You are on page 1of 12

                                                             

                       მოდული: მეწარმოება                               

                             ბიზნეს გეგმა


                                                                IT Analysts

                                    

ბიზნეს იდეა

ბიზნეს იდეა არის ერთ-ერთი გეგმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია იდეის


მიზანშეწონილება, მიმზიდველობა და სიცოცხლის უნარიაობის განსაზღვრა.
კერძოდ, ჩვენ ვართ კომპიუტერის ქსელისა და სისტემის ტექნიკოსები. ჩვენი
მოვალეობაა ქსელის აგება და მისი მონიტორინგი, რათა გამართულად და
შეუფერხებლად იმუშაოს კომპანიამ. ამიტომ გვინდა დავაფუძნოთ ფირმა, რომელიც
შეძლებს მცირე და საშუალო მაშტაბის ქსელის დაგეგმვას, მონტაჟს და პროგრამულ
გამართვას, ასევე ქსელური სადენების გაყვანას უსაფრთხო და დაცულ ადგილებში,
ასევე სერვერების განთავსებას თავიანთ სასერვერო კარადებში და პროგრამულ
გამართვასაც. ეს კომპანიები შეიძლება იყოს საშუალო ზომის სასტუმროები,
სკოლები, სავაჭრო ცენტრები და სხვა. არსებული იდეის განხორციელებით
შევძლებთ აღვჭურვოთ ობიექტები საჭირო პროგრამებით და ქსელური ოპერაციული
სისტემებით. მაგალითად: პირველ ეტაპზე შეგვიძლია განვიხილოთ სასტუმროს
ქსელის აგება. ბათუმი ტურისტული ქალაქია და ამიტომ ბევრია, როგორც საოჯახო,
ასევე საშუალო ზომის სასტუმროები, სადაც აუცილებელია ფუნქციონირებდეს მცირე
და საშუალო მაშტაბის ქსელი. ასევე შეგვიძლია ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო
ფართში ქსელის აგება, კამერების დაყენება და სიგნალიზაციის ჩართვა.

ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ, როგორც ბიჭები, ასევე გოგოები, რომლებიც   


გამოვირჩევით კრეატიული აზროვნებით, მოქნილობით და ვართ მიზანდასახულები,
გვიყვარს ერთმანეთის მოსმენა და აზრის გაზიარება. იდეალურად ვმუშაობთ
გუნდურად, რადგან არ ვართ ზედმეტად ქედმაღლები. შეიძლება გაგვიჭირდეს
რისკების განაწილება. ზომიერად ვართ გაბედულები, ცოტა გამოუცდელები, მაგრამ
ჩვენს სუსტ და ძლიერ მხარეებს დავაბალანსებთ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე
მივიყვანთ.

წარმატებისთვის აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ფირმისათვის ხელსაყრელი


ადგილი, სადაც უნდა დავიწყოთ ფუნქციონირება. ვფიქრობთ, რომ ასეთი ადგილი
უამრავია ბათუმში, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ხიმშიაშვილის N10-ში გავხსნათ
ფირმა, რადგანაც მდებარეობს მშენებარე კორპუსები, ასევე სასტუმროები და სავაჭრო
ცენტრები, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ბიზნესის ცნობადობის გაზრდაში და
საქმის უკეთ წარმართვაში.

        ჩვენი ფირმა უნდა დავაფუძნოთ საჯარო რეესტრში. კერძოდ გადავწყვიტეთ


სამართლებრივ ფორმად შევირჩიოთ შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება, რადგან ის ითვლება ყველაზე მოქნილ პოპულარულ კომპანიად,   
რომელსაც მიმართავენ მეწარმეები ყველაზე მეტად. მას გააჩნია შემდეგი
უპირატესობები, კერძოდ, მესაკუთრეობის პასუხისმგებლობა, შეზღუდულია მათი
შენატანებით, ასევე მათი სხვა ქონება ხელშეუხებელია. კლიენტებისა და
პარტნიორებისათვის უფრო სანდოა და უფრო ადვილად შეგვიძლია საბანკო
კრედიტის აღება ვიდრე ინდმეწარმეს შემთხვევაში. ფირმის ფუნქციონირების
ხარჯები ნაკლებია, ვიდრე საქციო საზოგადოების. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ
გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებებიც, მაგალითად: რთულია წილის გასხვისება.
კანონი მეწარმეთა შესახებ მე-9 მუხლი ითვალისწინებს ფირმის სახელის შერჩევას.
სანამ კონკრეტული ბაზრისთვის ახალ ბიზნესს შევქმნით, საჭიროა ამ ბაზარზე
გავითვალისწინოთ შემდეგი პირობები, კერძოდ: მოთხოვნა, კონკურენცია, შრომის
პირობები და ბიზნესის საკანონმდებლო გარემო. როგორც ყველა პროდუქტს,
საკუთარი ბაზარი გააჩნია. არსებობს მომხმარებლები, რომლებიც ყიდულობენ ამ
პროდუქტს და მეწარმეები, რომლებიც ყიდიან პროდუქტს ან მომსახურებას.
მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში ვყიდით მომსახურებას, ზუსტად ასეთივე
მომსახურებას ყიდიან შემდეგი ფირმები: აიტექი, სილქნეტი, მაგთიკომი და სხვა.
პირველ რიგში, აუცილებელია დავადგინოთ, რაში ვიქნებით ძლიერები და რაში
სუსტები. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ინფორმაციის ანალიზის ზოგიერთი
ინსტრუმენტი. კერძოდ, SWOT ანალიზი, რომლის მეშვეობითაც დავინახავთ და
დავადგენთ, რაში ვიქნებით ძლიერები და რაში სუსტები, რადგან თუ ამას
გავაკეთებთ შევძლებთ მათ გამოსწორებასაც. დავადგენთ ვინ არიან კონკურენტები,
რა საქონელს ან რა მომსახურებას აწვდიან, რომელ ტერიტორიულ არეალში
ფუნქციონირებენ და რა ფასებში სთავაზობენ მომსახურეობას. ჩვენ ვთავაზობთ
კონკურენტუნარიან პროდუქტს, ვითვალისწინებთ მომხმარებლის მოთხოვნილებას,
მის ხასიათს, და ვცდილობთ მოვერგოთ მათ მოთხოვნებს. ვაფასებთ, როგორც ჩვენს
დროს, ასევე მომხმარებლის დროსაც. ყველაფერს გავაკეთებთ ცნობადობის
ასამაღლებლად. სუფთა მოგების ფორმა დასაწყისში იქნება 15% და შემდეგ წლებში   
მოგების ფორმასაც გავზრდით.

