You are on page 1of 27

ბროდბენტის თეორია

1958 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა დონალდ ბროდბენტმა შეიმუშავა


ყურადღების შერჩევითი ფილტრის მოდელი. ეს მოდელი ეფუძნება სენსორული
არხების შეზღუდულ გამტარუნარიანობასა და შემოსული სტიმულების
პერიფერიულ ფილტრაციას. ინფორმაციის გადამუშავების პროცესში ბროდბენტი
გამოყოფს საწყის (ფიზიკური მახასიათებლების საფუძველზე გადამუშავება) და
გადავადებულ (სემანტიკური გადამუშავება) ეტაპებს. იგი ეფუძნებოდა იდეას, რომ
გადამუშავების საწყის სტადიაზე სენსორულ არხში პარალელურად შედის
ინფორმაცია ყველა სტიმულის შესახებ, თუმცა ინფორმაციის გადამუშავება
შეზღუდულია არხის გამტარუნარიანობით, ამიტომ სტიმულის ფიზიკური
მახასიათებლების (ფერი, ზომა, მიმართულება, ტონი და ა.შ.) ანალიზის
საფუძველზე შემოსულ სტიმულთაგან აირჩევა მათი შეზღუდული რაოდენობა.
შერჩეული სტიმული გაივლის ყურადღების ფილტრს და გადავა გადამუშავების
მომდევნო, სემანტიკური გადამუშავების ეტაპზე. აღნიშნული მოდელის მიხედვით,
სენსორული ფილტრი აუცილებელია ინფორმაციის სემანტიკური გადამუშავების
სისტემის გადატვირთვის თავიდან არიდებისთვის. ის სტიმულები, რომლებიც
პირველ ჯერზე ვერ გაივლიან ფილტრს იკარგებიან არხიდან.

შერჩევითი ფილტრის მოდელი


გრეისა და უედენბარნს სურდათ დაემტკიცებინათ ფიზიკური მახასიათებლების
საფუძველზე გადამუშავებასთან შედარებით სემანტიკური გადამუშავების
უპირატესობა. აღმოჩნდა, რომ, ინსტრუქციის მიუხედავად, ექსპერიმენტის
მონაწილეები შეტყობინებების ნაწილებს ორივე შემთხვევაში აზრობრივად
აჯგუფებდნენ. ეს მონაცემები ეჭვქვეშ აყენებენ ბროდბენტის ფილტრაციის ერთარხიანი
მოდელის ადეკვატურობას.
მორეის მიერ ჩატარებულ დიქოტომიური მოსმენის ექსპერიმენტებში აღმოჩნდა ,
რომ ექსპერიმენტის მონაწილეები ამჩნევდნენ იგნორირებული არხით მიწოდებულ
სტიმულებს-საკუთარ სახელებს. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მორეიმ
ჩამოაყალიბა ყურადღების ახალი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებული იყო
ყურადღების ადრეულ ფილტრზე შემოსული ინფორმაციის შინაარსობრივი მხარის
გავლენა. მორეის მოდელის მიხედვით, სელექციური ფილტრის მიერ სენსორულ
დონეზე ინფორმაციის დიდი ნაწილის ბლოკირების მიუხედავად , მნიშვნელოვანი
პიროვნული წონის მქონე ან მკაფიო (თვალშისაცემი) ინფორმაცია უფრო ძლიერია ,
ვიდრე ფილტირს ბარიერი. ფილტრი ვერ ახერხებს ასეთი ინფორმაციის იგნორირებას
და ის გადადის გადამუშავების შემდგომ ეტაპზე. მორეის ფილტრაციის მოდელი
ფაქტობრივად ბროდბენტის მოდელის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს , მაგრამ
მნიშვნელოვანია, რომ მასში გათვალისწინებულია სტიმულის შინაარსობრივი მხარეც .

თრაისმანის ატენუაციის/დასუსტების მოდელი


1964 წელს ანა ტრაისმანმა შეიმუშავა შერჩევითი ყურადღების თეორია,
რომელიც დაფუძნებული იყო ბროდბენტის ადრეული ფილტრის თეორიულ მოდელზე .
ტრაისმანი, ისევე როგორც ბროდბენტი, სენსორული ინფორმაციის სელექციის
საფუძვლად მიიჩნევდა სტიმულის ფიზიკურ მახასიათებლებს. თუმცა ის თვლიდა,
რომ ინფორმაცია, რომელიც ვერ გაივლის ყურადღების ფილტში, არ იკარგება,
არამედ სუსტდება (ხდება მისი ატენუაცია). ატენუაცია/შესუსტება-გულისხმობს

1
პროცესს როცა სტიმული ნაკლები ინტენსივობით გადამუშავდება. ტრაისმანი
ეთანხმებოდა ბროდბენტის სენსორული არხის შეზღუდული გამტარობის იდეას, თუმცა
მას ადგილმდებარეობას უცვლის. ტრაისმანის და მისი კოლეგების ექსპერიმენტებში
მონაწილეებს სთხოვდნენ მოესმინათ შეტყობინებები, რომლებიც სხვადასხვა ყურით
მიეწოდებოდათ. ამ ექპსერიმენტში ცდის პირებს ფრაზის აზრობრივი ნაწილები ხან
ერთი ყურით მიეწოდებოდათ, ხან - მეორეთი. ამგვარად, ტრაისმანის ექსპერიმენტებით
დადგინდა, რომ:
 ექსპერიმენტის მონაწილეები ინფორმაცის გადამუშავებისას ფიზიკურ
მახასიათებლებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ შეტყობინების
შინაარსობრივ, აზრობრივ მხარეს;
 შესაძლებელია ერთზე მეტი არხიდან შემოსული სენსორული ინფორმაციის
გადამუშავება;

დოიჩისა და დოიჩის გვიანი ფილტრის მოდელი


დოიჩისა და დოიჩის მოდელის მიხედვით რელევანტური და ირელევანტური
ინფორმაციის დისკრიმინაციისთვის არ არის საკმარისი ზედაპირული გადამუშავება ,
არამედ ეს პროცესი მოითხოვს კომპლექსურ ანალიზს. დოიჩისა და დოიჩის
მოდელის თანახმად, დიქოტომიური მოსმენის დროს ორივე სენსორული არხიდან
შემოსული ინფორმაციის ამოცნობა ხდება, თუმცა იმისთვის რომ ინფორმაცია
გადავიდეს ღრმა გადამუშავების ეტაპზე სტიმული პიროვნული მნიშვნელობის
მქონე/ორგანიზმისთვის საჭირო უნდა იყოს. აქედან გამომდინარე დოიჩისა და
დოიჩის მოდელი მიეკუთვნება ყურადღების გვიანი სელექციის თეორიებს. ეს
მოდელი ეფუძნება მოსაზრებას, რომ სტიმულის მნიშვნელობის ამოსაცნობად, სულ
მცირე, პერცეპტული გადამუშავება მაინც არის საჭირო. აქედან გამომდნარე ,
ფილტრის მექანიზმი მუშაობას იწყებს სენსორული ანალიზის შემდგომ ეტაპზე.
შესაბამისად ის ირთვება მაშინ, როცა უკვე მომხდარია გარკვეული პერცეპტული და
კონცეპტუალური ანალიზი. ამგვარად, ამ მოდელში სტიმულების შერჩევითი ფილტრი
გადაწეულია ინფორმაცის გადამუშავების უფრო გვიან ეტაპზე . გვიანი ფილტრაცია
უზრუნველყოფს ე.წ. დარჩდილული არხიდან (სენსორული არხი, რომელსაც
ყურადღება არ ექცევა) მოწოდებული საკუთარი სახელების შემჩნევას ან
ფოკუსირებული და არაფოკუსირებული არხებიდან მოწოდებული ინფორმაციის
შინაარსიან ფრაზაში გაერთიანებას.
ჯონსტონმა და ჰაინცმა წამოაყენეს ყურადღების ე.წ. მულტიმოდალური
თეორია, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ყურადღება ფლექსიბილური პროცესია და
სელექცია შეიძლება ინფორმაციის გადამუშავების ნებისმიერ დონეზე მოხდეს .
გადამუშავება სამივე საფეხურზე ხდება: I საფეხურზე ადამიანი ქმნის სტიმულის
სენსორულ რეპრეზენტაციას. II საფეხურზე – სემანტიკურ რეპრეზენტაციას, ხოლო
III საფეხურზე I და II რეპრეზენტაციები ცნობიერდება. ადრეული სელექცია
უკავშირდება I საფეხურს, ხოლო გვიანი კი – III-ს. სელექციის განხორციელების
სირთულე ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ხორციელდება იგი . უფრო
მეტი ძალისხმევაა საჭირო და უფრო რთულია იგი შედარებით გვიანდელ საფეხურზე .

ადრეული და გვიანი გადამუშავების მოდელების სინთეზი

2
1967 წელს ულრიკ ნაისერმა გააერთიანა ყურადღების ადრეული და გვიანი
ფილტრის მოდელები. ნაისერი გამოყოფს ორ პროცესს, რომლებიც მართავენ
ყურადღებას:
 ყურადღებამდელი პროცესები: ეს პროცესები ავტომატურია, ისინი სწრაფად და
პარალელურად მიმდინარეობს. ისინი გამოიყენება მხოლოდ ყურადღების მიღმა
არსებული შეტყობინების ფიზიკური სენსორული მახასიათებლების აღმოსაჩენად ,
მაგრამ ისინი ვერ განასხვავებენ შინაარსს ან მიმართებებს.
 ყურადღების კონტროლირებული პროცესები: ეს პროცესები უფრო მოგვიანებით
მიმდინარეობს, მათი მუშაობა სერიულია, მოითხოვს ყურადღების მეტ რესურსაა
და დროს. ყურადღების კონტროლირებული პროცესები გამოიყენება
მახასიათებლებს შორის მიმართებების დასაკვირვებლად და დასადგენად ,
აგრეთვე - ცალკეული ფრაგმენტების ერთი ობიექტის რეპრეზენტაციაში
გასაერთიანებლად.

ეს ორპროცესიანი მოდელი მოიცავს ჩერის, მორეისა და თრაისმანის კვლევათა


მონაცემებს. ასევე ეს მოდელი შეესაბამება თრაისმანის სტიმულის შესუსტებისა და
მახასიათებლების გაერთიანების თეორიას. როგორც ნაისერის, ასევე ტრაისმანის
მოდელის თანახმად მახასიათებლების იდენტიფიკაციისა და ინტეგრაციის პროცესები
თვისებრვად განსხვავდება ერთმანეთისგან. მახასიათებლების იდენტიფიკაციის
სტრატეგიით ვიზუალური ძიება არის სწრაფი და ავტომატური ხოლო ინტეგრაციის
პროცესი უფრო ნელი და კონტროლირებულია.
ნაისერი თავის თეორიაში ყურადღების პროცესის განხორციელებისთვის დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაციის აღბეჭდვის
ხასიათსაც. იგი თვლის, რომ ხანგრძლივ მეხსიერებაში ახლად შემოსულ სტიმულთან
შესადარებლად ინახება და გამოიყენება არა ამ სტიმულის ასლი ან ნიშნები , არამედ
მისი სქემა, უფრო სწორად, მისი აგების წესები. ამ წესების თუ სქემის საფუძველზე
ხდება იმ შინაგანი ხატის შექმნა - სინთეზი, რომელიც უნდა შედარდეს შემოსულ
სტიმულს. სინთეზის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონტექსტი , რადგანაც
მის საფუძველზე ხდება სინთეზისთვის ხატების მცირე ჯგუფის შერჩევა . თეორიის
მიხედვით, ხანგრძლივი მეხსიერებაში არსებული კოდი, რომელიც სტიმულის
ამოცნობისთვის გამოიყენება, წარმოადგენს წესების ერთობლიობას , რომელიც
ამ სტიმულის შინაგანი ხატის შექმნას ემსახურება. ამ გზით აღდგენილი თუ
სინთეზირებული შინაგანი სტიმული დარდება გარედან შემოსულ სტიმულს, რის
შედეგადაც ხდება სტიმულის ამოცნობა.

ყურადღების სელექცია.
თუ ყურადღების განაწილების დროს ადამიანის წინაშე დგას ამოცანა
თანაბრად გაანაწილოს ყურადღება ინფორმაციის ორ ან მეტ წყაროზე,
სელექციური ყურადღების დროს, ამის საწინააღმდეგოდ, ცდის პირი შერჩევით
პასუხობს ერთი სახის ინფორმაციას და იგნორირებას უკეთებს მეორეს .
სელექციურ ყურადღებაზე ექსპერიმენტებში ცდის პირს მოეთხოვება რამდენიმე
განსხვავებული, ერთდროულად მიწოდებული ინფორმაციიდან ყურადღება მხოლოდ
ერთზე შეაჩეროს. როგორც ეს ექსპერიმენტები ცხადხჰყოფენ, ირელევანტურ
გამღიზიანებლებიდან ცდის პირები ცოტა რამეს თუ ამჩნევენ. საბედნიეროდ ,
სელექციური ყურადღება გვიადილებს ამ მხრივ ცხოვრებას და გარემოსთან

3
მიზნშეწონილი ურთიერთობის და ადექვატური რეაქციების გამოვლენის
შესაძლებლობას გვაძლევს.

განაწილებული ყურადღება
ყურადღების განაწილების უნარი ვლინდება მაშინ, როცა 2 საქმიანობაში
ერთდროულად ვართ ჩართულები. განაწილებული ყურადღების კვლევის საწყის
ეტაპზე, ექსპერიმენტში მონაწილეებს უჩვენებდნენ კალათბურთის თამაშის ჩანაწერს ,
რომელსაც ფონურად ჰქონდა ხელებით კოორდინირებული თამაშის ხმები.
მონაწილეები ახერხებდნენ მიჰყოლოდნენ 2 თამაშიდან მხოლოდ ერთერთის ხმას,
თუმცა ვერ ახერხებდნენ ყურადღება გაენაწილებინათ ორივე მათგანზე . კვლევის
ავტორები ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული უნარი გავარჯიშებადია და არ არის
დაკავშირებული სპეიფიკურ კოგნიტურ მექანიზმებთან. სპელკის კვლევაში, სადაც
მონაწილეებს ევალებოდათ მცირე ზომის ტექსტის კითხვა და კარნახით სიტყვების
წერა, თავდაპირველად მონაწილეების შესრულება გახანგრძლივებული იყო და
ამასთანავე უჭირდათ სიტყვების სწორად ჩაწერა. თუმცა დროის გასვლის შემდეგ ,
ვარჯიშის შედეგად, შესრულება გაცილებით გაუმჯობესდა .
განაწილებული ყურადღების კვლევის განსხვავებული პერსპექტივაა
ექსპერიმენტი ურთიერთგადამფარავი, დროში შეზღუდული, მარტივი დავალებების
გამოყენებით. აღნიშნული დავალებების ერთდროულად შესრულების პროცესში ,
ორივე დავალების შესრულების სისწრაფე მცირდება. იწყება რა მეორე დავალების
შესრულება, როცა უკვე დაწყებულია პირველი დავალების შესრულება , ჩნდება
ფსიქოლოგიური რეფრაქტორული პერიოდი ცნობილი ასევე მოციმციმე ყურადღების
სახელით. ეს ფენომენი გულისხმობს, ყურადღების განაწილების შეზღუდულობის
მიზეზით, სიმულტანურად შესრულებული დავალებების პროცესის შენელებას.
ყურადღების განაიწლების უნარი ასევე დაკავშირებულია ინტელექტთან .

