You are on page 1of 341

1

ინგლისურიდან თარგმნა :
ანტონ სინატაშვილმა

2
წინასიტყვაობა

„და მდუმარედ რატომ არის?“

ევრიპიდე, „ალკესტისი“

მიძღვნა:

ეძღვნება ჩემს მშობლებს

3
პროლოგი
ალისია ბერენსონის დღიური

1 4 ივლისი

არ ვიცი, რატომ ვწერ.


არა, ვტყუი. ალბათ ვიცი, რატომაც. უბრალოდ, არ მინდა
ვაღიარო.
ისიც კი არ ვიცი, ამ ჩემს ნაწერს რა დავარქვა. „დღიური“?
ცოტათი პრეტენზიულად მეჩვენება. არც რაიმე განსაკუთრე-
ბულის თქმა მინდა. დღიურს ანა ფრანკი აწარმოებდა, სად მე
და სად ის. ვერც „ჟურნალს“ ვუწოდებ, ზედმეტად აკადემიუ-
რად ჟღერს. თითქოს ყოველდღე უნდა ვწერო, რისი გაკეთე-
ბაც ნამდვილად არ მსურს, თუ ვალდებულებად მექცევა, წერას
საერთოდ აღარ გავაგრძელებ.
იქნებ „არაფერი“ დავარქვა? უსახელო ტექსტი, რომელსაც
დროდადრო დავწერ. ეგ უფრო მომწონს. როგორც კი სახელს
შეურჩევთ, მაშინვე კარგავთ სრულ სურათს ან კიდევ განცდას,
რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი. სიტყვას უკვირდებით,
რომელიც მხოლოდ პაწაწინა ნაწილია, აისბერგის წვერი. სიტ-
ყვებთან კარგად ვერასდროს ვიყავი – ყოველთვის სურათე-
ბით ვფიქრობ, საკუთარ აზრებს ამგვარად გადმოვცემ. წერა-
საც არასდროს დავიწყებდი, გაბრიელის გამო გადავწყვიტე.
ბოლო დროს დეპრესია შემომაწვა რიგი მიზეზების გამო.
მეგონა, ამას კარგად ვმალავდი, მაგრამ მაინც შეამჩნია, რა
თქმა უნდა, შეამჩნია, ის ყველაფერს ამჩნევს. მკითხა, ნახატის

4
საქმე როგორ მიდიოდა, ვუპასუხე, რომ საერთოდ არ მიდი-
ოდა. ჭიქა ღვინო მომიტანა და სანამ საჭმელს ამზადებდა, სამ-
ზარეულოში მაგიდას მივუჯექი. მიყვარს ყურება, გაბრიელი
სამზარეულოში როგორ ფუსფუსებს. შესანიშნავი მზარეულია
– ელეგანტური, მოწესრიგებული, ბალერონივით დაფარფა-
ტებს. მე კი არ მგავს, ყველგან არეულობას რომ ვტოვებ.
– აბა, გისმენ, – მითხრა გაბრიელმა.
– სათქმელი არაფერია. უბრალოდ, ზოგჯერ რაღაცას ვუ-
ფიქრდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიბინძურიდან
ამოვდივარ.
– ჩაწერა რომ სცადო? რაღაც ჩანაწერების მსგავსი რომ
აწარმოო? ამან შეიძლება გიშველოს.
– ჰო, ალბათ მიშველის. აუცილებლად ვცდი.
– ძვირფასო, სცდი კი არა, გააკეთე.
– აუცილებლად გავაკეთებ.
ბუზღუნი გააგრძელა, მაგრამ წერა არ დამიწყია. რამდენი-
მე დღის შემდეგ ეს წიგნაკი მაჩუქა, შავი ტყავის ყდითა და სქე-
ლი თეთრი ფურცლებით. პირველ გვერდს ხელი ჩამოვუსვი,
მისი სიგლუვე შევიგრძენი, რის შემდეგაც ფანქარს წვერი წა-
ვუთალე და წერა დავიწყე.
რა თქმა უნდა, მართალი აღმოჩნდა. თავს უკეთ ვგრძნობ –
წერა შვების მაგვარს მგვრის, ყოველგვარი ზედმეტისგან მა-
თავისუფლებს და საკუთარი თავის გამოხატვისთვის ადგილს
მიტოვებს. ერთგვარი თერაპიაა.
გაბრიელი არაფერს ამბობს, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემზე
ღელავს. გულწრფელად რომ ვთქვა – და მგონი, ამაში ხელს
არაფერი მიშლის – ნამდვილი მიზეზი, რატომაც დღიურის
წარმოებას დავთანხმდი, მისი დარწმუნება იყო, დამტკიცება,
რომ ყველაფერი კარგად მაქვს. იმაზე ფიქრიც კი მიჭირს, რომ
ჩემზე ღელავს. არ მინდა ჩემ გამო დაიტანჯოს, უბედური იყოს
5
ან ინერვიულოს. ამას არ დავუშვებ. გაბრიელი ძალიან მიყ-
ვარს. ის მთელი ჩემი ცხოვრებაა. ისე ძალიან მიყვარს, ისე ძა-
ლიან, რომ ზოგჯერ მეშინია, ზედმეტი არ მომივიდეს.
ზოგჯერ მგონია...
არა, ამაზე არ დავწერ. ეს მხოლოდ სასიამოვნო იდეებისა
და ხატებათა ჩანაწერები იქნება, შემოქმედებითად შთამაგო-
ნებენ. მარტო დადებით, ბედნიერ, ნორმალურ აზრებს ჩავწერ.
არანაირი შეშლილი აზრები.

6
„იმათთვის, ვინც ხედავს და ესმის, ნათელია, რომ არც ერთ მოკ-
ვდავს არ ძალუძს საიდუმლოს შენახვა. და თუმცა ტუჩები არაფერს
ამბობს, ნერვიულად მოთამაშე თითები სიტყვებზე მოუბარია: სა-
იდუმლოს სხეული გასცემს“.

ზიგმუნდ ფროიდი, „ფსიქოანალიზის შესავალი“

7
ნაწილი პირველი

თავი პირველი

ალისია ბერენსონი ოცდაცამეტი წლის იყო, როცა მეუღლე


მოკლა.
შვიდი წლის დაქორწინებულები იყვნენ. ორივე ხელოვანი
გახლდათ – ალისია მხატვარი, გაბრიელი საქვეყნოდ ცნობი-
ლი მოდის ფოტოგრაფი. გამორჩეული სტილი ჰქონდა, ნახევ-
რად მშიერ და შიშველ ქალებს უცნაურ, არასასიამოვნო რა-
კურსით იღებდა. სიკვდილის შემდეგ მისი ფოტოების ფასი ას-
ტრონომიულად გაიზარდა. მართალი გითხრათ, ისინი საკმა-
ოდ სუსტი და ზედაპირული მეჩვენება. ალისიას საუკეთესო ნა-
მუშევრებთან ახლოსაც ვერ მივა. ხელოვნებაში კარგად ვერ
ვერკვევი და ნამდვილად ვერ ვიტყვი, ალისიას ნახატები
დროს გაუძლებს თუ არა. მის ნიჭს ყოველთვის ცუდი სახელი
დაჩრდილავს, ამიტომ ობიექტური ვერ ვიქნები. შეიძლება მი-
კერძოებულობაც კი დამაბრალოთ. მხოლოდ საკუთარი აზ-
რის დაფიქსირება შემიძლია – ჩემთვის ალისია ყოველთვის
გენიოსს გაუტოლდება. ტექნიკური მხარის გარდა, მის ნახა-
ტებს შთაბეჭდილების მოხდენის გასაოცარი უნარი აქვს –
თითქოს ყელში წაგიჭერთ და ისე მოგნუსხავთ, თვალს ვერ
მოსწყვეტთ.
გაბრიელ ბერენსონი ექვსი წლის წინ მოკლეს. ორმოცდა-
ოთხის იყო. ოცდახუთ აგვისტოს გამოასალმეს სიცოცხლეს,
უჩვეულოდ ცხელი ზაფხული იდგა, ალბათ გახსოვთ, ყველაზე

8
მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. მისი სიკვდილის დღე
წლის ყველაზე ცხელ დღეს დაემთხვა. სიცოცხლის უკანას-
კნელ დღეს გაბრიელი ადრე ადგა. დილის 5:15-ზე ლონდონის
ჩრდილო-დასავლეთში ჰემპსტედ-ჰითის სახლიდან გამოსუ-
ლი, სადაც ალისიასთან ერთად ცხოვრობდა, მანქანამ შორ-
დიჩში, გადაღებებზე წაიყვანა. მთელი დღე სახურავზე „ვოგის“
მოდელებთან გაატარა.
თუ რას აკეთებდა იმ დღეს ალისია, არც ისე ბევრი რამ არის
ცნობილი. მალე გამოფენა უნდა ჰქონოდა და ნახატის დასრუ-
ლებას ვერ ასწრებდა. სავარაუდოდ, ბაღის ბოლოში მდებარე
ზაფხულის სახლში მუშაობდა, რომელიც დიდი ხანი არ იყო,
რაც სახელოსნოდ გადააკეთა. გაბრიელის გადაღებები დიდ-
ხანს გაგრძელდა და სახლშიც გვიან, ღამის თერთმეტისთვის
დაბრუნდა.
ნახევარ საათში მათმა მეზობელმა, ბარბი ჰელმანმა, რამ-
დენიმე გასროლა გაიგონა და პოლიციაში დარეკა. ჰავერ-
სტონ-ჰილის განყოფილებიდან მანქანა ღამის 11:35-ზე გამო-
ვიდა და ბერენსონების სახლში სამ წუთში მივიდა.
შესასვლელი ღია იყო. სახლში უკუნი სიბნელე იდგა; სი-
ნათლის არც ერთი ჩამრთველი არ მუშაობდა. ოფიცრები
ჰოლში შევიდნენ და სასტუმრო ოთახისკენ გაემართნენ. იქაუ-
რობას ჯიბის ფარნებით ანათებდნენ, კედლებზე სინათლის
სხივები დახტოდა. ალისია ბუხართან მდგარი აღმოაჩინეს.
თეთრი კაბა მოჩვენებასავით ანათებდა. პოლიციელების იქ
ყოფნა თითქოს არც ადარდებდა, გაუნძრევლად იდგა, ერთ
ადგილზე გაშეშებული, ყინულისგან გამოკვეთილ ფიგურასა-
ვით, უცნაური, შეშინებული გამომეტყველებით, თითქოს რა-
ღაც უხილავ საშინელებას გადაეყარა. იარაღი იატაკზე ეგდო.
მის გვერდით, ჩრდილში, გაბრიელი უძრავად იჯდა, სკამზე

9
მიბმული, მაჯები და კოჭები მავთულით ჰქონდა შეკრული. თა-
ვიდან ოფიცრებმა იფიქრეს, რომ ცოცხალი იყო. თავი გვერ-
დზე ისე ჰქონდა გადაგდებული, უგონოდ გეგონებოდა. შემდეგ
ფარნის სხივი დაეცა და გამოჩნდა, რომ მისთვის სახეში რამ-
დენჯერმე ესროლათ. სახის ლამაზი ნაკვთები სადღაც გამქრა-
ლიყო და დანახშირებული ხორცი და შავი სისხლი ერთმანეთ-
ში არეულიყო. უკანა კედელი თავის ქალის, ტვინის, თმისა და
სისხლის ნარჩენებით იყო დაფარული.
ყველგან სისხლი იყო – კედლებზე, იატაკზე, ხის ფიცრებში.
ოფიცრებმა დაასკვნეს, რომ სისხლი გაბრიელს ეკუთვნოდა.
თუმცა გაბრიელისთვის ზედმეტად ბევრი იყო. და შემდეგ ფარ-
ნის სინათლეზე რაღაცამ გაიელვა – ალისიას ფეხებთან დანა
ეგდო. სინათლის კიდევ ერთმა სხივმა მის თეთრ კაბაზე მიშ-
ხეფებული სისხლი გამოაჩინა. ოფიცერმა მაჯებში ხელი მოჰ-
კიდა და სინათლე დაანათა. ორივე ხელზე ღრმა ჭრილობები
ჰქონდა, ახლები, და სისხლი თქრიალით მოსდიოდა.
როცა დახმარების გაწევა სცადეს, ალისია გაუძალიანდათ.
სამმა ოფიცერმა ძლივს გააკავა. სულ რაღაც რამდენიმე წუთ-
ში ის სამეფო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, გზაში გული წაუვიდა.
ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ გადარჩა.
მომდევნო დღეს პოლიციამ ცალკე პალატაში ადვოკატის
თანდასწრებით დაჰკითხა, თუმცა ალისიას ხმა არ ამოუღია.
ტუჩები გათეთრებული ჰქონდა; ზოგჯერ თითქოს აამოძრავებ-
და, მაგრამ არაფერს ამბობდა. არც ერთ შეკითხვას არ უპასუ-
ხა. არ შეეძლო და ალბათ არც უნდოდა. მაშინაც კი არაფერი
უთქვამს, როცა გაბრიელის მკვლელობის ბრალდება წაუყე-
ნეს. დაკავების დროსაც ჩუმად იყო, დანაშაულს არც უარყოფ-
და და არც აღიარებდა.
ალისიას ხმა არასდროს ამოუღია.

10
მისმა მდუმარებამ ეს ამბავი ჩვეულებრივი ოჯახური ტრაგე-
დიიდან რაღაც უფრო დიდად აქცია: საიდუმლო, ამოუცნობ ამ-
ბად, რომელიც სენსაციად იქცა და საზოგადოების ყურადღება
მრავალი თვის მანძილზე მიიქცია.
მართალია ალისია ხმას არ იღებდა, მაგრამ ერთი განცხა-
დება მაინც გააკეთა. სურათი დახატა. ხატვა მაშინ დაიწყო,
როცა საავადმყოფოდან გამოწერეს და სასამართლოს დაწყე-
ბამდე შინაპატიმრობა შეუფარდეს. სასამართლოს მიერ სა-
განგებოდ მისთვის დანიშნული მომვლელის განცხადებით,
რომელიც სულიერად ავადმყოფებს უვლიდა, ალისია თით-
ქმის არ ჭამდა და არც იძინებდა, ხატვის მეტს არაფერს აკე-
თებდა.
საერთოდ, ახალი სურათის დახატვას ალისია კვირებს და
თვეებსაც კი ანდომებდა, უსასრულო ესკიზებს აკეთებდა,
ათასნაირ კომპოზიციას ქმნიდა, ფორმასა და ფერის სხვადას-
ხვა ვარიანტს ცდიდა, სანამ საბოლოო სახეს მისცემდა. თუმცა
ამჯერად შემოქმედებითი პროცესი მკვეთრად შეცვალა და ნა-
ხატი მეუღლის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დაასრულა.
და მისი ეს ქმედება საკმარისი გახდა, რომ ადამიანთა უმე-
ტესობას დაეძრახა – გაბრიელის სიკვდილიდან სახელოსნო-
ში ასე უცებ დაბრუნება. ცივსისხლიანი მკვლელი იყო, რადგან
სინდისიც კი არ აწუხებდა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალისია ბერენსონი შეიძლება
მკვლელია, მაგრამ ის მხატვარიცაა. და მაშინ ყველაფერი თა-
ვის ადგილზე დადგება – ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მაინც,
ის ხელში საღებავებსა და ფუნჯებს იღებს და თავისი ურთიერ-
თსაწინააღმდეგო გრძნობები ტილოზე გადააქვს. სულაც არ
არის გასაკვირი, რომ ამჯერად ფერწერა მასთან ასე ადვილად
მიდის; თუკი შეიძლება ნაღველს ადვილი ეწოდოს.

11
ნახატი ავტოპორტრეტი იყო. ქვედა მარცხენა კუთხეში ღია
ცისფერი ბერძნული ასოებით დასახელება მიაწერა.
ერთი სიტყვა: „ალკესტისი“.

თავი მეორე

ალკესტისი ბერძნული მითოლოგიის გმირია. სიყვარულის


ყველაზე სამწუხარო ამბის პერსონაჟი. ალკესტისი ნებაყოფ-
ლობით სწირავს თავს მეუღლის, ადმეტუსისთვის, თანხმდება
რა მის მაგივრად სიკვდილს მაშინ, როცა ამას არავინ აკე-
თებს. თითქოსდა, რა კავშირი უნდა ჰქონოდა თავგანწირვაზე
ამ ამაღელვებელ მითს ალისიასთან. ეს არაპირდაპირი მინიშ-
ნება დიდი ხნის განმავლობაში ჩემთვისაც გაურკვეველი რჩე-
ბოდა. იმ დღემდე, სანამ ჭეშმარიტება არ გამოაშკარავდა...
მაგრამ ძალიან ვჩქარობ და მოვლენებს წინ ვუსწრებ. თა-
ვიდან დავიწყებ და დაე, მოვლენებმა თვითონ ისაუბრონ. არა-
ფერს გავაბუქებ, არ შევცვლი და არც მოვიტყუები. ყველა-
ფერს თანამიმდევრულად, ნელა და ფრთხილად მოგიყვებით.
მაგრამ საიდან დავიწყო? თავი უნდა წარვადგინო, თუმცა ალ-
ბათ ჯობია ეს არ გავაკეთო, ამ ამბის მთავარი გმირი ხომ მე
არა ვარ. ეს ალისია ბერენსონის ამბავია. ჰოდა, მისით დავიწ-
ყოთ, და „ალკესტისით“.

12
***

ნახატი ავტოპორტრეტია, რომელიც ალისიამ მკვლელობი-


დან რამდენიმე დღეში დახატა, მასზე ის სახლში, თავის სახე-
ლოსნოშია, მოლბერტის წინ დგას ფუნჯით ხელში. შიშველი.
ტანი იდეალურადაა დახატული, არც ერთი დეტალი არ არის
გამორჩენილი: წითური თმის გრძელი კულულები გამხდარ
მხრებზე ეცემა, ნახევრად გამჭვირვალე კანზე ლურჯი ვენები
მოუჩანს, ორივე მაჯაზე ახალი იარებია. თითებს შორის ფუნჯი
უჭირავს, რომლიდანაც წითელი საღებავი მოწვეთავს. თუ –
სისხლი? ხატვის პროცესშია ასახული, თუმცა ტილო ცარი-
ელია, ისევე როგორც მისი გამომეტყველება. მხარს ზემოდან
იყურება და პირდაპირ ჩვენ გვიყურებს. ოდნავ ღია ტუჩები,
თითქოს რაღაცის თქმას ცდილობს.
სასამართლოს მიმდინარეობისას ჟან-ფელიქს მარტენმა,
რომელიც ხელმძღვანელობდა სოჰოს იმ პატარა გალერეას,
სადაც ალისიას ნამუშევრები იფინებოდა, ერთობ საკამათო
გადაწყვეტილება მიიღო და „ალკესტისი“ გამოფინა. ამის გა-
მო ბევრმა გაკიცხა და მის ამ საქციელს „საშინელი“ უწოდა.
იმის გამო, რომ სურათის ავტორს ქმრის მკვლელობაში ბრა-
ლი ედებოდა, გალერეასთან, არსებობის ისტორიაში პირვე-
ლად, გრძელი რიგები დადგა.
ხელოვნების მოყვარულებთან ერთად მეც ვიდექი და მეზო-
ბელი სექსშოპის ნეონის ნათურების სინათლის ქვეშ ჩემს
რიგს ველოდი. შიგნით სათითაოდ შევდიოდით. გალერეაში
შესულები ნახატისკენ ისე გავრბოდით, როგორც მოჩვენებე-
ბით სავსე სახლიდან გამოქცეული ბრბო. როგორც იქნა, რიგ-
მაც მომიწია და „ალკესტისი“ ჩემი თვალით ვიხილე. ნახატს
დავაკვირდი, ალისიას სახეს შევხედე, ვცდილობდი მის თვა-

13
ლებში რამე ამომეკითხა, რაღაც გამეგო, მაგრამ არაფერი გა-
მომივიდა. ალისიაც მიყურებდა – ცარიელი ნიღაბი – ამოუც-
ნობი და შეუღწევადი. მისი სახის გამომეტყველებაში ვერც
უდანაშაულობას და ვერც დანაშაულს ვერ ვხედავდი.
სხვებმა, როგორც ჩანს, ადვილად დაინახეს.
– ბოროტების განსახიერებაა, – წაიჩურჩულა ჩემ უკან
მდგარმა ქალმა.
– აბა რა, – დაეთანხმა მეგობარი. – ცივსისხლიანი ბოზია.
„რა უსამართლობაა“, – გავიფიქრე იმის გათვალისწინე-
ბით, რომ ალისიას ბრალეულობა ჯერ არ დამტკიცებულა. ტაბ-
ლოიდებმა ხომ თავიდანვე მონათლეს ბოროტმოქმედად: სა-
ბედისწერო ქალი, შავი ქვრივი. ურჩხული.
ფაქტები ხომ ასეთი მარტივი იყო: ალისია სახლში, გაბრიე-
ლის სხეულთან მარტო იპოვეს; იარაღზე მხოლოდ მისი თითე-
ბის ანაბეჭდი იყო. ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ გაბრიელი მან
მოკლა. რატომ გააკეთა ეს, აი, რა იყო გაურკვეველი.
მკვლელობას მასმედიაში აქტიურად განიხილავდნენ. გა-
ზეთებში, რადიოსა და დილის ტელეგადაცემებში სხვადასხვა-
ნაირ თეორიას იხილავდნენ. ალისიას ქმედებების ასახსნე-
ლად, დასაგმობად და გასამართლებლად ექსპერტებს იწვევ-
დნენ. ოჯახური ძალადობა უნდა ყოფილიყო, რამაც ამისკენ
უბიძგა. სხვა თეორიის მიხედვით, მკვლელობა არასწორი სექ-
სუალური თამაშის შედეგად მოხდა, ქმარი ხომ ხელფეხშეკრუ-
ლი იპოვეს. ვიღაც ამბობდა, რომ მკვლელობა ეჭვიანობის გა-
მო ჩაიდინა, ალბათ ქმარმა საყვარელი გაიჩინა. თუმცა სასა-
მართლოზე ძმამ გაბრიელი ისე დაახასიათა, როგორც ერთგუ-
ლი მეუღლე, რომელსაც ცოლი ძალიან უყვარდა. იქნებ ეს ფუ-
ლის გამო მოხდა? ალისია ქმრის სიკვდილით ბევრს არაფერს
იგებდა. ფული თავზე საყრელად ჰქონდა, მამისგან მემკვიდ-
რეობით დანატოვარი.
14
და ასე გრძელდებოდა ვარაუდების უსასრულო სერია, ყო-
ველგვარი პასუხების გარეშე, მხოლოდ უფრო მეტი შეკითხვა,
ალისიას მოტივებსა და შემდგომ მდუმარებაზე. რატომ არ უნ-
და ხმის ამოღება? რას ნიშნავს მისი ეს საქციელი? იქნებ რამის
დამალვას ცდილობს? ან ვინმეს იცავს? თუ ასეა, ვის? და რა-
ტომ?
მახსოვს, როგორ გავიფიქრე, მაშინ, როცა სხვები ალისია-
ზე საუბრობდნენ, წერდნენ და მის ამბავს განიხილავდნენ, ამ
საშინელი და ხმაურიანი არეულობის გულში სრული სიცარიე-
ლე და სიჩუმეა, ერთი დიდი გამოცანაა-მეთქი.
სასამართლო პროცესზე მოსამართლე საკმაოდ კრიტიკუ-
ლად განეწყო ალისიას გადაწყვეტილების მიმართ, დუმილი
შეენარჩუნებინა.
– უდანაშაულოები თავიანთ უდანაშაულობაზე ხმამაღლა
საუბრობენ, – განაცხადა მოსამართლე ალვერტონმა.
ალისია მარტო ჩუმად კი არ იყო, სინანულის არანაირ
კვალს არ ავლენდა. მთელი სასამართლო პროცესის განმავ-
ლობაში ერთი ცრემლიც არ გადმოუგდია. ამ ფაქტს ჟურნა-
ლისტებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს. ნაკვთიც
არ შერხევია, ცივი და გაყინული სახე ჰქონდა.
დაცვის მხარეს ერთადერთი გამოსავალი დარჩა – ბრალ-
დებულის შეზღუდული პასუხისმგებლობის შესახებ განცხადე-
ბა და ასეც მოიქცა, თქვა რომ ალისიას ფსიქიკური პრობლე-
მები დიდი ხანია ჰქონდა, ჯერ კიდევ ბავშვობაში. მოსამარ-
თლემ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო დაცვის მხარის
ეს განცხადება არ დააკმაყოფილა, თუმცა პროცესის ბოლოს
სამეფო კოლეჯის სასამართლო ფსიქიატრიის პროფესორმა
და ლონდონის ჩრდილოეთით „გროუვის“ ფსიქიატრიული
კლინიკის კლინიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ლაზარუს

15
დიომიდსმა, მისი გადარწმუნება მაინც მოახერხა. პროფესო-
რი დიომიდისი ამტკიცებდა, რომ ალისიას დუმილი პირდაპი-
რი მტკიცებულება იყო მის მიერ გადატანილი ფსიქოლოგიუ-
რი სტრესისა და განაჩენის გამოტანისას ეს აუცილებლად უნ-
და გაეთვალისწინებინათ.
ეს საკმაოდ არაპირდაპირი განაცხადი გახლდათ, რაც ფსი-
ქიატრებს ასე ძალიან არ უყვართ. დიომიდისი ამბობდა, რომ
ალისია გიჟი იყო.
მხოლოდ ასე აიხსნებოდა ის, რაც მოხდა. სხვაგვარად, რა-
ტომ მიაბამდა ალისია საყვარელ ადამიანს სკამზე და სახეში
ახლოდან რატომ ესროდა? შემდეგ კი სრული უნანელობა,
არაფრის ახსნა და დუმილი? გიჟი იყო, აბა რა.
პროცესის ბოლოს მოსამართლე ალვერსტოუნმა შეზღუ-
დული პასუხისმგებლობის შესახებ განცხადება დააკმაყოფი-
ლა და ნაფიც მსაჯულებსაც იგივე ურჩია. ალისია, პროფესორ
დიომიდისის მეთვალყურეობის ქვეშ, „გროუვში“, გადაიყვა-
ნეს. აკი მისმა ჩვენებამ მოსამართლეზე ასე ძალიან იმოქმე-
და.
მეორე მხრივ, თუ ალისია გიჟი არ იყო და თვალთმაქცუ-
რად, ნაფიცი მსაჯულებისთვის თვალის ასახვევად დუმდა,
ამან გაჭრა. ციხეში დიდხანს ჯდომა მოუწევდა, გამოჯანმრთე-
ლების შემთხვევაში კი შეიძლება, რამდენიმე წლის შემდეგ გა-
მოეშვათ. რა თქმა უნდა, დრო იყო, გამოჯანმრთელება დაეწ-
ყო, რამდენიმე სიტყვა წარმოეთქვა, შემდეგ კიდევ რამდენი-
მე; ბოლოს რაღაც სინანულის მაგვარი გამოეხატა. მაგრამ
არა. კვირა კვირას მისდევდა, თვე თვეს, წლებიც გავიდა, მაგ-
რამ ალისიას არაფერი უთქვამს.
ჩუმად იყო.

16
და რადგანაც არანაირი გამოაშკარავება არ ყოფილა,
იმედგაცრუებულმა ჟურნალისტებმა ალისია ბერენსონის მი-
მართ ინტერესი დაკარგეს. ის იმ მკვლელების დიდ სიას შეუ-
ერთდა, მხოლოდ მცირე ხანს რომ იყვნენ ცნობილი, რომელ-
თა სახე ახსოვთ, მაგრამ სახელი უკვე დავიწყებული აქვთ.
მაგრამ ყველას არ დაგვიწყებია. ზოგიერთს, მათ შორის
მეც, მდუმარე ალისია ბერენსონის იდუმალებით მოცული საქ-
მე ჯერ კიდევ გვაღელვებდა. როგორც ფსიქოთერაპევტს, მი-
მაჩნდა, რომ გაბრიელის მკვლელობისას ძალიან მძიმე ტრავ-
მა გადაიტანა და დუმილი ამ ტრავმის ერთგვარი გამოვლინე-
ბა იყო. ალისია მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ვერ შეეგუა და
გაფუჭებულ მანქანასავით გაჩერდა. მინდოდა ისევ „გამეშვა“,
დავხმარებოდი, რომ თავისი ამბავი მოეთხრო, გამოჯანმრთე-
ლებულიყო და ფეხზე დამდგარიყო. მისი „შეკეთება“ მინდო-
და.
არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს, მაგრამ თავი უაღრესად
კვალიფიცირებულ სპეციალისტად მიმაჩნდა, ვფიქრობდი,
რომ ალისია ბერენსონს აუცილებლად დავეხმარებოდი. სასა-
მართლო ფსიქოთერაპევტი ვარ და საზოგადოების ყველაზე
ტანჯულ, დაუცველ წევრებთან მუშაობას მივეჩვიე. ალისიას
ამბავში რაღაცამ მიმიზიდა, მას თავიდანვე თანავუგრძნობდი.
სამწუხაროდ, მაშინ ჯერ კიდევ ბროდმურში (ბროდმური –
მანიაკებისთვის განკუთვნილი ცნობილი სამკურნალო დაწე-
სებულება.) ვმუშაობდი და ალისიას მკურნალობა აუხდენელ
ოცნებად დარჩებოდა, სრულიად მოულოდნელად საქმეში ბე-
დისწერა რომ არ ჩარეულიყო.
თითქმის ექვსი წლის შემდეგ, იმ დღიდან, რაც ალისია გრო-
უვში განამწესეს, კლინიკაში სასამართლო ფსიქოთერაპევტის

17
ადგილზე ვაკანსია გამოცხადდა. როგორც კი განცხადება ვნა-
ხე, მაშინვე მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა. ინტუიცი-
ას მივყევი და რეზიუმე გავგზავნე.

თავი მესამე

თეო ფაბერი მქვია. ორმოცდაორი წლის ვარ. ფსიქოთერა-


პევტი მხოლოდ იმიტომ გავხდი, რომ მაგრად ჩავისვარე. დი-
ახ, ასეა, თუმცა გასაუბრების დროს, როცა შეკითხვა დამისვეს,
რა თქმა უნდა, ეს არ მითქვამს.
– ფსიქოთერაპევტობა რამ გადაგაწყვეტინათ? – მკითხა
ინდირა შარმამ და ბუსჩარჩოიანი სათვალის ზემოდან ამომხე-
და.
ინდირა გროუვში კონსულტანტ-ფსიქოთერაპევტად მუშა-
ობდა. ორმოცდაათს იყო გადაცილებული, თუმცა მრგვალ სა-
ხეს მიმზიდველობა მაინც შეენარჩუნებინა, გრძელ შავ თმაში
კი მხოლოდ აქა-იქ გამორეოდა ჭაღარა. მსუბუქად გამიღიმა
იმის საჩვენებლად, რომ ეს მარტივი შეკითხვა იყო, ერთგვარი
მოთელვა, რომელსაც უფრო რთული და ჩამჭრელი კითხვები
მოჰყვებოდა.
პასუხის გაცემას არ ვჩქარობდი, კომისიის დანარჩენი წევ-
რების მზერას ვგრძნობდი. პასუხი ისე გავეცი, მათთვის თვა-
ლი არ მომიშორებია, თანაგრძნობით აღსავსე წინასწარ მო-
ფიქრებულ ზღაპარს მოვყევი იმაზე, თუ როგორ ვმუშაობდი
მოზარდობისას მოხუცთა თავშესაფარში და ამან ფსიქოლოგი

18
ის მიმართ ინტერესი გამიღვივა, ამას ფსიქოთერაპიის ასპი-
რანტურა მოჰყვა და ასე გაგრძელდა.
– ალბათ მინდოდა ხალხს დავხმარებოდი, – მხრები ავიჩე-
ჩე. – ნამდვილი მიზეზი სწორედ ესაა. – რაც სრული სისულე-
ლე იყო.
არა, რა თქმა უნდა, მინდოდა ხალხს დავხმარებოდი, თუმ-
ცა ეს მეორე მიზეზია, რომელიც მაშინ გაჩნდა, პრაქტიკაზე
რომ გადავედი. ნამდვილი მიზეზი კი სუფთა ეგოისტურია. მინ-
დოდა საკუთარ თავს დავხმარებოდი. დარწმუნებული ვარ,
ადამიანთა უმეტესობამ, ვინც საკუთარი თავი ფსიქიკური ჯან-
მრთელობის მკურნალობას დაუკავშირა, ეს პროფესია სწო-
რედ ამიტომ აირჩია. იმიტომ გვიზიდავს, რომ თვითონაც
პრობლემები გვაქვს – ფსიქოლოგიას საკუთარი თავის განსა-
კურნებლად ვსწავლობთ. ვართ თუ არა მზად ამის აღიარების-
თვის, ეს უკვე სხვა შეკითხვაა.
კაცობრიობის განვითარების ყველაზე ადრეული ეტაპი ბუ-
რუსით არის მოცული. ჩვენ გვიყვარს იმაზე ფიქრი, რომ პირ-
ველყოფილი ნისლიდან აღმოვცენდით, სრულყოფილ პიროვ-
ნებებად ჩამოვყალიბდით, ზღვის ქაფიდან შობილი აფროდი-
ტესი არ იყოს. თუმცა თავის ტვინის მუშაობის აქტიურად გან-
ვითარებადი კვლევის წყალობით, ვიცით, რომ ეს ასე სულაც
არ არის. ნახევრად ჩამოყალიბებული ტვინით ვიბადებით,
რომელიც თიხის გუნდას უფრო ჰგავს, ვიდრე ოლიმპოელ
ღმერთს. როგორც ფსიქოანალიტიკოსმა დონალდ უინიკოტმა
თქვა: „ბავშვი, როგორც ცალკეული ცნება არ არსებობს“. ჩვე-
ნი პიროვნების ჩამოყალიბება იზოლირებულად კი არ ხდება,
არამედ ერთმანეთთან ურთიერთობით, ჩვენს ჩამოყალიბე-
ბასა და განვითარებაზე უხილავი ძალები ზრუნავს, ისინი
აღასრულებენ ჩვენი განვითარების პროცესს, ჩვენ კი ამას ვერ
ვიმახსოვრებთ, ეს ძალები ჩვენი მშობლები არიან.
19
ეს შიშის მომგვრელია, გასაგები მიზეზების გამო. ვინ იცის,
რა ტანჯვა და დამცირება გადავიტანეთ, როცა ჩვენი მეხსიერე-
ბა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო? ჩვენი პიროვნე-
ბა ჩამოყალიბებული გახლდათ, ჩვენ კი ამის შესახებ არც კი
ვიცოდით. ჩემს შემთხვევაში, საკმაოდ მშიშარა და აღელვებუ-
ლი ბავშვი ვიყავი. ეს მღელვარება მანამდე არსებობდა, სანამ
ჩამოვყალიბდებოდი, ის ჩემგან დამოუკიდებლად არსებობდა.
ეჭვი მაქვს, რომ ჩემი მღელვარება მამაჩემთან ურთიერთობის
ბრალი იყო, რომლის გვერდითაც თავს უსაფრთხოდ არას-
დროს ვგრძნობდი.
მამაჩემის არაპროგნოზირებადმა და უმიზეზო სიბრაზემ,
ნებისმიერი, თვით ყველაზე უვნებელი სიტუაცია დანაღმულ
ველად აქცია. უწყინარი შენიშვნა ან რაღაცაზე არდათანხმება
მის ბრაზს იწვევდა, რასაც აფეთქებების მთელი სერია მოჰყვე-
ბოდა, რასაც ვერაფრით გადაურჩებოდი. მის ყვირილზე მთე-
ლი სახლი ზანზარებდა, ის კიბეზე დასაჭერად მომდევდა.
ოთახში შევარდნილი, ლოგინის ქვეშ ვძვრებოდი და კედელს
ვეკვროდი. მტვრიან ჰაერს ვისრუტავდი და ვლოცულობდი,
რომ აგურებს ჩავეყლაპე და გავმქრალიყავი. მაგრამ მისი ხე-
ლი მაინც მიჭერდა და საწოლიდან გამომათრევდა. ქამარს შე-
იხსნიდა და მომდევნო წუთს ჰაერში აქნეული ტყავი სხეულს
მიწვავდა. გამათრახება ისევე სწრაფად მთავრდებოდა, რო-
გორც დაიწყო. იატაკზე ოთხად მოკეცილი ვეგდე, გაბრაზებუ-
ლი ბავშვის მიერ დაგდებული ნაჭრის თოჯინასავით.
ვერასდროს ვხვდებოდი, ისეთი რა ჩავიდინე მისი ასეთი
მრისხანება რომ გამოვიწვიე და საერთოდ ვიმსახურებდი თუ
არა ამას. დედას ვკითხე, მამა ასე ხშირად რატომ მიბრაზდე-
ბოდა, პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა და სასოწარკვეთილ-
მა მითხრა: „მე საიდან უნდა ვიცოდე? მამაშენი ხომ შეურაცხა-
დია“.
20
როცა ამას ამბობდა, არ ხუმრობდა. მამაჩემი რომ ახლა
ფსიქიატრს გაესინჯა, ეჭვი მაქვს, პიროვნების აშლილობას
დაუდგენდა, დაავადებას, რომელიც მთელი ცხოვრება აწუხებ-
და და არც კი მკურნალობდა. შედეგად ჩემი ბავშვობისა და მო-
ზარდობის წლებმა სრულ ისტერიასა და ფიზიკურ ძალადობა-
ში განვლო – მუქარაში, ცრემლსა და გატეხილ ჭურჭელს შო-
რის.
ბედნიერების წუთებიც მქონდა; ძირითადად მაშინ, როცა
მამა სახლიდან შორს იყო. მახსოვს ერთ ზამთარს მთელი
თვით გაემგზავრა ამერიკაში, საქმიანი მივლინებით. მთელი
ოცდაათი დღე სახლი და ბაღი ჩემი და დედას განკარგულება-
ში იყო. იმ დეკემბერს ლონდონში დიდი თოვლი მოვიდა, მთე-
ლი ჩვენი ბაღი თოვლის სქელმა ხალიჩამ დაფარა. მე და დე-
დამ თოვლის კაცი გავაკეთეთ. არ ვიცი, გამიზნულად მოვიქე-
ცით ასე თუ არა, მაგრამ ის ჩვენი ოჯახის წასულ უფროსს და-
ვამსგავსეთ: მამა დავარქვი და დიდი მუცლით, თვალების მა-
გივრად შავი ქვებითა და ტოტებით გაკეთებული მოღუშული
წარბებით, მართლაც ძალიან მივამგვანე. ეს მსგავსება მამა-
ჩემის ხელთათმნით, ქუდით და ქოლგით დავაგვირგვინეთ.
შემდეგ კი გუნდები დავუშინეთ, თან გაეშმაკებული ბავშვები-
ვით ვხარხარებდით.
იმ ღამით ლონდონს ძლიერი ქარბუქი დაატყდა. დედა ჩემს
საწოლთან მოვიდა, თავი მოვიმძინარე, შემდეგ კი გარეთ,
ბაღში გავვარდი და თოვლის ქვეშ დავდექი. ხელებგაწვდილი
ფანტელებს ვიჭერდი და ვუყურებდი, თითებთან შეხებისას
როგორ დნებოდა. ერთდროულად სიხარულსაც ვგრძნობდი
და მწუხარებასაც და ამას სიტყვებით ვერ გამოვხატავდი. ჩემი
ლექსიკური მარაგი საკმაოდ შეზღუდული იყო. როგორღაც,
ფიფქების ხელით დაჭერა, ბედნიერების დაჭერას ჰგავს, მისი

21
დაუფლება არაფერს გაძლევს. ამან გამახსენა, რომ ამ სახ-
ლის მიღმა სამყარო არსებობდა: უშველებელი, წარმოუდგენ-
ლად ლამაზი სამყარო; სამყარო, რომელიც ჯერჯერობით ჩემ-
თვის მიუწვდომელი იყო. წლების მანძილზე ჩემი ცხოვრების
ეს ეპიზოდი ბევრჯერ მახსენდებოდა. თითქოს უბედურება, რო-
მელიც ამ მცირე მოგონებას გარს ერტყა, აიძულებდა მას კი-
დევ უფრო მეტად ებდღვრიალა: სიბნელით გარშემორტყმული
სინათლის მომცრო სხივად ქცეულიყო.
მივხვდი, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა, როგორც ფი-
ზიკური, ასევე სულიერი გაგებით, გაქცევა იყო. იქაურობას უნ-
და გავცლოდი, რაც უფრო შორს, მით უკეთესი. მხოლოდ მა-
შინ ვიქნებოდი უსაფრთხოდ. და აი, როგორც იქნა, თვრამეტის
გავხდი, საკმარისი შეფასება მივიღე იმისთვის, რომ უნივერ-
სიტეტში ჩამებარებინა. სურეის ციხეს დავემშვიდობე იმ იმე-
დით, რომ თავისუფლებას მოვიპოვებდი.
როგორ ვცდებოდი.
მაშინ არ ვიცოდი, რომ უკვე გვიანი იყო – მამის ხატება უკვე
ჩემში მკვიდრობდა, სადღაც ღრმად, ქვეცნობიერში. სადაც უნ-
და გავქცეულიყავი, ყველგან თან ვატარებდი. მუდამ თან
მდევდა მისი ჯოჯოხეთური, უმოწყალო ხმა, მისი ყვირილი,
რომ უმაქნისი, სამარცხვინო, არარაობა ვიყავი.
პირველი კურსის გამოცდების დროს ეს ხმები იმდენად აუ-
ტანელი და ხმამაღალი გახდა, რომ დამიმორჩილა. შიშისგან
გადაადგილების უნარიც კი დავკარგე, არც გარეთ გასვლა შე-
მეძლო, მეგობრების გაჩენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამას
ჯობდა, სახლი საერთოდ არ დამეტოვებინა. უიმედო მდგომა-
რეობაში აღმოვჩნდი, დავმარცხდი და ხაფანგში გავები. კუთ-
ხეში ვიყავი მიმწყვდეული. ყველა გზა მოჭრილი მქონდა.
ერთი გამოსავალი მაინც გამოჩნდა.

