასვლის შემდეგ მის თანამდებობას ,,ენტომოლოგიური სა-
კითხების კოორდინატორი’’ დაერქვა. პენსიაზე გასვლამდე
ერთი წლით ადრე კი სულაც დირექტორის თანამდებობაზე და-
ნიშნეს.
მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მომენტი ის იყო,
რომ მის მიერ აღმოჩენილ ფარვანას მისი სახელი არ დაარ-
ქვეს.
ერთ მშვენიერ საღამოს, მთელი დღის ველზე მუშაობის
შემდეგ, სასტუმროს ვერანდაზე იჯდა და ის ფარვანა სასმლის
ჭიქაში ჩაუვარდა. ჭიქიდან რომ ამოიღო, შენიშნა, რომ ზურ-
გზე უჩვეულოდ ხშირი ბუსუსები ჰქონდა. მერე ახლოდან დააკ-
ვირდა. მერე, უზომოდ აფორიაქებულმა, დაამუშავა, კარგად
გაზომა და მეორე დღეს მზეზე გამოდო ალკოჰოლის ნარჩენე-
ბის ასაორთქლებლად. მერე დელისკენ მიმავალ პირველსავე
მატარებელს მოახტა, რადგანაც დელიში მის ფარვანას ტაქ-
სონომიური გამოკვლევა ელოდა, მას კი – მსოფლიო აღიარე-
ბა. ექვსი თვის მტანჯველი მოლოდინის შემდეგ იმედი ძალიან
გაუცრუვდა, როცა უთხრეს, თქვენი აღმოჩენა ცნობილი ადგი-
ლობრივი სახეობის, Lymantriidae-ს ოჯახის ერთ-ერთი უმნიშ-
ვნელო სახესხვაობაა და მეტი არაფერიო.
მაგრამ ნამდვილი თავზარი მაშინ დაეცა, როცა თორმეტი
წლის თავზე, ტაქსონომიური კონცეფციების რადიკალურად
შეცვლის შედეგად, ლეპიდოპტერისტებმა დაასკვნეს, რომ პა-
პაჩის ფარვანა სრულიად განსხვავებული და აქამდე მეცნიე-
რებისათვის უცნობი სახეობის ნიმუში იყო. იმ დროისთვის პა-
პაჩი უკვე პენსიაზე იყო გასული და აიემენემში ცხოვრობდა,
ჰოდა, აღმოჩენაზე პრეტენზიის გამოცხადება უკვე დაჰგვიანე-

74 მკითხველთა ლიგა
ბოდა. მის ფარვანას ენტომოლოგიური დეპარტამენტის იმჟა-
მინდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, იმ
ახალგაზრდა თანამშრომლის სახელი დაარქვეს, რომელიც
პაპაჩის ადრევე არ ეხატებოდა გულზე.
მომდევნო წლებში, ისედაც მყრალი ხასიათის მქონე პაპა-
ჩი მთლად ამყრალდა და მისი გუნება-განწყობის უეცარი
ცვლილებები თუ მრისხანების შეტევები სულ იმ ფარვანას
დაბრალდა. მწერის ბოროტი აჩრდილი – რუხი, გაბურძგნი-
ლი, უჩვეულოდ ხშირი ბუსუსებით ზურგზე – ყველა იმ სახლში
დაფარფატებდა, რომელშიც პაპაჩი დაიდებდა ხოლმე ბინას.
ის პაპაჩისაც ტანჯავდა, მის შვილებსაც და მის შვილიშვილებ-
საც.
სიკვდილამდე, ყველაზე აუტანელ აიემენემურ სიცხეშიც კი,
ყოველდღე სამკომპონენტიანი კოსტიუმები ეცვა და ჯიბის ოქ-
როს საათს ატარებდა. მის ტუალეტის მაგიდაზე, ოდეკოლონი-
სა და თმის ვერცხლის ჯაგრისის მეზობლად, მუდმივად ესვენა
მისი ახალგაზრდობის დროინდელი ფოტო, გადაგლესილი
თმით. ის ფოტო ფოტოატელიეში გადაიღო, ვენაში, სადაც ექ-
ვსთვიანი პრაქტიკა გაიარა იმპერიული ენტომოლოგის ტიტუ-
ლის მოსაპოვებლად. მათი ვენაში ყოფნის დროს დაიწყო მა-
მაჩიმ ვიოლინოზე დაკვრის შესწავლა. მისი მუსიკის გაკვეთი-
ლები წამსვე შეწყდა, როდესაც მისმა პედაგოგმა ლაუნსკი-ტი-
ფენტალმა პაპაჩისთან წამოაყრანტალა, თქვენი ცოლი საოც-
რად ნიჭიერია და თავისუფლად შეუძლია, სოლისტიც კი გახ-
დესო.
მამაჩიმ საოჯახო ალბომში გაზეთ ინდიან ექსპრესის ამო-
ნარიდი ჩააკრა, სადაც პაპაჩის გარდაცვალებაზე წერდნენ:

წუხელ, ქალაქ კოტაიამის ფართო პროფილის საავადმყოფო-


ში, მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა ცნობილი ენტო-

75 მკითხველთა ლიგა
მოლოგი შრი ბენაან ჯონ აიპი, აიემენემის განსვენებული მოძ-
ღვრის, ი. ჯონ აიპის (იგივე პუნიან კუნჯუს) ვაჟი. ღამის დაახ-
ლოებით 1.05-ზე, მან მწვავე ტკივილი იგრძნო გულის არეში
და დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. მისი
გარდაცვალება ღამის 2.45-ზე დაფიქსირდა. ბოლო ექვსი
თვის განმავლობაში შრი აიპის ჯანმრთელობა საგრძნობლად
შეირყა. მას მეუღლე, სოშამა, და ორი შვილი დარჩა.

პაპაჩის დაკრძალვისას მისი ცოლი გულსაკლავად ბღაოდა


და თვალებში კონტაქტური ლინზები უტივტივებდა. ამუმ ტყუ-
პებს უთხრა, მამაჩი პაპაჩის სიყვარულის გამო კი არა, მასთან
მიჩვევის გამო მოთქვამსო. მიჩვეული იყო კონსერვების ფაბ-
რიკასთან მის უთავბოლო ბოდიალსა და საღამოობით ცემა-
ტყეპასო. ისიც უთხრა, ადამიანი ჩვევების ერთგული ცხოვე-
ლია და ვერც კი წარმოიდგენთ, რაღას არ შეეჩვევა ხოლმეო.
აი, გარშემო რომ მიმოიხედოთ, დარწმუნდებით, რომ თით-
ბრის ლარნაკით ცემა ამ ჩვევებში ქვეყნადყველაზე უჩვეულო
რამ სულაც არ არისო.
დაკრძალვის შემდეგ მამაჩიმ რაჰელს სთხოვა, როგორმე
კონტაქტური ლინზები ამომიღე თვალებიდან სპეციალურ
ფუტლარში რომ დევს, იმ ნარინჯისფერი პიპეტითო. რაჰელმა
ჰკითხა, თუ შეიძლება, რომ შენი სიკვდილის მერე ეგ პიპეტი
მე ავიღოო. ამუმ მაშინვე გაათრია ოთახიდან და ერთი გემოზე
მიტყიპა.
– მეორედ აღარ გავიგონო, ადამიანს საკუთარ სიკვდილზე
დაელაპარაკო! – უთხრა მკაცრად.
ესტამ კი თქვა, რაჰელი სულაც არ არის კეთილი და ეგრე
მოუხდებაო.
პაპაჩის ვენაში გადაღებული ფოტო, გადაგლესილი თმით,
სხვა ჩარჩოში გადაასვენეს და სასტუმრო ოთახში ჩამოკიდეს.

76 მკითხველთა ლიგა
ძალიან ფოტოგენური კაცი იყო, კოხტაპრუწა და მოვლი-
ლი, მისი აღნაგობისთვის ცოტა მოზრდილი თავით. ის თავი
გვერდით რომ გადაეხარა, ფოტოზე აუცილებლად გამოუჩ-
ნდებოდა ოდნავ შესქელებული ღაბაბი. ამიტომ, ამ ნაკლის
დასაფარავად, ობიექტივის წინ გაჯგიმული დაჯდა, თუმცა არც
იმდენად გაჯგიმული, რომ ვინმეს ტრაბახა ჰგონებოდა. მისი
წაბლისფერი თვალები ზრდილობიანად კი იცქირებოდნენ,
მაგრამ ერთგვარი მრისხანება მაინც ეტყობოდათ. თითქოს
ცდილობდა, ფოტოგრაფზე ცივილური ადამიანის შთაბეჭდი-
ლება მოეხდინა, მაგრამ გულში, მალულად, სტუდიაში ჯდომი-
სას, ცოლის მოკვდინების მზაკვრულ გეგმებს სახავდა. ზედა
ტუჩის შუა ნაწილი ოდნავ წაფენილი ჰქონდა ქვედაზე, რაც ქა-
ლურ, ცოტა გაბუტულ გამომეტყველებას სძენდა. ასეთი ტუჩი
იმ ბავშვებს აქვთ ხოლმე, რომლებიც თითის წოვას ვერ გადა-
აჩვიეს. ნიკაპზე მოგრძო ფოსო მოუჩანდა – გულში დაგუბებუ-
ლი, ჩახშობილი ბოღმისა და მანიაკალური სიავის აშკარა
დასტური. კავალერისტის ხაკის შარვალი ეცვა, თუმცა ცხენზე
არასდროს მჯდარა. მის გაპრიალებულ ჩექმებზე ფოტოსტუ-
დიის პროჟექტორის სხივი ირეკლებოდა და კალთაში სპილოს
ძვლისტარიანი მათრახი ედო.
ფოტოზე გამოსახული კაცის გამჭრიახსა და მოთვალთვა-
ლე მზერას ერთგვარი სიცივის შეგრძნება შემოჰქონდა იმ
თბილ ოთახში, რომელშიც ეს ფოტო გადააბრძანეს.

პაპაჩის გარდაცვალების შემდეგ მისი კოსტიუმებით სავსე


სკივრი და მანჟეტის საკინძებით სავსე კანფეტების თუნუქის
კოლოფი დარჩა. ის საკინძები ჩაკომ კოტაიამელ ტაქსისტებს
დაურიგა, რომლებმაც დააცალცალკევეს და გასათხოვარი ქა-
ლიშვილებისთვის მზითევში გასატანებელი ბეჭდები და გულ-
საკიდები დაამზადებინეს.

77 მკითხველთა ლიგა
როცა ტყუპებმა იკითხეს, ,,მანჟეტის საკინძები’’ (cuff-links,
ინგლ.) რა არისო, ამუმ აუხსნა, საკინძებია მანჟეტებისთვისო
(to link cuffs, ინგლ.), ჰოდა ტყუპები ინგლისური ენის იმ მათე-
მატიკურად გამართულმა ლოგიკამ გააოგნა, რომელსაც აქამ-
დე ვერ ამჩნევდნენ: მანჟეტის საკინძები = საკინძებს მანჟეტე-
ბისათვის! მოკლედ, იმ საკინძების ეშხით, ინგლისური ენის
მიმართ უზომო (ლამის წრეგადასული) აღფრთოვანებითა და
პატივისცემით განიმსჭვალნენ.
ამუმ თქვა, პაპაჩი ბრიტანელთა გამოუსწორებელი CCP
იყოო, რაც chhi-chhi poach-ის აბრევიატურა გახლავთ და ჰინ-
დიზე ,,უკანალის გამომხოცავს’’ ნიშნავს. ჩაკომ კი თქვა, წესი-
ერ ენაზე მაგას ანგლოფილობა ჰქვიაო. მერე რაჰელი და ესტა
აიძულა, ანგლოფილის მნიშვნელობა რიდერს დაიჯესტის გა-
მოცემულ დიდ ენციკლოპედიურ ლექსიკონში მოეძებნათ.
ლექსიკონში ეწერა: ინგლისურისა და ინგლისის მიმართ კე-
თილად განწყობილი ადამიანი. ესტას და რაჰელს ახლა გან-
წყობილის ძებნამ მოუწიათ, რომლის მნიშვნელობებიც რამ-
დენიმე სტატიით იყო გადმოცემული:
(1) განლაგებული, დაწყობილი, განთავსებული.
(2) ამა თუ იმ განცდისა თუ ქცევისათვის მზად მყოფი.
(3) სპეციფიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომ-
ლის სუბიექტური მოთხოვნილების დაკმაყოფილების
სურვილი ობიექტური სიტუაციის ზეგავლენის შედეგად
ჩნდება.
ჩაკომ თქვა, პაპაჩის შემთხვევაში, (2)-ით აღნიშნული იგუ-
ლისხმება – ამა თუ იმ განცდისა თუ ქცევისათვის მზაობაო –
რაც იმას ნიშნავს, რომ პაპაჩი მზად იყო, ინგლისური ყველა-
ფერი მოსწონებოდაო.

78 მკითხველთა ლიგა
მერე ისიც უთხრა ტყუპებს, სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ან-
გლოფილები ვართ, ასე ვთქვათ, ანგლოფილების მთელი ოჯა-
ხიო; ის ადამიანები ვართ, მცდარი გზით რომ წავიდნენ, საკუ-
თარი ისტორიიდან სხვის ისტორიაში გადაინაცვლეს და ახლა
უკან ვეღარ ბრუნდებიან, რადგან მათი საკუთარი ნაკვალევი
უკვე წაშლილიაო. კიდევ ისიც უთხრა, ისტორია ღამეში გამო-
კიაფებულ ძველ სახლს ჰგავს, რომელშიც ყველა სინათლე
აუნთიათ და შიგნით წინაპრები ჩურჩულებენო.
– ეგ ისტორია რომ გავიგოთ, იმ სახლში უნდა შევიდეთ და
მოვისმინოთ, რაზე საუბრობენ ჩვენი წინაპრები, იქაური წიგ-
ნები უნდა დავათვალიეროთ, იქაურ კედლებზე ჩამოკიდებუ-
ლი სურათები უნდა შევისწავლოთ და იქაური სურნელი შევი-
სუნთქოთ, – დააყოლა ბოლოს.
ესტა და რაჰელი სრულიად დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩა-
კო კონკრეტულ სახლს გულისხმობდა – მდინარის გაღმა ნა-
პირზე მდებარე მიტოვებული კაუჩუკის ფერმის სახლს, რო-
მელშიც ისინი არასდროს შესულან; შავი საჰიბის,12 კარი სა-
იბუს სახლს – იმ ინგლისელის, რომელიც ,,აბორიგენად’’ გა-
დაიქცა, მალაიალამზე ლაპარაკობდა და მუნდუს ატარებდა.
შავი საჰიბი, ასე ვთქვათ, აიემენემის ადგილობრივი კურცი13
ბრძანდებოდა, რომელმაც იქაურობა პირად ,,წყვდიადის გუ-
ლად’’ აქცია. ათი წლით ადრე იმ საჰიბმა შუბლში ტყვია დაიხა-
ლა, როდესაც მასთან ერთ ჭერქვეშ მცხოვრები მისი გულის
მურაზი და საწოლის გამყოფი – პატარა ბიჭი – მშობლებმა წა-
იყვანეს და სკოლაში მიაბარეს. მეპატრონის სიკვდილის შემ-
დეგ მის ქონებაზე დიდი სასამართლო დავა ატყდა მის მზარე-
ულსა და მდივანს შორის. მთელი ამ ათი წლის განმავლობაში
სახლი მიტოვებული იდგა. ძალიან ცოტას თუ ენახა, შიგნით

12
საჰიბი - ბატონი
13
ჯონ კონრადის რომან ,,წყვდიადის გულის’’ პერსონაჟი

79 მკითხველთა ლიგა
რა ხდებოდა, მაგრამ ტყუპებს მაინც თვალნათლივ წარმოედ-
გინათ, როგორი იქნებოდა ის სახლი.
ისტორიის ჭეშმარიტი სავანე.
ქვის ცივი იატაკებით, მოღუშული კედლებითადაზედ გემე-
ბივით მიმავალმომავალი იდუმალი ჩრდილებით; ძველი სუ-
რათების უკან მცხოვრები ბუთქუნა, ნახევრად გამჭვირვალე
ხვლიკებით; გადაღრძუებული, ცვილისფერსახიანი და დაკოჟ-
რებულ ფეხისფრჩხილებიანი წინაპრებით, რომლებსაც ქა-
ღალდის ძველი რუკების სუნი ამოსდით პირიდან და ისეთი და-
ბალი ხმით მუსაიფობენ, გეგონება, ფურცლები შარიშურობე-
ნო.
– მაგრამ შიგნით ვერ შევდივართ, – განაგრძო ჩაკომ, –
რადგან იმ სახლის კარი ჩაკეტილია. თუ ფანჯრიდან შევიჭყი-
ტებით, მხოლოდ აჩრდილებს დავინახავთ... და თუ გარედან
მივაყურადებთ, მხოლოდ ჩურჩულს გავიგონებთ, მაგრამ ვერ
ჩავწვდებით ამ ჩურჩულის შინაარსს, რადგანაც გონება ომ-
მა დაგვიჩლუნგა. იმ ომმა, რომელიც თან მოვიგეთ და თან წა-
ვაგეთ. ყველაზე საზარელმა ომმა, რომელმაც ყველა ჩვენი
ოცნება დაატყვევა და სხვა ოცნებად გადააკეთა. ომმა, რო-
მელმაც გვაიძულა, ჩვენი დამმონებლებით აღვფრთოვანებუ-
ლიყავით და საკუთარი თავი შეგვძულებოდა.
– ჩვენი დამმონებლები შეგვერთოო, რომ გეთქვა, უფრო
სწორი იქნებოდა, – მშრალად გადაუკრა ამუმ მარგარეტ-კო-
ჩამაზე. ჩაკომ დის ნათქვამი არ შეიმჩნია და ტყუპები აიძულა,
სიტყვა სიძულვილის მნიშვნელობები მოეძებნათ. ლექსიკონი
ამბობდა, რომ სიძულვილი ზემოდან ქვემოთ ყურებას, აგდე-
ბულ დამოკიდებულებას, ყოველგვარი პატივისცემის დაკარ-
გვასა და ლანძღვა-გინებით მოხსენიებას ნიშნავს.

80 მკითხველთა ლიგა
ჩაკომ თქვა, იმ ომის კონტექსტში, რომელზეც ახლა გელა-
პარაკებით – ოცნებების ომის კონტექსტში – სიძულვილის
ყველა ზემოაღნიშნული მნიშვნელობა იგულისხმებაო.
– ყოფილი სამხედრო ტყვეები ვართ, – თქვა მან, – ყველა
ჩვენს ოცნებაზე ცდა ჩაატარეს და გადაასხვაფერეს. საკუთარი
ფესვები დავივიწყეთ. უღუზოდ დავცურავთ ბობოქარ ოკეანე-
ში. ვერც ერთ ნავსადგურში ვერ შევდივართ. ამიტომაც არის,
რომ ყველა ჩვენს სადარდებელს სიღრმე აკლია, ჩვენს სიხა-
რულს – აღმაფრენა, ჩვენს ოცნებებს – გაქანება, ჩვენს ცხოვ-
რებას კი – შინაარსი, რომ რამე აზრი მიეცეს.
მერე, იმისთვის, რომ ესტასა და რაჰელს ეს ყველაფერი ის-
ტორიის ჭკვიანურ ჭრილში დაენახათ (თუმცა მომდევნო კვი-
რების განმავლობაში თავად ჩაკოს ჭკუა ნამდვილად არ მო-
ეკითხებოდა), დედამიწაზე ისე მოუყვა, როგორც ქალზე. წარ-
მოიდგინეთ, რომ დედამიწა, რომელიც სინამდვილეში ოთხი
ათას ექვსასი მილიონი წლისაა, ორმოცდაექვსი წლის ქა-
ლია;... ვთქვათ, თქვენი მალაიალამის მასწავლებელი რომ
არის, იმ ასაკისო. მას მთელი ცხოვრება დასჭირდა იმისთვის,
ისეთი რომ გამხდარიყო, როგორიც ახლაა – ოკეანეების და-
სანაწევრებლად, მთების ამოსაზიდად და ასე შემდეგო. ქალი-
მიწა თერთმეტისა იყო, როცა პირველი ერთუჯრედიანი ორგა-
ნიზმები გაჩნდნენ. პირველი ჭიაყელები, მედუზები და მსგავსი
არსებები კი მაშინ, როცა ის ორმოცისა შესრულდაო. როცა
ორმოცდახუთის გახდა, მიწაზე უკვე დინოზავრები მიმოდიოდ-
ნენო.
– მთელმა ჩვენთვის ცნობილმა ადამიანურმა ცივილიზა-
ციამ დაახლოებით ორი საათი მოიცვა, ანუ იმდენი დრო, რამ-
დენიც აიემენემიდან კოჩინში ჩასასვლელად გვჭირდება.
– მოწიწება და შიში გეუფლება, – თქვა ჩაკომ (როგორი
სახალისო სიტყვაა ეს მოწიწებაო, გაიფიქრა რაჰელმა, წიპ,

81 მკითხველთა ლიგა
წიპ, წიწილებო) – როცა წარმოიდგენ, რომ მთელი ჩვენი თა-
ნამედროვე ისტორია – მსოფლიოომები, ოცნებების ომები,
მთვარეზე გაფრენა, მეცნიერება, ლიტერატურა, ფილოსოფია,
ცოდნის წადილი – იმ ქალი-მიწის თვალის ერთი ჩაპაჭუნებაა.
ჩვენ კი, ჩემო ძვირფასებო, რაც აქამდე ვყოფილვართ და რაც
ვიქნებით,... მხოლოდ და მხოლოდ მის თვალებში წამიერად
გამკრთალი სხივი ვართ, – საზეიმო გამომეტყველებით დას-
ძინა ბოლოს, საწოლზე გაწვა და ჭერს გაუშტერა თვალი.
ამგვარ განწყობაზე მყოფი ჩაკო მუდამ ,,ხმამაღლა კით-
ხვის’’ ხმით ლაპარაკობდა ხოლმე და მისი ოთახი ეკლესიის
განწყობას იწვევდა. არ ენაღვლებოდა, ვინმე უსმენდა თუ არა.
და თუ უსმენდა, არ ენაღვლებოდა, მისი აზრები ესმოდათ თუ
არა. ასეთ დროს ამუ ამბობდა, ოქსფორდისაკენ გაუტიაო.
მერე რაც მოხდა, იმ მიწა-ქალის თვალების გამომეტყვე-
ლებას, მათში გამკრთალ სხივს ნამდვილად ვერ შეადარებდი.
სხივი რაღაცნაირად მხიარული და იმედის ნაპერწკლიანი
სიტყვა იყო.

ქალმა-მიწამ საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტყუ-


პებზე, მაგრამ ისტორიის სავანე – იქვე, ორ ნაბიჯში რომ იყო
– ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა. იმ
სავანეზე ხშირად ეფიქრებოდათ; იმ სახლზე, მდინარის გაღმა
ნაპირზე რომ იდგა.
მოღუშულ სახლზე, ,,წყვდიადის გულში’’.
სახლზე, რომელშიც ვერ შეაღწევდნენ; იმ ჩურჩულით აღ-
სავსე სახლზე, რომელთა შინაარსსაც ვერ ჩასწვდებოდნენ.
მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მალე აუცილებლად შე-
ვიდოდნენ შიგნით. რომ მალე მდინარეს გადაკვეთდნენ და იქ
ამოყოფდნენ თავს, სადაც არ მართებდათ თავის ამოყოფა; იმ

82 მკითხველთა ლიგა
კაცთან ერთად იქნებოდნენ, რომელიც არ უნდა ჰყვარებო-
დათ. რომ უკანა ვერანდაზე, ბორბლებივით გაფართოებული
თვალებით, იქ გამოცხადებულ ისტორიას იხილავდნენ, მთე-
ლი მისი სიგრძე-სიგანით.
ვიდრე სხვა, მათი ტოლი ბავშვები სხვა რამეებს სწავლობ-
დნენ, ესტამ და რაჰელმა ისწავლეს, როგორ უდებდა ისტორია
ადამიანებს ხელშეკრულებებს და როგორ სჯიდა მათ, ვინც ამ
ხელშეკრულების პირობებს არღვევდა. მისი დარტყმის ყრუ
ხმებიც გაიგონეს და მისი ის სიმყრალეც შეისუნთქეს, რომლის
დავიწყებასაც ვერასდროს მოახერხებდნენ.
ისტორიის სუნი.
ზუსტად ისეთი, დაძველებულ ვარდებს რომ აუვათ ხოლმე
სიოს დაბერვაზე.
მაშინ არ იცოდნენ, რომ ის სუნი ყველგან დაიბუდებდა –
ტანსაცმლის საკიდებში, პომიდვრებში, გუდრონით მოგებულ
გზებზე, გარკვეულ ფერებში, რესტორნის კერძებში, უთქმელ
სიტყვებსა და ცარიელ თვალებში.
სანამ გაიზრდებოდნენ, სულ იმ სუნთან შეგუებისა და თანა-
არსებობის გზების ძიებაში იქნებოდნენ. ეცდებოდნენ, თავი
დაერწმუნებინათ, რომ გეოლოგიური ეპოქების თვალსაზრი-
სით, ეს მეტად მცირე და უმნიშვნელო ამბავი იყო – ქალი-მი-
წის ერთი თვალის დახამხამება; რომ უარესებიც ბევრჯერმომ-
ხდარა. ბევრჯერ კი არადა, გამუდმებით ხდებოდა, მაგრამ ეს
აზრი შვებას არ მოჰგვრიდათ.
ჩაკომ თქვა, მუსიკის ჰანგების დაუსრულებლად ყურება
სწორედაც რომ ანგლოფილობაში თავდაუზოგავი ვარჯიშიაო.
– კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს, – უთხრა ამუმ, – მთელი
მსოფლიო მაგ ფილმის სანახავად დადის, იმიტომ რომ ნამ-
დვილი ჰიტია.

83 მკითხველთა ლიგა
– გინდაც ჰიტი იყოს, ჩემო კარგო, მაინც ეგრეა, – მიუგო
ჩაკომ თავისი ,,ხმამაღლა კითხვის’’ ხმით.
მამაჩი ხშირად იტყოდა ხოლმე, ჩაკო აშკარად ყველაზე
ჭკვიანი კაცია მთელ ინდოეთშიო. ეგ ვინ თქვა, ან შენ რის სა-
ფუძველზე დაასკვენიო, – ეკითხებოდა ამუ. ამაზე მამაჩი სი-
ამოვნებით იმეორებდა იმ ამბავს (რომელიც თვით ჩაკოსაგან
იცოდა), როგორ უთქვამს ერთ ოქსფორდელ დონს – ჩემი აზ-
რით, ჩაკო სრულიად ბრწყინვალე პიროვნებაა, პრემიერ-მი-
ნისტრობისთვის ზედგამოჭრილიო. ამაზე ამუ, ჰა-ჰა-ჰაო, გა-
იცინებდა ხოლმე – ზუსტად ისე, კომედი-შოუებში რომ იცინი-
ან ჩაწერილი სიცილით – და დასძენდა:
ა) ოქსფორდში წასვლა იმას არ ნიშნავს, რომ ჭკუა მოგემა-
ტებაო,
ბ) ჭკუა და გონიერება იმას არ ნიშნავს, რომ კარგი პრემი-
ერ-მინისტრი იქნებიო,
გ) თუ ადამიანი კონსერვების ფაბრიკასაც კი ვერ მართავს
წესიერად, ქვეყანა როგორ უნდა მართოსო.
და, რაც მთავარია,
დ) ყველა ინდოელი დედა აღმერთებს საკუთარ ვაჟს და
ამიტომ მის შესაძლებლობებს ვერასდროს აფასებს ობიექტუ-
რადო.
ჩაკო კი უსწორებდა:
ა) ოქსფორდში სასეირნოდ კი არ მიდიხარ, არამედ სასწავ-
ლებლადო,
ბ) და როცა სწავლას დაასრულებ, უკან ბრუნდებიო.
– უკან დედამიწაზეო, ალბათ ეს იგულისხმე. შენც ხომ ზუს-
ტად ეგ დაგემართა – ჩამოხვედი და ისე დამიწდი, ისე ავარიუ-
ლად დაეშვი დაბლა, როგორც ის შენი საყვარელი თვითმფრი-
ნავები.

84 მკითხველთა ლიგა
ამუ ამტკიცებდა, რომ ჩაკოს გაკეთებული თვითმფრინავის
მოდელები იყო მისი უნარის ყველაზე აშკარა, ნაღვლიანი,
მაგრამ ლოგიკური საზომი.

თვეში ერთხელ (მუსონების სეზონის გარდა) ჩაკოს ექ-


სპრეს-ფოსტით ყუთი ჩამოსდიოდა ხოლმე. იმ ყუთში თვით-
მფრინავის ასაწყობი მოდელის ნაწილები ეწყო. იმ ნაწილების
– საწვავის ციცქნა ბაკის, ძრავას, პროპელერისა და თავად
კორპუსის – აწყობაზე ზოგჯერ რვა ან ათი დღე სჭირდებოდა.
როცა მოდელის აწყობას დაასრულებდა, ტყუპები ნატაკომის
ბრინჯის ნათესებში მიჰყავდა, რომ იქ თვითმფრინავის გაშვე-
ბაში დახმარებოდნენ. ის საცოდავი თვითმფრინავები დიდი-
დიდი ერთ წუთს თუ იფრენდნენ. მოკლედ, ჩაკოს რუდუნებით
აწყობილი საფრენი აპარატები, თვიდან თვემდე, იმ ბრინჯის
ნათესების მწვანე ჭაობში იხრჩობდნენ თავს და ესტა და რაჰე-
ლი კარგად გაწვრთნილი მონადირე ძაღლებივით დარბოდ-
ნენ ავარიის შედეგად მიმოფანტული ნაწილების მოსაძებნად.
კუდი, საწვავის ბაკი, ფრთა...
და იქაც – დაზიანებული კორპუსი.
ჩაკოს ოთახი სავსე იყო ხის თვითმფრინავების დალეწილი
ნაწილებით. და ყოველთვიურად ახალი ყუთიც ჩამოსდიოდა.
ისე, უნდა ითქვას, რომ იმ უბედურ შემთხვევებში მოდელების
მწარმოებლებს არასდროს სდებდა ბრალს.

პაპაჩი რომ გარდაიცვალა, ჩაკომ მაშინღა დაანება თავი


ლექტორობას მადრასის ქრისტიანულ კოლეჯში და აიემენემ-
ში გადმოსახლდა, ბელიოლ-კოლეჯის ნიჩბითა და კონსერვე-
ბის ბარონობაზე ოცნებებით აღჭურვილი. მთელი თავისი სა-
პენსიო და სადაზღვევო ფონდები კონსერვების მოსახუფი და-
ნადგარის, ,,ბჰარატის’’ შეძენაზე დახარჯა. მისი ნიჩაბი (ზედ

85 მკითხველთა ლიგა
ოქროსფერი ასოებით გამოყვანილი თანაგუნდელთა გვარე-
ბით) ორ რგოლზე ეკიდა თვალსაჩინო ადგილას, ფაბრიკის კე-
დელზე.
ჩაკოს ჩამოსვლამდე ის ფაბრიკა პატარა, მაგრამ საკმაოდ
მომგებიანი საწარმო გახლდათ. მამაჩი იქ ისე იყო გაპარპაშე-
ბული, როგორც საკუთარ დიდ სამზარეულოში. ჩაკომ ფაბრი-
კა შპს-დ დაარეგისტრირა და მამაჩის უთხრა, ამიერიდან შენ
,,პასიური პარტნიორი’’ იქნებიო. მერე სხვა დანადგარებიც შე-
იძინა (თუნუქის ქილების დამამზადებელი მანქანები, შემდუ-
ღებელი აპარატები და დიდი ქურები) და დამატებითი თანამ-
შრომლებიც აიყვანა. ფინანსების საქმე მაშინვე უკან წაუვი-
დათ. ჩაკო ხელოვნურად ასულდგმულებდა იმ საწარმოს სრუ-
ლიად გიჟური სესხებით, რომლებსაც ბანკებიდან იღებდა ოჯა-
ხის კუთვნილი, აიემენემის მახლობლად მდებარე ბრინჯის ნა-
თესების ბანკში დაგირავებით. ამუ ჩაკოზე არანაკლებად შრო-
მობდა იმ ფაბრიკის საკეთილდღეოდ, მაგრამ ჩაკო, რომელ-
საც საქმე ინსპექტორებთან და სანტექნიკოსებთან ჰქონდა,
ერთთავად გაიძახოდა, ჩემი საწარმო, ჩემი ანანასები და ჩემი
მწნილებიო. ფორმალურად, ალბათ, სწორიც იყო, რადგანაც
ამუს, როგორც ოჯახის ქალიშვილს, ოჯახის საკუთრებაზე არა-
ნაირი უფლება და პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა.
ჩაკომ ესტას და რაჰელს უთხრა, ამუს საერთოდ არ გააჩნია
რამე პირადულის ფლობის კანონიერი უფლებაო.
– ჩვენი დამპალი, მამაკაცურ შოვინიზმზე აწყობილი საზო-
გადოების წყალობით, – ამბობდა ამუ.
ჩაკო ეუბნებოდა, რაც შენია, ჩემიცაა და რაც ჩემია, ის ხომ
ჩემია და ჩემიო.
ზორზოხი და მაღალი კაცისთვის ძალიან წვრილ ხმაზე გა-
დაიკისკისებდა ხოლმე. და როცა კისკისებდა, თითქოს არ იძ-
ვროდა, მაგრამ მთელი სხეული უთახთახებდა.

86 მკითხველთა ლიგა
ჩაკოს აიემენემში დაბრუნებამდე მამაჩის საწარმოს სახე-
ლი არ ჰქონდა. მის ნახელავს ყველა უბრალოდ ,,სოშას მკვა-
ხე მანგოებად’’ ან ,,სოშას მურაბებად’’ იხსენიებდა. სოშა მამა-
ჩის სახელის, სოშამას კნინობითი ვერსია იყო.
საწარმოს ,,სამოთხის მწნილები დაკომპოტები’’ ჩაკომ და-
არქვა და იარლიყებიც მანვე დააბეჭდვინა ამხანაგ კ.ნ.მ. პი-
ლაის სტამბაში. თავიდან უნდოდა, ,,ზევსის მწნილები და კომ-
პოტები’’ დაერქმია, მაგრამ ამ იდეას ვეტო დაადეს – ყველა
ამბობდა, ზევსი სრულიად გაუგებარი იქნება და თანაც აქაუ-
რობასთან საერთო არაფერი აქვსო. სამაგიეროდ, ,,სამოთხე’’
ზედგამოჭრილი სიტყვააო (ამხანაგი პილაი სთავაზობდა, ,,პა-
რაშურამის14 კონსერვები’’ დაარქვიო, მაგრამ ეს ვარიანტიც
დაიწუნეს, ამჯერად იმის გამო, რომ მეტისმეტად ადგილობრი-
ვი ჟღერადობისა იყო).
,,პლიმუთზე’’ ბანერის განთავსებაც ჩაკოს მოუვიდა აზრად.

კოჩინისაკენ რომ მიემგზავრებოდნენ, იმ ბანერს ისეთი რა-


ხარუხი გაუდიოდა, იფიქრებდი, საცაა ჩამოვარდებაო.

ვაიკომთან გაჩერდნენ, რომ გასამაგრებელი თოკები ეყი-


დათ. ამან ოცი წუთი მაინც წაიღო და რაჰელს გული უსკდებო-
და, მუსიკის ჰანგებზე არ დაგვაგვიანდესო.
მერე კოჩინის მისადგომებთან შლაგბაუმის თეთრ-წითელა
ხელმა გადაუკეტა გზა. რაჰელმა იფიქრა, ეს იმიტომ მოხდა,
რომ მე ვოცნებობდი, ასე არ მომხდარიყოო.
მაშინ საკუთარი ოცნებებისა და იმედების გაკონტროლება
ჯერ კიდევ არ შეეძლო. ესტამ თქვა, ეს ცუდის ნიშანიო.

14
პარაშურამი - ღვთაება ვიშნუს ერთ-ერთი განსახიერება ინდუისტურ
მით-ოლოგიაში

87 მკითხველთა ლიგა
მოკლედ, ახლა ნამდვილად ვეღარ მიუსწრებდნენ ფილმის
დასაწყისს, როდესაც ჯული ენდრიუსი ჯერ პატარა წერტილი-
ვით გამოჩნდება სადღაც შორს, გორაკზე, მერე კი თანდათან
უფრო და უფრო მოახლოვდება და ბოლოს მთელ ეკრანს მოი-
ცავს თავისი წყაროსავით გადმოჩუხჩუხებული წკრიალა ხმი-
თა და პიტნიანი საღეჭი რეზინივით სუფთა და გრილი სუნ-
თქვით.
შლაგბაუმზე მიკრულ წითელ დაფაზე თეთრი ასოებით ეწე-
რა: შეჩერდი!
– იდრეჩეშ! – სწრაფად თქვა რაჰელმა.
გვერდით აღმართულ ყვითელ სარეკლამო ფარზე კი წითე-
ლი ასოებით გამოეყვანათ: იყავ ინდოელი, იყიდე ინდური!
– ვაყი ილეოდნი, ედიყი ირუდნი, – არ დაახანა ესტამ.
ტყუპებმა კითხვა ადრე ისწავლეს. ერთბაშად გადააბულბუ-
ლეს ბებერი ნაგაზი ტომი, ჯანეტი და ჯონი და რონალდ რიდაუ-
ტის წიგნები. საღამოობით ამუ ხმამაღლა უკითხავდა ხოლმე
კიპლინგის ჯუნგლების წიგნს:

ღამურა მანგმა აუშვა ღამე


და ძერა ჩილმა მზეს წააფარა.
ტყუპებს მკლავებზე ღინღლი ყალყზე უდგებოდათ და ოქ-
როსფრად უბზინავდათ მაგიდაზე შემოდგმული ლამპრის შუქ-
ზე. ამუ კი ხან შერხანივით ღმუოდა და ხანაც ტურა-ტაბაკივით
წკავწკავებდა.

– რაც გინდათ, ის ქენით, მე რაში მენაღვლება? ჩემი მოკ-


ლული ხარის მადლს ვფიცავ, დიდხანს არ დავიცდი! როდემდე
ვიდგე ასე, დრუნჩმობჯენილი, ამ თქვენს გოშიების სოროსთან
და ვითხოვდე იმას, რაცისედაც ჩემი ნადავლია და მე მეკუთ-
ვნის?! ამას მე ვამბობ, შერხანი!

88 მკითხველთა ლიგა
– მე კი, რაკშა [დემონი], ამას ვამბობ, – ხმამაღლა ყვიროდ-
ნენ ტყუპები. მთლად ერთხმად არ გამოსდიოდათ, მაგრამ მა-
ინც.

– ადამიანის ლეკვი ჩემია, ლანგრი, ჩემია და ჩემთან დარ-


ჩება! ის არ მოკვდება. ის ხროვაში იცხოვრებს, ხროვასთან
ერთად ირბენს და ხროვასთან ერთად ინადირებს. ბოლოს კი,
გაფრთხილებ, შე პირტიტველა ლეკვებზე მონადირევ – მყვა-
რიჭამიავ, თევზიყლაპიავ – მისი ნადავლი თავად შენ გახდე-
ბი!

ციცქნა-კოჩამამ, რომელიც ტყუპების განათლებაზე იყო პა-


სუხისმგებელი, მათ ჩარლზ და მერი ლემების ადაპტირებული
შექსპირიდან ქარიშხალიც წაუკითხა.
– სადაც ფუტკარი ეწაფება ყვავილთა ნექტარს, – დაუსრუ-
ლებლად იმეორებდნენ მერე ესტა და რაჰელი, – იქ მოვიზო-
მავ ფურისულით მოფენილ ჰექტარს.
ასე რომ, როდესაც მათთან სტუმრად ჩამოსულმა ციცქნა-
კოჩამას ავსტრალიელმა მეგობარმა მისიონერმა, მის მიტენ-
მა, ბავშვებს საბავშვო წიგნი ციყვუნია სიუზის თავგადასავლე-
ბი უსახსოვრა, ძალიან შეურაცხყოფილები დარჩნენ. თავიდან
სწორად წაიკითხეს. მაგრამ მერე, როცა მის მიტენის თანდას-
წრებით პირუკუ დაიწყეს სიტყვების ხმამაღლა კითხვა, მის მი-
ტენმა, რომელიც ,,ხელახლა შობილ ქრისტიანთა’’ სექტაში
იყო გაერთიანებული, აღნიშნა, ცოტა არ იყოს, გული მატკინე-
თო.
– აინუვყიც სიზუის იბელვასადაგვათ. სილუხფაზაგ თრე
რეინევშმ სალიდ, აინუვყიც მიზუის აძივღიომაგ..

89 მკითხველთა ლიგა
მის მიტენთან იმის დემონსტრირებაც მოახდინეს, რომ ,,მა-
ლაიალამ’’-ი და ,,აი ია’’ წაღმაც და უკუღმაც ერთნაირად იკით-
ხებოდა. მის მიტენი ამ ამბავმა სულაც არ გაამხნევა და ბო-
ლოს ისიც გაირკვა, რომ მალაიალამი რას ნიშნავდა, ისიც კი
არ იცოდა. ტყუპებმა უთხრეს, ეგ ის ენაა, რომელზეც კერალის
შტატში ლაპარაკობენო. იმან კი უპასუხა, ყოველთვის ვფიქ-
რობდი, რომ კერალის შტატში ,,კერალურად’’ ლაპარაკობ-
დნენო. ამაზე ესტამ, რომელსაც მის მიტენი თავიდანვე შეს-
ძულდა, მიუგო, ჩემი აზრით, ამაზე სულელურს ვერაფერს
იფიქრებდითო.
მის მიტენმა მაშინვე დააბეზღა ტყუპები ციცქნა-კოჩამას-
თან – ესტა მეუზრდელა და სიტყვებსაც უკუღმა კითხულობე-
ნო. ისიც უთხრა, მათ თვალებში სატანა დავინახეო. თამ იშბე-
ლავთ ანატას ეხანივად.
საწყალ ტყუპებს მაშინვე გამოაწერინეს საჯარიმო მომა-
ვალში აღარასდროს წავიკითხავ სიტყვებს უკუღმა. მომავალ-
ში აღარასდროს წავიკითხავ სიტყვებს უკუღმა – ასჯერ! და თა-
ნაც სწორად, მარცხნიდან მარჯვნივ.
ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ჰობარტში მის მიტენს რძის
დამტარებელი ფურგონი დაეჯახა (როცა კრიკეტის მოედანთან
ქუჩაზე გადადიოდა) და ადგილზე გაათავა. ტყუპებმა ღვთის
სამართალი დაინახეს იმაში, რომ რძის ფურგონს სწორედ იმ
ადგილას დასჭირდა უკუსვლა.

შლაგბაუმის ორსავე მხარეს კიდევ ბევრი მანქანა და ავტო-


ბუსი გაჩერდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, წარწერით
წმინდა გულის საავადმყოფო, ქორწილის მაყრიონით იყო სავ-
სე. პატარძალს, რომელიც უკანა ფანჯრიდან იჭყიტებოდა, სა-
ხეს ნახევრად უფარავდა წითელი ჯვრის გაქუცული გამოსახუ-
ლება.

90 მკითხველთა ლიგა
უკლებლივ ყველა ავტობუსს გოგოს სახელი ერქვა. ლიუსი-
კუტი, მოლიკუტი, ბინამოლი. მალაიალამზე ,,მოლი’’ პატარა
გოგოს ნიშნავს, ,,მონი’’ კი – პატარა ბიჭს. ბინამოლი იმ პი-
ლიგრიმებით იყო სავსე, რომლებსაც ტირუპატიში15 გადაე-
ხოტრათ თავები. რაჰელმა ავტობუსის ფანჯარაში კოტორა თა-
ვების მწყობრი რიგი შენიშნა, ცოტა ქვემოთ კი – მწყობრად
შემხმარი ნარწყევები. პირღებინების ამბავი საერთოდაც დიდ
ინტერესს აღუძრავდა. თვითონ თავის დღეში არ უღებინებია –
არც ერთხელ. ესტას კი ხშირად აღებინებდა. პირღებინების
დროს კანი უვარვარდებოდა და უბზინავდა. თვალები შეშინე-
ბული, უსუსური და ლამაზი უხდებოდა და ამუსაც ჩვეულებრივ-
ზე მეტად უყვარდებოდა. ჩაკო იტყოდა ხოლმე, ეს ესტა და რა-
ჰელი უზნეობამდე ჯანმრთელი ბავშვები არიან, სოფი-მოლისა
არ იყოსო. ისინი ხომ ინბრიდინგის შედეგებს არ იმკიან, გან-
სხვავებით უმეტესობა სირიელი ქრისტიანებისა და პარსიები-
საგანო.
მამაჩი ამბობდა, ჩემი შვილიშვილები რის შედეგებსაც იმ-
კიან, ინბრიდინგზე ბევრად უარესიაო. ცხადია, იმას გულის-
ხმობდა, რომ გაყრილი მშობლების შვილები იყვნენ. გეგონე-
ბოდა, არჩევანი მხოლოდ ამ ორ ვარიანტს შორის იყო – ან ინ-
ბრიდინგი, ან გაყრა.
რაჰელი ზუსტად ვერ ხვდებოდა, სახელდობრ რა უბედურე-
ბის სავალალო შედეგს იმკიდა, მაგრამ, ყოველი შემთხვევი-
სათვის, დროდადრო, სარკის წინ ვარჯიშობდა მწუხარე გამო-
მეტყველების მიღებასა და სევდიან ოხვრაში.
– ის, რასაც ახლა ვაკეთებ, ბევრად, ბევრად უკეთესია იმა-
ზე, რაც ოდესმე გამიკეთებია, – ამბობდა ნაღვლიანად. რაჰე-
ლი ასეთ დროს იგივე სიდნი ქარტონი, იგივე ჩარლზ დარნეი

15
ტირუპატი - ინდუიზმის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი

91 მკითხველთა ლიგა
იყო, და ამ სიტყვებს გილიოტინასთან მისული ამბობდა, დი-
კენსის ორი ქალაქის ამბის ადაპტირებული საბავშვო სერიი-
დან ილუსტრირებული კლასიკა.
ახლა კი პილიგრიმებიანი, ნარწყევით დასვრილი ავტობუ-
სის შემხედვარე იმაზე ფიქრობდა, ნეტა ვიცოდე, ეს თავკოტო-
რები ასე ერთგვაროვნად და თანაბრად როგორ არწყევდნენ –
შეხმატკბილებულად და გუნდურად (რამე მუსიკალური აკომ-
პანიმენტის თანხლებით ანდა სულაც ავტობუსის ბჰაჯანის16
რიტმში), თუ სათითაოდ და რიგრიგობითო.
თავიდან, შლაგბაუმი რომ დაეშვა, გარემო ჩართული ძრა-
ვების მოთმინებადაკარგული გუგუნით გაიჟღინთა. მაგრამ,
როდესაც მეშლაგბაუმე ბუდრუგანიდან გამოლასლასდა და
თავისი უკუღმა მიკერებული ფეხებით წალასლასდა ფარდუ-
ლისაკენ ჩაის დასალევად, ყველას ენიშნა, რომ დიდხანს მო-
უწევდათ დგომა. ჰოდა, მძღოლებმაც ძრავები გამორთეს და
მანქანებიდან გადმოვიდნენ, ცოტა ფეხი რომ გაეშალათ.
გაბეზრებული და ნახევრად მთვლემარე თავის ოდნავი
გაქნევით, შლაგბაუმის მეუფემ სასწრაფოდ გამოაცოცხლა სა-
ჩაიესთან მიყრილი, ბინძურსახვევებიანი მათხოვრებიდა
გზისპირა მოვაჭრეები, ლანგრებზე შემოწყობილი ქოქოსის
ნაჭრებით, ბანანის ფოთლებზე მოთავსებული მუხუდოს კვე-
რებითა და ცივი სასმელებით – ,,კოკა-კოლით’’, ,,ფანტითა’’
და ,,ვარდის რძით’’.
მათი მანქანის ფანჯარასთან ერთი კეთროვანი აიტუზა, სის-
ხლით გაჟღენთილი დოლბანდით.
– მერკუროქრომია, – თქვა ამუმ. მისი სისხლის ლაქების
არაბუნებრივი ფერი იგულისხმა.
– გილოცავ! ნამდვილი ბურჟუასავით გამოგივიდა.

16
ბჰაჯანი - ინდუისტური რელიგიური საგალობელი

92 მკითხველთა ლიგა
ამუმ გაიღიმა და ძმას ისე ჩამოართვა ხელი, თითქოს ამ
უკანასკნელმა მას სრულიად უტყუარი, ჭეშმარიტი ბურჟუაზიუ-
ლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა. ასეთ მო-
მენტებს ტყუპები ძვირფასი თვლებივით ინახავდნენ და მათ
სანუკვარ (თუმცა, სიმართლე ითქვას, საკმაოდ მეჩხერ) მძი-
ვად აცვამდნენ.
რაჰელი და ესტა ,,პლიმუთის’’ მინას მიაკვდნენ. მზეზე
ლღობადაწყებული ზეფირები და მათ თავს საავდრო ღრუბე-
ლივით წამომდგარი ბავშვები დალანდეს.
– არავითარ შემთხვევაში! – მტკიცედ და გადაჭრით თქვა
ამუმ.
ჩაკომ სიგარეტ ,,ჩარმინარს’’ მოუკიდა და ღრმა ნაფაზი და-
არტყა. მერე ენაზე შერჩენილი თამბაქოს ნამცეცი მოიშორა.
,,პლიმუთის’’ სალონში რაჰელი ესტას კარგად ვერ ხედავ-
და, რადგანაც ციცქნაკოჩამას, რომელიც მთასავით იყო მათ
შორის აზიდული, მთელი ხედი ჩაეხერგა. ამუმ დაიჟინა, ბავ-
შვები ცალ-ცალკე დავსვათო; ეშინოდა, გზაში არ წაეკიდონ
ერთმანეთსო. როცა ჩხუბობდნენ, ესტა რაჰელს ,,ბზუილა ბუ-
ზანკალას’’ ეძახდა, რაჰელი კი – ,,ელვის-პელვისს’’. თან ემან-
ჭებოდა და უკანალს ცხვირწინ ელვის პრესლივით აუთამაშებ-
და ხოლმე, რაც ესტას უზომოდ ახელებდა. როცა კონფლიქტი
გაღრმავდებოდა და ხელჩართულ ჩხუბზე გადავიდოდნენ, ის
ჩხუბი (თანაბარი ძალების გამო) არასდროს მთავრდებოდა
და რაც ხელში მოჰყვებოდათ (მაგიდის ნათურები, საფერ-
ფლეები, წყლის გრაფინები) ყველაფერი იმსხვრეოდა და
ილეწებოდა.
ციცქნა-კოჩამა წინა სკამის საზურგეს ორივე ხელით ჩაჰ-
ფრენოდა. როცა მანქანა იძვროდა, მკლავებზე ჩამოკიდებუ-
ლი ქონის გროვები ისე უთამთამებდა, თოკზე გაფენილმა

93 მკითხველთა ლიგა
სველმა სარეცხმა რომ იცის ქარიან ამინდში. ახლა კი უსიცოც-
ხლოდ, მოფლაშული ეკიდა, ესტასა და რაჰელს შუა ჩამოშვე-
ბული კანის სქელ ფარდასავით.
ესტას მხარეს, ზედ გზის პირას, ჩაის ფარდული წამოეჭი-
მათ, სადაც ჩაისა და დაბურული მინის ყუთებში ჩაწყობილ
გამხმარსა და ბუზებდასეულ გლუკოზის კვერებს ყიდდნენ. კი-
დევ გაზიან ლიმონათს, ცისფერი მარმარილოთი თავდაცო-
ბილ სქელ ბოთლებში, რომ გაზი არ გასვლოდა. წარწერა წი-
თელ საყინულეზე სევდიან ხმაზე იუწყებოდა: ცხოვრება ბევ-
რად ადვილია კოკა-კოლასთან ერთად!
ქვის საგზაონიშანსვეტზე მურლიდჰარანი დასკუპებული-
ყო, ადგილობრივი დამთხვეული. წელგამართული იჯდა, ფეხ-
მორთხმით, და წონასწორობას იდეალურად იცავდა. მამაკა-
ცური ასო უსიცოცხლოდ ჩამოჰკიდებოდა და ისარივით უთი-
თებდა წარწერაზე:

კოჩინი - 23

მურლიდჰარანი მთლად დედიშობილა რძანდებოდა. ერ-


თადერთი, მისთვის თავზე ვიღაცას პოლიეთილენის პარკი
ჩამოეცვა, შეფ-მზარეულის მაღალი, გამჭვირვალე ჩაჩივით.
იმ ჩაჩში ადგილობრივი პეიზაჟი მოჩანდა – ბუნდოვნად, რა-
ღაცნაირად გასტრონომიულად, მაგრამ მაინც. მურლიდჰარა-
ნი, კიდეც რომ ნდომოდა, იმ პარკს თვითონ ვერ მოიხდიდა,
რადგანაც ხელები არ ჰქონდა. ხელები სინგაპურში წააწყვიტა,
ორმოცდაორში, სულ რამდენიმე დღეში მას მერე, რაც შინი-
დან გაიქცა და ინდოეთის მოქმედ ეროვნულ არმიას შეუერ-
თდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განმათავისუფ-
ლებელი ბრძოლის პირველი კატეგორიის ვეტერანთა სიაში

94 მკითხველთა ლიგა
მოხვდა და რკინიგზის პირველი კლასის ტრანსპორტით უფა-
სოდ გადაადგილების მუდმივი უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტი მოიპოვა. მერე (ჭკუასთან ერთად) ის დოკუმენტიც
დაკარგა და ახლა უკვე ვეღარ ცხოვრობდა მატარებლებსა და
რკინიგზის სადგურებში. მურლიდჰარანს სახლი არ ჰქონდა
და ჩასაკეტიც არაფერი გააჩნდა, მაგრამ ძველი გასაღებების
მბზინავი აცმა მაინც ეკიდა წელზე საგულდაგულოდ შემოხვე-
ულ ძონძზე. გონება იმ კარადებით ჰქონდა გამოტენილი, რომ-
ლებშიც სანუკვარ და საიდუმლო პატარ-პატარა სიხარულებს
ინახავდა.
მაღვიძარას, წითელ მანქანას მუსიკალური სიგნალით, სა-
აბაზანოს წითელ კათხას, ბრილიანტებიან ცოლს, მნიშვნე-
ლოვანი დოკუმენტებით სავსე ჩემოდანს, ოფისიდან შინ მოს-
ვლას, მაპატიეთ, პოლკოვნიკო საბჰაპათი, მაგრამ ეს ჩემი სა-
ბოლოო სიტყვაა-ს. და კიდევ ბანანის ხრაშუნა ჩიფსებს ბავ-
შვებისათვის.
მიმავალ და მომავალ მატარებლებს უყურებდა და თავის
გასაღებებს ითვლიდა.
მიმავალ და მომავალ მთავრობებს უყურებდა და თავის გა-
საღებებს ითვლიდა.
მანქანების მინებზე მიმკვდარი ბავშვების ბუნდოვან გამო-
სახულებებს უყურებდა, ლღობადაწყებულ ზეფირებს რომ მი-
უგავდათ ცხვირები, და თავის გასაღებებს ითვლიდა.
მის ფანჯარასთან ჩამვლელ უსახლკაროებს, ბედშავებს,
სნეულებს, მათხოვრებსა და ხეიბრებს უყურებდა და ისევ ით-
ვლიდა თავის გასაღებებს.
დაითვლიდა, აბა, არ დაითვლიდა?! ნებისმიერ დროს შეიძ-
ლებოდა, რომელიმე კარადის გაღება დასჭირვებოდა. მოთე-
ლილი თმითა და გაშუშებული, სარკმლად ქცეული თვალებით

95 მკითხველთა ლიგა
იჯდა იმ გავარვარებული ქვის ნიშანსვეტზე და უხაროდა, დრო-
დადრო თავისუფალი წუთი თუ გამოუჩნდებოდა, რომ თავისი
გასაღებები დაეთვალა და მერე კიდევ გადაეთვალა.
თვლა კარგი იყო.
გაშტერება – კიდევ უკეთესი. მ
ურლიდჰარანი სათვალავს ტუჩებს აყოლებდა, მკვეთრი
არტიკულაციით.
ონერ.
რანდერ.
მუნერ.17
ესტამ შენიშნა, რომ თავზე თმა ჭაღარა და ხვეული ჰქონდა,
მოგლეჯილი ხელების ტაკვებქვეშ, იღლიებში – შავი, გაბურ-
ძგნილი და ქარზე მოფრიალე, ბოქვენზე კი – კუპრისფერი და
ხეშეში. ერთ ადამიანს სამნაირი თმა ჰქონდა. ესტა გაოცდა, ეგ
როგორ იქნებაო და დაფიქრდა, ნეტა ვის ვკითხოო.

რაჰელს ლოდინმა ისე აუვსო მოთმინების ფიალა, რომ


გასკდომას აღარაფერი უკლდა. საათს დახედა. ორამდე ათი
წუთი კიდევ დარჩენილიყო. ჯული ენდრიუსსა და კრისტოფერ
პლამერზე ფიქრობდა, მათ დაფერდებულ კოცნაზე, ცხვირე-
ბით რომ არ შესჯახებოდნენ ერთმანეთს. აინტერესებდა, ადა-
მიანები ყოველთვის ასე დაფერდებულად კოცნაობენ თუ
არაო, და დაფიქრდა, ნეტა ვის ვკითხოო.
მერე შორიდან რაღაც გუგუნის ხმა გაისმა. ის ხმა თანდა-
თან მოახლოვდა და სუდარასავით წაეფარა გზაზე დაგმანულ
ტრანსპორტს. ფეხის გასაშლელად კარში გამოსული მძღო-
ლები თავ-თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ და კარებიც სას-
წრაფოდ მიიკეტეს. მათხოვრები და გარემოვაჭრეებიც სად-
ღაც აორთქლდნენ. წამიც და, გზა სრულიად დაცარიელდა.

17
ერთი. ორი. სამი (მალაიალამ.)

96 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ მურლიდჰარანი იხრაკავდა ისევ უკანალს იმ თავის
ნიშანსვეტზე წამომჯდარი; ოდნავ დაინტერესებული, მაგრამ
მაინც უდრტვინველი.
ყიჟინი, წივილ-კივილი და პოლიციელების სასტვენების
ხმა.
დაგმანული და მომლოდინე ტრანსპორტის უკან ადამიან-
თა კოლონა აღიმართა: წითელი დროშებით, პლაკატებითა და
ყიჟინ-ყიჟინით, რომელიც გრგვინვაში გადაიზარდა.
– მინები ასწიეთ და წყნარად ისხედით. არაფერს დაგვიშა-
ვებენ, – თქვა ჩაკომ.
– ეგებ შენც შეუერთდე მათ რიგებს, ამხანაგო, ა? – უთხრა
ამუმ, – მე კი საჭესთან გადმოვჯდები.
ჩაკომ არ უპასუხა. ღაბაბის ნაკეცქვეშ კუნთი ოდნავ დაეჭი-
მა, სიგარეტი გადააგდო და მინა ასწია.
ჩაკო ამტკიცებდა, მარქსისტი ვარო. ფაბრიკაში მომუშავე
ლამაზ-ლამაზ გოგოებს თავის ოთახში შერეკავდა ხოლმე და,
აქაოდა, მუშათა უფლებები უნდა გავაცნო და პროფკავშირის
კანონები შევასწავლოო, ყოვლად სამარცხვინოდ ეარშიყებო-
და. ,,ამხანაგოთი’’ მიმართავდა და მათაც ეუბნებოდა, თქვენც
ასე მომმართეთო (რაზეც ისინი ხითხითებდნენ). მერე კი სუფ-
რასთანაც მასთან ერთად ჯდომასა და ჩაის სმას აიძულებდა,
რაც იმ გოგოებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა, მამაჩის
კი მთლად ჭკუიდან შლიდა.
ერთხელ ალეპიშიც კი წაასხა რამდენიმე მათგანი პროფ-
კავშირის საგანმანათლებლო შეხვედრაზე. იქით ავტობუსით
გაემგზავრნენ, უკან – ნავით დაბრუნდნენ. გოგოები ძალიან
კმაყოფილები ჩანდნენ, ახალი მინის სამაჯურებითა და თმაში
გარჭობილი ყვავილებით დამშვენებულები.

97 მკითხველთა ლიგა
ამუ ამბობდა, ეგ ყველაფერი მაიმუნობა და მასხარაობააო.
ამხანაგობანას თამაშით უბრალოდ ერთობა ჩვენი პატარა ბი-
ჭი – ჩვენი ოქსფორდელი ავატარი ძალიან ნაცნობი, ზამინდა-
რული მენტალიტეტითო; ის მემამულე, რომელიც საკუთარ კე-
თილგანწყობას ძალით ახვევს თავს ყმა დედაკაცებსო.
დემონსტრანტები რომ მოახლოვდნენ, ამუმ სასწრაფოდ
ასწია თავისი მინა, ესტამ – თავისი და რაჰელმა – თავისი
(ძლივძლივობით, რადგანაც მის მხარეს მინის ასაწევი სახე-
ლური ნახევრად მომძვრალიყო).
ცისფერი ,,პლიმუთი’’ უცებ მეტისმეტად უადგილო და გა-
დაპრანჭული გამოჩნდა იმ მოცარიელებულ, ვიწრო გზაზე;
ისეთივე თვალშისაცემი, როგორც ვიწრო კორიდორში ქოში-
ნით მიმავალი, ფურფუშებით მორთული ქალბატონი ანდა
ციცქნა-კოჩამა, რომელიც ეკლესიაში პურისა და ღვინისაკენ
გზას იკაფავდა.
– ძირს იყურეთ, – თქვა ციცქნა-კოჩამამ, – თვალი აარი-
დეთ, თორემ ყველაზე მეტად ეგ ახელებთ ხოლმე.
გვერდით, ყელზე, თვალნათლივ და გამალებით უცემდა
პულსი.
წამიც და, ათასობით ადამიანი ერთბაშად მოზღვავდა გზა-
ზე. ავტომობილები იმ ზღვაში მიმოფანტულ პატარა კუნძუ-
ლებს დაემსგავსნენ. ჰაერი წითლად შეღებეს სისხლისფერმა
დროშებმა, რომლებიც, შლაგბაუმის ქვეშ მედროშეთა გაძრო-
მისას, წამით იძირებოდნენ, მერე ისევ ზედაპირზე ამოდიოდ-
ნენ და უზარმაზარ ალისფერ ტალღად იღვრებოდნენ რკინიგ-
ზის მეორე მხარეს.
ათასობით შეძახილის ხმა ქოლგასავით გადაეფარა ად-
გილზე გაქვავებულ ტრანსპორტს.

ინკილაბ ზინდაბად!
ტოჟილალი ეკტა ზინდაბად!

98 მკითხველთა ლიგა
გაუმარჯოს რევოლუციასო, ღრიალებდნენ, პროლეტარე-
ბო ყველა ქვეყნისა, შეერთდითო.
ჩაკოსაც კი არ შეეძლო დამაჯერებლად იმის ახსნა, თუ რა-
ტომ იყო კომუნისტური პარტია უფრო პოპულარული კერალის
შტატში, ვიდრე სადმე სხვაგან მთელი ინდოეთის მასშტაბით,
გარდა, ცხადია, ბენგალიისა.
ამის თაობაზე რამდენიმე თეორია არსებობდა. ძირითადი
მიზეზი, ერთის მიხედვით, შტატში ბევრი ქრისტიანის არსებო-
ბა იყო. კერალის მოსახლეობის ოც პროცენტს სირიელი ქრის-
ტიანები შეადგენდნენ, რომლებიც თავს იმ ასი ბრაჰმანის შთა-
მომავლებად თვლიდნენ, წმინდა თომა მოციქულმა ქრისტია-
ნებად რომ მოაქცია ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ
აღმოსავლეთში მგზავრობისას. ამ საკმაოდ გულუბრყვილო
თეორიის მიხედვით, მარქსიზმი, უბრალოდ, ქრისტიანობის
იდეალური სტრუქტურული ჩამნაცვლებელი აღმოჩნდა. თუკი
ღმერთს მარქსით ჩავანაცვლებთ, სატანას – ბურჟუაზიით, სა-
მოთხეს – უკლასო საზოგადოებით, ეკლესიას კი – პარტიით,
მაშინ მოგზაურობის არსი და მიზანი უცვლელი დარჩება – გას-
წრებაზე სირბილი ბარიერების დაძლევით, რაც, ფინიშზე, აღ-
თქმული პრიზით ბოლოვდება. აი, ინდუისტური განწყობის
სულს კი ბევრად უფრო რთული სტრუქტურული გადაწყობა
მოუწევსო, ამბობდნენ.
ამ თეორიის მთავარი სისუსტე ის იყო, რომ კერალის შტა-
ტის სირიელი ქრისტიანები, ძირითადად, საკმაოდ შეძლებუ-
ლი მიწათმფლობელები (ანდა, ვთქვათ, კონსერვების ფაბრი-
კის მფლობელები) ბრძანდებოდნენ, რომლებისთვისაც კომუ-
ნიზმი სიკვდილის ტოლფასი იყო. ისინი ყოველთვისაც ეროვ-
ნული კონგრესის იდეას უჭერდნენ მხარს.

99 მკითხველთა ლიგა
მეორე თეორიის მიხედვით, კომუნიზმის ადგილობრივ პო-
პულარულობას წერაკითხვის მცოდნეთა შედარებით დიდმა
რაოდენობამ, ანუ განათლების მაღალმა დონემ შეუწყო ხელი.
კი, ბატონო, რატომაც არა..., მაგრამ, მეორე მხრივ, ეგ განათ-
ლების მაღალი დონე სწორედაც რომ კომუნისტური პროპა-
განდის შედეგი იყო და არა მისი გამომწვევი მიზეზი.
მთელი ამ საიდუმლოს ჭეშმარიტი არსი კი ის გახლდათ,
რომ კომუნიზმი კერალის შტატში ფეხაკრეფით და ეშმაკურად
შემოიპარა იმ რეფორმისტული მოძრაობის სახით, რომელიც
არასდროს აყენებდა ეჭვქვეშ კასტებად დაყოფილი, მეტისმე-
ტად კონსერვატორული საზოგადოების ტრადიციულ ფასეუ-
ლობებს. მარქსისტები სწორედაც რომ არსებული სისტემის
ფარგლებში მოქმედებდნენ, ანუ მხოლოდ თეორიულად ებ-
რძოდნენ მას, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს ერჩოდნენ.
მათ ხალხს რევოლუციის ერთგვარი კოქტეილი შესთავაზეს –
აღმოსავლური მარქსიზმისა და ორთოდოქსული ინდუიზმის
მათრობელა ნაზავი, რომელსაც დემოკრატიის ოდნავი არო-
მატიც დაჰკრავდა.
ჩაკო კომუნისტად ახალგაზრდობაშივე მოექცა. და მიუხე-
დავად იმისა, რომ პარტიის ოფიციალური მანდატის მფლობე-
ლი არ ბრძანდებოდა, ირგვლივ დატრიალებულ ყველა მოვ-
ლენაში იმ პარტიის მხურვალე მხარდამჭერად რჩებოდა.
ჩაკო ჯერ კიდევ დელის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, რო-
ცა კომუნისტებმა, 1957 წლის ეიფორიის დროს, შტატის საკა-
ნონმდებლო ასამბლეის არჩევნები მოიგეს და ნერუმ მათ
მთავრობის ფორმირება შესთავაზა. მსოფლიოში დემოკრა-
ტიული არჩევნების გზით პირველად გამარჯვებული კომუნის-
ტური მთავრობის პრემიერმინისტრი ჩაკოს იდეალი, ამხანაგი
ე.მ.შ. ნამბუდირიპადი გახდა, კერალელ მარქსისტთა ბრაჰმა-

100 მკითხველთა ლიგა


ნიზმის მგზნებარე ქურუმი. უეცრად კომუნისტები საკმაოდ უც-
ნაურ (მათი ოპონენტების თქმით, ლამის აბსურდულ) მდგომა-
რეობაში აღმოჩნდნენ – მთავრობაც თავად იყვნენ და რევო-
ლუციის მომხრეებიც. იმაზე, თუ როგორ უნდა შეეთავსებინათ
ეს ორი, პოლარულად დაპირისპირებული პოზიცია, ამხანაგმა
ე.მ.შ. ნამბუდირიპადიმ თეორიაც კი ჩამოაყალიბა და წიგნად
გამოსცა. ჩაკო მთელი თავისი ახალგაზრდული შემართებითა
და მხურვალე მხარდამჭერის უპირობო რწმენით ჩაუჯდა იმ
წიგნის – მშვიდობიანი გადასვლა კომუნიზმზე – შესწავლას.
წიგნში დეტალურად იყო ახსნილი, თუ როგორ აპირებდა ამხა-
ნაგ ე.მ.შ. ნამბუდირიპადის მთავრობა მიწის რეფორმის გატა-
რებას, პოლიციის განეიტრალებას, სასამართლო სისტემის
დაქვემდებარებასა და ,,რეაქციული, ანტისაზოგადოებრივი,
კონგრესისტული ცენტრალური მთავრობის შტატის საქმეებში
ჩაურევლობის’’ უზრუნველყოფას.
სამწუხაროდ, წელიც არ იყო გასული, რომ ამ მშვიდობიანი
გადასვლის ეტაპმაჭირი მოგჭამათ.

იმპერიული ენტომოლოგი ყოველ დილას, საუზმობისას,


განუხრელად ტანჯავდა თავის გაოჩნებულ მარქსისტ ვაჟს გა-
ზეთებში დაბეჭდილი იმ არეულობების, გაფიცვებისა და პო-
ლიციასთან სასტიკი შეტაკებების საზარელი ამბების ხმამაღ-
ლა კითხვით, რომლებისგანაც მთელ კერალის შტატს აბაბა-
ნებდა.
– აბა, კარლ მარქს, – დაცინვით მიმართავდა სუფრასთან
მისულ ჩაკოს, – რას გვიბრძანებ, რა ვუყოთ ახლა მაგ ჩათლახ
სტუდენტებს, ა? ისევ რომ არ აყენებენ უკანალს და სახალხო
მთავრობაზე რომ ასისიანებენ უტვინო ადამიანებს? ეგებ ერ-
თიანად ამოვჟუჟოთ და მოვისვენოთ, ერთხელ და სამუდა-
მოდ? ეგენი ხომ ადამიანები არ არიან!

101 მკითხველთა ლიგა


მომდევნო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური უთან-
ხმოება, რომელსაც კონგრესის პარტია და ეკლესია ნავთს ას-
ხამდნენ, სრულ ანარქიაში გადაიზარდა. როდესაც ჩაკომ ჰუ-
მანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის დიპლომი აიღო და
ოქსფორდში გაემგზავრა უფრო მაღალი ხარისხის მოსაპო-
ვებლად, კერალის შტატი უკვე სამოქალაქო ომის დაწყების
პირას იყო მისული. ნერუმ კომუნისტური მთავრობა დაითხო-
ვა და ახალი არჩევნები დანიშნა. ჰოდა, ძალაუფლება კვლავ
კონგრესმა ჩაიგდო ხელში.
მხოლოდ 1967 წელს, ანუ კომუნისტების პირველი გამარ-
ჯვებიდან ათი წლის შემდეგღა მოახერხა ამხანაგ ე.მ.შ. ნამბუ-
დირიპადის პარტიამ ძალაუფლების ხელახლა მოპოვება. ამ-
ჯერად ის კოალიციის შემადგენლობაში შევიდა და ისე მოვიდა
სათავეში. იმ კოალიციაში ორი, ამჟამად დამოუკიდებლად არ-
სებული პარტია გაერთიანდა – ინდოეთის კომუნისტური პარ-
ტია, იკპ, და ინდოეთის კომუნისტური პარტია (მარქსისტები),
იკპ(მ).
იმ დროისათვის პაპაჩი უკვე გარდაცვლილი იყო, ჩაკო –
გაყრილი, ხოლო სამოთხის კონსერვების ფაბრიკას შვიდი წე-
ლი უსრულდებოდა.
კერალის შტატი შიმშილით სულს ღაფავდა, რადგან მუსო-
ნების სეზონში ნალექი ცოტა მოვიდა და გვალვამ მოსავალი
შეიწირა. ხალხი ბუზებივით იხოცებოდა. შიმშილთან ბრძოლა
ნებისმიერი სამთავრობო პარტიის პრიორიტეტული საკითხი
უნდა გამხდარიყო.
სათავეში მეორედ აღმოჩენისას ამხანაგი ე.მ.შ. ნამბუდი-
რიპადი უკვე ძალიან ფრთხილად ახორციელებდა კომუნიზმზე
გადასვლის მშვიდობიან გეგმას. ამით ჩინეთის კომუნისტური
პარტიის წყრომა დაიმსახურა. ჩინეთმა ის ,,საპარლამენტო
კრეტინიზმში’’ ამხილა და იმაში დაადანაშაულა, რომ ,,ხალხს

102 მკითხველთა ლიგა


მოწყალებას ურიგებდა, რითაც მასების თვითშეგნებას ადუ-
ნებდა და ადამიანებს რევოლუციურ განწყობას აკარგვინებ-
და’’.
პეკინმა მთელი ყურადღება იკპ(მ)-ს ახალ და ყველაზე
ბრძოლისუნარიან ფრაქციაზე, ე. წ. ნაქსალიტებზე გადაიტანა,
რომლებმაც ბენგალიის ერთ-ერთ დაბაში, ნაქსალბარიში,
შეიარაღებული აჯანყება მოაწყვეს. მათ ადგილობრივი გლე-
ხებისაგან მებრძოლთა რაზმები შეაკოწიწეს, მიწების ექ-
სპროპრიაცია მოახდინეს, იქაური მემამულეები გარეკეს და
სახალხო სასამართლოები ჩამოაყალიბეს, რომლებსაც კლა-
სობრივი მტრების საქმეები უნდა განეხილათ. ნაქსალიტების
მოძრაობა მთელ ქვეყანას მოედო და შიშის ზარს სცემდა
ბურჟუაზიულ გულებს.
კერალის შტატში ნაქსალიტებმა ისედაც შიშიანობით გაჟ-
ღენთილ ატმოსფეროს ახალი ფორიაქისა და პანიკის ნაკადი
შემატეს. შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მკვლელობები მომ-
რავლდა. მაისში გაზეთებში სიკვდილით დასჯილი პალგჰატე-
ლი მემამულის გაცრეცილი ფოტო დაბეჭდეს. ის საწყალი ქუ-
ჩის ლამპიონის ბოძზე მიებათ და თავი ისე გაეგდებინებინათ.
ის თავი შორიახლო ეგდო, გვერდულად, შავ გუბეში. წყლის
გუბე იყო თუ სისხლის, შავ-თეთრ ფოტოზე ვერ გაარჩევდი.
თანაც ის ფოტო ჩამუქებულიც იყო, რადგან გარიჟრაჟის სუსტ
განათებაზე გადაეღოთ.
ღიად დარჩენილი თვალები გაოცებისაგან დაჭყეტილი
ჰქონდა.
ამხანაგმა ემშ ნამბუდირიპადიმ (იმ კუდამოძუებულმა გო-
შიამ, საბჭოეთის კუდის ამწევმა) ნაქსალიტები პარტიიდან გა-
რიცხა. თანაც ისევ და ისევ ცდილობდა, ხალხის რისხვა საპარ-
ლამენტო კალაპოტში მოექცია და როგორმე გაენეიტრალები-
ნა.

103 მკითხველთა ლიგა


იმ ლაჟვარდოვან დეკემბრის დღეს ლაჟვარდისფერ ,,პლი-
მუთს’’ რომ გადაუარა ქარიშხალივით, ის მღელვარე დემონ-
სტრაციაც ამ პროცესის ნაწილი გახლდათ. მისი ორგანიზატო-
რი მარქსისტული პროფკავშირული გაერთიანება ტრავანკურ-
კოჩინი იყო. ტრავანდრამში კი, შტატის მთავარ ქალაქში, სხვა
დემონსტრანტები სამდივნოსთან უნდა მისულიყვნენ და თა-
ვად ამხანაგ ემშ-სთვის უნდა გადაეცათ პეტიცია ხალხის მოთ-
ხოვნებით. მოკლედ, ორკესტრს საკუთარი დირიჟორისათვის
უნდა მიემართა. მოთხოვნების არსი ის იყო, რომ ბრინჯის ნა-
თესებში მომუშავე მუშებისთვის, რომლებიც დღეში თერთმეტ-
ნახევარ საათს იდგამდნენ წელებზე ფეხს – დილის შვიდიდან
საღამოს შვიდის ნახევრამდე – სადილისთვის ერთსაათიანი
დასვენება მიეცათ; ქალებისთვის ხელფასი დღეში ორი რუპიი-
დან და ოცდახუთი პაისიდან სამ რუპიამდე გაეზარდათ, ხოლო
მამაკაცებისთვის ორი რუპიიდან და ორმოცდაათი პაისიდან –
ოთხ რუპიამდე და ორმოცდაათ პაისამდე. ისინი ასევე ითხოვ-
დნენ, რომ ხელშეუხებელთათვის კასტური სახელით აღარ მი-
ემართათ, ანუ მათთვის აჩუ-პარეიანით, კელან-პარავანით და
კუტან-პალაიანით18 კი არა, უბრალოდ აჩუთი, კელანით და კუ-
ტანით მოემართათ.
დარიჩინის მეფეები, ყავის გრაფები და კაუჩუკის ბარონები
(ჯერ კიდევ ბავშვობაში, სკოლა-პანსიონატებში დამეგობრე-
ბულები) რომ ჩამოვიდოდნენ თავიანთი განაპირა მამულები-
დან და ზღვაოსანთა კლუბში შეკრებილები ცივ ლუდს რომ

18
პარეიანი (მედოლე; დაბაღი), პარავანი (მეთევზე) და პულაიანი
(მრეცხავი) - ხელშეუხებელთა კასტის უდაბლესი ფენის
წარმომადგენლები

104 მკითხველთა ლიგა


წრუპავდნენ, კათხას ასწევდნენ და ამბობდნენ: გინდ სხვა სა-
ხელი ერქვას ვარდსა19 და მერე მოგუდული სიცილით ჩაიცი-
ნებდნენ ხოლმე, საკუთარი შიშის შესანიღბავად.

იმდღევანდელი დემონსტრანტების რიგები პარტიის აქტი-


ვისტების, სტუდენტებისა და მუშებისაგან შედგებოდა; ხელშე-
სახებნიც აქ იყვნენ და ხელშეუხებელნიც. მხრებზე მძიმე,
ათასწლოვანი ბოღმით სავსე ჭურჭელი შემოედგათ, ახალი
პატრუქით გაფიცხებული. იმ ბოღმაში ცინცხალი, ნაქსალიტუ-
რი ელემენტიც შეინიშნებოდა.
რაჰელი ,,პლიმუთის’’ აწეული შუშიდან ხედავდა, რომ შე-
ძახილებში ყველაზე ხმამაღალი სიტყვა ზინდაბადი20იყო და
ადამიანებს ყელზე ძარღვები ასკდებოდათ, როცა ამ სიტყვას
გაჰყვიროდნენ. და კიდევ იმ კუნთმაგარსა და დაძაბულ ხე-
ლებს ხედავდა, რომლებშიც დროშები და პლაკატები ეჭირათ.
,,პლიმუთის’’ სალონში სიჩუმე და სიცხე იდგა.
ციცქნა-კოჩამას შიში დანერწყვილი, გამოღეჭილი და წე-
ბოვანი სიგარის ნამწვივით ეგდო მის ფეხებთან. ეს ჯერ კიდევ
დასაწყისი იყო. იმ შიშმა წლების განმავლობაში, თანდათანო-
ბით, მთლიანად მოიცვა. აიძულა, კარ-ფანჯარა მკვიდრად ჩა-
ერაზა. ბნელში ამყოფა და თმის ორი ზოლითა და ორი პირით
დაასაჩუქრა. ის შიშიც ათასწლოვანი იყო, თაობიდან თაობის-
თვის გადმოცემული – ქონების დაკარგვის შიში.
ციცქნა-კოჩამა ცდილობდა, როგორმე კრიალოსნის მწვანე
მძივები გადაეთვალა, მაგრამ ყურადღებას ვერ იკრებდა. ვი-
ღაცის გაშლილი ხელისგული მანქანის ფანჯარას დაეძგერა.

19
შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტადან’’ ცნობილი პასაჟის - ,, გინდ სხვა
სახელი ერქვას ვარდსა, სურნელს დაკარგავს ?’’ ირონიული პერიფრაზი.
20
გაუმარჯოს

105 მკითხველთა ლიგა


მანქანის ცისფერ, გავარვარებულ კაპოტს მუშტი ჩააზილეს
და პირი დააფჩენინეს. ის საცოდავი ზოოპარკში დამწყვდეულ
დიდსა და უხეირო ცისფერ ცხოველს დაემსგავსა, პირდაფჩე-
ნილი რომ სთხოვდა გამვლელებს, მაჭამეთო.
ერთი ფუნთუშა მაინც გამოიმეტეთ ჩემთვის, ხალხნო!
ერთი ბანანი მაინც!
მეორე მუშტი რომ უთავაზეს, მყისვე მოაკეტინეს პირი. ჩა-
კომ ოდნავ დაწია მინა და იმ მუშტის პატრონს გასძახა:
– მადლობა, კეტო! ვალარი მადლობა!21
– ასე ძალიანაც ნუ შეუძვრები, ამხანაგო, – უთხრა ამუმ, –
შემთხვევით მოუვიდა, შენი დახმარება არც უფიქრია. საიდან
უნდა სცოდნოდა, რომ ამ ჯაბახანაში მგზნებარე მარქსისტის
გული ძგერს?
– ამუ, – უპასუხა ჩაკომ მშვიდი და ნაძალადევად ნეიტრა-
ლური ხმით, – რით აღარ მოგბეზრდა, ყველაფრის მაგ შენი
გაცვეთილი ცინიზმით კომენტირება?
მანქანის სალონი საბანაო ღრუბელივით გაიჟღინთა სიჩუ-
მით. სიტყვა გაცვეთილი თითქოს დანასავით ჩაესო რაღაც
რბილს, მზის მთრთოლარე სხივის გაელვებითა და მძიმე ამო-
ოხვრით. ოჯახური ნათესაობის უბედურებაც ეგ არის – ყველამ
იცის, სადა გაქვს მტკივნეული ადგილი და უზნეო ექიმივით
ზუსტად იმ ადგილას გაჭერენ ხელს.
სწორედ მაშინ დაინახა რაჰელმა ველუტა, ველია პააპანის
ვაჟი, თავისი ყველაზე საყვარელი მეგობარი; ველუტა, რო-
მელსაც ალისფერი დროშა ეჭირა, მუნდუ და თეთრი პერანგი
ეცვა, კისერზე კი გაბრაზებული ძარღვები დასჭიმვოდა და
ამობურცვოდა. საერთოდ, როგორც წესი, პერანგი არ ეცვა
ხოლმე.
რაჰელმა სასწრაფოდ დასწია მინა და გასძახა:

21
კეტო – მეგობარი (მალაიალამ.), ვალარი – დიდი (მალაიალამ.)

106 მკითხველთა ლიგა


– ველუტა! ველუტა!
ველუტა წამით გაშეშდა იმ თავის დროშიანად. აშკარად
ნაცნობი ხმა გაიგონა იქ, სადაც მისი გაგონება სრულიად წარ-
მოუდგენელი იყო.
,,პლიმუთის’’ უკანა სკამზე ფეხით შემდგარი რაჰელი მან-
ქანის ფანჯრიდან ისე ამოიზარდა, როგორც მანქანისმაგვარი
ბალახიჭამია ცხოველის პატარა რქა, ,,ტოკიოსსიყვარულით’’
შეკრული თმის შადრევნითა და ყვითელჩარჩოიანი წითელი
სათვალით.
– ველუტა! ივიდაი!22 ველუტა! – კიოდა რაჰელი ყელზე და-
ჭიმული ძარღვებით.
ველუტა გვერდით მიდგა და გაუჩინარდა; დაუყოვნებლივ
ჩაიკარგა მრისხანე ნაკადში.
მანქანაში ამუ სწრაფად შემობრუნდა, თვალებში მასაც
მრისხანება ჩასდგომოდა, და მაგრად მისცხო რაჰელს კანჭებ-
ში, რადგანაც ტანის დანარჩენი ნაწილი ფანჯრიდან ჰქონდა
გაყოფილი; სალონში მხოლოდ მისი კანჭები და ყავისფერი,
,,ბატას’’ სანდლებიანი ტერფებიღა დარჩენილიყო.
– როგორ იქცევი! – უყვირა ამუმ.
ციცქნა-კოჩამამ სასწრაფოდ შემოათრია ბავშვი უკან და
როცა რაჰელი სკამზე დაეშვა, იმ სკამს გაკვირვებული ფშვინ-
ვა აღმოხდა. ეტყობა, ვერ მიხვდნენო, დაასკვნა რაჰელმა.
– ველუტა იყო, – თქვა მან ღიმილით, – დროშა ეჭირა.
დროშა, მისი აზრით, ყველაზე საინტერესო ელემენტი იყო
მთელ ამ ამბავში. ჰოდა, ცხადია, სწორედ მეგობარს უნდა სჭე-
როდა ხელში.
– რა აუტანელი, სულელი გოგო ხარ! – უთხრა ამუმ.
მისმა მოულოდნელმა გამრისხანებამ რაჰელი სკამს მიაჭე-
და. გაუკვირდა, ამუ ასე რამ გააცოფა, ასეთი რა მოხდაო.

22
აქეთ (მალაიალამ.)

107 მკითხველთა ლიგა


– ნამდვილად ველუტა იყო, – გაიმეორა მან.
– ენა ჩაიგდე! – უკივლა ამუმ.
რაჰელმა დაინახა, რომ ამუს შუბლსა და ზედა ტუჩზე ოფ-
ლმა დაასხა. თვალები მარმარილოს ბურთულებივით გაუხდა;
ზუსტად ისეთი, პაპაჩის რომ ჰქონდა ვენაში გადაღებულ ფო-
ტოზე (ვაჰ, ის პაპაჩის ფარვანა როგორ აფარფატდებოდა
ხოლმე, დროდადრო, მისი შვილების სისხლში!).
ციცქნა-კოჩამამ სასწრაფოდ ასწია რაჰელის მინა.

წლების შემდეგ, ერთ ცივ, შემოდგომის დილას, როდესაც


რაჰელი კვირადღის მატარებლით ნიუ-იორკის სადგურ
გრანდ-სენტრალიდან კროტონ-ჰარმონისაკენ მიემგზავრებო-
და, ის ამბავი მოაგონდა – ამუს სახის უცნაური გამომეტყვე-
ლება, რომელიც ასაწყობი თავსატეხი მოზაიკის იმ ელემენტს
ჰგავდა, ვერსად რომ ვერ სვამ; იმ კითხვის ნიშანს, წიგნის
გვერდებზე რომდაბორიალებს უთავბოლოდ და ვერც ერთ წი-
ნადადებას ვერერგება, თავის ადგილს ვერ პოულობს.
ამუს მარმარილოსავით გაქვავებული თვალები, ოფლის
წვეთები ზედა ტუჩზე და იმ უცნაური, ნაწყენი გარინდების ჟრუ-
ანტელის მომგვრელი სიცივე...
რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?
კვირადღის მატარებელი თითქმის ცარიელი იყო. რაჰელის
პირდაპირ ერთი ულვაშა, სახეაქერცლილი ქალი იჯდა და
ამოხველებულ ნახველს ქაღალდის პარკებში აგროვებდა. იმ
პარკებს თავადვე აკეთებდა კალთაში შექუჩებული გაზეთების
ნახევებისაგან. გამზადებულ პარკებს ისე მწყობრად აწყობდა
ცარიელ სკამზე, გეგონება, გასაყიდად გამოუფენია დახლზეო.
პარკებს აკეთებდა და თან თავისთვის ბუტბუტებდა სასიამოვ-
ნო, დამამშვიდებელი ხმით.

108 მკითხველთა ლიგა


მეხსიერება იმ მატარებლის ქალს ჰგავდა. ნამდვილი გიჟი-
ვით დაბორიალებდა საკუთარ ბნელ საწყობებში და იქიდან
სრულიად მოულოდნელი რამეები გამოჰქონდა – წამიერი
მზერა, გარკვეული შეგრძნება, კვამლის სუნი, საქარე მინის
საწმენდები, დედის მარმარილოდ ქცეული თვალები... და ნამ-
დვილი ჭკუათამყოფელივით შეგნებულად ტოვებდა უზარმა-
ზარ ტერიტორიებს ხელუხლებელს, მივიწყების სუდარით შე-
მოსილსა და გაუხსენებელს.
შეშლილი თანამგზავრის ყურება რაჰელს ამშვიდებდა, უფ-
რო ღრმად და საიმედოდ ტენიდა ნიუ-იორკის შეურაცხად სა-
შოში, იმ უარესი საშინელებებისაგან შორს, რომლებიც მთე-
ლი ცხოვრება თან სდევდნენ და არ ასვენებდნენ: ლითონის იმ
მომჟავო სუნისაგან, ავტობუსის სახელურზე ჩამოკონწიალე-
ბული კონდუქტორის ხელისგულებს რომ უდიოდა; იმ ახალ-
გაზრდა კაცისაგან, ბებრული ტუჩ-კბილი რომ ჰქონდა.
მატარებლიდან გადმოსულმა, მოციმციმე ჰუდსონი და მის
ნაპირზე მოყავისფრომოჟღალო შემოდგომის ფოთლებით და-
ფარული ხეები დაინახა. ცოტა შესცივდა.
– ნუთუ ისეთი სიცივეა, ძვალშიც რომ ატანს და რბილშიც?
– თქვა ლარი მაკკასლინმა და ხელი მოუთათუნა ბამბის მა-
ისურიდან ამობურცულ, პროტესტისა და სიცივისაგან გაქვავე-
ბულ ძუძუს კერტებზე. გაუკვირდა, რაჰელს რომ არ გაეღიმა
მის ნათქვამზე.
რაჰელს კი ის უკვირდა, რომ სახლის გახსენებაზე ყველა-
ფერი მუქი, ნავის ფსკერზე კუპრით ამოგოზილი ფიცრების ფე-
რისა ხდებოდა, და კიდევ იმ მბჟუტავი ალით ნათდებოდა, უგუ-
ლოდ რომ ციმციმებდა სპილენძის სანათებში.

კი, ნამდვილად ველუტა იყო.

109 მკითხველთა ლიგა


ამაში რაჰელს ეჭვი არ ეპარებოდა. რაჰელმაც დაინახა და
იმანაც. ველუტას ყველგან და ყოველთვის იცნობდა. ის პერან-
გი რომ არ სცმოდა, ზურგიდანაც იცნობდა. რა დაავიწყებდა
მის ზურგსა და მხრებს, რომლებზეც ხშირად შემოისვამდა
ხოლმე? ვინ მოთვლის, რამდენჯერ შემოუსვამს. ზურგზე
მკრთალი ყავისფერი თანდაყოლილი ლაქა ჰქონდა, გამხმა-
რი და წამახული ფოთლის ფორმის. ველუტა ამბობდა, ეგის
იღბლიანი ფოთოლია, რომელსაც მუსონის წვიმები დრო-
ულად მოჰყავსო. ყავისფერი ფოთოლი შავ ზურგზე. შემოდგო-
მის ფოთოლი ღამეში.
იღბლიანი ფოთოლი, რომელმაც იღბალი ვერ მოუტანა,
ვერ უშველა.

დურგალი იყო, თუმცა დურგლობა არ ეკუთვნოდა.


ველუტა დაარქვეს, მალაიალამზე ,,თეთრი’’, რადგანაც ძა-
ლიან შავი იყო. მამამისი, ველია პააპანი პარავანთა კასტას
ეკუთვნოდა. პალმის წვენს აგროვებდა და ყიდდა. ცალი თვა-
ლი შუშისა ჰქონდა. თურმე ახალგაზრდობაში გრანიტს ამუშა-
ვებდა, ჩაქუჩით, ჰოდა იქიდან ავარდნილი ნატეხი პირდაპირ
მარცხენა თვალში მოხვედრია.
პატარა რომ იყო, ველუტა ველია პააპანთან ერთად მო-
დიოდა ხოლმე აიემენემის სახლის უკანა შესასვლელთან. მა-
მულების გასწვრივ ამოსული პალმებიდან ქოქოსებს კრეფ-
დნენ და ისინი მოჰქონდათ. პაპაჩი პარავანებს სახლის ზღურ-
ბლზე ფეხის გადმობიჯების უფლებას არ აძლევდა. არც სხვები
აძლევდნენ. ისინი ვერ შეეხებოდნენ ვერაფერს, რასაც ხელ-
შესახებნი ეხებოდნენ – უმაღლესი კასტის ინდუსები და ქრის-
ტიანები. მამაჩი ესტასა და რაჰელს უყვებოდა, ჩემს ბავშვობა-
ში, მახსოვს, პარავანები უკან-უკან მიღოღავდნენ და თან ცოც-

110 მკითხველთა ლიგა


ხით საკუთარ ნატერფალს გვიდნენ, რომ შემთხვევით ბრაჰმა-
ნებს ან სირიელ ქრისტიანებს თავი არ წაებილწათ მათ ნატერ-
ფალზე ფეხის დადგმითო. იმ წლებში თურმე პარავანებსა და
სხვა ხელშეუხებლებს ცენტრალური ქუჩებით სიარულიც ეკ-
რძალებოდათ, წელზემოთ შიშვლები უნდა ყოფილიყვნენ და
ვერც ქოლგას გამოიყენებდნენ. საუბრისას კი პირზე ხელი უნ-
და აეფარებინათ, რომ თანამოსაუბრეს მათი ბინძური ამონა-
სუნთქი არ შეესუნთქა.
როდესაც მალაბარში ბრიტანელები გამოჩნდნენ, ზოგ პა-
რავანს, პარეიანსა და პულაიანს (მათ შორის კელანსაც, ვე-
ლუტას ბაბუას) ქრისტიანობა მიუღია და ანგლიკანურ ეკლესი-
ას ჩახუტებია, რომ ხელშეუხებლობის ჭირისაგან გათავისუფ-
ლებულიყო. ინგლისელებს ისინი, დამატებით, ცოტაოდენი
ფულითა და საკვებითაც წაუხალისებიათ. ამიტომ მათ ,,ბრინ-
ჯის ქრისტიანები,, შეარქვეს. ,,ბრინჯის ქრისტიანები’’ მალე
მიმხვდარან, რომ გავარვარებული ტაფიდან პირდაპირ ცეც-
ხლში ისკუპეს. მათ ცალკე, განსაკუთრებული ეკლესიები გა-
უხსნეს, რომლებშიც განსაკუთრებული მოძღვრები განსაკუთ-
რებულ ღვთისმსახურებას ატარებდნენ და, სიკეთის სახელით,
საკუთარი ფარია-ეპისკოპოსიც დაუნიშნეს. დამოუკიდებლო-
ბის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათზე არც ერთი სა-
ხელმწიფო შეღავათი – დასაქმების გარანტია იქნებოდა თუ
ბანკიდან დაბალი პროცენტით აღებული სესხი – არ ვრცელ-
დებოდა, რადგანაც ფორმალურად, საბუთებით, ქრისტიანები
იყვნენ და არც ერთ კასტას აღარ ეკუთვნოდნენ. მოკლედ, ეს
ყველაფერი ცოტათი კვლავ საკუთარი ნატერფალის გადაგვას
დაემსგავსა, ოღონდ უცოცხოდ; ანდა უარესი – საერთოდ რამე
ნატერფალის დატოვების უფლების ჩამორთმევას.
ის ფაქტი, რომ პატარა ველუტას საოცრად მარჯვე ხელები
ჰქონდა, პირველმა მამაჩიმ შენიშნა დელიდან ერთ-ერთი იმ

111 მკითხველთა ლიგა


ჩამოსვლისას, რომელიც მას დროებით ათავისუფლებდა
ხოლმე იმპერიული ენტომოლოგიის კლანჭებისგან. ველუტა
მაშინ თერთმეტისა იყო, ამუზე დაახლოებით სამი წლით უმ-
ცროსი. პატარა ჯადოქარს ჰგავდა. პალმისგამომშრალი ტო-
ტებიდან ურთულეს სათამაშოებს აკეთებდა – ციცქნა ქარის
წისქვილებს, თოთო ბავშვის საჩხარუნოებს, სამკაულების შე-
სანახ ზარდახშებსა და ათას სხვა წვრილმანს. ტაპიოკის ტოტე-
ბისაგან სრულყოფილ პატარა ნავებს თლიდა; აკაჟუს ნაჭუჭი-
საგან კი – არაჩვეულებრივ გამოსახულებებს. თავის ნაწარმს
ამუს ჩუქნიდა. ხელისგულებზე ილაგებდა (ასე ასწავლეს) და
ისე უწვდიდა, რომ ამუს ადვილად აეღო და მის კანს არ შეხე-
ბოდა. ამუზე უმცროსი კი იყო, მაგრამ მაინც ამუკუტის (პატარა
ამუს) ეძახდა. მამაჩიმ ველია პააპანი დაარწმუნა, ბიჭი ხელ-
შეუხებელთა შვილების იმ სკოლაში მიებარებინა, რომელიც
პუნიან კუნჯუმ, მისმა მამამთილმა გახსნა.
ველუტა თოთხმეტი წლისა იყო, როდესაც კოტაიამში იოჰან
კლაინი ჩამოვიდა, ბავარიელ დურგალთა გილდიის წევრი.
მან სამ წელს იმუშავა ქრისტიანულ მისიაში, სადაც სახელოს-
ნო მისცეს, რომ სადურგლო საქმე აბორიგენებისთვის ესწავ-
ლებინა. გაკვეთილების შემდეგ ველუტა ყოველდღე მიემგზავ-
რებოდა ავტობუსით კოტაიამში და იმ სახელოსნოში გვიანო-
ბამდე რჩებოდა. თექვსმეტი წლისამ სკოლაც დაამთავრა და
პროფესიონალი დურგალიც გახდა. მან ყველა საჭირო ხელ-
საწყოც შეიძინა და სუფთა გერმანული დიზაინის შეგრძნებაც.
მამაჩისათვის ,,ბაუჰაუზის’’ სტილის წითელი ხის სასადილო
მაგიდა და თორმეტი სკამი გააკეთა, უფრო ნათელი შეფერი-
ლობის მასალისაგან კი – ტრადიციული ბავარიული შეზლონ-
გი. ციცქნაკოჩამას ყოველწლიური საშობაო წარმოდგენები-
სათვის რამდენიმე წყვილი ანგელოზის ფრთაც შექმნა, მავთუ-
ლის კარკასებითა და თასმებით, რომლებიც ზურგჩანთასავით

112 მკითხველთა ლიგა


უნდა ჩამოგეკიდებინა ზურგზე; კიდევ მუყაოს ღრუბლები, სა-
იდანაც მთავარანგელოზი გაბრიელი უნდა გამოჩენილიყო და
ასაწყობი ბაგაც. როდესაც ციცქნა-კოჩამას ბაღში მდგომმა ქე-
რუბიმმა, სრულიად გაუგებარი მიზეზით, აუზში უწყვეტ ვერ-
ცხლისფერ ნაკადად შარდვა შეწყვიტა, მის შარდსაწვეთსაც
სწორედ ექიმმა ველუტამ უწამლა.
ველუტას მხოლოდ დურგლობა კი არ ეხერხებოდა, არამედ
ტექნიკაშიც შესანიშნავად ერკვეოდა. მამაჩი ხშირად იტყოდა
ხოლმე (თავისი ყოვლად გაუგებარი, ხელშესახებთა ლოგიკი-
დან გამომდინარე), ეგ ბიჭი პარავანი რომ არ ყოფილიყო, აუ-
ცილებლად ინჟინერი გახდებოდაო. ყველაფრის შეკეთება შე-
ეძლო: რადიოების, საათების და წყლის ტუმბოების. სახლის
მთელი სანტექნიკა და ელექტროგაყვანილობაც მას ებარა.
როდესაც მამაჩიმ უკანა ვერანდის ამოშენება გადაწყვიტა,
სწორედ ველუტამ დააპროექტა და ააგო კიდეც მოძრავი კარი,
რომლის მსგავსის დამონტაჟებაც მერე ლამის მთელმა აიემე-
ნემმა მოინდომა.
მათი ფაბრიკის მანქანა-დანადგარებშიც ვერავინ ერკვეო-
და ველუტაზე უკეთ.
ჩაკომ მადრასის კოლეჯში მუშაობას თავი რომ გაანება და
აიემენემში დაბრუნდა ,,ბჰარატის’’ კონსერვების მოსახუფი
დანადგარით, სწორედ ველუტამ დაუმონტაჟა ის დანადგარი
და აამუშავა კიდეც. მასვე ეხებოდა თუნუქის ქილების დამამ-
ზადებელი დანადგარისა და ანანასების ავტომატური საჭრე-
ლის მოვლა. ველუტა ზეთავდა წყლის ტუმბოებსა და დიზელზე
მომუშავე პატარა გენერატორსაც. ადვილად გადასარეცხი,
ალუმინის ფირფიტებით მოპირკეთებული სამუშაო მაგიდებიც
მანვე გააკეთა და ხილის მოსახარში ღუმელებიც.
აი, მამამისი კი, ველია პააპანი, ძველი ყაიდის პარავანი
იყო. მას უკან-უკან ხოხვის დროც მშვენივრად ახსოვდა და

113 მკითხველთა ლიგა


ამიტომ, მამაჩისა და მისი ოჯახის მიმართ მისი მადლიერება
და მოწიწება ყოველივე იმის გამო, რაც მას გაუკეთეს, ისეთივე
დიდი და ღრმა იყო, როგორიც მოდიდებული მდინარე. როდე-
საც ის უბედური შემთხვევა მოხდა და თვალი დაკარგა, შუშის
თვალი მამაჩიმ უყიდა. მას მერე მრავალი წელი იყო გასული
და იმ თვალის ვალი გასტუმრებული არ ჰქონდა. მიუხედავად
იმისა, რომ იმხელა ფული არც არასდროს ექნებოდა და იმ ვა-
ლის გასტუმრებას მისგან არც არავინ ელოდა, სულ ისეთი
გრძნობა ჰქონდა, რომ ნასესხები თვალით დადიოდა. მად-
ლიერების გრძნობა ზურგს ახრევინებდა და პირს ღიმილით
უწელავდა.
ველია პააპანი ძალიან წუხდა და შიშობდა უმცროსი ვაჟის
გამო. კონკრეტულად რა აშინებდა, ამას ვერც ამბობდა. ეს ვა-
ჟის ნათქვამი რომელიმე სიტყვა ან მოქმედება არ იყო... თა-
ვად ნათქვამი სიტყვები კი არა, ის აშინებდა, ამ სიტყვებს რო-
გორ ამბობდა; თავად ნამოქმედარი კი არა, არამედ ის, თუ
როგორ მოქმედებდა.
მოკლედ, მისი არასაკმარისი თავაზიანობა თუ თავმდაბ-
ლობა აწუხებდა. მისი ყოვლად დაუშვებელი თვითრწმენა,
რომელიც ყველაფერში ჩანდა: მის სიარულში; თავის მაღლა
დაჭერაში; იმ სიმტკიცეში, რომლითაც აზრს გამოთქვამდა მა-
შინაც კი, როცა არავინ ეკითხებოდა; იმ სიმშვიდეში, რომლი-
თაც შეეძლო, ყოველგვარი პროტესტის გარეშე, სხვისი აზრი,
უბრალოდ, საერთოდ არ გაეთვალისწინებინა.
ხელშესახებთათვის ეს თვისებები სრულიად მისაღები იყო
და ალბათ სასურველიც, მაგრამ პარავანს მათ თავხედობაში
ჩაუთვლიდნენ (უნდა ჩაეთვალათ კიდეც, აბა, რა!).
ველია პააპანი ცდილობდა, ველუტა გაეფრთხილებინა,
მაგრამ ვინაიდან კონკრეტულად არ შეეძლო იმის ახსნა, თუ
რა აწუხებდა, ვაჟმა მისი უაზრო ფორიაქი არასწორად გაიგო

114 მკითხველთა ლიგა


– მოეჩვენა, რომ მამამისს მისი ნაადრევად მომწიფებისა და
ნიჭიერებისა შურდა. ველია პააპანის გულწრფელი წუხილი
მალე დაუსრულებელ კამათსა და ბუზღუნში გადაიზარდა და
მამა-შვილს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. ველუტა,
დედამისის გულის გასახეთქად, სულ უფრო და უფრო ცოტა
ხანს ჩერდებოდა შინ. გვიანობამდე მუშაობდა. თევზს მდინა-
რეში იჭერდა, იქვე, ნაპირზე წვავდა, ჭამდა და მერე იქვე იძი-
ნებდა, ღია ცის ქვეშ.
მერე, ერთ მშვენიერ დღეს, საერთოდაც გადაიკარგა. ოთხი
წლის განმავლობაში კაცმა არ იცოდა, სად იყო. ამბობდნენ,
ტრივანდრამში მუშაობს იმ მშენებლობაზე, სოციალური დახ-
მარებისა და მოქალაქეთა საცხოვრებელი ფართით უზრუნ-
ველყოფის სამმართველო რომ აწარმოებსო. მოგვიანებით კი
გარდაუვალი ჭორიც გაუვრცელეს, ნაქსალიტი გახდა და ციხე-
შიც იჯდაო. ვიღაცას ისიც ეთქვა, კვილონში დავინახეო.
როცა დედამისი, ჩელა, ტუბერკულოზისაგან გარდაიცვა-
ლა, ველუტა ვერსად იპოვეს. მერე მისი უფროსი ძმა, კუტაპე-
ნი, ქოქოსის პალმიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა.
პარალიზებული იყო და მუშაობა აღარ შეეძლო. ველუტამ ეს
ამბავი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაიგო.
უკვე ხუთი თვესრულდებოდა, რაც აიემენემში დაბრუნებუ-
ლიყო. იმაზე, თუ სად იყო და რას აკეთებდა, კრინტიც არ და-
უძრავს.
მამაჩიმ ისევ დაიქირავა ველუტა ფაბრიკის დურგლად და
მთელი აღჭურვილობის მოვლა-პატრონობაც მას მიანდო.
ამან დანარჩენი (ხელშესახები) მუშების დიდი უკმაყოფილება
გამოიწვია, რადგანაც ითვლებოდა, რომ პარავანს დურგლო-
ბა და ასე შემდეგ არ ეკუთვნოდა. უფრო მეტიც – მათი აზრით,
საეჭვო წარსულის მქონე პარავანის ხელახლა სამსახურში აყ-
ვანა საერთოდაც დაუშვებელი იყო.

115 მკითხველთა ლიგა


ნაწყენი მუშების დასაშოშმინებლად მამაჩი ველუტას, რო-
მელსაც სამსახურში სხვა არავინ დაიყენებდა, იმდენს არ უხ-
დიდა, რამდენსაც ხელშესახებ დურგალს გადაუხდიდა, მაგ-
რამ იმაზე მეტს კი აძლევდა, ვიდრე რომელიმე სხვა პარავანი
ოდესმე იშოვიდა. სახლში არასდროს შემოჰყავდა (გარდა,
ცხადია, იმ შემთხვევებისა, როცა სწორედ სახლში იყო საჭირო
რამის გაკეთება ან მოგვარება). მამაჩი თვლიდა, რომ ველუტა
უზომოდ მადლიერი უნდა ყოფილიყო მისი, რადგანაც ფაბრი-
კის ტერიტორიაზე შესვლისა და იმ საგნების შეხების უფლებას
აძლევდა, ხელშესახებნი რომ ეხებოდნენ. პარავანისთვის ეს
დიდი წინგადადგმული ნაბიჯიაო, ამბობდა.
დაკარგული წლების მიუხედავად, ველუტას არც საზრიანო-
ბა დაჰკლებია და არც საკუთარი თავის რწმენა. ველია პააპანი
მის გამო ახლა ასმაგად უფრო ღელავდა, მაგრამ თავს იკავებ-
და, არაფერს ამბობდა.
ყოველ შემთხვევაში, იქამდე, ვიდრე მთლად თავზარი არ
დაეცემოდა. სანამ არ დაინახავდა, რომ ყოველღამე პატარა
ნავით კვეთდა მდინარეს. სანამ არ დაინახავდა, რომ უკან
მხოლოდ გამთენიას ბრუნდებოდა. სანამ არ დაინახავდა, რას
ეხებოდა მისი ხელშეუხებელი ვაჟი. ეხებოდა კი არა და, უარე-
სიც.
სად შედიოდა.
როგორი ვნებით.
თავზარდაცემული ველია პააპანი მამაჩის ეახლა. თავისი
ნასესხები თვალით წინ იყურებოდა, საკუთარით კი ტიროდა.
ერთ ლოყაზე სულ ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები, მეორე
ლოყა კი მშრალი ჰქონდა. თავს აქეთ-იქით მანამდე აქნევდა,
სანამ მამაჩიმ არ უბრძანა, შეწყვიტეო. ისე კანკალებდა, რო-
გორც ციებაშეყრილი. მამაჩიმ ისიც უბრძანა, ნუღარ კანკალე-

116 მკითხველთა ლიგა


ბო, მაგრამ ეს ბრძანება ვერ დააკმაყოფილა. შიში, გინდაც პა-
რავანისა იყოს, არავის ბრძანებას არ ემორჩილება. ველია პა-
აპანმა მამაჩის წვრილად უამბო, რაც დაინახა. მერე ღმერთს
ევედრებოდა, შემინდე, ასეთი ურჩხული შვილი რომ გავზარ-
დეო. ისიც კი თქვა, საკუთარი ხელით მოვკლავ, თავად მოვ-
სპობ ჩემსავე შექმნილსო.
ხმაურზე მეზობელი ოთახიდან ციცქნა-კოჩამა გამოცუნ-
ცულდა. საქმის ვითარებაში რომ გაერკვა, მიხვდა, რა მწუხა-
რება და უბედურებაც იყო მოსალოდნელი და გულში აშკარად
გაიხარა კიდეც.
მამაჩის უთხრა (ბევრ სხვა რამესთან ერთად), ნეტა გამაგე-
ბინა, მის სუნს როგორ იტანსო. შენც შენიშნავდი, პარავანები
როგორ ყარანო.
და ძალიან თეატრალურად გააჟრიალა; იფიქრებდი, პატა-
რა გოგოა და საძულველ ისპანახს ძალით აჭმევენო. პარავა-
ნების სუნს, ირლანდიელი იეზუიტების სუნი ერჩია.
თანაც ბევრად, ბევრად ერჩია.

ველუტა, ველია პააპანი და კუტაპენი ლატერიტის პატარა


ქოხში ცხოვრობდნენ, მდინარის ჩაყოლებაზე, ცოტა ქვემოთ,
ოდნავ მოშორებით აიემენემის სახლიდან, ესტაფენისა და რა-
ჰელისათვის სამი წუთის სარბენზე ქოქოსის პალმების ხეივნის
გავლით. ტყუპები დედასთან ერთად ახალი ჩამოსულები იყ-
ვნენ აიემენემში. პატარებს გადაკარგვამდელი ველუტა საერ-
თოდ არ ახსოვდათ. მაგრამ იმ თვეების განმავლობაში, რაც
დაბრუნდა, ძალიან დაუმეგობრდნენ. ტყუპებს უკრძალავდნენ
ველუტასთან შინ მისვლას, მაგრამ მაინც მიდიოდნენ. საათო-
ბით ისხდნენ მასთან, ჩაცუცქულები – მოხრილი სასვენი ნიშ-
ნები ბურბუშელების ზღვაში – და უკვირდათ, საიდან იცოდა

117 მკითხველთა ლიგა


ველუტამ წინასწარ, თუ როგორი გლუვი ფორმები ელოდებო-
და ხის კუნძის უხეში ქერქის ქვეშ. სიგიჟემდე მოსწონდათ, ვე-
ლუტას ხელში ის ხე რომ რბილდებოდა და პლასტილინივით
დამყოლი ხდებოდა. მის ქოხში (კარგ ამინდში) ბურბუშელისა
და მზის სუნი იდგა. და კიდევ წითელი თევზის ფინიკებიანი კა-
რის სურნელი. ესტას აზრით, ეს ქვეყნად საუკეთესო თევზის
კარის სურნელი იყო.
სწორედ ველუტამ გაუკეთა ყველაზე იღბლიანი ანკესი რა-
ჰელს და თევზაობაც მან ასწავლა მას და ესტას.
ჰოდა, იმ დეკემბრის ცამოწმენდილ დღეს, რაჰელმა, თავი-
სი წითელი მზის სათვალით, სწორედ ის ველუტა დაინახა, წი-
თელი დროშით ხელში რომ მიაბიჯებდა კოჩინის მისადგომებ-
თან მდებარე შლაგბაუმთან.
პოლიციის გამკივანმა, ფოლადის სასტვენების ხმამ შეძა-
ხილების ქოლგა დახვრიტა. ნახვრეტებიდან რაჰელმა წითე-
ლი ცის ნაგლეჯები დაინახა. იმ წითელ ცაში გავარვარებული
ძერები ვირთხების ძებნაში დარიალებდნენ. მათ უხეში ტყავის
ქუთუთოებიან ყვითელ თვალებში გზა და წითელი დროშების
მოძრავი კოლონა ირეკლებოდა. და კიდევ თეთრი პერანგი,
შავ ზურგზე თანდაყოლილი დაღით.
წინ მიმავალი.
ციცქნა-კოჩამას მსუქანი ყელის ნაკეცებში ძრწოლა, ოფლი
და მიყრილი ტალკი ერთმანეთში გადაზელილიყო და მოვარ-
დისფრო-მოიასამნისფრო პასტად ქცეულიყო. ტუჩის კუთხეებ-
ში თეთრი დუჟი მოსდგომოდა. ერთ-ერთ დემონსტრანტში
თითქოს ნასქალიტი რაჯანი შეიცნო, რომლის ფოტოც გაზეთ-
ში ენახა. იმ გაზეთში წერდნენ, ამბობენ, პალგჰატიდან სამ-
ხრეთისაკენ გადმოიხვეწაო. ისიც მოეჩვენა, პირდაპირ თვა-
ლებში ჩამხედაო.

118 მკითხველთა ლიგა


ერთმა დროშიანმა კაცმა, სახე მარყუჟს რომ მიუგავდა, რა-
ჰელის ჩაუკეტავი კარი გამოაღო. გამოღებულ კართან უამრა-
ვი ხალხი აიტუზა სეირის სანახავად.
– დაგცხა, პატარავ? – უთხრა მარყუჟსახიანმა რაჰელს საკ-
მაოდ კეთილგანწყობილად, მალაიალამზე. მერე, არაკეთილ-
განწყობილად, დასძინა: – მაგ შენს მამიკოს სთხოვე, კონდი-
ციონერი გიყიდოს! – და ჩაიქირქილა, საკუთარი ენამოსწრე-
ბულობითა და გამჭრიახობით აღფრთოვანებულმა. რაჰელმა
გაუღიმა. კმაყოფილი იყო, რომ ჩაკო მამამისი ეგონათ. ვითომ
ნორმალური ოჯახი გვაქვსო, გაიფიქრა.
– ხმა არ გასცე! – ხრინწიანი ხმით წასჩურჩულა ციცქნა-კო-
ჩამამ, – ძირს იყურე! თავი არ აიღო!
დროშიანმა ახლა ციცქნა-კოჩამაზე გადაიტანა ყურადღება.
ციცქნა-კოჩამა თავდახრილი იჯდა, იმ შეშინებული, მორცხვი
პატარძალივით, რომელსაც უცნობ მამაკაცზე ათხოვებენ.
– გამარჯობა, დაო, – მოწადინებული ინგლისურით მიმარ-
თა კაცმა, – თქვენი სახელი, თუ შეიძლება.
პასუხი რომ ვერ მიიღო, ძმაკაცებს გახედა.
– გაიგეთ, ძმებო? სახელი არ ჰქონია.
– მოდი, მოდალალი მარიაკუტი დავარქვათ, – ქირქილით
შესთავაზა ერთ-ერთმა. ,,მოდალალი’’ მალაიალამზე ,,ბა-
ტონს’’ ნიშნავს.
– ანდა A, B, C, D, X, Y, Z, – შესთავაზა მეორემ, სრულიად
არალოგიკურად.
მანქანასთან კიდევ უფრო მეტი სტუდენტი მოგროვდა. თავ-
ზე ყველას ცხვირსახოცი ან ბომბეის გამოსახულებიანი პირსა-
ხოცი ჰქონდა წაკრული, მზისაგან თავის დასაცავად. იფიქრებ-
დი, სინდბადის ბოლო მოგზაურობის სამხრეთინდური ვერსი-
ის გადაღებიდან გამოქცეული სტატისტები არიანო.

119 მკითხველთა ლიგა


მარყუჟსახიანმა თავისი წითელი დროშა ციცქნა-კოჩამას
შეაჩეჩა.
– აჰა, შენ აღმართე!
ციცქნა-კოჩამამ დროშა აღმართა, მაგრამ თავი არ აუწევია.
– ააფრიალე! – უბრძანეს ისევ.
ჰოდა, ააფრიალა, სხვა რა გზა ჰქონდა. დროშას მაღაზიაში
ახალნაყიდი ქსოვილის სუნი უდიოდა, მოუთელავისა და
მტვრიანის. თან აფრიალებდა და თან თითქოს არ აფრიალებ-
და.
– ახლა თქვი ინკილაბ ზინდაბად!
– ინკილაბ ზინდაბად, – წაილუღლუღა ციცქნა-კოჩამამ.
– ყოჩაღი გოგო ხარ!
მანქანის გარშემო თავშეყრილმა ბრბომ ერთხმად გადაი-
ხარხარა. სასტვენის მჭახე ხმა გაისმა.
– ძალიან კარგი, – უთხრა კაცმა ინგლისურად. თითქოს
საქმიანი გარიგება დადესო, – კარგად ბრძანდებოდეთ!
ცისფერი კარი ისეთი ძალით მიაჯახუნა, რომ ციცქნა-კოჩა-
მა წატორტმანდა. მანქანის გარშემო თავშეყრილი ბრბო და-
იშალა და გზა განაგრძო.
ციცქნა-კოჩამამ დროშა სასწრაფოდ დაახვია და სავარ-
ძლის უკანა კარნიზზე შემოდო. მერე კრიალოსანი ბლუზის დე-
კოლტეში ჩაიტენა, თავის ნესვებს შუა, სადაც ჩვეულებრივ
ინახავდა ხოლმე. მოკლედ, აფუსფუსდა ღირსების ბოლო ნამ-
ცეცების აკენკვის მიზნით.
როცა უკანასკნელმა დემონსტრანტებმაც ჩაუარეს, ჩაკომ
თქვა, შეგიძლიათ მინები დაუშვათო.
– დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად ის იყო? – ჰკითხა
რაჰელს.
– ვინ? – იკითხა ოდნავ შეფუცხუნებულმა რაჰელმა.
– დარწმუნებული ხარ, რომ ველუტა დაინახე?

120 მკითხველთა ლიგა


– ჰა? – ისევ აარიდა რაჰელმა თავი პასუხს და თან შეეცადა,
ის კოდები გაეშიფრა, რომლებითაც ესტა საკუთარ აზრებს უგ-
ზავნიდა.
– ის კაცი-მეთქი, გეკითხები, შენ რომ დაინახე, დარწმუნე-
ბული ხარ თუ არა, რომ ველუტა იყო? – მესამედ ჰკითხა ჩაკომ.
– ააა,... ისაა?... მგონი... თითქმის, – ლუღლუღებდა რაჰე-
ლი.
– თითქმის დარწმუნებული ხარ? – იკითხა ჩაკომ.
– არა,... თითქმის ველუტა იყო, – თქვა რაჰელმა, – თით-
ქმის ისევე გამოიყურებოდა...
– ანუ დარწმუნებული არა ხარ?
– თითქმის არა, – თქვა რაჰელმა და თან ესტას გვერდუ-
ლად გახედა, ეგებ მის კმაყოფილ მზერას ჩავავლოო.
– ეგ იქნებოდა, აბა, რა, – თქვა ციცქნა-კოჩამამ. ტრივან-
დრამში გახდებოდა ეგეთი. ყველა იქით იქაჩება და იქიდან
გაფხორილები და გაყოყოჩებულები ბრუნდებიან, თავი დიადი
პოლიტიკოსები ჰგონიათ.
მისმა გამჭრიახობამ დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მო-
ახდინა სხვებზე.
– მაგას თვალი კარგად უნდა მივადევნოთ, ემანდ ფაბრიკა-
ში არ წამოიწყოს პროფკავშირობანას ამბები,... მე უკვე ვამ-
ჩნევ რაღაც ნიშნებს, უხეშობას, უმადურობას... ამას წინათ
ვთხოვე, ლოდები მომიტანე-მეთქი ჩემი ალპური ბორცვის-
თვის, მაგრამ...
– დღეს, დილით, სანამ წამოვიდოდით, თავის სახლში და-
ვინახე, – დამაჯერებლად აღნიშნა ესტამ, – ჰოდა, აქ როგორ
გაჩნდებოდა?
– მაგისავე სასიკეთოდ ვამბობ, თორემ... ნეტა ეგრე
იყოს...! შენ კიდევ, ესტაფენ, არ იცი, რომ უფროსებს სიტყვა არ
უნდა გააწყვეტინო?

121 მკითხველთა ლიგა


ეწყინა, არავინ რომ არ ჰკითხა, ეგ ალპური ბორცვი რა არი-
სო.