განაწილებული ყურადღების თეორიები


ამ მოდელებისთვის ამოსავალი წერტილი იყო ყურადღების ფილტრის
შეზღუდული გამტარუნარიანობა, რაც აუცილებელს ხდის ყურადღების მიერ მხოლოდ
მცირე რაოდენობის სტიმულების არჩევას. განაწილებული ყურადღების თეორიები კი ,
ხსნიან ყურადღების ფიქსირებული მოცულობის პირობებში ერთდროულად რამდენიმე
ამოცანის შესრულების კოგნიტურ მექანიზმებს. აღნიშულ თეორიებს შორის შეიძლება
გამოვარჩოთ ორი მოდელი: პირველი მოდელის მიხედვით არსებობს ყურადღების
ერთიანი რესურსი, რომელიც თავისუფლად განაწილდება სხვადასხვა
დავალებაზე. ყურადღების ფოკუსში თანაბრად ექცევა ყველა სტიმული და
გადამუშავების პროცესის მიმდინარეობა გაშუალებულია შესასრულებელი
დავალებებით. ექსპერიმენტული კვლევებისა და ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩანს ,
რომ ძალიან რთულია ორი ერთი და იმავე მოდალობის ამოცანის ერთდროულად
შესრულება მაშინ, როცა სხვადასხვა მოდალობის ამოცანების შესრულება შედარებით
უფრო მარტივია. მეორე მოდელის მიხედვით, არსებობს ყურადღების მრავალი
რესურსი და ყურადღების რესურსები ნაწილდება მოდალობების მიხედვით.
ყურადღების ფოკუსში სხვადასხვა მოდალობის სტიმული დამოუკიდებლად შემოდის
და სტიმულის გადამუშავების პროცესი გაშუალებულია შესაბამისი მოდალობით .

4
აღნიშნული მოდელი გააკრიტიკეს როგორც ძალიან ფართო, ზოგადი და ბუნდოვანი .
ის ვერ ხსნის ყურადღების ყველა ასპექტს.

განაწილებული ყურადღება ყოვედღიურ ცხოვრებაში


განაწილებული ყურადღება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა
საფუძვლად სტრეიერისა და შემდგომში ფიშერის კვლევას. მონაწილეების 2
ჯგუფიდან ერთი ჯგუფის დავალება მოიცავდა მხოლოდ მანქანის სიმულირებულ
მართვას, ხოლო მეორე ჯგუფს ამასთან ერთად ევალებოდა რადიოს მოსმენა ან
ტელეფონით საუბარი. შედეგების თანახმად, მონაწილეები, რომლებიც მხოლოდ 1
დავალების შესრულებით იყვნენ დაკავებულები უშვებდნენ შეცდომათა მინიმალურ
რაოდენობას და ამასთანავე, რეაქციის დრო იყო უფრო მცირე, ვიდრე ის
მონაწილეები, რომლებიც უსმენდნენ რადიოს ან საუბრობდნენ ტელეფონით. თუმცა ამ
ჯგუფის მონაცემებშიც იყო სხვაობა, მანქანის მართვასთან ერთად ტელეფონით
საუბარი აღმოჩნდა ავტოსაგზაო შემთხვევის უფრო მაღალი რისკის შემცველი , ვიდრე
რადიოს მოსმენა.

ყურადღების რესურსის თეორია, მოდელი


ამ თეორიის მიზანია ახსნას, თუ როგორ ხდება ერთდროულად ერთზე მეტი
მიმართულებით ყურადღების წარმართვა. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანს გააჩნია
ყურადღების ფიქსირებული რესურსი - მარაგი, რომლის გამოყენება-განაწილებაც
ამოცანის მოთხოვნების შესაბამისად ხდება. ადამიანს უადვილდება ყურადღების
გადართვა განსხვავებული მოდალობების ამოცანების შესრულებაზე. მაგალითად ,
ადამიანთა უმრავლესობას შეუძლია ერთდროულად უსმინოს მუსიკას და შეასრულოს
წერითი სამუშაო. მაგრამ უფრო ძნელია ერთდროულად ახალი ამბების მოსმენა და
წერა. ყურადღების რესურსის თეორის ხშირად აკრიტიკებენ, როგორც ძალიან
ფართოს და ბუნდოვანს. ფილტრის და “ბოთლის ყელის“ მეტაფორა თითქოს უფრო
უდგება ისეთ ორ კონკურირებულ ამოცანას, რომლებზეც ერთდროულად ყურადღების
წარმართვა გართულებულია. ეს ეხება, მაგალითად, ყურადღების სელექციის
ამოცანებს ან ყურადღების მარტივი განაწილების ამოცანას, რომელიც ფსიქოლოგიურ
რეფრაქტორულ პერიოდის ეფექტს იწვვვს. ამ ტიპის ამოცანებში ზოგიერთი
ყურადღებამდელი პროცესი სიმულტანურად მიმდინარეობს. ხოლო პროცესები ,
რომლებიც ყურადღებას მოითხოვენ სუქცესიურად უნდა წარმოებდეს, ანუ, თანდათან,
სათითაოდ უნდა გავიდეს ვიწრო გასასვლელში. ამავე დროს, რესურსის თეორია
უკეთესი მეტაფორაა, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ყურადღების განაწილება ხდება
რთულ ამოცანებზე. ამ შემთხვევაში პრაქტიკის ეფექტი ვლინდება. ამ მეტაფორის
მიხედვით, თუ ამ კომპლექსური ამოცანებიდან ერთ-ერთის მზარდი ავტომატიზირება
ხდება, თითოეული ამოცანის შესრულება უკვე ყურადღების ნაკლებ რესურსს
მოითხოვს და ყურადღების განაწილებაც ადვილდება. ყურადღების პროცესის
მიმდინარეობის სირთულეზე მიუთითებს მასზე მოქმედი ცვლადების სიმრავლე და
მათი გავლენა ყურადღებაზე, რაც თეორიულ მოდელებში არ აისახება ხოლმე.
განვიხილოთ ეს ფაქტორები.

ყურადღების პროცესზე მოქმედი ფაქტორები

5
ყურადღების სხვადასხვა პროცესის ამხსნელი თეორიული მოდელები,
ყურადღების კომპლექსურობის გათვალისწინებით, შესაძლოა გამარტივებულად
მოგვეჩვენოს. არსებობს არაერთი ფაქტორი, რომელიც ზემოქმედებს ყურადღების
კონცენტრირებაზე. ეს ფაქტორებია:
 შფოთვა: პიროვნული მახასიათებლით ან მოვლენით გამოწვეული შფოთვა
აუარესებს.
 აგზნება/სიფხიზლე: ორგანიზმის სიფხიზლის ზოგადი ხარისხი ზემოქმედებს
ყურადღების უნარზე. დაღლილობა, გამოფიტულობა, უძილობა მნიშვნელოვნად
ზღუდავს ყურადღების უნარს. თუმცა, აჟიტირებულობა ხანდახან ზრდის
ყურადღების პროცესის წარმატებულ მიმდინარეობას.
 დავალების სირთულე: რთული დავალების შესრულებისას გართულებულია
დავალებაზე ყურადღების კონცენტრირების უნარი, მაშინ, როცა ეს გაცილებით
ადვილია მარტივი დავალების შესრულების დროს. დავალების სირთულე
განსაკუთრებით უარყოფითად ზემოქმედებს განაწილებული ყურადღების
პროცესის დროს.
 უნარები(Skills): გამოცდილება და ვარჯიში აუმჯობესებს ყურადღების უნარს.

ყურადღების გამომწვევ ფაქტორთა კლასიფიკაცია


ყურადღების გამომწვევ ფაქტორთა შორის ასხვავებენ ობიექტურ და
სუბიექტურ ფაქტორებს. პირველ ჯგუფს აკუთვნებენ ყურადღების გამომწვევ იმ
პირობებს, რომლებიც გარემოში მოცემული ობიექტის (ყურადღების საგნის)
თვისებებს წარმოადგენენ, ხოლო სუბიექტურ ფაქტორებად თვლიან იმ პირობებს,
რომლებიც თვით სუბიექტში მისი შინაგანი მდგომარეობის სახითაა
წარმოდგენილი. ერთი ჯგუფის თითოეული ამ ფაქტორთაგანის გამოვლინება ხშირად
გაპირობებულია მეორე ჯგუფის ფაქტორით. ხაზი უნდა გაესვას იმ მდგომარეობასაც ,
რომ, ჩვეულებრივ პირობებში ადგილი აქვს რამდენიმე ფაქტორის ერთდროულ
მოქმედებას, ისე რომ ფაქტორთა შორის ერთგვარი “კონკურენცია” მიმდინარეობს –
ერთი ფაქტორი ჩრდილავს მეორეს. ამიტომ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ
თითოეული ფაქტორი, რომელსაც ქვევით გავეცნობით მხოლოდ დანარჩენ პირობათა
ერთგვარობის შემთხვევაში წარმოადგენს მოქმედ ფაქტორს.

ყურადღების ობიექტური ფაქტორები


გამღიზიანებლის ინტენსივობა. სხვა პირობათა ერთგვარობის შემთხვევაში
ძლიერი გამღიზიანებლები (ძლიერი შუქი, გასროლის ხმა) ჩვენდა უნებურად იზიდავენ
ყურადღებას. ამ ფაქტორის მოქმედებაზეა აგებული ყოველგვარი ყურადღების
გამომწვევი საშუალებები – რეკლამები, სიგნალები, ადამიანიც ყურადღების
მისაქცევად ხმის ამაღლებას და ა. შ.
გამღიზიანებლის ხანგრძლივობა. ყურადღებას იზიდავს გამღიზიანებელი,
რომელიც დიდხანს გრძელდება. მაგალითად, მატარებლის ან მანქანის სიგნალი რომ
არაჩვეულებრივად გაგრძელდეს, ეს აუცილებლად მიიპყრობს ხოლმე ყურადღებას .
საგნის სიდიდე. დამტკიცებულია, რომ თანაბარ პირობებში დიდი საგნები
უფრო იზიდავენ ყურადღებას, ვიდრე პატარა ან საშუალო ზომის საგნები . უცნობ
ოთახში თვალში გეცემა დიდი ფანჯარა, დიდი ზომის ნივთი. ქალაქს რომ გადახედოთ
მთიდან, თვალში გეცემათ განსაკუთრებით დიდი ზომის შენობები. ამ ფაქტორსაც

6
ფართოდ იყენებენ რეკლამებში. გაზეთშიც დიდი ასოებით დაბეჭდილი სათაური
იზიდავს ყურადღებას და ა.შ.
საგნის სიახლოვე. ჩვენთან ახლოს მდებარე საგნები, დანარჩენ პირობათა
ერთგვარობის შემთხვევაში, უფრო მიიქცევენ ჩვენს ყურადღებას, ვიდრე უფრო შორს
მდებარე საგნები. ქუჩაში ჩვენთან ახლოს გავლილს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ,
ვიდრე შორს გავლილს და ა.შ.
საგნის განცალკევება. სხვა საგნებიდან განცალკევებულად, იზოლირებულად
მოცემული საგანი ადვილად იზიდავს ჩვენს ყურადღებას: ტყის პირას განცალკევებულ
ხეს ყველა ამჩნევს, მაგრამ ტყეში ასეთივე ხეები სულ ვერ იზიდავენ ჩვენს ყურადღებას .
კონტრასტის ფაქტორი. ყოველი კონტრასტულად განცდილი ფაქტორი
იზიდავს ხოლმე ადამიანის ყურადღებას: დიდი და პატარა ერთმანეთის გვერდით ,
ფერადი საგანი რუხ საგნებს შორის და ა.შ.
მოძრაობა. მოძრავი საგანი ძალიან ადვილად იზიდავს ყურადღებას
(განსაკუთრებით თუ უძრავი საგანი ამოძრავდა ჩვენს მხედველობით ველში). უძრავი
საგნები, პირიქით, უფრო შეუმჩნეველი რჩებიან. საინტერესოა, რომ ეს ფაქტორი
ცხოველთა სამყაროში დიდ როლს თამაშობს სიცოცხლისთვის ბრძოლაში.
ინსტინქტურად გაშეშებულ სუსტ ცხოველს ეს უძრაობა გადაარჩენს ხოლმე
მტაცებლისგან.
ცვლილება. იმის მიმართ, რაც დიდხანს უცვლელი რჩება, ჩვენი ყურადღება
სუსტდება, შეუმჩნეველი რჩება. დიდი ხნის უცველის შეცვლა ძლიერად იზიდავს
ყურადღებას. თვით გამღიზიანებლის შეწყვეტაც კი, თუკი ეს გამღიზიანებელი მანამდე
ხანგრძლივად უცვლელად მოქმედებდა, აღძრავს ჩვენს ყურადღებას. ჩვენს ოთახში
კედლის საათის წიკწიკს ვეღარ ვამჩნევთ, მაგრამ საკმარისია, საათი გაჩერდეს, რომ
მაშინვე მივაქციოთ ყურადღება.
სიახლე. ყურადღებას იზიდავს ყოველივე, რაც სუბიექტისთვის ახალია,
უჩვეულოა, მოულოდნელია და, მაშასადამე, ისიც, რაც შეცვლილია, რაც მოძრავია.
ახალი ამბავი, ახალი ადამიანი იპყრობს ჩვენს ყურადღებას. უნდა ითქვას, რომ
სიახლის ფაქტორი უკვე აღარ არის სავსებით ობიექტური ფაქტორი, რადგანაც
ობიექტის სიახლე თვით სუბიექტის გამოცდილებაზეა დამოკიდებული : ის რაც
ერთისთვის ახალია, მეორისთვის შეიძლება ძველი და ჩვეული იყოს.
ნაცნობობისა და ჩვეულებრიობის ფაქტორი. როდესაც სუბიექტი უცნობ,
ახალ სიტუაციაში იმყოფება, მაშინ ყურადღების გამომწვევ ფაქტორს სიახლე კი არა ,
პირიქით, ნაცნობობა და ჩვეულებრიობა წარმოადგენს. ახალ სურათთა გამოფენაზე
თვალში გვეცემა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სურათი; უცნობ აუდიტორიაში ადვილად
შეამჩნევთ ნაცნობ სახეს და ა.შ. ცხადია, რომ ნაცნობობის ფაქტორიც არანაკლებ
სუბიექტურია, ვიდრე სიახლის ფაქტორი.