22
აფთიაქიდან აფთიაქში დავდიოდი და „პარაცეტამოლს“
ვყიდულობდი. მხოლოდ რამდენიმე პაკეტს, რომ ეჭვი არ გა-
მომეწვია, თუმცა ტყუილად ვღელავდი. ყურადღებას არავინ
მაქცევდა. უჩინმაჩინივით ვიყავი – თავს მაშინ სწორედ ასე
ვგრძნობდი.
ჩემს ოთახში ციოდა, გაყინული, მოუქნელი თითებით პაკე-
ტები გავხსენი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მაგრამ აბები მა-
ინც გადავყლაპე, ყველა ერთად, ერთმანეთის მიყოლებით.
შემდეგ ჩემს ვიწრო, მოუხერხებელ საწოლზე დავწექი, თვა-
ლები დავხუჭე და სიკვდილს დაველოდე.
მაგრამ სიკვდილი არ მოსულა.
ამის მაგივრად მუცელში საშინელმა ტკივილმა დამიარა.
ორად მოვიკეცე და ამოვარწყიე ყვითელ სითხეში არეული ნა-
ხევრად გადამუშავებული აბები. სიბნელეში ვიწექი და მუცელ-
ში ცეცხლი მეკიდა. თითქოს მარადისობა გავიდა. შემდეგ კი
სიბნელეში რაღაცას მივხვდი. სიკვდილი არ მინდოდა. ჯერ
არა; ჯერ ხომ წესიერად არც მიცხოვრია. ამან იმედი მომცა.
ბუნდოვანი და გაურკვეველი, მაგრამ მაინც იმედი. იმის აღია-
რებამდე მივედი, რომ ამას მარტო ვერ ვიზამდი, დახმარება
მჭირდებოდა.
მივიღე კიდეც – რუთის სახით, ფსიქოთერაპევტის, რომე-
ლიც ჩემთან უნივერსიტეტის კონსულტაციის სამსახურმა მო-
ავლინა. ჭაღარათმიანი და ფუნჩულა რუთი, მოსიყვარულე ბე-
ბიას ჰგავდა. სასიამოვნო ღიმილი ჰქონდა, რომლისაც გჯე-
როდა. თავიდან ცოტას საუბრობდა. მე ვლაპარაკობდი, ის კი
მისმენდა. ვუყვებოდი ჩემს ბავშვობაზე, სახლსა და მშობლებ-
ზე. საუბრის დროს აღმოვაჩინე, რომ როგორ უსიამოვნო დე-
ტალებსაც უნდა შევხებოდი, სრულიად არაფერს განვიცდიდი.

23
გრძნობებს ისე ვიყავი მოწყვეტილი, როგორც ხელიდან მოკ-
ვეთილი მაჯა. მტკივნეულ მოგონებებსა და სუიციდურ მცდე-
ლობებზე ვსაუბრობდი, მაგრამ არაფერს განვიცდიდი.
თუმცა რუთისკენ როცა გავიხედე, გაოცებულმა აღმოვაჩი-
ნე, რომ თვალებში ცრემლები ედგა. შეიძლება რასაც ახლა
ვიტყვი, ვერც კი გაიგოთ, მაგრამ ეს მისი ცრემლები კი არა, ჩე-
მი იყო.
მაშინ ამას ვერ მივხვდი. მაგრამ ფსიქოთერაპია სწორედ
ასე მუშაობს. პაციენტი თავის უსიამოვნო განცდებს ფსიქოთე-
რაპევტს გადასცემს; ექიმი მის მტკივნეულ გრძნობებს თავის
თავზე იღებს და მის მაგივრად განიცდის. შემდეგ, ნაწილ-ნა-
წილ ამ გრძნობებს ისევ პაციენტს უბრუნებს. რუთიც ასე იქცე-
ოდა.
ერთმანეთს კიდევ რამდენიმე წელი ვხვდებოდით, რუთი და
მე. ჩემს ცხოვრებაში ის უცვლელად რჩებოდა. მისი საშუალე-
ბით სხვა ადამიანთან ურთიერთობის ახალი ტიპი ავითვისე:
ურთიერთპატივისცემაზე, პატიოსნებასა და სიკეთეზე რომ
არის დაფუძნებული და არა ურთიერთბრალდებაზე, სიბრაზე-
სა და ძალადობაზე. ნელ-ნელა თავი სხვაგვარად აღვიქვი,
გრძნობებიც დამიბრუნდა და შიშიც თითქმის გაქრა. სიცარიე-
ლეს აღარ ვგრძნობდი. საძულველი შინაგანი ხმები არსად წა-
სულა, თუმცა რუთის ხმის სახით უკვე წინააღმდეგობას ვუწევ-
დი და ნაკლებ ყურადღებასაც ვაქცევდი. შედეგად ხმებიც მიწ-
ყნარდა, დროდადრო კი საერთოდ ქრებოდა. ასეთ დროს
ვმშვიდდებოდი და თავს ბედნიერადაც კი ვგრძნობდი.
ფსიქოთერაპიამ სიცოცხლეს გადამარჩინა, ამ სიტყვის
პირდაპირი მნიშვნელობით. და რაც უფრო მნიშვნელოვანია,
ჩემი ცხოვრება სრულიად გარდაიქმნა. საუბრით მკურნალო-
ბამ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, შემდგომი გზა სწო-
რედ ამან განსაზღვრა. ჩემი მოწოდება დამანახვა.
24
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკა ლონდონ-
ში გავიარე, თან რუთთან სიარულსაც ვაგრძელებდი. ჩემს
მხარდაჭერას და გამხნევებას აგრძელებდა, თუმცა მაინც მაფ-
რთხილებდა, რომ გზა სწორად ამერჩია: „ეს პარკში გასეირნე-
ბა არ არის“ – მითხრა მან. მართალი იყო. პაციენტებთან მუ-
შაობას, მათ სიბინძურეში ქექვას სასიამოვნო სამუშაოს ნამ-
დვილად ვერ დაარქმევდი.
დამნაშავეებისთვის განკუთვნილ ფსიქიატრიულ დაწესე-
ბულებაში ჩემი პირველი სტუმრობაც მახსოვს. მისვლიდან
რამდენიმე წუთში, პაციენტმა შარვალი ჩაიხადა, ჩაჯდა და ჩემ
თვალწინ მოისაქმა. აყროლებული მძღნერის გროვა. კიდევ
ბევრი ასეთი შემთხვევა იყო, ნაკლებად გულისამრევი, მაგრამ
ბევრად უფრო დრამატული, წარუმატებელი თვითმკვლელო-
ბები, თავის დაზიანების მცდელობები, უკონტროლო ისტერია
და დარდი – ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს იმაზე მეტი
იყო, რისი გადატანაც შემეძლო. მიუხედავად ამისა, ყოველ
ჯერზე რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი და არ ვტყდებოდი.
თანდათანობით ყველაფერი სულ უფრო ადვილი გახდა.
საოცარია, რამდენად სწრაფად ეგუება ადამიანი ფსიქიატ-
რიული დაწესებულების საოცარ ახალ სამყაროს. სიგიჟეს
ეგუები, მარტო სხვებისას კი არა, საკუთარსაც. ჩემი აზრით,
ყველანი შეშლილები ვართ, უბრალოდ, ამას სხვადასხვანაი-
რად ვავლენთ.
აი რატომაც – და როგორაც – ვარ დაკავშირებული ალისია
ბერენსონთან. ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც გაუმართლა.
ადრეულ ასაკში ფსიქოთერაპიული ჩარევის წყალობით, იმ
ზღვარს მოვშორდი, რომლის იქითაც სიგიჟის წყვდიადია.
თუმცა ვხვდებოდი, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სულ სხვაგ-
ვარად წარმართულიყო: შეიძლება გამეფრინა და, ალისიასი

25
არ იყოს, დარჩენილი დღეები ოთხ კედელში გამოკეტილს გა-
მეტარებინა. მართლაც რომ ღვთის ნება იყო, რომ ასე არ მოხ-
და...
რა თქმა უნდა, ინდირა შარმას აქედან ვერაფერს ვეტყოდი,
როცა მკითხა, ფსიქოთერაპევტობა რამ გადაგაწყვეტინაო.
ბოლოს და ბოლოს ეს ხომ გასაუბრება იყო და წესები მშვენივ-
რად ვიცოდი.
– და საერთოდაც, – ვთქვი ხმამაღლა, – მიმაჩნია, რომ
ფსიქოთერაპევტად გამოცდილება გაქცევს, მნიშვნელობა
არა აქვს, რა იყო თქვენი თავდაპირველი განზრახვა.
– დიახ, მართალია. სრულიად გეთანხმებით, – თავი დამიქ-
ნია ინდირამ.
გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა. ინდირამ მითხრა, რომ
ბროდმურში ჩემმა სამუშაო გამოცდილებამ კარგი პროფესიუ-
ლი ბიძგი მომცა და დაამტკიცა, რომ ნამდვილად რთულ ფსი-
ქოლოგიურ შემთხვევებთან გამკლავება ძალმიძს. ბოლოს
სამსახური შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი.
ერთი თვის შემდეგ, უკვე გროუვში გადავედი.

თავი მეოთხე

გროუვში იანვრის ცივი ქარი დამხვდა. გზის პირას მდგარი


შიშველი ხეები ჩონჩხებს ჰგავდა. ღრუბლიანი თეთრი ცა იმის
მანიშნებელი იყო, რომ სულ მალე თოვლი წამოვიდოდა.

26
შესასვლელთან ჯიბეში ხელი ჩავყავი და სიგარეტები ამო-
ვიღე. ერთი კვირა იყო, რაც არ ვეწეოდი, ჩემს თავს სიტყვა მი-
ვეცი, რომ აღარ მოვწევდი, ამჯერად სამუდამოდ. თუმცა აქ
სულმა მაინც წამძლია. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა სიგა-
რეტს მოვუკიდე. ფსიქოთერაპევტები, როგორც წესი, მოწევას
ძლიერ მიდრეკილებად აღიქვამენ, იმად, რაც ნებისმიერმა
სპეციალისტმა უნდა გამოიაროს და გადალახოს. არ მინდოდა
შესვლისას თამბაქოს სუნი მქონოდა, ამიტომ პირში მენთო-
ლის რამდენიმე კანფეტი ჩავიდე და სანამ ვეწეოდი, დავღეჭე,
თან ხან ერთ ფეხზე ვხტოდი, ხან მეორეზე.
ვკანკალებდი, მაგრამ ეს ნერვიულობის ბრალი უფრო იყო,
ვიდრე სიცივის. ეჭვები მღრღნიდა. ბროდმურში ჩემმა კო
ლეგამ გარკვევით მითხრა, რომ შეცდომას ვუშვებდი. გამაფ-
რთხილა, რომ გროუვში ბევრის იმედი არ უნდა მქონოდა, ამ
დაწესებულებასა და პროფესორ დიომიდისზე ბევრი ჭორი და-
დიოდა.
– სხვანაირი კაცია. ჯგუფურ თერაპიას საკმაოდ დიდ მნიშ-
ვნელობას ანიჭებს, ცოტა ხანს ფუკსთანაც მუშაობდა. ოთხმო-
ციან წლებში ჰარდფორდშირში ალტერნატიული ფსიქოთერა-
პევტების საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. თერაპიის ასე-
თი მოდელით ფულს დიდად ვერ გააკეთებ, განსაკუთრებით
ახლა... – წამიერად გაჩუმდა, შემდეგ კი განაგრძო: – შენს და-
შინებას არ ვცდილობ, თეო, მაგრამ ლაპარაკობენ, რომ გრო-
უვში დიდი შემცირებები იგეგმება. შეიძლება ექვს თვეში ისევ
უმუშევარი დარჩე, დარწმუნებული ხარ, რომ ეს ამად ღირს?
თითქოს ჩავფიქრდი, თუმცა ასე მხოლოდ ზრდილობის გა-
მო მოვიქეცი.
– სრულიად დარწმუნებული.
თავი გააქნია.

27
– კარიერულ თვითმკვლელობას ჰგავს, მაგრამ თუ უკვე გა-
დაწყვიტე...
ალისია ბერენსონსა და მისი მკურნალობის სურვილზე
არაფერი მითქვამს. შემეძლო მისთვის გასაგებ ენაზე ამეხსნა:
მასთან მუშაობა აუცილებლად გახდებოდა წიგნის ან სამეც-
ნიერო ნაშრომის მთავარი თემა. მაგრამ ვიცოდი, რომ არ და-
მიჯერებდა და გაიმეორებდა, შეცდომას უშვებო. შეიძლება
მართალიც იყო. ამას მალე გავარკვევ.
სიგარეტი ჩავაქრე, ნერვები მოვთოკე და შიგნით შევედი.
გროუვი ეჯვერის საავადმყოფოს ყველაზე ძველ ფრთაში
იყო განთავსებული. ვიქტორიანული სტილის წითელი აგურე-
ბით ნაგებ ამ შენობას თანდათანობით უშველებელი მახინჯი
მინაშენები გაუჩნდა. სწორედ ამ კომპლექსის გულში მდება-
რეობდა გროუვი. ერთადერთი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ
აქ საშიში პაციენტები ჰყავდათ, მრავალრიცხოვანი კამერები
იყო, ღობეებზე მტაცებელი ფრინველებივით შემომჯდარი.
ვესტიბიულში, ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რომ
იქაური გარემო მეგობრულს დამსგავსებოდა, დიდი ლურჯი
დივნები, კედლებზე პაციენტების მიერ შესრულებული ბავშვუ-
რი ნახატები, ჩემთვის აქაურობა საბავშვო ბაღს უფრო ჰგავდა,
ვიდრე საიმედოდ დაცულ ფსიქიატრიულ დაწესებულებას.
მაღალი კაცი მომიახლოვდა, გამიღიმა და ხელი გამომი-
წოდა. იურიდ, უფროს მედძმად გამეცნო.
– კეთილი იყოს გროუვში თქვენი მობრძანება, სამწუხა-
როდ, მხოლოდ მე დაგხვდით.
იური კარგი აღნაგობის და სასიამოვნო გარეგნობის მამა-
კაცი იყო, ორმოც წლამდე ასაკის. მუქი ფერის თმა ჰქონდა, სა-
ყელოს ზემოდან მთელ კისერზე ეთნიკური სვირინგი მოუჩან-
და. თამბაქოსა და მეტისმეტად ტკბილი ლოსიონის სუნი ასდი-
ოდა.
28
მსუბუქი აქცენტის მიუხედავად, მაინც იდეალური ინგლისუ-
რით საუბრობდა.
– აქ შვიდი წლის წინ ლატვიიდან გადმოვედი, ინგლისური
სიტყვაც არ ვიცოდი. მაგრამ ერთი წლის შემდეგ უკვე გამარ-
თულად ვსაუბრობდი.
– საკმაოდ შთამბეჭდავია.
– დიდი არაფერი, ინგლისური ადვილი ენაა. თქვენ ლატ-
ვიური უნდა ნახოთ.
გაიცინა და წელზე ჩამოკიდებული გასაღებების აცმისკენ
ხელი წაიღო, მოხსნა და გამომიწოდა.
– ესენი ცალკეული პალატისაა. კიდევ კოდებია განყოფი-
ლებებისთვის.
– რამდენია. ბროდმურში ამდენი გასაღები არ იყო.
– ჰო. იძულებული გავხდით უსაფრთხოება გაგვემკაცრები-
ნა, მას შემდეგ რაც სტეფანი გადმოიყვანეს.
– სტეფანი ვინ არის?
პასუხის ნაცვლად იურიმ თავით იმ ქალზე მანიშნა, სარე-
გისტრაციო მაგიდის უკანა კარიდან რომ გამოვიდა.
წარმოშობით კარიბი უნდა ყოფილიყო. ორმოცამდე წლის,
კუთხოვანი ვარცხნილობით.
– სტეფანი კლარკი, „გროუვის“ ხელმძღვანელი. არადამა-
ჯერებლად გამიღიმა. ხელი იურიზე ღონივრად და მტკიცედ ჩა-
მომართვა.
– როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელისთვის, ჩემ-
თვის პაციენტების და, ასევე, პერსონალის უსაფრთხოება უმ-
თავრესია. თუ უსაფრთხოდ არ ხართ, ესე იგი, პაციენტებიც
იმავე მდგომარეობაში არიან. – მცირე მოწყობილობა გამო-
მიწოდა. სიგნალიზაცია, თავდასხმის შემთხვევაში. – სულ თან
გქონდეთ. კაბინეტში არ დატოვოთ.

29
კინაღამ დიახ, მემ-მეთქი, ვუპასუხე, მაგრამ თავი შევიკავე.
ჯობდა ურთიერთობა ამეწყო, რომ შემდეგ პრობლემები არ
შემქმნოდა. წინა სამუშაოზე სულ ასეთ ტაქტიკას მივმართავ-
დი, არ ვეკამათებოდი და ყველაფერი კარგად იყო.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, სტეფანი. – გავუღიმე.
სტეფანიმ თავი დამიქნია, მაგრამ არ გამიღიმა.
– იური თქვენს კაბინეტს გაჩვენებთ.
შებრუნდა და ისე წავიდა, მეორედ არც კი შემოუხედავს.
– გამომყევით, – მითხრა იურიმ.
განყოფილების შესასვლელისკენ, დიდი ლითონის კარის-
კენ გავყევი. იქვე, მეტალოდეტექტორთან დაცვის თანამშრო-
მელი მორიგეობდა.
– დარწმუნებული ვარ, წესები იცით, – მითხრა იურიმ. –
არანაირი ბასრი საგნები, არაფერი, რაც შეიძლება იარაღად
იქნეს გამოყენებული.
– სანთებელაც არ შეიძლება, – თქვა დაცვამ და ჯიბიდან
სანთებელა ამომიღო.
– მაპატიეთ, საერთოდ გადამავიწყდა, – მოვუბოდიშე.
იურიმ ჟესტით მანიშნა გავყოლოდი.
– თქვენს კაბინეტს გიჩვენებთ. ყველა კრებაზეა, ამიტომ
არის ასეთი სიჩუმე.
– შეიძლება შევუერთდე?
– კრებას? – გაოცებით მკითხა იურიმ. – არ გინდათ ჯერ კა-
ბინეტში მოეწყოთ?
– მოგვიანებითაც მოვეწყობი. თქვენთვის ეგ პრობლემა
ხომ არ არის?
მხრები აიჩეჩა.
– როგორც ინებებთ. აქეთ გამომყევით.

30
გრძელ დერეფნებს გავუყევით, ერთმანეთისგან დაკეტილი
კარები რომ ყოფდა და კლიტეში დატრიალებული გასაღებე-
ბისა და ურდულების რიტმული ხმებით იღებოდა და იკეტებო-
და. წინ ნელა მივიწევდით. შენობა დიდი ხნის გარემონტებუ-
ლი უნდა ყოფილიყო: კედლებზე საღებავი დამსკდარიყო, დე-
რეფნებში ობისა და სიძველის სუნი იდგა.
იური დაკეტილი კარის წინ გაჩერდა და თავი დამიქნია.
– აქ არიან. მიბრძანდით.
– კარგი, გმადლობთ.
მცირე ხანს შევიცადე, თავი შევამზადე. შემდეგ კარი გავა-
ღე და შიგნით შევედი.

თავი მეხუთე

კრება გრძელ ოთახში მიმდინარეობდა, რომლის მაღალი,


გისოსებიანი ფანჯრები წითელაგურებიან კედელს უყურებდა.
ჰაერში ყავის სუნი ტრიალებდა, იურის ლოსიონის სუნიც არ-
სად გამქრალიყო. წრეში ოცდაათამდე ადამიანი იჯდა. უმეტე-
სობას ხელში ყავის ან ჩაის მუყაოს ჭიქები ეჭირა, ამთქნარებ-
და და გამოფხიზლებას ცდილობდა. ისინი, ვისაც ყავა უკვე და-
ელია, ცარიელ ჭიქებს ხელში მოუსვენრად ატრიალებდნენ,
აწვალებდნენ, ჭყლეტდნენ ან ნაფლეთებად აქცევდნენ.
კრება დღეში ერთხელ ან ორჯერ ტარდებოდა; რაღაც სა-
შუალო იყო ადმინისტრაციულ შეკრებასა და ჯგუფურ თერაპი-
ას შორის. მთავარი განსახილველი თემები განყოფილების
მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს ან პაციენტების
31
მკურნალობას უკავშირდებოდა. პროფესორ დიომიდისს იმის
თქმა უყვარდა, რომ ეს პაციენტების თავისივე მკურნალობაში
ჩართვისა და საკუთარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის
აღების მცდელობა იყო. თუმცა ეს მეთოდი არცთუ ისე ხშირად
მუშაობდა. ჯგუფურ თერაპიაში დიომიდისის გამოცდილება
იმას ნიშნავდა, რომ სხვადასხვაგვარი შეკრების ჩატარება უყ-
ვარდა და ჯგუფურ მუშაობასაც ხელს უწყობდა. აუდიტორიის
წინაშე გამოსვლა ძალიან მოსწონდა. თეატრალური იმპრესა-
რიოც კი მომაგონა, როცა ჩემს შესახვედრად წამოდგა და ხე-
ლები გაშალა.
– თეო, აი თქვენც მოხვედით. შემოგვიერთდით.
ბერძნულ აქცენტს მის საუბარში თითქმის ვერ შეამჩნევ-
დით, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ გამქრალიყო, რო-
გორც ჩანს, ინგლისში ოცდაათწლიან ცხოვრებას თავისი კვა-
ლი დაემჩნია. საკმაოდ წარმოსადეგი იყო და მიუხედავად სა-
მოცი წლის ასაკისა, მაინც ახალგაზრდული, ცელქი მიხრა-
მოხრა ჰქონდა, ქარაფშუტა ძიას უფრო ჰგავდა, ვიდრე ფსიქი-
ატრს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტებს სათანადო ყუ-
რადღებას არ აქცევდა, დილით დამლაგებლებზე ადრე მო-
დიოდა და გვიანობამდე რჩებოდა, მას შემდეგ, რაც დღის
ცვლა მორიგეობას ღამისას გადააბარებდა, ზოგჯერ კაბინეტ-
ში ღამესაც ატარებდა და დივანზე ეძინა. ორჯერ განქორწინე-
ბული დიომიდისი ხუმრობდა, რომ ყველაზე წარმატებული მე-
სამე ქორწინება აღმოჩნდა, როცა თავისი ცხოვრება გროუვს
დაუკავშირა.
– აქ დაჯექით. – ხელით მის გვერდით მდგარ ცარიელ სკამ-
ზე მანიშნა. – დაჯექით. დაჯექით.
მის გვერდით დავჯექი.
დიომიდისმა ხმამაღლა წარმოთქვა:

32
– ნება მომეცით ჩვენი ახალი ფსიქოთერაპევტი წარმოგიდ-
გინოთ. თეო ფაბერი. იმედი მაქვს შემომიერთდებით და თეოს
ჩვენს პატარა ოჯახში შემობრძანებას მიულოცავთ.
სანამ დიომიდისი საუბრობდა, წრეში მსხდომებს გადავხე-
დე, ალისიას ვეძებდი. ვერსად ვნახე. პროფესორისგან გან-
სხვავებით, რომელიც უზადო კოსტიუმსა და ჰალსტუხში იყო,
დანარჩენებს, ძირითადად, მოკლესახელოებიანი პერანგები
ან მაისურები ეცვათ. ვერაფრით გაარჩევდი, რომელი იყო პა-
ციენტი და რომელი პერსონალი.
ზოგიერთი მაინც მეცნო, მაგალითად, კრისტიანი. ბროდ-
მურში ვიცნობდი. რაგბის მოყვარული ფსიქიატრი, გატეხილი
ცხვირითა და მუქი წვერით. ლამაზი, თუმცა უხეში შესახედა-
ობის. ბროდმური ჩემი მისვლიდან სულ მალე დატოვა. კრის-
ტიანი დიდად არ მომწონდა, თუმცა წესიერად არც ვიცნობდი,
რადგან ერთად თითქმის არ გვიმუშავია.
ინდირაც შევნიშნე, გასაუბრება ვინც ჩამიტარა. მან გამი-
ღიმა და ამან ცოტა მხნეობა შემმატა, რადგან აქ ერთადერთი
მეგობრული სახე იყო. პაციენტები, ძირითადად, გულწრფელი
უნდობლობით მიყურებდნენ, სულაც არ ვადანაშაულებ. მათ
მიერ გადატანილი ძალადობა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური
თუ სექსუალური – ნიშნავდა, რომ კიდევ დიდხანს არ ექნებო-
დათ ჩემ მიმართ ნდობა, თუ ეს საერთოდ მოხდებოდა. ყველა
ქალი იყო, უხეში სახეებით, უმეტესობა – იარებით. მძიმე
ცხოვრება გადაიტანეს, ბევრი უბედურება გამოიარეს, რამაც
მათი ჯანმრთელობა შეარყია და ფსიქიკური დაავადებების სა-
შინელ სამყაროში გადმოიყვანა; ყველაფერი სახეზე ეწერათ,
შეუძლებელი იყო ამის არშემჩნევა.
მაგრამ ალისია ბერენსონი სადღა იყო? წრეს კიდევ ერ-
თხელ გადავხედე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. შემდეგ მივხვდი,

33
რომ პირდაპირ მას ვუყურებდი. ალისია ჩემ წინ იჯდა, მოპირ-
დაპირე მხარეს.
ვერ ვხედავდი, რადგან უხილავი იყო.
წინ გადმოწეული იჯდა. დამაწყნარებლების კვალი ეტყო-
ბოდა. ჩაით სავსე ქაღალდის ჭიქა ეჭირა, ხელი უკანკალებდა
და სითხე იატაკზე იღვრებოდა. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ
მივსულიყავი და ჭიქა არ შემესწორებინა. იმდენად გათიშული
იყო, რომ ჩემს ამ ქმედებას ვერც კი შეამჩნევდა.
არ მოველოდი, ასეთ ცუდ მდგომარეობაში თუ იქნებოდა.
ადრეული მშვენიერება სადღაც გამქრალიყო, ღრმა ლურჯი
თვალები, სახის იდეალური სიმეტრია. საშინლად გამხდარი
და მოუვლელი. გრძელი წითური თმა ბინძური და აწეწილი
ჰქონდა. ფრჩხილები ისე მოეჭამა, კანი მოუჩანდა. ორივე
იდაყვზე ძველი იარები ეტყობოდა – ისინი, რომლებიც „ალ-
კესტისის“ პორტრეტზე ასე რეალურად გადმოიტანა. თითები
წამდაუწუმ უკანკალებდა, რაც „რისპერიდონისნაირი“ ძლი-
ერი ნარკოტიკული პრეპარატებისა და სხვა მძიმე ფსიქოტრო-
პული წამლების გვერდითი რეაქციის ბრალი იყო. გაღებული
პირის კუთხეებში ნერწყვი უგროვდებოდა, ნერწყვის უკონ-
ტროლო გამოყოფა მსგავსი მკურნალობის კიდევ ერთი სამწუ-
ხარო გვერდითი მოვლენაა.
შევნიშნე, რომ დიომიდისი მე მიყურებდა. ალისიას თვალი
მოვაცილე და მთელი ჩემი ყურადღება მასზე გადავიტანე.
– დარწმუნებული ვარ, საკუთარი თავის წარდგენა ჩემზე
უკეთ გამოგივათ, თეო, – თქვა მან. – ორიოდე სიტყვას არ იტ-
ყვით?
– გმადლობთ. – თავი დავუქნიე. – არა მგონია, რამის და-
მატება საჭირო იყოს, მხოლოდ ერთს ვიტყვი, ძალიან მიხარია

34
აქ ყოფნა. ვღელავ, ვნერვიულობ და იმედით აღსავსე ვარ. ძა-
ლიან მინდა, რაც შეიძლება მალე გაგიცნოთ, განსაკუთრებით
პაციენტები. მე...
უცებ, კარი ხმაურით გაიღო. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს მეჩ-
ვენებოდა. ოთახში გოლიათური აღნაგობის ადამიანი შემოვი-
და, ხელში ხის ორი წაწვეტებული შუბი ეჭირა, რომლებიც თავ-
ზემოთ ასწია და გვესროლა. ერთ-ერთმა პაციენტმა სახეზე ხე-
ლები აიფარა და იკივლა.
თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ შუბები აუცილებ-
ლად მოგვხვდებოდა, თუმცა ისინი პირდაპირ ჩვენი წრის შუ-
აში ჩავარდა. მხოლოდ შემდეგ დავინახე, რომ ეს შუბები კი
არა, ორად გადატეხილი ბილიარდის კიი იყო.
ზორბა პაციენტმა, ორმოც წელს მიტანებულმა მუქთმიანმა
თურქმა ქალმა დაიყვირა:
– როგორ მაგიჟებს ეს ყველაფერი. კიი უკვე ერთი კვირაა
გატეხილია, თქვენ კი ეს ყლეობა ჯერ არ შეგიცვლიათ!
– სიტყვებს დაუკვირდი, ელიფ, – უთხრა დიომიდისმა. – ეგ
საკითხი არც კი განიხილება, სანამ არ გადავწყვეტ ასე გვიან
მოსული დაგიშვათ თუ არა კრებაზე. – და მე მომიბრუნდა. –
თქვენ რას ფიქრობთ, თეო?
სანამ პასუხს გავცემდი, თვალი დავახამხამე.
– ალბათ დროის ფაქტორს პატივი უნდა ვცეთ და კრებაზე
დროულად მოვიდეთ...
– როგორც ეს შენ გააკეთე? – მომესმა მამაკაცის ხმა.
შევტრიალდი და დავინახე, რომ ეს კრისტიანი იყო. საკუთა-
რი ხუმრობით კმაყოფილმა გაიცინა.
ძალით გავიღიმე და ელიფს მივუბრუნდი.
– მართალია. დღეს მეც დავაგვიანე. ეს ორივესთვის გაკვე-
თილი იქნება.

35
– რას ლაპარაკობს? – თქვა ელიფმა. – შენ ვინ ჩემი ფეხები
ხარ?
– ელიფ. სიტყვებს დაუკვირდით, – ისევ გააფრთხილა დი-
ომიდისმა. – ნუ მაიძულებთ შავ სიაში შეგიყვანოთ. დაჯექით.
ელიფი ფეხზე დარჩა.
– და კიიზე რა ვქნათ?
დიომიდისს ეკითხებოდა, მან კი პასუხის მოლოდინში მე
შემომხედა.
– ელიფ, ვხედავ გატეხილი კიის გამო ძალიან ბრაზობთ, –
ვთქვი. – დარწმუნებული ვარ, ვინც გატეხა არანაკლებ გაბრა-
ზებული იყო. ამას კი ერთ შეკითხვამდე მივყავართ, რა უნდა
ვუყოთ აგრესიას ასეთ დაწესებულებაში? მოდი, ამაზე შევჩერ-
დეთ და ბრაზზე ვისაუბროთ. დაჯექით.
ელიფმა თვალები გადაატრიალა, მაგრამ მაინც დაჯდა.
ინდირამ თავი კმაყოფილმა დააქნია. მე და ინდირამ ბრაზ-
ზე საუბარი დავიწყეთ, თან ვცდილობდით განხილვაში სხვე-
ბიც ჩაგვეთრია, რომ თავიანთ აგრესიულ გრძნობებზე ელაპა-
რაკათ.
ვგრძნობდი, დიომიდისი როგორ მიყურებდა და ჩემს გა-
მოსვლას აფასებდა. კმაყოფილი სახე ჰქონდა.
ალისიას გავხედე და ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ
მიყურებდა – ან ჩემი მიმართულებით იხედებოდა. ისეთი ბუნ-
დოვანი სახის გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მთელი ძა-
ლით ცდილობდა ყურადღების მოკრებას და რაღაცის დანახ-
ვას.
ჩემთვის რომ ახლა ვინმეს ეთქვა, რომ ეს გატეხილი ნაჭუჭი
ერთ დროს ალისია ბერენსონი იყო, რომელსაც ნაცნობ-მე-
გობრები თვალისმომჭრელი სილამაზის მქონე, სიცოცხლით
სავსე არსებად ახასიათებდნენ, ალბათ არ დავიჯერებდი. იმ

36
წუთს საბოლოოდ მივხვდი, რომ გროუვში გადმოსვლით სწო-
რი გადაწყვეტილება მივიღე. ყველა ეჭვი გამეფანტა. გადავ-
წყვიტე, რომ უკან არ დავიხევდი და ალისია ბერენსონი ჩემი
პაციენტი გახდებოდა.
დრო თითქმის აღარ რჩებოდა: ალისია აქ არ იყო, სადღაც
ჩაიკარგა. აუცილებლად უნდა მომეძებნა.