მომდევნო დღეებში ციცქნა-კოჩამამ ყელს მობჯენილი


ბოღმა სულ ველუტაზე ანთხია – საქვეყნოდ და ყველას გასა-
გონად ლანძღავდა ხოლმე. ის ბოღმა ისე ჩამოქნა და მერე ისე
წაუმახა წვერი, როგორც ფანქარს. მის თვალში ველუტა მთელ
იმ დემონსტრაციაზე გახდა პასუხისმგებელი. იმ ადამიანად იქ-
ცა, რომელმაც აიძულა, მარქსისტული პარტიის დროშა ეფ-
რიალებინა, და იმ კაცადაც, რომელმაც მოდალალი მარიაკუ-
ტიდ მონათლა, და საერთოდ – მთელ იმ ბრბოდ, რომელიც
დასცინოდა და აბუჩად იგდებდა.
ჰოდა, საშინლად შეიძულა.
ამუს გვერდით ოდნავ გადახრილი თავის მიხედვით, რაჰე-
ლი მიხვდა, რომ დედა ჯერ კიდევ ბრაზობდა მასზე. საათს და-
ხედა. ორს ათი აკლდა. მატარებელი კი მაინც არ ჩანდა. ნიკა-
პით მანქანის ფანჯრის რაფას ჩამოეყრდნო. გრძნობდა, კანს
როგორ უღიზიანებდა მინების დამცავი რუხი ქეჩის უხეში ბეწ-
ვები. სათვალე მოიხსნა, რომ უკეთ დაენახა გზაზე გადასრესი-
ლი ბაყაყი. ისეთი მკვდარი და ბრტყელი იყო, ბაყაყის ფორმის
ლაქას უფრო ჰგავდა, ვიდრე ბაყაყს. დაფიქრდა, ნეტა მის მი-
ტენიც თავისი ფორმის ლაქად ხომ არ იქცა, როცა ის რძის დამ-
ტარებელი ფურგონი დაეჯახაო.

ველია პააპანი, ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანისთვის და-


მახასიათებელი რწმენით უმტკიცებდა ტყუპებს, რომ ქვეყნად
შავი კატები არ არსებობენ. ამბობდა, ეს, უბრალოდ, სამყარო-
ში არსებული კატის ფორმის შავი ხვრელებიაო.
გზა უამრავი ლაქით იყო დალაქავებული.
გასრესილი მის მიტენის ფორმის ლაქებით.

122 მკითხველთა ლიგა


გასრესილი ბაყაყის ფორმის ლაქებით.
იმ გასრესილი ყვავის ფორმის ლაქებით, რომლებიც ცდი-
ლობდნენ, გასრესილი ბაყაყის ფორმის ლაქები შეეჭამათ.
იმ გასრესილი ძაღლის ფორმის ლაქებით, რომლებიც ცდი-
ლობდნენ, გასრესილი ყვავის ფორმის ლაქები შეეჭამათ.
და კიდევ ბუმბულებით, მანგოებითა და ნაპურჭყებით. მთე-
ლი გზა, კოჩინამდე.
,,პლიმუთის’’ მინაში მზემ პირდაპირ რაჰელს შემოანათა.
რაჰელმა თვალები მოჭუტა და თავადაც შეანათა მზეს. ქუთუ-
თოებმა ვერც სინათლისაგან დაიცვეს და ვერც სიცხისაგან. ცა
ნარინჯისფრად ვარვარებდა. ქოქოსის პალმები ზღვის მტაცე-
ბელ ანემონებად ქცეულიყვნენ და ცდილობდნენ, უხეში საცე-
ცებით უსუსური ღრუბლები მოეგდოთ ყბაში. ცას გამჭვირვა-
ლე, ლაქებიანმა უხსენებელმა გადაუსრიალა, ორკაპი ენით.
მას ხალებიან ცხენზე ამხედრებული გამჭვირვალე რომაელი
მეომარი მოჰყვა. რაჰელი რომაელი მეომრების სურათებს
რომ ათვალიერებდა ხოლმე კომიქსებში, სულ ის უკვირდა, ამ-
დენ ყურადღებას თუ უთმობენ აბჯარსა და ჩაფხუტებს, ფეხები
რატომ აქვთ შიშველიო. მისი აზრით, ეს წარმოუდგენელი სიბ-
რიყვე იყო. ცხადია, კლიმატური პირობებისა და სხვა პირობე-
ბის გათვალისწინებით.
ამუს ერთხელ იულიუს კეისრის ამბავი მოეყოლა მათთვის
– როგორ ჩასცა ბრუტუსმა, მისმა უახლოესმა ადამიანმა, დანა
სენატში, როგორ დაეცა ზურგში დანაჩაცემული და სიკვდი-
ლის წინ როგორ იყვირა: Et tu, Brute? დაცემულა, მაშ, კეისა-
რი! 23

23
,,შენც, ბრუტუს?’’ - ოდნავ სახეცვლილი ციტატა შექსპირის ,,იულიუს
კეის-რიდან’’

123 მკითხველთა ლიგა


– ეს ადგილი იმას მოწმობს, – თქვა ამუმ, – რომ არავის
უნდა ენდოთ – არც დედას, არც მამას, არც ძმას, არც ქმარს,
არც საუკეთესო მეგობარს – ქვეყნად არავის.
ბავშვებს რაც შეეხებაო, თქვა ბოლოს (როცა ბავშვებმა თა-
ვად ჰკითხეს), მაგას მომავალი გვიჩვენებსო. მაგალითად, ეს-
ტა, როცა გაიზრდება, სავსებით შესაძლებელია, დამპალი მა-
მაკაცური შოვინიზმით დაავადდესო.
ზოგჯერ, ღამღამობით, ზეწარშემოხვეული ესტა საწოლში
წამოხტებოდა ხოლმე და შეძახილით: Et tu, Brute? დაცემულა,
მაშ, კეისარი! მოწყვეტით, ფეხებმოუხრელად დაეხეთქებოდა,
ცივი იარაღით განგმირულივით. კოჩუ-მარია, რომელსაც ია-
ტაკზე დაგებულ საფენზე ეძინა, ემუქრებოდა, იცოდე, მამაჩის-
თან გიჩივლებო.
– დედაშენს უთხარი, მამაშენთან გაგიშვას საცხოვრებ-
ლად. ჰოდა, მოდექი და იმის სახლში ამტვრიე საწოლები, რამ-
დენიც გენებოს. ეს საწოლები ან ეს სახლი შენი ხომ არ გგო-
ნია?
ესტა მკვდრეთით აღდგებოდა ხოლმე, საწოლზე წამოიმარ-
თებოდა და ეტყოდა: Et tu? კოჩუ-მარია? დაცემულა, მაშ, ესტა-
ფენი! და ისევ კვდებოდა.
კოჩუ-მარია დარწმუნებული იყო, რომ Et tu რაღაც საგინე-
ბელი ინგლისური სიტყვა იყო და ხელსაყრელ მომენტს ელო-
დებოდა, რომ ესეც მოეხსენებინა მამაჩისათვის.
მეზობელ მანქანაში მჯდომ ქალს ტუჩებზე გალეტის ნამცე-
ცები შერჩენოდა. მისმა ქმარმა გალეტით დანაყრებულზე მო-
საწევ, დაჭყლეტილ სიგარეტს მოუკიდა, კვამლის ორი მოზ-
რდილი ეშვი გამოუშვა ცხვირიდან და წამით გარეულ ტახს და-
ემსგავსა. მისიზ ტახმა რაჰელს ჰკითხა, რა გქვიაო, ბავშვურად
დაწვრილებული ხმით.

124 მკითხველთა ლიგა


რაჰელმა შეკითხვაზე არ უპასუხა და პირიდან უნებურად
ფურთხის ბუშტი გამობერა.
ამუს ფურთხის ბუშტების ატანა არ ჰქონდა. ამბობდა, ბაბას,
მამათქვენს მაგონებსო. გამუდმებით ფურთხის ბუშტებს უშ-
ვებდა და ფეხს აცანცარებდაო. ამუს თქმით, ასე მხოლოდ კან-
ცელარიის წვრილი მოხელეები თუ იქცეოდნენ, არისტოკრა-
ტები კი – არასდროს.
არისტოკრატები ის ადამიანები იყვნენ, ფურთხის ბუშტებს
რომ არ უშვებდნენ პირიდან, ფეხს რომ არ აცანცარებდნენ და
სიცილისას არ ჭიხვინებდნენ.
ამუ ამბობდა, ბაბა კანცელარიის წვრილი მოხელე არ
ბრძანდებოდა, მაგრამ ხშირად სწორედ ასე უსაქციელობდაო.
მარტო რომ რჩებოდნენ, ესტა და რაჰელი კანცელარისტო-
ბანას თამაშობდნენ – ფურთხის ბუშტებს უშვებდნენ, ფეხებს
აცანცარებდნენ და ცხენებივით ჭიხვინებდნენ. მამას იხსენებ-
დნენ, რომელთანაც ომებს შორის იცხოვრეს. ერთხელ ტყუ-
პებს მოკიდებული სიგარეტი გაასინჯა და ძალიან გაბრაზდა,
როცა ის სიგარეტი დადორბლეს და ფილტრი დაუსველეს.
– საწოვარა ან საწუწნი კაკა ხომ არ გგონიათ, ასე რომ და-
ლორწეთ?! – უთხრა გაგულისებულმა.
მისი გაგულისება კარგად ახსოვდათ. ამუს გაგულისებაც.
ისიც ახსოვდათ, ერთხელ რომ აბურთავებდნენ მშობლები
აქეთ-იქით – ამუსაგან ბაბასკენ, ისევ ამუსკენ და ისევ ბაბას-
კენ. ამუ ესტას იგერიებდა და ქმარს ეუბნებოდა, აჰა, ეს ერთი
მაინც დაიტოვე, მე ორივეს ვერ მოვუვლიო. მოგვიანებით,
როცა ესტა ამ ამბავს ახსენებდა ამუს და ეკითხებოდა, ეგ რაღა
იყოო, ამუ გულში იკრავდა, ეფერებოდა და ეუბნებოდა, თავი-
დან ამოიგდე მაგ სისულელეებზე ფიქრიო.
მამის ერთადერთი ფოტო ჰქონდათ ნანახი (ამუმ შეახედა
ერთხელ, სულ ცოტა ხნით). იმ სურათზე მამას თეთრი პერანგი

125 მკითხველთა ლიგა


ეცვა, სათვალე ეკეთა და საერთოდ – ძალიან სიმპათიურსა და
წესიერ კრიკეტის მოთამაშეს ჰგავდა. ერთი ხელით მხარზე შე-
მოსმული ესტა ეჭირა. ესტა კმაყოფილი იღიმებოდა, ნიკაპით
მამის თავს ჩამოყრდნობილი; მეორე ხელით კი რაჰელი აეტა-
ტებინა. რაჰელი კოპებშეკრული და უკმაყოფილო ჩანდა, თო-
თო ფეხებით იწიხლებოდა. ვიღაცას ბავშვების შავტუხა ლოყე-
ბი ვარდისფერი საღებავით დაეფერა.
ამუმ თქვა, მხოლოდ იმ ერთხელ აგიყვანათ ხელში, ფო-
ტოსთვისო, და მაშინაც ისეთი გალეშილი იყო, გული მისკდე-
ბოდა, ხელი არ გაეშვა თქვენთვის ან არ წაქცეულიყოო. მეც
იქვე ვიდექი, მოფარებულში, და მზად ვიყავი, მარცხის შემ-
თხვევაში ხელი შშემეშველებინა თქვენთვისო. და მაინც, ის
დაფერილი ლოყები რომ არა, ესტა და რაჰელი ფიქრობდნენ,
რომ მშვენიერი ფოტო გამოვიდა.
– ახლავე შეწყვიტე! – ისე უკივლა ამუმ რაჰელს, რომ მურ-
ლიდჰარანი, რომელსაც თავისი ნიშანსვეტი მიეტოვებინა და,
დაინტერესებული, მათ ,,პლიმუთს’’ შიგნით შესაჭყეტად მიახ-
ლოებოდა, შიშისგან შეხტა, უკან-უკან წავიდა და ხელის ტაკ-
ვები უმწეოდ გაასავსავა.
– რა? – იკითხა რაჰელმა, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ ამუ
ფურთხის ბუშტს გულისხმობდა, – ბოდიში!
– ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა, –
აღნიშნა ესტამ.
– კარგი ერთი, გეყოფა რა! – თქვა ჩაკომ, – ახლა ისიც შენ
უნდა მიუთითო, საკუთარ ფურთხს რა უყონ?!
– შენ ვინ გეკითხება? – მოუჭრა ამუმ.
– მაგ ფურთხის დანახვაზე ცუდი რამეები ახსენდება, –
ბრძნული გამომეტყველებით აუხსნა ესტამ ბიძას.
რაჰელმა მზის სათვალე ისევ გაიკეთა.
სამყარო მაშინვე შეიღება ბრაზისფრად.

126 მკითხველთა ლიგა


– ეგ სულელური სათვალეც ახლავე მოიხსენი! – უბრძანა
ამუმ.
რაჰელმა მაშინვე მოიძრო სულელური სათვალე.
– ნამდვილი ფაშისტივით ექცევი ამ საცოდავ ბავშვებს, –
უთხრა ჩაკომ, – ღმერთი არა გწამს? ბოლოს და ბოლოს, მა-
თაც ხომ აქვთ საკუთარი უფლებები?
– ღვთის სახელს უაზროდ ნუ ახსენებ, – ჩაუდგა ციცქნა-კო-
ჩამამ.
– უაზროდ არც ვახსენებ, ძალიანაც აზრიანად და სასიკე-
თოდ ვახსენე!
– ახლა ბავშვების ,,დიდი მესიის’’ როლის თამაშს მაინც ნუ
წამოიწყებ! – უთხრა ამუმ, – საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თით-
საც არ გაანძრევ მათი გულისათვის. და, სხვათა შორის, ალ-
ბათ არც ჩემთვის.
– უნდა გავანძრიო? – ჰკითხა ჩაკომ, – ეგეც ჩემი მოვა-
ლეობა და თავში სახლელია?
ჩაკომ უთხრა, შენ და შენი შვილები ისედაც წისქვილის ქვე-
ბივით მყავხართ კისერზე ბაწრით გამობმულებიო.
რაჰელს ფეხების უკანა მხარე ოფლმა დაუნამა. ,,პლიმუ-
თის’’ დერმატინგადაკრულ სავარძელზე მყარად ვეღარ იჯდა,
აქეთ-იქით დასრიალებდა. მას და ესტას ცოტა რამ უკვე გაეგე-
ბოდათ ამ ყელზე გამობმული ქვებისა. ბაუნტის აჯანყების წყა-
ლობით, იცოდნენ, რომ ზღვაში დახოცილ ადამიანებს თეთრ
ზეწრებში ახვევდნენ და ზღვაში ყრიდნენ კისერზე გამობმული
ლოდით, რომ გვამებს წყლის ზედაპირზე არ ეტივტივათ. ესტას
უკვირდა, ნეტა წინასწარ რა იციან, რამდენი ლოდი დასჭირ-
დებათ გზაშიო.
ესტამ თავი მუხლებში ჩარგო.
და დაყენებული საგარეო ქოჩორი გაიფუჭა.

127 მკითხველთა ლიგა


შორიდან მომავალი მატარებლის დგანდგარმა ნელ-ნელა
გამოჟონა ბაყაყებით დალაქავებულ გზატკეცილზე. ლიანდა-
გის ორსავე მხარეს ამოზრდილმა იამსის ფოთლებმა ერთსუ-
ლოვნად დაიწყეს თავის კანტური თანხმობის ნიშნად: დიახ-
დიახ-დიახ-დიახ-დიახ.
თავგადახოტრილმა პილიგრიმებმა ,,ბინა-მოლში’’ მორი-
გი ბჰაჯანი დასცხეს.
– ამ ოხერ ინდუსებს საერთოდ არა აქვთ პირადულისა და
იდუმალის შეგრძნება, – ზიზღით ჩაილაპარაკა ღვთისმოსავ-
მა ციცქნა-კოჩამამ.
– და კიდევ რქიანები და კანქერცლიანები არიან, – უკბი-
ნა ჩაკომ, – ისიც მსმენია, რომ მათი შვილები კვერცხებიდან
იჩეკებიან.
რაჰელს შუბლზე ორი პატარა კოპი აჯდა. ესტამ უთხრა,
მანდ რქები ამოგეზრდებაო. ორი თუ არა, ერთი მაინცო, რად-
გან ნახევრად ინდუსი ხარო. რაჰელმა ვერ მოისაზრა, რომ
ეკითხა, საკუთარ რქებზე რას იტყვიო. იმიტომ, რომ რაც რაჰე-
ლი იყო და რაც მას ჰქონდა, ის ხომ ესტაც იქნებოდა და მასაც
აუცილებლად ექნებოდა.
მატარებელი ხმაურით შემოგრიალდა და თან შავი კვამ-
ლის სქელი ღრუბელი შემოიტანა. სულ ოცდათორმეტი ვაგო-
ნისა და შუალედებში შეჭეჭყილი, ჩაფხუტის ფორმის ვარცხნი-
ლობის მქონე ახალგაზრდებისაგან შედგებოდა. ისინი ქვეყ-
ნიერების დასალიერში მიემგზავრებოდნენ, რომ ენახათ, რა
ბედი ეწიათ იმ დასალიერს მიღმა დარჩენილებს. დასალიერის
კიდესთან მისულები კისრებს ზედმეტად თუ წაიგრძელებდნენ,
თვითონაც გადაიჩეხებოდნენ, თავქვე გადაეშვებოდნენ შავ-
ბნელ უფსკრულში და ის დაყენებული ვარცხნილობები აეწე-
წებოდათ.

128 მკითხველთა ლიგა


მატარებელმა წამისუმალ, იმდენად სწრაფად გაიელვა,
რომ გაუგებარი გახდა, ამ წამიერი გაელვებისათვის ამდენ
ხანს ცდა რა საჭირო იყო. იამსის ფოთლები ვერა და ვერ მო-
დიოდნენ გონს, ისევ განაგრძობდნენ გულწრფელი, ერთსუ-
ლოვანი და უპირობო თანხმობის ნიშნად დაუსრულებელ თა-
ვის კანტურს.
ნახშირის ჭვარტლის თხელი და გამჭვირვალე ფენა დაბინ-
ძურებული კურთხევასავით დაეშვა ზეცით და აბლაბუდასავით
მოედო უძრავ ტრანსპორტს.
ჩაკომ ძრავა აამუშავა. ციცქნა-კოჩამამ გადაწყვიტა, სიტუ-
აცია მხიარულებით განემუხტა და სიმღერა წამოიწყო:

ჰოლში საათი ჩამოჰკრავს რიდით,


ტაძრის ზარები ატეხენ გუგუნს,
ბავშვის ოთახში ხისთავა ჩიტი
მალე დაგვძახებს სარკმლიდან...

ესტას და რაჰელს გადახედა, რომლებსაც გუგუს-ო, უნდა


ეთქვათ.
მაგრამ არ თქვეს.
ფანჯრებიდან მგზავრობის სიომ დაუბერა. ფანჯრებს მიღმა
ხეები და ელექტროსადენების ბოძები მიქროდნენ. მავთულებ-
ზე შემოსკუპებული უძრავი ჩიტები აეროპორტის კონვეიერზე
შემოლაგებული, უპატრონოდ დარჩენილი ბარგივით მისრია-
ლებდნენ უკან-უკან.
დღის ცას გამოკიდებული, უფერული მთვარე მანქანას
მხარდამხარ მიჰყვებოდა. ისეთი დიდი და მოფლაშული იყო,
როგორიც ლუდზე შემჯდარი ლოთის ღიპი.

129 მკითხველთა ლიგა


3

დიდი კაცი - ლალტაინი,

პატარა კაცი - მომბატი

სიბინძურეს ისეთი იერიში მიეტანა მთელ აიემენემის სახ-


ლზე, შუა საუკუნეების ლაშქარი რომ მიიტანდა ხოლმე ალყა-
ში მოქცეულ მტრის ციხესიმაგრეზე – ყველა შესაძლო ხვრე-
ლიდან შემომძვრალიყო და ფანჯრის რაფებსაც კი მოჰბღაუ-
ჭებოდა.
ფერის დასაყენებელ ჩაიდნებს მუმლი შესეოდა. ცარიელი
ლარნაკები მწერების ძმათა სასაფლაოდ ქცეულიყო.
იატაკები, ზედ გადაადგილებისას, ფეხს იკრავდნენ. ერთ
დროს თეთრ კედლებზე, ალაგ-ალაგ, რუხი ჯანღი ჩამოწოლი-
ლიყო. კარ-ფანჯრის თითბრის ანჯამები და სახელურები და-
ლექილ ცხიმს გაეპოხა და გვარიანად ჩაემუქებინა. იშვიათად
გამოყენებული შტეფსელების ნახვრეტები რაღაც უბედურე-
ბით იყო ჩაოხრებული. ნათურებსაც ზეთოვანი ბისტი გადაჰ-
კვროდა. მთელ სახლში მხოლოდ იმ უზარმაზარ ტარაკანებს
გაუდიოდათ ბრჭყვიალი, აქეთ-იქით ენერგიულად რომ დარ-
ბოდნენ გადასაღებ მოედანს შესეული გადამღები ჯგუფის გა-
დაპრანჭული წევრებივით.
ციცქნა-კოჩამა კარგა ხანია ვეღარ ამჩნევდა ასეთ რამეებს.
კოჩუ-მარია კი ყველაფერს ამჩნევდა, მაგრამ ფეხებზე ეკიდა.
ციცქნა-კოჩამას საყვარელი შეზლონგის ჩამპალი ტყავის
ნაკეცები და ნაპრალები არაქისის დამტვრეული ნაჭუჭებით
იყო ამოვსებული.
ტელევიზიით თავსმოხვეული დემოკრატიის ერთ-ერთი გა-
უცნობიერებელი გამოვლინებისას, ქალბატონი და მისი პი-
რისფარეში ბრმად ყოფდნენ ხელს საზიარო ჯამში და ერთად

130 მკითხველთა ლიგა


მიირთმევდნენ არაქისს. პირისფარეში გამალებით იყრიდა
პირში სასუსნავს, ქალბატონი კი – გრაციოზულად და ფრთხი-
ლად.
პროგრამაში საუკეთესო დონაჰიუსაგან სტუდიაში თავშეყ-
რილ აუდიტორიას ტელესიუჟეტის ნაწყვეტს უჩვენებდნენ, რო-
მელშიც შავკანიანი ქუჩის მუსიკოსი სადღაც, ცისარტყელას
თავზე-ს მღეროდა მეტროს სადგურში. ისე გულწრფელად მღე-
როდა, იფიქრებდით, მართლაც სჯერა ნამღერი სიტყვებისო.
ციცქნა-კოჩამა ხმას აყოლებდა. მისი ჩვეულებრივ წვრილი და
მთრთოლარე ხმა არაქისს საგრძნობლად დაებოხებინა. თან
სიხარულით იღიმებოდა, სიტყვები მხსომებიაო. კოჩუ-მარიამ
ისე გახედა, როგორც გიჟს და ბევრად მეტი არაქისი ამოიღო
მუჭით, ვიდრე ერგებოდა. როცა მომღერალი მაღალ ბგერას
იღებდა (მარცვალ ღაც-ზე, სიტყვაში სადღაც), თავს უკან აგ-
დებდა და მისი ვარდისფერი სასა მთელ ეკრანს შთანთქავდა.
მისი ძონძები გაფიქრებინებდათ, როკვარსკვლავიაო, მაგრამ
უკბილო პირი და ავადმყოფური სახის კანი აშკარად მეტყვე-
ლებდა მის სასოწარკვეთილებასა და ხელმოცარულობაზე.
სადგურში მატარებელი რომ შემოგრიალდებოდა, ან იქიდან
გაგრიალდებოდა, რაც საკმაოდ ხშირად ხდებოდა, იძულებუ-
ლი იყო, სიმღერა შეეწყვიტა.
მერე სტუდიაში შუქი აინთო და დონაჰიუმ აუდიტორიას თა-
ვად ის კაცი წარუდგინა, რომელმაც დათქმულ მომენტში ზუს-
ტად იმ ადგილიდან განაგრძო სიმღერის ცოცხლად შესრულე-
ბა, საიდანაც ფირზე (მატარებლის გამო) შეწყვიტა – სიმღერის
საოცარი სიზუსტით დაგეგმილი და განხორციელებული ტრი-
უმფი მიწისქვეშა ტრანსპორტზე!
მომღერალს კვლავ მოუწია სიმღერის შეწყვეტა, როცა
ფილ დონაჰიუმ ცალი ხელი მხარზე მოხვია და უთხრა: – გმად-
ლობთ! დიდი, დიდი მადლობა!

131 მკითხველთა ლიგა


ცხადია, ფილ დონაჰიუსაგან წამოსული შეწყვეტინება სულ
სხვა იყო, ვიდრე მატარებლის გრიხინის გამო სიმღერის შეწ-
ყვეტა. ეს უკვე სასიამოვნო და საპატიო რამაც კი გახლდათ.
აუდიტორიამ თანაგრძნობის გამომხატველი ტაში დასცხო.
ქუჩის მუსიკოსი პრაიმ-თაიმის ბედნიერებით სახეგაბად-
რული იდგა. მისმა ხელმოცარულობამ, დროებით, უკანა
პლანზე გადაინაცვლა. დონაჰიუს შოუში გამოსვლა ჩემი ყვე-
ლაზე დიდი ოცნება იყოო, თქვა მან და ვერ გაიაზრა, რომ იმ
წუთიდან ეს ერთადერთი დიდი ოცნებაც აღარ გააჩნდა.
არსებობს დიდი ოცნებები და პატარა ოცნებები. ,,დიდი კა-
ცი ლალტაინ საჰიბი, პატარა კაცი მომბატი’’, იტყოდა ხოლმე
ადამიანურ ოცნებებზე ბებერი ბიჰარელი კული, რომელსაც
მუდმივად, წლიდან წლამდე ხედავდა რკინიგზის სადგურის ბა-
ქანზე
სკოლიდან ექსკურსიაზე მიმავალი ესტა. დიდი კაცი – ჩი-
რაღდანი. პატარა კაცი – ჭრაქი.
დიდ კაცს – პროჟექტორები. პატარა კაცს – სადგურის ბა-
ქანიო, უთუოდ ესეც უნდა დაეყოლებინა.
მასწავლებლები ევაჭრებოდნენ იმ საცოდავს, ვიდრე
მხრებზე აჩოჩხილი ბარგით მათ უკან მიჩანჩალებდა კიდევ
უფრო გაღუნული ისედაც გაღუნული ფეხებით. დაუნდობელი
სკოლის ბიჭები მის გაღუნულ ფეხებსა და სიარულის მანერას
დასცინოდნენ. ,,ფრჩხილებში ჩასმული ყვერებიც’’ კი შეარ-
ქვეს.
სულ მთლად მცირეს კი – ვარიკოზული ვენებიო, – ალბათ
ამის თქმაც ავიწყდებოდა შინისკენ იმ თანხის ნახევრით მიმა-
ვალს, რომელიც მოითხოვა, რაც მისი რეალურად დამსახურე-
ბული თანხის ალბათ მეათედსაც არ შეადგენდა.

132 მკითხველთა ლიგა


წვიმამ გადაიღო. რუხი ცა შეიჭმუხნა და მოთელილი ღრუბ-
ლები უგერგილოდ დატენილ ლეიბში მიმოფანტულ ბამბის
კორძებს დაემსგავსნენ.
სამზარეულოს კარში ესტაფენი გამოჩნდა, მთლად გალუმ-
პული (და უფრო ბრძნული გამომეტყველებით, ვიდრე სინამ-
დვილეში ეკუთვნოდა). მის უკან მაღალი ბალახი ბრჭყვიალებ-
და. გვერდით ლეკვი ედგა. წვიმის წვეთები დეფორმირებული,
ჩაჟანგებული კარნიზიდან რიგრიგობით მოსრიალებდნენ
საანგარიშოს მავთულებზე აცმული მბზინავი ქვებივით. ციც-
ქნა-კოჩამა წამით მოსწყდა ტელევიზორს.
– ა, ბატონო, მობრძანდა! – ისე თქვა, ხმის დაწევა არც
უფიქრია, – ახლა ნახე, სიტყვას არ იტყვის, ისე დაადებს თავს
პირდაპირ თავისი ოთახისაკენ... აგერ შენ და აგერ მე!
ლეკვმა გადაწყვიტა, დროს ვიხელთებ და ესტას ფეხდაფეხ
შევყვებიო, მაგრამ კოჩუ-მარიამ იატაკს ხელი დასცხო და დას-
ჩხავლა:
– აბა, აბა! პოდა პატი! 24
ჰოდა, ლეკვმაც იფიქრა, ზედმეტი თავის ტკივილი რა ჯან-
დაბად მინდაო და დამორჩილდა. ეტყობა, ცუდი გამოცდილე-
ბა ჰქონდა.
– უყურე, უყურე, – არ ცხრებოდა ციცქნა-კოჩამა, – ახლა
პირდაპირ ოთახში შევა და ტანსაცმელს გაირეცხავს... ეგ ხომ
სისუფთავეზეა შეშლილი! თან კრინტსაც არ დაძრავს!
გამოცდილი ბაზიერივით იქცეოდა, ბალახში მიმალულ
ცხოველზე რომ მიუთითებს და მისი ზნე-ჩვეულებების ზედმი-
წევნითი ცოდნით ტრაბახობს.
ესტას სველი თმა ალაგ-ალაგ, კონა-კონა ჰქონდა მიტყეპე-
ბული თავზე, წუმპეში ჩავარდნილი თაიგულებივით. იმ კონებს
შორის თეთრი კანი უელავდა და სახესა და მხრებზე წვიმის

24
მოუსვი აქედან (მალაიალ.)!

133 მკითხველთა ლიგა


წყალი პატარა ნაკადულებად ჩამოსდიოდა. თავისი ოთახისა-
კენ გაემართა. ციცქნა-კოჩამას თავზე გამარჯვების შარავანდი
აუკიაფდა.
– რა გითხარი! – თქვა მან.
კოჩუ-მარიამ ხელსაყრელი მომენტი ხელიდან არ გაუშვა
და მაშინვე გადართო არხი, რომ წამით მაინც დამტკბარიყო
იდეალური სხეულების ცქერით.
რაჰელი ესტას იმ ოთახში შეჰყვა, რომელიც ერთ დროს
ამუს ოთახი იყო.

ოთახი გულდაგულ მალავდა ესტას ყველა საიდუმლოს.


არაფერს ამჟღავნებდა. კრინტსაც არ ძრავდა აწეწილ-დაწეწი-
ლი საწოლით, ან გახდილი და იქვე მიყრილი ფეხსაცმლით ან
თუნდაც სკამის ზურგზე მიფენილი სველი პირსახოცით. ნახევ-
რამდე წაკითხული წიგნიც კი არსად იდო. ოთახი საავადმყო-
ფოს იმ პალატას ჰგავდა, ახლახან რომ დაალაგა სანიტარმა.
იატაკი პრიალებდა, კედლები ქათქათებდა, ფეხსაცმელები
მწყობრად ეწყო, სანაგვე ყუთი კი ახლად დაცლილი იდგა.
ოთახის ავადმყოფური სისუფთავე ესტას შერჩენილი ნე-
ბისყოფის ერთადერთი დამამტკიცებელი საბუთი გახლდათ;
ერთადერთი უმნიშვნელო მაჩვენებელი იმისა, რომ ჯერ კიდევ
ბოლომდე არ დაჰკარგვოდა სიცოცხლის სურვილი; იმის ჩურ-
ჩულით ნათქვამი დასტური, რომ ჯერ კიდევ არ კმაყოფილდე-
ბოდა მხოლოდ სხვების ნაწყალობევი ლუკმით. ფანჯრის ახ-
ლოს, კედელთან, საუთოებელი დაფა მიედგა, ზედ შემოდგმუ-
ლი უთოთი და დაკეცილი, დასაუთოებლად გამზადებული გა-
რეცხილი ტანსაცმლის გროვით.
სიჩუმე ისე გამოკიდებულიყო ჰაერში, როგორც საიდუმ-
ლოდ შენახული დარდი.

134 მკითხველთა ლიგა


ჭერზე მიმაგრებული ვენტილატორის ფრთებზე მტევნები-
ვით ჩამოეკონწიალებინა ,,მარად დაუვიწყარი’’ ბავშვობის-
დროინდელი სათამაშოების საზარელი აჩრდილები: კატა-
პულტა; ავსტრალიური ავიაკომპანიის სუვენირი კოალა (მის
მიტენის ნაჩუქარი), რომელსაც ღილის თვალები მოფამფალე-
ბოდა; პოლიციელის სიგარეტით ამომწვარი გასაბერი იხვის
ჭუჭული; ორი პასტის კალამი, შიგნით ჩადგმული ჩუმი ქუჩის
გამოსახულებითა და ზედ წინ და უკან მოსრიალე წითელი
ლონდონური ავტობუსებით.
ესტამ ონკანი მოუშვა და წყალმა დგაფუნი ატეხა ქვეშ შედ-
გმულ პლასტმასის ტაშტში. მერე გაჩახჩახებულ სააბაზანოში
შევიდა და გახდა დაიწყო. წვალებით გამოითავისუფლა ფეხე-
ბი წვიმის წყლით გაჟღენთილი, დამძიმებული და გაჯიუტებუ-
ლი ლურჯი ჯინსის ტოტებიდან. მერე გადაჯვარედინებული,
გლუვი, გამხდარი და დაკუნთული ხელები გადაიტარა თავზე
და გაჭყლეტილი ხენდროსფერი მაისურიც გაიხადა. კართან
მისული დის ფეხის ხმა არ გაუგონია.
რაჰელმა დაინახა, როგორ შეისუნთქა მუცელი და როგორ
გამობერა მკერდი, როცა ცდილობდა, თაფლისფერ კანზე მიკ-
რული მაისურის ტანიდან მოშორებას. სახე, კისერი და ლავი-
წებს შორის მოქცეული სამკუთხა ღრმული უფრო მუქი მო-
უჩანდა, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები. მკლავებიც ორფერი
ჰქონდა – უფრო ბაცი იმ ადგილებში, სადამდეც მაისურის მოკ-
ლე სახელოები უწვდებოდა. ყავისფერი კაცი თაფლისფერ სა-
მოსში. შოკოლადი, შიგნით გარეული ყავით. მკვეთრი ყვრი-
მალები და თვალის დაქანებული ჭრილები. მეთევზე, ოკეანის
საიდუმლოებებით დამძიმებული თვალებით, თეთრი კაფე-
ლით მოპირკეთებულ სააბაზანოში.

135 მკითხველთა ლიგა


ნეტა რაჰელი თუ დაინახა? ნეტა მართლა ხომ არ გააფრი-
ნა? ნეტა საერთოდ იცოდა, რომ რაჰელი ჩამოვიდა?
მათ ერთმანეთის თანდასწრებით გაშიშვლებისა არას-
დროს რცხვენოდათ. მაგრამ მაშინ, როცა ერთად ცხოვრობ-
დნენ, პატარები იყვნენ. ახლა კი უკვე დიდები გამხდარიყვნენ.
საკმაოდ ასაკოვნები სირცხვილის შეგრძნებისათვის.
რაღაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა გამოკიდებულ ასაკ-
ში შესულები.
რა სასაცილო სიტყვაა ეს ასაკოვნებიო, გაიფიქრა რაჰელ-
მა და გონებაში გაიმეორა: ასაკოვნები.

სააბაზანოს კართან მდგომი რაჰელი, ვიწრო მენჯებით


(,,მაგას აუცილებლად საკეისრო კვეთა დასჭირდებაო’’, უთ-
ხრა მის ქმარს ერთმა მთვრალმა გინეკოლოგმა, რომელთან
ერთადაც საწვავის რიგში მოუწიათ დგომა). გახუნებული მა-
ისურის გულისპირზე გამოსახულ რუკაზე მიხატული ხვლიკით.
გრძელი, გრუზა შავი თმით, ოდნავ ჟღალი რომ გადაჰკრავდა
და წელამდე სწვდებოდა. ზოგჯერ ერთ ნესტოზე აბრჭყვიალე-
ბული ციცქნა ბრილიანტით. ზოგჯერაც – არა. მაჯაზე ნარინ-
ჯისფერ ზოლად აელვარებული გველისთავებიანი სამაჯურით
– ორი, ერთმანეთთან მოჩურჩულე პატარა გველით. დედის
გადადნობილი საქორწინო ბეჭდით. ხელზე ნაზი ღინღლით,
რომელიც ოდნავ არბილებდა მისი თხელი მკლავის მკვეთრ
ხაზებს.
ერთი შეხედვით იფიქრებდი, დედამისის ნამდვილი ასლია-
ო – ისეთივე ყვრიმალებით, ისეთივე საყვარელი ფოსოებით
მომღიმარ სახეზე. მაგრამ დედაზე მაღალი იყო, მასზე ცოტა
უხეში და გაჩხიკინებული; შესაძლოა, ნაკლებად მიმზიდვე-
ლიც მათთვის, ვისაც ხორციანი და ნაზი ქალები მოსწონდა.

136 მკითხველთა ლიგა


მაგრამ თვალები შეუდარებლად ლამაზი ჰქონდა. დიდი, ნათე-
ლი. მათში ჩაძირვა შეიძლებაო, თავისთვის აღნიშნა ერთხელ
ლარი მაკ-კასლინმა და მერე საკუთარმა გამოცდილებამ და-
არწმუნა, რომ არ შემცდარა.

რაჰელი ძმის შიშველ სხეულს აკვირდებოდა და ცდილობ-


და, ამ სხეულში საკუთარი ნაკვთები შეეცნო. მისი მუხლების
ფორმაში. ტერფის მოყვანილობაში. მხრების დაქანებაში.
მხრისა და წინამხრის ბმაში მოხრილ იდაყვთან. აპრეხილ ფე-
ხის თითებში. იმ სიმეტრიულ ღრმულებში, ნაქანდაკარი დუნ-
დულების თავზე რომ აჯდა. ქლიავივით მკვრივი დუნდულების.
მამაკაცებს დუნდულები არასდროს უბერდებათ. სასკოლო
ზურგჩანთისა არ იყოს, ეს დუნდულებიც ყოველთვის ბავშვო-
ბას გაგონებენ. მკლავზე აცრის ორი ნაკვალევი მონეტებივით
უბზინავდა. რაჰელს იგივე დაღები ბარძაყზე ჰქონდა.
გოგოებს ყოველთვის ბარძაყზე ცრიანო, ამბობდა ამუ.
რაჰელი ესტას იმ ინტერესით შეჰყურებდა, დედა რომ შეჰ-
ყურებს თავის დასაბანად გაშიშვლებულ შვილს; და რომ შეჰ-
ყურებს ძმას; ქალი – მამაკაცს; ტყუპისცალი – ტყუპისცალს.
ყველა ისარი ერთდროულად გაეტყორცნა.
ესტა მისთვის გაშიშვლებული, შემთხვევითი, უცნობი მამა-
კაცი იყო. და ისიც იყო, ვისაც გაჩენამდეც იცნობდა, ვინც სვე-
ლი გზა გაუკვალა დედის საშოდან.
საპირისპირო პოლუსები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს
იზიდავდნენ, და რომელთა ასე განზიდვა, უერთმანეთოდ არ-
სებობა, საერთოდ წარმოუდგენელი იყო.
ესტას ყურის ბიბილოზე წვიმის წვეთი ეკიდა, მსხვილი, ელ-
ვარე, ვერცხლისწყლის მძიმე წვეთის მაგვარი. რაჰელმა ხელი
იმ წვეთისაკენ გაიწოდა, შეეხო და მოაცილა.

137 მკითხველთა ლიგა


ესტას მისთვის არ შეუხედავს. კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირა
სიჩუმესა და გარინდებაში. იფიქრებდი, მის სხეულს საკუთარი
შეგრძნებების (გამონასკვულის, ოვალურისა და დაკეცილის)
სადღაც მიჩქმალვის, მათი კანის ზედაპირისათვის მოშორები-
სა და ღრმად, საიდუმლოდ, მიუწვდომელ ადგილებში შენახ-
ვის უნარი გამოუმუშავებიაო.
სიჩუმემ კაბის კალთა ფრთხილად აიკრიფა და სპაიდერმე-
ნივით ფეხაკრეფით და მარჯვედ აუყვა სააბაზანოს კედელს.
ესტამ სველი ტანსაცმელი ვარცლში ჩაყარა და ლურჯი, და-
ბალი ხარისხის საპნით დაუწყო რეცხვა.

138 მკითხველთა ლიგა


4

კინოთეატრი აბჰილაში

,,აბჰილაში’’ იმით იყო ქებული, რომ მთელ კერალის შტატ-


ში პირველი კინოთეატრი გახლდათ, რომელსაც ,,სინემასკო-
პის’’ სისტემით 70-მილიმეტრიან კინოფირზე გადაღებული,
ფართოეკრანიანი ფილმების დემონსტრირება შეეძლო. ამ გა-
რემოების ხაზგასასმელად, შენობის ქვითკირით ნაგები ფასა-
დი საკუთარი, ჩაზნექილი ეკრანის მოყვანილობას იმეორებ-
და. შენობის თავზე, ნეონით განათებული ქვითკირის
ასოებით, ორ ენაზე, ინგლისურად და მალაიალამზე გამოეყ-
ვანათ კინოთეატრი აბჰილაში.
კინოთეატრის ტუალეტებს ,,ქალთა’’ და ,,მამაკაცთა’’ ეწე-
რა. ქალთა ამუსთვის, რაჰელისა და ციცქნა-კოჩამასთვის იყო,
მამაკაცთა კი – მხოლოდ ესტასთვის, რადგანაც ჩაკო ,,ზღვის
დედოფალში’’ წავიდა დაჯავშნილი ოთახების შესამოწმებ-
ლად.
– შენით მოახერხებ? – ჰკითხა დაეჭვებულმა ამუმ ესტას.
ესტამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
წითელი პლასტიკის კარიდან, რომელიც მერე თავისით,
ნელა და მძიმედ იხურებოდა, რაჰელი ამუსა და ციცქნა-კოჩა-
მას ქალთაში შეჰყვა. შიგნით შესვლამდე მოტრიალდა და ხე-
ლი დაუქნია პრიალა კვადრატული ფილებით მოგებული პასა-
ჟით მისგან გამოყოფილ, ეულად დარჩენილ, ბეჟ ჭვინტიან
ფეხსაცმელში გამოწყობილ (და სავარცხლით შეიარაღებულ)
ესტას, რომელიც მარმარილოთი მოპირკეთებულ ბინძურ მო-
საცდელში იდგა, უჟმური სარკეების გაფაციცებული მზერის
პირისპირ, და იცდიდა, ვიდრე მისი და თვალს მიეფარებოდა
წითელ კარს მიღმა. მერე შებრუნდა და მშვიდად შევიდა მამა-
კაცთაში.

139 მკითხველთა ლიგა


ქალთაში ამუმ რაჰელს უთხრა, უნიტაზზე ნუ დაჯდები, ისე
მოისაქმეო. ადრეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საჯარო ტუ-
ალეტის უნიტაზები ისეთივე ბინძურია, როგორიც ფულიო –
ვინ იცის, ვინ აღარ შეხებია: კეთროვნები, ყასბები, ავტომექა-
ნიკოსებიო (და რით აღარ არის ჩაბინძურებული: ჩირქით, სის-
ხლით და მანქანის ტაოტითო).
ერთხელ, საყასბოში, სადაც კოჩუ-მარიას წაჰყვა, რაჰელმა
შენიშნა, რომ ხურდად დაბრუნებული ხუთი რუპიის კუპიურას
წითელი ხორცის ნამცეცი ჰქონდა აკრული. კოჩუ-მარიამ ის
ნამცეცი ცერა თითით გადაბერტყა, მაგრამ სისხლის წითელი
ლაქა მაინც დარჩა. მერე ის ხუთი რუპია ბიუსტჰალტერში ჩა-
იკუჭა. სისხლიანი ფული, ხორცის სუნით.
რაჰელი ძალიან პატარა იყო და თვითონ ვერ მოახერხებდა
უნიტაზზე დაუჯდომლად წონასწორობის დაცვას. ამიტომ ამუმ
და ციცქნა-კოჩამამ მუხლებში ამოსდეს ხელები და ისე გადაა-
ყენეს. მისი ,,ბატას’’ სანდლებში გამოწყობილი, დათვის ბე-
ლის თათებივით მოღრეცილი პაწია ტერფები უსიცოცხლოდ
ეკიდა ჰაერში. სწრაფი აფრენა ნიფხავჩახდილ პოზიციაში!...
თავიდან არაფერი გამოუვიდა. ჰოდა, დედასა და ციცქნა პაპი-
დას შეკითხვით აღსავსე თვალებით (ახლა რაღას იტყვით?) ეშ-
მაკურად გახედა.
– მიდი, მიდი, – უთხრა ამუმ, – ფსსსს...
ფსსსს – პატარა საქმის ხმები. მმმმმმ – მუსიკის ჰანგები.
რაჰელმა ჩაიხითხითა. ამუმაც ჩაიხითხითა. ციცქნა-კოჩა-
მამაც ჩაიხითხითა.
ჩხრიალი რომ ატყდა, რაჰელს ჰაერში პოზიცია შეუცვა-
ლეს. თავად რაჰელი უდრტვინველად განაგრძობდა ჩხრი-
ალს. როცა მოისაქმა, ამუმ ტუალეტის ქაღალდით გამოხოცა.
– ახლა ვისი ჯერია, ჩემი თუ შენი? – ჰკითხა ციცქნა-კოჩა-
მამ ამუს.

140 მკითხველთა ლიგა


– რა მნიშვნელობა აქვს? – უპასუხა ამუმ, – ჯერ შენ იყავი
და მერე მე ვიქნები, თუ გინდა.
რაჰელმა პაპიდას ხელჩანთა ჩამოართვა. ციცქნა-კოჩამამ
დაჭმუჭნილ-მოთელილი სარი წამოიხადა. რაჰელი გაშტერე-
ბული მიაჩერდა მის უკიდეგანო, უფორმო ფეხებს (რამდენიმე
წლის მერე, სკოლაში, ისტორიის გაკვეთილზე, როცა ამოი-
კითხავენ: იმპერატორ ბაბურს ხორბლის ფქვილივით უფერუ-
ლი სახე და რუმბივით დასივებული ფეხები ჰქონდაო, რაჰელს
თვალწინ სწორედ ეს სურათი გაუელვებს – საჯარო საპირფა-
რეშოს უნიტაზზე ზორბა კრუხივით გადამჯდარი ციცქნა-კოჩა-
მა ცისფერი, დაკორძებული ვენებით დასერილი სქელი ფეხე-
ბით, ჩასუქებული, ფოსოებიანი მუხლებითა და ბანჯგვლებით.
და მისი საცოდავი, მოცუცქნული ტერფები, ამხელა სიმძიმეს
რომ დაათრევდნენ!). ციცქნა-კოჩამა მხოლოდ წამის მეოთხე-
დით შეყოვნდა და მერე ენერგიულად შეუდგა საქმეს წინისკენ
წაგდებული თავით, სულელური ღიმილით, იატაკამდე ჩამოწ-
ლაწული ძუძუებით – ბლუზაში ჩატენილი ორი ნესვით – და
შიშველი, აბზეკილი უკანალით. როდესაც ჯერ წანწკარისა და
მერე თქრიალის ხმა გაისმა, ციცქნა-კოჩამამ ამ ხმას თვალე-
ბით მიაყურადა. ვიწრო ხეობაში მომწყვდეული, მოთქრიალე
ყვითელი მდინარის ტალღების დგაფუნი!..
რაჰელს ეს ყველაფერი ძალიან ახალისებდა – ხელჩანთის
ჭერა და ყველას ყველას თვალწინ მოსაქმება, როგორც მე-
გობრებმა იციან ხოლმე. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორი
ძვირფასი იყო ეს შეგრძნება. მეგობრობა. ისინი – რაჰელი,
ამუ და ციცქნაკოჩამა – ასე ერთად და მეგობრულად აღარა-
სოდეს იქნებოდნენ.
ციცქნა- კოჩამამ საქმე რომ მოითავა, რაჰელმა საათს და-
ხედა და უთხრა:
– აუუუ, რამდენი დრო დაგჭირდა! უკვე ორს ათი აკლია.

141 მკითხველთა ლიგა


ლალები, ლალები, (გაიფიქრა რაჰელმა),
ტუალეტში ქალები,
თევზისკუდა ალები.25

,,ალები’’ ვიღაცის სახელი ეგონა. ალები კურიენი. ალები-


კუტი. ალები-მოლი. ალებიკოჩამა.
ალებიკუტი, ვერგიზი და კურიაკოზი – სამი თავქერტლიანი
დედმამიშვილი.
ამუმ ჩუმად მოისაქმა, ჩურჩულით, უნიტაზის კედელზე და-
მიზნებით, რომ ჩხრიალის ხმა არ გამოსულიყო. თვალებიდან
პაპაჩისეული სიავე გაქრობოდა და ისევ ამუს თვალები დაებ-
რუნებინა. ლოყებზე ღიმილის ფოსოებიც გასჩენოდა და საერ-
თოდ აღარ ბრაზობდა. აღარც ველუტას გამო და აღარც ფურ-
თხის ბუშტების გამო.
ეს კარგის ნიშანი იყო.
კაცთაში ესტას დამოუკიდებლად უნდა მოესაქმებინა სიგა-
რეტის ნამწვებითა და ნაფტალინის ბურთულებით სავსე პისუ-
არში. უნიტაზში მოსაქმება მარცხის ტოლფასი იქნებოდა, პი-
სუარში მოსასაქმებლად კი სიმაღლე არ ჰყოფნიდა. რამეზე
აუცილებლად უნდა შემდგარიყო. იმ რამის ძებნა დაიწყო და
ტუალეტის კუთხეში მიაგნო კიდეც: ტურტლიან ცოცხს; ხილის
წვენის ბოთლს, რომელიც ნახევრად სავსე იყო რაღაც რძის-
მაგვარი სითხით, შიგნით მოტივტივე შავი ნამცეცებით; კიდევ
დაშლის პირას მისულ იატაკის ჯოხსა და ორ დაჟანგებულ, ცა-
რიელ კონსერვის ქილას. შესაძლოა, ის ქილები ადრე მათი
,,სამოთხის მწნილების’’ კონსერვები ყოფილიყო, ან ანანასის
კომპოტების, ანდა სულაც ტკბილ სიროფში ჩაწყობილი ანანა-

25
ინგლისური საბავშვო ლექსის სახეცვლილი ვარიანტი

142 მკითხველთა ლიგა


სის მრგვალი ფირფიტების. ესტამ, რომელიც შერცხვენას ბე-
ბიას ნაწარმმა გადაარჩინა, მარტოკამ, სრულიად დამოუკი-
დებლად დააწყო დაჟანგებული, ცარიელი კონსერვის ქილები
პისუარის წინ, მერე ზედ ფეხით შედგა, თითოზე თითოთი, და
ფრთხილად, ყოველგვარი ბორძიკის გარეშე, აკურატულად
მოფსა პისუარში. ნამდვილი მამაკაცივით. ნესტიანი სიგარე-
ტის ნამწვები მთლად დასველდნენ და მორევად დაბზრიალ-
დნენ. ვერაფრით ვეღარ მოუკიდებდი ვერც ერთს. საქმე რომ
მოითავა, კონსერვის ქილები სარკიან პირსაბანთან გადადგა.
ხელები დაიბანა და თმა დაისველა. მერე მთლად დაპატარა-
ვებულმა ამუს მეტისმეტად დიდი სავარცხლის ფონზე, თმა ჯერ
უკან გადაივარცხნა, მერე წინ გადმოივარცხნა, ბოლოები აიპ-
რიხა და ისევ დაიყენა საგარეო, ელვისის ქოჩორი. მერე სა-
ვარცხელი ჯიბეში ჩაიდო, კონსერვის ქილებიდან ჩამოვიდა,
ისევ სითხიან ბოთლთან, ცოცხსა და იატაკის ჯოხთან დააწყო
და, ბოლოს, მდაბლად დაუკრა თავი მთელ იმ პატიოსან თავ-
ყრილობას – ქილებს, ბოთლს, ცოცხსა და დაშლის პირას მი-
სულ იატაკის ჯოხს.
– თავის დაკვრა, – თქვა მან და გაეღიმა, რადგანაც, როცა
სულ მთლად პატარა იყო, ეგონა, რომ თავის დაკვრისას ეს
სიტყვებიც უნდა წარმოეთქვა, რომ ნამდვილი თავის დაკვრა
გამოსულიყო, – თავის დაკვრა, ესტა! – უკარნახებდნენ ხოლ-
მე უფროსები და ესტაც თავს უკრავდა და ამბობდა, ,,თავის
დაკვრა’’, ჰოდა, ყველა ერთმანეთს გადახედავდა და სიცი-
ლით კვდებოდა, მას კი ვერ გაეგო, რა აცინებდათ.
აჩხაბაჩხაკბილებიანი ესტა, მარტო დარჩენილი და დამოუ-
კიდებლად მომქმედი.
ტუალეტიდან გამოვიდა და დედას, დასა და პაპიდას და-
ელოდა. ისინიც რომ გამოვიდნენ, ამუმ ჰკითხა:
– აბა, ესტაფენ, როგორ არის საქმე?

143 მკითხველთა ლიგა


– კარგად, – უთხრა ესტამ და თავი ოდნავ დაუქნია, რომ
ქოჩორი ისევ არ წახდენოდა.
კარგად? კი, კარგად. ესტამ სავარცხელი დედის ჩანთაში
დააბრუნა. ამუს უცებ საოცარი სინაზის გრძნობა შემოაწვა თა-
ვისი თავშეკავებული, ჭვინტიან ბეჟ ფეხსაცმელში გამოწყობი-
ლი პატარა ვაჟკაცის მიმართ, რომელმაც პირველი დამოუკი-
დებელი საუფროსო დავალება პირნათლად შეასრულა, ჰოდა,
თავზე ალერსიანი ხელი გადაუსვა და ქოჩორი გაუფუჭა.
ელემენტებზე მომუშავე ლითონის სანათით შეიარაღებულ-
მა კინოს თანამშრომელმა გამოაცხადა, სეანსი უკვე დაიწყო
და იჩქარეთო. გაქუცული წითელი ხალიჩით მოგებულ წითელ
კიბეზე სირბილით უნდა ასულიყვნენ. წითელი ნაპურჭყებით
დალაქავებულ წითელ საფეხურებზე, წითელ კუთხეში. სანა-
თიანმა თანამშრომელმა მარცხენა ხელით მუნდუ აიკრიფა,
ლაჯებში ამოიდო და წინისკენ გავარდა. ბანჯგვლიან ფეხებზე
ჭურვებივით მაგარი და მრგვალი კუნთები დაეძაბა და გა-
უცოცხლდა. სანათი მარჯვენა ხელში ეჭირა და გონება კიდევ
უფრო წინ უსწრებდა.
– კაი ხანია, დაიწყო, – აღნიშნა მან.
მოკლედ, დასაწყისი გამოტოვეს. ანუ ვეღარ ნახეს, როგორ
ნელ-ნელა აიხადა ნაოჭებიანი ხავერდის ფარდა ყვითელი,
მტევნებივით შეზრდილი ნათურების სინათლის ფონზე და,
ალბათ, სპილუკა მოდის აკომპანიმენტით, ჰატარიდან, ან ეგებ
სულაც პოლკოვნიკი ბოგის მარშის თანხლებით.
ამუს ესტას ხელი ეჭირა, კიბეზე ძლივძლივობით, ქოშინით
მიმავალ ციცქნა-კოჩამას კი – რაჰელის. ნესვების სიმძიმით
წელში გამწყდარი ციცქნა-კოჩამა საკუთარ თავს არ უტყდებო-
და, რომ ერთი სული ჰქონდა, ფილმი ენახა; თავს ირწმუნებდა,

144 მკითხველთა ლიგა


აქ ბავშვების ხათრით მოვედიო. გონებაში სულ მისხალ-მის-
ხალ ანგარიშობდა ხოლმე, ,,რა გავაკეთე სხვებისთვის’’ და
,,რა არ გააკეთეს სხვებმა ჩემთვის’’.
ყველაზე მეტად ფილმის დასაწყისში გადაღებული მონას-
ტრის სცენები უყვარდა და იმედოვნებდა, რომ ის სცენები არ
გამოტოვეს. ესტასა და რაჰელს ხშირად უხსნიდა, ადამიანებს,
ჩვეულებრივ, ის მოსწონთ, რასთანაც თავს აიგივებენო. რაჰე-
ლი საკუთარ თავს კაპიტან ფონ ტრაპის როლის შემსრულე-
ბელ კრისტოფერ პლამერთან აიგივებდა, ჩაკოს კი მასთან გა-
იგივება სულაც არ უნდოდა და ,,კაპიტან ფონ ტრაკს’’ ეძახდა.
რაჰელი საბელზე გამობმული აცეტებული კოღოსავით
იყო. აქეთ-იქით ფრენია და უწონო. ორი საფეხური ზემოთ,
ორიც – ქვემოთ და ერთი ისევ ზემოთ. წითელი კიბის ხუთი
მარში აიფრინა, ვიდრე ციცქნა-კოჩამა ერთს დასძლევდა.

პოპაი მქვია, ვარ მეზღვაური, სკუპ-სკუპ


უკან არ ვიხევ, არ ვარ ჯაბანი. სკუპ- სკუპ
კარი შევაღე მარჯვე თაურით
და მოვადინე იქვე ტყაპანი. სკუპ
პოპაი მქვია, ვარ მეზღვაური... სკუპ-სკუპ...

ორი ზემოთ, ორი ქვემოთ, ერთიც ზემოთ, სკუპ და სკუპ.


– რაჰელ, შენ, ეტყობა, ჭკუა მაინც ვერ ისწავლე, დასკვნა
ვერ გამოიტანე! – უთხრა ამუმ. დასკვნა კი ასეთი იყო: ზედმეტი
აცეტება ტირილით მთავრდება – ტყაპტყუპ!

,,პრინცესას იარუსის’’ ფოიეში შევიდნენ. იმ დახლს ჩაუ-


არეს, სადაც გამაგრილებელი ფორთოხლის წვენი იყიდებო-
და. და კიდევ ლიმონის წვენი. ფორთოხლისა მეტისმეტად
ფორთოხლისა იყო, ლიმონისა მეტისმეტად ლიმონის, შოკო-
ლადი კი მეტისმეტად დამდნარი.

145 მკითხველთა ლიგა


სანათიანმა ,,პრინცესას იარუსის’’ მძიმე კარი გამოაღო და
ისინი მარაოების შრიალიან და არაქისის კნატაკნუტიან სიბნე-
ლეში შეუშვა, სადაც ნასუნთქი ჰაერისა და თმის გასაპოხი ზე-
თის მძიმე სუნი იდგა. და კიდევ ძველი ხალიჩების. მოკლედ,
მუსიკის ჰანგების ის ჯადოსნური სურნელი ტრიალებდა, რო-
მელიც რაჰელს ახსოვდა და ეძვირფასებოდა. სუნი, ისევე რო-
გორც მელოდია, დიდხანს ინახავს კონკრეტულ მოგონებებს.
რაჰელმა მძიმე ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ის სუნი გულდა-
გულ შეინახა სამომავლოდ.
ბილეთები ესტას ებარა, პატარა მეზღვაურ პოპაის, რომე-
ლიც ჯაბანი არ იყო.
სანათიანმა ვარდისფერ ბილეთებს დაანათა. რიგი J. ადგი-
ლები 17, 18, 19, 20 – ესტა, ამუ, რაჰელი და ციცქნა-კოჩამა.
გზა უკმაყოფილო მაყურებლებს შორის გაიკვლიეს, რომლე-
ბიც, მათი გატარებისას, ან მარჯვნივ ხრიდნენ ფეხებს, ან –
მარცხნივ. დასაკეცი სკამები იყო. ციცქნა-კოჩამას რაჰელის
სკამი იქამდე ეჭირა, ვიდრე ბავშვი დაჯდებოდა. მაგრამ რაჰე-
ლი მსუბუქი იყო, ჰოდა, სკამი სენდვიჩივით მოიკეცა და რაჰე-
ლი შიგთავსივით მოიყოლა. მოკლედ, ფილმს მუხლებზე ჩა-
მოდებული თავით უყურა. ორი გაჩხიკინებული მუხლი ზედ წა-
მომდგარი გრუზა თმის შადრევნით. უფრო დინჯმა და გონიერ-
მა ესტამ დროზე იაზრა და სკამის კიდეზე ჩამოჯდა.
უზარმაზარი ეკრანის ცარიელ, უკადრო კიდეებზე მარაო-
ების ჩრდილები ირეკლებოდა.
მერე კი, მშვიდობით, პატარა სანათო. გაუმარჯოს საერთა-
შორისო მასშტაბის ჰიტს!
ეკლესიის ზარების წკრიალა და სევდიანი გადაძახილის
ფონზე, კამერა ავსტრიის ლაჟვარდოვან (,,პლიმუთისფერ’’)
ზეცაში აიჭრა.

146 მკითხველთა ლიგა


შორს, ქვემოთ, დედამიწაზე, მონასტრის ეზოში, უზარმაზარ
ლოდებზე მზის სხივები აკიაფდა. მონაზვნებმა ეზო ნელი ტემ-
პით გადაკვეთეს (აი, ისე, სიგარა ნელ-ნელა რომ იწვის ხოლ-
მე). დადუმებულებმა დინჯად მოიყარეს თავი იმ დედა იღუმე-
ნიას გარშემო, რომელიც მათ წერილებს არასდროს კითხუ-
ლობდა. დედა იღუმენია ისე იზიდავდა მათ, როგორც პურის
ნატეხი ჭიანჭველებს. პატარა სიგარეტები სამეფო სიგარის
ირგვლივ. არც ბანჯგვლები ჰქონდათ ფეხებზე და არც ნესვები
ეწყოთ ბლუზებში. სუნთქვა კი პიტნიანი საღეჭი რეზინის სიგ-
რილით გაეჯერებინათ. ისინი რაღაცას ჩიოდნენ დედა იღუმე-
ნიასთან. ტკბილხმოვანი ჩივილით უჩიოდნენ ჯული ენდრიუსს,
რომელიც ჯერ კიდევ მთის ფერდობზე იყო და მღეროდა: მთა-
ბარს აცოცხლებს მუსიკის ჰანგი, და, ცხადია, ისევ აგვიანებდა
დილის მესაზე.

ხეებზე ძვრება, მუხლებს იკაწრავს,

სიმღერ-სიმღერით აბეზღებდნენ მონაზვნები.

სულ დაიფლითა კაბა მესერზე;


აქეთ რომ მოდის, გზადაგზა ცეკვავს
და აგვიანებს დილის მესებზე...

დარბაზში მაყურებლებმა უკან ყურება დაიწყეს, – სუუუ! –


სისინებდნენ უკმაყოფილოდ, – სუუუ! სუუუ!

...თავსაბურავის ქვეშ, რომ იცოდეთ,


თმასაც კი იხვევს და იხუჭუჭებს –
სულ მთლად იკიდებს წესებს ფეხებზე!

147 მკითხველთა ლიგა


ერთი ხმა ეკრანიდან კი არა, აშკარად დარბაზიდან მოდი-
ოდა. მკვეთრი და ხალასი ხმა იყო, მარაოების შრიალისა და
არაქისის კნატაკნუტით აღსავსე სიბნელიდან წამოსული. ერ-
თი მონაზონი ეკრანიდან დარბაზში გადმომხტარიყო. დარბაზ-
ში თავებმა ბოთლის თავსახურებივით დაიწყეს ტრიალი, თმი-
ანი კეფები სახეებად გადაიქცნენ, ზედ ულვაშებითა და ავად
მოსისინე, ზვიგენისმაგვარი პირებით, ერთიერთმანეთზე მიჯ-
რით მიწყობილი კბილების მჭიდრო რიგებით.
– სუუუ! – იმეორებდნენ პირები ერთხმად.
ის დარბაზიდან მომძახებელი მონაზონი ესტა აღმოჩნდა.
ქოჩორა მონაზონი. ელვისპელვის-მონაზონი, რომელიც თავს
ვერ იკავებდა და მღეროდა.
აქედან გაიყვანეთო, მოითხოვა დარბაზმა, როცა მიხვდა,
ვინ მღეროდა.
მოკეტე ან გაეთრიე. გაეთრიე ან მოკეტე!.. აუდიტორია დი-
დი კაცი იყო, ესტა კი პატარა კაცი, ბილეთებით.
– ესტა, ხმა გაიკმინდე, თუ ღმერთი გწამს! – მრისხანედ
წასჩურჩულა ამუმ.
ესტამ ხმა გაიკმინდა. ულვაშები და პირები შებრუნდნენ.
მაგრამ მალე, სრულიად მოულოდნელად, სიმღერა კვლავ გა-
ნახლდა და ესტა ვერაფერს გახდა.
– ამუ, შეიძლება, რომ დარბაზიდან გავიდე და იქ ვიმღერო?
– თქვა მან (სანამ ამუ წაუთაქებდა), – სიმღერა რომ მორჩება,
უკან შემოვალ.
– იცოდე, ამის მერე ფეხს აღარ გამოადგამ ჩემთან ერთად!
– დაემუქრა ამუ, – ყველას თავი მოგვჭერი!
მაგრამ ესტა თავს ვერ მოერია, ადგა და გასასვლელისაკენ
გაემართა გაგულისებული ამუს გავლით; მუხლებზე თავჩამო-
დებული და ეკრანისაკენ გაფაციცებით მომზირალი რაჰელის

148 მკითხველთა ლიგა


გავლით; ციცქნა-კოჩამასა და იმ მაყურებლის გავლით, რო-
მელსაც ისევ უნდა გადაეწია ფეხები – ვისმარცხნივდავისმარ-
ჯვნივ. კარის თავზე წითლად ანთებული წარწერა ამბობდა, გა-
სასვლელიო, ჰოდა, ესტაც გავიდა.
ფოიეში ფორთოხლის წვენი ელოდებოდა. ლიმონის წვენი
ელოდებოდა. დამდნარი შოკოლადი ელოდებოდა. ჭყეტელა
ლურჯი ფერის დერმატინგადაკრული, მანქანიდან ამოღებუ-
ლი სავარძლების რიგი ელოდებოდა. და კიდევ პოსტერები,
წარწერებით მალე ეკრანებზე!
პატარა, ეული ესტა ეულად მოკალათდა კინოთეატრ აბჰი-
ლაშის ,,პრინცესას იარუსის’’ ფოიეში მდგომ ლურჯ, დერმა-
ტინგადაკრულ სავარძელში და მონაზვნის წკრიალა, წყარო-
სავით ანკარა ხმით ამღერდა.

როგორ ვასწავლოთ წესთმორჩილება,


მისმა ბუნებამ თუ არ ინება?

ანტრაქტის მოლოდინში დახლს მიღმა მდგომ სკამებზე


მძინარე წვენების გამყიდველ კაცს გამოეღვიძა. წირპლიანი
თვალებით დალანდა ფოიეში ეულად მჯდომი, ჭვინტიან ბეჟ
ფეხსაცმელში გამოწყობილი და ქოჩორაწეწილი პატარა ესტა.
კაცმა დახლის მარმარილოს ზედაპირის ბინძური ჩვრით წმენ-
და დაიწყო. თან იცდიდა. იცდიდა და წმენდდა. წმენდდა და იც-
დიდა. და მომღერალ ესტას მისჩერებოდა.

რა მოვუხერხოთ ამ თავქარიანს?
რითი ვუწამლოთ ამ ჩვენს მარი-ააას?

149 მკითხველთა ლიგა


– ეი, ედა ჩერუკა!26 – გასძახა ლიმონფორთოხლის წვენე-
ბის გამყიდველმა ძილისაგან ჩახრინწული ხმით, – რა ჯანდა-
ბას აკეთებ მანდა?

მთვარის სხივს მუჭში როგორ მოიქცევ?

მღეროდა ესტა.
– ეეე, ბიჭი-მეთქი! – ისევ გასძახა ლიმონფორთოხლის
წვენების გამყიდველმა, – ვერ გაიგონე, რა გითხარი? ახლა
ჩემი დასვენების დროა, ცოტა უნდა წავუძინო, სანამ მუშაობა
დამეწყება. ჰოდა, ეგ შენი ინგლისური სიმღერები რა ჩემ ფე-
ხებად მინდა? ახლავე მოკეტე, თორემ მე ვიცი შენი! მისი მაჯის
ოქროს საათი ხელის ბანჯგვლებში იყო ჩაკარგული, ოქროს
ძეწკვი კი – მკერდის ბანჯგვლებში. ტერილინის თეთრი პერან-
გი ღიპის ბორცვამდე ჰქონდა გაღეღილი. მოკლედ, სამკაულე-
ბით მორთულ გაავებულ დათვს ჰგავდა. მის ზურგს უკან, კე-
დელზე, სარკეები იყო ჩამონტაჟებული. სასმლისა და სასუსნა-
ვის მყიდველ კლიენტებს იმ სარკეებში ქოჩრის გასწორება და
თმის სამაგრის გადაადგილება შეეძლოთ. ის სარკეები პირ-
დაპირ ესტას უყურებდნენ.
– ახლა ავიღებ და წერილობით საჩივარს შეგიდგენ, – უთ-
ხრა გამყიდველმა, – როგორი ამბავია, ა? გინდა ეგ წერილო-
ბითი საჩივარი?
ესტამ სიმღერა შეწყვიტა და წამოდგა, რომ დარბაზში შებ-
რუნებულიყო.
– ხომ გამაღვიძე? გამაღვიძეეეე... დასვენება არ მაცალე.
შემაწუხე! – განაგრძო ლიმონფორთოხლის წვენების გამყიდ-
ველმა, – ჰოდა, ახლა კეთილი ინებე და რამე მაინც იყიდე,
რომ საქმე გამოასწორო.

26
ეი, ბიჭუნავ (მალაიალ.) !

150 მკითხველთა ლიგა


გაუპარსავი იყო და საზიზღარი ღაბაბი ეკიდა. მისი პიანი-
ნოს ჩაყვითლებული
კლავიშებივით კბილები პირდაპირ თვალებში უყურებდნენ
პატარა ელვის-პელვისს.
– დიდი მადლობა, მაგრამ ვერ ვიყიდი, – თავაზიანად მი-
უგო ელვისმა. ჩემები მელოდებიან და თან ჯიბის ფულიც გამი-
თავდა.
– ჯიბიფული არა, ისა კიდევ! ამას უყურე, ერთი! ჯერ ინგლი-
სურ სიმღერებს მღეროდა, ახლა კიდევ ეს ჯიბიფული!.. სადან
ხარ, მთვარეზე ცხოვრობ?
ესტა შებრუნდა და წასვლა დააპირა.
– საით? – მკაცრად უთხრა ლიმონფორთოხლის წვენების
კაცმა, – ერთი წუთით, – დააყოლა უფრო რბილად, – მგონია,
რაღაც გკითხე.
ის ყვითელი კბილები ანდამატივით ჰქონდა. ესტას უყურებ-
დნენ, უღიმოდნენ, მღეროდნენ, მოძრაობდნენ და სუნიც კი
უდიოდათ. მოკლედ, აჰიპნოზებდნენ.
– საიდან ხარ-მეთქი, ხომ გკითხე? – განაგრძო კაცმა ვერა-
გული ქსელის ხლართვა.
– აიემენემიდან, – მიუგო ესტამ, – აიემენემში ვცხოვრობ.
ბებიაჩემი იქაური ,,სამოთხის მწნილებისა და კომპოტების’’
მფლობელია... პასიური პარტნიორი.
– მაშ, პასიურია, არა? და მისი აქტიური პარტნიორი რას უშ-
ვრება? – ჰკითხა წვენების გამყიდველმა ბინძური ქირქილით,
– ვერ მიმიხვდი, მაგრამ არა უშავს.
– მოდი, მოდი, პირს ჩაგატკბარუნებინებ, უფასოდ, და თან
ბებიაშენზე მომიყევი. ყვითელი კლავიშაკბილებით დაჰიპნო-
ზებული ესტა მისკენ გაემართა.

151 მკითხველთა ლიგა


– აქეთ შემოდი, დახლს უკან, – განაგრძო ლიმონფორ-
თოხლის წვენების გამყიდველმა და ჩურჩულზე გადავიდა: –
ეს ამბავი საიდუმლოდ უნდა შევინახოთ, რადგანაც წვენების
ანტრაქტამდე გაცემა აკრძალულია, კანონდარღვევაა.
– სასამართლო არ აგვცდება, – დაუმატა ცოტა ხნის შემ-
დეგ.
ესტა დახლს იქით შევიდა ცივი სასმელით პირის ჩასატკბა-
რუნებლად. იქ ის სამი ერთმანეთზე მიდგმული სკამი დახვდა,
რომელზეც ლიმონფორთოხლის წვენების გამყიდველი იძი-
ნებდა ხოლმე. სკამები ჯდომისა და წოლისაგან მთლად გადაპ-
რიალებულიყო.
– ახლა, ჩემო კარგო, ამას თუ დამიჭერ, – უთხრა კაცმა და
ესტას თეთრი მუსლინის გამჭვირვალე თეძოს სახვევით დაფა-
რული პენისი მიაჩეჩა, – მე წვენს დაგისხამ. მითხარი, რომე-
ლი გესიამოვნება, ლიმონის თუ ფორთოხლის?
ესტამაც დაუჭირა, სხვა რა გზა ჰქონდა.
– ლიმონის, ფორთოხლის, თუ ლიმონფორთოხლის? –
ისევ იკითხა მეწვენემ.
– ლიმონის, თუ შეიძლება, – თავაზიანად მიუგო ესტამ.
ცივი ბოთლი და საწრუპავი ჩხირი მიიღო. ჰოდა, ახლა ერთ
ხელში ის ბოთლი ეჭირა და მეორეში – პენისი. მაგარი, გავარ-
ვარებული, დაძარღვული. მოკლედ, მთვარის სხივს სულ არ
ჰგავდა.
ლიმონფორთოხლის წვენების გამყიდვლის ხელი ესტას
ხელს წაეფარა. ცერზე ქალივით ჰქონდა ფრჩხილი წაზრდი-
ლი. მისმა ხელმა ესტას ხელს მიმართულება მისცა და ზემოთ-
ქვემოთ აამოძრავა. ჯერ ნელა, მერე კი სწრაფად.
ლიმონის წვენი ცივი და ტკბილი იყო. პენისი კი ცხელი და
მაგარი.
პიანინოს კლავიშები – გაფაციცებულები.

152 მკითხველთა ლიგა


– მაშ, ბებიაშენი ფაბრიკის მეპატრონეა? – თქვა ლიმონ-
ფორთოხლის წვენების გამყიდველმა, – და რას აწარმოებს?
– ბევრ რამეებს, – უპასუხა საწრუპავჩხირიანი პირით ეს-
ტამ ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს, – ჯემებს, მწნილებს, მუ-
რაბებს, ანანასის ფირფიტებს, კარის ფხვნილს...
– მაგარია, – უთხრა ლიმონფორთოხლის წვენების გამ-
ყიდველმა, – ძალიან მაგარი!
ესტას ხელზე მაგრად მოუჭირა. ხელისგული გაოფლიანე-
ბული ჰქონდა და კიდევ უფრო აჩქარებული.

აბა, ჩემო ჩანჩალაო,


იმოძრავე ჩქარ-ჩქარაო.
ჩქარსაც უნდა აჩქარება,
არ გახდეს მაჩანჩალაო!..

ლიმონის მოტკბო სიმჟავე დეფორმირებული საწრუპავით


(ნერწყვისგან მთლად დამბალი და შიშისგან ლამის გადაკვნე-
ტილი რომ იყო) ამოდიოდა და ნელ-ნელა უვსებდა ესტას
პირს. ვიდრე ერთ ხელს გამალებით ამოძრავებდა, იმ საწრუ-
პავში ძალაუნებურად ჩაბერა და ბოთლში ბუშტები აათუხთუხა
– იმ სასმელის წებოვანი, მოტკბო-მომჟავო ბუშტები, რომელ-
საც ვეღარ სვამდა – და თან ცდილობდა, გონებაში ბებიამისის
ფაბრიკის ასორტიმენტი დაეჯგუფებინა.
მწნილები ჯემები მურაბები
მანგოს ფორთოხალის ბანანის
მწვანე წიწაკის ყურძნის ხილის ასორტის
მწარე გოგრის ანანასის გრეიპფრუტის
ნივრის მანგოს
დამარილებული ლაიმის

153 მკითხველთა ლიგა


მერე გაბურძგნილი სიფათი დაიმანჭა და ესტას ხელი დაუს-
ველდა, გაუთბა და წებოვანი გაუხდა. კვერცხის ცილით დაეს-
ვარა. თეთრი ცილა იყო, თოხლო კვერცხის.
ლიმონის წვენი ცივი და ტკბილი იყო. პენისი – დამცხრალი
და ტყავის ცარიელი საფულესავით მოფლაშული. მეწვენემ ეს-
ტას ხელი თავისი ბინძური ჩვრით გაუწმინდა.
– აბა, ახლა დროზე დალიე ეგ შენი წვენი, – უთხრა კაცმა
ესტას და უკანალზე ალერსიანად მოუცაცუნა. ვიწრო შარვალ-
ში ლამაზად გამობზეკილი მკვრივი ქლიავები და ჭვინტიანი
ბეჟი ფეხსაცმელი,... – დაულეველს ნუ დატოვებ. ხომ ხედავ,
ირგვლივ რამდენი ღატაკია, ლუკმა-პური და სასმელი ენატ-
რებათ. შენ ბედნიერი ბიჭუნა ხარ, ჯიბიფულით და ბებიას ფაბ-
რიკით, რომელიც შენ დაგრჩება. გამჩენის მადლიერი უნდა
იყო, სადარდებელი რომ არაფერი გაქვს... ჰოდა, მიდი, მიდი,
ახლა, დაუჩქარე.
აი, ასეთნაირად გასინჯა ესტაფენ იაკომ კინოთეატრ ,,აბჰი-
ლაშის’’ (,,სინემასკოპის’’ სისტემით 70-მილიმეტრიან კინო-
ფირზე გადაღებული, ფართოეკრანიანი ფილმების სადემონ-
სტრაციო პირველი კინოთეატრის) ,,პრინცესას იარუსის’’
ფოიეში თავისი პირველი, უფასო, ლიმონისგემოიანი შიში. მე-
ტისმეტად ლიმონისგემოიანი. მეტისმეტად ცივი. მეტისმეტად
ტკბილი. იმ წვენის გაზი ნესტოებს უსუსხავდა. მალე მეორე
ბოთლსაც მიაჩეჩებდნენ (უფასოს, გაზგაცლილს), მაგრამ ეს
ჯერ არ იცოდა. გაწებილი ხელი განზე ჰქონდა გაწეული.
ის ხელი არაფრისთვის არ უნდა ეხლო.
ბოთლი რომ გამოცალა, ლიმონფორთოხლის წვენების
გამყიდველმა უთხრა: – გაათავე? ყოჩაღ!
მერე ცარიელი ბოთლი და მოთელილი ჩხირი ჩამოართვა
და მუსიკის ჰანგებთან მიაბრუნა.

154 მკითხველთა ლიგა


თმისზეთიან სიბნელეში დაბრუნებულ ესტას ის ხელი
ფრთხილად მიჰქონდა (განზე გაწვდილი და ხელისგულამობ-
რუნებული, თითქოს წარმოსახვითი ფორთოხალი ედო მუჭ-
ში). მაყურებლებს ჩაუარა (ვისმარჯვნივდავისმარცხნივ გა-
დახრილი ფეხებით), ციცქნა-კოჩამას ჩაუარა, რაჰელს ჩაუარა
(კვლავინდებურად ორად მოკეცილს) და ამუს ჩაუარა (კვლა-
ვინდებურად გაბრაზებულს). მერე თავის სკამზე დაჯდა, კვლა-
ვინდებურად განზე გაწვდილი ხელით, რომელშიც გაწებილი
ფორთოხალი ეჭირა.
ეკრანზე კი კაპიტანი ფონ ტრაპ-ტრაკი მოჩანდა. კრისტო-
ფერ პლამერი. ამპარტავანი. უემოციო. პირის ვიწრო ნაპრა-
ლით. ფოლადის სასტვენის გამბურღავი ხმა. კაპიტანი შვიდი
ბავშვით. სუფთა ბავშვებით, პიტნიანი საღეჭი რეზინის პაკეტე-
ბივით სურნელოვნებით. ის ბავშვები უყვარდა, მაგრამ თავი
ისე ეჭირა, თითქოს არ უყვარდა. მას ჯული ენდრიუსიც უყვარ-
და. ჯულისაც უყვარდა და ორივეს უყვარდა ბავშვები და იმ ბავ-
შვებსაც ორივე უყვარდათ. ყველას უყვარდა ერთმანეთი. სუფ-
თა, ქათქათა პირისახიანი ბავშვები იყვნენ და რბილ, გერმით
დატენილ ლეიბებზე ეძინათ.
მათ სახლს ტბა და ბაღები ჰქონდა. სახლში განიერი კიბე,
თეთრი კარ-ფანჯარა და ყვავილებიანი ფარდები იყო.
სუფთა, ქათქათა პირისახიან ბავშვებს ჭექა-ქუხილის ეში-
ნოდათ. იმათაც, რომლებიც უკვე პატარები აღარ იყვნენ. შე-
შინებული ბავშვები რომ დაემშვიდებინა, ჯული ენდრიუსმა
ყველა თავის ქათქათა საწოლში შეიწვინა და წკრიალა სიმღე-
რა უმღერა თავის საყვარელ რამეებზე. ბევრი რამ მიყვარსო,
ეუბნებოდა:
1) ქათქათა კაბებში გამოწყობილი გოგონები, ლურჯი ატ-
ლასის ფართო ქამრებითო.

155 მკითხველთა ლიგა


2) გარეული ბატები, მთვარისკენ რომ მიფრინავენ გაშლი-
ლი ფრთებითო.
3) გაპრიალებული სპილენძის ჩაიდნებიო.
4) კარის ზარები და მარხილის ზანზალაკები და შნიცელი
ატრიითო.
5) და ა. შ.
ჰოდა, დიზიგოტურ ტყუპებს, რომლებიც კინოთეატრ ,,აბჰი-
ლაშის’’ დარბაზში ისხდნენ, ათასი კითხვა აღეძრათ გონებაში,
რომლებსაც პასუხები სჭირდებოდა:
ა) კაპიტანი ფონ ტრაპ-ტრაკი ნეტა ფეხს აცანცარებდა თუ
არა?
არა, არ აცანცარებდა.
ბ) ფურთხის ბუშტებს თუ უშვებდა პირიდან? უშვებდა?
ცხადია, არ უშვებდა.
გ) ჭიხვინებდა?
არ ჭიხვინებდა.
ეჰ, კაპიტანო ფონ ტრაპ, კაპიტანო ფონ ტრაპ! ნეტა იმ პატა-
რა ბიჭს თუ შეიყვარებდით, რომელიც მუჭში გაწებილი ფორ-
თოხლით ზის სუნებით გაჯერებულ დარბაზში?
იმ პატარას ეს-ესაა ხელში ლიმონფორთოხლის წვენების
გამყიდვლის სუ-სუ ეჭირა... ჰოდა, მიუხედავად ამისა, მაინც
შეიყვარებდით?
და მის ტყუპისცალ დაიკოს? მუხლებზე ჩამოყრდნობილი,
,,ტოკიოს სიყვარულით’’ დამაგრებული შადრევნით რომ ზის
ორად მოკეცილი? მასაც შეიყვარებდით?
კაპიტან ფონ ტრაპს, თავის მხრივ, შემხვედრი კითხვები და-
ებადა:
1) ბავშვებს სუფთა და ქათქათა პირისახე აქვთ?
არა. (აი, სოფი-მოლს კი აქვს)
2) ფურთხის ბუშტებს უშვებენ?

156 მკითხველთა ლიგა


კი. (აი, სოფი-მოლი კი არ უშვებს)
3) ფეხებს კანცელარიის წვრილი მოხელეებივით აცანცა-
რებენ?
დიახ. (აი, სოფი-მოლი კი არ აცანცარებს)
4) ხელში თუ სჭერიათ ორივეს, ან რომელიმე მათგანს მა-
ინც, უცხო ადამიანის სუ-სუ?
ააა...კი... (სოფი-მოლს კი – არა)
– მაშინ, ვწუხვარ, მაგრამ გამორიცხულია, – თქვა კაპიტან-
მა ფონ ტრაპ-ტრაკმა. მათ შეყვარებას ვერ შევძლებ. მათი ბაბა
ვერ გავხდები. სრულიად გამორიცხულია!
მოკლედ, ვერ შეძლო.
ესტამ თავი მუხლებში ჩარგო.
– რა გჭირს? – ჰკითხა ამუმ, – თუ ისევ ატყდები ახლა, პირ-
დაპირ სახლში გაგაქანებ! წელში გაიმართე და ეკრანს უყურე!
რისთვის მოვედით?

დროზე დალიე ეგ შენი წვენი.


ეკრანს უყურე.
ღატაკები გაიხსენე.
ბედნიერი, მდიდარი ბიჭი, ჯიბიფულიანი, უდარდელი.

ესტა წელში გაიმართა და ეკრანს მიაჩერდა. მუცელი გაებე-


რა. რაღაც ბლანტე, მომწვანოდხავსიანი, დამყაყებული, უძი-
რო და ძირსქელი მოაწვა ყელში.
– ამუ, – გასძახა დედას.
– ახლა რაღა ჯანდაბა გეტაკა? – გაბრაზებულმა რაღამ
მკაცრად ჩაუსისინა ყურთან.
– გული მერევა.
– უბრალოდ გულისრევის გრძნობა გაქვს, თუ უნდა გაღე-
ბინოს? – შეშფოთდა ამუ.
– არ ვიცი.

157 მკითხველთა ლიგა


– წამო, გავიდეთ. ეგებ ამოიღო... და მაშინვე მოგეშვება, –
უთხრა ბოლოს.
– კარგი, – დაეთანხმა ესტა.
კარგი? კარგი.
– საით გაგიწევიათ? – დაინტერესდა ციცქნა-კოჩამა.
– ესტამ კუჭი უნდა გაითავისუფლოს.
– სად მიდიხართ? – იკითხა რაჰელმა.
– გული მერევა, – უპასუხა ესტამ.
– შეიძლება, რომ მეც წამოვიდე და ვუყურო?
– არა, – მოუჭრა ამუმ.
ისევ მაყურებელს ჩაუარეს (ფეხებს ვინმარჯვნივდავინმარ-
ცხნივ ხრიდა). ჯერ იყო და, სამღერლად, ახლა კი სარწყევად.
გასასვლელისკენ წავიდნენ და გარეთაც გავიდნენ. მარმარი-
ლოთი მოპირკეთებულ ფოიეში, დარბაზის კარს მიღმა, ლი-
მონფორთოხლის წვენების გამყიდველი კანფეტს მიირთმევ-
და. ყბა სიტკბოთი ჰქონდა გამოტენილი და ზემოთ-ქვემოთ და-
უდიოდა. ისეთ რბილ, წუწნია და ბუყბუყა ხმებს გამოსცემდა,
პირსაბანიდან გამდინარე წყალმა რომ იცის. დახლზე კანფე-
ტის მწვანე შესაფუთი ქაღალდი ეგდო, წარწერით ,,პარი’’. ამ
კაცს უფლება ჰქონდა, კანფეტები უფასოდ ეჭამა. რამდენიმე
დაბინდული კონტეინერი სხვადასხვანაირი კანფეტით ჰქონდა
სავსე. მარმარილოს დახლს თავისი ბინძური ჩვრით წმენდდა,
ბანჯგვლიან-საათიანი ხელით. ელვარე ქალი რომ დაინახა,
მბზინავი მხრებით და პატარა ბიჭით, სახეზე ჩრდილმა გადა-
ურბინა. მერე იმ ქალს თავისი პორტატიული პიანინოს ღიმი-
ლი შეანათა.
– ასე ადრე რატომ გამობრძანდით?
ესტას უკვე აბოყინებდა. ამუმ შვილი ბრმასავით, ხელით
შეათრია პრინცესას იარუსის ქალთაში.

158 მკითხველთა ლიგა


ესტა ჰაერში გამოეკიდა, ბინძურ პირსაბნსა და ამუს სხე-
ულს შუა მოქცეული. ფეხები უსიცოცხლოდ ეკიდა. პირსაბანს
რკინის ონკანები და ჟანგის ლაქები ჰქონდა. სულ მოფენილი
იყო ყავისფერი, აბლაბუდასავით მოდებული ნაპრალების ქსე-
ლით. რომ დახედავდი, რომელიღაც დიდი ქალაქის სქემა გე-
გონებოდა.
საშინლად აზიდებდა, მაგრამ კუჭიდან არაფერი ამოსდი-
ოდა. მხოლოდ ფიქრებს ამოაბოყინებდა ხოლმე და იმათაც
უკანვე იბრუნებდა. ამუ მათ ვერ ხედავდა. ისინი საავდრო
ღრუბლებივით წამოსდგომოდნენ თავს პირსაბანის ქალაქს,
მაგრამ ამ ქალაქის მცხოვრებლები – კაცები, ქალები – თავი-
ანთ ჩვეულ, საპირსაბანო საქმიანობაში იყვნენ გართულნი.
პირსაბანის მანქანები და ავტობუსებიც აქეთ-იქით დაქროდ-
ნენ და, საერთოდ, საპირსაბანო ცხოვრება დუღდა და გადმო-
დუღდა.
– აბა? ვერაფერი? – იკითხა ამუმ.
– ვერა, – უპასუხა ესტამ.
ვერა? ვერა.
– მაშინ პირზე მაინც შეისხი წყალი, – უთხრა ამუმ, – წყალი
ყოველთვის შველის ხოლმე. მერე, პირს რომ დაიბან, გავი-
დეთ და გაზიან ლიმონის წვენს დაგალევინებ.
ესტამ ხელ-პირი დაიბანა და კიდევ დაიბანა პირი და ხელე-
ბი. წამწამები დაუსველდა და ერთმანეთზე მიეკრო.
ლიმონფორთოხლის წვენების გამყიდველმა კანფეტის
მწვანე ქაღალდი დაკეცა და ზედ ცერზე წაზრდილი და წამახუ-
ლი ფრჩხილი გადაატარა. მერე მილივით მომრგვალებული
ჟურნალი ბუზს დასცხო და ფრთხილად გადააგდო დახლიდან
იატაკზე. ის ბუზი გულაღმა ეგდო და ფეხებს უმწეოდ ასავსავებ-
და.

159 მკითხველთა ლიგა


– რა საყვარელი ბიჭუნაა, – უთხრა მეწვენემ ამუს, – და რა
მაგრა მღერის?
– ჩემი ვაჟია, – მიუგო ამუმ.
– მართლა? – გაიკვირვა ლიმონფორთოხლის წვენების
გამყიდველმა და ამუს თავისი ყვითელი კბილებით გახედა, –
ვერაფრით წარმოვიდგენდი, თქვენ ისეთი ახალგაზრდა
ბრძანდებით, რომ...
– ცოტა ცუდად გახდა და ვფიქრობ, ცივი სასმელი უშველის.
– აბა, რა, აბარააბარა. ლიმონფორთოხლის, თუ ფორთო-
ხალლიმონის?
საზიზღარი, უსაზიზღრესი შეკითხვა.
– არა, გმადლობთ, – თქვა ესტამ და ამუს შეხედა. ბლან-
ტემ, მომწვანოდხავსიანმა, დამყაყებულმა, უძირომ და ძირ-
სქელმა.
– და თქვენ? კოკა-კოლაფანტა? ნაყინი? ვარდის რძე?
– არა, გმადლობთ, მე არაფერი მინდა, – თქვა ამუმ, ელვა-
რე ქალმა საყვარელი ფოსოებით ლოყებზე.
– მაშინ ეს გამომართვით, – თქვა კაცმა და ერთი მუჭა კან-
ფეტი გაუწოდა, გულუხვი სტიუარდესასავით, – ეს თქვენი პა-
ტარა მონისთვისაა.
– არ მინდა, გმადლობთ, – თქვა ესტამ და ამუს შეხედა.
– გამოართვი, – უთხრა ამუმ, – ნუ აწყენინებ ამ ბიძიას. ეს-
ტამ გამოართვა.
– ახლა ,,მადლობა’’ უთხარი, – თქვა ამუმ.
– დიდი მადლობა, – უთხრა ესტამ (კანფეტებისთვის და
კვერცხის ცილისთვის).
– შეგარგოს! – უთხრა ლიმონფორთოხლის წვენების გამ-
ყიდველმა ინგლისურად.
– ესე იგი, როგორც მონმა მითხრა, აიემენემიდან ბრძანდე-
ბით, არა?

160 მკითხველთა ლიგა


– დიახ.
– იქ ხშირ-ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე, – აღნიშნა მან, –
ჩემი ცოლის ნათესაობა იქიდანაა. თქვენი ფაბრიკაც ვიცი, სად
არის. ,,სამოთხის მწნილები’’, არა? თქვენმა მონმა ასე მით-
ხრა.
მოკლედ, იცოდა, ესტა სად უნდა ეპოვა. სწორედ ამის
თქმას ცდილობდა. ეს გაფრთხილება იყო.
ამუმ დაინახა, როგორ უპარპალებდა თვალები ესტას, გა-
ვარვარებულ პატარა ღილებს მიუგავდა.
– უნდა წავიდეთ. მეშინია, სიცხე არ მისცეს. ხვალ მისი ბი-
ძაშვილი ჩამოდის, – აუხსნა ამუმ ბიძიას. მერე კი სასხვათაშო-
რისოდ დაუმატა: – ლონდონიდან.
– ლონდონიდან? – ლონდონთან კავშირის გამო, მათი
ოჯახის მიმართ ახალი პატივისცემის ტალღამ გაუცისკროვნა
თვალები ბიძიას.
– ესტა, შენ ამ ბიძიასთან დარჩი, მე კი წავალ, რაჰელს და
ციცქნა-კოჩამას გამოვიყვან, – თქვა ამუმ.
– მოდი, – თქვა ბიძიამ, – მოდი და ამ მაღალ სკამზე შემოგ-
სვამ ჩემთან ერთად.
– არა, ამუ! არა, არა!.. მეც შენთან ერთად წამოვალ!
ამუმ, რომელიც გააოგნა მისი ჩვეულებრივ მორჩილი და
მშვიდი ვაჟის ასეთმა გამკივანმა გაჯიუტებამ, ლიმონფორ-
თოხლის ბიძიას მოუბოდიშა.
– დღეს პირდაპირ ვეღარ ვცნობ ამ ბავშვს!.. კარგი, ესტა-
ფენ, წამომყევი.
უკან მობრუნებული სუნები. მარაოს ჩრდილები. კეფები.
კისრები. საყელოები. თმები. მოკლეები. დაწნულები. ცხენის-
კუდებიანები.
,,ტოკიოს სიყვარულში’’ ამოფრქვეული შადრევანი. პატა-
რა გოგო და ყოფილი მონაზონი.

161 მკითხველთა ლიგა


კაპიტან ფონ ტრაპის შვიდ შვილს უკვე მიეღო პიტნიანი აბა-
ზანა და გამართულ, პიტნიან მწკრივად დამწკრივებულიყო.
თმა ყველას გადატკეცილი ჰქონდა და დამჯერი, პიტნიანი ხმე-
ბით უმღეროდნენ იმ ქალს, რომელიც მათმა მამამ კინაღამ შე-
ირთო. ქერათმიან ბარონესას, რომელიც ბრილიანტივით
ბრჭყვიალებდა.

მთა- ბარს აცოცხლებს მუსიკის ჰანგი...

– უნდა წავიდეთ, – უთხრა ამუმ ციცქნა-კოჩამას და რა-


ჰელს.
– კი, მაგრამ, ამუ, მთავარი რამეები ჯერ არ მომხდარა! –
უთხრა რაჰელმა, – ჯერ მარიასთვის არ უკოცნია! არც ჰიტლე-
რის დროშა დაუხევია! ჯერ ფოსტალიონ როლფსაც კი არ უღა-
ლატია!
– ესტა ცუდად არის, – უთხრა ამუმ, – წამო, წამო!
– ჯერ ნაცისტებიც არ მოსულან!
– გეყოფა, – უთხრა ამუმ, – ადექი!
– ჯერ მაღლა მთებში თხების მწყემსიც არ უმღერიათ!
– ესტახომ უნდა გამოკეთდესსოფი-მოლის ჩამოსვლამდე?
– შეუტია ციცქნა-კოჩამამ.
– არაფერიც არ უნდა, – ჩაილაპარაკა რაჰელმა; უფრო თა-
ვისთვის.
– რაო, რა ბრძანე?! – მკაცრად ჩაეკითხა ციცქნა-კოჩამა,
რომელმაც რაჰელის სიტყვები ვერ გაიგონა, მაგრამ ნათქვა-
მის შინაარსი აშკარად გამოიცნო.
– არაფერი, – უთხრა რაჰელმა.
– არ გეგონოს, რომ ვერ გავიგონე! – თქვა ციცქნა-კოჩა-
მამ.

162 მკითხველთა ლიგა


ფოიეში ბიძია თავის დაბინდულ ბოთლებს ალაგებდა. ბინ-
ძური ჩვრით წმენდდა მათ მიერ მარმარილოს დახლზე დატო-
ვებულ სველსა და მრგვალ ლაქებს. ანტრაქტისათვის ემზადე-
ბოდა. სისუფთავის მოყვარული ლიმონფორთოხლის წვენე-
ბის გამყიდველი ბიძია იყო, დათვის სხეულში აძგერებული კე-
თილი სტიუარდესას გულით.
– ესე იგი, გვტოვებთ, არა? – თქვა მან.
– სამწუხაროდ, – მიუგო ამუმ, – ხომ ვერ მეტყვით, ტაქსი
სად უნდა გავაჩერო?
– როგორც კი ჭიშკრიდან გახვალთ, ქუჩას აუყევით და მარ-
ცხნივ გაუხვიეთ, – თქვა ბიძიამ და რაჰელს მიაჩერდა, – არ
გითქვამთ, ეს მშვენიერი მოლიც რომ გყავდათ! – აღნიშნა მან
და ერთი კანფეტი ახლა რაჰელს გაუწოდა, – აჰა, გოგონა, გა-
მომართვი!
– ჩემი აიღე! – სასწრაფოდ უთხრა ესტამ დას, რადგანაც არ
უნდოდა, იმ კაცს მიახლოებოდა.
მაგრამ რაჰელი უკვე ბიძიასკენ მიემართებოდა. როცა მიუ-
ახლოვდა, ბიძიამ გაუღიმა და რაღაცამ ამ კაცის პორტატიული
პიანინოს ღიმილსა და ჩაციებულ მზერაში ადგილზე გააქვავა.
ის, რაღაც ყველაზე საზიზღარი რამ იყო, რაც კი ცხოვრებაში
ენახა. მყისვე შეტრიალდა და ესტას გახედა.
მერე იმ ბანჯგვლიან კაცს სასწრაფოდ გაეცალა.
ესტამ ხელში თავისი ,,პარის’’ კანფეტები ჩაუტენა და რა-
ჰელმა მისი ხელის სიმხურვალე და მიცვალებულის თითები-
ვით გაყინული თითები იგრძნო.
– ნახვამდის, მონ, – უთხრა ბიძიამ ესტას, – აიემენემში
რომ ჩამოვალ, ერთხელაც აუცილებლად მოგინახულებ.
ისევ ის წითელი კიბის საფეხურები. ამჯერად რაჰელი ჩან-
ჩალა-მაჩანჩალა იყო. ფეხს ითრევდა – წასვლა სულაც არ

163 მკითხველთა ლიგა


მინდაო; თითქოს ხუნდები დაადეს და ნაბიჯის გადადგმა უჭირ-
სო.
– რა სასიამოვნო კაცია ის წვენების გამყიდველი, – აღნიშ-
ნა ამუმ.
– ჩიიი! 27– დაიმანჭა ციცქნა-კოჩამა.
– რას წარმოვიდგენდი, რომ ასე გულისხმიერად მოეპყრო-
ბოდა ესტას, – თქვა ამუმ.
– ჰოდა, ასე ძალიან თუ მოგწონს, ბარემ ცოლად გაჰყევი,
– იუზრდელა რაჰელმა.
წითელ კიბეზე დრო გაჩერდა. მასთან ერთად ესტა და ციც-
ქნა-კოჩამაც გაჩერდნენ.
– რაჰელ! – თქვა ამუმ.
რაჰელს ტანში გასცრა. საშინლად შეწუხდა, ეს რამ მათქმე-
ვინაო. ვერ გაეგო, ეს სიტყვები საიდან წამოუვიდა. ნამდვი-
ლად არ ეგონა, ასეთ სიტყვებს გულით თუ დაატარებდა. მაგ-
რამ უკვე წამოსცდა და რაღას იზამდა? ის სიტყვები სამთავრო-
ბო დაწესებულებაში მომუშავე მოხელეებივით შეესივნენ წი-
თელ კიბეს. ზოგი იდგა, ზოგიც იჯდა და ფეხებს აცანცარებდა.
– რაჰელ, – გაიმეორა ამუმ, – ხვდები მაინც, ახლა რა ჩა-
იდინე?!
შეშინებული თვალები და პატარა შადრევანი ამუს მიაჩერ-
დნენ.
– ნუ გეშინია, – განაგრძო ამუმ, – მაგისთვის კი არ მოგ-
კლავ, მაგრამ..., უბრალოდ, მიპასუხე!
– რა? – იკითხა რაჰელმა თავისი ყველაზე ჩუმი ხმით.
– ხვდები თუ არა, რა ჩაიდინე-მეთქი.
შეშინებულმა თვალებმა და პატარა შადრევანმა ისევ გახე-
დეს ამუს.

27
ფუი (მალაიალ.)!

164 მკითხველთა ლიგა


– იცი, რა ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც გულს
სტკენენ? – თქვა ამუმ, – როცა ადამიანს ძალიან ატკენ გულს,
მას ნაკლებად უყვარხარ. აი, რა შედეგი მოსდევს სიტყვების
როყიოდ წამოსროლას. ისინი სიყვარულს ანელებენ!
ცივი ფარვანა, უჩვეულოდ ხშირი ბუსუსებით ზურგზე, ფარ-
ფატით მიაფრინდა რაჰელის გულს. იქ, სადაც გათოშილი ფე-
ხები შეახო, ბურძგლებმა დააყარა. ექვსი ბურძგლი გაუჩნდა
დაუდევარ გულზე.
ამუს ახლა ის უკვე ნაკლებად უყვარდა.
ჭიშკრიდან გამოვიდნენ, ქუჩას აუყვნენ და მერე მარცხნივ
გაუხვიეს, ტაქსების სადგომისაკენ. გვერდიგვერდ მიაბიჯებ-
დნენ გულნატკენი დედა, ყოფილი მონაზონი, ერთი გავარვა-
რებული ბავშვი, ერთი – მთლად გაყინული, ექვსი ბურძგლი
და ერთიც ფარვანა.
ტაქსიში ძილის სუნი იდგა. იქვე დადებული, ახვეული ძვე-
ლი ქვეშაგების, ნოტიო პირსახოცებისა და იღლიების სიმყრა-
ლის სუნი. ის ტაქსი მისი მძღოლის ერთადერთი თავშესაფარი
იყო, იქვე ცხოვრობდა. ეს ის ერთადერთი ადგილი გახლდათ,
სადაც საკუთარი სუნების შენახვა შეეძლო. მთლად გამოშიგ-
ნული სავარძლები ჩახოცილიყვნენ. უკანა სავარძლებზე გა-
ბინძურებული, ყვითელი ღრუბელი გადასაკრავიდან გამომ-
ძვრალიყო და ძიგძიგი გაუდიოდა; სიყვითლით დაავადებუ-
ლის გადიდებულ ღვიძლს წააგავდა. თავად მძღოლი პატარა
მღრღნელივით გაფაციცებულიყო. კეხიანი, რომაული ცხვირი
და წვრილი ულვაშები ჰქონდა. ისეთი ჩია იყო, რომ გზას საჭის
დონეზე ძლივს თუ ხედავდა. შემხვედრ მანქანებს უთუოდ ისე-
თი შთაბეჭდილება შეექმნებოდათ, რომ მგზავრებიანი ტაქსი
უმძღოლოდ მოძრაობდა. მძღოლი მანქანას გამწარებული მი-
აქროლებდა, მანქანებს შორის ეკვეტებოდა, მოძრაობას

165 მკითხველთა ლიგა


აფერხებდა, საავარიო სიტუაციებს ქმნიდა, ,,ზებრებთან’’ სიჩ-
ქარეს უმატებდა და შუქნიშნებსაც ფეხებზე იკიდებდა.
– ეგებ ბალიშზე, მუთაქაზე ან სხვა რამეზე დამჯდარიყავით?
მაშინ ხომ გზას უკეთ დაინახავდით, – შესთავაზა ციცქნა-კოჩა-
მამ მეგობრული ტონით.
– ეგებ ჩუმად მჯდარიყავი და სხვის საქმეში ცხვირი არ ჩა-
გეყო, დაო, – უპასუხა მძღოლმა არამეგობრული ტონით.
მელნისფრად მოლივლივე ზღვას რომ ჩაუარეს, ესტამ თა-
ვი ფანჯრიდან გაყო. ცხელი და მარილიანი ჰაერის გემოს
გრძნობდა; გრძნობდა, როგორ უყენებდა ქარი თმას ყალყზე.
იცოდა, ამუ თუ შეიტყობდა მისი და ლიმონფორთოხლის წვე-
ნების კაცის ამბავს, ესტას მიმართაც გაუნელდებოდა სიყვა-
რული. ძალიან, ძალიან გაუნელდებოდა. გრძნობდა, სირ-
ცხვილი როგორ დაბზრიალებდა, იდღვიბებოდა და თანდათან
სქელდებოდა მის სარწყევად გამზადებულ კუჭში. გრძნობდა
და მდინარე ენატრებოდა. იმიტომ, რომ წყალი ყოველთვის
შველის ხოლმე.
მანქანის ფანჯრებს მიღმა გაწებილი, ნეონის ნათებით გაჯე-
რებული ღამე მიქროდა. ციცქნა-კოჩამა აწითლებული და აგ-
ზნებული იყო. უხაროდა, რომ შექმნილი დაძაბულობის მიზეზი
თავად არ ბრძანდებოდა. ყოველ ჯერზე, როგორც კი გზად მა-
წანწალა ძაღლს გადაეყრებოდნენ, ტაქსის მძღოლი თავდაუ-
ზოგავად ცდილობდა, ის ძაღლი როგორმე გადაესრისა.
რაჰელის გულს მიფრენილმა ფარვანამ ხავერდოვანი
ფრთები გაშალა და ბავშვს ცივმა ჟრუანტელმა ძვლებამდე
დაუარა.
სასტუმრო ,,ზღვის დედოფლის’’ მანქანების სადგომზე ცის-
ფერი ,,პლიმუთი’’ სხვა, მომცრო ზომის მანქანებს ჩახუტებო-
და და გამალებით ეპუტუნებოდა რაღაცას. ფუი-ფუი, ვაჰ-ვაჰ,
ვაააჰ. მორიდებულ ქალბატონებთან სტუმრად მიბრძანებული

166 მკითხველთა ლიგა


გაფოფინებული ქალბატონი ხალისით ატლაშუნებდა ქრომი-
რებულ უკანა ფრთებს.

– ოთახები 313 და 327, – თქვა კაცმა სასტუმროს მიმღებში,


– უკონდიციონერო ოთახებია. თითოში წყვილი საწოლით.
ლიფტი არ მუშაობს.
ოთახებისკენ ,,bellboy’’-მ (ინგლისურად ,,ზარის ბიჭმა’’)
გააცილა, თუმცა არც ბიჭი იყო და და არც ზარი გააჩნდა. თვა-
ლები ამღვრეული ჰქონდა და ძველთაძველ, მუქ ღვინისფერ
ქურთუკზე ორი ღილი აკლდა. ქურთუკიდან ბინძური პერანგი
მოუჩანდა. თავზე საქმიანობის შესაბამისი სულელური ქუდი
ეხურა, რომელიც პატარა ჰქონდა და ამიტომ გვერდზე მოეგ-
დო. ქუდის პლასტიკის თასმა ღრმად შეჭროდა, საწყალს, მოფ-
ლაშულ ღაბაბში და დაუნდობლად ახრჩობდა. ის, რომ ბერი-
კაცს ამ სასაცილო ქუდის ტარებასა და სიბერით მოფლაშული
პირისახის ფორმის ცვლას აიძულებდნენ, დიდი და უაზრო სი-
სასტიკე იყო.
ისევ წითელი ხალიჩით მოგებული საფეხურები!.. გეგონე-
ბა, იმ კინოს გადამკიდე, წითელ საფეხურებზე ასვლა-ჩამოს-
ვლა მათ სამუდამო სასჯელად იქცა და ყველგან თან სდევთო.
ჯადოსნური წითელი მფრინავი ხალიჩა.
ჩაკო თავის ოთახში იჯდა. ნადიმობისას წაასწრეს. შემწვა-
რი წიწილა, კარტოფილის ჩიფსი, ქათმის ბულიონი ტკბილი
სიმინდით, ორი პარატჰას კვერი და ვანილის ნაყინი შოკოლა-
დის მოსასხმელით. მოსასხმელი ცალკე ჭურჭელში მოეტა-
ნათ. ჩაკო იტყოდა ხოლმე, თუ სიკვდილია, სჯობს, ნაყროვანე-
ბამ მომკლასო. ამაზე მამაჩი ამბობდა, ჩახშობილი უიღბლო-
ბის გრძნობის უტყუარი ნიშანიაო. ჩაკო კი ამტკიცებდა, ეგ რა
შუაშია, ეს, უბრალოდ, მუცლის გაღორებააო.

167 მკითხველთა ლიგა


გაუკვირდა, ასე ადრიანად რომ გამოეცხადდნენ, მაგრამ
არ შეიმჩნია, ჭამა ისე განაგრძო, ვითომ აქ არაფერიო.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ესტას ჩაკოსთან უნდა
დაეძინა, რაჰელს კი ამუსა და ციცქნა-კოჩამასთან. მაგრამ ახ-
ლა, როცა ესტა თავს ცუდად გრძნობდა და თანაც სიყვარულის
მეტი წილი აშკარად მის მხარეს იყო გადახრილი, რაჰელს ჩა-
კოსთან ერთად მოუწევდა დაძინება, ესტას კი ამუსა და ციც-
ქნა-კოჩამას ოთახში.
ამუმ ჩემოდნიდან რაჰელის პაჟამა და კბილის ჯაგრისი
ამოიღო და საწოლზე დააწყო.
– აიღე, – თქვა მან.
ჩემოდანი ორი დაწკაპუნებით ისევ ჩაიკეტა.
– ამუ, – უთხრა რაჰელმა, – ეგებ ჯობია, დავისაჯო და ვახ-
შამი არ ვჭამო?
უნდოდა, სასჯელის ფორმა გადაეცვალა – უჭმელობა ამუს
ნაკლებსიყვარულის სანაცვლოდ.
– როგორც გენებოს, – უპასუხა ამუმ, – მაგრამ ჩემი რჩევა
იქნება, უჭმელმა არ დაიძინო, თუ, რა თქმა უნდა, გინდა, რომ
სიმაღლეში გაიზარდო. ეგებ ჩაკომ თავისი წიწილა გიწილა-
დოს.
– ეგებ კი, და ეგებ არა, – თქვა ჩაკომ.
– აბა, როგორ დამსჯი? – ჰკითხა რაჰელმა.
– ზოგი საქციელი თავისთავადაც უკვე შეიცავს სასჯელს, –
აუხსნა ციცქნა-კოჩამამ რაჰელს ისე, თითქოს იმ რთულ მაგა-
ლითს აყვანინებდა, რომელსაც დამოუკიდებლად თავი ვერ
გაართვა.
ზოგიერთი საქციელი თავისთავადაც უკვე შეიცავს სას-
ჯელს. ზუსტად ისევე, როგორც საძინებელი ოთახის გარნიტუ-
რი კედლის კარადებს. ასეთ სასჯელებზე მალე ყველანი მეტს
შეიტყობდნენ. მიხვდებოდნენ, რომ სასჯელები სხვადასხვა

168 მკითხველთა ლიგა


ზომისა შეიძლება იყოს. რომ ზოგი ისეთი მოცულობითია, რო-
გორიც საძინებელი ოთახის გარნიტურის კედლის კარადები.
შეგეძლო მთელი ცხოვრება იმ კარადებში გაგეტარებინა, ჩაბ-
ნელებული თაროების ქექვაში.
ციცქნა-კოჩამას ძილისპირულმა კოცნამ რაჰელს ლოყაზე
სველი კვალი დაუტოვა. რაჰელმა ის კვალი სასწრაფოდ წაშა-
ლა საკუთარი მხრით.
– ღამე მშვიდობისა და ტკბილ ძილს გისურვებ, – თქვა
ამუმ. ტკბილი ძილი ზურგით უსურვა, უკვე ოთახიდან გასულ-
მა.
– ძილი ნებისა, – წაილუღლუღა ესტამ, რომელიც ისე ცუ-
დად იყო, რომ დის სიყვარულიც აღარ შეეძლო.
მარტო დარჩენილმა რაჰელმა თვალი გააყოლა სასტუმ-
როს კორიდორში მიმავალ ლანდებს – ჩუმებს, მაგრამ მკვეთ-
რი კონტურებით. ორ მოზრდილსა და ერთ პატარას, ჭვინტიან
ბეჟ ფეხსაცმელში. წითელი ხალიჩა მათ ფეხის ხმას სრულად
შთანთქავდა.
რაჰელი დასევდიანებული იდგა სასტუმროს ნომრის კარ-
ში.
სევდა სოფი-მოლის ჩამოსვლის გამო შემოსწოლოდა
გულზე. იმის გამოც, ამუს ახლა ნაკლებად რომ უყვარდა. და იმ
გაუგებარი რაღაცის გამოც, რაც ლიმონფორთოხლის წვენე-
ბის გამყიდველმა დამართა ესტას კინოთეატრ ,,აბჰილაშში’’.
სუსხიანი ქარი ქროდა მის გამომშრალ, მტკივან თვალებ-
ში. ჩაკომ ლამბაქზე დაუწყო ქათმის ბარკალი და ცოტაოდენი
ჩიფსი.
– არ მინდა, დიდი მადლობა, – უთხრა რაჰელმა.
– არც შოკოლადიანი ნაყინი? – ისევ შესთავაზა ჩაკომ.

169 მკითხველთა ლიგა


– არა, დიდი მადლობა, – ისევ იუარა რაჰელმა, რომელიც
იმედოვნებდა, რომ თუ თავს თავადვე დაისჯიდა, ამუს დაწესე-
ბული სასჯელი ასცდებოდა.
– ნება შენია, – უთხრა ჩაკომ, – მაგრამ აზრზე არა ხარ, რა-
ზე ამბობ უარს!
მან თავის წიწილას ბოლო მოუღო და მერე ნაყინს დააც-
ხრა.
რაჰელმა ტანსაცმელი გაიხადა და პიჟამაში გამოეწყო.
– არც იმის გაგება მინდა, რისთვის ისჯები. ეგეთი რამეების
ატანა აღარ შემიძლია, – თქვა ჩაკომ და პარატჰით ამოასუფ-
თავა შოკოლადის ნარჩენები ფიალიდან. ასეთი საზიზღარი,
ღორული ჩვევა ჰქონდა, – მაინც რა ჩაიდინე? კოღოს ნაკბენი
იქამდე იფხანე, ვიდრე სისხლი არ წამოგივიდა, თუ ტაქსის
მძღოლს არ გადაუხადე მადლობა?
– ბევრად უარესი, – უპასუხა ამუს ერთგულმა რაჰელმა.
– არ მინდა, ნუ მეტყვი, – მოუჭრა ჩაკომ.
მერე მომსახურე პერსონალი გამოიძახა ზარით და ერთი
ქანცგაწყვეტილი კაციც მალე გამოცხადდა ჭურჭლისა და გა-
მოხრული ძვლების წასაღებად. ჩაკო თავისი ვახშმის სანუკვა-
რი სურნელის ნაშთის ჩაბღუჯვას შეეცადა, მაგრამ ის სურნე-
ლი ხელიდან გაუსხლტა და სასტუმროს მომჩვარულ, ყავის-
ფერ ფარდებში მიიმალა.
მშიერმა დისწულმა და მაძღარმა ბიძამ ერთად გაიხეხეს
კბილები სასტუმრო ,,ზღვის დედოფლის’’ ნომრის სააბაზანო-
ში. რაჰელი მარტოსული ციცქნა პატიმარივით იდგა, ზოლიან
პიჟამასა და ,,ტოკიოს სიყვარულით’’ დაბმული შადრევნით,
ჩაკო კი – ტრუსსა და ბამბის მაისურში, რომელიც მეორე კანი-
ვით ეკვროდა მის გადმობრუნებულ ღიპს; მხოლოდ ჭიპის
ღრმულთან იყრიდა შვების ნაოჭს.

170 მკითხველთა ლიგა


როცა რაჰელმა აქაფებული ჯაგრისი კი არ გადაიტარა კბი-
ლებზე, არამედ პირიქით – კბილების გადატარება დაიწყო უძ-
რავ ჯაგრისზე, ჩაკოს მისთვის შენიშვნა არ მიუცია. ფაშისტი კი
არ იყო!
რიგრიგობით იგუბებდნენ პირში წყალს და რიგრიგობით
აფურთხებდნენ პირსაბანში. რაჰელი ყურადღებით აკვირდე-
ბოდა კბილის პასტა ,,ბინაკას’’ პირსაბანში ჩაწურწურებულ
ქაფს. მას ყველაფრის ნახვა უნდოდა, რისი დანახვის საშუა-
ლებაც მიეცემოდა ხოლმე.
ნეტა, ამაღამ რა ფერები და რა უცნაური არსებები გამოძ-
ვრებიან ჩემი კბილების ღრიჭოებიდანო, აინტერესებდა.
მაგრამ ნურას უკაცრავად, იმ ღამით არაფერიც არ გამოუძ-
ვრა, ,,ბინაკას’’ უაზრო, თეთრი ქაფის ბუშტების გარდა.
ჩაკომ დიდი შუქი ჩააქრო.
საწოლში რომ ჩაწვა, რაჰელმა ,,ტოკიოს სიყვარული’’ მა-
შინღა მოიხსნა და მზის სათვალის გვერდით დადო. შადრევანი
ოდნავ დაფერდდა, მაგრამ ბოლომდე არ ჩამცხრალა. ჩაკო
საწოლში პატარა სანათის შუქით განათებული იწვა – მსუქანი
კაცი ჩაბნელებულ სცენაზე. მერე იდაყვზე წამოიმართა. ფე-
ხებთან მიკუჭული პერანგის ჯიბიდან საფულე ამოიღო და სო-
ფი-მოლის იმ სურათს დააცქერდა, რომელიც მარგარეტკოჩა-
მამ გამოუგზავნა ორი წლის წინ.
რაჰელმა ეს ყველაფერი დაინახა და გათოშილმა ფარვანამ
კვლავაც აამოძრავა ფრთები მის გულში – ჯერ ნელ-ნელა გა-
შალა, მერე ნელ-ნელა დაკეცა. მტაცებლის ელვარე, ზანტად
აფახურებული თვალები.
თეთრეული უხეში იყო, მაგრამ სუფთა.
ჩაკომ საფულე შეინახა და შუქი ჩააქრო. მერე, ძილის წინ,
ერთიც გააბოლა თავისი ,,ჩარმინარი’’ და შეეცადა, წარმოედ-
გინა, როგორ გამოიყურებოდა მისი უკვე თითქმის ცხრა წლის

171 მკითხველთა ლიგა


შვილი. ბოლოს რომ ნახა, ჯერ კიდევ წითელი და დანაოჭებუ-
ლი იყო. პატარა ცხოველს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. სა-
მი კვირის თავზე, მარგარეტმა, მისმა ცოლმა, მისმა ერთადერ-
თმა სიყვარულმა, ქვითინი დაიწყო და ჯოს ამბავი მოახსენა.
ჩაკოს უთხრა, შენთან ცხოვრება აღარ შემიძლია, საკუთა-
რი, იზოლირებული სივრცე მჭირდებაო. გეგონება, ჩაკო მის
თაროებზე დებდა თავის ტანსაცმელს..., რაც, კაცმა რომ
თქვას, სულაც არ იყო გამორიცხული.
გავიყაროთო, სთხოვა.
ბოლო მტანჯველი ღამეების განმავლობაში ჩაკო საწოლი-
დან დგებოდა და პატარა სანათით დაჰყურებდა თავის ახალ-
შობილ ქალიშვილს. უნდოდა, მისი სახე შეესწავლა და ღრმად
ჩაებეჭდა მეხსიერებაში. მერე, როცა მასზე იფიქრებდა, უნდო-
და, თვალნათლივ და სწორად წარმოედგინა მისი სახე.
ღინღლს აკვირდებოდა მის რბილ ყიფლიბანდზე; პაწაწა, მუდ-
მივად ცმაცუნა ტუჩების მოყვანილობას; ტერფებს, ციცქნა თი-
თუნებით. ხალის ჩანასახს. მალე იმასაც მიხვდა, რომ უნებუ-
რად თავისი შვილის ნაკვთებში ჯოს ეძებდა. ბავშვი საჩვენე-
ბელ თითზე ებღაუჭებოდა პატარა ხელებით, ის კი ურცხვად
განაგრძობდა თავის გიჟურ, სასოწარკვეთილ, ეჭვიან დაკვირ-
ვებას სანათის შუქზე. ბავშვს ჭიპი პატარა გუმბათივით აჯდა
მაძღარ, აბრეშუმივით რბილ მუცლის ბორცვზე. ჩაკო იმ
ბორცვს ყურს მიადებდა ხოლმე და ყურადღებით უსმენდა იქი-
დან ამომავალ ხმებს, ორგანოების გადაძახილსა და ერთმა-
ნეთთან გაგზავნილ შეტყობინებებს. იმ ახალ ორგანოებს აყუ-
რადებდა, რომლებიც ცდილობდნენ, ერთმანეთს შეჰგუებოდ-
ნენ და შეხმატკბილებოდნენ; ახალ მთავრობას, რომელიც ჯერ
კიდევ ყალიბდებოდა, შრომას ინაწილებდა და წყვეტდა, ვის
რა უნდა ეკეთებინა.

