You are on page 1of 1

პრემიერ-მინისტრი -მთავრობის მეთაური, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა

იტალიის შემთხვევაში. მას განსაკუთრებული როლი აქვს კაბინეტის ფორმირებასა და მის


ყოველდღიურ მუშაობაში, კერძოდ პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს მეთაურს წარუდგენს
გარკვეულ კანდიდატებს მინისტრების თანამდებობაზე და კონსტიტუციის თანახმად , პრემიერ
მინისტრი უწევს კოორდინაციას მინისტრების საქმიანობას, მაგრამ მეორეს მხრივ პრემიერ-მინისტრს
აქვს primus inter pares-ს როლი ანუ გადააწყვეტილებების მიღება ხდება არა მხოლოდ პრემიერ-
მინისტრის მიერ არამედ მთლიანად კაბინეტისმიერ. მინისტრთა საბჭოს იწვევს პრემიერ მინისტრი,
რომელიც ასევე წყვეტს მის დღის წესრიგს. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ მინისტრი არ არის ან ვერ
დაესწრება, მინისტრთა კაბინეტის სხდომებს ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, ხოლო თუ ერთზე
მეტია ვიცე-პრემიერი, უფროსი ვიცე-პრემიერი. თუ არ არის დანიშნული პრემიერ-მინისტრის
მოადგილე, რადგან ეს არის არჩევითი თანამდებობა მთავრობაში, ამ ფუნქციებს ასრულებს ძველი
მინისტრი. იქიდან გამომდინარე, რომ იტალია არის მრავალპარტიული ძირითადად რამდენიმე
დომინანტი პოლიტიკური პარტია არის ხოლმე და ამიტომ პრემიერ-მინისტრი ითვლება
ძირითადად ნომინალურ ფიგურად და პრემიერ მინისტრი ძლიერდება მაშინ როცა მისი პარტია
არის წამოწეული წინა პლანზე პარლამენტში. დღეს იტალიის პრემიერ მინისტრი არის ჯუზეპე
კონტე.

მინისტრთა საბჭო არის კოლექტიური ორგანო და, როგორც ასეთი, ის მნიშვნელოვან როლს
ასრულებს მთავრობის რთულ სტრუქტურაში. მას თავმჯდომარეობს პრემიერ მინისტრი და შედგება
პორტფელიანი და უპორტფელო მინისტრებისგან. მინისტრთა საბჭო განსაზღვრავს მთავრობის
ზოგად პოლიტიკას და მისი განხორციელებისათვის მისი ადმინისტრაციული მოქმედებების ზოგად
მიმართულებას. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს პარლამენტის აპარატებთან ნდობის მიმართების
საფუძველზე დამყარებული პოლიტიკური მიმართულების შესახებ და წყვეტს მინისტრთა
კომპეტენციის კონფლიქტს. დაბოლოს, მინისტრთა საბჭო თანხმობას გამოთქვამს პრემიერ-
მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ნდობა შეიტანოს პარლამენტში.

იტალიაში ასევე გვაქვს მერე, მინისტრთა საბჭოსგან განსხვავებული აღმასრულებელი ორგანო:


კოლეგიალური საბჭო, რომელშიც შედიან: მინისტრები პარლამენტის წარმომადგენლები და
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

You might also like