You are on page 1of 2

,,ცეზარი’’

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე-150 გრ

რომანოს ფოთლები-100 გრ

მაიონეზი-50 გრ

პარმეზანი-80 გრ

ლიმნის წვენი-10 გრ

ნიორი-10 გრ

(თუ ტოსტის პურს ვხუხავთ ტაფაზე დაგვჭირდება დამატებით რამოდენიმე ნივრს კბილი)

ვორჩესტერის სოუსი-10 გრ

შავი ბალზამიკო-15 გრ

დიჟონის მდოგვი-10 გრ

ტოსტის პური

ზეთი

მომზად:
 გავჭრათ ქათმის ფილე შუაზე და შევწვათ ზეთში, როდესაც შეიწვება დავჭრათ
საშუალო ზომის კუბებად.
 საშუალო ზომის კუბებად დავჭრათ ტოსტის პური.
 ტაფაზე დავასხათ დაახლ 4 სფ. კოვზი ზეითუნის ზეთი და დავბრაწოთ შუაზე
გაჭრილი ნივრის კბილები, როცა ნიორი არომატს გამოყოფს შეგვიძლია
ამოვიღოთ ზეთიდან და იმავე ზეთში შევბრაწოთ, გავხუხოთ ტოსტის
დაჭრილი ნაჭრები. შეგვიძლია არ გავხუხოთ ტაფაზე და გამოვახმოთ
მიკროტალღურ ღუმელში.
 მოვამზადოთ ცეზარის დრესინგი: ჯამში ჩავყაროთ წვრილად დაკეპილი
ნიორი, დავამატოთ მაიონეზი, წვრილად დახეხილი პარმეზანი(რაც გვაქვს
რეცეპტში იმის ნახევარი), ლიმნის წვენი, ვორჩესტერის სოუსი, შავი
ბალზამიკო, დიჟონის მდოგვი, მარილი, პილპილი. ეს ყველაფერი ერთად
ავურიოთ.
 ჯამში ჩავყაროთ და თან ხელით დავაქუცმაცოთ რომანოს ფოთლები,
დავამატოთ დრესინგი და ამოვურიოთ 2 ხის კოვზით, დავამატოთ დარჩენილი
დახეხილი პრმეზანის ½, გახუხული პურის ნაჭრები (ცოტა
შემოვინახოთ),ქათმის ნაჭრები და ფრთხილად ავურიოთ ერთად.
 გადავიტანოთ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ გახუხული პური,დარჩენილი
დახეხილი პარმეზანი.
GREEK SALAD(ბერძნული სალათი)

შემადგელობა:

სალათის ფოთლები(რომანო)

კიტრი

ბულგარული წიწაკა

პომიდორი ჩერი

წითელი ხახვი

ზეთის ხილი

ფეტა ყველი

ზეითუნის ზეთი

ორეგანო

You might also like