ნებისმიერი საქმიანობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ჩვენი საქმიანობაც


ასევე რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ შედარებით დაბალ
რისკიანია, იმიტომ, რომ არის მომსახურების სფერო

ლიცენზიას და ნებართვას ექვემდებარება ისეთი ორგანიზებული საქმიანობა ან


ქმედება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის
სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მომეტებული საფრთხით ან სახელმწიფოს
კუთვნილი ბუნებრივი რესურსების სარგებლობით. კანონი ლიცენზიასა და
ნებართვაში მოცემულია ჩამონათვალი, რომელშიც ჩვენ არ შევდივართ.
კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის უშუალო მოვალეობაა მცირე და
საშუალო მასშტაბის ქსელის დაგეგმვა ,მონტაჟი და პროგრამული გამართვა, ქსელური
სადენების გაყვანა, უსაფრთხო და დაცულ ადგილებში, მათი მარკირება და საკომუნიკაციო
კარადებში განლაგება. მაგალითისათვის, ვახდენთ 500მ ფართობის აღჭურვას სათვალთვალო
კამერებით, კომპიუტერებით, ვაიფაით, და უსაფრთხოების სისტემებით(მაგალითად
პლასტიკური ბარათები). ამისათვის საჭიროა წინასწარ მომზადება პროექტის, სადაც
მოცემულია თითეული ოთახის საჭიროების მიხედვით ქსელის გამართვა.

1.ახალი აშენებული ბიზნეს ობიექტების კაბელირება, ქსელის გაყვანა, IP დამისამართება

2. პასიური და აქტიური ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა


3. მოწესრიგება/ორგანიზება

4. ქსელის როზეტების და ჯეკების დასმა, კაბელების ტესტირება/მარკირება

5. ქსელის ადმინისტრირება (კომპიუტერთან დაკავშირება, ქსელში ჩაბმა)

6. ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი

7. მარშრუტიზატორების (Router), კომუტატორების (Switch) მართვა

როცა მოხდება მთლიან ფართში ქსელის აგება, შემდეგ საჭიროა გამოიყოს სასერვერო
ოთახი, სადაც შეინახება მოცემული ბაზები და სათვალთვალო კამერების
მონაცემები. სასერვერო ოთახის აღჭურვისათვის საჭიროა ტემპერატურის და
ტენიანობის სტაბილური რეგულირება, მაგ: 25 გრადუსი ტემპერატურა. იატაკი უნდა
იყოს ანტისტატიკური. საჭიროა კარადები სერვერებისათვის და თავად სერვერები,
რომლებიც დაკავშირებულია კაბელებით. ასევე საჭიროა სერვერებში ჩაიწეროს
ოპერაციული სისტემა მუდმივი კონტროლისთვის.