სუბიექტური ანუ შინაგანი ფაქტორები


მოთხოვნილება. ყურადღება, პირველ რიგში, სუბიექტის მოთხოვნილების
შესატყვისად წარიმართება. მშიერის ყურადღება ადვილად წარიმართება საჭმელთან
დაკავშირებული მოვლენებისკენ: იგი მაშინვე შენიშნავს საჭმლის სუნს და ა .შ.
დაღლილს თვალში ეცემა დასაჯდომი ადგილი.
ინტერესი. ინტერესი ყურადღების უშუალოდ წარმმართველ ფაქტორად
ითვლება. იქ, სადაც ინტერესია, ყურადრებაც არის. ძლიერი ინტერესის ფაქტორი
ხშირად სძლევს სხვა ფაქტორებს. წვრილი შრიფტით დაწერილ წიგნსაც დიდი

7
ყურადღებით ვკითხულობთ, თუ ეს წიგნი ინტერესს იწვევს. ინტერესის ფაქტორის
უდიდესი მნიშვნელობა მეტად მკვეთრად ვლინდება სწავლის პროცესში საინტერესო
მასალის მიმართ ყურადღების ადვილ მიპყრობაში: საინტერესოს ადვილად ვისმენთ ,
ადვილად ვკითხულობთ.
განწყობა. იმ მიმართულებით ყურადღების წარმართვა, რა მიმართულებითაც
განწყობილია სამოქმედოდ ადამიანი, თავისთავად, უნებურად ხდება . ეს ფაქტორი
განსაკუთრებით დემონსტრაციულად იჩენს თავს ისეთ მდგომარეობაში , როდესაც
გამორიცხულია ყურადღების ცნობიერი, შეგნებული წარმართვა. ცნობილია , რომ
როდესაც დაღლილ დედას ღრმად სძინავს, ისე, რომ ძლიერი გამღიზიანებლებიც ვერ
აღვიძებენ მას, საკმარისია მისმა ბავშვმა დაიკვნესოს ძილში, ან დაახველოს , რომ
დედამ მაშინვე გაიღვიძოს. ეს გამღიზიანებელი იმიტომ იპყრობს დედის ყურადრებას ,
რომ მას სძინავს ბავშვის მიმართ სიფხიზლის განწყობით.
ნებისყოფის ფაქტორი. ნებისმიერი აქტიური ყურადღების მოქმედებას
საფუძვლად ნებისყოფა უდევს. ეს ფაქტორი წამყვანია ყურადღების ყოველი
მიზანდასახული, შეგნებული მოქმედების შემთხვევაში ამ ფაქტორის საფუძველზე
ადამიანს შეუძლია ყურადღების წარმართვა იმ მიმართულებით, რომელიც არ
შეადგენს მისი უშუალო ინტერსის საგანს, რომელიც მას უშუალოდ არ იზიდავს, თუკი
მას შეგნებულად ესმის ამის საჭიროება.

ყურადღების ნეგატიური ფაქტორები


ყურადღების დამაქვეითებელ, შემასუსტებელ ფაქტორთა შორის
განსაკუთრებით აღსანიშნავია მობეზრების, მოწყენის ან მოყირჭების განცდა.
აიზენკმა, ბირნმა და ბევრმა სხვა მკვლევარმა დაადგინეს ა) შფოთვის უარყოფითი
ზემოქმედება ყურადღების პროცესებზე. გარდა ამისა, ე.წ. ბ) ფიზიოლოგიური
ფაქტორები – ფარმაკოლოგიური ნივთიერებები, დაღლილობა, გამოუძინებლობა –
ადუნებს ყურადღებას; ყურადღებას ასუსტებს ის ანტიჰიგიენური პირობები
(გადამუშავებული ჰაერით სუნთქვა, მანქანების გამონაბოლქვის დიდი რაოდენობა
ჰაერში), რომლებიც საზოგადოდ აქვეითებენ ადამიანის ფსიქიკურ აქტივობას .

მეხსიერების ტრადიციული მოდელი


მეხსიერების რამდენიმე ძირითადი მოდელი არსებობს. მეხსიერების ორი
კომპონენტის იდეა ეკუთვნის უილიამ ჯემსს: პირველადი მეხსიერება, რომელშიც
ინფორმაცია ინახება დროებით, იმ წუთში მოხმარებისთვის და მეორეული
მეხსიერება, რომელიც ინახავს ინფორმაციას სამუდამოდ ან სულ მცირე ძალინ დიდი
ხნით. ინფორმაცია, რომელიც შეაგროვა ჩვენმა სენსორულმა ორგანოებმა, ძალიან
სწაფად გადაეცემა პირველად საცავს, სადაც ხდება მისი ჩანაცვლება ინფორმაციის
ახალი ნაკადით ან მისი შენარჩუნება გამეორების შედეგად. თუ ინფორმაციის ახალი
ნაკადი ძალიერია (შემოდის ბევრი ახალი ან უფრო საინტერესო ინფორმაცია ), მაშინ
ხანმოკლე მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია გამოიდევნება ახალი ინფორმაციით .
მრავალსაცავიანი მოდელის არსებობის სასარგებლოდ მიუთითებს:
 დაკვირვებები, რომ ზოგიერთი ინფორმაცია და მოვლენები მოკლე დროით
გვახსოვს, ზოგიერთი კი – ხანგრძლივად;

8
 ფიზიოლოგიური გამოკვლევბი, რომლის მიხედვითაც ხანმოკლე შენახვა
შეიძლება შეწყდეს, მაშინ როცა ხანგრძლივი შენახვის ფუნქციები
შენარჩუნებულია.
 ექსპერიმენტებში გარკვეული ტიპის ინფორმაციის აღდგენა ხდება ხანმოკლე
საცავიდან, გარკვეულის კი – ხანგრძლივი საცავიდან. ამას ადასტურებს,
მაგალითად, დასწავლის პირველადობისა და სიახლის ეფექტები.

ატკინსონი და შიფრინი ერთმანეთისგან განასხვავებდნენ მეხსიერების ცნებასა


და მეხსიერების საცავების ცნებას, კერძოდ, ცნება “მეხსიერება ” ამ მოდელის მიხედვით
აღნიშნავს იმ მონაცემებს და ინფორმაციას, რომლის შენახვაც ხდება , ხოლო ცნება
“საცავი” კი – სტრუქტურული ელემენტია, რომელშიც ეს ინფორმაცია ინახება. რიჩარდ
ატკინსონმა და რიჩარდ შიფრინმა წამოაყენეს მეხსიერების ალტერნატიული
მოდელი, რომელიც აღწერდა მეხსიერებას 3 საცავის ტერმინებში :
 სენსორული საცავი, რომელიც ინახავს ინფორმაციის შედარებით შეზღუდულ
რაოდენობას და ძალიან ცოტა ხნით;
 ხანმოკლე საცავი, რომელიც ინახავს ინფორმაციას შედარებით დიდი ხნით,
მაგრამ მოცულობა ამ საცავშიც შედარებით შეზღუდულია ;
 ხანგრძლივი საცავი, ძალიან დიდი მოცულობის საცავია, რომელშიც
ინფორმაცია ინახება ძალიან დიდი ხნის მანძილზე, შესაძლოა, განუსაზღვრელი
დროით.

ატკინსონი და შიფრინი არ თვლიდნენ, რომ აღნიშნული სამი საცავი სხვადასხვა


ფიზიოლოგიური სტრუქტურაა. მათი აზრით, საცავე უფრო ჰიპოთეტური
კონსტრუქტებია- ცნებები, რომლებიც თავისათავად არ არის გაზომვადი ან
დაკვირვებადი. საცავები, ამ შემთხვევაში, გამოდის მენტალური მოდელის როლში,
რომელიც ხსნის, თუ როგორია ფსიქოლოგიური ფენომენი. ატკინსონ-შიფრინის
მოდელის მიხედვით, მეხსიერება წაროდგენილია პასიური საცავების სახით,
რომლებშიც ინახება მოგონებები. მაგრამ ამ მოდელში მოიაზრება ასევე გარკვეული
კონტროლის პროცესი, რომელიც განაგებს ერთი საცავიდან მეორეში ინფორმაციის
გადატანას.

სენსორული საცავი
სენსორული საცავი საწყისი პუნქტია, საიდანაც ინფორმაციის დიდი ნაწილი
საბოლოოდ გადაინაცვლებს ხანმოკლე და ხანგრძლივ საცავში. მონაცემების დიდი
ნაწილი ხატოვანი საცავის სასარგებლოდ მეტყველებს. ხატოვანი საცავი
დისკრეტული ვიზუალური სენსორული რეგისტრია, რომელიც ინახავს ინფორმაციას
ძალიან მცირე დროით. ამ საცავის სახელი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ აქ
ინფორმაცია ინახება ხატების სახით. ხატები, თავის მხრივ, ვიზუალური
გამოსახულებებია და ჩვეულებრივ, იმ ობიექტების იგივეობრივია , რომლის
რეპრეზენტაციასაც წარმოადგენს.

სპერლინგის აღმოჩენა
სპერლინგს აინტერესებდა რა რაოდენობის ინფორმაციის კოდირებაა
შესაძლებელი სტიმულების ნაკრებზე ერთი წამიერი თვალის შევლებით . სპერლინგი
აშუქებდა ეკრანზე ასოების ან ციფრების მწკრივს 50 მილიწამი (წამის მეათასედით ).

9
სპერლინგმა აღმოაჩინა, რომ როდესაც ცდის პირებს მოეთხოვებოდათ გაეხსენებინათ
რა დაინახეს, მათ შეეძლოთ სწორად მხოლოდ 4 სტიმულის გახსენება. სპერლინგის
კვლევის პირველ ნაწილში და ბრიგდენის კვლევებში გამოყენებული ცდა სრული
ანგარიშის პროცედურაა. ამ შემთხვევაში ცდის პირმა უნდა მოახსენოს ყველა
სტიმული, რაც დაინახა. სპერლინგმა გადაწყვიტა ნაწილობრივი ანგარიშის
გამოყენება. ამ შემთხვევაში, ცდის პირს მოეთხოვებოდა დანახული სტიმულების
მხოლოდ რაღაც ნაწილის გახსენება. ამ ნიმუშიდან გამომდინარე ის აფასებდა მათ
მთლიან ცოდნას. სპერლინგი აფრთხილებდა ცდის პირებს, რომ მათ მოსთხოვდნენ
მხოლოდ ერთი მწკრივის გახსენებას. ის მწკრივი, რომელიც უნდა გაეხსენებინათ ცდის
პირებს იყო მინიშნებული მაღალი, საშუალო ან დაბალი ტონი. ხატობრივი
მეხსიერების შეფასების მიზნით, სპერლინგი მანიპულირებდა სტიმულის
რეპრეზენტაციასა და სიგნალს შორის არსებული დროის ინტერვალით. ცდის
პირებს მოეთხოვებოდათ მთელი სტიმულების მხოლოდ მესამედის გახსენება,
უბრალოდ მათ არ იცოდნენ წინასწარ თუ რომელი მესამედის გახსენება მოუწევდათ . ამ
პროცედურის გამოყენებით, სპერლინგმა აღმოაჩინა, რომ ცდის პირებს შეეძლოთ 12-
დან 9 სიმბოლოს გახსენება მაშინ, როცა მინიშნება ჩნდებოდა უშუალოდ სტიმულების
წარდგენამდე, ან დაუყოვნებლივ მოსდევდა წარდგენას. თუმცა იმ შემთხვევაში , როცა
მინიშნება ჩნდებოდა ერთი წამის დაგვიანებით, გახსენების მაჩვენებელი ეცემოდა 12-
დან 4-5 ელემენტამდე. გახსენების ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით იგივე, რაც
მიიღებოდა სრული ანგარიშის პროცედურის შედეგად. სპერლინგის შედეგებიდან
გამომდინარეობს, რომ ინფორმაცია სწრაფად ქრება ხატობრივი საცავიდან .
მიუხედავად იმისა, რომ სპერლინგის იდეა ეფექტური იყო, მისი ექსპერიმენტი მაინც
არ იყო სრულყოფილი. მასზე გავლენას ახდენდა თვითანგარიშის პროცედურა. ცდის
პირებს უნდა გაეხსენებინათ რამდენიმე სტიმული და შესაძლოა, ინფორმაციის ნაწილი
გახსენების დროს უკვე იშლებოდა საცავიდან. მართლაც, არსებობს გამოსავლის
ინტერფერენციის შესაძლებლობაც. ამ შემთხვევაში , შესასწავლი ფენომენი
ინტერფერირებს გამოსავალთან. ამიტომაც, რამდენიმე სტიმულის ვერბალური
ანგარიში ინტერფერირებს ხატობრივი მეხსიერების შესახებ თვითანგარიშთან .

შემდგომი სრულყოფა. შემდგომ შრომებში ცდის პირებს მიეწოდებოდათ


შემთხვევით შერჩეული 8 ასოს 2 მწკრივი, კვლავ 50 მილიწამის მანძილზე. ამ
კვლევაში, ერთ-ერთი ასოს ადგილას ჩნდებოდა ნიშანი. ამ შემთხვევაშიც ნიშნის
გამოჩენის დრო ვარირებდა ან ასოების წარდგენამდე, ან წარდგენის შემდეგ . ამ
კვლევაში ცდის პირებს მოეთხოვებოდათ ერთ მიწოდებაზე მხოლოდ ერთი ასოს
გახსენება. ამდენად, ამ პროცედურის შემთხვევაში გამოსვლის ინტერფერენცია
შემცირებული იყო. ამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ნიშანი ჩნდებოდა უშუალოდ
ასოების წარდგენის წინ ან მაშინვე მოსდევდა წარდგენას, ცდის პირებს შეეძლოთ
ზუსტად გაეხსენებინათ ინფორმაციის 75%. ამ კვლევის შედეგებიდან
გამომდინარეობს, რომ თუ გამოსავლის ინტერფერენცია ძალიან შემცირებულია,
ხატობრივი მეხსიერების მოცულობა მნიშვნელოვნად დიდია. ხატობრივი
მეხსიერება შეიძლება მოიცავდეს 12 ელემენტამდე. მეორე ექსპერიმენტში ასევე
გამოვლინდა ხატობრივი მეხსიერების მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი : ის
შეიძლება წაიშალოს. ხატობრივი მეხსიერების სწორედ ამ თვისების წყალობით , ჩვენი
მხედველობითი შეგრძნებები საკმაოდ პრაქტიკულია. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ
თუ სტიმულის წარდგენა ხდებოდა სამიზნე ასოს ადგილას, მას შეეძლო სამიზნე ასოს

10
ხატის წაშლა. ამ ინტერფერენციას უწოდეს ვიზუალური უკუდაფარვა/მასკირება. ეს
ფენომენი სტიმულების მენტალური წაშლაა, წინა სტიმულის ახალი სტიმულით
ჩანაცვლების გზით. თუ გადამფარავი სტიმული ჩნდება იგივე ადგილას, რაც ასო, ამ
ასოს წარდგენიდან 100 მილიწამის განმავლობაში, ხდება ასოების ზედდება . უფრო
დიდი ინტერვალის შემთხვევაში, გადამფარავი სტიმული საერთოდ შლის პირველ
სტიმულს. კიდევ უფრო დიდი ინტერვალის შემთხვევაში, გადამფარავი სტიმული აღარ
ინტერფერირებს სამიზნესთან. ეს ხდება იმიტომ, რომ სამიზნე ინფორმაცია უკვე
გადატანილია მეხსიერების სხვა, უფრო ხანგრძლივ საცავში .

ნაისერმა სენსორულ სმენით მეხსიერებას ექოსებრი მეხსიერება უწოდა.


