You are on page 1of 18

Contents

Helpful Information:.................................................................................................................................2
ხელისუფლების ჰორიზონტალური დანაწილება.........................................................................2
საკანონმდებლო:.............................................................................................................................2
აღმასრულებელი:............................................................................................................................2
სასამართლო:...................................................................................................................................3
საკანონმდებლო ორგანოები.................................................................................................................4
რა არის საკანონმდებლო ორგანო ?..................................................................................................4
საპარლამენტო და საპრეზიდენტო სისტემები................................................................................5
საპარლამენტო სისტემა...................................................................................................................5
საპრეზიდენტო სისტემა....................................................................................................................7
საკანონმდებლო ორგანოთა დანიშნულება....................................................................................8
კანონშემოქმედება............................................................................................................................8
წარმომადგენლობითობა..............................................................................................................10
ზედამხედველობა და მეთველყურეობა.....................................................................................10
პოლიტიკური ინსტიტუტების დაკომპლექტება..........................................................................10
კანონიერების შენარჩუნება...........................................................................................................10
საკანონმდებლო ორგანოთა სტრუქტურა......................................................................................11
ერთი პალატა თუ ორი?...................................................................................................................11
კომიტეტები.......................................................................................................................................12
საკანონმდებლო ორგანოთა საქმიანობა......................................................................................12
კონკურენტული პოლიტიკა............................................................................................................14
დისციპლინირებული პოლიტიკური პარტიები..........................................................................14
„ძლიერი“ მთავრობა.......................................................................................................................14
ლიდერობის დეფიციტი..................................................................................................................15
ინტერეს-ჯგუფებისა და მედიის გავლენა...................................................................................15
Helpful Information:
ხელისუფლების დანაწილების თეორიის მიხედვით, რომელიც ხშირად მოიხსენება, როგორც
ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ხელისუფლების დანაწილება ორი პრინციპით
ხდება: ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად

ჰორიზონტალური დანაწილება გულისხმობს, ხელისუფლების სამ შტოდ დანაწილებას:

საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო

ვერტიკალური:

ცენტრალური, რეგიონალური, მუნიციპალური და რაიონული ხელისუფლება

ბელგია ; ინდოეთი

ხელისუფლების ჰორიზონტალური დანაწილება


საკანონმდებლო: ამტკიცებს მთავრობას, ბიუჯეტს, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და
საგარეო კურსს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს.

საკანონმდებლო ხელისუფლების სახელწოდება სხავადასხვა ქვეყანაში:

 საქართველო - პარლამენტი;
 გერმანია - ბუნდესტაგი;
 ესპანეთი - გენერალური კორტესები;
 რუსეთი - დუმა;
 უკრაინა - რადა;
 პოლონეთი - სეიმი;
 აშშ -კონგრესი;
 თურქეთი - მეჯლისი;

აღმასრულებელი: ხელისუფლების შტო, რომელიც კონსტიტუციისა და კანონის


საფუძველზე ახორციელებს ქვეყნის მართვას.

 სახელმწიფოს მეთაური
 მთავრობა
 კაბინეტი
 სამინისტროები
სასამართლო: სასამართლო ხელისუფლებას ევალება ქვეყანაში მართლმსაჯულების
აღსრულება.

სასამართლო
ხელისუფლება

საერთო საკონსტიტუციო
სასამართლოები სასამართლო

უზენაესი/
საკასაციო

სააპელაციო

საქალაქო/
რაიონული

საქართველოში, როგორც სხვა დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებში, სასამართლო


ხელისუფლების სამი ინსტანცია არსებობს ესენია:

 საქალაქო/რაიონული
 სააპელაციო
 უზენაესი ( საკასაციო ) სასამართლო
საკანონმდებლო ორგანოები