172 მკითხველთა ლიგა


ჩვილს რძისა და ფისების სუნი უდიოდა. ჩაკოს ვერ გაეგო,
როგორ შეეძლო ამ ციცქნა, გაურკვეველ, გარეგნული მსგავ-
სების ნიშნებით ჯერ კიდევ სრულიად ბუნდოვან არსებას
ზრდასრული კაცის ასეთი ყურადღება და სიყვარული დაემსა-
ხურებინა და სულიერი წონასწორობა დაერღვია მისთვის.
როდესაც გამოემგზავრა, გრძნობდა, რომ რაღაც ამოჰ-
გლიჯეს, რაღაც ძალიან დიდი.
მაგრამ ჯო ცოცხალი აღარ იყო. ავტოკატასტროფაში და-
იღუპა და თავისი ფორმის ხვრელი დატოვა სამყაროში.
ფოტოზე სოფი-მოლი შვიდისა იყო. მთლად თეთრ-ცისფე-
რი, ვარდისფერი ტუჩებით, და სირიელი მართლმადიდებლო-
ბისა არაფერი ეტყობოდა. თუმცა მამაჩი, სურათს რომ აკვირ-
დებოდა, ამტკიცებდა, პაპაჩის ცხვირი გამოჰყოლიაო.
– ჩაკო, – გამოსძახა რაჰელმა თავისი ჩაბნელებული საწო-
ლიდან, – შეიძლება, ერთი რაღაც გკითხო?
– ორი იყოს, – უპასუხა ჩაკომ.
– სოფი-მოლი ქვეყნად ყველაზე მეტად გიყვარს?
– სოფი-მოლი ჩემი შვილია, – უპასუხა ჩაკომ. რაჰელი მის
პასუხს ჩაუკვირდა.
– ჩაკო, და აუცილებელია, რომ ადამიანებს საკუთარი შვი-
ლები ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდეთ?
– ასეთი წესი არ არსებობს, – უპასუხა ჩაკომ, – მაგრამ,
როგორც წესი, ასეა ხოლმე.
– ჩაკო, აი, ვთქვათ, მაგალითად... მხოლოდ მაგალითად
ვამბობ, შეიძლება, რომ ამუმ სოფი-მოლი ოდესმე უფრო შეიყ-
ვაროს, ვიდრე მე და ესტა?.. მხოლოდ მაგალითად გეკითხები.
– ადამიანურ ბუნებას ყველაფერი ძალუძს, – თქვა ჩაკომ
,,ხმამაღლა კითხვის’’ ხმით. ახლა თავისი პატარა, შადრევან-
თმიანი დისწული წამით დავიწყებოდა და პირდაპირ სიბნელეს

173 მკითხველთა ლიგა


მიმართავდა, – სიყვარული. სიგიჟე. იმედობა. უსაზღვრო სი-
ხარული.
ადამიანური ბუნებისათვის შესაძლო ოთხი რაღაცისგან,
რაჰელს ყველაზე სევდიანი უსაზღვრო სიხარული ეჩვენა. ალ-
ბათ იმ სევდიანი ტონის გამო, რომლითაც ჩაკომ ეს სიტყვები
წარმოთქვა.
უსაზღვრო სიხარული – გიხაროდენ... ამ სიტყვებმა რაღაც-
ნაირად ეკლესიურად გაიჟღერეს. თითქოს მაშინაც უნდა გაგ-
ხარებოდა, როცა რაღაცას დაკარგავდი.
გათოშილმა ფარვანამ ერთი ცივი ფეხი ასწია.
სიგარეტის კვამლმა სიბნელეში ბზრიალით გაიკვლია გზა.
მსუქანი კაცი და პატარა გოგო ჩუმად ათენებდნენ ღამეს.
რამდენიმე ოთახის იქით, როცა ციცქნა პაპიდამ ხვრინვა
დაიწყო, ესტამ თვალები ჭყიტა.
ამუს მშვიდად ეძინა და ძალიან ლამაზი იყო ცხაურებიანი
ფანჯრიდან შემომავალი ლურჯი შუქის ზოლებში. ძილში იღი-
მებოდა, რადგანაც ლაჟვარდოვანი ზღვა და ზოლიანი დელფი-
ნები ესიზმრებოდა. ამ ღიმილს სულაც არ ეტყობოდა, რომ
მომღიმარში უკვე ასაფეთქებლად გამზადებული ბომბი წიკწი-
კებდა.
ესტა მარტოკა, ბანცალ-ბანცალით გაემართა სააბაზანოს-
კენ. იქ კი გამჭვირვალე, მწარე, ლიმონიანი, გაზით გაჯერებუ-
ლი სითხე ამოარწყია და პირში ის სიმწარე დარჩა, რომელიც
პატარა არსების დიდ შიშთან შეყრის შედეგი იყო. ბუყ-ბუყ.
ცოტა შვება იგრძნო. ფეხსაცმელი ამოიცვა და ოთახიდან
გავიდა. ბანცალითა და თასმებშეხსნილი ბეჟი ფეხსაცმლის
ფრატუნით გაემართა რაჰელის ოთახისაკენ და კართან უხმოდ
აიტუზა.
რაჰელმა სკამი მიიდგა და ძმას კარი ისე გაუღო.

174 მკითხველთა ლიგა


ჩაკოს არც კი უკითხავს, როგორ მიხვდი, კართან ესტა რომ
იდგაო. უკვე შეჩვეული იყო ამ ბავშვების ამგვარ უცნაურო-
ბებს. სანაპირო ზოლზე გამორიყული უზარმაზარი ვეშაპივით
მიგდებულიყო სასტუმროს ვიწრო საწოლზე და ფიქრობდა, ნე-
ტა მართლა თუ დაინახა რაჰელმა ველუტა დემონსტრანტთა
რიგებშიო. რაღაც ვერ იჯერებდა ამ ამბავს. ველუტას დასაკარ-
გი ბევრი ჰქონდა. სხვა პარავანებისაგან განსხვავებით, მას
მომავალი ეჭყანებოდა. ჩაკო ფიქრობდა, ნეტა მარქსისტულ
პარტიაში თუ შევიდა და ამხანაგ კ.ნ.მ. პილაის თუ ხვდება
ხოლმე ბოლო ხანებშიო.
ცოტა ხნით ადრე ამხანაგ პილაის პოლიტიკურ ამბიციებს
მოულოდნელი აყვავების საშუალება მიეცა. პარტიის ორი ად-
გილობრივი წევრი – ამხანაგი ჯ. კატუკარანი და ამხანაგი გუ-
ჰან მენონი – პარტიიდან გარიცხეს. მათზე ეჭვი მიიტანეს, ნაქ-
სალიტები არიანო. ერთ-ერთი მათგანი, ამხანაგი გუჰან მენო-
ნი, მარტში დანიშნული შტატის საკანონმდებლო საკრებულოს
დამატებითი არჩევნებისას კოტაიამის ოლქის პარტიული კან-
დიდატი უნდა ყოფილიყო. მისმა პარტიიდან გარიცხვამ ის ვა-
კუუმი შექმნა, რომლის შევსებასაც ბევრი ცდილობდა. მათ შო-
რის ერთ-ერთი ამხანაგი კ.ნ.მ. პილაიც ბრძანდებოდა.
ამხანაგმა პილაიმ ,,სამოთხის მწნილების’’ საქმიანობაზე
ისეთი დაკვირვება დაიწყო, მოედანზე გასვლის მოსურნე სა-
თადარიგო მოთამაშე რომ იწყებს ხოლმე მიმდინარე მატჩზე.
ახალი პროფკავშირი, თუნდაც სულ ციცქნა, მისთვის შესანიშ-
ნავი პლატფორმა იქნებოდა საკანონმდებლო საკრებულოში
მოსახვედრად.
იმ დრომდე ამხანაგობანას თამაში (როგორც მამაჩი იტყო-
და ხოლმე) სრულიად უვნებელი იყო და მხოლოდ არასამუშაო
საათებში მიმდინარეობდა. თუმცა ყველასთვის (ჩაკოს გარდა,

175 მკითხველთა ლიგა


რა თქმა უნდა) უკვე ცხადი იყო, რომ, თუ ეს თამაში სერიოზუ-
ლად გახურდებოდა და ჩაკოს დირიჟორის ჯოხსაც წაართმევ-
დნენ, ისედაც ვალებში დამახრჩვალ ფაბრიკას საქმე ძალიან
ცუდად წაუვიდოდა.
ფინანსური კრიზისის გამო, ფაბრიკის მუშები პროფკავში-
რების მიერ დაწესებულ ხელფასის ქვედა ზღვარზე გაცილე-
ბით ნაკლებს იღებდნენ. ამის შესახებ, ცხადია, თავად ჩაკომ
უთხრა თანამშრომლებს ყველაფერი და თანაც დაჰპირდა,
როგორც კი საქმე გამოსწორდება, თქვენს ხელფასებს გადავ-
ხედავო. დარწმუნებული იყო, რომ ხალხი ენდობოდა და ფიქ-
რობდა, რომ თავადაც სერიოზულად ზრუნავდა თანამშრომ-
ლების კეთილდღეობაზე.
მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც სულ სხვაგვარად
ფიქრობდა. საღამოობით, სამუშაო საათების დასრულების
შემდეგ, ამხანაგი კ.ნ.მ. პილაი ,,სამოთხის’’ თანამშრომლებს
უსაფრდებოდა და ისინი თავისთან მიჰყავდა, ტიპოგრაფიაში.
იქ მქუხარე, ლერწმის სალამურივით მჭახე ხმით ეწეოდა რე-
ვოლუციის აგიტაციას. საკუთარ გამოსვლებში ოსტატურად
აზავებდა ადგილობრივი ყოფის საჭირბოროტო საკითხებს
მაოისტურ რიტორიკაში, რომელიც მალაიალამზე კიდევ უფ-
რო მაღალფარდოვნად ჟღერდა.
– მშრომელებო ყველა ქვეყნისა, – გაჰკიოდა ამხანაგი პი-
ლაი, – ნურაფერს შეუშინდებით, ბოლომდე იბრძოლეთ, სიძ-
ნელეები ნუ დაგაბრკოლებენ, მხარი მხარს მიეცით და წინ-წინ
გასწით! მაშინ მთელი სამყარო უბრალო ადამიანებისა გახდე-
ბა. ყველა ურჩხული და წურბელა განადგურდება. მოითხოვეთ
ის, რაც სამართლიანად გეკუთვნით: ყოველწლიური პრემი-
ები, საპენსიო ფონდი, უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა!

176 მკითხველთა ლიგა


ეს გამოსვლები, ნაწილობრივ, მისი სამომავლო გამოს-
ვლების რეპეტიცია იყო. იმ სიტყვების რეპეტიცია, რომლები-
თაც მილიონობით ადამიანის წინაშე წარდგებოდა. ამიტომ მა-
თი ომახიანობა და მგზნებარება, ცოტა არ იყოს, უცნაურიც კი
მოეჩვენებოდა ადამიანს. ამხანაგი პილაის მომწოდებელი
ხმის სიძლიერე ბრინჯის მწვანე ნათესებსა და ტალღებად აღ-
მართული წითელი დროშების ზღვაზე იყო გათვლილი, და არა
იმ დახუთულ ციცქნა ფარდულზე, ტიპოგრაფიული მელნის სუ-
ნით რომ ყარდა.
ჩაკოს, უშუალოდ და პირდაპირ, არასდროს შეხებია. საკუ-
თარ გამოსვლებში მას ყოველგვარი კონკრეტული და ინდივი-
დუალური ადამიანური მახასიათებლებისაგან ათავისუფლებ-
და და დიდი სქემის ერთ-ერთ აბსტრაქტულ ელემენტად სახავ-
და – თეორიულ ერთეულად, ერთ-ერთ ჭანჭიკად მხეცურ
ბურჟუაზიულ მანქანაში, რომელიც რევოლუციის წინააღმდეგ
მუშაობდა. ჩაკოს სახელს არასდროს ახსენებდა, მას მხოლოდ
სიტყვით ,,ადმინისტრაცია’’ იხსენიებდა ხოლმე; გეგონება,
ერთი ადამიანი კი არა, ერთ-ერთი მრავალთაგანი ყოფილი-
ყო. კონკრეტული ადამიანისა და მისი ფუნქციის ასეთი და-
ცალცალება, გარდა ტაქტიკურად სწორი სვლისა, სინდისსაც
უმშვიდებდა მომხსენებელს, რომელსაც პირადადაც ჰქონდა
საქმიანი ურთიერთობა იმავე ჩაკოსთან. ,,სამოთხის’’ იარლი-
ყების ბეჭდვაზე დადებულ კონტრაქტს მისთვის საარსებო შე-
მოსავალი მოჰქონდა. თავს ირწმუნებდა, რომ ,,კლიენტი ჩა-
კო’’ და ,,ადმინისტრატორი ჩაკო’’ სხვადასხვა ადამიანები იყ-
ვნენ და რომ არც ერთ მათგანს არანაირი კავშირი არ ჰქონდა
,,ამხანაგ ჩაკოსთან’’.
მისი იდეალური გეგმის ერთადერთი ხელშემშლელი ბა-
რიერი ველუტა გახლდათ. ფაბრიკის მუშათაგან მხოლოდ ვე-

177 მკითხველთა ლიგა


ლუტა ფლობდა პარტიის მანდატს, ჰოდა, ეს ამბავი მას ამხა-
ნაგ პილაის მოკავშირედ ხდიდა, რაც ამ უკანასკნელს სულაც
არ აძლევდა ხელს. იცოდა, რომ ფაბრიკის სხვა, ,,ხელშესა-
ხებ’’ მუშებს ველუტა არ უყვარდათ შორეული წარსულიდან წა-
მოსული სიძულვილის გამო. ამიტომ ძალიან ფრთხილად უვ-
ლიდა გვერდს ამ უადგილო, არასასურველ ნაოჭს და მოუთ-
მენლად ელოდა იმ დროს, როცა მისი კარგად გაუთოების სა-
შუალება მიეცემოდა.
ფაბრიკის მუშებთან მუდმივ კონტაქტში იყო. უნდოდა, ფაბ-
რიკაში მიმდინარე მოვლენებისა და ამბებისათვის ფხიზლად
ედევნებინა თვალი. ყველას დასცინოდა, ამ მათხოვრულ გა-
სამრჯელოს როგორ სჯერდებით, როცა ქვეყნის სათავეში
თქვენივე, სახალხო მთავრობაა მოსულიო.
როცა ფაბრიკის ბუღალტერმა პუნაჩენმა, რომელიც დი-
ლაობით გაზეთებს უკითხავდა ხოლმე მამაჩის, მას ერთხე-
ლაც აცნობა, ზოგიერთი მუშა ხელფასის მომატების მოთხოვ-
ნაზე ალაპარაკდაო, მამაჩი გაცოფდა:
– ერთი გააგებინე მაგათ, რომ გაზეთები უნდა იკითხონ!
ქვეყანა შიმშილობის პირასაა მისული, გარშემო უმუშევრობა
მძვინვარებს. ხალხს ლუკმა-პური ენატრება. ჰოდა, მადლობა
თქვან, რომ საერთოდ უმუშევრები არ არიან!
როდესაც ფაბრიკაში რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა, ამ-
ბავს მამაჩის მოუცუნცულებდნენ ხოლმე და არა ჩაკოს. ალ-
ბათ უფრო იმიტომ, რომ მამაჩი ტრადიციულ სქემას იდეალუ-
რად ერგებოდა – მოდალალი ბრძანდებოდა, ქალბატონი. თა-
ვის როლს მშვენივრად ართმევდა თავს. მისი რეაქციები, თუნ-
დაც ზოგჯერ საკმაოდ სასტიკი, მაინც ყველასთვის გასაგები და
მოსალოდნელი იყო. ჩაკო, მეორე მხრივ, რომელიც ოჯახის
უფროსი და ერთადერთი მამაკაცი ბრძანდებოდა და იმასაც
ხშირ-ხშირად იმეორებდა, ჩემი მწნილები, ჩემი ჯემები და ჩემი

178 მკითხველთა ლიგა


კარის ფხვნილიო, ფრონტის ხაზს აბუნდოვნებდა თავისი კოს-
ტიუმების დაუსრულებელი და გაუგებარი ცვლით.
მამაჩი ცდილობდა, ვაჟი როგორმე გაეფრთხილებინა და
ჭკუასაც ხშირად არიგებდა. ჩაკო უსმენდა, მაგრამ მისი ნათ-
ქვამი ერთ ყურში შესდიოდა და მეორიდან გამოსდიოდა. ამი-
ტომ ვერც ის საწყისი უკმაყოფილების ხმები გაიგონა, ფაბრი-
კაში რომ გაისმოდა და მშვიდად განაგრძობდა ამხანაგობანას
თამაშსა და რევოლუციის რეპეტიციობანას.

იმ ღამით, სასტუმროს ვიწრო საწოლზე მიგდებული ჩაკო


ძილნარევი ფიქრით გეგმავდა, თუ როგორ დაასწრებდა ამხა-
ნაგ კ.ნ.მ. პილაის და როგორ ჩამოაყალიბებდა საკუთარ ფაბ-
რიკაში პატარა, კერძო პროფკავშირს. მერე არჩევნებსაც ჩა-
ატარებდა და ხმის მიცემას აიძულებდა თავის თანამშრომ-
ლებს, რომლებიც ერთმანეთს შეცვლიდნენ ხოლმე არჩევით
თანამდებობებზე. ჩაეღიმა კიდეც, როცა წარმოიდგინა
მრგვალ მაგიდასთან წარმოებული მოლაპარაკებები ამხანაგ
სუმატისთან, ან, კიდევ უკეთესი, ამხანაგ ლიუსიკუტთან, რო-
მელსაც უფრო ფუშფუშა თმა ჰქონდა.
მერე ფიქრით მარგარეტ-კოჩამასა და სოფი-მოლს მიუბ-
რუნდა. მათი სიყვარულის მწველმა არტახმა ისე მოუჭირა
გულ-მუცელზე, რომ ძლივსღა სუნთქავდა. ჰოდა, იწვა, ვერ
იძინებდა და აეროპორტში წასვლამდე დარჩენილ საათებს
ითვლიდა.
მეორე საწოლზე მის დისწულებს ეძინათ, ერთმანეთთან ჩა-
ხუტებულებს. გავარვარებულ ტყუპისცალსა და მთლად გათო-
შილ ტყუპისცალს. ბიჭსა და გოგოს, ,,ჩვენ’’-სა და ,,ჩვენია’’-ს.
ვერ ვიტყვით, რომ ცუდი წინათგრძნობა საერთოდ არ ჰქონ-
დათ და საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, რომ წინ დიდი განსაცდე-
ლი ელოდათ.

179 მკითხველთა ლიგა


მათ საყვარელი მდინარე ესიზმრებოდათ.
იმ მდინარეზე წახრილი ქოქოსის პალმები, ქოქოსის თვა-
ლებით რომ მიშტერებოდნენ იქვე ჩამვლელ ნავებს – დილაო-
ბით აღმა მიმავლებსა და საღამოობით დაღმა მომავლებს. და
მენავის ბამბუკის პალოების ყრუ და მოწყენილი ხმაც ესმო-
დათ, ჩაშავებული, კუპრით ამოგოზილი ნავების კედლებზე მი-
ჯახებისას რომ გამოსცემდნენ.
იმ მდინარის წყალი ძალიან თბილი იყო, მორუხო-მომწვა-
ნო, დატალღული აბრეშუმივით.
შიგ უამრავი თევზი დაცურავდა. ცა და ხეები ირეკლებოდა.
ღამით კი – შიგნით ჩავარდნილი, გაბზარული ყვითელი
მთვარე.

ფარდებში მიმალული ვახშმის სურნელი ამდენი ცდით გა-


ბეზრდა, ფარდებს მოშორდა და ,,ზღვის დედოფლის’’ ფანჯრი-
დან კარში გაიჭრა, რომ იქ დილამდე ეცეკვა ვახშმის სუნით გა-
ჯერებული ზღვის თავზე.
უკვე ორს ათი აკლდა.

180 მკითხველთა ლიგა


5

ღვთის ქვეყანა

წლების შემდეგ, როცა რაჰელი მდინარესთან დაბრუნდა,


ეს უკანასკნელი მას ლამის იმქვეყნიური ღიმილით შეეგება –
თავის ქალის ღიმილით (ჩამტვრეული კბილების ადგილას
ღრიჭოები რომ მოუჩანს) და საავადმყოფოს სარეცლიდან წა-
მოწეული უსიცოცხლო ხელის ოდნავი დაქნევით.
ორი რამ მომხდარიყო.
მდინარე გვარიანად დამშრალიყო, რაჰელი კი გვარიანად
გაზრდილიყო.
გავლენიან ბრინჯის მწარმოებელთა ლობის ხმების მოსა-
პოვებლად მდინარის ქვედა წელში კაშხალი აეგოთ. ის კაშხა-
ლი არაბეთის ზღვის ლაგუნებიდან მარილიანი წყლის მოდი-
ნებას არეგულირებდა, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევ-
და, წლის განმავლობაში ბრინჯის ერთი მოსავლის ნაცვლად
ორი აეღოთ. მოკლედ, ის დამატებითი ბრინჯი მდინარის შე-
წირვის ფასად მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ ივნისი იდგა და გადაუღებლად
წვიმდა, მდინარე წყლის პატარა არხს წააგავდა – თიხნარ მი-
წაყრილებს შორის ზლაზვნით გამავალი, დაღლილი, შლამით
ჩასქელებული წყლის ზოლი გამხდარიყო, აქა-იქ ვერცხლის-
ფრად გაელვებული მკვდარი თევზებით. მდინარეს უზომოდ
გამრავლებული წყალმცენარეების აქეთიქით მოსავსავე ყა-
ვისფერი საცეცები ახრჩობდნენ. მათ შორის დინჯად მიმოდი-
ოდნენ ბრინჯაოსფერფრთიანი იაკანები. გრაციოზულად მოძ-
რაობდნენ წყლის ზედაპირზე, წყალმცენარეების ბრტყელ
ფოთლებზე გრძელი ფეხების ფრთხილი ნაბიჯებით.

181 მკითხველთა ლიგა


ერთ დროს ეს მდინარე შიშისმომგვრელი იყო, ადამიანე-
ბისთვის ცხოვრების შეცვლა შეეძლო. ახლა კი კბილები ჩას-
ცვენოდა და არაქათი გამოსცლოდა. ლამის იმ მომწვანო
ტლაპოდ ქცეულიყო, რომლის ერთადერთი დანიშნულებაც
მყრალი ნაგვის ზღვისკენ გაჭირვებით გადატანა იყო. ფერად-
ფერადი, ამაყად თავაწეული პოლიეთილენის პარკები კაშკა-
შა სუბტროპიკული ყვავილებივით მიტივტივებდნენ დამყაყე-
ბული წყლის ბლანტ ზედაპირზე.
ქვის საფეხურები, რომლებსაც უწინ მობანავეები წყალთან
მიჰყავდა და მეთევზეები თევზთან, ახლა პირდაფჩენილ ხრი-
ოკში იხრუკებოდნენ და არსაიდან არსაით მიდიოდნენ; რაღა-
ცის უკვდავსაყოფად დადგმულ გაუგებარ ძეგლს დამსგავსე-
ბოდნენ და მათ ბზარებსა და ნაპრალებში გვიმრებს ამოეყოთ
თავი.
გაღმა მდებარე ციცაბო, თიხნარი ნაპირები ალიზის ქოხმა-
ხების დაბალი კედლებით გრძელდებოდა. იქაური ბავშვები
პირდაპირ იმ თიხნარ ციცაბოს გადმოეკიდებოდნენ ხოლმე
შიშველი უკანალებით და ისე ისაქმებდნენ ბუყბუყა ლაფით
დაფარული მდინარის ყოფილ კალაპოტში. სულ მთლად პატა-
რებიც იქვე ტრაწავდნენ და მდოგვისფერ თხევად ლაქებს ტო-
ვებდნენ. საღამოობით წყლის დონე იწევდა, ამ ძვირფას ყო-
ველდღიურ ნობათს ზღვისკენ მიაქანებდა და უკან ქაფქაფა
დუჟის კვალს ტოვებდა. მდინარის ზედა წელში სისუფთავის
მოყვარული დედები ტანსაცმელსა და ღამის ქოთნებს რეცხავ-
დნენ ფაბრიკიდან გამონაჟონ, ექსკრემენტებით დაუბინძურე-
ბელ წყალში. ადამიანებიც იქვე ბანაობდნენ. მომწვანო წყლის
ზოლიდან ამოზიდულ, ჩამუქებულ, საგამოფენო ბიუსტებივით
მიჯრით მდგომ რამდენიმე გასაპნულ ტორსს აუცილებლად
მოჰკრავდით თვალს.

182 მკითხველთა ლიგა


ცხელ დღეებში მდინარიდან ავარდნილი განავლის სუნი
მთელ აიემენემს ქუდივით ჩამოეფხატებოდა ხოლმე.
გაღმა ნაპირიდან ოდნავ მოშორებით, ხუთვარსკვლავიან
სასტუმროდ გადაკეთებული ,,წყვდიადის გული’’ იდგა.
ისტორიის სავანეს (სადაც ერთ დროს დაკოჟრებულ ფეხის-
ფრჩხილებიანი და პირში ძველი რუკების სუნის მქონე წინაპ-
რები ჩურჩულებდნენ) ახლა მდინარიდან ვეღარ მიუდგებოდი.
მას აიემენემისათვის ზურგი ექცია და იქაური სტუმრები ლაგუ-
ნების გავლით, პირდაპირ კოჩინიდან მოჰყავდათ სწრაფმავა-
ლი კატერებით. ის კატერები უკან სამკუთხა ქაფისა და ბენზი-
ნის ცისარტყელასავით აელვარებულ შლეიფს აფენდნენ.
სასტუმროს ფანჯრებიდან მშვენიერი ხედი იშლებოდა, მაგ-
რამ წყალი აქაც მღვრიე და მოწამლული იყო. ყველგან სტი-
ლიზებული კალიგრაფიით დაწერილი გამაფრთხილებელი
ნიშნები ჩაედგათ – ბანაობა აკრძალულია! კარი საიბუს ყოფი-
ლი მამულისათვის მაღალი ღობე შემოევლოთ, რომ სტუმ-
რებს გარშემო მდგარი ქოხმახები და მათი ბინადრები არ და-
ენახათ. თუმცა სუნს დიდად ვერაფრით შველოდნენ.
სამაგიეროდ, სასტუმროში საცურაო აუზი ჰქონდათ და მე-
ნიუში შეეტანათ შამფურზე ინდური წესით შემწვარი კაპარჭინა
და ბლინები ,,სიუზეტ’’.
თუმცა ხეები რომ ისევ მწვანე იყო და ცა – ისევ ლურჯი, ერთ
რამედ ღირდა. ასე რომ, სასტუმროს მესვეურები დაუსრულე-
ბელ რეკლამირებას უწევდნენ თავიანთ მყრალ სამოთხეს,
,,ღვთის ქვეყანას’’, როგორც ბუკლეტებში იხსენიებდნენ. იმ
ბრძენმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ სიმყრალეს, სხვების სი-
ღატაკისა არ იყოს, ადამიანი ადვილად ეჩვევა. უბრალო დის-
ციპლინის ამბავია, რომელიც მარტივად გვარდება ხოლმე
წესრიგითა და ჰაერის კონდიცირებით. ეგ არის და ეგ.

183 მკითხველთა ლიგა


კარი საიბუს სახლი გაერემონტებინათ და გადაეღებათ. ახ-
ლა ის საკმაოდ ჩახლართული, ხიდებით გადაბმული ხელოვ-
ნური არხებით დასერილი კომპლექსის ცენტრალურ ნაგებო-
ბას წარმოადგენდა. წყალში ნავები დატივტივებდნენ. ძველი,
კოლონიალური სტილის ბუნგალო, უზარმაზარი ვერანდები-
თა და დორიული სვეტებით, ძველთაძველი პატარა ხის სახ-
ლებით იყო გარემოცული; ძირძველი ოჯახების ეს საგვარეუ-
ლო სახლები სასტუმროს მეპატრონეებს შთამომავლებისაგან
ეყიდათ და აქ გადმოეტანათ, ,,წყვდიადის გულში’’. ასე
ვთქვათ, ისტორიულ სათამაშოებად ექციათ მდიდარი ტურის-
ტების გასართობად. ბრინჯის იმ ძნებისა არ იყოს, ბიბლიურმა
იოსებმა სიზმრად რომ ნახა და იმ ინდოელების მსგავსად, ინ-
გლისელ მოსამართლესთან პეტიციით რომ არიან მისულები,
ის ძველი სახლებიც გარს შემოსწყობოდნენ ისტორიის სავა-
ნეს და მოწიწებით შესცქეროდნენ მას. სასტუმროსთვის ,,მემ-
კვიდრეობა’’ დაერქმიათ.
სასტუმროს მეპატრონეებს იქ მისული სტუმრებისთვის იმის
მოყოლა უყვარდათ, რომ ყველაზე ძველი ხის სახლი, თავისი
პანელებით მოგებული უზარმაზარი სათავსოიანად, რომელიც
პატარა არმიის გამოსაკვები ბრინჯის მთელი წლის მარაგს
იტევდა, თვით ამხანაგ ე.მ.შ. ნამბუდირიპადის (ანუ,,კერალის
მაო ძედუნისო’’, უხსნიდნენ ახალბედებს) საგვარეულო სახ-
ლი იყო. იქაური ავეჯი და ძველებური ნივთები, რომლებიც
სახლთან ერთად შეიძინეს, თვალსაჩინოდ გამოეფინათ:
ლერწმის ქოლგა, მოწნული ტახტი და მზითვის შესანახი სკივ-
რი. იქვე მიმაგრებული განმარტებითი წარწერები ამბობდნენ:
ტრადიციული კერალური ქოლგა და მზითვის შესანახი ტრა-
დიციული სკივრიო.

184 მკითხველთა ლიგა


მოკლედ, ისტორიაცა და ლიტერატურაც კომერციის სამსა-
ხურში ჩაეყენებინათ. ნავსაყუდელთან კურცი და კარლ მარ-
ქსი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ მდიდარი სტუმრების მო-
ლოდინში.
ამხანაგ ნამბუდირიპადის სახლი სასტუმროს რესტორნად
ექციათ. აქ საბანაო კოსტიუმებში გამოწყობილი, ჯერ კიდევ
ბოლომდე გაურუჯავი ტურისტები პირდაპირ ნაჭუჭებიდან
წრუპავდნენ ქოქოსის რძეს, ხოლო მოწიწებით ოდნავ წელში
მოხრილი, ფერად-ფერად ნაციონალურ ტანსაცმელში შეფუ-
თული ძველი კომუნისტები აქეთ-იქით დაარბენინებდნენ სას-
მელებიან ლანგრებს.
საღამოობით (ადგილობრივი კოლორიტის შემოტანის მიზ-
ნით) კადჰაკალის მოცეკვავეები წარმოდგენების შემოკლებუ-
ლი ვერსიებით ართობდნენ ტურისტებს (მოთმინება დიდხანს
არ ჰყოფნითო, უხსნიდნენ მათ სასტუმროს მესვეურები). ასე
რომ, ძველი ისტორიები იკუმშებოდა და იკუწებოდა – ექვსსა-
ათიანი კლასიკა ოცწუთიან სკეტჩებად იყო ჩამოქვეითებული.
წარმოდგენებს საცურაო აუზთან მართავდნენ. სანამ მედო-
ლეები დოლზე უკრავდნენ და მოცეკვავეები ცეკვავდნენ, დამ-
სვენებლები და მათი ბაჭაჭყანები წყალში ჭყუმპალაობდნენ.
სანამ მდინარის პირას კუნტი საიდუმლოს უმხელდა კარნას,
შეყვარებული წყვილები ერთმანეთს გასარუჯი კრემებით
თხუპნიდნენ. სანამ კუდიანი პუთანა პატარა კრიშნას შხამიან
რძეს აწოვებდა, სანამ ბჰიმა დუჰშასას შიგნავდა და მის სის-
ხლში აბანინებდა დრაუპადის თმას, მამიკოები სუბლიმირე-
ბულ ეროტიკულ თამაშებს ეთამაშებოდნენ თავიანთ მოჩი-
ტულ ქალიშვილებს.
ისტორიის სავანის უკანა ვერანდა (სადაც ხელშესახებლე-
ბით დაკომპლექტებული პოლიციელების რაზმი მოქმედებდა

185 მკითხველთა ლიგა


და სადაც გასაბერი იხვის ჭუჭული სიგარეტით ამოწვეს) ამოე-
შენებინათ და შიგ დიდი სამზარეულო გაემართათ.
იქ ახლა ქაბაბსა და კარამელის კრემზე უფრო სერიოზულს
არაფერს ამზადებდნენ. მთელი თავზარი და შიში წარსულს ჩა-
ბარებოდა, საჭმლის სუნით ჩაქოლილჩაწიხლული და მზარე-
ულთა ღიღინის, კოჭასა და ნივრის ნაყვის, წვრილი ძუძუმწოვ-
რების – გოჭების, თხების – გამოწვლის, ხორცის კეპვისა თუ
თევზის წმენდის ხმებით გადაფარული.
იქ, ბალახით მოფენილ და ოცდასამწლიანი ივნისის წვიმე-
ბით მორწყულ მიწაში, რაღაც იყო ჩამარხული.
ძალიან უმნიშვნელო და მივიწყებული.
ურომლისოდაც ქვეყანა ნამდვილად არ დაიქცეოდა.
ბავშვის სათამაშო საათი, ზედ მიხატული დროით.
ორს ათი აკლიათი.
იქით მიმავალ რაჰელს ბავშვების მთელი გუნდი აედევნა.
– ეი, შენ, ჰიპი, – უკიოდნენ ისინი ოცდახუთი წლის დაგვია-
ნებით, – რაგქვია?
მერე ერთ-ერთმა ქვაც ესროლა და რაჰელის ბავშვობამ მა-
შინვე კისრისტეხითა და წვნიკი მკლავების სავსავით მოკურ-
ცხლა.
უკანა გზაზე რაჰელმა აიემენემის სახლს გვერდი აუარა და
მთავარ ქუჩაზე ამოყო თავი. ახალი სახლები აქაც სოკოები-
ვით მომრავლებულიყვნენ. იმის გამო, რომ ეს სახლები ხეებ-
ქვეშ იყვნენ შეყუჟულები და ცენტრალური ქუჩიდან მათთან
მხოლოდ საცალფეხო ბილიკებით შეიძლებოდა მისვლა, აი-
ემენემი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა უწინდელ, სოფლურ იერს,
თუმცა მცხოვრებთა რაოდენობით უკვე პატარა ქალაქს
უტოლდებოდა. მწვანე საფარს იქით ადამიანების უზარმაზარი
მასა აფარებდა თავს. ის მასა მზად იყო, ხელის ერთ დაქნევაზე
გადმომსკდარიყო ავტობუსის უყურადღებო მძღოლის ცემით

186 მკითხველთა ლიგა


მოსაკლავად; იმ მანქანის საქარე მინის ჩასალეწად, რომე-
ლიც გაბედავდა და ოპოზიციის მიერ გამოცხადებული გაფიც-
ვის დროს აქეთ გამოივლიდა; ციცქნა-კოჩამას იმპორტული
ინსულინისა და იმ კრემიანი ფუნთუშების მოსაპარავად, რომ-
ლებმაც დიდი გზა გამოიარეს კოტაიამის საკონდიტრო ,,ბეს-
ტბეიკერიდან’’ მის მაცივრამდე.
ტიპოგრაფია ,,იღბლის’’ ღობესთან მდგომი ამხანაგი კ.ნ.მ.
პილაი ღობის გადაღმა ვიღაც კაცს ელაპარაკებოდა. მკლავე-
ბი მკერდზე გადაეჯვარედინებინა და ხელები ისე მჭიდროდ
ამოედო იღლიებში, იფიქრებდი, ვიღაცამ ეს-ესაა სთხოვა, ეგ
მკერდი მასესხეო, მან კი უარით გაისტუმრაო. ღობის იქით
მდგომ კაცს პოლიეთილენის პარკიდან ფოტოები ამოეღო და
ნაძალადევი ინტერესით ათვალიერებდა. ეს, ძირითადად, ამ-
ხანაგ კ.ნ.მ. პილაის ვაჟის, ლენინის ფოტოები იყო. ის დელიში
ცხოვრობდა და სამღებრო, სანტექნიკური თუ ელექტროტექ-
ნიკური ხასიათის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ჰოლან-
დიისა და გერმანიის საელჩოებში. პოლიტიკური მისწრაფებე-
ბის გამო კლიენტთა დაკარგვის შიშით, სახელი ოდნავ გადა-
ესხვაფერებინა და ,,ლევინი’’ გამხდარიყო – პ. ლევინი.
რაჰელს უნდოდა, შეუმჩნევლად ჩაევლო, მაგრამ მისი
მხრიდან დიდი სიბრიყვე იყო ასეთი რამის დაშვება.
– აიიო, რაჰელ-მოლ! – გამოსძახა ამხანაგმა კ.ნ.მ. პილა-
იმ, რომელმაც მაშინვე იცნო, – ორკუნილეი? იცანი, ამხანაგი
ბიძია?
– უუვერ, – უპასუხა რაჰელმა.
იცნობდა, აბა, რა! ამ კაცს რა დაავიწყებდა?! ეს კითხვა- პა-
სუხი ზრდილობის ამბავი იყო, თორემ ორივემ მშვენივრად
იცოდა, რომ რაღაცების დავიწყება შეიძლება, მაგრამ რაღა-

187 მკითხველთა ლიგა


ცებისა – შეუძლებელია. და ეს დაუვიწყარი რამეები თაროებ-
ზე სხედან, ფრინველის დამტვერილი ფიტულებივით, და ავად
აბრიალებენ თვალებს, გვერდით მიბრუნებული თავით.
– ახლა, როგორც ვიცი, ამაირიკაში ხარ, არა? – ისევ ჰკით-
ხა ამხანაგმა პილაიმ.
– არა, აქა ვარ, – უპასუხა რაჰელმა.
– ეგ გასაგებია, გასაგები, – ოდნავი წყენა შეეპარა მოხუცს
ხმაში, – მაგრამ საერთოდ ამაირიკაში ხარ, არა?
ამხანაგმა პილაიმ ხელები ჩამოუშვა. მისი ჩამომჭკნარი ძუ-
ძუსთავები სენბერნარის სევდიანი თვალებივით მიაჩერდნენ
რაჰელს.
– იცანი? – ჰკითხა ამხანაგმა პილაიმ თანამოსაუბრეს და
ნიკაპით რაჰელზე ანიშნა.
კაცმა ვერ იცნო.
– ,,სამოთხის მწნილების’’ მოხუცი კოჩამას ქალიშვილის
ქალიშვილია, – აუხსნა ამხანაგმა პილაიმ.
კაცი დაიბნა. აშკარად ახალი გადმოსული იყო აიემენემში
და ალბათ არც მწნილები უყვარდა. ჰოდა, ამხანაგმა პილაიმ
ახლა სხვა მხრიდან შემოუარა.
– პუნიან კუნჯუ ხომ იცი? – ანტიოქიის პატრიარქის ლანდმა
წამით გაიელვა ზეცაში და იქვე გაქრა.
კაცი ამჯერად ცოტა აზრზე მოვიდა და ენერგიულად დაუქ-
ნია თავი.
– პუნიან კუნჯუს ვაჟი? ბენაან ჯონ აიპი, დელიში რომ ცხოვ-
რობდა? – განაგრძო ამხანაგმა პილაიმ.
– უუვერ, უუვერ, უუვერ, – თქვა კაცმა.
– იმის ქალის ქალია ესა. ახლა ამაირიკაში ცხოვრობს.
კაცმა თავი დაუქნია, რადგანაც რაჰელის საგვარეულო
შტოში უკვე კარგად გარკვეულიყო.

188 მკითხველთა ლიგა


– უუვერ, უუვერ, უუვერ, – თქვა მან, – მაშ, ამაირიკაში,
არა?
ეს შეკითხვა კი არა, უფრო აღფრთოვანების გამოხატვა
იყო.
ბუნდოვნად გაახსენდა რაღაც სკანდალი. დეტალები აღარ
ახსოვდა, მაგრამ ის კი ახსოვდა, რომ ის ამბავი სექსთან და
ვიღაცის სიკვდილთან იყო დაკავშირებული. გაზეთებშიც კი
დაწერეს. მცირედი პაუზისა და თავის ქნევის მოკლე სერიის
შემდეგ კაცმა სურათებიანი პარკი ამხანაგ პილაის დაუბრუნა.
– კაი, აბა, ამხანაგო. ახლა უნდა წავიდე. ავტობუსზე აგვი-
ანდებოდა.
– ჰოოო, – კიდევ უფრო ფართო ღიმილით გაებადრა სახე
ამხანაგ პილაის, როცა მოახერხა და თავისი ყურადღების
პროჟექტორი მთლიანად რაჰელს მიანათა. საოცრად ვარდის-
ფერი ღრძილები ჰქონდა; მთელი ცხოვრება უკომპრომისო
ვეგეტარიანელობის პირუთვნელი ჯილდო. იმ მამაკაცთა კა-
ტეგორიას ეკუთვნოდა, რომლებსაც ყმაწვილკაცად ვერაფ-
რით წარმოიდგენდი; თოთო ბავშვად ხომ მით უფრო. ისე გა-
მოიყურებოდა, თითქოს შუახნისა დაიბადა, უკვე ოდნავ შეთ-
ხელებული თმით.
– ქმარიც ჩამოვიდა?
– არა.
– სურათები ხომ არ გაქვს?
– არა.
– რა ჰქვია?
– ლარი. ლორენსი.
– უუვერ. ლორენსი, – თავი ისე დაუქნია ამხანაგმა პილაიმ,
თითქოს მოიწონა; თითქოს მისთვის რომ მიეცათ არჩევანი,
ზუსტად ამ სახელს შეარჩევდა.
– მონაგარი გყავთ?

189 მკითხველთა ლიგა


– არა.
– ჯერ არ გეჩქარებათ, თუ უკვე გეგმაშია?
– არც ერთი და არც მეორე.
– ერთის ყოლა აუცილებელია. ბიჭი იქნება თუ გოგო, მნიშ-
ვნელობა არა აქვს, – თქვა ამხანაგმა პილაიმ, – ორი უკვე
თქვენი არჩევანის ამბავია.
– გაყრილები ვართ, – უთხრა რაჰელმა. იმედოვნებდა,
შოკს მოვგვრი და მოკეტავსო.
– გაყრილებიოოო? – ხმა ისეთ სიმაღლემდე ასწია ამხა-
ნაგმა პილაიმ, რომ კითხვის ნიშანზე ბოლომდე ჩაუწყდა. გე-
გონება, რაღა გაყრა და რაღა სიკვდილიო.
– ძალიან, ძალიან ცუდი, – თქვა მან, როცა ხმა დაუბრუნდა.
რატომღაც, მისთვის უჩვეულო, წიგნიერი მეტყველებისაკენ
გაუწია გულმა, – უაღრესად სამწუხარო!
ამხანაგმა პილაიმ იფიქრა, ეტყობა, ამ თაობას ოჯახის წინა
თაობების ბურჟუაზიული გახრწნილების ცოდვამ უწიაო.
ერთმა გააფრინა. მეორეს ქმარი გაეყარა. და თან, ალბათ
უშვილოა.
შესაძლოა, სწორედ ეს არის ნამდვილი რევოლუციაო, გა-
დაწყვიტა. ქრისტიანული ბურჟუაზია თვითგანადგურების გზას
დაადგაო.
ამხანაგმა პილაიმ ისე დაუწია ხმას, თითქოს არ უნდოდა,
სხვებს გაეგონათ, რას ამბობდა. თუმცა გარშემო სხვა არც
არავინ იყო.
– და მონი? – იკითხა კონფიდენციალური ჩურჩულით, –
მონი როგორ არის?
– კარგად, – უთხრა რაჰელმა, – მშვენივრად არის.
კარგად არა, ისა!... ცვილისფერი. სარეცხის დაბალი ხა-
რისხის საპნით მრეცხავი.

190 მკითხველთა ლიგა


– აიიო პაავამ, – წაიჩურჩულა ამხანაგმა პილაიმ და მისმა
ძუძუსთავებმა ყალბი თანაგრძნობით დახარეს თვალები, – ეგ
საცოდავი, ეგა!
რაჰელს ვერ გაეგო, რა ჯანდაბად უწყობდა ეს კაცი ასეთ
დეტალურ დაკითხვას, თუკი მის პასუხებს მაინც არ გაითვა-
ლისწინებდა. ცხადია, ამხანაგმა პილაიმ იცოდა, რომ რაჰელი
მთლად გულწრფელ პასუხებს არ გასცემდა, მაგრამ ხომ შეეძ-
ლო, ზრდილობის გულისთვის მაინც მოეკატუნებინა თავი, შე-
ნი მჯერაო?
– ლენინი ახლა დელიშია, – შეუნიღბავი სიამაყით თქვა ამ-
ხანაგმა პილაიმ ბოლოს, – უცხოურ საელჩოებთან მუშაობს,
ბატონო!
რაჰელს ფოტოებიანი პოლიეთილენის პარკი გაუწოდა. იმ
ფოტოებზე ძირითადად ლენინი და მისი ოჯახი იყვნენ გადაღე-
ბულები. ცოლი, შვილი და ,,ბაჯაჯის’’ ახალი სკუტერი. ერთ-
ერთ ფოტოზე ლენინს ძალიან ვარდისფერი, ძალიან კარგად
ჩაცმული კაცი ართმევდა ხელს.
– გერმანელი პირველი მდივანია, – აუხსნა ამხანაგმა პი-
ლაიმ.
იმ ფოტოებზე ლენინსა და მის მეუღლეს ძალიან კმაყოფი-
ლი სახეები ჰქონდათ. ცხადი იყო, რომ მისაღებ ოთახში ახა-
ლი მაცივარი ედგათ და მუნიციპალური სახლის დეპოზიტიც
დროულად ჰქონდათ შეტანილი.

რაჰელს მშვენივრად ახსოვდა ის მომენტი, როცა მისთვის


და ესტასთვის ლენინი თავისი დედიკოს სარის ერთ-ერთი ნა-
ოჭიდან რეალურ ადამიანად იქცა. რაჰელი და ესტა ხუთისა იყ-
ვნენ, ლენინი კი ალბათ სამის ან ოთხის იქნებოდა. პედიატრ
ვერგიზ ვერგიზის კლინიკაში შეხვდნენ (კოტაიამის ბავშვთა
ცნობილ ექიმთან და მათი დედიკოების დამბურჯგვნელთან).

191 მკითხველთა ლიგა


რაჰელი ამუსა და ესტასთან ერთად იყო, რომელმაც დაიჩემა,
გინდა თუ არა, მეც წამოვალო. ლენინი კი დედამისს, კალია-
ნის მოეყვანა. ორივეს, რაჰელსაც და ლენინსაც ერთნაირი გა-
საჭირი ადგათ – უცხო სხეული შეეტენათ ცხვირის ნესტოში.
ახლა ეს რაჰელს უცნაურ დამთხვევად ეჩვენებოდა, მაშინ კი –
არა. რატომღაც შექმნილი პოლიტიკური ვითარება იმაშიც
ჩანდა, რა საგნებს ირჩევდნენ ბავშვები ცხვირში შესატენად.
რაჰელს – იმპერიული ენტომოლოგის შვილიშვილს – პატარა
მძივი შეესუნთქა, ლენინს კი – მარქსისტული პარტიის მუშა-
კის ვაჟს – მწვანე ბარდის მარცვალი.
მოსაცდელი ოთახი ხალხით იყო სავსე.
ექიმის საპროცედუროს ფარდის იქითა მხრიდან ავად მო-
სისინე ხმები ისმოდა, რომლებსაც დროდადრო უბედური ბავ-
შვების კივილი ახშობდა. კიდევ ლითონის მინაზე გახახუნების
ხმები, ჩურჩული და მდუღარე წყლის შიშინი. ერთი ბიჭუნა კე-
დელზე ჩამოკიდებულ წარწერიან ხის ფირფიტას – ექიმი თა-
ვისუფალია/ექიმი დაკავებულია-ს აწვალებდა, აქეთ-იქით ატ-
რიალებდა. სიცხიანი ჩვილი დედის მკერდზე მიკრული ასლო-
კინებდა. ჭერის ზანტი ვენტილატორი დაუსრულებლად თლი-
და მძიმე, შიშით გაჟღენთილ ჰაერს, რომელიც სპირალურად
ეშვებოდა იატაკისაკენ, დინჯი ბზრიალით, უზარმაზარი კარ-
ტოფილის უსასრულო ნათალივით.
ჟურნალებსკაციშვილი არ კითხულობდა.
ქუჩაში გასასვლელი კარი ღია იყო და ზედ ფარდა ჩამოეკი-
დებინათ. იმ ფარდის ბოლოსა და იატაკს შორის დარჩენილი
ღიობიდან ქუჩაში მოარულთა ქოშებისა და ფლოსტების მხი-
არული წკაპაწკუპი და ფრატუნი მოისმოდა, – ცხვირში გაჩხე-
რილი უცხო სხეულებისაგან თავისუფალი სამყაროს დალხე-
ნილი ხმები.

192 მკითხველთა ლიგა


ამუმ და კალიანიმ ბავშვები გაცვალეს. თავები გადაუწიეს,
ცხვირი სინათლისაკენ აქნევინეს და აკვირდებოდნენ, ეგებ მე
დავინახო რაღაც ისეთი, რასაც დედამისი ვერ ხედავსო. როცა
ამ მცდელობამ უქმად ჩაიარა, ტაქსის ფერებში გამოწყობილ-
მა ლენინმა (ყვითელ პერანგსა და შავ, ელასტიკურ შორტში),
კვლავ დედის ნეილონის სარის კალთას და საღეჭი რეზინის
გაუხსნელ პაკეტს მიაშურა. სარის ყვავილებზე წამოსკუპებუ-
ლი, ამ აუღებელი მაღლობიდან სრულიად უდრტვინველად
ათვალიერებდა თვალწინ გადაშლილ სურათს. მარცხენა ხე-
ლის საჩვენებელ თითს გულმოდგინედ იკიტინებდა უცხო სხე-
ულისაგან თავისუფალ ნესტოში და ხმაურიანად სუნთქავდა
დაფჩენილი პირით. თმა გვერდით ძალიან აკურატულად
ჰქონდა გადაყოფილი და ზეთით კარგად გაპოხილ-გადასლი-
კინებული. საღეჭი რეზინის ხელში ჭერის უფლება ექიმთან
შესვლამდეც მისცეს, დაღეჭვით კი – იქიდან გამოსული დაღე-
ჭავდა. მოკლედ, ცხოვრება მშვენიერი იყო. ძალიან პატარა
ბრძანდებოდა და ვერ ხვდებოდა, რომ მისაღებში გამეფებულ
ატმოსფეროსა და საპროცედუროდან გამომავალ ხმებს, წე-
სით, ექიმ ვ.ვ.-ს მიმართ ჯანსაღი შიში უნდა შთაეგონებინათ
მისთვის.
მხრებზე ბალანაშლილმა ვირთხამ რამდენჯერმე საქმია-
ნად გადაირბინა ექიმის კაბინეტიდან მოსაცდელის კარადის
ქვედა განყოფილებამდე.
ექთანი კაბინეტში დაძენძილი ფარდის გადაწევ-გადმოწე-
ვით შედი-გამოდიოდა. უცნაური იარაღები ეჭირა ხოლმე. ციც-
ქნა მინის ჭურჭელი. მინის პატარა მართკუთხედი ზედ გათხაპ-
ნილი სისხლით. კონტეინერი, რომელშიც შარდი ბრჭყვი-
ალებდა. უჟანგავი ფოლადის ლანგარი გამოხარშული ნემსე-
ბით. თხელი თეთრი წინდების წყალობით, ფეხის გრძელი ბან-

193 მკითხველთა ლიგა


ჯგვლები დაგრეხილი მავთულებივით ჰქონდა კანზე მიტკეპნი-
ლი. ქუსლებმოცვეთილი, მობრეცილი თეთრი ფეხსაცმელი
ეცვა და სიარულისას ფეხები ერთმანეთზე ეხლებოდა. ექთნის
გახამებული ქუდი პრიალა, შავი, გველის ფორმის სამაგრე-
ბით ჰქონდა დაწკაპებული გაპოხილ თავზე.
ალბათ სათვალეზე ვირთხის საწინააღმდეგო ფილტრები
ეყენა. იმ ბალანაშლილ ვირთხას მაშინაც ვერ ამჩნევდა,
ცხვირწინ რომ გადაურბენდა. სახელებს ბოხი, კაცის ხმით
ამოიძახებდა ხოლმე: ა. ნინან,... ს. კუსუმალატა,... ბ.ვ. როსჰი-
ნი,... ნ. ამბადი. ის აფორიაქებული, სპირალურად მოძრავი ში-
შის ატმოსფერო სულ ფეხებზე ეკიდა.
ესტას თვალები თავზარდაცემულ ლამბაქებს მიუგავდა.
ექიმი თავისუფალია/ექიმი დაკავებულია ფირფიტა აჰიპნო-
ზებდა.
რაჰელი პანიკამ მოიცვა.
– ამუ, მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ.
ამუმ ერთიხელით თავი გადაუწია და მეორის ცხვირსახოც-
შემოხვეული ცერა თითით თავისუფალი ნესტო დაუცო. მოსაც-
დელის ყველა თვალი რაჰელს მიაჩერდა. მისი ცხოვრების
ყველაზე გადამწყვეტი მომენტი დამდგარიყო. ესტას სახეზე
სრული მზაობა გამოეხატა, რაჰელთან ერთად მოეხოცა ცხვი-
რი. კოპები შეიკრა და ბლომად ჰაერი დაიგუბა ფილტვებში.
რაჰელმა ძალ-ღონე მოიკრიბა. გევედრები, ღმერთო! გე-
ვედრები, შემაძლებინე ამ მძივის გამოგდება! ლამის ფეხის
ფრჩხილებიდან დაწყებული გამოიხმო ჰაერი მთელი სხეული-
დან და მთელი ძალით ჩაბერა დედის ცხვირსახოცში.
ჰოდა, ის მძივიც მთელი ძალით გამოვარდა ჟღვინტთან და
შვების ამოსუნთქვასთან ერთად. პაწაწინა, მოვარდისფრო-
მოიასამნისფრო მარცვალი მბზინავსა და ნახევრად თხევად

194 მკითხველთა ლიგა


წვენში; ისეთივე ამაყი, როგორიც ხამანწკის რბილობში აღმო-
ცენებული მარგალიტი. გარსმოსეული ბავშვები აღფრთოვა-
ნებულები დასცქეროდნენ ამ საოცრებას. ფირფიტებით მოთა-
მაშე ბიჭი აიმრიზა.
– დიდი ამბავი! მაგას მეც მოვახერხებდი, – გამოაცხადა
მან.
– ერთი სინჯე და ნახავ, როგორ მოგხვდება! – დაემუქრა
დედამისი.
– მის რაჰელ! – დაიყვირა ექთანმა და მოსაცდელს თვალი
მოავლო.
– უკვე გამოვუღე! აი, ნახეთ! – თქვა ამუმ და ექთანს დაჭ-
მუჭნილი ცხვირსახოცი დაანახვა.
ექთანი ვერ მიუხვდა.
– პრობლემა მოგვარდა, მძივი ამოვუღეთ. ამიტომ უკვე
მივდივართ, – აუხსნა ამუმ.
– შემდეგი! – დაიყვირა ექთანმა და ცხვირზე ვირთხისფილ-
ტრიანი სათვალე წამოიცვა (რა არ ხდებაო, გაიფიქრა), –
ს.ვ.ს. კურუპი!
ამრეზილმა ბიჭმა ღრიალი მორთო, როცა დედამ საპროცე-
დუროსკენ წაათრია.
რაჰელმა და ესტამ გამარჯვებულებმა დატოვეს კლინიკა.
პატარა ლენინი კი ადგილზე დარჩა და ელოდებოდა, როდის
გასინჯავდა ექიმი ვერგიზ ვერგიზი მის ნესტოს ცივი, ლითონის
იარაღებით, დედამისს კი – სხვა, უფრო რბილებით.
მაშინ ასეთი ლენინი იყო.
ახლა კი სახლი და ,,ბაჯაჯის’’ სკუტერი ჰქონდა. ცოლიც
ჰყავდა და მონაგარიც.
რაჰელმა ამხანაგ პილაის სურათებიანი პაკეტი დაუბრუნა
და წასვლა დააპირა.

195 მკითხველთა ლიგა


– ერთწამს! – შეაჩერა ამხანაგმა პილაიმ. იმ ეგზიბიციო-
ნისტივით იქცეოდა, ღობეს ამოფარებული ჩამვლელებს ძუძუ-
ებს რომ აჩვენებს და ამით აბამს. მერე გამოჭერილებს აიძუ-
ლებდა, მისი ვაჟის სურათები ეთვალიერებინათ. მან სურათე-
ბის დასტა (ასე ვთქვათ, ,,ლენინიანას’’ მოკლე ექსკურსი)
სწრაფად გადაქექა, ბოლო სურათი დააძრო და რაჰელს გა-
უწოდა, – ორკუნუნდო?
ძველი, შავ-თეთრი ფოტო იყო. ჩაკომ ის სურათი ,,როლიფ-
ლექსის’’ აპარატით გადაიღო, მარგარეტ-კოჩამას ჩამოტანი-
ლი საშობაო საჩუქრით. იმ სურათზე ოთხივენი იყვნენ – ლე-
ნინი, რაჰელი, ესტა და სოფი-მოლი. აიემენემის სახლის წინა
ვერანდაზე იდგნენ. უკანა ფონზე ჭერიდან მტევნებივით ჩა-
მოშვებული ციცქნა-კოჩამას საშობაო მოსართავები მოჩანდა.
მუყაოს ვარსკვლავი პირდაპირ ნათურაზე იყო მიბმული. ლე-
ნინი, რაჰელი და ესტა იმ პატარა დამფრთხალ ცხოველებს
ჰგავდნენ, შემთხვევით იქვე ჩამვლელი ავტომობილის ფარე-
ბის შუქში რომ მოხვდებიან. მუხლები შეტყუპებული ჰქონდათ,
ღიმილი – სახეზე შეყინული; ხელფეხდაჭიმულები, გაჯგიმუ-
ლები იდგნენ, თითქოს ობიექტივთან თავისუფლად დგომა დი-
დი ცოდვა ყოფილიყო.
მხოლოდ სოფი-მოლი მოემზადა სათანადოდ იმ სურათის
გადასაღებად. პირველი სამყაროს მთელი ქედმაღლობითა და
სილაღით წარმოაჩინა საკუთარი თავი ბიოლოგიური მამის
ფოტოაპარატის წინაშე. ქუთუთოები ამოიბრუნა და ამიტომ
თვალები ვარდისფრად დაძარღვულ ,,ხორცის კვირტებს’’ მი-
უგავდა (შავ-თეთრ ფოტოზე რუხი უჩანდა). პირში ტკბილი ყვი-
თელი ლაიმის ქერქისაგან გამოჭრილი ღოჯები ჩაიდგა. იმ
ღოჯებს შუა ენა გამოყო და ენის წვერზე მამაჩის ვერცხლის სა-
თითე წამოიცვა (ის სათითე პირველსავე დღეს მიითვისა და

196 მკითხველთა ლიგა


ფიცი დადო, მთელი არდადეგების დროს მხოლოდ ამ სათითი-
დან დავლევო). ხელში ანთებული სანთლები დაიჭირა – თი-
თოში თითო. სელის ცისფერი შარვლის ერთი ტოტი აიკეცა და
იქიდან თეთრი, გაჩხიკინებული მუხლი გამოაჩინა, ზედ დახა-
ტული საზარელი სიფათით. იმ ფოტოს გადაღებამდე რამდენი-
მე წუთით ადრე რაჰელსა და ესტას უმტკიცებდა (ყველა იმ ფო-
ტოს თუ მოგონების მიუხედავად, რომლებიც საპირისპიროზე
მეტყველებდნენ), ნაღდად ნაბიჭვრები ხართო, და თან ამ სიტ-
ყვის მნიშვნელობასაც უხსნიდა. მერე სქესობრივი აქტიც დე-
ტალურად აღუწერა: ,,აი, ასე წვებიან და მერე...’’
ეს მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო.
სოფი-მოლი.
სათითიდან მსმელი.
კუბოში მოტრიალე.
ბომბეი-კოჩინის რეისით ჩამოფრინდა. ლამაზ ქუდსა და
ფართოტოტებიან შარვალში გამოწყობილი. იმთავითვე ყვე-
ლას სიყვარულით განებივრებული.

197 მკითხველთა ლიგა


6

კოჩინის კენგურუები

აეროპორტში რაჰელს ახალთახალი, წინწკლებიანი პანტა-


ლონი ეცვა. რეპეტიციების პერიოდი დასრულებულიყო და
პრემიერის დღეც დამდგარიყო – იმ კვირის კულმინაცია, რო-
მელიც რას იფიქრებს სოფი-მოლი საკითხს მიეძღვნა.

დილით სასტუმრო ,,ზღვის დედოფალში’’ ამუ, რომელსაც


მთელი ღამე ლაჟვარდოვანი ზღვა და დელფინები ესიზმრებო-
და, რაჰელს აეროპორტისთვის წამოღებული ფუშფუშა კაბის
ჩაცმაში მიეხმარა. ის კაბა იდეალური ნიმუში გახლდათ ამუს-
თვის დროდადრო დამახასიათებელი უგემოვნობის უცნაური
შეტევებისა – გახამებული, ვერცხლისფრად დაწინწკლული
ყვითელი მაქმანების ღრუბელი, რომელიც მხრებზე უზარმაზა-
რი ბაფთებით იკვრებოდა და ნაოჭებიანი, ქობასთან მუშამბაა-
მოკრული ქვედაბოლო, რომელიც მთლად გაფშეკილი იდგა.
რაჰელი დარწმუნებული არ იყო, რომ ის კაბა მის მზის სათვა-
ლეს უხდებოდა.
ამუ რაჰელისკენ დახრილიყო და ხელში კაბის ფერთან შე-
ხამებული ახალთახალი პანტალონი ეჭირა. რაჰელი დედას
ხელებით მხრებზე დაეყრდნო და ისე ცდილობდა იმ პანტალო-
ნის ამოცმას (ჯერ მარცხენა ფეხი გაუყარა ტოტში, მერე – მარ-
ჯვენა). მერე ამუს ორივე ლოყის ფოსო დაუკოცნა (ჯერ მარ-
ცხენა, მერე – მარჯვენა) და პანტალონის რეზინმაც წკაპანი გა-
ადინა მის პატარა მუცელზე.
– დიდი მადლობა, ამუ! – თქვა რაჰელმა.
– მადლობას რისთვის მიხდი?
– ახალი კაბისა და პანტალონისთვის.
– არაფრის, საყვარელო, – უპასუხა ამუმ ნაღვლიანი ხმით.

198 მკითხველთა ლიგა


არაფრის, საყვარელო.
რაჰელის გულს მიფრენილმა ფარვანამ ბუსუსებიანი ფეხი
წამოსწია. მაგრამ მერე ისევ დაუშვა. ცივი ფეხი იყო. დედას
ოდნავ ნაკლებად უყვარდა.
,,ზღვის დედოფლის’’ ნომერში ტაფამწვრისა და გაფილ-
ტრული ყავის სუნი იდგა.
მანქანისკენ რომ წავიდნენ, ესტას ის არწივიანი თერმოსი
ეჭირა, რომელშიც ონკანის წყალი ესხა, რაჰელს კი – ის, რო-
მელშიც ანადუღარი წყალი ესხა. ორივე თერმოსს ფრთაგაშ-
ლილი არწივის თერმოსული გამოსახულება ამშვენებდა. არ-
წივებს ბრჭყალებში დედამიწა ჰქონდათ მოგდებული. ტყუპები
დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის არწივები დღისით დედამი-
წას სდარაჯობდნენ, ღამით კი თერმოსს გარს შემოუფრენდნენ
ხოლმე; ძალიან ჩუმად, ისევე უხმაუროდ, როგორც ჭოტები,
ფრთებზე აკიაფებული მთვარის სხივით.
ესტას მოტკეცილი შავი შარვალი და გრძელსახელოებიანი
წითელი პერანგი ეცვა, წაწვეტებული საყელოთი. ქოჩორი
კარგად ათქვეფილ კვერცხის ცილასავით გაკვირვებული და
აქაფებული ჰქონდა.
ესტამ აღნიშნა (სხვათა შორის, სრულიად სამართლიანად),
რაჰელი ამ აეროპორტის კაბაში სულელურად გამოიყურებაო.
რაჰელმა მაშინვე მისცხო და ესტამაც ხურდა მაშინვე დაუბრუ-
ნა.
აეროპორტში ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ.
ჩაკო, რომელიც ჩვეულებრივ მუნდუში დაიარებოდა, ახლა
სასაცილო, მოტკეცილ კოსტიუმში გამოწყობილიყო და სახეს
ღიმილი უნათებდა. ამუმ ძმას გვერდზე მოქცეული ჰალსტუხი
გაუსწორა. იმ ჰალსტუხმა ძღომისად ისაუზმა და ცოტა ამიტო-
მაც მოითენთა.

199 მკითხველთა ლიგა


– ნეტა ვიცოდე, ამ ჩვენს ,,მასების დამცველს’’ რა დაემარ-
თა? – თქვა ამუმ.
მაგრამ ეს რომ თქვა, ლოყებზე ფოსოები ჰქონდა, რადგა-
ნაც ჩაკო ბედნიერებისაგან ლამის შუაზე გამსკდარიყო.
ჩაკოს მისთვის არ მიუცხია.
ამიტომ არც ამუს დაუბრუნებია ხურდა.
ჩაკომ ,,ზღვის დედოფლის’’ საყვავილეში ორი წითელი
ვარდი შეიძინა, რომლებიც ახლა სასოებით ეჭირა.
ძალიან მსუქნურად.
მოწიწებით.

აეროპორტის მაღაზია, რომელიც კერალის ტურიზმის გან-


ვითარების კორპორაციას ეკუთვნოდა, ,,ეარ ინდიას’’ მაჰარა-
ჯებით (პატარებით, საშუალოებით და დიდებით), სანდალოზის
ხის სპილოებით (პატარებით, საშუალოებით და დიდებით) და
კადჰაკალის მოცეკვავეების პაპიე-მაშესაგან დამზადებული
ნიღბებით (პატარებით, საშუალოებით და დიდებით) იყო სავ-
სე. ჰაერი სანდალოზის ხის მძაფრი სურნელითა და სელის
ტანსაცმლის (პატარის, საშუალოსი და დიდის) იღლიების სუ-
ნით იყო გაჯერებული.
მოსაცდელ დარბაზში კენგურუს ოთხი ნატურალური ზომის
ქვითკირის გამოსახულება იდგა, ქვითკირის ჩანთებით, რომ-
ლებსაც ნაგავი ეწერა. იმ ჩანთებში, ქვითკირის პატარა კენგუ-
რუების ნაცვლად, მათთვის სიგარეტის ნამწვები, ასანთის
დამწვარი ღერები, ბოთლის საცობები, დაჭმუჭნილი ერთჯე-
რადი ჭიქები და არაქისის ნაჭუჭები ჩაეტენათ და ტარაკანებიც
ბლომად დაფუთფუთებდნენ.

200 მკითხველთა ლიგა


იმ საცოდავებს მუცლები ,,ბეტელის’’ წითელი ნაპურჭყებით
ჰქონდათ მოფენილი; გეგონებოდა, სისხლიანი იარებით არი-
ან დაფარულებიო. აეროპორტის კენგურუები წითლად შეღე-
ბილი პირებით იღიმებოდნენ.
და ვარდისფრად მოელვარე ყურები დაეცქვიტათ.
ისეთი გამომეტყველება ჰქონდათ, იფიქრებდი, გვერდით
რომ ჩავუვლი, ნამდვილად ,,მა-მა’’-ს დაიკნავლებენ დამჯდა-
რი ბატარეის ხმაზეო.

როდესაც ბომბეი-კოჩინის ლაჟვარდოვანი ცის კაბადონზე


სოფი-მოლის თვითმფრინავი გამოჩნდა, მომლოდინე ბრბო
რკინის ცხაურებს მიაწყდა, ემანდ რამე საინტერესო არ გამოგ-
ვრჩესო.
მოსაცდელი დარბაზი სიყვარულის, მონატრებისა და მო-
უთმენლობის საწნახლად იქცა. ბომბეი-კოჩინის რეისით ხომ
ყველა საზღვარგარეთ წასული ახლობელი ბრუნდებოდა სამ-
შობლოში.
თითოეულ მათგანს მთელი ოჯახი ხვდებოდა ხოლმე. ადა-
მიანები მთელი კოჩინის შტატიდან მოდიოდნენ დანჯღრეული
და ჯაყჯაყა ავტობუსებით. რანიდან, კუმილიდან, ვიჟინჯამი-
დან, უჟავურიდან. ზოგი მთელ ღამეს აეროპორტში ათევდა და
თან საგზალიც მოჰქონდა. იქითობისთვის კი – ტაპიოკის ჩიფ-
სები და პურის ხის ტკბილი ნაყოფით შეზავებული მოხარშული
ბრინჯი.
ყველა მოდიოდა: ყრუანჩალა ბებიები; ართრიტით დაავა-
დებული ბუზღუნა ბაბუები; გაბეზრებული ცოლები; ინტრიგანი
ბიძები; ტრაწიანი ბავშვები; ყოფილი საცოლეები, რომლებსაც
თავის შეხსენება უნდოდათ; მასწავლებლის ქმარი, რომელიც

201 მკითხველთა ლიგა


ჯერ კიდევ საუდის არაბეთის ვიზის ცდაში იყო; იმ მასწავლებ-
ლის მულები, რომლებიც ჯერ კიდევ მზითვის მოლოდინში იყ-
ვნენ და ელექტრიკოსის ორსული ცოლი.
– მთელი ძაღლი და ღორი აქ მოთრეულა, ძირითადად
დამლაგებლების კლასია! – თქვა აღშფოთებულმა ციცქნა-კო-
ჩამამ და პირი მიიბრუნა, რომ არ ეყურებინა, ცხაურებთან
კარგი ადგილის დაკარგვის შიშით შეპყრობილი დედა როგორ
აფსმევინებდა ცარიელ ბოთლში თავის აცუნდრუკებულ პატა-
რა ვაჟს, რომელიც იღიმებოდა და ხელს უქნევდა გარშემო
მყოფებს.
– ფსსსს, – სისინებდა დედა. თავიდან თხოვნის ტონით,
მერე კი მუქარით. მაგრამ ბიჭუნამ, ეტყობა, გადაწყვიტა, რომ
რომის პაპი ბრძანდებოდა – იღიმებოდა და ხელს იქნევდა,
იღიმებოდა და იქნევდა, ბოთლში ჩაკვეტებული კუტუნათი.
– არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა ინდოეთის ელჩები ხართ,
– აფრთხილებდა ციცქნაკოჩამა ესტასა და რაჰელს, – თქვენ
უნდა შეუქმნათ პირველი შთაბეჭდილება ჩვენს ქვეყანაზე.
დიზიგოტური ტყუპები. ქვეყნის საგანგებო და უფლებამო-
სილი წარმომადგენლები. მისი უდიდებულესობა, ბატონი
ე(ლვის) პელვისი და მისი უდიდებულესობა, ქალბატონი
ბ(ზუილა) ბუზანკალა.
გახევებულ მაქმანის კაბაში გამოწყობილი რაჰელი, ,,ტო-
კიოს სიყვარულით’’ დამაგრებული შადრევნით თავზე, აერო-
პორტის შემაძრწუნებლად უგემოვნო ფერიას ჰგავდა. უფრო-
სების გაოფლიანებულ თეძოებში მოსრესილი (ამის გადატანა
ერთხელ კიდევ მოუწევდა ყვითელ ეკლესიაში გამართულ პა-
ნაშვიდზე) და მათი დაუნდობელი აჟიოტაჟით გადათელილი
იდგა, გულს მიფრენილი ბაბუამისის ფარვანით. მან თვალი აა-
რიდა ცაში გამკივან ფოლადის ფრინველს, რომელშიც მისი

202 მკითხველთა ლიგა


ბიძაშვილი იჯდა, თავი მიიბრუნა და, აი, რა დაინახა: წითელ-
პირიანი, ლალისფრად მომღიმარი კენგურუების ქვითკირუ-
ლი მსვლელობა აეროპორტის დარბაზში!
ერთი- ორი,
ერთი-ორი...
გრძელფეხება და ბრტყელტერფიანი მსვლელობა იყო.
აეროპორტის ნაგვით ამოყორილი საშვილოსნო-ჩანთე-
ბით.
ყველაზე პატარას ისე წაეგრძელებინა კისერი, როგორც
ინგლისურ ფილმებში იგრძელებდნენ ხოლმე კაცები ყელში
წაჭერილი ჰალსტუხების მოხსნისას, სამუშაო საათების დას-
რულების შემდეგ. შუათანა საკუთარ ჩანთას ქექავდა, სიგარე-
ტის გრძელ ნამწვს ეძებდა, რომ ერთი გემოზე გაებოლებინა.
ამასობაში თხილის ძველ, დაბურულ პაკეტს მიაგნო და წინა
კბილებით პატარა მღრღნელივით მარჯვედ გადაღრღნა. ყვე-
ლაზე დიდი კი ზემოთ აწეულ სარეკლამო პლაკატს აფრია-
ლებდა, წარწერით კერალის ტურიზმის განვითარების კორპო-
რაცია გულითად სალამს უძღვნის ყველა სტუმარს, გვერდით
მიხატული კადჰაკალის მოცეკვავით, რომელიც ნამასტეთი28
ესალმებოდა ჩამოსულებს. მეორე პლაკატს, რომელსაც ამ-
ფრიალებელი არავინ ჰყავდა, ეწერა: ილითეკ სოყი ინევქთ
აბენაძრბომაჩ სიბელენუს იშერახმ.
წარმომადგენელმა რაჰელმა მყისვე დაიწყო გზის გაკვლე-
ვა საკუთარი ძმისაკენ, თავისი თანაწარმომადგენლისაკენ.
ესტა, შეხედე, შეხედე! იქით გაიხედე, ნახე, რა ხდება!
მის უდიდებულესობა ესტას იქით არ გაუხედავს. არ სურდა
და იმიტომ. იდგა და უყურებდა, როგორ უხეიროდ დაეშვა
თვითმფრინავი. მხარზე თასმით ჰქონდა გადაკიდებული არ-
წივიანი, ონკანის წყლით სავსე თერმოსი, მუცელში კი რაღაც

28
მისალმების ჟესტი (მალაიალამ.)

203 მკითხველთა ლიგა


უძირო და ძირსქელი შეგრძნება უთუხთუხებდა: ლიმონფორ-
თოხლის წვენების კაცმა იცოდა, სად უნდა მიეგნო მისთვის –
აიემენემის ფაბრიკაში, მდინარე მინაჩალის ნაპირას.
ამუ თვალებგაფაციცებული ხელჩანთით იყურებოდა.
ჩაკო – ვარდებით.
ციცქნა-კოჩამა – კისერზე წამოზრდილი ხალით.

ბომბეი-კოჩინის რეისის მგზავრებს, როგორც იქნა, საშვე-


ლი დაადგათ. გრილი ჰაერიდან ცხელ ჰაერში გამოვიდნენ.
მოსაცდელი დარბაზისაკენ მომავალი, ფრენისას მთლად მო-
თელილი ადამიანები გზადაგზა სწორ იერსახეს იბრუნებდნენ.
მოკლედ, გამოჩნდნენ შორეთიდან სამშობლოში დაბრუნე-
ბულები! იმ ტანსაცმელში გამოწყობილები, რომელსაც და-
უთოება არ სჭირდებოდა, და ცისარტყელას ფერებში მოლივ-
ლივე მზის სათვალეებით. არისტოკრატული ჩემოდნებით ყვე-
ლაფერი მოჰქონდათ, რასაც ბოლო უნდა მოეღო მათი უკიდუ-
რესი სიდუხჭირისათვის: ბეტონის სახურავები საკუთარი,
პალმის ფოთლებით გადახურული სახლებისათვის; მშობლე-
ბის აბაზანაში დასადგმელი წყლის გამათბობლები; წყალგაყ-
ვანილობის მილები და ანტიბაქტერიული ფილტრები; მაქსი
ქვედატანები და ქუსლიანი ფეხსაცმელები; სახელოებაფუშფუ-
შებული ბლუზები და პომადები; ელექტრომიქსერები და ფო-
ტოაპარატის მაგნიუმის სანათები; გადასათვლელი გასაღებე-
ბი და იმ გასაღებებით გასაღები და ჩასაკეტი კარადები... ის
ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებსაც მანიოკის და თევზის
ფლავის ჭამა მონატრებოდათ; რომლებსაც ის ახლობლებიც
მონატრებოდათ, აქ რომ ელოდებოდნენ. სიყვარულითა და
მონატრებით აღსავსენი და ოდნავ შეფაკლულები მოდიოდ-
ნენ, რადგან რცხვენოდათ, ასეთი... როგორ ვთქვა... მოკლედ,
ამდენად ,,ჯღანი’’ ახლობლები რომ დახვდნენ: ნახე, ნახე, რა

204 მკითხველთა ლიგა


ჩაუცვამთ! ნუთუ უკეთესი ტანსაცმელი ვერ შეარჩიეს აერო-
პორტისთვის?! რა უბედურებაა, ყველა მალაიალს ასეთი საში-
ნელი კბილები რომ აქვს!
ან ეს აეროპორტი რას ჰგავს?! აეროპორტია თუ პროვინ-
ციული ავტოსადგური, კაცი ვერ მიხვდება! ჩამოსკინტლული
კედლებით! ნაპურჭყებით მოფენილი კენგურუებით!
ვაი-ვაიიიი!.. საით მიექანება ეს ჩვენი საწყალი ინდოეთი!
როდესაც მოჯაყჯაყე ავტობუსში დატანჯულები და აერო-
პორტში ღამენათევები თავიანთ მოყვარულ, მაგრამ სირცხვი-
ლით ოდნავ სახეშეფაკლულ ნათესავებს შეეყრებიან, მათ შო-
რის პატარა ბზარები ჩნდება. მერე ეს ბზარები თანდათან
ღრმავდება და ღრმავდება, და ბოლოს ისე, რომ ვერც ხვდები-
ან, ის შინდაბრუნებულები, ახალ ოცნებებიანად, ისტორიის
სახლის მიღმა ამოყოფენ ხოლმე თავს.
იმ ახალთახალ ჩემოდნებსა და იმ ტანსაცმელში გამოწყო-
ბილებს შორის, რომელსაც დაუთოება არ სჭირდება, სოფი-
მოლიც გამოჩნდა.
სათითიდან მსმელი.
კუბოში მოტრიალე.
ტრაპიდან ჩამომავალს ლონდონის სურნელი ასდიოდა.
შარვლის ფართო, ყვითელ ტოტებს ქარი უფრიალებდა. ჩა-
ლის ქუდიდან გრძელი თმა ეღვრებოდა. მისი ერთი ხელი დე-
დას ეჭირა, მეორეს კი ჯარისკაცივით იქნევდა (ერთი-ორი,
მარცხნივმარჯვნივ).
მოდის გოგონა,
მაღალი, თხელი,
თავთუხისფერი,
ლაღი, ჯანმრთელი (ერთი-ორი).
მოდის და მოაქვს
თან მთა და ველი...

205 მკითხველთა ლიგა


მარგარეტ- კოჩამამ უთხრა, მოისვენე და შეწყვიტეო. ჰოდა,
სოფი-მოლმაც მოისვენა და შეწყვიტა.
– რაჰელ, ხედავ? – ჰკითხა ამუმ.
მოტრიალდა და დაინახა, რომ მისი ახალთახალ პანტა-
ლონში გამოწყობილი ქალიშვილი ქვითკირის ჩანთოსნებთან
საუბარში იყო გართული. სასწრაფოდ გაემართა მისკენ და
სულ ჩხუბით წამოათრია. ჩაკომ თქვა, რაჰელს მხრებზე ვერ
შევისვამ, ხელები დაკავებული მაქვსო. ორი წითელი ვარდი
ეჭირა.
ძალიან მსუქნურად.
მოწიწებით.
როდესაც სოფი-მოლმა მოსაცდელ ოთახში შემოაბიჯა, ბი-
ძაშვილის მიმართ აღფრთოვანებითა და ზიზღით შეპყრობილ-
მა რაჰელმა თავი ვეღარ შეიკავა და ესტას მწარედ უპწკინა –
ფრჩხილებით. პასუხად ესტამ ,,ჩინური სამაჯური’’ გაუკეთა –
მაჯაზე დასწვდა და კანი ორი საპირისპირო მიმართულებით
გადაუგრიხა. რაჰელს მაჯა გაუწითლდა და აეწვა. მტკივანი მა-
ჯა გაილოკა და პირში მარილის გემო დარჩა. დანერწყვილმა
მაჯამ შვება იგრძნო, ოდნავ გაგრილდა.
ამუმ ვერაფერი შენიშნა.
იმ რკინის ცხაურის აქეთ, რომელიც მომხვდურებს დამ-
ხვდურებისაგან და საყვარლებს მოყვარულებისაგან მიჯნავ-
და, გრძნობებით აღსავსე, მოტკეცილ კოსტიუმსა და მოთენ-
თილ ჰალსტუხში გაბადრულმა ჩაკომ თავი დაუკრა თავის ხე-
ლახლა მოპოვებულ ქალიშვილსა და ყოფილ თანამეცხედ-
რეს.
– თავის დაკვრა, – წარმოთქვა ესტამ გუნებაში.

206 მკითხველთა ლიგა


– სალამი, ქალბატონებო! – თქვა ჩაკომ ,,ხმამაღლა კით-
ხვის’’ ხმით (ზუსტად ისეთით, წინა ღამით რომ ამბობდა: სიყ-
ვარული. სიგიჟე. იმედობა. უსაზღვრო სიხარულიო), – როგორ
იმგზავრეთ?
ჰაერი უამრავმა აშლილმა ფიქრმა და წარმოუთქმელმა
სიტყვამ დაამძიმა. მაგრამ ასეთ დროს ადამიანები ძალიან უმ-
ნიშვნელო რამეებს ამბობენ ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვნებ-
ზე კი კრინტს არ ძრავენ, გულში ღრმად ინახავენ.
– თქვი გამარჯობა, მიხარია თქვენი გაცნობა-თქო, – უკარ-
ნახა მარგარეტ-კოჩამამ თავის ქალიშვილს.
– გამარჯობა, მიხარია თქვენი გაცნობა, – გაიმეორა ცხაუ-
რებს მიღმა მდგომმა სოფიმოლმა, რომელმაც ყველას ერ-
თდროულად მიმართა.
– აი, ინებეთ: ერთი თქვენ და ერთიც – თქვენ, – თქვა ვარ-
დებიანმა ჩაკომ.
– მადლობა? – ისევ მიმართა მარგარეტ-კოჩამამ ქალიშ-
ვილს.
– მადლობა? – უთხრა ჩაკოს სოფი-მოლმა დედამისის კით-
ხვითი ინტონაციით.
მარგარეტ-კოჩამამ ოდნავ შეანჯღრია ქალიშვილი ამ არა-
თავაზიანობისათვის.
– არაფრის!.. მოდით, ახლა ერთმანეთს გაგაცნობთ. ჩემი
ცოლი მარგარეტი, – თქვა ჩაკომ და მარგარეტ-კოჩამა წარად-
გინა, ალბათ უფრო გარეშე ყურებისთვის, რადგანაც მარგა-
რეტ-კოჩამას ჩაკოს ოჯახთან წარდგენა არ სჭირდებოდა.
მარგარეტ-კოჩამას ტუჩებმა უხმოდ დაუმატეს: ცოლყოფი-
ლი, ჩაკო!

207 მკითხველთა ლიგა


სრულიად აშკარა იყო, რომ ჩაკო ბედნიერი და ამაყი
ბრძანდებოდა, ასეთი ცოლი რომ ჰყავდა. თეთრი. ყვავილე-
ბით მოჩითულ კაბაში, რომელშიც ლამაზი ფეხები მოუჩანდა.
ზურგდაჭორფლილი. და მკლავებდაჭორფლილი.
მაგრამ სევდიანი იერით. მის ღიმილიან თვალებში ცისფე-
რი, მთლად ამასწინანდელი დარდი გამოსჭვიოდა. იმ საშინე-
ლი ავტოკატასტროფის დარდი, რომელმაც ჯოს ფორმის ხვრე-
ლი დატოვა სამყაროში.
– გამარჯობა, – თქვა მარგარეტ-კოჩამამ, – მგონი, ყველას
უკვე მრავალი წელია, გიცნობთ.
– გაუ! მე არ გიცნობთ, – თქვა სოფი-მოლმა.
– ჩემი ქალიშვილი სოფი, – თქვა ჩაკომ და ნერვიულად ჩა-
იცინა, რადგანაც უცებ შეეშინდა, მარგარეტმა არ თქვას, ,,ქა-
ლიშვილყოფილიო’’. მაგრამ არ თქვა. ჩაკოს ეს ნერვიული ჩა-
ცინება სრულიად გასაგები იყო. საერთოდ არ ჰგავდა ლიმონ-
ფორთოხლის კაცის იმ ჩაქირქილებას, რომელიც ესტამ ვერ
გაშიფრა.
– ჯოს! – თქვა სოფი-მოლმა.
ესტაზე მაღალი იყო. და უფრო მოსულიც. მორუხო ცისფე-
რი თვალები ჰქონდა, კანი – სანაპიროს ქვიშისფერი. აი, ქუ-
დიდან გადმოღვრილი მუქი, მოწითალო-წაბლისფერი თმა კი
ძალიან უხდებოდა. და ორი აზრი არ არსებობდა (კი, კი, ნამ-
დვილად ასე იყო!), რომ მისი პაჭუა ცხვირიდან, ადრე თუ გვი-
ან, პაპაჩის ცხვირი გამოთავისუფლდებოდა. პაჭუა ცხვირში
თავდამალული იმპერიული ენტომოლოგის, ფარვანების მეტ-
რფის ცხვირი... სოფი-მოლს ხელში თავისი საყვარელი, მოდუ-
რი, ინგლისური ჩანთა ეჭირა.
– ამუ, ჩემი და, – თქვა ჩაკომ.

208 მკითხველთა ლიგა


ამუმ საუფროსო ,,გამარჯობა’’ უთხრა მარგარეტ-კოჩამას
და ბავშვური ,,გამაჯობაგამაჯობა’’ სოფი-მოლს. რაჰელი დე-
დას თვალს არ აშორებდა; ცდილობდა, მისი სოფიმოლისადმი
სიყვარული თვალით გაეზომა,... მაგრამ ამაოდ.
მოსაცდელ დარბაზს უცებ მოულოდნელმა სიცილის ტალ-
ღამ გადაუარა. ადურ ბასი – უსაყვარლესი და უცნობილესი
კომიკოსი, მალაიალამის კინოვარსკვლავიც მათი (ბომბეი-
კოჩინის) რეისით ჩამოფრენილიყო. უამრავი პატარ-პატარა,
მოუხერხებელი პაკეტითა და დამსწრე საზოგადოების უტიფა-
რი ყურადღებით დამძიმებულმა კომიკოსმა თავი ვალდებუ-
ლად ჩათვალა, საზოგადოების მოლოდინი გაემართლებინა.
პატარა სცენა გაითამაშა, რომლის დროსაც დაუსრულებლად
უვარდებოდა ხელიდან ხან ერთი პაკეტი და ხან – მეორე. თან
ბურტყუნებდა, ენდე დეივომაი! იი სანდჰანანგალ!29
აღტაცებულმა ესტამ გულიანად გადაიხარხარა.
– ნახე, ნახე, ამუ! ადურ ბასის ყველაფერი ხელიდან უცვი-
ვა!.. თავისი ბარგის წამოღებაც კი არ შეუძლია!
– ამას შეგნებულად სჩადის, – თქვა ციცქნა-კოჩამამ უცნა-
ური, ბრიტანული აქცენტით, – ყურადღებას ნუ მიაქცევ.
– კინოებში თამაშობს, – აუხსნა მან მარგარეტ-კოჩამასა
და სოფი-მოლს. თან ისე თქვა, თითქოს რომელიღაც ,,კინო
ებშითამაშობს’’-ზე ლაპარაკობდა, და არა ადურ ბასიზე, – ახ-
ლა ცდილობს, რომ ყურადღება მიიქციოს, – დასძინა ბოლოს
და თავი მიიბრუნა, რომ მისი ყურადღებაც არ მიექცია.
მაგრამ ციცქნა-კოჩამა ცდებოდა. ადურ ბასი ყურადღების
მიქცევას კი არ ცდილობდა, უბრალოდ უნდოდა, გაემართლე-
ბინა ის ყურადღება, რომელიც უკვე მიიქცია.
– ციცქნა, მამიდაჩემი, – თქვა ჩაკომ.

29
ო, ღმერთო! ჩემი ნაშრომ-ნაჯაფი!

209 მკითხველთა ლიგა


სოფი-მოლი დაიბნა. მრგვალთვალება ინტერესით მიაჩერ-
და ციცქნა-კოჩამას. ციცქნა ხბო ან ციცქნა ლეკვი კიდევ ჰო,
გასაგები იყო; თუნდაც ციცქნა დათვის ბელი ყოფილიყო (მა-
ლე რაჰელს ციცქნა ღამურასაც დაანახვებდა), მაგრამ ციცქნა
მამიდების არსებობის შესახებ აქამდე არასდროს სმენოდა.
– გამარჯობა, მარგარეტ! გამარჯობა, სოფი-მოლ! – თქვა
ციცქნა-კოჩამამ და მერე დაუმატა, სოფი-მოლი ისეთი ლამა-
ზია, რომ არიელს ჰგავსო.
– იცი, არიელი ვინ არის? – ჰკითხა სოფი-მოლს, – ქარიშ-
ხლის არიელი?
სოფი-მოლმა უთხრა, არაო.
– ,,სადაც ფუტკარი ეწაფება ყვავილთა ნექტარს’’? – ისევ
იკითხა ციცქნა-კოჩამამ.
სოფი-მოლმა უთხრა, არაო.
– ,,იქ მოვიზომავ ფურისულით მოფენილ ჰექტარს’’?
სოფი-მოლმა უთხრა, არაო.
– შექსპირის ქარიშხლიდან, – არ ცხრებოდა ციცქნა-კოჩა-
მა.
ამით, ცხადია, საკუთარი კრედიტების წარმოჩენა, ასე
ვთქვათ, ,,დამლაგებელთა კლასიდან’’ თავის გამიჯვნა სურდა
მარგარეტ-კოჩამას წინაშე.
– თავს იწონებს, – ჩასჩურჩულა წარმომადგენელმა ე.
პელვისმა წარმომადგენელ ბ. ბუზანკალას. წარმომადგენელ
რაჰელს სიცილი წასკდა, რომელიც აეროპორტის დახუთულ
ჰაერში გაშვებულ მოლურჯო-მომწვანო (ჯეკფრუტის ბუზის)
ფერის სიცილის ბუშტად იქცა და ,,პფფფთ’’ ბგერის გამოცემით
გასკდა.
ციცქნა-კოჩამამ ყველაფერი დაინახა და მიხვდა, რომ ამის
მოთავე ესტა ბრძანდებოდა.

210 მკითხველთა ლიგა


– ახლა კი, ნება მიბოძეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პერსო-
ნები წარგიდგინოთ, – თქვა ჩაკომ (კვლავინდებურად ,,ხმა-
მაღლა კითხვის’’ ხმით), – ჩემი დისშვილი ესტაფენი.
– ჩვენი პატარა ელვის პრესლი, – რევანში აიღო ციცქნა-
კოჩამამ, – ვშიშობ, რომ აქ ოდნავ ჩამოვრჩით დროს, – ყვე-
ლამ ესტას გახედა და გაიცინა.
ესტას ბრაზი წაეკიდა. ის ბრაზი მისი ბეჟი, ჭვინტიანი ფეხ-
საცმლის ლანჩებიდან ამოიმართა და პირდაპირ მის გულთან
გაგულისდა.
– How do you do, ესტაფენ? – თქვა მარგარეტ-კოჩამამ.
– გმადლობთკარგად, – უპასუხა მოღუშულმა ესტამ.
– ესტა, – უთხრა ამუმ ალერსიანად, – როცა გეუბნებიან
How do you do?, ,,გმადლობთ, კარგად’’ კი არ უნდა უპასუხო,
შენც იგივე უნდა გაიმეორო, მიხვდი? აბა, მოდი, ახლა შენც
უთხარი How do YOU do?
წარმომადგენელი ესტა ამუს მიაჩერდა. – მიდი, საყვარე-
ლო, თქვი How do YOU do? ესტას მთვლემარე თვალებში გა-
ჯიუტება იკითხებოდა.
ამუ მალაიალამზე გადაერთო: – არ გესმის, რას გეუბნები?!
წარმომადგენელმა ესტამ მორუხო ცისფერი მზერა იგრძნო
და იმპერიული ენტომოლოგის ცხვირიც დაინახა. მაგრამ ის
ოხერი How do YOU do? ვერაფრით აღმოთქვა.
– ესტაფენ-მეთქი! – უთხრა ამუმ. ბრაზი ფეხებიდან წამოუ-
ვიდა და გულთან გაუგულისდა. უფრო ბრაზიანი ბრაზი იყო,
ვიდრე სიტუაციას შეეფერებოდა. ამუმ თავი დამცირებულად
იგრძნო ამ თავისი იურისდიქციის სფეროში ასეთი საჯაროდ
წარმოჩენილი დაუმორჩილებლობის გამო. აქამდე იმედი
ჰქონდა, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა; უნდოდა, მის
შვილებს სამაგალითო ყოფაქცევის პრიზი მოეპოვებინათ ამ
ინდო-ბრიტანულ ზნეობრიობის კონკურსში.

211 მკითხველთა ლიგა


– გევედრები, ახლა არ გინდა; სამერეოდ გადადე, – უთხრა
დას ჩაკომ მალაიალამზე.
– კარგი, მერე იყოს, – თქვა ამუმ, რომელიც გაგულისებუ-
ლი თვალებით უყურებდა ესტას.
ეს ,,მერე’’ თავზარდამცემ, ბოროტ, ბურძგლისდამყრელ
სიტყვად იქცა.
მერრ-რეეე.
დახავსებულ, ჩაბნელებულ ჭაში ჩამოკრულ ყრუ, სამგლო-
ვიარო ზარის რეკას დაემსგავსა; გარშემო მოფარფატე ფარვა-
ნებით, თავიანთი ცივი, ჟრუანტელის მომგვრელი, ბუსუსებია-
ნი ფეხებით.
პრემიერა ჩაფლავდა. წარუმატებელი აღმოჩნდა. ზუსტად
ისეთივე წარუმატებელი, როგორიც მუსონების პერიოდში
დამზადებული მწნილები.
– ესეც ჩემი მეორე დისშვილი, რაჰელი, – თქვა ჩაკომ, –
რაჰელ!.. სადა ხარ? – მიმოიხედა, მაგრამ რაჰელს ვეღარ მოჰ-
კრა თვალი. წარმომადგენელი რაჰელი, რომელმაც ვერ გაუძ-
ლო მის ცხოვრებაში აიწონა-დაიწონასავით აღმავალ-დაღმა-
ვალ ცვლილებებს, სოსისივით გამოხვეულიყო აეროპორტის
მოსაცდელი დარბაზის ბინძურ ფარდაში და უკან გამოხვევა
არ სურდა. ბატასსანდლებიანი სოსისი.
– ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ახლა სწორედ მაგას ცდი-
ლობს, უნდა, რომ ყურადღება მიიქციოს, – თქვა ამუმ.
ამუც შეცდა. რაჰელი სწორედაც რომ დამსახურებული ყუ-
რადღების არიდებას ცდილობდა.
– გამარჯობა, რაჰელ, – უთხრა მარგარეტ-კოჩამამ ბინძურ
ფარდას.
– How do YOU do? – წაილუღლუღა ფარდამ.

212 მკითხველთა ლიგა


– არ გინდა, რომ მაგ ფარდიდან გამოხვიდე, დაგვენახო და
ისე მოგვესალმო? – უთხრა მარგარეტ-კოჩამამ კეთილი სკო-
ლის მასწავლებლის ხმით (მის მიტენივით, სანამ ბავშვების
თვალებში სატანას დაინახავდა).
წარმომადგენელ რაჰელს არ სურდა ფარდიდან გამოთავი-
სუფლება. იმიტომ, რომ არ შეეძლო. იმიტომ არ შეეძლო, რომ
არ შეეძლო, მორჩა და გათავდა! არ შეეძლო, რადგან ყველა-
ფერი ჩაფლავდა. მალე მასა და ესტას მერრ-რეეე ელოდათ.
ბუსუსებიანი ფარვანებითა და გათოშილი პეპლებით აღ-
სავსე, სამგლოვიარო ზარების რეკვის ფონზე, ხავსიან სიბნე-
ლეში.
სადაც ბუა ცხოვრობდა.
აეროპორტის ბინძური ფარდა საუკეთესო, ჩაბნელებული
და მყუდრო თავშესაფარი და ფარი აღმოჩნდა.
– ყურადღებას ნუ მიაქცევთ, – გაიმეორა ამუმ და ნაძალა-
დევად გაიღიმა.
რაჰელს თვალწინ უამრავი ნიშანსვეტი აღემართა, მორუხო
ცისფერი თვალებით. ამუს ახლა კიდევ უფრო ნაკლებად უყ-
ვარდა. ჩაკოს სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც აღარ იყო.
– აი, ბარგიც გამოიტანეს! – თქვა ჩაკომ მხიარულად. უხა-
როდა, რომ ამ საჩოთირო სიტუაციიდან თავის დაღწევის სა-
შუალება მიეცა.
– წამო, სოფი, შვილიკო, თქვენი ჩემოდნები ავიღოთ.
სოფი, შვილიკო.
ესტა უყურებდა, როგორ მიიკვლევდნენ გზას სამნი ცხაურე-
ბის გასწვრივ. ხალხი, რომელსაც ჩაკოს კოსტიუმი, მოთენთი-
ლი ჰალსტუხი და ზოგადი აღტყინება ზაფრავდა, აქეთ-იქით
იწეოდა და გზას უთმობდა მას. უზარმაზარღიპიანი ჩაკო ისე
დადიოდა, გეგონება, მუდმივად აღმართ-აღმართ ადის, მაღ-

213 მკითხველთა ლიგა


ლა მთაში, გზადაგზა კი იმ რთული, ფეხმოუკიდებელი ადგი-
ლების დაძლევა უწევს, რომლებსაც ცხოვრება გაუთავებლად
წინ უხვედრებსო. ჩაკო ცხაურის გამოღმა მიაბოტებდა, მარგა-
რეტ-კოჩამა და სოფი-მოლი კი გაღმა მხრიდან მიუყვებოდნენ.
სოფი, შვილიკო.
ჩაკოს კოსტიუმმა და მოთენთილმა ჰალსტუხმა ქუდიან-
სამხრეებიანი კაციც დააფრთხო და მანაც სიტყვის უთქმელად
გაატარა ბაგაჟის განყოფილებისაკენ.
როდესაც მათი გამმიჯნავი ცხაურები დასრულდა, ჩაკო
მარგარეტ-კოჩამას ეამბორა და მერე ჰაერში აიტაცა სოფი-
მოლი.
– ეს ბოლოჯერ რომ გავაკეთე, სველი პერანგი მერგო ჯილ-
დოდ, – სიცილით თქვა ჩაკომ. ქალიშვილს დაუსრულებლად
ჯმუჯნიდა. სათითაოდ დაუკოცნა მორუხო ცისფერი თვალები,
ენტომოლოგის ცხვირი და ქუდიდან გადმოღვრილი თმა.
ბოლოს სოფი-მოლმა უთხრა:
– შეიძლება, რაღაც გთხოვო? ისაა... ძირს ხომ არ დამიშ-
ვებდი? ემმმ არ გეწყინოს, მაგრამ ასეთ რამეებს მიჩვეული არ
ვარ.
ჩაკომაც დაუშვა.
წარმომადგენელმა ესტამ დაინახა (გაჯიუტებული თვალე-
ბით), რომ ჩაკოს კოსტიუმი უეცრად დაიჩუტა, ისეთი მოტკეცი-
ლი აღარ იყო.
სანამ ჩაკო ბარგს იღებდა, აეროპორტის ფანჯრის ბინძურ
ფარდასთან მერრ-რეეე ახხ-ხლაად იქცა.
ესტამ ისიც დაინახა, ციცქნა-კოჩამას კისრის ხალმა რო-
გორ ჩაილოკა ტუჩები და, სეირის მოლოდინში, როგორ გამა-
ლებით აუკაწკაწდა კბილები: კაწ-კაწ-კაწ-კაწ ფერსაც გამალე-
ბით იცვლიდა, ქამელეონივით: კაწ-მწვანე, კაწ-მოლურჯო შა-
ვი, კაწ-მდოგვისფერი.

214 მკითხველთა ლიგა


ჩავიტკბარუნოთ ტყუპებით პირი,
ამოვულოკოთ ჯამ-ჭურჭელს ძირი!

– ახლა მიყურეთ, თქვენ ორმა, რა დღე გაყაროთ! – დაიწყო


ამუმ, – რაჰელ, გამოეთრიე მაგ ფარდიდან!
ფარდას ამოფარებულმა რაჰელმა თვალები დახუჭა და
მწვანე მდინარე წარმოიდგინა, სიღრმეში მშვიდად მოცურავე
თევზებით, და კიდევ ნემსიყლაპიები (რომლებსაც იმის დანახ-
ვაც შეუძლიათ, უკან რა ხდება), გამჭვირვალე ფრთებით
მცხუნვარე მზეში. თავისი იღბლიანი ანკესიც წარმოიდგინა,
ველუტამ რომ გაუკეთა. ყვითელი ბამბუკის ჯოხი, ზედ გამობ-
მული ტივტივათი, რომელიც ლამაზად დაყვინთავდა ხოლმე,
როცა კი სულელი თევზი მის მიმართ ინტერესს გამოიჩენდა და
ანკესზე წამოეგებოდა. ველუტაც წარმოიდგინა და ინატრა, ნე-
ტა ახლა მასთან ერთად ვიყოო.
მერე ესტამ ფარდიდან გამოხსნა. ქვითკირის კენგურუები
გაფაციცებულები უყურებდნენ. სრული სიჩუმე ჩამოვარდა,
რომელშიც მხოლოდ ციცქნა-კოჩამას ხალის კბილების კაწკა-
წი ისმოდა.
– აბა, – თქვა ამუმ და ეს შეკითხვა იყო, – აბა?
და მასზე პასუხი არ არსებობდა.
წარმომადგენელმა ესტამ თავი დახარა და დაინახა, რომ
მისი ფეხსაცმელი (რომლის ლანჩებიდანაც ბრაზი წამოუვიდა
და მთელ სხეულზე მოეკიდა) ბეჟი და ჭვინტიანი იყო. წარმო-
მადგენელმა რაჰელმაც დახარა თავი და დაინახა, რომ მისი
,,ბატას’’ სანდლებში გამოწყობილი ფეხების თითები იგრიხე-
ბოდნენ, მოგლეჯასა და ვინმე სხვის ტერფებთან მიერთებას
ლამობდნენ. იმ თითებს ვერაფერს უხერხებდა. მალე საერ-
თოდ უთითებოდ დარჩებოდა და იმ კეთროვანივით სახვევებ-
ში გამოხვეულს უნდა ევლო, შლაგბაუმთან რომ ნახეს.

215 მკითხველთა ლიგა


– თუკი ოდესმე, ერთხელ მაინც, გაბედავთ, არ დამემორჩი-
ლებით და საჯაროდ შემარცხვენთ, იცოდეთ, რომ თვალსაც არ
დავახამხამებ, ისე გიკრავთ თავს ისეთ ადგილას, სადაც ჭკუას
გასწავლიან. იქ დედითქვენის შვილები იქნებითდა, წესიერე-
ბას არ შეეჩვევით! გასაგებია თქვენთვის?
როდესაც ამუ მართლაც გაგულისდებოდა ხოლმე, დედით-
ქვენის შვილები იქნებითო, ეუბნებოდა ტყუპებს. დედითქვენის
შვილებზე ტყუპები მის სხვა, დახოცილ და ჭაში ჩაყრილ შვი-
ლებს წარმოიდგენდნენ ხოლმე.
– ეს. თქვენთვის. გასაგებია? – დამარცვლა ამუმ, რომელ-
საც შეშინებული თვალები და პატარა შადრევანი, მთვლემარე
თვალები და გაკვირვებული ქოჩორი მისჩერებოდნენ.
დიახ. ყველაფერი. გასაგები. იყო.
მაგრამ ციცქნა-კოჩამა გულნაკლული დარჩა ამ იმედის-
მომცემი, ფეთქებადი სიტუაციიდან ასე ადვილად და მარტი-
ვად რომ გამოუშვა ამუმ ორთქლი. მან უკმაყოფილო თავი გა-
დააქნია.
– გეგონოს!
გეგონოს!
ამუმ მამიდას გახედა. ამ გახედვაში შეკითხვა იკითხებოდა.
– აზრი არა აქვს, – აუხსნა ციცქნა-კოჩამამ, – ცბიერი ბავ-
შვები არიან. გაუზრდელები. მატყუარები. ხეპრეები. გაუგონ-
რები. შენ მაგათ ვერ მოარჯულებ.
ამუმ კვლავ ესტასა და რაჰელზე გადაიტანა მზერა. თვალე-
ბი დაბინდულ ძვირფას თვლებს მიუგავდა.
– ყველა ამბობს, ბავშვებს ბაბა სჭირდებათო. მე კი ვამბობ,
არა-მეთქი. ჩემს შვილებს ბაბა არ სჭირდებათ-მეთქი... და
იცით, რატომ?
ტყუპებმა თავი დაუქნიეს.
– აბა, რატომ? მითხარით.

216 მკითხველთა ლიგა


და ესტამ და რაჰელმა უპასუხეს (მთლად ერთხმად არ გა-
მოუვიდათ, მაგრამ მაინც):
– იმიტომ, რომ შენ ჩვენი ამუც ხარ და ბაბაც ხარ, და ორმა-
გად გიყვარვართ.
– უფრო მეტადაც, – მიუგო ამუმ, – ჰოდა, გახსოვდეთ, რა-
საც გეუბნებით. სხვების აზრი მეტად მნიშვნელოვანია. როცა
სხვების თანდასწრებით არ მემორჩილებით, ყველას არასწო-
რი წარმოდგენა და ცუდი შთაბეჭდილება რჩება თქვენზე.
– ქვეყნის წარმომადგენლებიც ასეთი უნდა! – თქვა ციცქნა-
კოჩამამ.
წარმომადგენელმა ე. პელვისმა და წარმომადგენელმა ბ.
ბუზანკალამ თავები დახარეს.
– და კიდევ ერთი, რაჰელ, – თქვა ამუმ, – უკვე დროა სუფთა
და ბინძური ერთმანეთისაგან განასხვაო. მით უმეტეს ამ ქვე-
ყანაში.
წარმომადგენელმა რაჰელმა თვალები დახარა.
– შენი კაბა სუფთაა სუფთა იყო, ეს ფარდა კი ბინძურია.
ის კენგურუებიც ბინძურები არიან და ხელებიც ბინძური გაქვს.
რაჰელი ძალიან დაფრთხა, როცა ამუმ ეს სიტყვები – ბინ-
ძური და სუფთა – ისეთ ხმაზე თქვა, თითქოს ყრუს ელაპარაკე-
ბაო.
– ახლა მიბრძანდით და წესიერად მიესალმეთ სტუმრებს, –
თქვა ამუმ, – გასაგებია თუ არა?
ტყუპებმა ორჯერ დაუქნიეს თავი.
წარმომადგენელი ესტა და წარმომადგენელი რაჰელი სო-
ფი-მოლისკენ გაემართნენ.
– თუ იცი, დედიჩვენის შვილებს სად აგზავნიან ხოლმე მო-
სარჯულებლად? – ჩურჩულით ჰკითხა რაჰელმა ესტას.
– მთავრობასთან, – ჩურჩულითვე უპასუხა ესტამ. იმიტომ,
რომ უკვე იცოდა.

217 მკითხველთა ლიგა


– How do you do? – უთხრა ესტამ სოფი-მოლს ძალიან ხმა-
მაღლა, რომ ამუს კარგად გაეგონა.
– შაში-დუ, – ჩუმად მიუგო სოფი-მოლმა. ეს ხუმრობა თავი-
სი ერთი პაკისტანელი კლასელისაგან ესწავლა. ესტამ ამუს
გახედა.
ამუმ თვალებით უთხრა, არა უშავს. მთავარია, შენ სწორად
მოიქეციო.
აეროპორტიდან მანქანების სადგომამდე რომ მიდიოდნენ,
სიცხე ყველას ტანსაცმელში შეუძვრა და რაჰელს ახალთახა-
ლი პანტალონი მთლად დაუსველა. ბავშვები უფროსებს ჩა-
მორჩნენ და მანქანებს შორის დაძვრებოდნენ.
– დედათქვენი ხშირად გცემთ? – ჰკითხა სოფი-მოლმა.
რაჰელი და ესტა ვერ მიუხვდნენ საით უბერავდა და ამიტომ
პასუხი არ გასცეს.
– დედაჩემი მირტყამს, – გამომწვევად განაგრძო სოფი-
მოლმა, – ზოგჯერ მაგრადაც დამქოთავს ხოლმე.
– დედაჩვენი არა, – თქვა დედის ერთგულმა ესტამ.
– ბედნიერებო! – თქვა სოფი-მოლმა.
ბედნიერი პატარა ბიჭი, ჯიბიფულიანი, უდარდელი. მეპატ-
რონე ბებიით, რომლის ფაბრიკაც მას დარჩება.
III კლასის აეროპორტის პროფკავშირის მიერ ორგანიზე-
ბულ მუშათა გაფიცვას, ერთდღიანი შიმშილობის გამაფრთხი-
ლებელ აქციას ჩაუარეს, და იმ ხალხსაც ჩაუარეს, III კლასის
აეროპორტის პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ გაფიცვას,
ერთდღიანი შიმშილობის გამაფრთხილებელ აქციას რომ უყუ-
რებდნენ.
და იმ ადამიანებსაც, სეირის მაყურებელ ადამიანებს რომ
უყურებდნენ.

218 მკითხველთა ლიგა


ბანანის ხის ბარაქიან ტანზე მიკრული პატარა თუნუქის
წარწერა ამბობდა: ვენერიული დაავადებებისა და სექსუალუ-
რი დისფუნქციის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმ შ.ვ.ებას.
– ქვეყნად ყველაზე მეტად ვინ გიყვარს? – ჰკითხა რაჰელმა
სოფი-მოლს.
– ჯო, – ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიუგო მან, – მამა-
ჩემი. ორი თვის წინ გარდაიცვალა. აქ იმიტომ ჩამოვედით,
რომ მდგომარეობიდან გამოვიდეთ.
– კი მაგრამ,... მამაშენი ხომ ჩაკოა? – გაიკვირვა ესტამ.
– არა, ეგ უბრალოდ ჩემი ნამდვილი მამაა, – აუხსნა სოფი-
მოლმა, – ჩემი მამიკო კი ჯოა. არასოდეს მცემს. საერთოდ
არასდროს!
– როგორ უნდა გცემოს, თუ მოკვდა? – იკითხა აზრიანმა ეს-
ტამ.
– და მამათქვენი სადაა? – დაინტერესდა სოფი-მოლი.
– მამაჩვენი... – დაიწყო რაჰელმა და ესტას გახედა.
– სხვაგანაა, – დაასრულა ესტამ.
– გინდა, ჩემი სია გაგაცნო? – უთხრა რაჰელმა სოფი-
მოლს.
– მიდი, – უპასუხა სოფი-მოლმა.
რაჰელის ,,სია’’ პატარა მცდელობა იყო, მის ირგვლივ გა-
მეფებული ქაოსის ოდნავ მოწესრიგებისა. იმ სიას მუდმივად
ასწორებდა, სიყვარულსა და მოვალეობას შორის გაგლეჯი-
ლი. ცხადია, ის სია მის რეალურ გრძნობებს სულაც არ ასახავ-
და.
– ჯერ ამუ და ჩაკო, – დაიწყო რაჰელმა, – მერე მამაჩი...
– ბებიაჩვენი, – აუხსნა ესტამ სოფი-მოლს.
– ძმაზე მეტად ბებია გიყვარს? – იკითხა სოფი-მოლმა.
– ჩვენ არ ვითვლებით, – მიუგო რაჰელმა, – თანაც შეიძ-
ლება დაავადდესო, ამუ ამბობს.

219 მკითხველთა ლიგა


– რას გულისხმობ? რითი უნდა დაავადდეს? – გაიკვირვა
სოფი-მოლმა.
– დამპალი მამაკაცური შოვინიზმით.
– კი, აბა! – გააპროტესტა ესტამ.
– მოკლედ, მამაჩის მერე ველუტა მოდის, მერე...
– ეგ ველუტა ვინღაა?
– ის კაცია, რომელიც ძალიან გვიყვარს, – აუხსნა რაჰელ-
მა, – ველუტას მერე კი – შენ.
– მეეე? მე რატომ გიყვარვარ?
– იმიტომ, რომ ჩემი ბიძაშვილი ხარ. ასეთი წესია, – უპასუ-
ხა ზნეობრივმა და წესიერმა რაჰელმა.
– კი მაგრამ..., მე ხომ არც მიცნობდი? თანაც მე სულაც არ
მიყვარხარ, – შეიცხადა სოფიმოლმა.
– შეგიყვარდები, როცა გამიცნობ, – მიუგო დარწმუნებულ-
მა რაჰელმა.
– ძალიან მეეჭვება, – თქვა ესტამ.
– ვითომ რატომ? – ჰკითხა სოფი-მოლმა.
– მიტომ, – უპასუხა ესტამ, – თანაც ნაღდად ცეროდენა
დარჩება, – თქვა ესტამ.
გეგონება, ცეროდენას შეყვარება სრულიად წარმოუდგენე-
ლი რამ იყო.
– არ დავრჩები, – გააპროტესტა რაჰელმა.
– დარჩები, – დაიჟინა ესტამ.
– არა!
– კი!
– არა-მეთქი!
– მაგასაც ვნახავთ! მე და ეგ ტყუპები ვართ, – თქვა ესტამ
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად, – ჰოდა, ნახე, ჩემზე
რამდენად დაბალია.

220 მკითხველთა ლიგა


რაჰელმა მორჩილად ჩაისუნთქა ჰაერი, მკერდი გამობზიკა
და შუა მანქანების სადგომზე ზურგით ზურგზე აეკრა ესტას,
რომ სოფი-მოლს საკუთარი თვალით ენახა, რამდენად დაბა-
ლი იყო ძმაზე.
– ეგებ ცეროდენა კი არა, ჯუჯა გახდე, – თქვა სოფი-მოლმა,
– ეგ ცეროდენაზე მაღალია, მაგრამ... ნორმალურ ადამიანზე
დაბალი.
ამ კომპრომისულმა შეთავაზებამ დაეჭვებული სიჩუმე ჩა-
მოაგდო.
აეროპორტის მოსაცდელი დარბაზის კარიდან წითელპი-
რიანმა, კენგურუს ფორმის სილუეტმა ქვითკირის თათი პირა-
დად რაჰელს დაუქნია. მერე იქიდან პატარა ვერტმფრენები-
ვით გამოგზავნილი, ქვითკირის ხმაურიანი ,,პაჩების’’ სერიამ
გაჟღინთა ჰაერი.
– შეგიძლიათ, რომ მოდელებივით გაიაროთ? – დაინტე-
რესდა სოფი-მოლი.
– არა. ინდოეთში მოდელებივით არ დადიან, – თქვა წარ-
მომადგენელმა ესტამ.
– ინგლისში კი დადიან, – თქვა სოფი-მოლმა, – ყველა მო-
დელი ეგრე დადის ტელევიზორში. აი, მიყურეთ!.. ძალიან ად-
ვილია.
და სამივემ, სოფი-მოლის თაოსნობით, მოდელების მსგავ-
სად, თეძოების ნარნარი რხევით გადაჭრა მანქანების სადგო-
მი. არწივიანი თერმოსები და მოდური ინგლისური ხელჩანთა
თეძოებზე ეხლებოდათ. ოფლიანი ჯუჯების ამაყი, წელგამარ-
თული მსვლელობა.
უკან ჩრდილები აედევნენ – პატარა ვერცხლისფერი რეაქ-
ტიული თვითმფრინავები ეკლესიის გუმბათის ცისფერი ცის
კაბადონზე – მზის სხივზე აფარფატებული პეპლებივით.

221 მკითხველთა ლიგა


ქრომირებულფრთებიანი ცისფერი ,,პლიმუთი’’ ღიმილით
დახვდა სოფი-მოლს – ქრომირებული ბამპერის ზვიგენისკბი-
ლება ღიმილით.
,,სამოთხის მწნილების’’ სარეკლამო ღიმილით.
მანქანის სახურავზე დამაგრებული რეკლამა რომ დაინახა,
ქილებისა და ფაბრიკის ასორტიმენტის ნუსხის გამოსახულე-
ბით, მარგარეტ-კოჩამას, ღმერთო-ჩემოო, აღმოხდა. ასე მგო-
ნია, რომელიღაც რეკლამაში მოვხვდიო, თქვა და თან სულ
ღმერთოჩემოს გაიძახოდა.
– არ ვიცოდი, ანანასის კომპოტებს თუ ამზადებდით. სოფი
ანანასებზე გიჟდება, არა, სოფი?
– ხან კი და ხან არა, – თქვა სოფიმ.
მარგარეტ-კოჩამა რეკლამაში მთელი თავისი დაჭორფლი-
ლი ზურგით, დაჭორფლილი მკლავებით, ყვავილებიანი კაბი-
თა და იმ კაბაში გამომზეურებული ლამაზი ფეხებით განთავ-
სდა.
სოფი-მოლი წინ ჩაჯდა, მარგარეტ-კოჩამასა და ჩაკოს შუ-
აში. მხოლოდ მისი ქუდიღა ჩანდა სავარძლის საზურგიდან.
წინ იმიტომ ჩაჯდა, რომ მათი შვილიკო იყო.
ესტა და რაჰელი უკან ჩასხდნენ.
ბაგაჟი საბარგულში ჩადეს.
ბაგაჟი მშვენიერი სიტყვა იყო, ხაბაკხუბაკი კი – საშინელი.
ეტუმანურთან მკვდარ სპილოს ჩაუარეს. საწყალი ბოძიდან
ჩამოვარდნილ მაღალი ძაბვის ელექტროსადენს მოეკლა. ლე-
შის სალიკვიდაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი
ინჟინერი ხელმძღვანელობდა. ფრთხილად და ყურადღებით
უნდა ემუშავათ, რადგანაც მათ ქმედებას საფუძველი უნდა ჩა-
ეყარა და მაგალითი მიეცა მომავალში შესასრულებელი ამ
ტიპის, ანუ სხვა სქელკანიანთა ლეშების მუნიციპალური სა-
ლიკვიდაციო სამუშაოებისათვის. მოკლედ, სახუმარო ამბავი

222 მკითხველთა ლიგა


არ იყო. იქვე სახანძრო მანქანა და დაბნეული მეხანძრეები
იდგნენ. მუნიციპალიტეტის თანამშრომელს ხელში დიდი დავ-
თარი ეჭირა და გაუთავებლად ყვიროდა. აქვე იყო ნაყინის
დამტარებლის ურიკა და კიდევ ერთი არაქისით მოვაჭრე, რო-
მელიც საკუთარ პროდუქტს პატარა, კონუსის ფორმის, ქა-
ღალდის ხელნაკეთი პარკებით ყიდდა. ისეთი ზომის პარკები
დაემზადებინა, რვა-ცხრა არაქისზე მეტს რომ ვერ დაიტევდა.
– ნახეთ, ნახეთ, მკვდარი სპილო! – დაიყვირა სოფი-მოლ-
მა.
ჩაკომ მანქანა გააჩერა და იკითხა, შემთხვევით კოჩუ-ტომ-
ბანი (ეშვმოკლე) ხომ არ არისო, აიემენემის ტაძრის სპილო,
რომელიც თვეში ერთხელ აიემენემის სახლთან მოჰყავდათ
ხოლმე ქოქოსის საჭმელად. უთხრეს, არაო.
უცნობი სპილო რომ აღმოჩნდა, შვებით ამოისუნთქეს და
გზა განაგრძეს.
– გმადლობ, ღმერთო! – თქვა ესტამ.
– მადლობა ღმერთს, ესტა! – გაუსწორა ციცქნა-კოჩამამ.
გზად სოფი-მოლმა მოახერხა, რომ წინასწარვე ეგრძნო
მათკენ მომავალი, ნედლი კაუჩუკით დატვირთული მანქანის
სიმყრალე და ცხვირზე თითები იქამდე წაიჭირა, ვიდრე ის გა-
მოჩნდებოდა.
ციცქნა-კოჩამამ თქვა, მოდი, სამგზავრო სიმღერა ვიმღე-
როთო.
ესტასა და რაჰელს ის სიმღერა ინგლისურად უნდა ემღე-
რათ, დამჯერი და წესიერი ბავშვების ხმაზე. თანაც ისე, რომ არ
დასტყობოდათ, მთელი კვირა რომ ავარჯიშეს. საწყალი წარ-
მომადგენელი ე. პელვისი და წარმომადგენელი ბ. ბუზანკალა.

გი-ხარიო-დენ, ღვმერ-თი ჩუენ-თან არ-სი,


და კუა-ლად გე-უმ-ბე-ბით, გი-ხარიო-დენ...

223 მკითხველთა ლიგა


მშვენივრად გაი-მოი-ეთი-ქუეს ყოველი სიტყვა.
,,პლიმუთი’’ შუადღის მცხუნვარე, ხასხასა მწვანე ბუღში
მიქროდა და თან სახურავით მწნილებს უწევდა რეკლამას,
ქრომირებული ფრთებით კი – ცის სილაჟვარდეს.
ზედ აიემენემის სახლთან მწვანე პეპელას შეასკდნენ (ან პი-
რიქით, პეპელა შეასკდა მათ მანქანას).

