You are on page 1of 2

Tenebris cor tuum

თავი 1.

ზაფხულის ცხელი დღეები იყო. დღე და ღამ ცხელოდა. მე ეს სულაც არ მაწუხებდა. თითქოს
ვერაფერს ვგრძნობდი. ზოგჯერ მინდოდა რაღაც მეც მეგრძნო, ისე როგორც სხვები გრძნობენ.
მე სიცარიელის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. მომაკვდინებელია. მაინტერესებდა, ნუთუ არ
მაქვს გული… შეიძლება არც მაქვს. მის ადგილას სიცარიელეა და წყვდიადი მარადისობაში
იკარგება.

ძველი შენობები, გზები, ქუჩები ძალიან მომწონს. ალბათ სიძველეს თავისი ხიბლი აქვს.
მაგრამ აქვე ტყეა და ზღვა, თვალუწვდენელი. მათი შემხედვარე სულ მინდოდა დამეხატა.
ვხატავდი, ყოველდღე ვხატავდი. თითქოს ეს იმ სიცარიელეს ავსებდა, რომელსაც მკერდში
ვგრძნობდი. არ შემეძლო იმის დახატვა თუ რას ვგრძნობდი, მაგრამ ვხატავდი იმას რაც
მინდოდა რომ მეგრძნო. მთვარის შუქზე მოცეკვავე ვერცხლისფერი ტალღები, მზის ჩასვლა,
მწვანე ტყე და მინდორში მობიბინე ყვავილები…

უფრო და უფრო მსიამოვნებდა მარტო ყოფნა. არვიცი რატომ. მეგობრები მყავს. საუკეთესო
მეგობარიც, რომელიც წყვდიადს ანათებდა ჩემ გარშემო. ის მზე იყო, მე კი-მთვარე; ის
სინათლე იყო, მე კი-სიბნელე; ის ცოცხალი იყო, მე კი-არა. ყველა მეგობარი ძვირფასი იყო,
მაგრამ ტიმოთეს სული ყველაზე განსხვავებული იყო. თითქოს ისეთი იყო, როგორიც მე
მინდოდა ვყოფილიყავი. თითქოს ის გავდა ჩემსას. ის იყო ჩემი მზე. მისი წყალობით
ვხედავდი. ხანდახან მისი სიკაშკაშე და ბრწყინვალება მეც გადმომედებოდა ხოლმე. მისი
სხივები სწვდებოდა ჩემში წყვდიადს.

ჩემს ბნელ მხარეს არ მოსწონდა ის, რომ ვინმესთან ასე ახლოს ვიყავი. ხშირად ვებრძოდი მას,
მაგრამ მისი მომწამვლელი ხმა, მისი ერთი წინადადება საკმარისი იყო ზოგჯერ, რომ
დანებება მიწევდა. მისი წყვდიადით მოცული ხმა ჩამესმოდა მაშინ, როდესაც ტიმოთეზე
ფიქრს ვიწყებდი და მითუმეტეს, თუ ეს სიამოვნებას მანიჭებდა ბნელის ხმა მაიძულებდა მის
შეძულებას. მაგრამ, მაინც ფიქრები უფრო სწვდებოდა მას. როდესაც მას ვხედავდი ბნელი
უფლებას არ მაძლევდა ისე მოვიქცეოდი, როგორც ის მექცეოდა. ის მაზიზღებდა მას და
მაიძულებდა სიძულვილით მოვპყრობოდი. თითქოს ბნელს ჩემი დაცვა უნდა იმისგან, რაც
მისი აზრით არ არსებობს. ის დამეპატრონება ხოლმე და ჩემი სხეულით ბნელად და
უგულოდ ეპყრობა ტიმოთეს, ან საერთოდაც ახლოს არ ეკარება. მიუხედავად ამისა, ტიმოთე
მუდამ ახერხებდა ჩემში სინათლის დანახვას და ცდილობდა ბნელეთისთვის დაემტკიცებინა,
რომ ბნელი ცდებოდა. ის არ იმსახურებდა როგორც ვეპყრობოდი და ამიტომ მე არ
ვიმსახურებდი მის კეთილ მოპყრობას. თიმცა ის მაინც არ ნებდებოდა. არვიცი ამას რატომ, ან
როგორ აკეთებდა. ის მთლიანად ნათელი იყო.

ყველა ვარსკვლავი საბოლოოდ კვდება, ქრება, მაგრამ ის მარადიული მნათობი იყო. ჩემში კი
ბინადრობდა შავი ხვრელი, რომელიც წყვდიადისკენ მიმათრევდა. გრავიტაცია, სწორედ ესაა.
სიგიჟე გრავიტაციასავითაა, მხოლოდ პატარა წაბორძიკება, მხოლოდ ერთი არასწორად
დადგმული ნაბიჯია საჭირო და შავი ხვრელივით ჩაგითრევს. მაგრამ მე არა ვარ გიჟი. ის
ანათებს ჩემს გზას, მაგრამ შავი ხვრელის მიზიდულობა მტანჯავს, სულს მიხრწნის. მე კი
მისთვის მადლიერების გამოხატვაც არ შემიძლია. ყოველთვის, როცა ამას ვაანალიზებ
სულში ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს შუშის ნამსხვრევები ნელნელა მაწამებენ, მე კი
ყვირილი მინდა და ამას ვერ ვახერხებ. ჩემი სული ყვირის, მაგრამ ამას მხოლოდ მე ვხედავ.
ნეტავ ტიმოთეს შეეძლოს იმის დანახვა, რასაც ვერ გამოვხატავ.

დიდი ხანია არ მინახავს. არვიცი, რომ ვნახავ რას გავაკეთებ. ალბათ ის შემძულდება. ამით
დავიღალე.

You might also like