ექოსებრი შენახვა ჰგავს ხატისებრს, იმ თვალსაზრისით, რომ აქ ძალიან მოკლე დროის
განმავლობაში ინახება დიდი სიზუსტით ასახული გადაუმუშავებელი სენსორული
ინფორმაცია. ექოსებრი მეხსიერებაც გვაძლევს დამატებით დროს იმისთვის, რომ
კარგად გავიგონოთ სმენითი შეტყობინებები. თუ ჩვენ გავაანალიზებთ მეტყველების
გაგების რთულ პროცესს, გასაგები გახდება ექოსებრი მეხსიერების როლი ამ
პროცესში. ბგერითი რხევები, რომლებიც მეტყველებას შეადგენენ, გარკვეული დროის
განმავლობაში ვრცელდებიან. ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს მეტყველების,
მუსიკისა თუ სხვა ნებისმიერი ბგერის თითოეული ნაწილაკი, უაზროა, უსარგებლოა, თუ
იგი წარმოდგენილი არ არის სხვა ბგერების კონტექსტში. ექოსებრი საცავი მოკლე
დროით ასახავს სმენით ინფორმაციას და ამით უზრუნველყოფს სმენითი ინფორმაციის
გაგებისათვის აუცილებელი უშუალო კონტექსტუალური მახასიათებლებით .
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექოსებრი საცავის ხანგრძლივობა უფრო მეტია ,
ვიდრე - ხატისებრი საცავისა.
სტერეო და კვადროფონური მოწყობილობების საშუალებით მორეიმ, ბეიტსმა
და ბარნეტმა ჩაატარეს სპერლინგის მსგავსი ექსპერიმენტი სმენით სტიმულებზე .
მკვლევარები ცდის პირს ათავსებდნენ ოთხ მიკროფონს შორის და ყურებზე
უკეთებდნენ კვადროფონურ ყურსასმენს. ეს მოწყობილობა საშუალებას იძლეოდა ,
ცდის პირისთვის მიეწოდებინათ ერთდროულად ოთხი შეტყობინება. ცდის პირს ამ
შემთხვევაში შეუძლია მოისმინოს ერთი რომელიმე შეტყობინება. ექსპერიმენტში
შეტყობინება წარმოადგენდა ანბანის ბგერებს - ერთიდან ოთხამდე , რომელიც ცდის
პირს მიეწოდებოდა ან ერთი, ან ორი, ან სამი, ან ოთხივე არხიდან ერთდროულად .
ნათურები ინთებოდა ბგერის მიწოდებიდან 1 წმ.-ის შემდეგ. ნაწილობრივი ანგარიშის
ექსპერიმენტის შედეგები უკვეთესი იყო, ვიდრე მთლიანობითი ანგარიშის
პროცედურის საფუძველზე მიღებული რეზულტატები.
დარვინის, ტურვეისა და კრაუდერის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი.
სტერეო ყურსასმენების საშუალებით ცდის პირებს მიეწოდებოდათ სმენითი
ინფორმაციის მატრიცა, რომელიც შედგებოდა სტიმულების სამი ნაკრებისგან
თითოეულში სამ-სამი სტიმულით. ამასთან, ნაკრებებში ერთმანეთში არეული იყო ასო-
ბგერები და ციფრები. ცდის პირს ესმოდა სამი მოკლე სამელემენტიანი სია. აღდგენა
იზომებოდა როგორც ნაწილობრივი, ასევე მთლიანობითი ანგარიშის პროცედურით .
ცდის პირებს ჰქონდათ მხედველობითი მინიშნებაც, რომელიც ჩნდებოდა მათ
პირდაპირ განთავსებული ეკრანის მარცხენა, შუა ან მარჯვენა ნაწილზე . ისევე ,
როგორც მხედველობითი საცავის შემთხვევაში, მინიშნების გამოჩენის დროის
ცვალდებადობა ინფორმაციის წაშლის დაკვირვების საშუალებას იძლეოდა .
ექსპოზიციის მომენტიდან, რაც უფრო სწრაფად ხდებოდა სტიმულების აღდგენა,

11
მით უფრო მეტი სტიმულის აღდგენას ახერხებდა ცდის პირი და _ პირიქით.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ექოსებრი შენახვა გრძელდება დაახლოებით 4 წამის
განმავლობაში. თუმცა, ყველაზე კარგად ინფორმაცია ინახება პირველი წამების
განმავლობაში.

ხანმოკლე/უშუალო მეხსიერების საცავი


ხანმოკლე მეხსიერებაში მოგონებები ინახება რანდენიმე წამის განმავლობაში ,
ხოლო ზოგჯერ 2 წუთამდეც კი. ატიკინსონ-შიფრინის მოდელის მიხედვით,
ხანმოკლე საცავი იმაზე მეტ ფუნქციას ასრულებს, ვიდრე რამდენიმე ელემენტის
შენახვაა. მას ასევე გაჩნია გარკვეული კონტროლის პროცესები, რომლებიც
არეგულირებენ ინფორმაციის შეტანა/ამოტანის პროცესს ხანგრძლივი
მეხსიერების საცავიდან, სადაც ინფორმაცია უფრო ხანგრძლივი დროით ინახება .
ინფორმაცია უფრო ინახება აკუსტიკურად, ვიდრე ვიზუალურად. ზოგადად, ჩვენი
უშუალო (ხანმოკლე) მეხსიერების მოცულობა სხვადასხვა ტიპის ელემენტების
შემთხვევაში დაახლოებით 7, -/+ 2. ელემენტი შეიძლება იყოს მარტივი, მაგალითად
ციფრი, ან რთული, მაგალითად სიტყვა. თუკი ჩვენ გავაერთიანებთ, მაგალითად, 20
ასოს ან ციფრის რიგს რამდენიმე აზრიან ჯგუფში, ჩვენ შევძლებთ მათ დამახსოვრებას .
არის სხვა ფაქტორები, რომლებიც ახდენს გავლენას მეხსიერებაში დროებით
შენახული ინფორმაციის მოცულობაზე. რაც მეტ მარცვალს შეიცავს ელემენტი, მით
ნაკლებ ელემენტს აღვადგენთ.
კვლევების უმრავლესობაში, ხანმოკლე მეხსიერების მოცულობის
შესამოწმებლად გამოიყენებოდა ვერბალური სტიმულები. მაგრამ ადამიანები
ხანმოკლე მეხსიერებაში ვიზუალურ სტიმულებსაც ინახავენ. მკვლევრების ჯგუფმა
გადაწყვიტა შეესწავლათ ხანმოკლე მეხსიერების მოცულობა ვიზუალური
ინფორმაციის შემთხვევაში. ცდის პირებს უჩვენებდნენ ორ ეკრანს ერთი მეორეს
მიყოლებით. ცდის პირს მიეწოდებოდა 3 სახის სტიმულები: ფერადი კვადრატები ,
სხვადასხვა დახრილობის შავი ხაზები და სხვადასხვა დახრილობის ფერადი ხაზები .
სტიმულები ორივე ეკრანზე ერთნაირი იყო. ეკრანებზე განსხვავება შეიძლება
ყოფილიყო მხოლოდ ერთ მახასიათებელში. ცდის პირებს მოეთხოვებოდათ
მიეთითებინათ ეკრანებზე მიწოდებული სტიმულების იდენტურობა თუ სხვაობა .
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცდის პირებს შეეძლოთ მხოლოდ ოთხი ელემენტის
შენარჩუნება, რაც ადასტურებდა კოვანის შედეგებს. იგივე შედეგები მიღებულ იქნა
მაშინაც, როცა ხდებოდა ინდივიდუალური მახასიათებლის ცვლილება ან
მახასიათებლების წყვილების ცვლილება. ამრიგად, როგორც ჩანს, შენახვა
დამოკიდებულია ობიექტების რაოდენობაზე და არა მახასიათებლების
რაოდენობაზე.
ამ კვლევას ჰქონდა შესაძლო ნაკლი. სხვადასხვა ორიენტაციის ფერადი
ხაზების შემთხვევაში, დამატებითი მახასიათებლის მქონე სტიმულს ჰქონდა იგივე
სივრცითი ორიენტაცია, რაც საწყის სტიმულს. ამდენად, ორიენტაცია და ფერი ერთი და
იგივე ობიექტთან მიმართებაში წარმოდგენილი იყო ეკრანის ერთი და იგივე ადგილას .
შემდგომ კვლევაში სცადეს სივრცეში ლოკალიზების ფაქტორის გამოცალკევება
ობიექტების რაოდენობისგან. ამ კვლევის მეშვეობით შესაძლებელი გახდა იმის
განსაზღვრა, თუ რას იმახსოვრებს ადამიანი - ოთხ ობიექტს, თუ მათ ოთხ სივრცით
მდებარეობას. ცდის პირებს კვლავ შეეძლოთ მხოლოდ 4 ობიექტის დამახსოვრება,
მიუხედავად იმისა, თუ რა მდებარეობა ჰქონდა ობიექტს სივრცეში. შემდგომ,

12
ამერიკული ჟესტების ენის გამოყენებით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჟესტით
წარმოდგენილი ასოების შემთხვევაში ადამიანს შეუძლია უშუალოდ 4 ასეთი ასოს
გახსენება.
მილერმა განაზოგადა დაგროვილი ექსპერიმენტების შედეგები და
შემოგვთავაზა ხანმოკლე მეხსიერებაში ინფორმაციის კოდირების ახსნის მოდელი .
მისი მოდელის მიხედვით მეხსიერებას შეუძლია შეინარჩუნოს შვიდი (პლუს მინუს ორი )
ერთეული. ცალკეული ასოები წარმოადგენენ ინფორმაციის ცალკეულ “ნაწილაკებს”,
ამიტომ თითეულმა ასომ უნდა დაიკავოს შენახვის ცალკე უჯრედი. როცა ასოები
გაერთიანებულია სიტყვებში, მაშინ ისინი განიხილება, როგორც შენახვის ერთი
ერთეული. ხანმოკლე მეხსიერების ტევადობის გაზრდა შესაძლებელია ასოების
სიტყვებში კოდირების ხარჯზე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხანმოკლე
მეხსიერების მოცულობა შეზღუდულია, მისი გაზრდა შესაძლებელია ინფორმაციის
“გამსხვილების” ხარჯზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინფორმაციის “გამსხვილება”
შეუძლებელია ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახულ გარკვეულ ინფორმაციასთან
კავშირის გარეშე. მაგალითად, შეუძლებელია “გაამსხვილო” ასოები გარკვეული
აბრევიატურების სახით, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის ხანგრძლივ
მეხსიერებაში.

მეხსიერების ფუნქციები და კვლევის მეთოდები


ადამიანი თავისი მოქმედების ყოველ ეტაპზე, ცნობიერად თუ არაცნობიერად ,
იძენს გამოცდილებას და შემდეგ ინახავს მას ისეთი ფორმით, რომ მომავალში
საჭიროების შემთხვევაში ხდება მისი მეყსეული ამოტანა და ქცევის პროცესში ჩართვა .
მეხსიერებას მეტად რთული ფუნქცია აქვს. იგი მოიცავს ინფორმაციის აღბეჭდვის
(კოდირების), შენახვისა და აქტუალიზაციის (აღდგენის) სამ რგოლს და ამგვარად,
მასში მოცემული და ერთმანეთთან დაკავშირებულია ადამიანის წარსული , აწმყო და
მომავალი. აწმყოში მეხსიერების მოქმედებისას იგი განსაზღვრავს ახალი
ინფორმაციის სელექციურ (წარსულით გაშუალებულ) აღბეჭდვას და მის შენახვას.
ამავე დროს, მეხსიერებაში შესული ყოველი ახალი ინფორმაცია, თავის მხრივ, ცვლის
და ამდიდრებს წარსულ გამოცდილებას. მეხსიერება მომავალზე ორიენტირებული
კოგნიტური პროცესია, რაც იმაში გამოიხატება, რომ მიღებული ინფორმაციის
სტრუქტურირება და შენახვა ხდება ისეთი სახით, რომ მომავალში ადვილად და
ადეკვატურად მოხდეს მისი გამოყენება. ტულვინგი აღნიშნავს, რომ მეხსიერება ეს
არის საშუალება, რომლითაც ჩვენ ვინახავთ ჩვენს წარსულ გამოცდილებას იმისთვის,
რომ გამოვიყენოთ აწმყოში.
მეხსიერების კვლევის მეთოდები შეიძლება დავაჯგუფოდ ორი თვალსაზრისით ;
1) იკვლევენ ისინი ცნობას თუ რეპროდუქციას და 2) იკვლევენ ისინი იმპლიციტურ
თუ ექსპლიციტურ მეხსიერებას. გახსენების (მიზანმიმართული აღდგენის) დროს
თქვენ ახდენთ ფაქტების, სიტყვების ან მეხსიერების სხვა შინაარსების რეპროდუქციას .
თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის ექსპერიმენტებში კლასიკურ მეთოდებზე
დაყრდნობით გამოყენებულია აღდგენის სამი ძირითადი ტიპი . 1) სერიული
გახსენება, რომელშიც ცდის პირი იხსენებს მასალას ზუსტად იმ თანმიმდევრობით,
როგორითაც მიაწოდეს დასამახსოვრებლად; 2) თავისუფალი აღდგენა, რომლის
დროსაც მასალის აღდგენის თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს; 3) საყრდენით
აღდგენა, რომლის დროსაც ცდის პირის წარუდგენენ მასალის ერთეულებს წყვილების
სახით, აღდგენის დროს კი აჩვენებენ წყვილის ერთ წევრს და მან უნდა გაიხსენეოს _

13
მეორე. აღდგენის ამ მეთოდს “წყვილთა ასოციაციის მეთოდსაც” უწოდებენ.
ფსიქოლოგები ასევე ზომავენ ხელახალი სწავლების ფენომენსაც. ეს არის მეთოდი,
რომლის დროსაც ცდის პირი ხელახლა დაისწავლის გარკვეულ მასალას, რომელიც
მას ადრე ჰქონდა ნასწავლი.
ცნობის დავალებებში უფრო მეტი მასალის აღდგენა ხდება, ვიდრე - გახსენების
დავალებებში. ცდის პირთა წინასწარი ინფორმირება გახსენების საჭირო ტიპის
შესახებ (ცნობა მოეთხოვებათ მათ, თუ აღდგენა), ცხადია, ზეგავლენას ახდენს
დამახსოვრებული მასალის მოცულობაზე. აღდგენის დავალება ინფორმაციის
უფრო ღრმა გადამუშავებას მოითხოვს, ვიდრე - ცნობის დავალება. ცნობის
მეხსიერებას სჭირდება რეცეფციული (აღქმადი) ცოდნა, ხოლო აღდგენის
დავალებებს კი გამომხატველობითი ცოდნა. განსხვავებები რეცეფციულ და
ექსპრესიულ ცოდნას შორის ვლინდება არა მხოლოდ მეხსიერების, არამედ ენის,
აზროვნებისა და კოგნიტური განვითარების სფეროებშიც. ექსპლიციტური
მეხსიერებას მიეკუთვნება ინფორმაციის ცნობიერი დასწავლა და აღდგენა .
იმპლიციტურ მეხსიერებას კი მიეკუთვნება ინფორმაციის აღბეჭდვა, გადამუშავება და
გამოყენება ცნობიერების მონაწილეობის (ადამიანის მხრიდან მისი კონტროლის )
გარეშე. ასეთ დავალებათა მაგალითია “სიტყვის შევსების” დავალება: ცდის პირს
წარუდგენენ სიტყვის ფრაგმენტს და სთხოვენ დაასრულოს იგი, თქვას პირველი
სიტყვა, რომელიც თავში აზრად მოუვა. ასევე იყენებენ პროცედურული ცოდნის
ამოტანის დავალებებს, რომლის დროსაც ცდის პირს სთხოვენ გარკვეული შეძენილი
ჩვევის (მაგ., ველოსიპედის ტარება) დემონსტრირებას. ამ მეთოდებს “როგორ
გაკეთების” დავალებებსაც უწოდებენ.
სენსორული რეგისტრი არის ფსიქიკაში ასახული ინფორმაციის მეხსიერებაში
შეჩერების უმარტივესი ფორმა, რომლის ხანგრძლივობა წამების მიხედვით იზომება .
მეხსიერებაში შემოსული ინფრომაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუძლებს დროის
გამოცდას, თუ მისი, როგორც საგნის ამოცნობა მოხდება, რაც სულ ცოტა სამ დონეზე
მიმდინარე პროცესთა განხორციელებას მოითხოვს. პირველ დონეზე ადგილი აქვს
ინფორმაციის სენსორულ რეგისტრაციას (შეგრძნებას), მეორე დონეზე ხდება
ობიექტური, გარედან შემოსული ინფორმაციის - საგნის თვისებების გამოყოფა და
ორგანიცაზია და მესამე, ყველაზე მაღალ დონეზე, გამოსახულების ამოცნობა,
მნიშნელობის მინიჭება, რაც ხანგრძლივ მეხსიერებაში არსებულ ინფორმაციასთან
მიმართების გზით ხდება. ინფორმაციის გადამუშავების ამ სახეს აღამავალ
გადამუშავებას უწოდებენ. ჩვენი ხანგრძლივ მეხსიერებაში არსებული ცოდნა
გვეხმარება სიტყვის მნიშვნელობასთან ასიმილაცია გავუკეთოთ ერთსა და იგივე
გრაფიკულ ფიგურას და სწორად წავიკითხოთ სიტყვები. ამ სახის გადამუშავებას
დაღმავალი გადამუშავება ეწოდება.
უშუალო მეხსიერებაში ხანმოკლე მეხსიერების ორივე ძირითადი პირობა -
ერთხელობრივი აღქმა და დაუყონებლივი აღდგენა, მაგრამ ხანმოკლე მეხსიერების
სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ხდება იგივე თანმიმდევრობის
დაცვა, რა თანმიმდევრობითაც იყო მასალა აღქმული. დრო, რომლის განმავლობაშიც
რჩება ამ სახით მასალა მეხსიერებაში ძალიან მცირეა, მაგრამ უფრო მეტია , ვიდრე
სენსორულ რეგისტრში. თუ სენსორულ რეგისტრში მასალის შეჩერების დრო წამის
მეაზედში იზომება, უშუალო მეხსიერებაში ეს დრო 20-30 წამამდე იზრდება .
მუშა მეხსიერება ხანმოკლე მეხსიერების შედარებით რთული ფორმაა,
რომელსაც განიხილავენ, როგორც ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხ სიერებას შორის