224 მკითხველთა ლიგა


7

გონების გასავარჯიშებელი რვეულები

პაპაჩის კაბინეტში მდგარ მინის ვიტრინებში ერთ დროს


ლამაზად გამოფენილი პეპლები და ფარვანები დაფერფლი-
ლიყვნენ, ვიტრინების ძირი ჭრელაჭრულა მტვრით დაეფარათ
და საკუთარი სამსჭვალები გაეშიშვლებინათ. შემაძრწუნებე-
ლი სანახაობა იყო. ოთახში ობისა და უპატრონობის სუნი იდ-
გა. კედელზე მიჭედებულ ხის საკიდზე შხამიანი მწვანე ფერის
ძველი ჰულა-ჰუპი ეკიდა. იმ უზარმაზარ შარავანდედს ჰგავდა,
უფუნქციოდ რომ დარჩა და ჩამოწერეს. ფანჯრის რაფას შავი
ჭიანჭველების გრძელი და ბჭყვიალა რიგი მიუყვებოდა. მზის
სხივებით ეფექტურად განათებული უკანალები ბასბი ბერ-
კლის მიუზიკლის კორდებალეტის შუშპარა გოგოებივით
ჰქონდათ აბზეკილი.
რაჰელს მაგიდაზე სკამი შემოედგა, ზედ ამძვრალიყო და
მინებჩაბინძურებულ წიგნის კარადაში იქექებოდა. მისი ფეხ-
შიშველა ნაკვალევი მკვეთრად ეტყობოდა მტვრიან იატაკს.
კვალი ჯერ კარიდან მაგიდისაკენ მიდიოდა (რომელიც წიგნე-
ბის კარადასთან მიეჩოჩებინა), მერე კი სკამისკენ უხვევდა
(რომელიც მაგიდაზე შემოედგა). რაღაცას ეძებდა. მის ცხოვ-
რებას უკვე საკუთარი ფორმა და მოცულობა მიეღო, თვალის
უპეებთან ნახევარმთვარეები გასჩენოდა, ჰორიზონტზე კი –
მოზომილ საზღვრებთან ჩასაფრებული ტროლების გუნდები.
ზედა თაროზე შემოდებულ ინდოეთის მწერთა საუნჯის ტო-
მებს ტყავის ყდები გადასძრობოდა. ის ყდები ნესტისაგან დე-
ფორმირებულიყო და დატალღულ შიფერს წააგავდა. თავად
წიგნებს ჭიები შესეოდნენ, მის გვერდებში მწერის ერთი სა-
ხეობიდან მეორისაკენ მიმავალი გვირაბები გაეთხარათ და

225 მკითხველთა ლიგა


მწყობრად ორგანიზებული ინფორმაცია ყვითელ მაქმანებად
ექციათ.
რაჰელმა წიგნის რიგების უკან მოაფათურა ხელი და იქი-
დან ადრე დამალული ნივთები გამოიღო.
ორი ნიჟარა – ერთი გლუვი და ერთიც დატალღული ზედა-
პირით.
კონტაქტური ლინზების პლასტიკის კონტეინერი და ნარინ-
ჯისფერი პიპეტი. და კიდევ ძაფზე აცმულ მძივებზე ჩამოკიდე-
ბული ვერცხლის ჯვარცმა – ციცქნაკოჩამას კრიალოსანი.
იმ კრიალოსანს მზეზე რომ გახედა, მისმა დამშეულმა მძი-
ვებმა მაშინვე ხარბად შთანთქეს სხივები.
კაბინეტის იატაკზე დაფენილ მზის მართკუთხედს ჩრდილი
დაეცა. რაჰელმა, აციმციმებული კრიალოსნით ხელში, კარს
გახედა.
– წარმოგიდგენია? ისევ აქ არის ყველაფერი. მაშინ მოვი-
პარე, შენ რომ გაგგზავნეს და აქ დავმალე.
სიტყვა გაგგზავნეს ისე ბუნებრივად წარმოთქვა, თითქოს
ტყუპები სწორედ იმისთვისაც არსებობდნენ, ამანათებივით
აქეთ-იქით რომ გადაეგზავნათ ხოლმე.
ესტას მისთვის არ შეუხედავს. თავშიმატარებლები დაუდი-
ოდნენ. თავჩაქინდრული იდგა და კარიდან შემომავალ სინათ-
ლეს ახშობდა. სამყაროში არსებული ესტას ფორმის ხვრელი
იყო.
რაჰელის გაკვირვებული თითები კიდევ რაღაცას წააწ-
ყდნენ წიგნების უკან. თურმე იქ სხვა კაჭკაჭებიც ინახავდნენ
ნაქურდალს. ის რაღაც სასწრაფოდ გამოიღო. სკოჩით დაბეჭ-
დილი პოლიეთილენის პაკეტი იყო. რაჰელმა პაკეტს მტვერი
სახელოთი გადაწმინდა და შიგნით თეთრი ფურცელი დაინახა,
წარწერით ესტაფენი და რაჰელი. ამუს ხელწერა იცნო.

226 მკითხველთა ლიგა


პაკეტში ოთხი გაცრეცილი რვეული იდო. იმ რვეულებს
ყდაზე გონების გასავარჯიშებელი რვეულები ეწერა. ოდნავ
ქვემოთ კი სახელი და გვარი, სკოლა/კოლეჯი, კლასი და საგა-
ნი.
ორს რაჰელის სახელი ამშვენებდა, ორსაც – ესტასი.
ერთ-ერთი რვეულის უკანა ყდის შიდა მხარეს რაღაც მიეწე-
რათ ბავშვური ხელით. რის ვაივაგლახით გამოყვანილი ასოე-
ბი და სიტყვებს შორის გამოტოვებული არათანაბარი მანძი-
ლები დაუმორჩილებელ და თავნება ფანქართან ხელჩართულ
ბრძოლაზე მეტყველებდნენ. სამაგიეროდ, მინაწერის აზრი და
ემოცია იყო სრულიად გამჭვირვალე: მის მიტენი მეზიზღება და
ვფიქრობ ნიფხავგამოხეული დაბრძანდება.
რვეულის წინა ყდაზე ესტას თავისი გვარი დანერწყვილი
თითით ამოეშალა და ნახევარი ყდა ამ საქმისთვის შეეწირა.
მერე იმ დანერწყვილ ადგილას ფანქრით უცნობი მიეწერა. ეს-
ტაფენ უ-ცნობი (ისე, ერთხანს გვარი არც ჰქონდა, სანამ ამუ
გადაწყვეტდა, რომელი გვარი აერჩია, მამისა თუ ქმრის). კლა-
სის გასწვრივ 6 წლის ეწერა, საგნის გასწვრივ კი – თხზულება.
რაჰელმა (იმ სკამზე, რომელიც მაგიდაზე შემოდგა) ფეხი
მოირთხა.
–,,ესტაფენ უ-ცნობი’’, – თქვა მან, რვეული გადაშალა და
ხმამაღლა კითხვა დაიწყო:

როცა ულისე სახში მოვიდა მისი ვაჟი მოვიდა და უთხრა მა-


მიკო მეგონა რომ არასოდეს არ დაბრუნდებოდი. ბევრი პრინ-
ცი იყო და ყველას პენე ლოპეს შერთვა უნდოდა მარა პენე
ლოპემ თქვა ის კაცი გახდება ჩემი ქმარი რომელიც ისარს
თორმეტ რგოლში გააძვრენსო. და ვერავინ ვერ გააძვრინა.
მერე სასახლეში მათხოვარივით ჩაცმული ულისე მოვიდა და
კითხა თუ შეიძლება მეც ვისვრიო. ყველამ დაცინა და უთხრეს

227 მკითხველთა ლიგა


ჩვენ ვერ შევძელით და შენ როგორ შეძლებო. ულისეს ვაჟმა
გააჩერა ყველა და თქვა დაემოსინჯოსო. მან შვილდისარი აი-
ღო და თორმეტ რგოლში გააძვრინა.

ამ ოპუსს წინა ნამუშევარში დაშვებული შეცდომების გას-


წორება მოსდევდა.

Ferus სწავლული არც ერთი ვაგონები ხიდი მებარგული მიბმული


Ferus სწავლული აცრ ერთი ვაგონები ხიდი მებარგული მიმბული
Ferus სწავლული არცეთი
Ferus სწავლული არც ეთი

რაჰელს ხმის კიდეები სიცილმა დაუბრიცა, –,,უსაფრთხო-


ებაუპირველეს ყოვლისა!’’ – გამოაცხადა მან.
ამუს რვეულის მთელ გვერდზე, ზემოდან ქვემოთ, დატალ-
ღული წითელი ხაზი გაევლო და მიეწერა: მინდორი?! მომა-
ვალში კეთილინებე და გადაბმული ასოებით წერე, არ დაგა-
ვიწყდეს!
როდესაც ქალაქის ქუჩებში დავდივართ, – გრძელდებოდა
კეთილგონიერი და ფრთხილი ესტას დაწერილი ამბები, – აუ-
ცილებლად ქვაფენილზე უნდა ვიაროთ. როცა ქვაფენილზე
დადიხარ იქ მანქანები არ დადიან და ავარიებს არ აკეთებენ,
მარა მთავარ გზებზე იმდენი საშიშარი მანქანები დადიან რომ
ადვილად დაგეჯახებიან და მერე ან უტვინო დარჩები ან ხეიბა-
რი. თუ თავი ან ხერხემალი გაგიტყდება ძაან უბედური იქნები.
პოლიცია ისე ალეგურირებს მანქანების სიარულს რო ბევრი
ინვალიდი არ ხვდება საავანტყოფოში. როცა ავტობუსიდან
გვინდა ჩამოსვლა ჯერ კონდუქტორს უნდა ვუთხრათ თორე
დავშავდებით და ექიმებს საქმე მიეცემათ. შოფერობა ძაან სა-
შიშარია. მისი ოჯახი ძაან ნერვიულობს იმიტო რო შოფერები
ადვილად კვდება.

228 მკითხველთა ლიგა


– აუტანელი, საზიზღარი ბავშვი! – უთხრა რაჰელმა ესტას.
სანამ მომდევნო გვერდს გადაშლიდა, ყელში რაღაც ჩაუძვრა,
ხმა ამოუღო, კარგად დაუფერთხა და უკან
ჩაუბრუნა, უკვე სიცილისაგან დაბრეცილი კიდეების გარე-
შე. ესტას მომდევნო თხზულება პატარა ამუ იყო.
გადაბმული ასოებით დაეწერა. ზოგიერთი მთავრული ასოს
კუდები ჩაეხუჭუჭებინა კიდეც. კარიდან დაფენილი ჩრდილი
ძალიან ჩუმად იდგა.

შაბათს კოტაიამის წიგნების მაღაზიაში წავედით ამუს სა-


ჩუქრის საყიდელად იმიტო რო ამუს დაბადებისდღეობა ნოემ-
ბერშია ჩვიდმეტში. დღიური უყიდეთ. მერე კარადაში დავმა-
ლეთ და მერე ღამე მოვიდა. მერე უთხარით შენი საჩუქრის
ნახვა გინდაო და თქვა მინდაო და ჩვენ პატარა ქახალთზე და-
უწერეთ პატარა ამუს სიყვარულით ესტასგან და რაჰელისგა-
ნო. მერე ამუს მივეცით და იმან თქვა რა კაიაო და მეც სწორედ
ეგ მინდოდაო. მერე ცოტა ვილაპარაკეთ იმ დღიურზე ვლაპა-
რაკობდით და მერე ვაკოცეთ და დავწექით.
მერე ჩვენ ვილაპარაკეთ ცოტახანს და ჩაგვეძინა და პატა-
რა სიზმარი ვნახეთ.
მერე მე გამეღვიძა იმიტო რომ ძაან მწყუროდა და ამუს
ოთახში წავედი და უთხარი მწყურიაო. მერე ისევ ჩემ ოთახში
ვბრუნდებოდი და უცებ ამუმ დამიძახა და მითხრა ჩემთან და-
იძინეო. მერე ზურგთან მიუწექი და ჩავეხუტე და ველაპარაკე-
ბოდი და დამეძინა. მერე ისევ გამეღვიძა და ისევე ვილაპარა-
კეთ და მერე შუაღამის ქეიფი გავმართეთ. ფორთოხალი ყავა
და ბანანი მივირთვით. ამის მერე რაჰელი მოვიდა და კიდევ
ორი ბანანი შევჭამეთ და მერე ამუს ვაკოცეთ იმიტო რო უკვე

229 მკითხველთა ლიგა


მაგის დაბადებისდღეობა იყო და სიმღერაც ვუმღერეთ. დი-
ლას ახალი ტანისამოსები დაგვხვდა იმიტო რო ამუმ გვაჩუქა
და რაჰელი მაჰარანი იყო და მე პატარა ნერუ.

ამუს ორთოგრაფიული შეცდომები გაესწორებინა ნაწერში


და ერთი დიდაქტიკური კომენტარიც მიეწერა: როდესაც ვინ-
მეს ველაპარაკები, სიტყვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამაწ-
ყვეტინე, თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელი.
თანაც, ასეთ დროს, აუცილებლად ,,უკაცრავად’’ უნდა თქვა.
იცოდე, ძალიან მკაცრად დაგსჯი, ამ წესს თუ დაარღვევ. ეს
შეცდომებიც გაასწორე და ბოლომდე გამოწერე, არ დაგავიწ-
ყდეს!
პატარა ამუ.
რომელმაც საკუთარი შეცდომები ვერ გაასწორა და ბო-
ლომდე ვერ გამოწერა.
რომელიც იძულებული გახდა, აბარგებულიყო და მშობ-
ლიური სახლიდან გადახვეწილიყო, რადგანაც საერთოდ არ
გააჩნდა რამე პირადულის ფლობის კანონიერი უფლება. და
კიდევ იმიტომ, რომ ჩაკომ უთხრა, ისედაც უკვე საკმარისი ზი-
ანი მოგვაყენე მთელ ოჯახსო.
ამუ, რომელიც აიემენემში ასთმითა და მკერდში ჩასახლე-
ბული კაცის შორიდან მოძახილის მსგავსი ხრიალით დაბრუნ-
და.
ესტას ასეთი ამუ არ უნახავს.
გონებაარეული. სნეული. დადარდიანებული.
აიემენემში ბოლოჯერ რომ ჩამოვიდა, რაჰელი ახალი გა-
მოგდებული იყო ნაზარეთის სამონასტრო სკოლიდან (ძრო-
ხის ფუნის ყვავილებით მორთვისა და უფროსი გოგონების-
თვის ხელის კვრის გამო). ამუს ის-ის იყო ბოლო სამსახურიც

230 მკითხველთა ლიგა


დაეკარგა – იაფფასიანი სასტუმროს რეგისტრატორის თანამ-
დებობა – ხშირი ავადმყოფობისა და უამრავი სამუშაო დღის
გაცდენის გამო. სასტუმროს მეპატრონეებს აუხსნიათ, ვეღარ
შეგინახავთო. უფრო ენერგიული და ჯანმრთელი რეგისტრა-
ტორი სჭირდებოდათ.
ბოლო ჩამოსვლაზე, ამუმ მთელი დილა რაჰელთან ერთად
გაატარა, მის ოთახში. თავისი მათხოვრული ხელფასის ნარჩე-
ნებით ქალიშვილისთვის საჩუქრები ეყიდა. ის საჩუქრები ცის-
ფერ ქაღალდში გახვეული გადასცა, ზედ დაკრული ფერად-ფე-
რადი გულებით. ყოფილი მწეველების საყვარელი საწუწნი
კანფეტების ერთი პაკეტი იყო, ლითონის პენალი, ფანქრების
შესანახად, და პოლ ბანიანი, სერიიდან ,,ილუსტრირებული
კლასიკა ბავშვებისათვის’’. მოკლედ, შვიდი წლის ბავშვის-
თვის შესაფერისი საჩუქრები შეეძინა, რაჰელს კი უკვე თერ-
თმეტი უსრულდებოდა. ეტყობა, ფიქრობდა, თუ დროის
მსვლელობას უგულებელყოფდა, თუ მთელი გულით მოიწა-
დინებდა, რომ მისი ტყუპებისთვის დრო გაჩერებულიყო, გა-
ჩერდებოდა კიდეც. გეგონება, მხოლოდ დედის ნებისყოფა
იყო საკმარისი, რომ მისი შვილები ბავშვობის ასაკიდან არ გა-
მოსულიყვნენ... იქამდე მაინც, ვიდრე მათ რჩენას და მათთან
ერთად ცხოვრებას არ მოახერხებდა. მაშინ იქიდან განაგ-
რძობდნენ, სადაც გაჩერდნენ – შვიდი წლის ასაკიდან. ამუმ
რაჰელს უთხრა, ეს წიგნი ესტასაც ვუყიდე, მაგრამ ვინახავ, სა-
ნამ ახალ სამსახურს ვიშოვი და ოთახს ვიქირავებ ჩვენ სამის-
თვისო. მერე კალკუტაში წავალ და ესტას წამოვიყვან, ჰოდა,
იმ წიგნსაც მაშინ მივცემო. ეგ დღეც მალე დადგებაო, ამბობ-
და. ნებისმიერ წამს შეიძლება დადგესო. ოთახის დაქირავება
არ გამიჭირდება, რადგანაც განცხადება დავწერე, რომ გა-
ეროში დამაწყებინონ მუშაობაო. მერე ჰააგაში გადავალთ

231 მკითხველთა ლიგა


საცხოვრებლად და იქ ჰოლანდიელი აია30 მოგხედავთო...
თუმცა, მეორე მხრივ, ეგებ ჯობდეს, ინდოეთში დავრჩე დაის-
გავაკეთო, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი – სკოლა გავ-
ხსნაო. მართალია, ძალიან ძნელია, როცა არჩევანი პედაგო-
გიურ მოღვაწეობასა და გაეროში მუშაობას შორის გაქვს, მაგ-
რამ არჩევანი რომ გაქვს, თავისთავად ეგ უკვე დიდი პრივი-
ლეგიააო.
მაგრამ ჯერჯერობით, სანამ არჩევანი არ გამიკეთებია, ეს-
ტას წიგნს ჩემთან შევინახავო.
მთელი დილა წამითაც არ გაჩერებულა, ლაპარაკობდა და
ლაპარაკობდა. რაჰელს უამრავ შეკითხვას უსვამდა, მაგრამ
პასუხის გაცემას არ აცლიდა. როგორც კი რაჰელი რამის
თქმას დააპირებდა, იქვე აწყვეტინებდა სიტყვას ახალი მოსაზ-
რებებითა თუ შეკითხვებით. ალბათ გული უსკდებოდა, ბავ-
შვმა რამე ისეთი ზრდასრული და ჭკვიანური არ მითხრას, გა-
ყინულ დროს რომ გაალღობსო. შიშისაგან ქადაგად იყო და-
ცემული. იმ შიშს დაუსრულებელი ყბედობით იქარვებდა.
კორტიზონისგან მთლად შეშუპებულიყო, პირისახე სავსე
მთვარეს მიუგავდა. ისეთი თხელი და ყვრიმალებჩამოქნილი
დედა აღარ იყო, როგორიც რაჰელს ახსოვდა. სახის კანი ისე-
თი გადასწორებული, სიფრიფანა და აპრიალებული ჰქონდა,
როგორიც აცრილ ადგილას იცის ხოლმე. როცა იღიმებოდა
და ფოსოები უჩნდებოდა, გეგონებოდა, იმ ფოსოების ადგი-
ლები სტკივაო. მის მშვენიერ ხუჭუჭ თმას ბზინვარება დაეკარ-
გა და შეშუპებული სახის კიდეებში დაძენძილ ფარდასავით
ეკიდა. გაქუცული ჩანთით მინის ინჰალატორს დაატარებდა,
საკუთარი სუნთქვის მარაგით. ჩამუქებული გამონაბოლქვით.
ყოველი ამოსუნთქვა ფოლადის იმ მუშტთან გამკლავებას
ჰგავდა, მისი ფილტვები რომ მოეგდო მუჭში და უმოწყალოდ

30
ძიძა

232 მკითხველთა ლიგა


წურავდა. რაჰელი ხედავდა, როგორ სუნთქავდა დედამისი.
ყოველ ჩასუნთქვაზე ლავიწის ძვლების ღრმულები ციცაბო ნა-
პირებიანი უხდებოდა და თავად ღრმულებს ჩრდილი ეფინე-
ბოდა.
ამუმ ცხვირსახოცში ამოახველა და ნახველი რაჰელს აჩვე-
ნა.
– ყოველთვის კარგად უნდა დააკვირდე, – ამოიხრიალა
ჩურჩულით. თითქოს ის ნახველი არითმეტიკის საგამოცდო
ტესტი ყოფილიყო, რომლისთვისაც ჩაბარებამდე კიდევ ერ-
თხელ უნდა შეგევლო თვალი შეცდომებისაგან თავის დაზღვე-
ვის მიზნით, – თუ თეთრია, ესე იგი ჯერ არ მომწიფებულა. და
როცა მოყვითალოა და სუნიც უდის, ესე იგი უკვე მომწიფდა და
კარგად უნდა ამოიღო, ბოლომდე... ეს ოხერი ნახველი ხილი-
ვითაა, ან უკვე მწიფეა ან ჯერ კიდევ არ დამწიფებულა... მოკ-
ლედ, გარჩევა უნდა შეგეძლოს.
სადილობისას სულ აბოყინებდა და აბოყინებდა, სატვირ-
თო მანქანის ბინძური მძღოლივით, და თან დაბალ, არაბუნებ-
რივ ხმაზე იხდიდა ბოდიშებს. რაჰელმა ისიც შენიშნა, რომ
წარბებზე ახალი ბეწვები გასჩენოდა, საცეცებივით გრძელი და
უხეში. როცა ამუ შემწვარ თევზს დასწვდა და ხერხემლიდან
დაუწყო ჭამა, გარშემო გამეფებულ სიჩუმეს გაუღიმა და თქვა,
საკუთარი თავი ის საგზაო ნიშანი მგონია, რომელსაც ჩიტები
ასკინტლავენო. თვალები უცნაურად, ავადმყოფურად უბზი-
ნავდა.
მამაჩიმ ჰკითხა, ნასვამი ხომ არა ხარო და ურჩია, რაჰელი
შეძლებისდაგვარად იშვიათად მოინახულე ხოლმეო.
ამუ მაშინვე წამოდგა სუფრიდან და ისე წავიდა, სიტყვაც არ
უთქვამს. დამშვიდობებითაც არავის დამშვიდობებია. ჩაკომ
რაჰელს გადაულაპარაკა, გაჰყევი და გააცილეო.

233 მკითხველთა ლიგა


რაჰელმა თავი ისე დაიჭირა, თითქოსვერ გაიგონა. თევზის-
ჭამაგანაგრძო, მაგრამ, იმ ნახველის გახსენებაზე, კინაღამ გუ-
ლი აერია. მაშინ დედა საშინლად სძულდა. ეზიზღებოდა.
მას მერე აღარც უნახავს.
ამუ სასტუმრო ,,ბჰარატის’’ ბინძურ ნომერში მოკვდა, ალე-
პიში, სადაც ვიღაცის მდივნად უნდოდა მუშაობის დაწყება და
გასაუბრებაზე ჩავიდა. მარტოობაში დალია სული. სულთმობ-
რძავს თავზე მხოლოდ ოთახის ხმაურიანი ვენტილატორი ედ-
გა. მისი ესტა მასთან არ იყო, ზურგს უკან რომ მისწოლოდა და
დალაპარაკებოდა. ოცდათერთმეტი წლისა იყო. არც მოხუცი
და აღარც ახალგაზრდა. სადღაც სიკვდილსა და სიცოცხლეს
შუა გამოკიდებულ ასაკში შესული.
ღამით იმ კოშმარისაგან გამოეღვიძა, რომელიც ხშირად
ესიზმრებოდა ხოლმე: მაკრატელმომარჯვებული პოლიციე-
ლები მაკრატლების კრიჭი-კრიჭით მოიწევდნენ მისკენ თმის
შესაჭრელად. კოტაიამში ასე ბაზარში გამოჭერილ მეძავებს
ექცეოდნენ; ასე ვთქვათ, დაღს ასვამდნენ ხოლმე, ყველას
რომ სცოდნოდა, რა შვილებიც ბრძანდებოდნენ – ვეშიები.
დაღს ასვამდნენ, რომ ახალბედა პოლიციელებს, შემოვლი-
სას, შორიდანვე მოეკრათ თვალი საკბილოსათვის. ამუს ის ქა-
ლები, ცარიელი თვალებითა და იძულებით გადახოტრილი
თავებით, თავადაც ხშირად შეუნიშნავს ბაზარში; იმ მხარის ბა-
ზარში, სადაც ქალის პატიოსნების საზომი მისი გრძელი და
კარგად გაპოხილი თმა იყო.
თავზარდაცემულს გამოეღვიძა და უცხო ქალაქის უცხო
ოთახის უცხო საწოლში წამოჯდა. ვერ ხვდებოდა, სად იყო; ირ-
გვლივ ვერაფერს ცნობდა. მხოლოდ ის შიში იყო მისთვის ნაც-
ნობი. მის მკერდში ჩასახლებული კაცი ცივ ხმაზე ხაოდა. ფო-
ლადის ხელი ისე წაეჭირა მისი ფილტვებისათვის, რომ ვერა

234 მკითხველთა ლიგა


და ვერ გამოითავისუფლა. ლავიწის ძვლების ციცაბოებს ქვე-
მოთ გაჩენილი ღრმულები სულ ღამურებით ამოევსო.
დილით დამლაგებელმა იპოვა და ვენტილატორი გამორ-
თო.
ერთი თვალის უპე ჩალურჯებული ჰქონდა და ზედ დიდი
ბუშტი აჯდა. მისი შემხედვარე, იფიქრებდი, ალბათ თვალით
ცდილობდა იმ ჰაერის ჩასუნთქვას, ფილტვებით რომ ვეღარ
ჩაისუნთქაო. შუაღამეს რომ გადასცდა, იმ კაცმა, რომელიც
მკერდში ჰყავდა ჩასახლებული, მაშინღა შეწყვიტა ხავილი.
ჭიანჭველების გრძელმა და დინჯმა პროცესიამ მშვიდად გაას-
ვენა ოთახიდან ტარაკანის ცხედარი. თითქოს იმის დემონ-
სტრირება უნდოდა, გვამი როგორ უნდა გაეტანათ იქიდან.
ეკლესიამ, მიზეზთა გამო, უარი თქვა ამუს დაკრძალვაზე.
ამიტომ ჩაკომ მიკროავტობუსი იქირავა და გვამი ისე გადაი-
ტანა ელექტროკრემატორიუმში. ამუ ბინძურ ზეწარში გაახვი-
ეს და საკაცეზე დადეს. რაჰელს მოეჩვენა, რომ რომაელ სენა-
ტორს ჰგავდა. Et tu, ამუ!-ო, გაიფიქრა და გაეღიმა, ესტა გაახ-
სენდა.
ძალიან უცნაური იყო, კაშკაშა მზით გაჩახჩახებულ, ხალ-
ხით სავსე ქუჩებში რომ მიდიოდნენ მკვდარი სენატორის მიკ-
როავტობუსის იატაკზე დასვენებული გვამით. ამის გამო ლურ-
ჯი ცა კიდევ უფრო ლურჯი ჩანდა. ავტობუსის ფანჯრებს მიღმა
ქაღალდიდან გამოჭრილი თოჯინების მსგავსი ადამიანები თა-
ვიანთ თოჯინურ ცხოვრებას აგრძელებდნენ. ნამდვილი ცხოვ-
რება მხოლოდმათავტობუსში ჩქეფდა, რადგან აქ სიკვდილიც
ნამდვილი იყო. უსწორმასწორო გზებზე მიმავალი ავტობუსი
საშინლად ინჯღრეოდა და ამუს დაუსრულებლად აჯანჯღარებ-
და. ბოლოს საკაციდანაც გადმოაგდო და თავი რკინის ურ-
დულზე მიარტყმევინა. ამუს წარბიც არ შეუხრია, არ გაღვიძე-
ბია. რაჰელს თავში საშინელი გუგუნი ჩაუდგა. ჩაკო მთელი

235 მკითხველთა ლიგა


დღე ყვირილით ელაპარაკებოდა, რამე რომ გაეგებინებინა
მისთვის.
კრემატორიუმი რკინიგზის სადგურივით მოუვლელი და ჩა-
ოხრებული იყო. ერთადერთი, იქ ხალხმრავლობა არ შეინიშ-
ნებოდა. არც მატარებლები ჩანდა სადმე და არც ხალხის
ბრბო. იმ კრემატორიუმში მხოლოდ მაწანწალებს, მარტოხე-
ლებსა და ციხეში გარდაცვლილებს წვავდნენ. იმ ადამიანებს,
რომლებსაც არავინ ჰყავდათ, სიკვდილის წინ ზურგს უკან რომ
მისწოლოდა და გამოლაპარაკებოდა. ამუს ჯერი რომ დადგა,
ჩაკომ მაგრად მოუჭირა ხელი რაჰელს. რაჰელს სულაც არ უნ-
დოდა, მისი ხელი ვინმეს სჭეროდა. კრემატორიუმის მხურვა-
ლებისაგან ხელები გაოფლიანებული ჰქონდათ, ასე რომ ამით
ისარგებლა და ჩაკოს ხელი გამოსტაცა. იქ, ნათესავთაგან,
მათ გარდა მაინც არავინ იყო.
კრემატორიუმის ღუმელის ფოლადის კარი ნელ-ნელა აღი-
მართა და მარადიული ცეცხლის მიჩუმათებული ხმა ალისფერ
გრგვინვად იქცა. იქიდან წამოსული სიმხურვალე ისე დაეძგე-
რათ, როგორც დამშეული მხეცი. ჰოდა, იმ მხეცს რაჰელის ამუ
მიუგდეს. მისი თმა, მისი კანი, მისი ღიმილი, მისი ხმა. ისიც,
კიპლინგს რომ იშველიებდა ხოლმე ძილის წინ შვილების სიყ-
ვარულის დასამტკიცებლად: ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ,
თქვენ და მე! მისი ძილისპირული კოცნაც. მისი ჩვევა, ბავშვე-
ბის სახე (ჩაჭყლეტილი ლოყებითა და თევზივით მომრგვალე-
ბული ტუჩებით) ერთ ხელში მოექცია, მეორით კი თმა დაევარ-
ცხნა და სწორად გადაეყო მათთვის. ისიც, წელში მოხრილს
რაჰელის პანტალონი რომ ეჭირა, ვიდრე ფეხებს ტოტებში გა-
უყრიდა – ჯერ მარცხენას, მერე მარჯვენას. ყველაფერი შეაჭა-
მეს იმ მხეცს და მხეციც კმაყოფილი დარჩა.
ის მათი ამუც იყო და მათი ბაბაც, და ორმაგი სიყვარულით
უყვარდა თავისი ტყუპები.

236 მკითხველთა ლიგა


ღუმელის კარი ჭახანით ჩაიკეტა. ერთი ცრემლიც არავის
გადმოუგდია.
კრემატორიუმის თანამშრომელი ჩაის დასალევად გავიდა
და მხოლოდ ოცი წუთის შემდეგ დაბრუნდა. მოკლედ, ჩაკომ
და რაჰელმა ოცი წუთი იცადეს იმ ვარდისფერი ქვითრის ასა-
ღებად, რომელიც ამუს წაღების უფლებას მისცემდა. მისი ფერ-
ფლის წაღების უფლებას; მისი ნაცარტუტად ქცეული ძვლებისა
და ღიმილიდან დარჩენილი კბილების, რომელიც ერთ პატარა
თიხის ქოთანში, ნომრით Q498673, ჩაეტია.
რაჰელმა ჩაკოს ჰკითხა, კრემატორიუმის ხალხმა საიდან
იცის, რომელი ფერფლი ვისიაო. ჩაკომ უპასუხა, ალბათ რა-
ღაც სისტემა ექნებათ შემუშავებულიო.
ესტა მათთან ერთად რომ წამოსულიყო, იმ ქვითარს აუცი-
ლებლად შეინახავდა. ნამდვილი არქივარიუსი იყო. ავტობუ-
სის ბილეთების, ბანკის ქვითრების, მაღაზიის ჩეკებისა და ძვე-
ლი ჩეკის წიგნაკების ყუების მცველი. პატარა მეზღვაური, რო-
მელმაც კარი მარჯვე თაურით შეაღო და ტყაპანიც მოადინა.
მაგრამ ესტა მათთან ერთად არ იყო. ყველამ ერთხმად გა-
დაწყვიტა, ასე აჯობებსო. უბრალოდ, მერე წერილით აცნობეს
ეს ამბავი. მამაჩიმ რაჰელს უთხრა, შენც მისწერე რამეო. მა-
ინც რაო? რაო და, ჩემო ძვირფასო ესტა, როგორ ხარ? მეკარ-
გად ვარ. გუშინ ამუ მოკვდა.
რაჰელს ესტასთვის არაფერი მიუწერია. საერთოდ არას-
დროს მიუწერია. არსებობს ისეთი რამეები, რისი გაკეთებაც
შეუძლებელია. მაგალითად, შეუძლებელია საკუთარ ნაწილს
– საკუთარ ფეხებს, საკუთარ თმას, საკუთარ გულს, თუ რაც იქ-
ნება – წერილი მისწერო.

237 მკითხველთა ლიგა


პაპაჩის კაბინეტში რაჰელმა (აღარც ახალგაზრდამ და არც
მოხუცმა), შიშველ ტერფებზე აკრული იატაკის მტვრით, გონე-
ბის გასავარჯიშებელი რვეულიდან თავი აიღო და დაინახა,
რომ ესტაფენ უ-ცნობი წასულიყო.
სკამიდან წამოდგა, მაგიდიდან ჩამოძვრა და ვერანდაზე გა-
ვიდა.
ჭიშკრიდან გამავალი ესტას ზურგს მოჰკრა თვალი.
გვიანი დილა იყო და ისევ წვიმას აპირებდა.
ავდრისწინა უცნაურ, მჭახე, კონტრასტულ და ავის მომას-
წავებელ განათებაში მწვანე საფარი ნერვიულად ბორგავდა.
სადღაც შორს მამალმა დაიყივლა და ხმა გაუორდა; შუაზე
გაეპო, ძველი ფეხსაცმლის გადამსკდარ ლანჩასავით.
რაჰელი გონების გასავარჯიშებელი გაცრეცილი რვეულე-
ბით ხელში იდგა ძველი სახლის წინა ვერანდაზე, ბიზონის ღი-
ლისთვალება ფიტულის ქვეშ, იმ ადგილას, სადაც წლების წინ,
სოფი-მოლის ჩამოსვლის აღსანიშნავად, პატარა ინსცენირება
– კეთილი იყოს შენი დაბრუნება, სოფი-მოლ გაითამაშეს.

238 მკითხველთა ლიგა


8.

კეთილი იყოს შენი დაბრუნება, სოფი-მოლ

მართლაც დიდებული სახლი იყო ის აიემენემის ძველი სახ-


ლი, მაგრამ ცოტა უცხვირპირო და განზე მდგომი. თითქოს
შეგნებულად არ უნდოდა, რამე საერთო ჰქონოდა საკუთარ
მცხოვრებლებთან. იმ ბერიკაცს ჰგავდა, რომელიც ცარიელი,
აცრემლებული თვალებით შესცქერის იქვე მოთამაშე ბავ-
შვებს და მათ უკიდეგანო აღტყინებასა და ცხოვრებით ტკბობა-
ში მხოლოდ იმას ხედავს, ყველაფერი წარმავალი რომ არის
და სოფელიც რომ მხოლოდ წუთისაა.
სახლის წოწოლა, კრამიტით მოგებული სახურავი სიძვე-
ლისა და უხვი ნალექისაგან ჩაჟამებულიყო და ხავსით დაფა-
რულიყო. ფრონტონებში დატანებული, საგულდაგულოდ ინ-
კრუსტირებული ხის სამკუთხა ჩარჩოებიდან შემომავალი მზის
შუქი საიდუმლოებებით აღსავსე, უცნაურ გამოსახულებებს ხა-
ტავდა იატაკზე. მგლებს, ყვავილებს, იგუანებს... ის გამოსახუ-
ლებები ცაში მზის მდებარეობის მიხედვით იცვლიდნენ ფორ-
მას და შებინდებულზე პუნქტუალურად და ერთბაშად იხოცე-
ბოდნენ.
სადარბაზო კარს, ორის ნაცვლად, ოთხი საგდული ჰქონდა.
ძველი დროის ქალბატონებს თავისუფლად შეეძლოთ, მხო-
ლოდ სანახევროდ გამოჩენილიყვნენ იმ კარში. იდაყვებით
ქვედა საგდულის რაფაზე ჩამოყრდნობილები, საათობით ისე
ევაჭრებოდნენ კარს მომდგარ მეწვრილმანეებს, რომ წელ-
ქვემოთ არც ენახვებოდნენ. მოკლედ, თეორიულად, შეეძ-
ლოთ ხალიჩა ან სამაჯურები მკერდდაფარულებსა და უკა-
ნალწამოხდილებს ეყიდათ. თუმცა, ცხადია, მხოლოდ თე-
ორიულად.

239 მკითხველთა ლიგა


სამანქანო გზიდან წინა ვერანდამდე კიბის ცხრა საფეხური
ადიოდა. ასეთი შემაღლება ვერანდას თეატრალური სცენის
დიდებულებასა და ხიბლს სძენდა და ყველაფერს, რაც იქ ხდე-
ბოდა, საჯაროდ გათამაშებული წარმოდგენის იერსა და მნიშ-
ვნელოვნებას ანიჭებდა. ვერანდა ციცქნა-კოჩამას დეკორატი-
ულ ბაღს გადაჰყურებდა, გარშემო კი ხრეშით მოფენილი სა-
მანქანო გზა ჰქონდა შემოვლებული. ის გზა მერე იმ გორაკის
ძირთან ჩადიოდა, რომელზეც სახლი იდგა.
ვერანდა კარგა ღრმა იყო და სიგრილეს ყველაზე მცხუნვა-
რე მზის პირობებში, გაგანია შუადღისასაც ინარჩუნებდა.
მისი წითელი ცემენტის იატაკის დაგებას ცხრაასამდე კვერ-
ცხის ცილა დასჭირდა, მერე კი – სერიოზული გახეხვა და მოს-
წორება.
მოწნულ სკამზე, მოწნულ მაგიდასთან, აქეთ-იქით წინაპარ-
თა პორტრეტებით დამშვენებული ღილისთვალება ბიზონის
ნახერხით დატენილი თავის ქვეშ მამაჩი დაბრძანებულიყო.
წინ, მაგიდაზე, მწვანე მინის ლარნაკი შემოედგა, შიგ კი ნაზ
ღეროზე გაფურჩქნილი ჭახჭახა წითელი ორქიდეა ჩაესვენები-
ნა.
ჩუმი და ცხელი დღე იყო, მოლოდინით დამუხტული ჰა-
ერით.
მამაჩის ვიოლინო ყბის ქვეშ ამოედო და ორმოცდაათიანი
წლების დროინდელი შავი სათვალე ეკეთა, ჩარჩოს კუთხეებ-
ში ჩასმული თვლებით. გახამებული, სუნამომოპკურებული,
კრემისფერ-ოქროსფერი სარი ეცვა. ბრილიანტის საყურეები
პატარა ჭაღებს მიუგავდა. ლალისთვლიანი ბეჭდები გალეულ
თითებზე ულაყლაყებდა. ციცქნა წითელი ხალებით მოფენი-
ლი, ფერმკრთალი, სიფრიფანა სახის კანი გაცივებულ რძეზე
მომდგარი ნაღებივით ოდნავ მოჭიმული და დანაოჭებული

240 მკითხველთა ლიგა


ჰქონდა... საოცრად ლამაზი იყო – მოხუცებული, ძალიან უჩ-
ვეულო და დიდებული.
უსინათლო, დაქვრივებული დედა-დედოფალი, ყბის ქვეშ
ამოდებული ვიოლინოთი.
უფრო ახალგაზრდა როცა ბრძანდებოდა, წინდახედულება
გამოიჩინა და სასოებით შეინახა საკუთარი თავიდან ჩამოვარ-
დნილი თითოეული თმის ღერი პატარა ნაჭრის ტომსიკაში.
ბევრი რომ დაუგროვდა, თმის ბადურაში გამოკრა და სახელ-
დახელოდ შექმნილი შინიონი სამკაულებთან ერთად შეჩურ-
თა საკეტიან კარადაში. ხანი რომ გამოხდა და თმა შეუთხელ-
და, იმ კუპრივით შავ შინიონს ჭაღარა თავზე იმაგრებდა. მისი
აზრით, ეს სავსებით მისაღები უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ის
შინიონი თავისივე თმისა იყო. საღამოობით, როცა შინიონს
მოიხსნიდა, შვილიშვილებს უფლებას აძლევდა, მისი ჭაღარა
თმის ნარჩენები გალეულ ნაწნავად დაეწნათ და ბოლო რეზი-
ნით დაემაგრებინათ. ერთი რომ უწნავდა, მეორე მის ურიცხვ
ხალს ითვლიდა. მომდევნო დღეს კი როლებს ცვლიდნენ
ხოლმე.
თავზე, რომელსაც სათუთად იფარავდა შერჩენილი თმით,
ორი ნახევარმთვარის ფორმის ნაიარევი ჰქონდა. ის ნაიარე-
ვები მისი ადრინდელი, ცოლქმრული ცხოვრების სახსოვრები
იყო, თითბრის ლარნაკით ცემის შედეგად შეძენილი.
ჰენდელის წყლის მუსიკის პირველი სუიტის ნაწყვეტს უკ-
რავდა. შავი სათვალით შენიღბული უსარგებლო თვალები და-
ხუჭული ჰქონდა, მაგრამ საკუთარი ვიოლინოდან ამოფრქვე-
ულ, შუადღის ხვატში ალმურივით ათრთოლებულ მუსიკას მა-
ინც ხედავდა.
მის გონებას იმ წუთებში მზიან დღეს სქელი ფარდებით დაგ-
მანულ ოთახში დაევანებინა.

241 მკითხველთა ლიგა


უკრავდა და თავისი მწნილების ის პირველი კომერციული
პარტია ახსენდებოდა, წლების წინ რომ დაამზადა. ღმერთო,
რა სილამაზე იყო!.. მარჯვედ მოხუფული ქილები საწოლის
თავთან, მაგიდაზე დააწყო, რომ გაღვიძებისთანავე შეევლო
მათთვის ხელი. იმ ღამით ადრე დაწვა, მაგრამ შუაღამისას გა-
მოეღვიძა. ხელები ძალაუნებურად იმ ქილებისაკენ გაიწვდინა
და მერე ზეთით გაწებილი დაიბრუნა უკან. მის მწნილებს ზე-
თის გუბეები დაეყენებინათ. ზეთს ყველგან გაეჟონა – მთელ
მაგიდას მოსდებოდა, ბიბლიისა და წყლის თერმოსის ქვეშაც
კი შემძვრალიყო. მოკლედ, დამწნილებულ მანგოებს ზეთი შე-
ეწოვათ, დაბუთქუნებულიყვნენ, ქილები პირთამდე ამოევსოთ
და თავს მომდგარი ზეთი ქილებიდან გამოეძევებინათ.
მამაჩიმ წამსვე ჩაკოს ჩამოტანილ სამზარეულო წიგნს, ში-
ნაურ პირობებში დაკონსერვებას მიმართა, მაგრამ წიგნმა ვე-
რაფერი ურჩია. მაშინ კარნახით წერილი დააწერინა ნათესავ
ანამა ჩანდისთან, რომელიც ბომბეიში ,,პადმასმწნილების’’
ფირმის რეგიონული მენეჯერი ბრძანდებოდა. იმან ურჩია, მა-
რილისა და კონსერვანტების პროპორცია გაზარდეო. მისმა
რჩევამ საქმე ოდნავ გამოუსწორა, მაგრამ პრობლემა ბო-
ლომდე ვერ მოუგვარა. ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, სამოთ-
ხის მწნილების ქილებს ძირი ოდნავ უსველდებოდათ. ეს სის-
ველე დიდად არ იგრძნობოდა, მაგრამ მაინც. ხანგრძლივი
ტრანსპორტირების შემთხვევაში, ქილებზე მიკრული იარლი-
ყები გაწებილი და გამჭვირვალე ხდებოდა. ქილების შიგთავ-
სიც სასურველზე უფრო მარილიანი ეჩვენებოდა.
დაფიქრდა, ნეტა ოდესმე თუ ავითვისებ ბოლომდე დაკონ-
სერვების საიდუმლოსო და ინატრა, იმის ეშმაკი მაინც გამხა-
და, სოფი-მოლს ჩემი ჩაცივებული ყურძნის წვენი (ჭიქაში ჩას-
ხმული მუქი წითელი სითხე, ბლომად ყინულებით) მოეწონება
თუ არაო.

242 მკითხველთა ლიგა


იქვე მარგარეტ-კოჩამაც გაახსენდა და ჰენდელის წყაროს
წყალივით მოწანწკარე მუსიკა უცებ ხელში გაუბოროტდა და
დაუბოხდა.
მარგარეტ-კოჩამა არასდროს ენახა, მაგრამ მაინც სძულ-
და. მის თვალში ყოფილი რძალი ერთი ვაჭრუკანას გომბიო
ბრძანდებოდა და სხვა არაფერი. ასე იყო მისი სამყარო მოწ-
ყობილი და რა ექნა? კოტაიამში ვინმეს ქორწილში თუ მოუწევ-
და წასვლა, მთელი გზა გაუთავებლად ეპუტუნებოდა თავის
თანამგზავრს:
– პატარძლის ბაბუა, დედის მხრიდან, მამაჩემის ერთ-ერთი
დურგალი იყო... კუნჯუკუტი იპენი? კი, კი, როგორ არ ვიცი! მა-
გის დიდი ბებია ტრივანდრამში მუშაობდა უბრალო ბებიაქა-
ლად... აი, გახედე, მთელი ეს გორაკი ჩემი ცხონებული მეუღ-
ლის ოჯახს ეკუთვნოდა!
ცხადია, მარგარეტ-კოჩამა თვით ინგლისის ტახტის მემ-
კვიდრეც რომ ყოფილიყო, მაინც არ ეყვარებოდა. სინამდვი-
ლეში მდაბიო რომ იყო, ის კი არ აწუხებდა, ის აგიჟებდა, ჩაკომ
ცოლად რომ შეირთო. იმიტომ შეიძულა, მერე ჩაკოს რომ გა-
ეყარა. მაგრამ რომ არ გაჰყროდა, კიდევ უფრო ეძულებოდა.
იმ დღეს, როცა ჩაკომ დედამისი პაპაჩის არ აცემინა (რის
გამოც ამ უკანასკნელმა ჯავრი სავარძელზე იყარა და იმ საწ-
ყალს გააცხებინა სული), მამაჩიმ თავისი ცოლქმრული ცხოვ-
რება კარგად შეფუთა და ჩაკოს მიაბარა. მას მერე ჩაკოს შე-
ალია მთელი თავისი ნაზი ქალური გრძნობები. ჩაკო გახდა
მისთვის ერთადერთი მამაკაცი და ერთადერთი სიყვარული.
მშვენივრად იცოდა, ფაბრიკის მუშა გოგოებს ურცხვად
რომ ეღლაბუცებოდა, მაგრამ ამაზე უკვე აღარ ღიზიანდებო-
და. როცა ციცქნა-კოჩამა ამ საკითხს შეეხო, მამაჩი, უბრა-
ლოდ, დაიძაბა და ტუჩები მჭიდროდ მოკუმა.

243 მკითხველთა ლიგა


– კაცს ყოველთვისაც ექნება მამაკაცური მოთხოვნილებე-
ბი, – თქვა მკაცრი ტონით.
უცნაურია, მაგრამ ამ არგუმენტმა გაჭრა. ჰოდა, იქიდან მო-
ყოლებული, იმ იდუმალმა, გულის ამაჩქროლებელმა მამაკა-
ცურმა მოთხოვნილებებმა აიემენემის სახლში უსიტყვოდ მო-
იპოვეს არსებობის კანონიერი უფლება. ვერც მამაჩი და ვერც
ციცქნაკოჩამა ვერანაირ შეუსაბამობას ვერ ხედავდნენ ჩაკოს
მარქსისტულ აზროვნებასა და მის ფეოდალურ ლიბიდოს შო-
რის. ისინი მხოლოდ ნაქსალიტების გამო ღელავდნენ, რომ-
ლებიც, როგორც ცნობილია, კეთილშობილი ოჯახის შვილებს
აიძულებდნენ, მათ მიერვე დამაკებული მოსამსახურეები ცო-
ლად შეერთოთ. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მათკენ ნასრო-
ლი ჭურვი, რომელმაც მთელი მათი ოჯახის რეპუტაცია საბო-
ლოოდ გაანადგურა, სულ სხვა ფრონტიდან იქნებოდა გამოტ-
ყორცნილი.
მამაჩიმ სახლის აღმოსავლეთ ფლიგელში მდებარე ჩაკოს
ოთახისათვის ცალკე შესასვლელი გააკეთებინა, რომ მისი მა-
მაკაცური მოთხოვნილებების ობიექტებს იქ არ ებოდიალათ,
სადაც მოეპრიანებოდათ. დროდადრო, ჩუმ-ჩუმად, იმ ობიექ-
ტებს ფულსაც ჩაუკუჭავდა ხოლმე, ენა რომ გაეჩუმებინათ.
ფულს ყველა ართმევდა, რადგანაც ყველას უჭირდა. პატარა
ბავშვები და მოხუცებული მშობლები ჰყავდათ. ისინი თუ არა,
ისეთი ქმრები მაინც, მთელ ფულს ტოდი-ბარში რომ ფლანგავ-
დნენ. აღნიშნული სისტემა მამაჩის ძალიანაც აძლევდა ხელს,
რადგან, მისი აზრით, გასამრჯელოს გაღება ყველაფერს ნა-
თელს ჰფენდა – ხურუშს სიყვარულისაგან განასხვავებდა და
მოთხოვნილებას – ჭეშმარიტი გრძნობებისაგან.
აი, მარგარეტ-კოჩამა კი სულ სხვა საქმე იყო. იმ საქმის გა-
მოძიება და მართვა ძალიან უჭირდა (თუმცა ერთხელ კოჩუ-მა-

244 მკითხველთა ლიგა


რია მაინც აიძულა, ზეწრებზე დატოვებული ლაქები შეესწავ-
ლა, სამხილების აღმოჩენის მიზნით). ახლა იმ იმედის ამარა-
ღა იყო დარჩენილი, რომ მარგარეტ-კოჩამა თავად არ მოინ-
დომებდა ჩაკოსთან სქესობრივი ურთიერთობის განახლებას.
სანამ მარგარეტ-კოჩამა აიემენემში იმყოფებოდა, მამაჩი
გულს იმით იმშვიდებდა, რომ ფულს ახლა მის სარეცხის კალა-
თაში ჩაყრილი ბინძური კაბების ჯიბეებში ტენიდა. ის ფული
მარგარეტ-კოჩამას ერთხელაც არ დაუბრუნებია იმ მარტივი
მიზეზის გამო, რომ არც არასდროს უპოვია. სარეცხის გარეც-
ხვამდე, როგორც წესი, დჰობი ანიანი ტანსაცმლის ჯიბეებს
ამოაბრუნებდა ხოლმე. მამაჩიმ ეს მშვენივრად იცოდა, მაგ-
რამ ერჩია, მარგარეტ-კოჩამას დუმილი მისი ვაჟისთვის (სავა-
რაუდოდ) გაწეულ სამსახურში გასამრჯელოს აღების დასტუ-
რად ჩაეთვალა.
ასე რომ, გულდამშვიდებულმა მამაჩიმ სიამოვნებით მიათ-
ვალა მარგარეტ-კოჩამა ჩაკოს მეძავთა გრძელ რიგს, დჰობი
ანიანიც უზომოდ კმაყოფილი ბრძანდებოდა ყოველდღიური
დამატებითი შემოსავლით, მარგარეტ-კოჩამა კი უდრტვინვე-
ლად განაგრძობდა ცხოვრებას, რადგანაც აზრზე არ იყო, მის
წინააღმდეგ როგორი სისტემა აამოქმედეს.

გაბურძგნილმა გუგულმა ჟანგისფერი ფრთები გაშალა და


ჭის თავზე დამაგრებულ ხარიხაზე გუ-გუ დასძახა.
ყვავმა საპნის ნალევი აწაპნა და ის ნალევი ნისკარტში აუ-
ქაფდა.
ბნელ, გაჭვარტლულ სამზარეულოში, კოჩუ-მარია ფეხის
წვერებზე შემდგარიყო და უზარმაზარი, ორსართულიანი
ტორტის – კეთილი იყოს შენი დაბრუნება, სოფი-მოლ – მო-
ჭიქვას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის
მართლმადიდებელი სირიელი ქალების უმრავლესობა უკვე

245 მკითხველთა ლიგა


სარის ატარებდა, კოჩუმარიას თავისი სადა, ქათქათა, იდაყვე-
ბამდე სახელოებჩამოგრძელებული ჩატა და თეთრი მუნდუ
ეცვა, რომელიც გახამებული ქსოვილის მარაოსავით იყრიდა
უკან ნაოჭს. იმ ლამაზ მარაოს ის აბსურდული, თეთრ და ლურჯ
ზოლებში გადაწყვეტილი შინამოსამსახურის წინსაფარი უფა-
რავდა, რომლის ტარებასაც მამაჩი აიძულებდა.
კოჩუ-მარიას მოკლე, სქელი მკლავები, სასმელზე დასაყო-
ლებელისოსისებივით კოტიტა თითები და ნესტოებდაფჩენი-
ლი, გაბუშტული ცხვირი ჰქონდა. ცხვირიდან ნიკაპამდე, ორ-
სავე მხარეს, ღრმა ნაოჭები გასდევდა, რომლებიც სახის ამ ნა-
წილს დანარჩენი სახისაგან გამოყოფდნენ და პატარა ცხოვე-
ლის იერსახეს სძენდნენ. თავი ტანთან შედარებით არაპრო-
პორციულად დიდი ჰქონდა. რომ შეხედავდი, იფიქრებდი, ბი-
ოლოგიური ლაბორატორიის ის უმწიფარი, დედის საშოდან
დროზე ადრე გამოძევებული ნაყოფია, რომელმაც ლაბორა-
ტორიის ფორმალინიან ქილას როგორღაც თავი დააღწია და
წლების განმავლობაში ცოტა გამოშუშდა და გაიზარდაო.
ფულის ნოტიო კუპიურებს იმ ბიუსტჰალტერში იტენიდა,
რომელსაც მჭიდროდ იკრავდა სრულიად არაქრისტიანული
მკერდის მისატკეპნად. ყურებზე მძიმე, მასიური ოქროს ,,კუნუ-
კუ’’ საყურეები ეკიდა. ჩამოწლაწული ყურის ბიბილოები კი-
სერთან გამუდმებით უქანავებდა და შიგ გაყრილი საყურეები
საქანელაზე შემომსხდარ აჟღურტულებულ ბავშვებს მიუგავ-
და. ერთხელ მარჯვენა ბიბილო ჩამოეხა კიდეც და ექიმმა ვერ-
გიზ ვერგიზმა დაუკემსა. იმ ოხერ კუნუკუს მაინც არ ელეოდა.
იმიტომ არ ელეოდა, რომ, აბა, როგორღა მიხვდებოდა ხალხი,
მიუხედავად მზარეულის დაბალი თანამდებობისა (თვეში სა-
მოცდათხუთმეტი რუპიით), ნამდვილი სირიელი მართლმადი-
დებელი და თომა მოციქულის პირველმიმდევართა შთამომა-
ვალი რომ ბრძანდებოდა, და არა ყოფილი პარეიან-პულაიან-

246 მკითხველთა ლიგა


პარავანი? დიახაც, სწორედაც რომ ხელშესახებთა უმაღლეს
კასტას ეკუთვნოდა – იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებმაც
ქრისტიანობა შეისისხლხორცეს და რომლებშიც რწმენა პაკე-
ტის ჩაის ფერივით გამოიხადა. ამაზე უარის თქმას ყველაფერი
ერჩია, თუნდაც ეს ბიბილოს კიდევ ერთხელ დაკემსვა ყოფი-
ლიყო.
მაშინ კოჩუ-მარია ჯერ კიდევ არ იცნობდა მასში ჩაბუდე-
ბულ ტელენარკომანსა და აყლაყუდა ჰოგანის ფანატიკოსს.
ჯერ თვით ტელევიზორიც კი არ ენახა თვალით. ასეთი რამის
არსებობასაც კი ვერ წარმოიდგენდა. მისთვის ვინმეს კიდევაც
რომ ეთქვა, არსებობსო, იფიქრებდა, შტერი ვგონივარ და
დამცინისო. ადამიანების მონათხრობს იმაზე, თუ რა ხდებოდა
ქვეყნიერების ზურგზე, ხშირად ეჭვით ეკიდებოდა. ფიქრობდა,
ჩემს გაუნათლებლობასა და (უწინდელ) გულუბრყვილობას
უსვამენ ხაზსო. საკუთარი ბუნების წინააღმდეგ ამხედრებული
კოჩუ-მარია სხვების ნათქვამს თითქმის არაფერს იჯერებდა.
ივლისში, როცა რაჰელმა ახარა, ამერიკელმა ასტრონავტმა,
სახელად ნილ არმსტრონგმა, მთვარეზე გაიარაო, სარკასტუ-
ლად გაიცინა და უპასუხა, ერთმა ჩვენებურმა მუშაითმა, ო. მუ-
ტაჩენმა, ცხვირის ნესტოებში გაიყარა ფანქრები და ისე გადა-
ვიდა მალაყებს მზეზეო. ჯანდაბას, იმას კიდევ დაიჯერებდა,
რომ ამერიკელები მართლაც არსებობდნენ, თუმცა საკუთარი
თვალით ისინი არასდროს ენახა; იმასაც დაიჯერებდა, რომ ვი-
ღაც კაცს მართლაც ერქვა აბსურდული სახელი ,,ნილ არ-
მსტრონგი’’, მაგრამ მთვარეზე გავლას? როგორ გეკადრებათ!
არც მაშინ დაუჯერებია, როდესაც გაზეთ მალაიალა მანორა-
მაში (რომელსაც თავად ვერ კითხულობდა) ბუნდოვანი შავ-
თეთრი ფოტოები დაბეჭდეს.
როდესაც ესტა ეუბნებოდა, Et tu, კოჩუ-მარიაო, ღრმად იყო
დარწმუნებული, რომ ინგლისურად აგინებდა – კოჩუ-მარია,

247 მკითხველთა ლიგა


შე მახინჯო შავტუხა ჯუჯაო! გული წყრომით ევსებოდა და შესა-
ფერის დროს ელოდებოდა, რომ ის საძაგელი ბიჭი დაებეზღე-
ბინა.
უსაშველო ტორტი, როგორც იქნა, ჭიქურით დაფარა და ახ-
ლა, უკან გადაგდებული თავით, ენაზე იწურავდა ჭიქურის ნარ-
ჩენებს. ,,ყავისფერი კბილის პასტის’’ დაუსრულებელი რგო-
ლები ნაზად დაეშვნენ კოჩუ-მარიას ვარდისფერ ენაზე. როდე-
საც მამაჩიმ ვერანდიდან გამოსძახა, მანქანის მოახლოების
ხმა მესმისო, პასუხი ვერ გასცა, რადგან პირი იმ ჭიქურით
ჰქონდა გამოტენილი. ბოლოს იმარჯვა და გადაყლაპა, ენა
კბილებზე გადაიტარა და მერე, სასაზე დამიზნებული ენით,
წკლაპუნების მთელი სერია გაუშვა. იფიქრებდით, ეს-ესაა ძა-
ლიან მჟავე რაღაც შეჭამაო.

ცისფერი მანქანის შორიდან მომავალმა ხმებმა (ავტობუ-


სის გაჩერებიდან, სკოლიდან, ყვითელი ეკლესიიდან და უს-
წორმასწორო, მოწითალო მიწით დაფარული, კაუჩუკის ხე-
ების რიგში გამავალი გზიდან) ,,სამოთხის მწნილების’’ ბნელ-
სა და გაჭვარტლულ ნაგებობაში უცნაური ჩურჩულისა თუ შრი-
ალის სახით პოვეს გამოძახილი.
დამწნილება (წურვა, კეპვა, მოდუღება, მორევა, ხეხვა, და-
მარილება, გაშრობა, აწონა, ქილების მოხუფვა) წამსვე შეწ-
ყდა.
– ჩაკო-საარ ვანუ, – სიოსავით ნაზი ჩურჩულით გადაუქრო-
ლა მშრომელთა რიგებს ახალმა ამბავმა. საკეპი დანები და-
დუმდნენ. ნახევრად დაჭრილი ბოსტნეული – მწარე გოგრები,
შუაზე გაპობილი ანანასები – და რეზინის ფერად-ფერადი სა-
თითურები (სქელი რეზინისაგან დამზადებულ სახალისო პრე-
ზერვატივებს რომ ჰგავდა) უზარმაზარ ფოლადის სინებზე მი-
ატოვეს. მარილიანი და ზეთიანი ხელები დაიბანეს და ლურჯ

248 მკითხველთა ლიგა


წინსაფრებზე შეიხოცეს. თეთრი თავსაფრებიდან გამოჩრილი
თმა გაისწორეს და წინსაფრებში შეკუჭული მუნდუებიც ჩამოი-
ფერთხეს. მერე ფაბრიკის ბადურიანი კარი, რომელიც ზამბა-
რებზე იყო დამაგრებული და თავად იკეტებოდა, სწრაფად გა-
ჯახუნდა.
და სამანქანო გზის გასწვრივ, ჭასთან, ლურჯწინსაფრიანთა
მდუმარე, მოთვალთვალე არმიამ თამარინდის ხის ჩრდილს
შეაფარა თავი.
აჩუ, ჯოზი, იაკო, ანიანი, ელეიანი, კუტანი, ვიჯაიანი, ვავა,
ჯოი, სუმატი, ამალი, ანამა, კანაკამა, ლატა, სუშილა, ვიჯაიამა,
ჯოლიკუტი, მოლიკუტი, ლიუსიკუტი, ბინა-მოლი (ავტობუსის
სეხნია გოგო)..., მოკლედ, ყველა იქ გამწკრივდა – ლოიალუ-
რობის სქელი ფენით დაფარული საწყისი უკმაყოფილების
ძლივსგასაგონი ხმები.
ცისფერმა ,,პლიმუთმა’’ ჭიშკარში ღრჭიალით შემოუხვია.
ხრეშით მოგებულ სამანქანო გზაზე პატარა ნიჟარები დაფშვნა
და მოწითალო-ყვითელი კენჭები აქეთიქით მიმოფანტა. მან-
ქანიდან ბავშვები გადმოენთნენ.
დაფერდებული შადრევანი.
დატკეპნილი ქოჩორი.
მთლად დაღეჭილი, ფართოტოტებიანი ყვითელი შარვალი
და საყვარელი ხელჩანთა, დროში სხვაობის გამო ნახევრად
მიძინებულები. მათ უფროსები მოჰყვნენ, ხანგრძლივად ჯდო-
მის შედეგად კოჭებდასივებულები და მოუქნელები.
– უკვე ჩამოხვედით? – იკითხა მამაჩიმ, ვიოლინო დაუშვა
და შავისათვალე ახალი, მანქანის ღრჭიალის, იქიდან ძლივ-
სგადმოსვლისა და კარების მიჯახუნების ხმებისაკენ გაახედა.
– მამაჩი! – გასძახა რაჰელმა თავის ლამაზ, უსინათლო ბე-
ბიას, – ესტას აღებინა! შუა მუსიკის ჰანგებში დაეწყო გულის-
რევა, ჰოდა...

249 მკითხველთა ლიგა


ამუ ნაზად შეეხო თავის ქალიშვილს. მხარზე დაადო ხელი,
რაც სუუუ, გაჩუმდის ნიშნავდა. რაჰელმა მიმოიხედა და იგ-
რძნო, რომ სპექტაკლში კი მონაწილეობდა, მაგრამ ძალიან
პატარა, უსიტყვო როლი ჰქონდა შესასრულებელი.
უბრალოდ, პეიზაჟის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ალბათ პა-
ტარა ყვავილი ან ბუჩქი.
ან ეგებ ხალხის ბრბოში გაელვებული სახე, შემთხვევითი
გამვლელი.
მას არავინ მისალმებია, პაპანაქების სიმწვანეში თავშეფა-
რებული ლურჯწინსაფრიანთა არმიის წევრების ჩათვლით.
– სად არის? სად არის ჩემი პატარა სოფი-მოლი? – ჰკითხა
მამაჩიმ მანქანის ხმებს, – მოდი, შვილო, დამენახვე!
სანამ ამას ამბობდა, მის თავს ტაძრის სპილოს ბრჭყვიალა
ბალდახინივით წამომდგარი მოლოდინის მუსიკა ნელ-ნელა
დაიფშვნა და მტვრის ნაწილაკებივით ბზრიალ-ბზრიალით და-
ეშვა მიწაზე.
კარგად ნასაუზმევ ჰალსტუხსა და ნეტა-რა-დაემართა-ამ-
ჩვენს-მასების-დამცველს კოსტიუმში გამოწყობილი ჩაკო ისე-
თი ტრიუმფის გამომეტყველებით აუძღვა ცხრა საფეხურზე
მარგარეტ-კოჩამასა და სოფი-მოლს, თითქოს ჩოგბურთის
მოგებულ პარტიაში აღებული პრიზები ყოფილიყვნენ.
ამჯერადაც მხოლოდ უმნიშვნელო სიტყვები ითქვა, მნიშ-
ვნელოვანი კი უთქმელად ჩაიმარხა გულში.
– როგორ გიკითხოთ, მამაჩი? – თქვა მარგარეტ-კოჩამამ
სკოლის კეთილი მასწავლებლის ხმით (რომელიც დროდად-
რო ბავშვებს უბათქუნებს ხოლმე), – ძალიან მადლობელი ვარ
თქვენი, რომ მიგვიღეთ. გარემოს შეცვლა ნამდვილად გვჭირ-
დებოდა.

250 მკითხველთა ლიგა


მამაჩის თვითმფრინავის ოფლით ოდნავ შემჟავებული
იაფფასიანი სუნამოს სუნი ეცა (თვითონ ტყავის მწვანე ფუტ-
ლარში ჩადებული ,,დიორის’’ სუნამო ჰქონდა კარადაში ჩაკე-
ტილი).
მარგარეტ-კოჩამამ ყოფილ დედამთილს ხელი მოჰკიდა.
რძლის თითები რბილი იყო, ლალისბეჭდებიანი თითები კი –
უხეში.
– გამარჯობა, მარგარეტ, – მიუგო მამაჩიმ (არც უხეშად და
არც თავაზიანად) ისე, რომ სათვალე არ მოუხსნია, – კეთილი
იყოს შენი აიემენემში ჩამობრძანება. სამწუხაროდ, ვერ გხე-
დავ... ალბათ იცი, რომ პრაქტიკულად დავბრმავდი.
ნელა ლაპარაკობდა, მოზომილად.
– ეგებ ასეც ჯობდეს, – თქვა მარგარეტ-კოჩამამ, – ახლა
კარგად ნამდვილად არ გამოვიყურები.
და დაბნეულმა ჩაიცინა, რადგან არ იცოდა, სწორი პასუხი
გასცა თუ არა.
– სისულელეა, – თქვა ჩაკომ ამაყი გამომეტყველებით,
რომელიც მამაჩიმ ვერ დაინახა, – ისევ ისეთი მშვენიერია,
როგორიც ადრე იყო.
– ძალიან ვწუხვარ... ჯოს გამო, – თქვა მამაჩიმ არასათანა-
დოდ მწუხარე ხმით.
ჯოს ხსოვნას წუთიერი დუმილით სცეს პატივი.
– ჩემი სოფი-მოლი სადღაა?.. მოდი, შვილო, ერთი დაენახ-
ვე ბებიაშენს!
სოფი-მოლი მამაჩის მიჰგვარეს. მამაჩიმ შავი სათვალე კე-
ფამდე აიწია. სათვალემ თავისი კატისებური, ალმაცერი თვა-
ლებით, ძველთაძველ ბიზონს გახედა. ძველთაძველმა ბიზონ-
მა ძველბიზონურად უთხრა, არა, ბატონო, ნამდვილად ვიღა-
ცაში გეშლებითო.

251 მკითხველთა ლიგა


მამაჩი რქოვანას გადანერგვის შემდეგაც კი მხოლოდ შუქ-
სა და ჩრდილს არჩევდა. კარში ვინმე თუ ჩადგებოდა, ხედავ-
და, რომ კარში ვიღაც იდგა, მაგრამ ვინ იყო, ამის დანახვა უკვე
აღარ შეეძლო. ქვითრის ან რამე მაგდაგვარის წაკითხვას მა-
შინ თუ მოახერხებდა, ძალიან ახლოს, ზედ წამწამებთან თუ მი-
იტანდა ნაწერს. ის ნაწერი უძრავად უნდა სჭეროდა, მხოლოდ
თვალი გადაჰქონდა სიტყვიდან სიტყვაზე.
შემთხვევითმა გამვლელმა რაჰელმა (ფერიას უხეირო კოს-
ტიუმში) დაინახა, როგორ მოჰკიდა მამაჩიმ სოფი-მოლს თავ-
ზე ხელი და თვალებთან ახლოს როგორ მიიტანა. მისი ქვითა-
რივით წაკითხვა უნდოდა. უფრო მხედველი თვალით მისი წაბ-
ლისფერი თმა გაარჩია (მმმ... ოდნავ მოწითალო დაჰკრავდა),
მსხვილად დაჭორფლილი ლოყები (მმმ... მოვარდისფრო) და
მოცისფრო-მორუხო ცისფერი თვალები.
– პაპაჩის ცხვირი აქვს, – დაასკვნა ბოლოს და სოფი-მოლს
ჰკითხა:
– მითხარი, საყვარელო, ხომ ლამაზი გოგო ხარ?
– კი, – უპასუხა სოფი-მოლმა.
– მაღალი?
– კი, ჩემი ასაკისთვის მაღალი ვარ.
– ძალიან მაღალია, – თქვა ციცქნა-კოჩამამ, – ესტას ერთი
თავით უსწრებს.
– ესტაზე უფროსია, – თქვა ამუმ.
– მერე რა, მაინც..., – ბრძანა ციცქნა-კოჩამამ.

ცოტა მოშორებით, ველუტამ კაუჩუკის ხეივანთან გზა მოკ-


ლეზე მოჭრა. წელზემოთ შიშველი იყო და მხარზე იზოლაციით
დაფარული ელექტროსადენის გორგალი ეკიდა. შავ-ლურჯად
მოხატული მუნდუ მუხლებამდე ჰქონდა აკეცილი. ზურგზე იღ-

252 მკითხველთა ლიგა


ბლის ხიდან ჩამოვარდნილი, დაბადებით თანდაყოლილი ფო-
თოლი მოუჩანდა (აი, ის, რომელსაც მუსონები დროულად
მოჰყავდა). შემოდგომის ფოთოლი ბნელ ღამეში.
ის იყო, ხეივნიდან გამოვიდა, რომ რაჰელმაც თვალი მოჰ-
კრა, წარმოდგენა მიატოვა და მისკენ გაენთო.
ამუმ ეს ყველაფერი დაინახა.
ისიც დაინახა, კულისებში როგორ იდეალურად შეასრულა
იმ ორმა მისასალმებელი რიტუალი: ველუტამ კნიქსენი გააკე-
თა – ლამაზად ჩაბუქნა და მუნდუ ქალის ქვედატანივით ოდნავ
წამოიწია; ზუსტად ისე, ინგლისელი მერძევე ქალი რომ აკე-
თებდა ბალადაში სამეფო ბუტერბროდზე. რაჰელმა თავი და-
უკრა (და თავის დაკვრაო, თქვა). მერე ნეკები გადააბეს და ბო-
ლოს ხელი ისე ჩამოართვეს ერთმანეთს, ბანკირები რომ არ-
თმევენ ხოლმე სერიოზული კონტრაქტის დადებისას.
ისიც დაინახა, ოქროსფერი მზის სხივებით გაწყობილი ხე-
ების მუქ სიმწვანეში როგორ მსუბუქად აიტაცა ველუტამ მისი
ქალიშვილი – სრულიად ძალდაუტანებლად, თითქოს გასაბე-
რი ბავშვი ყოფილიყოს და არა ნამდვილი. მერე ისიც დაინახა,
როგორ შეისროლა ზემოთ და როგორ დაიჭირა. ამუმ რაჰე-
ლის სახეზე გადაფენილი სიხარულიც შენიშნა, ცაში აფრენი-
ლი ბარტყის უზენაესი ნეტარების მსგავსი.
თვალში მოხვდა ველუტას დაჭიმული მუცლის კუნთები,
რომლებმაც მისი მუცელი შოკოლადის დანაყოფებიან ფილას
დაამსგავსეს. გააოცა ველუტას სხეულის ასეთმა, ამუსთვის
მოულოდნელმა ცვლილებამ, როცა მიხვდა, რომ მამლაყინწა
ბიჭის აწოწილი ტანიდან კუნთმაგარ, იდეალურად ნაგები მა-
მაკაცის სხეულად ქცეულიყო. მოცურავის სხეულად. ზეინკლი-
სა და დურგლის ღონიერ სხეულად. გადაპრიალებული ძვირ-
ფასი ხისგან გამოთლილ სხეულად.

253 მკითხველთა ლიგა


ველუტას მკვეთრი ყვრიმალები და მოულოდნელად ქათქა-
თა ღიმილი ჰქონდა.
სწორედ იმ ღიმილმა გაახსენა, როგორი იყო ბავშვობაში.
როგორ შველოდა ველია პააპანს ქოქოსების დათვლაში. რო-
გორ აძლევდა ამუს ხელნაკეთ სათამაშოებს – ნავებს, ზარ-
დახშებს, ქარის წისქვილებს და ათას სხვა წვრილმანს – გაშ-
ლილი ხელისგულით, რომ მის კანს არ შეხებოდა. როგორ
ეძახდა ამუკუტის, ანუ პატარა ამუს, თუმცა თავად მასზე პატა-
რა იყო. უყურებდა და ფიქრობდა, რომ იმ კაცს, რომელსაც ახ-
ლა ხედავდა, თითქმის აღარაფერი ჰქონდა საერთო მაშინ-
დელ პატარა ბიჭთან. მხოლოდ ის ღიმილი შემორჩენოდა ბი-
ჭობიდან სიმწიფის ასაკში გადასულს.
უცებ საშინლად მოუნდა, რომ ის, ვინც რაჰელმა დემონ-
სტრანტთა რიგებში შენიშნა, სწორედ ველუტა ყოფილიყო.
რომ ის დროშაც და ის მოღერებული მუშტიც მისი ყოფილიყო.
რომ მისი თავაზიანობის იდეალური ნიღბის ქვეშ იმ რისხვას
ეცხოვრა და ესუნთქა, რომელსაც თავადაც გრძნობდა მათი
მოწესრიგებული და გაბღენძილი სამყაროს მიმართ, რომელ-
შიც ცხოვრებამ მოუწიათ.
ძალიან, ძალიან მოუნდა.
გააოცა მისმა დაუძაბავმა ფიზიკურმა ურთიერთობამ რა-
ჰელთან. გაუკვირდა, რომ თურმე მის ქალიშვილს საკუთარი
საიდუმლო სამყაროც ჰქონია, რომელშიც ამუს ადგილი არ
იყო.ღიმილებისა და სიცილის ის რეალური სამყარო, რომე-
ლიც ამუს, მისი დედის, მიღმა არსებობდა. მერე იგრძნო, რომ
მის ფიქრებს ოდნავ შესამჩნევი, მოიასამნისფრო შურის ელ-
ფერმა გადაუარა. იმაზე დაფიქრების უფლება აღარ მიუცია სა-
კუთარი თავისთვის, ვისი უფრო შურდა – კაცის თუ ბავშვის. ან
ეგებ სულაც ამ გადანასკვული თითებისა და მოულოდნელი
ღიმილების მთელი მათი სამყაროსი შეშურდა.

254 მკითხველთა ლიგა


კაუჩუკის ხეების ჩრდილქვეშ მდგომმა, მზის ათინათებით
მოფენილმა კაცმა თავი მოაბრუნა და ამუს თვალებით ისე შეხ-
ვდა, რომ მისი შვილი ძირს არ დაუსვამს. ამ ერთმა მოუხელ-
თებელმა წამმა უცებ საუკუნეები მოიცვა. ისტორიამ წაიფორ-
ხილა, ფეხი აერია და ჩიხში მოექცა. მერე კი სულაც გამოიცვა-
ლა, გველის ძველი ტყავივით. მისი ნიშნები, მისი მემკვიდრე-
ობა, მისი ძველი ომებისა და უკან-უკან ხოხვის პერიოდში გა-
ჩენილი ნაიარევები, სულ იმ გამოცვლილ ტყავს გაჰყვა თან.
მის ადგილას კი რაღაც აურა, ძალიან საგრძნობი ენერგეტი-
კული ველი დარჩა. ისევე თვალსაჩინო, როგორც წყალი მდი-
ნარეში და მზე ცის კაბადონზე. ისევე აშკარა, როგორც იმდღე-
ვანდელი პაპანაქება ანდა ანკესზე თევზის წამოგება. იმდენად
თვალშისაცემი, რომ ვერავინ შენიშნა.
იმ ერთ წამში ველუტამ ის დაინახა, რასაც მანამდე ვერ ხე-
დავდა. ის, რაც ისტორიის წყალობით, მის თვალსაწიერს მიღ-
მა რჩებოდა ყოველთვის.
ძალიან უბრალო რამ.
მაგალითად ის, რომ რაჰელის დედა ქალი იყო.
რომ გაღიმებულს ლოყებზე საყვარელი ფოსოები უჩნდე-
ბოდა და ის ფოსოები კარგა ხანს ზედვე რჩებოდა; მაშინაც კი,
როცა მის თვალებს ღიმილი ტოვებდა. რომ მუქი ფერის მკლა-
ვები გლუვი, ჯანსაღი და მშვენიერი ჰქონდა. რომ მხრებზე კანი
უბრჭყვიალებდა, თვალები კი სადღაც შორს იყურებოდნენ.
რომ საჩუქრების – ნავების, ზარდახშების და ქარის წისქვილე-
ბის – გადაცემისას, ხელისგულები გაშლილი აღარ უნდა ჰქო-
ნოდა იმის შიშით, რომ ეს ქალი მის კანს შემთხვევით არ შეხე-
ბოდა. და ისიც დაინახა, რომ მხოლოდ თავად კი არ უნდა ყო-
ფილიყო საჩუქრების გამცემი, არამედ ქალსაც შეეძლო მის-
თვის ძვირფასი საჩუქრის გაკეთება.

255 მკითხველთა ლიგა


ეს ახალი ცოდნა ღრმად, იმ კარგად ალესილ დანასავით
შეესო მთელ სხეულში, თან ცხელი რომ არის და თანაც ცივი.
და ამ ყველაფერს სულ რაღაც ერთი წამი დასჭირდა.
ამუმ დაინახა, რაც ველუტამ დაინახა, და თავი მიიბრუნა.
ველუტამაც მიიბრუნა. ისტორიის ვექილებმა მისი უფლებების
დასაცავად ისევ წამოყვეს თავები. ქალი და კაცი ისევ ძველ,
ნაიარევებით დასერილ ტყავში გაახვიეს და თითოეული თავის
კუთვნილ ადგილას წაათრიეს. იქ, სადაც სიყვარულს თავისი
კანონები აქვს და ყველამ იცის, ვინ უნდა უყვარდეს და რა-
ოდენ თავდავიწყებით.
ამუ იმ ვერანდისაკენ დაიძრა, სადაც სპექტაკლი იმართე-
ბოდა. მთელი სხეული უკანკალებდა.

ველუტამ წარმომადგენელ ბ. ბუზანკალას გადახედა და


ძირს დასვა. ისიც შინაგან კანკალს აეტანა.
– ამას უყურეთ ერთი, რა ლამაზია! – თქვა მან და რაჰელის
უხეირო, აქაფებული კაბა შეათვალიერა, – ვთხოვდებით თუ
რა ხდება?
რაჰელი იღლიებში ეცა და მოუღიტინა – ღიტი-ღიტი-ღიტი-
ღიტი!
– იცი, გუშინ დაგინახე, – უთხრა ბოლოს.
– მართლა? სად? – ჰკითხა ველუტამ გაკვირვებული ხმით.
– მატყუარა! – შეჰყვირა რაჰელმა, – ნამდვილი ცრუპენტე-
ლა ხარ! დაგინახე-მეთქი, არა გჯერა?! კომუნისტი იყავი, პე-
რანგით და წითელი დროშით. და შენც დამინახე, მაგრამ ვი-
თომ ვერ დამინახე!
– აიო კაშტამ, – უთხრა ველუტამ, – სად გაგონილა?! ეგეთ
რამეს ველუტა როგორ იკადრებდა? ალბათ ჩემი დიდი ხნის
დაკარგული ტყუპისცალი ძმა იქნებოდა.
– ეგ რომელი ტყუპისცალი ძმა?

256 მკითხველთა ლიგა


– ურუმბან-შტერი,... კოჩინში რომ ცხოვრობს.
– ურუმბანი? – გაიკვირვა რაჰელმა. მერე ველუტას თვა-
ლებში აციმციმებული ნაპერწკლები დაუნახა და აყვირდა: –
მატყუარა! მატყუარა! ტყუპისცალი ძმა არა კიდევ ისა! ურუმბა-
ნი კი არა, შენ იყავი!
ველუტამ გაიცინა. ძალიან გადამდები სიცილი იცოდა, მთე-
ლი გულით იცინოდა ხოლმე.
– მე არ ვყოფილვარ, რომ გეუბნები! – გაიმეორა, – მე ავად
ვიყავი და ვიწექი.
– აბა, რატომ გეღიმება? – ჩააცივდა რაჰელი, – რახან გე-
ღიმება, ესე იგი მართლა შენ იყავი! ღიმილი ნიშნავს ,,კი’’-ს.
– ეგ ინგლისურად ნიშნავს ,,კი’’-ს. ჩემი მალაიალამის მას-
წავლებელი კი მეუბნებოდა, ღიმილი იმას ნიშნავს, რომ შენ
არ ყოფილხარო.
რაჰელი თავიდან ვერ მიხვდა, რა უთხრა ველუტამ. და რო-
ცა მიხვდა, შესცინა.
ღიტი-ღიტი-ღიტი!
ჯერ კიდევ მოცინარმა ველუტამ ვერანდაზე გამართულ
წარმოდგენას გახედა.
უნდოდა, სოფი-მოლი დაენახა.
– აბა, ჩვენი სოფი-მოლი სად ბრძანდება? ჩამოიყვანეთ, თუ
სადმე დაგრჩათ?
– იქით არ გაიხედო! – დაჟინებით მოითხოვა რაჰელმა. მე-
რე იქვე აღმართულ იმ ცემენტის პარაპეტზე აძვრა, რომელიც
კაუჩუკის ხეების ხეივანს ხრეშით მოფენილი სამანქანო გზისა-
გან გამოყოფდა და ველუტას თვალებზე ხელები ააფარა.
– რატომ? – გაიკვირვა ველუტამ.
– იმიტომ, – გაჯიუტდა რაჰელი, – არ მინდა, იმათ რომ შე-
ხედო.

257 მკითხველთა ლიგა


– ესტა-მონი სადღა ბრძანდება? – ჰკითხა ველუტამ კისერ-
ზე ჩამოკიდებულ, ფეხებით მუცელზე შემოჭდობილსა და მის
თვალებზე პატარა ოფლიანი ხელისგულებით ჩაფრენილ წარ-
მომადგენელ რაჰელს (იმ ბუზანკალას, რომელიც ფერიად იყო
გადაცმული), – რაღაც ვერა ვხედავ.
– კოჩინში გავყიდეთ, – მშვიდად მიუგო რაჰელმა, – ერთ
პაკეტ ბრინჯსა და პატარა სანათში გადავცვალეთ.
რაჰელის კაბის უხეში მაქმანების ყვავილების ანაბეჭდი
მკვიდრად ჩააკვდა ველუტას შიშველ ზურგზე. ის ყვავილები
და იღბლიანი ფოთოლი პატარა თაიგულად შეიკრნენ.
რაჰელი წარმოდგენის მსვლელობას დააკვირდა და შენიშ-
ნა, რომ ესტა სცენაზე არ ჩანდა.

სამაგიეროდ ჯუჯა კოჩუ-მარია გამოჩნდა, მაღალი ტორტით


ხელში.
– აი, ტორტიიიც! – უთხრა მამაჩის ძალიან ხმამაღლა.
კოჩუ-მარია მამაჩის მუდამ ხმამაღლა ელაპარაკებოდა,
რადგანაც, მისი აზრით, მხედველობადაქვეითებულ ადამია-
ნებს სმენაც დაქვეითებული უნდა ჰქონოდათ.
– კანდო, კოჩუ-მარია? – ჰკითხა მამაჩიმ, – ჩვენს პატარა
სოფი-მოლს ხედავ?
– კანდუ, კოჩამა, – უპასუხა კოჩუ-მარიამ ყვირილით, –
ვხედავ!
და სოფი-მოლს დიდი ღიმილით გაუღიმა. სიმაღლით სო-
ფი-მოლის ტოლი იყო, ანუ, მიუხედავად მთელი მისი გულ-
მოდგინებისა, ბევრად დაბალი, ვიდრე ჭეშმარიტ სირიელ
მართლმადიდებელს ეკადრებოდა.
– თეთრი სახე აქვს, დედიკოსავით, – აღნიშნა მან.
– და პაპაჩის ცხვირი, – ხაზი გაუსვა მამაჩიმ.

258 მკითხველთა ლიგა


– მაგის რა მოგახსენო, მაგრამ ძალიან ლამაზი კია, – და-
იგრგვინა კოჩუ-მარიამ. სუნდარიკუტი. ნამდვილი ანგელო-
ზია!
ნამდვილანგელოზებს სანაპიროს ქვიშისფერი პირისახე
აქვთ და ფართოტოტებიან შარვლებს ატარებენ.
ნამდვილდემონებს კი – ტალახისფერი სიფათები, შუბლზე
კოპებით, რომლებიდანაც ალბათ რქები ამოიზრდება, და აე-
როპორტის ფერიების კოსტიუმებში არიან გამოწყობილები.
თავზე ,,ტოკიოს სიყვარულით’’ შეკრული შადრევნები უჩქეფთ
და სიტყვების უკუღმა კითხვის საზიზღარი ჩვევა აქვთ.
და თუ არ დაგეზარებათ და თვალებშიც ჩახედავთ, იქ სატა-
ნას დაინახავთ.
კოჩუ-მარიამ სოფი-მოლის ხელები ამობრუნებულ ხელის-
გულებზე დაიწყო, სახესთან მიიტანა და ჰაერი ღრმად ჩაისუნ-
თქა.
– რას აკეთებს? – გაოცდა სოფი-მოლი, რომლის ნაზი
ლონდონური ხელებიც უხეშ აიემენემურ თათებში მოექცა, –
ვინ არის? ჩემს ხელებს რატომ სუნავს?
– ჩვენი მზარეულია, – აუხსნა ჩაკომ, – ასეთნაირად გკოც-
ნის.
– მკოცნის? – იკითხა დაეჭვებულმა, მაგრამ ძალიან დაინ-
ტერესებულმა სოფი-მოლმა.
– რა შესანიშნავია! – თქვა მარგარეტ-კოჩამამ, – გყნო-
სავს. ქალები და მამაკაცებიც ასე იქცევიან ერთმანეთში?
თქვა და გაწითლდა, რადგანაც მთლად ხეირიანად არ გა-
მოუვიდა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი სკოლის
მასწავლებლის ფორმის სამყაროში არსებულ ხვრელად იქცა.
– წამდაუწუმ! – თქვა ამუმ, მაგრამ ძალიან ხმამაღლა მო-
უვიდა და ფრაზამ ირონიული ჟღერადობა დაკარგა, – აბა, ბავ-
შვებს როგორ ვაკეთებთ?

259 მკითხველთა ლიგა


ჩაკოს მისთვის არ მიუცხია.
ამიტომ არც ამუს დაუბრუნებია ხურდა.
მაგრამ ჰაერი რისხვით დამძიმდა.
– ვფიქრობ, ჩემს ცოლს ბოდიში უნდა მოუხადო, ამუ! –
ბრძანა ჩაკომ მფარველისა თუ მესაკუთრის ტონით (და თან
იმედოვნებდა, რომ მარგარეტ-კოჩამა, ცოლყოფილსო, არ ეტ-
ყოდა და ვარდს გამაფრთხილებლად არ აუქნევდა ცხვირწინ).
– არა, არა, რას ამბობ! – გააპროტესტა მარგარეტ-კოჩა-
მამ, – ჩემი ბრალია, ცუდად გამომივიდა... უბრალოდ, მინდო-
და მეთქვა, რომ... ჩვენთვის ასეთი რამეები ძალიან უცხოა
და...
– სავსებით ლოგიკურად დასმული შეკითხვა იყო, – თქვა
ჩაკომ, – სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამუს ბოდიშის
მოხდა მართებს.
– ე. ი. ახლა ისე უნდა მოვიქცეთ ხოლმე, თითქოს ქვეყნიე-
რების დასალიერში ახლად აღმოჩენილი ველური და ჩანეხვი-
ლი ტომის წევრები ვართ, არა? – თქვა ამუმ.
– ღმერთო ჩემო! – აღმოხდა მარგარეტ-კოჩამას.
სპექტაკლის მსვლელობისას ჩამოწოლილ განრისხებულ
სიჩუმეში (პირდაპირ პაპანაქების სიმწვანეში თავშეფარებულ
ლურჯწინსაფრიანთა არმიის თვალწინ) ამუ ცისფერი ,,პლიმუ-
თისაკენ’’ გაემართა, იქიდან ჩემოდანი გადმოიღო, კარი მი-
აჯახუნა და, მხრებაბრჭყვიალებული, თავის ოთახში ავიდა.
ყველა გაოგნდა, ასეთი უტიფარი როდის გახდაო.
სიმართლე ითქვას, მართლაც გასაოგნებელი იყო.
რადგანაც ამუ ასე არ აღუზრდიათ, ასეთი ქცევა არც წიგნე-
ბიდან უსწავლია და არც იმ ადამიანებისაგან, რომლებთანაც
ურთიერთობდა.
უბრალოდ, თავისთავად იყო ასეთი. ასეთი დაიბადა, მორჩა
და გათავდა!

260 მკითხველთა ლიგა


ბავშვობაში ძალიან მალე დაკარგა ინტერესი მამა დათვის
და დედა დათვის ამბების მიმართ, რომლებსაც წასაკითხად
აჩეჩებდნენ. მის საკუთარ ვერსიაში მამა დათვი დედა დათვს
თითბრის ლარნაკით სცემდა. უბედური დედა დათვი კი ამ ცე-
მა-ტყეპას უხმო მორჩილებით იტანდა.
რომ წამოიზარდა, ისიც შენიშნა, როგორ ხლართავდა მა-
მამისი თავის ბინძურ ქსელს: სხვებთან ცივილური ადამიანი-
ვით იქცეოდა – თვით თავაზიანობისა და კდემამოსილების
განსახიერება ხდებოდა; ევროპელებთან კი საერთოდაც გუ-
ლისამრევად ფარისევლობდა – უპატრონო ბავშვთა თავშე-
საფრებსა და ლეპრეზორიუმებს ფულს სწირავდა. მოკლედ,
დაუსრულებლად რანდავდა და აშალაშინებდა დახვეწილი,
კეთილი და გულუხვი კაცის ყალბ სახეს, ცოლ-შვილთან პი-
რისპირ დარჩენილი კი ნამდვილი ცხოველი ხდებოდა, ბინძუ-
რი ეჭვებითა და ღვარძლით აღსავსე. დაუსრულებლად ურ-
ტყამდა და ამცირებდა სამივეს. მერე კი, იმ საცოდავებს, სა-
ათობით უნდა ესმინათ მეგობარ-ნათესავთაგან პაპაჩის მისა-
მართით ნათქვამი შურნარევი ქებათა-ქება და იმის ხაზგასმა,
თუ რა ბედნიერები იყვნენ, ასეთი ქმარი და მამა რომ ჰყავდათ.
დელიში რომ ცხოვრობდნენ, ამუს ზამთრის ბევრი სუსხია-
ნი ღამე ეზოში, ცოცხალი ღობის ბუჩქებში შეფარებულსაც გა-
უტარებია (ღმერთმა არ ქნას, რომ მეზობლად მცხოვრებმა წე-
სიერმა ოჯახებმა დამინახონო), როცა კი პაპაჩი სამსახურიდან
უგუნებოდ ბრუნდებოდა და ჯავრს დედა-შვილზე იყრიდა – ჯერ
კარგად მითეთქვავდა ორივეს და მერე კარში გაყრიდა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ცხრა წლის ამუ, რომე-
ლიც დედასთან ერთად ბუჩქებს აფარებდა თავს, ფანჯარაში
ხედავდა, მისი კოსტიუმში გამოწკეპილი მამა როგორ გადიო-
და ოთახიდან ოთახში და, დედა-შვილის ცემით (ჩაკო მაშინ

261 მკითხველთა ლიგა


სკოლაინტერნატში სწავლობდა) ჯერ კიდევ მოუოხებელი გუ-
ლით, როგორ გლეჯდა ფარდებს, როგორ ურტყამდა წიხლებს
ავეჯს და როგორ ამტვრევდა მაგიდის ლამპას. შუქი რომ გა-
ითიშა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ამუ (მიუხედავად
დაფეთებული დედის ვედრებისა) სავენტილაციო ლიუკიდან
შეძვრა ბინაში, რომ თავისი ახალი რეზინის ჩექმები გადაერ-
ჩინა. ის ჩექმები ძალიან ენანებოდა. როცა მიაგნო, ქაღალდის
პაკეტში ჩადო, სასტუმრო ოთახში ფეხაკრეფით შეიპარა და
სწორედ მაშინ მოვიდა შუქი.
პაპაჩი მთელი ამ ხნის განმავლობაში თავის საყვარელ წი-
თელი ხის სარწეველაში იჯდა და სიბნელეში უხმოდ ირწეოდა.
ამუ რომ გამოიჭირა, არაფერი უთხრა, მაგრამ იმ სპილოს-
ძვლისტარიანი მათრახით ააჭრელა, ვენაში გადაღებულ ფო-
ტოზე რომ ეჭირა. ამუს ერთი ცრემლიც არ ჩამოუგდია. გავეშე-
ბულმა იმპერიულმა ენტომოლოგმა ბავშვის გამათრახებით
გული რომ იჯერა, მერე იმ საწყალს დედამისის ხელსაქმის ყუ-
თიდან მაკრატელი მოატანინა და საყვარელი ჩექმები თვალ-
წინ დაუჭრა. შავი რეზინის ნაკუწები, მაკრატლის მეთოდური
კრიჭი-კრიჭის ფონზე, წვრილ-წვრილ ზოლებად ცვიოდა ია-
ტაკზე. ამუს ყურადღება არ მიუქცევია დედამისის ფანჯარაზე
აკრული, თავზარდაცემული სახისთვის. ჩექმების ბოლომდე
დაკუწვას ათი წუთი დასჭირდა. რეზინის ბოლო ზოლიც რომ
დაეცა იატაკზე, პაპაჩიმ ამუს ცარიელი, გაყინული თვალებით
შეხედა და რწევას მოჰყვა. ირწეოდა და ირწეოდა და ირწეოდა,
ზღვა დაკლაკნილი რეზინის გველებით გარემოცული.
ასაკი რომ მოემატა, ამუმ ამ ცივსისხლიან, მეთოდურ სი-
სასტიკესთან ერთად ცხოვრება ისწავლა. უსამართლობის
განცდის გრძნობაც ჩამოუყალიბდა და ის ერთგვარად დამცი-
ნავი სიჯიუტეც, რომლითაც პატარა, ჩაგრული არსება თავის
დიდ, მჩაგვრელ არსებას უპირისპირდება ხოლმე. საერთოდ

262 მკითხველთა ლიგა


არ ცდილობდა კონფლიქტური სიტუაციების თავიდან არიდე-
ბას. პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ძა-
ლით იწვევდა მამამისს და, არც ის იყო გამორიცხული, რომ ეს
ამბავი ცოტა ახალისებდა კიდეც.

– წავიდა? – ჰკითხა მამაჩიმ ირგვლივ ჩამოვარდნილ და-


ძაბულ სიჩუმეს.
– წავიდა, წავიდა, – უპასუხა კოჩუ-მარიამ ყვირილით.
– ინდოეთში ,,ჩანეხვილის’’ თქმა შეიძლება? – იკითხა სო-
ფი-მოლმა.
– ,,ჩანეხვილი’’ ვინა თქვა? – გაიკვირვა ჩაკომ.
– იმან, მამიდა ამუმ. ,,ველური და ჩანეხვილიო’’, ასე თქვა.
– ტორტი დაჭერი და თითო ნაჭერი ყველას დაურიგე, – უთ-
ხრა მამაჩიმ კოჩუ-მარიას.
– იმიტო რო ინგლისში არ შეიძლება, – თქვა სოფი-მოლმა.
– რა არ შეიძლება? – ჰკითხა ჩაკომ.
– აი, მაგ სიტყვის თქმა, – მიუგო სოფი-მოლმა.
მამაჩიმ უსინათლო მზერა პაპანაქებას მიაპყრო: – ყველა-
ნი მანდ ხართ?
– უუვერ, კოჩამა, – ერთხმად გამოეხმაურა ლურჯოსანთა
არმია პაპანაქების სიმწვანიდან, – აქ გახლავართ.

კულისებში რაჰელმა ველუტას უთხრა, ჩვენ კი არ ვახლა-


ვართ და იმ წარმოდგენაში არ ვმონაწილეობთ, ხომ ასეაო.
– ასეა, – მიუგო ველუტამ, – მაგრამ, იცი, რა მაინტერე-
სებს? ჩვენი ესტაფენ პაპიჩაჩენ კუტაპენ პიტერ-მონი სადღა
ბრძანდება?
და ამ ნათქვამმა კაუჩუკის ხეივანში რუმპელშტილცჰენის31
სტილის აღტაცებული, ჩაბჟირებული ცეკვა გამოიწვია.

31
გერმანული ხალხური ზღაპრების პერსონაჟი ჯუჯა

263 მკითხველთა ლიგა


ესტაფენი, პაპიჩაჩენ კუტაპენი – პიტერ-მონი,
სადღაც გაქრა, დაიკარგა, გვემალება ყველას, მგონი!

მერე კი რუმპელშტილცჰენმა ალისფერ ყვავილს დაუთმო


სარბიელი:

სად არ ვეძებე, შევაჯერე სრულად მთა-ბარი,


ჩვენც დავკარგეთ და საფრანგეთმაც მისი გზა-კვალი.
ნეტა ცამ უყო პირი ყვავილს, თუ დედამიწამ?
სად ხარ, ესტაფენ, ვერა გხედავ, ყველაფერს ვფიცავ!

კოჩუ-მარიამ ერთი სასინჯი ნაჭერი მამაჩის მიართვა.


– თითო ასეთი ნაჭერი ყველას დაურიგე, – რეზოლუცია და-
ადო მამაჩიმ, რომელმაც ლალისთვლიანი თითებით ნაჭრის
ზომა შეისწავლა.
კოჩუ-მარიამ ტორტი ხვნეშა-ხვნეშით დაჯიჯგნა; ისე დაჩე-
ხა, თითქოს ტორტი კი არა, შემწვარი ბატკანი ყოფილიყოს, და
უშნო ნაჭრები ლანგარზე დააწყო. მამაჩიმ კი ვიოლინო მო-
იმარჯვა და კეთილი იყოს შენი დაბრუნება, სოფი-მოლ მელო-
დია დააკვნესა – მსუყე და ტკბილი მელოდია, ყავისფრად ჩა-
მომდნარი იმ შოკოლადის ტალღებად, რომლებიც შოკოლა-
დიან ნაპირებს ელამუნებოდნენ და ლოკავდნენ.
დაკვრა ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, რომ ჩაკო შეეცა-
და, ის შოკოლადოვანი მელოდია გადაეფარა და (ხმამაღლა
კითხვის ხმით) დასჭექა:
– დედა! დედა!.. ვფიქრობ, საკმარისია! მეტი აღარ არის სა-
ჭირო!
მამაჩიმ დაკვრა შეწყვიტა და ჰაერში გაშეშებული ხემიანი
ხელით ჩაკოსკენ მიიბრუნა თავი.
– საკმარისია?
– დიახ, საკმარისზე მეტიცაა.

264 მკითხველთა ლიგა


– თუ ასე ფიქრობ, ასე იყოს, – წაიბუტბუტა მამაჩიმ, – მაშინ
დავასრულებ, – ისე თქვა, თითქოს ეს აზრი თავად დაებადა.
ვიოლინო ფუტლარში ჩაასვენა – შავ, ვიოლინოს ფორმის
ყუთში, რომელიც ჩემოდანივით ჩაიკეტა და მუსიკაც თან ჩა-
იყოლა.
წკაპ-წკუპ.
მამაჩიმ შავი სათვალე ისევ თვალებზე ჩამოიფარა და პაპა-
ნაქება სქელი ფარდებით დაგმანა.

ამუ სახლიდან გამოვიდა და რაჰელს გასძახა:


– რაჰელ! დროულად მიირთვი ეგ შენი ტორტი და შემოდი,
შუადღის ძილის დროა!
რაჰელს გული ჩასწყდა. ამ შუადღის ძილებს ვერ იტანდა.
ამუ სახლში შებრუნდა.
ველუტამ რაჰელი ძირს ჩამოსვა. ჰოდა, ახლა ის საწყალი
სასოწარკვეთილი და დაბნეული იდგა ხრეშით მოფენილ სა-
მანქანო გზაზე, წარმოდგენის მიღმა, წინ მკვდარი საათის შემ-
ზარავი პერსპექტივით.
– და მორჩი ამ დაუსრულებულ ფამილარობას მაგ ადამი-
ანთან! – დასძინა ციცქნაკოჩამამ.
– ფამილარობას? – გაოცდა მამაჩი, – ვის ეუბნება, ჩაკო?
– ვის და, რაჰელს, – მიუგო ჩაკომ.
– ვის ეფამილარება?
– ეფამილარება კი არა, ვისთან იქცევა ფამილარულად, –
გაუსწორა ჩაკომ.
– კარგი, კარგი, ჰო..., ვისთან იქცევა ფამილარულად? –
ისევ იკითხა მამაჩიმ.
– ვისთან და შენს საყვარელ ველუტასთან, სხვა ვინ იქნება,
– მიუგო ციცქნა-კოჩამამ და მერე ჩაკოს მიუბრუნდა, – ერთი

265 მკითხველთა ლიგა


ჰკითხე იმას, გუშინ სად ბრძანდებოდა. ბოლოს და ბოლოს
ხომ უნდა გავარკვიოთ ეგ ამბავი?
– ახლა ამის დრო არ არის, – თქვა ჩაკომ.
– ფამილარობა რას ნიშნავს? – ჰკითხა სოფი-მოლმა დედა-
მისს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
– ველუტასთან? ველუტაც აქ არის? – იკითხა მამაჩიმ, – ვე-
ლუტა, აქ ხარ? – მიმართა სცენის მიღმა სივრცეში განთავსე-
ბულ აუდიტორიას.
– უუვერ, კოჩამა, – დაუდასტურა ველუტამ, ჩრდილიდან
გამოვიდა და წარმოდგენაში ჩაერთო.
– გაარკვიე, რაში იყო საქმე?
– დიახ. სარქველის რეზინის შუასადები ყოფილა გახეული.
უკვე გამოვცვალე, – თქვა ველუტამ, – ახლა მშვენივრად მუ-
შაობს.
– მაშინ ჩართე, თორემ წყლის ავზი სრულიად ცარიელია.
– ეგ კაცი დაგვღუპავს, – თქვა ციცქნა-კოჩამამ. ცხადია,
იმიტომ არ უთქვამს, რომ ნათელმხილველი იყო და უბედურე-
ბა იწინასწარმეტყველა, უბრალოდ, სიძულვილმა ათქმევინა.
ასე რომ, მის სიტყვებს ყური არავინ ათხოვა.
– ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ, – დააყოლა გულნატკენ-
მა.

– ნახე, როგორია? – უთხრა რაჰელს მასთან ლანგრით მი-


სულმა კოჩუ-მარიამ და სოფიმოლი იგულისხმა, – რომ გაიზ-
რდება, ჩვენი კოჩამა ეგ გახდება, ხელფასებსაც მოგვიმატებს
და ნეილონის სარისაც ყველას გვაჩუქებს ონამის32 დღესასწა-
ულზე.
კოჩუ-მარია სარის კოლექციას აგროვებდა, ჩაცმით კი
არასდროს ჩაუცვამს და არც მომავალში ჩაიცვამდა.

32
მოსავლის დღესასწაული

266 მკითხველთა ლიგა


– დიდი ამბავი! – უპასუხა რაჰელმა, – მაგ დროს მე აქ მა-
ინც არ ვიქნები, აფრიკაში გადავალ საცხოვრებლად.
– აფრიკაში? – დაიჯღანა კოჩუ-მარია, – აფრიკაში რა ჯან-
დაბა დაგრჩენია, გოგო? იქაურობა შავი მახინჯებით და კო-
ღოებით არის სავსე!
– შენ თვითონ ხარ მახინჯი! – უთხრა რაჰელმა და (ინგლი-
სურად) დააყოლა: – უტვინო ჯუჯა!
– რაო, რა თქვი?! – შეუტია გაბრაზებულმა კოჩუ-მარიამ, –
ნუ მეტყვი, ისედაც ვიცი, გავიგონე! დამაცადე, მამაჩის თუ არ
ვუთხრა ყველაფერი!
რაჰელი შებრუნდა და ჭისკენ გაემართა. იქ, კარგად თუ
მოჩხრეკდი, გასაჭყლეტ ჭიანჭველებს იპოვიდი. წითელი ჭიან-
ჭველები იყვნენ და რომ გაჭყლეტდი, ჰაერს აფუჭებდნენ. კოჩუ
მარია ტორტიანი ლანგრით გაეკიდა.
რაჰელმა უთხრა, ეგ სულელური ტორტი მომაშორეო.
– კუშუმბი, – უთხრა კოჩუ-მარიამ, – არ იცი, რომ შურიანე-
ბი პირდაპირ ჯოჯოხეთში ხვდებიან?
– ვინ არის შურიანი?!
– მე რა ვიცი, შენ გეცოდინება, – მიუგო ნაოჭებიან წინსა-
ფარში შეფუთულმა, ცხოვრებაზე დაბოღმილმა და გულღვარ-
ძლიანმა ჯუჯამ.
რაჰელმა მზის სათვალე გაიკეთა და სცენას გახედა. ყველა-
ფერი ბრაზისფრად შეიღება. სოფი-მოლი, რომელიც მარგა-
რეტ-კოჩამასა და ჩაკოს შუა იდგა, აშკარად გასატყეპად იყო
გამზადებული. რაჰელმა გასაჭყლეტი ჭიანჭველების მთელ
კოლონას მიაგნო. თავიანთი ტაძრისაკენ მიემართებოდნენ.
ყველა წითლებში იყო გამოწყობილი. გადაწყვიტა, იქამდე და-
ეხოცა, სანამ ტაძარს შეაფარებდნენ თავს. ქვით უნდა გაეჭ-
ყლიტა და გაესრისა. აბა, აქოთებულ ჭიანჭველებს ტაძარში
რა ესაქმებოდათ?!

267 მკითხველთა ლიგა


სიცოცხლეს რომ ესალმებოდნენ, ის ჭიანჭველები ოდნავ
გასაგონ ხრაშუნა ხმებს გამოსცემდნენ; თითქოს ელფი ახრა-
მუნებდა გახუხულ პურს თუ ხრაშუნა ორცხობილას.
ჭიანჭველების ტაძარი ცარიელი დარჩებოდა. ჭიანჭველა-
ეპისკოპოსი, იმ თავის ვერცხლის საცეცხლურითა და სასაცი-
ლო, ჭიანჭველა-ეპისკოპოსის მანტიით, ამაოდ დაელოდებო-
და მრევლის მისვლას.
ჭიანჭველური დროით დიდხანს, დიდხანს დაიცდიდა, მერე
კი ჭიანჭველა-ეპისკოპოსის წარბს შეიკრავდა და უკმაყოფი-
ლოდ გადააქნევდა თავს. მერე ჭრელაჭრულა ჭიანჭველურ
ვიტრაჟებს სევდიანად გახედავდა, ტაძარს დიდი გასაღებით
ჩაკეტავდა და იქ სრული სიბნელე ჩამოწვებოდა. მერე შინ წა-
ვიდოდა, თავის ცოლთან, და ჭიანჭველურ მკვდარ საათს მი-
ეცემოდნენ.

სოფი-მოლმა, ქუდიანმა და ტოტებფართხუნა შარვლიანმა


ბავშვმა, რომელიც ყველას სიყვარულით იმთავითვე იყო გა-
ნებივრებული, მიზანსცენა დაარღვია და ჭისკენ გაემართა. უნ-
დოდა ენახა, რაჰელი იქ რას აკეთებდა. მაგრამ წარმოდგენა-
ში მონაწილე მთელი დასი კუდში დაედევნა, ფეხდაფეხ მიჰყვა
– რომ გაჩერდებოდა, ისინიც ჩერდებოდნენ; წინისკენ რომ
წადგამდა ნაბიჯს, ისინიც ასე იქცეოდნენ. შეყვარებული თვა-
ლები და ღიმილებიც ფეხდაფეხ მოსდევდნენ. ჭასთან, ატალა-
ხებულ ადგილას რომ ჩაცუცქდა (და ყვითელი შარვლის ტოტე-
ბი დაისვარა), კოჩუ-მარიამ თავისი ლანგარი სასწრაფოდ გას-
წია, რომ საყვარელი სოფი-მოლისთვის თავისი დაფერდებუ-
ლი ღიმილი შეეგებებინა.
სოფი-მოლმა აყროლებული სასაკლაო ექიმისათვის დამა-
ხასიათებელი უდრტვინველი გამომეტყველებით შეისწავლა.
მოკირწყლულ ბილიკზე ქვებით გასრესილი და გათხაპნილი

268 მკითხველთა ლიგა


გვამები ეყარა; ერთი-ორი მომაკვდავი ჯერ კიდევ ასავსავებდა
დაშავებულ ფეხებს.
კოჩუ-მარია ტორტის ნამცეცებით უთვალთვალებდა.
შეყვარებული ღიმილები – სიყვარულით.
პატარა გოგონები თამაშობდნენ. ღმერთო, რა ცუნცულები
იყვნენ!
ერთი სანაპიროს ქვიშისფერი.
მეორე ყავისფერი.
ერთი საყვარელი.
მეორე კი – უკვე ნაკლებად.
– მოდი, ერთი ცოცხალი დავტოვოთ, რომ მარტოობა იგ-
რძნოს, – შესთავაზა რაჰელს სოფი-მოლმა.
რაჰელმა მისი წინადადება არ გაითვალისწინა და ყველა
ამოჟუჟა. მერე, იმ თავის აქაფებულ აეროპორტის კაბასა და
ფერში შეხამებულ (უკვე არა ახალთახალ) პანტალონში გა-
მოწყობილი, მათთან სრულიად შეუსაბამო მზის სათვალით
ცხვირზე, ფეხზე წამოხტა, შეტრიალდა და გაიქცა. პაპანაქების
სიმწვანეში მიიმალა.
მოყვარული ღიმილები კვლავ სოფი-მოლს დასთამაშებ-
დნენ, მასზე დამიზნებული სასცენო პროჟექტორებივით. ალ-
ბათ ფიქრობდნენ, რომ საყვარელი პატარა ბიძაშვილ-მამი-
დაშვილი დამალობანას თამაშობდა, როგორც საერთოდ საყ-
ვარელი და მოყვარული პატარა ბიძაშვილ-მამიდაშვილების
წესია.

269 მკითხველთა ლიგა


9.

ქალბატონი პილაი, ქალბატონი იპენი,

ქალბატონი რაჯაგოპალანი

დახუთულმა დღემ მთელი სიმწვანე ბოლომდე გამოხადა


ხეებს. მოჟამულ პალმებს, მუსონური ცის ფონზე, ფოთლები
ყურებჩამოყრილ სავარცხლებს მიუგავდათ. ნარინჯისფერი
მზე წამდაუწუმ უსხლტებოდა მათ დაღლილ ყბებსა და გამეჩ-
ხერებულ კბილებს.
ბინდბუნდში ღამურების ესკადრილიამ მარდად გადასერა
ცა.
გავერანებულ დეკორატიულ ბაღში, ზედ ზარმაცი ჯუჯებისა
და მიტოვებული ქერუბიმის თვალწინ, რაჰელი სარეველებით
ამოვსებულ აუზთან ჩაცუცქდა და თვალყური მიადევნა ქვიდან
ქვაზე მოხტუნავე გომბეშოებს – გონჯ მზეთუნახავებს.
ლორწოვანებს. დამეჭეჭებულებს. მოყიყინეებს.
იმ გომბეშოებში – ივნისის მაღალ ბალახებში თავდამალუ-
ლი გველების საყვარელ საკბილოებში – ჯერთუკოცნელი მზე-
თუნახავი მეფის ასულები იტანჯებოდნენ. შარიშური. მარჯვედ
მიტანილი იერიში და... ფაფუუუ! – აღარც არავინ იხტუნავებს
ქვიდან ქვაზე და აღარც არავინ დაელოდება ჯადოსნურ ამ-
ბორს.
რაც რაჰელი ჩამოვიდა, მას მერე პირველი საღამო იყო,
რომ არ წვიმდა.

ვაშინგტონში რომ ვყოფილიყავი, ახლა სამსახურისკენ მი-


მავალი ვიქნებოდიო, გაიფიქრა რაჰელმა. ავტობუსი. ქუჩის
ლამპიონები და ჭყეტელა რეკლამები. მანქანების გამონა-
ბოლქვი. ტყვიაგაუმტარი მინით ნაგებ ჯიხურზე კლიენტების

270 მკითხველთა ლიგა


სუნთქვის ეპიზოდურად დაფენილი თეთრი ლაქები. პატარა
ლითონის ლანგარზე დაყრილი ხურდა ფულის ჩხრიალი. თი-
თებიდან ავარდნილი ლითონის სუნი. პუნქტუალური ლოთი
სრულიად ფხიზელი თვალებით, რომელიც ზუსტად საღამოს
ათ საათზე მოდის და ერთსა და იმავეს იმეორებს:
– ეი, შენ, შავტუხა, პირში არ აიღებ?
მხოლოდ და მხოლოდ შვიდასი დოლარი და გველისთავე-
ბიანი ოქროს სამაჯური ჰქონდა. ციცქნა-კოჩამამ კი უკვე ჰკით-
ხა, წასვლას როდის აპირებ და ესტას თაობაზე რა გეგმები გაქ-
ვსო.
არანაირი გეგმა არ ჰქონდა.
საერთოდ არანაირი.
და არც რამე პირადულის ფლობის კანონიერი უფლება.
უზარმაზარი, ჩაჟამებული, ოთხსაგდულიანი სახლის ფორ-
მის სამყაროში არსებულ ხვრელს გახედა და წარმოიდგინა,
რომ ციცქნა-კოჩამას მიერ სახურავზე დამაგრებული სატელი-
ტური ანტენის ვერცხლისფერ თეფშში დასახლდებოდა. იმ
უზარმაზარ თეფშში, წესით, თავისუფლად უნდა დატეულიყო...
კი, კი, ნამდვილად დაეტეოდა, ის თეფში ხომ ზოგიერთი ადა-
მიანის თავშესაფარზე ბევრად დიდი იყო. მაგალითად, კოჩუ-
მარიას სოროზე.
თუ ესტა და რაჰელი იქ დაწვებოდნენ დასაძინებლად, მო-
კუნტულები და ჩახუტებულები, როგორც ტყუპი ნაყოფი ლი-
თონის არცთუ ღრმა საშვილოსნოში, მაშინ აყლაყუდა ჰოგანს
და ბამ ბამ ბიგელოუს რაღა ეშველებოდათ? მათ თეფშს თუ და-
ძმა დაიკავებდა, ისინი რაღას იზამდნენ? საკვამურიდან ხომ
არ ჩამოძვრებოდნენ ციცქნა-კოჩამას პირად ცხოვრებასა და
ტელევიზორში? ძველი ღუმლიდან ხომ არ გამოძვრებოდნენ
(შეძახილით იეეეეეე!), იმ თავიანთი კუნთებითა და ზოლიანი

271 მკითხველთა ლიგა


კოსტიუმებით? ან ის დატანჯული ადამიანები – ლტოლვი-
ლები და ნაშიმშილარები – მოახერხებდნენ კია კარის ღრი-
ჭოებიდან შემოძრომას? და გენოციდი? ისიც ჩამოჟონავდა
სახლის ძველთაძველი კრამიტებიდან?
ცა ტელევიზიით იყო გაჯერებული. სპეციალურ სათვალეს
თუ გაიკეთებდი, მაშინვე დაინახავდი, ეს ყველაფერი როგორ
დაბზრიალებდა ჰაერში და როგორ ერეოდა იქ მონავარდე ღა-
მურებისა და გადამფრენი ჩიტების მარაქაში: ქერა ლამაზმა-
ნები, ომები, შიმშილობები, ფეხბურთი, კულინარიული შოუ-
ები, სახელმწიფო გადატრიალებები, ლაკით ფიქსირებული
ვარცხნილობები, ყელსაბამების ახალი დიზაინები – ყველა-
ფერი, რაც პარაშუტებით ეშვებოდა აიემენემში გადმოსმული
საჰაერო დესანტივით და იქაურ ცაზე ათასგვარ მოძრავ გამო-
სახულებას ხატავდა: ბორბლებს, ქარის წისქვილებს, გაფურ-
ჩქნილსა თუ უფურჩქნელ ყვავილებს.
იეეეეეე!
რაჰელი კვლავ გომბეშოებს ჩაუღრმავდა.
გაბუთქუნებულებს, მოყვითალოებს, ქვიდან ქვაზე მოხტუ-
ნავეებს. ერთ-ერთს ნაზად ხელიც კი შეახო. გომბეშომ სახამ-
ხამო აპკი მყისვე ასწია და ძალიან სასაცილო, თავდაჯერებუ-
ლი გამომეტყველება მიიღო.
სახამხამო აპკი...
რაჰელს გაახსენდა, ერთხელ ესტამ და თვითონ მთელი
დღე რომ იძახეს, სახამხამო აპკიო. ესტამ, თვითონ და სოფი-
მოლმა.

272 მკითხველთა ლიგა


სახამხამო
ახამხამო
ხამხამო
ამხამო
მხამო
ხამო
ამო
მო

იმ დღეს სამივეს სარი ეცვა (ძველები და შუაზე გადაჭრილე-


ბი). მთავარი კოსტიუმერი ესტა ბრძანდებოდა. სოფი-მოლს
ნაწნავები დაუწნა. რაჰელის პალუც მანვე დაამაგრა და თავი-
სიც თვითონ დაიყენა. შუბლზე წითელი ნიშანი, ბინდიც დაის-
ვეს და ამუსთვის მოპარული თვალის სურმაც წაითხიპნეს. მე-
რე იმ სურმის ჩამობანას შეეცადნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს
და თვალები ლაქებით ამოუღამდათ. იმ პაწაწა ენოტებს დაემ-
სგავსნენ, ინდოელ ქალბატონებად რომ სურდათ თავის გასა-
ღება. სოფიმოლი დაახლოებით ერთი კვირის ჩამოსული იქნე-
ბოდა და მის სიკვდილამდეც ერთი კვირა იყო დარჩენილი.
ჯერჯერობით განუხრელად აწვებოდა საკუთარ ხაზს, ესტასა
და რაჰელის მკაცრი მეთვალყურეობით, და მათი ყველა მო-
ლოდინი გააბათილა კიდეც:
ჩაკოს ამცნო, მართალია, შენ ჩემი ნამდვილი მამა ხარ,
მაგრამ ჯო უფრო მიყვარსო (რამაც ჩაკოს შანსი მისცა, დიზი-
გოტური ტყუპების, ესტასა და რაჰელის სუროგატი მამის
როლში შესულიყო, რასაც ის ორნი კარგა ხანია გულისფან-
ცქალით ელოდნენ, მაგრამ თავად ჩაკო ამ როლისკენ აშკა-
რად არ ისწრაფოდა);

273 მკითხველთა ლიგა


უარი თქვა მამაჩის შეთავაზებაზე, ესტა და რაჰელი ჩაენაც-
ვლებინა მათ ორ პრივილეგიაზე – ღამის ნაწნავის დამწნავე-
ბისა და ხალების დამთვლელების;
(რაც მთავარია) იმთავითვე მიუხვდა ციცქნა-კოჩამას მის-
დამი ხაზგასმული კეთილგანწყობის გამოხატვის არაჯანსაღ
სურვილს და არა მხოლოდ უარყო, არამედ გადაჭრით უკუაგ-
დო, თანაც საკმაოდ უხეშად, მისი ამაო გარჯა და პატარ-პატა-
რა საცდურების შეთავაზების მცდელობები.
ეს კიდევ არაფერი. როგორც აღმოჩნდა, მისთვის არც ადა-
მიანური სისუსტეები იყო უცხო. ერთ დღესაც მდინარეზე გაპა-
რული ტყუპები (სადაც, ცხადია, სოფი-მოლი არ წაუყვანიათ)
შინ რომ დაბრუნდნენ, ბიძაშვილი ციცქნა-კოჩამას გავერანე-
ბული ბაღის ზედა ბორცვზე შემომჯდარი და ატირებული იპო-
ვეს. სოფი-მოლმა თქვა, მთელი დღე თავს ძალიან მიტოვებუ-
ლად და მარტოსულად ვგრძნობდიო. მეორე დღეს, ველუტას-
თან რომ წავიდნენ, ესტამ და რაჰელმა სოფი-მოლიც თან გა-
იყოლეს.
ველუტასთან სარიში გამოწყობილები წაბრძანდნენ. სასა-
ცილოდ მიბორძიკობდნენ წითელ თიხნარსა და მაღალ ბა-
ლახში (სახამხამო, ახამხამო, ხამხამო, ამხამო, ხამო, ამო, მო,
ო). იქ რომ მივიდნენ, ქალბატონ პილაიდ, ქალბატონ იპენად
და ქალბატონ რაჯაგოპალანად წარუდგინეს თავი. ველუტამ
კი საკუთარი თავი და თავისი ინვალიდი ძმა კუტაპენი (რო-
მელსაც ღრმა ძილით ეძინა) წარუდგინა. ყველას ,,კოჩამათი’’
მიმართავდა და ქოქოსის ცივი რძითაც გაუმასპინძლდა. ამინ-
დზე იბაასეს, მდინარეზეც და კიდევ იმაზე, რომ, ველუტას აზ-
რით, ქოქოსის პალმები, წლიდან წლამდე, სულ უფრო და უფ-
რო დაბალი ტანისანი იზრდებოდნენ. სხვათა შორის, ისევე,

274 მკითხველთა ლიგა


როგორც აიემენემელი ქალბატონები. თავისი ავი კრუხიც გა-
აცნო, სადურგლო ხელსაწყოებიც დაათვალიერებინა და ხის-
გან სამი პატარა კოვზიც გამოუთალა.
მხოლოდღა ახლა, უკვე ზრდასრული ადამიანის პოზიციი-
დან დააფასა რაჰელმა ველუტას მაშინდელი, საოცრად ფაქი-
ზი ქცევა. იმხელა კაცმა სულაც არ ითაკილა სამი ენოტის გარ-
თობა, მათ ჭკუაზე სიარული და ისე უმასპინძლა, როგორც ნამ-
დვილ ქალბატონებს. ინსტინქტურად აუბა მხარი მათ ბავშვურ
შეთქმულებას, რომლის გაფუჭებაც არც ზრდასრული ადამია-
ნის ცინიზმითა და არც ბავშვურად ენის ჩლექით არ მოინდომა.
აბა, თამაშის ჩაშლას, ფიქრთა მდინარების გაწყვეტას, იმ
ოცნების ფრაგმენტის გატეხას, რომელსაც ძვირფასი ფაიფუ-
რის ნივთივით ფრთხილად და სასოებით დაატარებ ყველგან,
რა დიდი მოხერხება უნდა?
ასეთი ფანტაზიებისთვის არსებობის უფლების მიცემა, მათ-
თვის მხარის ისე აბმა, როგორც ველუტამ აუბა, გაცილებით
უფრო რთული და ფაქიზი საქმეა ხოლმე.