„პარლამენტი სხვა არაფერია, თუ არა მეტ-ნაკლებად მოცლილი ხალხის დიდი


თავყრილობა“ უოლტერ ბეიჯჰოთი, ინგლისური კონსტიტუცია 1867

საკანონმდებლო ორგანოებს, პარლამენტი ერქმევა მათ, მეჯლისი, ანსაბლეა, რადა, დუმა


თუ პრადა :D , საკვანძო ადგილი უკავიათ სახელისუფლებლო იერარქიაში, ყველა
დაწერილ კონსტიტუციაში აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებთან
შედარებით, საკანონმდებლო ხელისუფლებას უპირატესი ადგილი ეთმობა, რადგან ისინი
მეტწილად ხალხის მიერ არჩეული კადრებით კომპლექტდება. მათ აქვთ კანონის შექმნის
უფლება, შესაბამისად, განსაზღვრავენ საჯარო პოლიტიკას. თუმცა, ბევრის აზრით, მე-20
საუკუნეში საკანონმდებლო ორგანოების მნიშვნელობა დაკნინდა, მათი უმრავლესობა
„სალაყბოდ“ იქცა და დღეს მხოლოდ სხვა ინსტიტუტებში მიღებული გადაწყვეტილებების
„ნოტარიულად დამოწმებულის“ როლს ასრულებს.

რა არის საკანონმდებლო ორგანო ?

მსგავსი ორგანოს უპირველესი დანიშნულება კანონშემოქმედებაა.

ორჯერ ორი არის ოთხი:

საკანონმდებლო ქმნის კანონს და უზრუნველყოფს კანონმდებლობის ამოქმედებას.

აღმასრულებელი აღასრულებს კანონს.

სასამართლო განმარტავს კანონს და არბიტრის ფუნქციას ასრულებს.

ეს დაყოფა მონტესკიეს დროიდან იღებს სათავეს.


ფორმალურად „საკანონმდებლოდ“ მიჩნეული ინსტიტუტები იშვიათად სარგებლობენ
კანონშემოქმედების ერთპიროვნული უფლებით. კანონის შექმნის შესაძლებლობა გააჩნია
აღმასრულებელ ხელისუფლებასაც, რომელიც ხშირად მთლიანად განსაზღვრავს კიდეც
რეალურ საკანონმდებლო პროცესს. თანაც, კანონმდებლობის ამოქმედება საკანომდებლო
ორგანოს მხოლოდ ერთ-ერთი და არა მაინცდამაინც უმნიშვნელოვანესი დანიშნულებაა.
საპარლამენტო და საპრეზიდენტო სისტემები

ნებისმიერი პოლიტიკური სისტემის (ანუ არ აქვს მნიშვნელობა საპარლამენტოა თუ


საპრეზიდენტო) უმთავრესი მახასიათებელი პარლამენტსა და მთავრობას, ანუ -
საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობაა. !!!
განსაკუთრებულ შემთხვევებში კი შეიძლება საკანონმდებლო მმართველობა ჩამოყალიბდეს,
როცა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლება მთლიანად საკანონმდებლო
ორგანოში იყრის თავს და ცალკე აღმასრულებელი ხელისუფლება არც არსებობს. !!!

მაგალითი: მსგავსი სისტემა იყო მცირე ხნის განმავლობაში საფრანგეთში, როცა


საფრანგეთის რევოლუციის დროს რუსოს რადიკალური დემოკრატიის იდეების
გამტარებელი რობესპიერი და იაკობინელები ჩაუდგნენ სათავეში.

!!! რა იგულისხმება საკანონმდებლო მმართველობაში, თუ ცალკე აღმასრულებელი


ხელისუფლება არ არსებობს შეიძლება თუ არა საკანონმდებლო მმართველობის მაგალითი
კოალიციური მთავრობა იყოს? ვკითხოთ სანდროს!!!

კომუნისტურ რეჟიმებში ორივე შტო ერთნაირად ემორჩილებოდა მმართველ პარტიას.