2. ძირითადი საშუალებები

ფართობი 35 კმ                                       

კომპიუტერები    2               

მანქანა    1                     

მოწყობილობის რაოდენობა
დასახელება

სვიჩი 4

როუტერი 1

მოდემი 2

Patch Panel 3

რეკი 4
სერვერი 1

გარე 4
კამერები

შიდა 16
კამერები

კამერების ჩამწერი 1

ხელსაწყოები რაოდენობა

ქსელის ტესტერი 2

ჯეკმეიკერი 5

სახრახნისი 4

ელექტრო ბურღი 2

მკვნეტარა 3

Punch Down ინსტრუმენტი LSA 5


ზოლებისთვის

სულ ხარჯი

საჭირო მასალები რაოდენობა

კაბელები 100მ

მილები 100მ

ჯეკები 70

სულ ჯამი
ადამიანური რესურსი

ხემძღვანელი                     

ქსელის ადმინისტრატორი-5

ტექნიკური პერსონალი-8

ტექნიკოსის დამხმარე-10

ბუღალტერი-2   

მძღოლი შეთავსებით-1

რაც შეხება    ჩვენს საქმიანობას ის არის მომსახურების სფერო რომელიც შეგვიძლია


გავუწიოთ სხვადასხვა    ორგანიზაციებს    მაგ: სასტუმროებს, სკოლებს, სავაჭრო
ცენტრებს, ასევე საშუალო ზომის    კლინიკებს    ასევე შეგვიძლია მოვემსახუროთ   
ფიზიკურ პირებს პერსონალურად. ამისთვის მთავარია მომხმარებლამდე მივიტანოთ
ჩვენი საქმიანობა,    ავუხსნათ დადეტალურად, გავაცნოთ რას ემსახურება ჩვენი
საქმიანობა, რომ არის იგი კონკურენტუნარიანი, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ როგორც
მის ცნობადობის ამაღლებაზე, ასევე მის ბაზარზე    გატანაზეც. ამისათვის საჭიროა   
თითეულ ჩვენგანმა რაღაც წვრილი შევიტანოთ თუნდაც შევქმნათ ფეისბუქ და
ინსტაგრამ გვერდები,სადაც გვექნება ჩვენი მონაცემები. როცა ფინანსურად
შევძლებთ    გავაკეთებთ საიტს    რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ცნობადობის ამაღლებას
საქმიანობაზე სრული ინფორმაცია ამით შევძლებთ უკეთ დავაინტერესოთ
მომხმარებელიი და უკეთ შევთასვაზოთ ჩვენი საქმიანობა შემდეგ ამისა   
გავუკეთებთ პიარს    რათა უფრო მეტად ცნობადები ვიყოთ ჩვენს პროფესიაში.

2. ძირითდი საშუალებები

ფართობი 35 კმ                1750ლ                       

კომპიუტერები    2          2500       
მანქანა    1                      7000ლ

სულ ხარჯი:                    11250

მოწყობილობის რაოდენობა ფასი ჯამი


დასახელება

სვიჩი 4 435 1740

როუტერი 1 300 300

მოდემი 2 210 420

Patch Panel 3 380 1140

რეკი 4 240 960

სერვერი 1 5000 5000

გარე კამერები 4 200 800

შიდა კამერები 20 160 3200

კამერების ჩამწერი 1 800 800

სულ ხარჯი 14360

ხელსაწყოები რაოდენობა ფასი ჯამი


ქსელის ტესტერი 2 225 450

ჯეკმეიკერი 5 70 250

სახრახნისი 4 20 80

ელექტრო ბურღი 2 120 240

მკვნეტარა 3 20 60

Punch Down ინსტრუმენტი LSA 5 15 75


ზოლებისთვის

სულ ხარჯი 1155

საჭირო მასალები რაოდენობა ფასი ჯამი

კაბელები 100მ 1.50 150ლ

მილები 100მ 1.70 170ლ

ჯეკები 70 0.2 14ლ

სულ ჯამი 334

ადამიანური რესურსი

ხემძღვანელი          შეთავსებით

ქსელის ადმინისტრატორი    1250

ტექნიკური პერსონალი         1000


ტექნიკოსის    დამხმარე        550

ბუღალტერი                                550

მძღოლი შეთავსებით

ხარჯი:                                        3350

სალარო აპარატი                    400                                     

კომუნალური ხარჯები      500

სხვა ხარჯები                          1400

ხარჯი:                                        2300                       

სულ ხარჯი: 11250+14360+1155+334+3350+2300= 32749

                                          შრომის ანაზღაურება
500 კვმ სასტუმროს ქსელის აგება

300მ კაბელის გაყვანა - 300 ლარი

სათვალთვალო კამერა - 1600 ლარი

სასერვერო ოთახი:

რეკი - 500 ლარი

სვიჩი - 500 ლარი

კამერის ჩამწერი - 80 ლარი

როუტერი - 310 ლარი


100 კვმ ფართობის საცხოვრებელ ფართში გასაყვანია ინტერნეტი თავისი
ვაიფაის მოდემით, ასევე გარეთ სათვალთვალო კამერის დაყენება.

500კვ მეტრის ქსელის აგება ჯდება 3290 ლარი

ამონაგები: 658 ლარი

10 დღეში ავაგებთ 2 ტექნიკოსით და 2 დამხმარით და თვეში ავაგებთ 10


ასეთს ობიექტს. ამონაგები გვექნება 6580 ლარი.

1 თვე 6580-14900=-8320

2 თვე 6580-2400-8320=-3840

3 თვე 6580-3840-2100=640

4 თვე 7000-2100=4900ლ დასაბეგრი მოგება

მოგების გადასახადი

4900:15%=735

წმინდა მოგება

4900-735=4165

You might also like