You are on page 1of 3

მირჩა ელიადე რუმინელი მეცნიერი იყო, რომელმაც ბუქარესტიდან პარიზში

გადაინაცვლა, შემდეგ ჩიკაგოს უნივერისტეტში დამკვიდრდა და დიდი სკოლა


შექმნა. მოდერნისტული იდეების მიმდევარია და მოდერნიზმის ყველაზე დიდ
მიღწევად მიიჩნევს დესაკრალიზაციას.

ინიციაცია - საკრალური ან ნახევრად საკრალური პროცესი, რომელსაც ადამიანი


სიცოცხლის ახალ ფაზაში გადაჰყავს.

რელიგიური შემოქმედებითობის განმსაზღვრელია დაბადების, გარდაცვალებისა და


თავიდან დაბადების საიდუმლო. ის განსაკუთრებულ ყურადრებას ამახვილებს
რიტუალის განმეორებითობაზე და მის მნიშვნელობაზე ახლიდან დაბადებაში,
ერთგავრი კოლექტიური მეხსიერების გამოღვიძებაში.

1958 წელს გამოქვეყნდა წიგნი - რიტუალები და ინიციაციის სიმბოლოები. იგი


ფართო მკითხველს მიემართება, მათ ვინც დაინტერესებულია კაცობრიობის
სულიერი ისტორიით. წიგნის გამოსვლა დაემთხვა სოციალური რევოლუციების
მთელ წყებას ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ელიადეს მუდმივად ღია ჰქონდა კარი საკრალური სიმბოლოებისა და


შემოქმედებითი რიტუალებისთვის. მას აინტერესებდა დაბადებისა და
გარდაცვალების საიდუმლოს/მისტერიების საფუძვლები, მათ მიერ მოტანილი
ცვლილებები და განახლება. სიმბოლოსა და რიტუალის კვალს იგი ეძიებს სიზმარში,
ალქიმიაში, ლიტერატურაში, ფსიქოთერაპიაში.

ინიციაციის პერსპექტივიდან სიკვდილი დაბადების საწინააღმდეგოა და არა


სიცოცხლის. სიცოცხლე ორივეს მოიცავს, რადგან სიკვდილში ხდება სიცოცხლის
ძალის რეგენერაცია. ამ მხრივ, ინიციაციის უადრესი რიტუალები ჰგვანან
ერთმანეთს. ნებისმიერი ტრანსფორმაცია, თუ ის რაიმე სერიოზულის
მომასწავებელია, სიღრმისეული განცდაა, მაშასადამე, მოიცავს დაკარგვით
გამოწვეულ ტკივილსაც და განახლებასაც. ინიციაციის გზით მავანი ხდება ახალი
ადამიანი. როგორც ელიადე იტყვის, ეს განცდა თავისი მნიშვნელობით რელიგიური
განცდაა, სულიერი განცდაა. ინიციაციის დროს ინდივიდი იღებს იმგვარ სულიერ
გამოცდილებას, რომელიც მას აკავშირებს გარკვეულ საზოგადოებასთან/ჯგუფთან.

ელიადეს თეორიით, როდესაც ინიციაციის პასაჟი ცნობიერებიდან ქრება, თავს იჩენს


ქვეცნობიერსა და ნახევრადცნობიერში. ინიციაციის ისტორიაში ჭრილობა,
ფიზიკური დაზიანება, თმის შეჭრა აღნიშნავს ინიცირებულში გარკვეული ნაწილის
კვდომას.

ელიადე იკვლევს პირველყოფილი საზოგადოების სხვადასხვა რიტუალს,


მაგალითად სქესობრივი მომწიფებისას.

1
ელიადე წერს: ‘ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, რამდენად აღწევს ტრადიციული ინციაცია
მიზანს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს რიტუალები ესწრაფვიან ადამიანის სიცოცხლის
ცვლილებას.’ ... ‘კრიზისიდან გამოსავალია ყველაფრის ახლიდან დაწყება. ...სრული
კრიზისის აღიარებას მოჰყვება სრული განახლება, სიცოცხლის გარდაქმნა.’

ინიციაციის მისტერიები პრიმიტიულ რელიგიებში

ინიციაციის მეშვეობით მიღებული გამოცდილება მნიშვნელობით რელიგიურია.


