You are on page 1of 6

5G ქსელები (რადიოტალღები) :

მტერი თუ მეგობარი?

საბა ახვლედიანი
ლუკა კაკუბავა
რა არის 5G?
5G არის მე-5 თაობის ინტერნეტ
ქსელი. ეს არის ახალი, გლობალური
უკაბელო სტანდარტი 1G, 2G, 3G და
4G ქსელების შემდეგ. 5G წინა
თაობებთან შედარებით ბევრად
ჩქარია, მაგალითად: 3G-ით ფილმის
ჩამოტვირთვას რამდენიმე საათი
სჭირდებოდა, 4G-ით რამდენიმე
წუთი, ხოლო 5G-ით ეს წამებში ხდება.
მაგრამ 5G ბევრად მეტს ნიშნავს,
ვიდრე მხოლოდ ინტერნეტს. იგი
იმოქმედებს ყველა ინდუსტრიაზე,
გავლენას მოახდენს უსაფრთხო
ტრანსპორტირებაზე, დისტანციურ
ჯანდაცვის სისტემაზე, სოფლის
მეურნეობაზე, ციფრულ ლოჯისტიკაზე
და სხვა მნიშვნელოვან ინდუსტრიულ
სფეროებზე.შეიცვლება ეკონომიკა,
ინფრასტრუქტურა, ტვირთბრუნვა და
გადაზიდვის პრინციპები. ქუჩებში
ოპერატორებს შეეძლებათ უპილოტო
მანქანები მართონ და სხვა.
ვარაუდობენ, რომ ეს შეამცირებს
ავარიების რაოდენობას.
რა არის რადიოტალღა?
რადიოტალღა არის ელექტრომაგნიტური
გამოსხივება, რომელსაც აქვს ყველაზე
გრძელი ტალღის სიგრძეები
ელექტრომაგნიტურ სპექტრში. ის სხვა
ელექტრომაგნიტური ტალღების მსგავსად,
ვრცელდება სინათლის სიჩქარით. ელვა და
ასტრონომიური ობიექტები წარმოადგენენ
რადიოტალღების ბუნებრივ წყაროებს, ხოლო
ხელოვნურად შექმნილი რადიოტალღები
გამოიყენება სტაციონარული და მობილური
რადიოკავშირისთვის,
რადიომაუწყელობისთვის,
რადიოლოკაციებისა და სხვა სანავიგაციო
სისტემებისთვის, საკომუნიკაციო
თანამგზავრებისთვის, გამოთვლითი
ქსელებისა და სხვა მრავალი
მოწყობილობისთვის.
5G ქსელების გავლენა
ადამიანის ჯანმრთელობაზე

ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრდება,


რომ 5G ქსელები ადამიანის ჯანმრთელობას
ზიანს მოაყენებს, მაგრამ
სინამდვილეში რადიოტალღების ჯაჭვი,
რომელიც მობილური ტელეფონის
ქსელებისთვის
გამოიყენება, არამაიონებელია, რაც იმას
ნიშნავს, რომ მას არ აქვს საკმარისი ენერგია
დნმ-ის დასაშლელად და
უჯრედის დასაზიანებლად.ადამიანისთვის
საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს მობილურ
ქსელებში გამოყენებულზე ბევრად უფრო
მაღალმა სიხშირეებმა, მაგალითად: მზის
ულტრაიისფერი სხივებმა, რენტგენებმა და
გამა გამოსხივებამ.
მადლობა ყურადღებისთვის!

საბა ახვლედიანი
ლუკა კაკუბავა

You might also like