იმ საშინელებამდე სამი დღით ადრე, ფრჩხილებიც კი შე-


აღებინა ,,კიუტექსის’’ წითელი ლაქით, რომელიც ამუმ იყიდა
და მერე დაიწუნა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში წაასწრო
მათთან უკანა ვერანდაზე სტუმრად მოსულმა ისტორიამ.
ფრჩხილებშეღებილი დურგალი რომ დაინახა, ხელშესახებ-
თაგან დაკომპლექტებულმა პოლიციელთა რაზმმა ხარხარი
ატეხა.
– ვააა! ალბათ ის არი, რა ჰქვია? ჰო,... ბისექსუალი, –
ბრძანა ერთ-ერთმა.
მეორემ კი ფეხი ჩასცხო. მისი ფეხსაცმლის ლანჩთან მრა-
ვალფეხა მოკალათებულიყო. მუქი-ჟანგისფერ-ყავისფერი.
უთვალავი ფეხით.

275 მკითხველთა ლიგა


ეული ქერუბიმის მხარს მზის ბოლო სხივიც მოსწყდა და ბა-
ღი სიბნელემ შთანთქა. ერთიანად. პითონივით. სახლში ნათუ-
რები აინთო.
რაჰელი გაწკრიალებულ ოთახში, გადატკიცინებულ სა-
წოლზე მჯდომ ესტას ხედავდა. ესტას ცხაურებიანი ფანჯრიდან
სიბნელისათვის გაეშტერებინა თვალი. განათებულ ოთახში
მჯდომი ძმა სიბნელეში მჯდომ, მისკენ მაცქერალ დას ვერ ხე-
დავდა.
და-ძმა აბსურდულ, უშინაარსო და უსიუჟეტო პიესაში ჩაკე-
ტილი მსახიობთა ის წყვილი იყო, რომელიც ძლივძლივობით
მიიკვლევდა გზას საკუთარ უღიმღამო როლში, სხვის სევდას
ანანავებდა და სხვების სადარდელს გლოვობდა.
რატომღაც ვერც ერთი ვერ აღწევდა თავს იმ უნიჭო პიესას.
ვერც ისეთი ვინმე ეპოვათ, რომელსაც თუნდაც ფულს გადაუხ-
დიდნენ და პროფესიონალურად გამოულოცავდა ამ წყევლას.
ვინც ორივეს წინ დაისვამდა და როგორმე აუხსნიდა, ცოდვი-
ლები არა ხართო. პირიქით, თქვენ მიმართ შესცოდესო.
თქვენ ხომ პატარა ბავშვები იყავით და გავლენის მოხდენა
არაფერზე შეგეძლოთო. თქვენ დანაშაულის მსხვერპლნი
ხართ, და არა დამნაშავეებიო.
ასეთი გადააზრება ნამდვილად უშველიდათ. ცოტა ხნით მა-
ინც რომ მოერგოთ მსხვერპლის ტრაგიკული კოსტიუმები, სა-
თანადო ტრაგიკული ნიღაბი და განრისხებულიყვნენ, ან კომ-
პენსაცია მოეთხოვათ მომხდარის გამო, ნამდვილად შვებით
ამოისუნთქავდნენ და გათავისუფლდებოდნენ იმ კოშმარული
მოგონებებისაგან, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდნენ.
მაგრამ განრისხება არ შეეძლოთ. და არანაირი ნიღაბი არ
მოერგებოდა იმას, რაც თითოეულ მათგანს გაწებილ ხელში
ეჭირა, წარმოსახვითი ფორთოხალივით. იმ ფორთოხალს

276 მკითხველთა ლიგა


ვერსად დებდნენ და ვერც აგდებდნენ, რადგან მათ არ ეკუთ-
ვნოდათ. აი, ასე უნდა სჭეროდათ ხელში. ფრთხილად და სამუ-
დამოდ.
ესტაფენმა და რაჰელმა იცოდნენ, რომ დამნაშავე (მათ
გარდა) იმ დღეს იქ რამდენიმე ადამიანი იყო. მაგრამ ამ ამბავს
მხოლოდ ერთი ემსხვერპლა. იმ ერთს სისხლისფრად შეღები-
ლი ფრჩხილები ჰქონდა, ზურგზე კი ის ფოთოლი ეხატა, რო-
მელსაც მუსონები დროულად მოჰყავდა.
იმ ერთმა სამყაროში ის უზარმაზარი ხვრელი დატოვა, სა-
იდანაც სიბნელე გავარვარებული კუპრივით იღვრებოდა. იმ
ხვრელმა მათი დედაც ისე გაიყოლა, შვილებისთვის გამოსამ-
შვიდობებლად ხელიც არ დაუქნევია. ფეხქვეშ ნიადაგგამოც-
ლილები იმ წყვდიადის მორევში მიატოვა, რომელიც უსაბე-
ლო ნავებივით აბზრიალებდა ორივეს და ნაპირზე ვეღარ გა-
მოეღწიათ.

რამდენიმე საათში მთვარეც ამოვიდა და დაბოღმილი პი-


თონი აიძულა, გადაყლაპული ბაღი უკან ამოეღო. ბოლომდე
ამოიღო და ბაღიც ხელახლა იშვა, შიგნით მჯდომარე რაჰე-
ლით.
ქარმა მიმართულება შეიცვალა და თან დოლების ხმა მო-
უტანა რაჰელს. საჩუქარივით მოართვა. ზღაპრის დაწყების
იმედივით. იყო და არა იყო რაო, ამბობდნენ ის ხმები, იყო ერ-
თი...
რაჰელმა თავი აიღო და მიაყურადა.
მშვიდი საღამო თუ იდგა, ჩენდას (დიდი დოლის) კადჰაკა-
ლის წარმოდგენის გამართვის მაუწყებელი ხმა, რამდენიმე
კოლომეტრის სიშორიდან, აიემენემის ტაძრიდან აღწევდა
ხოლმე მათ სახლამდე.

277 მკითხველთა ლიგა


რაჰელი წავიდა. დამრეცი სახურავებისა და თეთრი კედ-
ლების ხსოვნა გაუძღვა წინ. სპილენძის სანათებისა და მუქი,
ფისით დაფარული ხის ხსოვნა. მიდიოდა და იმ ბებერი სპი-
ლოს ნახვის იმედი ჰქონდა, რომელიც მაღალი ძაბვის ელექ-
ტროსადენმა არ მოკლა კოტაიამ-კოჩინის გზაზე. სამზარეუ-
ლოში რომ შეუხვია, ერთი ქოქოსის კაკალი აიღო.
სამზარეულოდან კარში გამოსულმა შენიშნა, რომ ფაბრი-
კის ერთ-ერთი ბადურიანი კარი ანჯამებიდან ამოვარდნილი-
ყო და იქვე აეყუდებინათ. რაჰელმა კარი გასწია და ფაბრიკის
შენობაში შევიდა. შენობაში მძიმე ჰაერი იდგა და იქაურობა
ისე დანესტიანებულიყო, რომ თევზებიც კი ადვილად იცხოვ-
რებდნენ.
იატაკი მუსონის ხავსით იყო დაფარული და ფეხი საშინლად
ცურავდა. პატარა, დამფრთხალი ღამურა სახურავის ძელებს
ეხლებოდა უმწეოდ.
სიბნელეში ოდნავ გამომკრთალი ცემენტის დაბალი, ცი-
ლინდრული კასრები, რომლებშიც მწნილებს ამზადებდნენ,
იქაურობას ცილინდრების საგვარეულო აკლდამას ამსგავსებ-
და.
,,სამოთხის მწნილებისა და კომპოტების’’ უსუსური ნარჩე-
ნები.
აქ, მრავალი წლის წინ, იმ დღეს, როცა სოფი-მოლი ჩამო-
ვიდა, წარმომადგენელი ე. პელვისი ქვაბში მოთუხთუხე ალის-
ფერ მურაბას ურევდა და ორ რამეზე ფიქრობდა. აქ, იმდღით,
ტყუპებმა წითელი, უმწიფარი მანგოს ფორმის საიდუმლო და-
აკონსერვეს, კარგად მოხუფეს და შეინახეს.
მართალია, რომ ამბობენ, ყველაფერი ერთ დღეში შეიძლე-
ბა შეიცვალოსო.

278 მკითხველთა ლიგა


10.

მდინარე ნავში

სანამ წინა ვერანდაზე წარმოდგენა კეთილი იყოს შენი დაბ-


რუნება, სოფი-მოლ იმართებოდა და კოჩუ-მარია ტორტის ნაჭ-
რებს ურიგებდა პაპანაქების სიმწვანეში თავშეფარებულ
ლურჯოსანთა არმიას, წარმომადგენელმა ე. პელვისმა, ალის-
ფერმა ყვავილმა (დაყენებული ქოჩრითა და ჭვინტიანი ბეჟი
ფეხსაცმლით), ბადურიანი კარი შეაღო და ნესტიანსა და მძაფ-
რსუნიან ,,სამოთხის მწნილების’’ შენობაში შეაბიჯა. იქ ცემენ-
ტის ცილინდრულ კასრებს შორის დაიწყო ბორიალი; ისეთი
ადგილის პოვნა უნდოდა, სადაც მშვიდად დაჯდებოდა და თა-
ვის საფიქრალზე იფიქრებდა. ბუხრინწა, სახელად უზა, რომე-
ლიც სამერცხულის ახლოს, სხვენის ჩაშავებულ ძელზე ცხოვ-
რობდა (და საკუთარი წვლილიც ხშირად შეჰქონდა სამოთხის
პროდუქციის ინგრედიენტებში), ზემოდან უთვალთვალებდა
აქეთ-იქით მიმომავალ ბიჭს.
მარილწყალში მოცურავე ყვითელი ლაიმის კასრებთან (ის
ლაიმები დროდადრო უნდა დაგეჩხვლიტა, თორემ შავი ობის
პატარა კუნძულებს გაიჩენდნენ და იმ მარილწყალს სოკოს შე-
ჭამანდს დაამსგავსებდნენ).
გასაშრობად ჩამოკიდებულ მწვანე მანგოს აცმებთან (ის
მანგოები იჭრებოდა და კურკუმათი და დაფქული წიწაკით იტე-
ნებოდა).
საცობით კარგად თავდაცობილ ძმრის ბოთლებთან.
კოსერვანტებისა და პექტინის თაროებთან.
მწარე გოგრის სინებთან, რომლებზეც ფერად-ფერადი სა-
თითურები და დანები ეყარა.
წვრილი ხახვითა და ნივრით გატენილ ჭილოფის ტომრებ-
თან.

279 მკითხველთა ლიგა


ახალდაკრეფილი მარცვლოვანი მწვანე წიწაკის ბორცვებ-
თან.
ბანანების ნაფცქვენების გროვებთან (რომლებსაც მერე
ღორებს მიუყრიდნენ).
იარლიყების შესანახ კარადასთან.
წებოსთან.
წებოს ფუნჯებთან.
რკინის ვარცლთან, რომელშიც ცარიელი ქილები დაცუ-
რავდა ქაფიან წყალში.
ლიმონის წვენთან.
ყურძნის წვენთან.
და მერე, იმავე მარშრუტით, უკან.
შენობაში ბნელოდა, რადგანაც შუქი შიგნით მხოლოდ კა-
რის დაღეჭილი ბადურიდან აღწევდა და ერთ მტვრიან სხივსაც
(რომელიც ბუხრინწა უზას ნერვებს უშლიდა) სამერცხული
აფენდა. ასაფეტიდასა და ძმრის სუნი ესტას ნესტოებში უღიტი-
ნებდა, მაგრამ ამას შეჩვეული იყო და, მგონია, მოსწონდა კი-
დეც. საფიქრალის საფიქრელად კედელსა და თუჯის გაჭვარ-
ტლულ მოსადუღებელ ქვაბს შორის დარჩენილი ადგილი შე-
არჩია. იმ ქვაბში ბანანის (არალეგალური) მურაბა ცივდებო-
და. მურაბა ჯერ კიდევ ცხელი იყო და მის წებოვან, ალისფერ
ზედაპირზე მომდგარი ვარდისფერი ქაფი ნელნელა კვდებო-
და. პატარ-პატარა, ბანანოვანი ბუშტუკები სიროფში იძირე-
ბოდნენ, იხრჩობოდნენ და მშველელიც არავინ ჩანდა.
ლიმონფორთოხლის წვენების კაცი ნებისმიერ წამს შეიძ-
ლებოდა თავს წამოსდგომოდა ესტას. კოჩინ-კოტაიამის ავტო-
ბუსს მოახტებოდა და კარგად მეყოლე! ამუ ერთ ჭიქა ჩაისაც
შესთავაზებდა. ან ანანასის წვენს მიართმევდა. ყინულებით.
ყვითელს, მაღალ ჭიქაში.

280 მკითხველთა ლიგა


ესტამ ლითონის გრძელტარიან მოსარევ კოვზს წამოავლო
ხელი და ახალმოხარშულ მურაბას მოურია.
მომაკვდავმა ქაფმა ქაფის მომაკვდავი გამოსახულებები
დახატა.
ფრთამოტეხილი ყვავი.
ქათმის მოკრუნჩხული ფეხი.
მურაბის წვენში დამხრჩვალი ბუხრინწა (უზა კი არა, სხვა).
გამანადგურებელი მორევი ბზრიალებდა.
და მშველელიც არავინ ჩანდა.

სანამ ჩასქელებულ მურაბას ურევდა, ორ ფიქრს ფიქრობ-


და. და ის ორი ფიქრი, რომელსაც ფიქრობდა, ასე ჩამოუყა-
ლიბდა:
ა) ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რამ
შეიძლება დაემართოს.
და
ბ) ყველაფერს აჯობებს, ყველაფრისთვის მზად იყო.
ეს ორი ფიქრი რომ იფიქრა, ძალიან კმაყოფილი დარჩა სა-
კუთარი საზრიანობით.
ალისფერი მურაბის მორევისას, ესტა ჯერ ნამდვილ აჩხა-
ბაჩხაკბილებიან და ქოჩორწამხდარ ,,კოვზით მორევის’’ ჯა-
დოქრად იქცა, მერე კი სულაც ,,მაკბეტის“ გრძნეულ დებად.
აალდი, ცეცხლო, აბრიალდი! ააბუყბუყე
ეს ტკბილი წვენი! ბანანებიც ააფუხფუხე!
ამუმ ესტას ნება დართო, ბანანის მურაბის რეცეპტი მამაჩის
რეცეპტების იმ ახალ, შავ რვეულში გადაეწერა, თეთრი ყუა
რომ ჰქონდა.
ესტამ, რომელმაც სრული პასუხისმგებლობა იგრძნო მის-
თვის გამოცხადებული მაღალი ნდობის მიმართ, გადაწერისას
თავისი ორივე საუკეთესო ხელწერის ვარიანტი გამოიყენა:

281 მკითხველთა ლიგა


ბანანის მურაბა (საუკეთესო ძველი ხელწერით)
მწიფე ბანანები დავკეპოთ, დავასხათ წყალი ისე, რომ თავ-
ზე მოადგეს, და სრულ დარბილებამდე ვადუღოთ მაღალ ცეც-
ხლზე.
გადავწუროთ წვენი მსხვილნახვრეტებიან დოლბანდზე.
წინასწარ ავწონოთ იმავე რაოდენობის შაქრის ფხვნილი.
ვადუღოთ წვენი სრულ გაწითლებამდე ისე, რომ ნახევრამ-
დე დადუღდეს.
ჟელატინი (პექტინი) მოვამზადოთ პროპორციით 1:5.
მაგ., 4 ჩ. კოვზი პექტინი 20 ჩ. კოვზ შაქარზე.
ესტა პექტინს სამ ყრმაში – პექტინი, ჰეკტინი და აბედნაქო
– უმცროს ჩაქუჩიან ძმად წარმოიდგენდა ხოლმე. ძმები, შე-
ბინდებულზე, წვიმაში, ხის უზარმაზარ ხომალდს აგებდნენ,
ნოეს ვაჟებივით. გონების თვალით მათ ცხადლივ ხედავდა. ძა-
ლიან ჩქარობდნენ. მათი ჩაქუჩების ხმის ექო ჩამოწოლილ სა-
ავდრო ცაში გაისმოდა. ოდნავ მოშორებით, ჯუნგლებში, წარ-
ღვნისწინა, ავისმომასწავებელ განათებაში, დაწყვილებული
ცხოველები იდგნენ:
გოგო-ბიჭი.
გოგო-ბიჭი.
გოგო-ბიჭი.
გოგო-ბიჭი.
ტყუპები კი არ დაიშვებოდნენ.

რეცეპტის გაგრძელება უკვე ესტას ახალი საუკეთესო ხელ-


წერით იყო დაწერილი. ოდნავ ოთხკუთხედი ასოებით, წაწვე-
ტებულებით, უკან გადახრილებით, თითქოს იმ ასოებს სიტყვე-
ბად ჩამოყალიბება არ უნდოდათ, სიტყვებს კი – ფრაზებად:

კონცენტრირებულ წვენს დავუმატოთ პექტინი. ვადუღოთ რამ-


დენიმე (5) წუთი ძლიერ და თანაბარ ცეცხლზე.

282 მკითხველთა ლიგა


დავუმატოთ შაქარი და ვადუღოთ შესქელებამდე.
ნელ-ნელა გავაცივოთ.
იმედია, ამ რეცეპტით მოდუღებული მურაბა მოგეწონებათ.

ორთოგრაფიულ შეცდომებს თუ არ გავითვალისწინებთ,


დამაგვირგვინებელი ფრაზა – იმედია, ამ რეცეპტით მოდუღე-
ბული მურაბა მოგეწონებათ – ორიგინალურ ტექსტში ესტას
მიერ შეტანილი ერთადერთი წვლილი იყო.
სანამ ესტა ურევდა, მურაბა ნელ-ნელა გაცივდა და ჩას-
ქელდა. უცებ, ლამის პირდაპირ ჭვინტიანი ბეჟი ფეხსაცმლის
ლანჩებიდან, მესამე, სრულიად მოულოდნელი აზრი ამოუ-
ტივტივდა:
გ) ნავი.

ნავი, რომლითაც მდინარეს გადაცურავდა. გაღმა ნაპირზე


გავიდოდა, აკარაზე! იმ ნავით ყველაფერს გადაზიდავდა: სურ-
სათს. ასანთს. ტანსაცმელს. ქვაბებსა და ტაფებს – ყველა-
ფერს, რასაც, ზურგზე მოკიდებულს, ცურვით ვერ გადაიტანდი.
მკლავებზე ღინღლიყალყზე დაუდგა. მურაბის კოვზით მო-
რევა ნიჩბების მძლავრად მოსმად, ნავით წრეზე წინ და უკან
ცურვად ექცა წითელსა და ბლანტ მდინარეში. ფაბრიკაში ონა-
მელი ნიჩბოსნების სიმღერაც კი აჟღერდა. ტაი-ტაი-ტაკა-ტაი-
ტაიტომე!

ენდა და კორანგაჩა, ჩანდი იტრა ტენდაჯადუ?


(მისტერ მაკაკა, საჯდომი რამ აგიწითლა, ნეტა?)
პანდიილ ტოორან პოიაპოლ ნერაკამუტირი ნერანგი ნიაიან.
(მადრასის ფეხსადგილებში მეტირა, ძმებო, დედა.)

ნიჩბოსანთა ამ არცთუ მთლად თავაზიან კითხვა-პასუხს,


რაჰელის ხმაც შეემატა.

283 მკითხველთა ლიგა


– ესტა! ესტა! ესტა!
ესტამ არ უპასუხა. ღიღინით აზავებდა მურაბის სქელ წვენ-
ში ნიჩბოსანთა სიმღერის მისამღერს:
ტეიომე
ტიტომე
ტარაკა
ტიტომე
ტემ
ბადურიანმა კარმა გაიჭრიალა და შენობაში რაჰელი (აე-
როპორტის ფერია, შუბლზე რქების ჩანასახებითა და პლასტი-
კის ყვითელჩარჩოიანი მზის სათვალით) დღის სინათლესთან
ერთად შემოიჭრა. ფაბრიკა ბრაზისფრად შეიღება. დამწნილე-
ბული ლაიმები წითლები გახდნენ. მკვახე მანგოებიც გაწით-
ლდნენ. იარლიყების შესანახი კარადაც წითლად შეიღება.
მზის დამრეც სხივსაც (რომელიც ბუხრინწა უზას ნერვებს უშ-
ლიდა) მოწითალო ელფერი დაედო.
ბადურიანი კარი მიიხურა.
რაჰელმა, ,,ტოკიოს სიყვარულში’’ გამოკრული შადრევ-
ნით თავზე, დაცარიელებულ შენობაში ამოყო თავი. მის ყურს
მონაზვნის ხმა მისწვდა, რომელიც ნიჩბოსანთა სიმღერას
მღეროდა. წმინდა წყლის სოპრანო იყო, დაძმარებულ ჰაერსა
და ცილინდრულ კასრებს შორის გაჟღერებული.
შავ ქვაბზე წახრილი ესტა დაინახა, რომელიც ალისფერ მუ-
რაბას წამოსდგომოდა თავზე.
– რა გინდა? – ისე ჰკითხა ესტამ, ქვაბიდან თავი არ აუღია.
– არაფერი, – უპასუხა რაჰელმა.
– აბა, რატომ მოხვედი?
რაჰელმა არ უპასუხა. ხანმოკლე, მტრულად განწყობილი
სიჩუმე ჩამოვარდა.
– მაგ მურაბაში ნიჩბოსნობაში რატომ ვარჯიშობ?

284 მკითხველთა ლიგა


– ინდოეთი თავისუფალი ქვეყანაა, – უპასუხა ესტამ.
ამის უარყოფა არავის შეეძლო.
ინდოეთი თავისუფალი ქვეყანა იყო – გინდოდა, მარილს
გააკეთებდი, გინდოდა, მურაბაში მოუსვამდი ნიჩბებს.
ლიმონფორთოხლის წვენების კაცსაც შეეძლო ნებისმიერ
წამს შემოსულიყო ბადურიანი კარიდან.
როცა კი მოესურვებოდა.
და ამუ ანანასის წვენით უმასპინძლებდა. შიგ ჩაყრილი ყი-
ნულებით.

რაჰელი ცემენტის კასრის კიდეზე ჩამოჯდა (მუშამბაამოკე-


რებული, ფურფუშებიანი კაბის კიდე მანგოს მწნილში ამოაწო)
და რეზინის სათითურების მორგება დაიწყო. სამმა უზარმა-
ზარმა ბუზმა ძლიერი იერიში მიიტანა ბადურიან კარზე. შენო-
ბაში შემოჭრას ლამობდნენ. ბუხრინწა უზა ყურადღებით დას-
ცქეროდა ამჟავებულ სიჩუმეს, რომელიც ჰემატომასავით
ამოიბურცა ტყუპებს შუა.
რაჰელს თითები ყვითელი, მწვანე, ლურჯი, წითელი და ყვი-
თელი გაუხდა.
ესტა მურაბას ურევდა.
რაჰელი წამოდგა და წასასვლელად გაემზადა. მკვდარი სა-
ათის დრო დასდგომოდა.
– სად მიდიხარ?
– სხვაგან.
რაჰელმა ახალი თითები მოიხსნა და ძველი, თითისფერი
თითები დაიბრუნა – არც ყვითელი, არც მწვანე, არც ლურჯი,
არც წითელი და არც ყვითელი.
– მე კი აკარაზე ვაპირებ წასვლას. ისტორიის სახლში.

285 მკითხველთა ლიგა


რაჰელი შედგა და ძმისკენ მობრუნდა. გულს მიფრენილმა
ფარვანამ, უჩვეულოდ ხშირი ბუსუსებით ზურგზე, თავისი მტა-
ცებლური ფრთები აამოძრავა.
ნელა გაშალა.
და ნელა დაკეცა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, ნე-
ბისმიერი რამ შეიძლება დაემართოს და ყველაფრისთვის
მზად უნდა იყოს.
ამას ვერავინ უარყოფდა.
კარი საიბუს სახლში აღარავინ დადიოდა. ველია პააპანი
ამბობდა, ბოლო ცოცხალი არსება მე ვიყავი, ვინც იმ სახლს
მიუახლოვდაო. ამტკიცებდა, იქ მოჩვენებები ბუდობენო. ტყუ-
პებს მოუყვა, ერთხელ, ორი წლის წინ, იქ კარი საიბუს აჩ-
რდილს გადავეყარეო. მდინარეზე გადავედი, გაღმა ჯავზი უნ-
და მეპოვა და ახალ ნიორთან ერთად დამენაყა ჩემი ცოლი ჩე-
ლასთვის, რომელიც ჭლექით კვდებოდაო. უცებ სიგარის ბო-
ლის სუნი მეცაო (სუნი მაშინვე უცვნია, რადგან პაპაჩიც სწო-
რედ ისეთ სიგარებს ეწეოდა). მოვტრიალდი და ნამგალი შე-
მოვკარი იმ ბოლს, ნამგლით მივაჭედე კაუჩუკისხეზეო. ველია
პააპენისთვის რომ დაგეჯერებინა, ის მოჩვენება ახლაც იქვე
იდგა, კაუჩუკის ხეზე მიჭედებული სიგარის სუნის სახით, რო-
მელიც ქარვისფერი სისხლისგან იცლებოდა და სიგარას ით-
ხოვდა.
ველია პააპენს ჯავზის ხე ვერ უპოვია და ახალი ნამგლის შე-
ძენაც დასჭირვებია. მაგრამ ამას არ განიცდიდა, რადგანაც სა-
შუალება მიეცა, ეამაყა საკუთარი საზრიანობითა და იმ მყისიე-
რი რეაქციით (მიუხედავად ერთი ნათხოვარი თვალისა), რომ-
ლითაც იმ ბინძური პედოფილის აჩრდილის ბოგინს სამუდა-
მოდ მოუღო ბოლო.

286 მკითხველთა ლიგა


თუ, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ვინმეს არ შეაბრალებ-
და თავს, სიგარას არ გამოსტყუებდა და ისევ არ აიშვებდა.
ერთადერთი, რაც (ყოვლისმცოდნე) ველია პააპანმა არ
იცოდა, ის გახლდათ, რომ კარი საიბუს სახლი ისტორიის სა-
ვანე იყო (რომლის კარიც გადაერაზათ, მაგრამ ფანჯრები ღია
დარჩენოდათ) და იქ დაკოჟრილფრჩხილებიანი წინაპრები,
ქაღალდის ძველი რუკების სუნით პირში, კედლებზე მცხოვრებ
ხვლიკებს ეჩურჩულებოდნენ; რომ ისტორია იმ სახლის უკანა
ვერანდას იყენებდა მოკვდავთათვის საკუთარი პირობების
წარსადგენად და მათგან კუთვნილი ვალის ასაკრეფად; რომ
იმ ვალის გადაუხდელობას კატასტროფული შედეგები მოჰ-
ქონდა; რომ იმ დღეს, როცა ისტორია თავისას გაიტანდა, ეს-
ტას ველუტას მიერ განაღდებულ თამასუქს მიაჩეჩებდნენ, სა-
კუთარ არქივში შესანახად.
ველია პააპენს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სწორედ კარი
საიბუ ატყვევებდა ოცნებებს და მათ გადაკეთებაზეც სწორედ
ის ზრუნავდა; რომ იმ ოცნებებს პირდაპირ მასთან მისული
ადამიანების სულებიდან ისე ამოკორტნიდა, ბავშვები რომ
ამოკორტნიან ხოლმე კენკრას სუფრაზე დასადები ღვეზლი-
დან; რომ ყველაზე გემრიელი, იმ გადასაკეთებელ ოცნებებში,
დიზიგოტური ტყუპების ბავშვური, გულუბრყვილო ოცნებები
იყო.
იმ უბედურ ველია პააპანს რომ სცოდნოდა, ისტორიის სა-
ვანე სწორედ მას დაიშუაკაცებდა, რომ სწორედ მისი ცრემლე-
ბი აამოქმედებდნენ იმ ჯოჯოხეთურ მანქანას, ასე ამაყად თა-
ვაწეული აღარ ისეირნებდა აიემენემის ბაზარში, არ იტრაბა-
ხებდა იმით, თუ როგორ გადაცურა მდინარე პირში გაჩრილი
ნამგლით (ლითონის მჟავე გემო რომ დაუტოვა ენაზე), რო-
გორ დაიჩოქა მდინარის ნაპირზე წამით, ნასესხებ თვალზე აკ-

287 მკითხველთა ლიგა


რული შლამის ჩამოსაბანად (იმ მდინარეს, ზოგჯერ, განსაკუთ-
რებით წვიმიან სეზონებში, უამრავი შლამი მოჰქონდა) და რო-
გორ იგრძნო უცებ სიგარის სუნი. მერე როგორ დასტაცა იმ თა-
ვის ნამგალს ხელი, როგორ წამისუმალ შემობრუნდა და რო-
გორ მიაჭედა, საუკუნოდ, საზიზღარი აჩრდილი კაუჩუკის ხეს...
თანაც, ხელის ერთი სწრაფი, მარჯვე და ღონიერი მოქნევით.
და როცა მიხვდა, რა როლი შეასრულა ისტორიის მზაკ-
ვრულ გეგმებში, უკვე გვიან იყო, უკან ვეღარ დაიხია, ვეღარ
გამოჰყვა საკუთარ ნაკვალევს, რომელიც თავადვე გადაგავა,
ცოცხით ხელში უკან-უკან ხოხვისას.

სიჩუმე კიდევ ერთხელ ჩამოწვა, მძიმედ, ფაბრიკის შენობა-


ში ტყუპებს შუა ჩამოწოლილი ბურუსივით. მაგრამ ამჯერად
სხვანაირი სიჩუმე იყო – ძველი მდინარის სიჩუმე, მეთევზეე-
ბისა და ცვილისფერსახიანი ქალთევზების მდუმარების მსგავ-
სი.
– მაგრამ კომუნისტებს მოჩვენებების არ სჯერათ, – თქვა
ესტამ ისე, თითქოს ის და რაჰელი მოჩვენებებსა და მათი
პრობლემის გადაჭრაზე საუბრობდნენ და დროებით შეწყვეტი-
ლი დიალოგი განაახლეს. საერთოდ, ტყუპების ერთმანეთში
საუბარი კლდის იმ წყაროს ჰგავდა, ალაგ-ალაგ რომ მოწან-
წკარებს და ალაგ-ალაგ კლდეში რომ ჩაიკარგება ხოლმე. ამი-
ტომ სხვებს ეს საუბარი ხან ესმოდათ და ხანაც – არა.
– კომუნისტები უნდა გავხდეთ? – იკითხა რაჰელმა.
– შეიძლება მოგვიწიოს, – მიუგო ესტაფენ-იაკო-პრაქტი-
კულმა.
შორეულმა, ტორტით გამოტენილი პირების ლაპარაკმა და
ლურჯოსანთა არმიის მათკენ მომავალმა ფეხის ხმამ ამხანა-
გები აიძულა, კარგად მოეხუფათ საკუთარი საიდუმლო.

288 მკითხველთა ლიგა


მოკლედ, დააკონსერვეს, კარგად მოხუფეს და შორეულ
თაროზე შემოდგეს ის წითელი, მანგოს დაუმწიფებელი ნაყო-
ფის მსგავსი საიდუმლო, ბუხრინწას მეთვალყურეობით რომ
მოდუღდა ფაბრიკის დიდ ქვაბში.
წითელი სამოქმედო გეგმა შემუშავდა და შეთანხმდა:
ამხანაგი რაჰელი მკვდარ საათზე გამოცხადდებოდა, დაწ-
ვებოდა, მაგრამ იფხიზლებდა იქამდე, ვიდრე ამუს არ ჩაეძინე-
ბოდა.
ამხანაგი ესტა წითელ დროშას მოძებნიდა (რომელიც ციც-
ქნა-კოჩამას აფრიალებინეს), მდინარესთან წაიღებდა და იქ
დაელოდებოდა ამხანაგ რაჰელს, სადაც ორივე
სრულ მზადყოფნაში მოვიდოდა, რომ სრულ მზადყოფნაში
ყოფილიყვნენ სრული მზადყოფნისათვის.
ბავშვის გახევებული (ნახევრად დამწნილებული) ფერიის
კაბა ეულად იდგა ამუს ჩაბნელებული საძინებელი ოთახის შუ-
აგულში.
გარეთ ჰაერი ცხელი, ნათელი და გაფაციცებული იყო. ამუს
გვერდით თვალდაჭყეტილი რაჰელი იწვა, აეროპორტის კაბის
შესაფერისი პანტალონის ამარა. გადასაფარებლის იმ ჯვარე-
დინი ნაქარგით ამოქარგული ლურჯი ყვავილების ანაბეჭდს
უყურებდა, ამუს ლოყაზე რომ ემჩნეოდა და ლურჯი ჯვარედი-
ნით მოქარგული ნაშუადღევის ხმები ესმოდა.
ჭერის ზანტი ვენტილატორის ხმა. ჩამოშვებულ ფარდებს
მიღმა აბრიალებული მზის ხმა.
ფანჯრის რაფასთან ავად მობზუილე ყვითელი ბზიკის ბზუ-
ილი.
დაეჭვებული ხვლიკის თვალების ხამხამი.
ეზოში მაღალი ნაბიჯით მოარული ვარიების ფეხის ხმა.

289 მკითხველთა ლიგა


მზეზე გასაშრობად გაფენილი თეთრეულისა და მოოქროს-
ფრო-კრემისფერი გახამებული სარის ამომწველი მზის სხივე-
ბის ტკაცატკუცი.
წითელი ჭიანჭველების ყვითელ ქვებზე ფუსფუსი.
იმ ძროხის შესაბრალისი მუუუ, რომელიც სიცხისაგან იხ-
რუკებოდა. სადღაც შორს.
და იმ ეშმაკი ინგლისელის მოჩვენების სუნიც სცემდა, ნამ-
გლით რომ იყო მიჭედებული კაუჩუკის ხეზე და თავაზიანად
ითხოვდა, სიგარა მომეცითო.
– მმმ... უკაცრავად! შემთხვევით... ისა... შემთხვევით სიგა-
რა ხომ არა გაქვთ, რომ ერთი ცალი მომაწევინოთ?
კეთილი მასწავლებლის ხმით.
დიდება შენდა, ღმერთო!
და ღირსი ი. ჯონ აიპის მიერ მანდალაიდან ჩამოტანილი და
მდინარის პირას დარგული მანგოსტანის ხის ძირში მომლო-
დინე ესტას გულისფანცქალიც ესმოდა.
ნეტა ესტა რაზე იჯდა?
ალბათ იმაზე, რაზეც ყოველთვის სხდებოდნენ ხოლმე მან-
გოსტანის ჩრდილს შეფარებულები. რაღაც რუხსა და ძალიან
ძველზე, ხავსურითა და სქელი ხავსით დაფარულსა და გვიმ-
რებით გარემოცულზე. რაღაცაზე, რასაც მიწა თავისკენ უხ-
მობდა, მაგრამ არც ლოდი იყო და არც ხის კუნძი...
სანამ ფიქრს დაასრულებდა, რაჰელი უკვე ფეხზე იყო და
გარბოდა.
სამზარეულოში შევარდა და ღრმა ძილით მძინარე კოჩუ-
მარიას ჩაურბინა, სქელკანიანსა და დანაოჭებულს, შემთხვე-
ვით შენობაში შემობოდიალებულ და იქ გაგორებულ წინსაფ-
რიან მარტორქას რომ ჰგავდა.
ფაბრიკას ჩაუარა.

290 მკითხველთა ლიგა


ფეხშიშველამ, პაპანაქების სიმწვანეში ფორხილ-ფორხი-
ლითა და უკან ადევნებული ბზიკით.
ამხანაგი ესტა ადგილზე დახვდა, მანგოსტანის ხის ქვეშ, მი-
წაში ჩარჭობილი წითელი დროშით – პორტატიული რესპუბ-
ლიკა, ტყუპების რევოლუცია, დაყენებული ქოჩრით.
და რაზე იჯდა?
რაღაცაზე, რაც ხავსით იყო დაფარული და გვიმრებში ჩაფ-
ლული.
რომ მიუკაკუნებდი, ყრუ, ფუტურო ხმას გამოსცემდა.
სიჩუმეს გამანადგურებელი ბომბდამშენივით მოჰქონდა
იერიში: მაღლა ცაში იჭრებოდა, ძირს ეშვებოდა, მერე ისევ ჰა-
ერში ავარდებოდა და რვიანებს ხაზავდა ცის კაბადონზე.
მზეზე აბრჭყვიალებული ნემსიყლაპიები ჰაერში გამოკიდე-
ბულ ბავშვურ წიკვინსა და რია-რიას წააგავდნენ.
თითისფერი თითები გვიმრებს დაერივნენ, ქვებს განზე
ყრიდნენ, გზას იკაფავდნენ, გაოფლიანებულები ჩიჩქნიდნენ
მიწას, რომ იმ რაღაცის კიდესთან პატარა ხელმოსაჭიდი ხვრე-
ლი ეპოვათ. მერე კი – ერთი, ორი და სააა-მი!.. ერთ დღეში
მართლაც შეიძლება მთელი ცხოვრება შეიცვალოს.
ნავი აღმოჩნდა; პატარა, ხის ნავი – ვალომი.
ნავი, რომელზეც ესტა იჯდა და რაჰელმა აღმოაჩინა.
ის ნავი, რომლითაც ამუ მდინარეს გადაკვეთდა ღამღამო-
ბით იმ კაცთან სასიყვარულოდ, რომელიც მის შვილებს დღი-
სით უყვარდათ.
ისეთი ძველი იყო, რომ, ცოტაც და, მიწაში ფესვებს გაიდ-
გამდა.
არქაული, რუხი, ნავისებრი მცენარე, ნავისებრი კვირტები-
თა და ნაყოფით. მის ქვეშ კი – გამხმარი, ნავის ფორმის ბალა-
ხითა და აქეთ-იქით მოფუსფუსე თუ მოფუთფუთე ნავისქვეშა
სამყაროთი.

291 მკითხველთა ლიგა


ჩაჟამებული, გამომშრალი და გრილი; თავშესაფრის გარე-
შე დარჩენილი და მზით დაბრმავებული.
აჩქარებული ნაბიჯით სამუშაოდ მიმავალი თეთრი ტერმი-
ტებით.
შინ მიმავალი თეთრი ჭიამაიებით.
თეთრი ხოჭოებით, რომლებიც მიწაში ჩამარხვით ცდი-
ლობდნენ თავის დახსნას მზის სხივებისაგან.
თეთრი ჭრიჭინებით, თავიანთი თეთრი ხის ვიოლინოებით.
თეთრი, სევდიანი მუსიკით.
მკვდარი თეთრი ბზიკით.
გველის თეთრი, ძალიან მყიფე გამოცვლილი ტყავით, რო-
მელიც სიბნელეს შეენახა და მზეზე მაშინვე დაიფერფლა.
ნეტა თუ გამოადგებოდათ ეს პატარა ვალომი? ძალიან ძვე-
ლი და მკვდარი ხომ არ იყო? მიაღწევდა კია აკარამდე?
დიზიგოტურმა ტყუპებმა მდინარეს გახედეს და თვალით
აზომეს.
მათ საყვარელ მდინარე მინაჩალს.
მორუხო-მომწვანოს. თევზებიანს. შიგნით არეკლილი ცი-
თა და ხეებით, ღამით კი შიგ ჩავარდნილი გაბზარული, ყვითე-
ლი მთვარით.
პაპაჩის ბავშვობაში, ერთ-ერთი თავსხმის დროს, მდინარე-
ში გამხმარი თამარინდის ხე ჩავარდნილა. ის ხე ახლაც იქ ეგ-
დო. გლუვი, ქერქგადაცლილი მერქნით. მთლად ჩაჟამებული
მდინარის მწვანე წყლით. წყალზე მოტივტივე უძრავი მორი.
მდინარის ერთი მესამედი აშკარად მათ მხარეზე იყო და
მათ სასარგებლოდ მოქმედებდა, მაგრამ მერე წყალი ღრმავ-
დებოდა. ტყუპები კარგად იცნობდნენ და შეჩვეულებიც კი იყ-
ვნენ ქვის მოლიპულ საფეხურებს (ცამეტს), რომლის მერეც
საფლობი შლამი იწყებოდა. იმ წყალმცენარეებსაც მშვენივ-
რად იცნობდნენ, კომარაკომის ლაგუნებიდან წამოსულ

292 მკითხველთა ლიგა


წყალს ნაშუადღევს რომ მოჰქონდა ხოლმე. არც წვრილ-წვრი-
ლი თევზი იყო მათთვის უცხო – სულელი, ბრტყელი პალატე;
ვერცხლისფერი პარალი; ეშმაკუნა ულვაშა კური და, შედარე-
ბით იშვიათად, კარიმინი.
ამ წყალში ასწავლა მათ ჩაკომ ცურვა (უფრო ზუსტად, ჭყუმ-
პალაობა ბიძის უკიდეგანო ღიპის სიახლოვეს). აქ აღმოაჩინეს
წყალში გაზების თავისუფლად გაშვების სიამოვნებაც.
თევზის ჭერაც აქ ისწავლეს. დახვეული წითელი ჭიაყელე-
ბის იმ ანკესებზე აგება, რომლის ჯოხებიც ველუტამ გაუკეთა
ყვითელი ბამბუკისგან.
აქვე აითვისეს ჩუმად ყოფნის ოსტატობა (მეთევზეთა შვი-
ლებივით), და ნემსიყლაპიების ბრჭყვიალა ენის გაგებაც.
აქ ისწავლეს მოთმინებით ყურება და ლოდინი. და ფიქრი.
და კიდევ სწრაფი რეაგირება, როდესაც დანაწევრებული, მოქ-
ნილი ბამბუკის ჯოხი დაიძაბებოდა და მოიხრებოდა.
მოკლედ, მდინარის ერთ მესამედს მშვენივრად იცნობ-
დნენ. დანარჩენ ორ მესამედს კი – ცუდად.
ღრმა წყალი მეორე მესამედიდან იწყებოდა. იქ დინებაც
ჩქარი და მკვეთრი იყო (უკუქცევისას ოკეანისაკენ და მოქცე-
ვისას, როცა ლაგუნებიდან იღვრებოდა წყალი, საწინააღმდე-
გო მიმართულებით).
მესამე მესამედი ისევ წყალმარჩხი ხდებოდა. ამღვრეული,
მოყავისფრო წყლით, წყალმცენარეებით, მოსხმარტალე
გველთევზებითა და მძიმე შლამით, რომელიც ფეხის თითებში
ისე შეუძვრებოდა ხოლმე ორივეს, როგორც კბილის პასტა
კბილებში.
ტყუპები უკვე სელაპებივით ცურავდნენ და, ჩაკოს მეთვალ-
ყურეობით, მდინარე რამდენჯერმეც კი გადაცურ-გადმოცუ-
რეს. უკან აქოშინებულები და დაძაბულობისაგან თვალებდა-

293 მკითხველთა ლიგა


ელმებულები ბრუნდებოდნენ ხოლმე და თან გაღმა ნაპირი-
დან წამოღებული კენჭი, ტოტი ან ფოთოლი მოჰქონდათ, საკუ-
თარი მიღწევების დასტურსაყოფად. მაგრამ, ასე იყო თუ ისე,
იმ პატივცემული მდინარის შუაგული და გაღმა ნაპირი ის ად-
გილები არ იყო, სადაც ბავშვებს შეეძლოთ ეცურათ, ეჭყუმპა-
ლავათ, ან რამე ახალი ესწავლათ. ესტა და რაჰელი მდინარე
მინაჩალის მეორე და მესამე მესამედებისადმი იმ ღრმა პატი-
ვისცემით იყვნენ გამსჭვალულები, რომელსაც ისინი აშკარად
იმსახურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაღმა ნაპირზე ცურ-
ვით გადასვლა მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენდა,
ნავით გამგზავრება (რომელიც სრულ მზადყოფნაში მოსას-
ვლელად სრული მზადყოფნისთვის სურსათ-სანოვაგითა და
სხვა ნივთებით უნდა დაეტვირთათ) მაინც სერიოზულ პრობ-
ლემად რჩებოდა.
მდინარეს ახალაღმოჩენილი ძველი ნავის თვალით გახე-
დეს. იმ ადგილიდან, სადაც ისინი იდგნენ, ისტორიის სავანე არ
მოჩანდა. მხოლოდ რაღაც წყვდიადს ხედავდნენ ჭაობის მიღ-
მა, მიტოვებული კაუჩუკის პლანტაციის გულში, საიდანაც მხო-
ლოდ ჭრიჭინების ჭრიჭინი ისმოდა, ხან ხმამაღლა და ხანაც
ჩუმად.
ესტამ დარაჰელმა პატარა ნავი ასწიეს და წყალთან ჩაიტა-
ნეს. ნავი იმ ღრმა წყლების ბებერი თევზივით გაკვირვებული
ჩანდა, რომელმაც მრავალი, უმზეოდ გატარებული წლის შემ-
დეგ პირველად ამოყვინთა წყლის ზედაპირზე. ახლა მხოლოდ
გადაფხეკა და გასუფთავებაღა სჭირდებოდა, სხვა არაფერი.
ორი ბედნიერი და ამჩატებული გული ფერად-ფერადი ფრა-
ნებივით აიჭრა ზეცაში. მაგრამ მალე მოჩურჩულე მდინარის
მწვანე წყალი (შიგნით თევზებით, ხეებითა და ცით) ბუყბუყით
შემოვიდა ნავში.

294 მკითხველთა ლიგა


ძველი ნავი ნელ-ნელა ჩაიძირა და მეექვსე საფეხურთან
გაჩერდა.
მასთან ერთად დიზიგოტური გულებიც ჩამოცვივდნენ ცი-
დან და ისინიც ჩაიძირნენ, ერთი საფეხურით ზემოთ.
ამ სეირის მაყურებელმა ღრმა წყლის თევზებმა პირზე ფარ-
ფლები აიფარეს და ისე ხითხითებდნენ.
ნავში შემოპარული მდინარის ზედაპირზე თეთრი ობობა
ამოტივტივდა, ცოტა გაიბრძოლა და ბოლოს დაიხრჩო. მისი
თეთრი კვერცხების აპკი დროზე ადრე გასკდა და იქიდან გად-
მოცვენილმა ციცქნა ობობებმა (ჩასაძირად ძალიან მსუბუქებ-
მა და ცურვისათვის ძალიან პატარებმა) ერთიანად მოიცვეს
ნავის მწვანე წყალი, ვიდრე წყლის ნაკადი მათ ოკეანისაკენ
გაიტაცებდა. იქ კი, მადაგასკარზე, ალბათ ახალი ჯიშის მალაი-
ალურ მცურავ ობობებს დაუდებდნენ სათავეს.
მალე ტყუპებმა მოლაპარაკებულებივით ერთდროულად
(თუმცა არ მოულაპარაკებიათ) დაიწყეს ნავის რეცხვა. აბლა-
ბუდებს აშორებდნენ, მიწას, ხავსსა და ხავსურას აცლიდნენ. ეს
საქმე რომ მოათავეს, ნავი გადმოაბრუნეს და თავზე ჩამოიც-
ვეს ზიარი, წუწიანი ქუდივით. ესტამ მიწაში ჩარჭობილი წითე-
ლი დროშა ამოიღო.
პატარა (დროშის, ბზიკისა და ოთხფეხა ნავისაგან შემ-
დგარმა) პროცესიამ ბუჩქებისაკენ მიმავალ ნაცნობ ბილიკზე
გადაუხვია და გზა ჭინჭრების, ჭიანჭველის ბუდეებისა და
ღრმულების გვერდის ავლით განაგრძო. პროცესიამ იმ ღრმა,
ციცაბო კარიერსაც აუქცია გვერდი, სადაც უწინ ლატერიტს
მოიპოვებდნენ. ახლა იმ გამოშიგნული კარიერის ნარინჯის-
ფერ ციცაბოებს შუა დამყაყებული წყლის გუბე ჩამდგარიყო,
ხასხასა ყლარტის სქელი ფენით – იმ ვერაგი სიმწვანით, რო-
მელშიც კოღოები მრავლდებოდნენ და მოუხელთებელი თევ-
ზები სუქდებოდნენ.

295 მკითხველთა ლიგა


ბილიკი, რომელიც მდინარის ნაპირს მიუყვებოდა, ბოლოს
ქოქოსის პალმებით, ინდური თხილის, აკაჟუს ხეებით, მან-
გოებით და ბილიმბებით გარემოცულ მდელოსთან გადიოდა.
მდელოს კიდეზე, მდინარისაკენ ზურგშექცევით, ნარინჯისფე-
რი ლატერიტით ნაგები და პალმის ფოთლებით გადახურული
დაბალი ქოხი იდგა. ქოხს ფოთლები ლამის მიწამდე დას-
თრევდა; იფიქრებდი, მიწის საიდუმლო ჩურჩულის მიყურადე-
ბას ლამობსო. დაბალი კედლები იმ მიწის შეფერილობისა
ჰქონდა, რომელზეც იდგა, ჰოდა, ქოხი იქ დათესილი საქოხე
თესლიდან ამოზრდილ უცნაურ მცენარეს ჰგავდა, რომელმაც
ჯერ ვერტიკალური სამშენებლო კარკასის ყლორტები ამოიყა-
რა, მერე კი ბოლომდე შეივსო. პატარა, პალმის რტოებით შე-
მოღობილ წინა ბაღში ბანანის სამი გაბურძგნილი ხე იზრდე-
ბოდა.
ოთხფეხა ნავი ქოხს მიუახლოვდა. კართან ჩამქრალი ნავ-
თის ლამპა ეკიდა. მის უკან კედელი ჭვარტლით იყო დაფარუ-
ლი. კარი ღია დაუხვდათ. ქოხში ბნელოდა. იმ სიბნელიდან,
სტუმრების დასახვედრად, შავი კრუხი გამოგოგმანდა. ეტყო-
ბა, ნავის ვიზიტის მიმართ სრულიად გულგრილი დარჩა, რად-
განაც მშვიდად შეტრიალდა და ქოხში შებრუნდა.
ველუტა შინ არ დახვდათ. არც ველია პააპანი. მაგრამ ქოხ-
ში მაინც იყო ვიღაც.
იქიდან მამაკაცის ეული ხმა გამოვარდა და მისმა ექომ მთე-
ლი მდელო შეძრა.
ის ხმა ერთსა და იმავეს იმეორებდა, სულ უფრო და უფრო
ხმამაღლა და ისტერიულად. გუავას მიმართავდა, რომელიც
გადამწიფებული ნაყოფის ჩამოყრითა და მიწის დაბინძურე-
ბით იმუქრებოდა.

პა პერა-პერა-პერა-პერაკა,
(ბატონო გუა-გუა-გუა-გუავა)

296 მკითხველთა ლიგა


ენდე პარამბილ ტოორალეი.
(გთხოვ, ნუ მოტრაწავ ჩემკენ)
ჩეტენდე პარამბილ ტოორიკო,
(ჩემი ძმის მხარეს მოტრაწე)
პა პერა-პერა-პერა-პერაკა.
(ბატონო გუა-გუა-გუა-გუავა.)

კუტაპენი ყვიროდა, ველუტას უფროსი ძმა, წელქვემოთ


მოწყვეტილი. დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, სანამ ველუ-
ტა გადაკარგული იყო და ველია პააპანი კი წელებზე ფეხს იდ-
გამდა, სულ მარტო ეგდო, ზურგზე გაშოტილი, და ხედავდა,
როგორ მიქროდა მისი ახალგაზრდობა. წამითაც კი არ გაჩე-
რებულა ის ოხერი, ,,გამარჯობა’’ მაინც რომ ეთქვა მისთვის.
მხოლოდ და მხოლოდ ამპარტავანი შავი კრუხის ამარა დარ-
ჩენილი ეგდო და მჭიდროდ დარგული ხეების სიჩუმეს უსმენ-
და. ჩელა ენატრებოდა, დედამისი, რომელმაც ზუსტად იმ კუთ-
ხეში დალია სული, ახლა თვითონ რომ იწვა. ის საცოდავი ნახ-
ველიანი, მტანჯველი, დამახრჩობელი და ჩასველებული სიკ-
ვდილით მოკვდა. კუტაპენს ისიც ახსოვდა, სიკვდილამდე კარ-
გა ხნით ადრე, ჯერ ტერფები რომ მოუკვდა. ხედავდა, რომ
ტერფებზე კანი რუხი და უსიცოცხლო გაუხდა. მერე შეძრწუნე-
ბული ადევნებდა თვალს, როგორ თანდათან მიიწევდა სიკ-
ვდილი ფეხებიდან ზემოთ, დანარჩენი სხეულისაკენ. მას მერე
ძალიან ყურადღებით აკვირდებოდა საკუთარ მოწყვეტილ ფე-
ხებს. დროდადრო ზედ იმედიანადაც კი ირტყამდა ჯოხს, ეგებ
რამე ვიგრძნოო, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. ის ჯოხი სა-
წოლთან ედო, უეცრად ქოხში შემოღოღებული გველის მოსა-
გერიებლად. ფეხებს ვერ გრძნობდა, მაგრამ თვალი არწმუ-
ნებდა, ძველებურად ტანზე გაბია და ისევ შენ გეკუთვნისო.

297 მკითხველთა ლიგა


ჩელა რომ გარდაიცვალა, მის კუთხეში მაშინ გადმოაწვი-
ნეს. კუტაპენი დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილმა, მათ ქოხ-
ში, სწორედ ეს კუთხე დაჯავშნა თავისი საქმეების მოსაგვარებ-
ლად. ერთ კუთხეში საჭმელი მზადდებოდა, მეორეში ტანსაც-
მელს ინახავდნენ, მესამეში – აკეცილ ქვეშაგებს, მეოთხეში კი
სასიკვდილო სარეცელი იდგა.
სულ იმას ფიქრობდა, ნეტა მეც ხანგრძლივად სულთმობ-
რძაობა მიწერია თუ არაო. ისიც აინტერესებდა, ადამიანები,
რომლებსაც სახლში ოთხზე მეტი კუთხე აქვთ, იმ კუთხეებს რა-
ში იყენებენო... ალბათ არჩევანიც ექნებათ, იმქვეყნად გასამ-
გზავრებლად რომელი აირჩიონო.
ფიქრობდა (სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოდ), რომ ჩე-
ლას მერე ოჯახიდან პირველი თვითონ წავიდოდა. თუმცა მა-
ლე სრულიად საწინააღმდეგოში დარწმუნება ეწერა. ძალიან,
ძალიან მალე.
ზოგჯერ (ალბათ იმიტომ, რომ დედა ენატრებოდა) დედასა-
ვით იწყებდა ხოლმე ხველებას და სხეულის ზედა ნაწილი ისე
უთრთოდა, როგორც ნაპირზე დაგდებული, ახალდაჭერილი,
მომაკვდავი თევზი. ქვედა ნაწილი კი ტყვიასავით დამძიმებუ-
ლი და სრულიად უძრავი რჩებოდა, თითქოს სხვისი იყო, ვი-
ღაც მკვდრის, რომლის სულსაც ვერა და ვერ დაეხსნა გვამი-
დან თავი ზეცაში ასაფრენად.
ველუტასაგან განსხვავებით, კუტაპენი კარგი, მშვიდი და
წესიერი პარავანი იყო და არც წერა-კითხვა იცოდა. თავის-
თვის იწვა მაგარ საწოლზე და ჭერიდან ჩამოსულ სახურავის
მტვერს საკუთარ ოფლში ზელდა. ზოგჯერ იქიდან ჭიანჭველე-
ბი და სხვა მწერებიც ცვიოდნენ. უამინდობაში ქოხის ნარინ-
ჯისფერი კედლები ერთმანეთს ხელებს გადააჭდობდნენ და სა-
დისტი ექიმებივით წამოადგებოდნენ ხოლმე თავს მწოლი-
არეს; ნელა, აუჩქარებლად გამოსწურავდნენ ფილტვებიდან

298 მკითხველთა ლიგა


მთელ სასუნთქ ჰაერს და აყვირებდნენ. ზოგჯერაც შეეშვებოდ-
ნენ და ის ოთახი, რომელშიც ასეთი გასაცოდავებული ეგდო,
ფართოვდებოდა, საშინელი ზომის ხდებოდა..., ჰოდა, მაშინაც
ყვირილი უნდებოდა.
სიგიჟე სულ თავს დასტრიალებდა, ძვირიანი რესტორნის
მოწადინებული ოფიციანტივით (კლიენტს სიგარეტის მოკიდე-
ბა ან სასმისის შევსება არ დასჭირდესო). კუტაპენს ძალიან
შურდა იმ გიჟებისა, სიარული რომ შეეძლოთ. ეჭვიც არ ეპარე-
ბოდა, რომ სრულიად ხელსაყრელი და სამართლიანი გარიგე-
ბა იქნებოდა, თუკი ვინმე, სულიერი სიჯანსაღის სანაცვლოდ,
მოარულ ფეხებს შესთავაზებდა.

ტყუპებმა ნავი ხმაურით დაუშვეს მიწაზე და ქოხიდან მომა-


ვალი ხმაც მაშინვე დადუმდა.
კუტაპენი არავის ელოდა.
ესტამ და რაჰელმა ოდნავ შეღებული კარი ბოლომდე შე-
აღეს და ქოხში შევიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაბლები
იყვნენ, შიგნით შესასვლელად მაინც დასჭირდათ წელში მოხ-
რა. ბზიკი გარეთ დარჩა და იქ ელოდებოდა, ლამპაზე შემომ-
ჯდარი.
– ჩვენა ვართ.
ოთახი ჩაბნელებული და სუფთა იყო. შიგნით თევზის კარი-
სა და დამწვარი შეშის სუნი ტრიალებდა. სიცხე ისე აჰკიდებო-
და იქ მდებარე ყველა ნივთს, როგორც ტროპიკული ციების
მსუბუქი ფორმა. მაგრამ მიწის იატაკი, რაჰელის ფეხშიშველა
ფეხებქვეშ, მაინც საკმაოდ გრილი დარჩენილიყო. ველუტას
და ველია პააპანის აკეცილი ქვეშაგები კედელთან იდო. თოკ-
ზე სარეცხი შრებოდა. ხის დაბალ, სამზარეულოს თაროზე გა-
მომწვარი თიხის ქვაბები, ქოქოსის ნაჭუჭისაგან გამოთლილი
ჩამჩები და სამი მოჭიქული თეფში იდო, მუქი ლურჯი არშიით.

299 მკითხველთა ლიგა


ზრდასრულ ადამიანს წელში გამართული დგომა მხოლოდ
ოთახის შუაგულში შეეძლო, კედლებთან ახლოს კი უკვე აღარ.
მეორე დაბალი კარი უკანა ეზოში გადიოდა. იმ ეზოშიც ბანა-
ნები იზრდებოდა, მათ უკან კი, ოდნავ მოშორებით, მდინარე
მოჩანდა. ამავე ეზოში გაეწყოთ სადურგლო სახელოსნოც.
ქოხში არც გასაღებები იყო და არც ჩასაკეტი კარადები.
შავი კრუხი უკანა ეზოში გაბრძანდა და უაზროდ დაიწყო მი-
წის ქექვა იმ ადგილას, სადაც ნიავი ბურბუშელას ქერა თმის
კულულებს უფრიალებდა. იმ ბურბუშელას შემხედვარე, იფიქ-
რებდი, რკინა-კავეულის დიეტაზე დაუსვამთ და ბლომად მო-
უმარაგებიათ მისთვის რკინის საკეტები, ლურსმნები, ჭანჭიკე-
ბი და ძველი ქანჩებიო.
– აიო! მონ! მოლ! გეგონათ, კუტაპენი უკვე კაცი კი არა,
კარტოფილის ტომარააო, არა? – წარმოთქვა შეწუხებულმა,
თითქოს სხეულიდან მოწყვეტილმა ხმამ.
ტყუპებმა თავიდან სიბნელეს თვალი ვერ შეაჩვიეს, მაგრამ
მერე სიბნელე თანდათან გაიფანტა და საწოლს მიჯაჭვული კუ-
ტაპენი წარმოაჩინა – ბნელეთის ოფლიანი ჯინი. თვალის
თეთრი გარსი მუქი ყვითელი ფერისა ჰქონდა. ფეხის გულები
(წოლისაგან მთლად დარბილებული) იმ ზეწრიდან გამოს-
ჩროდა, რომელიც ფეხებზე ეფარა. ფეხისგულებზე ჯერაც მო-
ნარინჯისფრო ფერი დაჰკრავდა, წითელ თიხნარზე მრავალ-
წლიანი სიარულის უტყუარი ნიშანი. კოჭებთან რუხი კოჟრები
აჯდა – იმ ბაწრების ნაკვალევი, რომლებსაც პარავანები ფე-
ხებზე იხვევენ ქოქოსის პალმაზე ასასვლელად.
საწოლის თავთან, კედელზე, ქრისტეს გამოსახულებიანი
კალენდარი ეკიდა. მაცხოვარს თაგვისფერი თმა, წითლად და-
ფერილი ტუჩები და აღაჟღაჟებული ღაწვები ჰქონდა. მისი აბ-
რიალებული, ძვირფასი თვლებით მოჭედილი გული პირდა-
პირ ტანსაცმლიდან ჰფენდა ნათელს გარემოს. კალენდრის

300 მკითხველთა ლიგა


ქვედა ნაწილი (დღეების ჩამონათვალით) ფენოვან ქვედატანს
წააგავდა. ქრისტე მინი-ქვედატანში, თორმეტფენიანში, თითო
ფენით წელიწადის თითო თვისათვის. ყველა თვის ფენა ად-
გილზე იყო, არც ერთი არ მოეხიათ.
აქ აიემენემის სახლიდან წამოღებული სხვა ნივთიც ბევრი
იყო, ზოგი ნაჩუქარი და ზოგიც ნაგვიდან ამოღებული. მდიდ-
რული ნივთები ღარიბულ ქოხში. კედლის გაფუჭებული საათი.
ქაღალდების ჩასაყრელი ლითონის ურნა, ყვავილიანი ნახა-
ტით. პაპაჩის ძველი საცხენოსნო ჩექმები (ყავისფერი, ალაგ-
ალაგ მწვანე ხავსით დაფარული), რომლებშიც ჯერ კიდევ იდო
ჩექმის კალაპოტები. ორცხობილას რკინის კოლოფები, ინ-
გლისური ციხესიმაგრეების ბრწყინვალე გამოსახულებებითა
და მათ ფონზე მიხატული გამოპრანჭული ბანოვანებით.
ქრისტესკალენდრის გვერდით ის ფერადი სურათი ეკიდა,
რომელიც ციცქნა-კოჩამამ ნაგავში მოისროლა ზედ გაჩენილი
ზეთის ლაქის გამო. სურათზე აცრემლებული ქერათმიანი გო-
გონა იყო გამოსახული, რომელიც წერილს წერდა. ქვეშ მიწე-
რილი წარწერა ამბობდა: გწერ, რომ გითხრა, რარიგ მენატრე-
ბი! იფიქრებდი, ეს-ესაა თმა შესჭრეს და სწორედ მის ქერა კუ-
ლულებს აფრიალებს უკანა ეზოში, ველუტას სახელოსნოსთან
მონავარდე ნიავიო.
რეცხვისაგან მთლად გაცრეცილი ზეწრიდან, რომელიც კუ-
ტაპენს ეხურა, თეთრი პლასტიკის მილი ეშვებოდა. მისი ბო-
ლო იმ ბოთლში ჩაედოთ, რომელშიც ყვითელი, კარიდან შე-
მოჭრილ მზის სხივზე აელვარებული სითხე იდგა. იმ სითხემ
უსიტყვო პასუხი გასცა რაჰელის გონებაში აღმოცენებულ სა-
ჩოთირო შეკითხვას. რაჰელმა ლითონის ჭიქით თიხის ჭურ-
ჭლიდან წყალი ამოიღო და ჭიქა კუტაპენს გაუწოდა. ზეპირად
იცოდა, ქოხში სად რა იდო. კუტაპენმა თავი წამოსწია და წყა-
ლი მოსვა. ნახევარი სულ ნიკაპზე ჩამოეწუწა.

301 მკითხველთა ლიგა


ტყუპები ისე ჩაცუცქდნენ, როგორც აიემენემის ბაზრის ჭო-
რიკანებმა იციან ხოლმე.
ცოტა ხანს სამივე ჩუმად იყო – კუტაპენი უძრაობაში ჩაიძი-
რა, ტყუპები კი – თავიანთ ნავზე ფიქრებში.
– ჩაკო-საარის გოგო ჩამოვიდა, არა? – იკითხა ბოლოს კუ-
ტაპენმა.
– ალბათ, – მოკლედ მოუჭრა რაჰელმა.
– და ახლა სად არის?
– არ ვიცით, სადმე იქნება.
– აქ არ მოიყვანთ, არ მაჩვენებთ?
– არა, – უპასუხა რაჰელმა.
– რატომ?
– გარეთ არ უშვებენ. ძალიან აზიზია... რომ დაისვაროს, ეგ-
რევე მოკვდება.
– გასაგებია.
– არც აქ გამოუშვებენ და სანახავიც ბევრი არაფერია. ჩვე-
ულებრივი თმა, ფეხები, კბილები და ასე შემდეგ; მოკლედ,
შენც იცი... ერთადერთი, ცოტა მაღალია, – პატარა კომპრო-
მისზე წავიდა ბოლოს რაჰელი.
– მართლა? – თქვა კუტაპენმა, რომელმაც მაშინვე მოტვი-
ნა საქმის ვითარება, – აბა, მაშინ აქ რა ჯანდაბად გვინდა?
– მეც მაგას ვამბობ, – მიუგო რაჰელმა.
– კუტაპა, თუ ვალომს ბზარები აქვს და წყალი შესდის, მისი
შეკეთება ძალიან ძნელია? – იკითხა ესტამ.
– არა მგონია. თუმცა, გააჩნია... და ვისი ვალომია?
– ჩვენი. ჩვენ ვიპოვეთ. გინდა, შეგახედოთ?
ტყუპები კარში გაცვივდნენ და ლოგინად ჩავარდნილს, შე-
სამოწმებლად, ბებერი ნავი შემოუტანეს. ის ნავი ასწიეს და
მწოლიარეს თავზე სახურავივით აღუმართეს. კუტაპენს ნავი-
დან გამოჟონილმა წყალმა ოდნავ დააწვიმა.

302 მკითხველთა ლიგა


– ჯერ ის უნდა დავადგინოთ, სად გასდის და ის ადგილი
ამოვქოლოთ, – თქვა კუტაპენმა.
– მერე ზუმფარით უნდა გადავხეხოთ და გავაპრიალოთ –
წამოიძახა ესტამ.
– მერე ნიჩბები, – დაუმატა რაჰელმა.
– ჰო, მერე ნიჩბები, – დაეთანხმა ესტა.
– მერე კი წყალში ჩავუშვებთ და ჰერი-ჰერი! – დასცდა რა-
ჰელს.
– საით გაგიწევიათ? – დაინტერესდა კუტაპენი.
– არსაით. უბრალოდ, ვისეირნებთ ხოლმე, – სასხვათაშო-
რისოდ აღნიშნა ესტამ.
– ოღონდ სისულელე არაფერი ჩაიდინოთ, ფრთხილად
იყავით. ეს ჩვენი მდინარე ისეთი არ არის, როგორიც შორიდან
გვეჩვენება, – თქვა კუტაპენმა.
– და როგორი გვეჩვენება?
– როგორი და, ვითომ ერთი პატარა, ღვთისმოსავი ამუმაა;
კეთილი, წესიერი და სუფთა ქალბატონი, საუზმედ ბრინჯის
კვერებს რომ მიირთმევს, სადილად კი – თევზსა და წყალწყა-
ლა ფაფას..., შემომხედეთ, არაფერს ვაშავებო, აქეთ-იქით
თვალებს არ ვაცეცებ, სხვის საქმეებში ცხვირს არა ვყოფო.
– სინამდვილეში როგორია?
– სინამდვილეში ველურია... ღამღამობით მესმის, როგორ
დაგრიალებს ხოლმე მთვარის შუქზე, სულ სადღაც მიეჩქარე-
ბა,... ძალიან საშიშია ვინმეა, იცოდეთ.
– და ჭამით რას ჭამს?
– რას და,... ხორცის მოზრდილ ნაჭრებს, – თქვა კუტაპენმა
და შეეცადა, იმ თვალთმაქცი მდინარისათვის შესაფერისი ინ-
გლისური საჭმელი გაეხსენებინა.
– და ალბათ ანანასის რგოლებს, – უკარნახა რაჰელმა.

303 მკითხველთა ლიგა


– სწორედაც! რგოლებად დაჭრილ ანანასს და ხორცის
მოზრდილ ნაჭრებს... და ბლომად ვისკისაც ურტყამს.
– და ბრენდის.
– ბრენდისაც, აბა, რა.
– და თვალებსაც მარჯვნივ-მარცხნივ აცეცებს.
– აცეცებს და ეგრე?!
– და სხვის საქმეებშიც ყოფს ცხვირს...
ესტაფენმა ველუტას სახელოსნოდან რამდენიმე ფიცარი
მოაცუნცულა და ნავს შეუდგა, რომ აქეთ-იქით აღარ ებარბაცა
ოკრობოკრო მიწურ იატაკზე. მერე რაჰელს ქოქოსის კაკლის
ნაჭუჭისგან გაკეთებული, გრძელტარიანი ჩამჩა მიაწოდა, ნავ-
ში ჩასხდნენ და, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, მაგრად მოუს-
ვეს ნიჩბები აბობოქრებული მდინარის წყალში.
თან ნიჩბოსანთა ტაი-ტაი-ტაკა ტაი-ტაი-ტომე დასძახეს,
პირდაპირ ძვირფასი თვლებით გაპატიოსნებული მაცხოვრის
თვალწინ.
ქრისტემ წყალზე კი გაიარა, მაგრამ ხმელეთზე გაცურვა შე-
ეძლო?
თანაც აეროპორტის კაბის შესაფერისი პანტალონის ამა-
რას, თავზე ,,ტოკიოს სიყვარულით’’ დამაგრებული შადრევნი-
თა და ყვითელჩარჩოიანი მზის სათვალით? ანდა ჭვინტიანი
ფეხსაცმლითა და დაყენებული ქოჩრით? ნეტა, ასეთი წარმო-
სახვის უნარი ჰქონდა?
ველუტა დაბრუნდა, რომ ენახა, კუტაპენს რამე ხომ არ
სჭირდებაო. შორიდანვე მოესმა წკრიალა ბავშვური ხმები,
რომლებიც ფიზიოლოგიურ გამოკვლევას აწარმოებდნენ:

მისტერ მაკაკა, საჯდომი რამ აგიწითლა, ნეტა?


მადრასის ფეხსადგილებში მეტირა, ძმებო, დედა.

304 მკითხველთა ლიგა


რამდენიმე ბედნიერი წუთის განმავლობაში, ლიმონფორ-
თოხლის წვენების კაცმა ყვითელკბილება ღიმილი მოიშორა
და თვითონაც მოშორდა. შიშმა მდინარეში ღრმად ჩაყვინთა
და იქ დაიძინა, ძაღლის ფხიზელი ძილით. თუმცა, ნებისმიერ
გაფაჩუნებაზე, შეიძლებოდა უკან ამოეყვინთა და წყალი სა-
შინლად აემღვრია.
ველუტას გაეღიმა, როცა კართან ჩარგული და წითლად აყ-
ვავებული მარქსისტული დროშა დაინახა. შინ შესასვლელად
წელში ორად უნდა მოხრილიყო, ტროპიკების ესკიმოსივით.
ქოხში ბავშვები რომ დაინახა, სუნთქვა შეეკრა. თავიდან ვერ
მიხვდა, რა დაემართა. ამ ბავშვებს ყოველდღე ხედავდა. ისი-
ნი, უნებლიეთ, შეუყვარდა კიდეც. მაგრამ უეცრად ყველაფერი
შეიცვალა... სწორედ ახლა, როცა ისტორიამ სერიოზულად წა-
იფორხილა. სუნთქვა ასე ძალიან ადრე არასდროს გასჭირვე-
ბია.
მისი შვილები, წასჩურჩულმა ჭკუიდან შეშლილმა ჩურ-
ჩულმა.
მისი თვალები, მისი პირი, მისი კბილები.
მისი ბრჭყვიალა, ნაზი კანი.
გაბრაზებულმა სასწრაფოდ უკუაგდო ეს ფიქრი. მაგრამ
აბეზარი ფიქრი ისევ დაბრუნდა და მისი თავის ქალის სიახლო-
ვეს დასკუპდა, ძაღლივით.
– ვა! – შესძახა პატარა სტუმრებს, – ერთი მითხარით, ეს
ნიჩბოსნები ვინ არიან?
– ესტაფენ პაპიჩაჩენ კუტაპენ პიტერ-მონი. მისტერ და მი-
სიზ სასიამოვნოათქვენიგაცნობა, – თქვა რაჰელმა და ველუ-
ტასკენ ჩამჩა გაიწოდა, ხელის ნაცვლად. ველუტამ გამოწ-
ვდილ ჩამჩას ხელი ჩამოართვა და ესტასაც იგივენაირად მი-
ესალმა.
– მითხარით, გეთაყვა, ამ ხომალდს გეზი საით უჭირავს?

305 მკითხველთა ლიგა


– აფრიკისაკენ! – დაიყვირა რაჰელმა.
– ასე ნუ ყვირი, – უთხრა ესტამ.
ველუტამ ნავს შემოუარა. ბავშვებმა მოახსენეს, ეს ნავი ამა
და ამ ადგილას ვიპოვეთო.
– ასე რომ, არავისი არ არის, – თქვა რაჰელმა ოდნავ და-
ეჭვებული ხმით, რადგანაც უცებ იფიქრა, ვაითუ, მაინც ვინმე-
სიაო, – პოლიციაში ხომ არ გავაცხადოთ?
– მორჩი სისულელეებს! – შეუტია ესტამ.
ველუტამ ნავს მოუკაკუნა და ფრჩხილით ერთი ადგილი
ოდნავ გადაფხიკა.
– ხე კარგია, – თქვა მან.
– მაგრამ იძირება, წყალი შესდის, – თქვა ესტამ.
– შეგიძლია, რომ ეს ნავი შეგვიკეთო, ველუტა პაპიჩაჩენ
პიტერ-მონ? – ჰკითხა რაჰელმა.
– ვნახოთ, – თქვა ველუტამ. არ მინდა, მდინარეზე რამე სუ-
ლელური თამაში ითამაშოთ.
– არ ვითამაშებთ, პირობას გაძლევთ. მარტო მაშინ ჩავ-
სხდებით ამ ნავში, თუ შენც იქვე იქნები.
– ჯერ უნდა ვნახოთ, ნაპრალები სადა აქვს, – თქვა ველუ-
ტამ.
– მერე ის ნაპრალები უნდა ამოვავსოთ, – ისე ერთხმად და-
იყვირეს ტყუპებმა, თითქოს გაზეპირებული ლექსის მეორე
სტრიქონს ამბობდნენ.
– რამდენი ხანი დასჭირდება? – დაინტერესდა ესტა.
– ერთი დღე.
– ერთი დღე?! მეგონა, ერთ თვეს იტყოდი!
აღფრთოვანებული ესტა ველუტას შეახტა, ფეხები წელზე
შემოაჭდო და აკოცა.

306 მკითხველთა ლიგა


ზუმფარა ორ თანაბარ ნაწილად გახიეს და ტყუპები თავდა-
დებულ მუშაობას შეუდგნენ, ქვეყნად ყველაფერი გადაავიწ-
ყდათ.
ოთახში მტვრის კორიანტელი დადგა. ის მტვერი ყველას
თმასა და წარბებში ჩააკვდა. კუტაპენს ღრუბელივით წამოად-
გა თავზე, ქრისტეს კი ცხვირწინ დაეფინა, მირთმეული შესაწი-
რივით. ველუტა იძულებული გახდა, ბავშვებისთვის ზუმფარა
წაერთმია.
– აქ არა, გარეთ, – თქვა მან.
მერე ნავი ზურგზე მოიკიდა და კარში გაიტანა. ტყუპები
კუდში აედევნენ, საჭმლის მოლოდინში ახვანცალებული ლეკ-
ვებივით. თავიანთ ნავს თვალს არ აშორებდნენ.
ველუტამ ნავი შემაღლებაზე შემოდგა. ნავი, რომელზეც ეს-
ტა იჯდა და რაჰელმა აღმოაჩინა. ბავშვებს აჩვენა, რა მიმარ-
თულებით უნდა ეხეხათ ზედაპირი და ისინიც ენერგიულად შე-
უდგნენ საქმეს. მერე ქოხში შებრუნდა, უკან ადევნებულ შავ
კრუხთან ერთად, რომელიც სულაც არ აპირებდა იქ დარჩე-
ნას, სადაც ის ნავი ეგულებოდა.
ველუტამ რბილი, ბამბის პირსახოცი წყლიან თიხის ჭურ-
ჭელში დაასველა და მაგრად გაწურა (ისე გამეტებით წურავ-
და, თითქოს წყლის კი არა, მიუღებელი ფიქრის ბოლომდე გა-
მოწურვა უნდოდა) და კუტაპენს გაუწოდა კისრისა და პირისა-
ხის გასაწმენდად.
– დემონსტრაციაზე რამე ხომ არ უთქვამთ? – იკითხა კუტა-
პენმა.
– არა, მაგრამ იტყვიან... დამინახეს.
– ნამდვილად?
ველუტამ მხრები აიჩეჩა, ძმას პირსახოცი გამოართვა და
გარეცხა. მერე გაავლო, დაბერტყა და ისე გაწურა, თითქოს
პირსახოცი კი არა, მისი გაჯიუტებული გონება ყოფილიყოს.

307 მკითხველთა ლიგა


ცდილობდა, ამუ როგორმე დაევიწყებინა.
ერთ-ერთი იმათგანია და სხვა არაფერიო, უმტკიცებდა სა-
კუთარ თავს.
მაგრამ ამაოდ.
ამუ რომ იღიმებოდა, ლოყებზე საყვარელი ფოსოები უჩ-
ნდებოდა. თვალებით კი მუდამ სადღაც შორს იყურებოდა.
სიგიჟე ველუტას არსებაში ისტორიაში გაჩენილი პატარა
ბზარიდან შემოიჭრა, და ამას სულ ერთი წამი დასჭირდა.

ორმოცწუთიანი თავდავიწყებით შრომის შემდეგ რაჰელს


მკვდარი საათი გაახსენდა. გაახსენდა და თავქუდმოგლეჯილი
გაიქცა შინისაკენ. მას ძმა და ყვითელი ბზიკიც კუდში აედევ-
ნენ.
ღმერთს ევედრებოდა, ამუ ჯერ გაღვიძებული არ იყოს და
არ მიხვდეს, შინიდან რომ გავიპარეო.

308 მკითხველთა ლიგა


11

წვრილმანების ღმერთი

იმ დღეს, სანამ ეძინა, ამუმ უცნაური სიზმარი ნახა. ერთი ხა-


ლისიანი ცალხელა კაცი დაესიზმრა. ნავთის ლამპის შუქზე ის
ცალი ხელი ამუსთვის წაევლო, მეორის არქონის გამო კი ია-
ტაკზე, მის ირგვლივ მბობღავ აჩრდილებს ვერ იგერიებდა.
იმ აჩრდილებს მხოლოდ თვითონ ხედავდა.
მუცლის კუნთები დაძაბული და მკვეთრი ჰქონდა, შოკო-
ლადის დანაყოფებიან ფილას მიუგავდა.
ამუ თავისკენ მიეზიდა და ნავთის ლამპის შუქზე კანი გადაპ-
რიალებულ ძვირფას ხესავით უბზინავდა.
ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი რამის კეთება შეეძლო.
როცა ხელს ჰკიდებდა, ვერ კოცნიდა; როცა კოცნიდა, ვერ
ხედავდა; როცა ხედავდა, ვერ შეიგრძნობდა.
ამუს შეეძლო, თითებით შეხებოდა მის გლუვ კანს და ეგ-
რძნო, შეხების ადგილას ბუსუსებს როგორ დააყრიდა. შეეძ-
ლო, საკუთარი თითები უფრო გაელაღებინა და ოდნავ ქვემო-
თაც ჩაჰყოლოდნენ მის მკვრივ მუცელს, დაუბრკოლებლად
ესრიალათ რელიეფური შოკოლადის ბორცვებზე და შეხების
ადგილებში დაყრილი ბუსუსების კვალი დაეტოვებინათ; ისე-
თივე, როგორსაც ცარცი ტოვებს ხოლმე დაფაზე, ან ბრინჯის
ნათესებში მონავარდე ქარი; ანდა სულაც ციცქნა რეაქტიული
თვითმფრინავები ეკლესიის ცისფერ კამარაზე. სულ თავისუფ-
ლად შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ არ აკეთებდა. კაცსაც შე-
ეძლო, კანზე შეხებოდა, მაგრამ არც ის ეხებოდა, რადგანაც
ლამპის მიღმა დაგუბებულ სიბნელეში, მათ ირგვლივ, ლითო-
ნის დასაკეცი სკამები დაეწყოთ და იმ სკამებზე ადამიანები ის-
ხდნენ, ალმაცერაშუშებიანი და ჩარჩოს კუთხეებში თვლებ-

309 მკითხველთა ლიგა


ჩასმული მზის სათვალეებით. ისხდნენ და გაფაციცებით შეს-
ცქეროდნენ. ყბასთან ყველას მბზინავი ვიოლინო მოემარჯვე-
ბინა და ხემიც ერთნაირი კუთხით ეჭირათ ჰაერში გაშეშებუ-
ლი, მოხრილი ხელით. ყველას ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებუ-
ლი – მარცხენა მარჯვენაზე – და მარცხენა ფეხს ყველა ერ-
თნაირად აცანცარებდა.
ზოგს გაზეთიც ეჭირა, ზოგსაც – არა. ზოგი ფურთხის ბუშ-
ტებს ბერავდა, ზოგიც – არა. ნავთის ლამპის ცეცხლოვან ენას
კი ყველა სათვალე ერთნაირად ირეკლავდა.
სკამებს მიღმა ლურჯი ბოთლის ნამსხვრევებით დაბინძუ-
რებული ზღვის ნაპირი მოჩანდა. ზღვის ჩუმ ტალღებს ახალი
დასამსხვრევი ლურჯი ბოთლები გამოჰქონდათ ნაპირზე, ძვე-
ლები კი თან მიჰქონდათ უკან დახევისას. ირგვლივ მხოლოდ
ბოთლების ერთმანეთზე მიჭახუნების ხმა ისმოდა. იქვე, ქა-
რაფზე, ზღვიდან მომავალი მოიასამნისფრო შუქსხივით განა-
თებული წითელი ხის სარწეველა სკამი ეგდო, მთლად ნაფო-
ტებად ქცეული.
თავად ზღვის წყალი შავი იყო, ნაპირთან მომდგარი მწვანე,
ნარწყევისფერი ქაფით.
თევზები ბოთლების ნამსხვრევებს ყლაპავდნენ.
ღამე იდაყვებით ჩამოჰყრდნობოდა წყლის ზედაპირს და
ცით მოწყვეტილ ვარსკვლავებს ფეხი უსხლტებოდათ მის მოხ-
რილ, ქერცლიან მხრებზე.
ზეცა ფარვანებით იყო მოჭედილი და გაცისკროვნებული,
მთვარე კი არსად ჩანდა.
კაცს იმ ცალი ხელით ცურვა შეეძლო, თვითონ კი – ორივე-
თი.
კანი მარილიანი ჰქონდათ, ერთსაც და მეორესაც.

310 მკითხველთა ლიგა


კაცი ქვიშიან ნაპირზე კვალს არ ტოვებდა, არც პატარ-პა-
ტარა ჭავლებს წყლის ზედაპირზე და არც ანარეკლს სარკეებ-
ში.
ქალს შეეძლო, ხელით შეხებოდა, მაგრამ არ ეხებოდა. უბ-
რალოდ, ერთად იდგნენ.
უძრავად.
და მხოლოდ კანით ეხებოდნენ ერთმანეთს.
ფერადმა, მტვრიანმა სიომ დაქროლა, ქალს თმა აუწეწა და
შალივით შემოახურა კაცს იმ მკლავმოკვეთილ მხარზე,
მკვეთრად რომ ბოლოვდებოდა, ციცაბო ქარაფივით.

უცებ საიდანღაც წითელი ძროხა მოვიდა, გაძვალტყავებუ-


ლი, სიგამხდრით ამომჯდარი თეძოს ძვლებით. ძროხა პირდა-
პირ ზღვაში გადაეშვა და უკანმოუხედავად, რქებდაუსველებ-
ლად გაცურა.
მთლად გათარანებული ამუ ღრმა ძილიდან დამძიმებული,
მთრთოლარე ფრთების უძლური ფრთხიალით, ძლივძლივო-
ბით ამოფარფატდა და ზედ ძილ-ღვიძილის გასაყართან შე-
ჩერდა, ცოტა სული რომ მოეთქვა.
ლოყებზე ჯვარედინი ნაქარგით ამოქარგული ლურჯი ყვა-
ვილები მკვიდრად ჰქონდა აღბეჭდილი.
იგრძნო, მის სიზმარს შვილების შეშინებული, ორი მუქი
მთვარესავით სახე რომ წამოსდგომოდა თავს და ელოდებო-
და, როდის შეუშვებდნენ შიგნით.
– როგორ გგონია, მართლა ხომ არ კვდება? – ჩაესმა შეშ-
ფოთებული რაჰელის ჩურჩული.
– არა, უბრალოდ, შუადღის კოშმარი ესიზმრება, – უპასუხა
აზრიანმა ესტამ, – სიზმრები ხშირად ესიზმრება ხოლმე.

311 მკითხველთა ლიგა


როცა ეხებოდა, ვერ ელაპარაკებოდა; როცა ესიყვარულე-
ბოდა, თავს ვეღარ ანებებდა; როცა ლაპარაკობდა, მოსმენა
არ შეეძლო; როცა იბრძოდა, ვერ იმარჯვებდა.
ვინ იყო ის ცალხელა კაცი? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?
დანაკარგების ღმერთი? წვრილმანების ღმერთი? ტანზე დაყ-
რილი ბუსუსებისა და მოულოდნელი ღიმილების ღმერთი? თუ
ლითონის მჟავე სუნის ღმერთი – აი, ისეთის, ხელბორკილებს
რომ უდის ხოლმე და ავტობუსის კონდუქტორს რომ უდიოდა
ხელისგულებზე?

– ხომ არ გავაღვიძოთ? – იკითხა ესტამ.


სქელი ფარდების ნაპრალიდან შემოჭრილი ნაშუადღევის
მზის ფრაგმენტები ამუს იმ მანდარინოვან ტრანზისტორს ეცე-
მოდა, მდინარეზე რომ დაჰქონდა ხოლმე (ის ტრანზისტორი
ზუსტად ისეთივე ფორმისა იყო, როგორიც ის რაღაც, რაც ეს-
ტამ მუსიკის ჰანგების დარბაზში შეიტანა გაწებილი ხელით).
მზემ მცხუნვარე ზოლებად გაანათა ამუს აბურდული თმა.
ამუ არ ჩქარობდა, კვლავაც თავის სიზმარს ამოფარებული
იმალებოდა და არ უნდოდა შიგნით ბავშვების შეშვება.
– ამუ ამბობს, თუ ადამიანს სიზმარი ესიზმრება, უცებ არ უნ-
და გამოაფხიზლოო, – თქვა რაჰელმა, – შეიძლება გულის შე-
ტევა დაემართოსო.
მოკლედ, გადაწყვიტეს, რომ ამუ უცებ და ჯანჯღარით კი
არა, ნელ-ნელა და ფრთხილად გამოეფხიზლებინათ. ამიტომ
მისი ხმაურით შეწუხება დაიწყეს: უჯრებს აღებდნენ, ახველებ-
დნენ, ხმამაღლა ჩურჩულებდნენ, ცოტა წაიღიღინეს კიდეც,
ფეხსაცმელებიც გადააადგილეს და კარადის ჭრიალა კარსაც
მიაგნეს.

312 მკითხველთა ლიგა


მოდუნებული და საკუთარ სიზმარს ჯერ კიდევ ამოფარებუ-
ლი ამუ ბავშვებს უყურებდა და მათ მიმართ უსაზღვრო და
მტკივნეულ სიყვარულს გრძნობდა.
ცალხელა კაცმა ლამპას სული შეუბერა, ჩააქრო და ბოთ-
ლის ნამსხვრევებით დაკბილულ ნაპირს გაუყვა, იმ აჩრდი-
ლებს შეერია, რომლებსაც მხოლოდ თვითონ ხედავდა.
სანაპიროზე ნაკვალევი არ დაუტოვებია.
დასაკეცი სკამები აკეცეს. შავი ზღვა ჩაცხრა, ტალღები გას-
წორდა და გადაუთოვდა, ქაფი ბოთლში ჩაბრუნდა და ბოთლს
საცობი დაეცო.
ღამე დროებით გადაიდო.
ამუმ თვალები გაახილა.
იმ ცალხელა კაცის ხვევნიდან თავის დიზიგოტურ ტყუპე-
ბამდე დიდი მანძილის გამოვლამ მოუწია.
– დღის კოშმარი გესიზმრებოდა, – უთხრა რაჰელმა.
– კოშმარი კი არა, სიზმარი იყო, – მიუგო ამუმ.
– ესტას ეგონა, რომ კვდებოდი.
– ისეთი სევდიანი იყავი, რომ... – თავი იმართლა ესტამ.
– ძალიან ბედნიერი ვიყავი, – თქვა ამუმ და მიხვდა, რომ
მართლაც ასე იყო.
– ამუ, როდესაც ადამიანს ბედნიერება ესიზმრება, ეგ ით-
ვლება? – ჰკითხა ესტამ.
– რა ითვლება?
– აი, ეგ სიზმრად ნანახი ბედნიერება.
ამუ მშვენივრად მიხვდა, რას გულისხმობდა მისი ქოჩორ-
წამხდარი ვაჟი.
იმიტომ, რომ სინამდვილეში მხოლოდ ის ითვლება, რაც
ჩასათვლელია.
მარტივი, სრულიად მყარი ბავშვური სიბრძნე.

313 მკითხველთა ლიგა


ძილში თუ თევზი ჭამე, ითვლება? იმას ნიშნავს, რომ თევზი
მართლაც შეჭამე?
სიზმრის ხალისიანი კაცი, რომელმაც ნაკვალევი არ დატო-
ვა, ითვლებოდა, თუ არ ითვლებოდა?
ამუ თავის მანდარინოვან ტრანზისტორს გადასწვდა და
ჩართო. სიმღერას გადმოსცემდნენ კინოფილმიდან ხამანწკე-
ბი.
ის ფილმი ერთ ღარიბი ოჯახის გოგონაზეა, რომელსაც ძა-
ლით ათხოვებენ ახლომდებარე ნაპირის მეთევზეზე, გოგონას
კი სხვა უყვარს. როცა მეთევზე იგებს, რომ მის ახალშერთულ
ცოლს ძველი საყვარელი აკითხავს, თავისი პატარა ნავით
ზღვაში გადის. იცის, რომ საშინელი ღელვა იწყება, მაგრამ მა-
ინც გადის. ცა თანდათან მოიქუფრება და საშინელი ქარიშხა-
ლი ამოვარდება. ზღვა ერთ დიდ მორევად დაბზრიალდება. შე-
მაშფოთებელი მუსიკის ფონზე მეთევზეს მორევი ჩაითრევს და
დაიხრჩობა.
შეყვარებულები გადაწყვეტენ, ერთად მოიკლან თავი. დი-
ლით მათ ჩახუტებულ გვამებს ნაპირზე გამორიყულებს პო-
ულობენ. მოკლედ, ყველა იღუპება – მეთევზე, მისი ცოლი,
ცოლის საყვარელი და ზვიგენი, რომელიც მთელ ამ ამბავში
მნიშვნელოვან როლს სულაც არ ასრულებს, მაგრამ მაინც.
აბობოქრებული სტიქია არავის ინდობს.
მზის ფრაგმენტებით გაწყობილ, ლურჯად მოქარგულ ბინ-
დში ამუმ (ნამძინარევ ლოყებზე აღბეჭდილი ნაქარგი ყვავი-
ლებითა და აქეთ-იქიდან შემოწყობილი ტყუპებით) ღიღინით
ააყოლა ხმა მანდარინოვანი ტრანზისტორის მელოდიას. მერე
სამივე აჰყვა იმ სიმღერას, მეთევზეების ცოლები რომ უმღერი-
ან ფილმში სევდიან პატარძალს არასაყვარელ კაცზე გათხო-
ვების წინ.

314 მკითხველთა ლიგა


პანდორუ მუკუვან მუტინუ პოი,
(ერთხელ მეთევზე გავიდა ზღვაში)
პადინჯარან კატადუ მუნგი პოი,
(ქარმა დაბერა, ზღვამ ნავი შთანთქა).

აეროპორტის ფერიას კაბა ეულად იდგა ოთახის შუაგულ-


ში, საკუთარ ფურფუშებში გახევებული და გამყარებული. გა-
რეთ, ეზოში, ახლად გარეცხილი სარის რიგები მზეზე შუშდე-
ბოდნენ. გახამებულები და კრემისფერ-ოქროსფრები. მათ გა-
ხამებულ ნაოჭებში ციცქნა კენჭები შემძვრალიყვნენ, რომლე-
ბიც აუცილებლად უნდა გამოებერტყათ, ვიდრე იმ სარეცხს
დაკეცავდნენ და შინ შეიტანდნენ დასაუთოებლად.

არაიატი პენუ პიჟაჩუ პოი,


(ცოლი ხელიდან წასვლოდა, საწყალს).

ეტუმანურში მაღალი ძაბვის დენმა სპილო მოკლა (კოჩუ-


ტომბანი კი არა, სხვა) და დაწვეს. სამანქანო გზის პირას უზარ-
მაზარი საკრემაციო ცეცხლი დააგიზგიზეს. მუნიციპალიტეტის
ინჟინრებმა მძორს ეშვები მოახერხეს და არაოფიციალურად
გაინაწილეს ერთმანეთში. თანაბრად კი არა, უფროს-უმცრო-
სობის მიხედვით. უკეთ რომ წაჰკიდებოდა ცეცხლი, მძორს
ოთხმოცი ქილა ერბო გადაასხეს. კვამლი ბოლქვებად ადიო-
დაცაში და იქ უცნაურ გამოსახულებებს ხატავდა. იმ გამოსახუ-
ლებების ახსნას კოცონიდან უსაფრთხო დისტანციაზე თავშეყ-
რილი ადამიანები ცდილობდნენ.
ბუზების ნამდვილი შემოსევა იყო.

ავანეი კადალამა კონდუ პოი.


(ჰოდა, საბრალო, ზღვამ შეიფარა).

315 მკითხველთა ლიგა


ახლომახლო ხეები სპილოსთვის წესის აგების ზედამხედ-
ველთა ზედამხედველი სვავებით დაიხუნძლა. იმ სვავებს არ-
ცთუ მთლად უსაფუძვლო იმედი ჰქონდათ, რომ ნარჩენებით
ჩაიტკბარუნებდნენ პირს; ვთქვათ, უზარმაზარი ნაღვლის ბუშ-
ტით ანდა მოხრაკული ელენთით.
არც იმედი გაუცრუვდათ და არც ბოლომდე კმაყოფილები
დარჩნენ.

ამუმ შენიშნა, რომ მისი ტყუპები ძალიან წვრილი მტვრით


იყვნენ დაფარულები. ტორტის იმ ორ არათანაბარ ნაჭერს
ჰგავდნენ, შაქრის ფხვნილი რომ აქვთ მოყრილი. რაჰელს კუპ-
რისფერ ხვეულებში ერთი ქერა ხვეული მოუჩანდა. ველუტას
უკანა ეზოდან გამოყოლილი კულული. ამუმ ის კულული სას-
წრაფოდ ამოაცალა.
– რამდენჯერ გითხარით, იმასთან ნუ დადიხართ-მეთქი!
მოისვენეთ, სანამ უსიამოვნებაში არ გახვეულხართ!
მაგრამ არ დაუზუსტებია, რა ტიპის უსიამოვნებას გულის-
ხმობდა. არ იცოდა და იმიტომ.
რაღაცამ, ალბათ იმან, რომ მისი სახელი არ ახსენა, ამუს
აგრძნობინა, რომ ველუტა იმ ჯვარედინი ლურჯი ნაქარგით
მოქარგული დღის აბურდულ განწყობასა და ტრანზისტორის
სიმღერის შინაარსში ჩართო. იმან, რომ მისი სახელი არ ახსე-
ნა, აფიქრებინა, რომ სიზმარსა და ცხადს შორის ერთგვარი
ხელშეკრულება დაიდო, და რომ იმ ხელშეკრულების შუამავ-
ლები, მისი წარმატებით მოლოგინების ბებიაქალები, სადურ-
გლო სამუშაოების მტვრით დაფარული დიზიგოტური ტყუპები
აღმოჩნდნენ ან მომავალში აღმოჩნდებოდნენ.
იცოდა, ვინც ბრძანდებოდა ის დანაკარგის თუ წვრილმანე-
ბის ღმერთი, დასტურ იცოდა.

316 მკითხველთა ლიგა


მანდარინოვანი ტრანზისტორი გამორთო. ნაშუადღევის
სიჩუმეში (დღის სინათლის ფრაგმენტებით რომ იყო მოვარა-
ყებული) ბავშვები მისი სხეულის სითბოში შეყუჟულიყვნენ.
მის სურნელში ჩაფლულიყვნენ. თავები მისი თმით დაეფარათ.
რაღაცნაირად გრძნობდნენ, რომ სიზმარში დედა ძალიან
შორს გაექცათ და ახლა ცდილობდნენ, როგორმე უკან გამო-
ეხმოთ. პატარა ხელისგულებს გლუვ მუცელზე უთათუნებ-
დნენ, იმ შიშველ შუალედზე, ჟილეტსა და ქვედატანს შორის
რომ ეგულებოდათ. მოსწონდათ, რომ ხელებზე კანი ისეთივე
მუქი შეფერილობისა ჰქონდათ, როგორიც დედის მუცელი
იყო.
– ესტა, უყურე! – წამოიძახა რაჰელმა, რომელიც თითს
აყოლებდა დედის ჭიპქვეშ სამხრეთით მიმავალი ნაზი ღინ-
ღლის ზოლს.
– აი, აქ გირტყამდითწიხლებს, – თქვა ესტამ და მუცლის
ერთ მოუხელთებელ სტრიას თითით გაეკიდა.
– ავტობუსში, არა, ამუ?
– მიხვეულ-მოხვეულ გზებზე?
– შენი მუცელი ბაბას ეჭირა?
– ბილეთები იყიდეთ?
– მაგრა გტკენდით?
და მერე უცებ, სასხვათაშორისოდ, რაჰელმა იკითხა:
– როგორ გგონია, ჩვენი მისამართი ხომ არ დაკარგა?
ამუს წამით შეკრულმა სუნთქვამ ესტა აიძულა, შუათითი
რაჰელის შუათითზე დაედო. ჰოდა, დედის მშვენიერ მუცელზე
ასე თითებმიდებულებმა აღძრულ თემას სასწრაფოდ გადაუხ-
ვიეს.
– ეს ესტას წიხლის ნაკვალევია, ეს კი – ჩემი, – თქვა რა-
ჰელმა, – აი, კიდევ ესტასი და კიდევ ჩემი!

317 მკითხველთა ლიგა


დედის შვიდი მოუხელთებელი, ციცქნა, მოვერცხლისფრო
სტრია ერთმანეთში გადაინაწილეს. მერე რაჰელი დედას მუ-
ცელზე დააკვდა და კანი ამოსწოვა. მერე თავი აიღო, რომ დე-
დის კანზე დარჩენილი საკუთარი ნერწყვის მბზინავი ოვალი-
თა და კბილების ვარდისფერი ნაკვალევით დამტკბარიყო.
ამუ შვილის კოცნის გამჭვირვალობამ გააოგნა. კოცნა კი
არა, ლამის გაპრიალებული მინა იყო, სრულიად დაუბინძურე-
ბელი ვნებითა და სურვილით – იმ წყვილი ნაგაზით, ჯერ კიდევ
რომ თვლემდნენ ბავშვების სულში და მათ გაზრდას ელოდე-
ბოდნენ. ის კოცნა იყო, რომელიც საპასუხო კოცნას არ ითხოვ-
და.
სრულიად არ ჰგავდა იმ დაბინდულ კოცნას, რომელიც უამ-
რავ კითხვას აღძრავს და უამრავ პასუხს ითხოვს, სიზმრის ხა-
ლისიანი, ცალხელა კაცის კოცნისა არ იყოს.
ამუ დაღალა მისი სხეულის დაუსრულებელმა, ბავშვურად
მესაკუთრულმა ჯმუჯნამ. საკუთარი სხეულის უკან დაბრუნება
მოუნდა. ეს სხეული ხომ მისი იყო, ბოლოს და ბოლოს. ბავშვე-
ბი ისე მოიშორა, წამოწოლილი ძუკნა რომ იშორებს ხოლმე
აბეზარ ლეკვებს. საწოლზე წამოჯდა და თმა შეიკრა. მერე ად-
გა, ფანჯარასთან მივიდა და ფარდები გადასწია.
ნაშუადღევის მზის დამრეცმა სხივებმა ოთახი წალეკეს და
საწოლზე უდედოდ დარჩენილი ტყუპები გაანათეს.
ტყუპებმა გაიგონეს, როგორ გაჩხაკუნდა საკეტი აბაზანაში
შესული ამუს ზურგს უკან.
ჩხაკ.
ამუმ სააბაზანოს კარზე დაკიდებულ გრძელ სარკეში ჩაიხე-
და და იქ მის დასაცინად მოვლენილი საკუთარი მომავლის ხა-
ტი დაინახა. დაჩამიჩებული. ჭაღარა. თვალებჩამოღვენთილი.
დანაოჭებულ და ჩაცვენილ ლოყებზე შემხმარი ჯვარედინით

318 მკითხველთა ლიგა


ამოქარგული ვარდების ანაბეჭდით. სველიწინდებივით დამ-
ძიმებული და მოჩვარული მკერდით. ფეხებშუა თოვლივით
თეთრი და მყიფე ბალნით – შეთხელებული, მკვდარი თმით,
რომელიც დაპრესილი გვიმრასავით იქუცებოდა და იფშვნე-
ბოდა.
სიბერისაგან გამომშრალი კანი ქერტლივით სცვიოდა ტა-
ნიდან.
შეძრწუნდა და ტანში გასცრა.
იმ ცხელ ნაშუადღევს, ცხოვრების დაისის ტანში გამცრელი
შეგრძნება მოეძალა. გრძნობდა, რომ მისი ბედის ფიალა უკვე
პირთამდე ამოვსებულიყო ქვიშით; რომ ჰაერი, ცა, ხეები, მზე,
წვიმა, ნათელი და ბნელი – ყველაფერი ნელ-ნელა ქვიშად ექ-
ცეოდა და ის ქვიშა ნესტოებს, პირსა და ფილტვებს ამოუვსებ-
და; მერე თანდათან მასაც შეისრუტავდა, დაძირავდა და ზედა-
პირზე მხოლოდ ქვიშის ძაბრს დაატოვებინებდა – ზუსტად ისე-
თს, ქვიშაში ჩამარხული კიბორჩხალები რომ ტოვებენ ხოლმე
მდინარის ნაპირზე.
ტანსაცმელი გაიძრო და ერთი ძუძუს ქვეშ კბილის წითელი
ჯაგრისი ამოიდო. აინტერესებდა, გამიჩერდება, თუ არაო. არ
გაუჩერდა... ხელით რომ გაისინჯა, კანი ჯერ კიდევ მკვრივი და
გლუვი ჰქონდა. თითებში მოქცეული ძუძუს კერტი პატარა შავი
თხილივით გაუმაგრდა, მოეპრუწა და მკერდის რბილი კანი
მოუჭიმა. მის მუცელზე ნაზი ღინღლის წვრილი ზოლი ლამა-
ზად ეშვებოდა ჭიპიდან ბოქვენის შავი სამკუთხედისკენ – იმ
ისრისკენ, მიმართულებას რომ აძლევს ხოლმე გზააბნეულ
მგზავრს, გამოუცდელ საყვარელს.
თმა ჩამოიშალა და შეტრიალდა, რომ დაენახა, რამსიგრძე
გამეზარდაო. თმა (შიგნით უფრო ნაზი და ზედაპირისკენ უფრო
უხეში ღერებით) ზურგზე ტალღებად, კულულებად და წვრილ-
წვრილ ხვეულებად დაეფინა. იმ ადგილამდე მიუწვდა, სადაც

319 მკითხველთა ლიგა


მისი ვიწრო წელი გაფართოებას იწყებდა და თეძოებში გადა-
დიოდა. სააბაზანოში ძალიან ცხელოდა. ოფლის წვრილ-
წვრილმა, ალმასივით ბრჭყვიალა წვეთებმა მთელ სხეულზე
დააყარა. მერე ის წვეთები გამსხვილდა, კანს მოსწყდა და პა-
ტარა ნაკადულებად ჩამოეწურა ხერხემალზე. ამუმ კრიტიკუ-
ლი თვალი შეავლო თავის მრგვალ, ოდნავ მძიმე დუნდუ-
ლებს... არა, თავისთავად დუნდულები დიდი სულაც არ ჰქონ-
და, დიდი per se (როგორც ამას ოქსფორდის კურსდამთავრე-
ბული ჩაკო იტყოდა); უბრალოდ, წვრილი წელისა და სიფრი-
ფანა აღნაგობის გამო მოუჩანდა დიდი. თითქოს სხვა, უფრო
ვნებიანი სხეულისა უნდა ყოფილიყვნენ.
ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თითოეული მშვენივრად დაიჭერ-
და თითო კბილის ჯაგრისს... ან სულაც ორ-ორს. ამუმ გადაი-
ხარხარა. უცებ წარმოიდგინა, მთლად დედიშობილას რომ ევ-
ლო აიემენემის ქუჩებში, დუნდულებში ამოჩრილი კბილის ფე-
რად-ფერადი ჯაგრისებით. მაგრამ ხარხარი მყისვე ჩაიხშო,
რადგანაც დაინახა, სიგიჟემ როგორ მოულოდნელად გამო-
ჟონა თავდაცობილი ბოთლიდან და, უზომოდ გახალისებული,
როგორი პრანჭვა-გრეხით დაშლიგინებდა მთელ სააბაზანო-
ში.
ამუს სიგიჟისა ძალიან ეშინოდა.
მამაჩი ამბობდა, ჩვენს საგვარეულოში სიგიჟის შემთხვევე-
ბი ხშირად იჩენდა ხოლმე თავსო. მოულოდნელად დაატყდე-
ბოდა ადამიანებს და ვერც ვერაფრით შველოდნენო. ერთი
ასეთი გიჟი პატილ-ამაი33 ყოფილა, რომელიც სამოცდახუთი
წლის ასაკში დედიშობილა დარბოდა თურმემდინარისპირას
და თევზებს უმღეროდა. კიდევ ტამბი-ჩაჩენიც34 ჰყოლიათ, რო-

33
დედილო პატილი
34
ძმა ტამბი

320 მკითხველთა ლიგა


მელიც საქსოვი ჩხირით, ყოველ ცისმარე, საკუთარ განავალ-
ში იქექებოდა, მრავალი წლის წინ გადაყლაპული ოქროს კბი-
ლის პოვნის იმედით. ერთიც დოქტორი მუტაჩენი ყოფილა,
რომელიც საკუთარ ქორწილშივე გაუკოჭიათ და ისე გაუქანე-
ბიათ საგიჟეთში. ვინ იცის, ეგებ მომდევნო თაობებს ეთქვათ,
კიდევ ერთიც ამუ ბრძანდებოდა, ამუ აიპი, რომელიც ბენგა-
ლიელს მისთხოვდა, მერე გაგიჟდა და სულ მთლად ახალგაზ-
რდა მოკვდა სადღაც გადაკარგულში, ერთ ბინძურ სოროშიო.
ჩაკო ამბობდა, სირიელ მართლმადიდებლებში სიგიჟის
ასეთ გახშირებას ინბრიდინგს უნდა ვუმადლოდეთო. მამაჩი
ამბობდა, რა სისულელეაო.
ამუმ მძიმე თმა ზურგიდან აიკრიფა, სახეზე შემოიხვია და
ახლა თმის ღრიჭოებიდან გახედა საკუთარი სიბერისა და სიკ-
ვდილისაკენ მიმავალ გზას. ისე გახედა, როგორც შუა საუკუ-
ნეებში გახედავდა ხოლმე ჯალათი, თავის წოწოლა შავ კაპიუ-
შონში ამოჭრილი სათვალთვალო ღრიჭოებიდან, საკუთარ
სამსხვერპლოს. ტანკენარი, შიშველი ჯალათი, ძუძუს მუქი
კერტებითა და საყვარელი ფოსოებით ლოყებზე; მუცელზე
შვიდი ვერცხლისფერი სტრიით, რომელიც საყოველთაო, წა-
გებული ომის დროს სანთლის შუქზე გაჩენილმა ტყუპებმა და-
უტოვეს.
ამუს ის კი არ აშინებდა, რაც იმ გზის ბოლოს ეგულებოდა,
არამედ თავად გზა. იმ გზაზე არც გზისპირა ნიშნები იყო, გან-
ვლილი და გასავლელი მანძილი რომ აეზომა; არც ხეები; არც
არანაირი მცენარეული საფარი, ფოთლებისაგან დაფენილი
ხალებიანი ჩრდილით, რომელსაც თავს შეაფარებდა; არც ბუ-
რუსი, რომელშიც გაეხვეოდა; არც ჩიტები, მის თავზე რომ ეფ-
რინათ; არც მოსახვევები, არც გადასახვევები და არც ვირაჟე-
ბი, რომლებიც ოდნავ მაინც გაურთულებდა გზის დასასრულის
დანახვას. ეს ყველაფერი თავზარს სცემდა, რადგანაც ის ქალი

321 მკითხველთა ლიგა


არ იყო, მომავლის განჭვრეტა და მკითხაობა რომ უყვართ.
მომავალი ძალიან აშინებდა. ამიტომ, მისთვის ვინმეს ერთი
სურვილის ჩათქმა და ახდენა რომ შეეთავაზებინა, ის ,,ნურა-
ფერი მეცოდინებას’’ ჩაუთქვამდა. არ უნდოდა, სცოდნოდა,
რას უქადდა ხვალინდელი დღე, ანდა სად ამოყოფდა თავს ერ-
თი თვის, ერთი წლის თუ ათი წლის შემდეგ. არ უნდოდა,
სცოდნოდა, გზაზე გამოჩენილი მოსახვევის მიღმა რა დახვდე-
ბოდა. მიუხედავად ამისა, ამუმ ყველაფერი იცოდა, ან ეგონა,
რომ იცოდა, რაც არაფერს ცვლიდა (იმიტომ, რომ თუ სიზმარ-
ში თევზი ჭამე, ესე იგი, თევზი გიჭამია). ის, რაც ამუს ეგონა,
ვიციო, ძმრის მჟავე სუნით ყარდა, იმ ოხშივრით იყო გაჟღენ-
თილი, რომელიც სამოთხის მწნილების ცემენტის კასრებიდან
ამოდიოდა. იმ მომწამვლელი ოხშივრით, რომელიც ახალგაზ-
რდობას ღუპავს და მომავალს გისპობს.
საკუთარ თმაში აბურდული ამუ თავის ანარეკლს მიეყუდა
და შეეცადა, ეტირა. საკუთარი თავი ებრალებოდა; ის წვრილ-
მანების ღმერთიც ებრალებოდა და შაქრის ფხვნილმოყრილი
პატარა ტყუპი-ბებიაქალებიც.
იმ ნაშუადღევს – როცა სააბაზანო ოთახში მოჩურჩულე აწ-
მყო და მომავალი მზაკვრულ გეგმებს აწყობდნენ ამ იდუმალე-
ბით მოსილი ქალის სავალი კურსის მკვეთრად შესაცვლე-
ლად, როცა ველუტას უკანა ეზოში ტყუპებს ძველი ნავი ელო-
დებოდათ, როცა ყვითელ ეკლესიაში ღამურას ღლაპი ის-ის
იყო, იბადებოდა – დედის საძინებელში ესტამ რაჰელის უკა-
ნალზე ყირა გაჭიმა.
იმ საძინებელში, რომელშიც სქელი ლურჯიფარდები ეკიდა
და რომლის ფანჯრებსაც ყვითელი ბზიკები უტევდნენ; საძინე-
ბელში, რომლის კედლებიც მტანჯველი საიდუმლოების მოწ-
მენი გახდებოდნენ.

322 მკითხველთა ლიგა


იმ საძინებელში, სადაც ამუ ჯერ სხვებმა ჩაკეტეს, მერე კი –
თავად ჩაიკეტა; საძინებელში, რომლის კარსაც დარდით ჭკუ-
იდან გადასული ჩაკო შეამტვრევდა სოფი-მოლის დაკრძალ-
ვიდან ოთხი დღის თავზე.
– ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან, სანამ ეგ ძვლები სა-
თითაოდ არ გადაგიმტვრიე!
ჩემი სახლი, ჩემი ანანასები, ჩემი მწნილები.
ამის შემდეგ, წლების განმავლობაში, რაჰელი ერთსა და
იმავე სიზმარს ნახავდა: ქალის ცხედართან დაჩოქილ მსუქან,
სახეწაშლილ კაცს, რომელიც ცხედარს თმას აპუტავდა; ყველა
ძვალს უმტვრევდა, ყველაზე წვრილი (მაგალითად, თითის)
ძვლების ჩათვლით; ყბა-სახის ძვლებს ისეთი ტკაცატკუცი გა-
უდიოდა, როგორიც ფიჩხს. ტკაც-ტკუც – ძვლების მტვრევის
ყრუ ხმა. ფორტეპიანოს კლავიშების სიკვდილით დამსჯელი
პიანისტი; თეთრებისაც და შავებისაც. რაჰელს კი (მიუხედავად
იმისა, რომ მერე, კრემატორიუმში, გაოფლიანებული ხელის-
გულებით ისარგებლებდა და ჩაკოს ხელს გამოსტაცებდა)
ორივე უყვარდა – ფორტეპიანოცა და პიანისტიც.
მკვლელიც და მოკლულიც.
როცა ჩაკო კარს უმტვრევდა, ამუ, აცახცახებული თითების
მოსათოკავად, რაჰელის ბაფთების ბოლოებს ძაფით უხვევდა,
თუმცა მათი ამოხვევა არც იყო საჭირო.
– დამპირდით, რომ ერთიმეორე ყოველთვის გეყვარე-
ბათ, – ეუბნებოდა შვილებს და გულში იკრავდა ორივეს.
– გპირდებით, – უთხრეს ტყუპებმა, რომლებმაც სიტყვები
ვერ იპოვეს და დედას ვერ აუხსნეს, რომ მათში არანაირი ერ-
თიმეორე არ არსებობდა.
ტყუპი წისქვილის ქვა და მათი დედა. დადუმებული დოლა-
ბები. ის, რაც მათ ჩაიდინეს, უკან მოუბრუნდებოდათ და
მთლად გამოშიგნავდა ორივეს. მაგრამ ეს მერე იქნებოდა.

323 მკითხველთა ლიგა


მერრ-რეეე... – დახავსებულ ჭაში ჩამოკრული ზარის ყრუ
ხმა – ფარვანას ბუსუსებიანი ფეხებივით მოსავსავე ბგერები.
იმწამს კი მხოლოდ სრული ქაოსი და შეუსაბამობა მეფობ-
და. თითქოს გარშემო ყველაფერმა დაკარგა აზრი და მხო-
ლოდ შინაარსის ფრაგმენტებიღა დარჩა, ერთმანეთთან სრუ-
ლიად დაუკავშირებელი: ამუს ხელში ნემსის პრიალი; ბაფთის
ფერი; ჯვარედინი ნაქარგით დაქარგული გადასაფარებლის
ფაქტურა; ნელ-ნელა, ლაწალუწით შემომტვრეული კარი –
ცალკეული მოვლენები და საგნები, რომლებმაც აზრი დაკარ-
გეს. თითქოს, მოულოდნელად, ცხოვრებისეული მოვლენები-
სა თუ კოდირებული ნიშნების გამშიფრავმა სააგენტოებმა მუ-
შაობა შეწყვიტეს. იმ სააგენტოებმა, რომლებიც გარკვეულ
ცნებებს ერთმანეთთან აკავშირებენ: გამოსახულებას შინაარ-
სთან, პრიალს სინათლესთან, ფაქტურას ქსოვილთან, ნემსს
ძაფთან, კედლებს ოთახთან, სიყვარულს კი შიშთან, რისხვასა
და სინანულთან.
– აკრიფე შენი ბარგი-ბარხანადამოშორდიაქედან, – თქვა
ჩაკომ, რომელმაც კარის ნამტვრევებზე გადმოაბიჯა და დედა-
შვილებს თავს წამოადგა, ხელში შერჩენილი კარის სახელუ-
რით. მოულოდნელად სრულიად ჩამცხრალიყო საკუთარი
ძალ-ღონით, ფიზიკური სიდიდით, სასტიკი ძალმომრეობითა
და გაუსაძლისი დარდით გაოგნებული.
კარის წითელი ნაფოტებით მოფენილი იატაკი.
გარეგნულად მშვიდსა და შინაგანად აცახცახებულ ამუს
თავისი უაზრო ხელსაქმიდან თავი არ აუწევია. ბაფთებითა და
ფერად-ფერადი ძაფებით სავსე კოლოფი მუხლებზე ედო იმ
ოთახში, სადაც საბოლოოდ დაკარგა ყოველგვარი პირადუ-
ლის ფლობის უფლება.

324 მკითხველთა ლიგა


იმ ოთახში, რომელშიც (მას შემდეგ, რაც ტყუპების სპეცია-
ლისტი ჰიდერაბადიდან პასუხს მოიწერდა) ამუ ესტას პატარა
სამგზავრო სკივრსა და ხაკის ზურგჩანთას
ჩაულაგებდა: თორმეტ უსახელოებო ბამბის მაისურსა და
ამდენსავეს მოკლე სახელოებით. ესტა, შეხედე, აქ შენი სახე-
ლი დავაწერე, მელნით. წინდებს. მოტკეცილ შარვლებს. პე-
რანგებს, წაწვეტებული საყელოთი. ჭვინტიან ბეჟ ფეხსაცმელს
(საიდანაც ბრაზი წამოუბიბინდებოდა ხოლმე). ელვის პრეს-
ლის ჩანაწერებს. კალციუმის გლუკონატს და ვიდალინის სი-
როფს. უფასო ჟირაფს (რომელიც ვიდალინის სიროფს მოჰ-
ყვა). საბავშვო ენციკლოპედიის (1-4) ტომებს. არა, საყვარე-
ლო, იქ მდინარე არ არის და ვერ ითევზავებ. ბიბლიას თეთრი
ტყავის ყდაში, რომელიც ელვით იკვრებოდა, ზედ ჩამოკონ-
წიალებული იმპერიული ენტომოლოგის ამეთვისტოსთვლია-
ნი მანჟეტის საკინძით. წყლის დასალევ კათხას. საპონს. დაბა-
დების დღის საჩუქარს, რომელიც წინასწარ არ უნდა გაეხსნა.
ორმოც მწვანე ფერის წერილის ბლანკს. შეხედე, ესტა, მისა-
მართი ყველას დავაწერე. შენ მხოლოდ სწორად უნდა დაკე-
ცო... აბა, სინჯე და ახლავე დაკეცე ერთი ცალი. ესტა ყურად-
ღებით დააკვირდებოდა ბლანკს, აკურატულად გაკეცავდა იმ
ადგილებში, სადაც აქ გადაკეცეთ ეწერა და დედას იმ ამაყი ღი-
მილით გახედავდა, რომელიც ამუს გულს დაუწყლულებდა.
დამპირდი, რომ მომწერ ხოლმე,... მაშინაც მომწერ, როცა
ახალი არაფერი იქნება!
გპირდები, ეტყოდა ესტა, რომელიც დიდად ვერც გაიაზრებ-
და, მის თავს რა ხდებოდა. აღქმის უნარი ცოტა ხნით დაუქვე-
ითდებოდა ერთბაშად ამხელა ქონების დანახვაზე – ეს ყველა-
ფერი ხომ მისი იქნებოდა და მისი სახელიც კი ეწერებოდა. მა-
ლე ყველაფერს ჩაულაგებდნენ პატარა სკივრში, რომელიც
იატაკზე თავახდილი იდგებოდა.