საპარლამენტო სისტემა
ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნების უმრავლესობაში - საპარლამენტო მმართველობაა
(ხშირად ბრიტანული პარლამენტის მოდელით). ბრიტანეთის უესტმინისტერის
პარლამენტი („პარლამენტთა დედა“) მე-13 საუკუნეში შეიქმნა, როცა მეფის კარზე ქალაქის
შეძლებული ფენა დაუშვეს. მე-14 საუკუნეში თემთა და ლორდთა პალატა
ყალიბდებოდა, (დაიწყო ჩამოყალიბების პროცესი) თუმცა პარლამენტის უზენაესობა
მხოლოდ 1688 წლის „სახელოვანი რევოლუციის“ (დიადი არა ) შემდეგ აღიარეს.
ცოტა რამ „სახელოვანი რევოლუციის“ შესახებ:  სახელოვანი რევოლუციის შედეგად
ტახტიდან ჩამოაგდეს ჯეიმზ II სტიუარტი და სამეფო ხელისუფლება გადასცეს მის სიძეს
- ჰოლანდიის შტატჰალტერს უილიამ III ორანელს, გადატრიალებამ საბოლოოდ მოუღო
ბოლო ინგლისში აბსოლუტიზმს, როგორც მმართველობის ფორმას და დაამკვიდრა
კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქია.
მაგრამ მის წინაშე მთავრობის ვალდებულება მე-19 საუკუნის დემოკრატიული ძვრების
შემდეგ აღიარეს.
მმართველობის საპარლამენტო სისტემა მარტივი ამბავი:
ამომრჩეველი ლეგიტიმაციას ანიჭებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, მისი ნაწილი
წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას, (ნაწილი შეადგენს ) საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ერთმანეთთან.

მსგავსი საპარლამენტო სისტემები ჩამოყალიბდა: გერმანიაში, იაპონიაში, შვედეთში,


ინდოეთში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. მათი მთავარი მახასიათებელი ისაა,
რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები შერწყმულია.
აქ მთავრობა საპარლამენტოა იმ გაგებით, რომ მთავრობას საკანონმდებლო ორგანო
აყალიბებს და შესაბამისად მის ( საკანონმდებლო ორგანოს ) წინაშეა ვალდებული.

ხშირად საკანონმდებლო / ? საპარლამენტო სისტემები არაეფექტურია, რადგან


აღმასრულებლის ჩრდილქვეშ ექცევა.
აღმასრულებლის ჩრდილქვეშ მოქცევის მაგალითი?
!!! პარლამენტის საიტზე ვნახე კენჭისყრის შედეგები და ძალიან ბევრი შემთხვევაა,
როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ღებულობენ კენჭისყრაში
მონაწილეობას, მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ უმრავლესობას არ წარმოადგენენ, მაგრამ
ეს ფაქტი, შეგვიძლია თუ არა, რომ საპარლამენტო სისტემის ნაკლად მივიჩნიოთ?
ვკითხოთ სანდროს !!!
დადებითი:
 ხელისუფლება შეიძლება გახადოს ქმედითუნარიანი და პასუხისმგებელი,
შეიძლება ჩამოყალიბდეს მთავრობა, რომელიც არჩეული საკანონმდებლო
ორგანოსა და შესაბამისად, ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული,
მთავრობის ქმედითუნარიანობა განპირობებულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ
გაცხადებული ნდობით, რაც ხშირ შემთხვევაში უზრუნველყოფს კიდეც მისი
საკანონმდებლო პაკეტის გატანას, მაგრამ პასუხისმგებელი ხელისუფლება
მდგომარეობას მხოლოდ მანამდე ინარჩუნებს, სანამ საკანონდებლო ორგანოს
ნდობით სარგებლობს, თეორიულად სწორედ მას აქვს (საკანონმდებლო
ხელისუფლებას) უზენაესი ძალაუფლება და საბოლოო სიტყვაც მას ეთქმის - ანუ
მთავრობის დათხოვნა შეუძლია.

უარყოფითი:
 ხშირად აღმასრულებელი ხელისუფლება უპირატესია საკანონმდებლო და
სასამართლო ხელისუფლებაზე (უფრო ძლიერია)

მაგალითად: გაერთიანებულ სამეფოში მთავრობას ხშირად ეძლევა საკანონმდებლო


ორგანოს გაკონტროლების საშუალება. ამიტომ თქვა ლორდმა ჰეილშემმა: „ბრიტანული
მთავრობა უბრალოდ არჩეული დიქტატურაა“.
 მთავრობის სისუსტე და პოლიტიკური არასტაბილურობა, (ეს ) სადაც ფრაქციული
პარტიული სისტემა და არჩევნების პროპორციული წესია

მაგალითად: საფრანგეთის მე-4 რესპუბლიკის დროს 12 წელში მთავრობა 25-ჯერ


შეიცვალა და ეროვნული ასაბლეის მხარდაჭერა ვერცერთმა მოიპოვა. ომის შემდგომ
იტალიაშიც მთავრობა 59- ჯერ შეიცვალა.

