You are on page 1of 15

ეგვიპტური

სამზარეულო
სალათები
•ეგვიპტეში მეზეს (რამდენიმე
კერძისაგან შემდგარი საუზმეული:
სალათები, ყველი და სხვ.)
უწოდებენ მუკაბილატს ‫مقبالت‬
• ტრადიციულად მიირთმევენ
ტრაპეზის დასაწყისში პურთან
ერთად ძირითადი კერძების
მიღებამდე.
სალათი ბალადი
(‫)سلطة بلدي‬
• პომიდვრის, კიტრის, ხახვისა და
ჩილის სალათი, ოხრახუშით, ძირათი,
ქინძით, ზემოდან მოსხმული ძმრითა
და ზეთით.
ტურში
(‫)طرشي‬
• დამწნილებული ბოსტნეულის
ასორტი.
ბაბა ღანუჯი
(‫)بابا غنوج‬
• სოუსი, რომელიც მზადდება
ბადრიჯნის, ლიმონის წვენის, მარილის,
წიწაკის, ოხრახუშის, კვლიავისა და
ზეთისგან.
დუკკა
(‫)دقة‬
• დაჭრილი კაკლის, თესლისა და
სანელებლების მშრალი ნარევი.
ჯულაში
(‫)جالش‬
მზადდება ფენოვანი ცომისგან
გახეხილი ხორცის ან ყველის
შიგთავსით.
ჰუმმუსი
(‫)حمص‬
•მუხუდოს მარცვლების პიურე
ქუნჯუთის პასტით, ზეითუნის ზეთითა და
ლიმონით.
•ეგვიპტეში ხშირად კუმინით
ამზადებენ.
ფულ მადამისი
(‫)فول مدمس‬
•ეგვიპტის ნაციონალური კერძი.
•ნელ ცეცხლზე მოხარშული
ცერცვის მარცვლები, კერძი
შეზავებულია ნივრით, ლიმონის
წვენითა და ზეითუნის ზეთით. ზემოდან
მოყრილი აქვს ძირა.
მიირთმევენ პურთან ერთად.
•(პურს ზოგჯერ ჭურჭლადაც იყენებენ).
ჰამამ მაჰში
(‫)حمام محشي‬
ბრინჯით, ცერცვით და მწვანილით
ფარშირებული მტრედი. ჯერ
იხარშება, შემდეგ იწვება ან გრილზე
მზადდება.
ჰავავაში
(‫)حواوشى‬
•გადახვეული ცომისგან მომზადებული
ღვეზელი ფარშირებული ხორცის,
დამარინადებული ხახვის, წიწაკის,
ოხრახუშის შიგთავსით. ზოგჯერ ცხარე
წიწაკით ან ჩილით.
მასაკა’თ
(‫)مسقعة‬
•დაჭრილ, მსუბუქად
შემწვარ ბადრიჯანს ათავსებენ ტაფაზე
დაჭრილ ხახვთან, მწვანილსა და
ჩილისთან ერთად. შემდეგ კერძს
ასხამენ პომიდვრის პასტისა და
სანელებლებისგან დამზადებულ
წითელ სოუსს და ღუმელში აცხობენ.
მაჰში
(‫)محشي‬
•ბრინჯის შიგთავსი შენელებული
დაჭრილი წითელი პომიდვრით,
ხახვით, ოხრახუშით, კამით, მარილით,
პილპილითა და სანელებლებით,
რომელსაც ათავსებენ ბოსტნეულში
როგორიცაა მწვანე წიწაკა, ბადრიჯანი,
ყაბაყი, პომიდორი, ყურძნის ან
კომბოსტოს ფოთლები. შემდეგ
ათავსებენ ქვაბში და ასხამენ ქათმის
ან ძროხის ბულიონს.
ქუშარი
(‫)كشري‬
• პოპულარული ქუჩის საკვებია
• ეგვიპტური კერძი, რომელიც
თავდაპირველად მე -19 საუკუნეში
დამზადდა ერთმანეთში არეული
ბრინჯით, მაკარონითა და ოსპით,
შეზავებული ტომატის პიკანტური
სოუსით და ნივრის ძმრით სუნელით;
მორთული ცერცვითა და ხრაშუნა
შემწვარი ხახვით.
მადლობა ყურადღებისთვის!
და ბოდიში, თუ მოგშივდათ...

You might also like