თავი მეექვსე

პროფესორ დიომიდისის კაბინეტი საავადმყოფოს ყველა-


ზე ძველ და ჩამონგრეულ ნაწილში მდებარეობდა. დერეფნის
კუთხეებში აბლაბუდები ეკიდა და მხოლოდ რამოდენიმე ნა-
თურა მუშაობდა. კარზე დავაკაკუნე და წამიერი სიჩუმის შემ-
დეგ მისი ხმა შემომესმა:
– შემობრძანდით. სახელური გადავატრიალე და კარი ჭრი-
ალით გაიღო. ოთახის სუნმა მაშინვე გამაოცა. სულ სხვანაირი
სუნი იდგა. ქლორისა და წამლების სუნი კი არა, რაოდენ უც-
ნაურიც უნდა იყოს, ორკესტრის ორმოს სუნი ვიგრძენი, ხის,
სიმების, ავეჯის გასაპრიალებლისა და სანთლის სუნი. თვა-
ლებს სიბნელესთან შეგუების საშუალება მივეცი, რის შემდე-
გაც კედელთან მდგარი პიანინო დავინახე – ასეთი დაწესებუ-
ლებისთვის საკმაოდ უჩვეულო. ჩრდილში ოცამდე პიუპიტრი
იდგა, ერთ-ერთ მაგიდაზე ნოტების დასტა იდო, ფურცლების
გროვა ჭერს სწვდებოდა. მეორე მაგიდაზე ვიოლინო მოჩანდა,
მის გვერდით – ჰობოი და ფლეიტა. ფლეიტასთან უშველებე-
ლი არფა, ხის ლამაზი ჩარჩოთი და სიმების გულით.
37
ვიდექი და პირდაღებული მივჩერებოდი.
– მუსიკალურმა ინსტრუმენტებმა ასე გაგაოცათ? – გაიცინა
მაგიდასთან მჯდარმა დიომიდისმა.
– ესენი თქვენია?
– დიახ, ჩემია. მუსიკა ჩემი ჰობია. არა, გატყუებთ, ხორციე-
ლი გატაცებაა. – საჩვენებელი თითი ჰაერში ასწია. პროფე-
სორს საუბრის საინტერესო მანერა ჰქონდა, საუბრის დროს
ხელის ჟესტებს იყენებდა, თითქოს უხილავ ორკესტრს დირი-
ჟორობდა. – სამოყვარულო მუსიკალურ ჯგუფს ვხელმძღვანე-
ლობ, ნებისმიერს შეუძლია შემოგვიერთდეს, როგორც პერ-
სონალს, ასევე პაციენტს. მიმაჩნია, რომ მუსიკა ყველაზე
ეფექტური თერაპიაა. გაჩუმდა და წაიმღერა: – „მღელვარე
სულს მხოლოდ მუსიკა დაამშვიდებს“. არ მეთანხმებით?
– რა თქმა უნდა.
– მმმ. – დიომიდისმა მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა.
– უკრავთ?
– რას ვუკრავ?
– ნებისმიერ ინსტრუმენტს, თუნდაც სამკუთხედს.
თავი გავაქნიე.
– დიდად მუსიკალური არ ვარ. სკოლაში მაგნიტოფონს
ვამღერებდი. სულ ეს არის.
– მაშინ ნოტების კითხვა გეცოდინებათ, ჰა? ეს ძალიან დი-
დი უპირატესობაა. კარგი. ინსტრუმენტი აიჩიეთ. დაკვრას გას-
წავლით.
ისევ გავიღიმე და თავი გავაქნიე.
– ვწუხვარ, მაგრამ მოთმინება არ მეყოფა.
– არა? მოთმინება ფსიქოთერაპევტის მთავარი თვისებაა.
ახალგაზრდობაში ვერაფრით ვწყვეტდი მუსიკოსი გამოვსუ-
ლიყავი, მღვდელი თუ ექიმი. – დიომიდისმა გაიცინა. – და აი,
ახლა ამ სამს ერთად ვათავსებ.
38
– მგონი ასეა.
– იცით, გასაუბრებაზე გადამწყვეტი ხმა მე მეკუთვნოდა, –
თემა ისე შეცვალა, წესიერად ვერც კი გავიაზრე. – მხარი
თქვენ დაგიჭირეთ. რატომ? ახლავე გეტყვით... თქვენში რა-
ღაც დავინახე, თეო. ჩემი თავი გამახსენეთ... ვინ იცის? რამდე-
ნიმე წელში შეიძლება ამ დაწესებულებასაც უხელმძღვანე-
ლოთ. – გაჩუმდა და დაამატა: – რა თქმა უნდა, იმ დროისთვის
კლინიკა ისევ მოქმედი თუ იქნება.
– ეჭვი გეპარებათ?
– ვინ იცის? პერსონალი პაციენტებს აჭარბებს. მმართველ
კომპანიასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, „ეკონომიკური
სიცოცხლისუნარიანობა“ რომ გავზარდოთ. რაც იმას ნიშნავს,
რომ მუდმივად გვაკვირდებიან, გვამოწმებენ, თვალს არ გვა-
ცილებენ. ალბათ იკითხავთ, ასეთ პირობებში მკურნალობა
როგორ შეიძლება? როგორც უინიკოტმა თქვა, „თერაპიას ალ-
მოდებულ შენობაში ვერ გაივლი“. – დიომიდისმა თავი გააქ-
ნია და უცებ ასაკიც მოემატა, სახე დაღლილი გაუხდა, გამოე-
ფიტა. ხმას დაუწია და ჩურჩულზე გადავიდა: – მგონი კლინი-
კის მმართველმა, სტეფანი კლარკმა, მმართველ კომპანიას-
თან პირი შეკრა. ბოლოს და ბოლოს, ხელფასსაც ხომ ისინი
უხდიან. კარგად დააკვირდით და მიხვდებით, რასაც ვგულის-
ხმობ.
დიომიდისის ნათქვამი ცოტა პარანოიდულად მეჩვენა,
თუმცა ეს სავსებით გასაგები იყო. ცუდის თქმა ნამდვილად არ
მინდოდა, ამიტომ პირში წყალი ჩავიგუბე. შემდეგ კი...
– ერთ პაციენტზე მინდა რაღაც გკითხოთ. ალისია ჰქვია.
– ალისია ბერენსონზე? – დიომიდისმა უცნაურად შემომხე-
და. – რა ხდება?
– მაინტერესებს მკურნალობის რა პროცედურა ჩაუტარდა.
ინდივიდუალური?
39
– არა.
– რაიმე მიზეზი არსებობს?
– ვცადეთ და... მივატოვეთ.
– რატომ? ვინ მკურნალობდა? ინდირა?
– არა, – დიომიდისმა თავი გააქნია. – მე ვმკურნალობდი.
– გასაგებია. და რა მოხდა?
მხრები აიჩეჩა.
– ჩემს კაბინეტში მოსვლაზე უარი განაცხადა, ამიტომ მის
პალატაში მივედი. სეანსების დროს ლოგინზე იჯდა და ფანჯა-
რაში იყურებოდა. რა თქმა უნდა, ხმის ამოღებაზე უარი განაც-
ხადა. არც კი შემომხედა. – ხელები გაღიზიანებულმა აიქნია.
– გადავწყვიტე, რომ დროს ტყუილად ვკარგავდი.
თავი დავუქნიე.
– ვფიქრობ, რომ... ჩემი აქ გადმოყვანა...
– დიახ? – დიომიდისმა ცნობისმოყვარედ შემომხედა. – გა-
ნაგრძეთ.
– სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენ ავტორიტარულ
ადამიანად აღგიქვათ... დამსჯელობითი ფუნქციით აღჭურვილ
პიროვნებად. არ ვიცი, მამასთან როგორი ურთიერთობა ჰქონ-
და, მაგრამ...
დიომიდისი მოღიმარი სახით მისმენდა, თითქოს ანეკდოტს
ვყვებოდი და სულ მალე ყველაზე სასაცილო მომენტი დადგე-
ბოდა.
– გგონიათ, ახალგაზრდასთან კონტაქტში უფრო ადვილად
შემოვა? მოიცათ, გამოვიცნო... ეს ახალგაზრდა თქვენა ხართ,
ხომ? გგონიათ მის დახმარებას შეძლებთ, თეო? ალისიას გა-
დაარჩენთ? ენას ამოადგმევინებთ?
– გადარჩენის რა მოგახსენოთ, მაგრამ დახმარება ნამდვი-
ლად მინდა. მინდა ვცადო.
დიომიდისმა გაიღიმა ისევ ისეთივე მხიარულებით.
40
– პირველი არ ხართ. მეც მჯეროდა, რომ წარმატებას მი-
ვაღწევდი. ალისია მდუმარე სირინოზია, ჩემო ბიჭო, კლდე-
ებისკენ გვიტყუებს, სადაც ჩვენს პროფესიონალიზმსა და მონ-
დომებას ნამსხვრევებად აქცევს. – ისევ გაიღიმა. – სასარგებ-
ლო გაკვეთილი ჩამიტარა, მაიძულა, რომ დამარცხება მეღია-
რებინა. ალბათ ეს თქვენც უნდა იწვნიოთ.
თვალი გავუსწორე.
– თუ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვერ მივაღწევ.
ღიმილი რაღაც ამოუცნობმა სახის გამომეტყველებამ შეც-
ვალა. მცირე ხანს გაჩუმდა, შემდეგ კი გადაწყვეტილება მი-
იღო.
– მაგასაც ვნახავთ. ჯერ ალისია უნდა გაიცნოთ. ჯერ ხომ არ
გაგიცნიათ?
– არა, ჯერ არა.
– მაშინ იურის სთხოვეთ და შეგახვედრებთ, კარგი? შედეგი
აუცილებლად გამაგებინეთ.
– კარგი. – შევეცადე მღელვარება დამემალა. – ასე ვიზამ.

თავი მეშვიდე

თერაპიის ოთახი პატარა, მართკუთხა საკანს ჰგავდა, საპ-


ყრობილესავით ცარიელსა და ღარიბულს. ჩაკეტილ ფანჯარა-
ზე გისოსები იყო. ერთადერთი, რაც ყურადღებას იქცევდა, მა-
გიდაზე დადებული ხელსახოცების ვარდისფერი ყუთი გახ-
ლდათ, სავარაუდოდ ინდირას დადებული. აბა, კრისტიანი თა-
ვის პაციენტებს ხელსახოცებს ნამდვილად არ შესთავაზებდა.

41
ორიდან ერთ-ერთ, ნახევრად გაცვეთილ სავარძელში ჩავ-
ჯექი. დრო გავიდა. ალისია არ ჩანდა. იქნებ მოსვლას საერ-
თოდ არ აპირებს? იქნებ არ უნდა რომ შემხვდეს. ამის სრული
უფლება აქვს.
მოუთმენლობისგან, აღელვებისა და ნერვიულობისგან სა-
ვარძლიდან წამოვხტი, ფანჯარასთან მივედი და გისოსებში გა-
ვიხედე.
სამი სართულის ქვემოთ ჩოგბურთის კორტისხელა ეზო
იყო, რომელსაც გარს წითელი აგურისგან ნაშენი მაღალი კე-
დელი ერტყა, იმდენად მაღალი, რომ შეუძლებელია ვინმე გა-
დამძვრალიყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვიღაც მაინც ცდი-
და. ყოველდღე, სადილის შემდეგ, პაციენტები ნახევარი სა-
ათით სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გაჰყავდათ, უნდოდათ მათ
ეს თუ არა და გარეთ არსებულ ყინვას თუ გავითვალისწინებ-
დით, სულაც არ მიკვირდა წინააღმდეგნი რომ იყვნენ. ზოგი-
ერთი განმარტოებით იდგა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებ-
და, სხვები მოუსვენარი ზომბებივით წინ და უკან დადიოდნენ.
დანარჩენები ჯგუფებად შეკრებილები რაღაცას განიხილავ-
დნენ, ეწეოდნენ და კამათობდნენ. მათი ხმაური, ყვირილი და
ხმამაღალი სიცილი მესამე სართულზეც კი მესმოდა.
თავიდან ალისიას ვერ ვხედავდი. მაგრამ შემდეგ დავინახე,
ეზოს მეორე მხარეს, კედელთან მარტო იდგა, ქანდაკებასავით
გაშეშებული. იურიმ ეზო გადაჭრა, იქვე მდგარ ექთანს გამოე-
ლაპარაკა, რომელმაც თავი დაუქნია და მისკენ წავიდა,
ფრთხილად და ნელა, თითქოს ველურ ცხოველს ეპარებოდა.
ვთხოვე, ბევრი არ ელაპარაკა, უბრალოდ ალისიასთვის
ეთქვა, რომ ახალ ფსიქოთერაპევტს მისი ნახვა უნდოდა. ისიც
ვუთხარი, რომ ეს როგორც თხოვნა ისე გაეჟღერებინა, ბრძა-
ნებასავით არ გამოსვლოდა. ალისია მშვიდად იდგა, სანამ იუ-
რი ესაუბრებოდა, მაგრამ არც რაიმე ჟესტით და არც თავის
42
დაქნევით არ აგრძნობინა, რომ მისი სიტყვები გაიგო. იურიმ
მცირე ხანს შეიცადა, შემდეგ შემობრუნდა და გაეცალა.
„სულ ეს არის, – გავიფიქრე, – აღარ მოვა. ჯანდაბა, რისი
იმედი მქონდა. დრო ტყუილად დავკარგე“.
შემდეგ, ჩემდა გასაკვირად, ალისიამ ნაბიჯი გადმოდგა,
ოდნავ წაბარბაცდა, ეზო გადაჭრა, იურის გაჰყვა და ორივე შე-
ნობაში შემოვიდა.
ესე იგი, მოდის. შევეცადე თავი ხელში ამეყვანა, ის უარყო-
ფითი ხმა – მამაჩემის ხმა – ჩამეხშო, იმას რომ ჩამძახოდა, ამ
საქმისთვის არ ვარგიხარ, უსარგებლო გაიძვერა ხარო. „მო-
კეტე! – ვუბრძანე ხმას. – გაჩუმდი, ხმა ჩაიკმინდე!“
რამდენიმე წუთში კარზე დააკაკუნეს.
– შემობრძანდით.
კარი გაიღო. ზღურბლზე ალისია და იური იდგნენ. მისკენ
გავიხედე, მაგრამ ალისია სადღაც ქვემოთ იყურებოდა.
იურიმ ამაყად გამიღიმა.
– აქ არის.
– ჰო, ვხედავ, გამარჯობა ალისია.
არაფერი უპასუხია.
– არ შემოხვალთ?
იური მისკენ გადაიწია, თითქოს ხელით აპირებდა ებიძგა,
თუმცა ამის მაგივრად, უჩურჩულა:
– მიდი საყვარელო, შედი და დაჯექი.
ალისია მცირე ხანს კიდევ შეყოყმანდა, შემდეგ გადაწყვე-
ტილება მიიღო და ოთახში გაუბედავად შემოვიდა, სავარძელ-
ში კატასავით ჩუმად ჩაჯდა და მთრთოლარე ხელები მუხლებ-
ზე დაიწყო.
კარის დახურვას ვაპირებდი, მაგრამ იური ადგილზე დარ-
ჩა.
– აწი თვითონ მივხედავ, გმადლობთ, – ვუთხარი ჩუმად.
43
იურიმ მღელვარედ შემომხედა.
– მაგრამ უფლება არ მაქვს, თანაც პროფესორმა თქვა...
– მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მერ-
წმუნეთ, ყველაფერი რიგზეა. – ჯიბიდან განგაშის სიგნალიზა-
ცია ამოვიღე. – ხედავთ, ესეც მაქვს, თუმცა არ დამჭირდება.
ალისიას გავხედე. საერთოდ არ ეტყობოდა, რომ რაიმე გა-
იგონა.
იურიმ მხრები აიჩეჩა, აშკარად უკმაყოფილო იყო.
– ყოველი შემთხვევისთვის კართან ვიდგები.
– საჭირო არ არის, მაგრამ მაინც გმადლობთ.
იური წავიდა და კარი დავხურე. განგაშის ღილაკი მაგიდაზე
დავდე და ალისიას მოპირდაპირე მხარეს დავჯექი. არ ამოუ-
ხედავს. მის ცარიელ და უემოციო სახეს ვაკვირდებოდი, წამ-
ლებით გაბრუებულ ნიღაბს, ძალიან მაინტერესებდა, მაინც რა
იმალებოდა ამ ნიღბის მიღმა.
– მოხარული ვარ, ჩემთან შეხვედრას რომ დათანხმდით. –
პასუხს დაველოდე, თუმცა ვიცოდი, რომ არაფერს მიპასუხებ-
და. – ისე გამოვიდა, რომ თქვენ ჩემზე იმაზე ცოტა იცით, ვიდ-
რე მე ვიცი თქვენზე. ძალიან სახელგანთქმული ხართ, რო-
გორც მხატვარი, რასაკვირველია. თქვენი შემოქმედების დი-
დი მოყვარული გახლავართ. – არანაირი რეაქცია. სავარძელ-
ში ოდნავ შევინძერი. – პროფესორ დიომიდისს ვთხოვე, რომ
თქვენთან შეხვედრის ნება მოეცა, ეს შეხვედრა სწორედ მან
მოაწყო. გმადლობთ, რომ დათანხმდით.
გავჩუმდი იმ იმედად, რომ რაიმე ნიშანს მაინც მომცემდა,
თვალს დაახამხამებდა, თავს დამიკრავდა ან წარბებს შეყრი-
და. არაფერი. იმის გამოცნობა ვცადე, ახლა რაზე ფიქრობდა.
იქნებ იმდენად იყო წამლებით გაჭყეპილი, რომ ფიქრის თავი
არ ჰქონდა.

44
ჩემი ძველი თერაპევტი, რუთი გამახსენდა. ნეტა ის როგორ
მოიქცეოდა? ამბობდა, რომ ყველა ადამიანი ორი ნაწილისგან
შედგება, კეთილისა და ბოროტისგან და რომ ჯანმრთელ გო-
ნებას ორივე ნაწილის მართვა შეუძლია, ისე ათამაშებს, რო-
გორც სურს. ფსიქიკური აშლილობის არსიც სწორედ ამის
დარღვევაში მდგომარეობს – ჩვენი თავის მიუღებელ ნაწი-
ლებთან კონტაქტს ვკარგავთ. ალისიას დახმარება თუ მინდო-
და, მისი გონების ის ნაწილები უნდა მომეძებნა, სადღაც, ცნო-
ბიერების მიღმა რომ დამალა და მის გონებრივ ლანდშაფტში
მიმოფანტული წერტილები ერთმანეთთან დამეკავშირებინა.
მხოლოდ ამის შემდეგ მოეფინებოდა ნათელი საბედისწერო
ღამის იმ საშინელ მოვლენებს, როცა ქმარი მოკლა. გამოჯან-
მრთელების პროცესი ნელი და შრომატევადი იქნებოდა.
საერთოდ, პაციენტთან მუშაობას როცა ვიწყებ, არსად მეჩ-
ქარება, წინასწარ გაწერილი რაიმე თერაპიული პროგრამაც
არა მაქვს. ყველაფერი საუბრით იწყება და შეიძლება თვეები
გაგრძელდეს.
იდეალურ სამყაროში, ალისია საკუთარ ცხოვრებასა და
ბავშვობაზე მომიყვებოდა. მეც მოვუსმენდი და ნელ-ნელა სუ-
რათს შევადგენდი, იქამდე, სანამ ყველაფერში არ გავერკვე-
ოდი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, საუბარი უნდა გამომე-
რიცხა. მოსასმენიც არაფერი იყო. ჩემთვის სასურველი ინ-
ფორმაცია არავერბალური წყაროებიდან უნდა შემეგროვები-
ნა, ჩემი კონტრგადაცემის – გრძნობების, რაც ალისიამ სეან-
სების დროს ჩემში აღძრა – და ნებისმიერი იმ ინფორმაციის,
რომელსაც სხვა წყაროებიდან შევაგროვებდი.
სხვა სიტყვებით, ალისიას დახმარებას ისე ვაპირებდი, რა-
იმე წინასწარ დასახული გეგმა არ მქონდა. აუცილებლად უნდა
განვკურნო, მარტო იმიტომ კი არა, რომ პროფესორ დიომი-

45
დისს რამე დავუმტკიცო, არამედ – და ეს უფრო მნიშვნელოვა-
ნია – იმიტომ, რომ ალისიას წინაშე ჩემი პროფესიული ვალი
შევასრულო და დავეხმარო მას.
ვუყურებდი ჩემ წინ როგორ იჯდა, წამლებით გაბრუებული,
ტუჩებთან ნერწყვი როგორ უგროვდებოდა, თითები კი პეპე-
ლის ბინძური ფრთებივით უთრთოდა და უცებ მწუხარებამ შე-
მიპყრო. ალისიასა და მისნაირების მიმართ სიბრალულით აღ-
ვივსე. ყველა ჩვენგანი მეცოდებოდა, დაჭრილები და დაკარ-
გულები.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისთვის არ მითქვამს. ამის
მაგივრად ის გავაკეთე, რასაც რუთი იზამდა.
ალისიასი არ იყოს, მეც გავჩუმდი.

თავი მერვე

ალისიას ავადმყოფობის ისტორია გავხსენი, ჩემს მაგიდაზე


რომ იდო.
დიომიდისმა გადმომცა:
– ჩემი ჩანაწერები წაიკითხეთ, აუცილებლად დაგეხმარე-
ბათ.
მის ჩანაწერებში ქექვას სულაც არ ვაპირებდი. უკვე ვიცო-
დი, რასაც ფიქრობდა; უნდა გაერკვია, ამაზე რას ვფიქრობდი.
თუმცა უარი მაინც არ მითქვამს.
– გმადლობთ. ეს ძალიან დამეხმარება.

46
ჩემს პატარა კაბინეტში, რომელიც სახანძრო გასასვლელ-
თან იყო, მხოლოდ აუცილებელი ავეჯი იდგა. ფანჯრიდან გა-
დავიხედე. პატარა შაშვი გაყინულ ბალახს უხალისოდ წიწკნი-
და.
გამაჟრიალა. ოთახში ყინავდა. ფანჯრის ქვემოთ, პატარა
რადიატორი გაფუჭებული იყო. იური მის გაკეთებას შემპირდა,
მაგრამ მგონი ჯობდა სტეფანისთვის მიმემართა და თუ ისიც
ვერაფერს გახდებოდა, ეს საკითხი კრებაზე გამეტანა. ელიფი
გამახსენდა, გატეხილი ბილიარდის კიის შესაცვლელად ამ-
დენს რომ იბრძოდა და მის მიმართ თანაგრძნობით აღვივსე.
ალისიას საქაღალდეს უიმედოდ გადავხედე. ინფორმაციის
უმეტესობა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ისედაც იყო.
ამის მიუხედავად, დიომიდისი, ისევე როგორც უფროსი ასაკის
ყველა თანამშრომელი, თავის ჩანაწერებს ხელით აკეთებდა,
სტეფანის მითითებებს, რომელიც ელექტრონულ ბაზაში მუ-
შაობას სთხოვდა, არაფრად აგდებდა და ასე მუშაობას აგრძე-
ლებდა, შედეგად გადაკეცილი კუთხეებით სავსე საქაღალდე
ახლა ჩემ წინ იდო.
დიომიდისის ჩანაწერებს ვფურცლავდი, ფსიქოანალიტიკუ-
რი სეანსების ძველმოდურ ინტერპრეტაციას არაფრად ვაგ-
დებდი და ალისიას ყოველდღიურ მდგომარეობაზე ექთანების
ანგარიშებს ვაკვირდებოდი. ჩანაწერები ყურადღებით შევის-
წავლე. ფაქტები და დეტალები მაინტერესებდა. მინდოდა ზუს-
ტად გამეგო, რას ვკიდებდი ხელს და წინ რაიმე სიურპრიზი თუ
მელოდებოდა. საქაღალდეში მნიშვნელოვანი არაფერი აღ-
მოჩნდა. გადმოყვანისას ალისიამ მაჯები ორჯერ გადაისერა
და საერთოდ, ხელში რაც მოხვდებოდა, თავს იმით იზიანებდა.
პირველ ექვს თვეში მკაცრი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა,
ორი ექთანი მის ყველა ქმედებას აკონტროლებდა, მოგვიანე-

47
ბით, ერთი ექთანი დატოვეს. არც პაციენტებთან კონტაქტობ-
და და არც პერსონალთან, ჩაკეტილი და განცალკევებული
იყო. თანდათანობით პაციენტებმა თავი გაანებეს და მარტო
დატოვეს. გამოლაპარაკებისას თუ ადამიანი არ გპასუხობთ
და თვითონაც არასდროს გესაუბრებათ, სულ მალე მის არსე-
ბობას ივიწყებთ. ალისიამაც უკანა პლანზე მალე გადაინაც-
ვლა და უხილავი გახდა.
თვალს მხოლოდ ერთი ინციდენტი ხვდებოდა, რომელიც
ალისიას გადმოყვანიდან რამდენიმე კვირაში სასადილოში
მოხდა. ელიფმა ადგილის წართმევაში დაადანაშაულა. ზუს-
ტად რა მოხდა, გაურკვეველი იყო, თუმცა მდგომარეობა უცებ
დაიძაბა. როგორც ჩანს, ალისია მდგომარეობიდან გამოვიდა,
თეფში გატეხა და ბასრი კუთხით ელიფისთვის ყელის გამოჭრა
სცადა. ის უცებ გააკავეს, დამაწყნარებლები გაუკეთეს და იზო-
ლატორში გადაიყვანეს. არც კი ვიცი, ამ ინციდენტმა რით მი-
იქცია ჩემი ყურადღება, მაგრამ რატომღაც უცნაურად მომეჩ-
ვენა. გადავწყვიტე ელიფი გამომეკითხა.
ბლოკნოტიდან ფურცელი ამოვხიე და კალამი მოვიმარჯვე.
ასეთი ჩვევა მქონდა, ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან მოყოლე-
ბული – ფურცელზე ჩანაწერების წარმოება აზრების მოკრება-
ში მეხმარება.
ყოველთვის მიჭირდა რაიმე დასკვნის გამოტანა, სანამ ყვე-
ლაფერს ფურცელზე არ დავწერდი.
იდეების, შენიშვნებისა და მიზნების ჩამოწერა დავიწყე –
მოქმედების გეგმის შემუშავება. ალისიას დასახმარებლად
ჯერ ის უნდა გამეგო, როგორი ადამიანი იყო და რა ურთიერ-
თობა ჰქონდა გაბრიელთან. უყვარდა? სძულდა? რამ აიძულა
მისი მოკვლა? მკვლელობაზე ან საერთოდ, სხვა რამეზე საუ-
ბარს რატომ გაურბოდა? ჯერჯერობით არანაირი პასუხი, მარ-
ტო კითხვები და სხვა არაფერი.
48
სიტყვა დავწერე და ხაზი გავუსვი: ალკესტისი.
ავტოპორტრეტი მნიშვნელოვანი იყო, როგორღაც ამას
ვხვდებოდი და იმის გაგება, თუ რატომ იყო ასეთი მნიშვნელო-
ვანი, ამ იდუმალებით მოცული ამბის ამოხსნაში დამეხმარე-
ბოდა. ნახატი ალისიას სულის ნაწილი, მისი ერთადერთი
მტკიცებულება იყო. ის რაღაცას ნიშნავდა და ეს რაღაც აუცი-
ლებლად უნდა გამერკვია. ჩავინიშნე, რომ გალერეაში უნდა
წავსულიყავი და ნახატისთვის კიდევ ერთხელ შემეხედა.
კიდევ ერთი სიტყვა დავწერე: ბავშვობა. გაბრიელის
მკვლელობის მიზეზის გაგება თუ მინდოდა, მარტო იმ ღამის
მოვლენებში კი არ უნდა გავრკვეულიყავი, მეუღლე როცა
მოკლა, არამედ ისიც უნდა გამერკვია, შორეულ წარსულში რა
დაემართა. სავარაუდოდ, იმის მარცვლები, რაც მოხდა იმ
რამდენიმე წუთში, როცა მეუღლეს ესროლა, ადრეულ წლებში
იყო ჩათესილი. მომაკვდინებელი მრისხანება, ბრაზი, რომე-
ლიც დანაშაულისკენ გიბიძგებს, ეს ყველაფერი აწმყოში კი არ
იბადება, სათავეს შორეულ წარსულში, ძალადობითა და სი-
სასტიკით სავსე ადრეულ ბავშვობაში იღებს, როცა გონება ჯერ
კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, და წლების განმავლობაში
გროვდება, სანამ ერთიანად არ იფეთქებს. უნდა გამერკვია
ალისიას ბავშვობა, მისი ჩამოყალიბების პროცესი. და თუ
ალისიას არ შეეძლო ან არ უნდოდა ჩემთვის ამის თქმა, ვინმე
ისეთს ვიპოვიდი, ვინც მეტყოდა; ვინმეს, ვინც ალისიას მკვლე-
ლობამდე იცნობდა, ვინც მის ისტორიაში ჩამახედებდა, იმის
გაგებაში დამეხმარებოდა, ვინ და რამ უბიძგა ასეთი საქციე-
ლისკენ.
ალისიას საქაღალდეში უახლოეს ნათესავად მისი მამიდა,
ლიდია როუზი ეწერა, რომელმაც დედის ავტოკატასტროფაში
დაღუპვის შემდეგ მისი აღზრდა ითავა. მანქანაში ალისიაც იჯ-

49
და, თუმცა გადარჩა. როგორც ჩანს, ავარიის დროს გადატა-
ნილმა ტრავმამ პატარა გოგონაზე მძიმედ იმოქმედა. ვიმე-
დოვნებდი, რომ ლიდია მაინც მოახერხებდა ჩემთვის რამის
მოყოლას.
კიდევ იყო ერთი კონტაქტი, ალისიას ადვოკატი, მაქს ბე-
რენსონი. მაქსი გაბრიელ ბერენსონის ძმა იყო და მათი ცოლ-
ქმრული ურთიერთობის შესახებ ყველაფერი უნდა სცოდნო-
და. მომენდობოდა თუ არა მაქს ბერენსონი, ეს უკვე სხვა საქმე
იყო. ფსიქოთერაპევტის არასანქცირებული კონტაქტი ალისი-
ას ოჯახის წევრებთან, სხვა თუ არაფერი, საკმაოდ არატრადი-
ციული მიდგომა გახლდათ. გული მიგრძნობდა, რომ დიომი-
დისი ამაზე არ დამთანხმდებოდა. გადავწყვიტე მისთვის არა-
ფერი მეთქვა.
ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ეს პირველი
არასწორი ნაბიჯი იყო, რაც ალისიასთან მუშაობისას გადავ-
დგი, რამაც უსიამოვნებების მთელი ჯაჭვი გამოიწვია. მაშინვე
უნდა გავჩერებულიყავი, მაგრამ მაშინაც კი უკვე გვიანი იყო.
განწირული ვიყავი, როგორც ბერძნულ ტრაგედიაშია (აქ „ალ-
კესტისის“ მთავარი გმირი, ადმეტუსი იგულისხმება.).
ტელეფონი ავიღე და ალისიას საქმეში მითითებული მაქს
ბერენსონის ოფისის ნომერი ავკრიბე. ზუმერი დიდხანს ისმო-
და, სანამ მიპასუხებდნენ.
– „ელიოტი, ბაროუ და ბერენსონი“ გისმენთ, – გაისმა
მდივნის ხმა, რომელიც აშკარად გაცივებული იყო.
– თუ შეიძლება ბატონ ბერენსონს სთხოვეთ.
– როგორ წარგადგინოთ?
– თეო ფაბერი ვარ. „გროუვის“ ფსიქოთერაპევტი. ბატონ
ბერენსონთან მის რძალზე გასაუბრება მინდოდა.
მცირე დუმილის შემდეგ მიპასუხეს.

50
– გასაგებია. ბატონი ბერენსონი კვირის ბოლომდე არ იქ-
ნება. ედინბურგშია, კლიენტთან. ნომერს თუ დამიტოვებთ,
დაბრუნებისას აუცილებლად დაგიკავშირდებათ.
ჩემი ნომერი ჩავაწერინე და გავთიშე, რის შემდეგაც ალი-
სიას მამიდასთან, ლიდია როუზთან დავრეკე.
ამჯერად სწრაფად უპასუხეს. მოხუც ქალს გაღიზიანებული
და დაღლილი ხმა ჰქონდა.
– დიახ? რა გნებავთ?
– ქალბატონი როუზი ბრძანდებით?
– ვინ კითხულობს?
– თქვენს ძმისშვილთან, ალისია ბერენსონთან დაკავშირე-
ბით გაწუხებთ. ფსიქოთერაპევტი ვარ...
– ჯანდაბამდის გზა გქონია. – და მაშინვე გამითიშა.
ყურმილს მოღუშული დავაჩერდი.
არცთუ ისე კარგი დასაწყისი იყო.

თავი მეცხრე

მოწევაზე მეტად არაფერი მინდოდა. გროუვიდან გამო-


სულმა, ქურთუკის ჯიბეები მოვიქექე, მაგრამ სიგარეტი არ აღ-
მომაჩნდა.
– რამე დაკარგეთ?
შეშინებული შემოვბრუნდი. ჩემ უკან იური იდგა. არ გამი-
გონია, როგორ მომიახლოვდა.
– საექთანოში ვიპოვე. – გაიღიმა და სიგარეტის კოლოფი
გამომიწოდა. – როგორც ჩანს, ჯიბიდან ამოგივარდათ.
– გმადლობთ.
51
კოლოფი გამოვართვი, სიგარეტი ამოვიღე და ისევ გავუწო-
დე.
იურიმ თავი გააქნია.
– არ ვეწევი. ყოველ შემთხვევაში, სიგარეტებს არა. – გა-
იცინა. – მგონი დასალევი არ გაწყენდათ. წამობრძანდით, მე
გპატიჟებთ.
ვყოყმანობდი. ინსტინქტურად უარის თქმას ვაპირებდი,
არასდროს მიყვარდა სამსახურის შემდეგ კოლეგებთან ურთი-
ერთობის გაგრძელება. ეჭვი მეპარებოდა, მე და იურის რაიმე
საერთო გამოგვენახა. თუმცა ალისიაზე ალბათ ყველაზე მეტი
სწორედ მან იცოდა და ეს ჩემს საქმეს წაადგებოდა.
– რატომაც არა. – როგორც იქნა, ვუპასუხე.
მახლობელ პაბში წავედით, რომელსაც „დაკლული კრავი“
ერქვა. შიგნით სიბნელე და სიბინძურე დაგვხვდა, თუმცა აშკა-
რა იყო, რომ პაბს უკეთესი დღეებიც ჰქონია; ისევე როგორც
ნახევრად სავსე კათხებთან მთვლემარე მამაკაცებს. იურიმ
რამდენიმე კათხა აიღო და შორეულ კუთხეში დავსხედით.
იურიმ ლუდი მოსვა და პირი მოიწმინდა.
– აბა, მომიყევით ალისიაზე.
– ალისიაზე?
– როგორ მოგწონთ?
– მოწონების რა მოგახსენოთ.
იურიმ დაბნეულად შემომხედა და გაიღიმა.
– თავის თავშია ჩაკეტილი, ხომ? ნამდვილად ასეა. საერ-
თოდ არ იხსნება.
– ვხედავ, ახლოს იცნობთ.
– განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. არავინ იცნობს
მას ჩემზე უკეთ, პროფესორი დიომიდისიც კი.

52
თავმომწონედ საუბრობდა, ეს რატომღაც არ მომეწონა. ვი-
თომ მართლა ასე კარგად იცნობდა ალისიას, თუ უბრალოდ
ტრაბახობდა?
– თქვენი აზრით, ხმას რატომ არ იღებს? ეს რას ნიშნავს?
იურიმ მხრები აიჩეჩა.
– ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ სასაუბროდ ჯერ მზად არ
არის. როცა მზად იქნება, დაილაპარაკებს.
– რისთვის იქნება მზად?
– სიმართლისთვის, მეგობარო.
– რომელი სიმართლისთვის?
თავი ოდნავ გვერდზე გადასწია და ისე გამომხედა.
– თეო, დაქორწინებული ხართ?
თავი დავუქნიე.
– დიახ.
– ჰო, ასეც ვიფიქრე. მეც ვიყავი დაქორწინებული. ლატვიი-
დან აქ გადმოვედით, მაგრამ აქაურობას ვერ შეეწყო. არც კი
უცდია, ხომ ხვდებით, ინგლისურის სწავლაც კი არ დაუწყია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ქორწინება... ბედნიერი არ იყო, მე
არ ვიყავი ბედნიერი, თუმცა საკუთარ თავს ამაში ვერ ვუტყდე-
ბოდი... – ლუდი მოსვა და დაასრულა: – სანამ არ შემიყვარდა.
– ალბათ მეუღლეს არ გულისხმობთ?
იურის გაეცინა და თავი გააქნია.
– არა. მეზობლად მცხოვრები ქალი. ულამაზესი. ერთი ნახ-
ვით შეყვარება იყო. ქუჩაში დავინახე. გამოლაპარაკებას ვერ
ვბედავდი. ყველგან თან დავდევდი... ისე ვუთვალთვალებდი,
ვერ ამჩნევდა. მის სახლთან ვიდექი და ვუყურებდი, იმედი
მქონდა, რომ გამოჩნდებოდა.
გაიცინა.