325 მკითხველთა ლიგა


იმ სახლში, რომელშიც რაჰელი მრავალი წლის შემდეგ
დაბრუნდებოდა და აბაზანაში შიშველ და დამუნჯებულ უცხო
მამაკაცს დაინახავდა, სარეცხის დაბალი ხარისხის ლურჯი
საპნით მრეცხავს.
მაღალს, დაკუნთულს, თაფლისფერკანიანს. თვალებში
ჩამდგარი ოკეანის საიდუმლოებებით. წვიმის ვერცხლისფერი
წვეთით ყურის ბიბილოზე.
ესტაპაპიჩაჩენ კუტაპენ პიტერ-მონს.

326 მკითხველთა ლიგა


12

კოჩუ-ტომბანი

ჩენდას ჰანგები უზარმაზარი სოკოსავით წამოსდგომოდა


თავს ტაძარს და ხაზს უსვამდა ჩამოწოლილი ღამის სიჩუმეს;
უკაცური, სველი გზის სიჩუმეს; თვალებად ქცეული ხეების სი-
ჩუმეს. სუნთქვაშეკრულმა რაჰელმა, ქოქოსის კაკლით ხელ-
ში, მაღალი თეთრი გალავნის ხის ჭიშკრიდან შეაბიჯა ტაძრის
ეზოში.
გალავნის მიღმა ყველაფერი თეთრკედლება, დახავსებუ-
ლი კრამიტით გადახურული და მთვარის შუქით განათებული
იყო. ირგვლივ ახალნაწვიმარი მიწის სუნი ტრიალებდა. შე-
მაღლებულ ქვის ვერანდაზე გაფენილ საფენზე გაძვალტყავე-
ბულ ღვთისმსახურს ეძინა. თავთან მონეტებით სავსე თით-
ბრის სინი ედო. ის სინი კომიქსის იმ დეტალს ჰგავდა, რომე-
ლიც აღწერს ხოლმე, რა ესიზმრება მძინარე პერსონაჟს. ეზო
მთვარეებით იყო მოწუწული. თითოთი წვიმის თითო გუბეში.
კოჩუტომბანს საცერემონიო წრეზე სიარული დაესრულებინა
და ახლა ხის ბოძზე მიბმული იწვა საკუთარი, ჯერ კიდევ ცხელ-
ცხელი სკორის სიახლოვეს. ვალმოხდილსა და ნაწლავებდაც-
ლილს მშვიდად ეძინა. ერთი ეშვი მიწაზე ედო, მეორით კი ვარ-
სკვლავებით მოჭედილ ცაზე უთითებდა. რაჰელი სპილოს ფე-
ხაკრეფით მიუახლოვდა. შენიშნა, რომ ტყავი ახლა ადრინ-
დელზე უფრო დანაოჭებული ჰქონდა. აღარც სახელი კოჩუ-
ტომბანი (ეშვმოკლე) უხდებოდა, რადგანაც ეშვებიც წამოზ-
რდოდა და ველია-ტომბანი (ეშვდიდი) გამხდარიყო. რაჰელმა
ქოქოსის კაკალი ახლოს დაუდო, მიწაზე. ტყავის ერთ-ერთი
ნაოჭი გაიპო და სპილოს ელვარე, წყალწყალა თვალი გამოა-
ჩინა. თვალმა ერთი კი გაიელვა და იქვე დაიხუჭა, გრძელი

327 მკითხველთა ლიგა


წამწამების ძილმორეული, ზანტი ხამხამით. ერთი ეშვი კი ისევ
მოჭედილ ცაზე უთითებდა.

ივნისის თვეში კადჰაკალის წარმოდგენები იშვიათად


იმართება ხოლმე. მაგრამ ზოგიერთ ტაძარს დასი ისე არ ჩაუვ-
ლის, შიგნით წარმოდგენა რომ არ გამართოს. აიემენემის ტა-
ძარი უწინ ასეთ ტაძართა რიცხვს არ ეკუთვნოდა, მაგრამ ბო-
ლო ხანებში, ადგილმდებარეობის გამო, მისმა აქციებმა საგ-
რძნობლად აიწია.
აიემენემის ტაძარში მოცეკვავეები იმ დამცირების ჩამოსა-
რეცხად ცეკვავდნენ, რომელსაც წყვდიადის გულში განიც-
დიდნენ, როდესაც, ლუკმაპურის საშოვნელად, უმოწყალოდ
შეკვეცილ წარმოდგენებს მართავდნენ საცურაო აუზში მოჭ-
ყუმპალავე ტურისტებისთვის.
იქიდან წამოსულები გზად ტაძარში შეივლიდნენ ხოლმე სა-
კუთარ ღმერთებთან მოსაბოდიშებლად. ბოდიშს იხდიდნენ,
მათი დიადი ისტორიების დამახინჯებისათვის, თავდამცირები-
სა და საკუთარი პროფესიის გაფლასებისთვის.
ასეთ დროს მაყურებელთა დასწრება, ცხადია, ძალიანაც
სასურველი იყო, მაგრამ აუცილებლობას არ წარმოადგენდა.
კუტამბალამში – ტაძრის გულში მდებარე განიერ, გადახუ-
რულ, სვეტებიან კორიდორში, სადაც სალამურიანი ლურჯი
ღმერთი ცხოვრობს – მედოლეები დოლზე უკრავდნენ და ის
მოცეკვავეები ცეკვავდნენ, რომელთა სახეებსაც ფერი შეს-
ცვლოდათ სიბნელის დადგომასთან ერთად. რაჰელმა ერთ-
ერთ თეთრ სვეტთან მოირთხა ფეხი და ზურგით სვეტის სიმ-
რგვალეს მიეყრდნო. ქოქოსის ზეთის ლითონის ჭურჭელს ცი-
ალი გაუდიოდა თითბრისჭრაქისშუქზე. ზეთი ჭრაქის პატრუქს
კვებავდა, პატრუქი კი კონტეინერს აციმციმებდა.

328 მკითხველთა ლიგა


ამბის თხრობა უკვე დაწყებულიყო, მაგრამ ამას არსებითი
მნიშვნელობა არ ჰქონდა. კადჰაკალის ტრადიციამ დიდი ხნის
წინ აღმოაჩინა, რომ დიადი ისტორიების საიდუმლო სწორედ
ის არის, რომ მათში არავითარი საიდუმლო არ იმალება. მათი
მთელი ხიბლი ათასჯერ მოსმენილი ამბების ისევ და ისევ მოს-
მენის სურვილის აღძვრაშია. ნებისმიერ წამს შეგიძლია, ამ-
ბავში შეხვიდე და თავი კომფორტულად იგრძნო. ეს ამბები
არც გატყუებენ და არც სიუჟეტის მოულოდნელ განვითარებას
გთავაზობენ. ისეთივე ნაცნობები და მშობლიურები არიან,
როგორიც სახლი, რომელშიც ცხოვრობ, ანდა ახლობელი
ადამიანის კანის სურნელი. წინასწარვე იცი, რით დამთავრდე-
ბა ყველაფერი და მაინც ისე უსმენ, ვითომ არ იცი. მოკლედ, ეს
ყველაფერი იმას ჰგავს, იმთავითვე რომ იცი, ბოლოს სიკვდი-
ლი რომ გიწერია, მაგრამ ისე ცხოვრობ, თითქოს არ იცი. დიად
ისტორიებში წინასწარ არის ცნობილი, ვინ იცოცხლებს, ვინ
მოკვდება, ვინ იპოვის სიყვარულს და ვინ – ვერა,... მაგრამ მა-
ინც გინდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მოისმინო.
სწორედ ეს არის მათი საიდუმლო და ძირითადი ხიბლი.
კადჰაკალის მოცეკვავისთვის ეს ისტორიები საკუთარი
შვილებიცაა და საკუთარი ბავშვობაც. ის მათში იზრდება. ისი-
ნი მისი მშობლიური კერაა, მშობლიური მდელოები, რომლებ-
ზეც კოტრიალებდა. მისი ის სარკმლებია, რომლებიდანაც იყუ-
რება, და რომელიც მსოფლაღქმას უყალიბებს. ამიტომ ამ ის-
ტორიების მოყოლისას მათ ისე ექცევა, როგორც საკუთარ
შვილებს: ცოტას აწვალებს, ცოტას სჯის, ხანაც საპნის ბუშტი-
ვით ბერავს, ან მიწაზე დასცემს და მერე ისევ წამოაყენებს.
ზოგჯერ დასცინის კიდეც, რადგანაც უყვარს. შეუძლია, სულ
რაღაც წამებში მოგატაროს მთელი სამყარო, ანდა სათქმელი
უსასრულოდ გააჯანჯლოს, საათობით გაყურებინოს, როგორ

329 მკითხველთა ლიგა


ჭკნება პატარა ფოთოლი, ან როგორ ეთამაშება მძინარე მა-
იმუნის კუდს; სრულიად ძალდაუტანებლად გადადის სის-
ხლისმღვრელი ომის სცენებიდან იმ ქალის ნეტარების ამსახ-
ველ სურათზე, კლდის წყაროში რომ იბანს თავს; ანდა ავის-
მზრახველი რაკშასას დემონური გზნებიდან აიემენემელი ჭო-
რიკანას იმ გზნებაზე, ახალი, სკანდალური ჭორის გაგონებაზე
რომ ეუფლება; ძუძუთა ჩვილის ჭმევისას დაუფლებული ნაზი,
დედობრივი გრძნობების ასახვიდან კრიშნას მაცდური ღიმი-
ლის ასახვაზე. შეუძლია, ბედნიერებით სავსე ფიალაში სევდის
ნაკუწი აღმოაჩინოს, ანდა დიდების ზღვაში შეცუროს და იქ ერ-
თი სამარცხვინო თევზი დაიჭიროს.
ღმერთების ცხოვრებაზე კი მოგვითხრობს, მაგრამ ამბის
ღერძს ბიწიერ ადამიანურ გულებში პოულობს.
კადჰაკალის მოცეკვავე უმშვენიერესია მამაკაცთა შორის,
რადგანაც მისი სხეული მისივე სულია. ის არის მისი ერთა-
დერთი იარაღი. იმ იარაღს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზ-
ნით, ამბის კარგად თხრობისათვის თლის და რანდავს, აშალა-
შინებს და აპრიალებს სამი წლის ასაკიდან. მისი შეღებილი სა-
ხისა და ფერადოვანი ტანსაცმლის მიღმა კადჰაკალის ნამდვი-
ლი გრძნეულება ცხოვრობს.
მაგრამ ჩვენს დროშიმან სიცოცხლისუნარიანობა დაკარგა.
ისეთივე უსარგებლო გახდა, როგორიც წუნდებული საქონე-
ლი. შვილები აბუჩად იგდებენ. მათ სწორედ ის მოსწონთ, რაც
მათი მამა არ არის. მის თვალწინ იზრდებიან და მერე კანცე-
ლარიის წვრილი მოხელეები ან ავტობუსის კონდუქტორები
ხდებიან – ყველაზე დაბალი რანგის მოსამსახურეები, საკუთა-
რი პროფკავშირებით.
ის საწყალი კი ცასა და მიწას შუა გამოკიდებული რჩება,
ფეხს ვერ უწყობს საკუთარ შვილებს. არ შეუძლია გადაჭედილ

330 მკითხველთა ლიგა


ავტობუსში გზის გაკაფვა, ბილეთების დარიგება და ხურდა ფუ-
ლის დაუსრულებლად თვლა; არც გამოძახებებზე სირბილი
შეუძლია და არც მოწიწებით ოდნავ წელში მოხრილს ჩაის ჭი-
ქებითა და გალეტ ,,მარიათი’’ დატვირთული ლანგრების
აქეთ-იქით ტარება.
ჰოდა, გამწარებული, ტურიზმში ეძებს შვებას. ასე ვთქვათ,
ბაზარზე გადის და თავისი ერთადერთი განძით იწყებს ვაჭრო-
ბას – იმ ისტორიებით, რომლებსაც საკუთარი სხეულით ჰყვე-
ბა.
ადგილობრივი კოლორიტის ნაწილი ხდება.
წყვდიადის გულში ჩამოსული ტურისტები მასხრად იგდებენ
ქარაფშუტული სიშიშვლითა და მოკლევადიანი კონცენტრი-
რების უნარით. დამცირებული მოცეკვავე საკუთარ რისხვას
როგორღაც თოკავს და მათ წინაშე როკვას იწყებს საცოდავი
კაპიკების მისაღებად. მერე იმ კაპიკებით სასმელს ან ადგი-
ლობრივ, კერალურ მოსაწევ ბალახს ყიდულობს. ის ბალახი
ამხიარულებს და მხნეობას მატებს. მერე აიემენემის ტაძარში
მიდის დასის დანარჩენ წევრებთან ერთად და ახლა იქ ცეკ-
ვავს, ღმერთების წინაშე, საკუთარი ცოდვების მოსანანიებ-
ლად.
თეთრ სვეტს მიყრდნობილი რაჰელი (სამომავლო გეგმე-
ბის არმქონე და ყოველგვარი პირადულის ფლობაზე უფლება-
აყრილი) მდინარე განგის ნაპირზე მლოცველ კარნას უყურებ-
და, სინათლის აბჯრით მოსილ კარნას, მზის ღმერთის, სურიას
გულჩათხრობილ ვაჟს; გულუხვ და კეთილ კარნას, ბავშვობა-
ში ბედის ანაბარა მიტოვებულს, მებრძოლთა შორის სწორუ-
პოვარს.
იმ ღამეს კარნა გვარიანად დაბოლილი იყო. დაკემსილი
ქვედატანი და სიძველით გაქუცული ჟილეტი ეცვა. მის გვირ-

331 მკითხველთა ლიგა


გვინს, ძვირფასი თვლების ადგილას, ცარიელი ბუდეები მო-
უჩანდა. ფეხისგულები მთლად დახეთქილი და ისეთი გაქვავე-
ბული ჰქონდა, რომ ზედ თავისუფლად იქრობდა სიგარეტს.
მაგრამ კულისებში გრიმიორებისა და კოსტიუმერების მთე-
ლი ჯარიც რომ დალოდებოდა, ანდა აგენტი რომ ჰყოლოდა,
კონტრაქტი და თითოეული წარმოდგენიდან ასაღები პროცენ-
ტი რომ ჰქონოდა, მაშინ ვინ იქნებოდა? ვინ და უბრალო ბერი-
კა, როლის შემსრულებელი ჩვეულებრივი მსახიობი, მაღალი
შემოსავლით. მაგრამ ნამდვილ კარნად გარდასახვას მო-
ახერხებდა? უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს ფუფუნებაში ჩაფ-
ლული? ფული დამცავი ზღუდესავით ხომ არ აღიმართებოდა
მასა და მის ამბავს შუა? მოახერხებდა კია ამ ამბის გულის
წვდომას, მისი იდუმალების შეცნობას ისე, როგორც ახლა
ახერხებდა?
ალბათ ვერა.
იმ ღამეს ეს ადამიანიძალიანსაშიშიგამხდარიყო. უსაზ-
ღვრო სასოწარკვეთილებას შეეპყრო. ისტორია, რომელსაც
ჰყვებოდა, მისი ის ერთადერთი დამზღვევი ბადე იყო, რომლის
თავზეც მომაკვდინებელ სალტოებს ჭიმავდა, გაკოტრებული
ცირკის ვირტუოზი აკრობატივით. მხოლოდ ის ბადე-ამბავი
იცავდა მოწყვეტისას არენაზე მძიმე ქვასავით ჩამოვარდნისა-
გან; ის იყო მისი ფერი და გზის მანათობელი; ის ჭურჭელი, რო-
მელსაც პირთამდე ავსებდა საკუთარი თავით. ის აძლევდა
ფორმას, მოცულობასა და სტრუქტურას. ის ხედნიდა და მარ-
თავდა. ის იყო მისი სიგიჟე, მისი იმედი, მისი უკიდეგანო სიხა-
რული... მისი ძალისხმევა რადიკალურად განსხვავდებოდა
ჩვეულებრივი მსახიობის ძალისხმევისაგან – როლში შეს-
ვლას კი არ ცდილობდა, არამედ იქიდან დროულად გამოს-
ვლას. მაგრამ სწორედ ამას ვერ ახერხებდა. მისი ეს მარცხი
ხდებოდა მისი ნამდვილი ტრიუმფის საწინდარი – ის თავად

332 მკითხველთა ლიგა


გამხდარიყო ის კარნა, რომელიც ბედის ანაბარა მიატოვეს.
ეული კარნა. წუნდებული, უვარგისი საქონელი. სიღატაკეში
გაზრდილი უფლისწული, რომელსაც სიმარტოვეში სიკვდილი
უწერია, უიარაღოს, საკუთარი ძმის ნასროლი ისრით. უსაზ-
ღვროდ სასოწარკვეთილი და დიდებული კარნა. განგის ნა-
პირზე მლოცველი. მეტისმეტად დაბოლილი.
მალე კუნტიც გამოჩნდა. ისიც კაცი იყო, მაგრამ ძალიან ქა-
ლური და სათნო. ძუძუებიანი მამაკაცი, რომელსაც ძუძუები
იმიტომ წამოეზარდა, რომ მრავალი წელი სულ ქალებს განა-
სახიერებდა. ნარნარად მოძრაობდა, ნამდვილი ქალივით.
კუნტიც კარგა დაბოლილი იყო, იმავე სამხიარულო ბალახით.
ერთი საიდუმლოს გასამხელად ეახლა კარნას.
კარნამ ლამაზი თავი ჩახარა და ისე უსმენდა.
წითელთვალება კუნტიმ ამბის ცეკვით თხრობა დაიწყო. იმ
ახალგაზრდა ქალის ამბავს ჰყვებოდა, რომელსაც უცნაური
ჯადო-სიტყვები უძღვნეს – საიდუმლო მანტრა, რომლის სა-
შუალებითაც ნებისმიერ ღმერთს გაიხდიდა საყვარლად. კარ-
ნას უამბო, ახალგაზრდული წინდაუხედაობით როგორ გადაწ-
ყვიტა იმ ქალმა ჯადო-სიტყვების ძალის მოსინჯვა, როგორ წა-
ვიდა უკაცრიელ მინდორში, როგორ ახედა ზეცას და როგორ
წარმოთქვა მანტრა. მის ქარაფშუტა ბაგეს სიტყვები მოსწყდა
თუ არაო, თქვა კუნტიმ, სინათლის ღმერთი, სურია გამოეცხა-
და. ის ახალგაზრდა ქალი ნათლით მოსილი სურიას სილამა-
ზეს დაუტყვევებია და იქვე დანებებია. ცხრა თვის თავზე ვაჟი
შესძენია. გასხივოსნებული დაბადებულა, ყურებში გაყრილი
ოქროს საყურეებითა და ოქროს აბჯრით, რომელსაც მკერდზე
მზე ჰქონია გამოსახული.
ახალგაზრდა დედას ძალიან უყვარდა თავისი პირმშოო,
კუნტიმ ასე თქვა, მაგრამ გათხოვილი არ იყო და ბავშვს ვერ
დაიტოვებდაო. ლერწმისგან დაწნულ კალათაში ჩაუწვენია და

333 მკითხველთა ლიგა


კალათა მდინარეში ჩაუშვია. მდინარის ქვედაწელში ბავშვი
მეეტლე ადჰირატას უპოვია და მისთვის კარნა დაურქმევია.
კარნამ კუნტის ახედა. ვინ იყო ის ქალი? ვინ არის დედაჩე-
მი? მითხარი, სად არის! მასთან წამიყვანე!
კუნტიმ თავი დახარა. ის აქ არის, თქვა მან. შენ წინაშე
დგას.
კარნას ამ აღმოჩენითგამოწვეული და ერთმანეთში გადა-
ზელილი სიხარული და რისხვა. მისი დაბნეულობისა და სასო-
წარკვეთილების ცეკვა. სად იყავი, როცა ძალიან მჭირდებო-
დი? ოდესმე ხელში მაინც თუ აგიყვანივარ? ძუძუ გიწოვებია?
ერთხელ მაინც გიძებნივარ? არ გაინტერესებდა, რა ბედი მე-
წია?
პასუხად კუნტიმ ვაჟის მეფური სახე ხელებში მოიქცია –
მწვანე სახე, წითელი თვალებით – და შუბლზე ეამბორა. კარ-
ნას ნეტარებამ შეუძრა სული... ბავშვობაში გადავარდნილი
დიადი მებრძოლი... კოცნისას დაუფლებული ექსტაზი თით-
ქოს მთელ სხეულში გაუჯდა – ხელის თითებიდან ფეხის თითე-
ბამდე. სანატრელი დედის ამბორი!... იცი, როგორ მენატრებო-
დი? რაჰელი ხედავდა, ის ამბორი როგორ დაუდიოდა ძარ-
ღვებში. ისე აშკარად მოჩანდა, როგორც სირაქლემას მიერ
გადაყლაპული კვერცხის მარშრუტი მისი ნისკარტიდან კუჭამ-
დე.
ის მგორავი ამბორი გზაში გაიჩხირა, როცა კარნა მიხვდა,
რომ დედა მხოლოდ იმიტომ გაენდო, თავისი დანარჩენი, უფ-
რო საყვარელი ხუთი ვაჟი, პანდავები რომ გადაერჩინა. მათ
საშინელი შეტაკება ელოდათ ას ბიძაშვილთან. სწორედ იმ ხუ-
თის დაცვა უნდოდა კუნტის, როცა კარნას გამოუტყდა, დედა-
შენი ვარო და მისგან ფიცის დადება მოითხოვა.
საშველად სიყვარულის საყოველთაოდ დადგენილი კანო-
ნები მოიხმო.

334 მკითხველთა ლიგა


ისინი შენი ძმები არიან, შენი სისხლი და ხორცი. დამპირ-
დი, რომ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად არ წახვალ. ფიცი
დადე დედის წინაშე!
მაგრამ კარნას, სწორუპოვარ მებრძოლს, ასეთი ფიცის და-
დება არ შეეძლო, რადგანაც ეს ფიცი უფრო ადრე დადებულ
ფიცს გაატეხინებდა. მეორე დღეს პანდავებთან საბრძოლვე-
ლად თვითონაც უნდა წასულიყო. იმ ხუთმა, განსაკუთრებით
კი არჯუნამ, სახალხოდ აიგდო მასხრად იმის გამო, რომ საცო-
დავი მეეტლის შვილი იყო. ასი ძმა კაურავებიდან უფროსმა კი,
დურიოდჰანამ, პირიქით – გადაარჩინა და საკუთარი სამეფოც
კი უბოძა.
თუმცა, კარნას, გულკეთილსა და გულუხვს, საკუთარი დე-
დისთვის უარის თქმაც არ შეეძლო. ამიტომ ფიცის პირობები
ოდნავ შეცვალა, ძველ ფიცს მოარგო და შიგ პატარა დამატე-
ბითი პუნქტი შეიტანა.
ვფიცავ, უთხრა კუნტის, რომ ხუთი ვაჟი ისევე გეყოლება,
როგორც აქამდე გყოლია. იუდჰიშტირას არაფერს ვავნებ.
ბჰიმა ჩემი ხელიდან არ მოკვდება. ტყუპებს – ნაკულასა და სა-
ჰადევას – საღ-სალამათებს დაგიბრუნებ. აი, ანჯუნაზე კი ვე-
რაფერს დაგპირდები – ან მე მოვკლავ, ან ის მომკლავს; მხო-
ლოდ ერთ-ერთი ჩვენგანი გადარჩება ცოცხალი.

ჰაერში რაღაც ცვლილება მოხდა და რაჰელი მიხვდა, რომ


ესტა მოვიდა.
თავი არ მოუბრუნებია, უბრალოდ, მთელ სხეულზე ალმუ-
რი მოედო. მოვიდა, გაიფიქრა რაჰელმა, აქ არის, ჩემთან ერ-
თად.
ესტა მოშორებით მდებარე სვეტთანმოთავსდა და მთელი-
წარმოდგენის განმავლობაში ასე ისხდნენ, კუტამბალამის

335 მკითხველთა ლიგა


სივრცით დაშორებულები, მაგრამ ამბავში გაერთიანებულე-
ბი... და კიდევ სხვა დედის მოგონებით გაერთიანებულებიც.
ჰაერი ნაკლებნესტიანი და უფრო თბილი გახდა.

ალბათ წყვდიადის გულში გატარებული იმდღევანდელი სა-


ღამო განსაკუთრებით მძიმე იყო. აიემენემის ტაძარში კაცები
ისე ცეკვავდნენ, თითქოს გაჩერება არ შეეძლოთ. ქარიშხალს
გამოქცეულ და თბილ ადგილას შეყუჟულ იმ ბავშვებს ჰგავ-
დნენ, კარში გასვლა და უამინდობასთან პირისპირ დარჩენა
რომ აღარ უნდათ – იმ ქარსა და ჭექა-ქუხილთან; ნანგრევებში
მოშლიგინე ვირთხებთან, თვალებში დოლარის ნიშანი რომ
ჩასდგომიათ; მათ ირგვლივ მთლად ჩამოქცეულ სამყაროს-
თან.
ერთი ისტორიიდან მხოლოდ იმიტომ ამოყვინთეს, რომ მე-
ორეში ჩაფლულიყვნენ. კარნა შაბადამიდან – კარნას ფიცი-
დან – დურიოდჰანა ვადჰამში – დურიოდჰანასა და მისი ძმის,
დუშასანას სიკვდილის ამბავში გადაინაცვლეს.
უკვე დილის ოთხი საათი იყო, როცა ბჰიმამ, როგორც იქნა,
საზიზღარ დუშასანამდე მიაღწია; იმ ადამიანამდე, რომელიც
ცდილობდა დრაუპადის, პანდავას ცოლის საჯაროდ გაშიშ-
ვლებას მას მერე, რაც კაურავებმა ის საწყალი კამათელში მო-
იგეს. დრაუპადიმ (რომელიც უცნაურად ბრაზობდა მათზე,
ვინც სანაძლეო მოიგო და არა მათზე, ვინც ამ სამარცხვინო სა-
ნაძლეოს ჩამოვიდა) ფიცი დადო, რომ თმაგაშლილი ივლიდა
იქამდე, ვიდრე თმას დუშასანას სისხლით არ ჩამოიბანდა.
ბჰიმამ დუშასანა აიძულა, პირისპირ შებრძოლებოდა გვა-
მებით მოფენილ ბრძოლის ველზე. მთელი საათი იბრძოდნენ,
ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, წვრილად უთვლიდ-
ნენ ყველა იმ ბოროტებას, რომელიც ჩაიდინეს. როდესაც

336 მკითხველთა ლიგა


თითბრის ჭრაქი აციმციმდა და ჩასაქრობად მოემზადა, დრო-
ებითი ზავი ჩამოაგდეს. ბჰიმამ ჭრაქს ზეთი დაამატა, დუშასა-
ნამ კი პატრუქი გადაკრიჭა. მერე ისევ ხელჩართულზე გადა-
ვიდნენ. სასტიკი შეტაკება კუტამბალამის საზღვრებს გასცდა
და მთელ ტაძარში დაბზრიალდა. მთელ ეზოში დასდევდნენ
ერთმანეთს ბჰიმა და დუშასანა, პაპიე-მაშეს კვერთხებით.
ორი ქვედატანაფრიალებული მამაკაცი, გაქუცულ ჟილეტებ-
ში, მთვარეებიან გუბეებსა და სკორის ბორცვებს ახტებოდნენ,
უზარმაზარ სპილოს წრეებს არტყამდნენ. დუშასანა ხან ყელ-
ყელაობდა და ხანაც, ჯაბანივით, პატიებას ითხოვდა, ბჰიმა კი
დაუსრულებელ დაჭერობანას ეთამაშებოდა. მოკლედ, ორივე
აშკარად ძალიან მწიფედ იყო.
ცარგვალი ვარდის ფურცლების ფიალად იქცა. რუხი, სპი-
ლოს ფორმის სამყაროში არსებული ხვრელი ძილში ოდნავ
შეირხა და ისევ გაირინდა. რომ ირიჟრაჟა, ბჰიმას სხეულში
ნამდვილი მხეცი ჩასახლდა. მედოლეებმა უფრო ენერგიულად
დასცხეს, მაგრამ მუქარით აღსავსე ჰაერი მაინც სიმშვიდით
გაიჟღინთა.
გარიჟრაჟის მრუმე განათებაში ესტაფენმა და რაჰელმა
იხილეს, როგორ აღასრულა ბჰიმამ დრაუპადისთვის მიცემუ-
ლი ფიცი. დუშასანა ფეხქვეშ გაიგდო და კვერთხს უმოწყალოდ
ურტყამდა მისი სულთმობრძავი სხეულის ყოველ მოძრავ
ნაკვთს; უნდოდა, ბოლომდე ჩაეკლა და მთლად უძრავი გაეხა-
და. ის მჭედელი იყო, რომელიც დაუმორჩილებელ ლითონს
უროთი ჭედს და თანდათან ასწორებს ყოველ ჩაღრმავებულსა
თუ ამობურცულ ადგილს. კლავდა და კლავდა თავის მტერს,
რომელიც უკვე კარგა ხნის მკვდარი იყო. ბოლოს შიშველი ხე-
ლებით გაუფატრა მუცელი, გამოშიგნა და პირდაპირ გაფატ-
რულ ადგილას ისე დაეწაფა მის სისხლს, როგორც თასში ჩას-
ხმულ სასმელს. თან გიჟივით აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.

337 მკითხველთა ლიგა


ის თვალები რისხვით, სიძულვილითა და წრეგადასული აღ-
ტყინებით ჰქონდა სავსე და კბილებს შუა მოვარდისფრო, სის-
ხლნარევი ნერწყვის ბუშტუკები მოუჩანდა. შეღებილი სახე
სისხლით ჰქონდა მოთხვრილი; სისხლი ნიკაპსა და ყელზეც
ჩამოსდიოდა. როდესაც სისხლის სმით გული იჯერა, წამოდგა,
დუშასანას სისხლიანი წელები კისერზე შარფივით შემოიხვია
და დრაუპადის საძებნელად გაეშურა, რომ მისი თმა ცხელ-
ცხელი სისხლით ჩამოებანა. მთელი მისი არსი იმ რისხვის ალ-
ში იყო გახვეული, რომელიც მკვლელობამაც კი ვერ ჩაუქრო.
ნამდვილი სიგიჟე იყო ის, რაც ესტამ და რაჰელმა იმ დი-
ლით ნახეს ვარდის ფიალის ცარგვლის ქვეშ. წარმოდგენა კი
არა, ნამდვილი სიგიჟე. მშვენივრად მიხვდნენ, რომ სიგიჟე
იყო. ასეთი რამ ადრეც ენახათ. სხვა გარიჟრაჟზე, სხვა სცენა-
ზე, სხვა ტიპის სიგიჟის სახით (ფეხსაცმლის ლანჩთან მოკალა-
თებული მრავალფეხათი). ამჟამინდელი სიმხეცის ჭარბი გა-
მოვლინება უწინ ნანახის ეკონომიურ მრისხანებას იმას ამა-
ტებდა, რაც ხელმომჭირნეობით დააკლეს.
ჰოდა, და-ძმა გაშტერებული იჯდა – ერთი დამუნჯებული და
ერთიც გამოცარიელებული. გაყინული დიზიგოტური ნამარხე-
ბი, შუბლზე ბორცვებით, რომლებიდანაც რქები არ ამოეზარ-
დათ. ერთმანეთისაგან კუტამბალამით დაშორებულები და იმ
ისტორიის ტყვეობაში მოხვედრილები, რომელიც მათიც იყო
და არც იყო მათი. რომელიც, გარკვეული დროით, რაღაც
სტრუქტურასა და წესრიგს ინარჩუნებდა, მაგრამ მერე აიწყვი-
ტა და უგზო-უკვლოდ გაჭენდა დამფრთხალი ცხენივით.
კოჩუ-ტომბანმა გამოიღვიძა და გრაციოზულად გაკვნიტა
თავისი დილის ქოქოსის კაკალი.
კადჰაკალის კაცებმა გრიმი ჩამოიბანეს და შინისკენ გა-
ემართნენ ცოლების საცემრად. იმ ნაზი კუნტის ჩათვლით, ქა-
ლის ძუძუები რომ წამოზრდოდა.

338 მკითხველთა ლიგა


სოფლად გადაცმულმა ქალაქმაც გამოიღვიძა ტაძრის გა-
ლავნის მიღმა და ნელ-ნელა აფაცურდა. ერთმა ბებერმაც გა-
იღვიძა და ქურისკენ წალასლასდა, წიწაკით შეზავებული ქო-
ქოსის ზეთის შესათბობად.
ამხანაგი პილაი, პროფესიონალი მეტაფამწვრე.
უცნაურია, მაგრამ პირველმა სწორედ მან აზიარა ტყუპები
კადჰაკალის ხელოვნებას. მიუხედავად ციცქნა-კოჩამას ხმამა-
ღალი პროტესტისა, მაინც მიჰყავდა ხოლმე ისინი, ლენინთან
ერთად, ღამის წარმოდგენების საყურებლად. იქ დილამდე
მათთან რჩებოდა და თითოეული ჟესტისა თუ მიმიკის მნიშვნე-
ლობას უხსნიდა. ექვსისანი იყვნენ, როცა სწორედ ამ წარმოდ-
გენის სანახავად წამოიყვანა. მან გააცნო რაუდრა ბჰიმა – ჭკუ-
იდან შეშლილი, სისხლით გაუმაძღარი ბჰიმა – რომელიც შუ-
რისძიების ჟინით იყო შეპყრობილი. საკუთარ თავში მხეცის
გამოხმობა უნდაო, აუხსნა ამხანაგმა პილაიმ შიშისაგან თვა-
ლებდაჭყეტილ ბავშვებს, როდესაცმანამდე მშვიდმა და კე-
თილმა ბჰიმამ ყეფა და ღრენა დაიწყო.
სახელდობრ რომელ მხეცს გულისხმობდა, ეგ აღარ და-
უზუსტებია. ალბათ იმის თქმა უფრო უნდოდა, საკუთარ თავში
ადამიანს ეძებსო, რადგანაც ქვეყნად ვერც ერთი მხეცი ვერ
შეედრება ადამიანს სიძულვილის მრავალფეროვან, უაღრე-
სად მდიდარ არსენალსა და გამოხატულებაში. ვერც ერთი
მხეცი ვერ მიაღწევს ამ საქმეში ადამიანურ სიმაღლეებს.
ვარდის ფიალა ჩაჟამდა და იქიდან თბილმა, რუხმა ჟინ-
ჟლმა წამოჟინჟლა. როდესაც ესტა და რაჰელი ტაძრის გალავ-
ნიდან გამოვიდნენ, ტაძარში მოსულ, ზეთით გაპოხილ ამხანაგ
კ.ნ.მ. პილაის გადაეყარნენ. შუბლზე სანდალოზის პასტა წაეს-
ვა და წვიმის წვეთები მკვეთრად მოუჩანდა გაპოხილ ტანზე.

339 მკითხველთა ლიგა


ამობრუნებულ ხელისგულებზე სასოებით დაეწყო ჟასმინის
ახალდაკრეფილი ყვავილები.
– ვა, თქვენც აქა ხართ? – თქვა მან თავისი ჭრიჭინა ხმით,
– ესე იგი, არ ივიწყებთ თქვენს ინდურ კულტურას! კარგია,
კარგი, ძალიანაც კარგი!
ტყუპებმა – არც უხეშებმა და არც თავაზიანებმა – არაფერი
უპასუხეს. შინ ერთად წავიდნენ. ის და ის. ჩვენ და ჩვენთან.

340 მკითხველთა ლიგა


13

პესიმისტი და ოპტიმისტი

ჩაკომ პაპაჩის ყოფილ კაბინეტში გადაინაცვლა და თავისი


ოთახი სოფი-მოლსა და მარგარეტ-კოჩამას დაუთმო. პატარა
საძინებელი ოთახი იყო, რომლის ფანჯარაც იმ გამოუყენებელ
და მიშვებულ კაუჩუკის პლანტაციას გაჰყურებდა, ღირსმა ი.
ჯონ აიპმა რომ შეიძინა მეზობლისაგან. ერთი კარი ამ საძინე-
ბელს დანარჩენ სახლთან აკავშირებდა, მეორე კი (იზოლირე-
ბული შესასვლელი, რომელიც მამაჩიმ მოგვიანებით გააკეთე-
ბინა, რათა ჩაკოს თავისი მამაკაცური მოთხოვნილებები ოჯა-
ხის სხვა წევრების შეუწუხებლად დაეკმაყოფილებინა) პირდა-
პირ გვერდითა ეზოში გადიოდა.
სოფი-მოლს იმ გასაშლელ სალაშქრო საწოლზე ეძინა, დი-
დი საწოლის მეზობლად რომ დაუდგეს. ჭერის ზანტი ვენტილა-
ტორის ბზუილმა თავი საბოლოოდ გამოულაყა და მორუხო
ცისფერი თვალები დააჭყეტინა.
სრულიად ფხიზელი
ძალიან ცოცხალი
საკმაოდ აფორიაქებული...
ძილი საბოლოოდ გაუკრთა.
ჯოს სიკვდილის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, გაღ-
ვიძებისთანავე მასზე ფიქრი რომ არ დაიწყო.
ოთახი ყურადღებით მოათვალიერა, გაუნძრევლად მწო-
ლიარემ, მხოლოდ აქეთ-იქით მაცქერალი თვალებით. იმ
მზვერავს ჰგავდა, მტრის ხელში რომ ჩავარდა და ეფექტურ
გაქცევას რომ გეგმავს.
ჩაკოს მაგიდაზე ლარნაკი შემოედგა, შიგნით უხეიროდ ჩაკ-
ვეტებული, ჭკნობაშეპარული იბისკუსის თაიგულით. კედლები
წიგნების რიგებით იყო მოფენილი. შემინული კარადა ბალსის

341 მკითხველთა ლიგა


ხისაგან დამზადებული თვითმფრინავების დამტვრეული მო-
დელებით გამოეტენათ. დაშავებულ პეპლებს ჰგავდნენ, მა-
ვედრებელი თვალებით; ხის ავზნიანი მეფის უბედურ ცოლებს,
მისი გრძნეულების ტყვეობაში დატანჯულებსა და თავადაც გა-
ხევებულებს.
მხოლოდ ერთმა მათგანმა – დედამისმა მარგარეტმა – და-
აღწია ტყვეობას თავი და ინგლისში გადაიხვეწა.
ოთახი ზანტი ვერცხლისფერი ვენტილატორის ქრომირე-
ბულ გულში ტრიალებდა. ბეჟი, გამოუმცხვარი ბისკვიტის ფე-
რის ხვლიკი დიდი ინტერესით აკვირდებოდა გოგონას. სოფი-
მოლს ჯო გაახსენდა და შიგნით რაღაც ჩასწყდა. თვალები და-
ხუჭა.
თავში ზანტი ვერცხლისფერი ვენტილატორის ქრომირებუ-
ლი გული დაუტრიალდა.
ჯოს ხელებით სიარული შეეძლო... და როცა ველოსიპედით
დაღმართზე ეშვებოდა, ქარი პერანგს იალქანივით გაუბერავ-
და ხოლმე.
გვერდითა საწოლზე მარგარეტ-კოჩამას ისევ ეძინა. გუ-
ლაღმა იწვა, მუცელზე დაკრეფილი ხელებით. თითები სიცხი-
საგან დასივებოდა და საქორწინო ბეჭედი აშკარად უჭერდა.
ყბები ჩაცვენილი ჰქონდა, ყვრიმალები – გამოკვეთილი. პი-
რის კიდეები ოდნავ ქვემოთკენ დაქაჩვოდა, ერთგვარი უსიხა-
რულო ღიმილით, რომელიც კბილების თეთრ ზოლს ამზეუ-
რებდა. ერთ დროს საკმაოდ სქელი წარბები ამოეპუტა და მო-
დურ, ძაფივით წვრილ თაღედად ექცია, რაც მის სახეს ძილის
დროსაც კი ოდნავ გაკვირვებულ იერს სძენდა. დანარჩენი იე-
რებიც, ალბათ, თანდათან გამოეკვეთებოდა, ამოპუტულ ად-
გილებში ამობიბინებული ღერების ზრდის შესაბამისად. ლო-
ყები სიცხისგან აღაჟღაჟებული ჰქონდა, შუბლი – ოფლით

342 მკითხველთა ლიგა


დაცვარული. თუმცა, ღაჟღაჟა ლოყებს მიღმა მაინც იკითხებო-
და დროებით შეყოვნებული დარდის თავდამალული სიფერ-
მკრთალე.
სინთეტიკანარევი ბამბის თხელი, ლურჯ-თეთრი ყვავილე-
ბით მოფენილი კაბა ტანზე ეკვროდა და მისი სხეულის ყოველ
მოძრაობას იმეორებდა – ამოსუნთქვაზე მკერდთან ებურცე-
ბოდა, გრძელ და ღონიერ ფეხებს შუა კი უსიცოცხლოდ ეკიდა,
მთლად მოჩვარული. თითქოს ეს კაბაც იტანჯებოდა მისთვის
უჩვეულო სიცხისაგან და დასვენება მასაც სჭირდებოდა.
საწოლის გვერდით, ტუმბაზე, ვერცხლისფერ ჩარჩოში ჩას-
მული ჩაკოს და მარგარეტკოჩამას ჯვრისწერის სურათი ესვე-
ნა. ეკლესიასთან იყო გადაღებული, ოქსფორდში. იმ დღეს
ოდნავ თოვდა. თოვლის თხელი ფენა ტროტუარებსა და სამან-
ქანო გზაზეც იდო. ჩაკო ნერუსავით გამოწყობილიყო: თეთრი
შარვალი – ჩურიდარი – და გრძელი შავი პერანგი – შერვანი
– ეცვა. მხრებზე მასაც ეყარა ფიფქები, ღილკილოში ვარდი
ჰქონდა გარჭობილი და გულისჯიბიდან სამკუთხედად დაკეცი-
ლი ცხვირსახოცი მოუჩანდა. ფეხზე მბზინავი, შავი, დახურული
,,ოქსფორდები’’ ეცვა. გეგონებოდა, თავადაც ეცინება საკუ-
თარ ჩაცმულობაზე და თავს მასკარადისთვის გამოწყობილ
სტუმრად გრძნობსო.
მარგარეტ-კოჩამას გრძელი, მაქმანებიანი კაბა ეცვა. გაკ-
რეჭილ, კულულებიან თავზე იაფფასიანი დიადემა დაედგა.
ფატა უკან გადაეწია და სახე კარგად მოუჩანდა. ისიც ჩანდა,
რომ ძალიან მაღალი იყო. ორივეს ბედნიერი სახეები ჰქონ-
დათ. ახალგაზრდები და ტანკენარები იყვნენ, მზეზე თვალებ-
მოჭუტულები. პატარძალს შუბლი შეეჭმუხნა და სქელი შავი
წარბები შეეკრა. ის წარბები ლამაზ კონტრასტს ქმნიდნენ
თეთრ საქორწინო მაქმანებთან. ღრუბლის შეჭმუხნილ ფთი-
ლას ჰგავდა, მუქი და მკვეთრი წარბებით. უკან ერთი მოსული,

343 მკითხველთა ლიგა


თვალშისაცემი, კოჭებდასივებული მანდილოსანი ედგათ, ყვე-
ლა ღილით შეკრულ პალტოში. მარგარეტ-კოჩამას დედა
ბრძანდებოდა. აქეთ-იქიდან ორი შვილიშვილი უმშვენებდა
მხარს. გოგონებს შოტლანდიური ქვედატანები და წინდები ეც-
ვათ და თმის ვარცხნილობაც ერთნაირი ჰქონდათ. ორივე
ხითხითებდა და პირზე ხელებს იფარებდა. მარგარეტ-კოჩამას
დედა განზე იხედებოდა; თითქოს იმ ჯვრისწერაზე სულ ძალის-
ძალად მოათრიეს.
მამამისი ჯვრისწერას არ დასწრებია. ინდოელები არ უყ-
ვარდა, უპატიოსნო და თაღლით ადამიანად თვლიდა ყველას.
ვერაფრით ეგუებოდა იმ აზრს, რომ მისი ქალიშვილი ერთ-
ერთ ასეთ ადამიანს მიჰყვებოდა ცოლად.
სურათის მარჯვენა კუთხეში ერთი ველოსიპედისტი მოჩან-
და, რომელიც გაშტერებული უყურებდა ამ უჩვეულო წყვილს.

ჩაკო რომ გაიცნო, მარგარეტ-კოჩამა ოქსფორდის ერთ-


ერთ კაფეში ოფიციანტად მუშაობდა. მისი მშობლები ლონ-
დონში ცხოვრობდნენ. მამამისს საკუთარი საფუნთუშე ჰქო-
ნია, დედა კი ქუდების ატელიეში მოღვაწეობდა. შინიდან სულ
ერთი წლის წამოსული თუ იქნებოდა, მხოლოდ და მხოლოდ
დამოუკიდებლობისადმი ახალგაზრდული სწრაფვის გამო. უნ-
დოდა, მუშაობით ფული დაეგროვებინა და პედაგოგიური კურ-
სები დაემთავრებინა, რომ მერე სკოლაში დაეწყო მუშაობა.
ოქსფორდში პატარა ბინას ქირაობდა ერთ მეგობართან ერ-
თად. ისიც ოფიციანტად მუშაობდა, სხვა კაფეში.
შინიდან წამოსულ მარგარეტ-კოჩამას აღმოუჩენია, რომ
თანდათან ზუსტად ისეთი ხდებოდა, როგორიც მის მშობლებს
უნდოდათ. ყოფით რეალობასთან პირისპირ დარჩენილი, ისევ
ძველ, გაზუთხულ ქცევის წესებს ეპოტინებოდა და ახლა პრო-

344 მკითხველთა ლიგა


ტესტის გამოთქმა მხოლოდ საკუთარ თავთან შეეძლო. ამი-
ტომ ოქსფორდშიც იმავე მოსაწყენი და უფერული ცხოვრებით
ცხოვრობდა, რომელსაც ლონდონიდან გამოექცა. ერთადერ-
თი, ამჯერად თავის საყვარელ ფირფიტებს იმაზე უფრო ხმა-
მაღლა უსმენდა, ვიდრე შინ ასმენინებდნენ ხოლმე.
ერთხელაც, დილით, მის კაფეში ჩაკო შეეხეტა.
ჩაკოს ოქსფორდში სწავლის ბოლო წლის ზაფხული იყო.
კაფეში მარტო მივიდა, დაჭმუჭნილი პერანგით, რომელზეც
ღილები არასწორად ჰქონდა შეკრული. ფეხსაცმლის გახსნი-
ლი თასმები იატაკზე დასთრევდა. თმა, წინა მხარეს, გულდა-
გულ დავარცხნილი და გადაგლესილი ჰქონდა, უკან კი – ეკ-
ლიანი შარავანდივით აბურძგნილი. წმინდანად შერაცხილ
ფეთხუმ მაჩვზღარბას ჰგავდა თურმე. მაღალი იყო და, მიუხე-
დავად უცნაური ჩაცმულობისა (მაზალო ჰალსტუხისა და და-
ღეჭილი პიჯაკისა), მარგარეტ-კოჩამას იქვე შეუნიშნავს მისი
კარგი აღნაგობა. მხიარული კაცის იერი დაჰკრავდა და თვა-
ლებს წამდაუწუმ ისე ჭუტავდა, თითქოს შორს რაღაცის წაკით-
ხვას ცდილობს, სათვალე კი შინ დარჩენიაო. პარტყუნა ყურე-
ბი საშაქრის სახელურებს მიუგავდა. მის ფეთხუმ გარეგნობასა
და ათლეტურ აღნაგობას შორის ერთგვარი შეუსაბამობა
იკითხებოდა. ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ მასში მსუქანი
კაცი თვლემდა, მისი ფუნთუშა და ბედნიერებით გასხივოსნე-
ბული ლოყები ყოფილა.
არც ის მორცხვობა თუ უხერხულობა ეტყობოდა, რომელიც
ფეთხუმ და გულმავიწყ ადამიანებს ახასიათებთ. პირიქით,
ისეთი გულღია და მხიარული ჩანდა, თითქოს მარტო არც იყო
და რომელიღაც უხილავ მეგობართან ურთიერთობით ტკბე-
ბოდა. ფანჯარასთან დამჯდარა, იდაყვით მაგიდას ჩამოჰ-
ყრდნობია, ლოყით კი – ხელისგულს და გაღიმებული ისე ათ-
ვალიერებდა კაფეს, თითქოს ავეჯთან უნდოდა ნაცნობობის

345 მკითხველთა ლიგა


გაბმა. ყავაც იმ მომხიბლავი ღიმილით შეუკვეთია და თანაც
თითქოს ვერც შეუმჩნევია ის მაღალი, შავწარბა ოფიციანტი,
მისგან შეკვეთა რომ მიიღო.
მარგარეტ-კოჩამა განცვიფრებულა, როდესაც მეტისმეტად
რძიან ყავაში ორი თავმოდგმული კოვზი შაქარი ჩაუყრია.
მერე ტაფამწვარი და გახუხული პურიც შეუკვეთია, კიდევ
ერთი ფინჯანი ყავითა და მარწყვის მურაბით.
მარგარეტ-კოჩამას შეკვეთა რომ მოუტანია, ჩაკოს ისე
უკითხავს მისთვის, თითქოს ადრე წამოწყებულ საუბარს აგ-
რძელებდა:
– და იმ მამის ამბავი იცით, ტყუპი ვაჟი რომ ჰყავდა?
– არა, – უპასუხა ოფიციანტმა და შეკვეთა მაგიდაზე და-
უდო. რატომღაც (ალბათ უფრო ბუნებრივი თავშეკავებულო-
ბისა თუ იმ ინსტინქტური რიდის გამო, როგორითაც უცხოე-
ლებს ექცეოდა), ქალს ტყუპების მამის ამბის მიმართ ის სათა-
ნადო ინტერესი არ გამოუმჟღავნებია, რომელსაც მისგან მო-
ელოდნენ. მაგრამ ჩაკოს არ სწყენია.
– ერთ კაცს ტყუპი ვაჟი ჰყავდა, პიტი და სტიუარტი, – უთხრა
მომღიმარმა კლიენტმა, – პიტი ოპტიმისტი იყო, სტიუარტი კი
– პესიმისტი.
მურაბიდან მარწყვები სათითაოდ ამოიღო და ლამბაქზე
წრიულად დააწყო. წვენი კი სქლად გადაუსვა კარაქიან პურს.
– ოცდაათი რომ შეუსრულდათ, მამამ სტიუარტს – პესი-
მისტს – ძვირფასი საათი, სადურგლო იარაღები და ველოსი-
პედი აჩუქა.
ჩაკომ მარგარეტ-კოჩამას ახედა, რომ დარწმუნებულიყო,
მისმენსო.
– პიტს კი – ოპტიმისტს – მთელი საძინებელი ოთახი ცხე-
ნის ჩონჩორიკით ამოუვსო.

346 მკითხველთა ლიგა


ჩაკომ ახლა ტაფამწვარი დაადო გახუხულ პურს, დაბრაწუ-
ლი გული გაუჭყლიტა და კოვზის უკანა მხრით კარაქიანსა და
სიროფიან ზედაპირზე გადაანაწილა.
– საჩუქრები რომ უნახავს, სტიუარტს მთელი დილა ბუზ-
ღუნში გაუტარებია. სადურგლო იარაღები რა ჯანდაბად მჭირ-
დებაო, უთქვამს, არც საათი მოსწონებია და ველოსიპედის-
თვის საბურავები დაუწუნებია.
თეფშზე, მის თვალწინ ჩატარებული უცნაური რიტუალით
გაოგნებული მარგარეტკოჩამა ჩაკოს მონათხრობს ყურს ვე-
ღარ უგდებდა. მურაბიანი და კვერცხისგულიანი გახუხული პუ-
რი ჩაკომ პატარა კვადრატებად დაჭრა, მერე კი მურაბიდან
ამოკრეფილ მარწყვებს მიუბრუნდა და ისინიც დაანაწევრა.
– და როცა მამა პიტის, ანუ ოპტიმისტის ოთახში შევიდა,
შვილი ვერ დაინახა. მხოლოდ ნიჩბით გამალებული მუშაობი-
სა და ხვნეშის ხმა შემოესმა თურმე. ვიღაც ცხენის ჩონჩორიკ-
ში იქექებოდა.
ჩაკოს, ფინალის მოლოდინში, უკვე მთელი ტანი უთრთოდა
ჩუმი სიცილით. მოცინარი ხელებით წითელ-ყვითელი პურის
კვადრატები მარწყვებით მორთო, რამაც მთელი მისი საუზმე
იმ მსუბუქ სასუსნავს დაამსგავსა, რომლითაც მოხუცი ქალბა-
ტონები უმასპინძლდებიან ხოლმე მათთან ბრიჯის სათამაშოდ
მისულ მეგობრებს.
– რა ჯანდაბას აკეთებ! – დაუღრიალა მამამ ჩონჩორიკში
ჩაფლულ პიტს.
ჩაკომ კვადრატებს მარილი და პილპილიც მოაყარა და
ეფექტური ფინალის წინ პატარა პაუზა გააკეთა. მერე სიცი-
ლით შეხედა მარგარეტ კოჩამას, რომელიც გაღიმებული დაჰ-
ყურებდა მის თეფშს.

347 მკითხველთა ლიგა


– ჩონჩორიკის გროვიდან პიტის პასუხი გაისმა: ,,იცი, მამა,
როცა გარშემო ამდენი ჩონჩორიკია, ცხენი თუ არა, პონი მა-
ინც იქნება სადმე!’’
ჩაკო, ერთ ხელში ჩანგლითა და მეორეში დანით, სკამზე
გადაწვა და მსუქანი კაცის სლოკინ-სლოკინა, გადამდები კის-
კისით გადაფიჩინდა. ლოყებზე სულ ცრემლები ჩამოსდიოდა.
მარგარეტ-კოჩამა, რომელმაც ამბავი დიდად ვერ გაიგო, ჯერ
იღიმებოდა, მერე კი ჩაკოს სიცილზე მასაც გასცინებია. მათი
სიცილი ჯერ ერთმანეთს ავსებდა, ბოლოს კი ნამდვილ ისტე-
რიკაში გადაზრდილა. როდესაც კაფეს მეპატრონემ დარბაზში
შემოიხედა, დაინახა, როგორ ჩაითრია ერთი კლიენტი (არ-
ცთუ მთლად რესპექტაბელური) და ოფიციანტი (საკმაოდ სა-
შუალო სიტურფის) სიცილის სპირალმა და როგორ ერთხმად
იხრჩობოდნენ.
ამასობაში მეორე (მუდმივი) კლიენტიც მოსულიყო და, უყუ-
რადღებოდ დარჩენილი, უკმაყოფილო გამომეტყველებით იც-
დიდა.
მეპატრონემ ხაზგასმით დაიწყო ისედაც გაწმენდილი ჭურ-
ჭლის ტილოთი წმენდა და დახლზე ხმაურიანად გადაადგილე-
ბა. ახალმოსული კლიენტის შეკვეთის მისაღებად მიმავალი
მარგარეტ-კოჩამა ძალიანაც ცდილობდა, როგორმე თავი
ხელში აეყვანა, მაგრამ თვალებზე სიცილის ცრემლი ჰქონია
მომდგარი და სიცილის ახალი შეტევის ჩახშობას ვერ ახერ-
ხებდა, რის გამოც მშიერმა მუდმივმა კლიენტმა მენიუდან თა-
ვი აიღო და წვრილი ტუჩები მკაცრად მოკუმა, ჩუმი უკმაყოფი-
ლების გამოსახატავად.
ქალმა მალულად გააპარა თვალი ჩაკოსკენ, რომელიც
ისევ მას მისჩერებოდა და თბილად უღიმოდა.
მერე საუზმე დაასრულა, ფული გადაიხადა და წავიდა.

348 მკითხველთა ლიგა


კაფეს მეპატრონემ მარგარეტ-კოჩამას მკაცრი გაფრთხი-
ლება მისცა და მომსახურების ეთიკაზე მთელი ლექცია წა-
უკითხა. მარგარეტ-კოჩამამ ბოდიში მოუხადა. გულწრფელად
ნანობდა თავის საქციელს.
საღამოს, შინ მისული, იმდღევანდელ ეპიზოდზე ფიქრობდა
და ერთგვარ დისკომფორტს გრძნობდა. ქარაფშუტა გოგო სუ-
ლაც არ იყო და ასეთი ხარხარის ატეხა, თანაც ვიღაც უცნობ-
თან ერთად, აშკარად ეჩოთირებოდა, ზედმეტ ფამილიარობად
ეჩვენებოდა, გაუმართლებელ თავშეუკავებლობად. ვერ გა-
ეგო, ასე რამ გაასულელა და რამ გააცინა; ცხადია, იმ ანეკ-
დოტმა არა, რომელიც უამბეს.
ჩაკოს სიცილი გაახსენდა და ხანგრძლივი ღიმილი ჩაუდგა
თვალებში.

ჩაკომ იმ კაფეში სიარულს მოუხშირა.


სულ იმ თავის უხილავ მეგობართან ერთად მოდიოდა თურ-
მე, სახეგაბადრული. თუ მარგარეტ-კოჩამას ნაცვლად სხვა ემ-
სახურებოდა, მაინც მუდმივად მას ეძებდა თვალებით. ფარულ
ღიმილებს ცვლიდნენ ერთმანეთში და იმდღევანდელი სიცი-
ლის სასიამოვნო მოგონებას.
მარგარეტ-კოჩამამ იგრძნო, რომ ფეთხუმი მაჩვზღარბას
მოსვლას სულ ელოდებოდა. მოუთმენლად არა, მაგრამ ერ-
თგვარი სიმპათიით. ისიც გაიგო, რომ როდსის სტიპენდიატი
იყო, ინდოეთიდან, და ანტიკურ ლიტერატურას სწავლობდა.
თანაც ბელიოლ-კოლეჯის ნიჩბოსანთა გუნდში ირიცხებოდა.
ლამის ქორწილის დღემდე, აზრადაც არ მოსვლია, რომ ჩა-
კოს ოდესმე ცოლობაზე დასთანხმდებოდა.
კაფეს გარეთაც რომ დაიწყეს შეხვედრა, რამდენიმე თვის
თავზე მარგარეტ-კოჩამა უკვე ჩაკოს იმ ბინასაც ესტუმრებოდა
ხოლმე მალულად, სადაც ეს უკანასკნელი უმწეო, დევნილი

349 მკითხველთა ლიგა


უფლისწულივით ცხოვრობდა. მიუხედავად დამლაგებლის
გულმოდგინებისა, ოთახი მუდმივად ჩაბინძურებული და
არეული ჰქონდა. იატაკზე წიგნები, ცარიელი ღვინის ბოთლე-
ბი, ბინძური საცვლები და სიგარეტის ნამწვები ეყარა. კარადე-
ბის გამოღებით ხომ სიცოცხლეს აშკარა საფრთხეში ჩაიგდებ-
დი, რადგანაც იქიდან აუცილებლად გადმოსკდებოდა ტანსაც-
მლის, ფეხსაცმლისა და იმ წიგნების ლავა, რომელთაგანაც
ზოგი ძალიან სქელტანიანი იყო და თავისუფლად დაგასახიჩ-
რებდა. ბოლოს, მარგარეტ-კოჩამას პატარა, მოწესრიგებული
ცხოვრების წესი ამ ბაროკოს სტილის ჯოჯოხეთს იმ თბილსის-
ხლიანი არსებასავით დანებდა, ძალიან ცივ წყალში უხალი-
სოდ და კვნესაკვნესით რომ შედის.
მალე ისიც აღმოაჩინა, რომ ამ ფეთხუმ მაჩვზღარბაში
მცხოვრები გამწარებული მარქსისტი მეზობლად მცხოვრებ იმ
წარმოუდგენელ, განუკურნებელ რომანტიკოსს ებრძოდა,
რომელსაც სანთლების ჩაქრობა ავიწყდებოდა, ჭიქები ხელი-
დან უცვიოდა და ბეჭდებს კარგავდა. ჩაკოს, საწოლში, ისეთი
გიჟური ვნებით უყვარდა, რომ მარგარეტ-კოჩამას სუნთქვაც
კი ეკვროდა. ადრე საკუთარი თავი დიდად მიმზიდველი არ
ეგონა – ერთი სქელკანჭება გოგო იყო, წელგანიერი, არც უშ-
ნო, მაგრამ არც განსაკუთრებული. ჩაკოსთან ყოფნისას კი
ძველი წარმოდგენები უქარწყლდებოდა და თვალწინ ახალი
ჰორიზონტები ეშლებოდა.
უწინ არასდროს ენახა ისეთი ადამიანი, რომელიც სამყა-
როზე – იმაზე, თუ როგორი იყო, როგორი გახდა და როგორი
გახდებოდა – ისე ილაპარაკებდა, როგორც სხვები – სამსა-
ხურზე, მეგობრებსა და სანაპიროზე გატარებულ დასვენების
დღეებზე.

350 მკითხველთა ლიგა


როდესაც ჩაკოსთან ერთად იყო, მისი სული მშობლიური
კუნძულის ფარგლებს ტოვებდა და ჩაკოს სამშობლოს თვა-
ლუწვდენელ, უჩვეულო სივრცეებში დანავარდობდა. ჩაკოს
წყალობით ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს მთელი სამ-
ყარო მათი იყო, მათ თვალწინ ისე იშლებოდა, როგორც ანა-
ტომიურ მაგიდაზე გართხმული, შესასწავლად მუცელგაფატ-
რული ბაყაყი.
იმ ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ქორწინებამდე
ერთად გაატარეს, საკუთარ თავში ახალი გრძნება აღმოაჩინა
და რაღაც ხანს თავს იმ ჯინად გრძნობდა, რომელიც ლამპრი-
დან ამოუშვეს. ახალგაზრდული გამოუცდელობით ისიც ეჩვე-
ნებოდა, რომ ჩაკო უყვარდა, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ
საკუთარი თავი შეიცნო და შეიყვარა, საკუთარ სულში ხელის
მორიდებული ფათურით.

ჩაკოს რაც შეეხება, მისთვის მარგარეტ-კოჩამა პირველი


ახლობელი ქალი იყო. ცხადია, ის პირველი ქალი არ ყოფილა,
რომელთანაც იწვა, მაგრამ პირველი მართლაც ახლობელი
ქალი კი აღმოჩნდა. მასში ყველაზე მეტად მისი დამოუკიდებ-
ლობა მოსწონდა. მისი ეს თვისება, რომელიც, კაცმა რომ
თქვას, უბრალოდ, ყველა ინგლისელი ქალის თვისებაა, რა-
ღაც სასწაულად ესახებოდა.
მოსწონდა, მარგარეტ-კოჩამა მასზე ჩაფრენილი რომ არ
იყო; რომ მის მიმართ გრძნობებშიც ჯერ სათანადოდ ვერ გარ-
კვეულიყო; რომ უკანასკნელ დღემდე ისიც კი არ იცოდა, ცო-
ლად გაჰყვებოდა თუ არა. მოსწონდა, გაღვიძებული საწოლზე
რომ წამოჯდებოდა, მკვეთრად რომ აქცევდა ფითქინა ზურგს,
საათს დახედავდა და საქმიანად იტყოდა: ,,აუჰ! როგორ და-
მაგვიანდა!’’, მერე ველოსიპედს მოახტებოდა და სამსახური-
საკენ გააქროლებდა. ისიც მოსწონდა, რომ ეკამათებოდა და

351 მკითხველთა ლიგა


ისიც, ზოგჯერ რომ გაგულისდებოდა ხოლმე ჩაკოს დეკადენ-
ტური მისწრაფებების გამო.
შინაგანად მისი მადლიერიც იყო, რომ ჩაკოზე ზრუნვით
თავს არ იკლავდა; არ ცდილობდა მისი ოთახის თავის ჭკუაზე
მორჯულებას. იმის გამოც, რომ ,,კრუხივით დედიკოდ’’ გადაქ-
ცევა არ უნდოდა. მოკლედ, მარგარეტ-კოჩამაზე სავსებით და-
მოკიდებული იმიტომ გახდა, ის რომ არ იყო მასზე დამოკიდე-
ბული. სწორედ იმიტომ აღმერთებდა, ის რომ სულაც არ აღ-
მერთებდა.
ჩაკოს ოჯახზე მარგარეტ-კოჩამამ ბევრი არაფერი იცოდა.
ჩაკო ამ თემაზე ძალიან იშვიათად ელაპარაკებოდა.
სინამდვილეში, ოქსფორდში ყოფნისას ჩაკოს თავისიანები
თითქმის არც ახსენდებოდა. მის ცხოვრებაში უამრავი რამ
ხდებოდა, აიემენემი კი ძალიან შორს იყო, იქაური მდინარე –
ძალიან ვიწრო, იმ მდინარის თევზი კი – მეტისმეტად წვრილი.
მშობლებთან ურთიერთობის მწვავე საჭიროებას სულაც
ვერ გრძნობდა. როდსის სტიპენდიით მშვენივრად გაჰქონდა
თავი და მშობლებისაგან მატერიალური დახმარება არ სჭირ-
დებოდა. მარგარეტ-კოჩამა ძალიან უყვარდა და გულში სხვე-
ბის სიყვარულისთვის ადგილი აღარც რჩებოდა.
მამაჩი ვაჟს სისტემატურად სწერდა წერილებს და დეტალუ-
რად უყვებოდა ქმართან სამარცხვინო ჩხუბების ამბებს. იმა-
საც უზიარებდა, ამუს მომავალზე რომ ძალიან წუხდა. ჩაკო იმ
წერილებს თითქმის არასდროს კითხულობდა ბოლომდე,
ზოგჯერ კი მათი გახსნაც ეზარებოდა. თავად, ცხადია, საპასუ-
ხო წერილი ერთხელაც არ მიუწერია.
ინდოეთში მხოლოდ ერთხელ ჩავიდა (სწორედ მაშინ არ
დაანება პაპაჩის დედამისის ცემა და ის უბედური სკამიც მოაკ-
ვლევინა მთვარის შუქზე). მაშინ ისიც ვერ იგრძნო, როგორ ატ-
კინა გული მამას და როგორი ორმაგი სიყვარულით შეიყვარა

352 მკითხველთა ლიგა


დედამ; ვერც საკუთარი დის უჩვეულოდ გალამაზება შენიშნა.
პრაქტიკულად, ინდოეთში ყოფნისას, მუდმივ ტრანსში იყო და
ასეთსავე მდგომარეობაში დაბრუნდა უკან. წამიც არ გასულა
ისე, მისი გონება იმ ზურგმაღალ თეთრკანიან გოგოზე ფიქ-
რით რომ არ ყოფილიყო მოცული, ინგლისში რომ ელოდებო-
და.
ზამთარში, როდესაც ბელიოლ-კოლეჯის დამამთავრებელი
გამოცდები ჩააბარა (საკმაოდ დაბალი ნიშნებით), ჩაკომ მარ-
გარეტ-კოჩამა მისი მშობლების თანხმობის გარეშე შეირთო
ცოლად, თავისიანებს კი საერთოდაც არაფერი შეატყობინა.
ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ, სანამ ჩაკო სამსახურს
არ იშოვიდა, მარგარეტკოჩამას ბინაში იცხოვრებდა, იმ სხვა
კაფეში მოღვაწე სხვა ოფიციანტის ნაცვლად.
ქორწინებისთვის ძალიან არახელსაყრელი დრო შეარჩი-
ეს.
თანაცხოვრების საზრუნავებს უფულობაც თან დაერთო. ჩა-
კოს სტიპენდია აღარ ეკუთვნოდა, ბინის ფული კი ახლა მთლი-
ანად მათი დასაფარი გახდა.
ნიჩბოსნობაში ვარჯიში რომ შეწყვიტა, წამსვე გავიდა გან-
ში. იმ მსუქან კაცად იქცა, რომლის კისკისსაც უკვე გარეგნუ-
ლადაც ამართლებდა.
ქორწინების ერთი წლის თავზე, ჩაკოს სტუდენტური ცხოვ-
რების ხიბლი საბოლოოდ წაიშალა მარგარეტ-კოჩამას თვალ-
ში. უკვე აღარ ახალისებდა ის ამბავი, რომ სამსახურიდან მო-
სულს ოთახი ისეთივე არეული და ბინძური ხვდებოდა, როგო-
რიც დატოვა. რომ ჩაკოს აზრადაც არ მოსდიოდა საწოლის
ალაგება, ტანსაცმლისა და ჭურჭლის გარეცხვა. რომ მას საერ-
თოდ არ აწუხებდა, ახალი ტახტი სიგარეტით რომ იყო ამომ-
წვარი. რომ იმის უნარიც არ გააჩნდა, სამსახურის შოვნის იმე-
დით ინტერვიუზე წასულს პერანგი, ჰალსტუხი და ფეხსაცმლის

353 მკითხველთა ლიგა


თასმები წესიერად შეეკრა. მოკლედ, ქორწინების პირველსა-
ვე წლისთავზე უკვე მზად იყო, ანატომიური მაგიდა ზედ გარ-
თხმული ბაყაყით რამე უფრო მარტივსა და პრაქტიკულზე გა-
დაეცვალა; მაგალითად, დასაქმებულ ქმარსა და სუფთა ბინა-
ზე.
ბოლოს და ბოლოს, ჩაკომ დროებითი სამსახური იშოვა –
დაბალი ადგილი ინდური ჩაის გამსაღებელი კომპანიის უცხო-
ურ განყოფილებაში. იმ იმედით, რომ მალე დაწინაურდებოდა,
ჩაკო და მარგარეტი ლონდონში გადაბარგდნენ კიდევ უფრო
პატარა და მოღუშულ ბინაში. მარგარეტ-კოჩამას მშობლებმა
ქალიშვილთან ურთიერთობაზე მტკიცე უარი განაცხადეს.
როცა აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო, მარგარეტ-კოჩამამ
ჯო სწორედ მაშინ გაიცნო. ჯო მისი ძმის სკოლის მეგობარი
ბრძანდებოდა. ერთმანეთს რომ შეხვდნენ, მარგარეტკოჩამა
ფიზიკურად ძალიან მიმზიდველი გამხდარიყო. ფეხმძიმობამ
სახეზე ფერიც შემატა და სქელი, მუქი თმაც კიდევ უფრო გა-
მოუცოცხლა. მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა,
მას ის ფარული სიხარული და საკუთარი სხეულით აღფრთო-
ვანება დაუფლებოდა, ფეხმძიმე ქალებს რომ სჩვევიათ.
ჯო ბიოლოგი იყო. ერთი პატარა გამომცემლობისათვის ბი-
ოლოგიური ლექსიკონის მესამე გამოცემას ამზადებდა დასა-
ბეჭდად. რაც მთავარია, ჯო ყველაფერი ის იყო, რაც ჩაკო არ
იყო.
სანდო. გადახდისუნარიანი. გამხდარი.
მარგარეტ-კოჩამა ისე გადაიხარა მისკენ, მცენარე რომ გა-
დაიხრება ხოლმე მზის სხივისაკენ სქელი ფარდებით ჩაბნე-
ლებულ ოთახში.

როდესაც ჩაკოს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ახალი


სამსახური ვერ იშოვა, მამაჩის მისწერა თავისი დაქორწინების

354 მკითხველთა ლიგა


ამბავი და სთხოვა, ფული გამომიგზავნეო. მიუხედავად საში-
ნელი ელდისა, მამაჩიმ თავისი სამკაულები დააგირავა და ჩა-
კოს ფული გაუგზავნა. მაგრამ თანხა მეტისმეტად მცირე აღ-
მოჩნდა. თანხა ყოველთვისაც არასაკმარისი აღმოჩნდებოდა
ხოლმე.
მშობიარობის დრო რომ მოახლოვდა, მარგარეტ-კოჩამა
უკვე გრძნობდა, რომ რაც მალე მიატოვებდა ჩაკოს, მით უკე-
თესი იქნებოდა თავისთვისაც და ბავშვისთვისაც. ჰოდა, ჩაკოს
სთხოვა, გავიყაროთო.
ინდოეთში დაბრუნებულმა ჩაკომ სამსახური ძალიან ადვი-
ლად იშოვა. რამდენიმე წელი მადრასის ქრისტიანულ კოლეჯ-
ში ასწავლიდა, პაპაჩის გარდაცვალების შემდეგ კი აიემენემში
,,ბჰარატის’’ ქილების მოსახუფი დანადგარით, ბელიოლ-კო-
ლეჯის ნიჩბითა და გატეხილი გულით დაბრუნდა.
მამაჩიმ ის სიხარულით დაიბრუნა. აჭმევდა, უკერავდა და
იმაზეც ზრუნავდა, რომ ოთახში ყოველდღე ახალდაკრეფილი
ყვავილები ჰქონოდა. ჩაკოს დედის სიყვარული აშკარად
სჭირდებოდა. უფრო მეტიც, მოითხოვდა კიდეც მისგან ამ თავ-
დადებულ სიყვარულს, თუმცა ამის გამო დედა აღიზიანებდა
და შეფარულად სჯიდა კიდეც საწყალ ქალს. საკუთარი სხე-
ულის მეთოდური გასივებისა და საბოლოოდ დამძორების-
თვის ყველაფერს აკეთებდა. იაფფასიანი, ნახატებიანი ტერი-
ლინის პერანგებით, თეთრი მუნდუთი და იმ ყველაზე მახინჯი
პლასტიკის სანდლებით დაიარებოდა, რომელსაც აიემენემის
ბაზარში მიაგნო. როცა მამაჩის ნაცნობები, ნათესავები ან დე-
ლიდან ჩამოსული მეგობრები ესტუმრებოდნენ ხოლმე, მის
გემოვნებით გაწყობილ სუფრასთან – ძვირფასი ფაიფურითა
და ორქიდეების შესანიშნავი თაიგულებით – ჩაკო ასეთნაი-
რად გამოწყობილი ჯდებოდა, ძველი ჭრილობებიდან ფუფხებს

355 მკითხველთა ლიგა


იძრობდა და გაბმით იფხანდა იდაყვებთან გაჩენილ, მოგრძო,
მორუხო კოჟიჟებს.
მისი საყვარელი სამიზნე ციცქნა-კოჩამას სტუმრები – კა-
თოლიკე ეპისკოპოსები და მღვდლები ბრძანდებოდნენ, რომ-
ლებსაც წასახემსებლად მასთან შემორბენა უყვარდათ ხოლ-
მე. ჩაკო იმ ოხერ სანდლებს გაიძრობდა და პირდაპირ მათ
თვალწინ ინიავებდა გულისამრევ, დიაბეტისაგან დაჩირქე-
ბულ და დაწყლულებულ ტერფებს.
– შეინდე უფალო საბრალო კეთროვანი, – ამბობდა მშვი-
დად, სანამ უბედური ციცქნაკოჩამა სტუმრებს წვერებიდან
ორცხობილას ნამცეცებსა და ბანანის ჩიფსის ნარჩენებს აც-
ლიდა, რომ როგორმე მათი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტა-
ნა.
მაგრამ ყველაზე სასტიკი იმ შეფარული სასჯელებიდან მა-
მაჩისათვის ის იყო, მარგარეტ-კოჩამას რომ გაიხსენებდა
ხოლმე. მასზე ძალიან ხშირად ესაუბრებოდა და თანაც ისეთი
სიამაყით, გეგონება, ყოფილი ცოლით სწორედ იმიტომაა აღ-
ფრთოვანებული, ასე ადვილად რომ მიატოვაო.
– უკეთეს მამაკაცში გამცვალა, – ეტყოდა ხოლმე მამაჩის,
რომელსაც ამის გაგონებაზე ისეთი პირკატა ეცემოდა, თით-
ქოს ეს დამამცირებელი სიტყვები მის ვაჟს კი არა, პირადად
მას ეხებოდა.

მარგარეტ-კოჩამა ჩაკოს რეგულარულად სწერდა წერი-


ლებს და დეტალურად უყვებოდა ქალიშვილის ამბებს. ეუბნე-
ბოდა, ჯო სოფიზე ძალიან ზრუნავს, საუკეთესო მამობას უწევს
და ბავშვიც გიჟდება მასზეო. ეს ამბავი ჩაკოს თან ახარებდა და
თან სწყინდა. სრულიად თანაბრად.
მარგარეტ-კოჩამა ბედნიერად გრძნობდა თავს ჯოსთან.
ალბათ ბევრად უფრო ბედნიერად, ვიდრე მაშინ იგრძნობდა,

356 მკითხველთა ლიგა


ჩაკოსთან ერთად იმ ველური, აწეწილი ცხოვრებით რომ არ
ეცხოვრა, როგორითაც იცხოვრა. ჩაკოს თბილად იხსენებდა,
მაგრამ გულისწყვეტის გარეშე. ვერც კი წარმოედგინა, რო-
გორ ატკინა გული იმ საწყალს, რადგანაც საკუთარი თავი
კვლავ ერთ ჩვეულებრივ ქალად მიაჩნდა, ის კი – უჩვეულო მა-
მაკაცად. თანაც ჩაკოს არც მაშინ და არც მერე არ გამოუვლე-
ნია მასთან გულგატეხილობისა თუ დარდის ნიშნები. მარგა-
რეტ-კოჩამას ეგონა, რომ მათი ურთიერთობა ჩაკოსთვისაც
ისეთივე აღიარებული შეცდომა იყო, როგორიც მისთვის აღ-
მოჩნდა. ჯოს ამბავი რომ უთხრა, ჩაკო კი დასევდიანდა, მაგ-
რამ მშვიდად წავიდა მისგან – თავის უჩინარ მეგობართან ერ-
თად და თბილი ღიმილით.
ერთმანეთთან აქტიური მიმოწერა ჰქონდათ და წლების
განმავლობაში მათი ურთიერთობა საკმაოდ გამყარდა. მარ-
გარეტ-კოჩამასათვის ჩაკო ერთგულ და კეთილ მეგობრად ჩა-
მოყალიბდა. ჩაკოსთვის კი მასთან წერილობითი ურთიერთო-
ბა ერთადერთი საშუალება იყო, რომ საკუთარი შვილის დედა-
სა და ერთადერთ საყვარელ ქალთან კონტაქტი საბოლოოდ
არ გაეწყვიტა.
როდესაც სოფი-მოლს სკოლაში წასვლის ასაკი დაუდგა,
მარგარეტ-კოჩამამ პედაგოგიურ კურსებზე ჩააბარა და კურსე-
ბის დასრულებისთანავე დაწყებითი კლასების პედაგოგად და-
იწყო კლაპემში მუშაობა. ჯოს დაღუპვის ამბავი რომ შეატყო-
ბინეს, სამასწავლებლოში იჯდა. ახალგაზრდა პოლიციელმა
მოაკითხა, დამწუხრებული სახითა და ხელში ჩაბღუჯული ჩაფ-
ხუტით. უცნაურად კომიკურად გამოიყურებოდა – იმ უნიჭო
მსახიობს ჰგავდა, ტრაგიკულ როლზე შესასვლელად სინჯებს
რომ გადის. მარგარეტ-კოჩამას კარგად ახსოვდა, რომ მის და-
ნახვაზე თავიდან გაეღიმა კიდეც.

357 მკითხველთა ლიგა


საკუთარი თავისთვის თუ არა, სოფი-მოლისთვის მაინც
ცდილობდა თავის ხელში აყვანას და უბედურების მშვიდად გა-
დატანას. უფრო სწორად, თავის ისე დაჭერას, თითქოს მშვი-
დად იტანდა ამ ამბავს. სამსახურში შვებულებაც კი არ აუღია
და არც სოფი-მოლის დღის განრიგი შეუცვლია. საშინაო დავა-
ლება ბოლომდე შეასრულე!.. დროზე შეჭამე ეგ კვერცხი!..
არა, გამორიცხულია, სკოლას ვერც ერთი ვერ გავაცდენთ.
საკუთარი ტკივილი სკოლის მასწავლებლის საქმიანი ფა-
ციფუცით შენიღბა. სამყაროში არსებულ სკოლის მზრუნველი
მასწავლებლის (დროდადრო ბავშვებს რომ უბათქუნებს)
ფორმის ხვრელად იქცა.
მაგრამ, როდესაც ჩაკომ აიემენემში დაპატიჟა, შინაგანად
თითქოს ამოისუნთქა და ერთბაშად დაცხრა. მიუხედავად ყვე-
ლაფრისა, რაც მას და ჩაკოს თანაცხოვრებისას გადახდათ, ჩა-
კო ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელთანაც მაშინ შობის
გატარება მოუნდებოდა. რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე,
მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ასე იყო. თავი იმაშიც დაირ-
წმუნა, რომ ინდოეთში გამგზავრება სოფი-მოლსაც ძალიან წა-
ადგებოდა.
ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად აცნობიერებდა,
თუ რაოდენ უცნაური მოეჩვენებოდათ მის ნაცნობებსა და თა-
ნამშრომლებს მეორე ქმრის გარდაცვალებისთანავე მარგა-
რეტის პირველ ქმართან გაქცევა, ბანკიდან სწრაფი სესხი აი-
ღო და ორი ბილეთი იყიდა ლონდონი-ბომბეი-კოჩინის რეის-
ზე.
ეს გადაწყვეტილება სიცოცხლის ბოლომდე დიდ სატანჯვე-
ლად ექცა.
თავისი უსიცოცხლო, აიემენემისსახლის სასტუმრო ოთა-
ხის შეზლონგზე დასვენებული პატარა ქალიშვილის ფოტო სა-
მარეში თან ჩაიყოლა. სურათს რომ შეხედავდი, შორიდანაც კი

358 მკითხველთა ლიგა


აშკარად ჩანდა, რომ ბავშვი მკვდარი იყო – არც მწოლიარე
ავადმყოფი და არც მძინარე, არამედ მკვდარი. ალბათ იმი-
ტომ, რომ სხვანაირად იწვა, კიდურებიც სხვანაირად ეწყო –
სხვაგვარი, უსიცოცხლო კუთხით. სიკვდილის მარწუხებში
მოქცეული, თავზარდამცემად გარინდებული და უძრავი იდო.
ლამაზ წაბლისფერ თმაში მდინარის შლამი და წყალმცენა-
რეები ჰქონდა ჩაწნული; ჩაცვენილი თვალების ქუთუთოები –
თევზების მიერ დაძიძგნილი (დიახ, სამწუხაროდ ასეთები არი-
ან ეგ ღრმაწყლების დუნედ მცურავი თევზები, ყველაფერი უნ-
და მოციცქნონ, ყველაფერს პირადად უნდა გაუსინჯონ გემო!).
მის მოვარდისფროიისფერ ველვეტის წინსაფარზე დახრილი,
სახალისო შრიფტით ეწერა არდადეგები! მთლად დანაოჭებუ-
ლი იყო, დჰობის ხანგრძლივად წყალში ნადები ცერივით.
ტუჩებგაბუშტული ზღვის ალი, რომელსაც ცურვა დაავიწ-
ყდა.
მუჭში ჩაბღუჯული ვერცხლის სათითით, თავისი საყვარელი
თილისმით.
სათითიდან მსმელი.
კუბოში მოტრიალე.
მარგარეტ-კოჩამამ სიცოცხლის ბოლომდე ვერ აპატია სა-
კუთარ თავს, სოფი-მოლი აიემენემში რომ წაიყვანა. ვერც ის
აპატია, შაბათ-კვირას მარტო რომ დატოვა და ჩაკოსთან ერ-
თად კოჩინში გაემგზავრა უკან დასაბრუნებელი ბილეთების
დასამოწმებლად.
დაახლოებით დილის ცხრა საათი იყო, როდესაც მამაჩიმ
და ციცქნა-კოჩამამ შეიტყვეს, რომ მდინარის ქვედა წელში,
სადაც მინაჩელი ლაგუნებს უახლოვდება და ფართოვდება,
თეთრკანიანი გოგონას გვამი იპოვეს. ესტა და რაჰელი კვლა-
ვაც დაკარგულები იყვნენ.

359 მკითხველთა ლიგა


იმ დილას სამი ბავშვიდან არც ერთი არ მოსულა რძის და-
სალევად. ციცქნა-კოჩამამ და მამაჩიმ გადაწყვიტეს, ალბათ
მდინარეზე ჩავიდნენ საბანაოდო და აფორიაქდნენ, რადგანაც
მთელი წინა დღე და ნახევარი ღამე გადაუღებლად წვიმდა.
იცოდნენ, რომ ასეთ დროს მდინარე ძალიან საშიში ხდებოდა.
ციცქნა-კოჩამამ კოჩუ-მარია აფრინა ბავშვების მოსაძებნად,
მაგრამ მზარეული უბავშვებოდ დაბრუნდა. ველია პააპანის
სტუმრობით გამოწვეული ქაოსის ფონზე, არავის ახსოვდა,
ბავშვები ბოლოს როდის ნახეს. მთელი ეს დრო გონება სხვა
ფიქრით ჰქონდათ არეული და არც ის იყო გამორიცხული, რომ
ის სამნი ღამითაც არ ყოფილიყვნენ შინ.
ამუ კვლავ საკუთარ საძინებელში ჰყავდათ ჩაკეტილი და
კარის გასაღები ციცქნაკოჩამას ებარა. ციცქნა-კოჩამა კართან
მივიდა და ამუს შესძახა, ხომ არ იცი, ბავშვები სად არიანო.
თანაც შეეცადა, ხმაში განგაში არ შეჰპარვოდა. ვითომ ისე
იკითხა, უბრალოდ, უაზრო ინტერესის გამო. პასუხად ამუმ რა-
ღაც მძიმე ესროლა კარს. გაცოფებული იყო. ვერ იჯერებდა,
რომ მართლაც ჩაკეტეს, რომ ისე გამოამწყვდიეს, როგორც
შუა საუკუნეებში გამოამწყვდევდნენ ხოლმე გიჟებს მისი ოჯა-
ხის წევრები. როდესაც ქვეყანა თავზე საბოლოოდ დაექცათ,
როცა აიემენემის სახლში სოფი-მოლის ცხედარიმოასვენესდა
ციცქნა-კოჩამამ კარი გაუღო, მხოლოდ მაშინღა მოვიდა გონს,
საკუთარი რისხვის მიღმაც დაინახა რაღაც და შეეცადა, გაეაზ-
რებინა, რა მოხდა. შიშმა და მღელვარებამ გონება დაუწმინდა
და გაახსენდა, რა უთხრა თავის ტყუპებს, როცა მისი საძინებ-
ლის კართან ატუზულები ეკითხებოდნენ, მანდ რატომ ჩაგკე-
ტესო. გაახსენდა, სრულიად გაუაზრებლად რაც მიახალა იმ
საცოდავებს.
– ყველაფერი თქვენი ბრალია! – დაუკივლა ბავშვებს, –
თქვენ რომ არა, აქ რა ჯანდაბა მინდოდა?! ის არ მოხდებოდა,

360 მკითხველთა ლიგა


რაც მოხდა! აქ არ ვეგდებოდი ახლა! თავისუფალი ვიქნებოდი!
როგორც კი დაიბადეთ, მაშინვე უპატრონო ბავშვთა თავშესა-
ფარში უნდა ჩამებარებინეთ! სწორედ თქვენა ხართ ჩემს კი-
სერზე გამობმული დოლაბები!
ვერ ხედავდა მის კართან საცოდავად ატუზულ ბავშვებს,
გაკვირვებულ ქოჩორსა და ,,ტოკიოს-სიყვარულიდან’’ ამოფ-
რქვეულ შადრევანს. გაოგნებულ ტყუპებს, ღმერთმა უწყის,
რის წარმომადგენლებს. მის უდიდებულესობა ე. პელვისსა და
მის უდიდებულესობა ბ. ბუზანკალას.
– მომწყდით თავიდან! დამანებეთ თავი, ბოლოს და ბო-
ლოს! – არ ცხრებოდა ამუ.
ჰოდა, დაანებეს.
როცა ციცქნა-კოჩამამ დასმულ კითხვაზე ერთადერთი პა-
სუხი მიიღო, კარზე რაღაც მძიმე საგნის ჯახანის სახით, ჩუმად
გაეცალა ჩაკეტილ ამუს. შინაგანმა ფორიაქმა აიტანა და შე-
ეცადა, დაედგინა სრულიად აშკარა და ლოგიკური, მაგრამ
სრულიად მცდარი კავშირი წინა დღის მოვლენებსა და ბავშვე-
ბის გაქრობას შორის.
წვიმა წინა დღის ნაშუადღევს დაიწყო. მზიანი დღე უცებ მო-
იღრუბლა, ცა მოიღუშა და რამდენჯერმე გაიელვა და დაიქუხა
კიდეც. კოჩუ-მარია რატომღაც ძალიან უგუნებოდ ბრძანდებო-
და. სამზარეულოში თავის დაბალ სკამზე შემომდგარიყო, გამ-
წარებული წმენდდა უზარმაზარ თევზს და გარშემო მყრალი
ქერცლის კორიანტელს აყენებდა. ოქროს საყურეები გამალე-
ბით უქანავებდა წინ და უკან. თევზის ვერცხლისფერი ქერცლი
მთელ სამზარეულოს მოეფინა – ჩაიდნებს, კედლებს, ბოს-
ტნეულის საწმენდ დანადგარებს, მაცივრის კარის სახელურს.
როდესაც სამზარეულოს კართან ველია პააპანი გამოჩნდა,
მთლად გალუმპული და აცახცახებული, მისთვის ზედაც არ შე-
უხედავს. ველია პააპანი მთვრალს ჰგავდა, ნამდვილი თვალი

361 მკითხველთა ლიგა


ჩასწითლებოდა. დაახლოებით ათი წუთი მაინც იდგა გაუნ-
ძრევლად და ელოდებოდა, როდის შენიშნავდნენ. როდესაც
კოჩუ-მარიამ თევზთან ურთიერთობა დაასრულა და ხახვს
დასწვდა, ველია პააპანმა ჩაახველა და იკითხა, მამაჩის ნახვა
თუ შეიძლებაო. კოჩუმარიას მისი გაქშევა უნდოდა, მაგრამ ვე-
ლია პააპანი არ წავიდა. როგორც კი პირს გააღებდა რამის
სათქმელად, კოჩუ-მარიას დაფჩენილ ნესტოებს ,,არაკის’’
მძაფრი სუნი დაეძგერებოდა ხოლმე. ასეთი არასდროს ენახა
და ცოტა შეშინდა კიდეც. დაახლოებით იმასაც ხვდებოდა, ვე-
ლია პააპანი რამ მოიყვანა, ჰოდა, ბოლოს გადაწყვიტა, მამა-
ჩის დავუძახებო. სამზარეულოს კარი მიხურა და მთხოვნელი
კარში, უკანა ეზოში, საშინელ თქეშში მობარბაცე დატოვა. დე-
კემბერი კი იყო, მაგრამ ივნისივით წვიმდა. ციკლონური ანო-
მალიააო, წერდნენ მეორე დღეს გაზეთებში. თუმცა, მეორე
დღეს გაზეთებისთვის აღარავის სცხელოდა.
შესაძლოა, სწორედ ამ უცნაურმათქეშმა აიძულა ველია პა-
აპანი, სამზარეულოს კართან მისულიყო. ისეთ ცრუმორწმუნე
ადამიანს, როგორიც ველია პააპანი ბრძანდებოდა, ზეცის ასე-
თი, სეზონისათვის მოულოდნელი გავეშება აუცილებლად
ღვთის რისხვის ნიშანი ეგონებოდა. მთვრალ ცრუმორწმუნეს
კი სულაც განკითხვის დღედ მოეჩვენებოდა და, სხვათა შო-
რის, არც შეცდებოდა.
როდესაც ქვედატანზე ღია ვარდისფერი, თასმებით გაწყო-
ბილი ხალათის ამარა მამაჩი სამზარეულოში შებრძანდა, ვე-
ლია პააპანმა სამზარეულოში შესასვლელი კიბის რამდენიმე
საფეხური აიარა და ნასესხები თვალი გაუწოდა. ის თვალი
გაშლილ ხელისგულზე ედო. უთხრა, ამის ღირსი არა ვარ და
მინდა, უკან დაგიბრუნოთო. მარცხენა თვალის ფოსოზე უთვა-
ლოდ დარჩენილი ქუთუთო ისე უპაჭუნებდა, თითქოს ყველა-
ფერი, რასაც ამბობდა, მასხარაობა და ხუმრობა იყო.

362 მკითხველთა ლიგა


– მანდ რა გაქვს, მაჩვენე ერთი, – უთხრა მამაჩიმ და ხე-
ლი მისკენ გაიწოდა. ალბათ გადაწყვიტა, რომ ველია პააპანი,
რატომღაც, დილით მიცემული წითელი ბრინჯის ერთკილოგ-
რამიან შეკვრას უბრუნებდა უკან.
– თვალია, თვალი! – ხმამაღლა დაუზუსტა კოჩუ-მარიამ,
რომელსაც თავადაც ეპრაწებოდა ხახვისგან აცრემლებული
თვალები. მაგრამ მამაჩი უკვე შეეხო შუშის თვალს. მერე სას-
წრაფოდ განარიდა ხელი იმ ლორწოვან სიმკვრივეს, გაწები-
ლი მარმარილოს შეხების განცდას.
– გამოთვერი თუ რა გჭირს? – გაბრაზებით უთხრა მამა-
ჩიმ კარს მომდგარ პარავანს წვიმის წვეთების წკაპაწკუპის
აკომპანიმენტით, – როგორ ბედავ ასეთ მდგომარეობაში ჩემ-
თან მოსვლას?!
მერე ხელის ცეცებით მონახა პირსაბანი და საპნით ჩამოი-
ბანა ხელებიდან მთვრალი პარავანის თვალის წებოვნება. მე-
რე თითებს უყნოსა. კოჩუ-მარიამ ველია პააპანს პირსახოცი
ესროლა და ნება დართო, პირისახე გაემშრალებინა წვიმისა-
გან სახურავით დაცული აივნის ზედა საფეხურზე, ლამის მისი
საკუთარი, ხელშესახები სამზარეულოს კარის ზღურბლზე.
ცოტა რომ დამშვიდდა, ველია პააპანმა თვალი ადგილზე
დააბრუნა და ამეტყველდა. იმ სიკეთეების ჩამოთვლით დაიწ-
ყო, რომელიც მამაჩის ოჯახმა მისი ოჯახის მიმართ გამოიჩინა.
თაობიდან თაობამდე. ისიც გაიხსენა, ღირსმა ი. აიპმა მამა-
მისს, კელანს, ის მიწა რომ მისცა, რომელზეც ახლა მათი ქოხი
იდგა, სხვათა შორის, იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე მიწების და-
რიგება კომუნისტებს მოუვიდოდათ აზრად. და კიდევ ისიც, მა-
მაჩიმ თვალი რომ უყიდა, ველუტას განათლების მიღებაში
რომ დაეხმარა და სამსახურითაც რომ უზრუნველყო.

363 მკითხველთა ლიგა


მამაჩის ველია პააპანის სიმთვრალე ნერვებს კი უშლიდა,
მაგრამ მაინც სიამოვნებით უსმენდა აიპების ოჯახის წევრები-
სა და პირადად მისი ქრისტიანული გულმოწყალების სადი-
დებლად წარმოთქმულ დაუსრულებელ ოდას. ამიტომ სრუ-
ლიად არ იყო მზად იმის მოსასმენად, რაც ამის შემდეგ მოის-
მინა.
ველია პააპანი აქვითინდა. მხოლოდ მარჯვენა ნახევრით.
ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ნამდვილი თვალიდან
შავტუხა ლოყაზე. ნათხოვარი თვალი გაქვავებული მზერითი-
ყურებოდა პირდაპირ. ძველი პარავანი, რომელსაც უკან-უკან
ხოხვის ჟამიც კარგად ახსოვდა, ერთგულებასა და სიყვარულს
შორის იგლიჯებოდა.
მერე, უეცრად, ძრწოლამ შეიპყრო და სიტყვები წისქვილი-
ვით დააფქვევინა. მამაჩის წვრილად უამბო, რაც ცალი თვა-
ლით დაინახა. იმ პატარა ნავზე უამბო, ყოველღამე მდინარეს
რომ კვეთდა და იმაზეც, თუ ვინ იჯდა იმ ნავში. იმ კაცისა და ქა-
ლის ამბავი უამბო, კანით რომ ეხებოდნენ ერთმანეთს მთვა-
რის შუქზე.
კარი საიბუს სახლში დაიარებიანო, თქვა ველია პააპანმა.
იმ წყეული თეთრი კაცის დემონი ჩაუსახლდა ორივესო. კარი
საიბუ, სინამდვილეში, მე მიხდის სამაგიეროს იმის გამო, რაც
დავმართეო. თურმე ნავს (რომელზეც ესტა იჯდა და რაჰელმა
აღმოაჩინა) გამხმარ ხეზე აბამდნენ იმ დამრეც ბილიკთან ახ-
ლოს, რომელიც ჭაობიდან მიტოვებული კაუჩუკის პლანტაცი-
ამდე მიდიოდა. სწორედ იქ დავინახე ის პატარა ნავიო. მერე
ყოველღამე ვხედავდი, ცარიელი როგორ ირწეოდა წყალზე
საყვარლების მოლოდინშიო. საათობით ელოდებოდაო. ზოგ-
ჯერ ის ორნი მაღალ ბალახში მხოლოდ გამთენიისას გამოჩ-
ნდებოდნენ ხოლმეო. საკუთარი ნამდვილი თვალით უნახავს
ეს ყველაფერი. სხვებმაც ნახეს და მთელმა სოფელმა უკვე

364 მკითხველთა ლიგა


იცის ეს ამბავიო. ცოტაც და, თქვენს ყურამდეც მოაღწევსო.
ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი პირით მეთქვაო. როგორც პარა-
ვანმა და როგორც იმ ადამიანმა, რომელსაც სხეულის ნათხო-
ვარი ნაწილები ჰქონდა, ველია პააპანმა საკუთარ მოვალეო-
ბად ჩათვალა, ასე მოქცეულიყო.
საყვარლები... ერთი მისი გაკეთებული და მეორე მამაჩის
შობილი. მისი ვაჟი და მამაჩის ქალიშვილი. მათ შეუძლებელი
შესაძლებლად აქციეს და წარმოუდგენელი წარმოადგენინეს
ყველას.
ველია პააპანი ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. ქვითი-
ნებდა. აბოყინებდა. ტუჩებს გაუთავებლად ამოძრავებდა, მაგ-
რამ მამაჩის აღარ ესმოდა მისი ლაპარაკი. წვიმის ხმა გაძლი-
ერდა და მისი წვეთები პირდაპირ თავში უსკდებოდნენ ხმა-
ურით. საკუთარი ყვირილის ხმაც კი ვეღარ გაიგონა.
მოულოდნელად მოხუცმა უსინათლომ, თავის ვირთხის კუ-
დივით წვრილი ჭაღარა ნაწნავითა და თასმებით გაწყობილ ხა-
ლათში, წინ წადგა ნაბიჯი და მთელი ძალით ჰკრა ხელი ველია
პააპანს. ჰოდა, მანაც წაიბორძიკა, ფეხით კიბის საფეხური ვე-
ღარ იპოვა, კიბიდან დაგორდა და პირდაპირ წუმპეში გაიშ-
ხლართა. გაოგნებული იყო. ხელშეუხებლობა, გარდა ყვე-
ლაფრისა, იმასაც ნიშნავდა, რომ მას არ უნდა შეხებოდნენ.
ყოველ შემთხვევაში, ასეთ გარემოებაში მაინც. ის ხომ ფიზი-
კურად ჭუპრივით იყო დაცული გარესამყაროსაგან.
სამზარეულოსკენ მომავალ ციცქნა-კოჩამას რაღაც ხმაური
შემოესმა. დაინახა, მამაჩი წვიმას რომ აფურთხებდა – ფუი!
ფუი! ფუი! – და ქვემოთ, წუმპეში, მთლად გალუმპული და აბ-
ღავლებული ველია პააპანი რომ ეგდო. წუმპიდან იფიცებოდა,
ახლავე წავალ და ჩემი ხელით მოვკლავ საკუთარ შვილს, სულ
ნაკუწ-ნაკუწ ავჩეხო.
მამაჩი კი უკიოდა:

365 მკითხველთა ლიგა


– შე ბინძურო ძაღლო! შე გალეშილო, მატყუარა პარავანო!
წივილ-კივილისა და ბღავილის ფონზე, კოჩუ-მარიამ სულ
ყვირილით უამბო ციცქნაკოჩამას, რაც ველია პააპანისაგან
მოისმინა. ციცქნა-კოჩამამ წამსვე იგრძნო სიტუაციის უშრეტი
პოტენციალი და მაშინვე გააპატიოსნა საკუთარი ფიქრები სა-
თავისო ნელსაცხებლებით. მოკლედ, ბოლომდე გაიფურჩქნა.
ამ ყველაფერში ამუს ცოდვებისათვის დამსჯელი ღმერთის
მსახვრალი ხელი დაინახა, რომელიც, ამავდროულად, მისი
(ციცქნა-კოჩამას) დამცირების გამოც უხდიდა სამაგიეროს ვე-
ლუტასა თუ იმ დემონსტრანტებს, მოდალალი მარიაკუტი რომ
შეარქვეს და დროშაც აფრიალებინეს. მაშინვე აღმართა იალ-
ქნები და საკუთარი სათნოების ამაყი ხომალდი მარჯვედ შე-
აცურა ცოდვებით დამძიმებულ ზღვაში.
პუტკუნა ხელი მამაჩის მხარზე დაადო და მშვიდად უთხრა:
– სიმართლე იქნება. არც ამუსგან მიკვირს და არც იმ კაცის-
გან... თანაც, აბა, ველია პააპანი ასეთი ტყუილის მოგონებას
როგორ გაბედავდა?
კოჩუ-მარიას უბრძანა, მამაჩის წყალი დაალევინე და სკამი
მოუტანეო. მერე ველია პააპანს თავიდან მოაყოლინა ყველა-
ფერი და ალაგ-ალაგ აწყვეტინებდა, ზოგიერთი დეტალის და-
საზუსტებლად – და ეგ ნავი ვისია? ხშირად ხვდებიან ერთმა-
ნეთს? რამდენი ხანია, რაც ეგ უბედურება ტრიალებს?
როდესაც ველია პააპანმა დაასრულა, ციცქნა-კოჩამა მამა-
ჩის მიუბრუნდა და უთხრა: – ის ბიჭი აქედან უნდა მოშორდეს.
დღესვე! სანამ უფრო შორს არ წასულა ეგ ურთიერთობა და
მთლად არ დავიღუპეთ!
მერე სკოლის მოსწავლე გოგოსავით გააჟრიალა და ის
ავადსახსენებელი ჯადოსიტყვები თქვა: – ნეტა გამაგებინა, მის
სუნს როგორ იტანს? შენც შენიშნავდი ალბათ, პარავანები რო-
გორ ყარან.

366 მკითხველთა ლიგა


სწორედ ამ ყნოსვითმა შენიშვნამ, ამ სპეციფიკურმა დე-
ტალმა აამუშავა ის ჯოჯოხეთური მანქანა.
მამაჩის რისხვა, რომელსაც მთვრალი, გალუმპული, ტა-
ლახში ამოგანგლული ცალთვალა პარავანისადმი განიცდი-
და, საკუთარი ქალიშვილისა და მისი საქციელისადმი საში-
ნელ ზიზღში გადაიზარდა. წარმოიდგინა, როგორ ეგდო შიშვე-
ლი და როგორ ეძლეოდა ლაფში ამოვლებულ, ბინძურ მამა-
კაცს, რომელიც ერთი აქოთებული კული იყო და სხვა არაფე-
რი. თვალნათლივ, დეტალურად წარმოიდგინა ეს სურათი: პა-
რავანის უხეში, შავი ხელი, რომლითაც მისი ქალიშვილის
მკერდს ეხებოდა; მისი ტუჩები ქალის ტუჩებს როგორ წუწნიდ-
ნენ; მისი შავი თეძოები როგორ ირხეოდნენ ამუს გადაფარ-
ჩხულ ფეხებს შუა; მათი სუნთქვა; მისი პარავანული სიმყრა-
ლე... ნამდვილი ცხოველებივითო, გაიფიქრა და კინაღამ გუ-
ლი აერია. როგორც ამძუვნებული ძუკნაო!.. საკუთარი ვაჟის
,,მამაკაცური მოთხოვნილებების’’ ობიექტების მიმართ ჩახ-
შობილმა ეჭვიანობამ და ნაძალადევად გამოვლენილმა თავ-
შეკავებამ ქალიშვილის მიმართ თავშეუკავებელ რისხვას კი-
დევ უფრო შეუნთო ცეცხლი. მან ხომ ის შეურაცხყო, რასაც თა-
ობები ქმნიდნენ (რაშიც საკუთარი წვლილი პუნიან-კუნჯუმაც
შეიტანა, პირადად ანტიოქიის პატრიარქის ხელდასხმულმა;
მისმა იმპერიულმა ენტომოლოგმა მეუღლემ და როდსის სტი-
პენდიატმა ვაჟმა, ოქსფორდის საამაყო კურსდამთავრებულ-
მა) და ეს პატიოსანი ოჯახი მუხლებზე დააჩოქა, სამუდამოდ!..
ხალხი ახლა ყველა ქორწილზე, ყველა დაკრძალვაზე, ყველა
ნათლობასა თუ დაბადების დღის წვეულებაზე გამოიშვერდა
მათკენ თითს!.. მათ დანახვაზე, ამიერიდან, ადამიანებიერ-
თმანეთს მუჯლუგუნებს წაჰკრავდნენ და საზიზღრობებს გა-
დაუჩურჩულებდნენ!.. ყველაფერი დამთავრდა, მათი მზე სამუ-
დამოდ ჩაესვენა!..

367 მკითხველთა ლიგა


მამაჩი საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან.
ჰოდა, ორმა ხანში შესულმა დედაკაცმა ის გააკეთა, რაც უნ-
და გაეკეთებინა: მამაჩიმ საბრძოლო ჟინი გააღვივა, ციცქნა-
კოჩამამ კი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და, ორივემ ერთად,
კოჩუ-მარია ტანმორჩილი სერჟანტის ჩინამდე აამაღლეს. მათ
ამუ საკუთარ საძინებელში შეიტყუეს და იქ ჩაკეტეს. მერე ვე-
ლუტას უხმეს. მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ველუტა უნდა
ეიძულებინათ, როგორმე აიემენემიდან ჩაკოს დაბრუნებამდე
წათრეულიყო. ჩაკოს რეაქციაზე ვერც ერთი ვერ აგებდა პა-
სუხს და მისი იმედი დიდად არცა ჰქონდათ.
მხოლოდ ეს ორნი არ იყვნენ დამნაშავენი იმაში, რაც მერე
მოხდა; რომ სიტუაციაზე კონტროლი საერთოდ დაიკარგა;
რომ საშინელი მოვლენები დრამატულად განვითარდა; რომ
უგუნურება ციბრუტივით დაბზრიალდა და ყველაფერი ქვეშ
მოიყოლა და გადათელა. მხოლოდ ეს ორნი არ იყვნენ დამნა-
შავენი იმაში, რომ, როდესაც ჩაკო კოჩინიდან დაბრუნდა, უკ-
ვე ძალიან დაგვიანებული იყო.
რომ ერთმა მეთევზემ უკვე აღმოაჩინა სოფი-მოლის გვამი.

ახლა იმ მეთევზისაც ვთქვათ.

სისხამ დილით, ნავით, იმ მდინარის სათავესთანაა გასუ-


ლი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს. მდინარე ჯერ კიდევ მო-
დიდებულია და ბორგავს წუხანდელი წარღვნის გამო. რაღაც
ტივტივებს იქვე, ნავთან ახლოს და იმ რაღაცის ფერები თვალ-
ში ხვდება. მოვარდისფრო-იისფერი. წაბლისფერი. სანაპი-
როს ქვიშისფერი... დინებას ის რაღაც მიაქვს, ზღვისაკენ მიეჩ-
ქარება. მეთევზე ბამბუკის ჭოკს იმ რაღაცისაკენ იწვდის და ნა-
ვისკენ ქაჩავს. დანაოჭებული ქალთევზაა... უფრო სწორად,

368 მკითხველთა ლიგა


ბავშვ-თევზა, მოწითალო-წაბლისფერი თმით, იმპერიული ენ-
ტომოლოგის ცხვირითა და მუჭში ჩაბღუჯული ვერცხლის სა-
თითით – საყვარელი თილისმით. წყლიდან ამოათრევს და
ბამბის პირსახოცზე აწვენს, ნავში, პირდაპირ ვერცხლისფრად
მოელვარე, მის მიერ დაჭერილი წვრილი თევზის პატარა გრო-
ვაზე. მერე ნიჩბებს მძლავრად მოუსვამს და შინისკენ გაეშუ-
რება – ტაი ტაი ტაკა ტაი ტაი ტომე – და გზაში ფიქრობს, არც
ერთმა მეთევზემ არ უნდა დადოს თავი, რომ საკუთარ მდინა-
რეს კარგად იცნობსო. მინაჩელს ვერავინ გაუგებს. კაცმა არ
იცის, უცებ რას დაითრევს ან რას ამოატივტივებს, ანდა როდი-
სო. ამიტომაც ლოცულობენ მეთევზეები ამდენსო.
მთლად აცახცახებული ციცქნა-კოჩამა კოტაიამის პოლი-
ციის განყოფილების უფროსის ოთახში შეიყვანეს. ინსპექტორ
ტომას მეთიუს ის გარემოებები აუხსნა, რომლებმაც მათი ფაბ-
რიკის ერთ-ერთი მუშა, პარავანი, აიძულა, უეცრად გამქრა-
ლიყო. რამდენიმე დღის წინ, ის კაცი შეეცადა, ძალა ეხმარა
ჩემს ძმიშვილზე, ორი შვილის დედაზე, რომელიც ქმართან
გაყრილიაო.
ინსპექტორი ტომას მეთიუს წინაშე ველუტას და ამუს ურთი-
ერთობა სულ სხვაგვარად წარმოადგინა. ცხადია, ამუს გამო
კი არა, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ სკანდალი აე-
ცილებინა თავიდან და ინსპექტორის თვალში ოჯახის რეპუტა-
ცია არ შეელახა. აბა, რას წარმოიდგენდა, რომ ამუ ძალიან მა-
ლე თავად შეირცხვენდა თავს, რომ პოლიციაში წაბრძანდე-
ბოდა და სრულ სიმართლეს იტყოდა?! ციცქნა-კოჩამამ მოყო-
ლისას თავადვე ირწმუნა საკუთარი ტყუილები.
რატომ იმთავითვე არ მიმართეთ პოლიციასო, იკითხა ინ-
სპექტორმა ტომას მეთიუმ.

369 მკითხველთა ლიგა


– ჩვენ ძირძველი ოჯახი ვართ, ყველა პატივს გვცემს, – უთ-
ხრა ციცქნა-კოჩამამ, – მოგეხსენებათ, არ გვინდოდა, ხალხს
უშნო მითქმა-მოთქმა აეტეხა ჩვენზე.
,,ეარ ინდიას’’ კეთილი მაჰარაჯას ულვაშებს ამოფარებულ
ინსპექტორ ტომას მეთიუს მშვენივრადაც მოეხსენებოდა ყვე-
ლაფერი. მას ხელშესახები მეუღლე და ორი ხელშესახები ქა-
ლიშვილი ჰყავდა, ასე რომ ხელშესახებთა მთელი თაობები
ელოდებოდნენ მათი ხელშესახები საშოებიდან დაბადების სა-
კუთარ ჟამს.
– თავად დაზარალებული სად ბრძანდება?
– შინ გახლავთ. არც კი იცის, თქვენ რომ გეახელით. ამის
უფლებას არც მომცემდა. ბუნებრივია, ძალიან დაზაფრულია
ბავშვების გამო... დაზაფრული კი არა და, სრულ ისტერიკაშია.
მოგვიანებით, როდესაც ინსპექტორმა ტომას მეთიუმ საქ-
მის ჭეშმარიტი ვითარება შეიტყო, იმ ფაქტმა, რომ ვიღაც ტურ-
ტლიანმა პარავანმა ხელშესახებთა სამეფოდან განძი კი არ
აწაპნა, არამედ პირდაპირ, ნებსით მიართვეს, მეტისმეტად აა-
ღელვა. ამიტომ, როდესაც სოფი-მოლის დაკრძალვის შემდეგ
ამუ, თავის ტყუპებით, პოლიციის განყოფილებაში მივიდა და
ინსპექტორს უთხრა, შეცდომაში შეგიყვანესო, იმან კი მას ძუ-
ძუებზე ჯოხი მიუტყაპუნა, ეს უხეში პოლიციელის უტიფარი გა-
მოხტომა კი არ იყო, არამედ სრულიად შეგნებული ქმედება
გახლდათ. ეს ამუს დამცირებისა და დაშინების მიზნით წინას-
წარ შემუშავებული ჟესტი იყო, იმ წესრიგის აღსადგენად გა-
მიზნული, რომელიც დაარღვიეს.
მოგვიანებით, როცა აურზაური შეწყდა და საბუთებიც სათა-
ნადოდ გააფორმა, ინსპექტორმა ტომას მეთიუმ საკუთარ თავს
მიულოცა, რა მარჯვედ მოაკვარახჭინე ყველაფერიო.
ამჯერად კი ყურადღებითა და მოწიწებით უსმენდა ციცქნა-
კოჩამას შეთითხნილ ამბავს.

370 მკითხველთა ლიგა


– გუშინ, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე, უკვე შებინ-
დებულზე, ჩვენთან მობრძანდა და გვემუქრებოდა. საშინლად
წვიმდა და შუქიც ჩაქრა, ჰოდა, სწორედ ლამპებს ვანთებდით,
როცა მოვიდა, – თქვა ციცქნა-კოჩამამ, – იცოდა, რომ ერთა-
დერთი მამაკაცი ჩვენს ოჯახში, ჩემი ძმისწული ჩაკო აიპი, კო-
ჩინში იყო,... ახლაც კოჩინშია. სამი ქალი მარტოკები ვიყავით
სახლში, – გაჩერდა, რომ ინსპექტორ ტომას მეთიუს თვალ-
ნათლივ წარმოედგინა, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ შინ მარ-
ტო დარჩენილები, როდესაც ის ახურუშებული სექს-მანიაკი
პარავანი მოადგებოდათ.
– ვუთხარით, ახლავე თუ არ წახვალ აიემენემიდან, პო-
ლიციას გამოვიძახებთო, – განაგრძო ციცქნა-კოჩამამ, – და
იცით, რა ბრძანა? თქვენი ძმიშვილი თანახმა იყო ჩემთან და-
წოლაზეო, წარმოგიდგენიათ?! მერე თქვა, ერთი მაინტერე-
სებს, როგორ დაამტკიცებთ, რომ დამნაშავე ვარო. შრომის კა-
ნონის მიხედვით, ჩემი სამსახურიდან გაძევების საფუძველი
არა გაქვთო. ძალიან მშვიდად იყო. აქაოდა, ის დრო წავიდა,
როცა თქვენ და თქვენნაირები ძაღლებივით გვექცეოდითო.
ამ მომენტამდე ციცქნა-კოჩამას მონათხრობი სავსებით და-
მაჯერებელი იყო, ისევე როგორც მისი ტკივილი და ის შეურაც-
ხყოფის გრძნობა, რომლებიც ახრჩობდა. მერე კი მისმა წარ-
მოსახვის უნარმა ყველა საზღვარი დაარღვია და უსაბელო
ცხენივით გაჭენდა. ის აღარ მოუყოლია, მამაჩი როგორ გადა-
ირია, როგორ ეცა ველუტას და როგორ აფურთხებდა სახეში,
რას ეუბნებოდა და როგორი სიტყვებით ლანძღავდა.
ამის ნაცვლად, ინსპექტორს აუხსნა, პოლიციაში მოსვლა
იმან კი არ მაიძულა, ველუტა რას ამბობდა, არამედ იმან, თუ
როგორ ამბობდაო. ყველაზე მეტად იმან გამაგიჟა, რომ სინა-
ნულისა არაფერი ეტყობოდაო. თითქოს ეამაყებოდა კიდეც

371 მკითხველთა ლიგა


თავისი საქციელიო. ველუტას, გაუცნობიერებლად, იმ დემონ-
სტრანტების ყველა ქცევა მიაწერა, რომლებმაც აბუჩად აიგ-
დეს. ინსპექტორს სახის ის გამომეტყველება აღუწერა, რო-
მელშიც გაბოროტება და დაცინვის სურვილი გამოსჭვიოდა.
თავხედური, დამცინავი ხმის ტემბრი, რომელმაც ასე დააფ-
რთხო მაშინ. ის სახე და ის ხმა აღუწერა, რომლითაც ამტკი-
ცებდა, რომ ველუტას სამსახურიდან გაგდება და ბავშვების გა-
უჩინარება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყო.
მაგ პარავანს ბავშვობიდანვე ვიცნობო, ამბობდა ციცქნა-
კოჩამა. განათლება ჩემმა ოჯახმა მიაღებინა ხელშეუხებელთა
იმ სკოლაში, რომელიც მამაჩემმა, პუნიან-კუნჯუმ გახსნაო
(მისტერ ტომას მეთიუმ, ცხადია, იცოდა, პუნიან-კუნჯუ ვინც
ბრძანდებოდა, არა? კი, კი, რა თქმა უნდა!)... დურგლადაც
ჩემს ოჯახში ჩამოყალიბდა და ის სახლიც, რომელშიც ცხოვ-
რობს, ჩემმა ოჯახმა უწყალობა ბაბუამისსო. მოკლედ, ჩემი
ოჯახის ვალიდან ვერასოდეს ამოვაო.
– თქვენნაირები მასეთებს თითონ ისვამთ თავზე, მარა მე-
რე, რო უკვე თავზე გიზამენ, მაშინ მორბიხართ ჩვენთან საშვე-
ლად!
ციცქნა-კოჩამამ დამნაშავე ბავშვივით დახარა თვალები.
მერე კი ისევ განაგრძო თხრობა. ინსპექტორს უთხრა, ბოლო
რამდენიმე კვირა, მაგ უბედურების მომასწავებელ ნიშნებს
ვამჩნევდი, ის ბიჭი ზედმეტად გათავხედდა და გაყოყოჩდაო.
ისიც ახსენა, დემონსტრანტებს შორის შევნიშნე კოჩინის გზაზე
გამართულ მსვლელობაშიო, და ისიც, ჭორის სახით რომ სმე-
ნოდა, ნაქსალიტიაო, თუ, მგონი, ადრე იყოო. ვერ შენიშნა, ამ
უკანასკნელმა ცნობამ ინსპექტორს შუბლზე შეშფოთების ნა-
ოჭი რომ გაუჩინა.

372 მკითხველთა ლიგა


ჩემი ძმისშვილი ჩაკო კიდეც გავაფრთხილე, მაგრამ, აბა,
ვინ წარმოიდგენდა, საქმე აქამდე თუ მივიდოდა – ერთი მშვე-
ნიერი ბავშვი მოგვიკვდა და ორიც დაკარგული გვყავსო.
აქ ციცქნა-კოჩამამ მთლად დაკარგა თავი.
ინსპექტორმა ტომას მეთიუმ ერთი ჭიქა პოლიციის ჩაი და-
ალევინა. მერე, ცოტა გონს რომ მოეგო, მიეხმარა, საკუთარი
ჩვენება წერილობითი სახით ჩამოეყალიბებინა. ბოლოს და-
არწმუნა, კოტაიამის პოლიცია სრულ მხარდაჭერას გიცხადებ-
თო. იმ ნაძირალას დაღამებამდე ავიყვანთო. იცოდა, რომ ის-
ტორიულად დევნილ პარავანს, დიზიგოტური ტყუპებით ხელ-
ზე, დასამალი ადგილების დიდი არჩევანი არ ექნებოდა.
ინსპექტორი ტომას მეთიუ ერთობ გამჭრიახი და წინდახე-
დული კაცი ბრძანდებოდა. ამიტომ ,,ჯიპი’’ აფრინა ამხანაგ
კ.ნ.მ. პილაისთან და ეს უკანასკნელი პოლიციის განყოფილე-
ბაში მოაყვანინა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის იმის
გარკვევა, იმ პარავანს პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა თუ
თვითნებურად მოქმედებდა ასე უტიფრად. მართალია, თავად
ინსპექტორი კონგრესის მომხრე და მხარდამჭერი ბრძანდე-
ბოდა, მაგრამ მარქსისტულ მთავრობასთანაც არ უნდოდა
საქმის გაფუჭება. როდესაც ამხანაგი კ.ნ.მ. პილაი მობრძანდა,
იმ ოთახში შეიყვანეს და იმ სკამზე დასვეს, რომელიც ის-ის
იყო ციცქნა-კოჩამამ გაათავისუფლა. ინპექტორმა ტომას მე-
თიუმ ამხანაგ კ.ნ.მ. პილაის ციცქნა-კოჩამას წერილობითი
ჩვენება წააკითხა. მერე იმ ორმა ისაუბრა, ძალიან მოკლედ,
დაშიფრულად და საქმიანად. გეგონებოდა, ციფრებს ცვლიან
ერთმანეთში და არა სიტყვებსო. არავითარი ახსნა-განმარტე-
ბა არ იყო საჭირო. ისინი, ინსპექტორი მეთიუ და ამხანაგი პი-
ლაი, მეგობრები არ იყვნენ და დიდად ერთმანეთს არც ენდო-
ბოდნენ, მაგრამ ერთმანეთისა მშვენივრად ესმოდათ. ორივე

373 მკითხველთა ლიგა


ზრდასრული მამაკაცი ბრძანდებოდა და ბავშვური ელემენტე-
ბი კარგა ხანია გაეძევებინათ საკუთარი ცხოვრებიდან; ის კა-
ცები იყვნენ, რომლებსაც უაზრო ცნობისმოყვარეობა არ ამოძ-
რავებდათ და ეჭვიც არაფერში ეპარებოდათ; ორივე, თავთა-
ვისებურად, თავიან-ფეხებიანად და სრულიად შემზარავად ჩა-
მოყალიბებული კაცები იყვნენ. ქვეყნიერებას უყურებდნენ და
არ აინტერესებდათ, რა ხდებოდა ქვეყნად, რადგანაც ყველა-
ფერი ისედაც მშვენივრად იცოდნენ – ყველაფერს თავადვე ახ-
დენდნენ. ის მექანიკოსები ბრძანდებოდნენ, რომლებიც საზა-
რელი მანქანის სხვადასხვა ნაწილს ზეთავდნენ.
ამხანაგმა პილაიმ ინსპექტორ ტომას მეთიუს უთხრა, რომ
ველუტას იცნობდა, მაგრამ ის აღარ უთხრა, რომ კომუნისტუ-
რი პარტიის წევრი იყო; არც ის, რომ გვიან ღამით ველუტამ მას
კარზე მიუკაკუნა, რამაც ამხანაგი პილაი იმ უკანასკნელ ადა-
მიანად აქცია, რომელმაც ველუტა გაუჩინარებამდე იხილა.
არც ციცქნა-კოჩამას ჩვენების ის ადგილი გაუპროტესტებია,
რომელშიც ეწერა, რომ ველუტას ამუს გაუპატიურება უნდო-
და, თუმცაღა დასტურ იცოდა, რომ ტყუილი იყო. მოკლედ, ერ-
თადერთი, რაც თქვა ის იყო, რომ ველუტას, ამ საქმეში, კომ-
პარტიის მხარდაჭერა არ ჰქონია და ის დამოუკიდებლად მოქ-
მედებდა.
როდესაც ამხანაგი პილაი წავიდა, ინსპექტორმა ტომას მე-
თიუმ კიდევ ერთხელ გადაავლო გონების თვალი მათ საუ-
ბარს, კარგად გადაათვალიერა ყოველი სიტყვა, ყველაფერი
აწონ-დაწონა, რომ რაიმე არალოგიკური ანდა ორაზროვანი
ნათქვამი არ გამოჰპარვოდა. როდესაც გული ბოლომდე იჯე-
რა, კმაყოფილი დარჩა, თავისი ხალხი გამოიძახა და კონკრე-
ტული მითითებები მისცა.

