You are on page 1of 7

საგარანტიო

მომსახურების
ბარათი

პატივცემულო მომხმარებელო! კომპანია „ალტა" მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაკეთებული


არჩევანისთვის.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები და შემოგთავაზოთ
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიები.
კომპანია „ალტა"-ში შეძენილ საქონელს (გარდა „საგარანტიო პირობები არ ვრცელდება" პუნქტისა) აქვს
გარანტია 1 თვიდან 3 წლამდე, თუ არ არის მითითებული სხვა პირობები. Asus-ის ბრენდის ნოუთბუქის
ბატარეას შესაბამისი ნივთის საგარანტიო ვადის ნახევარი, Acer, Lenovo, HP ბრენდის ნოუთბუქების
ელემენტს და დამტენს - 1 წელი, Canon-ის და Sony-ს ბრენდის ციფრული კამერის ელემენტს და დამტენს - 3
თვე, Samsung-ის ბრენდის ტაბებისა და ტელეფონების დამტენს და ელემენტს 6 თვე. Huawei ბრენდის
დამტენსა და ელემენტს - 6 თვე.

არასამეწარმეო საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში,


პროდუქტის საგარანტიო ვადა განისაზღვრება 2 (ორი) თვით.

საგარანტიო პირობები:
საგარანტიო მომსახურება ფარავს ოფიციალური ბრენდის მიერ დადგენილ პირობებს. საგარანტიო
მომსახურება არ ითვალისწინებს პროდუქტის ახლით შეცვლას გარდა, მოცემული საგარანტიო
პირობებით განსაზღვრული გამონაკლისისა!
საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას საგარანტიო პერიოდში. საგარანტიო
მომსახურება ხორციელდება ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, საგარანტიო ტალონში მითითებულ
მისამართებზე.
გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით (არა
პროგრამული). სერვის ცენტრში საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოთ საგარანტიო
ტალონი, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მწარმოებლის საგარანტიო ტალონი
(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საგარანტიო ტალონში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ნივთის დასახელება, სერიული/იმეი კოდი,
მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი, პასუხისმგებელი თანამშრომლის
და მყიდველის ხელმოწერები. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტს საგარანტიო მომსახურება არ
შეეხება.
დაზიანებული ტექნიკის უფასო ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით თბილისის მასშტაბით
ხორციელდება შემდეგ ტექნიკაზე: მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა,
გამათბობელი, კონდიციონერი, წყლის გამაცხელებელი ავზი, ჩასაშენებელი ზედაპირი, ღუმელი,
გამწოვი, ტელევიზორი 43"-დან. სხვა ნებისმიერი ტექნიკის ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და
პირიქით ხორციელდება მომხმარებლის ხარჯებით.
მისამართზე სერვის ცენტრის ცრუ გამოძახება არის ფასიანი და ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ.
სერვის ცენტრი ვალდებულია, შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა საგარანტიო ტალონში მითითებული
პირობების შესაბამისად, სერვის-ცენტრში მიღების მომენტიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში. (არ
შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები).
იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა პროდუქცია ექვემდებარება შეცვლას. ნივთი
იცვლება იგივე მოდელით. თუ იგივე მოდელი აღარ არსებობს, იდენტური სპეციფიკაციის სხვა მოდელით.
თუ შეძენიდან 5 სამუშაო დღის (გარდა შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეებისა)
განმავლობაში (არ ეხება შეკეთებულ ე.წ Refurbished პროდუქციას), მომხმარებელმა მიმართა
სერვის ცენტრს ტექნიკური წუნის გამოვლენის მიზეზით, წუნის დადასტურების შემთხვევაში,
სერვისცენტრის დასკვნის საფუძველზე, მოხდება ნივთის შეცვლა ახალი, იგივე პროდუქტით.
მომხმარებელმა ნივთი უნდა წარადგინოს სრული კომპლექტაციით, ყუთით, ფიზიკური
დეფექტების და ნაკაწრების გარეშე.
იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები და სახარჯი
მასალები).

საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:


- ოპერაციული სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე.
- ტექნიკაზე, რომელიც ფიზიკურად არის დაზიანებული მაგ: გაკაწრული, გაბზარული, ჩაჭყლეტილი,
დამწვარი, დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი. ასევე სითხით გამოწვეულ დაზიანებებზე. მათ
შორის იმ შემთხვევაში თუ მოდელის სპეციფიკაციაში მითითებულია დაზიანების საწინააღმდეგო
ფუნქციის არსებობა.*
- თუ პროდუქციის ქარხნული სერიული ნომერი შეცვლილია, წაშლილია ან დაზიანებულია.
დარღვეულია პროდუქციის ექსპლუატაციის წესები (ექსპლუატაციის წესები იხილეთ პროდუქციის
თანდართულ დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის ვებ. გვერდზე).
- ტექნიკაზე, რომელიც არასტანდარტული ქსელის ძაბვის ზემოქმედების შედეგად არის დაზიანებული.
- ტექნიკაზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები არ არის შესრულებული
უფლებამოსილი სერვის ცენტრის სპეციალისტის მიერ.
- არაკვალიფიციური ან დაუდევრად მოხმარებული ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში.
- მონიტორის, ნოუთბუქის, ფოტოაპარატის ან ტელეფონის ეკრანის განსაზღვრული რაოდენობის
მკვდარ წერტილებზე. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკასთან თანდართულ დოკუმენტაციაში
ან მწარმოებლის ვებ. გვერდზე)

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება პროდუქციის შემდეგ აქსესუარებსა და სახარჯ მასალებზე.


- მობილურ ტელეფონის: ყურსასმენი, USB კაბელი, დამტენი.
- პლანშეტის: ყურსასმენი, USB კაბელი, დამტენი.
- პრინტერის: კაბელები, კარტრიჯები.
- ტელევიზორის: პულტი, დენის კაბელი, სათვალეები.
- მაცივრის: ჰაერის გამასუფთავალები (ბიონიზატორი), სათავსოები, თაროები, წყლის დისპენსერი,
რეზინები, სახელურები, ნათურები, დენის სადენი.
- სარეცხი მანქანის: შემავალი და გამავალი მილები, ფხვნილის უჯრა, დენის სადენი, საკეტი, კარის
რეზინი.
- მიკროტალღური ღუმელის: თეფში, ნათურა, გრილი, სადგამი, ცხაური, ფილტრი, დენის სადენი.
- გაზქურის, ელ ღუმელის, ზედაპირის: სადგამი, სახელური, კონფორი, რეზინი, დენის სადენი,
ჩამრთველი, თვითწმენდის ფილტრი.
- გამწოვის: ფილტრი, ნათურა, დენის სადენი.
- მტვერსასრუტის: მილი, ჯაგრისი, ფილტრი, კონტეინერი, დენის სადენი.

კომპანია არ აგებს პასუხს სმარტფონების დარუთულ სისტემასა და კომპიუტერის არალიცენზირებული


პროგრამების გამოყენებისას, ტექნიკის არასტაბილურ მუშაობაზე.

* სპეციფიკაციაში მითითებული დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქცია ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს


ამ დაზიანების მიღების ალბათობას. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეძენილი ნივთი მექანიკური,
თერმული და ჰიდრო დაზიანებისგან.
სტანდარტული მონტაჟის პირობები გულისხმობს:

1. სარეცხი მანქანისთვის: ნივთის მიერთებას მომხმარებლის მიერ ნივთის სამონტაჟო ადგილამდე


მიყვანილ სველ წერტილებთან (იგულისხმება შემავალი და გამავალი მილები) და დენის წყაროსთან,
მანქანის ტესტ რეჟიმში ჩართვას (არასტანდარტულ შემთხვევას ანაზღაურებს მომხმარებელი).
2. ელ. ღუმელების, გაზქურის, ზედაპირისთვის: ნივთის მიერთებას მომხმარებლის მიერ ნივთის
სამონტაჟო ადგილამდე მიყვანილ გაზის მილთან და დენის წყაროსთან, ტესტ რეჟიმში ჩართვას
(არასტანდარტულ შემთხვევას ანაზღაურებს მომხმარებელი).
3. კონდიციონერისთვის: 50სმ სისქის სტანდარტული აგურის ან ბლოკის კედლის გახვრეტას, (არ
იგულისხმება ცივი ბეტონი, რიგელი, მონოლითი და სხვა არასტანდარტული კედლები), გარე აგრეგატის
კრონშტეინზე დამაგრებას, კონდიციონერის შიდა და გარე აგრეგატის ერთმანეთთან დაკავშირებას 3
მეტრის რადიუსში, დენის წყაროსთან მიერთებას 3 მეტრის რადიუსში, ტესტ რეჟიმში ჩართვას
(მომსახურება ფასიანია).
4. გამათბობელისთვის: 50 სმ სისქის სტანდარტული აგურის ან ბლოკის კედლის გახვრეტას,
(არ იგულისხმება ცივი ბეტონი, რიგელი, მონოლითი და სხვა არასტანდარტული კედლები), ნივთის
კედელზე დამაგრებას, მომხმარებლის მიერ ნივთის სამონტაჟო ადგილამდე მიყვანილი გაზის მილის
მიერთებას, ტესტ რეჟიმში ჩართვას (მომსახურება ფასიანია).
იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტული მონტჟის ღირებულება მომხმარებლისათვის არის უფასო,
არასტანდარტული მონტაჟის შემთხვევისას მომსახურების დამატებითი საფასური ანაზღაურდება
მომხმარებლის მიერ.
საგარანტიო
მომსახურების
ბარათი