საპრეზიდენტო სისტემა

საპრეზიდენტო მმართველობისას - მკაცრადაა გამიჯნული აღმასრულებელი


ხელისუფლება და პარლამენტი. ამის კლასიკური მაგალითი არის აშშ - დამფუძნებელმა
მამებმა მინიმუმამდე დაიყვანეს ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების
ჩამოყალიბების შესაძლებლობა, დაამყარეს „კონტროლისა და ბალანსის სისტემა“, რაც
გამორიცხავს შტოთა შერწყმას და უზრუნველყოფს ურთიერთკონტროლს. კონგრესის
მიერ მიღებული კანონის დაბლოკვა პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა კანონი მაინც გავა, თუ
მას ორივე პალატის 2/3 დაუჭერს მხარს. ასევე ზედა პალატის (სენატის) თანხმობით
პრეზიდენტს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების მოხელეების
დანიშვნაც შეუძლია.
ასეთი სისტემა არის ლათინურ ამერიკაშიც. საფრანგეთის მე- 5 რესპუბლიკის დროს კი
ნახევრად საპრეზიდენტო ხელისუფლება ჩამოყალიბდა.

საპრეზიდენტო სისტემის ღირსება: შტოთა გამიჯვნა ხელ უწყობს პიროვნულ


უფლებათა დაცვას. ჰობსი ამბობდა, რომ „თავისუფლება დაქუცმაცებული
ძალაუფლებაა“.

საპრეზიდენტო სისტემის ნაკლი: პრეზიდენტის მხრიდან შეთავაზების, კონგრესის


მხრიდან კი უარყოფის უფლებამ შესაძლოა კრიზისი გამოიწვიოს.

საკანონმდებლო ორგანოთა დანიშნულება


*კანონმდებლობის შექმნა

*წარმომადგენლობის უზრუნვეყოფა

*პოლიტიკური პროცესების ზედამხედველობა

*პოლიტიკური ინსტიტუტების დაკომპლექტემა

*კანონიერების შენარჩუნება

კანონშემოქმედება

საკანონმდებლო ორგანო ის საკრებულოა, რომელშიც ღიად შეიძლება


შემოთავაზებულ კანონპროექტებზე მსჯელობა და კამათი. მისი მოწყობის წესი
გულისხმობსკანონების ხალხის მიერ შექმნას. საკანონმდებლ ორგანო იშვიათად
ფლობს ერთპიროვნულ საკანონმდებლო უფლებებს. მაგალოთად, ირლანდიაში
საკონსტიტუციო შესწორებები რეფერენდუმების, ბელგიაში კი განსაკუთრებული
შეთანხმებების საფუძველზე ხდება. საფრანგეთის პრეზიდენტს შეუძლია
საკუთარი დადგენილება დააკანონოს, აშშ-ს პრეზიდენტს - კანონს ვეტო დაადოს.
ინგლისში მინისტრები ხშირად დამოუკინებლად, შესაბამისი პროცედურების
დაცვით იღებენ კანონებს. პარლამენტების როლი და რესურსები დღეს
შეზღუდულია. კანონპროექტებს აღმასრულებელი ხელისუფლება ქმნის.
მაგალითად, აშშ კონფრესში განხილული კანონების 80% პრეზიდენტის
ინიცირებულია, პარლამენტს ვეღარ შეაქვს შესწორება შემოთავაზებულ კანონებში.
წარმომადგენლობითობა

წარმომადგენლობითობა საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი დანიშნულებაა.


მე-18 საუკუნეში 13 ამერიკული კოლონია აუჯანყდა ბრიტანეთის მმართველობას
წარმომადგენლობის მოთხოვნით. წარმომადგენლობითობა განსაზღვრავს
დემოკრატიულობის დონეს. საპარლამენტო სისტემის ბრიტანული,
უესტმინსტერული მოდელი პარლამენტის წევრებს ხალხის მიერ ნდობით
აღჭურვილ პირებად განიხილავს, რომელთაც ამომრჩეველთა საკეთილდღეოდ
მოქმედება ევალებათ. წარმომადგენლობის საპირისპირო თეორია, სამანდატო
დოქტრინა, წარმომადგენლობის მისიის განხორციელების საშუალებად პარტიებს
მიიჩნევს და არა საკანონმდებლო ორგანოს.
ზედამხედველობა და მეთველყურეობა