374 მკითხველთა ლიგა


ამასობაში ციცქნა-კოჩამა აიემენემში დაბრუნდა. ,,პლიმუ-
თი’’ უკვე ეზოში დახვდა. მარგარეტ-კოჩამა და ჩაკო კოჩინი-
დან ჩამოსულიყვნენ.
სოფი-მოლი შეზლონგზე დაესვენებინათ.
როდესაც მარგარეტ-კოჩამამ თავისი პატარა ქალიშვილი
მკვდარი იხილა, შოკში ჩავარდა. თავზარი ისე გაუჯდა ძვალსა
და რბილში, როგორც ცარიელ დარბაზს გაუჯდება ხოლმე
წარმოსახვითი ოვაციები და შეძახილები. მერე იმ შოკმა მისი
სხეულის საზღვრები გადალახა, საზარელი პირღებინების
ტალღებად გადმოიფრქვა და სრულიად გამოფიტული და და-
მუნჯებული დატოვა. იმ წამს ერთს კი არა, ორ სიკვდილს გლო-
ვობდა – სოფის დაკარგვამ ჯო კიდევ ერთხელ მოუკლა. მაგ-
რამ ამჯერად აღარც დასამთავრებელი საშინაო დავალება
ეგულებოდა სადმე და არც შესაჭმელი კვერცხი. აიემენემში
თავისი დაწყლულებული სამყაროს სამკურნალოდ გამოენ-
თო, მაგრამ იქ ის სამყარო მთლიანად გამოეცალა ხელიდან
და თავადაც მინასავით დაიმსხვრა.
მომდევნო დღეებზე ბუნდოვანი და ნაწყვეტ-ნაწყვეტი მო-
გონებები დარჩა. გრძელი, ჩამქრალი საათები, რომლებიც
(ექიმ ვერგიზ ვერგიზის სამედიცინო ჩარევით) ბეწვებით სავსე,
მოუქნელი ენის ძლივსგასაგონ ლუღლუღსა და გარინდებაში
გაატარა, დროდადრო ისტერიის მწვავე შეტევებით, რომლე-
ბიც გულს ახალი სამართებელივით უსერავდა.
დიდად ვერც ჩაკოს აღიქვამდა – მასთან ყოფნისას დამყვა-
ვებელსა და მზრუნველს, სხვებთან კი გავეშებულს, დამანგრე-
ველი ქარიშხალივით მობობოქრეს მთელ აიემენემის სახ-
ლში. სრულიად განსხვავებულს იმ მხიარული და კეთილგან-
წყობილი, ფეთხუმი მაჩვზღარბასაგან, რომელიც ოქსფორდის
კაფეში გაიცნო დიდი ხნის წინ.

375 მკითხველთა ლიგა


ყვითელ ეკლესიაში გამართული პანაშვიდიც ფრაგმენტუ-
ლად ახსოვდა. ნაღვლიანი გალობა. ღამურას ღლაპის
ფრთხიალი, რომელმაც ვიღაც დააფეთა. კიდევ კარის შელეწ-
ვის ხმა და შეშინებული ქალების კივილი ახსოვდა. ღამით ბუჩ-
ქებიდან ჭრიჭინების ჭრიჭინი, რომელიც ხის ჭრიალა კიბეზე
ფეხაკრეფით ამოპარვის ხმას წააგავდა და კიდევ უფრო ამ-
ძაფრებდა აიემენემის სახლში გამეფებულ თავზარსა და სასო-
წარკვეთას.
თუმცა, თავისი სრულიად ირაციონალური გაბოროტება იმ
ორი ბავშვის მიმართ, რომლებმაც გაბედეს და ცოცხლები გა-
დარჩნენ, მშვენივრად დაამახსოვრდა. მისი დაავადებული
ცნობიერება მოლუსკივით მიაკვდა იმ გიჟურ აზრს, რომ სოფი-
მოლის სიკვდილში ესტას მიუძღოდა ბრალი. ძალიან უცნაური
იყო, რადგანაც მარგარეტკოჩამამ არ იცოდა, რომ სწორედ ეს-
ტამ (კოვზით მორევის ქოჩორა ჯადოქარმა, რომელმაც ორი
ფიქრი იფიქრა) დაარღვია წესები და ნასადილევს სოფი- მოლ-
სა და რაჰელს ნავით ასეირნებდა ხოლმე მდინარეში; რომ
სწორედ ესტამ უვნებელყო ხეზე ნამგლით მიჭედებული სუნი
მის წინ მარქსისტული დროშის აფრიალებით; რომ სწორედ
ესტამ აქცია ისტორიის სავანის უკანა ვერანდა მათ საიდუმლო
თავშესაფრად გაქცევის შემთხვევაში, მათ დამატებით, აიემე-
ნემის სახლის გარეთ არსებულ თბილ ბუდედ; რომ იქაურობა
თივით მოაგო და სათამაშოებით მორთო – კატაპულტით, გა-
საბერი იხვის ჭუჭულით, ცალთვალა კოალათი. ბოლოს კი, იმ
დაწყევლილ ღამეს, სწორედ მანვე გადაწყვიტა, რომ მიუხედა-
ვად სიბნელისა და უამინდობისა, მათი გაქცევის დრო დამდგა-
რიყო, რადგანაც ამუს ისინი აღარ სჭირდებოდა.
ნეტა რატომ ადანაშაულებდა მარგარეტ-კოჩამა ესტას სო-
ფი-მოლის სიკვდილში? მან ხომ ეს ყველაფერი არ იცოდა?
ალბათ დედობრივმა ინსტინქტმა თუ უკარნახა.

376 მკითხველთა ლიგა


სამჯერ თუ ოთხჯერ, როცა კი წამლების სქელი, გაუვალი და
მრავალფენოვანი სიღრმიდან ამოყვინთვას მოახერხებდა
ხოლმე, მაშინვე ესტას ეცემოდა და გამეტებით ურტყამდა მა-
ნამ, სანამ ვინმე უფროსი არ ჩაერეოდა საქმეში, ბავშვს ხელი-
დან არ გამოჰგლეჯდა და არ დააშოშმინებდა. მოგვიანებით
ამუს წერილით მოუბოდიშა. მაგრამ ის წერილი რომ მოვიდა,
ესტა უკვე მამასთან იყო გაგზავნილი და ამუსაც უკვე აკრული
ჰქონდა გუდა-ნაბადი აიემენემიდან. ასე რომ, ის ბოდიში რა-
ჰელმა მიიღო. არ ვიცი, მაშინ რა მეტაკა, – წერდა მარგარეტ-
კოჩამა, – ალბათ ტრანკვილიზატორების გამო თუ ჩავვარდი
ისეთ დღეში. არანაირი უფლება არ მქონდა, ისე მოვქცეული-
ყავი, როგორც ვიქცეოდი. ამიტომ მინდა იცოდეთ, რომ ძალი-
ან მრცხვენია და ძალიან, ძალიან ვწუხვარ ამის გამო!

ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მარგარეტ-კოჩამას ვე-


ლუტა ერთხელაც არ გახსენებია. მასთან არავითარი მოგონე-
ბა არ აკავშირებდა. ისიც კი არ ახსოვდა, როგორ გამოიყურე-
ბოდა.
ალბათ იმიტომ, რომ წესიერად არც კი იცნობდა და არც ის
იცოდა, რა დაემართა.
დანაკარგების ღმერთს.
წვრილმანების ღმერთს.
რომელმაც ქვიშიან ნაპირზე კვალი არ დატოვა, არც პა-
ტარ-პატარა ჭავლები წყლის ზედაპირზე და არც ანარეკლი
სარკეებში.
რას იზამ. ბოლოს და ბოლოს, მარგარეტ-კოჩამას თვითონ
არ გადაუცურავს აბობოქრებული მდინარე ხელშესახებთაგან
დაკომპლექტებულ პოლიციის რაზმთან ერთად. იმ შვიდ ადა-
მიანთან ერთად, რომლებსაც გახამებული, დამცავი ფერის
შორტები ეცვათ.

377 მკითხველთა ლიგა


ერთ-ერთის დამძიმებულ ჯიბეში ლითონის ხელბორკი-
ლებს გაუდიოდა ჟღრიალი.
სიგიჟეა, ადამიანს მოსთხოვო ახსოვდეს ის, რაზეც საერ-
თოდ არ ჰქონია წარმოდგენა.
თუმცა, იმ უბედურების ჟამის მოწევამდე, იმ ლურჯი ჯვარე-
დინი ნაქარგით გაწყობილ ნაშუადღევს, როცა მარგარეტ-კო-
ჩამა იწვა და თვითმფრინავით ხანგრძლივი მგზავრობის დაღ-
ლილობას ძილში ინელებდა, კიდევ ორი კვირა იყო დარჩენი-
ლი. მისი საძინებლის ფანჯარასთან ჩაკომ ჩუმი და მზრუნვე-
ლი ვეშაპივით ჩაიტივტივა. ამხანაგ კ.ნ.მ. პილაისთან აპირებ-
და წასვლას და იფიქრა, ბარემ ოთახში შევიხედავ და ვნახავ,
ჩემმა ცოლმა (ცოლყოფილმა, ჩაკო!) და ქალიშვილმა ხომ არ
გაიღვიძეს და რამე ხომ არ სჭირდებათო. მაგრამ ბოლო წუთ-
ში გამბედაობა აღარ ეყო და ძალიან მსუქნურად ისე ჩაუტივ-
ტივა ოთახს, რომ შიგნით აღარ შეუხედავს. სოფი-მოლმა
(სრულიად ფხიზელმა, ჯერ კიდევ ცოცხალმა და საკმაოდ აფო-
რიაქებულმა) თვალი შეასწრო მის ჩატივტივებას. საწოლზე
წამოჯდა და კაუჩუკის ხეებს გახედა. მზე უკვე გადახრილიყო
და სახლის უზარმაზარ ჩრდილს აფენდა პლანტაციას. ისედაც
ფოთლებჩამუქებულ ხეებს კიდევ უფრო ამუქებდა. ჩრდილს
მიღმა დარჩენილი ნაწილი ნაზი და ალერსიანი შუქით იყო გა-
ნათებული. ხეებისათვის შუაწელზე დიაგონალური კვეთა გა-
ეკეთებინათ და იქიდან კაუჩუკის თეთრი სითხე სისხლივით
მოჟონავდა. ის სითხე ხეებქვეშ შედგმულ, ქოქოსის შუაზე გა-
დაჭრილი კაკლის ნაჭუჭისაგან დამზადებულ ჭურჭელში იწრი-
ტებოდა.
სოფი-მოლი ადგა და დედის ჩანთაში ქექვა დაიწყო. მალე
ისიც იპოვა, რასაც ეძებდა – იატაკზე მდგომი უზარმაზარი, აე-
როპორტის იარლიყებიანი ჩემოდნის გასაღები. ჩემოდანი
გახსნა და შიგთავსი ისე დელიკატურად გადაქექა, ძაღლი რომ

378 მკითხველთა ლიგა


გადაქექავს ხოლმე ყვავილებიან გაზონს. კოხტად ჩაწყობილი
თეთრეული გადაფურჩქნა; დაუთოებული პერანგები და ბლუ-
ზები; შამპუნი; კრემები; შოკოლადები; სკოჩი; ქოლგები; სა-
პონი (და კიდევ ათასი, ჯერ კიდევ ლონდონური სუნის მქონე
წვრილმანი); ქინაქინა; ასპირინი; ფართო სპექტრის ანტიბიო-
ტიკები... ,,ყველაფერი წაიღე, ყველაფერი’’, ეუბნებოდნენ
მარგარეტ-კოჩამას აფორიაქებული თანამშრომლები. ,,რა
იცი, რა ხდება’’. ამით უნდოდათ გაეფრთხილებინათ წყვდი-
ადის გულში მიმავალი მეგობარი, რომ:
ა) ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რამ
შეიძლება დაემართოს.
და
ბ) ყველაფერს აჯობებს, ყველაფრისთვის მზად იყოო.
სოფი-მოლმა ბოლოს იმასაც მიაგნო, რასაც ეძებდა – მამი-
დაშვილებისთვის ჩამოტანილ საჩუქრებს: შოკოლად ,,ტოლ-
ბერონის’’ სამკუთხა კოშკებს (სიცხისაგან დამდნარსა და
ფორმადაკარგულებს); წინდებს, ხელთათმანებივით დანაწევ-
რებული ფერად-ფერადი თითებით და ორ საწერკალამს, შიგ-
ნით მოტივტივე ლონდონის პეიზაჟით, ბუკინგემის სასახლითა
და ბიგ-ბენით; ხალხით სავსე მაღაზიებით; წითელი ორსართუ-
ლიანი ავტობუსით, რომელიც აქეთ-იქით დასრიალებდა სრუ-
ლიად მდუმარე ქუჩაზე. ამ ქუჩის ასეთი დუმილი, ცოტა არ
იყოს, ავის მომასწავებელი და უსიამოვნოც კი იყო.
სოფი-მოლმა საჩუქრები თავის მოდურ ხელჩანთაში გა-
დაიტანა და სასწრაფოდ ხალხში გამოვიდა, საკმაოდ რთული
გარიგების დასადებად მეგობრული ურთიერთობის თაობაზე.
იმ მეგობრული ურთიერთობისა, რომელიც, საუბედუროდ,
ბოლომდე ვერ გამყარდა, ვერ ჩამოყალიბდა, ძლიერი საყ-
რდენი ვერ იპოვა და ჰაერში გამოეკიდა. მეგობრობისა, რო-

379 მკითხველთა ლიგა


მელიც ერთ დასრულებულ ამბად ვერ შეიკრა და ამიტომ საწ-
ყალი სოფი-მოლისგან, ძალიან მალე და სრულიად უდროოდ,
მხოლოდ ხანმოკლე მოგონებაღა დარჩა. სამაგიეროდ, მისი
სიკვდილის ფაქტი სულ უფრო და უფრო იკრებდა ძალას და უკ-
ვდავდებოდა. ყველგან იჩენდა თავს, სეზონურად შემოსული
მწიფე ხილივით. მისი მწიფობის ხანა არა და არ მთავრდებო-
და.

380 მკითხველთა ლიგა


14

შრომით იბრძოლე

ჩაკომ კაუჩუკის პლანტაციიდან მოკლეზე მოჭრა, რომ პირ-


დაპირ მთავარ ქუჩაზე გასულიყო და დიდი გზა აღარ გაევლო
ამხანაგ კ.ნ.მ. პილაის სახლამდე. გამხმარი ფოთლების ხალი-
ჩაზე მოტკეცილი კოსტიუმითა და მხარზე გადაფრიალებული
ჰალსტუხით რომ მიბაჯბაჯებდა, ძალიან უცნაური სანახავი
იყო.
ამხანაგი პილაი შინ არ დახვდა. მისმა ცოლმა, კალიანიმ,
შუბლზე ახალდასმული სანდალოზის პასტით, ჩაკო პატარა მი-
საღებ ოთახში შეიპატიჟა, ლითონის გასაშლელ სკამზე დასვა
და თვითონ სახლის იმ ნაწილში გავიდა, რომელიც ვარდისფე-
რი ნეილონის მაქმანებიანი ფარდით იყო გამოყოფილი. იქ,
დიდ თითბრის ლამპარში, ცეცხლის პატარა ალი ბჟუტავდა.
უშურველად ნაკმევი გუნდრუკის სუნი მისაღებ ოთახში იმ კა-
რის ღრიჭოდან იფრქვეოდა, რომლის თავზეც პატარა ხის აბ-
რა ეკიდა, წარწერით შრომით იბრძოლე, ბრძოლით იშრომე!
ჩაკო ამ ოთახისთვის მეტისმეტად ზორბა იყო. ცისფერი
კედლები ყოველი მხრიდან აწვებოდნენ და სულს უხუთავ-
დნენ. დაძაბული იჯდა და თვალებს აქეთ-იქით უმწეოდ აცე-
ცებდა. პატარა, მწვანეცხაურებიან სარკმელზე პირსახოცი მი-
ეფინათ გასაშრობად. სასადილო მაგიდაზე ჭყეტელა ყვავი-
ლებით მოხატული მუშამბა გადაეფარებინათ. მომინანქრე-
ბულ თეთრ თეფშზე, გარშემო ლურჯი კანტით, ბანანების აცმა
იდო და ქინქლები ესეოდნენ. ერთ-ერთ კუთხეში მწვანე ქოქო-
სების გროვა იდგა. იატაკზე, სარკმლიდან შემოსული მზის შუ-
ქის ზოლიან პარალელოგრამაში, ბავშვის მობრეცილი ფეხ-
საცმელი ეყარა. მაგიდის უკან, კედელთან, შემინული კარადა

381 მკითხველთა ლიგა


ატუზულიყო. მისი შიგთავსი უცხო თვალისგან ჩითის ფარდე-
ბით იყო შენიღბული.
ამხანაგი პილაის დედა – ერთი მუჭა დედაბერი, ყავისფერ
ბლუზასა და გადარუხებულ მუნდუში – კედელთან მიდგმული
ხის მაღალი საწოლის კიდეზე წამოსკუპებულიყო და იქიდან
უმწეოდ გადმოკიდებულ ფეხებს იატაკამდე ვერ აწვდენდა.
მკერდზე დიაგონალურად აფარებული მიტკლის ბოლო მხარ-
ზე ჰქონდა გადაკიდებული. თავზე კონუსისებურად, ამოყირა-
ვებული წოწოლა ქუდივით წამოსდგომოდა კოღოების ერთსუ-
ლოვანი გუნდი. იდაყვზე ჩამოყრდნობილი იჯდა და ცალი ლო-
ყის ყველა ნაოჭი ერთ კონად შეკრული ედო ხელისგულზე.
მთელი სხეული, მაჯებისა და კოჭების ჩათვლით, უზომოდ და-
ნაოჭებოდა. მხოლოდ კისრის კანი ჰქონდა გადატკიცინებული
უშველებელი ჩიყვის წყალობით. ის ჩიყვი მისი უწინდელი
ყმაწვილქალობის უკვდავსაყოფად დადგმულ ძეგლს ჰგავდა.
დედაბერი მოპირდაპირე კედელს უშტერებდა თვალს, რიტმუ-
ლად ირწეოდა და დროდადრო კუთავდა ავტობუსით ხან-
გრძლივი ჯაყჯაყისაგან გაბეზრებული მგზავრივით.
საწოლის თავზე მისი ვაჟის, ჩარჩოებში ჩასმული საშუალო
განათლების ატესტატი და ბაკალავრისა და მაგისტრის დიპ-
ლომები ეკიდა. მეორე კედელზე კი – ასევე ჩარჩოში ჩასმული
ფოტო, რომელზეც ამხანაგი პილაი გირლანდით ამკობდა
თვით ამხანაგ ი.მ.შ. ნამბუდირიპადის. სურათის წინა პლანზე
ვერცხლისფრად მოელვარე მიკროფონი მოჩანდა, წარწერით
აჯანტა35
საწოლთან მდგარი მაგიდის ვენტილატორი აქეთ-იქით
ბრუნავდა და გამოზომილად, რიგითობის ზუსტი დაცვითა და
ხაზგასმით დემოკრატიულად ანაწილებდა თავის მექანიკურ

35
ძველთაძველი ბუდისტური ტაძრების კლდეში ნაკვეთი კომპლექსი

382 მკითხველთა ლიგა


ნიავს დამსწრეთა შორის – ჯერ მოხუც ქალბატონ პილაის უფ-
რიალებდა შერჩენილი თმის ბულულს, მერე კი ჩაკოს. კოღოე-
ბის გუნდიც იმავე რიტმში იშლებოდა და იკვრებოდა.
ჩაკო ფანჯარასთან გრიხინ-გრიხინით ჩამავალი ავტობუსე-
ბის სახურავებს ხედავდა, ზედ აჩონჩხლილი ბაგაჟით. მერე
რუპორიანი ,,ჯიპიც’’ დაინახა, რომელიც მარქსისტულ სიმღე-
რას აგუგუნებდა. სიმღერა უმუშევრობის თემას ეხებოდა. ძი-
რითად ტექსტს მალაიალამზე მღეროდნენ, მისამღერს კი – ინ-
გლისურად:

სამუშაო არ არის! სამუშაო არ არის!


ტუტუც თავში ქვაც უხლია ღატაკსა და უპოვარსა!
სამუშაო არ არის! არა, არა, არ არის!

ოთახში შემობრუნებულმა კალიანიმ ჩაკოს უჟანგავ ჭიქაში


ჩასხმული გაფილტრული ყავა და უჟანგავ ლამბაქზე დაყრილი
ბანანის ჩიფსი (ჭყეტელა ყვითელი ფერის, შუაში პატარა შავი
წერტილებით) მოუტანა.
– ოლასაში წავიდა, საცაა დაბრუნდება, – თქვა კალიანიმ.
ქმარს ნაცვალსახელით ადეჰამ იხსენიებდა ხოლმე, რაც მესა-
მე პირის მამრობითი სქესის ნაცვალსახელის მოწიწებითი
ფორმაა, ქმარი კი ედი-თ მიმართავდა, რაც დაახლოებით ,,ეი,
შენ’’-ს ნიშნავს.
უზომოდ ლამაზი და ჯიშიანი ქალი იყო, მოყავისფრო-ოქ-
როსფრად მოელვარე კანითა და დიდრონი თვალებით. მხო-
ლოდ ბოლოებისკენ დაწნული გრძელი და ხვეული თმა ჯერ კი-
დევ სველი ჰქონდა, მოტკეცილი წითელი ბლუზის ზურგს უსვე-
ლებდა და კიდევ უფრო უწითლებდა. მისი ფაფუკი მკლავები,
სახელოების კიდეებთან მადისაღმძვრელად წამოსდგომოდ-
ნენ თავს იდაყვის ფოსოებს. გახამებული ქათქათა მუნდუ და

383 მკითხველთა ლიგა


კავანი კარგად დაეუთოებინა. სანდალოზის ხისა და იმ დაჭ-
ყლეტილი მწვანე ცერცველას სუნი უდიოდა, რომელსაც საპ-
ნის ნაცვლად იყენებდა ხოლმე. წლების განმავლობაში ეს
პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩაკო ვნებით აღსავსე თვალე-
ბით არ ჭამდა ამ მშვენიერ ქალს. შინ ხომ ცოლი ეგულებოდა
(ცოლყოფილი, ჩაკო!), დაჭორფლილი მკლავებითა და ზურ-
გით, და კიდევ ცისფერი კაბითა და აშხვართული ფეხებით.
კარში წითელ ელასტიკურ შორტში გამოწყობილი პატარა
ლენინი გამოჩნდა. ყარყატივით აიკეცა ცალი გაჩხიკინებული
ფეხი, ხელით ვარდისფერი ფარდის მაქმანს დაუწყო წვალება
და ჩაკოს დედამისის ლამაზი თვალებით მიაშტერდა. უკვე ექ-
ვსისა გამხდარიყო და ცხვირში უცხო სხეულებს აღარ იტენი-
და.
– წადი, მონ, ლატას დაუძახე, – უთხრა მისიზ პილაიმ.
ლენინმა, რომელიც ადგილიდან არ დაძრულა და არც ჩა-
კოსთვის მოუცილებია თვალი, ისეთ ხმაზე დაიყვირა, თანაც
ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, როგორითაც მხოლოდ
ბავშვები ყვირიან ხოლმე:
– ლატა! ლატა! გეძახიან!
– ჩვენი ძმისწულია, მისი უფროსი ძმის ქალიშვილი, კოტაი-
ამიდან, – აუხსნა ჩაკოს მისიზ პილაიმ, – გასულ კვირას, ტრი-
ვანდარმში, პირველი პრიზი აიღო მხატვრული კითხვის ახალ-
გაზრდულ ფესტივალზე.
მაქმანებიანი ფარდიდან თორმეტ-ცამეტი წლის, მებრძო-
ლი გარეგნობის გოგო გამოვიდა. კოჭებამდე ჩითის ქვედატა-
ნი და მოკლე თეთრი ბლუზა ეცვა, ისრისებური ჩანაკერებით
მომავალი მკერდის სავარაუდო არეში. ზეთით გაპოხილი თმა
შუაზე ჰქონდა გადაყოფილი. მსხვილი ნაწნავები აეკეცა და
აქეთ-იქით ბაფთებით დაემაგრებინა. ის აკეცილი ნაწნავები იმ

384 მკითხველთა ლიგა


მიხატულ პარტყუნა ყურებს მიუგავდა, ჯერ კიდევ რომ არ გა-
ეფერადებინათ ხორცისფრად.
– იცი, ეს ბატონი ვინ ბრძანდება? – ჰკითხა ლატას მისიზ პი-
ლაიმ. ლატამ თავი გააქნია.
– ჩაკო-საარი, ჩვენი ფაბრიკის მოდალალი.
ლატამ ჩაკოს სრულიად გულგრილად, მისი ასაკის გოგოს-
თვის შეუფერებელი, მეტისმეტად მშვიდი მზერით გახედა.
– ლონდონ-ოქსფორდში სწავლობდა, – ამაყად განაგრძო
მისიზ პილაიმ, – რამეს ხომ არ წაუკითხავდი?
ლატა წამსვე დათანხმდა და ფეხები ოდნავ განზე გადგა.
– ბატონო თავმჯდომარევ, – თქვა მან და ჩაკოს თავი დაუკ-
რა, – პატივცემულო ჟიურის წევრებო და (იმ პატარა, დახუ-
თულ ოთახში თავშეყრილ წარმოსახვით მსმენელს გადაავ-
ლო თვალი) ძვირფასო მეგობრებო! – მერე თეატრალური პა-
უზა დაიჭირა, – დღეს, მინდა სერ უოლტერ სკოტის ლექსი
,,ლოხინვარი’’ წაგიკითხოთ, – ხელები ზურგზე გადაიჯვარე-
დინა და თვალებზე რომანტიკული განწყობის ბისტი გადაიკ-
რა. უჩინო მზერა ჩაკოს თავს ზემოთ, კედლის ერთ წერტილს
გაუშტერა. დეკლამირებისას ადგილზე რიტმულად ირწეოდა.
თავიდან ჩაკოს მოეჩვენა, რომ ლექსის მალაიალამზე ნა-
თარგმნ ვარიანტს კითხულობდა. სიტყვებს უცნაურად სხლავ-
და და ამყნობდა ერთმანეთზე და მთელ ლექსს შესაშური სხა-
პასხუპით ჭრიდა და კერავდა თავის ნებაზე.

ყრმალო ხინვარი მიაჭენებ საზღვრის კენჰუნეს,


სხვასარა ვისჰყავ სცხენიმისი რაშისბა დალი,
უიარაღო დმიჰქრისუსმენ სზღვასმო დუდუნეს,
მხოლო დღაერთი ხმლისა მარა დაგულ-ალალი.

385 მკითხველთა ლიგა


დეკლამირება ბებრუხანას იმ რიტმული კუთვის ფონზე მიმ-
დინარეობდა, რომელსაც ჩაკოს გარდა არავინ აქცევდა ყუ-
რადღებას.

მდინა რერაშით გადა ცურა გააპოორად,


ნეზერბისციხე სმიაღწია ვაი-ვა გლახით,
იქკი იხილა რომე ლენი სხვასგა ყვაცოლად...

ამხანაგი პილაი ზედ შუა დეკლამირებისას მობრძანდა –


ოფლისაგან გადალაპლაპებული შუბლით, ტერილინის პე-
რანგის იღლიებში ოფლის ლაქებითა და მუხლებამდე აკაპი-
წებული მუნდუთი. ორმოცს მიტანებული, ტანმორჩილი და
გამხდარი კაცი იყო და სახეზე მიწისფერი ედო. მისი პატარა
ღიპი, რომელიც დედამისის ჩიყვს წააგავდა, საოცარ კონ-
ტრასტს ქმნიდა მისსავე ჯოხივით გაჩხიკინებულ ფეხებთან,
გამოყლაპულ სახესა და გალეულ ტანთან. კაცი იფიქრებდა,
პილაიების ოჯახს ისეთი საგვარეულო გენი აქვს, რომელიც
მათ სხეულზე, სხვადასხვა ადგილას, სრულიად მოულოდნელ
და თვალში საცემ ბორცვებს აჩენსო.
ფანქრით გავლებული ზოლივით წვრილი ულვაში ზუსტად
ტუჩის შუა ნაწილზე ეყოფოდა ჰორიზონტალური ზოლით და
ზუსტად ტუჩის კუთხეებთან უწყდებოდა. თავზე მელოტი ადგი-
ლების შენიღბვას არ ცდილობდა. შეთხელებული თმა გაეპოხა
და უკან გადაევარცხნა. საერთოდაც არ ცდილობდა ხოლმე,
თავი უფრო ახალგაზრდად მოეჩვენებინა, ვიდრე სინამდვი-
ლეში იყო. ოჯახის უფროსის როლი ისედაც უკვე განაღდებუ-
ლი ჰქონდა. ჩაკოს თავის დაკვრითა და ღიმილით მიესალმა,
ცოლისა და დედისკენ კი არც გაუხედავს.
ლატამ მავედრებელი მზერა სტყორცნა შემოსწრებულ ბი-
ძას, ლექსის თქმა დამასრულებინეო. ჰოდა, იმანაც დაასრუ-
ლებინა. პერანგი გაიძრო, მოჭმუჭნა და ოფლიან იღლიებში

386 მკითხველთა ლიგა


გამოისვა. იღლიების გამშრალება რომ დაასრულა, კალიანიმ
ბინძური პერანგი გამოართვა და ისეთი სასოებით გაიტანა
ოთახიდან, როგორც ძვირფასი ძღვენი ანდა ყვავილების მშვე-
ნიერი თაიგული. უმკლავებო მაისურში დარჩენილი ამხანაგი
პილაი გასაშლელ სკამზე ჩამოჯდა, მარცხენა ფეხი ასწია და
მარჯვენას ბარძაყზე შემოიდგა. სანამ მისი ძმისწული ლექსს
აბულბულებდა, ბიძა იატაკს ფიქრიანად დასცქეროდა, ხელზე
ჩამოყრდნობილი ნიკაპით, და რიტმულად აყოლებდა მარჯვე-
ნა ფეხს ლექსის სტრიქონებს. მეორე ხელით კი ლამაზად მოყ-
ვანილ მარცხენა ტერფს იზელდა.
როდესაც ლატამ ლექსის კითხვა დაასრულა, ჩაკომ მთელი
სულითა და გულით დასცხო ტაში. პასუხად გოგომ არც კი გა-
უღიმა. ერთ ადგილობრივ შეჯიბრში მონაწილე აღმოსავლეთ-
გერმანელ მოცურავეს ჰგავდა, რომლის იმედიანი მზერაც
მხოლოდ ოქროს ოლიმპიურ მედალზე იყო ფიქსირებული. ნე-
ბისმიერ სხვა მიღწევას ისე უყურებდა, როგორც ჩვეულებრივ
მოვლენას. ლატამ ბიძას გადახედა, ოთახიდან გასვლა თუ შე-
მიძლიაო.
ბიძამ ხელით თავისკენ იხმო და წასჩურჩულა:
– წადი, პოტაჩენსა და მათუკუტის უთხარი, თუ ვჭირდები,
ახლავე აქ გაჩნდნენ.
– არა, ამხანაგო, რა საჭიროა?... სხვა აღარაფერი მინდა,
ნუ წუხდები! – გააპროტესტა ჩაკომ, რომელსაც ეგონა, რომ
ამხანაგი პილაი ლატას სამზარეულოში აგზავნიდა. ამხანაგმა
პილაიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ჩაკოს შეცდომა შეიფე-
რა:
– არა, არა, არა... მაშ, არა, ხომ? აბა, ეს რას ჰგავს?!.. ედი
კალიანი, ტკბილი ბრინჯის ბურთულები მაინც მოგვართვი.

387 მკითხველთა ლიგა


ამხანაგი პილაისთვის, როგორც პერსპექტიული და მზარ-
დი პოლიტიკოსისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მის პო-
ტენციურ ამომრჩევლებს მასში გავლენიანი პიროვნება შეეც-
ნოთ. ჩაკოს ვიზიტი ადგილობრივ აგიტატორებსა და პარტიულ
მუშაკებზე შთაბეჭდილების მოსახდენად უნდა გამოეყენებინა.
ზემოხსენებული პოტაჩენი და მათუკუტი ის სოფლელი კაცები
იყვნენ, რომლებმაც სთხოვეს, თქვენი ნაცნობობა გამოიყენეთ
და კოტაიამის საავადმყოფოში ჩვენი ქალიშვილები ექთნებად
მოაწყვეთო. ამხანაგ პილაის უნდოდა, ის ორი კაცი მის კარ-
თან ატუზული და მასთან გასაუბრების მომლოდინეები ენა-
ხათ. რაც უფრო მეტი მთხოვნელი აიტუზებოდა მის კართან,
მით უფრო გავლენიანი პირი გამოჩნდებოდა სხვების თვალში
და მით უკეთეს შთაბეჭდილებას მოახდენდა ადამიანებზე. და
თუ ის მთხოვნელები კიდევ მასთან სალაპარაკოდ მოსულ
ფაბრიკის მოდალალის მის ტერიტორიაზე დაინახავდნენ, ეს
ხომ მთლად ფასდაუდებელი სიგნალი იქნებოდა ყველასთვის.
– აბა, ძვირფასო ამხანაგო ჩაკო! – თქვა ამხანაგმა პილაიმ,
როცა ლატა გავიდა და კალიანიმ ტკბილი ბრინჯის ბურთულე-
ბი შემოიტანა, – როგორ მიდის საქმე? ქალიშვილი როგორ
ეგუება აქაურობას? – ჩაკოს ხაზგასმით მხოლოდ ინგლისუ-
რად ელაპარაკებოდა ხოლმე.
– მშვენივრად. ახლა სძინავს.
– გასაგებია,... თვითმფრინავით მგზავრობისა და დროში
სხვაობის გამო, ალბათ, – აღნიშნა ამხანაგმა პილაიმ და კმა-
ყოფილი დარჩა, რომ საერთაშორისო ფრენებსა და სასაათო
სარტყელზე საკუთარი ცოდნის გამოვლენის საშუალება მი-
ეცა.
– ოლასაში რა ხდებოდა? პარტიული შეკრება გქონდათ?
– არა, არა... ჩემმა დამ მოტეხილობა მიიღო, – ისე თქვა ამ-
ხანაგმა პილაიმ, თითქოს მოტეხილობა ძვირფასი, პატივით

388 მკითხველთა ლიგა


მირთმეული ძღვენი ყოფილიყო, – ჰოდა, იქაურ ექიმბაშებთან
მივიყვანე... მოგეხსენება, მალამოები და რამერუმე. ჩემი სიძე
პატნაშია და ჩემი დაიკო ახლა მარტოა ქმრის ნათესავებთან.
პატარა ლენინმა თავისი პოსტი მიატოვა, მამას მუხლებს
შუა შეუძვრა და ცხვირში თითის კიტინს მოჰყვა.
– აბა, ახალგაზრდავ, შენც ხომ არ გვეტყვი ერთ ლექსს? –
უთხრა ჩაკომ, – არ იცი? მამიკომ არ გასწავლა?
ლენინი ჩაკოს ისე მიაშტერდა, თითქოს მისი სიტყვები
ვერც გაიგო და ვერც გაიგონა.
– ამან ყველაფერი იცის. ნამდვილი გენიოსი გვყავს. ოღო-
ნდ უცხოებთან დაიმორცხვებს ხოლმე.
ამხანაგი პილაი ვაჟიშვილს სიყვარულით წაეთამაშა და
მუხლებით აქეთ-იქით გააქან-გამოაქანა.
– ლენინ-მონ, უთხარი ამ ამხანაგ ბიძიას ის ლექსი, მამამ
რომ გასწავლა – რომაელებო, მეგობრებო, ყური...
ლენინი კვლავაც გათხრებს აწარმოებდა საკუთარ ცხვირ-
ში.
– მიდი, მიდი, მონ! ეს ხომ ჩვენი ამხანაგი ბიძიაა.
ამხანაგი პილაი ბავშვს შექსპირისაკენ უბიძგებდა, მაგრამ
ვერაფრით დაძრა ადგილიდან.
– რომაელებო, მეგობრებო, ყური მათხო...
ლენინი კვლავ გაშტერებული შეჰყურებდა ჩაკოს.
ამხანაგმა პილაიმ ისევ მოსინჯა:
– ყური მათხო...?
ლენინმა ბანანის ჩიფსის ბღუჯა დაითრია და საცობივით გა-
ვარდა ოთახიდან. მერე სახლის წინა ეზოში ისეთ ჭენებასა და
ჭიხვინს მოჰყვა, თვითონაც რომ გაუკვირდა. გული რომ იჯერა
და ცოტა დამშვიდდა, სუნთქვააჩქარებულ, შენელებულ ჩორ-
თზე გადავიდა.

389 მკითხველთა ლიგა


ყურიმა თხოვეთ!

დაიღრიალა იქვე ჩამვლელი ავტობუსის გრიხინის ფონზე.

მოვე ლკეისრის დასამარხად დაარსა ქებრად


ავისა ქმენი ჩვენზე დიდხანს ცოცხლო ბენქვეყნად
კეთილსა ქმესკი თანჩავიტანთ, ცივსა მარეში.

სულმოუთქმელად ჩაარაკრაკა მთელი მონოლოგი. ძალი-


ან შთამბეჭდავი იყო, რადგანაც ამ ექვსი წლის ბავშვს საკუთა-
რი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ ესმოდა. ოთახში მჯდომი
მამა, რომელიც თვალს არ აშორებდა ეზოში ჩორთით მორბე-
ნალ პატარა, მტვრიან დემონს (მომავალში ნარდი სამუშაოს
წესით მშრომელს, ახალშობილი ბავშვის მამასა და ,,ბაჯაჯის’’
სკუტერის მფლობელს), ამაყად იღიმებოდა.
– კლასში პირველი მოსწავლეა. წელს ორმაგ წახალისებას
მიიღებს.
ის პატარა, დახუთული ოთახი ათასგვარი ამბიციით იყო
სავსე.
კედელთან ატუზულ კარადაში, ფარდებს მიღმა, რაც უნდა
ჰქონოდა შენახული ამხანაგ პილაის, დამტვრეული თვით-
მფრინავების მოდელები ნამდვილად არ იქნებოდა.
ჩაკო კი, პირიქით, რაც ამ სახლში მოვიდა, უფრო ზუსტად,
რაც ამხანაგი პილაი დაბრუნდა, უცნაურად მოილეღვა და ჩა-
მოჭკნა. იმ გენერალს დაემსგავსა, სამსახურიდან რომ დაით-
ხოვეს და რეგალიები ჩამოართვეს. ამიტომ ჩამქრალი ღიმი-
ლით შემოიფარგლა და საკუთარ ექსპანსიურობას ლაგამი
ამოსდო. ვინმეს იქ პირველად რომ ენახა, აუცილებლად იფიქ-
რებდა, რა თავშეკავებული და მორცხვი კაცი ყოფილაო.
ქუჩის აგიტატორის უტყუარი ინსტინქტი ამხანაგ პილაის
კარნახობდა, რომ მისი დუხჭირი საცხოვრებელი პირობები

390 მკითხველთა ლიგა


(პატარა, დახუთული სახლი, გამუდმებით მკუთავი ბებერი დე-
და, მისი აშკარა სიახლოვე მშრომელ მასებთან) იმ უპირატე-
სობას ანიჭებდა რევოლუციური სულისკვეთებით გამსჭვა-
ლულ იმჟამინდელ ატმოსფეროში, რომელსაც ვერანაირი ოქ-
სფორდის დიპლომი ვერ დააკარგვინებდა.
მოკლედ, ამხანაგი პილაი თავის დუხჭირ ყოფას ჩაკოს პირ-
დაპირ შუბლში უმიზნებდა, ცეცხლსასროლი იარაღივით.
ჩაკომ ჯიბიდან დაჭმუჭნილი ფურცელი ამოიღო, ზედ მის მი-
ერვე უხეიროდ დახატული იმ იარლიყის დიზაინით, რომლის
დასაკვეთადაც ეახლა ამხანაგ კ.ნ.მ. პილაის. იარლიყები ,,სა-
მოთხის მწნილებისა და კომპოტების’’ იმ ახალი ნაწარმის-
თვის სჭირდებოდა, რომლის გამოშვებასაც გაზაფხულისთვის
გეგმავდა – სინთეზური ძმრისათვის. დიზაინერობა აშკარად
არ ეხერხებოდა, მაგრამ მისი ესკიზის ზოგადი ჩანაფიქრი ამ-
ხანაგმა პილაიმ ადვილად გამოიცნო. კადჰაკალის მოცეკვა-
ვიან საფირმო ნიშანს, მოცეკვავის ქვედატანის ქობასთან მი-
წერილ სარეკლამო ფრაზას გემოთსამეფოს მბრძანებლები
(მისი პირადი შემოქმედების ნაყოფს) და იმ შრიფტს, რომელ-
საც ,,სამოთხის მწნილებისა და კომპოტებისთვის’’ იყენებ-
დნენ, მშვენივრად იცნობდა.
– იმავე ტიპის დიზაინია. ჩემი აზრით, მხოლოდ სიტყვებია
შესაცვლელი, – ბრძანა ამხანაგმა პილაიმ.
– და ჩარჩოს ფერიც, – თქვა ჩაკომ, – ახლა წითელი კი არა,
მდოგვისფერი უნდა გამოვიყენოთ. ამხანაგმა პილაიმ, რო-
მელმაც გადაწყვიტა ტექსტი ხმამაღლა ამოეკითხა, სათვალე
შუბლზე აიწია და მინები თმის გასაპოხი ზეთით დააბინძურა.
– სინთეზური ძმარი, – წარმოთქვა მან, – ჩემი აზრით, აქ
მთავრული ასოების გამოყენება აჯობებს.
– ალბათ ლაზურიტის ფერის, – დააზუსტა ჩაკომ.
– დამზადებულია ძმარმჟავასაგან.

391 მკითხველთა ლიგა


– ეგ კი ღია ცისფერი იყოს,... აი, მწვანე წიწაკის მწნილების-
თვის რომ ვიყენებთ ხოლმე, ისეთი.
– ნეტოს წონა... პარტია... გამოშვ. თარიღი... ვარგისია...
მაქს. საცალო ღირებულება... რუპია. იმავე ფერში და განსხვა-
ვებული შრიფტით?
ჩაკომ თავი დაუქნია.
– ვადასტურებთ, რომ ამ ბოთლის შიგთავსი, თავისი თვი-
სებებითა და ხარისხით, ყველა დადგენილ ნორმას უპასუხებს.
შემადგენლობა: ძმარმჟავა, წყალი. აქ, ჩემი აზრით, წითელი
აჯობებს.
ამხანაგ პილაის ფრაზით ,,ჩემი აზრით’’ კითხვითი ფორმა
მტკიცებითში გადაჰყავდა ხოლმე. შეკითხვების დასმა მხო-
ლოდ პირად საკითხებზე უყვარდა. სხვა შემთხვევაში კი მის-
თვის ეს ,,უცოდინრობის დამადასტურებელი’’ ფაქტი იყო.
იმ დროისათვის, როდესაც ამხანაგმა პილაიმ და ჩაკომ
ახალი იარლიყის განხილვა დაასრულეს, თითოეულმა მათ-
განმა კოღოების საკუთარი კონუსი შეიძინა.
ბოლოს დაკვეთის შესრულების ვადებიც დათქვეს.
– ესე იგი გუშინდელმა დემონსტრაციამ წარმატებით ჩაი-
არა, არა? – თქვა ჩაკომ და, როგორც იქნა, იმ საკითხსაც მი-
ადგა, რომელიც მისი ვიზიტის ძირითადი და ნამდვილი მიზეზი
იყო.
– სანამ მოთხოვნებს არ დაგვიკმაყოფილებენ, ამხანაგო,
ძნელია იმის თქმა, წარმატებით ჩაიარა თუ არა, – უპასუხა ამ-
ხანაგმა პილაიმ და ხმაში საჯარო გამოსვლის ელემენტები შე-
ეპარა, – ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
– მაგრამ ხალხში საკმაოდ ძლიერი გამოძახილი პოვა, ხომ
ასეა? – ჩაუდგა ჩაკომ იმავე რეგისტრში.
– ნამდვილად, – დაეთანხმა ამხანაგი პილაი, – ამხანაგებ-
მა პარტიის უმაღლეს ეშელონებს მემორანდუმი წარუდგინეს.

392 მკითხველთა ლიგა


ახლა უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება
მოვლენები.
– გუშინ, გზად, დემონსტრანტების კოლონას ჩავუარეთ, –
თქვა ჩაკომ.
– ჩემი აზრით, კოჩინში რომ მიემგზავრებოდით, მაშინ იქ-
ნებოდა ეგ ამბავი, – დააზუსტა ამხანაგმა პილაიმ, – მაგრამ
თავად პარტიის წევრებისაგან ვიცი, რომ ტრივანდარმში უფ-
რო დიდი გამოხმაურება მოჰყოლია. თანაც, ბევრად უფრო
დიდი.
– კოჩინშიც ათასობით ადამიანი შეიყარა, – თქვა ჩაკომ, –
და, სხვათა შორის, ჩემმა დისშვილმა მათ რიგებში ჩვენი ვე-
ლუტაც შენიშნა.
– უყურე შენ! გასაგებია...
ამხანაგი პილაი, ცოტა არ იყოს, დაიბნა. ჩაკოსთან ველუ-
ტას თემის შეგდებას თავადაც გეგმავდა, მაგრამ მოგვიანე-
ბით, ამისათვის შესაფერის დროს, მომზადებულად და არა ასე
სპონტანურად. ტვინში აზრები მაგიდის ვენტილატორივით და-
უტრიალდა. ფიქრობდა, რადგან სიტყვამ მოიტანა, ახლავე
ხომ არ დაველაპარაკო,... ან, ხომ არ აჯობებს, ეს ლაპარაკი
გადავდოო... ბოლოს გადაწყვიტა, რომ გადადება აღარ ღირ-
და.
– ჰოოო, ეგ ბიჭი მშვენიერი მუშაკია, – თქვა ამხანაგმა პი-
ლაიმ ღრმააზროვნად, – მეტად გონიერი.
– ნამდვილად, – დაეთანხმა ჩაკო, – ბრწყინვალე დურგა-
ლია, ინჟინრული აზროვნებით. რომ არა მისი...
– მაგას არ ვგულისხმობ, ამხანაგო, – გააწყვეტინა ამხა-
ნაგმა პილაიმ, – პარტიული მუშაკი ვიგულისხმე.

393 მკითხველთა ლიგა


ამხანაგ პილაის დედა კვლავაც ირწეოდა და განუწყვეტ-
ლივ კუთავდა. ეს კუთვა საათის წიკწიკივით იყო – მონოტონუ-
რი, დამამშვიდებელი, თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ რომ
შეწყდება და წამსვე რომ იგრძნობ.
– გასაგებია... ესე იგი მანდატის მფლობელიცაა?
– გახლავს, – მშვიდად მიუგო ამხანაგმა პილაიმ, – ასეა.
ჩაკოს თავი საშინლად გაუოფლიანდა. ისეთი გრძნობა
ჰქონდა, რომ თავში უამრავი ჭიანჭველა დაუდიოდა. თავის
ფხანა აუტყდა. დიდხანს იფხანდა, ორივე ხელით, ლამის კანიც
კი მოიგლიჯა.
– ორუ კარიიამ პარაიატეი? – უცებ მალაიალამზე გადაერ-
თო ამხანაგი პილაი და ხმა ძალიან კონფიდენციალური გაუხ-
და, – ერთ ახლობლურ რჩევას მოგცემ, კეტო. ცხადია, ჩვენში
უნდა დარჩეს.
სანამ კიდევ რამეს იტყოდა, ჩაკოს გამომცდელი მზერა შე-
ავლო, მისი რეაქციის შეფასება უნდოდა. ჩაკო იმ რუხ, პასტის-
მაგვარ ოფლისა და ქერტლის ნაზავს დაჰყურებდა, ფრჩხი-
ლებში რომ ჩაეჭედა.
– მაგ პარავანმა რამე უბედურებაში არ გაგხვიოთ... მომის-
მინე, ყველაფერს აჯობებს, თუ სადმე სხვა სამსახურს აშოვნი-
ნებ და აქაურობას მოაშორებ.
ჩაკო საუბრის ასეთმა მოულოდნელმა განვითარებამ ძა-
ლიან გააოცა. ველუტაზე სიტყვა რომ ჩამოაგდო, უბრალოდ,
სიტუაციის დაზვერვა უნდოდა. ამხანაგი პილაისაგან თავშეკა-
ვებულ, ან თუნდაც აგრესიულ პასუხებს ელოდა, ის კი რაღაც
უცნაურ შეთქმულებაში ცდილობდა მის ჩათრევას.
– აქაურობას მოვაშორო? კი, მაგრამ, რატომ? მისი პარტი-
ის წევრობის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს? უბრალოდ,
დამაინტერესა, ეგ იყო და ეგ... ვიფიქრე, ეგებ გუშინდელ დე-

394 მკითხველთა ლიგა


მონსტრაციაზე ილაპარაკეთ-მეთქი... მაგ ბიჭს ალბათ საკუთა-
რი ძალების მოსინჯვა უნდა. ძალიან გონიერი და დადებითი
ადამიანია, ბოლომდე ვენდობი და...
– მთავარი ეგ არ არის, – გააწყვეტინა ამხანაგმა პილაიმ, –
შეიძლება მშვენიერზე მშვენიერი ადამიანიცაა, მაგრამ სხვა
მუშები ღიზიანდებიან. ჩემთან კიდევაც მოვიდნენ უკვე საჩივ-
რებით... რა არის იცი, ამხანაგო, დაბალ ფენებში ამ კასტურ
ამბებს ძალიან ღრმად აქვს ფესვი გადგმული.
კალიანიმ ქმარს მაგიდაზე ლითონის ჭიქა დაუდგა, ქაფქა-
ფა ყავით.
– აი, თუნდაც ჩემი ქალი ავიღოთ. თავის დღეში არ შემოად-
გმევინებს პარავანს ფეხს საკუთარ სახლში, არაფრის დიდე-
ბით არ შემოადგმევინებს... მეც კი ვერ ვაიძულებ, ხვდები? სა-
კუთარ ცოლს! ამ ოჯახის მეთაური ვინ არის? ვინ და, ეს ბრძან-
დება, – ცოლს ეშმაკურად და ალერსიანად გაუღიმა, – ალოი
ედი, კალიანი? ხომ ასეა?
კალიანიმ თვალები დახარა და გაიღიმა, მორცხვად აღია-
რა თავისი ფანატიზმი.
– აი, ხომ ხედავ? – გამარჯვებული სახით თქვა ამხანაგმა
პილაიმ, – კალიანის ინგლისური მშვენივრად ესმის, ოღონდ
არ ლაპარაკობს.
ჩაკომ ზრდილობიანად გაიღიმა.
– მაშ, ჩემი ხალხი საჩივრებით მოდის თქვენთან?
– მოდის, მოდის, – დაუდასტურა ამხანაგმა პილაიმ.
– კონკრეტულად რას ჩივიან?
– კონკრეტულად არც არაფერს, მაგრამ... რა ხდება, იცი,
ამხანაგო? მაგასთან რამე დათმობაზე რომ მიდიხარ, სხვები
ღიზიანდებიან, უსამართლობად ეჩვენებათ. გინდა კარგი
დურგალი უძახე და გინდა კარგი ზეინკალი, ან... რა ვიცი, კი-

395 მკითხველთა ლიგა


დევ რა, მათთვის ის მხოლოდპარავანია და სხვა არაფერი, უბ-
რალო მეთევზე. ეგ პირობითობა სისხლში აქვთ გამჯდარი. მეც
რამდენჯერ მითქვამს მათთვის, ცდებით-მეთქი, მაგრამ აზრი
არა აქვს. გულწრფელად რომ გითხრა, ამხანაგო, სიახლის შე-
მოტანა ერთი საქმეა და ამ სიახლესთან შეგუება – მეორე. ასე
რომ, ფრთხილად უნდა იყოთ. ველუტასთვისაც უკეთესი იქნე-
ბა, თუ აქედან...
– ჩემო კარგო ადამიანო, – უთხრა ჩაკომ, – ეგ სრულიად
შეუძლებელია! მაგ ბიჭს ვერავინ ჩაანაცვლებს. მის გარეშე
ფაბრიკა საერთოდ ვერ იარსებებს... ამას გარდა, ყველა პარა-
ვანს ხომ ვერ ავუკრავთ აქედან გუდა-ნაბადს? ადრე თუ გვიან,
მაგ უაზრობასთან გამკლავება მოგვიწევს.
ამხანაგ პილაის ძალიან არ მოეწონა, ,,ჩემო კარგო ადა-
მიანოთი’’ რომ მიმართეს. მისთვის ეს ინგლისური ტიპის თა-
ვაზიანობაში შეფუთული შეურაცხყოფა იყო და მისთვის ორმა-
გად შეურაცხმყოფელად გაიჟღერა – ერთი იმიტომ, რომ თა-
ვისთავადაც ევფემისტური შეურაცხყოფა იყო, მეორეც იმი-
ტომ, რომ ჩაკოს ეგონა, ეს კაცი ასეთ ნიუანსს ვერ მიმიხვდე-
ბაო. მოკლედ, ხასიათი საბოლოოდ წაუხდა.
– შეიძლება ასეც მოხდეს, – თქვა მან გაღიზიანებული ტო-
ნით, მაგრამ რომი ერთ დღეში არ აშენებულაო, ხომ გაგიგო-
ნია? აქ ოქსფორდის კოლეჯში ხომ არ გგონია თავი, ამხანაგო?
რაც შენთვის უაზრობაა, მასებისათვის ძალიანაც აზრიანია,
რომ იცოდე!
კარში აქოშინებული ლენინი გამოჩნდა – მამასავით გამ-
ხდარი და დედასავით დიდთვალება. როცა მარკუს ანტონიუ-
სის მონოლოგი ბოლომდე ჩააღრიალა და ზედ ,,ლოხინვა-
რიც’’ დააყოლა, აღმოაჩინა, რომ აუდიტორია აღარ ჰყავდა.
ჰოდა, მაშინვე შინ გამოიქცა და ისევ მამის მუხლებს მიეკედ-
ლა.

396 მკითხველთა ლიგა


ბავშვმა მამის თავზე ტაში შემოკრა და კოღოების კონუსი
საგრძნობლად დააპატარავა. მერე ხელისგულებზე იმ გაგლე-
სილი გვამების თვლა დაიწყო, ადამიანის თბილთბილი სის-
ხლის კვალი რომ დაეტოვებინათ. მერე კოღოთა შემმუსვრე-
ლი ხელები მამას აჩვენა და მამამაც სასწრაფოდ გააგზავნა
დედასთან, ახლავე გაგიწმინდოსო.
მოსაუბრეთა შორის ჩამოვარდნილ სიჩუმეს ისევ მოხუცი
მისიზ პილაის კუთვა არღვევდა. ლატა უკვე დაბრუნებულიყო
პოტაჩენსა და მათუკუტისთან ერთად. ის ორნი ღია კართან
დააყუდეს და უბრძანეს, აქ დაიცადეთო. ამხანაგმა პილაიმ სა-
უბარი მალაიალამზე განაგრძო და თანაც საკმაოდ ხმამაღლა,
რომ კართან ატუზულ კაცებს ყოველი სიტყვა მოესმინათ.
– ცხადია, საკუთარი მოთხოვნების გასაჟღერებლად მუ-
შებს პროფკავშირები სჭირდებათ. თქვენს ფაბრიკაში კი, სა-
დაც მოდალალიც კი ამხანაგია, ალბათ უნდა რცხვენოდეთ კი-
დეც, რომ პროფკავშირი აქამდე ვერ ჩამოაყალიბეს და პარტი-
ულ ბრძოლას არ შეუერთდნენ.
– მაგაზე მეც მიფიქრია, – თქვა ჩაკომ, – მინდა, ჩემი მუშები
ყველა წესის დაცვით გავაერთიანო პროფკავშირში. წარმო-
მადგენლებსაც თავად ავარჩევინებ.
– ამხანაგო, მათი რევოლუციის დირიჟორი თქვენ ხომ ვერ
იქნებით? თქვენ უბრალოდ თვითშეგნება უნდა გაუღვივოთ,
უნდა დამოძღვროთ. ბრძოლა თავად უნდა აწარმოონ, საკუ-
თარი ინიციატივით. თვითონ უნდა დაძლიონ საკუთარი შიში.
– შიში? – გაეღიმა ჩაკოს, – ვისი ეშინიათ, ჩემი?
– თქვენი კი არა, ჩემო კარგო ადამიანო, არამედ საუკუნო-
ვანი ჩაგვრის!
ამის შემდეგ ამხანაგმა პილაიმ მალაიალამზე მოახდინა
მაო ძედუნის სიტყვების ომახიანი ციტირება და გასაოცრად
დაემსგავსა საკუთარ ძმისწულს:

397 მკითხველთა ლიგა


– რევოლუცია სტუმრების სადილზე მოპატიჟება კი არ
არის, შეიარაღებული აჯანყებაა, ძალმომრეობაა, რომლის შე-
დეგადაც ერთი კლასი მეორე კლასზე იმარჯვებს და მის ძალა-
უფლებას ამხობს!
მოკლედ, მას შემდეგ, რაც სინთეზური ძმრის იარლიყების
დამზადებაზე კონტრაქტი გაინაღდა, ამხანაგმა პილაიმ ჩაკო
უდრტვინველად გამოაძევა რევოლუციონერთა რიგებიდან და
მჩაგვრელთა მტრულ ბანაკში გადაისროლა.
აი, ასე ტკბილად ისხდნენ ჩაკო და ამხანაგი პილაი, გვერ-
დიგვერდ, სოფი-მოლის ჩამოსვლის დღეს, დასაკეც სკამებზე.
ყავას წრუპავდნენ და სასაზე მიკრულ ბანანის ჩიფსის დარბი-
ლებულ და გაბუთქუნებულ რბილობს ენის წვერით ეჭიდავე-
ბოდნენ. ერთი ჩია და გამხდარი იყო, მეორე კი – ზორზოხი და
ჩასუქებული; კომიქსის მეტოქე პერსონაჟები, რომლებსაც აქ-
ტიური ორთაბრძოლა ჯერ არ წამოეწყოთ.

ის ორთაბრძოლა, ამხანაგ პილაის საუბედუროდ, არც დაწ-


ყებულა, ისე დასრულდა – გამარჯვება პირდაპირ მიართვეს,
ვერცხლის ლანგრით, ლამაზად შეფუთული და ბაფთით შეკ-
რული. როცა უკვე გვიან იყო და ,,სამოთხის მწნილები’’ სრუ-
ლიად უხმაუროდ, ყოველგვარი პროტესტის გარეშე, თავადვე
დაიქცა და გაპარტახდა, მხოლოდ მერე იგრძნო ამხანაგმა პი-
ლაიმ, რომ მისთვის ბრძოლის პროცესი უფრო მნიშვნელოვა-
ნი იყო, ვიდრე ამ ბრძოლის მოგება. ის რა ბრძოლა იქნებოდა,
რომლითაც საკანონმდებლო საკრებულოსკენ მიმავალ გზას
უსაფრთხოდ გაივლიდა და რომელსაც ამაყად შეაგელვებდა
შიგნით, გამარჯვებამ კი იქვე დატოვა, სადაც იყო.
კვერცხი კი გატეხა, მაგრამ ტაფამწვარი დაეწვა.
კაციშვილი ვერ მიხვდა, მაინც რა როლი შეასრულა ამხა-
ნაგმა პილაიმ მთელ მომდევნო ტრაგიკულ მოვლენებში.

398 მკითხველთა ლიგა


თვით ჩაკოც კი, რომელმაც დასტურ იცოდა, რომ ამხანაგ პი-
ლაის ხმამაღალი სიტყვები ხელშეუხებელთა უფლებებზე
(,,კასტა – ეს იგივე კლასია, ამხანაგებო!’’), რომლებსაც მარ-
ქსისტული პარტიის წევრების მიერ ,,სამოთხის მწნილების’’
ალყაში მოქცევისას გაჰკიოდა, სავსებით ფარისევლური იყო,
მაინც ვერ მიხვდა ბოლომდე, თუ რა მოხდა. თუმცა არც აინტე-
რესებდა. სოფი-მოლის სიკვდილით თავზარდაცემული, გარ-
შემო მაინც ვეღარაფერს აღიქვამდა. ზუსტად ის დაემართა,
რაც ტრაგედიაგადატანილ ბავშვებს ემართებათ ხოლმე, უცებ
რომ იზრდებიან და ყოველგვარ ინტერესს კარგავენ ძველი სა-
თამაშოების მიმართ; მისმა ოცნებებმა კონსერვების ხელმწი-
ფობასა და სამოქალაქო ომზე იმ შემინულ კარადაში ამოყვეს
თავი, სადაც თვითმფრინავის დამტვრეული მოდელები ინახე-
ბოდა. ,,სამოთხის მწნილების’’ დახურვის მერე, ოჯახის კუთ-
ვნილი ბრინჯის ნათესები (გირავნობის სიგელებიანად) გაყი-
და, რომ ბანკის ვალები დაეფარა. მერე სხვა ქონებაც ნელ-ნე-
ლა გაყიდეს, რომ ოჯახს თავი ერჩინა. როდესაც ჩაკო კანადა-
ში გაემგზავრა, ოჯახის შემოსავლისწყარო მხოლოდსახლთან
მდებარე კაუჩუკის პლანტაცია და ქოქოსის პალმების პატარა
ხეივანიღა იყო. სწორედ ისინი ამარაგებდნენ ლუკმაპურით
ციცქნა-კოჩამასა და კოჩუმარიას, როცა დანარჩენები და-
იხოცნენ ან სხვაგან გადაბარგდნენ.
ამხანაგ პილაის მიმართ უსამართლონი ნუ ვიქნებით და
იმას ნუ ვიტყვით, რომ მომდევნო მოვლენები პირადად დაგეგ-
მა. მან, უბრალოდ, ადვილად შეაცურა ხელი ისტორიის მომ-
ლოდინე ხელთათმანში.
მთლად მისი ბრალიც არ იყო, ისეთ საზოგადოებაში რომ
ცხოვრობდა, რომელშიც ადამიანის სიკვდილი ხშირად უფრო
ხეირის მომტანი აღმოჩნდებოდა ხოლმე, ვიდრე მთელი მისი
ამქვეყნიური ცხოვრება.

399 მკითხველთა ლიგა


მამაჩისა და ციცქნა-კოჩამასთან შეტაკების შემდეგ ველუ-
ტას მასთან მისვლის მიზეზი და მათი საუბრის შინაარსი ბო-
ლომდე საიდუმლო დარჩა; ისევე, როგორც ის ბოლო ღალა-
ტი, რომელმაც ველუტა აიძულა, წვიმასა და სიბნელეში, დინე-
ბის საწინააღმდეგოდ გადაეცურა მდინარე და გაღმა ნაპირზე,
ხელსაყრელ დროს, ისტორიასთან წინასწარ შეუთანხმებელ
პაემანზე თავის ფეხით მისულიყო.
ველუტა უკანასკნელი ავტობუსით დაბრუნდა კოტაიამი-
დან, სადაც თუნუქის ქილების დამამზადებელი დანადგარი წა-
იღო შესაკეთებლად. ავტობუსის გაჩერებაზე ფაბრიკის ერთი
მუშა შეხვდა და დამცინავად უთხრა, მამაჩის შენი ნახვა უნ-
დაო. ველუტას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოხდა და ვერც
იმას წარმოიდგენდა, რომ მამამისი მთვრალი მიბოდიალდე-
ბოდა აიემენემის სახლში. არც ის იცოდა, რომ ველია პააპანი
უკვე რამდენიმე საათი იყო, რაც ქოხის შესასვლელთან იჯდა
(გაბოროტებულ შუშის თვალში არეკლილი ნავთის ლამპის
ციაგით) და მის დაბრუნებას ელოდებოდა, ავი წინათგრძნო-
ბით შეპყრობილი კუტაპენი კი ორ საათს გაუჩერებლივ ცდი-
ლობდა მამის გადარწმუნებასა და გონს მოყვანას. თანაც, საწ-
ყალს, ყურებიც დაცქვეტილი ჰქონდა, ეგებ როგორმე შინის-
კენ მომავალი ველუტას ნაბიჯების ხმა გავიგონო და შორიდან-
ვე გავაფრთხილო მოსალოდნელი საფრთხის შესახებო.
მაგრამ ველუტა შინ არ წასულა, პირდაპირ აიემენემის სახ-
ლისკენ გაეშურა. იქ მისულს მეხი დაეცა იმის გაგონებაზე, რაც
უთხრეს, თუმცა, მეორე მხრივ, კარგა ხანია ელოდა, რაღაც
ძველთაძველი ინსტინქტით გრძნობდა, რომ ისტორია, ადრე
თუ გვიან, თავისას გაიტანდა და აუცილებლად აგებინებდა პა-
სუხს ჩიხში მოქცევისათვის. სანამ მამაჩი ბობოქრობდა, თვი-
თონ ძალიან მშვიდად და უცნაურად მობილიზებული იდგა. ეს

400 მკითხველთა ლიგა


უკიდურესი გამწარებით გამოწვეული სიმშვიდე იყო, იმ სინამ-
დვილით გამყარებული, რომელიც ამ გამწარების მიღმა არსე-
ბობდა.
ველუტა რომ ეახლა, წყობიდან გამოსულმა და ორიენტა-
ციადაკარგულმა მამაჩიმ მთელი თავისი რისხვა და მრავალ-
სართულიანი წყევლა-გინება მოძრავი კარის ერთერთ ფრთას
დააყარა, მაგრამ მერე ციცქნა-კოჩამა ტაქტიანად დაეხმარა
და სიბნელეში ჩუმად მდგომი ველუტასკენ მიაბრუნა. მამაჩიმ
თავისი საზარელი ტირადა ახლა პირდაპირ მისკენ მიმართა.
თვალებგამოცარიელებული და სახედაღმეჭილი იმდენად ახ-
ლოს მიეჭრა, რომ ველუტამ მისი ფურთხის შხეფები და პირი-
დან ამოსული, დიდი ხნის წინ დალეული ჩაის სუნიც კი იგ-
რძნო. ციცქნა-კოჩამა მამაჩის გვერდიდანარ შორდებოდა.
თქმით არაფერს ამბობდა, მაგრამმიმართულებას აძლევდა
მის მრისხანებას და, გამამხნევებელი ხელის ზურგზე თათუ-
ნით, ნავთსაც განუწყვეტლივ ასხამდა ისედაც ფეთქებად სიტუ-
აციაზე. თავად მამაჩი ამ ეშმაკურ მანიპულაციას, ცხადია, ვერ
მიუხვდა.
ის, თუ სად ისწავლა ამ სათნო მოხუცმა ბანოვანმა (საღამო-
ობით, ქათქათა და გახამებულ სარიში გამოწყობილი, ვიოლი-
ნოზე მაკნატუნას სუიტას რომ უკრავდა ხოლმე) ის სიტყვები
და გამოთქმები, რომლებითაც ველუტას ამკობდა, ყველას-
თვის, ვისაც კი მისი კივილი ესმოდა (ციცქნა-კოჩამასთვის,
კოჩუ-მარიასა და ოთახში გამოკეტილი ამუსათვის) საიდუმ-
ლო დარჩა.
– აქედან გაეთრიე, – უღრიალა ბოლოს, – ხვალ კიდევ თუ
დაგინახეს ჩემმა თვალებმა, მაგ ყვერებს ძირში დაგაჭრი, შე
ძუკნის დაგდებულო ქეციანო მაწანწალა, შენა! ჩემი ხელით
დაგახრჩობ, იცოდე!
– მაგასაც ვნახავთ, – ჩუმად ჩაილაპარაკა ველუტამ.

401 მკითხველთა ლიგა


სხვა საერთოდ არაფერი უთქვამს, სულ ეს იყო ის, რაც ციც-
ქნა-კოჩამამ, ინსპექტორ ტომას მეთიუს კაბინეტში უსაშვე-
ლოდ გაბერა და გატაცებისა და მოკვლის მუქარად გაასაღა.
მამაჩიმ ველუტას სახეში შეაფურთხა. მისი უზარმაზარი
ფურთხი მთელ სახეზე ჩამოეწუწა – თვალებზე, ტუჩებზე.
ველუტა ჯერ გაუნძრევლად იდგა, გაოგნებული. მერე კი
უცებ შეტრიალდა და წავიდა.
მათ სახლს რომ შორდებოდა, მიხვდა, რომ ყველა შეგ-
რძნება საოცრად გაუმძაფრდა. თითქოს მთელი არემარე პირ-
დაპირ მის თვალწინ გაბრტყელდა და აკურატულად დახაზულ
სქემად იქცა – ტექნიკურ ნახაზად, თან დართული სამოქმედო
ინსტრუქციებით. მისი გონება, რომელიც გამწარებული ეძებ-
და საყრდენ წერტილს, ყველა დეტალს ებღაუჭებოდა, სიტყვი-
ერ იარლიყებს აკრავდა ყველაფერს, რასაც გარშემო ხედავ-
და.
ჭიშკარი, გაიფიქრა ჭიშკარში გასულმა, ჭიშკარი. გზა. ქვე-
ბი. ცა. წვიმა.
ჭიშკარი.
გზა.
ქვები.
ცა.
წვიმა.
თავსა და ტანზე დადენილი წვიმის წყალი თბილი იყო, ფეხ-
ქვეშ ლატერიტის ქვები – ხაოიანი. ზუსტად იცოდა, საითაც მი-
დიოდა. ყველაფერს ამჩნევდა – თითოეულ ხეს, თითოეულ
ფოთოლს, თითოეულ ღრუბელს ცაზე, თითოეულ გადადგმულ
ნაბიჯს.
კუ-კუ კუკუმ ტივანდი
კუკი პადუმ ტივანდი
რაპაკალ ოდუმ ტივანდი
ტალანუ ნილკუმ ტივანდი

402 მკითხველთა ლიგა


ეს ის პირველი ლექსი იყო, რომელიც სკოლაშიისწავლა,
მატარებელზე.
დათვლა დაიწყო. რაღაცის დათვლა, მნიშვნელობა არ
ჰქონდა, რის. ერთი ორი სამი ოთხი ხუთი ექვსი შვიდი რვა
ცხრა ათი თერთმეტი თორმეტი ცამეტი თოთხმეტი თხუთმეტი
თექვსმეტი ჩვიდმეტი თვრამეტი ცხრამეტი ოცი ოცდაერთი
ოცდაორი ოცდასამი ოცდაოთხი ოცდახუთი ოცდაექვსი ოც-
დაშვიდი ოცდარვა ოცდაცხრა
ტექნიკური ნახაზი თანდათან გაბუნდოვნდა. მკვეთრი ხაზე-
ბი გაფერმკრთალდა. ინსტრუქციის პუნქტები გაუგებარი გახ-
და. გზა აღმართ-აღმართ გაგრძელდა და გარშემო სიბნელე
ჩამოწვა, რაღაცნაირად მძიმე და წებოვანი. მოძრაობა გაუძ-
ნელდა, თითქოს წყალქვეშ მიცურავდა, ძალიან მღვრიე წყალ-
ში.
აი, დაიწყო, უთხრა შინაგანმა ხმამ. უკვე დაიწყო.
გონება უცებ საშინლად დაუბერდა, თავზე წამოადგა და
იქიდან ეჩიფჩიფებოდა უაზრო გაფრთხილებებს.
ზემოდან დაჰყურებდა ახალგაზრდა კაცის სხეულს, რომე-
ლიც სიბნელესა და თავსხმაში მიიკვლევდა გზას. იმ დაქან-
ცულ სხეულს ახლა ყველაფერზე მეტად გამოძინება სჭირდე-
ბოდა. დაძინება და სხვა სამყაროში გამოღვიძება. იქ, სადაც
იმის კანის სურნელით იყო სასუნთქი ჰაერი გაჯერებული. სა-
დაც იმის სხეული მის სხეულზე იწვა. ნეტა თუ ოდესმე კიდევ
ნახავენ ერთმანეთს? ნეტა ახლა სად არის? რა უქნეს? ხომ არა-
ფერი ატკინეს?
მიდიოდა და მიდიოდა. წვიმას არც სახეს უშვერდა და არც
არიდებდა. იმ წვიმას არც ესწრაფოდა და არც გაურბოდა. იმ
წვიმამ მამაჩის ფურთხი კი ჩამოჰბანა, მაგრამ მაინც ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავი გადაუწიეს და შიგ ხახაში
ჩაარწყიეს. ის ნარწყევი ახლა ჯიგარში დაუდიოდა წინ და უკან

403 მკითხველთა ლიგა


– გულს უსვრიდა, ფილტვებს უსვრიდა. წვეთ-წვეთად უგროვ-
დებოდა მუცელში და იქ უსქელდებოდა, მისი მუცლის ღრუს
ყველა ორგანოს ეკვროდა. წვიმა ამას ვერ უშველიდა.
ველუტამ იცოდა, რაც უნდა ექნა. თავის ინსტრუქციას ზუს-
ტად მიჰყვებოდა. ამხანაგ პილაისთან უნდა მისულიყო. თუმ-
ცა, უკვე აღარ ახსოვდა, რისთვის. ფეხებმა თვითონ მიიყვანეს
ტიპოგრაფია ,,იღბალთან’’, რომელიც დაკეტილი დახვდა. მე-
რე იქვე გადაჭრა პატარა ეზო და ამხანაგ პილაის სახლს მიად-
გა.
კარზე დააკაკუნა და იგრძნო, ხელის ამ მოძრაობამ საბო-
ლოოდ რომ გამოაცალა არაქათი.

ამხანაგ პილაის თავისი ბოსტნეულის კარი ბოლომდე შე-


ეჭამა და უკვე მწიფე ბანანს ჭყლეტდა მისი რბილობის მაწონში
შესარევად, როდესაც კაკუნის ხმა გაიგონა. კარის გასაღებად
ცოლი გაგზავნა. კალიანი უკმაყოფილო სახით მობრუნდა
უკან და ამხანაგმა პილაიმ გაიფიქრა, რა ვნებისაღმძვრელად
გამოიყურებაო. უნდოდა, იქვე ჩასძვრომოდა ძუძუებში, მაგ-
რამ ხელები დასვრილი ჰქონდა და კართანაც ვიღაც ელოდე-
ბოდა. კალიანი საწოლზე ჩამოჯდა და მექანიკურად გადაუსვა
თავზე ხელი პატარა ლენინს, რომელსაც ბებიამისის გვერდით
ეძინა და ცერა თითს წოვდა.
– ვინ არის?
– იმ პააპან-პარავანის ვაჟია. ამბობს, სასწრაფოსაქმე მაქ-
ვსო.
ამხანაგმა პილაიმ მაწონი აუჩქარებლად მიირთვა და მერე
თეფშზე თითები აათამაშა. კალიანიმ უჟანგავი ლითონის
ტოლჩით წყალი მოურბენინა და ხელები ჩამოაბანინა. თეფშზე
დარჩენილი საჭმლის ნარჩენები (წითელი წიწაკის კანი და გა-

404 მკითხველთა ლიგა


მოღეჭილი მურუნგუ) თეფშის ზედაპირზე ამოტივტივდა. კა-
ლიანიმ ახლა პირსახოცი მოართვა ქმარს. ამხანაგმა პილაიმ
ხელები გაიმშრალა, სამადლობელი ამოაბოყინა და კარისკენ
გაემართა.
– ენდა? რა ხდება ამ შუაღამისას?
რომ პასუხობდა, ველუტას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თით-
ქოს მისი ხმა რაღაც ყრუ კედელს ეჯახებოდა და უკანვე უბრუნ-
დებოდა. ცდილობდა, ამხანაგი პილაისთვის აეხსნა, რაც მოხ-
და, მაგრამ ხვდებოდა, რომ სრულიად გაუგებრად ლუღლუ-
ღებდა რაღაცას. კაცი, რომელსაც ელაპარაკებოდა, პატარა
და შორეული ეჩვენებოდა, მისგან მინის კედლით იზოლირე-
ბული.
– აქ ხომ სოფელია, – უთხრა ამხანაგმა პილაიმ, – ადამია-
ნები გაუთავებლად ჭორაობენ ყველაფერზე. ჰოდა, მეც მესმის
ხოლმე, რაზე ჭორაობენ და ვიცი, რაც ხდება.
ველუტამ ისევ გაიგონა საკუთარი სიტყვები, რომლებსაც
არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მათი ადრესატისათვის.
საკუთარი ხმა ისევ თვითონვე უბრუნდებოდა და ყელზე მახ-
რჩობელა გველივით ეხვეოდა.
– შესაძლოა, – თქვა ამხანაგმა პილაიმ, – მაგრამ შენ, ამ-
ხანაგო, უნდა გესმოდეს, რომ პარტია იმისთვის არ არსებობს,
რომ მუშებს პირად უზნეობაში შეუწყოს ხელი.
ველუტამ დაინახა, ამხანაგი პილაის სხეული თანდათან
როგორ გაქრა, როგორ შეიძურწა სახლის სიღრმეში და მხო-
ლოდ საკუთარი ხმა მოიტოვა უკან, უსხეულო, ომახიანი, დი-
დაქტიკურ-მომწოდებლური, ღია კარში ალისფერი ალმების
მოფრიალე.
ასეთ ამბებში ჩარევა პარტიის ინტერესებში არ შედის.
პირადი ინტერესი საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა დაექ-
ვემდებაროს.

405 მკითხველთა ლიგა


პარტიული დისციპლინის დარღვევა ძირს უთხრის მის ერ-
თიანობას.
ხმა არ ცხრებოდა. წინადადებები ფრაზებად და ცალკეულ
სიტყვებად იშლებოდა.
რევოლუციური აღმავლობა.
კლასობრივი მტრის განადგურება.
კომპრადორის კაპიტალი.
მშრომელთა საგაზაფხულო გამოსვლები.

აი, კიდევ ერთი თვითგამანადგურებელი რელიგია; კიდევ


ერთი ნაგებობა, რომელიც ადამიანის გონებამ დააპროექტა,
მაგრამ ადამიანურმა ბუნებამ ხელყო.

ამხანაგმა პილაიმ კარი დახურა და ცოლსა და ვახშამს მი-


უბრუნდა. გადაწყვიტა, კიდევ ერთ ბანანს შევჭამო.
– რა უნდოდა? – ჰკითხა ცოლმა და ის ერთი ბანანი მიაწო-
და.
– ოჯახს გაუგია. ეტყობა, ვიღაცამ ამბავი მიუცუნცულა. სამ-
სახურიდან გაუგდიათ.
– სულ ეგ არის? მადლობა თქვას, იქვე რომ არ ჩამოახ-
რჩვეს.
– ერთი უცნაური რამ შევნიშნე,... – თქვა ამხანაგმა პილაიმ
და ბანანი გაფცქვნა, – ფრჩხილებზე წითელი ლაქი ესვა...

კარს მიღმა, თქეშ წვიმაში მდგომ ველუტას, რომელსაც ქუ-


ჩის ერთადერთი ლამპიონის სველი და ცივი შუქი უნათებდა
გზას, უცებ საშინლად მოერია ძილი. ლამის ზეზეულად ეხუჭე-
ბოდა თვალები.
ხვალო, უთხრა საკუთარ თავს. ხვალ, როცა წვიმა გადაიღე-
ბს.

406 მკითხველთა ლიგა


ფეხებმა პირდაპირ მდინარისაკენ წაალასლასეს. თითქოს
საბელზე გამობმული ძაღლი იყო და ის ფეხები კი – მისი საბე-
ლი... ისტორიის საბელზე გამობმული ძაღლი.

407 მკითხველთა ლიგა


15

გაღმა ნაპირზე

შუაღამეს კარგად იყო გადაცილებული. მდინარე ძალიან


მოდიდდა, ჩაშავდა და გამალებით მიაქანებდა ზღვისკენ ღა-
მის პირქუში ცის ანარეკლს, პალმის მოგლეჯილ ტოტებს,
მორღვეულ ღობესა და კიდევ იმ უამრავ სხვა ძღვენს, რომე-
ლიც ქარმა მიართვა.
წვიმა ჯერ თქეშიდან წვრილად ცრაზე გადავიდა და ბოლოს
საერთოდაც შეწყდა. ქარმა ფოთლებს წვიმის წვეთები დააყ-
რევინა და ცოტა იმ ხეების ქვეშაც იწვიმა, მანამდე წვიმისაგან
რომ შეაფარებდი თავს.
ღრუბლებიდან მკრთალი, წყალწყალა მთვარე გამოტივ-
ტივდა და ის ახალგაზრდა კაცი გაანათა, მდინარისაკენ მიმა-
ვალი ცამეტი საფეხურის ზედა საფეხურზე რომ იჯდა. სრული-
ად უძრავი, ძალიან სველი და ძალიან ახალგაზრდა. მალე წა-
მოდგა, თეთრი მუნდუ გაიძრო, გაწურა და ჩალმასავით შემო-
იხვია თავზე. მერე, შიშველი ცამეტ საფეხურს ჩაუყვა და მდი-
ნარეში იქამდე შევიდა, სანამ წყალი მკერდამდე არ მიუწვდე-
ბოდა. მერე ლამაზად შეცურა წყალში, ხელების მსუბუქი და
მძლავრი მოსმით, და იმ ადგილისაკენ გაემართა, სადაც დი-
ნება ჩქარი და მკვეთრი იყო და წყალი ძალიან ღრმავდებოდა.
მდინარის გადასაცურად სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა.
გაღმა ნაპირს რომ მიუახლოვდა, წყლიდან ამოვიდა, ძალიან
შავი და მოლაპლაპე – ისეთივე შავი, როგორიც მის გარშემო
გამეფებული კუნაპეტი ღამე; ისეთივე შავი, როგორიც უკან
მორჩენილი, კუპრივით შავი წყალი.
იმ ბილიკს დაადგა, რომელიც ჭაობის გავლით მიდიოდა
ისტორიის სახლთან.
ფეხქვეშ წყლის ჭავლები არ დაუტოვებია.

408 მკითხველთა ლიგა


სანაპიროზე კი – ნაკვალევი.
მუნდუ გაშალა და გასაშრობად თავს ზემოთ აღმართა. ქარ-
მა იალქანივით გაბერა მიტკალი. უცებ ძალიან ბედნიერად იგ-
რძნო თავი. ჯერ გაგვიჭირდებაო, გაიფიქრა, მერე კი ყველა-
ფერი მოგვარდებაო. ახლა უკვე აჩქარებული ნაბიჯით მიძუნ-
ძულებდა წყვდიადის გულისაკენ, მარტოხელა მგელივით.
დანაკარგების ღმერთი.
წვრილმანების ღმერთი.
სრულიად დედიშობილა, ფრჩხილებზე წასმულ წითელ
ლაქს თუ არ ჩავაგდებთ სათვალავში.

409 მკითხველთა ლიგა


16

რამდენიმე საათის მერე

სამი ბავშვი მდინარის პირას ჩავიდა; ტყუპები და კიდევ ერ-


თი, მოვარდისფროიისფერი ველვეტის წინსაფარში, ძალიან
სახალისო ასოებით დაწერილი წარწერით გულზე – არდადე-
გები!
ხეებს სველი ფოთლები ისე ულაპლაპებდათ, ლითონისა-
გან გამოჭედილები გეგონებოდა. მდინარის პირას მჭიდრო
რიგად ამოსულ ბამბუკებს თავები წყლისაკენ ჩაეხარათ. თით-
ქოს გრძნობდნენ, რომ უბედურება კარს იყო მომდგარი და წი-
ნასწარვე დაეწყოთ გლოვა. თავად მდინარე გასუსული და ჩაბ-
ნელებული იყო. ისე გარინდებულიყო, თითქოს საერთოდაც
აღარ არსებობდა. წამითაც არ ამჟღავნებდა საკუთარ წყალუხ-
ვობასა და ახლად მოკრებილ ძალ-ღონეს.
ესტამ და რაჰელმა ნავი იმ ბუჩქებიდან გამოათრიეს, რომ-
ლებშიც ყოველთვის მალავდნენ ხოლმე. მერე ხის ფუღუროში
შენახული, ველუტას გაკეთებული ნიჩბებიც ამოიღეს და ნავი
მდინარესთან ჩაათრიეს. წყალში რომ ჩაუშვეს, აქეთ-იქიდან
გააკავეს, რომ სოფი-მოლს ადვილად მოეხერხებინა ჩაჯდომა.
ტყუპებს სიბნელე სრულიად არ აშინებდათ და ქურციკებივით
მარჯვედ დახტოდნენ მდინარისაკენ ჩამავალ, მოლიპულ ქვის
საფეხურებზე.
სოფი მოლი კი ფრთხილობდა. ის სიბნელეც აშინებდა და
ისიც, რასაც სავარაუდოდ ის სიბნელე მალავდა. მხარზე მა-
ცივრიდან მოპარული საჭმლით – პურით, ნამცხვრებითა და
გალეტებით – სავსე ჩანთა გადაეკიდებინა. დედის სიტყვებით
ისედაც დამძიმებულ ტყუპებს – თქვენ რომ არა, აქ რა ჯანდაბა
მინდოდა?! ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა! აქ არ ვეგდებოდი

410 მკითხველთა ლიგა


ახლა! თავისუფალი ვიქნებოდი! როგორც კი დაიბადეთ, მა-
შინვე უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში უნდა ჩამებარები-
ნეთ! სწორედ თქვენა ხართ ჩემს კისერზე გამობმული დოლა-
ბები! – თან არაფერი წამოეღოთ. თუმცა, იმ ლიმონფორთოხ-
ლის წვენების კაცის უზნეო საქციელის გამო, საიდუმლო ბუდე
უკვე სათანადოდ მოეწყოთ. იმ დღიდან მოყოლებული, როცა
ესტა ალისფერ მურაბაში ნიჩბოსნობდა და ორ ფიქრს ფიქ-
რობდა, უკვე მეორე კვირა იყო, რაც შინიდან ყველაფერს ეზი-
დებოდნენ; ყველაფერს, რაც დასჭირდებოდათ: ასანთს, კარ-
ტოფილს, ძველ ქვაბებსა და ტაფებს, გასაბერ იხვის ჭუჭულს,
ფერადთითებიან წინდებს, კალმებს, შიგნით მოტივტივე ლონ-
დონური ავტობუსებით, და კოალას, ღილის მოფამფალებული
თვალებით.
– და ამუმ რომ გვიპოვოს და შეგვევედროს, დაბრუნდითო?
– მაშინ დავბრუნდებით,... მაგრამ, თუ შეგვევედრება.
ესტა-გულმოწყალე!
სოფი-მოლმა ტყუპები დაარწმუნა, მეც აუცილებლად თან
უნდა წამიყვანოთო. უფროსები მაშინ უფრო ინანებენ საკუ-
თარ საქციელს, თუ ყველა ბავშვი ერთდროულად დაიკარგე-
ბაო. ისეთსავე შავ დღეში ჩაცვივდებიან, როგორშიც ჰამელი-
ნის მოქალაქეები ჩაცვივდნენ, მესალამურემ მათი ყველა შვი-
ლი რომ გაიყვანა ქალაქიდანო. ყველგან დაგვიწყებენ ძებნას
და როცა დარწმუნდებიან, რომ ცოცხლები აღარა ვართ, სწო-
რედ მაშინ გამოვეცხადოთო. მაშინ ნახავთ, როგორი უძვირ-
ფასესები და ადრინდელზე უფრო საყვარლები და შენგენაცვა-
ლეები გავხდებითო. გადამწყვეტი არგუმენტი კი მაინც ის იყო,
რომ გააფრთხილა, მე თუ დამტოვებთ, დამკითხავენ, მაწამე-
ბენ და მაინც მათქმევინებენ, სად ხართო.

411 მკითხველთა ლიგა


ესტამ რაჰელსაც აცალა ნავში ჩაჯდომა და მერე თვითონაც
ჩაჯდა; უფრო სწორად ზემოდან ისე გადააჯდა პატარა ნავს,
როგორც აიწონა-დაიწონას ფიცარს. მერე ფეხებით უბიძგა ნა-
პირს და წყალში შეცურდნენ. როცა წყალში უკვე კარგა ღრმად
იყვნენ შესულები, ნიჩბებსაც მოუსვეს, დიაგონალურად – წი-
ნისკენ და დინების საწინააღმდეგოდ, როგორც ველუტამ ას-
წავლა (თუ გინდათ, რომ იქით გაცუროთ, აი, ასე უნდა მოუს-
ვათ ნიჩბებს).
სიბნელეში ვერ ხედავდნენ, ზედ მთავარი, სატრანზიტო
ტრასისკენ რომ გადაუხვიეს, რომელზეც პირდაპირ მათკენ
მოქროდნენ, ჩუმად, მაგრამ გამალებით, მორები, მოგლეჯი-
ლი ხეები და ხის დამტვრეული ტოტები.
ყველაზე ღრმა ადგილს უკვე გასცდენოდნენ და ნაპირსაც
მალე მიაღწევდნენ, რომ უცებ მათ ნავს უზარმაზარი მორი და-
ეჯახა და გადააყირავა. ნავი ადრეც ხშირად გადაჰყირავებიათ
და ხმელეთამდე ცურვით გასულან, ამოყირავებულ ნავზე ხე-
ლებით ისე ჩამოკიდულები, როგორც სამაშველო რგოლზე.
მაგრამ ახლა, სიბნელეში, ნავი დაკარგეს, დინებამ წაართვათ.
ნაპირზე ცურვით ძლივს გააღწიეს და თანაც გაუკვირდათ, ამ-
ხელა ენერგია რომ მოანდომეს ციცქნა მონაკვეთის დაფარ-
ვას.
ესტამ მდინარეზე წამოხრილ ხის ტოტს წაავლო ხელი, მაგ-
რად ჩაებღაუჭა და მდინარეს გახედა, ეგებ ნავი დავინახოო.
– არაფერიც არ არის,... ნავი დავკარგეთ!
შლამში მთლად ამოგანგლული რაჰელი ნაპირზე გავიდა
და ესტას ხელი გაუწოდა. რამდენიმე წუთი დასჭირდათ, სული
რომ მოეთქვათ, ნავის დაკარგვის ფაქტი ეღიარებინათ და სა-
თანადოდ გამოეგლოვათ საყვარელი ტრანსპორტი.

412 მკითხველთა ლიგა


– საჭმელიც გაგვიფუჭდა, არა? – ჰკითხა რაჰელმა სოფი-
მოლს. პასუხად სიჩუმე მიიღო; დინებას აყოლილი, გაშმაგებუ-
ლი, თევზებიანი სიჩუმე.
– სოფი-მოლ! – წასჩურჩულა მდინარეს, –აქა ვართ! ილიმ-
ბასთან! ხესთან!
პასუხი არ იყო.
რაჰელის გულს მიფრენილმა პაპაჩის ფარვანამ ფრთები
გაშალა.
მერე დაკეცა.
მერე ფეხები აამოძრავა.
სათითაოდ აიკეცა.
და ისევ დაუშვა.
მდინარის ნაპირს სირბილით დაუყვნენ, ყვიროდნენ და სო-
ფი-მოლს უხმობდნენ. მაგრამ სოფი-მოლი არსად ჩანდა. დი-
ნებამ წაიღო. მორუხო-მომწვანო წყალმა. თევზებით სავსემ.
ხეებითა და ცით სავსემ. რომელშიც ღამით ყვითელი მთვარე
იბზარებოდა.
ამჯერად არც შემაშფოთებელი მუსიკა ისმოდა, არც მინაჩა-
ლის ჩაშავებული წყალი დაბზრიალებულა მორევად და არც
ტრაგედიის თვითმხილველი ზვიგენი ჩანდა სადმე.
ძალიან მშვიდი და ჩუმი მოლაპარაკება შედგა – ნავი იმ
ტვირთისგან დაიცალა, რომელიც მდინარემ მშვიდად ჩაიბა-
რა. ერთი პატარა სიცოცხლე. ხანმოკლედ გაელვებული პატა-
რა ნათელი. მუჭში ვერცხლის სათითით, საყვარელი თილის-
მით.
დილის ოთხი საათი იყო და ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა გა-
წამებული, დათრგუნვილი და დასვრილი ტყუპები ჭაობზე გა-
მავალ, ისტორიის სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვნენ. პა-
ტარა ჰენზელი და გრეტელი, იმ ბოროტი ზღაპრიდან, რომელ-
შიც ყველა მათ ოცნებას დაატყვევებენ და გადაასხვაფერებენ.

413 მკითხველთა ლიგა


უკანა ვერანდაზე დაგებულ თივაზე მიწვნენ, რომელზეც უკვე
იწვნენ გასაბერი იხვი და კოალა. გალუმპული ჯუჯების პატარა
წყვილი, შიშისაგან თავზარდაცემულები და ქვეყნიერების
დაქცევის მომლოდინენი.
– როგორ ფიქრობ, უკვე მოკვდებოდა?
ესტამ არ უპასუხა.
ახლა რა მოხდება?
ციხეში ჩაგვსვამენ.
დედიმათის შვილები იქნებოდნენ და არ გამოსწორდებოდ-
ნენ! ეგ მშვენივრად იცოდა მეზღვაურმა პოპ-აიმ, რომელმაც
კარი მარჯვე თაურით შეაღო და იქვე მოადინა ტყაპანი – ტყაპ!

სიბნელეში ის ვეღარ შენიშნეს, რომ იქ ვიღაცას უკვე ეძინა.


მარტოხელა მგელივით. იმ ყავისფერი ფოთლით შავ ზურგზე,
რომელსაც მუსონები დროულად მოჰყავდა.

414 მკითხველთა ლიგა


17

საპორტო ქალაქ კოჩინის რკინიგზის სადგური

აიემენემის ჩაბინძურებული სახლის გაწკრიალებულ


ოთახში ესტა (არც მოხუცი და არც ახალგაზრდა) საწოლზე იჯ-
და, სიბნელეში. სარგადაყლაპულივით იჯდა, გაშლილი მხრე-
ბითა და მუხლებზე დაწყობილი ხელებით. გეგონებოდა, რა-
ღაც შემოწმება მიმდინარეობს და საკუთარ რიგს ელოდე-
ბაო..., ან იმას ელოდება, დასაპატიმრებლად როდის მოაკით-
ხავენო.
უთოობა მოეთავებინა. დაუთოებული ტანსაცმელი ლამა-
ზად დაკეცილი იდო საუთოებელ დაფაზე. თავისიც დაეუთოე-
ბინა და რაჰელისაც.
გადაუღებლად წვიმდა. ღამის წვიმა იმ მარტოხელა მედო-
ლეს ჰგავდა, რომელიც დაუსრულებლად ვარჯიშობს რიტმულ
დაკვრაში, თუმცა ორკესტრის დანარჩენი წევრები უკვე კარგა
ხნის წასულები არიან შინ და, ალბათ, სძინავთ კიდეც.
გვერდითა ეზოში, ჩაკოს ,,მამაკაცური მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად’’ გაკეთებულ იზოლირებულ შესას-
ვლელთან, ელვამ წამიერად გაანათა ძველი ,,პლიმუთის’’
ქრომირებული ფრთები. წლიდან წლამდე, მას შემდეგ, რაც
ჩაკო კანადაში გაემგზავრა, ციცქნა-კოჩამა რეგულარულად
არეცხვინებდა ხოლმე მანქანას. კვირაში ორჯერ აიემენემის
სახლში კოჩუ-მარიას სიძე – კოტაიამის ყვითელი, მუნიციპა-
ლური ნაგვის მანქანის მძღოლი – ჩამოდიოდა, რომ ცოლის-
დის კუთვნილი ხელფასი აეღო (რასაც მისი წასვლის შემდეგ
მთელ სახლში კარგა ხნით დაგუბებული კოტაიამის ნაგვის
სიმყრალეც მოწმობდა). ჰოდა, ცოტას იმაშიც უხდიდნენ, რომ
,,პლიმუთით’’ ერთი წრე დაერტყა და მანქანას აკუმულატორი

415 მკითხველთა ლიგა


არ დასცლოდა. ციცქნა-კოჩამას ცხოვრებაში ტელევიზიის შე-
მოჭრის მერე მან თავის ბაღსაც უდრტვინველად აქცია ზურგი
და მანქანასაც. სამუდამოდ.
მუსონების ყოველი სეზონის შემდეგ, ძველი მანქანა სულ
უფრო და უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს მიწაში. ბოლოს იმ
ოთხკუთხა, ართრიტიან კრუხს დაემსგავსა, საბუდარში მკვიდ-
რად და გაუნძრევლად რომ აზის კვერცხებს და ადგომას საერ-
თოდ აღარ აპირებს. მანქანის ჩაფუშული საბურავები ბალახში
იხრჩობოდნენ. ,,სამოთხის მწნილებისა და კომპოტების’’ ოთ-
ხკუთხა სარეკლამო ყუთი კი ჩამპალიყო, დაფერდებულიყო
და ტახტიდან ჩამოგდებული მეფის ასაყრელად გამზადებულ
გვირგვინს დამსგავსებოდა.
მანქანის ჩამსხვრეულ გვერდითა სარკეში ერთ-ერთი ხვი-
არა საკუთარი გამოსახულებით ტკბებოდა.
უკანა სკამზე მკვდარი ბეღურა ეგდო. ბუდის მოსართავი,
სკამიდან გამოჩაჩული ღრუბლის ეშხით შეფრენიყო შიგნით
საქარე მინაში გაჩენილი ნახვრეტიდან და უკან ვეღარ გამოფ-
რენიყო. საცოდავის საქარე მინასთან ატეხილი სასოწარკვე-
თილი ფრთხიალი ვერავის შეენიშნა. უკანა სკამზე დაელია სუ-
ლი, მასხარასავით აპლაკული ფეხებით.

მოკუნტულ კოჩუ-მარიას მისაღები ოთახის იატაკზე ეძინა,


გამოურთავი ტელევიზორის ციმციმის ფონზე. ამერიკელი პო-
ლიციელები ვიღაც ხელბორკილებიან ბიჭს ტენიდნენ მანქანა-
ში. ქუჩა სისხლით იყო მორწყული და მანქანის სირენა ტრი-
ალტრიალით კიოდა. ოდნავ მოშორებით, სიბნელეში, გამწა-
რებული ქალი იდგა (ალბათ იმ ბიჭის დედა) და შეშინებული
თვალებით იყურებოდა. ბიჭი ფართხალებდა, არ ნებდებოდა.
სახის ზედა ნაწილზე მისთვის რაღაც წაეთხიპნათ, რომ მერე
სასამართლოში არ ეჩივლა პოლიციელებისათვის სასტიკი

416 მკითხველთა ლიგა


მოპყრობის გამო. პირზე სისხლი შეხმობოდა. ის სისხლი გუ-
ლისპირზეც ჩამოსვლოდა და მაისურზე აფარებულ ბავშვის წი-
თელ წინსაფარს მიუგავდა. ბიჭი ღმუოდა და კბილებს კრეჭდა.
მგლის ლეკვს ჰგავდა. მანქანის ღია ფანჯრიდან თავი გამოყო
და გადამღებ ჯგუფს გამოსძახა:
– თხუთმეტი წლის ვარ და ნეტა კარგი ბიჭი ვყოფილიყავი,
მაგრამ არა ვარ. გინდათ, ჩემი საინტერესო ცხოვრების ამბავი
მოისმინოთ?
მერე კამერას შეაფურთხა და ობიექტივს მისი ფურთხი უშ-
ნო ლაქასავით ჩააკვდა.

ციცქნა-კოჩამა თავის ოთახში საწოლზე წამოსკუპებულიყო


და ფარმაცევტული კომპანიის კუპიურას ავსებდა ლისტერინის
ახალი, ნახევარლიტრიანი ბოთლის ორრუპიიან ფასდაკლე-
ბასა და იმ მომგებიან ლატარეაზე, რომელიც თითოეულ იღ-
ბლიან გამარჯვებულს ორი ათას რუპიას ჰპირდებოდა.
მისი საძინებლის კედლებსა და ჭერზე პატარა მწერების გი-
განტური ჩრდილები დაღოღავდნენ. მათთან ბრძოლის მიზ-
ნით ციცქნა-კოჩამას შუქი ჩაექრო და წყლიან ტაშტში ჩადგმუ-
ლი დიდი სანთელი აენთო. წყლის ზედაპირი უკვე მოფენილი
იყო მოტივტივე შეტრუსული ქინქლებითა და ფარვანებით.
სანთლის შუქი კიდევ უფრო უსვამდა ხაზს ბებრუხანას დაფე-
რილ ლოყებსა და შეღებილ ტუჩებს. თვალებზე სურმა გას-
თხაპნოდა, ასხმული სამკაულები კი უბრჭყვიალებდა.
კუპონი დახარა, რომ შუქი ქაღალდს უკეთ დასცემოდა.
ჩვეულებრივ პირის რომელ გამოსავლებს იყენებთ?
ლისტერინს, ჩაწერა ციცქნა-კოჩამამ აკანკალებული, ბებ-
რული ხელით.
დაასახელეთ თქვენი არჩევანის მიზეზები.

417 მკითხველთა ლიგა


არც დაფიქრებულა, ისე ჩაწერა არომატული გემო. სასია-
მოვნო სუნთქვა. მშვენივრად ჰქონდა ათვისებული რეკლამე-
ბის სხარტი და მიზანმიმართული ენა. მერე თავისი ნამდვილი
სახელი და არანამდვილი ასაკიც მიუთითა.
საქმიანობის გრაფაში კი დეკორატიული მებაღეობა
(დიპლ.) როჩ. აშშ ჩაწერა.
კუპონი იმ კონვერტში ჩადო, რომელსაც ,,სანდო მედიკა-
მენტები, კოტაიამი’’ ეწერა. კონვერტს დილით კოჩუ-მარიას
გადასცემდა, ვიდრე ეს უკანასკნელი კოტაიამის ,,ბესტბეიკე-
რის’’ საკონდიტროში გაემგზავრებოდა კრემიანი ფუნთუშების
საყიდლად.
ციცქნა-კოჩამა ახლა თავის ღვინისფერყდიან დღიურს მი-
უბრუნდა, რომელსაც საკუთარი კალამიც მოჰყოლოდა. ცხრა-
მეტი ივნისით დათარიღებულ გვერდზე გადაშალა და ახალი
ჩანაწერი შეიტანა. სულ ერთსა და იმავეს წერდა: მიყვარხარ
მიყვარხარ.
ასეთი წარწერა დღიურის ყველა გვერდს ამშვენებდა.
მსგავსი წარწერების მქონე დღიურების მთელი ყუთი ჰქონდა.
ზოგ გვერდზე, ალაგ-ალაგ მხოლოდ ეს არ ეწერა; იმდღევან-
დელი წვრილმანებიც იყო ჩამოთვლილი, გასაკეთებელი საქ-
მეებიც და ცალკეული ფრაზებიც საყვარელი სერიალებიდან.
მაგრამ ასეთი გვერდებიც ამავე წარწერით იწყებოდა: მიყვარ-
ხარ მიყვარხარ.
მამა მალიგანი უკვე ოთხი წლის გარდაცვლილი იყო. ვირუ-
სულმა ჰეპატიტმა იმსხვერპლა აშრამში – წმინდა თავშესა-
ფარში – რიშიკეშის ჩრდილოეთით. ინდურ მოძღვრებებში
მრავალწლიანმა კირკიტმა ჯერ თეოლოგიური ინტერესი
აღუძრა, ბოლოს კი მრწამსიც შეაცვლევინა. თხუთმეტი წლის
წინ მამა მალიგანი ვაიშნავა გამხდარიყო, ანუ ღმერთ ვიშნუს
თაყვანისმცემელი. ციცქნა-კოჩამასთან მიმოწერა აშრამში

418 მკითხველთა ლიგა


დაფუძნების მერეც არ შეუწყვეტია. ყოველწლიურად სწერდა
წერილს დივალის დღესასწაულზე და ახალი წლის მისალოც
ღია ბარათსაც უგზავნიდა. რამდენიმე წლის წინ თავისი ერთი
ფოტო გამოუგზავნა, რომელზეც რელიგიურ თავყრილობაზე
მოსულ საშუალო კლასის პენჯაბელ ქვრივებს მიმართავდა.
ყველა ქალს თეთრები ეცვა და თავზეც სარის ბოლო ჰქონდა
წამოხურული. მამა მალიგანს კი ზაფრანისფერი სამოსი ამ-
შვენებდა. ზღვა მოხარშული კვერცხის წინაშე მოსაუბრე კვერ-
ცხის გული! გრძელი თმა და წვერი მთლად გასჭაღარავებოდა,
მაგრამ საკმაოდ მოვლილი და აკურატულად დავარცხნილი
ჰქონდა. ზაფრანისფერი სანტა კლაუსი, რიტუალური ფერ-
ფლით შუბლზე! ციცქნა-კოჩამამ თვალებს არ დაუჯერა. მისი
გამოგზავნილი ფოტოებიდან ეს ერთადერთი იყო, რომელიც
წამსვე დახია. შეურაცხყოფილი იყო იმით, რომ მამა მალიგან-
მა, ბოლოს და ბოლოს, დადებული ფიცი დაარღვია, მაგრამ
ამის მიზეზი თვითონ კი არა, ახალი დასადები ფიცი გახდა. ისე-
თი გრძნობა დაეუფლა, როგორიც იმ ადამიანს, მკლავებგაშ-
ლილი რომ დგას და საყვარელ ადამიანს მოელის გულში ჩა-
საკრავად, ის კი გამორბის და სხვას უვარდება მკლავებში.
მამა მალიგანის სიკვდილმა ოდნავადაც არ შეცვალა ციც-
ქნა-კოჩამას დღიურში რეფრენული ჩანაწერების ტექსტი,
რადგანაც სიკვდილმა მასთან იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე
იყო, ვერ დააშორა. უფრო მეტიც, ახლა ის მამა მალიგანს ისე
საფუძვლიანად დაეპატრონა, როგორც არასდროს. ყოველ
შემთხვევაში, მასზე ხსოვნა ხომ მასთან დარჩა. მტკივნეულად
და სამუდამოდ, ყოველგვარ აღმსარებლობასთან, სხვა მეტო-
ქე მონაზვნებთან, სადჰუსთან, სვამისთან თუ სხვებთან, ვინც
უნდა ყოფილიყვნენ, გაზიარების გარეშე.
მისი სიცოცხლის ჟამს ციცქნა-კოჩამასთვის ნათქვამი უარი
(მართალია, თავაზიანი და თანაგრძნობით აღსავსე, მაგრამ

419 მკითხველთა ლიგა


მაინც) მისმა სიკვდილმა ბოლომდე გაანეიტრალა. ციცქნა-
კოჩამას მეხსიერებაში მამა მალიგანი მას ეხვეოდა. მხოლოდ
მას. ისე ეხვეოდა, როგორც მამაკაცი მოეხვევა ქალს. როდე-
საც მამა მალიგანი გარდაიცვალა, ციცქნაკოჩამამ ზაფრანის-
ფერი სამოსელი გახადა და ის კოკა-კოლას ფერის ჯვალო გა-
დააცვა, რომელიც ასე უყვარდა (სანამ განძარცვული ჰყავდა,
თვალებით ჭამდა მის გამხდარ, ნაწამებ, ქრისტესმაგვარ შიშ-
ველ სხეულს). მერე მოწყალების ჩასაყრელი თასიც გადაუგ-
დო, პედიკიურიც გაუკეთა ინდუიზმით გაჯირჯვებული ტერფე-
ბის მოსაწესრიგებლად და ისევ ძველი და მოხერხებული სან-
დლები ჩააცვა. ისევ იმ მაღალი ნაბიჯის მქონე აქლემად გადა-
აქცია, რომელიც ოდესღაც სადილად მოდიოდა ხოლმე მათ-
თან, ხუთშაბათობით.
და ყოველ საღამოს, წლიდან წლამდე, დღიურიდან დღი-
ურამდე და კიდევ დღიურამდე, დაუღალავად და განუხრელად
წერდა: მიყვარხარ მიყვარხარ.
კალამი დღიურის სპეციალურ საკალმე ბუდეში ჩააბრუნა
და დღიური დახურა. მერე სათვალე მოიძრო, ენით ყბის პრო-
თეზები მოიფამფალა, პირიდან გამოიღო, თან გამოყოლილი
დორბლის ძაფები (თარის მოშვებული სიმებივით რომ ეკიდა
ღრძილებსა და გამოღებულ პროთეზებს შორის) დაწყვიტა და
პროთეზები ლისტერინიან ფიალაში ჩაასვენა. ფსკერისკენ მი-
მავალმა პროთეზებმა ციცქნა ლოცვაბუშტუკები ამოუშვეს. მე-
რე ღამის ჩაჩი მოირგო და საყვარელი, მარადიული ფიალა,
თავის ქალის ღიმილით მომღიმარი გაზიანი სითხით, იქვე სა-
წოლთან დაიდგა. დილით კბილები გახიჩხიჩებული დახვდე-
ბოდა.
ციცქნა-კოჩამა ბალიშს მიესვენა და თვალდაჭყეტილი
ელოდა, როდის დაადგებოდა საშველი რაჰელს და როდის გა-
მობრძანდებოდა ესტას ოთახიდან. ბოლო დროს ტყუპებმა

420 მკითხველთა ლიგა


მოსვენება დააკარგვინეს. რამდენიმე დღის წინ, დილით, ფან-
ჯარა გამოაღო (სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად) და დაინახა, შინ
ერთად რომ ბრუნდებოდნენ. ეტყობა, ღამით შინ არც მოსუ-
ლან, ერთად იყვნენ სადღაც. სად უნდა ყოფილიყვნენ? ნეტა,
რა ახსოვდათ და რამდენად დეტალურად? როდის წაეთრეოდ-
ნენ აიემენემიდან? ახლა რაღა ჯანდაბას აკეთებდნენ იმ ოთახ-
ში?... ჰოდა, ეგრევე ჩაეძინა, ბალიშზე მიწოლილს, რადგანაც
ბოლოს გადაწყვიტა, რომ წვიმის გამო ვერ გაიგონა, როგორ
გაიღო ესტას ოთახის კარი და როგორ გამოვიდა რაჰელი იქი-
დან. ალბათ რაჰელს უკვე ღრმა ძილითაც კი ეძინა.

რაჰელს არ ეძინა.
ესტას საწოლზე იწვა. მიწოლილი უფრო გამხდარი ჩანდა.
უფრო ახალგაზრდა. უფრო პატარა. პირი საწოლის გვერდით
მდებარე ფანჯრისკენ მიებრუნებინა. წვიმის დამრეცი წვეთები
ფანჯრის ცხაურას ეცემოდნენ და, პატარა შხეფებად დაშლი-
ლები, პირდაპირ სახესა და გლუვ, შიშველ მკლავზე აწვიმ-
დნენ. სიბნელეში მისი რბილი, უსახელოებო მაისური ყვით-
ლად ანათებდა. წელს ქვემოთ კი, ლურჯ ჯინსებში გამოკრული
სხეულის ნახევარი, სიბნელეში გაზავებულიყო.
ცოტა სუსხით, ცოტა ნესტით, ცოტა სიჩუმით გაჟღენთილი
ჰაერი.
სათქმელი კი – საერთოდ არაფერი.
საწოლის კიდეზე მჯდომი ესტა რაჰელს ხედავდა; არც კი
უყურებდა, ისე ხედავდა. მისი სხეულის მკრთალ მოხაზულო-
ბას ხედავდა. გამოკვეთილ ნიკაპს. ყელიდან მხრებამდე გაჭი-
მულ ლავიწის ძვლებს, გასაფრენად გამზადებულ ფრთებს
რომ მიუგავდა. ფრთაგაშლილ ჩიტს, რომელსაც კანიდან ვერ
დაეღწია თავი და ცაში ვერ აჭრილიყო.

421 მკითხველთა ლიგა


რაჰელმა თავი მოაბრუნა და ესტას გახედა. კვლავაც სარ-
გადაყლაპულივით იჯდა, თავისი რიგის მოლოდინში. უთოობა
უკვე დაესრულებინა.
თავისი და ელამაზებოდა და უყვარდა. მისი თმა. მისი ლო-
ყები. მისი პატარა, გარეგნულად ძალიან ჭკვიანი ხელისგულე-
ბი.
მისი დაიკო.
თავში შემხვედრი მატარებლების მტკივნეული ხმაური ჩა-
უდგა, თვალებში კი – სინათლე-სიბნელის, სინათლე-სიბნე-
ლის ნაწყვეტ-ნაწყვეტი გაელვებები, მატარებლის ფანჯარას-
თან ჯდომისას რომ ხედავ.
წელში კიდევ უფრო გასწორდა, მაგრამ რაჰელს მაინც ხე-
დავდა, მათ დედად ქცეულ რაჰელს. სიბნელეში თვალების
ცრემლიან გაელვებას ხედავდა. პატარა სწორ ცხვირს. მის
პირს, გაბუშტული ტუჩებით. ის ტუჩები რაღაცამ დაუზიანა.
თითქოს პირი მჭიდროდ მოკუმა, როცა იმ რაღაცის აცდენას
ცდილობდა. თითქოს ბევრი წლის წინ ვიღაცამ – კაცმა, ბეჭ-
დიანი ხელით – მაგრად შემოჰკრა მის მშვენიერ ტუჩებს. ნაწ-
ყენსა და გაბუტულს.
ჩვენი ლამაზი დედის ტუჩებიო, გაიფიქრა ესტამ. ამუს ტუჩე-
ბი.
ის ტუჩები, რომლებმაც მატარებლის ცხაურებიანი ფანჯრი-
დან გამოყოფილი ხელი დაუკოცნეს. მადრასის საფოსტოს
პირველი კლასის ვაგონის ფანჯრიდან.
მშვიდობით, ესტა. ღმერთი გფარავდეს! უთხრეს ამუს ტუ-
ჩებმა. მისმა ტირილჩახშობილმა ტუჩებმა.
ამის შემდეგ აღარც უნახავს.
საპორტო ქალაქ კოჩინის რკინიგზის სადგურის ბაქანზე
იდგა, მატარებლის ფანჯრისკენ აპყრობილი თვალებით. სახე-

422 მკითხველთა ლიგა


ზე რუხი ფერი ედო, მკვდრისფერი, სადგურის ნეონის განათე-
ბით სიცოცხლეგამოცლილი. დღის ნათელს აქეთ-იქით მოგ-
რიალე მატარებლები ახშობდნენ. სადგურში წყვდიადის დამ-
გუბებელი გრძელი საცობები. მადრასის საფოსტო. ,,მფრინა-
ვი რანი’’.
რაჰელი დედასთან ხელჩაკიდებული იდგა. საბელზე გა-
მობმული მოუსვენარი კოღო. ბზუილა ბუზანკალა ,,ბატას’’
სანდლებში. რკინიგზის სადგურში მოფრენილი აეროპორტის
ფერია. ფეხებს მოუსვენრად აბაკუნებდა და ბაქანზე ბუღს
იქამდე აყენებდა, ვიდრე ამუმ არ მოქაჩა ხელზე და არ უთხრა,
ახლავე შეწყვიტეო. ჰოდა, შეწყვიტა. გარშემო უამრავი ადა-
მიანი ირეოდა. მუჯლუგუნებით იკაფავდნენ გზას.
წამსვლელი მომსვლელი კაცები ქალები დედები შვილები
მოგვები ქვრივები ჩანთები სკივრები ჩაფსმული ჩვილები უკ-
ბილო გლახები მოძრავი დახლები და ბილეთების დაუსრულე-
ბელი ფრიალი...
სადგურის ალიაქოთი.
ყველგან გასაყიდ ჩაისა და ყავას დაატარებდნენ.
შიმშილით ფერდაკარგული და გაძვალტყავებული ბავშვე-
ბი უხამსი პორნოჟურნალებით და იმ საკვები პროდუქტებით
ვაჭრობდნენ, რომლებსაც თავად ვერასდროს შეჭამდნენ.
დამდნარი შოკოლადის ფილები. საწუწნი კანფეტები მათ-
თვის, ვინც მოწევისათვის თავის დანებებას აპირებდა.
ფორთოხლის გაზიანი წვენი.
კოკა-კოლაფანტანაყინივარდისრძე.
ვარდისფერლოყება თოჯინები. საჩხარუნოები. ,,ტოკიოს
სიყვარულები’’.
ფუტურო თუთიყუშები, შიგნით ჩაყრილი კანფეტებით, მიხ-
რახნილი თავი ადვილად რომ ეხსნებოდათ.
ყვითელჩარჩოიანი წითელი მზის სათვალეები.

423 მკითხველთა ლიგა


სათამაშო საათები, ზედ მიხატული დროით.
კბილის ნაირ-ნაირი ჯაგრისებით დატვირთული ურიკები.
საპორტო ქალაქ კოჩინის რკინიგზის სადგური.
მთლად გადარუხებული ნეონის მბჟუტავი სანათებით. გა-
მოფიტული ადამიანები. უსახლკაროები. მშივრები. ჯერ კიდევ
ყველას აჩნდა შარშანდელი შიმშილობის დაღი. მათი სანუკვა-
რი რევოლუცია გადაიდო ამხანაგ ე.მ.ს. ნამბუდირიპადის ინი-
ციატივით (იმ კუდამოძუებული გოშიის, საბჭოეთის კუდის ამ-
წევის), ოდესღაც პეკინის თვალის ჩინი რომ ბრძანდებოდა.
ჰაერი ბუზებით იყო სავსე.
ერთი უსინათლო, გახუნებული ჯინსისფერი, უქუთუთოებო
თვალებითა და ჩოფურა სახით, უთითებო კეთროვანს ელაპა-
რაკებოდა, რომელიც დროდადრო მარჯვედ პოულობდა ნა-
გავში სიგარეტის ნამწვებს, რომ ერთი გემოზე გაებოლებინა.
– და შენ, ძმაო, შენ როდისღა ჩამოხვედი აქა?
გეგონება, დიდი არჩევანი ჰქონდათ. გეგონება, თავად ამო-
ირჩიეს საცხოვრებლად ეს ადგილი ურიცხვი ფეშენებელური
ვილების სარეკლამო ბუკლეტებიდან.
სადგურის წითელ სასწორზე მჯდომმა კაცმა ფეხის წვივის
პროთეზი მოიხსნა. პროთეზს შავი ფეხსაცმელი და ქათქათა
წინდა ჰქონდა მიხატული, თვითონ კი ისეთი მოვარდისფრო
იყო, როგორიც წესიერი ფეხია ხოლმე (როდესაც ადამიანის
რომელიმე ნაკვთის აღდგენა გინდა, რა საჭიროა ღვთის დაშ-
ვებული შეცდომის გამეორება?). იმ ფეხში ბილეთს ინახავდა.
კიდევ პირსახოცს. უჟანგავ ჭიქას. სუნებს. საიდუმლოებებს.
სიყვარულს. სიგიჟეს. იმედს. უსაზღვრო სიხარულს. მის მე-
ორე, ნამდვილ კიდურს ფეხსაცმელი არ ეცვა.
თავის ჭიქას ჩაი უყიდა.
იქვე ახლოს ერთ დედაბერს აღებინა. ჭრელი ნარწყევი და-
ტოვა და გზა მშვიდად განაგრძო.