53
თავი უხერხულად ვიგრძენი. ლუდი მთლიანად დავლიე და
საათზე დავიხედე იმ იმედით, რომ იური ყველაფერს მიხვდე-
ბოდა, მაგრამ არაფერი შეუნიშნავს.
– ერთ დღეს მასთან გამოლაპარაკება ვცადე. მაგრამ აღ-
მოჩნდა, რომ არ ვაინტერესებდი. რამდენჯერმე ვცადე, მაგ-
რამ უშედეგოდ. ბოლოს მითხრა, რომ თავი გამენებებინა.
ქალის ნამდვილად მესმოდა. უკვე რაღაცის მომიზეზებას
ვაპირებდი, თუმცა იურიმ განაგრძო:
– გამიჭირდა ამასთან შეგუება, მე ხომ დარწმუნებული ვი-
ყავი, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი. გული გამი-
ტეხა. ძალიან გავბრაზდი. ცოფებს ვყრიდი.
– და რა მოხდა? – მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვიკით-
ხე.
– არაფერი.
– არაფერი? ანუ ცოლთან დარჩით?
იურიმ თავი გააქნია.
– არა. მასთან ყველაფერი მორჩა. მაგრამ ამას მხოლოდ
მას შემდეგ მივხვდი, რაც ის ქალი შემიყვარდა. ხომ ხვდებით,
ზოგჯერ ყველაფრის გაგებას სიმამაცე და ცოტა დროც სჭირ-
დება.
– გასაგებია. ანუ მიგაჩნიათ, რომ ალისია მზად არ არის
ქორწინებაზე სინამდვილეს თვალი გაუსწოროს? ამას გულის-
ხმობთ? ალბათ მართალი ხართ.
იურიმ მხრები აიჩეჩა.
– ახლა კი უნგრელ გოგონაზე ვარ დანიშნული. სპასალონ-
ში მუშაობს და ინგლისურიც იცის. ერთმანეთს შევეფერებით.
დროსაც კარგად ვატარებთ.
თავი დავუქნიე და ისევ საათზე დავიხედე. ქურთუკი ავიღე.
– უნდა წავიდე. ცოლი მელოდება.
– კარგი, არაა პრობლემა... თქვენს ცოლს რა ჰქვია?
54
რატომღაც არ მინდოდა მისთვის სახელის გამხელა. არ
მინდოდა იურის მასზე რამე სცოდნოდა, რა თქმა უნდა, ეს სი-
სულელე იყო.
– ქეთრინი. ქეთრინი ჰქვია. მაგრამ ქეთის ვეძახი.
იურიმ უცნაურად გამიღიმა.
– მოდი, ერთ რჩევას მოგცემთ. ცოლთან წადით. ქეთისთან,
რომელსაც უყვარხართ… და ალისიას თავი დაანებეთ.

თავი მეათე

ქეთისთან შესახვედრად ეროვნული თეატრის კაფეში წავე-


დი, ტემზის სამხრეთ სანაპიროზე, სადაც რეპეტიციების შემ-
დეგ თეატრის მსახიობები იკრიბებოდნენ ხოლმე. დარბაზის
სიღრმეში მეგობარ მსახიობებთან ერთად იჯდა და რაღაცაზე
საუბრობდა. როცა მათთან მივედი, ამომხედეს.
– ყურები ხომ არ გეწვის, საყვარელო? – მკითხა ქეთიმ
კოცნისას.
– უნდა მეწვოდეს?
– გოგოებს ახლა შენზე ვუყვებოდი.
– ო, მარტო დაგტოვოთ?
– ნუ სულელობ. დაჯექი, ზუსტად რომ დროულად მოხვედი.
უკვე იმ ადგილზე ვარ, ერთმანეთი რომ გავიცანით.
დავჯექი და ქეთიმ მოყოლა განაგრძო. უყვარდა ჩვენი ამ-
ბის თხრობა. დროდადრო ჩემკენ გამოიხედავდა და მიღიმო-
და, თითქოს ამგვარად თხრობის პროცესში მრთავდა. თუმცა
ეს უბრალო ფორმალობა იყო, რადგან ამბავს ის ჰყვებოდა, მე
კი არა.
55
– ბართან ვზივარ და ის შემოდის. როცა მას ვხედავ, უკვე
ყველა იმედი გადაწურული მაქვს, რომ ჩემი ოცნების კაცს ვი-
პოვი. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ხომ გახსოვთ, მეგონა,
ოცდახუთი წლისა გავთხოვდებოდი, ოცდაათი წლისას უკვე
ორი ბავშვი და პატარა ძაღლი მეყოლებოდა, ჰო, კიდევ უშვე-
ლებელი იპოთეკაც მექნებოდა. და აი, უკვე ოცდაცამეტის ვარ
და ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც მინდოდა. – ქეთიმ ეშ-
მაკურად გაიღიმა და გოგოებს თვალი ჩაუპაჭუნა. – მაშინ ვი-
ღაც დენიელს ვხვდებოდი, ავსტრალიელს, მაგრამ ოჯახის
შექმნას და ბავშვების ყოლას უახლოეს მომავალში არ გეგმავ-
და. ასე რომ, დროს ტყუილად ვკარგავდი. და აი, ერთ დღეს
ბარში ვსხედვართ და მოულოდნელად მას ვხედავ... – ქეთიმ
ჩემკენ გამოიხედა, გაიღიმა და თვალები გადაატრიალა. – მე-
გობარ გოგონასთან.
მსმენელების თანაგრძნობის შესანარჩუნებლად, მთავა-
რია ამბავს კარგად მოჰყვე. მე და ქეთი გაცნობისას თავისუფ-
ლები მართლა არ ვიყავით. ორმხრივი ღალატი ლამაზი ურთი-
ერთობის აწყობის არცთუ კარგი დასაწყისია. ერთმანეთს,
ფაქტობრივად, ჩვენმა მაშინდელმა მეწყვილეებმა გაგვაცნეს.
ძველი ნაცნობები იყვნენ. დეტალები დამავიწყდა, მგონი მა-
რიანა ადრე დენიელთან ერთად მცხოვრებ ბიჭს ხვდებოდა,
თუ რაღაც ამდაგვარი. მასთან პირველი შეხვედრა თვალწინ
მიდგას. თითქოს დენმა დამარტყა, გრძელი მუქი თმა, გამ-
ჭრიახი მწვანე თვალები და ტუჩები... წარმოუდგენლად ლამა-
ზი იყო. ხორცშესხმული ანგელოზი.
უცებ ქეთიმ თხრობა შეწყვიტა, გაიღიმა და ხელი მომკიდა.
– გახსოვს, თეო, ერთმანეთს როგორ გამოველაპარაკეთ?
თქვი, რომ ფსიქიატრობას ეუფლებოდი, მე კი გიპასუხე, რომ
გარეკილი ვიყავი, ეს კი ნიშნავდა, რომ ერთმანეთისთვის ვი-
ყავით შექმნილი.
56
ამაზე გოგონები აკისკისდნენ. ქეთიმაც გაიცინა და ჩემკენ
გამოიხედა.
– არა რა, ძვირფასო... განა ეს ერთი ნახვით შეყვარება არ
იყო?
ჩემი ჯერი დადგა. თავი დავუქნიე და ლოყაზე ვაკოცე.
– რა თქმა უნდა. ჭეშმარიტი სიყვარული.
გოგონებმა გულაჩუყებით შემოგვხედეს. სულაც არ ვთამა-
შობდი. ქეთი მართალი იყო, ეს ერთი ნახვით შეყვარება გახ-
ლდათ, ყოველ შემთხვევაში, ხორციელი ლტოლვა მაინც. და
თუმცა იმ ღამეს მარიანასთან ერთად ვიყავი, ქეთის თვალს
ვერ ვაშორებდი. შორიდან ვუყურებდი, დენიელს როგორ ეკა-
მათებოდა. შემდეგ კი დავინახე მისმა ტუჩებმა „წადი შენი“
როგორ წარმოთქვა. აშკარად ჩხუბობდნენ, თან ვითარება
სულ უფრო იძაბებოდა. დენიელი შებრუნდა და იქაურობა და-
ტოვა.
– დღეს რაღაც ჩუმად ხარ, – მითხრა მარიანამ. – რამე მოხ-
და?
– არაფერი.
– სახლში წავიდეთ. დავიღალე.
– ჯერ არა. – უკვე ნახევრად ვუსმენდი. – მოდი, რამე დავ-
ლიოთ.
– მაგრამ სახლში წასვლა მინდა.
– ჰოდა, წადი.
მარიანამ გაბრაზებული მზერა მტყორცნა, ქურთუკს დას-
წვდა და წავიდა. ვიცოდი მეორე დღეს ერთ ამბავს ატეხდა, მაგ-
რამ ჩემთვის სულერთი იყო.
ქეთის მივუჯექი.
– დენიელი დაბრუნდება?
– არა. და მარიანა?
თავი გავაქნიე.
57
– არა. არ დალევ?
– რა თქმა უნდა.
დასალევი კიდევ ორჯერ შევუკვეთეთ. ბართან ვიდექით და
ვსაუბრობდით. მახსოვს ჩემი ფსიქოთერაპიის კურსებს განვი-
ხილავდით. ქეთიმ მითხრა, რომ თეატრალურ სკოლაში სწავ-
ლობდა. სწავლა დიდხანს არ გაგრძელებულა, სულ მალე,
პირველივე კურსის ბოლოს, აგენტმა შეამჩნია და მას შემდეგ
სცენაზეა. მახსოვს მაშინ გავიფიქრე – არც კი ვიცი, რატომ –
ქეთი ალბათ ნიჭიერი მსახიობია-მეთქი.
– სწავლა ჩემი საქმე არ იყო, – მითხრა მან. – თავისუფლე-
ბა და მოქმედება მინდოდა, ხომ ხვდები?
– მოქმედებაში, თამაშს გულისხმობ?
– არა. ნამდვილ ცხოვრებას. – ქეთიმ თავი გვერდზე გადას-
წია და ზურმუხტისფერი თვალებით ვერაგულად შემომხედა. –
და შენ, თეო, გყოფნის მოთმინება... სწავლისთვის?
– შეიძლება თავისუფლება და ცხოვრება არ მინდა. შეიძ-
ლება მშიშარა ვარ.
– არა. მშიშარა რომ იყო, იმ შენს შეყვარებულს გაჰყვებო-
დი.
ქეთიმ ბოროტულად გაიცინა.
მინდოდა ხელი მომეკიდა და მაგრად ჩამეკოცნა. მსგავსი
ფიზიკური ლტოლვა მანამდე არასდროს განმიცდია; მინდოდა
მომეზიდა, მისი ტუჩები და სხეულის სითბო შემეგრძნო.
– მაპატიე. ეგ არ უნდა მეთქვა. ყოველთვის იმას ვამბობ,
რაც ენაზე მომადგება. ხომ გითხარი, ცოტა გარეკილი ვარ.
ქეთი არაერთხელ იმეორებდა: „გიჟი ვარ“, „დარტყმული
ვარ“, „შეშლილი ვარ“, მაგრამ მისი არასდროს მჯეროდა. საკ-
მაოდ ხშირად და თავისუფლად იცინოდა საიმისოდ, რომ
დამეჯერებინა, თითქოს ისეთივე ქარცეცხლი გამოიარა, რო-

58
გორიც მე. მასში უშუალობა და სილაღე იგრძნობოდა, ცხოვ-
რება უყვარდა და ყოველი დღით ბოლომდე ტკბებოდა. მისი
წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველაზე დალაგებულ ადამია-
ნად მეჩვენებოდა, რომელიც ოდესმე შემხვედრია. მის გვერ-
დით თავს უფრო დამშვიდებულად ვგრძნობდი.
ქეთი ამერიკელი იყო, ზემო ვესტ-საიდში დაბადებული და
გაზრდილი. ინგლისელმა დედამ ორმაგი მოქალაქეობა მის-
ცა, თუმცა ინგლისელის ბევრი არაფერი ეცხო. არაინგლისე-
ლი იყო, მარტო საუბრის მანერით კი არა, თავისი მსოფ-
ლმხედველობითა და ღირებულებებით. სხვა ასეთ დამაჯერე-
ბელსა და ენერგიულს ცხოვრებაში არ შევხვედრივარ.
ბარიდან გამოვედით, ტაქსი დავიჭირეთ და მძღოლს ჩემი
ბინის მისამართი ვუთხარი. მთელი გზა სიჩუმეში გავიარეთ.
როცა ადგილზე მივედით, ტუჩებით ჩემს ტუჩებს ნაზად შეეხო.
ვეღარ მოვითმინე და ჩემკენ მოვიზიდე. კოცნა არ შეგვიწყვე-
ტია, სანამ კლიტეს გასაღებს მოვარგებდი. სახლში შესულები
არ ვიყავით, როცა უკვე გახდა დავიწყეთ, რაღაცებს წამოვე-
დეთ, საძინებელში შევედით და საწოლზე დავცვივდით.
ის ღამე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ეროტიკული და ყველა-
ზე ნეტარი აღმოჩნდა. ქეთის სხეულს საათობით შევისწავლი-
დი. მთელი ღამე ვსიყვარულობდით, სანამ არ გათენდა. სი-
თეთრე მახსოვს – ფარდის კუთხეში შემოპარული მზის თეთრი
სხივები, თეთრი კედლები, თეთრი ზეწრები, მისი თვალების
თეთრი გარსი, თეთრი კბილები და კანი. ვერასდროს წარმო-
ვიდგენდი, რომ კანი ასეთი მანათობელი და ნახევრად გამ-
ჭვირვალე იქნებოდა: სპილოს ძვალივით თეთრი, ცისფრად
განტოტილი, მარმარილოზე გავლებული ფერადი ხაზებივით.
ნამდვილი ქანდაკება იყო; ჩემს ხელში გაცოცხლებული ბერ-
ძენი ქალღმერთი. ჩახვეულები ვიწექით. ქეთი მე მიყურებდა,

59
თვალები ისე ახლოს მოეტანა, რომ წესიერად ვერ ვხედავდი.
ბუნდოვან მწვანე ზღვაში ვიხედებოდი.
– აბა? – მკითხა მან.
– რა, აბა?
– მარიანას რას უპირებ?
– მარიანას?
ტუჩის კუთხეებში ღიმილი გაუკრთა.
– შენს შეყვარებულს.
– ა, ჰო. – ყოყმანი დამეტყო. – არ ვიცი, როგორ იქნება. და
დენიელი?
ქეთიმ თვალები გადაატრიალა.
– დენიელი დაივიწყე. მე უკვე დამავიწყდა.
– მართლა?
ქეთიმ კოცნით მიპასუხა.
წასვლამდე შხაპი მიიღო. სანამ აბაზანაში იყო, მარიანას
დავურეკე. მინდოდა შევხვედროდი და ყველაფერი პირადად
მეთქვა. მაგრამ წინა ღამის გამო განაწყენებულმა დაიჟინა,
ყველაფერი ტელეფონით მითხარიო. არ ელოდა, რომ დავ-
შორდებოდი. თუმცა ზუსტად ეს გავაკეთე, მშვიდად და წყნა-
რად. ატირდა, გაბრაზდა და გაღიზიანდა. ავდექი და გავუთიშე.
გულქვად და დაუნდობლად მოვიქეცი. სულაც არ მეამაყება,
რაც ჩავიდინე. მაგრამ მაშინ ეს ერთადერთ სწორ საქციელად
მიმაჩნდა. დღემდე ვერ ვხვდები, სხვა რა უნდა გამეკეთებინა.

***
ჩვენს პირველ პაემანზე ქეთის ბოტანიკურ ბაღში შევხვდი.
მისი იდეა იყო. როცა გაიგო, რომ იქ ნამყოფი არ ვიყავი, გა-
ოცებულმა შემომხედა.

60
– ალბათ მეხუმრები. ორანჟერეაში არასდროს ყოფილ-
ხარ? დიდი რომ არის, ტროპიკულ ორქიდეებს სადაც ახარე-
ბენ, იქ ისეთი სიცხეა, თავი ღუმელში გეგონება. თეატრალურ
სკოლაში სწავლისას, იქ გასათბობად მივდიოდი ხოლმე. მო-
დი, როცა გათავისუფლდები, იქ შევხვდეთ, კარგი? – შემდეგ
მცირე ხნით გაჩუმდა, თითქოს ჩაფიქრდა. – თუ შენთვის ძა-
ლიან შორია?
– ძვირფასო, შენთვის ბოტანიკურ ბაღზე უფრო შორსაც წა-
ვალ.
– იდიოტო. – და მაკოცა.
როცა მივედი, შესასვლელთან მელოდებოდა, უშველებელ
პალტოსა და კაშნეში, ხელს გახარებული ბავშვივით მიქნევ-
და.
– მოდი, მოდი, გამომყევი.
გაყინულ ტალახზე გამატარა და მინის უშველებელ შენო-
ბასთან გავჩერდით, იქ ტროპიკული მცენარეები ხარობდა.
კარს უბიძგა და შიგნით შემიყვანა. შევყევი და უცებ სიცხე მე-
ტაკა, საშინელი სიცხე. კაშნე მაშინვე მოვიხსენი და პალტო გა-
ვიხადე.
ქეთიმ გაიღიმა.
– ხედავ? ხომ გეუბნებოდი. საუნასავითაა. მაგარია, არა?
ბილიკებზე ვსეირნობდით, პალტოები გვეჭირა და ხელი-
ხელჩაკიდებულები, ეგზოტიკური ყვავილებით ვტკბებოდით.
მის გვერდით თავს უჩვეულოდ ბედნიერად ვგრძნობდი,
თითქოს იდუმალი კარი გააღო და სითბოს, სინათლისა და ნა-
თელი ფერების სამყაროში გადამიყვანა, ლურჯი, წითელი და
ყვითელი ორქიდეების თვალისმომჭრელ სამოთხეში.
ვგრძნობდი, სიცხისგან როგორ ვდნებოდი და სხეული მირ-
ბილდებოდა, თითქოს ზამთრის ძილის შემდეგ გაღვიძებული
კუ ვიყავი, თვალებს რომ ახამხამებს და ფხიზლდება. ქეთიმ ეს
61
ჩემთვის გააკეთა – სიცოცხლის მოსაწვევი გამომიგზავნა და
მეც ორივე ხელით ჩავაფრინდი.
მახსოვს, მაშინ როგორ მივხვდი, რომ ეს სიყვარული იყო.
მაშინვე ვიცანი და მივხვდი, რომ მსგავსი ცხოვრებაში არაფე-
რი განმეცადა. წინა რომანტიკული ურთიერთობები ხანმოკ-
ლე და ორივე მხარისთვის არადამაკმაყოფილებელი იყო.
სტუდენტობისას, ნერვიულობა ალკოჰოლის დიდი რაოდენო-
ბით ჩავიკალი და ვაჟიშვილობა სოციოლოგიის სტუდენტს ჩა-
ვაბარე, კანადელ გოგოს, სახელად მერედიტს, რომელსაც
კბილებზე ბრეკეტები ჰქონდა და კოცნისას მეტალის ბასრი პი-
რები ტუჩებს მიკაწრავდა. ამას რამდენიმე, არაფრით გამორ-
ჩეული ურთიერთობა მოჰყვა. თითქოს ჩემთვის სასურველ
გოგოს ვერ ვნახულობდი. მიმაჩნდა, რომ ჩემი ფსიქოლოგიუ-
რი ტრავმის გადამკიდე, სერიოზულ ურთიერთობას ვერ ვე-
ღირსებოდი. ახლა კი როგორც კი ქეთის მხიარულ ხითხითს
გავიგონებდი, მღელვარების ტალღა დამივლიდა.
მის ახალგაზრდულ მხიარულებას, ნეტარ ოპტიმიზმსა და
ენერგიულობას ვისრუტავდი. ყველა შემოთავაზებასა და ახი-
რებაზე ვთანხმდებოდი. ჩემს თავს ვერ ვცნობდი. ახალი პი-
როვნება მომწონდა, უშიშარი მამაკაცი, რომლადაც ქეთიმ
მაქცია. სულ ვსიყვარულობდით. მისდამი მუდმივ ლტოლვას
განვიცდიდი. სულ მინდოდა შევხებოდი, თითქოს ჩემ გვერ-
დით არ იყო.
იმ დეკემბერს ქეთი ჩემთან გადმოვიდა, ქენთიშ-თაუნის
ჩემს ერთოთახიან ბინაში. ხალიჩებით მოფენილ, ნოტიო მი-
წურს ფანჯრები კი ჰქონდა, მაგრამ ყოველგვარი ხედის გარე-
შე იყო. გვინდოდა ჩვენი პირველი შობა სათანადოდ აღგვე-
ნიშნა. მეტროსთან მდგარ ჯიხურში ნაძვის ხე ვიყიდეთ და ბა-
ზარში ნაყიდი სათამაშოებითა და ნათურებით მოვრთეთ.

62
წიწვების, ხისა და ანთებული სანთლების სუნი ახლაც კი
მახსოვს, ისევე, როგორც ქეთის საახალწლო ნაძვის ხესავით
ანთებული თვალები. არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი.
სიტყვები თავისით წამოვიდა.
– ცოლად გამომყვები?
ქეთი გაოცებული მომაჩერდა.
– რა?
– მიყვარხარ, ქეთი. ცოლად გამომყვები?
გაიცინა. შემდეგ, ჩემდა გასაოცრად და გულის გასახარად,
მიპასუხა:
– რა თქმა უნდა.
მომდევნო დღეს, ბეჭდის ასარჩევად გავედით. და უცებ მივ-
ხვდი, ამიერიდან დანიშნულები ვიყავით.
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, პირველი ადამიანები, რომ-
ლებზეც გავიფიქრე, ჩემი მშობლები იყვნენ. მინდოდა მათ-
თვის ქეთი გამეცნო, მინდოდა დაენახათ, როგორი ბედნიერი
ვიყავი და რომ მათგან გამოქცევა მოვახერხე და გავთავისუფ-
ლდი. სურეის მატარებელში ჩავსხედით. ახლა ვხვდები, რომ
ეს არ უნდა მექნა. სულელური იდეა იყო, იმთავითვე განწირუ-
ლი.
მამაჩემი მისთვის დამახასიათებელი, მტრული განწყობით
შემხვდა.
– საშინლად გამოიყურები, თეო. რა გამხდარი ხარ. ასეთი
მოკლედ შეჭრილი თმით, მსჯავრდადებულს ჰგავხარ.
– გმადლობ მამა, მეც მიხარია შენი ნახვა.
დედა ჩვეულებრივზე მეტად უგუნებოდ აღმოჩნდა. ჩუმი და
დაჩიავებული, თითქოს იქ არც კი იყო. მამას ქცევა – არაკე-
თილგანწყობილი, უხეში და მოღუშული – უფრო მეტად ხვდე-
ბოდა თვალს. ქეთის თავისი ცივი თვალებით ბურღავდა. საკ-
მაოდ უსიამოვნო სადილი გამოვიდა. მშობლებს ქეთი დიდად
63
არ მოეწონათ, არც ჩემი ამბავი გახარებიათ. არც კი ვიცი, ეს
რატომ არ გამიკვირდა.
სადილის შემდეგ მამა თავის კაბინეტში შევიდა და იქიდან
აღარც გამოსულა. გამომშვიდობებისას დედა დიდხანს მეხვე-
ოდა, რაც ჩემთვის საკმაოდ უჩვეულო იყო, ფეხზე ძლივს იდგა.
სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. სახლიდან გამოსვლისას
მივხვდი, რომ ჩემი ნაწილი იქ დარჩა. ხაფანგში გამოკეტილი
მუდმივი ბავშვი. თავს უსუსურად და უიმედოდ ვგრძნობდი,
ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ქეთიმ, როგორც ყოველთვის,
აქაც გამაოცა. ხელები შემომხვია და მაგრად ჩამეხუტა.
– ახლა ყველაფერს მივხვდი, – ჩამჩურჩულა ყურში. – მივ-
ხვდი და კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ.
აღარაფერი აუხსნია. არც იყო საჭირო.

***
აპრილში დავქორწინდით, პატარა საქორწინო სახლში,
იუსტონ-სკვერთან. მშობლები არ დაგვიპატიჟებია. არანაირი
ღმერთი. რელიგიური არაფერი, ეს ქეთის დაჟინება იყო, თუმ-
ცა ცერემონიის დროს ლოცვა ჩუმად მაინც წარმოვთქვი.
ღმერთს მადლობა გადავუხადე ასეთი მოულოდნელი ბედნიე-
რებისთვის, რომელსაც არ ვიმსახურებდი. ახლა უკვე ყველა-
ფერს გარკვევით ვხედავდი, ვხვდებოდი მის დიდებულ მიზანს.
ბავშვობაში, როცა მარტოობასა და შიშს ვგრძნობდი, მას სუ-
ლაც არ მივუტოვებივარ, ქეთის სახელოში მალავდა, რათა სა-
ჭირო დროს მოხერხებული ილუზიონისტივით გამოეჩინა.
მოკრძალებასა და მადლიერებას ვგრძნობდი ერთად გატა-
რებული ყოველი წამისთვის. ვხვდებოდი, რამდენად გამიმარ-
თლა, რომ ასეთი სიყვარული ვიპოვე და რამდენად იშვიათად

64
უმართლებდა სხვებს. ჩემი პაციენტების უმეტესობა არავის უყ-
ვარდა, მათ შორის, ალისია ბერენსონიც.
ძნელია ქეთისა და ალისიასნაირი განსხვავებული ქალე-
ბის წარმოდგენა. ქეთის გახსენებისას სინათლეზე, სითბოზე,
ფერადოვნებასა და მხიარულებაზე ვფიქრობდი. ალისიას შემ-
თხვევაში კი მხოლოდ უფსკრული, სიბნელე, მწუხარება და
დუმილი მახსენდებოდა.

65
ნაწილი მეორე

„ჩახშობილი ემოციები არსად მიდის. მათ ცოცხლად მარხავენ


მხოლოდ იმიტომ, რომ მოგვიანებით უფრო საშინელი სახით წარ-
მოჩინდნენ“.

ზიგმუნდ ფროიდი

თავი პირველი

ალისია ბერენსონის დღიური

16 ივლისი
არასდროს მეგონა, რომ წვიმას ვინატრებდი. მეოთხე კვი-
რაა, აუტანელი სიცხეა, თითქოს ამინდი ამტანობის ტესტს გვი-
ტარებს. ყოველი დღე წინაზე ცხელია. ინგლისი კი არა, საბერ-
ძნეთი ან სხვა რომელიმე ცხელი ქვეყანა უფროა.
ამას ჰემპსტედ-ჰითში ვწერ. მთელი პარკი მინდორსა და
ძელსკამებზე წამოწოლილი ნახევრად შიშველი, წითელსა-
ხიანი სხეულებითაა მოფენილი. ხის ქვეშ, ჩრდილში ვზივარ.
უკვე ექვსი საათია და ჩრდილიც თანდათანობით გადადის. ოქ-
როსფერ ცაზე მზე წითლად ანათებს – მის სინათლეზე პარკი

66
სულ სხვანაირად გამოიყურება – მუქ ჩრდილებსა და ღია ფე-
რებში. ბალახს თითქოს ცეცხლი უკიდია, რომლის ენები ჩემს
ფეხებქვეშ თამაშობს.
სანამ აქ მოვდიოდი, ფეხსაცმელი გავიხადე და მთელი გზა
ფეხშიშველმა ვიარე. ამან ბავშვობა გამახსენა, როცა ეზოში
ვთამაშობდი. კიდევ ერთ, ასეთივე ცხელ ზაფხულს, დედა რომ
გარდაიცვალა, პოლთან ერთად ველოსიპედით ვსეირნობდი,
ველური გვირილებით მოფენილ, ოქროსფერ მინდვრებზე მი-
ტოვებულ სახლებსა და მოჩვენებებით დასახლებულ ბაღებში
ვიპარებოდით.
ჩემს გონებაში ეს ზაფხული სამარადისოდ გრძელდება. დე-
და და მისი ფერადი პერანგები მახსოვს, ყვითელი სამაგრე-
ბით, ისეთივე თხელითა და ნატიფით, როგორიც თვითონ იყო.
ჩიტივით ნაზი. რადიოს ჩართავდა ხოლმე, ამიყვანდა და პოპ-
სიმღერების მელოდიაზე ვცეკვავდით. შამპუნის, სიგარეტე-
ბის, „ნივეას“ ხელის კრემისა და არყის მსუბუქ სურნელს აფ-
რქვევდა. რამდენი წლის იყო მაშინ? ოცდარვის? ჩემზე ახალ-
გაზრდა.
რა უცნაურია.
გზაში, ბილიკის პირას ხის ფესვებთან პატარა ჩიტი შევნიშ-
ნე. მეგონა ბუდიდან გადმოვარდა. ჩიტი არ ირხეოდა და ვი-
ფიქრე, რომ ფრთები მოიტეხა. თავზე თითი ფრთხილად გადა-
ვუსვი. არ განძრეულა. ხელში ავიყვანე და გადმოვაბრუნე,
ქვედა ნაწილი საერთოდ არ ჰქონდა, შეჭმული იყო, მატლები
ესია, მსუქანი, თეთრი, სრიალა მატლები... რომლებიც იკლაკ-
ნებოდნენ და ერთმანეთს ახტებოდნენ... ვიგრძენი მუცელი
როგორ დამიტრიალდა, მეგონა ვარწყევდი, იმდენად გული-
სამრევი იყო, სიკვდილი მომაგონა.
ახლაც თვალწინ მიდგას.

67
17 ივლისი

მცხუნვარე მზეს კაფე „არტისტაში“, მთავარ ქუჩაზე ვემა-


ლები. კონდიციონერები მთელი დატვირთვით მუშაობს, თავი
მაცივარში გეგონება. ფანჯარასთან, ჩემს საყვარელ მაგიდას
ვუზივარ და ყინულიან ყავას ვსვამ. ზოგჯერ ვკითხულობ, ჩანა-
ხატებს ვაკეთებ ან ვწერ. ძირითადად მაინც სიგრილით ვტკბე-
ბი. დახლთან ლამაზი გოგონა დგას, აშკარად მოწყენილია,
ტელეფონს უყურებს, საათს ამოწმებს და ოხრავს. გუშინ მისი
ოხვრა უფრო მძიმე მომეჩვენა, მივხვდი, რომ ჩემს წასვლას
ელოდებოდა, რომ კაფე დაეკეტა, უხალისოდ წამოვედი.
სიცხეში სიარული ტალახზე გავლასავითაა. დაღლილი, გა-
მოფიტული და ძალაგამოცლილი ვარ. ასეთისთვის მზად არ
ვართ, არა ამ ქვეყანაში – მე და გაბრიელს სახლში კონდიციო-
ნერიც არ გვაქვს. ვის აქვს საერთოდ? ვერ დაიძინებ ისე ცხე-
ლა. ღამით საბანს ვიძრობთ და ოფლში ვცურავთ, სრულიად
შიშვლები. ფანჯრებს ღიას ვტოვებთ, თუმცა ნიავი არ იძვრის,
მხოლოდ ცხელი ჰაერია.
გუშინ ვენტილატორი ვიყიდე, საწოლთან დავაყენე და პირ-
დაპირ ჩვენკენ მოვატრიალე.
გაბრიელმა მაშინვე წუწუნი დაიწყო.
– ძალიან დიდ ხმას გამოსცემს, ასე ვერასდროს დავიძი-
ნებთ.
– ისეც ვერ ვიძინებთ. საუნასავით მაინც არ ეცხელება.
გაბრიელმა ბუზღუნი გააგრძელა, თუმცა ჩემზე ადრე ჩაეძი-
ნა. ვიჯექი და ვენტილატორის ხმას ვუსმენდი, მიყვარს, რო-
გორ ხმასაც გამოსცემს. შემიძლია თვალები დავხუჭო, ყური
მივუგდო და ძილს მივეცე.
ვენტილატორს ოთახიდან ოთახში დავატარებ, სადაც შევ-
დივარ, იქ ვაერთებ. დღეს ჩემს სახელოსნოში წავიღე, ბაღის
68
ბოლოს. ცოტა ამოვისუნთქე, მაგრამ მუშაობა მაინც ვერ შევ-
ძელი. გრაფიკს ჩამოვრჩები, მაგრამ ისეთი სიცხეა, ამაზე
ვერც კი ვფიქრობ.
მცირე წარმატებას მაინც მივაღწიე – როგორც იქნა, მივ-
ხვდი, იესოს სურათს რა სჭირდა. პრობლემა კომპოზიცია კი
არ არის – იესო ჯვარზეა გაკრული – არამედ ის, რომ ეს იესო
არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში მას საერთოდ არ ჰგავს,
რადგან ის იესო არ არის.
ის გაბრიელია.
საოცრია, ეს მანამდე რომ ვერ შევნიშნე. არც კი ვიცი, რო-
გორ და რანაირად, მაგრამ ჯვარზე გაბრიელი გავაკარი. მისი
სახე დავხატე და მისი სხეული. ხომ სიგიჟეა? ალბათ მომიწევს
ყველაფერი ისე დავტოვო, როგორც არის და სურათი დავას-
რულო.
ახლა უკვე ვიცი, როცა რამე იდეა მომივა, იმის ფიქრში, თუ
როგორი უნდა იყოს ყველაფერი, საერთოდ არაფერი გამომ-
დის. ნახატი უსიცოცხლო და მკვდარია. მაგრამ თუ არ ვიჩქა-
რებ და ყურს მივუგდებ, ხმები მესმის, რომლებსაც სწორი
გზით მივყავარ. და თუ მივყვები, რაღაც მოულოდნელისკენ
წამიყვანს, ცოცხალისა და მშვენიერისკენ და არა პირვანდე-
ლი ჩანაფიქრისკენ. შედეგი სრულიად საპირისპირო გამოდის
და ნახატიც დამოუკიდებელ არსებობას იწყებს.
მართალი გითხრათ, ასეთი ამოუცნობი რამეები მაშინებს.
მირჩევნია ვიცოდე, საით მივდივარ. სწორედ ამიტომ ვაკეთებ
ამდენ მონახაზს, ვცდილობ სადავეები ხელში ავიღო. სულაც
არ არის გასაკვირი, რომ არაფერი გამომდის, რადგან სინამ-
დვილეში ვერ ვხვდები ჩემ წინ რა ხდება. თვალები უნდა გავა-
ხილო, სინამდვილე დავინახო და არა ის, რისი დანახვაც
მსურს. ახლა უკვე ვიცი, რომ ეს გაბრიელის პორტრეტია და

69
შემიძლია საწყის პროცესს დავუბრუნდე. ყველაფერი თავიდან
დავიწყო.
ვთხოვ ჩემთვის იპოზიოროს. კარგა ხანია, ეს არ გაუკეთე-
ბია. იმედია, ეს იდეა მოეწონება და არ იტყვის, ეს მკრეხელო-
ბააო, ან რამე მსგავსს. ზოგჯერ ასეთ სასაცილო რამეებსაც ამ-
ბობს.

18 ივლისი

დღეს დილით კემპდენის ბაზრამდე გავისეირნე. კარგა ხა-


ნია იქ არ ვყოფილვარ, ბოლოს გაბრიელმა წამიყვანა, თავისი
ახალგაზრდული წლების გასახსენებლად. მოზარდობისას მე-
გობრებთან ერთად აქ მთელ ღამეს ატარებდა ხოლმე, ცეკვავ-
და, სვამდა და საუბრობდა. ბაზარში ადრიანად მიდიოდნენ,
უყურებდნენ ვაჭრები საქონელს როგორ აწყობდნენ, ზოგჯერ
მოსაწევსაც შოულობდნენ, იქვე ხიდის სიახლოვეს, კემდენ-
ლოქთან უსაქმოდ მდგარი რასტაფარელებისგან, როცა იქაუ-
რობას ჩავუარეთ, მოსაწევის გამყიდველები იქ უკვე აღარ იყ-
ვნენ.
გაბრიელი ამან ძალიან გაანაწყენა.
– აქაურობას ვეღარ ვცნობ, – თქვა დამწუხრებულმა. – შე-
ლამაზებული ტურისტული მარშრუტიღა შემორჩა.
დღეს აქ სეირნობისას აღმოვაჩინე, საქმე ის კი არ იყო, რომ
ბაზარი შეიცვალა, არამედ ის, რომ გაბრიელი იყო უკვე სულ
სხვა ადამიანი. აქ ჯერ კიდევ დადიან თექვსმეტი წლის მოზარ-
დები და არხის ორივე მხარეს მზეს ეფიცხებიან, წელზემოთ
შიშველი ბიჭები აკაპიწებული შორტებით და გოგონები ბიკი-
ნებსა და საცურაო კოსტიუმებში, ყველგან მზით დამწვარი

70
შიშველი სხეულია, სექსუალური ენერგია იგრძნობა, დაუკმა-
ყოფილებელი, მოუთმენელი სიცოცხლის წყურვილი. საშინ-
ლად მომინდა მისი სხეულის შეგრძნება, ძლიერი ფეხების, ზე-
მოდან გადმომჯდარი თეძოების. როცა ვსიყვარულობთ, ამ
დაუოკებელ წყურვილს მუდამ ვგრძნობ – ჩვენ შორის არსე-
ბულ კავშირისმაგვარს – რაღაცას, რაც ორივე ჩვენგანზე დი-
დია, სიტყვებით ვერ აღწერ, რაღაც წმინდაა.
უცებ ტროტუარზე მჯდარი უსახლკარო მამაკაცი შევნიშნე,
მიყურებდა. შარვალზე თოკი შემოეხვია, ფეხსაცმლის ძირები
წებოვანი ლენტით დაემაგრებინა. სახეზე წყლულები და გამო-
ნაყარი აჩნდა. უცებ მის მიმართ სიბრალულითა და ზიზღით
ავივსე. გამშრალი ოფლისა და შარდის სუნად ყარდა. წამიე-
რად მომეჩვენა, რომ მე მომმართავდა, თუმცა შემდეგ მივ-
ხვდი, რომ თავისთვის იგინებოდა: „ამის დედა“, „იმის დედა“.
ჩანთაში ხურდა მოვიძიე და მივეცი.
შემდეგ გორაკს ავუყევი და ნელი ნაბიჯით სახლისკენ წამო-
ვედი. ახლა უფრო ციცაბო მომეჩვენა. სიცხეში თითქოს მარა-
დისობამ განვლო. რატომღაც იმ უსახლკაროზე ვფიქრობდი.
სიბრალულის გარდა, კიდევ რაღაც ამოუცნობი, შიშისმაგვა-
რი გრძნობა დამეუფლა. წარმოვიდგინე, დედამისს ჩვილობი-
სას ხელში როგორ ეჭირა. განა ოდესმე წარმოიდგენდა, რომ
მისი ბავშვი შეშლილ, ბინძურ, შარდით აყროლებულ უსახ-
ლკაროდ გადაიქცეოდა, ტროტუარზე ეგდებოდა და გინებას
იბურტყუნებდა?
დედაჩემი გამახსენდა. მართლა შეშლილი იყო? ეს სწორედ
ამიტომ გააკეთა? ამიტომ მიმაბა თავისი ყვითელი „მინის“
მგზავრის სავარძელს და წითელი აგურის კედელს მთელი სიჩ-
ქარით დაეჯახა? ეგ მანქანა ყოველთვის მომწონდა, მისი მხი-
არული, იადონისებური ყვითელი ფერი. საღებავების ყუთში

71
ზუსტად ასეთი ფერი მაქვს. ახლა უკვე მძულს ეს ფერი – მაშინ
ვიყენებ, როცა სიკვდილზე ვფიქრობ.
რატომ ჩაიდინა ეს? ალბათ ამას ვერასდროს გავიგებ. ადრე
მეგონა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. ახლა კი მის ამ საქცი-
ელს, როგორც მკვლელობის მცდელობას, ისე განვიხილავ.
რადგან მის გარდა მანქანაში მეც ვიყავი, ზოგჯერ მგონია, რომ
მარტო ჩემს მოკვლას აპირებდა. მაგრამ ეს ხომ სიგიჟეა. ჩემი
მოკვლა რატომ ენდომებოდა?
გორაკზე ასვლისას თვალებზე ცრემლი მომადგა. დედაჩე-
მის გამო კი არ ვტიროდი, ან ჩემ გამო, ან საბრალო უსახლკა-
როს გამო, ყველას გამო ვტიროდი. ირგვლივ ამდენი ტკივი-
ლია, ჩვენ კი ამაზე თვალს ვხუჭავთ. სიმართლე ის არის, რომ
ყველანი შეშინებული ვართ. ერთმანეთის გვეშინია. მე ჩემი
თავის მეშინია და კიდევ იმის, დედაჩემისგან რაც დამრჩა. ნუ-
თუ მისი შეშლილობა სისხლში მაქვს? ვითომ ასეა? მეც ავდგე-
ბი და...
არა. გაჩერდი. საკმარისია...
ამის დაწერას არ ვაპირებ. არაფრისდიდებით.