საკანონმდებლო და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა უნდა გააკონტროლონ


აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა. გავრცელებულია მინისტრების
პერიოდული „დაკითხვა“, ბრიტანულ თემთა პალატაში ამისთვის საგანგებო
„კითხვა-პასუხის“ დროცაა გამოყოფილი. გერმანიასა და ფინეთში კი პარლამენტის
წევრთა კენჭისყრით ამოწმებენ მინისტრთა პასუხის დამაჯერებლობას.
დემოკრატიულ ქვეყნებში ზედამხედველობა ოპიზიციური პარტიების მხრიდან
ხორციელდება, მაგრამ რადგანაც მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობის
მხარდაჭერით სარგებლობს, ოპოზიციას ძალა აღარ შესწევს მის შესაცვლელად.

საკანონმდებლო ორგანოს უფლებაა ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა


აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. აშშ-ში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, კანადასა
და ავსტრალიაშ დიდი ხნის წინ მიიღეს კანონი სამთავრობო საქმიანობის
გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
პოლიტიკური ინსტიტუტების დაკომპლექტება

ავტორიტარულ სახელმწიფოებში პოლიტიკოსებს ნაკლებად მიუწევთ გული


ფორმალური პარლამენტებისკენ, ხოლო საპრეზიდენტო სისტემებში,
ძალაუფლების დაყოფის გამო, გამორიცხულია აღმასრულებელი ხელისუფლების
შევსება პარლამენტის წევრთა ხარჯზე. საპარლამენტო სისტემებში დეპუტატობა
მინისტრთა კარიერიერული ზრდისთვის აუცილებელია.
კანონიერების შენარჩუნება

პარლამენტისა თუ ასამბლეის მთავარი როლი არსებული ხელისუფლების


ლეგიტიმურობაა, ამიტომ ავტორიტარული და ტოტალიტარული
სახელმწიფოებიც კი ეგუებიან საკანონმდებლო ორგანოს არსებობას, თუმცა მათ
არანაირი საკანონმდებო დამოუკიდებლობა თუ პოლიტიკური ძალა არ გააჩნიათ.
საკანონმდებლო ორგანოთა გავლენა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული იმ
ყურადღებაზე, რომელსაც მედია აქცევს საპარლამენტო საქმიანობას.

საკანონმდებლო ორგანოთა სტრუქტურა


საკანონმდებლო ორგანოების შემადგენლობა შესაძლოა იყოს არჩევითი,
დანიშვნადი ან შთამომავლობითი. არჩევითობის დროს ის შეიძლება მოსახლეობის
რაოდენობამ განსაზღვროს, საარჩევნო ხმის უფლება შესაძლოა იყოს შეზღუდული
ან საყოველთაო. საკანონმდებლო ორგანოთა ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი
მათში პალატების რაოდენობა და მათი საკომიტეტო სისტემათა მოწყობის წესია.
ერთი პალატა თუ ორი?

ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოები გვხვდება ჩინეთში, აფრიკასა და იმ


პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, სადაც ეს ტრადიცია ძველი დროის გადმონაშთად
შემორჩა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთპალატიანი საკანონმდებლო
ორგანოები შეიქმნა ისრაელში კნესეტის სახელწოდებით (1948), ახალ ზელანდიაში
(1950), დანიაში (1954), შვედეთში (1970). მიზეზი იყო ის, რომ, ბევრის აზრით,
ერთპალატიანი პარლამენტი უფრო ქმედითუნარიანია.

ორპალატიანობა ლიბერალური კონსტიტუციონალიზმისთვის არის


დამახასიათებელი.

ორპალატიანობის ძლიერი მხარეები:

1)მეორე პალატა აკონტროლებს პირველს და ამცირებს უმრავლესობის


ერთპიროვნული მმართველობის საფრთხეს. უკეთ კონტროლდება
აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა.

2)ფართოვდება წარმომადგენლობითობის არეალი. პალატებს შეუძლიათ


ამომრჩეველთა განსხვავებული ჯგუფების პოზიციათა დაცვა.

