You are on page 1of 17

ფიზიკის როლი სამედიცინო

დიაგნოსტიკაში

დავით მჭედლიშვილი (თსუ)

პოპულარული ლექციების ციკლი ფიზიკაში

თსუ STEM საყმაწვილო უნივერსიტეტი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი SPG-21-513

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 1


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
აკუსტიკური ტალღები
ადამიანის გარკვეული ორგანოები, როგორიცაა გული, ფილტვები, სისხლის
მიმოქცევის სისტემა, მუშაობისას გამოსცემენ გარკვეულ აკუსტიკურ ტალღებს.
ამ ტალღების აღქმისათვის გამოიყენება სპეციალური ხელსაწყო - სტეტოსკოპი

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 2


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
აკუსტიკური ტალღები
არტერიული წნევის გაზომვა სტეტოსკოპის საშუალებით

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 3


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
აკუსტიკური ტალღები
ულტრასონოგრაფია
● გამოიყენებს მაღალი სიხშირის აკუსტიკურ ტალღებს (ულტრაბგერა);
● ხდება ორგანიზმის დასხივება ულტრაბგერის იმპულსებით;
● იმპულსები ნაწილობრივ შთაინთქმება, ნაწილობრივ კი აირეკლება ორგანიზმის
ქსოვილებში არსებული არაერთგვაროვნებებიდან;
● არეკვლილი ულტრაბგერის იმპულსები (ექო) ფიქსირდება;
● ექოს სიძლიერის, დროში დაყოვნების და მიმართულების მონაცემების დამუშავება
ხდება ციფრულად (კომპიუტერით);
● საბოლოოდ ხდება 2D და 3D გამოსახულების აღდგენა.

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 4


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
აკუსტიკური ტალღები
დოპლერის ეფექტი
● წყაროს მიერ გამოსხივებული
ტალღების სიხშირე იცვლება მისი
(ან დამკვირვებლის) მოძრაობის
დროს:

∆𝑣
∆𝑓 = 𝑓 , სადაც ∆𝑣 - დამკვირვებლის ფარდობითი სიჩქარეა წყაროს მიმართ,
𝑐 0
𝑐 - ტალღების გავრცელების სიჩქარე (c ≫ ∆𝑣), 𝑓0 - ტალღების სიხშირე

დოპლერის ეფექტი ულტრასონოგრაფიაში გამოიყენება:


● ორგანიზმში სითხეების და ორგანოების მოძრაობაზე დასაკვირვებლად;
● სისხლის სიჩქარის და მიმართულების გაზომვისათვის;
● სისხლძარღვთა სხვადასხვა პრობლემების აღმოსაჩენად;
● ნაყოფის გულისცემაზე დასაკვირვებლად.

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 5


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
ელექტრომაგნიტური გამოსხივება
ოპტიკური დიაგნისტიკის საშუალებები
● მიკრისკოპია
● სპექტროსკოპია
● ენდოსკოპია
● ლაზერული ოფთალმოსკოპია და დოპლეროსკოპია

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 6


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
ელექტრომაგნიტური გამოსხივება
მაღალი სიხშირის გამოსხივება
● რენდგენის გამოსხივება - მაღალი სიხშირის (და ენერგიის) გამოსხივება, რომელსაც
ნივთიერების განჭოლვის უნარი გააჩნია;
● განჭოლვის უნარი დამოკიდებულია ქსოვილის გვარობაზე (ძვალი, კუნთი და სხვა.)
● გასული გამოსხივება ფიქსირდება ფოტოფირის ან ფოტოდეტექტორის საშუალებით,
რომელზეც აისახება განჭოლილი ნივთიერების სტრუქტურა ინტენსივობის მიხედვით.

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 7


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
ელექტრომაგნიტური გამოსხივება
კომპიუტერული ტომოგრაფია
● იყენებს რენტგენის გამოსხივებას და ფოტოდეტექტორების მასივს;
● გამომსხივებელს და დეტექტორს შეუძლიათ პაციენტის გარშემო ბრუნვა;
● ბრუნვისას ხდება უამრავი სურათის გადაღება, რომლებსაც შემდეგ კომპიუტერი
ციფრულად ამუშავებს და ქმნის 3D გამოსახულებას მაღალი გარჩევისუნარიანობით.

