You are on page 1of 4

სუპერ კომპიუტერი

ელენე ხუციშვილი
სუპერ კომპიუტერი

 სუპერკომპიუტერი ეწოდება დიდი შესაძლებლობების


გამომთვლელ მანქანას, რომელიც თანამედროვე ტექნიკურ
პროგრესის შესაბამისადაა აღჭურვილი. უმთავრესი
დამახასიათებელი ნიშანია პროცესორების რაოდენობა და მყარი
დისკების სიდიდე. შესაბამისია ფასიც, რომელიც ასეულობით
მილიონ დოლარს აღწევს.
 უმთავრესად, სუპერკომპიუტერები გამოიყენებაიან რეალისტური
სიმულაციების შესადგენად მეცნიერების შემდეგ დარგებში:
ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, მეტეოროლოგია, ასტრონავტიკა,
სეისმოლოგია და ა.შ.
 ყოველ ნახევარწლედში ხდება სუპერკომპიუტერების ტოპ-500 სიის
შედგენა, რომელშიც დღესდღეობით IBM BlueGene/L (დანიშნულება:
ფიზიკური მოვლენების სიმულაცია) ლიდერობს.
 ტერმინი სუპერკომპიუტერი შემოგვთავაზეს 1960-იან წლებში ინჟინრებმა ჯორჯ
მაიკლმა და სიდნი ფერნბახმა, რომლებიც მუშაობდნენ ლუვერმორის
ნაციონალურ
ლაბორატორიაში, შემდეგში კი კომპანიაში CDC. სუპერკომპიუტერები ეწოდება
გამომთვლელ სისტემებს, რომლებიც სისწრაფით ბევრად აღემატებიან ტიპიურ
კომპიუტერებს და რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობს ქიმიური და
ბიოლოგიური კვლევები, ბირთვული ცდების მოდელირება და ამინდის
პროგნოზირებაც კი.
 პიონერად თანამედროვე სუპერკომპიუტერიაში ითვლება ამერიკელი ინჟინერი
სეიმურ კრეი. მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში არსებობობდა
სუპერკომპიუტერის ასეთი სახუმარო განმარტება: სუპერკომპიუტერი ეს არის
ნებისმიერი კომპიუტერი, რომელიც დაპროექტებულია კრეის მიერ.
 1953 წელს სეიმურ კრეიმ დაიწყო მუშაობა კომპანიაში Engireening Research
Associates და შექმნა თავისი პირველი კომპიუტერი ERRA 1103 (ცნობილია ასევე
როგორც UNIVAC 1103) მოგვიანებით კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა
მფლობელი და სახელწოდება. კრეის და მის კოლეგებს ყელში ამოუვიდათ
ხშირი ცვლილებები და საკუთარი კომპანია Control Data Corporation-ი დაარსეს.
 1960 წელს კრეიმ გერმანიუმის ტრანზისტორების გამოყენებით, ნაცვლად
რადიო მილაკებისა, შექმნა ახალი კომპიუტერი CDC 1604, რომელიც მუშაობდა
200 ჰერც სიხშირეზე (1 ტაქტის ხანგძლივობა 5 მიკროწამი). თავისი
შესაძლებლობებით CDC 1604-მა გადააჭარბა ყველა ელექტრო გამომთვლელ
მანქანას, ამიტომ ის შეიძლება ჩაითვალოს პირველ სუპერკომპიუტერად.
პირველი 5 ეკზემპლარი მიიღეს მორის უმაღლესმა სკოლამ, ლივერმორის
 1968 წელს უკვე მოძველებული ერთი CDC 1604 მიიღო სსსრ ბირთვული
კვლევე-ბის
გაერთიანებულმა ინსტიტუტმა. 1965 წელს სეიმურ კრეიმ დაასრულა მუშაობა
თავის მეორე სუპერკომპიუტერზე CDC 6600. სილიციუმის ტრანზისტორებზე
გადასვლისა და VLIW არქიტექტურის წყალობით სიხშირე გაიზარდა 10
მეგაჰერცამდე ( ტაქტის ხანგძლივობა 100 ნანოწამი). CDC 6600-ისთვის
ჰაერით გაგრილება არასაკმარისი აღმოჩნდა ამიტომ ფრეონით გაგრილების
სისტემა გამოიყენეს. CDC 6600 წინამორბედ CDC 1604-თან შედარებით 50
ათასჯერ უფრო სწრაფი აღმოჩნდა და მისმა სისწრაფემ 1 მეგაფლოპსი
შეადგინა. (მილიონი ოპერაცია წამში). პირველი ეკზემპლარი დააყენეს
ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში, ცერნში.
 1969 წელს კრეიმ წარმოადგინა განახლებული სუპერკომპიუერი CDC 7600
რომელიც პროგრამირების ენა fortran-ის წყალობით სრულად შეესაბამეოდა
6600 მოდელს და ფასითაც იგივე ღირდა - 7, 5 მლნ დოლარი. მუშაობდა 37
მეგაჰერც სიხშირეზე და 10-ჯერ უფრო სწრაფი იყო - 10 მეგაფლოპსი.
შემდეგი სუპერკომპიუტერი ოთხპროცესორიანი CDC 8600 დიდ
ელექტროენერგიას (24 კვტ) მოიხმარდა და მისი გაგრილებაც რთული იყო.
გამგრილებელი სისტემა 20 ტონას იწონიდა. პროექტი დაიხურა და კრეიმ
დატოვა Control Data Corporation-ი.
 1972 წელს კრეიმ დაარსა საკუთარი კომპანია Cray Research სადაც
გააგრძელა მუშაობა
სუპერკომპიუტერებზე თავდაცვის სააგენტოებისა და სამეცნიერო
დაწესებულებებისათვის. 1975 წელს კრეიმ გამოუშვა ახალ კომპანიაში
პირველი კომპიუტერი Cray -1, რომელშიც ტრანზისტორების ნაცვლად
გამოიყენა ინტეგრალური მიკროსქემები და რამდენიმე ჩვეულებრივი

You might also like