შპს ლაზეთი ტობაკო #191138/SL


28.01.2021

კოდი დასახელება, S/N რ-ბა გარანტია გარანტიის ტიპი


101603 ALTA/ Dual Core G-5400 4GB, 1tb,Asus H310M-R no 1 28.01.2023
odd
2965181>202005300164
104115 Monitor/ Asus/ ASUS 23"(58.4 cm) VZ239HE-W 2 28.01.2024
FHD(1920x1080), 250cd/M2, KMS, HDMI,VGA,WHITE
KBLMRS014265 KBLMRS014279
104114 Network Active/ Router/ Asus/ Asus RT-N19 High-Speed 1 28.01.2022
N600 WiFi Router with time, 600 Mbps, External 2 dBi
antenna x 4, 2.4 GHz 4 x 4,b,g,n
KBIO50000405
111885 Keyboard/ Genius,Keyboard Slim SlimStar 126, , RU, 1 27.02.2021
USB Black
111885 Keyboard/ Genius,Keyboard Slim SlimStar 126, , RU, 1 27.02.2021
USB Black
98681 Lenovo/ Lenovo V520-15IKL i3-7100 4GB 500GB DVD 1 28.01.2022
Mouse Keyboard
SPC126DJX
50882 Mouse/ Logitech/Corded Mouse M90 USB 910-001794N 2 28.01.2022
GREY

თარიღი: 28.01.2021 / 28.01.2021


ჩავიბარე შემოწმებული, გარეგნულად უნაკლო საქონელი.
მიმღები: __________________
lazetti tobacco
ტექპოინტი
თბილისი: ბელიაშვილის ქ. #104 (+995) 32
2422215
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 –
19:00 შაბათი: 10:00 - 15:00
კვირა: დასვენების დღე

სერვისი რეგიონები ტელ. ნომერი სამუშაო დრო


ტექპოინტი ორშ-პარ 10:00-19:00
შარტავას ქ. #2გ (+995) 32 2422215
რუსთავი შაბ: 10:00-15:00 კვ დასვენება
ორშ-პარ 10:00-19:00
ტექპოინტი ბათუმი ჭავჭავაძის ქ. #31 (+995) 32 2422215
შაბ: 10:00-15:00 კვ დასვენება
ტექპოინტი ქუთაი და-ძმა უორდროპე ორშ-პარ 10:00-19:00
(+995) 32 2422215
სი ბის ქ.1 შაბ: 10:00-15:00 კვ დასვენება
ცხინვალის გზატკეც ორშ-პარ 10:00-19:00
ტექპოინტი გორი (+995) 32 2422215
ილი 5ბ შაბ: 11:00-15:00 კვ დასვენება

სერვისი რეგიონები ტელ. ნომერი სამუშაო დრო


ტექნოსერვისი ვაჟა-ფშაველას ქ. ორშ-პარ 10:00-19:00
(+995) 32 2312000
თბილისი #30ა შაბ: 10:00-18:00 კვ დასვენება
ტექნოსერვისი ჭავჭავაძის ქ. ორშ-პარ 10:00-19:00
577 76 61 61
ბათუმი #78/88 შაბ: 10:00-18:00 კვ დასვენება
ტექნოსერვისი ქუთ ორშ-პარ 10:00-18:00
აბაშიძის ქ. #10 (+995) 32 2422215
აისი შაბ: 10:00-18:00 კვ დასვენება
ი. ჭავჭავაძის გამზ. ორშ-პარ 10:00-18:00
UGT (+995) 32 2422215
17ე შაბ-კვ დასვენება
ეკო სერვისი ვაჟა-ფშაველას (+995) 32 ორშ-პარ 10:00-18:00
თბილისი გამზ. #6, სად. 1, ბ.1 2375461/2375462 შაბ-კვ დასვენება
აისაფორთი ორშ-პარ 10:00-19:00
კოსტავას ქ..#76 (+995) 32 2301001
თბილისი შაბ: 11:00-15:00 კვ დასვენება

სერვისი ტექპოინტი
Acer, AEG, Akog, ALTA PC, APC, Asus, Ballu, Biostar, BLAUPUNKT, Black+Decker, Bravis, Braun, Canon,
Delongi, Electrolux, Ergo, Fujitsu, General Mobile, Genius, GoPro, Hagen, Hagenau, Hansa, Honor,
Hitachi, HITT, Hoco, Hotpoint-Ariston, House of Marley, Huawei, HYPERX, Ilitek, Indesit, Intel, JBL,,
ბრენდი
Kenwood, Kingston, LENOVO, Logitech, Microsoft, Orion, OZ, Panasonic, Realme, Samsung, Saturn,
Seagate, Sencor, Skyworth, Sony, TCL, Thermaltake, Toshiba, Toshiba HDD, External, TP-Link, Trevi,
TRUST, Viewsonic, Western Digital, Whirpool, Xiaomi, Zanussi, ZTE

