You are on page 1of 2

მენატრება

როცა ის გავიცანი, უბრალოდ, მეგობარი მეგონა, - მასაც ასევე. როცა მე და ის დავრჩით


მარტო, სხვებისგან განცალკევებით, მხოლოდ მაშინ შევძელი მისთვის ჩემი ფიქრების
გაზიარება, მანაც იგივე გააკეთა. ამის მერე ყოველთვის ვუზიარებდით ერთმანეთს საკუთარ
აზრებს, ფიქრებს, მოგონებებს... მე მინდოდა, რომ ის სულ ჩემთან ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე
არ მოხდა...

ერთხელ, როცა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა მეთქვა , ის გაუჩინარდა , - არ ვიცი
სად, ან როგორ... ის სამი სიტყვა, რომელიც უნდა მეთქვა. ჩემს გულში ჩაიკეტა და იქიდან
აღარ გამოვა, თუ ის არ დაბ რუნდება. მისი დაბრუნება გასაღები იქნება, რომელიც ამ
სიტყვებს გაათა ვისუფლებს.

მე ის მენატრება, მინდა, რომ დამიბრუნდეს და ის სითბო მომიტანოს , რომელიც მე მაკლია .


ამიტომაც ვარ ჯერ კიდევ გაყინული სადღაც იქ, საიდანაც უკვე დიდი ხანია წამოსული უნდა
ვიყო.

5 წლის შემდეგ...

ადამიანი, რომელსაც ვეძებდი, ის არ ყოფილა ვიზეც ვფიქრობდი რომ იყო . ბევრი შეცდომა
დავუშვი, ბევრჯერ დავეცი, იმდენჯერვე ავდექი ფეხზე. ეს ყველაფერი კი კარგად
დამიბრუნდა- ვიპოვე ის მზე, რომელმაც ის სითბო მომიტანა, რომელსაც ვეძებდი .

ის ადამიანი აღარ მენატრება. მისი არსებობა თითქოს გრძელი, მტანჯველი და უფერო


სიზმარი იყო. ის, რაც მზე მეგონა, მთვარე ყოფილა, მთვარე რომელიც ჩემი სითბოთი ვერ
გათბა. მე მეგონა რომ ის იყო მზე, რადგან სინათლეს ასხივებდა, არადა ეს ნათელი ჩემგან
მიდიოდა მასთან. მე არასდროს ვყოფილვარ გაყინული და ის ადგილი რომელიც აქამდე არ
მქონდა დატოვებული, უკვე უკან მოვიტოვე და ცხოვრება განვაგრძე . ხანდახან ამ დროის
დასმული დაღი თავს მახსენებს, თუმცა

გეშინოდეს სიბნელის ისევე, როგორც სინათლის

თვალები გავახილე და იმ წამს მეგონა, რასაც ვხედავდი, არარეალური იყო . თვალები


მოვისრისე და თავის ნელი მოძრაობით გარემო შევათვალიერე. ხიდზე ვიდექი , ჩემ მარცხნივ
და მარჯვნივ ორი „კუნძული“ იყო, ერთი ბნელს მოეცვა, მეორე - ნათელს . ბნელ მხარეს ისეთი
სიბნელე სუფევდა, თითქმის ვერაფერს ვხედავდი. მეშინოდა, მაგრამ იქ ყოფნა სიმყუდროვის
შეგრძნებას მიტოვებდა. მალე შიშმა მძლია, ხიდზე დაბრუნება და მეორე მხარეს გადას ვლა
გადავწყვიტე. ხიდზე ყოფნა არაფერს მარგებდა, ის ადგილი თითქოს დროსა და სივრცეს
მოწყვეტილი იყო, ბნელი მხარის საპირისპირო „კუნძუ ლი" ჩვეულებრივად გამოიყურებოდა ,
გარშემო ყველაფერი განათებულიყო,

რამე უცნაური არ შემინიშნავს. დავდიოდი აქეთ-იქით, არაფერი ხდებოდა . იქ ყოფნა


მაბედნიერებდა. წათელ მხარეში ყოფნისას, ბნელი მხრიდან სა შიში ხმები მოისმოდა . ეს არ
მომწონდა... უეცრად, ბნელ მხარეს რაღაცამ გაანათა. მე შემეშინდა. სინათლის ბედნიერებამ
ეს შიში. გადაფარა, მაგრამ მივხვდი, რომ ხიდიდან რაც შეიძლება შორს უნდა წავსულიყავი .
ვიარე... „კუნძულის“ ბოლოს მივაღწიე, თუმცა ბნელი მხრიდან ხმები უფრო და უფრო
ძლიერდებოდა. ვხედავდი ბნელი მხარე ნელ-ნელა როგორ იზრდე ბოდა. სიბნელე სწრაფად
მოიწევდა, მიახლოვდებოდა, რაღაც გაურკვეველი ბგერები მესმოდა: „შნ...უდა ... აგრჩა ...
ბნლ...მხე..." - მეშინოდა... თითქოს სიბნელე ჩემს ფეხის წვერებთან მოვიდა და გაჩერდა ,
რაღაცას ელოდა... მე ვერაფერს ვახერხებდი, სუნთქვაშეკრული ველოდი რა შეიძლებოდა
მომხ დარიყო. გაოცებული დავრჩი, როცა სიბნელე სინათლის ბარიერმა შეცვალა , ჩემკენ
იწევდა და უსასრული ხვრელისკენ მიბიძგებდა... სინათლე თავის ადგილს დაუბრუნდა ...
სიბნელეც... მხოლოდ ხიდი არ შეცვლილიყო, იდგა ისევ ისე, ძველებურად. სინათლესა და
სიბნელეს შორის გადებული ეს ხიდი საფრთხეს მარიდებდა. მე იქ უნდა დავრჩენილიყავი .

...ვერც სინათლეს მივენდე... არ მაქვს ნდობა არავისი და არაფერი... ყველგან სიმარტოვეა ,


არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი მეგობარია ირ გვლივ, ბოლოს მაინც მარტო ამოგხდება
სული. არც თვალებს დაეჯერება. რადგან გარშემო ყველაფერის ილუზიაა , ყველა იტყუება ,
გადარჩენისთვის იბრძვის. ერთ რამეს მივხვდი, - თუ შიშებს გაექცევი , ისინი ოდესღაც ისევ
გიპოვიან და გაგაწამებენ, თუ შეეჭიდები, - არაფრად იქცევიან. არასდროს ხარ დაცული იმ
შედეგებისგან, რაც შენი ბნელი მხრიდან მოდის. სიბნელე შეიძლება არ კლავს , მაგრამ „იქ “
შენ თოკებშებმული მარიონეტი ხარ. სინა თლე? მგონია, სინათლე კიდევ უფრო
საფრთხილოა... ასეა, როცა არ იცი, რასთან გაქვს საქმე.

- მართალია, ჩემს ჰორიზონტზე ამჯერად არაფერი ხდება, მაგრამ მუ დამ მოიძებნება დრო
ფიქრისთვის. ხიდი, რომელზედაც ახლა ვდგავარ, დამანახებს როგორ გავაგრძელო
ცხოვრება, სანამ არ მივხვდები რაა სი ცოცხლე.

You might also like