You are on page 1of 2

პირველი შუალედური გამოცდა გიორგი ჭანია 8002286 11/3/2020

1.) რა ეტაპები გაიარა დამწერლობამ განვითარების გზაზე? ჩამოთვალეთ და განმარტეთ


თითოეული მათგანი

1.) პირველად შექმნა ადამიანმა ხატოვანი დამწერლობა, რომელსაც ეწოდება


პიქტოგტაფია, მისმა განვითარებამ ჩამოაყალიბა იეროგლიფული დამწერლობა.
წარმოიშვა იეროგლიფური დამწერლობა ძვ. წ. მეოთხე-მესამე ათასწლეულში.
იყენებდნენ უძველესი ცივილიზაციები როგორებიც არიან ეგვიფტე ან ჩინეთი.
იეროგლიფური დამწერლობა ფრანგმა მეცნიერმა მეცხრამეტე საუკუნეში, სახელად
ფრანსუა შამპლიონმა გაშიფრა. შემდეგი ეტაპი დამწერლობის განვიღარების გახლავთ
ლურსმული დსმწერლობა რომელსაც იყენებდნენ ასურელები შუმერები და ა.შ. ეს
დამწერლობაც გაიშიფრა მეცხრამეტე საუკუნეში და დიდი წვლილი მიუძღვის ამ
საქმეში ჰენრი როულინსონს. შემდეგ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ანბანური
დამწერლობა, რომელიც შექმნეს ფინიკიელებმა, ოღონდ დაუმთავრებელი სახის,
ვგულისხმობ რომ მხოლოდ თანხმოვნებს მიუსადაგეს ასო-ნიშნები. დაასრულეს ეს
დამწერლობა ძველმა ბერძნებმა და შემატეს ანბანს ხმოვნების აღმნიშვნელი ასო-
ნიშნებიც. ფინიკური დამწერლობის პირველი ნიმუშები მეთორმეთე-მეთერთმეტე
საუკუნიდან შემოგვრჩა, ხოლო ბერძნული მეცხრე-მერვე საუკინიდან. ფინიკიელები
მარჯვნიდან მარცხნივ წერდნენ, ხოლო შემდეგ მარცხნიდსნ მარჯვნივ წერაზე
გადავიდნენ. დღესდღეობით არის 14 ძირითადი დამწერლობა და მათგან 11 ანბანურია.
ესენია:ქართული, სლავური, სომხური, არაბული, ბერძნული, ლათინური, ებრაული,
ეთიოპიური,სირიული, ინდური, მონღოლური და იეროგლიფური დამწერობლები
არიან ჩინური, იაპონური და კორეული. ფინიკურმა ანბანმა ასევე არამეულ
დამწერლობას დაუდო სათავე, რომლისგანაც განვითარდა არაბული დამწერლობა.

2.)როდის და როგორ შეიქმნა იულიუსის კალენდარი და რატომ მოხდა მისი ჩანაცვლება


გრიგორიანული კალენდრით?

2.) ოქტავიანე ავგუსტუსის, რომის კეისრის ბრძანდებით, რომელმაც ეგვიფტე დაიპყრო


ეგვიფტელები ახალ კალენდარზე გადაიყვანა, რომელსაც საფუძვლად რომაული, იგივე
იულიუსის კალენდარი დაედო. ამ კალენდარს გაეცნო ოქტავიანე ეგვიპტეში ყოფნის
დროს. ახალი კალენდფის შექმნა სოზიგენს დაევალა.სოზიგენმა ძვ.წ. 46 წელს შეამუშავა
ეს კალენდარი და მას იულიუს კეისრის სახელის მიხედვით, იულისუს კალენდარი
ეწოდა.იულიუსის კალენდრით წელიწადის ხანგრძლივობა 365 დღით განისაზვრა.
კალენდარი შედგებოდა 12 თვისგან, სადსც კენტი თვეები 31, ლუწი თვეები კი 30 დღეს
ითვლიდა, მხოლოდ თებერვალია ყველასგან განსხვავებული და 29ს ითვლის, ნაკიან
წელს, 4 წელს კი 30 დღეს მოიცავდა. იულიუსის კალენდრის წელიწადი 11 წუთირ
ნაკლები აღმოჩნდა, რაც დისბალანსს იწვევდა. იულიუსის კალენდრის უზუსტობა
მეთოთხმეთე საუკუნიდან შეამჩნიეს. რომის პაპმა, გრიგოლ მეცამეფემ კალენდრის
რეფორმის გატარება კომისიას დაავალა.ეს საქმე გადააბარეს ლუიჯი ლილიოს,
რომელმაც პაპის სპეციალური დადგენილებიტ ცვლილებები შეიტანა
კალენდარში.მიუხედავად იმისა რომ ახალი კალენდარი შექმნა ლუიჯმა, მაინც პაპის
სახელის მიხსდვით, გროგორიანული კალენდარი ეწოდა

3.)რას ნიშნავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან: სტიქიური, პტოლემაიოსისა და


სამწერვროვანი პერიოდიზაცია

3.) მეთხუთმეტე საუკუნეში დამკვიდრდა კაცობრიობის ისტორიის ახალი


პერიოდიზაცია. ეს პერიოდიზაცია ისტორიის პერიოდებად დაყოფას საზოგადოების
ცზოვრების ზოგადუ მახასიათებლებით, კულტურით შეეცადა. პერიოდიზაციის
მიმდევრებმა ისტორია სამ პერიოდად დაყვეს: ძველი, შუა და აღორძინება.

4.)რა არის: ეთნოგრაფიის, ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის შესწავლის საგანი?

ეთნოგრაფია საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას, ეთნოლოგია ხალხთმცოდნეობას და


ანთროპოლოგია შეისწავლის ადამიანთმცოდნეობას

You might also like