424 მკითხველთა ლიგა


სადგურის სამყარო. საზოგადოებრივი ცირკის არენა. სა-
დაც ყიდვა-გაყიდვის ორომტრიალში დაღლილ-დაქანცული
სასოწარკვეთილება ღამის გასათევად მოდის, თანდათან
გულს იქვავებს და ყველაფერს ფეხებზე იკიდებს.
ამჯერად ამუ და მისი ტყუპები ამ ყველაფერს ,,პლიმუთის’’
ფანჯრიდან არ ხედავდნენ. არც დამცავი ბადე ეგულებოდათ
სადმე, ცირკის გუმბათის სიმაღლიდან ჩამოვარდნილები დამ-
ტვრევისაგან რომ ეხსნა.
ახლავე ჩაალაგე შენი ბარგი და მომწყდი თავიდან, თქვა
შემოლეწილ კარში მდგომმა ჩაკომ, ხელში კარის შერჩენილი
სახელურით. ამუს ხელები კი უკანკალებდა, მაგრამ თავი მა-
ინც არ აუღია თავისი უაზრო ხელსაქმიდან. მუხლებზე ბაფთე-
ბის თავახდილი ყუთი ედო.
სამაგიეროდ, რაჰელმა ასწია თავი და დაინახა, როგორ
გაქრა ჩაკო და მის ადგილას როგორ გაჩნდა საშინელი ურ-
ჩხული.

დრუნჩა მსუქანმა კაცმა, თეთრებში გამოწყობილმა, საოც-


რად მშვიდმა და ბეჭდებიანმა, სიგარეტი ,,სიზერსი’’ იყიდა
მოძრავი დახლის დამტარებლისაგან. სამი კოლოფი, მაკრატ-
ლის გამოსახულებით, მატარებელში მოსაწევად.

თუთუნის თუ გაგეგება,
სიზერსი მტლად დაგედება!

ოჯახის მეგობარი იყო, მისტერ კურიენ მაატენი. მადრასში


საქმეზე მიდიოდა და ესტა მისთვის უნდა გაეყოლებინათ.
რადგან ღმერთმა ესტას პატრონი გამოუგზავნა, მამაჩიმ გა-
დაწყვიტა, რომ მეორე ბილეთის ყიდვაზე ფულის ფლანგვა
აღარ ღირდა. მადრასიდან კალკუტამდე მგზავრობის ფულს

425 მკითხველთა ლიგა


ბაბა იხდიდა. ამუ კი სასჯელს იხდიდა. ცდილობდა, დრო მო-
ეგო. ბარგი მასაც უნდა ჩაელაგებინა და წასულიყო. ახალი
ცხოვრება უნდა დაეწყო. ისეთი სამსახური უნდა ეშოვა, რომ
ბავშვების რჩენა შესძლებოდა. გადაწყდა, რომ მანამდე ერთ-
ერთ ბავშვს აიემენემში დაიტოვებდნენ. ორივეს დატოვებაზე
სასტიკი უარი განაცხადეს. ორივე ერთად აუცილებლად შექ-
მნიდნენ პრობლემებს. თამ იშბელავთ სანატას ნენდვადეხ.
ტყუპების დაცალკევება აუცილებელი იყო.
შეიძლება სწორიცაა, ბუტბუტებდა ამუ, როცა ესტას ბარგს
ულაგებდა პატარა სკივრსა და ზურგჩანთაში. ეგება ბიჭს მარ-
თლაც სჭირდება ბაბა.
დრუნჩა კაცს ბილეთი მეორე, მეზობელ კუპეში ჰქონდა.
თქვა, როგორც კი მატარებელი დაიძრება, ვინმეს გადავუც-
ვლი ადგილსო.
ჯერჯერობით კი პატარა ოჯახი მარტო დატოვა.
იცოდა, რომ მათ შავი ანგელოზი დასტრიალებდათ თავზე.
საითაც წავიდოდნენ, ისიც იქითვე მიფარფატებდა; თუ გაჩერ-
დებოდნენ – ისიც ჩერდებოდა. მოლეღვილი სანთლის დამ-
დნარ ცვილს აწვეთებდათ ზემოდან.
სხვებმაც იცოდნენ.
ამის შესახებ გაზეთებში წერდნენ. გაზეთები სოფი-მოლის
გარდაცვალების ამბავს იუწყებოდნენ. პოლიციის იმ პარავან-
თან ,,შეტაკების’’ ამბავსაც, რომელსაც ბავშვების გატაცებასა-
და მკვლელობაში ედებოდა ბრალი. იმასაც წერდნენ, როგორ
მოაქციეს კომუნისტებმა ალყაში ფაბრიკა ,,სამოთხის მწნი-
ლები და კომპოტები’’ და რომ ამ შეტევას სათავეში სამარ-
თლიანობისათვის მებრძოლი და მუშათა კლასის ქომაგი, აი-
ემენემელი ამხანაგი კ.ნ.მ. პილაი ედგა. ამხანაგმა კ.ნ.მ. პილა-
იმ განაცხადა, რომ ფაბრიკის ადმინისტრაციამ პარავანის წი-

426 მკითხველთა ლიგა


ნააღმდეგ ბინძური საქმე შეთითხნა, რადგანაც ეს უკანასკნე-
ლი კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყოო; მისთვის სა-
მაგიეროს გადახდა უნდოდა ლეგალურ პროფკავშირულ მოძ-
რაობაში მონაწილეობისთვისო.
გაზეთებში ეს ყველაფერი ზუსტად ასე დაწერეს. ეს იყო
ოფიციალური ვერსია.
მეორე ვერსიის არსებობაზე იმ ბეჭდებიან დრუნჩას, ცხა-
დია, წარმოდგენა არ ჰქონდა.
იმ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ხელშესახები პოლი-
ციელებისაგან დაკომპლექტებულმა რაზმმა წვიმისგან უსაშ-
ველოდ მოდიდებული, მდორე მინაჩელი გადაკვეთა და, სვე-
ლი ჯაგნარის გავლით, პირდაპირ წყვდიადის გულს მიაშურა.

427 მკითხველთა ლიგა


18

ისტორიის სავანე

ხელშესახები პოლიციელებისაგან დაკომპლექტებულმა


რაზმმა წვიმისგან უსაშველოდ მოდიდებული, მდორე მინაჩე-
ლი გადაკვეთა და, სველი ჯაგნარის გავლით, პირდაპირ
წყვდიადის გულს მიაშურა. ერთ-ერთის დამძიმებულ ჯიბეში
ლითონის ხელბორკილებს გაუდიოდა ჟღრიალი.
მაღალ ბალახში მათ ფართო, გახამებულ, ხაკისფერ შორ-
ტებს ისეთი შარიშური და ფრიალი გაჰქონდათ, თითქოს ქა-
ლის გახამებული ქვედატანები ყოფილიყვნენ, ფეხებისაგან
დამოუკიდებლად რომ მოძრაობენ ხოლმე.
შვიდნი იყვნენ, სახელმწიფოს პირუთვნელი მსახურები.

პატივისცემა
ოპტიმიზმი
ლოიალურობა
ინიციატივიანობა
ცოდნა
ინტელექტი
ანალიზის უნარი

კოტაიამის პოლიცია. კარიკატურულ პერსონაჟთა შეუპო-


ვარი რაზმი. ახალი დროის პრინცები მუყაოსაგან დამზადე-
ბულ და ბამბის ქსოვილით ამოფენილ სასაცილო, წოწოლა,
თმის ზეთით დალაქავებულ ჩაფხუტებში – გაზინთულ ხაკის-
ფერ გვირგვინებში.
წყვდიადგულიანები.
მიზანმიმართულები.

428 მკითხველთა ლიგა


გაჩხინკულ ფეხებს მაღლა სწევდნენ და მაღალ ბალახში
ისე მიაბიჯებდნენ. ხვიარები ეპოტინებოდნენ დაცვარულ ფე-
ხის ბანჯგვლებზე. ფოთლებმა და ეკლებმა ლამაზად მოუქარ-
გეს თალხი წინდები. მრავალფეხებმა მკვიდრად ჩაიბუდეს მა-
თი დაჭედილი, ხელშესახებთა ფეხსაცმლის ლანჩებთან. უხე-
ში ბალახი შვიდკაცას ფეხებს უკაწრავდა და ჯვარედინ ნაკაწ-
რებს უტოვებდა. ჭაობთან რომ მივიდნენ, წყლით გაჟღენთილ
ნიადაგს ცუილი გასძვრა მათ მედგარ ფეხქვეშ.
წყვდიადის გულისაკენ მიმავლებს, ხის კენწეროებიდან ან-
ჰინგები უთვალთვალებდნენ. ანჰინგებს ფრთები გაეშალათ
და გაფენილი სარეცხივით იშრობდნენ ჰაერზე. ყარყატებიც
უთვალთვალებდნენ. ყანჩებიც. წეროებიც, რომლებიც საცეკ-
ვაო ადგილებს ეძებდნენ. ჟღალი იაკანებიც, ბოროტი თვალე-
ბითა და ყურთასმენის წამღები ყიპ-ყიპ-ით – გულგახეთქილი
დედები, რომლებიც საკუთარი ბუდეების დაცვას ცდილობ-
დნენ.
ჭაობს რომ გასცდნენ, რომელსაც დამყაყებული წყლის ოხ-
შივარი ასდიოდა, ბებერ ხეებს ჩაუარეს, ლიანებით დაფარუ-
ლებს. გიგანტურ ,,მანის’’, გარეულ წიწაკას, იასამნისფერ სუ-
როს, ისრებივით წამახული ფოთლებით.
მუქლურჯ ხოჭოს, რომელიც წონასწორობის დაცვას ცდი-
ლობდა ბალახის ღეროზე.
უზარმაზარ აბლაბუდებს, რომლებსაც წვიმამ ვერაფერი
დააკლო და ისევ ხიდან ხემდე ვრცელდებოდნენ, გადაჩურჩუ-
ლებული ჭორებივით.
ბანანის ეულ ყვავილს, ღვინისფერი ყვავილედით, რომე-
ლიც ერთ უშნო და გაქუცულ ხეზე ეკიდა და იმ პატიოსან
თვალს ჰგავდა, სკოლის მოსწავლე ბიჭუნას რომ უჭირავს წვი-
რიან ხელში. ჯუნგლების ხასხასა ხავერდზე დასვენებული
ძვირფასი ქვა.

429 მკითხველთა ლიგა


ჟოლოსფერი ნემსიყლაპიები პირდაპირ ჰაერში წყვილდე-
ბოდნენ. ორსართულად. ძალიან მარჯვედ. ერთ-ერთი პოლი-
ციელი წამით გაჩერდა და აღფრთოვანებული შეჰყურებდა მო-
სიყვარულე წყვილს. ნემსიყლაპიების სექსის დინამიკამ დაა-
ინტერესა
– ნეტა, სად რა შედის და როგორო. მერე გონებამ ღილაკი
ისევ პოლიციურ სადარდებელზე გადაურთო და ისევ დაიძრა.
წინ.
ჭიანჭველების ბუდე-ბორცვებისაკენ, რომლებიც წვიმას
დაედაბლებინა და მიწაზე ისე გაერთხა, სამოთხის კართან
მიყრილი, დათრიაქებული მცველები გეგონებოდნენ.
პეპლებისაკენ, რომლებიც სასიამოვნო სიახლეებივით და-
ფარფატებდნენ ჰაერში.
უზარმაზარი გვიმრებისაკენ.
ქამელეონისაკენ.
განსაცვიფრებელი ჩინური ვარდისაკენ.
ჯუნგლების რუხი ქათმებისაკენ, შეშინებულები ბრინჯის
მარცვლებივით რომ დაიფანტნენ.
იმ ჯავზის ხისაკენ, რომელიც ველია პააპანმა ვერ იპოვა.
განშტოებული არხისაკენ, რომელიც ლემნას ჩაეკლა და
მკვდარი მწვანე უხსენებლისთვის დაემსგავსებინა. მისი ერთი
ნაპირიდან მეორისაკენ წაქცეული ხე გაედოთ. ხელშესახებ
პოლიციელთა რაზმი იმ ხით გადავიდა მეორე ნაპირზე, ცუნ-
ცულ-ცუნცულითა და ბამბუკის ხელკეტების ტრიალ-
ტრიალით.
ბანჯგვლიანი ფერიები მომაკვდინებელი ჯადოსნური ჯოხე-
ბით.
მზე რომ ამოიწვერა და მისი შუქი ზოლებად რომ დააფინეს
წამოხრილი ხეების წვრილმა ტოტებმა, წყვდიადგულიანები
ფეხაკრეფით შეიპარნენ წყვდიადის გულში.

430 მკითხველთა ლიგა


რუხი ციყვები მოუსვენრად დახტოდნენ იმ კაუჩუკის ხეების
სიჭრელეში, რომლებიც მზეს ეშურებოდნენ. ხეებს ტანზე ძვე-
ლი ნაიარევები აჩნდათ; უკვე მოშუშებული, მაგრამ ჯერაც და-
უწრეტელი.
აკრებზე გადაჭიმული პლანტაცია. მერე პატარა მდელო, და
იმ მდელოზე – სახლი.
ისტორიის სავანე.
ჩარაზული კარითა და ღია ფანჯრებით.
კედლებზე გემებივით მიმომავალი ჩრდილებითა და ქვის
ცივი იატაკით.
ცვილისფერსახიანი, დაკოჟრებულ ფეხისფრჩხილებიანი
და პირში ძველი რუკების სუნის მქონე წინაპრებით, რაღაცას
რომ ჩურჩულებდნენ ქაღალდის შარიშურის ხმით.
სადაც ნახევრად გამჭვირვალე ხვლიკები ცხოვრობდნენ,
ძველი სურათების უკან.
სახლი, რომელშიც ოცნებებს ატყვევებდნენ და ასხვაფე-
რებდნენ.
რომელშიც დიზიგოტურმა ტყუპებმა – პორტატიულმა რეს-
პუბლიკამ, დაყენებული ქოჩრითა და შადრევნით – წითელი
დროშის აღმართვით უვნებელყვეს ხეზე ნამგლით მიჭედებუ-
ლი ინგლისელის მოჩვენება. იმ ხეს რომ ჩაუარეს, პოლიციე-
ლებმა ვერც კი გაიგონეს მისი ჩუმი ვედრება, მეტად კეთილი,
ასე ვთქვათ, მისიონერული ხმით აღმოთქმული: უკაცრავად,
ისა... შემთხვევით... ემმმ... შემთხვევით ერთი პატარა სიგარა
ხომ არ გიგდიათ სადმე, რომ მომაწევინოთ?.. არა?.. ასეც ვი-
ცოდი, არა უშავს..., ისე ვიკითხე, უბრალოდ.
ისტორიის სავანე.
სადაც მომდევნო წლებში საშინელებას (რომელიც მალე
მთელი ძალით დაატყდებოდათ თავს) ფარღალალა საფლავ-

431 მკითხველთა ლიგა


ში ჩააწვენდნენ და სასტუმროს მზარეულების მხიარულ ღი-
ღინს, ძველი კომუნისტების ფარისევლობას, კადჰაკალის მო-
მაკვდავი მოცეკვავეების ცეკვასა და იმ ისტორიულ სათამაშო-
ებს წააფარებდნენ, რომლებითაც მდიდარ ტურისტებს შეიქ-
ცევდნენ.

ძალიან ლამაზი სახლი იყო.


ერთ დროს თეთრკედლება და წითელსახურავიანი, ახლა
კი ამინდის ფერებით დაფერილი – ბუნების პალიტრიდან აღე-
ბული ფერებით. ხავსისფერი მწვანით. ლატერიტისფერი მოწი-
თალო-ყავისფრით. ობისფერი შავით. შედეგად, სახლმაც იმა-
ზე უფრო ძველებური შენობის იერი მიიღო, ვიდრე რეალურად
იყო. იმ განძს დაემსგავსა, ოკეანის ფსკერიდან რომ ამოაქვთ
ხოლმე. ნიჟარებით მოკირწყლულსა და ვეშაპის ამბორებით
მოფენილს. სიჩუმის არტახებში გამოკრულს. პატარა ბუშტუკე-
ბის გამომშვებს ჩამსხვრეული ილუმინატორებიდან.
სახლს განიერი ვერანდა უვლიდა გარშემო. თავად ოთახე-
ბი კი ვერანდის მიღმა შეყუჟულიყვნენ, მის ჩრდილში ჩაფლუ-
ლები. კრამიტებით მოგებული სახურავი ამოყირავებული
უზარმაზარი ნავივით ჰქონდა თავზე ჩამოფხატული. ჭერის
დამპალი ძელები, რომლებიც ოდესღაც თეთრ ბოძებს ეყ-
რდნობოდნენ, შუაზე გადამსკდარიყვნენ და პირდაფჩენილი
ხვრელი დაეტოვებინათ. ისტორიული ხვრელი. ისტორიის
ფორმის სამყაროში არსებული ხვრელი, რომლიდანაც ღამ-
ღამობით ფაბრიკის გამონაბოლქვივით ამოდიოდა ღამურე-
ბის ჩუმი ნაკადი და ღამის სიბნელეში ზავდებოდა.
გამთენიას ღამურები ცხელ-ცხელი ამბებით დატვირთულე-
ბი ბრუნდებოდნენ უკან – გარიჟრაჟის ვარდისფერ ცაზე ჯერ
პატარა რუხი ღრუბლის ფთილასავით გამოჩნდებოდნენ, მერე

432 მკითხველთა ლიგა


კი შავად მოიქუფრებოდნენ სახურავის ხვრელთან და ის ის-
ტორიული ხვრელიც ისე სწრაფად შეისუნთქავდა, როგორც
ფილმის უკუღმა დატრიალებულ კადრებში შეისუნთქვავენ
ხოლმე მანამდე გამოსუნთქულ ბოლს.
მერე მთელი დღე გაბმით ეძინათ იმდაღლილ ღამურებს
(ყელთან გამოდებულ პატარა ბეწვის საყელოს რომ წააგავ-
დნენ სახურავის ძელებზე ჩამოკონწიალებულები) და პირდა-
პირ იატაკზე ტრაწავდნენ.

პოლიციელთა რაზმი შედგა და მარაოსავით გაიშალა. ამის


დიდი საჭიროება არ იყო, მაგრამ უყვარდათ ეს ოხერი ხელშე-
სახებთა თამაშები და რა ექნათ?
სტრატეგიულად განლაგდნენ – დაბალ, ნახევრად ჩამონ-
გრეულ გალავანთან მოყუჩდნენ.
სახელდახელოდ მოისაქმეს.
ცხელ-ცხელი ქაფი გამთბარ ქვებზე – პოლიციური ფსელი.
ქაფქაფა ყვითელში დამახრჩვალი ჭიანჭველები.
ხმამაღალი ხვნეშა.
მერე ყველა დაბარებულივით გახოხდა, მუხლებითა და
იდაყვებით, სახლისაკენ. რაღა ფილმებში ნანახი ყოჩაღი პო-
ლიცია და რაღა ისინი! ჩუმ-ჩუმად მიხოხავდნენ ბალახში,
ხელში მომარჯვებული ხელკეტებით, გონებაში კი – წარმო-
სახვითი ტყვიამფრქვევებითა და, რაც მთავარია, გამხდარ,
მაგრამ ძლევამოსილ მხრებზე წამოკიდებული უზარმაზარი
პასუხისმგებლობით ხელშესახებთა მომავალზე.
ნიშანში ამოღებულ მსხვერპლს უკანა ვერანდაზე მიაგნეს.
ვერანდის ერთ კუთხეში წამხდარი ქოჩორი და პატარა, ,,ტო-
კიოს სიყვარულში’’ ამოფრქვეული შადრევანი დახვდათ, მე-
ორეში კი – დურგალი (მარტოხელა მგელი), სისხლისფრად
შეღებილი ფრჩხილებით.

433 მკითხველთა ლიგა


მთავარ სამიზნეს ეძინა. და ამით მთელი მათი ხელშესახებ-
თა პოლიციური ფანდები წყალში ჩაიყარა.
მოულოდნელი შტურმი.
გონებაში გაელვებული საგაზეთო სათაურებით.
,,პოლიცია თავზე ხელაღებულ მანიაკს იჭერს!’’ ჰოდა, სე-
ირი აჩვენეს, იმ გაფუჭებულს, მათი თამაშის გაფუჭებისათვის.
აბა, რა ეგონა?!
სულ წიხლებით გააღვიძეს.
ესტაფენსა და რაჰელს კი იმ ბღავილისაგან გამოეღვიძათ,
მუხლის კვირისტავებჩალეწილი ნამძინარევი ადამიანის ბღა-
ვილი რომ ჰქვია.
ის ბღავილი შიგ სულში ჩააკვდათ და ზედაპირზე მკვდარი
თევზივით ამოტრიალებული ამოუტივტივდათ. იატაკზე მიყრი-
ლები და გალურსულები, თავზარსა და გაკვირვებას შორის
გაგლეჯილები ხედავდნენ, რომ ის ნაგვემი ადამიანი ველუტა
იყო. საიდან გაჩნდა? რა ჩაიდინა? პოლიციამ მათ საიდუმლო
ბუდეში რატომ მოათრია?
მაგარი, ხის ხელკეტის ხორცზე დარტყმის ხმები ესმოდათ.
დაჭედილი ფეხსაცმლის ძვლებსა და კბილებზე შემოკვრის
ხმები. მუცელში ჩაზელილი წიხლების ყრუ, ღრუტუნა ხმები.
გატეხილი ნეკნითგაგლეჯილი ფილტვის გამო მკერდიდან
ამომავალი სისხლიანი ხროტინის ხმა.
ტუჩებგალურჯებულები ბორბლებივით გაფართოებული
თვალებით იყურებოდნენ, მთლად დამბლადაცემულები და
მონუსხულები იმით, რასაც გრძნობდნენ, მაგრამ ვერ ხსნიდ-
ნენ – ველუტასადმი სრულიად გულგრილი პოლიციელების
მხეცურ ქმედებებს. სრულ სიცარიელეს ხედავდნენ იქ, სადაც,
წესით, მრისხანება უნდა დაენახათ. სრულიად შეგნებულ, მე-
თოდურ და ეკონომიურ სისასტიკეს.
თითქოს, უბრალოდ, საცობს აძრობდნენ ბოთლს.

434 მკითხველთა ლიგა


თითქოს, უბრალოდ, ონკანს კეტავდნენ.
თითქოს, უბრალოდ, კვერცხს ტეხდნენ, რომ ტაფამწვარი
შეეწვათ.
ტყუპები ძალიან პატარები იყვნენ და არ ესმოდათ, რომ ეს
ადამიანები, უბრალოდ, ისტორიის ხელქვეითები იყვნენ. მი-
სივე წარმოგზავნილები ანგარიშსწორების დავთრების მოსა-
ქექად და იმ ვალის ამოსაღებად, რომელიც მისი კანონების
დამღრვევს უნდა გადაეხადა. სრულიად პირველყოფილი და
ამავდროულად საოცრად დახვეწილი და ყოველგვარ პირა-
დულს მოკლებული გრძნობით აღსავსენი. იმ ზიზღის გრძნო-
ბით შეპყრობილნი, რომელიც რაღაც გაუგებარი თუ გაუცნო-
ბიერებელი შიშის შედეგია – ცივილიზაციის ბუნების მიმართ
შიშის, კაცების ქალების მიმართ შიშის, ძლევამოსილების უძ-
ლურთა მიმართ შიშის.
იმ შეფარული ვნებით აღტყინებულები, რომლითაც მამაკა-
ცები ყველაფერს სპობენ, რისი დაქვემდებარებაც ან გაღმერ-
თებაც არ შეუძლიათ.
საკუთარი მამაკაცური მოთხოვნილებებით.
ისე, რომ თავადაც ვერ გაიაზრეს, ესტაფენი და რაჰელი იმ
საზარელ დილას ადამიანების ბატონობისადმი მისწრაფების
კლინიკური დემონსტრირების (სავსებით კონტროლს დაქვემ-
დებარებულის, რადგან არც ომი იყო და არც გენოციდი) მოწ-
მენი გახდნენ. სტრუქტურულობისადმი მისწრაფების, წესრი-
გისადმი მისწრაფების. მონოპოლიზაციისადმი მისწრაფების.
ეს ადამიანების ის ისტორია იყო, რომელიც ღვთის ჩანაფიქ-
რად გადაცმული მოვიდა არასრულწლოვანთა მასკარადზე.
იმ დილას, იმ ვერანდაზე, უცნაური არაფერი მომხდარა.
არც გაუთვალისწინებელი მომხდარა რამე. არც ცემის ერთეუ-
ლი შემთხვევა იყო და არც პირადი ანგარიშსწორება. ეს იმ

435 მკითხველთა ლიგა


დროით დასმული დაღი იყო, რომელიც ყველას დააჩნდა, ვი-
საც იმ დროში ცხოვრებამ მოუწია.
ცოცხლად წარმოდგენილი ადამიანების ისტორია.
და თუკი ველუტა საჭიროზე მეტად დაასახიჩრეს, ეს მხო-
ლოდ იმიტომ, რომ ყოველგვარი ნათესაური კავშირი მათსა
და ველუტას შორის, თუნდაც ბიოლოგიური იდენტურობის
დონეზე, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ერთი სისხლისა და
ჯიშისანი ხართ, ძალიან დიდი ხნის წინ გაწყდა. მათ ადამიანი
კი არ დააპატიმრეს, არამედ შიში ამოძირკვეს. ის ინსტრუმენ-
ტები არ გააჩნდათ, რომლებიც სასჯელის დასაშვებ ზომას ად-
გენენ. არც იმ მეთოდებს იცნობდნენ, რომლებითაც დაადგენ-
დნენ, თუ რამდენად მძიმედ და უსაშველოდ დააშავეს ადამი-
ანი.
რელიგიური ფანატიკოსებისა და იმარმიისაგან განსხვავე-
ბით, რომელიც აჯანყების ჩასახშობად გადმოისროლეს, ხელ-
შესახებთაგან დაკომპლექტებული პოლიციელთა რაზმი ძა-
ლიან ეკონომიურად მოქმედებდა წყვდიადის გულში, ყოველ-
გვარი ზედმეტობის გარეშე. მეტად ეფექტიანად და არა ანარ-
ქიულად. სრული პასუხისმგებლობით და არა ისტერიულად.
არც თმა დაუგლეჯიათ ველუტასათვის და არც ცოცხლად და-
უწვავთ. არც გენიტალიები მოუგლეჯიათ და პირში ჩაუჩურ-
თავთ მისთვის, არც გაუბახებიათ და არც თავი წაუჭრიათ.
ეპიდემიასთან მებრძოლთა რაზმი ხომ არ იყო, ბოლოს და
ბოლოს?! უბრალოდ, ინფექციის პატარა კერა ჩააქრეს.

ისტორიის სავანის უკანა ვერანდაზე, ქალბატონმა იპენმა


და ქალბატონმა რაჯაგოპალანმა, უფალმა უწყის, რისმა წარ-
მომადგენელმა დიზიგოტურმა ტყუპებმა, რომლებმაც საკუთა-
რი თვალით იხილეს, როგორ ამტვრევდნენ და ასახიჩრებდნენ
მათ საყვარელ ადამიანს, ორი ახალი გაკვეთილი აითვისეს.

436 მკითხველთა ლიგა


გაკვეთილი პირველი:
სისხლი თითქმის არ ემჩნევა შავ სხეულს. (ტყლაშ-ტყლუშ)
და გაკვეთილი მეორე:
მაგრამ სუნი აქვს.
მოტკბო და გულისამრევი.
ისეთი, დაძველებულ ვარდებს რომ აუვათ ხოლმე სიოს და-
ბერვაზე. (ტყლაშ-ტყლუშ)
– მადიიო? – იკითხა ერთ-ერთმა ისტორიის აგენტმა.
– მადი აირიკუმ, – უპასუხა მეორემ.
ეყოფა?
ეყოფა.
მერე ოდნავ უკან დაიხიეს, საკუთარი შედევრის ესთეტიკუ-
რად შემფასებელი ოსტატებივით; ობიექტური შეფასებისთვის
საჭირო მანძილი დაიჭირეს.
მათი შედევრი, რომელიც ყველამ გაწირა – ღმერთმა, ის-
ტორიამ, მარქსმა, კაცმა თუ ქალმა (და რომელსაც, ძალიან მა-
ლე, ბავშვებიც გაწირავდნენ) – მოკრუნჩხული ეგდო იატაკზე
და არ ინძრეოდა, თუმცა ჯერ კიდევ გრძნობაზე იყო.
სახეზე ძვლები სამ ადგილას ჰქონდა ჩატეხილი: ორივე
ყვრიმალსა და ცხვირზე. ამიტომ სახე დეფორმირებული და
ბუნდოვანი მოყვანილობისა გახდომოდა. დარტყმისაგან ზედა
ტუჩი შუაზე გადასკდომოდა და ექვსი კბილი ჩამტვრეოდა, რო-
მელთაგან სამი ქვედა ტუჩში ჰქონდა ჩასობილი და მისი ქათ-
ქათა და ლამაზი ღიმილის საზარელ, ამოყირავებულ პაროდი-
ას წააგავდა. ოთხი მოტეხილი ნეკნიდან ერთი მარცხენა ფილ-
ტვში შერჭობოდა და პირიდან სისხლს ანთხევინებდა. ძალიან
წითელს. ყოველ ამოსუნთქვაზე. ახალთახალს. ქაფქაფას.
ნაწლავებიც დახეთქოდა და მუცლის ღრუ სისხლით ევსებოდა.
ხერხემალი ორ ადგილას ჰქონდა დაზიანებული, რამაც მარ-
ჯვენა ხელზე დამბლა დასცა და კონტროლი დააკარგვინა

437 მკითხველთა ლიგა


სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტზე. ორივე მუხლის კვირისტა-
ვი ჩამსხვრეული ჰქონდა.
ხელბორკილები მაინც ამოიღეს.
ცივი.
ლითონის მჟავე სუნით; აი, ისეთით, ავტობუსის სახელურზე
ჩამოკონწიალებული კონდუქტორების ხელისგულებს რომ
უდით ხოლმე. ჰოდა, სწორედ მაშინ შენიშნეს, ფრჩხილები შე-
ღებილი რომ ჰქონდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა ხელი აუწია
და ნაზად გააქნევინ-გამოაქნევინა. ხარხარი ატეხეს.
– ვააა! ალბათ ის არი, რა ჰქვია?... ბისექსუალი, – ბრძანა
ერთ-ერთმა მაღალი ფალცეტით.
მეორემ ხელკეტით მოუხიცინა სასქესო ორგანოზე.
– მიდი, მიდი, საიდუმლო გაგვიმხილე, – უთხრა ველუტას,
– ერთი დაგვანახვე, რამხელაზე აიყენებ ხოლმე!
და წიხლი ჩააზილა, მძიმე ფეხსაცმლით, რომლის ლანჩას-
თანაც მრავალფეხა მოკალათებულიყო.
ხელები ზურგს უკან გადაუგრიხეს და ბორკილი დაადეს.
წკაპ.
წკუპ.
იღბლიანი ფოთლის ქვეშ. შემოდგომის ფოთლისა ღამეში,
რომელსაც მუსონები დროულად მოჰყავდა.
ბორკილების ადგილას ბუსუსებმა დააყარა.
– ეს ველუტა არ არის, – წასჩურჩულა რაჰელმა ესტას, – მე
ვიცი, ვინც არის, იმის ტყუპისცალი ძმაა, ურუმბანი, კოჩინში
ცხოვრობს.
ესტამ, რომელიც მონაჩმახით გულის დამშვიდებას არ აპი-
რებდა, არაფერი უპასუხა.
მერე ვიღაცამ მათაც მიმართა. კეთილი ხელშესახები პო-
ლიციელის ხმით. თავისიანების მიმართ კეთილის.
– მონ, მოლ, ხომ კარგად ხართ? ხომ არაფერი დაგიშავათ?

438 მკითხველთა ლიგა


ტყუპებმა ჩურჩულით უპასუხეს; მთლად ერთხმად არ გა-
მოუვიდათ, მაგრამ მაინც:
– დიახ. არა.
– ნუ გეშინიათ. ახლა უკვე საიმედო ხელში ხართ.
პოლიციელებმა მიმოიხედეს და თივით დატენილი ლეიბი
დაინახეს. ტაფები და ქვაბებიც დაინახეს.
გასაბერი იხვის ჭუჭულიც.
სუვენირი კოალაც, მოფამფალებული ღილის თვალებით.
კალმებიც, ლონდონის პეიზაჟით.
წინდებიც, ფერად-ფერადი თითუნებით.
პლასტიკის წითელი მზის სათვალეც, ყვითელ ჩარჩოში.
სათამაშო საათიც, ზედ მიხატული დროით.
– ეს რაღა ჯანდაბაა? ვისია? აქ ვინ მოათრია? – ხმაში გან-
გაში შეეპარათ.
ესტა და რაჰელი, მკვდარი თევზებით სულში, უხმოდ მიაშ-
ტერდნენ კითხვის დამსმელს.
პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს და ოპერატიულად
მოისაზრეს, რაც უნდა ექნათ.
სუვენირული კოალა შვილებს წაუღეს.
კალმებიც და წინდებიც. ახლა პოლიციელთა ნაშიერებს
ფერად-ფერადი თითუნები ექნებოდათ.
იხვის ჭუჭული სიგარეტით ამოწვეს. ტკაც. და რეზინის ნაფ-
ლეთები იქვე დაფლეს.
უაზრო ჭუჭული იყო, თანაც თვალში საცემი და ადვილად
ამოსაცნობი.
ერთ-ერთმა სათვალე მოირგო. დანარჩენები ახარხარ-
დნენ. ამიტომ ცოტა ხანს კიდევ ეკეთა. საათი ყველას მიავიწ-
ყდა. იქვე დარჩა, ისტორიის სავანეში, მოვლენების არასწო-
რად დაფიქსირებული დროით – ორს ათი აკლიათი.
მდინარისაკენ გაეშურნენ.

439 მკითხველთა ლიგა


შვიდი პრინცი, სათამაშოებით გამოტენილი ჯიბეებით.
დიზიგოტური ტყუპები.
და დანაკარგების ღმერთი.
სიარული არ შეეძლო და მორივით მიათრევდნენ.
ისინი არავის დაუნახავს.
ღამურები ხომ ბრმები არიან.

440 მკითხველთა ლიგა


19

ამუს გადარჩენა

პოლიციის განყოფილებაში ინსპექტორმა ტომას მეთიუმ


ორი ჭიქა კოკა-კოლა მოატანინა. საწრუპავი ჩხირებით. დაბა-
ლი ჩინის პირფერმა პოლიციელმა ის ჭიქები პლასტიკის ლან-
გრით შემოიტანა და მაამებლური გამომეტყველებით მიარ-
თვა იმ ორ ბინძურ ბავშვს, რომლებიც ინსპექტორის პირისპირ
ისხდნენ და ძლივს მოჩანდნენ ქაღალდებით მოფენილი მაგი-
დის მიღმა.
მოკლედ, იმ ორ კვირაში უკვე მეორედ იგემა ესტამ გაზიანი
შიში. ზოგჯერ ცხოვრება ბევრად უარესიც აღმოჩნდებოდა
ხოლმე კოკა-კოლასთან ერთად.
სასმელის გაზი ცხვირში აუვარდა და დააბოყინებინა. რა-
ჰელმა ჩაიხითხითა. მერე თავის ჩხირს ისე ჩაბერა და კოკა-
კოლა იქამდე აბუყბუყა, სანამ კაბაზე არ გადაიქცია და იატა-
კიც არ მოიწუწა. ესტამ ხმამაღლა დაიწყო კედელზე გაკრული
პლაკატის კითხვა:
– ამეცსივიტაპ, – თქვა მან, – ამეცსივიტაპ, იმზიმიტპო.
– აბორულაიოლ, აბონაივიტაიცინი, – განაგრძო რაჰელ-
მა.
– ანდოც.
– იტქელეტნი.
– სიზილანა ირანუ.

ინსპექტორ ტომას მეთიუს სასარგებლოდ უნდა ითქვას,


რომ მოთმინება არ დაუკარგავს. იგრძნო, ბავშვები თანდათან
არაადეკვატურები რომ ხდებოდნენ. შენიშნა, გუგები როგორ
ჰქონდათ გაფართოებული. ასეთი რამ ადრეც უნახავს... –
ადამიანის ფსიქიკის ავარიული სარქველები. ფსიქოლოგიურ
441 მკითხველთა ლიგა
ტრამვასთან გამკლავების ერთ-ერთი საშუალება. ეს ყველა-
ფერი გაითვალისწინა და შეკითხვები მეტად გონივრულად
დასვა; ასე ვთქვათ, ფაქიზად – სადღაც ,,როდისაა შენი დაბა-
დების დღე, მონ?’’-სა და ,,შენი საყვარელი ფერი რომელია,
მოლ?’’-ს შორის.
თანდათან, ნაკუწ-ნაკუწ და არათანმიმდევრულად, მთელი
სურათის აღდგენა შეძლო. ქვეშევრდომებს მისთვის ადრევე
მოეხსენებინათ თივის ლეიბის, ჯამ-ჭურჭლისა და საყვარელი
სათამაშოების ამბავი. ამ ყველაფერმა, ბოლოს და ბოლოს,
რაღაც აზრი შეიძინა და ინსპექტორი ტომას მეთიუ სულაც ვერ
გაახალისა. ციცქნა-კოჩამასთან სასწრაფოდ აფრინა ,,ჯიპი’’
და ისევ პოლიციის განყოფილებაში მოაყვანინა. იმაზეც იზრუ-
ნა, რომ მისი მოსვლის მომენტისათვის ბავშვები ოთახში აღარ
ყოფილიყვნენ. ციცქნა-კოჩამა რომ მობრძანდა, არც კი მი-
სალმებია.
– დაჯექით, – უთხრა მან და ციცქნა-კოჩამამ წამსვე იგუმა-
ნა, რომ საქმე მთლად კარგად ვერ იყო.
– იპოვეთ, არა? ხომ ყველაფერი კარგადაა?
– არაფერიც არ არის კარგად! – უპასუხა ინსპექტორმა.
მისმა თვალების გამომეტყველებამ და ტონმა ციცქნა-კო-
ჩამას აგრძნობინეს, რომ ახლა სულ სხვა ადამიანს ელაპარა-
კებოდა. უწინდელი თავაზიანი და გულმხურვალე ოფიცერი
აღარ ბრძანდებოდა. ციცქნა-კოჩამა სკამზე მოწყვეტით დაეშ-
ვა. ინსპექტორს არც თავისი სიტყვები წაუღია უკან და არც ტო-
ნი შეუცვლია.
კოტაიამის პოლიციამ მისი წერილობითი ჩვენების საფუძ-
ველზე იმოქმედა, ხომ ასეა? ის პარავანი დააკავეს, მაგრამ,
სამწუხაროდ, დაკავებისას სერიოზულად დაშავდა და ალბათ
დილამდე ვერც გაატანს. ბავშვებმა კი თქვეს, რომ საკუთარი

442 მკითხველთა ლიგა


ნებით გაიპარნენ სახლიდან. ნავი გადაყირავებულა და ის ინ-
გლისელი გოგო უბედური შემთხვევის შედეგად დამხრჩვალა.
ამრიგად, პოლიციამ ახლა იმ უბედური დაკავებულის სიკვდი-
ლი აიკიდა მხრებზე, რომელიც, პრაქტიკულად, უდანაშაულო
აღმოჩნდა. კი, ბატონო, პარავანია და ცუდადაც მოიქცა, მაგ-
რამ ძველი დრო წავიდა!... მოკლედ, ფორმალურად, კანონის
მიხედვით, ის პარავანი სრულიად უდანაშაულო აღმოჩნდა...
მაშ, ახლა რაღას უბრძანებს, რა ბრალდება უნდა წაუყენოს იმ
უბედურს?
– გაუპატიურების მცდელობა, – ამოილუღლუღა ციცქნა-
კოჩამამ.
– მართლა? და დაზარალებულის საჩივარი სადაა? განა
უჩივის? მისი წერილობითი საჩივარი თან მოიტანეთ? – ინპექ-
ტორი აშკარად მტრული ტონით ელაპარაკებოდა. მის ხმაში
ლამის მუქარაც კი გაისმოდა.
ციცქნა-კოჩამა ერთიანად ჩამოჭკნა. თვალის უპეებსა და
ყბებზე ხორცი მოუფამფალდა და ჩამოეკიდა. შიში მთელ სხე-
ულში გაუჯდა და პირში სიმჟავე იგრძნო. ინსპექტორმა წყლი-
ანი ჭიქა მიუჩოჩა.
– ყველაფერი ძალიან მარტივადაა, მოახსენა ბოლოს, – ან
დაზარალებულს შემოაქვს საჩივარი, ან ბავშვებმა უნდა
თქვან, პოლიციის თანამშრომლის თანდასწრებით, რომ პარა-
ვანმა ისინი ძალით წაიყვანა. თუ არადა,... – შეყოვნდა და ციც-
ქნა-კოჩამას აცალა, რომ მისთვის თვალებში შეეხედა, –
თქვენი დაკავება მომიწევს ცრუ ჩვენების მიცემის გამო. ეგ სა-
ციხო საქმეა!
ციცქნა-კოჩამას ცისფერი ბლუზა ოფლისაგან ლურჯი ლა-
ქებით დაიფარა. ინსპექტორი ტომას მეთიუ არ ჩქარობდა.
იცოდა, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, შეიძლებოდა

443 მკითხველთა ლიგა


სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩენილიყო. ისიც ეს-
მოდა, რომ ამხანაგი კ.ნ.მ. პილაი ასეთ მარჯვე შესაძლებლო-
ბას ხელიდან არ გაუშვებდა. საშინლად ბრაზობდა საკუთარ
თავზე, ასე იმპულსურად რომ იმოქმედა. პირსახოცს წამოავ-
ლო ხელი და პერანგის ქვეშ შეიყო, მკერდსა და იღლიებში
ოფლი მოიწმინდა. კაბინეტში სიჩუმე ჩამოვარდა. პოლიციის
განყოფილების ჩვეული ხმები – აქეთ-იქით სიარულის ფეხის
ხმა, ვიღაცის დროდადრო შეკივლება, დაკითხვისას მიყენებუ-
ლი ტკივილის გამო – თითქოს საიდანღაც შორიდან ისმოდა,
აქაური ხმები არც იყო.
– ბავშვები ისე მოიქცევიან, როგორც ვუბრძანებთ, – ბრძა-
ნა ციცქნა-კოჩამამ, – ცალკე თუ შეიძლება მათთან დალაპა-
რაკება?
– როგორც გენებოთ.
ინსპექტორი ადგა და კაბინეტიდან გასასვლელად მოემზა-
და.
– ხუთ წუთს ხომ ვერ მომცემდით, მათთან შეხვედრამდე?
ინსპექტორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გავიდა.
ციცქნა-კოჩამამ ოფლით დანამული სახე გაიწმინდა. მერე
თავი უკან გადააგდო და ახლა კისრის ქონში ჩაფლული ნა-
ოჭები გაიმშრალა თავისი პალუთი. მერე თავის ჯვარცმას ეამ-
ბორა.
გიხაროდენ, ღვთისმშობელო მარიამ...
ლოცვის სიტყვები ვეღარ გაიხსენა.
კარი გაიღო და ოთახში ესტა და რაჰელი შემოიყვანეს. ტა-
ლახშემხმარები და კოკაკოლათი მოწუწულები.
ციცქნა-კოჩამას დანახვამ ორივე წამსვე გამოაფხიზლა.
ორივეს გულზე მიფრენილმა ფარვანამ, უჩვეულოდ ხშირი ბუ-
სუსებით ზურგზე, ფრთები აამოძრავა. ციცქნა-კოჩამა რატომ
მოვიდაო, გაიფიქრეს. ამუ სად არის? ისევ ჩაკეტილია?

444 მკითხველთა ლიგა


ციცქნა-კოჩამამ მკაცრი თვალი შეავლო ტყუპებს და ძალი-
ან ხანგრძლივი პაუზა დაიჭირა. ბოლოს, როგორც იქნა, ხმა
ამოიღო, მაგრამ ის ხმა ძალიან ჩახრინწული და სრულიად უც-
ხო ჰქონდა.
– ვისი ნავი იყო? სად მოქექეთ?
– ჩვენი... ჩვენ ვიპოვეთ და ველუტამ შეგვიკეთა, – ამოი-
ჩურჩულა რაჰელმა.
– როდის იპოვეთ?
– სოფი-მოლი რომ ჩამოვიდა, იმ დღეს.
– ესე იგი სახლიდან მოპარული ნივთები მაგ ნავით გადაგ-
ქონდათ?
– ასე ვთამაშობდით და...
– თამაშობდით?! მაშ, თქვენ ეს ყველაფერი თამაში გგონი-
ათ?!
ციცქნა-კოჩამა დიდხანს და დაჟინებით უყურებდა ტყუპებს,
სანამ ისევ რამეს ეტყოდა.
– თქვენი საწყალი ბიძაშვილის ცხედარი ჩვენს სასტუმრო
ოთახში ასვენია. თევზებმა თვალები ამოუჭამეს. უბედური დე-
დამისი ლამის გაგიჟდეს. და თქვენ ამას თამაშს ეძახით?!
მოულოდნელმა სიომ კაბინეტის ფანჯრებზე ყვავილებიანი
ფარდა შეარხია და რაჰელმა შენობასთან მდგარი ,,ჯიპები’’
დაინახა. იქვე ჩამვლელი ადამიანებიც დაინახა. ვიღაც კაცი
მოტოციკლეტის დაქოქვას ცდილობდა. როგორც კი სტარ-
ტერს ფეხს დააჭერდა, ჩაფხუტი გვერდზე ექცეოდა.
ინსპექტორის კაბინეტში კი პაპაჩის ფარვანა დაუღალავად
შრომობდა.
– ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა საშინელებაა, – თქვა
ციცქნა-კოჩამამ, – ამაზე უარესს ადამიანი ვერაფერს ჩაიდენს.
ამის პატიება ღმერთსაც კი არ შეუძლია. ეს თქვენც მშვენივ-
რად იცით, ხომ ასეა?

445 მკითხველთა ლიგა


ტყუპებმა ორ-ორჯერ დაუქნიეს თავი.
– მაგრამ, მიუხედავად ამისა, – განაგრძო ციცქნა-კოჩამამ
და ნაღვლიანად გახედა ბავშვებს, – თქვენ ეს ცოდვა მაინც ჩა-
იდინეთ, – თქვა და პირდაპირ თვალებში ჩახედა ორივეს, –
მკვლელები ხართ! – გამოცრა ბოლოს და შეიცადა, ვიდრე
ბავშვები მის ნათქვამს ბოლომდე გაიაზრებდნენ.
– მშვენივრად იცით, რომ ეს უბედური შემთხვევა არ ყოფი-
ლა და ისიც იცით, რომ ამას მეც ვხვდები! თქვენ სოფი-მოლის
ყოველთვის გშურდათ,... ჰოდა, როცა მოსამართლე სასამარ-
თლოში დამკითხავს, ვალდებული ვიქნები, სიმართლე ვუთ-
ხრა. ტყუილს ვერ ვიტყვი, ხომ ასეა? – გვერდით მდგარ სავარ-
ძელს ხელი გადაუსვა, – მობრძანდით ახლა და აქ დაბრძან-
დით.
ოთხი დამჯერი დუნდულა ერთ ვიწრო სავარძელში მორჩი-
ლად ჩაეკვეტა.
– იმის თქმაც მომიწევს, როგორ გიკრძალავდით მდინარე-
ზე მარტო წასვლას. როგორ აიძულეთ, ის უბედური, თან წა-
მოგყოლოდათ, თუმცა იცოდით, რომ ცურვა არ იცოდა. და მე-
რე როგორ გადმოაგდეთ ნავიდან შუა მდინარეში. მოკლედ, ეს
უბედური შემთხვევა სულაც არ ყოფილა!
ოთხი ბორბალივით გადიდებული თვალი გაშტერებული
მისჩერებოდა ციცქნაპაპიდას. ბავშვები ძალიან გაიტაცა იმ
ამბავმა, რომელსაც ის უყვებოდა. მერე, მერე? გააგრძელე,
რააა!
– ამის გამო ციხეში ჩაგსვამენ, – განაგრძო ციცქნა-კოჩა-
მამ თანამგრძნობი ხმით, – დედათქვენს კი, თქვენი წყალო-
ბით, სხვა ციხეში უკრავენ თავს. ეს გინდოდათ?
შეშინებული თვალები და პატარა შადრევანი ისევ გაშტე-
რებულები შესცქეროდნენ.

446 მკითხველთა ლიგა


– სულ ხვადასხვა ციხეში გაგიშვებენ... მერე იცით, რა საში-
ნელი ციხეებია ინდოეთში?
ტყუპებმა ორ-ორჯერ დაუქნიეს თავი.
და ციცქნა-კოჩამამ ვრცელი მოხსენება წაიკითხა ინდოე-
თის საპატიმროებზე. მდიდარი ფანტაზიის წყალობით, პატიმ-
რების ცხოვრების შემაძრწუნებელი სურათები დაუხატა. ტა-
რაკანებით სავსე საჭმელი. ტუალეტებში ჩი-ჩის ცადაზიდული
რბილი და ყავისფერი მთები. ბაღლინჯოები. ცემა-ტყეპა. ამუს
(მათი წყალობით) პატიმრობის ძალიან ხანგრძლივ ვადას
განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. ციხიდან რომ გამოვა, უკვე ბებე-
რი და ავადმყოფი ქალი იქნება, თავში ტილებით, თუკი საერ-
თოდ ციხეში არ დალპება და ცოცხალი გამოაღწევს იქიდანო.
ასევე მწყობრად და სიკეთითა თუ თანაგრძნობით აღსავსე
ხმით, მათი საკუთარი მომავლის საზარელი სურათიც დაუხა-
ტა. როდესაც გული ბოლომდე გაუხეთქა, ყველა იმედი გადაუ-
წურა და ცხოვრება საბოლოოდ დაუნგრია, კეთილ ნათლია-
ფერიად იქცა და გამოსავალიც შესთავაზა: ღმერთი, ცხადია,
არასდროს გაპატიებთ იმას, რაც ჩაიდინეთ, მაგრამ ამქვეყ-
ნად, ჯერ კიდევ მიწაზე ყოფნის ჟამს, ნაწილობრივ მაინც შე-
გიძლიათ საკუთარი მავნებლობის შედეგების გამოსწორება –
დედის დახსნა იმ სატანჯველისა და დამცირებისაგან, რომე-
ლიც მოელის, თუ, რა თქმა უნდა, მოახერხებთ და წესიერი ბავ-
შვებივით მოიქცევითო.
– საბედნიეროდ, – თქვა ციცქნა-კოჩამამ, – თქვენდა სა-
ბედნიეროდ, პოლიციამ ერთი შეცდომა დაუშვა. საბედნიერო
შეცდომა. ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ, ხომ ასეა?
ინსპექტორის მაგიდაზე, მინის პრეს-პაპიეს ქვეშ, ადამიანე-
ბი იყვნენ ჩაგმანულები. ესტა მათ კარგად ხედავდა. ვალსის
მოცეკვავე ქალსა და კაცს. ქალს თეთრი კაბა ეცვა და ფეხები
მოუჩანდა.

447 მკითხველთა ლიგა


– ხვდებით თუ არა?
პრეს-პაპიეში პრეს-პაპიეს ვალსს უკრავდნენ. იმ ვალსს მა-
მაჩი ასრულებდა თავის ვიოლინოზე.
რააა, რა-რა, რა-რა, პამ-პამ.
– რაც მოხდა, მოხდა,... მაგას აღარაფერი ეშველება, – უჩი-
ჩინებდა ტყუპებს, – ინსპექტორმა მითხრა, მაინც კვდებაო.
ამიტომ მისთვის უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს, პოლიცია
მასზე რას იფიქრებს. აი, ჩვენთვის კი, აქვს! ახლა თქვენ თვი-
თონ გადაწყვიტეთ, რა გირჩევნიათ: ციხეში ჩასხდეთ და ამუც
ჩაჯდეს, თქვენი მიზეზით, თუ სამივენი თავისუფლები დარ-
ჩეთ... მოკლედ, თავად გადაწყვიტეთ.
პრეს-პაპიეს სქელ მინაში, აქა-იქ, ბუშტუკები იყო მიმოფან-
ტული. ამიტომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ის
კაცი და ქალი წყალქვეშ ცეკვავდნენ. ძალიან ბედნიერები იყ-
ვნენ. შეიძლება სულაც დაქორწინებას აპირებდნენ. ქალს
თეთრი კაბა ეცვა, კაცს კი – შავი კოსტიუმი და შავი ,,პეპელა’’
ამშვენებდა. ერთმანეთს ნაზად შესცქეროდნენ თვალებში.
– თუ მისი გადარჩენა გინდათ, უბრალოდ, დიდ ბიძიას იქ
უნდა წაჰყვეთ, სადაც გეტყვით. ერთ შეკითხვას დაგისვამთ,
მხოლოდ და მხოლოდ ერთს. თქვენ კი მხოლოდ ,,დიახ’’ უნდა
უპასუხოთ. ჰოდა, მერე ყველა შინ წავალთ... ძალიან ადვი-
ლია. სალაპარაკოდაც არ ღირს.
ციცქნა-კოჩამამ ესტას მზერას გააყოლა თვალი. ერთი სუ-
ლი ჰქონდა, იმ პრესპაპიესთვის ხელი დაევლო და ფანჯარაში
მოესროლა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეეძლო. გული გამა-
ლებით უცემდა.
– აბა? – თქვა მან და ფართოდ, მაგრამ არადამაჯერებლად
გაიღიმა. ხმაში უკვე დაძაბულობა შეჰპარვოდა, – რა ვუთხრა
ბიძია ინსპექტორს? რა გადავწყვიტეთ? ამუს გადაარჩენთ, თუ
ციხეში გაუშვებთ?

448 მკითხველთა ლიგა


ისე იკითხა, თითქოს ორ გასართობს სთავაზობდა – ვითევ-
ზაოთ თუ გოჭები ვაბანაოთ? გოჭები ვაბანაოთ თუ ვითევზა-
ოთ?
ტყუპებმა პაპიდას გახედეს და ორმა დამფრთხალმა ხმამ
დაიჩურჩულა (მთლად ერთხმად არ გამოუვიდათ, მაგრამ მა-
ინც): – ამუ გადავარჩინოთ.
მომდევნო წლებში, ტყუპები ათასჯერ მაინც დაატრიალე-
ბენ თავიდან ამ სცენას ტვინში. ბავშვობაშიც. მოზარდობის
ასაკშიც და უკვე ზრდასრულებიც. მაშინ ძალით გააბრიყვეს
თუ თავი გაიბრიყვეს? განა ეშმაკობით აიძულეს უდანაშაუ-
ლოს დამნაშავედ ცნობა?
თითქოს, კი, რაღაცწილ ასეც იყო. მაგრამმთლად ასე მარ-
ტივადაც არ ყოფილა საქმე. ორივემ იცოდა, რომ არჩევანი
მისცეს... მაინც რა უჭოჭმანოდ და სწრაფად გადაწყვიტეს ყვე-
ლაფერი! წამისუმალ ასწიეს თავები და თქვეს (მთლად ერ-
თხმად არ გამოუვიდათ, მაგრამ მაინც) –,,ამუ გადავარჩი-
ნოთ’’. თავი გადავირჩინოთ. ჩვენი დედა გადავარჩინოთ.
ციცქნა-კოჩამას სახე გაუბრწყინდა. შვებამ სასაქმებელი
ზეთივით იმოქმედა მასზე. საშინლად მოუნდა ტუალეტში გას-
ვლა, დაუყოვნებლივ. კარი გამოაღო და ითხოვა, ინსპექტორს
დაუძახეთო.
– ძალიან კარგი ბავშვები არიან, – უთხრა ტომას მეთიუს,
– ახლავე წამოგყვებიან და იტყვიან, რაც საჭიროა.
– ორივეს წამოსვლა არ არის საჭირო, ერთიც საკმარისი
იქნება, – თქვა ინსპექტორმა, – აირჩიეთ. მონ. მოლ,... აბა,
რომელი წამომყვებით?
– ესტა წამოგყვებათ, – გადაწყვიტა ციცქნა-კოჩამამ,
რადგანაც იცოდა, რომ ამ ორში ის უფრო პრაქტიკული იყო.
უფრო დამყოლი. უფრო ჭკუადამჯდარი. უფრო მეტი პასუხის-
მგებლობის გრძნობის მქონე, – შენ წადი, საყვარელო.

449 მკითხველთა ლიგა


პატარა მეზღვაური, რომელმაც კარი მარჯვე თაურით შე-
აღო და... ტყაპ!
მოკლედ, ესტა წავიდა.
წარმომადგენელი ე. პელვისი, ბორბლებივით გადიდებუ-
ლი თვალებითა და წამხდარი ქოჩრით.
ციცქნა წარმომადგენელი, მთასავით პოლიციელების ეს-
კორტით, კოტაიამის პოლიციის ჯურღმულებისაკენ გაემართა
თავისი საშინელი მისიის აღსასრულებლად. მათი ნაბიჯების
ხმა, ქვის იატაკზე, ხმამაღალ ექოს გამოსცემდა მთელ კორი-
დორში.
რაჰელი ინსპექტორის ოთახში დარჩა და იმ უწმაწურ და უწ-
მინდურ ხმებს ისმენდა, რომელსაც
ციცქნა-კოჩამას შვება გამოსცემდა ინსპექტორ ტომას მე-
თიუს ფეხსადგილში, – უნიტაზი არ ირეცხება, ეს ოხერი! გაფუ-
ჭებულია, – ბრძანა ოთახში შემობრუნებულმა ციცქნა-კოჩა-
მამ, – რა საშინელებაა! – დასძინა იქვე საშინლად შეწუხე-
ბულმა იმის გამო, რომ ინსპექტორი ტომას მეთიუ საკუთარი
თვალით იხილავდა მისი მოსაქმებულის ფერსა და შემადგენ-
ლობას.

საკანში უკუნეთი სიბნელე იდგა. ესტა ვერაფერს ხედავდა.


მხოლოდ ვიღაცის გაძნელებული სუნთქვა და ხროტინი ესმო-
და. განავლის სუნი გულს ურევდა. მერე ვიღაცამ შუქი აანთო.
ჩახჩახა. დამაბრმავებელი. ბინძურ, მოლიპულ იატაკზე ველუ-
ტა გამოჩნდა. თანამედროვე ლამპრით გაცოცხლებული დასა-
ხიჩრებული ჯინი. შიშველი ეგდო. დათხვრილი მუნდუ ჩამო-
ვარდნოდა. გახეთქილი თავიდან სისხლი ბნელი საიდუმლო-
სავით გადმოსდიოდა. თავ-პირი ცემისგან დასივებოდა და
უზარმაზარ გოგრას მიუგავდა, ძალიან მძიმეს იმ წვრილი ღე-
როსთვის, რომელზეც ამოზრდილიყო; გოგრა საზარელი,

450 მკითხველთა ლიგა


ამოყირავებული ღიმილით! პოლიციელთა მძიმე ფეხსაცმე-
ლები ცდილობდნენ, ფეხი არ ჩაედგათ შარდის იმ გუბეში, რო-
მელშიც შიშველი ელექტრონათურა ირეკლებოდა.
ესტას ამოტრიალებული მკვდარი თევზები ამოუტივტივ-
დნენ. ერთ-ერთი პილიციელი ფეხის წაკვრით შეეცადა ველუ-
ტას გონზე მოყვანას, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ინსპექტორი
ტომას მეთიუ ჩაცუცქდა და ჯიპის გასაღები მაგრად გაუსვა ვე-
ლუტას შიშველ ფეხისგულზე. დასივებული თვალები გაიღო.
ჯერ უაზროდ იყურებოდნენ აქეთ-იქით, მერე კი გაჩერდნენ,
საყვარელი ბავშვის სახეს მიაჩერდნენ სისხლიანი ფარდიდან.
ესტას მოეჩვენა, რომ მწოლიარეში რაღაცამ გაუღიმა. მისმა
ტუჩებმა კი არა, რომელიღაც სხვა, დაუზიანებელმა ნაკვთმა.
ალბათ იდაყვმა, ან მხარმა.
ინსპექტორმა თავისი კითხვა დასვა და ესტას ტუჩებმა, დი-
ახო, უპასუხეს.
მისი ბავშვობა სულ ფეხაკრეფით გაიძურწა იმ საკნიდან.
გარინდება ჭანჭიკივით ჩაეხრახნა გულში.
ვიღაცამ შუქი ჩააქრო და ველუტაც გაქრა.

უკანა გზაზე ციცქნა-კოჩამამ ჯიპი ,,სანდო მედიკამენტებ-


თან’’ გააჩერებინა და დამამშვიდებელი იყიდა. ბავშვებს იქვე
გადააყლაპა ორ-ორი აბი. ჩუნგამის ხიდს რომ მიუახლოვ-
დნენ, ორივეს უკვე თვალები ელულებოდა.
ესტამ რაჰელს წასჩურჩულა:
– მართალი იყავი. ის ველუტა არ იყო, ურუმბანი იყო.
– გმადლობ, ღმერთო, – ჩურჩულითვე უპასუხა რაჰელმა.
– და თვითონ სად არის, როგორ ფიქრობ?
– აფრიკაში გაიქცეოდა.
დედას ღრმა ძილით მძინარეები გადასცეს, ამ ფანტაზიის
ტალღაზე ატივტივებულები.

451 მკითხველთა ლიგა


მეორე დილამდე, ვიდრე ამუ ნჯღრევით არ გამოაფხიზლებ-
და ორივეს. მაგრამ უკვე გვიან იყო.
ინსპექტორი ტომას მეთიუ, ერთობ გამოცდილი ასეთ საქ-
მეებში, მართალი აღმოჩნდა – ველუტამ დილამდე ვეღარ გა-
ატანა.
სიკვდილი ღამის პირველის ნახევარზე ეწვია.
და პატარა ოჯახს, მოკუნტულს რომ ეძინა ლურჯი ჯვარედი-
ნი ნაქარგით დაქარგულ გადასაფარებელზე, იმას რაღა ეწვია?
არა, სიკვდილი არა,... უბრალოდ, ცხოვრების დასასრული.

სოფი-მოლის დაკრძალვის შემდეგ, როდესაც ამუმ შვილე-


ბი ისევ პოლიციის განყოფილებაში წაასხა და ინსპექტორს
მანგოები შეარჩევინა (ტყაპ-ტყუპ), გვამი უკვე ლიკვიდირებუ-
ლი იყო. ტემადი კუჟიში გადაეძახებინათ – ღატაკთა იმ ორმო-
ში, სადაც პოლიცია თავის გვამებს ყრიდა ხოლმე.
როდესაც ციცქნა-კოჩამამ ამუს პოლიციაში მისვლის ამბა-
ვი შეიტყო, თავზარი დაეცა. ყველაფერი, რაც მან – ციცქნა-კო-
ჩამამ – მოიმოქმედა, ერთ დაშვებაზე იყო აგებული. ეგონა,
რომ ამუ, რაც უნდაგამწარებულიყოფილიყო და რაც უნდა ექ-
ნა, საჯაროდ არასდროს გამოტყდებოდა თავის ველუტასთან
სამარცხვინო კავშირში, რადგანაც, იმავე ციცქნა-კოჩამას
ღრმა რწმენით, ეს მასაც საბოლოოდ დაღუპავდა და ბავშვებ-
საც. მაგრამ ის ვეღარ გაითვალისწინა, რომ გაალმასებული
ამუ სრულიად გაუწონასწორებელი და სახიფათოდ ალესილი
ხდებოდა; რომ გულში წარმოუდგენელი დუღაბი უდუღდა –
დედობრივი უნაზესი გრძნობებისა და თვითმკვლელი-გამა-
ნადგურებლის დაუძლეველი მრისხანების უცნაური ნაზავი.
ამუს რეაქციამ გააოგნა. ფეხქვეშ მიწა გამოაცალა. კი, მარ-
თალია, ინსპექტორ ტომას მეთიუსთან შეკრული იყო, მაგრამ
ხომ შეიძლებოდა, ის კაცი სხვაგან გადაეყვანათ სამუშაოდ და

452 მკითხველთა ლიგა


ახალ ინსპექტორს ხელახლა მოენდომებინა საქმის შესწავ-
ლა?! რა თქმა უნდა, შეიძლებოდა!.. მაშინ ყველაფერი შეიძ-
ლებოდა მომხდარიყო. აკი ამხანაგმა კ.ნ.მ. პილაიმ შეაგროვა
კიდეც გავეშებულ და გამკივან პარტიის აქტივისტთა ბრბო და
ფაბრიკის კართან მოიყვანა. მუშები აიძულეს, მუშაობა შეეწ-
ყვიტათ და ახლა მანგოს, ბანანის, ანანასის, ნივრისა და კოჭას
მთები ნელ-ნელა ლპებოდა ,,სამოთხის მწნილების’’ შენობა-
ში.
ჰოდა, მიხვდა, რომ ამუ როგორმე სასწრაფოდ უნდა გაეძე-
ვებინა აიემენემიდან.
ამიტომ მთელი თავისი ტალანტი და მარიფათი მოიხმო და
საქმეს ენერგიულად შეუდგა. აბა, მასზე უკეთ ვინ იცოდა, რო-
გორ მოერწყა და გაენოყივრებინა თავისი მინდვრები თუ ბაღ-
ბოსტანი სხვა ადამიანთა ვნებებითა და გრძნობებით?
ვირთხასავით შეძვრა ჩაკოს მწუხარების ცხრაკლიტულში
და იქ ჩაარჭო ადვილად ხელმისაწვდომი სამიზნე მისი ჭკუ-
იდან გადასული მრისხანებისათვის. იმ სამიზნეზე სოფი-მო-
ლის სიკვდილში ერთადერთი დამნაშავის, ამუს პორტრეტი
გააკრა და მთელი პასუხისმგებლობა მას აჰკიდა. მას და მის
დიზიგოტურ ტყუპებს.
კარის შემომლეწველი ჩაკო, უბრალოდ, ციცქნა-კოჩამას
საბელზე გამობმული დუჟმორეული ბუღა იყო და სხვა არაფე-
რი. სწორედ ციცქნა-კოჩამას კარნახით აუკრეს ამუს გუდა-ნა-
ბადი. ესტას მამასთან გამწესებაც მისი იდეა იყო.

453 მკითხველთა ლიგა


20

მადრასის საფოსტო

და, აი, საპორტო ქალაქ კოჩინის რკინიგზის სადგურზე,


მარტო დარჩენილი ესტა ვაგონის ცხაურებიან ფანჯარაზეა აკ-
რული. წარმომადგენელი ე. პელვისი. ყელზე გამობმული დო-
ლაბი, დაყენებული ქოჩრით, და კიდევ რაღაც ბლანტე, მომ-
წვანოდხავსიანი, დამყაყებული, უძირო და ძირსქელი შეგ-
რძნებით. მომცრო სკივრი, ზედ მიწერილი მისი სახელით, სკა-
მის ქვეშ შეედგა. წინ, ასაკეც მაგიდაზე, პომიდვრიანი სენდვი-
ჩებით სავსე კოლოფი და არწივიანი წყლის თერმოსი ეწყო.
მის გვერდით მჯდომი ქალბატონი, მოიასამნისფრო-მომ-
წვანო კანჩივარამულ სარიში, ბრჭყვიალა ფუტკრებივით მიმ-
ჯდარი ბრილიანტებით ორთავე ცხვირის ნესტოზე, მადიანად
ილუკმებოდა. მან ესტას ყვითელი ლადუთი – ტკბილი ცომის-
გან გაკეთებული ბურთულებით – სავსე კოლოფი გაუწოდა.
ესტამ, უარის ნიშნად, თავი გააქნია. ქალი კი არ ეშვებოდა,
უღიმოდა და უღიმოდა, პირის წკლაპუნით. მისი კეთილი თვა-
ლები პატარა ხაზებს დაემსგავსნენ სათვალის მინებს მიღმა.
– ერთი მაინც გასინჯე, შვილო, ძალიან ტკბილია, მოგე-
წონება, – უთხრა ტამილურად, – რამბო მადურამ.
– ძალიან ტკბილია, – ინგლისურად უთარგმნა ესტას მის-
მა უფროსმა ქალიშვილმა, რომელიც დაახლოებით ესტას ასა-
კისა იქნებოდა.
ესტამ ისევ იუარა, თავით. ქალბატონმა თავზე ხელი გადა-
უსვა და ქოჩორი გაუფუჭა. მთელი მისი ოჯახი (ქმარი და ორი
შვილი) უკვე ორივე ყბით ილუკმებოდა. ლადუს მსხვილი,
მრგვალი და ყვითელი ნამცეცებით მოფენილი სკამი. სარკი-
ნიგზო ბიძგებისაგან ფეხქვეშ მოყანყალე იატაკი. ჯერ კიდევ
ჩაურთველი ცისფერი, ღამის განათება.

454 მკითხველთა ლიგა


მოცმაცუნე ქალბატონის პატარა ვაჟმა ხელი გაიწოდა და ის
განათება ჩართო. ქალბატონმა ხელი გაიწოდა და ისევ გა-
მორთო. შვილს აუხსნა, ეგ ძილის დროს ჩასართველი შუქია
და სანამ არ გვძინავს, არ გვჭირდებაო.
პირველი კლასის ვაგონში ყველაფერი მწვანედ ხასხასებ-
და. მწვანე სკამები, მწვანე საძილე თაროები, მწვანე იატაკი,
მწვანე ჯაჭვები და მწვანე საკეტები. ზოგი მუქი მწვანე იყო, ზო-
გიც – ბაცი.
,,მატარებლის გასაჩერებლად ჯაჭვს მოქაჩეთ’’,
ეწერა მწვანე ასოებით.
სილბერატამ დალბერეჩასაგ სვჭაჯ თეჩაქომ, –
მწვანედ გაიფიქრა ესტამ.
მატარებლის ფანჯრის ცხაურიდან ამუ ხელზე წაეპოტინა.
– ბილეთი არ დაკარგო, – უთხრეს მისმა ტუჩებმა, ტირილ-
ჩახშობილმა ტუჩებმა, – მოვლენ და შეგიმოწმებენ, იცოდე.
ესტამ თავი დაუქნია. იმ სახეს დააცქერდა, ქვემოდან რომ
შემოჰყურებდა. პატარა რაჰელსაც დააცქერდა, სადგურის
მტვერში ამოგანგლულს. სამივეს ერთი და ამავდროულად
სრულიად ინდივიდუალური ცოდნა აერთიანებდა – მათმა სიყ-
ვარულმა ადამიანი დაღუპა.
ამაზე გაზეთებში არაფერიდაუწერიათ.
ბევრმა წყალმა ჩაიარა, სანამ ტყუპები მიხვდებოდნენ, თუ
რა როლი შეასრულა ამუმ მთელ ამ ამბავში. სოფი-მოლის პა-
ნაშვიდზე და მთელი ის დრო, სანამ ესტა გაემგზავრებოდა,
ბავშვები დედას სულ თვალებდასივებულს ხედავდნენ და, ბავ-
შვური ეგოცენტრიზმით, ფიქრობდნენ, რომ მისი გაუბედურე-
ბის ერთადერთი მიზეზი თავად იყვნენ.
– სენდვიჩები არ გააფუჭო, შეჭამე, სანამ ახალია, – თქვა
ამუმ, – და წერილების მოწერაც არ დაგავიწყდეს.

455 მკითხველთა ლიგა


მერე ესტას პატარა ხელის თითებს დააკვირდა და ცერის
ფრჩხილიდან ჭუჭყის ხაზი გამოუსუფთავა.
– და ჩემს პატარა ბიჭუნას ჩემ ნაცვლად კარგად მოუარე,
სანამ არ ჩამოვაკითხავ და უკან არ წამოვიყვან.
– როდის, ამუ? როდის ჩამოაკითხავ?
– მალე.
– როდის მალე? ზუსტად თქვი.
– მალე, საყვარელო, როგორც კი საშუალება მომეცემა.
– ერთი თვე რომ გავა და მერე კიდევ ერთი, ხო, ამუ? – დრო
შეგნებულად გაწელა ესტამ იმ იმედით, რომ ამუ ეტყოდა: აბა,
რას ამბობ, საყვარელო? მაგაზე ბევრად ადრე. სკოლაში ხომ
უნდა წახვიდე?
– როგორც კი სამსახურს ვიშოვი, როგორც კი აქედან წა-
ვალ და სადმე მოვეწყობი, – უპასუხა ამუმ.
– აუუუ, ეგ როდინობის კვირაში გამოდის! – პანიკისა და
ბლანტე, მომწვანოდხავსიანი, დამყაყებული, უძირო და ძირ-
სქელი შეგრძნების შეტევა.
ცმაცუნა ქალბატონი ყურადღებითა და კეთილგანწყობით
ისმენდა მათ დიალოგს.
– გესმით, ინგლისურად რა კარგად ლაპარაკობს? – მიმარ-
თა თავის შვილებს ტამილურად.
– როდინობის კვირაში, – გამომწვევად გაიმეორა უფროს-
მა ქალიშვილმა ესტას სიტყვები, – რო-დი-ნო-ბის კვი-რა-შიი-
იი.
როდინობის კვირაშიო, რომ თქვა, ესტა მხოლოდ იმას გუ-
ლისხმობდა, რომ ცდა დიდხანს მოუწევდა, რომ ეს ყველაფე-
რი მალე არ მოხდებოდა.
როდინობის კვირაშიო, რომ თქვა, ის სულაც არ უგულის-
ხმია, არასდროსო.
უბრალოდ, ასე გამოუვიდა.

456 მკითხველთა ლიგა


მართლაც როდინობის კვირაში.
მათ კი აიღეს და სიტყვაზედაიჭირეს.
ვინ მათ?
ვინ და მთავრობამ.
რომელთანაც დედიმათის შვილებს გამოსასწორებლად
აგზავნიდნენ.
ჰოდა, ასეც მოხდა. როდინობის კვირაში.
სულ მისი ბრალი იყო, იმ შორიდან მომძახებელმა კაცმა,
ამუს მკერდში, ხრიალი რომ შეწყვიტა. მისი ბრალი იყო, მარ-
ტოს რომ ამოხდა ამუს სული და ზურგს უკან მიმწოლი და ხმის
გამცემი არავინ რომ არ ჰყავდა.
იმიტომ რომ თვითონ თქვა, როდინობის კვირაშიო!
– ნუ სულელობ, ესტა! მალე-მეთქი, ხომ გითხარი! – უთხრა
ამუს პირმა, – მასწავლებელი გავხდები, სკოლას გავხსნი და
შენ და რაჰელი იმ სკოლაში ისწავლით.
– ჰოდა, სწავლის საფასურის გადახდაც არ გაგვიჭირდება,
იმიტო რო ჩვენი სკოლა იქნება, – თქვა ესტამ თავისი ჩვეული
პრაგმატიზმით. აკი, შანსის ხელიდან გაშვება არ უყვარდა
ხოლმე. ავტობუსით უფასოდ მგზავრობის. უფასო დაკრძალ-
ვების. უფასოდ სწავლის... პატარა მეზღვაური, რომელმაც თა-
ვი მარჯვე თაურით შეაღო და ტყაპანიც მოადინა (ტყაპ!).
– ჩვენი საკუთარი სახლი გვექნება, – უთხრა ამუმ.
– პატარა სახლი, – დააზუსტა რაჰელმა.
– სკოლაში კი – საკლასო ოთახები და დაფები, – თქვა ეს-
ტამ.
– და ცარცებიც.
– და ნამდვილი მასწავლებლები გვასწავლიან.
– და, თუ დავიმსახურებთ, დაგვსჯიან ხოლმე, – თქვა რა-
ჰელმა.

457 მკითხველთა ლიგა


აი, რაზე ოცნებობდნენ ტყუპები და მათი დედა იმ დღეს, რო-
ცა ესტა გაამგზავრეს: ცარცზე, დაფებსა და სამართლიან სას-
ჯელზე.
არ უთხოვიათ, დაუსჯელები დაგვტოვეთო. უბრალოდ, იმ
სასჯელს ითხოვდნენ, რომელიც დაიმსახურეს, საკუთარი და-
ნაშაულის სიმძიმის შესაბამის სასჯელს. მაგრამ ის სასჯელი
არ მოუთხოვიათ, რომელიც კარადას ჰგავდა, შიგნით ჩაშენე-
ბული საძინებლით. ისეთი სასჯელი არ მოუთხოვიათ, რომელ-
შიც მთელ ცხოვრებას აყურყუტებდნენ, ბნელი თაროების ქექ-
ვაში.
მატარებელი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გა-
რეშე დაიძრა. ძალიან ნელა.
ესტას გუგები გაუფართოვდა. ფრჩხილებით ჩააფრინდა
ხელზე ამუს, რომელიც დაძრულ მატარებელთან ერთად დაიძ-
რა ადგილიდან. ჯერ ნაბიჯ-ნაბიჯ, მერე სირბილით, რადგანაც
მადრასის საფოსტომ თანდათან სიჩქარე აკრიფა.
– მშვიდობით, ესტა!.. ჩემოპატარა, ჩემო საყვარელო!..
ღმერთი გფარავდეს!.. ნუ გეშინია, მალე ჩამოგაკითხავ!
– ამუ! – დაიყვირა ესტამ, როცა დედამ ნელ-ნელა, სათითა-
ოდ გაუშვა ხელი მის თითუნებს, – ამუ, გული მერევა!
მისი ხმა ამოკვნესასავით მოეფინა ჰაერს.
პატარა ელვის-პელვისი, წამხდარი ქოჩრით, ჭვინტიან ბეჟ
ფეხსაცმელში. წავიდა. მისი ხმა კი იქვე დარჩა, ჰაერში გამო-
კიდებული.
ბაქანზე მდგომი რაჰელი ორად მოიკეცა და კივილით გადა-
იკლო იქაურობა.
მატარებელი გაუჩინარდა და მის ადგილას დღის სინათლე
გამოკიაფდა.
ოცდასამი წლის შემდეგ, რაჰელი – შავტუხა ქალი ყვითელ
მაისურში – ესტას მიუბრუნდება სიბნელეში.

458 მკითხველთა ლიგა


– ესტაპაპიჩაჩენ კუტაპენ პიტერ-მონ, – ეტყვის.
ჩურჩულით ეტყვის.
მხოლოდ ტუჩების მოძრაობით.
მათი ლამაზი დედის ტუჩების.
სარგადაყლაპულივით მჯდომი ესტა, რომელიც დაპატიმ-
რებას ელოდება, თითებით შეეხება მის ტუჩებს. უნდა, ხელით
შეიგრძნოს ის სიტყვები, რომელსაც ეს ტუჩები ეუბნებიან.
ჩურჩულის ხელში დაჭერა უნდა. თითებით იმ ტუჩებს მიუყვე-
ბა. მათ ქვეშ კბილებს გრძნობს. მის ხელს არ უშვებენ, ხელზე
კოცნიან.
გრილ ლოყაზე იხუტებენ, წვიმით დანამულზე.

მერე ქალი წამოჯდა და მოეხვია, გულში მაგრად ჩაიკრა.


ასეთნაირად იწვნენ, ძალიან დიდხანს. სრულიად ფხიზლე-
ბი. გარინდება და სიცარიელე.
არც ბებრები და აღარც ახალგაზრდები.
სადღაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა გამოკიდებულ
ასაკში შესულები.
ერთმანეთისათვის შემთხვევითი ადამიანები იყვნენ, სრუ-
ლიად უცხოები.
მაგრამ გაჩენამდეც იცნობდნენ ერთმანეთს.
ის, რაც მათ შორის მერე მოხდა, ძალიან ძნელი ასახსნე-
ლია. და საერთოდ არ ჯდება იმ პარამეტრებში, რომლებითაც
მამაჩი ხურუშს სიყვარულისაგან ასხვავებდა და მოთხოვნი-
ლებას – ჭეშმარიტი გრძნობებისაგან.
ერთადერთი იმის თქმა შეიძლება, რომ რაჰელის თვალები
ისე არ იქცეოდნენ, თითქოს სხვისი თვალები ყოფილიყვნენ,
ვიღაც გარედან მოთვალთვალის. ფანჯრის მიღმა მოლიცლი-
ცე ზღვას არ გასცქეროდნენ, არც მდინარეში მოცურავე ნავს

459 მკითხველთა ლიგა


უყურებდნენ და არც ქუდიან გამვლელს, რომელიც ბურუსში
მიიკვლევდა გზას.
და კიდევ იმის თქმაც, რომჰაერი ცოტა სუსხით, ცოტა ნეს-
ტით, ცოტა სიჩუმით იყო გაჟღენთილი.
სხვა რაღა უნდა ითქვას?
ალბათ ის, რომ ცოტა ცრემლებიც იყო. რომ გარინდება და
სიცარიელე ისე მოერგნენ ერთმანეთს, როგორც ერთი კომ-
პლექტის ორი კოვზი. რომ საყვარელი კისრის ჩაღრმავებას-
თან პატარა კვნესაც ისმოდა. რომ მყარსა და თაფლისფერ
მხარზე კბილებით დაჩნეული ნახევარწრე გამოიკვეთა. რომ,
როცა ყველაფერი მოთავდა, კიდევ დიდხანს ვერ შეელივნენ
ერთმანეთს. რომ იმ ღამეს სიხარულითა და ნეტარებით კი არ
იქცნენ ისევ ერთ მთელად, არამედ უსაშველო დარდში გამ-
თლიანდნენ.
და სიყვარულის ყველა კანონიც ისევ დაარღვიეს. ის კანო-
ნები, რომლებიც ადგენენ, ვინ უნდა გიყვარდეს და რაოდენ
თავდავიწყებით.

ეულად დარჩენილი მედოლე ისევ გამალებით ვარჯიშობდა


გაპარტახებული ფაბრიკის სახურავზე. ბადურიანი კარიც ჯა-
ხუნობდა. ფაბრიკის იატაკზე თაგვმა გადაირბინა, ერთი კედ-
ლიდან მეორისაკენ. მწნილებისა და კომპოტების მოსადუღე-
ბელ კასრებს აბლაბუდა მოსდებოდა. ყველა კასრი ცარიელი
იყო, ერთის გარდა, რომელშიც გაქვავებული თეთრი ნეშტი
ესვენა – დიდი ხნის წინ მკვდარი და დაკონსერვებული ბუხ-
რინწა უზას ძვლები.
ზუსტი პასუხი დიდი ხნის წინ დასმულ სოფი-მოლის შეკით-
ხვაზე: ჩაკო, სად კვდებიან ბებერი ჩიტები? დახოცილები რა-
ტომ არ ცვივიან ციდან?

460 მკითხველთა ლიგა


რომელიც ინდოეთში ჩამოსვლის პირველსავე საღამოს
დასვა, როცა ციცქნა-კოჩამას ბაღის დეკორატიული შადრევ-
ნის კიდეზე შემომდგარი ცაში მონავარდე ძერებს გასცქერო-
და.
სოფი-მოლი. ქუდსა და ფართოტოტებიან ყვითელ შარვალ-
ში. იმთავითვე ყველას სიყვარულით განებივრებული.
მარგარეტ-კოჩამამ (რომელმაც იცოდა, რომ წყვდიადის
გულში თუ მოხვდები, ბ) ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ
დროს, ნებისმიერი რამ შეიძლება დაემართოს) ქალიშვილს
დაუძახა და აბების მორიგი ულუფა გადააყლაპა. ჭიების საწი-
ნააღმდეგო. მალარიის საწინააღმდეგო. დიზენტერიის საწინა-
აღმდეგო. სამწუხაროდ, წყალში დახრჩობის საწინააღმდეგო
საშუალება არ მოეპოვებოდა.
ამასობაში სადილობის დროც დადგა.
– სადილის თუ ვახშმის, შე შტერო? – უთხრა სოფი-მოლმა
მის დასაძახებლად მისულ ესტას.
იმ სადილისა თუ ვახშმის დროს, ბავშვებს ცალკე მაგიდაზე
გაუშალეს სუფრა. სოფიმოლი უფროსებთან ზურგით იჯდა და
ყოველი ლუკმის ჩადებაზე იჭყანებოდა, რა საშინელება არი-
სო. ყოველ ლუკმას ნახევრად ღეჭავდა და ენაზე დადებულს,
ფაფად ქცეულსა და ახალი ნარწყევის მსგავსს აღფრთოვანე-
ბულ მამიდაშვილებს აჩვენებდა.
როდესაც რაჰელმაც იგივეგააკეთა, ამუმ დაინახა, მაშინვე
წამოაგდო სუფრიდან და დასაძინებლად წაათრია.

ამუმ უზნეო ქალიშვილს საბანი წააფარა, კარგად ამოუკეცა


და შუქი ჩაუქრო. მისმა ძილისპირულმა კოცნამ რაჰელს ლო-
ყა არ დაუდორბლა და რაჰელი მიხვდა, რომ სინამდვილეში
სულაც არ უბრაზდებოდა.

461 მკითხველთა ლიგა


– არ მიბრაზდები, არა, ამუ? – წაიჩურჩულა ბედნიერი ჩურ-
ჩულით. დედას უკვე ცოტათი მეტად უყვარდა.
– არა, – უთხრა ამუმ და კიდევ ერთხელ აკოცა, – ძილი ნე-
ბისა, ჩემო პატარა ანგელოზო!
– ძილი ნებისა, ამუ. ესტა მალე გამოაგზავნე! უკვე ოთახი-
დან გამავალ ამუს შვილის ჩურჩული ისევ შემოესმა:
– ამუ!
– რა იყო?
– ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ – მე და შენ!
ამუ საძინებლის კედელს მიეყრდნო. ესიკვდილებოდა იმ
სუფრასთან დაბრუნება, სადაც საუბარი, ფარვანასავით, მხო-
ლოდ თეთრ გოგონასა და მის დედას დაჰფარფატებდა თავზე;
გეგონება, სინათლის ერთადერთი წყარო ყოფილიყვნენ იმ
ოთახში. გრძნობდა, რომ ნამდვილად მოკვდებოდა – ზეზეუ-
ლად ჩამოჭკნებოდა და ისე მოკვდებოდა, კიდევ ერთი სიტ-
ყვაც რომ გაეგონა; კიდევ ერთი წუთიც რომ აეტანა ჩაკოს ჩოგ-
ბურთში გამარჯვებულის ამაყი ღიმილი; ან ის შეფარული, სექ-
სუალური ხასიათის ეჭვიანობა, რომელსაც მამაჩი უნებლიეთ
ასხივებდა; და კიდევ ციცქნაკოჩამას ის როყიო გამონათქვა-
მები, რომლებიც ამუსა და მისი შვილების გასარიყად, მათ-
თვის საერთო იერარქიაში თავიანთი კუთვნილი ადგილის მი-
საჩენად იყო ნათქვამი.
საძინებლის კართან სიბნელეში მდგომმა, უცებ მთელი ძა-
ლით იგრძნო, როგორ ნელნელა უახლოვდებოდა იმდღევან-
დელი სიზმარი, პატარა ტალღებად, რომლებიც თანდათან
აგორდნენ და ბოლოს უზარმაზარ ზვირთად გადაიქცნენ. მერე
იმ ზვირთიდან ხალისიანი ცალხელა კაცი გამოვიდა. მკლავ-
მოკვეთილი მხარი მკვეთრად უბოლოვდებოდა, ციცაბო ქარა-

462 მკითხველთა ლიგა


ფივით. ზღვისპირა ჩრდილებში გამოიარა და პირდაპირ მის-
კენ გამოემართა, დამსხვრეული ბოთლებით მოფენილი სანა-
პიროთი.
ვინ იყო ის კაცი?
ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?
დანაკარგების ღმერთი.
წვრილმანების ღმერთი.
ტანზე დაყრილი ბუსუსებისა და მოულოდნელი ღიმილების
ღმერთი.
ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი რამის კეთება შეეძლო.
როცა ეხებოდა, ვერ ელაპარაკებოდა; როცა ესიყვარულე-
ბოდა, თავს ვეღარ ანებებდა; როცა ლაპარაკობდა, მოსმენა
არ შეეძლო; როცა იბრძოდა, ვერ იმარჯვებდა.
ამუს ის კაცი საშინლად ენატრებოდა. მთელი თავისი სხე-
ულით მიილტვოდა მისკენ.
სუფრასთან დაბრუნდა.

463 მკითხველთა ლიგა


21

სიცოცხლის საფასური

როდესაც ძველმა სახლმა დამძიმებული თვალები საბო-


ლოოდ მილულა და ღრმა ძილით დაიძინა, გრძელ თეთრ ქვე-
დატანსა და ჩაკოს ძველ პერანგში გამოწყობილი ამუ წინა ვე-
რანდაზე გავიდა. ჯერ ბოლთის ცემას მოჰყვა. აფორიაქებული.
საშინლად აგზნებული. მერე მოწნულ სავარძელში ჩაჯდა, და-
ობებული, ღილისთვალება ბიზონის თავის ქვეშ, აქეთ-იქიდან
შემოწყობილი დალოცვილი ყმაწვილისა და მისი თანამეც-
ხედრის, ალეიუტი ამაჩის პორტრეტებით. მის ტყუპებს ნახევ-
რად ღია თვალებით ეძინათ (როგორც ყოველთვის, დამღლე-
ლი დღის მერე). ეს თვისება მამისაგან გამოჰყოლოდათ.
ამუმ თავისი მანდარინოვანი ტრანზისტორი ჩართო. ტრან-
ზისტორმა შიშინით გამოსცა მამაკაცის ხმა. ის ინგლისური
სიმღერა ადრე არასდროს მოესმინა.
სიბნელეში კარგა ხანს იჯდა. მარტოხელა, შიგნიდან გა-
ვარვარებული ქალი თავისი გულღრძო მამიდის დეკორატი-
ულ ბაღს გასცქეროდა და ტრანზისტორს უსმენდა. ხმა ძალიან
შორიდან მოდიოდა. ფრთაშესხმულივით მოფრინავდა იმ უკუ-
ნეთ ღამეს. ჯერ მდინარეებსა და ზღვებს გადაუარა. მერე ხე-
ების ხშირ სიმწვანეს. მერე ყვითელ ეკლესიას ჩაუქროლა. მე-
რე სკოლას. მერე ხრეშიან სამანქანო გზაზე დაეშვა. სულ
ნჯღრევა-ნჯღრევით იარა. მერე ვერანდის კიბეს ამოუყვა და
ამუს მიეახლა.
ამუ თან უსმენდა და თან არც უსმენდა. იმ მწერებს შეჰყუ-
რებდა, გიჟებივით რომ ეხვეოდნენ ლამპარს, წერას ატანილე-
ბი.
სიმღერის სიტყვები ტვინს უბურღავდნენ.

464 მკითხველთა ლიგა


დროს ნუ კარგავო,
ამას ამბობდა,
აისრულეო, ყველა ოცნება;
ასე ჯდომით კი ბაღს ვერ დარგავო,
შემოგადნება ხელში ცხოვრება.
ოცნება ისევ ოცნებად რჩება,
მერე თანდათან კვდება და ქრება.

ამუმ ფეხები მკერდამდე აიკეცა და მუხლებს ხელები შემო-


აჭდო. ყურებს არ უჯერებდა – ეს რა უცნაური და იაფფასიანი
დამთხვევა გამოვიდაო, ფიქრობდა. სიბნელეს გიჟივით გაუშ-
ტერა თვალი. ბუხრინწა უზამ ღამის ჩუმი გუშაგივით გადაუფ-
რინა ბაღს. ანტურიუმის ხორციანი ფოთლები ცივი იარაღივით
ბზინავდნენ მთვარის შუქზე.
სიმღერა რომ დასრულდა, ცოტა ხანს კიდევ იჯდა, გახევე-
ბული. მერე უცებ წამოხტა. რაღაც შეუჩნდა, საკუთარი სამყა-
რო მიატოვებინა და კუდიანივით გააქროლა უკეთესი, უფრო
ბედნიერი მხარეებისაკენ.
სიბნელეში ისე მსუბუქად მიფარფატებდა, მწერი რომ გაუყ-
ვება ხოლმე ქიმიურ კვალს. თავისი შვილებივით კარგად იც-
ნობდა მდინარისაკენ მიმავალ ბილიკს. შეეძლო თვალახვე-
ულსაც კი თავისუფლად გაეგნო გზა. არ იცოდა, რა ძალა მი-
აქანებდა მაღალ ბუჩქებში. რამ აიძულა, სიარულიდან სირ-
ბილზე გადასულიყო და რამ ჩაიყვანა, მთლად აქოშინებული,
მდინარე მინაჩალის ნაპირთან. თითქოს სადღაც აგვიანდებო-
და. თითქოს მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება იმაზე იყო და-
მოკიდებული, რაღაცას მიუსწრებდა თუ ვერა. თითქოს იცოდა,
ის რომ იქ დახვდებოდა. მასთან შესახვედრად მოსული. თით-
ქოს იმანაც იცოდა, რომ ამუ აუცილებლად მივიდოდა.
და ასეც იყო.
იცოდა.

465 მკითხველთა ლიგა


ცოდნა დილითვე ჩაესო გულში, სწრაფად და ადვილად,
კარგად ალესილ დანასავით. მაშინ, როდესაც ამუს პატარა
გოგო ხელში ეჭირა და ისტორიამ წაიფორხილა. როცა ქალის
თვალებმა უთხრეს, რომ მხოლოდ თვითონ არ უნდა ყოფილი-
ყო მისთვის ძღვენის მიმტანი, თავად კი იმ ძღვენის მიმღები.
რომ ქალსაც ეგულებოდა მისთვის საჩუქარი. რომ მისი ნაჩუ-
ქარი პატარა ნავის, ზარდახშის, ქარის წისქვილისა და ათასი
სხვა წვრილმანის სანაცვლოდ ისიც უსახსოვრებდა საყვარელ
ფოსოებს მომღიმარ ლოყებზე. თავის საუცხოო, გლუვსა და
ნიგვზისფერ კანს. ბრჭყვიალა მხრებს. თვალებს, რომლებიც
მუდმივად სადღაც შორს იყურებოდნენ.
კაცი ნაპირზე არ დახვდა.
ამუ მდინარისაკენ ჩამავალი კიბის ქვის საფეხურზე ჩამოჯ-
და. თავი ხელებში ჩარგო და საშინლად დაითრგუნა, ნეტა რა-
ტომ მეგონა, რომ აუცილებლად დამხვდებოდა, ასეთი დარ-
წმუნებული რატომ ვიყავიო.
ცოტა ქვემოთ, მდინარის შუაწელში, ველუტა წყალზე იწვა
და ვარსკვლავებს შეჰყურებდა. მის დავრდომილ ძმასა და
ცალთვალა მამას უკვე შეეჭამათ ის სადილი, რომელიც თავი-
სი ხელით მოუმზადა და ახლა ეძინათ. ასე რომ, სრულიად თა-
ვისუფლად შეეძლო, წყალზე გაწოლილიყო და ნება-ნება გაჰ-
ყოლოდა დინებას. როგორც მორი, როგორც გალურსული ნი-
ანგი. მდინარეზე წამოხრილი პალმის ხეები უთვალთვალებ-
დნენ წყალზე მოტივტივეს. ყვითელი ბამბუკები დასტიროდ-
ნენ. ჭიჭყინები ეთამაშებოდნენ და ხუმრობით აქეთ-იქიდან
ცოტ-ცოტას ძიძგნიდნენ კიდეც.
მუცელზე გადმობრუნდა და საპირისპირო მიმართულებით
გაცურა, დინების საწინააღმდეგოდ. მერე შემობრუნდა და უკა-
ნასკნელად გახედა ნაპირს, წყალზე უძრავად გაჩერებულმა.

466 მკითხველთა ლიგა


ძალიან ბრაზობდა საკუთარ თავზე, რომ ასეთი სულელი აღ-
მოჩნდა. ასეთი დარწმუნებული.
ამუ რომ დაინახა, კინაღამ გული გაუსკდა, კინაღამ დაიხ-
რჩო. ძლივს მოახერხა ხელფეხის მოსმა. შუა მდინარეში გა-
ჩერდა და ფეხზე მდგომი მიაჩერდა ნაპირს.
ამუ ვერ ხედავდა შავი წყლიდან ამოზიდულ თავს. კიდეც
რომ დაენახა, ნებისმიერი რამ შეიძლებოდა ჰგონებოდა – მა-
გალითად, წყალში ჩავარდნილი ქოქოსის კაკალი. თუმცა,
წყლისკენ არც იყურებოდა. სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული.
კაცი უყურებდა. ფეხს ითრევდა.
მაშინ რომ სცოდნოდა, მალე იმ გვირაბში ამოვყოფ თავს,
რომლიდანაც ერთადერთი გამოსასვლელი გზა საკუთარ სიკ-
ვდილთან შემახვედრებსო, ნეტა გაეცლებოდა იქაურობას?
ალბათ, კი.
ან, ალბათ, არა.
ვინ იცის?

ამუსკენ გაცურა. ძალიან ჩუმად. წყალს ყოველგვარი ზედ-


მეტი ხმაურისა და მოძრაობის გარეშე აპობდა. თითქმის უკვე
ნაპირზე იყო გასული, როცა ამუმ თავი ასწია და დაინახა. ვე-
ლუტამ ფეხი მდინარის შლამიან ნაპირზე მოიკიდა და წყლი-
დან ამოვიდა. როდესაც ჩაშავებული წყლიდან გამოვიდა და
ქვის კიბეს ამოუყვა, ამუმ იგრძნო, რომ გარშემო მთელი ის
სამყარო, რომელშიც იმყოფებოდნენ, ამ კაცს ეკუთვნოდა.
რომ ეს კაციც ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო. მდინა-
რის. შლამის. ხეების. თევზების. ვარსკვლავების. და ამიტომაც
მოძრაობდა ასე მსუბუქად და ძალდაუტანებლად. უყურებდა
და სრული სისავსით შეიგრძნობდა მისი ბუნების მშვენიერე-
ბას. იმას, თუ როგორ დახვეწა საკუთარმა საქმემ, როგორ გა-
რანდა და გამოთალა. ყოველმა მის მიერ გაშალაშინებულმა

467 მკითხველთა ლიგა


ხემ, ყოველმა ჩაჭედებულმა ლურსმანმა, ყოველმა გაკეთე-
ბულმა ნივთმა – ყველაფერმა ერთად აქცია ისეთად, როგო-
რიც იყო. ხარისხის საკუთარი ბეჭედი დაასვა. საოცარი მოქნი-
ლობა, ძალა და სილაღე მიანიჭა.
თეძოებს თხელი თეთრი ნაჭერი უფარავდა, რომელიც ზო-
ლად ჰქონდა გამოტარებული მუქ ფეხებს შუა. ხელი თმისაკენ
წაიღო, რომ წყალი ჩამოეწურა. სიბნელეში კარგად ხედავდა
მის ღიმილს. მის მოულოდნელ, ქათქათა ღიმილს, რომელიც
ბავშვობიდან გამოიყოლა. სულ ეს იყო, მთელი მისი ავლადი-
დება.
ერთმანეთს შეხედეს. ბევრი აღარ უფიქრიათ. ფიქრის დრო
აღარც იყო. წინ ამოყირავებული ღიმილი ელოდათ,... მაგრამ
ეს – მერე.
მერრ-რეეე.
კაცი ქალის წინაშე იდგა და სხეულიდან მდინარე ჩამოსდი-
ოდა. ქალი შეჰყურებდა და საფეხურიდან არ დგებოდა. მთვა-
რის შუქზე სახე მთლად გაჰფითრებოდა. კაცი უცებ შიშმა აი-
ტანა. გული საგულიდან ამოუვარდა. ეს ყველაფერი საშინელი
შეცდომა იყო. ქალს სწორად ვერ გაუგო. ალბათ საკუთარმა
გიჟურმა ოცნებამ დასცინა მწარედ,... მახე დაუგეს... ბუჩქებში
უთუოდ ვიღაც იქნებოდა ჩასაფრებული. იქიდან უთვალთვა-
ლებდნენ. ამუ მხოლოდ მიმზიდველ სატყუარად გამოიყენეს...
ჰო, ჰო, აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო? დემონსტრაციაზე ხომ
დაინახეს...?.. შეეცადა, ნეიტრალური, ბუნებრივი ხმით დალა-
პარაკებოდა. მაგრამ არ გამოუვიდა. ხმა ძალიან დაძაბული,
ლამის ჩახლეჩილიც კი ჰქონდა.
– ამუკუტი... რა ხდება?
ამუ წამოდგა, მიუახლოვდა და მთელი სხეულით აეკრო. ვე-
ლუტა როგორც იდგა, ისევე დარჩა, გახევებული. ხელით არ

468 მკითხველთა ლიგა


შეხებია. მთელი ტანით ცახცახებდა. თან სიცივისგან. თან ში-
შისაგან. და თანაც მტანჯველი ვნებისაგან. შიშის მიუხედავად,
მისი სხეული მზად იყო, სატყუარას წამოჰგებოდა. ძალიან უნ-
დოდა ეს ქალი. მაშინვე უნდოდა, დაუყოვნებლივ. შინაგანი
ხმის არანაირ არგუმენტს აღარ უსმენდა. მისმა სხეულის სის-
ველემ ქალიც დაასველა. ქალი მოეხვია.
კაცი შეეცადა, გონივრულად განესაჯა სიტუაცია. ყველაზე
დიდი საშინელება რა იქნებოდა?
შეიძლებოდა, ყველაფერი დაეკარგა – სამსახური, ოჯახი,
ერთადერთი საარსებო წყარო. ყველაფერი.
ქალს ესმოდა მისი გულის გამალებული ბაგაბუგი.
და მისთვის ხელი არ გაუშვია, სანამ გული საგულეში არ ჩა-
უდგა.
მერე პერანგზე ღილები შეიხსნა... ერთმანეთთან მჭიდროდ
მიკრულები იდგნენ, კანით ეხებოდნენ ერთმანეთს. ქალის სი-
მუქე კაცის სიშავის პირისპირ. მისი სინაზე კაცის სიმკვრივის
პირისპირ. მისი ნიგვზისფერი მკერდი (რომელიც კბილის ჯაგ-
რისს ვეღარ იჭერდა) კაცის გლუვი, აბანოზისაგან ნათალი
მკერდის პირისპირ. კაცს მდინარის სუნი უდიოდა, პარავანის
ის განსაკუთრებული სუნი, რომელიც ასე ძალიან სძაგდა ციც-
ქნა-კოჩამას. ამუმ ენა გამოყო და მდინარეს გემო გაუსინჯა ვე-
ლუტას ყელის ფოსოსთან. მისი ყურის ბიბილოსთან. მერე მი-
სი თავი მიიზიდა და ტუჩებში აკოცა, დაბინდული კოცნით. იმ
კოცნით, საპასუხო კოცნას რომ მოითხოვს. ჰოდა, კაცმაც უპა-
სუხა. ჯერ თავშეკავებულად, მერე კი ვნებიანად. მერე ხელები
ნელ-ნელა ასწია და წელზე შემოხვია. ზურგზე მოუალერსა. ძა-
ლიან ნაზად. ქალი მის ხელისგულებს გრძნობდა. დაკოჟრილ
ხელისგულებს. ზუმფარისმაგვარ, უხეშ ხელისგულებს. კაცი
ფრთხილად ეხებოდა, რომ არაფერი ეტკინა მისთვის. ქალი
იმასაც გრძნობდა, როგორი ნაზი და რბილი ეჩვენებოდა კაცს.

469 მკითხველთა ლიგა


საკუთარ სხეულს მშვენივრად გრძნობდა მის ხელებში. საკუ-
თარ კანს. მისი სხეული მხოლოდ იმ ადგილებში განაგრძობდა
არსებობას, სადაც კაცი ეხებოდა. დანარჩენი ნაწილი კი, უბ-
რალოდ, კვამლად ექცა. კაცის ცახცახს გრძნობდა. კაცმა ხე-
ლები დუნდულებში ამოსდო (იმ დუნდულებში, რამდენიმე ჯაგ-
რისსაც რომ დაიმაგრებდნენ) და ქალის თეძოები საკუთარ
თეძოებს მიაყრდნო. უნდოდა, ქალს ეგრძნო, როგორ ძალიან
სურდა იგი.
მათი ეს ცეკვა ვნებამ დადგა. შიშმა კი ტემპი დაუდგინა, ის
რიტმი, რომლითაც ერთი სხეული მეორის მოძრაობას პასუ-
ხობდა. თითქოს უკვე იცოდნენ, რომ ყოველი ნეტარებით გა-
მოწვეული კონვულსია ამდენადვე ძლიერი ტკივილის კონ-
ვულსიით შეეცვლებოდათ მალე. თითქოს უკვე იცოდნენ, რომ,
რაც უფრო შორს შეტოპავდნენ, მით უფრო შორს მოისროდა
ცხოვრება. ამიტომ სადავეებს ხელიდან არ უშვებდნენ. ნელა
მოქმედებდნენ და ერთმანეთს ტანჯავდნენ. პირდაპირ არ ნებ-
დებოდნენ, და ამით კიდევ უფრო იტანჯებოდნენ. კიდევ უფრო
ზემოთ სწევდნენ ნიხრს, საფასურს იმძიმებდნენ. რადგანაც
ასეთი საქციელით უხერხულობისა და აცეტების ნაოჭებს ას-
წორებდნენ საკუთარი სიყვარულის ძალიან უჩვეულო ქსო-
ვილზე, და სიტუაციას უკიდურესად ძაბავდნენ, კიდევ უფრო
ფეთქებადს ხდიდნენ.
მათ უკან, სიბნელეში, მდინარის პულსი ფეთქავდა, წყალი
აბრეშუმივით ლივლივებდა და ყვითელი ბამბუკები გლოვას
განაგრძობდნენ.
ღამე იდაყვით ჩამოჰყრდნობოდა წყალს და გაფაციცებუ-
ლი უთვალთვალებდა მოსიყვარულე წყვილს.
ახლა უკვე მანგოსტანის ქვეშ იწვნენ. ზუსტად იქ, სადაც ცო-
ტა ხნით ადრე, არქაული, რუხი, ნავისებრი მცენარე, ნავისებ-

470 მკითხველთა ლიგა


რი კვირტებითა და ნაყოფით ფესვებიანად მოთხარა პორტა-
ტიულმა რესპუბლიკამ. ბზიკმა. დროშამ. გაკვირვებულმა ქო-
ჩორმა და ,,ტოკიოს სიყვარულიდან’’ გადმომსკდარმა შადრე-
ვანმა.
ნავისქვეშა სამყარო უკვე აღარ ჩანდა.
აჩქარებული ნაბიჯით სამუშაოდ მიმავალი თეთრი ტერმი-
ტებით.
შინ მიმავალი თეთრი ჭიამაიებით.
თეთრი ხოჭოებით, რომლებიც მიწაში ჩამარხვით ცდი-
ლობდნენ თავის დახსნას მზის სხივებისაგან.
თეთრი ჭრიჭინებით, თავიანთი თეთრი ხის ვიოლინოებით.
თეთრი, სევდიანი მუსიკით.
ეს ყველაფერი უკვალოდ გამქრალიყო.
მხოლოდ გამომშრალი, მელოტი, ნავის ფორმის მიწის ნაგ-
ლეჯი იყო დარჩენილი, კარგად მოსუფთავებული და სასიყვა-
რულოდ გამზადებული მოხერხებული სარეცელი. თითქოს ეს-
ტაფენმა და რაჰელმა წინასწარ შეუმზადეს ნიადაგი მათ სიყვა-
რულს. თითქოს ძალიან უნდოდათ, ეს რომ მომხდარიყო. ამუს
სიზმრის მოლოგინებაში დამხმარე ტყუპი ბებიაქალები.
ამუ, უკვე სრულიად შიშველი, იქვე გაწოლილი ველუტას
თავზე დაიხარა და ტუჩებში აკოცა. ველუტამ მისი გაშლილი
თმა კარავივით გადაიფარა; ზუსტად ისე, როგორც მისი შვი-
ლები იქცეოდნენ ხოლმე, როცა გარესამყაროსგან გამიჯვნა
მოუნდებოდათ. ამუ ოდნავ ქვემოთ ჩასრიალდა, რომ კაცის
სხეულის დანარჩენ ნაწილებსაც უკეთ გასცნობოდა. მის კი-
სერს. მის ძუძუს კერტებს. მის შოკოლადის მუცელს. მდინარის
ნარჩენი მისი ჭიპის ღრმულიდან შესვა. დახუჭული ქუთუთოე-
ბი მისი აგზნებული ასოს მხურვალებას შეეხო. სიმლაშე გა-
უსინჯა. კაცი წამოჯდა და ისევ თავისკენ მიიზიდა. ქალმა იგ-
რძნო, როგორ დაეძაბა და ფიცარივით როგორ გაუმაგრდა

471 მკითხველთა ლიგა


მის ქვეშ მწოლ კაცს მუცლის კუნთები. საკუთარი სისველე იგ-
რძნო მის კანზე. კაცი ტუჩებით დააკვდა მის ერთ ძუძუს, მეორე
კი საკუთარი ხელისგულის ხაოიან თასში მოიქცია. ზუმფარაში
გახვეული ნაზი ხავერდი.
როდესაც ამუმ, ბოლოს და ბოლოს, შიგნით შეუშვა, მის
თვალებში წამიერად გაელვებული გამოუცდელობა დაინახა,
სასწაულის აღმომჩენი ყმაწვილკაცის გაკვირვება და აღ-
ფრთოვანება. ჰოდა, ისე გაუღიმა, როგორც საკუთარ ბავშვს.
როდესაც ველუტამ მასში შეაღწია, ვნებამ თავისი ქნა და
შიში გვერდით გასწია. სიცოცხლის საფასურმა უცებ წარმოუდ-
გენელ მაჩვენებელს მიაღწია. თუმცა მერე, ციცქნა-კოჩამამ
ბრძანა, სალაპარაკოდაც არ ღირსო.
ნუთუ მართლაც არ ღირდა სალაპარაკოდ?
ორი სიცოცხლე. ტყუპების გამწარებული ბავშვობა.
ისტორიის მძიმე გაკვეთილი პოტენციური კანონდამრღვე-
ვებისათვის.
დაბინდულმა თვალებმა მეორე წყვილი დაბინდული თვა-
ლის მზერა დაიჭირეს და გაცისკროვნებულმა ქალმა გაცის-
კროვნებულ კაცს ფართოდ გაუღო კარი. თავადაც ადიდებული
მდინარესავით ფართო და ღრმა გახდა. კაცი ამ მდინარის
ტალღებს ერკინებოდა, სულ უფრო ღრმად და ღრმად შედი-
ოდა. მთლად გავეშებული, დაუოკებელი. კიდევ უფრო მეტი და
მეტი სიღრმისკენ მლტოლველი. მხოლოდ სხეულის ბარიერე-
ბის გამთვალისწინებელი. საკუთარისაც და ქალისაც. და რო-
დესაც უკიდურეს ბარიერსაც მიადგა, როდესაც მთლად ფსკე-
რამდე დაყვინთა, ცრემლნარევი ოხვრა აღმოხდა და დაიხ-
რჩო.
ქალი ზემოდან იწვა. ორივე მთლად გადასლიკინებულები
იყვნენ დაღვრილი ოფლისგან. ქალმა იგრძნო, როგორ დაპა-
ტარავდა მასში შესული კაცის ნაწილი, კაცს სუნთქვაც უფრო

472 მკითხველთა ლიგა


თანაბარი რომ გაუხდა და თვალებიც რომ დაეწმინდა. კაცმა
თმაზე გადაუსვა ხელი. იგრძნო, რომ ის კვანძი, რომელიც თა-
ვად მოუდუნდა, ჯერ კიდევ მაგარ მარყუჟად იყო გამონასკვუ-
ლი ქალში. ქალი ფრთხილად გადააწვინა ზურგზე. თავისი სვე-
ლი მუნდუთი ოფლი და ქვიშა მოაშორა და ზემოდან მოექცა,
ძალიან ფრთხილად, რომ საკუთარი სიმძიმით არ დაეთრგუ-
ნა. წვრილი კენჭები მკლავებს უკაწრავდნენ იდაყვებს ქვე-
მოთ. ქალს თვალები დაუკოცნა, ყურები დაუკოცნა. ძუძუები.
მუცელი. შვიდივე ვერცხლისფერი სტრია – ტყუპების სახსოვა-
რი. ჭიპიდან სამკუთხა ისრისკენ მიმავალი ღინღლის ნაზი ზო-
ლი, რომელიც გამოუცდელ საყვარელს გზას უჩვენებდა; მენ-
ჯებს შუა გამავალი, სადაც კანი ყველაზე ნაზი და რბილია. მე-
რე დურგლის ხელებმა ქალს თეძოები წამოუწიეს და ხელშეუ-
ხებელი ენა მის ყველაზე იდუმალ ადგილს შეეხო. დიდხანს და
თავდავიწყებით დაეწაფა მის ჯადოსნურ თასს.
ქალი მისთვის ცეკვავდა ამ პატარა, ნავის ფორმის სარე-
ცელზე. მისთვის ცოცხლობდა.
კაცი გულში იხუტებდა, მანგოსტანის ხეზე ზურგით აკრული.
ქალი კი ერთდროულად ტიროდა და იცინოდა. მერე, ალბათ
სულ ხუთი წუთით, რომელიც საუკუნედ ეჩვენა, ჩასთვლიმა კი-
დეც კაცის მკერდზე. შვიდი მკვდარი წელიწადი სადღაც გაფ-
რინდა, ღამის სიბნელეში გაუჩინარდა, რუხი დედალი ფარშე-
ვანგივით უშნო ყრანტალითა და მძიმე ფრთების ტლაშუნით,
და საბოლოოდ ჩამოხსნა ქალს მხრებიდან მძიმე ტვირთი.
ამუს წინაშე გადაშლილ გზაზე (სიბერისა და სიკვდილისაკენ
რომ მიუძღვებოდა) პატარა მზიანი მდელო გამოჩნდა, ბრინჯა-
ოსფერი ბალახითა და ცისფერი პეპლებით მოფენილი, ზედ სა-
ზარელი უფსკრულის პირას.

473 მკითხველთა ლიგა


კაცს თანდათან, წვეთ-წვეთად ჩაეღვარა გულში ისევ თავ-
ზარი იმის გამო, რაც ჩაიდინა. იმის გამოც, რომ იცოდა, ისევ
და ისევ რომ ჩაიდენდა.
ქალი მისი გულის ბაგაბუგმა გამოაღვიძა. გული ამოვარ-
დნაზე ჰქონდა, თითქოს მკერდიდან გაქცევას ლამობდა. სა-
იდუმლო გასასვლელს ეძებდა. იმ მოძრავ და გადასაწევ კარს,
რომელსაც ადვილად გადასწევდა. ქალს კვლავაც გულში იკ-
რავდა, მაგრამ თითებით პალმის გამხმარ ტოტს აწვალებდა
და ქალი მისი კუნთების მოძრაობას გრძნობდა. ამუს გაეღიმა,
როცა გაიფიქრა, როგორ უყვარდა ამ კაცის ღონიერი ხელები
– მათი მოყვანილობა, მათი ძლიერება, ის სიმშვიდე, რომელ-
საც ისინი ანიჭებდნენ კაცის მკერდზე მიხუტებულსა და ამ ხე-
ლების სიმხურვალეში თავშეფარებულს. თუმცა, ამაზე საშიში
თავშესაფარი ქვეყნად მეორე არც ეგულებოდა.
თავზარდაცემულმა კაცმა საკუთარი შიშისაგან საოცარი
ვარდი გამოწნა და ამუს მიართვა, გაშლილი ხელისგულით.
ამუმ ის ვარდი თმაში გაირჭო.
კიდევ უფრო მაგრად მიეხუტა. თითქოს უნდოდა, მთლი-
ანად დამალულიყო ამ კაცის სხეულში და იქ დიდხანს დარჩე-
ნილიყო. კაცმა თავისი სხეული დამცავი ნიჟარასავით წამოა-
ფარა. მდინარიდან სიომ დაუბერა და გახურებული კანი გაუგ-
რილა ორივეს.
ჰაერი ცოტა სუსხით, ცოტა ნესტით, ცოტა სიჩუმით გაიჟღინ-
თა.
კიდევ რის თქმა შეიძლება?

ერთი საათის მერე ამუმ ნაზად გამოითავისუფლა თავი ვე-


ლუტას მკლავებიდან.
– უნდა წავიდე.

474 მკითხველთა ლიგა


კაცს არაფერი უთქვამს. ჩუმად იჯდა და უყურებდა, როგორ
იცვამდა.
ახლა მთავარი მხოლოდ ერთი რამ იყო. ორივემ იცოდა,
რომ ერთმანეთისაგან მხოლოდ ეს ერთი რამ შეიძლებოდა
მოეთხოვათ. სხვა არაფერი. არასოდეს. ორივემ მშვენივრად
იცოდა.
მერეც, მომდევნო ცამეტი ღამის განმავლობაში, მხოლოდ
წვრილმანებზე ფიქრობდნენ და საუბრობდნენ. მსხვილმანები
გულში ჰქონდათ ღრმად ჩამარხული. უთქმელად. იცოდნენ,
რომ ვერსად წავიდოდნენ. არაფერი გააჩნდათ. არც მომავა-
ლი... ჰოდა, წვრილმანებს ებღაუჭებოდნენ.
იცინოდნენ, როცა ერთმანეთს დუნდულებზე ჭიანჭველების
ნაკბენებს დაუნახავდნენ ხოლმე. ანდა ხის ფოთლიდან ჩამოს-
რიალებულ, დონდლო მუხლუხებს დასცინოდნენ. ამოყირავე-
ბულ ხოჭოს, რომელიც უმწეოდ ასავსავებდა ფეხებს. იმ ჭიჭყი-
ნებს, რომლებიც აუცილებლად მიადგებოდნენ ხოლმე მდინა-
რეში შესულ ველუტას და გამალებით ლოღნიდნენ. ერთობ
მორწმუნე ღვთისმლოცველას დანახვაზეც ეცინებოდათ. იმ პა-
ტარა ობობას დანახვაზეც, რომელიც ისტორიის სავანის კედ-
ლის ღრიჭოში ცხოვრობდა და ნაირ-ნაირი ნაგვის ნამცეცებით
ინიღბებოდა ხოლმე – მაგალითად, ბზიკის ფრთის ფრაგმენ-
ტით, აბლაბუდას ნაფლეთით, ბურტყლითა და ბუმბულით.
დამპალი ფოთლებით. მკვდარი ფუტკრის გამომშრალი გულ-
მკერდის კარკასით. ველუტამ მას ჩაპუ ტამბურანი შეარქვა –
ბატონი ნაგავი. ერთხელ მისი კამუფლაჟის გარდერობი ნივ-
რის ნაფცქვენითაც კი შეავსეს და ძალიან ეწყინათ, როდესაც
მირთმეული საჩუქარიც დაიწუნა, მთელი თავისი კამუფლაჟის
მდიდარ არსენალზეც უარი თქვა და სრულიად შიშველი და
ჟღვინტისფერი წარდგა მათ წინაშე. აქაოდა, თქვენი გემოვნე-
ბა რა ვთქვიო. რამდენიმე დღე ასე საშიშად შიშველი და ამაყი

475 მკითხველთა ლიგა


დაიარებოდა, ნამდვილი თვითმკვლელივით. მის მიერ მიტო-
ვებული ნაგვის საფარი სამყაროზე ძველი შეხედულებების
უკუგდების, უარყოფილი მსოფლმხედველობის სიმბოლური
ძეგლივით იდგა. ბოლოს ჩამოინგრა და ჩაპუ ტამბურანმა
გარდერობი მთლიანად განიახლა.
არც ერთმანეთს უტყდებოდნენ და ალბათ არც საკუთარ
თავებს, რომ მთელი თავიანთი სვე-ბედი (სიყვარული. სიგიჟე.
იმედი. უსაზღვრო სიხარული) იმ ობობაზე ააწყვეს. ყოველ
მისვლაზე გულისფანცქალით აკვირდებოდნენ (რაც უფრო მე-
ტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტი შიშით), ხომ არაფერი და-
ემართა, ხომ არ მოკვდა დღის განმავლობაშიო. მისი უსუსუ-
რობა აწუხებდათ. მისი სიმცირე. მისი საფარის არასაიმედო-
ობა. მისი (მათი აზრით) დამღუპველი სიამაყე. თანდათან მისი
ეკლექტური გემოვნებაც შეიყვარეს. მისი არახელსაყრელი და
გამომწვევი ღირსების გრძნობაც.
ეს არსება მხოლოდ იმიტომ აირჩიეს, რომ ძალიან სუსტი
იყო; იმიტომ, რომ მხოლოდ წვრილმანებს უნდა მოჰბღაუჭე-
ბოდნენ. ყოველღამ, განშორებისას, მხოლოდ ერთ პატარა და
ხანმოკლე პირობას ართმევნენ ერთმანეთს.
– ხვალ?
– ხვალ.
იცოდნენ, რომ ერთ დღეში შეიძლებოდა ყველაფერი შეც-
ვლილიყო. და არც ცდებოდნენ.

აი, ჩაპუ ტამბურანის ამბავი კი ძალიან ეშლებოდათ. მან ვე-


ლუტაზე გაცილებით მეტხანს იცოცხლა და შთამომავლობაც
დატოვა.
მერე კი სრულიად ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა.

476 მკითხველთა ლიგა


იმ პირველ, სოფი-მოლის ჩამოსვლის ღამეს, ველუტა უყუ-
რებდა, როგორ იცვამდა მისი საყვარელი ქალი. ჩაცმა რომ
დაასრულა, მის წინ ჩაცუცქდა, ნაზად შეახო თითები კანზე და
იგრძნო, როგორ დააყარა კაცს ბუსუსებმა. მერე თითით მთელ
ტანზე დააჩნია ბუსუსების კვალი; ისეთივე, როგორსაც ცარცი
ტოვებს ხოლმე დაფაზე, ან ბრინჯის ნათესებში მონავარდე ქა-
რი; ანდა სულაც ციცქნა რეაქტიული თვითმფრინავები ეკლე-
სიის ცისფერ კამარაზე. კაცმა სახე ხელით დაუჭირა, თავისკენ
მიიზიდა, თვალები დახუჭა და მისი კანის სურნელი შეისუნთქა.
ამუს გაეცინა.
დიახ, მარგარეტ, ჩვენში ქალები და მამაკაცებიც ასე იქცე-
ვიან ხოლმე ერთმანეთთან.
მერე ველუტას დახუჭული თვალები დაუკოცნა და ადგა. ვე-
ლუტა მანგოსტანზე ზურგით მიყრდნობილი იჯდა და უყურებდა
მიმავალ ამუს.
თმაში მისი გაკეთებული ვარდი ჰქონდა გარჭობილი.
ამუ შემობრუნდა, რომ კიდევ ერთხელ ეთქვა მისთვის, ნა-
ალეი.
ხვალ.

477 მკითხველთა ლიგა

You might also like