You are on page 1of 3

ფრანგული განმანათლებლობა ვოლტერი

განმანათლებლობა ეს არის ფილოსოფიური,ლიტერატურული და საზოგადოებრივი


მიმდინარეობა, რომელიც XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ეს იდეოლოგია საფრანგეთში
დაიწო. მთავარი მიზანი იყო ფეოდალური ფორმაციის ლიკვიდაცია. მათ სურდათ, რომ
გამოსულიყვნენ ბურჟუაზიის იდეოლოგიის წინააღმდეგ და ეჩვენებინათ არსებული
იდეოლოგიის უარყოფითი მხარეები.ისინი ხალხში ნერგავდნენ გონების კულტს.
სწორედ განმანათლებლობის პერიოდი აღმოჩნდა გადამტეხი მსოფლიო
აზროვნებისთვის. განმანათლებლობას დიდი წვლილი მიუძღვის პოლიტიკური
მდგომარეობის ჩამოყალიბებაში. იმ პერიოდში ამერიკა და ევროპა დიდ რევოლუციურ
ქარცეცხლში იყო გახვეული. აბსოლუტიზმს აღარ ეკუთვნის უმაღლესი ხელისუფლება.
განმანათლებლობამ განავითარა მეცნიერება. ფასდება,როგორც რაციონალიზმი, ასევე
ემპირიული ფილოსოფია. საზოგადოებას უკვე შეუძლია წერა-კითხვა. არ იზღუდება
ინდივიდი დოგმატური აკრზალვებით. ერთვებიან ნებისმიერ საქმიანობაში და ჩნდება
თავისუფლებისა და ტოლერანტობის იდეები. გაჩნდა ხელოვნების იდეები,მათ შორის
როგორიცაა ლიტერატურა.ლიტერატურა გახდა სრულიად თავისუფალი, აღარ არის
კონკრეტულ ჩარჩოებში მოქცეული.განმანათლებლები იყვნენ ოპტიმისტები,რომლებმაც
დაამსხვრიეს ესთეტიკური დებულებები. მათი მიზანი იყო წინსვლა და პროგრესი.

ფრანგ განმანათლებელ და ფილოსოფოსს ვოლტერს დიდი წვლილი მიუძღვის


საფრანგეთის გონივრული მმართველობის ჩამოყალიბებაში.თვლიან, რომ იმ პერიოდის
ეპოქას ,,ვოლტერიზმი'' უნდა ეწოდოს,რადგან აღწერს იმდროინდელი საფრანგეთის
სახეს. ვოლტერი კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდა და მომხრე იყო
განათლებული აბსოლუტიზმისა.
ვოლტერის ფილოსოფიურ, პიკარესტულ და სატირულ რომანში ,,კანდიდში’’ ორ
უკიდურესობას ოპტიმიზმსა და პესიმიზმს აკრიტიკებს. კანდიდი ანუ ოპტიმიზმი, არის
ერთ-ერთი საუკეთესო რომანი სადაც,ლაიბცინის აზრია სამყაროს შესახებ
აღწერილი.ვილჰელმ ლაიბნიცის დოქტრინის თანახმად, არსებული სამყარო

1
საუკეთესოა შესაძლებელ სამყაროთა შორის. საუკეთესოა, რადგან განმანათლებლობის
პერიოდში სრულიად განსხვავებული ჟანრები შემოიღეს, რომელიც უფრო შესამჩნევი
და ადვილად გასაგები იყო.ეს მოსაზრება, ცნობილია დღეს, როგორც ლაიბნიცისეული
ოპტიმიზმის სახელით.ჩამოყალიბებულია წიგნში Essais de Théodicée sur la bonté de Dieu,
la liberté de l'homme et l'origine du mal ( თეოდიცეას ესეები ღვთის სიდიადეზე, კაცის
თავისუფლებასა და ბოროტების საწყისზე) (1710) (Britannica 2017). 
ვოლტერი ამხელდა საზოგადოების მანკიერებებს.კანდიდში პანგლოსისა და მარტენის
მოსაზრებების სახით წარმოდგენილია ფილოსოფიური მოძღვრების
დაპირისპირება.პირველის აზრით ,,ყოველივე უკეთესობისკენ მხოლოდ ელდორადოში
მიემართება და არა დედამიწის დანარჩენ ნაწილზე’’(ვოლტერი 2015, 70). აქ
ცინიკურადაა გამოხატული ადამინის იდეა. მხოლოდ ელდორადო იყო ის ქვეყანა,
რომელიც კრიტიკას არ იმსახურებდა.მეორეს მხრივ, კი ნაჩვენებია სამყარო, რომელიც
სავსეა უბედურებით ,,როდესაც დედამიწას - ამ ბურთს, უფრო სწორად ბურთულას
ვუმზერ,ვფიქრობ რომ ღმერთმა რომელიღაც ბოროტ არსებას მიუტოვა’’(ვოლტერი
2015).აქ პესიმიზმი იმდენად დიდია, რომ არსებული სამყარო არ არის საუკეთესო
შესაძლებელ სამყაროთა შორის ,რადგან მარტივია სხვა, ნაკლებად ბოროტი სამყაროს
წარმოდგენა. ვოლტერის აზრით, უმთავრესია ლოგიკური განსჯა და არა რომელიმე
მოძღვრებისთვის მიყოლა. მიუხედავად ამისა, სატირა უპირველესად ლაიბნიცისეული
ოპტიმიზმისკენ მიემართება.
ამრიგად,გადამეტებული ოპტიმიზმიცა და პესიმიზმიც დამღუპველია ადამიანისთვის,
აუცილებელია მხოლოდ საღი,რაციონალური აზროვნება და განსჯის უნარი. მიზანი
რაც განმანათლებლობას ამოძრავებს არის საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა.

ბიბლიოგრაფია

2
Britannica, T. Editors of Encyclopaedia. "best of all possible worlds." Encyclopedia Britannica,
June 6, 
           2017. https://www.britannica.com/topic/best-of-all-possible-worlds  (23.11.2022) 

ვოლტერი.2015.კანდილი,ანუ ოპტიმიზმი.მთარგმნ:რუსუდან დოდაშვილი


https://www.lit.ge/book/726-kandidi-anu-optimizmi-volteri/ (23.11.2022)

Walsh Thomas. 2001. Readings on Candide. San Diego CA: Greenhaven


Press. https://www.worldcat.org/title/readings-on-candide/oclc/43520994  (23.11.2022)

You might also like