You are on page 1of 9

ნერვული სისტემის

განვითარება ჩანასახიდან
ზრდასრულობამდე
(ონტოგენეზი)
ნერვული სისტემა ემბრიოგენეზის შედარბით გვიან სტადიაზე ვითარდება. მის
ფორმაციამდე ემბრიონი სამი ძირითადი უჯრედულ ფენად იყოფა. ენდოდერმა,
სიღრმეში მდებარე ფენა, რომლისგანაც ვითარდება ნაწლავები, ფილტვები,
ღვიძლი და სხვა ორგანოები. მეზოდერმა, შუა ფენა, რომლისგანაც
შემაერთებელი ქსოვილები, კუნთები და სხვა სისტემები წარმოიშვება.
ექტოდერმა, ზედაპირული ფენა, რომლისგანაც სხვა ქსოვილებთან ერთად
ცენტრალურიდა პერიფერული ნერვული სისტემა ვითარდება. ემბრიონალური
განვითარების ამ პერიოდში ექტოდერმისგან წარმოიქმნება უჯრედები,
რომლებიც სიდიდითა და სტრუქტურით განსხვავდება ექტოდერმის სხვა
უჯრედებისაგან. ეს უჯრედები ჩანასახის დორსალურ მხარეს წარმოქმნიან
განივ ფირფიტას, რომელსაც ნერვული ან მედულარული ფირფიტა ეწოდება.
ჩანასახში ნერვული ფირფიტის წარმოქმნა

ჩანასახის დორსალური
მხარე

ნერვული ფირფიტა

ნერვული მილაკი

მეზოდერმა

ნერვული ფირფიტა
ექტოდერმა

ენდოდერმა

ამფიბიის ჩანასახი
ჩანასახის განვითარებისას მედულარული (ნერვული) ფირფიტა თანდათანობით ღარის ფორმას იძენს.
მოგვიანებით ღარის კიდეები უახლოვდება ერთმანეთს და მათი შეერთების შედეგად წარმოიქმნება
ნერვული მილაკი, რომელიც ჩანასახის სიღრმეში იძირება. ნერვული მილაკის წარმოქმნის შემდეგ მისი
უჯრედების სწრაფი გამრავლების გამო მილაკის კედლები სქელდება, მისი ღრუ კი წარმოქმნის ზურგის
ტვინის ცენტრალურ არხს და თავის ტვინის პარკუჭებს.

ნერვული ფირფიტა

ნერვული ღარი

ღარის კიდეები უახლოვდება


ერთმანეთს და მათი შეერთების
შედეგად წარმოიქმნება ნერვული
მილაკი, რომელიც ჩანასახის
სიღრმეში იძირება

ნერვული მილაკი
ზრდის პროცესში ნერვული მილაკი დიფერენცირდება თავის ტვინად
(ვითარდება მილაკის წინა ნაწილიდან) და ზურგის ტვინად (ვითარდება
მილაკის უკანა ნაწილიდან). განვითარების პროცესში ნერვული მილაკის წინა
მხარე ჯერ სამ, ხოლო შემდაგ ხუთ სეგმენტად იყოფა: წინა (Telencephalon),
შუამდებარე (Diencephalon), შუა (Mesencephalon), უკანა (Metencephalon) და
მიელენცეფალონად (Myelencephalon).
ნერვული მილაკის განვითარების სამპარკუჭიანი სტადია (წიწილის ჩანასახი)

პროენცეფალონი

მეზენცეფალონი

რომბენცეფალონი

კაუდალური (უკანა)
ნერვული მილაკი
ნერვული მილაკის განვითარების ხუთპარკუჭიანი სტადია (წიწილის ჩანასახი)

ლატერალური
პარკუჭი

ტელენცეფალონი
წინა ტვინი

დიენცეფალონი მესამე
პარკუჭი

მეზენცეფალონი

შუა ტვინი
მეტენცეფალონი

ცერებლალური უკანა ტვინი


მიელენცეფალონი პარკუჭი

მეოთხე
პარკუჭი

ცენტრალური
არხი

ზურგის ტვინი
ადამიანის ჩანასახის განვითარება

დღეები ჩასახვიდან

თვეები ჩასახვიდან

ახალშობილი ჩვილი
ადამიანის ჩანასახის განვითარება

წინა ტვინი
შუა ტვინი

უკანა ტვინი
ჩასახვიდან
3 კვირა

შუა ტვინი

ჩასახვიდან
7 კვირა

წინა ტვინი შუა ტვინი

უკანა ტვინი
ჩასახვიდან
11 კვირა

წინა ტვინი

ნათხემი

დაბადებისთანავე
ზურგის ტვინი

You might also like