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 8


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
ელექტრომაგნიტური გამოსხივება
ბირთვული მაგნიტური რეზონანსი
● ატომის ბირთვს გააჩნია სპინი და ამის გამო, საკუთარი მაგნიტური
მომენტი (წარმოვიდგინოთ, რომ პატარა მაგნიტია);
● გარეშე მაგნიტურ ველში მოთავსებისას სპინი ორიენტირებულია
მაგნიტური ველის გასწვრივ, უმეტესად მისი მიმართულებით (დაბალი
ენერგეტიკული მდგომარეობა) ან მის საწინააღმდეგოდ (მაღალი
ენერგეტიკული მდგომარეობა);
● სპინი განიცდის პრეცესიას მაგნიტური ველის მიმართულების
გასწვრივ (ლარმორის სიხშირით);

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 9


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
ელექტრომაგნიტური გამოსხივება
ბირთვული მაგნიტური რეზონანსი
● ლარმორის სიხშირის მახლობელი რადიოიმპულსით დასხივებისას შესაძლებელია
ატომების დაბალი ენერგეტიკული მდგომარეობიდან მაღალში გადაყვანა;
● იმპულისის შეწყვეტის შემდეგ, ხდება ატომების უწინდელ მდგომარეობაში
დაბრუნება (რელაქსაცია);
● ამ დროს გამოასხივდებიან რადიოტალღები, რომელთა სიხშირეც დამოკიდებულია
ენერგეტიკული დონეებს შორის განსხვავებაზე;
● ამ რადიოტალღების დაფიქსირებით და ანალიზით შესაძლებელია ნივთირების
შემადგენლობაზე და სტრუქტურაზე მსჯელობა.

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 10


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
ელექტრომაგნიტური გამოსხივება
მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
● სამედიცინო დიაგნისტიკაში ბირთვული მაგნიტური რეზონანსი გამოიყენება
სხეულის ანატომიასა და ფიზიოლოგიურ პროცესებზე დასაკვირვებლად;
● ძირითადად იყენებს წყალბადის ატომებს, რომლებიც უხვადაა ადამიანის
ორგანიზმში (10%);
● ადამაინს ათავსებენ ტომოგრაფში, რომელიც მოიცავს მძლავრ მაგნიტს,
რადიოსიხშირის გამომსხივებელ და მიმღებ კოჭებს და სხვა მოწყობილობებს;

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 11


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
ელექტრომაგნიტური გამოსხივება
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET)
● იყენებს 𝛾-გამოსხივებას (უფრო მაღალი სიხშირის და ენერგიის, ვიდრე რენდგენი);
● 𝛾-გამოსხივება მიიღება პოზიტრონ-ელექტრონის ანიჰილაციის პროცესში;
● პოზიტრონების წყაროა 𝛽 + -აქტიური რადიოიზოტოპები
(რადიოტრეისერები).

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 12


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
ელექტრომაგნიტური გამოსხივება
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET)
● რადიოტრეისერი წინასწარ შეყავთ ორგანიზმში;
● რადიოტრეისერი შეირჩევა იმის მიხედვით, თუ რა მეტაბოლურ პროცესზე იგეგმება
დაკვირვება;
● პაციენტს ათავსებენ წრიული
ფორმის 𝛾-დეტექტორში, რომელიც
აფიქსირებს სხვადასხვა კუთხეებზე
გამოტყორცნილ 𝛾-სხივებს;
● კომპიტერი აანალიზებს მონაცემებს
და აღადგენს 2D და 3D
გამოსახულებას.

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 13


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
ჰიბრიდული სისტემები
● PET-CT
● MRI-PET

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 14


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
შეჯამება
სხვადასხვა დიაგნოსტიკური საშუალებების სამუშაო სიხშირული არეები

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 15


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
შეჯამება
სხვადასხვა დიაგნოსტიკური საშუალებების ძირითადი მახასიათებლები

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 16


სამედიცინო დიაგნოსტიკაში
რადიოაქტიური საფრთხე!
მაიონიზირებელია გამოსხივება, რომელსაც შეუძლია მოახდინოს
ნივთიერების იონიზაცია.

მაიონიზირებელი გამოსხივებაა:
● მაღალი ენერგიის დამუხტული ნაწილაკები;
● ნეიტრონები;
● რენდგენის სხივები;
● 𝛾-სხივები;
● რადიოაქტიურ ნივთიერებებს გააჩნიათ მაიონიზირებელი გამოსხივება.

მაიონიზირებელი გამოსხივება საშიშია ცოცხალი ორგანიზმებისათვის!

დ. მჭედლიშვილი - ფიზიკის როლი 17


სამედიცინო დიაგნოსტიკაში

You might also like