20 ივლისი

გუშინ ღამით მე და გაბრიელი სავახშმოდ წავედით. პარას-


კევობით საერთოდ ასე ვაკეთებთ. „პაემნის ღამეს“ ეძახის, სუ-
ლელური ამერიკული აქცენტით.
საკუთარ გრძნობებს გაბრიელი პირდაპირ არასდროს ავ-
ლენს, მუდმივად დასცინის ყველაფერს, რაშიც „ზედმეტ სენ-
ტიმენტალობას“ დაინახავს. საკუთარ თავს, როგორც ცინი-
კოსსა და არასენტიმენტალურს, ისე განიხილავს. სინამდვი-

72
ლეში ძალიან რომანტიკულია – გულის სიღრმეში მაინც. საქ-
ციელი ხომ სიტყვების მაგივრად ლაპარაკობს, ასე არ არის?
სწორედ საქციელის გამო შემიყვარდა გაბრიელი ასე ძალიან.
– სად გინდა წასვლა? – ვკითხე.
– გამოიცანი, სამი მცდელობა გაქვს.
– „აუგუსტოსთან“?
– პირველივე მცდელობით მოარტყი.
„აუგუსტოსთან“ ადგილობრივი იტალიური რესტორანია.
განსაკუთრებული არაფერი მზადდება, მაგრამ ეს ჩვენი საყვა-
რელი ადგილია, იქ არაერთი ბედნიერი საღამო გაგვიტარე-
ბია. სახლიდან რვა საათზე გამოვედით. კონდიციონერები არ
მუშაობდა, ამიტომ გაღებულ ფანჯარასთან დავსხედით, ცხელ,
ტენიან ჰაერს ვსუნთქავდი და ჩაცივებულ მშრალ თეთრ ღვი-
ნოს ვსვამდით. კარგად გამოვთვერი, ბევრი ვიცინეთ, საერ-
თოდ არაფერზე, უმიზეზოდ. რესტორნიდან გამოსულებმა ერ-
თმანეთს ვაკოცეთ, სახლში მისვლისას ვისიყვარულეთ.
კიდევ კარგი გაბრიელმა ვენტილატორზე არაფერი თქვა,
ყოველ შემთხვევაში, სანამ საწოლში ვიწექით. ჩვენ წინ დავ-
დგი და ერთმანეთში ჩახვეულები მისი გრილი ჰაერით ვტკბე-
ბოდით. თმაზე ხელი გადამისვა და მაკოცა.
– მიყვარხარ, – მიჩურჩულა.
არაფერი მიპასუხია; არც იყო საჭირო. მშვენივრად იცის,
მის მიმართ რასაც განვიცდი.
მაგრამ ეს ყველაფერი ერთი სულელური ფრაზით გავაფუ-
ჭე, ვთხოვე, რომ ჩემთვის ეპოზიორა.
– მინდა დაგხატო, – ვუთხარი.
– ისევ? უკვე ხომ დამხატე.
– ეს ოთხი წლის წინ იყო. ისევ მინდა დაგხატო.
– აჰა. – ჩემს სიტყვებს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედ-
რია. – ამჯერად, რა გაქვს ჩაფიქრებული?
73
ვყოყმანობდი, მეთქვა თუ არა, შემდეგ გამოვუტყდი, რომ
იესოს დახატვას ვაპირებდი.
გაბრიელი წამოჯდა და სიცილი ვერ შეიკავა.
– კარგი რა, ალისია.
– რა იყო?
– არც კი ვიცი, რა გითხრა, ძვირფასო. არა მგონია, შევეფე-
რებოდე.
– ვითომ, რატომ?
– შენი აზრით? ჯვარზე ჩემი გამოსახვა? ხალხი რას იტყვის?
– რამდენი ხანია, რაც სხვების აზრი გადარდებს?
– არც მადარდებს, უმეტეს შემთხვევაში ასეა, მაგრამ ხომ
ხვდები, იფიქრებენ, რომ შენ ასე მხედავ.
გამეცინა.
– სულაც არ მგონიხარ, ძე ღვთისა, თუ ამას გულისხმობ. ეს
ჩვეულებრივი ნახატია. თავისით გამომივიდა, როცა ვხატავ-
დი. ამაზე არც მიფიქრია.
– იქნებ ჯობია დაფიქრდე.
– რატომ? ეს არც შენზე ალეგორიაა და არც ჩვენს ქორწი-
ნებაზე.
– აბა, მაშინ რა არის?
– მე საიდან უნდა ვიცოდე?
გაბრიელმა გაიცინა და თვალები გადაატრიალა.
– კარგი. ჯანდაბამდის გზა ჰქონია. თუ შენ გინდა, გავაკე-
თოთ. იმედია იცი, რასაც აკეთებ.
ეს თანხმობას სულაც არ ჰგავდა. მაგრამ ვიცი, რომ გაბრი-
ელს ჩემი და ჩემი ნიჭის სჯერა. ის რომ არა, მხატვარი არც ვიქ-
ნებოდი. მხოლოდ მისი დაძალების, გამხნევებისა და დაცინ-
ვის წყალობით გადავლახე სასწავლებლის შემდეგ პირველი
რამდენიმე უნაყოფო წელიწადი, როცა ჟან-ფელიქსთან ერ-
თად კედლების მოხატვის მეტს არაფერს ვაკეთებდი.
74
ეს მანამდე იყო, სანამ გაბრიელს არ შევხვდი, სრულიად
დაკარგული ვიყავი. სულაც არ მენატრება ნარკოტიკით გაჯე-
რებული ის დრო, მაშინ „მეგობრებთან“ ერთად რომ ვატარებ-
დი. მათ მხოლოდ საღამოობით ვნახულობდი, განთიადისას კი
სინათლის მოშიშარი ვამპირებივით უჩინარდებოდნენ. გაბ-
რიელს როცა შევხვდი, ვერც კი შევნიშნე ყველა ისე გაქრა. სა-
ერთოდ აღარ მჭირდებოდნენ; მის გარდა არავინ მჭირდებო-
და. იესოსავით გადამარჩინა. ალბათ ნახატიც სწორედ ამას
ნიშნავს. გაბრიელი ჩემთვის მთელი სამყაროა, ჩვენი შეხვედ-
რიდან ასეა. რაც უნდა გააკეთოს, როგორადაც უნდა გამაბრა-
ზოს, როგორი უსიამოვნო ეგოისტიც უნდა იყოს, მაინც მეყვა-
რება. როგორიც არის, ისეთად ვიღებ.
და ასე იქნება, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს.

21 ივლისი

დღეს გაბრიელი ჩემს სახელოსნოში მოვიდა და ჩემთვის


იპოზიორა.
– ამას მთელი დღეები ვერ გავაკეთებ, – გამაფრთხილა
გაბრიელმა. – მაინც, რა დრო დაგვჭირდება?
– ყოველ შემთხვევაში ერთი დაჯდომა არ გვეყოფა. ყველა-
ფერი, როგორც საჭიროა, ისე უნდა გავაკეთო.
– ეს ერთგვარი მიზეზი ხომ არ არის იმისთვის, რომ ერთად
კიდევ უფრო მეტი დრო გავატაროთ? თუ ასეა, იქნებ ფორმა-
ლობები გამოვტოვოთ და პირდაპირ საწოლს მივაშუროთ?
გამეცინა.
– მოდი, ეგ მოგვიანებით ვქნათ, თუ კარგად მოიქცევი და
ბევრს არ იბუზღუნებ.
ვენტილატორის წინ დავაყენე, ჰაერი თმას უწეწავდა.
75
– როგორ ჯობია დავდგე? – გაიჯგიმა.
– ასე არა. უბრალოდ, ის იყავი, რაც ხარ.
– არ გინდა ტანჯული სახე მივიღო?
– არა მგონია, იესოს ტანჯული სახე ჰქონოდა. მე მას სხვაგ-
ვარად ვხედავ. სახე არ დააყენო, უბრალოდ, იდექი და არ გა-
ინძრე.
– როგორც იტყვი, უფროსი შენ ხარ.
ოცი წუთი იდგა, რის შემდეგაც პოზა შეიცვალა და თქვა,
რომ დაიღალა.
– მაშინ დაჯექი და არ ილაპარაკო. სახე გამომყავს.
გაბრიელი სკამზე დაჯდა და ჩუმად იყო, სანამ სახეს ვხატავ-
დი. მისი სახის დახატვა მსიამოვნებდა. კარგი მოყვანილობა
აქვს. ძლიერი ყბა, მაღალი ყვრიმალები, მოხდენილი ცხვირი.
ასე დამჯდარი, სახეზე მინათებული პროჟექტორით, ბერძნულ
ქანდაკებას ჰგავდა. ლეგენდარული გმირის განსახიერება
იყო.
მაგრამ, რაღაც ისე ვერ იყო. არ ვიცი, რა. შეიძლება ზედმე-
ტად დავაძალე. ვერც თვალის კონტურები გამომყავდა და
ვერც ფერი. პირველი, რაც გაბრიელში შევნიშნე, მის თვალებ-
ში გამკრთალი ნაპერწკალი იყო, თითქოს ფერად გარსში ბრი-
ლიანტი იმალებოდა. მაგრამ ახლა, რაღაც მიზეზით ამ ნაპერ-
წკალს ვერ ვიჭერდი. შეიძლება გამოცდილება არ მყოფნიდა
ან გაბრიელს ჰქონდა რაღაც ისეთი, რასაც ნახატით ვერ გად-
მოსცემდი. როგორც უნდა მეცადა, მისი თვალები მაინც
მკვდარი და უსიცოცხლო გამომდიოდა. უკვე ნერვები მომეშა-
ლა.
– ჯანდაბა, – ვთქვი გაბრაზებულმა. – არაფერი გამომდის.
– ხომ არ შევისვენოთ?
– ჰო, ჯობია შევისვენოთ.
– სექსით ხომ არ დავკავდეთ?
76
ამაზე გამეცინა.
– კარგი.
გაბრიელი წამოხტა, ხელებში მომიქცია და მაკოცა. პირდა-
პირ სახელოსნოში ვისიყვარულეთ, იატაკზე დაწოლილებმა.
მთელი ეს დრო, გაბრიელის დაუმთავრებელი პორტრეტის
უსიცოცხლო თვალებს ვუყურებდი. ისინიც მიყურებდნენ და
მბურღავდნენ. ნახატი შევატრიალე.
თუმცა მაინც ვგრძნობდი, რომ მიყურებდნენ.

თავი მეორე

დიომიდისის საძებნელად წავედი, რომ ალისიასთან ჩემი


შეხვედრის შესახებ მომეყოლა. თავის კაბინეტში იყო, სანოტო
ფურცლებს ახარისხებდა.
– აბა, – არ ამოუხედავს, ისე მკითხა. – როგორ ჩაიარა?
– მართალი გითხრათ, მთლად კარგად ვერა.
დიომიდისმა დაბნეულად ამომხედა.
მეც ცოტა ხანს მოვიცადე.
– სანამ მასთან მუშაობას დავიწყებ, აზროვნებისა და შეგ-
რძნების უნარი უნდა დავუბრუნო.
– რა თქმა უნდა. და რას აპირებთ?
– შეუძლებელია რამე შედეგს მიაღწიო ადამიანთან, რომე-
ლიც ასეთი ძლიერი მედიკამენტების ზეგავლენის ქვეშ იმყო-
ფება. თითქოს წყალქვეშაა.
დიომიდისმა წარბები აზიდა.
– ასეც ვერ ვიტყოდი. ზუსტად არ ვიცი, რა დოზას იღებს...

77
– იურისთან შევამოწმე. თექვსმეტ მილიგრამ „რისპერი-
დონზეა“. ეს კი ცხენის დოზაა.
დიომიდისმა ცალი წარბი ასწია.
– გეთანხმებით, ეს საკმაოდ დიდი დოზაა. ალბათ უნდა შე-
ვამციროთ. ალისიაზე მზრუნველ ჯგუფს კრისტიანი ხელმძღვა-
ნელობს. მას დაელაპარაკეთ.
– მგონი უმჯობესი იქნება, ბრძანება თქვენგან თუ წამოვა.
– ჰმმ. – დიომიდისმა იჭვნეულად გამომხედა. – თქვენ და
კრისტიანი ერთმანეთს ადრეც იცნობდით, ხომ? ბროდმურში.
– არცთუ ისე კარგად.
მაშინვე არაფერი უპასუხია. საწერ მაგიდაზე მდგარი პატა-
რა ლანგრიდან შაქრიანი ნუში აიღო და მეც შემომთავაზა.
თავი გავაქნიე.
ნუში პირში ჩაიდო და დაღეჭა, თან თვალს არ მაშორებდა.
– მითხარით, თქვენსა და კრისტიანს შორის ყველაფერი
რიგზეა?
– უცნაური შეკითხვაა. რატომ მეკითხებით?
– იმიტომ, რომ თქვენ შორის მტრულ დამოკიდებულებას
ვგრძნობ.
– ჩემი მხრიდან არა.
– აბა, მისი მხრიდან?
– მას ჰკითხეთ. კრისტიანთან მე არანაირი პრობლემა არ
მაქვს.
– ჰმმ. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ რაღაც... დაძაბულობას
ვგრძნობ. ნებისმიერი სახის აგრესია ან კონკურენცია მუშაო-
ბას ხელს უშლის. თქვენ ორმა ერთად უნდა იმუშაოთ, ერთმა-
ნეთის წინააღმდეგ კი არა.
– ვიცი.
– საქმეში კრისტიანიც უნდა ჩავრთოთ. ხომ გინდათ, ალის-

78
იას მგრძნობელობა დაუბრუნდეს. ოღონდ გახსოვდეთ,
მგრძნობელობის გაზრდით, საფრთხეც იზრდება.
– საფრთხე ვისთვის?
– ალისიასთვის, რა თქმა უნდა. – დიომიდისმა თითი მო-
მიშვირა. – ხომ არ დაგავიწყდათ, პირველად რომ მოიყვანეს
თავის მოკვლა არაერთხელ სცადა. წამლები კი სტაბილურ
მდგომარეობას უნარჩუნებს. მათი დამსახურებით არის ცოც-
ხალი. თუ დოზას დავუწევთ, დიდია იმის ალბათობა, რომ
გრძნობებს ვერ გაუმკლავდება. მზად ხართ ამ რისკისთვის?
დიომიდისის სიტყვებს სერიოზულად მივუდექი, მაგრამ თა-
ვი მაინც დავუქნიე.
– ეს ის რისკია, რომელზეც უნდა წავიდეთ, პროფესორო.
სხვაგვარად ალისიას ვერაფერს მოვუხერხებთ.
დიომიდისმა მხრები აიჩეჩა.
– მაშინ კარგი. კრისტიანს თქვენ მაგივრად დაველაპარა-
კები.
– გმადლობთ.
– ვნახოთ, რა რეაქცია ექნება. ფსიქიატრები ხშირად ვერ
იტანენ, როცა პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით
მითითებებს აძლევენ. რა თქმა უნდა, მე მასზე უფროსი ვარ და
შემიძლია ამით ვისარგებლო, მაგრამ ასე არ ვიქცევი ხოლმე.
მოდი, ამ საკითხს მასთან განვიხილავ და მის პასუხს გაგაგე-
ბინებთ.
– თუ შეიძლება საუბრისას ჩემს სახელს ნუ ახსენებთ, მგო-
ნი ასე აჯობებს.
– გასაგებია. – დიომიდისმა უცნაურად გაიღიმა. – ასეც მო-
ვიქცევი.
უჯრიდან სიგარების პატარა ყუთი ამოიღო, თავი ფრთხი-
ლად მოტეხა და შემომთავაზა. თავი გავაქნიე.
– არ ეწევით? – გაოცებული ჩანდა. – მეგონა, ეწეოდით.
79
– არა. არა. იშვიათად თუ მოვწევ. თავის განებებას ვცდი-
ლობ.
– კარგს შვრებით. – ფანჯარა გამოაღო. – ის ხუმრობა
იცით, ფსიქოთერაპევტი რატომ არ ეწევა? ეგ იმას ნიშნავს,
რომ საშინელი სპეციალისტია. – გაიცინა და ერთი სიგარა
პირში ჩაიდო. – აქ ცოტას ყველანი ვურევთ. იცით, ერთ დროს
კაბინეტებში აბრებიც გამოჩნდა წარწერით: – „აქ სამუშაოდ
გიჟად ყოფნა არ გჭირდება, მაგრამ ეს გეხმარება“ გახსოვთ?
დიომიდისმა ისევ გაიცინა. სიგარას მოუკიდა და გააბოლა.
შურით ვუყურებდი.

თავი მესამე

სადილის შემდეგ გასასვლელის ძიებაში დერეფნებში და-


ვეხეტებოდი. გარეთ გაპარვა და სიგარეტის მოწევა მინდოდა,
მაგრამ სახანძრო გასასვლელთან ინდირა წამომეწია. ეგონა,
დავიკარგე.
– ნუ ღელავთ, თეო, – მითხრა და ხელი დამადო. – აქაურო-
ბის შესწავლას თვეები მოვანდომე. ლაბირინთივითაა, ოღო-
ნდ გასასვლელის გარეშე. ზოგჯერ ახლაც ვიკარგები, არადა,
აქ უკვე ათი წელია, ვმუშაობ. – გაიცინა და სანამ წინააღმდე-
გობას გავუწევდი, ჩაის დასალევად „აკვარიუმში“ ამიყვანა.
– ჩაიდანს დავადგამ. რა საშინელი ამინდია, ნეტა თოვლი
წამოვიდოდეს... თოვლი საკმაოდ ძლიერი სიმბოლოა, არ მე-
თანხმებით? ყველაფერს ასუფთავებს. შეგიმჩნევიათ პაციენ-
ტები მასზე რა ხშირად საუბრობენ? დააკვირდით. საკმაოდ სა-
ინტერესოა.
80
ჩემდა გასაოცრად, ჩანთიდან პარკში გახვეული ტორტის
ნაჭერი ამოიღო და გამომიწოდა.
– გამომართვით. ნიგვზის ტორტია. გუშინ თქვენთვის გამო-
ვაცხვე.
– ო, გმადლობთ, მე...
– ვიცი, წესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ მძიმე პაციენტებ-
თან ყოველთვის უკეთეს შედეგს ვაღწევ, თუკი სეანსის დროს
ტორტის ნაჭერს ვაძლევ.
გამეცინა.
– აბა, რა. მეც მძიმე პაციენტი ვარ?
ინდირას გაეცინა.
– არა, თუმცა ეს ხრიკი მძიმე თანამშრომლებზეც მშვენივ-
რად მუშაობს, რომლებსაც თქვენ, რასაკვირველია არ მი-
ეკუთვნებით. ცოტა შაქარი უგუნებობის უებარი წამალია. ად-
რე სასადილოსთვის ნამცხვრებს ვაცხობდი, შემდეგ კი სტეფა-
ნიმ ერთი ამბავი ატეხა, თითქოს ჯანმრთელობისა და უსაფ-
რთხოების წესები საჭმლის გარედან შემოტანას კრძალავს.
სისულელეა და მეტი არაფერი. თითქოს აქ ნამცხვრებით ვვაჭ-
რობდე. ტკბილეულს ჩუმ-ჩუმად მაინც ვაცხობ. მის დიქტატუ-
რას ამგვარად ვეწინააღმდეგები. გასინჯეთ.
ეს ბრძანება უფრო იყო, ვიდრე თხოვნა. მოვკბიჩე. მარ-
თლაც გემრიელი აღმოჩნდა, ნოყიერი, ნიგვზით დატენილი,
ტკბილი. პირი გამოვსებული მქონდა, ამიტომ ხელი ავიფარე
და ისე ვუთხარი:
– მგონი, ეს თქვენს პაციენტებს ნამდვილად კარგ ხასიათზე
დააყენებს.
ინდირამ გაიღიმა და კმაყოფილი სახე მიიღო. მივხვდი რა-
ტომაც მომეწონა – დედობრივ სიმშვიდეს ასხივებდა.
ჩემი ძველი თერაპევტი, რუთი მომაგონა. რთული იყო გაბ-
რაზებული ან გაღიზიანებული რუთის წარმოდგენა.
81
სანამ ჩაის ამზადებდა, ოთახში მიმოვიხედე. საექთანო, სა-
ერთოდ, ნებისმიერი განყოფილების ცენტრად, მის გულად
ითვლება: პერსონალი სულ აქ დაფუსფუსებს. ეს ის ადგილია,
საიდანაც განყოფილება ყოველდღიურად იმართება და უმნიშ-
ვნელოვანესი პრაქტიკული საკითხები წყდება. „აკვარიუმი“
ექთანების შერქმეული სახელი იყო, რადგან კედლები არმი-
რებული მინისგან იყო, ეს პერსონალს მოსასვენებელ ოთახში
მყოფი პაციენტების დანახვას უადვილებდა. ყოველ შემთხვე-
ვაში, თეორიულად ასე იყო. პრაქტიკაში კი პირიქით გამოდი-
ოდა, პაციენტები ჩერდებოდნენ და შიგნით იხედებოდნენ, ასე
რომ, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჩვენ უფრო ვიყავით. ძა-
ლიან მცირე სივრცე იყო, არასაკმარისი სკამებით, რომლებ-
ზეც ძირითადად ექთანები ისხდნენ და შენიშვნებს ბეჭდავ-
დნენ. ასე რომ, ოთახის შუაში დგომა ან მაგიდაზე ჩამოყ-
რდნობა გიწევდათ, რაც იქაურობას გადატვირთულობის შეგ-
რძნებას სძენდა, რამდენი ადამიანიც უნდა ყოფილიყო.
– აი, გამომართვი, საყვარელო. – ინდირამ ჩაის ჭიქა გამო-
მიწოდა.
– გმადლობთ.
კრისტიანი შემოვიდა და თავი დამიქნია. მენთოლის კევის
სუნი ასდიოდა, სულ ღეჭავდა. მახსოვს ბროდმურში მუშაობი-
სას ბევრს ეწეოდა, ერთადერთი რამ იყო, რაც გვაერთიანებ-
და. მას შემდეგ კრისტიანი ბროდმურიდან წამოვიდა, ცოლი
მოიყვანა და პატარა გოგონა გაუჩნდა. ძალიან მაინტერესებ-
და, მისგან როგორი მამა დადგა. განსაკუთრებული თანაგ-
რძნობით არასდროს გამოირჩეოდა.
ცივად გამიღიმა.
– უცნაურია ისევ შენი ნახვა, თეო.
– სამყარო პატარაა.

82
– ფსიქიატრიულად თუ მივუდგებით, ნამდვილად ასეა. –
კრისტიანმა ალბათ ის იგულისხმა, რომ სხვა ინტერესებიც
ჰქონდა. შევეცადე წარმომედგინა, მაინც რას გულისხმობდა,
რადგან მხოლოდ სპორტდარბაზში და რაგბის მოედანზე წარ-
მომედგინა.
კრისტიანი რამდენიმე წამს თვალს არ მაშორებდა. სრული-
ად დამავიწყდა პაუზების გაკეთების მისეული ჩვევა, ხშირ შემ-
თხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი პაუზებისაც, გაიძულებდა მო-
გეცადა, სანამ პასუხს მოიფიქრებდა. ამან აქ ისევე გამაღიზი-
ანა, როგორც ბროდმორში.
– საკმაოდ შეუფერებელ დროს გვიერთდები, – როგორც
იქნა, დაილაპარაკა. – გროუვის თავზე დამოკლეს მახვილი
ჰკიდია.
– შენი აზრით, მდგომარეობა ამდენად მძიმეა?
– მხოლოდ დროის ამბავია. ადრე თუ გვიან მმართველი
კომპანია მაინც დაგვკეტავს. აქედან იბადება შეკითხვა: შენ აქ
რა გინდა?
– რას გულისხმობ?
– საერთოდ, ვირთხები ჩასაძირად განწირულ გემს ტოვე-
ბენ. ზევით კი არ ამოდიან.
კრისტიანის დაუფარავმა აგრესიამ გამაოგნა, მაგრამ გა-
დავწყვიტე არ ავყოლოდი. მხრები ავიჩეჩე.
– შეიძლება, მაგრამ ვირთხა არ ვარ.
სანამ რაიმეს მიპასუხებდა, ხმამაღალი ბრახუნი გაისმა,
ყველა ადგილზე შევხტით. მინის მეორე მხარეს ელიფი იდგა
და გამჭვირვალე კედელს მუშტებს ურტყამდა. მინაზე მიბჯენი-
ლი ცხვირმოქცეული სახით საშინელი შესახედავი იყო.
– ამ ნაგავს აღარ მივიღებ. ჭირივით მეზარება, ეს სირული
აბები... კრისტიანმა მინაში გამოჭრილი სარკმელი გამოაღო
და დაუძახა.
83
– ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის, ელიფ.
– გეუბნები, აღარ მივიღებ, ცუდად მხდის.
– ამაზე საუბარს არ ვაპირებ. შეხვედრაზე ჩაეწერეთ და იქ
განვიხილოთ. ახლა კი, თუ შეიძლება მინას მოშორდით.
ელიფმა შეიცადა, შემდეგ მინას მოშორდა და ორთქლის
მსუბუქი კვალი დატოვა იმ ადგილას, სადაც ცხვირი ჰქონდა
მიბჯენილი.
– ხასიათიც ამას ჰქვია, – ჩავილაპარაკე ჩემთვის.
– საკმაოდ რთული, – წაიბუზღუნა კრისტიანმა.
ინდირამ თავი დაუქნია.
– საბრალო ელიფი.
– რისთვის არის აქ?
– ორმაგი მკვლელობა, – მიპასუხა კრისტიანმა. – დედა და
და მოკლა, ძილში დაახრჩო.
თვალი გავაყოლე. ელიფი სხვა პაციენტებს შეუერთდა,
თავზე წამოადგა. ერთ-ერთმა პაციენტმა ხელში ფული ჩაუკუ-
ჭა, რომელიც ელიფმა მაშინვე ჯიბეში ჩაიდო.
შემდეგ ალისია დავინახე, ოთახის ბოლოს, თავისთვის იჯ-
და და ფანჯარაში იყურებოდა.
კრისტიანმა შენიშნა, რომ მას ვუყურებდი.
– სხვათა შორის, პროფესორ დიომიდისს ალისიაზე ვესა-
უბრე. მინდა ვნახო „რისპერიდონის“ დაბალი დოზა მასზე რო-
გორ იმოქმედებს. ხუთ მილიგრამამდე შევუმცირე.
– გასაგებია.
– ვიფიქრე უნდა გცოდნოდა, როგორც ვიცი, მასთან სეან-
სის ჩატარება სცადე.
– ჰო.
– თვალი არ უნდა მოვაცილოთ, ვნახოთ, ცვლილებაზე რო-
გორი რეაგირება ექნება. და კიდევ, შემდეგში როცა პაციენტე-

84
ბის ჩემეულ მკურნალობაზე რაიმე შენიშვნა გექნება, პირდა-
პირ მე მომმართე, დიომიდისთან ჩუმად მისვლით თავს ნუ შე-
იწუხებ.
თვალებში შემომხედა.
გავუღიმე.
– ჩუმად არც მივსულვარ. შენთან საუბრის წინააღმდეგი სუ-
ლაც არ ვარ, კრისტიან.
ამას უსიამოვნო დუმილი მოჰყვა. კრისტიანმა თავი დააქ-
ნია, თითქოს რაღაც გადაწყვიტა.
– ხვდები, რომ ალისიას მოსაზღვრე პიროვნების აშლილო-
ბა აქვს? მკურნალობას არ ექვემდებარება. დროს ტყუილად
კარგავ.
– საიდან იცი, რომ მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა
აქვს, თუკი ხმას არ იღებს?
– არ უნდა, რომ ამოიღოს.
– ფიქრობ, რომ თავს გვაჩვენებს?
– ჰო, ეგრე მგონია.
– თუ თავს გვაჩვენებს, მაშინ როგორ შეიძლება მოსაზ-
ღვრე პიროვნების აშლილობა ჰქონდეს?
კრისტიანი გაღიზიანებული იყო.
საუბარში ინდირა ჩაერია.
– თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა აღ-
ვნიშნო, რომ არა მგონია, მოსაზღვრე პიროვნების აშლილო-
ბისნაირი ბუნდოვანი ტერმინები რამეში გვეხმარებოდეს. სა-
ერთოდ გამოუსადეგარია. – კრისტიანს გახედა. – მე და კრის-
ტიანი ამ თემაზე ხშირად ვკამათობთ.
– და ალისიაზე რას ფიქრობთ?
ინდირა ჩემს კითხვას ჩაუფიქრდა.
– მის მიმართ დედობრივ გრძნობას უფრო განვიცდი. ჩემი
კონტრგადასვლა სწორედ ეს არის. ჩემში ამას იწვევს. ვინმე
85
ისეთი სჭირდება, ვინც მასზე იზრუნებს. – ინდირამ გამიღიმა.
– და ასეთი ვიღაც უკვე ჰყავს. თქვენ ჰყავხართ, თეო.
კრისტიანმა ხმამაღლა გაიცინა.
– გაუგებრობისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როგორ წარ-
მოგიდგენიათ მისი მკურნალობა, როცა ხმას საერთოდ არ
იღებს?
– თერაპია მარტო საუბარი არ არის, – უპასუხა ინდირამ. –
პირველ რიგში ეს უსაფრთხო გარემოს შექმნაა. კომუნიკაციის
უმეტესობა არავერბალურია, დარწმუნებული ვარ, ეს ჩემზე
უკეთ მოგეხსენებათ.
კრისტიანმა თვალები გადაატრიალა.
– წარმატებები, მეგობარო. ის შენ აუცილებლად დაგჭირ-
დება.

თავი მეოთხე

– გამარჯობა, ალისია, – მივესალმე.


მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა, რაც წამლების დოზა შე-
უმცირეს, თუმცა შედეგი უკვე სახეზე იყო. უფრო თავისუფალი
მოძრაობები და თვალებიც უფრო ცოცხალი ჰქონდა, თითქოს
სულ სხვა ადამიანად ქცეულიყო.
იურისთან ერთად კართან იდგა და თვალებში მიყურებდა,
თითქოს პირველად მხედავდა, მაკვირდებოდა და მაფასებდა.
ძალიან მაინტერესებდა, იმ წუთში რას ფიქრობდა. როგორც
ჩანს, მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვუპირებდი, შიგნით შემო-
ვიდა და უკითხავად დაჯდა.

86
იურის თავი დავუქნიე, ცოტა ხანს მაინც შეიცადა, შემდეგ
კარი დახურა და გავიდა.
ალისიას წინ დავჯექი. მცირე ხანს სიჩუმემ დაისადგურა,
მხოლოდ წვიმის ხმა, ფანჯარაზე მისი წვეთების რაკუნი ისმო-
და.
– თავს როგორ გრძნობთ? – დავარღვიე სიჩუმე.
პასუხი არ გაუცია, ფართოდ გაღებული თვალებით მომჩე-
რებოდა, არც კი ახამხამებდა.
პირი გავაღე და ისევ დავხურე. საუბრით სიცარიელის
ამოვსების სურვილი უნდა დამეძლია. ჩუმად უნდა ვიჯდე და
ალისიასთან კონტაქტი სხვა, არავერბალური გზით დავამყა-
რო: უნდა ვაგრძნობინო, რომ ასე ჩუმად ჯდომა შეიძლება და
რომ არაფერს დავუშავებ, შეუძლია მენდოს. მხოლოდ მისი
ნდობის მოპოვებით მოვახერხებ მის ალაპარაკებას. ამას კი
დრო დასჭირდება, უცებ არაფერი გაკეთდება. პროცესი მყინ-
ვარივით ნელა დაიძრება, მაგრამ აუცილებლად დაიძრება.
ასე, სიჩუმეში ვისხედით. უცებ საფეთქლებმა ფეთქვა და-
მიწყო, ეს თავის ტკივილის პირველი ნიშანი იყო. აშკარა სიმ-
პტომი. რუთი და მისი სიტყვები გამახსენდა: „კარგმა ფსიქო-
თერაპევტმა პაციენტის გრძნობები ადვილად უნდა აღიქვას –
მაგრამ არ უნდა ჩაეჭიდოს – ეს მისი გრძნობები არ არის და
მას არ ეკუთვნის“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ხშირი
ფეთქვა ჩემს თავში, ჩემი ტკივილი კი არა, ალისიასი იყო. მწუ-
ხარების უცაბედი ტალღაც – სიკვდილის დაუოკებელი სურვი-
ლი – ესეც სხვისი, კერძოდ კი ალისიასი იყო. ვიჯექი და მის მა-
გივრად განვიცდიდი, თავი მისკდებოდა, მუცელი მიტრიალებ-
და, თითქოს საათები გავიდა, სინამდვილეში მხოლოდ ორ-
მოცდაათი წუთი, საათზე დავიხედე.
– დღეისთვის საკმარისია.

87
ალისიამ თავი ჩახარა და მუხლებს დააჩერდა. ვყოყმანობ-
დი, მაგრამ თავი მაინც ვერ შევიკავე, ხმას დავუწიე და ისე მივ-
მართე.
– მინდა დაგეხმაროთ, ალისია. უნდა მომენდოთ. სიმარ-
თლე ის არის, რომ მინდა თვალები აგიხილოთ.
ამაზე ალისიამ ამოიხედა და პირდაპირ თვალებში შემომ-
ხედა.
„ვერ დამეხმარებით, – ამბობდნენ მისი თვალები. – თქვენს
თავს შეხედეთ, საკუთარ თავსაც კი ვერ ეხმარებით. თავს აჩ-
ვენებთ, თითქოს ასეთი ბრძენი ხართ და ყველაფერი იცით, სი-
ნამდვილეში კი აქ ჩემს მაგივრად უნდა იჯდეთ. გადარეულო.
თაღლითო. მატყუარავ. მატყუარავ...“
როცა ალისიას ვუყურებდი, მივხვდი, მთელი სეანსის მან-
ძილზე რაც მაწუხებდა. სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია, მაგ-
რამ ფსიქოთერაპევტები ფსიქიკური აშლილობის ადვილად
ამოცნობას სწავლობენ. ქცევიდან დაწყებული, საუბრით და
თვალებში გამომკრთალი ნაპერწკლით დამთავრებული, მა-
შინვე ვამჩნევთ შფოთიან გამოხედვას, შიშს, შეშლილობას.
სწორედ ეს მაღელვებდა, წლების განმავლობაში მკურნალო-
ბის მიუხედავად, იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ჩაიდინა და
გადაიტანა, ალისიას ლურჯი თვალები ზაფხულის ცასავით
სუფთა და კრიალა რჩებოდა. შეშლილი სულაც არ იყო. მაშინ,
რა სჭირდა? რა იკითხებოდა მის თვალებში? რომელი სიტყვა
შეეფერებოდა? მგონი...
სანამ ფიქრს დავასრულებდი, ალისია სავარძლიდან წა-
მოხტა და ჩემკენ გამოექანა, ხელები კლანჭებივით გამოეშვი-
რა. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, გაწევაც კი ვერ მოვასწარი.
იატაკზე დავეცით, მთელი ძალით ზემოდან მომექცა, კეფით
კედელს დავეჯახე. თავზე ხელი მომკიდა და იატაკზე რამდენ-
ჯერმე დამარტყმევინა, შემდეგ სახის დაკაწვრა დამიწყო, თან
88
ხელებსაც მირტყამდა, მთელი ძალის მოკრება დამჭირდა, მი-
სი მძიმე სხეული რომ მომეშორებინა.
მაგიდისკენ გავცოცდი და განგაშის ღილაკს მივწვდი. უკვე
თითის დაჭერას ვაპირებდი, როცა ალისია მეცა და ღილაკი
ხელიდან გამაგდებინა.
– ალისია...
კისერზე თითებს მაგრად მიჭერდა, მთელი ძალით, ღილა-
კისკენ ვიწევდი, მაგრამ დაჭერას ვერ ვახერხებდი. ხელებს კი-
დევ უფრო მაგრად მიჭერდა, უკვე სუნთქვაც მიჭირდა. კიდევ
ერთხელ გავიწიე, ამჯერად მივწვდი და ხელი დავაჭირე.
გამაყრუებელი ხმა მომესმა. ძლივს გავიგონე კარი როგორ
გაიღო, იური შემოვარდა და დახმარება მოიხმო. ალისია მო-
მაშორეს, ხელები გააშვებინეს და ჰაერი ხარბად შევისრუტე.
ალისია ოთხმა მედდამ ძლივს გააკავა. იკრუნჩხებოდა და
ხელებს ბოროტი სულით შეპყრობილივით იქნევდა. ადამიანს
არ ჰგავდა, უფრო ველურ ცხოველს, ურჩხულს. კრისტიანმა
დამაწყნარებელი გაუკეთა და ალისიამ გონება დაკარგა.
როგორც იქნა, სიჩუმემ დაისადგურა.

