You are on page 1of 14

LogoType

დიაბეტური რეტინოპათია
გიორგი ბრეგვაძე
დიაბეტური
რეტინოპათია (DR)
ბადურის
სისხლძარღვების
პროგრესირებადი
დაზიანებით მიმდინარე
დაავადებაა, რომელიც
ვითარდება,
ქრონიკული
ჰიპერგლიკემიის
ფონზე.
ეპიდემიოლოგია
2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოში
დიაბიტით დაავადებული
290 მილიონი 120,000,000 სიბრმავის 37
მილიონი
პიროვნებიდან 120
შემთხვევიდან 1.8
მილიონ ადამიანს
დიაბეტური მილიონზე მეტი
რეტინოპათია აქვს სწორედ დიაბეტური
რეტინოპათიითაა
განპირობებული

http://www.who.int/bulletin/volumes/82/11/en/844.pdf
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19896746
.
DR სიბრმავის წამყვან მიზეზს წარმოადგენს განვითარებად ქვეყნებში
რისკფაქტორები

1 ხანგრძლივი დიაბეტი

2 სისხლში გლუკოზის მაღალი დონე

3 ჰიპერტენზია

4 ჰიპერლიპიდემია
პათოგენეზი

დიაბეტური რეტინოპათიის პათოგენეზის ჩამრთველი მექანიზმია


გლუკოზის უტილიზაციის მოშლა, ჰიპერგლიკემიის ფონზე
განვითარებული ჰიპოქსია. კაპილარების კედლებში მიმდინარეობს
პერიციტების (სისხლძარღვთა კედლის შემადგენელი უჯრედების ,
მათი საშენი მასალის) კარგვა, ბაზალური მემბრანის განლევა,
დეფორმაცია, თრომბოციტების აგრეგაციის მატება, ჟანგბადის
ტრანსპორტის დაქვეითება. კაპილართა პერფუზიის მოშლა იწყება
პერიფერიიდან, ღრმავდება იშემია, ჩნდება არტერიო-ვენური
შუნტები, შედეგად იწყება ბადურას, მხედველობის ნერვის და ფერადი
გარსის ნეოვასკულარიზაცია. ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს
VEGFF (სისხლძარღვთა ენდოთელის ზრდის ფაქტორების) არსებობა.
ამ ყოველივეს ემატება ჰემატო-რეტინული ბარიერის რღვევა და
პლაზმის კომპონენტების ჟონვადობა ბადურა გარსში, ყალიბდება
ბადურას შეშუპება და ჩნდება რბილი და მყარი ექსუდატის კერები ,
მიკრო და მაკრო ჰემორაგიები (სისხლჩაქცევები). ზემოთ აღწერილი
ცვლილებები გვხვდება პრეპროლიფერაციული ფორმის დროს. 
პრეპროლიფერაციული ფორმა

N
a
P
m
r
e
o
Name Here g
rH
Programmer a
e
m
rm
ბადურა DR_ის გარეშე ბადურა DR_ის ფონზე
e
e
r
პათოგენეზი

პროლიფერაციული დიაბეტური
რეტინოპათიის დამძიმების
მახასიათებელია 4-2-1 წესი.
ჰემორაგიები ბადურას ოთხივე
კვადრანტში, ვენური ჟონვადობა - 2
კვადრანტში და ინტრარეტინული
მიკროვასკულური ცვლილებები 1
კვადრანტში. პროცესის კიდევ
უფრო დამძიმებისას ვითარდება
დიაბეტური რეტინოპათიის
პროლიფერაციული ფორმა.  
პათოგენეზი
რაც შეეხება დიაბეტურ მაკულოპათიას (მაკულა არის
ბადურა გარსის ცენტრალური უბანი, რომელიც
პასუხისმგებელია ცენტრალურ მხედველობასა და
ფერების აღქმაზე), ის არის მხედველობის
დაქვეითების ძირითადი მიზეზი ტიპი 1 შაქრიანი
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან. არსებობს
მაკულოპათიის შემდეგი ფორმები: იშემიური,
ლოკალური ექსუდაციური და დიფუზური ექსუდაციური.
არსებობს მაკულის კლინიკურად მნიშვნელოვანი
შეშუპება, როდესაც მაკულის სისქე 500 მიკრონამდეა
ცენტრში. კლინიკური სიმპტომებიდან აღსანიშნავია
მხედველობის თანდათანობით ან უეცარი გაუარესება,
რასაც პაციენტი აღნიშნავს უკვე გამოხატული
ცვლილებების არსებობისას ბადურა გარსზე..  
მაკულის შეშუპება

Portfolio Presentation
გამოკვლევის მეთოდები

ვიზომეტრია
.

ტონომეტრია

ოპტიკურ-კოჰერენტული
ტომოგრაფია (oct).

ბიომიკროსკოპია

ფლუორესცენტულ
ი ანგიოგრაფია
(FAG).
მკურნალობა
დიაბეტური რეტინოპათიის მკუნალობისათვის მნიშვნელოვანია
მოწესრიგებული გლიკემია (სისხლში გლუკოზის დონე) და გეგმური
ვიზიტი ოფთალმოლოგთან, დაავადების სტადიისა და განვითარების
გათვალისწინებით, ექიმის დანიშნულებისამებრ.
პრეპროლიფერაციული ფორმის დროს მოწოდებულია როგორც
ანტი-VEGF ფაქტორების და ტრიამცინოლონის ინტრავიტრეალური
(მინისებრ სხეულში) შეყვანა, ასევე დიოდ - ან არგონ - ლაზერით
ბადურას ტრანსპუპილური ფოტოკოაგულაცია (პროცედურა, რომლის
დროსაც ხდება ბადურა გარსზე არსებული მიკროანევრიზმების მოწვა
ლაზერის სხივის მეშვეობით, რათა თავიდან იქნეს აცილებული
დაავადების პროგრესირება).
პროლიფერაციული ფორმის დროს აღნიშნულ მეთოდებს ემატება
ვიტრექტომია (მინისებრი სხეულის ამოკვეთა და მის მაგიერ
რომელიმე მატამპონირებელი ნივთიერების შეყვანა). დიაბეტური
მაკულოპათიის დროსაც მოწოდებულია როგორც ანტი-VEGF
ფაქტორებისა და ტრიამცინოლონის ინტრავიტრეალური შეყვანა ,
ასევე დიოდ ან არგონ ლაზერით ბადურის ტრანსპუპილური
ფოტოკოაგულაცია. მისი ფორმიდან გამომდინარე ფოკალური ან
გრიდ - ტექნიკის გამოყენებით.
დიაბეტური რეტინოპათიის პრევენცია
• რეტინოპათიის განვითარების რისკის
შემცირებისათვის , მნიშვნელოვანია სისხლში
გლუკოზის დონის, წნევისა და ქოლესტერინის დონის
მაქსიმალურად კონტროლი .
• ყოველწლიურად სკრინინგ -კვლევების ჩატარება ;
• მხედველობის ცვლილებებთან დაკავშირებული რაიმე
სახის ცვლილებების შემჩნევისთანავე , შეატყობინეთ
ექიმს (არ დაელოდოთ მომავალი სკრინინგის
დანიშვნის პერიოდს );
• მედიკამენტის მიღება დადგენილების მიხედვით ;
• წონის დაკლება  (ჭარბწონიანობის შემთხვევაში ) და
ჯანსაღი და ბალანსირებული დიეტა , რეგულარული
ფიზიკური ვარჯიში , სიგარეტის მოწევის შეწყვეტა .
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like