სერვისი iSUPPORT
ბრენდი Apple, Apple Acc, Beats, Prestigio

სერვისი ევო სერვისი


ბრენდი HP (Stream 11, 13; HP 14, 15, 17; Pavilion; Envy; Spectre; Omen; Pavilion/Envy Monitors, All-In-Ones)

სერვისი UGT
HP (HP Compac, 250, 255, 350, 355, Probook 430, 440, 450, 455, 470; Elitbook, Zbook, Monitors, Print
ბრენდი
ers)

სერვისი ტექნოსერვისი
Fenda (speaker), Franko, Maxwell, Philips (საყოფაცხოვრებო ტექნიკა), Redmond, Remington, Vite
ბრენდი
k
საგარანტიო
Authorised
Reseller მომსახურების
ბარათი

ძვირფასო მომხმარებელო! კომპანია „ალტა" მადლობას გიხდით თქვენს მიერ გაკეთებული


არჩევანისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაკმაყო¬ფი¬ლოთ თქვენი მოთხოვნები და
შემოგთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიები.

კომპანია „ალტა"-ში შეძენილ Apple-ის ოფიციალურ პროდუქციას გარანტია აქვს 1 წელი.

საგარანტიო პერიოდი გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას ან ახლით შეცვლას.

საგარანტიო პირობები:
საგარანტიო მომსახურება ხორციელდება ნივთის შეძენიდან 1 წლის განმავლობაში, Apple-ის
ავტორიზებულ სერვის ცენტრში, საგარანტიო ტალონში მითითებულ მისამართებზე.
გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით. სერვის
ცენტრში საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოთ გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი და ალტას საგარანტიო ტალონი, სადაც აღნიშნულია ნივთის დასახელება, სერიული/იმეი
კოდი, მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი, პასუხისმგებელი
თანამშრომლისა და მყიდველის ხელმოწერები.

ქარხნული წუნის დადასტურების შემთხვევაში, სერვისი ვალდებულია შეაკეთოს, ან შეცვალოს ნივთი 45


კალენდარული დღის განმავლობაში.

iPhone-ებზე, შეკეთებითი გარანტია ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილი ქარხნული წუნის დადასტურების


შემთხვევაში:
• ეკრანი;
• ბატარეა;
• კამერა;
• დინამიკი;
• მიკროფონი;
• ვიბრაციის ძრავი (Vibro Motor);
• სიმ ბარათის უჯრა (Sim Tray);
ახლით იცვლება Beats-ის ყველა მოდელი.
იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია.
MacBook-ებზე და iMac-ებზე ქარხნული წუნის დადასტურების შემთხვევაში ვრცელდება 1 წლიანი
შეკეთებითი გარანტია.
საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:
• ვიზუალური დეფეტქის მქონე პროდუქციაზე (გაკაწრული, გაბზარული, ჩაჭყლეტილი დამწვარი,
დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი);
• პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე;
• თუ პროდუქციის ქარხნული სერიული ნომერი შეცვლილი, წაშლილი ან დაზიანებულია;
• თუ დარღვეულია პროდუქციის ექსპლუატაციის წესები სერვისცენტრი არ არის ვალდებული
ნივთს ჩაუტაროს დიაგნოსტიკა;
• ტექნიკაზე, რომელიც არასტანდარტული ქსელის ძაბვის ზემოქმედების შედეგად არის
დაზიანებული;
• არაკვალიფიციური ან დაუდევრად მოხმარებული ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში;
• ეკრანის განსაზღვრული რაოდენობის მკვდარ წერტილებზე.
• სითხით გამოწვეულ დაზიანებებზე, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ მოდელის სპეციფიკაციაში
მითითებულია დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქციის არსებობა.

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება პროდუქციის შემდეგ აქსესუარებზე:


• ყურსასმენი, USB კაბელი, დამტენი და სხვა აქსესუარები.

სერვისის მისამართი:
აისაფორთი თბილისი: კოსტავას ქ. #76; (+995) 32 2301001

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 19:00 შაბათი: 10:00 - 15:00


კვირა: დასვენების დღე

მიმღები პუნქტები:
ქუთაისი: და-ძმა უორდროპების ქ. #1, (+995) 32 2422215
ბათუმი: ჭავჭავაძის ქ. #31, (+995) 32 2422215
გორი: ცხინვალის გზატკეცილი 5ბ, (+995) 32 2422215

You might also like