თავი მეხუთე

– ცოტა აგეწვებათ.
საექთანოში იური ჩემი სისხლიან ნაკაწრების დამუშავებას
აპირებდა. ფლაკონი გახსნა და მარლაზე გადმოაპირქვავა.
ანტისეპტიკის სუნმა სკოლის სამედიცინო კაბინეტი გამახსენა,
რომელსაც ხშირად ვსტუმრობდი, სათამაშო მოედნიდან გა-

89
მოყოლილი გადაყვლეფილი იდაყვებითა და მუხლებით. კარ-
გად მახსოვს სითბოსა და მყუდროების ის შეგრძნება, რომლი-
თაც სკოლის ექთანი ჩემს საბრძოლო იარებს მიმუშავებდა და
მიხვევდა. უცებ ანტისეპტიკის მწველმა ტკივილმა სინამდვი-
ლეში დამაბრუნა, სადაც მიღებული ტრავმები, ოდნავ უფრო
სერიოზული იყო. დავიჭყანე.
– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თავში უშველებელი
ურო ჩამარტყა.
– საშინელი დაჟეჟილობა გაქვთ. ხვალ კოპი დაგაჯდებათ.
ყურადღება უნდა მიაქციოთ. – იურიმ თავი გააქნია. – მარტო
არ უნდა დამეტოვებინეთ.
– ჩემი ბრალია, მე დავიჟინე.
– ეგ მართალია, – წაიბუზღუნა იურიმ.
– გმადლობთ, რომ „ხომ გეუბნებოდიო“ არ მეუბნებით.
ამას ძალიან ვაფასებ.
იურიმ მხრები აიჩეჩა.
– არც მჭირდება, მეგობარო. პროფესორი ისედაც ყველა-
ფერს გეტყვით. თავის კაბინეტში გელოდებათ.
– აჰ.
– თქვენს ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი.
წამოდგომა დავიწყე. იური თვალს არ მაცილებდა.
– არ იჩქაროთ. ცოტა შეიცადეთ. დარწმუნდით იმაში, რომ
არაფერი გაწუხებთ. თავბრუსხვევას ან თავის ტკივილს თუ იგ-
რძნობთ, გამაგებინეთ.
– კარგად ვარ, მართლა.
ეს ასე ნამდვილად არ იყო, მაგრამ თავს იმაზე უკეთ
ვგრძნობდი, ვიდრე გამოვიყურებოდი. სისხლიანი ნაკაწრები
კანზე, დაჟეჟილობები იქ, სადაც ხელებს მიჭერდა, თითებით
ისე მაგრად ჩამფრენოდა, რომ სისხლიც კი გამომივიდა.

90
პროფესორის კაბინეტის კარზე დავაკაკუნე. ჩემს დანახვა-
ზე დიომიდისს თვალები გაუფართოვდა.
– ღმერთო ჩემო. ნაკერების დადება ხომ არ გჭირდებათ?
– არა, არა, რას ამბობთ. კარგად ვარ.
დიომიდისმა ეჭვიანად შემომხედა და შიგნით შემომიძღვა.
– მობრძანდით თეო. დაჯექით.
დანარჩენები უკვე იქ იყვნენ. კრისტიანი და სტეფანი ფეხზე
იდგნენ, ინდირა ფანჯარასთან იჯდა. თავი უხერხულად ვიგ-
რძენი, ისიც გავიფიქრე, რომ სამსახურიდან გამიშვებდნენ.
დიომიდისი მაგიდას მიუჯდა და ჟესტით ერთადერთ ცარი-
ელ სკამზე მიმითითა. ასეც მოვიქეცი. მცირე ხანს არაფერს ამ-
ბობდა, თითებს მაგიდაზე უკაკუნებდა და იმაზე ფიქრობდა თუ
რა ეთქვა, სტეფანიმ დაასწრო.
– სამწუხარო ინციდენტია. ძალიან სამწუხარო. – მე მომიბ-
რუნდა. – მოხარულები ვართ, რომ არაფერი დაგიშავდათ.
თუმცა მომხდარი რიგ კითხვებს აღძრავს. პირველი და უმთავ-
რესი ის არის, ალისიასთან მარტო როგორ აღმოჩნდით.
– ჩემი ბრალი იყო. იურის იქაურობა დავატოვებინე. სრულ
პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.
– რა საფუძველზე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? ვინმე რომ
სერიოზულად დაშავებულიყო...
– გთხოვთ, ზედმეტად დრამატიზებას ნუ დავიწყებთ, – გა-
აწყვეტინა დიომიდისმა. – კარგია, რომ არავინ დაშავებულა.
– ჩემკენ ხელი გამოიშვირა. – რამდენიმე ნაკაწრის გამო ტრი-
ბუნალი არ უნდა მოვუწყოთ.
– არა მგონია, ამ შემთხვევაში ხუმრობა მართებული იყოს,
პროფესორო, – სერიოზული სახით დაილაპარაკა სტეფანიმ.
– ვინ ხუმრობს? – დიომიდისი მე მომიბრუნდა. – სრულიად
სერიოზულად ვლაპარაკობ. თეო, მოგვიყევით რა მოხდა?

91
ვიგრძენი, ყველა როგორ მიყურებდა; მაინც დიომიდისს
მივმართე, თან სიტყვებს ფრთხილად ვარჩევდი.
– თავს დამესხა. აი, რა მოხდა.
– ეგ გასაგებია, მაგრამ რატომ? ეს რა, უმიზეზოდ მოხდა?
– დიახ. ყოველ შემთხვევაში გაცნობიერებულად.
– და გაუცნობიერებლად?
– სავსებით ნათელია, რომ ალისია რაღაც გაგებით ჩემზე
რეაგირებდა. დარწმუნებული ვარ ეს იმას აჩვენებს, თუ რამ-
დენად აუცილებელია მისთვის კომუნიკაცია.
კრისტიანს გაეცინა.
– ამას კომუნიკაციას ეძახი?
– დიახ, ვეძახი. ბრაზი ურთიერთობის საკმაოდ ძლიერი სა-
შუალებაა. სხვა პაციენტებს – ზომბებს, რომლებიც აქეთ-იქით
უმიზნოდ დაეხეტებიან – ფარ-ხმალი დაყრილი აქვთ. ალისიას
კი – არა. მისი დღევანდელი თავდასხმა იმის მაჩვენებელია,
რასაც პირდაპირ არ ამბობს – ტკივილის, სასოწარკვეთილე-
ბის და ტანჯვის. ჩემთვის იმის თქმას ცდილობდა, რომ ფარ-
ხმალი არ დამეყარა. ჯერ არა.
კრისტიანმა თვალები გადაატრიალა.
– პირდაპირ, ყოველგვარი ლირიკული გადახვევების გა-
რეშე თუ ვიტყვით, ალისიას დოზა შეუმცირეს და ჭკუიდან შე-
იშალა. – დიომიდისს მოუბრუნდა. – ხომ გაფრთხილებდით,
პროფესორო, რომ ასე მოხდებოდა, რომ დოზის დაწევა არ შე-
იძლებოდა.
– მართლა კრისტიან? – ვერ მოვითმინე. – მეგონა ეს შენი
იდეა იყო.
მხოლოდ თვალები დამიბრიალა. მეგონა ნამდვილი ფსი-
ქიატრი იყო. გეტყვით რასაც ვგულისხმობ, ფსიქიატრები ფსი-
ქოდინამიკურ აზროვნებას ეყრდნობიან. უპირატესობას ბი-
ოლოგიურ, ქიმიურ და ყველაზე მეტად პრაქტიკულ მიდგომას
92
ანიჭებენ, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ის აბები იყო,
რომლებსაც ალისიას საჭმლის დროს ასმევდნენ. კრისტიანის
არამეგობრული, მკაცრი მზერა იმის მანიშნებელი გახლდათ,
რომ ვერაფრით დამეხმარებოდა.
სამაგიეროდ, დიომიდისი უფრო ჩაფიქრებული მიყურებდა.
– ანუ ამან თქვენზე არ იმოქმედა, თეო?
თავი გავაქნიე.
– პირიქით, მხნეობა შემმატა.
დიომიდისმა თავი კმაყოფილმა დააქნია.
– კარგია. თქვენზე მისი ასეთი რეაქცია ყურადღებას ნამ-
დვილად იმსახურებს. მიმაჩნია, რომ მკურნალობა უნდა გააგ-
რძელოთ.
სტეფანიმ თავი ვერ შეიკავა.
– არავითარ შემთხვევაში, გამორიცხულია.
დიომიდისმა საუბარი ისე განაგრძო, თითქოს მისი ნათქვა-
მი არც შეუნიშნავს.
– გგონიათ, რომ მის ალაპარაკებას შეძლებთ?
სანამ რამეს ვიტყოდი, ჩემ უკან ხმა გაისმა.
– დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოუვა.
ინდირა იყო. სრულიად გადამავიწყდა მისი იქ ყოფნა.
– ჩემი აზრით, ალისიამ უკვე საუბარი დაიწყო, – განაგრძო
ინდირამ. – თეოს საშუალებით გვეკონტაქტება, ის მისი ადვო-
კატია. ეს უკვე ხდება.
დიომიდისმა თავი დაუქნია. რაღაცაზე ფიქრობდა. ვიცოდი,
რაც ჰქონდა ჩაფიქრებული – ალისია ბერენსონი ცნობილი პა-
ციენტი და მმართველი კომპანიის წინააღმდეგ მიმართული
საკმაოდ ძლიერი იარაღი იყო. თუ მასთან რამე წარმატებულ
შედეგს მივაღწევდით, კიდევ უფრო მეტი შანსი მოგვეცემოდა,
რომ „გროუვი“ დახურვისგან გვეხსნა.

93
– შედეგები რამდენ ხანში გვექნება? – მკითხა დიომიდის-
მა.
– ამაზე ვერ გიპასუხებთ. ეგ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. იმ-
დენ დროს წაიღებს, რამდენიც დასჭირდება. ექვს თვეს. ერთ
წელს. შეიძლება მეტსაც. შესაძლოა ამას წლები დასჭირდეს.
– ექვს კვირას გაძლევთ.
სტეფანი წინ გამოვიდა და მკერდზე ხელები გადაიჯვარედი-
ნა.
– ამ განყოფილების მმართველი მე ვარ და არ შემიძლია...
– მე კი „გროუვის“ კვლევების ხელმძღვანელი ვარ. და ეს
ჩემი გადაწყვეტილებაა. არა თქვენი. ყველა შესაძლო ტრავმა-
ზე, რომელიც ჩვენმა მრავალტანჯულმა ფსიქოთერაპევტმა
შეიძლება გამოცადოს, მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე
ვიღებ. – დიომიდისმა თვალი ჩამიკრა.
სტეფანის არაფერი უპასუხია. ჯერ პროფესორს გახედა,
შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა. შეტრიალდა და კაბინეტი-
დან გავიდა.
– ო, ჩემო მეგობარო, – თქვა დიომიდისმა. – მგონი სტეფა-
ნის სახით დიდი მტერი გაიჩინეთ. რა უიღბლობაა. – ინდირას
ღიმილით გახედა, შემდეგ ისევ დასერიოზულდა. – ექვსი კვი-
რა. ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ. გასაგებია?
დავეთანხმე, სხვა რა გზა მქონდა.
– ექვსი კვირა.
– შევთანხმდით.
კრისტიანი წამოდგა, აშკარად გაღიზიანებული.
– ალისია არც ექვს კვირაში და არც სამოც წელში არ და-
ილაპარაკებს. დროს ტყუილად კარგავთ.
და კაბინეტი დატოვა.

94
ძალიან მაინტერესებდა, რატომ იყო კრისტიანი ჩემს წარუ-
მატებლობაში ასე დარწმუნებული. თუმცა ამან წარმატების მი-
საღწევად კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა.

თავი მეექვსე

სახლში დაღლილი მივედი. შემოსასვლელში სინათლის


ჩამრთველს ხელი მექანიკურად მივაჭირე, მაგრამ არ აინთო.
ნათურა იყო გადამწვარი. დიდი ხანია მის შეცვლას ვაპირებ-
დით, მაგრამ გვავიწყდებოდა.
მაშინვე მივხვდი, რომ ქეთი სახლში არ იყო. სიჩუმე იდგა.
ძალიან ხმაურიანი არასდროს ყოფილა, უბრალოდ ხმაური
მუდამ თან სდევდა – ტელეფონზე საუბრისას, როლების გადა-
მეორებისას, ფილმების ყურებისას, სიმღერისას და ჩემთვის
აქამდე უცნობი ჯგუფების მოსმენისას. მაგრამ ახლა მთელ ბი-
ნაში სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო. დავუძახე. ესეც
ჩვევა გახლდათ ან ნამუსი არ მიშვებდა, მინდოდა დავრწმუნე-
ბულიყავი, რომ მარტო ვარ, სანამ რამე ცოდვას ჩავიდენდი.
– ქეთი?
არანაირი პასუხი.
ხელის ცეცებით გავიკვლიე გზა, სასტუმრო ოთახში შევედი
და სინათლე ავანთე.
ოთახმა კიდევ ერთხელ მიიქცია ჩემი ყურადღება, როგორც
ეს ახალი ავეჯის შემთხვევაში ხდება ხოლმე, სანამ არ მიეჩვე-
ვი ახალ სკამებს, ახალ ფარდებს; ახალ ფერებს, წითელსა და

95
ყვითელს, შავისა და თეთრის მაგივრად. მაგიდაზე ვარდისფე-
რი შროშანების – ქეთის საყვარელი ყვავილების – ლარნაკი
იდგა. მათი მძაფრი სურნელი ოთახს კიდევ უფრო მეტად ხუ-
თავდა.
რა დრო იყო? ცხრის ნახევარი. ქეთი სად არის? რეპეტიცი-
აზე? თეატრში „ოტელოს“ ახალ ვარიანტს დგამდნენ, რო-
მელსაც „შექსპირის სამეფო კომპანია“ პროდიუსირებდა და
საქმეები არცთუ ისე კარგად მისდიოდათ. უსასრულო რეპეტი-
ციები მსახიობებს ღლიდა. ქეთი ჩვეულებრივზე მეტად დაღ-
ლილი, ფერმკრთალი და გამხდარი მეჩვენებოდა. წამდაუწუმ
ცივდებოდა. „ჯანდაბა, თავს სულ დაავადებულად ვგრძნობ, –
ამბობდა ქეთი. – ერთიანად გამოფიტული ვარ“. მართლაც ასე
იყო; რეპეტიციებიდან უფრო და უფრო გვიან ბრუნდებოდა, სა-
შინლად გამოიყურებოდა, ნახევრად ეძინა და მოსვლისთანა-
ვე ლოგინზე ვარდებოდა. ალბათ კიდევ რამდენიმე საათი არ
დაბრუნდება. გადავწყვიტე გამერისკა.
სამალავიდან მოსაწევის ქილა გამოვიღე და გახვევა და-
ვიწყე.
მარიხუანას უნივერსიტეტში მივეჩვიე. პირველად პირველ
კურსზე გავსინჯე, მახსოვს ახალწვეულებისთვის გამართულ
წვეულებაზე მარტო ვიყავი, ზედმეტად მორიდებული იმის-
თვის, რომ ვინმეს გამოვლაპარაკებოდი. უკვე გაპარვას ვაპი-
რებდი, როცა გვერდით მდგომმა გოგომ რაღაც შემომთავაზა.
სიგარეტი მეგონა, სანამ მისი კვამლის სასიამოვნო არომატი
არ მეცა. მორიდებულობის გამო უარი ვერ ვუთხარი და მოსა-
წევი პირთან მივიტანე. ცუდი შეხვეული იყო და ცალ მხარეს
უკვე გახსნა დაეწყო. მეორე მხარე სველი და ტუჩსაცხიანი
იყო. სიგარეტისგან განსხვავებული გემო ჰქონდა – უფრო
მდიდრული და ეგზოტიკური. სქელი კვამლი გადავყლაპე და

96
ხველება შევიკავე. თავიდან ფეხებში მხოლოდ ოდნავი სიმსუ-
ბუქე ვიგრძენი. სექსის არ იყოს, მარიხუანაზეც გადაჭარბებუ-
ლად ლაპარაკობენ-თქო, გავიფიქრე. შემდეგ კი – წუთის თუ
უფრო დიდი ხნის მერე – რაღაც მოხდა. რაღაც წარმოუდგენე-
ლი. ბედნიერების დიდმა ტალღამ გადამიარა. დაძაბულობა
სადღაც გაქრა, თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი, უფრო თავისუფ-
ლად და მოდუნებულად. მას შემდეგ პლანს ყოველდღე ვეწევი.
ჩემი საუკეთესო მეგობარი, შთაგონების წყარო და ნუგეშის-
მცემელი გახდა. გახვევის, დანერწყვის და მოკიდების უსასრუ-
ლო რიტუალი. შესახვევი ქაღალდის შრიალის გაგონებაც საკ-
მარისი იყო, რომ უკვე კაიფის შეგრძნების მოლოდინში ვიყა-
ვი.
დამოკიდებულების წარმოშობაზე ბევრი თეორია არსე-
ბობს. ეს შეიძლება გენეტიკური იყოს, შეიძლება ქიმიური, ან
ფსიქოლოგიური. მაგრამ მარიხუანა არა მარტო მამშვიდებდა,
ჩემს ემოციებსაც ცვლიდა. თავი პატარა ბავშვი მეგონა. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერ ტკივილს მიქრობდა.
დედის მიერ ბავშვის ტკივილთან გამკლავების უნარის აღ-
საწერად, ფსიქოანალიტიკოსმა უ. რ. ბაიონმა ტერმინი „კონ-
ტეინირება“ შემოიღო. დაიმახსოვრეთ, ყრმობის ასაკი, ბედ-
ნიერების კი არა, შიშის პერიოდია. ახალდაბადებულები უცნა-
ური, გაუგებარი სამყაროს ტყვეებია, წესიერად ვერც ხედავენ,
ჩვენი სხეულის დანახვაც კი აოცებთ, ქარი, სიცივე, კუჭის მოქ-
მედებაც კი აშინებთ და ძლიერ ემოციებს აღუძრავთ. დედა
სჭირდებათ, რომ დაამშვიდოს და ამ ყველაფრის გაგებაში და-
ეხმაროს. დედა იმაში ეხმარებათ, რომ ფიზიკურ და ემოციურ
მდგომარეობასთან გამკლავება ისწავლონ. თუმცა ადამიანის
მიერ ემოციებთან დამოუკიდებლად გამკლავების უნარი იმა-
ზეა დამოკიდებული, რამდენად გამოუვიდა დედას „კონტეინე-
რის“ ფუნქციის შეთავსება, რაც მის დედაზეა დამოკიდებული
97
– თუ დედამისი არასდროს დახმარებია, როგორ მოახერხებს
შვილისთვის იმის სწავლებას, რაც თავად არ იცის? ის, ვისაც
მსგავსი რამ არასდროს გამოუცდია, მთელი ცხოვრების მან-
ძილზე სტრესის ქვეშაა. ამ შეგრძნებებს ბაიონმა „უსახელო
შიში“ დაარქვა. ისინი, ვინც ამით იტანჯებიან, ემოციურ მხარ-
დაჭერას სულ სხვა, გარე წყაროებისგან ეძებენ. მათ ძალიან
უყვართ ერთი ჭიქის გადაკვრა ან ერთი ნაფაზის დაკვრა, რომ
დაძაბულობა მოიხსნან, სწორედ აქედან მომდინარეობს ჩემი
დამოკიდებულება მარიხუანაზე.
თერაპიის დროს მარიხუანაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობდი.
თავის განებებას ნამდვილად არ ვაპირებდი და მიკვირდა, მი-
სი გადაგდების პერსპექტივა ასე რატომ მაშინებდა. რუთმა
მითხრა, რომ იძულებასა და ძალდატანებას კარგი არაფერი
მოჰქონდა და იმის მაგივრად, რომ საკუთარი თავისთვის ძა-
ლა დამეტანებინა, ჯობდა იმის აღიარებით დამეწყო, რომ მას-
ზე დამოკიდებული ვარ და არ მინდა, ან არ შემიძლია თავის
განებება. მისი აზრით, სანამ მარიხუანა მეხმარება, გადაჩვე-
ვას ვერ შევძლებ და როცა მისი აუცილებლობა გაქრება, სულ
ადვილად გადავაგდებ.
რუთი მართალი აღმოჩნდა, როცა ქეთის შევხვდი და შემიყ-
ვარდა, მარიხუანამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. კაიფს სიყ-
ვარულით ვიღებდი და კარგი განწყობის ხელოვნურად გამოწ-
ვევა საერთოდ არ მჭირდებოდა. ძალიან გამიმართლა, ქეთი
რომ არ ეწეოდა. მარიხუანის მწეველები მისი აზრით, სუსტი
ნებისყოფის ზარმაცები იყვნენ და შენელებულ ტემპში ცხოვ-
რობდნენ – უჩხვლეტ, ისინი კი „ვაის“ ექვსი დღის შემდეგ ამ-
ბობენ. პლანის მოწევა იმ დღიდან შევწყვიტე, ქეთი რომ ჩემ-
თან გადმოვიდა. და – როგორც რუთმა იწინასწარმეტყველა –
როგორც კი ბედნიერება და სიმშვიდე ვიგრძენი, მოწევასაც
ადვილად გადავეჩვიე.
98
შეიძლება მეტჯერ არც არასდროს მომეწია, ქეთისთან ერ-
თად მისი მეგობრის, ნიკოლის გამოსამშვიდობებელ წვეულე-
ბაზე რომ არ წავსულიყავით, ნიკოლი ნიუ-იორკში გადადი-
ოდა. ქეთი მისმა მსახიობმა მეგობრებმა გაიტაცეს და მე მარ-
ტო დავრჩი. უცებ, ვარდისფერსათვალიანი დაბალი კაცი მო-
მიახლოვდა და რაღაც გამომიწოდა.
– გინდა?
უკვე უარის თქმას ვაპირებდი, როცა რაღაცამ შემაჩერა.
არც კი ვიცი, რამ. წამიერმა სისუსტემ? თუ ქეთის გამწარების
ქვეცნობიერმა სურვილმა იმისთვის, რომ ამ საშინელ წვეულე-
ბაზე ძალით მომიყვანა და შემდეგ მარტო დამტოვა? მიმოვი-
ხედე, არსად ჩანდა. „ერთი ამისიც“, – გავიფიქრე, მოსაწევი
ტუჩებთან მივიტანე და გავაბოლე.
აი, ასე დავუბრუნდი იმ ადგილს, საიდანაც დავიწყე, თით-
ქოს არც შემიწყვეტია. მთელი ამ დროის მანძილზე ჩემი მიდ-
რეკილება მშვიდად მელოდებოდა. ქეთისთვის არაფერი მით-
ქვამს, უბრალოდ, თავიდან ამოვიგდე. სინამდვილეში, შესა-
ფერის მომენტს ველოდებოდი და ექვს კვირაში ისიც გამოჩ-
ნდა, ქეთი ნიკოლის სანახავად ნიუ-იორკში წავიდა. მის გარე-
შე თავი მარტოდ და მოწყენილად ვიგრძენი და ცდუნებას ავ-
ყევი. მარიხუანით მოვაჭრეს აღარ ვიცნობდი, ასე რომ, ის გა-
ვაკეთე, რასაც სტუდენტობისას ვაკეთებდი, კემპდენის ბაზარ-
ში წავედი.
როგორც კი სადგურიდან გამოვედი, მაშინვე მარიხუანის
სუნი მეცა, სავაჭრო დახლებიდან მომავალი საკმევლისა და
შემწვარი ხახვის სუნთან ერთად. ხიდთან მივედი და კემპდენ-
ლოქთან გავჩერდი. ასე ვიდექი, ტურისტებისა და მოზარდების
უსასრულო ნაკადში.

99
ხალხი შევათვალიერე. მარიხუანით მოვაჭრეები არსად
ჩანდნენ, ადრე აქ იდგნენ და მოსაწევს გთავაზობდნენ. რამდე-
ნიმე პოლიციელი შევნიშნე, ღია ყვითელ ქურთუკებში, ხიდი-
დან სადგურამდე მოძრაობდნენ და იქაურობას ამოწმებდნენ.
– მოსაწევს ეძებ, მეგობარო?
ქვემოთ ჩავიხედე და პატარა კაცი დავინახე. თავიდან ბავ-
შვი მეგონა, გამხდარი და თხელი იყო. მაგრამ შემდეგ დავაკ-
ვირდი და ნაოჭებით დაღარული სახე დავინახე, ადრეულად
დაბერებულ ბავშვს ჰგავდა. წინა ორი კბილი აკლდა და საუბ-
რისას სტვენისმაგვარ ბგერებს გამოსცემდა.
– მოსაწევს ეძებ? – გაიმეორა მან.
თავი დავუქნიე.
თავით მანიშნა, გავყოლოდი. ხალხში გაძვრა, კუთხეში შე-
უხვია და უკანა ქუჩაში გავიდა. ძველ პაბში შევიდა, მეც შევყე-
ვი. შიგნით არავინ იყო, ბინძურსა და ჩაბნელებულ შენობაში,
ნარწყევისა და ძველი სიგარეტის კვამლის სუნი იდგა.
– ლუდი შემიკვეთე, – ბარისკენ ხელი გაიქნია. იმდენად
დაბალი იყო, რომ დახლსაც ვერ სწვდებოდა.
ნახევარი პინტა უხალისოდ ვუყიდე და კუთხეში მდგომი მა-
გიდისკენ წავედით. მის წინ დავჯექი. მალულად მიმოიხედა და
მაგიდის ქვემოდან ცელოფანში გახვეული პატარა პაკეტი
გადმომცა. ფული მივეცი.
სახლში დავბრუნდი და პაკეტი გავხსენი, უკვე შეგუებული
ვიყავი, რომ შიგნით არაფერი იქნებოდა, თუმცა ცხვირში მა-
შინვე ნაცნობი სუნი მეტაკა. შიგნით პატარა მომწვანო-მოყვი-
თალო ფურცლები იდო. გული ისე ამიჩქარდა, თითქოს დიდი
ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი; მგონი მართლაც ასე იყო.
მას შემდეგ, როგორც კი ბინაში რამდენიმე საათით მაინც
მარტო დავრჩებოდი და თან ზუსტად ვიცოდი, რომ ქეთის და-
აგვიანდებოდა, მაშინვე მოსაწევს ვახვევდი.
100
იმ ღამით, სახლში დაღლილი როცა მივედი და ქეთი რეპე-
ტიციაზე წასული დამხვდა, მაშინვე მოსაწევი გავახვიე. აბაზა-
ნაში ფანჯარა გავაღე, რომ კვამლი გასულიყო. ზედმეტად ბევ-
რი მოვწიე და ძალიან ჩქარა, ამიტომ სწრაფად წამიღო,
მთლიანად გამთიშა. ისეთი დაბოლილი ვიყავი, რომ ძლივს
დავდიოდი. შემდეგ კვალის წაშლის ჩვეული რიტუალი გავია-
რე – ჰაერის გაწმენდა, კბილების გახეხვა, შხაპის მიღება –
სასტუმრო ოთახში დავბრუნდი და დივანზე დავეცი.
ტელევიზორის პულტი მოვიძიე, მაგრამ ვერ ვიპოვე. შემ-
დეგ ჟურნალების მაგიდაზე ქეთის გაღებული ლეპტოპისკენ
გავიხედე და დავინახე, რომ იქ იყო, მისკენ გავიწიე, მაგრამ
ისეთი დაბოლილი ვიყავი, ლეპტოპი გადმოვაგდე. კომპიუტე-
რი თავის ადგილზე დავაბრუნე და გავხსენი, ეკრანმა გამოიღ-
ვიძა. ქეთის ფოსტა დარჩენოდა გახსნილი. რაღაც მიზეზით
ფოსტას თვალი ვერ მოვაცილე, თითქოს დამაჰიპნოზეს,
თვალს ვერ ვაშორებდი. სანამ რამეს მივხვდებოდი, თვალში
წერილების სათაურში ყველაზე განმეორებადი ორი სიტყვა –
„სექსუალური“ და „ძუკნა“ მომხვდა, რომლებიც ვიღაც ცუდი-
ბიჭი 22-სგან იყო.
ნეტა გავჩერებულიყავი. ნეტა ავმდგარიყავი და წავსული-
ყავი, მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ.
ყველაზე ახალ წერილზე დავაწკაპუნე და გავხსენი:
თემა: პას: პატარა მის ძუკნა
ვისგან: ქეითრამა-1
ვის: ცუდიბიჭი22
ავტობუსში ვზივარ. უზომოდ მინდიხარ. შენი სუნი ამდის.
თავი ბოზი მგონია! გკოცნი
გაგზავნილია „აიფონიდან“
----------------------------------------------------------
თემა: პას: პას: პას: პატარა მის ძუკნა
101
ვისგან: ცუდიბიჭი22
ვის: ქეითრამა-1
ბოზო! ლოლ. მოგვიანებით შევხვდეთ? რეპეტიციის შემ-
დეგ?
-----------------------------------------------------------
თემა: პას: პას: პას: პას: პას: პატარა მის ძუკნა
ვისგან: ცუდიბიჭი22
ვის: ქეითრამა-1
კარგი. ვნახოთ, როდის გავთავისუფლდები. მოგწერ.
------------------------------------------------------------
თემა: პას: პას: პას: პას: პატარა მის ძუკნა
ვისგან: ქეითრამა-1
ვის: ცუდიბიჭი22
კარგი. 8:30-ზე? 9-ზე? XX
გაგზავნილია „აიფონიდან“
-----------------------------------------------------------
ლეპტოპი მუხლებზე დავიდე და მივაჩერდი. არ ვიცი, ასე
რამდენ ხანს ვიჯექი. ათ წუთს? ოც წუთს? ნახევარ საათს? შეიძ-
ლება მეტხანსაც. დროის შეგრძნება დავკარგე.
შევეცადე ის გადამეხარშა, რაც ახლახან წავიკითხე, მაგ-
რამ ისეთი დაბოლილი ვიყავი, საერთოდ ვერ ვფიქრობდი. წე-
რილები მართლა წავიკითხე თუ ყველაფერი მეჩვენებოდა?
იქნებ ხუმრობა იყო, რომელსაც მოსაწევის გამო ვერ ვხვდე-
ბოდი.
თავს ძალა დავატანე და კიდევ ერთი წერილი წავიკითხე.
შემდეგ კიდევ ერთი და ბოლოს ქეთის ყველა მიმოწერა ცუდ-
ბიჭ22-თან. ზოგი წერილი სექსუალური შინაარსის იყო, საკმა-
ოდ უხამსიც. სხვები უფრო გრძელი, აღსარებითი, ემოციური,
ნასვამი უნდა ყოფილიყო და ალბათ გვიან ღამითაც დაწერი-

102
ლი, როცა მე უკვე მეძინა. ჩემი თავი საწოლში მძინარე წარ-
მოვიდგინე, ქეთი კი ამ დროს ვიღაც უცნობს უხამს წერილებს
უგზავნის. უცნობს, რომელთანაც ჟიმაობს.
ამასობაში დაბოლილობამაც გამიარა და დროის მსვლე-
ლობაც ჩვეულ რიტმში აღდგა. თავს საშინლად ფხიზლად
ვგრძნობდი.
მუცელში ტკივილმა დამიარა. ლეპტოპი დავაგდე და აბაზა-
ნაში გავვარდი.
უნიტაზთან მუხლებზე დავეცი და ამოვარწყიე.

თავი მეშვიდე

– ამჯერად ყველაფერი განსხვავებულადაა, – ვთქვი.