14
დამაკავშირებელ რგოლს. ეს უკანასკნელი სახელწოდება მან მიიღო თავისი
ოპერატიულობის, ანუ სისწრაფის გამო. ზოგჯერ ამ სახელწოდებას უკავშირებენ
ოპერატორს, რომლის ამოცანაა პულტზე მიღებულ ინფორმაციას დაუყონებლიც ,
მაგრამ ადეკვატურად უპასუხოს. მუშა მეხსიერება ბედლის განსაზღვრებით, არის
მოცემულ მომენტში მოქმედი სისტემა, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან
შედგება და რომლის ფუნქციაც არის ინფორმაციის მიღებისთანავე ამ
ინფორმაციის შეჩერება და ამოცანის შესაბამისად მისი გადამუშავება. მუშა
მეხსიერების საშუალების ხდება ინფორმაციის სწრაფი გადამუშავება , მოსმენილის
სხვა სიტყვებით გადაცემა, რაიმე რთული აზრობრივი ამოცანის გადაწყვეტისას საჭირო
ინფორმაციის ხანგრძლივი მეხსიერებიდან ამოტანა და დროებით ცნობიერებაში
შეჩერება და სხვა. მასალის აღდგენა თავისუფალი წესით ხდება, იგი არ არის
შეზღუდული თანმიმდევრობის დაცვის სიზუსტით. მასალის დამახსოვრების და
გადამუშავების პროცესში სუბიექტის ჩართვა და პროცესის მართვა
შესაძლებელია.
ბედლიმ წარმოადგინა მუშა მეხსიერების მოდელი, რომელიც თავის პირველ
ვარიანტში სამ ქვესისტემად წარმოადგენს: ფონოლოგიური ყულფი, ვიზუალური
სივრცითი ინფორმაციის პირველადი საცავი; ცენტრალური აღმსრულებელი.
მოგვიანებით დაემატა მეოთხე კომპონენტიც - ეპიზოდური ბუფერი. ფონოლოგიურ
ყულფში შეზღუდული რაოდენობის აკუსტიკური-ვერბალური ინფორმაციის აღბეჭვდა
და მცირე ხნით შეჩერება ხდება. სწორედ ესაა ბედლის აზრით, უშუალო მეხსიერებაზე
პასუხისმგებელი. უფრო მეტი ერთეულის დამახსოვრებაა შესაძლებელი თუ ეს
სიტყვები მოკლეა და - პირიქით. ვიზუალურ-სივრცით საცავში მხედველობითი და
სივრცითი ხასიათის მქონე ინფორმაცია მცირე ხნით ჩერდება. გარდა ამისა , აქ
შემოდის აგრეთვე ვერბალური გზით მიღებული ინფორმაციაც. ეპიზოდური ბუფერი
არის დროებითი ადგილი, სადაც ჩერდება ფონოლოგიური ყოლფიდან, ვიზუალურ -
სივრცითი საცავიდან და ხანგრძლივი მეხსიერებიდან მიღებული ინფორმაცია . ეს ის
"ადგილია", სადაც ხდება წარსულში მიღებული ინფორმაციის გადმოტანა და
ინტერპრეტაცია, მომავალი აქატივობების დაგეგმვა. ცენტრალური აღმსრულებელი
ინსტანცია ახდენს ფონოლოგიური ყულფიდან, ვიზუალურ-სივრცითი საცავიდან და
ეპიზოდული ბუფერიდან ინფორმაციის ინტეგრაციას და გადამწყვეტ როლს თამაშობს
ყურადღების, სტრატეგიების დაგეგმვის და ქცევის კოორდინაციის პროცესებში . გარდა
ამისა, ცენტრალური აღმსრულებელი არ უშვებს არასაჭირო ინფორმაციას. ჩვენს
ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორედ "ცენტრალური აღმსრულებელი" განსაზღვრავს
ჩვენი ქცევის მომდევნო ნაბიჯს - რა გავაკეთოთ ან რა არ გავაკეთოთ.
გამოყოფენ ორი სახის რეტროაქტიულსა და პროაქტიულ ინტერფერენციას:
პროაქტიული ინტერნერენფიის დროს ადამიანის დამახსოვრების პროცესი
გართულებულია, რადგან უშუალოდ მისი წინმსწრები მასალის შერევა ხდება
დასამახსოვრებელ მასალასთან. რეტროაქტიულ ინტერფერენციის დროს ადამიანს
უჭირს ადრე ნასწავლი მასალის გახსენება, რადგან ამჟამად დამახსოვრებული ახალი
მასალის შერევა ხდება ძველთან.
რემინესცენცია - როდესაც ცდის პირები უკეთ აღადგენენ მასალას არა
უშუალოდ აზრიანი მასალის აღქმის შემდეგ, არამედ მოგვიანებით; სხვა სიტყვებით ,
მოგონება უმჯობესდება დროის გასვლის შემდეგ. ებინგჰაუსის მიხედვით, პირველ
ხანებში დავიწყების ტემპი ძალიან სწრაფია, ხოლო შემდეგ დროის მიმდინარეობსთან
ერთად მცირდება, ბოლოს რჩება დამახსოვრებულლი მცირე ნაწილი ისე, რომ

15
აბსოლიტური დავიწყდება მაინც არ ხდება. ბელარდის ცდებში მონაწილეები
სწავლობდნენ სხვადასხვა სახის მასალას, მაგრამ დრო საკმარისი არ იყო ამ მასალის
კარგად დასასწავლად. ცდის პირებს ორჯერ უნდა აღედგინათ მასალა: პირველად,
უშუალოდ დასწავლის შემდეგ, ხოლო მეორედ გარკვეული დროითი
ინტერვალების შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, მაქსიმალური მოცულობით მასალის
აღდგენა დასწავლიდან ორი-სამი დღის შემდეგ ხდება. ეს მოვლენა კონსოლიდაციის
ეფექტით შეიძლება აიხსნას.

კვალთა კონსოლიდაცია
შემოსული უნფორმაციიდან ხანმოკლე მეხსირებაში ინფორმაციის მხოლოდ
ნაწილი გადადის, ხოლო შემდეგ ხანგრძლივ მეხსიერებაში. ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პირობა იმისათვის რომ ეს მოხდეს, მკვლევართა აზრით, კვალთა
კონსოლიდაციის (განმტკიცების) პროცესია. ადამიანს, რაიმე მიზეზით მიღებული
ტვინის ტრავმის შემდეგ, ის გამღიზიანებლები, რომელიც მან ტრავმამდე მცირე ხნით
ადრე ან ტრავმის შემდეგ მცირე ხნის განმავლობაში აღიქვა, არ ახსოვს. ეს ფაქტი
ფართოდ არის ცნობილი ანტეროგრადული და რეტროგრადული ამნეზიის
სახელწოდებით. იგი მიუთითებს იმაზე, რომ ძლიერი შოკის გამო ტვინი კარგად
შეგრძნების ორგანოებზე მოქმედი გამღიზიანებლების აღბეჭვდის - ფიქსაციის უნარს .
ანტეროგრადული და რეტროგრადული ამნეზიის ფაქტმა შესაძლებელი გახადა
ზოგიერთ შემთხვევაში იმ დროის გაზომვაც, რომელიც დროსაც ტვინის ეს უნარი
დაღვეულია. მოტოციკლეტისტის შემთხვევა: მოუვიდა ავარია და შედეგად ტვინის
შერყევა მიიღო. თუ დავუშვებთ, რომ იგი 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა , აღმოჩნდება,
რომ ტრავმის გამო არ დაფიქსირდა არც ერთი შთაბეჭდილება, რომელიც ტრავმას 10
წუთით უძღვოდა. ადამიანის მეხსიერებას, სულ ცოტა 10 წუთი სჭირდება
გამღიზიანებლის დაფიქსირებისათვის, ანუ კონსოლიდაციისათვის და რომ
ტვინის ტრავმული მდგომარეობას, რომელსაც ამ დროის მანძილზე ჰქონდა
ადგილი, ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს. რუსი ფსიქო-ფიზიოლოგი გორბოვის
ექსპერიმენტი: ცდის პირს ევალება აწარმოოს შესაბამისი არითმეტიკული ოპერაციები ,
მიუმატოს ან გამოაკლოს მოცემული ციფრები ადრე მიღებულ შედეგს, რისთვისაც
აუცილებელია ახსოვდეს წინა არითმეტიკული ოპერაციის შედეგი. მოულოდნელად ,
ცდის პირს ეძლევა "შოკი" ძლიერი ელექტრული მხედველობითი ბლიცის სახით.
ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ცდის პირებს, როგორც წესი, ავიწყდებოდათ
იმ წუთს მათ მიერ მიღებული შედეგი და ცდას აგრძელებდნენ წინა შედეგიდან. ამ
ექსპერიმენტით კარგად ჩანს, რომ ასეთი უმნიშვნელო შოკიც კი შლის წინმსწრებ
კვალს და ხელს უშლის კონსოლოდაციისთვის საჭირო პირობების განხორციელებას.
შეგრძნების ორგანოზე გამღიზიანებლის მოქმედება და მისი აღბეჭდვა ჯერ კიდევ არ
ნიშნავს, რომ იგი ფისქირებულ-განმტკიცებული-კონსოლიდირებულია.
კონსოლიდაციისთვის საჭიროა გარკვეული დრო, რომელიც თავის მხრივ მთელ რიგ
ფაქტორებზეა დამოკიდებული და მისი გამოზმვა შესაძლებელია.

ხანგრძლივი მეხსიერება
ყოველდღიურ ქცევაში ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ხანმოკლე მეხსიერებას. თუმცა
უმეტეს შემთხვავაში, როცა ვსაუბრობთ მეხსიერებაზე, ვგულისხმობთ ხანგრძლივ
მეხსიერებას. აქ ჩვენ ვინახავთ მოგონებებს, რომლებიც რჩება ჩვენთან დიდი ხნის

16
მანძლიზე, შესაძლოა განუსაზღვრელი დროით. ზოგიერთი თეორეტიკოსი ვარაუდობს,
რომ ხანგრძლივი მეხსიერების მოცულობა განუსაზღვრელია, უკიდურეს შემთხვევაში
პრაქტიკული თვალსაზრისით გამოდის, რომ კითხვაზე, რამდენი ინფორმაციის შენახვა
შეუძლია ხანგრძლივ მეხსიერებას, პასუხის გაცემა შეუძლებელია .
რა ინახება თავის ტვინში? უალდერ პენფილდი ცდილობდა ამ კითხვაზე
პასუხის გაცემას ნეიროქირურგიული ოპერაციების შედეგად ზოგადი ანესთეზიის
გარეშე, ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. ელექტრული სტიმულირების გზით ის
ახდენდა პაციენტების ეპილეფსიური კერების განსაზღვრას თავის ტვინის ქერქში .
ფაქტობრივად ეს კვლევები გადამწყვეტი იყო თავის ტვინის სენსორული და
მოტორული ქერქის რუკების შექმნაში. ასეთი სტიმულაციის დროს პენფილდმა
აღმოაჩინა, რომ პაციენტები ზოგჯერ ვერ ახერხებდნენ ბავშვობის პერიოდთან
დაკავშირებული მოგონებების გახსენებას. ეს მოგონებები შესაძლოა არ
გავიხსენოთ მრავალი წლის მანძილზე. ამ მონაცემების საფუძველზე პენფილდმა
ივარაუდა, რომ ხანგრძლივი მეხსიერების საცავი შესაძლოა მუდმივია . ზოგიერთი
მკვლევარი არ ეთანხმება პენფილდის ინტერპრეტაციას. მაგალითად, ისინი
აღნიშნავენ, რომ მეხსიერების შესახებ პენფილდის მონაცემები მცირერიცხოვანია მის
მიერ გაკეთებულ ასობით ასეთი ოპერაციასთან შედარებით . გარდა ამისა , არ
შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, რომ პაციენტები ნამდვილად იხსენებდნენ ამ
მოვლენებს; შესაძლოა ისინი იგონებდნენ მათ. ზოგი მკვლევარი ამოწმებდა ცდის
პირების მეხსიერებას მათი თანაკლასელების სახელებისა და ფოტოსურათების
მეშვეობით. ცდის პირები ცნობდნენ თანაკლასელების სახელებს. ცნობის მეხსიერების
მაჩვენებელი სკოლის დამთავრების სურათებისა და სახელების დაწყვილების მხრივ
საკმაოდ მაღალი იყო. ტერმინი „პერმანენტული შენახვა“ შეესაბამება ინფორმაციის
შენახვას ძალიან დიდი ხნის მანძილზე.
შმიდტი და მისი კოლეგები შეისწავლიდნენ პერამანენტული შენახვის ეფექტს
ბავშვობის დროინდელი მისამართის ახლომდებარე ქუჩების სახელების გახსენების
გზით. მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ პერამანენტული შენახვის ეფექტი
შეიძლება გამოვლინდეს იმ ინფორმაციის შემთხვევაშიც, რომელსაც აქტიურად
არ დაისწავლით. ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, პერამანენტული შენახვის ეფექტი
მეხსიერების ცალკე სისტემაა. სხვები, მაგალითად, ნაისერი, ამტკიცებენ რომ
ხანგრძლივი მეხსიერება ემსახურება ორივეს. ხანგრძლივი მეხსიერების მოცულობის
გამოკვლევამ უბიძგა მკვლევრებს, ინსტრუქტორებს და მასწავლებელებს შეიმუშაონ
ახალი მეთოდები დასასწავლი მასალის ეფექტური ათვისების მიზნით . უკანასკნელ
პერიოდამდე მუდმივად წარმოებს ახალი მამოტივირებელი ტექნიკების გამოგონება ,
ონლაინ კითხვარების შედგენა, რომ მოსაწავლეებს შეეძლოთ შეამოწმონ თავიანთი
ცოდნა ან სპეციალური ღილაკების გამოყენება, რომ მოსწავლეს შეეძლოს
მასწავლებელთან კომპიუტერის საშუალებით, უპასუხოს არჩევითპასუხიან ტესტებს
გაკვეთილის დროს და უკუკავშირი მიაწოდოს მასწავლებელს.