ინიციაციის პროცესში იბადება ახალი ადამიანი, რომელმაც გამოსცადა სამყაროსა და
სიცოცხლის გამოცხადება. ამ გამოცდილებას ელიადე განიხილავს რელიგიის
ისტორიის ჭრილში და არა კულტურული ანთროპოლოგიისა ან სოციოლოგიის
კუთხით. ამიტომ მას აინტერესებს კაცობრიობის რელიგიის ისტორია.

რელიგიის ისტორიაში გამოირჩევა სამი ტიპის ინციაცია. პირველი შედგება


კოლექტიური რიტუალებისგან, რომლის ფუნქციაა სიცოცხლის ერთი ეტაპიდან
მეორეზე გადასვლა, მაგალითად, ყრმობიდან ზრდასრულ ასაკამდე, და რომელიც
აუცილებელია იმ საზოგადოების ყველა წევრისთვის. ეთნოლოგიური ლიტერატურა
ამ რიტუალებს უწოდებს სქესობრივი მომწიფების რიტუალს, ტომობრივ ინიციაციას
ან ინიციაციას გარკვეული ასაკის ჯგუფში. სხვა ორი კატეგორია განსხვავდება
სქესობრივი მომწიფების ინიციაციისგან იმით, რომ არაა აუცილებელი ჯგუფის
ყველა წევრისათვის, ტარდება პატარა ჯგუფებში ან ინდივიდუალურად.

მეორე ტიპის ინიციაცია წარმოადგენს საიდუმლო საზოგადოებაში გაწევრიანებას.


ასეთი ჯგუფები უმეტესწილად ერთსქესიანია. პრიმიტიულ კულტურებში, როგორც
წესი, არ არსებობს ორივე სქესის შემცველი ჯგუფები. გამონაკლისია ხმელთაშუა
ზღვის აუზის და ახლო აღმოსავლეთის კულტურები.

ინიციაციის მესამე კატეგორია უკავშირდება მოწოდებას მისტიურისკენ, რაც


პრიმიტიულ საზოგადოებებში უტოლდება მკურნალს ან შამანს.

სქესობრივი ინიციცია ყველაზე მეტად გამოხატავს საკრალურს, ხოლო პრიმიტიულ


კულტურებში საკრალური ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ დღეს რელიგიურს
ვუწოდებთ, არამედ გარკვეული ტომის მითოლოგიური და კულტურული
ტრადიციის მთლიანობას. აქ სქესობრივი მომწიფების რიტუალი საკრალურში
მონაწილეობასაც ნიშნავს.

ინციაციის ცერემონია დაარსებულია ღვთიური არსებების ან მითიური წინაპრების


მიერ. ყოველი რიტუალი წარმოადგენს იმ პირველყოფილი დროის მოხმობას, რაც
არქაული რელიგიების ფუნდამენტური პრინციპია - ღვთაებრივი არსებების მიერ
დაარსებული რიტუალის გამეორება მიანიშნებს თავდაპირველი დროის
რეაქტუალიზაციას, პირველადი რიტუალის გამეორებას. ამიტომაც, რიტუალი

2
მონაწილეობს პირველად საკრალურ დროში, აცოცხლებს მითს, აცოცხლებს აქ და
ახლა ყველაფერს, რასაც მითი ინიციაციის ჩასახვის დროის შესახებ მოიცავს.

გარკვეულ რიტუალებში ყურადღებას იპყრობს ისეთი დეტალები, როგორიცაა


გასაიდუმლოებაზე აქცენტის გაკეთება ან რიტუალის დრამატული მხარე,
მაგალითად, მკურნალების მიერ შესრულებული ცეკვა ან მათი მაგიური ძალის
გამოვლინება, ღვთაებრივი არსების სახელისა და მის შესახებ არსებული მითის
გამოცხადება ან ახალბედასთვის საჭრელი კბილის ძალისმიერი ამოღება.

რელიგიური ფუნქცია ეკისრება, ასევე, გარკვეული საჭმლის აკრძალვას.

სხვადასხვა რელიგიის საფუძველშია ჩადებული, რომ მხოლოდ ინიცირებულმა


შეიძლება იცოდეს - ადამიანი საკრალური ისტორიის ნაწილია.

You might also like