არავის უპასუხია.
ალისია ჩემ წინ სავარძელში იჯდა, ფანჯრისკენ ოდნავ თავ-
მიბრუნებული. არ ინძრეოდა, ხერხემალში ლარივით გასწო-
რებული, ვიოლონჩელოს დამკვრელს ან ჯარისკაცს ჰგავდა.
– იმაზე ვფიქრობ ჩვენი წინა სეანსი როგორც დამთავრდა.
როცა თავს დამესხით და იძულებული გავხდი დახმარება გა-
მომეძახა.
არანაირი პასუხი. შევიცადე.
– ძალიან მაინტერესებს, ამით რა შეამოწმეთ? როგორი
ადამიანი ვიყავი? მგონი მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩემი
შეშინება არცთუ ისე ადვილია. რაც გინდათ მესროლეთ, ყვე-
ლაფერს ავიტან.
103
ალისია გისოსებს მიღმა, ნაცრისფერ ცას უყურებდა. ცოტა
ხანს კიდევ შევიცადე.
– რაღაც უნდა გითხრათ, ალისია. მე თქვენს მხარეზე ვარ.
დიდი იმედი მაქვს, რომ ერთხელაც ამას მიხვდებით. რასაკ-
ვირველია, ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება. ჩემი ფსიქო-
თერაპევტი ამბობდა, რომ სიახლოვე ანალოგიურ გამოცდი-
ლებას მოითხოვს, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი
პასუხების მიღება, ასეთი რამ მაშინვე არ ხდება.
ალისია თავისი გამჭოლი მზერით მომაჩერდა. წუთები გა-
ვიდა. ეს ამტანობის ტესტს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფსიქოთერა-
პიულ სეანსს.
შედეგს ვერ ვაღწევდი. შეიძლება ამდენს ტყუილად ვწვა-
ლობდი. კრისტიანმა სწორად აღნიშნა, რომ ვირთხები დასა-
ღუპავად განწირულ გემს პირველები ტოვებენ. რა ჯანდაბას
ვაკეთებ აქ, ამ გახვრეტილ გემზე, თან ანძაზე მიბმული? დასახ-
რჩობად ვემზადები?
პასუხი ჩემ წინ იჯდა. დიომიდისის სიტყვების არ იყოს, ალი-
სია მდუმარე სირინოზი იყო, რომელიც განსაცდელისკენ მიმა-
ქანებდა.
სასოწარკვეთილება ვიგრძენი. მინდოდა მისთვის მეყვირა:
„თქვით რამე. ნებისმიერი რამ. ხმა ამოიღეთ“.
მაგრამ არაფერი მითქვამს. ამის მაგივრად სეანსის ჩატა-
რების ყველა წესი დავარღვიე, ფრთხილ საუბარს მოვრჩი და
პირდაპირ საქმეზე გადავედი:
– მოდი, თქვენს მდუმარებაზე ვისაუბროთ. რას ნიშნავს...
როგორი გრძნობაა და საერთოდ რატომ შეწყვიტეთ საუბარი.
ალისიას არც შემოუხედავს. ნეტა საერთოდ თუ მისმენდა?
– ახლა თქვენთან ერთად ვზივარ, თავში კი სულ ერთი და
იგივე სურათი მიტრიალებს – ვიღაც მუშტს ჰკბენს, ყვირილის

104
შეკავებასა და ჩახშობას ცდილობს. მახსოვს ფსიქოთერაპევ-
ტთან სიარული როცა დავიწყე, ტირილს ძლივს ვიკავებდი. მე-
შინოდა, რომ თავს ვეღარ მოვერეოდი და ცრემლების ზღვა
წამლეკავდა. ალბათ თქვენც ამას განიცდით. სწორედ ამიტომ
არის მნიშვნელოვანი თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ და მომენ-
დოთ, ამ წყალდიდობის დროს თავი მარტო რომ არ იგრძნოთ
და იცოდეთ, რომ წყალში თქვენთან ერთად ვიქნები. ამას გარ-
კვეული დრო დასჭირდება.
სიჩუმე.
– თავს რელატიურ თერაპევტად განვიხილავ. იცით, ეს რას
ნიშნავს?
ისევ დუმილი.
– ეს ნიშნავს, რომ ფროიდი რაღაცებში ცდებოდა. ფსიქო-
თერაპევტი შეუძლებელია „სუფთა ფურცელი“ იყოს, როგორც
ამბობდა. ჩვენ შესახებ ინფორმაციას დაუფიქრებლად გავ-
ცემთ – ჩემი წინდების ფერით, ან ჯდომით, ან ლაპარაკით.
თქვენთან ჯდომითაც კი ჩემზე ძალიან ბევრი რამის გაგება შე-
იძლება. ჩემი მცდელობის მიუხედავად, თქვენთვის უხილავი
დავრჩე, მაინც გაჩვენებთ, ვინცა ვარ.
ალისიამ ამომხედა. თვალს არ მაშორებდა, ნიკაპი ოდნავ
უთრთოდა. ნუთუ ეს გამოწვევა იყო? ყოველ შემთხვევაში, მი-
სი ყურადღება მივიქციე. სავარძელში კომფორტულად მოვეწ-
ყვე.
– მთავარია, ჩვენ რას ვიზამთ ამასთან დაკავშირებით. შეგ-
ვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ, უარვყოთ და თავი ისე მო-
ვაჩვენოთ, თითქოს ამ სეანსში მთავარი თქვენ ხართ. ან ვაღი-
აროთ, რომ ეს ორმხრივი პროცესია და ასე მუშაობა გავაგ-
რძელოთ. თუ ასე მოვიქცევით, შედეგს აუცილებლად მივაღ-
წევთ.
ხელი ავწიე და საქორწინო ბეჭედი ვაჩვენე.
105
– ეს ბეჭედი რაღაცას გეუბნებათ ხომ ასეა?
ალისიას მზერამ ბეჭდისკენ გადაინაცვლა.
– გეუბნებათ, რომ დაქორწინებული ვარ, რომ ცოლი მყავს.
უკვე თითქმის ცხრა წელია ქორწინებაში ვართ.
არანაირი პასუხი. ისევ ბეჭედს უყურებდა.
– ქორწინებაში თითქმის შვიდი წელი იყავით, ხომ ასეა?
არანაირი პასუხი.
– ცოლი ძალიან მიყვარს. თქვენ ქმარი გიყვარდათ?
ალისიამ სახეში შემომხედა. ერთმანეთს მივაჩერდით.
– სიყვარული ყველანაირ გრძნობას აღძრავს, ხომ ასეა?
კარგსაც და ცუდსაც. ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს. ქეთი ჰქვია,
მაგრამ ზოგჯერ მასზე ვბრაზობ. ხანდახან კი... მისი ატანა არ
მაქვს.
ალისია თვალს არ მაცილებდა; თავი მანქანის ანთებული
ფარების ქვეშ მდგარ კურდღლად ვიგრძენი, ვერ ვინძრეოდი
და ვერც სხვაგან ვიხედებოდი. განგაშის ღილაკი იქვე, მაგი-
დაზე იდო. თავი ძლივს შევიკავე, მისკენ რომ არ გამეხედა.
ვიცოდი, რომ საუბარი არ უნდა გამეგრძელებინა, რომ უნ-
და გავჩუმებულიყავი, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი.
საუბარი განვაგრძე.
– როცა ვამბობ, რომ მისი ატანა არა მაქვს, იმას არ ვგუ-
ლისხმობ, რომ მთელი გულით მეზიზღება. მხოლოდ რაღაც
ნაწილს. ორივე ნაწილის შეკავება უნდა შეგეძლოს. თქვენს
ერთ ნაწილს გაბრიელი უყვარს. მეორე ნაწილს კი სძულს.
ალისიამ თავი გააქნია – არა. სწრაფი, ძლივს შესამჩნევი
მოძრაობა. როგორც იქნა – პასუხი. მღელვარებისგან შემათ-
რთოლა. სეანსი უნდა შემეწყვიტა, მაგრამ ასე არ მოვქცეულ-
ვარ.
– თქვენს რაღაც ნაწილს გაბრიელი სძულდა, – ვთქვი უფ-
რო გაბედულად.
106
ისევ თავის გადაქნევა. თვალები დამიბრიალა. გაბრაზებას
იწყებდა.
– ასეა ალისია, სხვაგვარად არ მოკლავდით.
უცებ ალისია ადგილიდან წამოხტა. მეგონა თავს დამესხმე-
ბოდა. ამის მაგივრად კართან მივიდა და მუშტები დაუშნა.
გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა და იურიმ კარი გა-
აღო. შვებით ამოისუნთქა იმის დანახვაზე, რომ ალისია არ
მახრჩობდა. ალისია გაღებულ კარში გაძვრა და დერეფანში
გაიქცა.
– მშვიდად, ნუ ჩქარობ, საყვარელო. – მიაძახა და ჩემკენ
გამოიხედა. – ყველაფერი რიგზეა? რა მოხდა?
არაფერი ვუპასუხე. იურიმ გაოცებულმა გამომხედა და გა-
ვიდა. მარტო დავრჩი.
„რა იდიოტი ხარ, – დავტუქსე ჩემი თავი. – იდიოტი. ეს რა
ჩაიდინე? ასე არ უნდა მოქცეულიყავი, ჯერ ადრე იყო. არაპ-
როფესიონალურად და საშინლად მოიქეცი. იმის მაგივრად,
რომ მას დაჰკვირვებოდი, შენი პრობლემები თავზე მოახვიე“.
სწორედ ამას გვიკეთებდა ალისია. მისი დუმილი ჩვენს ანა-
რეკლს სარკესავით აჩვენებდა.
და არცთუ ისე კარგი კუთხით.

თავი მერვე

ფსიქოთერაპევტობა საჭირო სულაც არ არის იმის მისახ-


ვედრად, რომ ქეთიმ ლეპტოპი გახსნილად იმიტომ დატოვა –
ყოველ შემთხვევაში ქვეცნობიერად მაინც – რომ უნდოდა მი-
სი ღალატის შესახებ გამეგო.

107
და აი, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. უკვე ვიცოდი, რაც
ხდებოდა.
იმ ღამეს არ დავლაპარაკებივარ, თავი მოვიმძინარე, როცა
დაბრუნდა და დილით მანამდე წამოვედი, სანამ გაიღვიძებდა.
მას გავურბოდი – ჩემს თავსაც გავურბოდი. გაოგნებული ვი-
ყავი. ვხვდებოდი, რომ სიმართლისთვის თვალი უნდა გამეს-
წორებინა და თავი არ დამეკარგა. „თავი ხელში აიყვანე“ – წა-
ვიბურტყუნე მოსაწევის გახვევისას. ღია ფანჯარასთან მოვწიე,
შემდეგ კი ოდნავ დაბოლილი სამზარეულოში გავედი და ღვი-
ნო ჩამოვისხი.
ჭიქა ხელიდან გამიცურდა, მისი დაჭერა ვცადე, მაგრამ მა-
გიდაზე დაიმსხვრა, ხელში მხოლოდ მინის ნატეხები შემრჩა
და თითი გამიჭრა.
ყველაფერი სისხლით შეიღება: ჩემი ხელი, გატეხილი მინა,
მაგიდაზე დასხმული თეთრი ღვინო. ხელსაწმენდის მოხევა და
თითის შეხვევა ვცადე, სისხლდენა რომ შემეჩერებინა. ხელი
მაღლა ავწიე, სისხლის ნაკადი მაჯას ჩამოჰყვა და ვენებივით
განიტოტა.
ქეთიზე გავიფიქრე.
სწორედ ქეთი იყო, რომელსაც გაჭირვების დროს მივმარ-
თავდი – როცა თანაგრძნობა, გამხნევება ან ტკივილის გაყუ-
ჩება მჭირდებოდა. მჭირდებოდა, რომ ჩემზე ეზრუნა. ახლაც
მინდოდა დამეძახა, მაგრამ როგორც კი მასზე გავიფიქრე,
თვალწინ დახურული კარი წარმომიდგა, რომელსაც გასაღე-
ბით ვკეტავდი და მისგან შორს ვრჩებოდი. ქეთი აღარ არსე-
ბობდა – მე ის დავკარგე. ტირილი მინდოდა, მაგრამ არ შემეძ-
ლო, შიგნიდან რაღაც აჩერებდა, დაგროვილი ტალახისა და
ნაგვის გროვა.
– ჯანდაბა, – ვიმეორებდი ისევ და ისევ. – ჯანდაბა...

108
რაღაც მომენტში საათის წიკწიკი დავიჭირე. მომეჩვენა,
რომ ხმამაღლა მუშაობდა. შევეცადე მისთვის ყური მიმეგდო,
არეული ფიქრები როგორმე რომ დამელაგებინა: წიკ-წიკ, წიკ-
წიკ, მაგრამ ხმაური ჩემს თავში უფრო გაძლიერდა. უნდა ეღა-
ლატა, ეს უნდა მომხდარიყო, ეს გარდაუვალი იყო. მისთვის
საკმარისად კარგი არასდროს ვიყავი, უსარგებლო, მახინჯი
არარაობა. მაინც მოვბეზრდებოდი. არ ვიმსახურებ, საერთოდ
არაფერს ვიმსახურებ – ისევ და ისევ მეორდებოდა, ერთ საში-
ნელ აზრს მეორე მოჰყვებოდა და ასე უსასრულოდ.
თურმე, რა ცუდად ვიცნობდი. ამ წერილებმა აჩვენა, რომ
უცნობთან ვცხოვრობდი. მხოლოდ ახლა დავინახე, რაც ხდე-
ბოდა. ქეთის არ გადავურჩენივარ – საერთოდ არავისი გა-
დარჩენა არ შეეძლო. ის გმირი არ იყო, რომლადაც წარმო-
მედგინა, ერთი შეშინებული და გაფუჭებული გოგო იყო, ჩვე-
ულებრივი მატყუარა. ლეგენდა, რომელიც ჩვენზე შევთხზე,
ჩვენს იმედებსა და ოცნებებზე, სიხარულსა და მწუხარებაზე,
მომავლის გეგმებზე; ის, როგორადაც ჩვენი ცხოვრება მეჩვე-
ნებოდა, უსაფრთხო და ძლიერი, ერთ წამში ჩამოიშალა, რო-
გორც ბანქოს სახლი ქარის დაბერვისას.
მაშინვე უნივერსიტეტის ცივი ოთახი გამახსენდა, როცა გა-
ყინული ხელებით „პარაცეტამოლის“ პაკეტებს ვგლეჯდი. ახ-
ლაც მსგავსი გრძნობა დამეუფლა, ერთ ადგილზე მოკუნტვისა
და სიკვდილის. დედაჩემი გამახსენდა. ხომ არ დავურეკო? სა-
სოწარკვეთილს ყველაზე მეტად როცა მჭირდება. წარმოვიდ-
გინე მთრთოლარე ხმით ზარზე როგორ პასუხობდა. ხმის
მთრთოლარება მამაჩემის ხასიათზე იყო დამოკიდებული, ან
კიდევ იმაზე, ნასვამი იყო თუ არა. შეიძლება მომისმინოს კი-
დეც, მაგრამ ცალი თვალი მაინც მამისკენ ექნება, რომ რამე
არ დაუშავოს. რით შეუძლია დამეხმაროს? წყალში გადავარ-
დნილი ერთი ვირთხა მეორეს როგორ დაეხმარება?
109
გარეთ უნდა გავსულიყავი. შროშანებით აყროლებულ ბი-
ნაში უკვე სუნთქვა მეკვროდა. სუფთა ჰაერი მჭირდებოდა.
ბინიდან გამოვედი. ჯიბეებში ხელები ჩავიწყვე და თავჩახ-
რილმა ქუჩებს სწრაფად დავუყევი, არც კი ვიცოდი, სად მივდი-
ოდი. თან ჩვენს ურთიერთობას ვიხსენებდი. ყურადღებით ვაკ-
ვირდებოდი ყველაფერს, უმნიშვნელო წვრილმანებსაც. ვიხ-
სენებდი ჩვენი ჩხუბის მომენტებს, მის უმიზეზო არყოფნებს და
ხშირ დაგვიანებებს. მისი ალერსიანი ბარათებიც არ დამვიწ-
ყებია, რომლებსაც ყველაზე მოულოდნელ ადგილებში ტოვებ-
და, არც – სიტკბოებისა და ნამდვილი სიყვარულის წუთები.
ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო? მთელი ამ ხნის განმავ-
ლობაში თვალთმაქცობდა? საერთოდ, ვუყვარდი?
გამახსენდა მის მეგობრებთან შეხვედრისას ეჭვმა როგორ
დამიარა. ყველანი მსახიობები იყვნენ; საკუთარ თავზე უზო-
მოდ შეყვარებული ხმაურიანი პრანჭიები, განუწყვეტლივ თა-
ვის თავზე და სხვა, ჩემთვის უცნობ ადამიანებზე საუბრობდნენ.
თითქოს სკოლაში დამაბრუნეს, სადაც სათამაშო მოედნის წინ
მარტო ვიდექი და ვუყურებდი, სხვები როგორ თამაშობდნენ.
მაშინ საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ქეთი მათნაირი არ
იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თავს ვიტყუებდი. პირველად
რომ ასეთი მენახა, როცა ბარში ერთმანეთს შევხვდით, ეს რა-
მეს შეცვლიდა? ეჭვი მეპარება. ჩვენს კავშირს ხელს ვერაფერი
შეუშლიდა: როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ ერთმანეთის-
თვის ვიყავით გაჩენილი.
ახლა რაღა ვქნა?
ცხადია ჩემი უკმაყოფილება უნდა ვაგრძნობინო. ვუთხრა,
რომ ყველაფერი ვნახე.
თავიდან ყველაფერს უარყოფს, შემდეგ, როცა მიხვდება,
რომ ამას აზრი არა აქვს, სიმართლეს აღიარებს და მონანიე-
ბას შეეცდება, რის შემდეგაც პატიებას მთხოვს, ხომ ასეა?
110
და ასე რომ არ მოიქცეს? აბუჩად რომ ამიგდოს? დამცინოს,
შეტრიალდეს და მიმატოვოს? მაშინ რა ვქნა?
ჩვენ ორს შორის, ყველაზე მეტად მე ვზარალდები, ეს ხომ
ცხადია. ქეთი აუცილებლად გადარჩება, ხშირად ამბობდა,
რომ ხარივით ძლიერი იყო. თავს ხელში აიყვანს, წარსულზე
მოგონებებს მტვერივით ჩამოიბერტყავს და დამივიწყებს. აი,
მე კი არასდროს დამავიწყდება. რანაირად? მის გარეშე ისევ
ის სიცარიელე და მარტოობა მელოდება. მისნაირს ვერას-
დროს ვიპოვი, ვერასდროს განვიცდი იმ ძლიერ გრძნობას,
რაც ქეთისთან მაკავშირებს. მთელი ჩემი სიყვარულია, ჩემი
ცხოვრება, ნამდვილად არ ვარ მზად მის გასაშვებად. ჯერ არა.
მიუხედავად მისი ღალატისა, მაინც მიყვარდა.
ალბათ ჭკუიდან შევიშალე.
ჩემს თავს ზემოთ მარტოხელა ჩიტმა დაიჩხავლა, რითიც
ძალიან შემაშინა, გავჩერდი და მიმოვიხედე. იმაზე შორს ვი-
ყავი წამოსული, ვიდრე მეგონა. გაოცებული მივხვდი, ფეხებმა
სადაც მიმიყვანა – რამდენიმე ქუჩის იქით, რუთის კარი მოჩან-
და.
ისე, რომ ამაზე არც დავფიქრებულვარ, ჩემ ძველ ფსიქო-
თერაპევტთან მივედი, რაც ადრეც არაერთხელ გამიკეთებია.
ეს იმის მანიშნებელი იყო, რამდენად გაბრაზებული ვიყავი, უკ-
ვე იმაზე ვფიქრობდი, რომ მის კართან მივსულიყავი, ზარი და-
მერეკა და დახმარება მეთხოვა.
და რატომაც არა? – გავიფიქრე უცებ; დიახ, არაპროფესიო-
ნალურად და შეუფერებლად ვიქცეოდი, მაგრამ სასოწარკვე-
თილი ვიყავი და დახმარება მჭირდებოდა. სანამ რამეს გავი-
ფიქრებდი, უკვე რუთის მწვანე კართან ვიდექი და ზარის ღი-
ლაკს ვაჭერდი ხელს.
რამდენიმე წამში ისიც გამოჩნდა. შემოსასვლელში სინათ-
ლე აინთო, კარი ისე გააღო, ჯაჭვი არ მოუხსნია და ღრიჭოში
111
გამოიხედა. დაბერებულა. ალბათ ოთხმოცის მაინც იქნება.
გამხდარა, დაპატარავებულა და წელში მოხრილა. ვარდის-
ფერ ღამის პერანგზე ნაცრისფერი ჟაკეტი მოეხურა.
– დიახ? – ნერვიულად იკითხა მან, – ვინ არის?
– გამარჯობა, რუთ, – სინათლეში შევაბიჯე.
მაშინვე მიცნო და გაოცებული სახე მიიღო.
– თეო? აქ რას... – მზერა მაშინვე ნატკენ თითზე გადაიტანა,
სახვევიდან სისხლი ჟონავდა. – კარგად ხარ?
– არა. შეიძლება შემოვიდე? აუცილებლად უნდა დაგელა-
პარაკოთ.
წამითაც არ შეყოვნებულა, შეწუხებულმა თავი დამიქნია.
– რა თქმა უნდა, შემოდი. – ჯაჭვი მოხსნა და კარი გააღო.
შიგნით შევედი.

თავი მეცხრე

რუთი სასტუმრო ოთახში შემიძღვა.


– ჩაის ხომ არ დალევ?
ოთახი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მახსოვდა – ხალი-
ჩა, მუქი ფერის ფარდები, ბუხარზე შემოდგმული მოწიკწიკე
საათი, სავარძელი, გახუნებული, ლურჯი დივანი.
– მართალი გითხრათ, უფრო მაგარ სასმელზეც არ ვიტყო-
დი უარს.
რუთმა ყურადღებით შემომხედა, მაგრამ არაფერი უთ-
ქვამს. სასმელიც ჩამომისხა, თუმცა ველოდი, რომ უარს მეტ-
ყოდა.

112
ხერესი ჩამოასხა და გამომიწოდა. დივანზე დავჯექი. ალ-
ბათ ჩვევის ბრალი იყო მარცხენა კუთხეში რომ ჩამოვჯექი და
ხელი მოაჯირზე ჩამოვდე, როგორც ამას ფსიქოთერაპიის სე-
ანსისას არაერთხელ ვაკეთებდი. მოაჯირის ქსოვილი მისი
მრავალრიცხოვანი პაციენტების ხელისდებისგან გაცვეთი-
ლიყო.
ხერესი მოვსვი. თბილი, ტკბილი და ოდნავ მსუყე, თუმცა
მაინც ბოლომდე დავლიე, თან რუთის მზერას ვგრძნობდი. იჯ-
და და მიყურებდა; ოცი წლის მანძილზე მასთან თავი უხერხუ-
ლად არასდროს მიგრძნია. სანამ ჭიქა არ დავაცარიელე, სა-
უბარი არ დამიწყია.
– უცნაურია აქ ჭიქა ღვინით ხელში ჯდომა. ვიცი, რომ პაცი-
ენტებს სასმელს არასდროს სთავაზობთ.
– ჩემი პაციენტი აღარ ხარ. მხოლოდ მეგობარი და იმას თუ
გავითვალისწინებთ, როგორც გამოიყურები, მეგობარი ნამ-
დვილად გჭირდება.
– ასე ცუდად გამოვიყურები?
– სამწუხაროდ ასეა და ალბათ სერიოზული მიზეზიც გაქვს,
სხვაგვარად დაუპატიჟებლად არ მოხვიდოდი. თან ღამის ათ
საათზე.
– მართალი ხართ. სხვა გამოსავალი არ მქონდა.
– რა მოხდა, თეო, რა დაგემართა?
– არც კი ვიცი, როგორ გითხრათ და საერთოდ, საიდან და-
ვიწყო.
– თავიდან რომ დაიწყო?
თავი დავუქნიე. ჰაერი ღრმად შევისუნთქე და დავიწყე. ყვე-
ლაფერს მოვუყევი, რაც მოხდა. რომ ისევ მარიხუანის მოწევა
დავიწყე და ამას ჩუმად ვაკეთებდი. როგორ აღმოვაჩინე დაბო-

113
ლილმა ქეთის წერილები და ღალატის შესახებ გავიგე. სწრა-
ფად ვლაპარაკობდი, თითქმის არ ვსუნთქავდი, მინდოდა ყვე-
ლაფერი ამომეთქვა, თითქოს აღსარებას ვაბარებდი.
რუთი მისმენდა და არ მაწყვეტინებდა. ძნელი იყო მის სახე-
ზე რამის ამოკითხვა. ხმა მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო, რაც
თხრობა დავასრულე.
– მომხდარის გამო ძალიან ვწუხვარ, თეო. ვიცი ქეთი შენ-
თვის რასაც ნიშნავს და როგორც გიყვარს.
– დიახ, მიყვარს... – გავჩუმდი, მისი სახელის თქმა ვერ შევ-
ძელი. ხმა ამითრთოლდა. რუთი წამოდგა და ხელსახოცების
ყუთი გამომიწოდა. ადრე, როცა ამას აკეთებდა, ძალიან
ვბრაზდებოდი; იმაში ვადანაშაულებდი, რომ ჩემს ატირებას
ცდილობდა. ამას წარმატებით ახერხებდა. მაგრამ დღეს არა.
დღეს ცრემლები გამეყინა. ყინულის რეზერვუარად იქცა.
სანამ ქეთის შევხვდებოდი, რუთთან სეანსებზე დიდხანს ვი-
არე, სიარული ჩვენი შეხვედრის შემდეგაც, კიდევ სამი წელი
გავაგრძელე. მახსოვს რუთმა მაშინ რაც მირჩია: „საყვარელი
ადამიანის შერჩევა, ფსიქოთერაპევტის შერჩევასავითაა. სა-
კუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ეს ის არის, ვინც ჩემთან გულ-
წრფელი იქნება, კრიტიკას აიტანს, შეცდომებს აღიარებს და
შეუძლებელს არ შემპირდება?“
ეს ყველაფერი ქეთის ვუთხარი და პირობა დავდეთ, რომ
ერთმანეთს არ მოვატყუებდით, ერთგულებას შევინარჩუნებ-
დით და მიმნდობნი ვიქნებოდით.
– რა მოხდა? – ვკითხე რუთს. – რა გავაფუჭე?
რუთმა მცირე ხანს შეიცადა, მისმა ნათქვამმა გამაოცა.
– მგონი ამაზე პასუხი თვითონაც იცი. უბრალოდ, ეს უნდა
აღიარო.
– არა, – თავი გავაქნიე. – არ ვიცი.

114
გავჩუმდი. უცებ თვალწინ ქეთი წარმომიდგა, რომელიც
ასეთ წერილებს წერდა, ვნებით გაჯერებულს, თითქოს ამ მი-
მოწერით კაიფობდა იმით, რომ იმ კაცთან ფარული ურთიერ-
თობა ჰქონდა. ტყუილი და მალვა სიამოვნებდა: თითქოს თა-
ვის როლს თამაშობდა, ოღონდ სცენაზე კი არა, სცენის მიღმა.
– მგონი მოიწყინა, – ვთქვი უცებ.
– ამას რატომ ამბობ?
– იმიტომ, რომ ემოციები სჭირდება, დრამა. სულ ასე იყო.
ამ რამდენიმე ხნის წინ იმაზე წუწუნებდა, რომ აღარ ვერთო-
ბით, რომ სულ დაძაბული ვარ და ბევრს ვმუშაობ. ამაზე გვიჩ-
ხუბია კიდევაც. სიტყვა „ფეიერვერკს“ ახსენებდა ხშირად.
– ფეიერვერკს?
– თითქოს ჩვენ შორის ურთიერთობას ფეიერვერკი აკლდა.
– ა, გასაგებია. – რუთმა თავი დამიქნია. – ამაზე ადრეც ვი-
საუბრეთ, ხომ ასეა?
– ფეიერვერკზე?
– სიყვარულზე. ხშირად სიყვარული ფეიერვერკში გვეშლე-
ბა, მძაფრი შეგრძნებების გამო. მაგრამ ნამდვილ სიყვარულს
სიმშვიდე და მყუდროება მოაქვს. მძაფრი შეგრძნებებით
მცხოვრებ ადამიანს ეგ სიმშვიდე შეიძლება მომაბეზრებლა-
დაც კი მოეჩვენოს. სიყვარული ღრმა და მშვიდია, ასევე მარა-
დიულიც. ალბათ სწორედ ამ გრძნობებით აავსე ქეთი, ამ სიტ-
ყვის პირდაპირი მნიშვნელობით. შესწევს თუ არა მას ძალა
იმავე გრძნობით გიპასუხოს, ეგ უკვე სხვა საქმეა.
ჩემ წინ, მაგიდაზე დადებულ ხელსახოცების ყუთს მივაჩერ-
დი. არ მომწონდა რუთს საუბარი საითაც მიჰყავდა.
– შეცდომა ორივემ დავუშვით, – ვცადე შეწინააღმდეგება.
– მეც ვატყუებდი. მარიხუანის მოწევაზე არაფერი იცის.
რუთმა მწუხარედ გაიღიმა.

115
– არ ვიცი, სად მუდმივი სექსუალური და ემოციური ღალა-
ტი სხვა ადამიანთან და სად პლანის მოწევა. მგონი ეს კიდევ
ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად განსხვავდებით ერ-
თმანეთისგან – ის, ვინც არაერთგზის იტყუება და საკმაოდ
კარგადაც და ვინც პარტნიორს სინდისის ყოველგვარი ქენ-
ჯნის გარეშე ღალატობს...
– ეგ არ იცით, – ვთქვი აღელვებულმა. – შეიძლება თავს
თვითონაც საშინლად გრძნობს.
თუმცა მივხვდი, რომ ჩემივე ნათქვამის არ მჯეროდა.
ისევე, როგორც რუთს.
– არა მგონია, ასე იყოს. ჩემი აზრით, მისი ქცევა იმის მაჩ-
ვენებელია, რომ ჩამოუყალიბებელი პიროვნებაა, თანაგ-
რძნობას, გულწრფელობას და სიკეთეს მოკლებული, ყველა-
ფერ იმას, რითაც შენ ხარ დაჯილდოებული.
თავი გავაქნიე.
– ასე არ არის.
– ასეა, თეო. – რუთმა შეიცადა. – არ ფიქრობ, რომ იმავე
ადგილს უბრუნდები?
– ქეთისთან მიმართებით?
რუთმა თავი გააქნია.
– არა. შენს მშობლებს ვგულისხმობ. ახალგაზრდობას.
ისევ ბავშვობის ტრავმას უბრუნდები.
– არა. – უცებ გავღიზიანდი. – რაც ქეთისა და ჩემ შორის
ხდება, ჩემს ბავშვობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
– მართლა? – გაუკვირდა რუთს. – არაპროგნოზირებადი
ქცევის, ფეთქებადი ხასიათის, ბოროტი და ეგოისტი ადამიანის
გულის მოგების მცდელობები... მისთვის ბედნიერებისა და
სიყვარულის მოგვრის მცდელობები, ეს არაფერს გაგონებს,
თეო?
მუშტები შევკარი, არაფერი მითქვამს.
116
რუთმა ყოყმანით განაგრძო:
– ვიცი თავს როგორადაც გრძნობ. მაგრამ მინდა აღიარო,
რომ ამ მწუხარებას იქამდეც გრძნობდი, სანამ ქეთის შეხვდე-
ბოდი. წლების მანძილზე სწორედ მწუხარებას დაატარებ. იცი,
თეო, ყველაზე რთული იმის აღიარებაა, რომ მაშინ არ ვუყვარ-
დით, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. საშინელი
გრძნობაა, იმ ადამიანის ტკივილი, რომელიც არასდროს ჰყვა-
რებიათ.
მართალი იყო. სიტყვას ვერ ვპოულობდი იმ საშინელი
გრძნობის გადმოსაცემად, ღალატმა რომ აღძრა ჩემში, საში-
ნელ სიცარიელეს და რუთის სიტყვებმა – „იმ ადამიანის ტკი-
ვილი, რომელიც არასდროს ჰყვარებიათ“ – დამანახვა სინამ-
დვილეში რასაც განვიცდიდი და რომ ეს გრძნობა ერთდროუ-
ლად ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი იყო.
ეს მარტო ქეთის კი არა, მამაჩემსაც ეხებოდა და ბავშვობი-
დან გამოყოლილ მიტოვებულობის გრძნობას; მწუხარება იმ
ყველაფრისთვის რაც არასდროს მქონია და არც არასდროს
მექნებოდა. რუთის აზრით, სწორედ ამიტომ ავირჩიე ქეთი,
იმის დასამტკიცებლად, რომ მამაჩემი მართალი იყო – უვარ-
გისი ვიყავი, ვისაც არავინ შეიყვარებდა – იმას გავეკიდე, ვინც
არასდროს შემიყვარებდა.
თავზე ხელები შემოვიწყვე.
– ანუ ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო? იმის თქმა გსურთ,
რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო?
რომ ყველაფერი უიმედოა?
– უიმედო არ არის. მამის გავლენის ქვეშ მყოფი პატარა ბი-
ჭი აღარ ხარ, უკვე დიდი კაცი ხარ და არჩევანიც გაქვს. შენზეა
დამოკიდებული, რა დასკვნას გამოიტან. ან იმას აღიარებ,
რომ სიყვარულს არ იმსახურებ, ან წარსულს დაემშვიდობები
და შეცდომებსაც აღარ გაიმეორებ.
117
– ეს როგორ გავაკეთო? ქეთის დავშორდე?
– საკმაოდ რთული მდგომარეობაა.
– მაგრამ თქვენი აზრით, ასე აჯობებს, ხომ?
– ამ ურთიერთობაზე ძალიან დიდი დრო დახარჯე, ნამდვი-
ლად არ იმსახურებ, რომ ისევ ტყუილით, უარყოფით და ემო-
ციური დამცირებით სავსე ცხოვრებას დაუბრუნდე. ისეთ ვინ-
მეს იმსახურებ, ვინც უკეთ მოგეპყრობა, ბევრად უკეთ...
– ბოლომდე თქვით, რუთ. თქვენი აზრით, ქეთის უნდა დავ-
შორდე?
რუთმა თვალი გამისწორა.
– ვფიქრობ, რომ უნდა დაშორდე, ამას როგორც შენი ძვე-
ლი ფსიქოთერაპევტი ისე კი არ ვამბობ, არამედ როგორც შენი
მეგობარი. არა მგონია, ყველაფრის დავიწყება შეძლო, ძა-
ლიანაც რომ შეეცადო, მაშინაც. შეიძლება თქვენი ურთიერ-
თობა ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ რამდენიმე თვე-
ში რაღაც მაინც მოხდება და ისევ აქ, ამ დივანზე აღმოჩნდები.
საკუთარ თავთან გულწრფელი იყავი თეო და ტყუილსა და
სიცრუეზე აწყობილი ეს ყველაფერი თავისით ჩამოგცილდება.
გახსოვდეს, სიყვარული გულახდილობის გარეშე, ნამდვილი
არ არის.
მძიმედ ამოვიოხრე, გულდამძიმებულმა და დაღლილმა.
– გმადლობთ, რუთ – თქვენი გულწრფელობისთვის. ჩემ-
თვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
კართან რუთი გადამეხვია. ადრე ასე არასდროს აკეთებდა.
როგორი სუსტი იყო, მისი ძვლების ტკაცუნიც კი გავიგონე; ჟა-
კეტის ქსოვილში არეული ყვავილის სუსტი არომატი შევისუნ-
თქე. ტირილი მომინდა. მაგრამ არ ავტირებულვარ. ცრემლე-
ბი არ მომდიოდა.
ისე წავედი უკან არც მიმიხედავს.

118
სახლში ავტობუსით დავბრუნდი. ფანჯარასთან დავჯექი, გა-
რეთ ვიყურებოდი და ქეთიზე ვფიქრობდი, მის თეთრ კანსა და
მწვანე თვალებზე. მწუხარებით აღვსილი მისი ნაზი ტუჩების
გემოს ვიხსენებდი. რუთი მართალი იყო „სიყვარული გულახ-
დილობის გარეშე, ნამდვილი არ არის“.
სახლში უნდა მივიდე, ქეთის ყველაფერი ვუთხრა და დავ-
შორდე.

თავი მეათე

სახლში როცა დავბრუნდი, ქეთი შინ დამხვდა. დივანზე იჯ-


და და შეტყობინებას წერდა.
– სად იყავი? – მკითხა ამოუხედავად.
– ვსეირნობდი. რეპეტიციამ როგორ ჩაიარა?
– მშვენივრად. დავიღალე.
ვუყურებდი შეტყობინებას როგორ წერდა და ძალიან მაინ-
ტერესებდა, ვის სწერდა. ვხვდებოდი, საუბარი რომ უნდა და-
მეწყო „ვიცი, რომ საყვარელი გყავს, განქორწინებას ვითხოვ“.
ამის სათქმელად პირი გავაღე, მაგრამ ვერაფერი ვთქვი. სანამ
ხმას ამოვიდგამდი, ქეთიმ დამასწრო. წერა შეწყვიტა და ტე-
ლეფონი დადო.
– თეო, უნდა დავილაპარაკოთ.
– რაზე?
– ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა? – ხმაში სიმკაცრე გა-
მოურია.
თვალებში შეხედვას გავურბოდი, არ მინდოდა მიმხვდარი-
ყო, რაზე ვფიქრობდი. მრცხვენოდა, თითქოს საიდუმლოს მე
ვმალავდი.

119
და როგორც აღმოჩნდა ასეც იყო. ქეთიმ დივნის უკან ხელი
წაიღო და რაღაც ამოიღო, მაშინვე გული ჩამწყდა. ხელში პა-
ტარა ქოთანი ეჭირა, რომელშიც მოსაწევს ვმალავდი. თითის
გაჭრის შემდეგ, მისი სამალავში დაბრუნება სულ გადამავიწ-
ყდა.
– ეს რა არის? – ქოთანი ცხვირწინ ამიქნია.
– მოსაწევი.
– ამას მეც ვხედავ, აქ რატომ არის?
– იმიტომ, რომ მე ვიყიდე. ძალიან მინდოდა.
– რა გინდოდა ძალიან? დაბოლება? ამას სერიოზულად ამ-
ბობ?
მხრები ავიჩეჩე, თან ცელქი ბავშვივით ქვემოთ დავიხედე.
– რა ჯანდაბაა? ღმერთო... – ქეთის ბრაზი მოეკიდა, თავი
გააქნია. – ზოგჯერ მგონია, რომ საერთოდ არ გიცნობ.
მინდოდა დამერტყა. დატაკება და მუშტებით შედგომა მინ-
დოდა, მთელი ოთახის არევა, ავეჯის კედელზე მინარცხება.
შემდეგ კი ტირილი და მის მკლავებში ჩავარდნა.
რა თქმა უნდა, ასე არ მოვქცეულვარ.
– წამო, დავიძინოთ, – ვუთხარი და ოთახიდან გავედი.
ისე დავწექით, ხმა არ ამოგვიღია. მის გვერდით სიბნელეში
ვიწექი, მისი სხეულის სითბოს ვგრძნობდი და მძინარეს ვუყუ-
რებდი. „ჩემთან რატომ არ მოხვედი? – მინდოდა მეთქვა. –
რატომ არ დამელაპარაკე? შენი საუკეთესო მეგობარი ვარ.
ერთი სიტყვაც რომ გეთქვა, ყველაფერს მოვაგვარებდით. რა-
ტომ არ მითხარი. მე ხომ აქ ვარ, შენ გვერდით“.
ხელის გაწვდენა, ჩემკენ მოწევა და ჩახუტება მინდოდა.
მაგრამ არ შემეძლო. ქეთი სადღაც გაქრა, ადამიანი რომელიც
ყველაზე მეტად მიყვარდა, აღარ არსებობდა. ლოგინში უცნო-
ბი იწვა.

120
ყელში ბურთი მომაწვა და ლოყებზე ცრემლები ჩამომივი-
და.
სიბნელეში ჩუმად ავტირდი.

***
მომდევნო დილით ავდექით და დღის ჩვეულებრივ განრიგს
მივყევით – ქეთი აბაზანაში შევიდა, მე ყავა მოვამზადე. სამზა-
რეულოში შემოსულს, ყავის ფინჯანი გავუწოდე.
– ღამით უცნაურ ხმებს გამოსცემდი, – მითხრა მან. – რა-
ღაცებს ლაპარაკობდი.
– რას ვამბობდი?
– არ ვიცი. არაფერს. რაღაც გაურკვეველ სიტყვებს. ალბათ
მოსაწევის ბრალი იყო. – დამცინავად გამომხედა და საათს
დახედა. – უნდა წავიდე, მაგვიანდება.
ყავა ბოლომდე დალია, ფინჯანი ნიჟარაში ჩადო და ლოყა-
ზე სწრაფად მაკოცა, მისი ტუჩების შეხებაზე კინაღამ შევხტი.
ქეთის წასვლის შემდეგ შხაპი გადავივლე. წყლის ტემპერა-
ტურა ყველაზე მაღალზე დავაყენე. მდუღარე წყლის ქვეშ ვი-
დექი და ვქვითინებდი, პატარა ბავშვივით. გამშრალებისას
სარკეში ჩემს ანარეკლს გავხედე და გავოგნდი. ნაცრისფერი
და დანაოჭებული ვიყავი, ერთ ღამეში ოცდაათი წლით დავ-
ბერდი. ბებერი და გამოფიტული ვიდექი, ახალგაზრდობა სად-
ღაც გამქრალიყო.
გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე. ქეთის მიტოვება, ხელის
ან ფეხის მოჭრასავით იყო. საკუთარი თავის დასამახინჯებ-
ლად მზად არ ვიყავი. სულერთია, რუთმა რა თქვა. შეცდომებს
ისიც უშვებს. ქეთი მამაჩემი არ არის; და მეც წარსულის განსა-
მეორებლად განწირული არ ვარ. მომავლის შეცვლა შემიძ-
ლია. ადრე ხომ ვიყავით ბედნიერები; ამას ისევ მოვახერხებთ.
121
ერთ დღესაც ყველაფერს მომიყვება და მეც ვაპატიებ. ამასაც
გადავლახავთ.
ქეთის არსად გავუშვებ. საერთოდ არაფერს ვეტყვი. თავს
მოვაჩვენებ, თითქოს არაფერი წამიკითხავს. დავივიწყებ, სად-
მე დავმარხავ. გაგრძელების გარდა სხვა გზა არა მაქვს. ფარ-
ხმალს არ დავყრი. არ დავნებდები და არც გავტყდები.
პასუხს მარტო საკუთარ თავზე ხომ არ ვაგებ. პაციენტებიც
მაბარია, მათ რა ეშველებათ? ჩემზე არიან დამოკიდებული.
იმედს ვერ გავუცრუებ.