გადამუშავების დონეების მოდელი


არსებობს გადამუშავების განუსაზღვრელი რაოდენობის დონე , სადაც ხდება
ელემენტების კოდირება - ან, შესაბამისად, დასასწავლი მასალ ის სხვადასხვა
სიღრმით გააზრება. დონეებს შორის არ არსებობს მკაფიო საზღვრები. ეს მოდელი
ყურადღებას ამახვილებს გადამუშავებაზე, როგორც საცავში შენახვისთვის გადამწყვეტ
პროცესზე. დონე, რომელშიც ინახება ინფორმაცია, მნიშვნელოვნადაა

17
დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოხდა ინფორმაციის კოდირება. რიგი
ექსპერიმენტების შედეგები ადასტურებს დონეებზე გადამუშავების მოდელს . ცდის
პირებს აძლევდნენ სიტყვების ჩამონათვალს. თითოეულ სიტყვას წინ უძღვოდა
შეკითხვა. კითხვები ისე იყო შერჩეული, რომ გამოეწვიათ ელემენტების გადამუშავება
სამ სხვადასხვა დონეზე. პროგრესული თანმიმდევრობით ეს იყო ფიზიკური,
ფონოლოგიური და სემატიკური დონეები. კვლევის შედეგებიდან ცხადია, რომ რაც
უფრო ღრმა იყო შეკითხვით გამოწვეული გადამუშავების დონე, მით უფრო
მაღალი იყო გახსენების მაჩვენებელი. გადამუშავების დონეების მოდელი
შეიძლება გამოყენებულ იქნას არავერბალურ სტიმულებთან მიმართებაშიც . მელინდა
ბიორგესი და ჯორჯ უივერი ცდის პირებს უჩვენებდნენ ფოტოსურათებს სახეების
გამოსახულებით და უსვამდნენ შეკითხვებს ფოტოზე გამოსახული ადამიანების
შესახებ, ინფორმაციის ღრმა ან ზედაპირულ გადამუშავების აღძვრის მიზნით . სახეებს ,
რომლებიც ღრმა დონეზე გადამუშავდებოდა, უკეთ ცნობდნენ შემდეგ ტესტში , ვიდრე
იმ სახეებს, რომლებიც უფრო ზედაპირულ დონეზე იყო გადამუშავებული.
გადამუშავების დონეების უპირატესობები ვლინდება სხვადასხვა პოპულაციაში , მათ
შორის შიზოფრენიის მქონე ადამიანებში. შიზოფრენიის მქონე ინდივიდებს ხშირად
აღენიშნებათ მეხსიერების დარღვევები, ვინაიდან ისინი არ ამუშავებენ სიტყვებს
სემანტიკურ დონეზე. ღრმა გადამუშავება ეხმარება მათ მეხსიერების გაუმჯობესებაში .
დამახსოვრებული ინფორმაციის გახსენების კიდევ უფრო ეფექტური გზა არის
საკუთარ თავთან მისადაგების, თვით-რეფერენციის ეფექტი. ამ დროს, ცდის პირები
ამჟღავნებენ გახსენების ძალიან მაღალ მაჩვენებლს მაშინ, როცა მათ სთხოვენ
საკუთარ თავს მიუსადაგონ ის სიტყვები, რომლებიც მათ ყველაზე უკეთ აღწერს. იმ
სიტყვების შემთხვევაშიც კი, რომლებსაც ცდის პირები აფასებდნენ როგორც საკუთარ
თავთან შეუსაბამოს, გახსენების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. აღდგენის
უმაღლესი მაჩვენებელი ვლინდება იმ სიტყვების შემთხვევაში, რომლებსაც ადამიანები
მიიჩნევენ საკუთარი თავის აღმწერ სიტყვებად. ობიექტების უკეთ დამახსოვრება
ხდება, მაგალითად, მაშინ, როდესაც ისინი ცდის პირების კუთვნილებაა.
ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ საკუთარ თავთან მისადაგების ეფექტი
განსხვავებულია ფენომენია, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ეს ეფექტი კარგად
აიხსნება გადამუშავებს დონეებით ან მეხსიერების სხვა პროცესებით . კერძოდ ,
თითოეულ ჩვენთაგანს გამომუშავებული აქვს საკუთარი თავის სქემა. ეს სქემა პირადი
გამოცდილების, საკუთარი თვისებების და საკუთარი თავის შესახებ შინაგანი ნიშნების
ორგანიზებული სისტემაა. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავთან დაკავშირებული
ინფორმაციის მრავალმხრივი და ეფექტური კოდირება. საკუთარ თავთან
დაკავშირებული ინფორმაციის გადამუშავება გაცილებით უფრო ეფექტურია,
ვიდრე სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციისა. მიუხედავად მრავალი
მონაცემისა, გადამუშავების დონეების მოდელს აკრიტიკებენ. გადამუშავების დონის
სიღრმე განისაზღვრება ინფორმაციის შენახვისა და გახსენების ხარისხით . გარდა
ამისა, ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს შენახვის პარადოქსს. მაგალითად, ზოგიერთ
შემთხვევაში დამახსოვრების ისეთი სტრატეგია, როგორიცაა გარითმვა , იძლევა
უკეთეს შედეგს, ვიდრე იგივე მასალის სემანტიკური გადამუშავება . ყურადღების
გამახვილება ბგერებზე და არა შინაარსზე, ინფორმაციის უკეთეს შენახვას
იწვევს, ვიდრე შინაარსის გამეორება. ერთ სიტუაციაში ცდის პირები ინფორმაციას
აკუსტიკურად აკოდირებენ (გარითმვის მეთოდი) და ინფორმაციის აღდგენა ემყარება
ასევე აკუსტიკურ ნიშანს. ხოლო მეორეში - სემანტიკურად. სემანტიკური აღდგენის

18
შემთხვევაში ცდის პირები უკეთესად ასრულებდნენ დავალებას, ვიდრე აკუსტიკური
ნიშნით გახსენების შემთხვევაში.
კოდირების დონეების თანმიმდევრობა შესაძლოა არც ისეთი მნიშვნელოვანია ,
როგორც ფიქრობდნენ მანამდე. უფრო მნიშვნელოვანია ორი ცვლადი: ის, თუ როგორ
და რა გზით ხდება კოდირებული ელემენტის გადამუშავება და თუ რა გზით მოხდება
მისი ამოტანა მოგვიანებით. აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის კოდირების ორნაირი
სტრატეგია არსებობს. პირველი სახის სტრატეგიაა ელემენტის შიგნით
გადამუშავება: ამ შემთხვევაში ხდება ცალკეული ელემენტის გადამუშავება
(მაგალითად სიტყვის ან ფაქტის) მისი მახასიათებლების მიხედვით , მათ შორის
სხვადასხვა დონეზე. მეორე სახის სტრატეგიაა ელემენტებს შორის გადამუშავება. ამ
შემთხვევაში ხდება ელემენტების სხვადასხვა მახასიათებლების კოდირება
მეხსიერებაში არსებული ელემენტების მახასიათებლებთან შედარებით (კვლავ
სხვადასხვა დონეზე).

ინტეგრაციული მოდელი: მუშა მეხსიერება


მუშა მეხსიერების მოდელი დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ
მიღებული და გამოყენებადი მოდელია. ის ფსიქოლოგები, ვინც ეყრდნობა ამ
მოდელს, ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებას განიხილავენ განსხვავებულ
პერსპექტივაში. ალტერნატიული შეხედულების ძირითადი მახასიათებელია მუშა
მეხსიერების როლი. მუშა მეხსიერება მანიპულირებს ხანგრძლივი მეხსიერებიდან
უშუალოდ აქტივირებული, ცნობიერი ინფორმაციით. ამ დროს ხდება ამ
აქტივირებული ელემენტების მეხსიერების დროებით საცავში შეტანა და გამოტანა .

ეპიზოდური მეხსიერება
ეპიზოდურ მეხსიერებას პერსონალურ მეხსიერებას ან ავტობიოგრაფიულ
მეხსიერებასაც უწოდებენ, რადგანაც იგი ინახავს ადამიანის მიერ თავის პირად
ცხოვრებაში განცდილ მოვლენებს, ამბებს, სასიამოვნო თუ უსიამოვნო ისტორებს,
სხვადასხვა ფაქტებს. ეპიზოდურ მეხნიერების სპეციფიკას მეხსიერების სხვა
ფორმებისგან განსხვავებით შეადგენს, ის რომ მაქვს ტემპორალიცაზია, ანუ დროში
ლოკალიზაცია და მე-ს ინდექსი გააჩნია. მოგონების შინაარსი განიცდება, როგორც
მე-ს წარსულთან დაკავშირებული მოვლენა. ამიტომ ეპიზოდურ მეხსიერებას ზოგჯერ
ისტორიულ მეხსიერებასაც უწოდებენ. ეპიზოდური მეხსიერების მეორე
თავისებურებას შეადგენს ის, რომ მასში მეხსიერების შინაარსის ტემპორალიზაცია
ხდება. ტემპორალიცაზია მოვლენისთვის დროში გარკვეული ადგილის მიკუთვნებაა .
ეპიზოდურ მეხსიერებაში ადამიანი თავის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტს ობიექტურ
მოვლენებს უკავშირებს და ამით მის მეხსიერებაში ფიქსაციას და აღდგენას უწყობს
ხელს.

სემანტიკური მეხსიერება
სემანტიკურ მეხსიერებაში ინახება სამყაროს შესახებ ზოგადი ცოდნა , რომელის
მრავალ განსხვავებულ სფეროს მოიცავს - მხატვრულ ლიტერატურას, მეცნიერებას,
სპორტს - იგი უფრო ენციკლოპედიას ჰგავს, ვიდრე ავტობიოგრაფიას. ცოდნა,
რომელიც სემანტიკურ მეხსიერებაში გვაქვს, არ არის დამოკიდებული ჩვენს
ინდივიდუალურ გამოცდილებაზე, იგი საერთოა ყველასთვის. სემანტიკური
მეხსიერებისთვის ტემპორალიზაცია არ არის დამახასიათებელი . ადამიანი გარკვეულ

19
ინფორმაციას, ცოდნას, დროსა და სივრცეში იძენს, სხვადასხვა გზით, მაგრამ მის
სემანტიკურ მეხსიერებაში ფიქსირდება სწორედ ცოდნა და არა ის, თუ სად , როდის და
ვისგან შეიძინა ეს ინფორმაცია. შეიძლება ადამიანისთვის გარკვეული ცოდნის
დამახსოვრება პიროვნულად მნიშვნელოვანი გახდეს და სუბიექტს მთელი
კონტექსტი დაამახსოვრდეს. ამ შემთხვევაში ერთი და იგივე ფაქტი არსებობს
როგორც სემანტიკურ, ისე ეპიზოდურ მეხსიერებაში. ერთ შემთხვევაში სუფთა ფაქტის,
ცოდნის სახით, ხოლო მეორეში - კონტექსტთან ერთად. რომელი ამოვა მეხსიერებაში
დამოკიდებულია იმ ამოცანაზე, რისთვისაც დასჭირდა მისი გახსენება ადამიანს .
სემანტიკურ მეხსიერებაში შინაარსები ცნებების, მნიშვნელობების , კატეგორიების
მიხედვით არიან ორგანიზებულნი. ეპიზოდურ მეხსიერებაში კი დროითი
მახასიათებლების მიხედვით. სემანტიკურ მეხსიერებაში დაგროვებული ცოდნის
სანდოობის კრიტერიუმი სოციალური, საზოგადოებრივი გამოცდილებაა , ხოლო
ეპიზოდურ მეხსიერებაში დაგროვებული ცოდნისა და პიროვნული, სუბიექტური რწმენა .
სემანტიკური - ფაქტები და ცნებები, ეპიზოდური - მოვლენები და ეპიზოდები .

პროცედურული მეხსიერება
ტულვინგის მიხედვით პროცედურული მეხსიერება დაკავშირებულია ტვინის
ქერქქვეშა სტრუქტურებთან, ანუ განვითარებას მიხედვით თუ ვიმსჯელებთ , ძველ
ტვინთან, ხოლო დეკლარაციული მეხსიერება კი ტვინის ახალ უბნებს უკავშირდება.
პროცედურულ მეხსიერებაში ხდება ჩვევების, მზაობების, ცოდნის გამოყენების
უნარების ჩამოყალიბება და დამახსოვრება. მას ასევე მიეკუთვნება მეხსიერების
ცნობიერებამდელი ფორმებიც - კლასიკური და ოპერანტული განპირობებულობა ,
მიბაძვით დასწავლა. უნარების გამოყენება ზოგადად არაცნობიერად ხდება . ასეთ
ფორმას უწოდებენ იმპლიციტურ მეხსიერებას. მეხსიერებლის ამ ფორმისთვის
არსებითია წარსულში მიღებული ცოდნის გამოყენება ახალ სიტუაციაში ისე , რომ
მეხსიერებაში მიღებული ცოდნის არსებობის შესახებ სუბიექტს არაფერი ახსოვს . საქმე
ეხება ვერბალურ ცოდნას და არა მხოლოდ მოტორულ მზაობებს.