3)იხვეწება კანონმდებლობა.
4)მეორე პალატას შეუძლია გადაავადოს საკამათო კანონის მიღება და მეტი დრო
დაუთმოს საზოგადოების აზრის გამოკვლევას.

ორპალატიანობის სუსტი მხარეები:

1)საკანონმდებლო პროცესების ხელოვნური გაჭიანურება.

2)მეორე პალატის წევრები შეიძლება არ იყვნენ არჩეულნი ან არჩეულნი იყვნენ


არაპირდაპირი გზით.

3)ხშირია ინსტიტუციური კონფლიქტი ან სამთავრობო კრიზისი.

4)საბოლოო საკანონმდებლო გადაწყვეტლება შესაძლოა მხოლოდ ერთობლივმა


კომიტეტმა მიიღოს.
5)მეორე პალატა ხშირად კონსერვატიზმისკენაა მინდრეკილი, ის არსებულ
კონსტიტუციურ მოწყობებს უჭერს მხარს და ელიტების ინტერესს გამოხატავს.

კომიტეტები

კომიტეტი დიდი ორგანიზაციებიდან შერჩეული მცირე მუშა ჯგუფია.


მიზნობრივი კომიტეტი გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით იქმნება და
დასრულებისთანავე იშლება. მუდმივმოქმედი კი ხანგრძლივად სარგებლობენ
კონსტიტუციური უფლებებით.

კომიტეტის ძლიერი მხარეები: შესაძლებელია აზრთა გაცვლა-გამოცვლა და


დებატები, რაც ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას აჩქარებს. საკომიტეტო
საქმიანობა შრომის განაწილებასა და სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებას
ითვალისწინებს.

კომიტეტის სუსტი მხარეები: შემქმნელები მარტივად მანიპულირებენ კომიტეტის


საქმიანობით. გადაწყვეტულების მიღებისას შესაძლოა არ იყოს
გათვალისწინებული ყველა თვალსაზრისი. კომიტეტი საკუთარ წევრებს
გამოხშირავს დეპუტატთა მასიდან და მოჩვენეიბთი წარომადგენლობის მოდელს
ქმნის.

საპარლამენტო კომიტეტებს შეუძლიათ საკანონმდებლო და ფინანსური


პროექტების გეგმის შემუშავება. ამ საქმეს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში
მიზნობრივი კომიტეტები ასრულებენ, გერმანიასა და აშშ-ში კი - მუდმივმოქმედი
და სპეციალისტებით დაკომპლექტებური კომიტეტები. კომიტეტი შესაძლოა
შეიქმნას სამთავრობო ადმინისტრაციისა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების
გასაკონტროლებლად.

საკანონმდებლო ორგანოთა

საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოები სამ ძირითად კატეგორიად

იყოფა:

1.ორგანოები, რომელთაც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი გააჩნიათ.

2.პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მქონე ორგანოები, რომელთაც მხოლოდ


პროცესის სახეცვლილება შეუძლიათ აღმასრულებელთა ინიციატივებზე
რეაგირების გზით.
3.ორგანოები, რომმლებზეც აღმასრულებელ ხელისუფლებას დიდი გავენა აქვს,
ისინი ბრმად აკმაყოფილებენ მთავრობის გადაწყვეტილებებს.

პირველი კატეგორიის ორგანი სამ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს:

გააჩნდეს საკმარისი საკონსტიტუციო დამოუკიდებლობა;

გააჩნდეს საკმარისი დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან;


გააჩნდეს საკმარისი ორგანიზაციული სიმტკიცე.
ბრიტანეთის პარლამენტი სამივე მოთხოვნას „ოქროს ხანად“ წოდებულ 1832-1867
წლებში აკმაყოფილებდა. დღეს საუკეთესო საკანონმდებლო ორგანო ამერიკის
კონგრესია. მას აქვს კონსტიტუციური დამოუკიდებლობა და შეუზღუდავი
უფლებები. მას ყავს საკმარისი კადრები და გააჩნია რესურსები აღმასრულებელი
შტოსგან დამოუკიდებლად სამოქმედოდ. თუმცა კონგრესის გავლენა საკმაოდ
შესუსტდა. ის წინამძღოლობის ძირითად ფუნქციას თეთრ სახლს აკისრებს, რამაც
შექმნა შემდეგი ვითარება - „პრეზიდენტი სთავაზობს, ხოლო კონგრესი -
დასტურჰყოფს“. იაპონიური პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს
დაქვემდებარებაშია. აზიის, აფრიკისა და სამხ. ამერიკის განვითარებად
სახელმწიფოებში საკანონმდებლო ორგანოები გამაერთიანებელ როლს ასრულებენ.
მათი უმთავრესი დანიშნულება ხელისუფლების კანონიერების განმტკიცება და
სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ხელშეწყობაა.
კონკურენტული პოლიტიკა

