You are on page 1of 2

ჭრილობა არის ქსოვილთა მექანიკური დაზიანება, რომლის დროსაც ირღვევა კანის ან

ლორწოვანი გარსის, ზოგჯერ ღრმად მდებარე ქსოვილების (კანქვეშა ქსოვილები, კუნთები),


შინაგანი ორგანოების მთლიანობა.
ჭრილობა შეიძლება იყოს ერთეული, მრავლობითი, შერეული, (ჭრილობა რამოდენიმე
ღრუში - გულმკერდის, მუცლის ღრუ).
სირთულის მიხედვით არჩევენ - უბრალო- კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანება;
გართულებული - ძვლების, სისხლძარღვებისა და ნერვული ღეროების დაზიანებით;
კომბინირებული - დამწვრობებით.
წარმოშობის მიხედვით - შემთხვევითი და განზრახ მიყენებული.
დაინფიცირების მიხედვით - ასეპტიკური, ბაქტერიულად დაბინძურებული და
ინფიცირებული. ინფიცირებული ჭრილობა ხასიათდება ადგილობრივი ანთებით, ინფექციის
გავრცელებით ქსოვილებში, ლიმფურ და სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ინფექცია
ჭრილობაში ვითარდება ჭრილობის სუსტი სისხლით მომარაგების დროს, უცხო სხეულის
არსებობისას, მძიმე გართულების დროს (ანემია, შოკი), ცუდი იმობილიზაციის დროს.
ჭრილობისათვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი: ტკივილი, პირღიაობა,
სისხლდენა.
ტკივილის სიძლიერე განპირობებულია ნერვული ღეროებისა და მათი დაბოლოებების
დაზიანების ინტენსიურობით, დაჭრის სისწრაფით (სწრაფად მიყენებული ჭრილობა
ნაკლებად მტკივნეულია); ჭრილობის გამომწვევი იარაღის სახეობით (ბასრი იარაღის
გამოყენებით გამოწვეული ჭრილობა ნაკლებად მტკივნეულია); ჭრილობის ლოკალიზაციით -
განსაკუთრებით მტკივნეულია თითების, ტუჩების ჭრილობები. ტკივილი უფრო
ინტენსიურია ჭრილობის მიყენებისთანავე, შემდეგ იგი თანდათანობით კლებულობს,
რომელიც შეიძლება კვლავ გაძლიერდეს დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორების
ზემოქმედებით (ტრავმირებული კიდურის მოძრაობა);
პირღიაობა არის ჭრილობის ნაპირების ერთმანეთისაგან დაცილება. თუ ჭრილობის ხაზი
ქსოვილთა ელასტიკური ბოჭკოების მიმართულების პარალელურია, პირღიაობა ნაკლებია;
ხოლო თუ ჭრილობა ელასტიკურ ბოჭკოებს პერპენდიკულარულად გადაკვეთს - პირღიაობა
მეტადაა გამოხატული. იგი აგრეთვე დამოკიდებულია ჭრილობის ზომაზე.
სისხლდენა დამოკიდებულია დაზიანებული სისხლძარღვების რაოდენობასა და
სახეობაზე; ჭრილობის ხასიათზე (ნაკვეთი ჭრილობის დროს სისხლდენა უფრო
ინტენსიურია).
ჭრილობის გამომწვევი იარაღის სახეობიდან გამომდინარე და ქსოვილთა დაზიანების
ხასიათის მიხედვით არჩევენ:
ნაკვეთი ჭრილობა - გამოწვეულია ბასრი იარაღით (დანა, სკალპელი,შუშის ნატეხი და ა.შ).
მისთვის დამახასიათებელია პირღიაობა, ძლიერი სისხლდენა; ჭრილობის ნაპირები
სწორია.მტევანზე ნაკვეთი ჭრილობის დროს შესაძლებელია მყესების დაზიანება.
ნაკაწრი ჭრილობა - ზედაპირულია. ხშირად ვიტარდება დაცემის დროს. ჭრილობაში
შესაძლებელია უცხო ნაწილაკები, რომლებიც შეიძლება ინფექციის წყაროს წარმოადგენს.
ნაკეპი ჭრილობა - გამოწვეულია მჭრელი და მძიმე სხეულით (ნაჯახი, ხმალი). იგი წააგავს
ნაკვეთ ჭრილობას, მაგრამ შეიძლება თან სდევდეს ძვლებისა და ორგანოების დაზიანება.
ჭრილობის ნაპირები ტრავმირებულია, რაც ართულებს შეხორცებას.
დაჟეჟილი (დაბეგვილი) ჭრილობა - გამოწვეულია რაიმე ბლაგვი იარაღით ან საგნით
(ჯოხი, ქვა), ან სიმაღლიდან ჩამოვარდნისას მაგარ საგანზე დაცემით. დამახასიათებელია-
ჭრილობის არასწორი, დაკბილული ნაპირები, ჭრილობის ირგვლივ მდებარე ქსოვილების
გამოხატული დაზიანება, მცირე სისხლდენა. ხშირად ხდება ჭრილობის ნაპირების კვდომა და
ინფექციის განვითარება.
ნაჩხვლეტი ჭრილობა - გამოწვეულია ბასრი მჩხვლეტავი იარაღით (ლურსმანი, ნემსი,
ხანჯლის წვერი, ლითონის ჩხირი და სხვ. ) - კანზე ტოვებს მცირე კვალს, მაგრამ მეტად
სახიფათოა ქსოვილთა სიღრმისა და ღრუებში (მუცლის, გულმკერდის) ორგანოების
დაზიანების თვალსაზრისით. გარეგანი სახე ხშირად არ იძლევა საჭირო მონაცემებს
დიაგნოზის დასადგენად, ამიტომ ასეთ შემთხვევაში დაზარალებული დაუყოვნებლივ უნდა
გაიგზავნოს საავადმყოფოში (შესაძლოა განვითარდეს შინაგანი სისხლდენა).
ნაკბენი ჭრილობა - ხასიათდება ინფიცირებულობით.
მოწამლული - შეიცავს შხამს (გველის ნაკბენის შედეგად).
ცეცხლნასროლი ჭრილობა - ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად (ტყვია,
ყუმბარისა და ნაღმის ნამსხვრევები)- ტყვია ღრმად შედის სხეულში. ზოგ შემთხვევაში
შესაძლებელია გამომავალი ჭრილობაც იყოს, რომელიც უფრო დიდია შემავალ ჭრილობაზე.
ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს ხშირია მძიმე შინაგანი დაზიანება და ინფიცირება.
პირველადი დახმარება:
1. გამომწვევი მიზეზის მოქმედების შეწყვეტა.
2. სისხლდენის შეჩერება.
3. ჭრილობის დამუშავება.
4. სტერილური სახვევის დადება.
5. გაუტკივარება (ტკივილგამაყუჩებლის მიცემა).
6. ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში.
ჭრილობის დამუშავება
სუფთა ხელებით ან ერთეჯერადი ხელთათმანებით
1.სისხლდენის შეჩერება.2. ჭრილობის ამორეცხვა წყალბადის ზეჟანგით (3%) (გამორიცხულია :
წყლით,ბრილიანტის მწვანის,იოდის ხსნარით,სპირტით). 3. ჭრილობის ნაპირების დამუშავე
ბა იოდის სპირტხსნარით/სპირტით ჭრილობიდან გარეთ. 4. სტერილური საფენის დადება.
5. ნახვევის დადება

You might also like