მეხსიერების ფორმები და ცნობიერების დონეები


ტულვინგმა მეხსიერების ფორმების ცნობიერებასთან მიმართება სქემის სახით
გამოტახა: ეპიზოდური - ავტონოეტურ, სემანტიკური - ნოეტური, პროცედურული -
ანოეტური. ეპიზოდურ მეხსიერებაში თვითცნობიერება მონაწილეობს. იგი აძლევს
ჩვენს მოგონებებს განუმეორებლობის სუბიექტურ ელფერს. სწორედ მე-ზე
ცენტრირებული ცნობიერება გამოარჩევს მას ისეთი ცნობიერი აქტივობებიდან,
როგორიცაა აზროვნება და აღქმა. ეპიზოდური მეხსიერება დაკავშირებუულია ე .წ
მაღალ ფსიქიკურ ფუნქციებთან, რომლებიც ზოგადად მეხსიერებისთვის ან
მეხსიერების ყველა ფორმისთვის აუცილებელი და არსებითი არ არის. ავტონოეტური
ცნობიერება ადამიანს წარსულის, აწყმოს და მომავლის გაცნობიერების საშუალებას
აძლევს. ადამიანებს, რომელთაც დარღვეული აქვთ ეპიზოდური მეხსიერება,
დაკარგული აქვთ საკუთარ აწმყოზე, წარსულზე და მომავალზე ინტროსპექციის
უნარიც. ბენტონის და აკრელის დაკვირვებით შუბლის წილის დაზიანების მქონე
პაციენტებს უჭირთ თვითაღქმა, თვითდაკვირვება, არ აქვთ ონების უნარიც. ლურიას
პაციენტებს ჰქონდათ საერთო სიმპტომი, რომელიც საკუთარი თავის, პიროვნული
პრობლემების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების უქონლობაა. ფირმანისა და
ვოტსის პაციენტებს ოპერაციის შემდეგ, სხვა მრავალ სიმპტომთან ერთად აქვთ

20
თვითცნობიერების უნარი, ისინი თავს ვერ აღიქვამენ ერთსა და იგივე პიროვნებად
წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ეპიზოდური მეხსიერების განვითარება
თვითცნობიერების განვითარებასთან არის დაკავშირებული . ბავშვებს შეუძლიათ
წარსულში მიღებული ცოდნის გამოყენება, კარგი უშუალო მეხსიერება აქვთ , მაგრამ
ეპიზოდების ცნობიერი გახსენება, თუ როდის ან სად, რა პირობებში მოხდა ამ ცოდნის
შეძენა, არ შეუძლიათ. მათ არ აქვთ ავტონოეტური განცდა.
სემანტიკური მეხსიერება ნოეტურ, ანუ შემმეცნებელ ცნობიერებას
უკავშირდება. ნოეტური ცნობიერება ახლავს თან სემანტიკურ მეხსიერებაში
სიმბოლური ინფორმაციის შენახვასაც და ამოტანასაც. ცნობიერების სწორედ ეს
ფრომა იძლება შესაძლებლობას წარმოვიდგინოთ წარსულსი აღქმული და ამჟამად
ობიექტურად ჩვენს წინ არსებული საგნები, მოვლენები თუ მიმართებები.
პროცედურული მეხსიერება კი ანოეტურია, ანუ არაცნობიერად მიმდინარეობს.
მიუხედავად ამისა, ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სოწრედ პროცედურულ
მეხსიერებას ემყარება და აქტიური მე-ს და ცნობიერების ჩარევის გარეშეც წარმატებით
ართმევს თავს მის წინაშე მდგარ ამოცანებს. დეკლარაციული მეხსიერების
განვითარებას წინ უსწრებს პროცედურული მეხსიერების განვითარება .

არგუმენტები მეხსიერების მრავალსაცავიანი თეორიის სასარგებლოდ


ჰ.მ არის პაციენტი, რომელიც ეპილეფსიით დაავადებული იყო. მან ჩაიტარა
ოპერაცია, მედიალური საფეთქლის მიდამოებში. ოპერაციის შედეგად მისი
მეხსიერება დაირღვა. მას შეეძლო ბავშვობის შთაბეჭდილებების მოგონება , მაგრამ
ოპერაციამდე 2 წლის განმავლობაში მომხდარი ამბები აღარ ახსოვდა ; მან დაკარგა
შთაბეჭდილებების დამახსოვრების უნარი. მან საცხოვრებელიც გამოიცვალა და 1
წლის შედმეგაც ვერ დაიმახსოვრა სახლის ახალი მისამართი. ერთსა და იმავე
ჟურნალს თავიდან კითხულობდა და ყოველ ჯერზე ახლად აღიქვამდა. გამოდის, რომ
მას მხოლოდ ხანმოკლე მეხსიერება ჰქონდა და ხანგრძლივად ინფორმაციას ვერ
ინახავდა. დრაჰანმა და არბიტმა იკვლიეს შუბლის წილის დაზიანების მქონე
პაციენტების ხანმოკლე მეხსიერება. მათი უშუალო მეხსიერება ჯანმრთელისგან არ
განსხვავდებოდა, თუმცა იმ მასალის დამახსოვრებისთვის, რომელიც აღემატებოდა
ხანმოკლე მეხსიერების მოცულობას, მათ მნიშვნელოვნად მეტი განმეორება
სჭირდებოდათ. მათ ჰქონდათ ახალი ინფორმაციის შეძენის დეფიციტი .
მრავალსაცავიანი თეორიის წარმომადგენლების სიტყვებით, შულის წილის
დაზიანების მქონე ავადმყოფებს მეხსიერების საცავი ნორმაში აქვთ, მაგრამ
გაუარესებული აქვთ ხანმოკლედან ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაციის
გადატანის უნარი.

კოდირება და ინტერფერენცია
არსებობს კონრადის და ვიკელგერნის მონაცემები ინფორმაციის
კოდირებისა და ინტერფერენციის შესახებ, რომლებიც ხანმოკლე და ხანგრძლივი
მეხსიერების დამოუკიდებელი სტრუქტურების სასარგებლოდ მეტყველებენ . ამ
მონაცემებით, ხანმოკლე მეხსიერების პროცესში ინტერფერენციას სტიმულთა
აკუსტიკური მსგავსება იწვევს. ერთმანეთისგან არამსგავსი ჟღერადობის ასოების
მოსმენისას, ცდის პირებს ნაკლებად უჭირთ მათი აღდგენა. ხანგრძლივი მეხსიერების
დროს ადგილი აქვს სემანტიკურ ინტერფერენციას. ხანგრძლივი მეხსიერების დროს
დავიწყებაზე მოქმედებს მნიშვნელობის მხრივ მსგავსება , ხოლო აკუსტიკურ

21
მსგავსებას მნიშვნელობა არ აქვს. ხანმოკლე მეხსიერებაში ინფორმაცია
აკუსტიკური ფორმით აღიბეჭდება, ხოლო ხანგრძლივ მეხსიერებაში სემანტიკურ
შინაარს აქვს მნიშვნელობა. აკუსტიკური მსგავსების როლის უარყოფა ხანმოკლე
მეხსიერების დროს ძნელია, მაგრამ მას შემდეგ, რაც დადგენილ იქნა სემანტიკური
გადამუშავების შესაძლებლობა ხანმოკლე მეხსიერების დროს, აღარც სემანტიკური
ინტერფერენციის შესაძლებლობა გამოირიცხება. საქსმა ჩაატარა კვლევა, სადაც
მონაწილეებს აწვდიდა მოთხრობას, რომლის შუა წინადადება იყო სამუზდე , შემდეგ ამ
წინადადებს ან იდენტურად, ან სემანტიკური, ან სინტაქსური ან ფორმალური
ცვლილებით ამბობდა გაფრთხილების გარეშე. თუ ტექსტის წაკითხვასა და
საკონტროლო ცდას შორის მცირე დროითი ინტერვალი იყო, ცდის პირები ზუსტად
ცნობდნენ მიწოდებული ტექსტის იდენტურ წინადადებას. მათ ახსოვდათ წინადადების
შინაარსი და არა მისი ზუსტი გრამატიკული სტრუქტურა.

რიგში ადგილმდებარეობის ეფექტი


ებინგჰაუსი რომ გავიხსენოთ, სიტყვათა მკრივის დამახსოვრებისას ადამიანს
უკეთ ამახსოვრდება მისი დასაწყისი და ბოლო, მწკრივის შუა ნაწილი უარესად
ამახსოვრდებათ. მრავალსაცავიანი თეორია კი ამას შემდეგნაირად ხსნის : მკწრივის
დასაწყისის ეფექტი შედეგია ხანგრძლივი მეხსიერებიდან მასალის ამოტანისა .
მწკრივის პირველი სიტყვები "ცარიელ" ხანმოკლე მეხსიერებაში თავავსდება და ცდის
პირებს აქვს შესაძლებლობა რამდენჯერმე გაიმეორონ, მაგრამ სიტყვების მოცულობის
გაზრდის შემდეგ, მათ უფრო მეტის დამასხოვრება და გამეორება სჭირდებათ , ვიდრე
ხანომკლე მესხიერებას შეუძლია. გამოდის, რომ მწკრივის პირველი სიტყვების
განმეორება უფრო ხშირად ხდება და ამიტომაც თავისუფლად გადადის ხანგრძლივ
მეხსიერებაში. მწკრივის შუა ნაწილში მდებარე სიტყვები უკვე "გადავსებულ " ხანმოკლე
მეხსიერებაში ხვდებიან, ამიტომ მათი განმეორება იშვიათად ხდება . მწკრივის ბოლოში
არსებული სიტყვები აღდგენის მომენტისთვის ჯერ კიდეც ხანმოკლე მეხსიერების
საცავში იმყოფებიან. გამოდის, რომ ცდის პირი ბოლო ნაწილს ხანმოკლე
მეხსიერებიდან აღადგენს. გლანცერისა და გუცინის კვლევის მიხედვით აღმოჩნდა,
რომ მწკრივის ბოლო ნაწილის დამახსოვრების ეფექტურობა დმოკიდებულია ბოლო
ნაწილის ხანგრძლივობაზე. აღსანიშნავია ასევე, რომ ინტერვალის ხანგრძლივობა
არავითარ გავლენას არ ახდენს მწკრივის დასაწყისის დამახსოვრებაზე . მწკრივის
ბოლო ნაწილი ხანმოკლე მეხსიერების საცავში იმყოფებოდა და დროის გავლისა თუ
ინტერფერენციის შედეგად მისი დავიწყდება მოხდა .

ინფორმაციის გადამუშავების დონეების თეორია


გადამუშავების დონეების თეორიის მიხედვით, მნიშვნელობა აქვს არა იმას , თუ
სად რა არის განლაგებული, არამედ უფრო არსებითია საკითხი, თუ ინფორმაცია
როგორ და რისთვის არსებობს და მოქმედებს. ამ თეორიაშ, განსხვავებით სისტემური
თეორიისგან, საკვანძო ცნება პროსედი და არა სისტემაა. გადამუშავება შეიძლება
მოხდეს ზედაპირულ დონეზე, ანუ სენსორულ ნიშანთა გაანალიზების საფუძველზე .
შემდგომ დონეებზე ადგილი აქვს ხატის ამოცნობას და მასში შემავალი ნაწილების
ეტიკეტირებას. გადამუშავების სიღმე: ზედაპირული (ფიზიკური), საშუალო (ფონემური ),
ღრმა (სემანტიკური). კრეიკმა და ტულვინგმა კვლევაში ცდის პირებს მიზნისგან
განსხავებულ ისნტრუქციას აძლევდნენ. იმისათვის რომ სიტყვის ფონემური მხარის
აქცენტირება მომხდარიყო, ისმებოდა კითხვა: ერითმება ეს სიტყვა მეორეს თუ არა .

22
სემანტიკური კოდირებისთვის - შეავსეთ წინადადება გამოტოვებული სიტყვით .
მრავალი ექსპერიმენტული მონაცემი ამ მოდელს სანდოს ხდიდა, იგი ეფექტური იყო,
ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების თავისებურებებს განსხვავებული სასაცავების
გარეშე ხსნიდა: ხანმოკლე მესიერებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და
შეზღუდვები გადამუშავების დეფიციტის შედეგად განიხილებოდა და არა , მოცემულ
მომენტში, საცავის ტევადობისა.

ინფორმაციის გადამუშავების სახეები


რამდენადაც ინფორმაციის შეჩერებას ხანმოკლე მეხსიერებაში განმეორება
უწყობს ხელს, კრეიკმა და ლოკჰარტმა ამის ასახსნელად გარკვეულ დონეზე
ინფორმაციის ციკრულაციის შესაძლებლობა დაუშვეს. ცირკულარული
გადამმუშავების ეს ტიპი, რომელსაც გადამუშავების პირველი ტიპი ეწოდა , ინახავს
ინფორმაციას ხანმოკლე მეხსიერებაში. რამდენადაც ამ შემთხვევაში ინფორმაციის
გადამუშავება უფრო ღრმა დონერე არ ხდება, ამიტომ ყურადღების გადატანისთანავე
ადამიანს ეს ინფორმაცია ავიწყდება. გადამეორების მეორე ტიპს ადგილი აქვს
ინფორმაციის გადამუსავების უფრო ღრმა დონეზე და ამით მიიღწევა მის
ხანგრძლივი დროით შენახვა. გადამუშავების ეს ორი ტიპი ითვალისწინებს აგრეთვე
განსხვავებულ მონაცემებს განმეორების შესახებ, რომელიც დიდ სირთულეებს
უქმნიდა მრავალსაცავიან მოდელს. დამახსოვრებაზე არა სუფთა გამეორებას, არამედ
გადამუსავების ტიპს აქვს მნიშვნელობა. გადამუშავების თეორია ინფორმაციის
გადამუშავების მოქნილობას უსვამს ხაზს. ადამიანს შეუძლია ინფორმაცია სიღრმის
მთელი კონტინიუმის დიაპაზონში გაატაროს და ამავე დროს, ინფორმაცია
გადამუშავების თითოეულ დონეზე გააჩეროს. ადამიანს ნებისმიერი სახით შეუძლია
ინფორმაციის აღბეჭვდა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , ეს თეორია
აღბეჭვდის პროცესებს და გადამუშავების ოპერაციებს მეხსიერების ძირითად
დეტერმინანტებად განიხილავს. მოდელი ემყარება დაკვირვებას და ექსპერიმენტულ
მონაცემებს, რომლის მიხედვითაც სემანტიკურ დონეზე გადამუშავებული მასალის
უკეთ დამახსოვრება ხდება. თუმცა ეს მონაცემი ყველა შემთვხევაზე არ ვრცელდება და
არ არის უნივერსალური. მორისმა, ბრენსფორდმა და ფრენკსმა დაადგინეს ეს
ყველაფერი. ცდის პირებს უსვამდნენ კითხვებს, რომელთაც ფომენური ან სემანტიკური
სახის გადამუშავების გამოწვევა შეეძლოთ. დამახსოვრების ეფექტს ორი ტესტით
აფასებდნენ: ერთი სტანდარტული იყო და თანაბარი რაოდენობით შეიცავდა სამიზნე
სიტყვებს და დისტრაქტორებს, მეორე კი იყო რისთმის ამოცნობის ტესტი, რომელის
ისეთ სიტყვებსა და დისტრაქტორებს შეიცავდა, რომელნიც გასაღებ სიტყვებს
ერითმებოდა. ცდის პირებს უნდა ეპოვათ სიტყვები, რომლებიც სამიზნე სიტყვებს
ერითმებოდა. შედეგად, სტანდარტული წესით ჩატარებულ ტესტებში უკეთ
იმახსოვრებდნენ სემანტიკურად გადამუშავებულ სიტყვებს, რითმის გამოცნობის
ტესტში კი ცდის პირები ფონემურ დონეზე გადამუშავებულ სიტყვებს უკეთ
იმახსოვრებდნენ. ეს ეწინააღდმეგებოდა თოეირიის ძირითად დებულებას. კიდევ
უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მონაცემებს იმ თვალსაზრისითაც , რომ გარკვეული
მოქმედების ღირებულება მჭიდრო კავშირშია ინდივიდის მიერ შესასრულებელ
ამოცანასთან. სემანტიკური გადამუშავება აადვილებს დამახსოვრებას, მაგრამ
მხოლოდ მაშინ, თუ იგი აღდგენის ტესტს შეესატყვისება. ხოლო როდესაც რითმის
ამოცნობის ტესტი ერთვება, მაშინ ფონეურ დონეზე გადაუშავება უფრო ეფექტურია ,
ვიდრე სემანტიკურ დონეზე. ამ თეორიისთვის პრობლემაა იმ ფაქტების ახსნა, თუ რატო

23
ახსოვს ადამიანს ხშირად საგნის სწორედ ფიზიკური მახასიათებლები . კოლერსის და
ოსტრის გამოკვლევებში აღმოჩნდა, რომ ცდის პირებს დიდი ხნის შემდეგაც ახსოვდათ
წაკითხული ხელნაწერის ტიპები. ფიზიკური ინფორმაციის გადამუშავება უფრო ღრმა
დონეზე ხდება და ამიტომ გვამახსოვრდება ფიზიკური მახასიათებლები .

მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვის მოდელები


მეხსიერების ფსიქოლოგიის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პრობლემა
ყოველთვის იყო ინფორმაციის შენახვის მექანიზმის საკითხი. მეხსიერების
მკვლევარები თანხმდებიან იმ საკითხში, რომ ცოდნა ადამიანი მეხსიერებაში
სიმბოლური რეპრეზენტაციებით უნდა იყოს წარმოდგენილი. ხანგრძლივი
მეხსიერების შინაარსი ლატენტურ მდგომარეობაში მიუწვდომელია უშუალო
დაკვირვებისთვის, ამიტომ იმის შესახებ, თუ რა ხდება მეხსიერებაში ფარული
პერიოდის მანძილზე, ანუ მისი არაცნობიერ მდგომარეობაში ყოფნის პროცესში,
მხოლოდ ჰიპოთეზების გამოთქმა შეიძლება. ჰიპოთეტების საფუძველზე კი იქმნება
მეხსიერების ლატენტურ მდგომარეობაში ინფორმაციის (ცოდნის ) რეპრეზენტაციის და
გადამუშავების განსხვავებული მოდელები. მათი სისწორე მოწმდება მეხსიერების
ობიექტური შედეგების - დამახსოვრებულის რაოდენობის, დასამახსოვრებლის
სისწფის აღრიცხვითა და ნავარაუდევი გადამუშავების საბოლოოდ შედეგთან ,
აღდგენილი მასალის შინაარსთან და ფორმასთან შედარების საფუძველზე .
თანამედროვე თვალსაზრისის მიხედვით, ცოდნის შენარჩუნება მეხსიერებაში ხდება
თვალსაჩინო წარმოდგენებისა და სემანტიკური რეპრეზენტაციის სახით .

სემანტიკური რეპრეზენტაცია
მეხსიერებაში უპირატესად შემოდის და რჩება არა საგნის სენსორული
თვისებები, არამედ ასახული სინამდვილის საგნობრივი მახასიათებლები და მათ
შორის მიმართებები. ადამიანები იმახსოვრებენ საგნის თუ მოვლენის არსს, შინაარსს,
მნიშნელობას და არა იმ გარეგან მახასიათებლებს, რა სახითაც შემოვიდა ეს საგანი თუ
მოვლენა ადამიანის ფსიქიკაში. ხატოვანი სახით აღქმული საგნებიც ადამიანს უფრო
ხშირად ახსოვს არა მისი სენსორული, გარეგანი ნიშნების მიხედვით, არამედ ახსოვს
მისი მნიშვნელობა. მაშასადამე ხშირად მეხსიერების პროცესი თვალსჩინო
შინაარსებთან შედარებით უპირატესობა მნიშვნელობას ეძლევა . ერთ -ერთ
ექსპერიმენტში ცდის პირებს აჩვენებდნენ და სთხოვდნენ დაემახსოვრებინათ მათთვის
კარგად ნაცნობი საგნები ნახატების სახით. გაკრვეული დროის შემდეგ ცნობის მიზნით
ამ საგანთა სემანტიკურ ექვივალენტებს აწვდიდნენ. აღმოჩნდა, რომ ცდის პირები
განსხვავებას ვერ ამჩნევდნენ. ფაქტი, რომ როდესაც მნიშვნელობას თან ახლავს მისი
სენსორული მოცემულობაც, დამახსოვრება უფრო სწრაფია და ეფექტური.
მაგალითად, დადგენილია, რომ კონკრეტული სიტყვების დამახსოვრება, ე.ი ისეთი
სიტყვებისა, რომელთაც კონკრეტული თვალსაჩინო შინაარსები შეესაბამებათ , უფრო
უკეთ ამახსოვრდებათ, ვიდრე აბსტრაქტული, ისეთი, რომელთათვისაც თვალსაჩინო
აბსტრაქტული დასაყრდენის პოვნა ძნელია. წარსულში აღქმულის მეხსიერებაში
შენახვის ამ ფორმას სემანტიკური რეპრეზენტაცია ეწოდა. შემუშავებულია
სემანტიკური რეპრეზენტაციის ორი მიდგომა, ჰიპოთეზა. ერთი არის ინფორმაციის

24
ცნებების სახით რეპრეზენტაციის ჰიპოთეზა შესაბამისი მოდელებით და მეორე -
სემანტიკურ მიმართებათა რეპრეზენტაციის ჰიპოთეზა, ამას პროპოზიციულ
რეპრეზენტაციასაც უწოდებენ.

ცნებათა სიმრავლური რეპრეზენტაცია (სტერნბერგის მოდელი)


ცნება არის საგანთა კლასის განზოგადებული ასახვა. ცნებაში საგანთა კლასი
მოიაზრება. ეკონომიიის პრინციპიდან გამომდინარე, ამ ჰიპოთეზის ავტორთა
აზრით, მიზანშეწონილია იმის დაშვება, რომ წარსულში აღქმული საგნები და
მოვლენები მეხსიერებაში ცნებების სახით ინახება, ე.ი ინახება არა ცალკეული
კონკრეტული ობიექტები, არამედ ობიექტთა მთელი სიმრავლე, კლასი. ცნება,
ისევე როგორც კატეგორია, სემანტიკური მეხსიერების სტრუქტურის ძირითადი
კომპონენტია. კატეგორიაში მონათესავე, ერთმანეთთან დაკავშირებული ობიექტთა
ჯგუფებია გაერთიანებული. სტერნბერგის ცნებათა სიმრავლური რეპრეზენტაციის
მიხედვით ცნება წარმოდგენილია მეხსიერებაში შესაბამისი ობიექტის სიმრავლის
სახით. ამა თუ იმ საგნის ცნებისთვის მიკუთვნებულობის საკითხი წყდება მისი ცნებაში
წარმოდგენილ საგანთა სიმრავლესთან თანმიმდევარი შედარების გზით . ლანდაუერის
და ფრიდმანის ცდებში ცდის პირებს სთხოვდნენ დაედასტურებინათ ან უერყოთ
დებულებების სისწორე. პირველი დებულების სისწორეს უფრო სწრაფად ადგენდნენ ,
ვიდრე მეორისას. სტერბეგმა განაზოგადა თავისი და ლანდაუერის მრავალრიცხოვანი
ექსპერიმენტების შედეგები და ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა , რომლის თანახმადაც ,
პასუხების დრო იზრდება ცნების-კატეგორიის მოცემულობის პროპორციულად. ეს
აზრი დაედო საფუძვლად ცნებათა სიმრავლური ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას,
რომელიც კომპიუტერული პროგრამირების დროს შეიძლება იყოს გამოყენებული .

ცნებების თვისებათა სახით რეპრეზენტაცია


ცნებითი რეპრეზენტაციის ჰიპოთეზის ერთ-ერთი ნაირსახეობაა მეხსირებაში
საგანთა თვისებების სახით წარმოდგენა ამ ჰიპოთეზის ავტორები ვარაუდობენ, რომ
ცნებები მეხსიერებაში შენახულია მათი თვისებების ჩამონათვალის - სიის სახით .
ყოველი ახალი ობიექტის შედარება ხდება მეხსირებაში არსებულ ცნებათა თვისებების
სიასთან. როდესაც საჭიროა ობიექტის ცნობა, ე. ი. მიკუთვნება გარკვეულ
ცნებასთან, მეხსიერებაში ამოდის მისი შესაბამისი თვისებები, ხდება
შესადარებელი და მეხსიერებაში არსებული საგნის თვისებების შედარება და
საერთო თვისებების რაოდენობის მიხედვით მათი მსგავსება-განსხვავების
განსაზღვრა.

წარსულში აღქმულის პროტოტიპების სახით რეპრეზენტაცია


ეს ჰიპოთეზა ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ ცნებაში შემავალ ობიექტთა
სიმრავლე მეხსიერებაში წარმოდგენილია ერთი კოგნიტური ერთეულის , ცნების
სახით და გულისხმობს, რომ ცნება მეხსიერებაში ინახება არა ცალკეული
ობიექტების სახით, არამედ მათი "პროტოტიპული წარმომადგენლის",
მეხსიერების ახალი ერთეულის სახით. ამგვარად, ამ ჰიპოთეზის თანახმად,
მეხსიერებაში არსებობს პროტოტიპები, რომლებიც ობიექტთა მთელი კლასის ყველაზე
ტიპური წარმომადგენლები არიან. შეიძლება რეალურად არც არცებობდეს
პროტოტიპი (არსება ბეწვიანი, კუდი აქვს, ოთხი ფეხი, ზომით ძაღლსა და ძროხას
შორის). შესაძლებელია რომ პროტოტიპი აბსტრაქტული და იდეალიზირებული

25
ეგზემპლარი იყოს. თუმცა უფრო ხშირად პროტოტიპი ჩვენს მეხსიერებაში ტიპური
რეალური არსებოს წარმოდგენის სახით არსებობს. ცნებათა ტიპური და არატიპური
წარმომადგენლების რეალური არსებობა კარგად გამოჩნდა როშის მრავალრიცხოვან
ექსპერიმენტებში. ცდის პირებს ევალებოდას შეეფასებინად და 1-7 საფეხურიან
სკალაზე განელაგებინათ სხვადასხვა კატეგორიის წარმომადგენლები ტიპურობის
მიხედვით. როში ექსპერიმენტების მეორე სერიაში ცდის პირებს ტაქისტოსკოპის
საშუალებით აჩვენებდნენ ობიექტების სურათებს, რომლებიც მათ უნდა შეეფასებინათ
და შესაბამისი ცნებისთვის მიეკუთვნებინათ. დრო იზომებოდა და ამოცანა სწაფად
უნდა შესრულებულიყო. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ტიპურია ობიექტი, მით უფრო
სწრაფად ხდება მისი ამოცნობა და შესაბამისი ცნებისთვის მიკუთვნება.

ცნებათა იერარქიული მოდელი


როგორც ცნობილია, ცნების ლოგიკურ, არისტოტესეულ გაგებაში იგულისხმება ,
რომ ცნებაში შედის მხოლოდ და მხოლოდ არსებითი ნიშნების მქონე ობიექტები.
ამ თვალსაზრისის მიხედვით, მაგალითად, წრის ცნება აერთიანებს მხოლოდ იმ
წრეწირებს, რომელთა ყველა წერტილი თანაბარი მანძილით არის დაშორებული
ცენტრიდან. მაგრამ არსებობს ცნებასა და მის თვისებებს შორის მიმართების
განსხვავებული გაგებაც, რომელსაც ნატურალურ, ბუნებრივ, ყოველდღიურ ცნებებს
უწოდებენ. ამ შემთხვევაში ცნება გაგებულია, როგორც მსგავსი ნიშნების მქონე
ობიექტთა ერთობლიობა. ყოველდღიურ ცნებათა სისტემაშიც ვხვდებით იერარქიულ
დონეებს და მათ შორის მიმართებებს. არსებობს უმაღლესი დონის კატეგორიები
(ავეჯი), ფუნდამენტური დონის კატეგორიები, რომლებიც საშალო დონის
სპეციფიკურობით სახიათდებიან (სკამი), დაბალი დონის კატეგორიები, რომელში
შემავალი წევრებიც ყველაზე მეტად განსხვავდებიან ერთმანეთისგან (საწერი მაგიდა ).
ეს თავისებურება განსაზღვრავს იმას, რომ ფუნდამენტურ დონეზე განლაგებულ
კატეგორიებს ნაკლები კოგნიტური გადამუშავება სჭირდება, რაც როშისა და
მერვისის მმიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დასტურდება. გარდა ამისა , აღმოჩნდა ,
რომ ბავშვები ფუნდამენტურ კატეგორიებს უფრო ადვილად სწავლობენ, ვიდრე სხვა
დონის კატეგორიებს.

სემანტიკური ქსელის მოდელები


თანამედროვე ფსიქოლოგიაში კოგნიტური ფსიქოლოგების მიმდევრებმა
წარმოადგინეს ე. წ. სემანტიკური ქსელის მოდელი, რომელიც ვერბალური
მასალის მიმართ გამოიყენება და გულისხმობს ცოდნის შენახვას ცნებათა შორის
მიმართებათა ქსელების სახით. მათი აზრით, ვერბალური ცოდნა მეხსიერებაში
შენახულია სწორედ სემანტიკური ქსელების სახით. მასში წარმოდგენილია როგორც
ცალკეული ცნებები, ასევე ცნებებს შორის კავშირები. ისინი კოგნიტური პროცესების
საფუძველზე აღმოცენდებიან და თავისებურად ასახავენ საგნობრივი სამყაროს
ობიექტურად არსებულ ურთიერთმიმართებებს. აშკარაა, რომ მეხსიერებაში შეიძლება
წარმოიშვას იმდენივე სხვადასხვაგვარი სემანტიკური მიმართება , რამდენი მისი
სახესვაობაც არსებობს ობიექტურ სინამდვილეში. იგი მოიცავს როგორც მარტივ
(მიმართება დანასა და ჩანგალს შორის), ასევე რთულ ელემენტებსაც (მიზეზ-
შედეგობრივი მიმართება ლინზასა და ცეცხლს შორის). ამ მოდელის არსი
მდგომარეობს გამოკვეთოს "კოგნიტური ეკონომიის პრინციპი", ხაზი გაუსვას, რომ
ეს მოდელი ჩვენს მეხსიერებაში ინფორმაციის ეკონომიური შენახვის

26
ილუსტრაცია და ანალოგიაა. სემანტიკურ მოდელში ცნებები გამოიხატება კვანძების
სახით, მათი შემაერთებელი ხაზები კი მიმართებებს აღნიშნავენ. ცნებებისა და მათ
შორის მიმართებების სიმრავლე წარმოქმნის ურთიერთდაკავშირებულ ბადეს,
რომელიც მოვლენის შინაარსს, მის მნიშვნელობას აბსტრაქტული ფორმით
გამოხატავს. განსხვავება ასვე ისაა, თუ რა მიმართების საფუძველზე იქმნება
კავშირები.
ყველაზე პირველი და მარტივი სემანტიკური ქსელის მოდელი შექმნეს
ინგლისელებმა კოლინზმა და ქვილიანმა. მოდელის ძირითადი კომპონენტებია:
ელემენტები - ცნენები, ე. ი. გარკვეული ობიექტების იდეების ან მოვლენების
შესაბამისი სტრუქტურები; თვისებები - სტრუქტურები, რომლებიც ახასიათებს
ელემენტებს; ისრები - კავშირები. ის ცოდნა, რომელიც მას სემანტიკური ქსელების
სახით ხვდება, გარკვეულ ადგილს აკუთვნებს მნიშვნელობათა სისტემაში. მეორეს
მხრივ, როდესაც ეს ცნებები ჩაჯდება სემანტიკურ ქსელში. (მაგ, როდესაც ბავშვი
გაიგებს, რომ ზვიგენი თევზია, ხოლო თევზის შესახებ კი სემანტიკურ ქსელში მოცემული
თევზის თვისებები ზვიგენი ხდება, თევზის ერთ-ერთი კონკრეტული წარმომადგენელი,
რომელსაც თავისი სპეციფიკური თვისებები გააჩნია.

27

You might also like