კონკურენტული პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დადებითი: კონკურენტული პოლიტიკა პარტიათა დაპირისპირებით ხასიათდება.


შესაბამისად, ეს კამათი საზოგადოებრივი აზრის მიმხრობის მიზანს ისახავს
ხოლმე. მსგავსი პოლიტიკა ამომრჩევლებს მკაფიო ალტერნატივებს სთავაზობს და
ხელს უწყობს მთავრობის ქმედებების გაკონტროლებას.

უარყოფითი: კონკურენტული პოლიტიკა ნაკლებად გულისხმობს მშვიდ და


გონივრულ აზრთა გაცვლა-გამოცვლას და ვერც კომპრომისს ეგუება. იგი
პოლარიზებით ხასიათდება, რაც მთავრობათა შეცვლის დროს არასტაბულურობას
იწვევს.
დისციპლინირებული პოლიტიკური პარტიები

სუსტად შეკავშირებული ფრაქციებიდან დისციპლინირებულ პარტიულ


დაჯგუფებებზე გადასვლამ ინდივიდუალური წარმომადგენლობითობის
შესუსტება გამოიწვია. უმრავლესობის პარტიული შეკავშრება აღმასრულებელთა
გაბატონებას უწყობს ხელს. მაგალითად, დეპუტატთა უმრავლესობისადმი
ერთგულება ნიშნავს არსებული მთავრობის ერტგულებას, რადგან მასში პარტიის
მთავარი წევრები შედიან. შესაბამისად, ბევრი საკანონმდებლო ორგანო,
აღმასრულებელთა კონტროლის ნაცვლად, იცავს მათ პოზიციებს.
„ძლიერი“ მთავრობა

მთავრობის როლის ზრდა აღმასრულებელ ხელისუფლებას ძალაუფლებას


ანიჭებს. ეს სამი მიზეზით ხდება:
 იზრდება ბიუროკრატიის როლი, რომელიც საზოგადოების მოთხოვნების
გათვალისწინებაზეა პასუხისმგებელი;
 არსებითი მნიშვნელობა პოლიტიკის ინიცირებასა და განსაზღვრას ენიჭება,
საკანონმდებლო ორგანოს არ შეუძლია სამთავრობო პროგრამის შექმნა;
 ნებისმიერ სფეროში მოთხოვნადი ხდება პროფესიული ცოდნით
აღჭურვილი ბიუროკრატიული კადრო და არა „მოყვარული“.
ლიდერობის დეფიციტი

საკანონმდებლო ორგანო ლიდერობის საშუალებას აღარ იძლევა და თავის


ზევრებს „ერთ ხმაში სიმღერისკენ“ უბიძგებს. პარტიული ნიშნით აღცეული
პარლამენტები უკეთ ახერხებენ შეთანხმებულად პოლიტიკის წარმართვას, მაგრამ
ასეთ დროსაც კი ლიდერებს პარტიები გამოკვეთენ. ლიდერი ძირითადად ჩნდება
აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება
პარტიული ორგანიზებით გამოირჩევა.
ინტერეს-ჯგუფებისა და მედიის გავლენა

პარლამენტებს გამოუჩნდნენ მეტოქეები ინტერეს-ჯგუფებისა და


არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. ინტერეს-ჯგუფები აღმასრულებელ
ორგანოს იმ თვალსაზრისით უქმნიან საფრთხეს, რომ ისინი თავიანთი სახით
საზოგადოებას წარმომადგენლობითობის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობენ
და ზრდიან თავიანთ გავლენას საზოგადოებაზე. პოლიტიკური სჯა-ბაასის
ასპარესს მასმედია წარმოადგენს, პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებასთან
ურთიერთობას სწორედ მისი საშუალებით ამჯობინებენ.

You might also like