თავი მეთერთმეტე

– ელიფს ვეძებ, ხომ არ იცით, სად არის?


იურიმ ცნობისმოყვარედ გამომხედა.
– რაში დაგჭირდათ?
– გამარჯობის თქმა მინდა. მინდა ყველა პაციენტს შევხვდე,
ვუთხრა, ვინა ვარ და აქ რატომაც ვარ.
– კარგი, თუ არ გამოგელაპარაკათ, ძალიან ნუ შეწუხდე-
ბით. – იურიმ საათს გახედა. – ახლა ნახევარია, ესე იგი, არ-
ტთერაპია ახალი დასრულებული აქვს. მოსასვენებელ ოთახ-
ში იქნება.
– გმადლობთ.
მოსასვენებელი ოთახი დიდ, მრგვალ დარბაზს წარმოად-
გენდა გაცვეთილი დივნებით, დაბალი მაგიდებითა და ძველი

122
წიგნებით გამოტენილი კარადით, წიგნებს არავინ კითხულობ-
და. ავეჯს დაძველებული ჩაისა და სიგარეტის სუნი ასდიოდა.
კუთხეში რამდენიმე პაციენტი ნარდს თამაშობდა. ელიფი ბი-
ლიარდის მაგიდასთან მარტო იდგა. ღიმილით მივუახლოვდი.
– გამარჯობა, ელიფ.
შეშინებული, უნდო თვალებით ამომხედა.
– რა იყო?
– ნუ ღელავთ. ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ თქვენთან
დალაპარაკება მინდოდა.
– შენ ჩემი ექიმი არ ხარ. ერთი უკვე დამინიშნეს.
– ექიმი არა ვარ. ფსიქოთერაპევტი ვარ.
– ეგეც მყავს, – ზიზღით ჩაიბურტყუნა ელიფმა.
გავიღიმე. გამიხარდა, რომ ინდირას პაციენტი იყო. ახლო-
დან ელიფი კიდევ უფრო საშიშად გამოიყურებოდა. საქმე მარ-
ტო მის ზომაშიც არ იყო, არამედ ბრაზში, რომლითაც მთელი
მისი სახე იყო გაჯერებული – მოღუშული მზერა, შავი თვალე-
ბი, რომლებშიც ფსიქიკური გადახრა იკითხებოდა. ოფლისა
და გასახვევი სიგარეტის სუნი ასდიოდა, გამუდმებით ეწეოდა,
რისგანაც თითების წვერები გაშავებული, ფრჩხილები და კბი-
ლები კი გაყვითლებული ჰქონდა.
– უბრალოდ რამდენიმე კითხვის დასმა მინდოდა, ალისი-
აზე.
ელიფმა კიი მაგიდაზე დააგდო და ახალი პარტიისთვის
ბურთების გაწყობა დაიწყო. უცებ ადგილზე გაშეშდა და სიცა-
რიელეს მიაჩერდა.
– ელიფ?
არაფერი მიპასუხა. სახის გამომეტყველებით მივხვდი, რაც
ხდებოდა.
– ხმები გესმის, ელიფ?
იჭვნეული გამოხედვა და მხრების აჩეჩვა.
123
– რას გეუბნებიან?
– რომ ყურადღებით ვიყო და შენ გიფრთხილდე.
– გასაგებია. არ მიცნობთ, ამიტომაც ასე გადაწყვიტეთ. ჯერ
ადრეა. შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი შე-
იცვალოს.
ელიფს გამოხედვაზე ეტყობოდა, რომ ამაში ეჭვი ეპარებო-
და. ბილიარდის მაგიდისკენ თავი გავიქნიე.
– გიყვართ თამაში?
– არა.
– რატომ?
მხრები აიჩეჩა.
– მეორე კიი გატეხილია, ჯერ არ შეუცვლიათ.
– მაგრამ თუ ვითამაშებ, კიის ხომ მათხოვებთ?
კიი მაგიდაზე იდო, მისკენ გავიწიე, მაგრამ მაშინვე ხელი
წაავლო.
– კიი ჩემია! გააჯვი.
უკან დავიხიე, მისი რეაქციით შეშინებულმა. ბურთს მთელი
ძალით დაარტყა. მცირე ხანს თამაშს ვუყურე, შემდეგ კიდევ
ერთხელ ვცადე.
– იქნებ მაინც მომიყვეთ, „გროუვში“ ალისიას მოსვლის
პირველ დღეებში რა მოხდა? ხომ არ გახსოვთ?
ელიფმა თავი გააქნია.
– მის საქმეში წავიკითხე, რომ სასადილოში იჩხუბეთ. ის
დაგესხათ თავს?
– ა, ჰო. ჩემი მოკვლა სცადა. კინაღამ ყელი გამომჭრა.
– ჩანაწერებში ექთანი ამბობს, რომ დაინახა ალისიას რა-
ღაც როგორ უჩურჩულეთ. მაინც რა უთხარით?
– არაფერი. – ელიფმა თავი ბრაზიანად გააქნია. – არაფე-
რი მითქვამს.

124
– არ ვამბობ, რომ გამოიწვიეთ. მხოლოდ ის მაინტერესებს,
რა უთხარით.
– რაღაც ვკითხე, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ გაინტერე-
სებს?
– მაინც, რა ჰკითხეთ?
– ვკითხე დაიმსახურა თუ არა.
– ვინ?
– მისმა მხერხავმა. – ელიფმა გაიღიმა, სინამდვილეში ეს
ღიმილი კი არა, რაღაც საშინელი გრიმასა იყო.
– მის ქმარს გულისხმობთ? – ჩავეკითხე, დარწმუნებული
არ ვიყავი, რომ სწორად გავიგე. – ალისიას ჰკითხეთ მისმა
ქმარმა სიკვდილი დაიმსახურა თუ არა?
ელიფმა თავი დამიქნია და ბურთს დაარტყა.
– კიდევ ის ვკითხე, როგორ გამოიყურებოდა, როცა ესრო-
ლა, თავის ქალა გაუსკდა და ტვინი მთელ კედელზე გაიფანტა.
– გაიცინა.
უცებ ზიზღით ავივსე. ალბათ ელიფის სიტყვებმა ალისიაშიც
ამგვარი გრძნობა აღძრა. ელიფი ზიზღსა და სიძულვილს აღ-
ძრავდა – ეს მისი პათოლოგია იყო. დედამისმა ბავშვობაში
თავი სწორედ ასე აგრძნობინა. საძულველად და საზიზღრად.
ჰოდა, ელიფიც მის ირგვლივ მყოფებს იმავე გრძნობას გაუც-
ნობიერებლად აღუძრავდა და საკმაოდ წარმატებულადაც.
– და ახლა, საქმეები როგორ მიდის? თქვენ და ალისიას
კარგი ურთიერთობა გაქვთ?
– ო, დიახ, მეგობარო. ძალიან ახლოს ვართ. საუკეთესო
მეგობრები. – ელიფმა ისევ გაიცინა.
სანამ რამეს ვეტყოდი, ჯიბეში ტელეფონმა დაიზუზუნა. ეკ-
რანს დავხედე. უცნობი ნომერი იყო.
– უნდა ვუპასუხო. გმადლობთ. ძალიან დამეხმარეთ.

125
ელიფმა რაღაც გაურკვეველი წაიბურტყუნა და თამაში გა-
ნაგრძო.

***
დერეფანში გავედი და ვუპასუხე.
– გისმენთ?
– თეო ფაბერს ვესაუბრები?
– დიახ. ვინ ბრძანდებით?
– მაქს ბერენსონი ვარ. თქვენი თხოვნით გირეკავთ.
– დიახ. გმადლობთ რომ დამირეკეთ. ალისიაზე მინდა გა-
გესაუბროთ.
– რატომ? რა მოხდა? რამე დაემართა?
– არა. უფრო სწორად, სერიოზული არაფერი, მისი მკურნა-
ლი ექიმი ვარ და მინდა რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ.
თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს.
– ტელეფონით ვერ მოვახერხებთ? ძალიან დაკავებული
ვარ.
– მირჩევნია პირადად გაგესაუბროთ, თუ ეს შესაძლებე-
ლია.
მაქს ბერენსონმა ამოიოხრა, ყურმილის მიღმა რაღაც წა-
იბურტყუნა, შემდეგ ისევ დამელაპარაკა.
– ხვალ, საღამოს შვიდ საათზე, ჩემთან მობრძანდით.
უკვე მისამართის კითხვას ვაპირებდი, როცა გათიშა.

126
თავი მეთორმეტე

მაქს ბერენსონის გაცივებული მდივანი ხელსახოცს მის-


წვდა, ცხვირი ხმამაღლა გამოიწმინდა და სკამისკენ მიმითი-
თა.
– ტელეფონზე ლაპარაკობს. ერთ წუთში გათავისუფლდე-
ბა.
თავი დავუქნიე და დავჯექი. მოსაცდელ ოთახში რამდენიმე
მოუხერხებელი სწორზურგიანი სავარძელი და ძველი ჟურნა-
ლებით სავსე მაგიდა იდგა. ალბათ ყველა მოსაცდელი ასე გა-
მოიყურება-მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის. ზუსტად ასეთივე მო-
საცდელები აქვთ ექიმს ან დამკრძალავი ბიუროს დირექ-
ტორს.
დერეფნის ბოლოს კარი გაიღო, მაქს ბერენსონი გამოჩ-
ნდა, ხელით შემიპატიჟა და მაშინვე კაბინეტში გაუჩინარდა.
წამოვდექი და მისი კაბინეტისკენ წავედი.
ტელეფონში მისი უხეში ხმიდან გამომდინარე, ყველაზე უა-
რესს ველოდი. თუმცა, ჩემდა გასაოცრად, მობოდიშებით და-
იწყო.
– ტელეფონით საუბრისას უხეშობისთვის ბოდიშს გიხდით.
გრძელი კვირა იყო და თავსაც ვერ ვგრძნობ კარგად. დაბ-
რძანდით.
მაგიდის მეორე მხარეს მიდგმულ სავარძელში დავჯექი.
– გმადლობთ. და დიდი მადლობა, რომ შეხვედრაზე დამ-
თანხმდით.
– თავიდან დათანხმებას არც ვაპირებდი. კიდევ ერთი ჟურ-
ნალისტი მეგონეთ, ალისიას ამბის გამოტყუებას რომ ცდი-
ლობს. მაგრამ შემდეგ „გროუვში“ დავრეკე და მითხრეს, რომ
იქ მუშაობთ.

127
– გასაგებია. და ეს ხშირად ხდება? ჟურნალისტებს ვგულის-
ხმობ.
– უკვე აღარ. ადრე აკლებული ვყავდით. მას შემდეგ გადა-
მოწმებას მივეჩვიე... – კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგ-
რამ დააცემინა. ხელსახოცების ყუთს მისწვდა. – მაპატიეთ, გა-
ცივება ცოლისგან ავიკიდე.
ცხვირი გამოიწმინდა. კარგად დავაკვირდი. უმცროსი ძმის-
გან განსხვავებით, მაქს ბერენსონს მომხიბვლელს ვერ უწო-
დებდით. გამელოტებული იყო, სახე კი ნაყვავილარი ჰქონდა.
ძველმოდური ოდეკოლონი ესხა. ზუსტად ასეთს ადრე მამაჩე-
მი იყენებდა. კაბინეტიც ტრადიციულად მოეწყო, ოთახში ტყა-
ვის ავეჯის, ხის და წიგნების სუნი იდგა. სრულიად განსხვავდე-
ბოდა იმ სამყაროსგან, რომელშიც გაბრიელ ბერენსონი ცხოვ-
რობდა, ღია ფერებისა და სილამაზის სამყაროში. ძმები ერ-
თმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდნენ.
მაგიდაზე გაბრიელის ფოტო იდო. სპონტანურად გადაღე-
ბული – შეიძლება მაქსის მიერაც. გაბრიელი ღობეზე ზის, უკან
სოფლის მინდორი მოჩანს, ქარი თმას უწეწავს, კისერზე კი
ფოტოაპარატი ჩამოუკიდია. მსახიობს უფრო ჰგავდა, ვიდრე
ფოტოგრაფს. ან ფოტოგრაფის როლის მოთამაშე მსახიობს.
მაქსმა ჩემი მზერა დაიჭირა და თითქოს ჩემი აზრები ამოი-
კითხა, თავი დამიქნია.
– ჩემს ძმას თმა და გარეგნობა ერგო, მე კი ტვინი, – გაიცი-
ნა. – ვხუმრობ. სინამდვილეში, მიშვილეს. სისხლით ნათესა-
ვები არა ვართ.
– ეს არ ვიცოდი. ორივე ნაშვილები ხართ?
– არა. მხოლოდ მე. მშობლებს ეგონათ, რომ ბავშვები არ
ეყოლებოდათ, თუმცა მას შემდეგ რაც მიშვილეს, ბავშვი სულ
მალე გაუჩნდათ. ეს საკმაოდ ხშირად ხდება. ალბათ სტრესის
მოხსნის ამბავია.
128
– თქვენ და გაბრიელი ახლოს იყავით?
– ძალიან ახლოს. თუმცა გაბრიელს მეტ ყურადღებას აქ-
ცევდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მის ჩრდილქვეშ ვიზრდებო-
დი.
– ასე რატომ მოხდა?
– სხვაგვარად ვერც იქნებოდა. გაბრიელი განსაკუთრებუ-
ლი იყო, ბავშვობაშიც კი.
შევნიშნე, რომ მაქსს უცნაური ჩვევა ჰქონდა, საუბრის
დროს თითზე საქორწინო ბეჭედს ატრიალებდა.
– გაბრიელი თავის ფოტოაპარატს ყველგან დაატარებდა.
სურათების გადაღება უყვარდა. მამას ეგონა, რომ შეშლილი
იყო. სინამდვილეში გენიოსი აღმოჩნდა. მისი ნამუშევრები თუ
ნახეთ?
ტაქტიანად გავიღიმე. გაბრიელის, როგორც ფოტოგრაფის
დამსახურებებზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებდი.
ამის მაგივრად ისევ ალისია ვახსენე.
– როგორც ჩანს, ალისიას საკმაოდ კარგად იცნობდით?
– ალისიას? ვითომ რატომ? – ალისიას ხსენებაზე მაქსი შე-
იცვალა. მეგობრული ტონი სადღაც გაქრა და ხმაში სიცივე გა-
მოერია. – არა მგონია, რამეში დახმარება შევძლო. სასამარ-
თლოში ალისიას მხარეს მე არ წარმოვადგენდი. პროცესის
დეტალები თუ გაინტერესებთ, ჩემს კოლეგასთან, პატრიკ დო-
ერტისთან დაგაკავშირებთ.
– აქ სხვა რამისთვის მოვედი.
– სხვა რამისთვის? – მაქსმა ცნობისმოყვარედ გამომხედა.
– არა მგონია, ფსიქოთერაპევტები თავიანთი პაციენტების ად-
ვოკატებს ხშირად ესაუბრებოდნენ.
– პაციენტს თუ საუბარი შეუძლია, მაშინ არა.
როგორც ჩანს, მაქსი ჩემს სიტყვებს ჩაუფიქრდა.
– გასაგებია. არც კი ვიცი, თქვენს დახმარებას როგორ...
129
– მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა მაქვს.
– ძალიან კარგი. გამოუშვით.
– მახსოვს, გაზეთებში წავიკითხე, რომ მკვლელობამდე
ერთი დღით ადრე გაბრიელს და ალისიას შეხვდით.
– დიახ. ერთად ვივახშმეთ.
– თქვენი აზრით, ყველაფერი რიგზე ჰქონდათ?
მაქსს თვალები ჩაუქრა. როგორც ჩანს, ეს შეკითხვა მის-
თვის არაერთხელ დაუსვამთ. მაშინვე მიპასუხა:
– საეჭვო არაფერი შემინიშნავს.
– და ალისია?
– ალისიაც ნორმალურად იქცეოდა. – მხრები აიჩეჩა. – შე-
იძლება ოდნავ აღელვებული იყო, მაგრამ...
– მაგრამ?
– არა. არაფერი.
ვგრძნობდი, რომ რაღაც მაინც იყო. ჩუმად ვიცდიდი.
მცირე დუმილის შემდეგ მაქსმა განაგრძო: – არ ვიცი, მათ
ურთიერთობაში რამდენად ჩახედული ხართ.
– მხოლოდ გაზეთებში რაც წავიკითხე, ის ვიცი.
– და რა წაიკითხეთ?
– რომ ბედნიერები იყვნენ.
– ბედნიერები? – მაქსმა ცივად გაიღიმა. – რა თქმა უნდა,
ბედნიერები იყვნენ. გაბრიელი მის გასაბედნიერებლად ყვე-
ლაფერს აკეთებდა.
– გასაგებია.
სინამდვილეში ვერაფერს ვხვდებოდი. არ ვიცოდი მაქსს
საუბარი საითკენ მიჰყავდა. ალბათ დაბნეული სახე მქონდა,
რადგან მხრები აიჩეჩა.
– აქ დეტალების განხილვას არ ვაპირებ. ჭორები თუ გაინ-
ტერესებთ, ჟან-ფელიქსს გაესაუბრეთ.
– ჟან-ფელიქსს?
130
– ჟან-ფელიქს მარტენს. ალისიას მენეჯერს. ერთმანეთს უკ-
ვე წლებია იცნობენ. საუკეთესო მეგობრები არიან. მართალი
გითხრათ, დიდად არასდროს მომწონდა.
– ჭორები არ მაინტერესებს. – გონებაში ჩავინიშნე, რომ
უახლოეს მომავალში ჟან-ფელიქსს გავსაუბრებოდი. – თქვე-
ნი პირადი აზრი უფრო მაინტერესებს. შეიძლება პირდაპირი
შეკითხვა დაგისვათ?
– მგონი, ეს უკვე გააკეთეთ.
– ალისია მოგწონდათ?
მაქსმა უგრძნობლად შემომხედა.
– რა თქმა უნდა.
არ დავუჯერე.
– ვხედავ, რომ ორ როლს ირგებთ. ადვოკატისას, რომე-
ლიც გასაგებია, რომ ფრთხილობს და ძმისას. თქვენთან, რო-
გორც ძმასთან, ისე მოვედი.
სიჩუმე. ვიფიქრე, რომ მაქსი კაბინეტს დამატოვებინებდა. რა-
ღაცის თქმას აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა. შემდეგ წამოდგა,
ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო. ოთახში ცივი ჰაერი შემო-
იჭრა. მაქსმა ღრმად შეისუნთქა, თითქოს კაბინეტის ჰაერი
სულს უხუთავდა.
როგორც იქნა, დაბალი ხმით დაილაპარაკა:
– მართალი გითხრათ... მძულდა... მისი ატანა არ მქონდა.
არაფერი მითქვამს. დაველოდე, სანამ გააგრძელებდა.
მაქსმა ნელა განაგრძო, თან ფანჯარაში იყურებოდა.
– გაბრიელი მარტო ჩემი ძმა კი არა, ჩემი საუკეთესო მეგო-
ბარიც იყო. უკეთილშობილესი ადამიანი. ზედმეტად კეთილი.
და ყველაფერი ეს, მისი ნიჭიერება, სიკეთე, სიცოცხლის სიყ-
ვარული სადღაც გაქრა, მაგ ბოზის გამო. მარტო მისი ცხოვრე-
ბა კი არ გაანადგურა, ჩემსასაც ბოლო მოუღო. მადლობა

131
ღმერთს, მშობლებმა ეს ვერ ნახეს. – მოწოლილი ემოციისგან
ხმა ჩაუწყდა.
ძნელი იყო მისი ტკივილის არშეგრძნება, მის მიმართ სიბ-
რალულით ავივსე.
– ალბათ ალისიას დაცვის ორგანიზება, თქვენთვის საკმა-
ოდ მძიმე იყო.
მაქსმა ფანჯარა დაკეტა და მაგიდასთან დაბრუნდა. სიმშვი-
დე დაუბრუნდა. ისევ იურისტის მანტია მოირგო, ნეიტრალუ-
რის, გაწონასწორებულისა და თავშეკავებულის.
მხრები აიჩეჩა.
– გაბრიელი ასე ისურვებდა. ალისიასთვის ყოველთვის სა-
უკეთესო უნდოდა. გაგიჟებამდე უყვარდა. ალისია ხომ ისედაც
გიჟი იყო.
– თქვენი აზრით, შეშლილი იყო?
– ეგ თქვენ მითხარით, სპეციალისტი თქვენა ხართ.
– თქვენ რას ფიქრობთ?
– მე მხოლოდ ის ვიცი, რაც ჩემი თვალით ვნახე.
– და რა ნახეთ?
– ხასიათის ცვლილება. ბრაზი. ძალადობისკენ სწრაფვა.
ირგვლივ ყველაფერს ამტვრევდა. გაბრიელი გამომიტყდა,
რომ რამდენჯერმე მოკვლითაც დაემუქრა. მისთვის უნდა და-
მეჯერებინა და რაღაც უნდა გამეკეთებინა, მას შემდეგ, რაც
თვითმკვლელობა სცადა, უნდა ჩავრეულიყავი, დამეძალები-
ნა, სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა. მაგრამ ასე არ
მოვქცეულვარ. გაბრიელი ყველანაირად იცავდა, მე კი რო-
გორც იდიოტი, ამის ნებას ვაძლევდი.
მაქსმა ამოიოხრა და საათს დახედა, რაც იმის მანიშნებელი
იყო, რომ საუბარი უნდა დაგვესრულებინა.
თუმცა ყურადღება არ მივაქციე და მივაჩერდი.

132
– ალისიამ თავის მოკვლა სცადა? რას გულისხმობთ? რო-
დის? მკვლელობის შემდეგ?
თავი გააქნია.
– არა, რამდენიმე წლით ადრე. ეს არ იცოდით? მეგონა
იცოდით.
– ეს როდის მოხდა?
– მამამისის სიკვდილის შემდეგ. უამრავი ტაბლეტი და-
ლია... თუ რაღაც ამის მსგავსი. ზუსტად არ მახსოვს. ნერვული
აშლილობის მაგვარი დაემართა.
კიდევ რაღაცის კითხვა მინდოდა, როცა კარი გაიღო და
მდივანი შემოვიდა.
– ძვირფასო, უნდა წავიდეთ. – თქვა გაცივებული ხმით. –
დაგვაგვიანდება.
– ახლავე, მოვდივარ, საყვარელო.
კარი დაიხურა. მაქსი წამოდგა და მომიბოდიშა.
– თეატრის ბილეთები გვაქვს. – ალბათ სახეზე გაოცება გა-
მომესახა, რადგან გაიცინა. – მე და ტანიამ გასულ წელს ვი-
ქორწინეთ.
– ა, გასაგებია.
– გაბრიელის სიკვდილმა დაგვაახლოვა. მის გარეშე ამას
ვერ გადავიტანდი.
მაგიდაზე ტელეფონმა დარეკა.
– გმადლობთ, ძალიან დამეხმარეთ, – თავი დავუქნიე და
გამოვედი.
წასვლისას ტანიას დავაკვირდი, სასიამოვნო შესახედაო-
ბის ქერა ქალბატონს. ცხვირი მოიწმინდა და თითზე უშველე-
ბელი ბრილიანტი დავუნახე.
ჩემდა გასაკვირად წამოდგა, ჩემკენ წამოვიდა და ჩუმად
დამელაპარაკა:

133
– ალისიაზე თუ მეტის გაგება გსურთ მის მამიდაშვილს,
პოლს დაელაპარაკეთ. ყველაზე კარგად ალისიას ის იცნობს.
– მამიდამისთან, ლიდია როუზთან დალაპარაკება ვცადე.
საუბარი არ მოინდომა.
– ლიდია დაივიწყეთ. კემბრიჯში წადით. პოლს დაელაპა-
რაკეთ. ალისიასა და ავარიის შემდგომ ღამეზე...
კაბინეტის კარი გაიღო. ტანია მაშინვე გაჩუმდა. მოსაც-
დელში მაქსი გამოჩნდა და ფართოდ გაღიმებული ტანია მის-
კენ გაემართა.
– მზად ხარ, ძვირფასო? – ჰკითხა მან.
ღიმილის მიუხედავად ტანიას მღელვარება ეტყობოდა. მაქ-
სის ეშინოდა, მაგრამ რატომ?

თავი მეცამეტე - ალისია ბერენსონის დღიური

22 ივლისი

ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ჩვენს სახლში იარაღი


ინახება.
გასულ ღამეს ამაზე კიდევ ერთხელ ვიჩხუბეთ. ყოველ შემ-
თხვევაში იმ წუთში ასე მეგონა. ახლა უკვე მთლად დარწმუნე-
ბული არა ვარ.

134
გაბრიელმა თქვა, რომ ჩემი ბრალი იყო, რომ ვჩხუბობდით.
მგონი ასეც იყო. ვერ ვიტან, ასე გაბრაზებულს რომ ვხედავ,
ნატკენი თვალებით რომ მიყურებს. არ მიყვარს მისთვის ტკი-
ვილის მიყენება, თუმცა ზოგჯერ ეს ძალიან მინდა, არ ვიცი, რა-
ტომ.
გაბრიელმა თქვა, რომ გუშინ სახლში საშინელ განწყობაზე
მივედი. ზევით ავვარდი და ყვირილი დავუწყე. შეიძლება ასეც
იყო. ალბათ გაღიზიანებული ვიყავი. ზუსტად არ მახსოვს, რა
მოხდა. პარკიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, მაგრამ სეირ-
ნობის ბევრი არაფერი მახსოვს – ღრუბლებში დავფრინავდი,
სამუშაოზე და იესოს სურათზე ვფიქრობდი. მახსოვს უკანა
გზაზე ერთ სახლს ჩავუარე. ორი ბიჭი წყლის შლანგით თამა-
შობდა. შვიდის ან რვის იქნებოდნენ, მეტის არა. უფროსი რო-
მელიც იყო, უმცროსს წყლით წუწავდა. მზის სხივების ქვეშ ცი-
სარტყელას ფერები მოჩანდა, იდეალური ცისარტყელას. უმ-
ცროსი იცინოდა და წყლისკენ ხელებს იწვდიდა. ჩავლისას აღ-
მოვაჩინე, რომ ლოყებზე ცრემლები ჩამომდიოდა.
მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ახლა რომ ვუ-
ფიქრდები, ჩემთვის ყველაფერი ნათელია. იმის აღიარება არ
მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სადღაც გამქრა-
ლიყო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბავშვების ყოლა არ მინ-
დოდა, თავს ვარწმუნებდი, რომ არ მაინტერესებდნენ, ხელოვ-
ნება ჩემთვის ყველაფერი იყო. ეს ასე არ არის. ეს მხოლოდ მი-
ზეზია. სინამდვილეში, ბავშვების ყოლის მეშინია. ჩემს თავს
არ ვენდობი. იმიტომ, რომ ძარღვებში დედაჩემის სისხლი მიჩ-
ქეფს. აი, რა ხდებოდა ჩემს გონებაში, გაცნობიერებულად თუ
გაუცნობიერებლად, როცა სახლში დავბრუნდი. გაბრიელი
მართალი იყო. ცუდ ხასიათზე ვიყავი.
მაგრამ, არაფერი მოხდებოდა შაშხანას როგორ წმენდდა,
ის რომ არ დამენახა. ძალიან მაღიზიანებს იარაღი რომ აქვს.
135
ისიც გულს მტკენს, თავიდან რომ არ იშორებს. რამდენჯერაც
უნდა ვთხოვო, ყოველთვის ერთსა და იმავეს მიმეორებს, რომ
ეს მამამისის ძველი შაშხანაა, მათი ფერმიდან, თექვსმეტის
რომ იყო, მაშინ აჩუქა, რომ ოჯახური რელიკვიაა და ა.შ. ლაი-
ლაი. მისი არ მჯერა. ჩემი აზრით, სულ სხვა მიზეზით ინახავს.
ასეც ვუთხარი. მან კი მიპასუხა, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს
უსაფრთხოდ ყოფნაში, სახლისა და ცოლის დაცვაში. ქურდები
რომ შემოვიდნენ?
– ჰოდა, პოლიციაში დავრეკავთ, – ვუპასუხე. – ტვინს კი არ
გავასხმევინებთ!
ხმას ავუწიე, მან უფრო აუწია და სანამ რამეს მივხვდებოდი,
უკვე ერთმანეთს ვუყვიროდით. შეიძლება ცოტა მწყობრიდან
გამოვედი, მაგრამ მე ხომ მხოლოდ მასზე ვრეაგირებდი. აგ-
რესიული გაბრიელიც არსებობს, ეს ის მხარეა, რომელსაც იშ-
ვითად ვხედავ და როცა ვხედავ, ძალიან მაშინებს. ასეთ ხან-
მოკლე მომენტებში მეჩვენება, თითქოს უცნობ ადამიანთან
ვცხოვრობ. და ეს მაშინებს.
დარჩენილი ღამე ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს.
საწოლშიც ასე დავწექით.
დღეს დილით ვისიყვარულეთ და ყველაფერი დავიწყებას
მიეცა. პრობლემებს მუდამ ლოგინში ვწყვეტთ. ალბათ ასე უფ-
რო ადვილია – გადასაფარებლის ქვეშ შიშველი, ნახევრად
მძინარე როცა ხარ, „მაპატიეს“ წაჩურჩულება და ყველაფრის
დავიწყება. ყველანაირი არგუმენტი და სულელური უთან-
ხმოება მოშორებულია და ტანსაცმელთან ერთად იატაკზე
გდია.
– იქნებ ახალი წესი შემოვიღოთ და ყველა დავა საწოლში
გადავწყვიტოთ. – გაბრიელმა მაკოცა. – მიყვარხარ. გპირდე-
ბი, შაშხანას მოვიშორებ.
– არა, – მივუგე. – დაივიწყე. არაფერი უჭირს, იყოს აქ.
136
გაბრიელმა ისევ მაკოცა და თავისკენ მიმიზიდა. შემოვ-
ბრუნდი და შიშველი სხეულით დავაწექი. თვალები დავხუჭე,
მოვეხვიე და იმ კლდეზე გავიჭიმე, რომელიც ზუსტად ჩემი სხე-
ულის ფორმაზე იყო გამოყვანილი. როგორც იქნა, დავმშვიდ-
დი.

23 ივლისი
იტალიურ კაფეში ვზივარ და ამას ვწერ. ახლა უკვე აქ ხში-
რად დავდივარ. სახლში ვერ ვჩერდები.
როცა ხალხის გვერდით ვარ, მარტო უსაქმოდ მდგარი მიმ-
ტანიც რომ იყოს, მაინც გარე სამყაროსთან კავშირს ვგრძნობ.
თავი ადამიანი მგონია.
მარტო ყოფნისას იმის შიში მაქვს, რომ არსებობას შევ-
წყვეტ. გავქრები.
ზოგჯერ გაქრობასაც ვნატრობ, როგორც დღეს საღამოს.
გაბრიელმა ძმა ვახშამზე დაპატიჟა. ეს ამბავი ამ დილით მომა-
ხარა.– მაქსი საუკუნეა არ მინახავს, – მითხრა მან. – ჯოელის
ახალმოსახლეობიდან მოყოლებული. ბარბექიუზე დავპატი-
ჟებ. – უცნაურად გამომხედა. – წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
– რატომ უნდა ვიყო?
გაბრიელმა გაიცინა.
– ტყუილის თქმა არ გეხერხება, იცოდი?
ყველაფერი სახეზე გაწერია.
– და რა მაწერია?
– რომ მაქსი არ მოგწონს. არც არასდროს მოგწონდა.
– ასე არ არის. – ვიგრძენი როგორ ვწითლდებოდი. მხრები
ავიჩეჩე და გვერდზე გავიხედე. – რა თქმა უნდა, მაქსი მომ-
წონს. გამიხარდება მისი ნახვა. ჩემთვის როდის იპოზიორებ?
ნახატი უნდა დავასრულო.
გაბრიელმა გაიღიმა.
137
– ამ უქმეებზე რას იტყვი? და კიდევ, ძალიან გთხოვ, მაქსს
სურათი არ აჩვენო, კარგი? არ მინდა იესოდ დამინახოს, მერე
მთელი ცხოვრება ამას გამახსენებს.
– მაქსი ვერაფერს ნახავს. ჯერ არ დამისრულებია.
„რომც იყოს დასრულებული, მაქსს ჩემს სახელოსნოში არ
შემოვუშვებ“, – ვთქვი ჩემთვის, თუმცა ხმამაღლა არაფერი
მითქვამს.
სახლში დაბრუნების მეშინია. მინდა აქ დავრჩე, კონდიციო-
ნერით გაგრილებულ კაფეში და მანამდე დავიმალო, სანამ
მაქსი არ წავა. მაგრამ მიმტანი უკვე მოუთმენლობას ავლენს
და წამდაუწუმ საათს ამოწმებს. აქედან მალე გამაგდებენ. ეს
კი ნიშნავს, რომ მანიაკივით ქუჩებში უაზროდ ვერ ვიხეტი-
ალებ, სახლში დავბრუნდები და იძულებული ვიქნები მაქსი
ავიტანო.

24 ივლისი
ისევ კაფეში ვზივარ. ვიღაც ჩემს მაგიდასთან იჯდა და მიმ-
ტანმა თანაგრძნობით შემომხედა. ძალიან მინდა დავიჯერო,
რომ ეს სოლიდარობის ნიშნად გააკეთა, თუმცა შეიძლება
ვცდები. სხვა მაგიდასთან გადავედი, შესასვლელს კი არ ვუყუ-
რებდი, პირიქით, ზურგით ვიჯექი, პირდაპირ კონდიციონერ-
თან. სინათლე არც ისე ბევრია, ცივა და ბნელა, რაც ჩემს გან-
წყობას შეეფერება.
გუშინდელმა ღამემ საშინლად ჩაიარა. იმაზე საშინლად,
ვიდრე მოველოდი. მაქსი ვერ ვიცანი – კოსტიუმის გარეშე
მგონი ნანახი არც მყავდა. შორტებში საკმაოდ სულელურად
გამოიყურებოდა. სადგურიდან ფეხით სიარულს გაეოფლიანე-
ბინა – გაწითლებული მელოტი თავი უბზინავდა, იღლიების
ქვეშ კი შავი ლაქები მოუჩანდა. თავიდან მზერას მარიდებდა,
თუ მე არ ვუყურებდი თვალებში?
138
სახლში დიდხანს იარა, თან სულ იმას იმეორებდა რა სხვა-
ნაირად გამოიყურებაო და იმის თქმაც არ ავიწყდებოდა, რომ
სტუმრად აღარ ვეძახდით, ისიც კი გვითხრა, მეგონა აღარასო-
დეს დამიძახებდითო. გაბრიელი სულ ბოდიშს უხდიდა, თან
უხსნიდა, როგორი დაკავებული ვიყავით, მე გამოფენის გახ-
სნისთვის ვემზადებოდი, ის კი გადაღებებს ვერ აუდიოდა, სწო-
რედ ამიტომ ვერ ვპატიჟებდით. იღიმოდა კიდეც, თუმცა
ვგრძნობდი, რომ მაქსის სიტყვები მაინც აღიზიანებდა.
თავიდან თავი ძალიან კარგად მეჭირა. შესაფერის მო-
მენტს ველოდი. სულ მალე ისიც დადგა. მაქსი და გაბრიელი
ბაღში გავიდნენ და ხორცის შეწვა დაიწყეს. მე სამზარეულოში
დავრჩი, სალათის მომზადება მოვიმიზეზე. ვიცოდი, რომ მაქსი
ჩემთან მოსვლის მიზეზს მაინც გამონახავდა. ასეც მოხდა. ხუთ
წუთში მისი მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგონე. სულ სხვანაირად
დადის – გაბრიელს კატასავით ჩუმი სიარული აქვს, სახლში
მისი ნაბიჯების ხმა სულ არ მესმის.
– ალისია, – დამიძახა მაქსმა.
პამიდორებს ვჭრიდი და ვიგრძენი, რომ ხელები მიკანკა-
ლებდა. დანა გვერდზე გადავდე და მისკენ შევბრუნდი.
მაქსმა გაიღიმა და ცარიელი ბოთლი დამანახვა, თვალებში
ისევ არ შემოუხედავს.
– კიდევ ერთი ბოთლისთვის მოვედი.
თავი დავუქნიე. არაფერი მითქვამს. მაცივარი გამოაღო და
ბოთლი აიღო. თვალებით გასახსნელს ეძებდა, თავით სამზა-
რეულოს თაროზე ვანიშნე.
გამიღიმა და ლუდი გახსნა, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგ-
რამ დავასწარი.
– გაბრიელისთვის იმის თქმას ვაპირებ, რაც მოხდა. მინდა
იცოდე.

139
მაქსს სახეზე ღიმილი შეახმა. როგორც იქნა, თავისი გვე-
ლური თვალებით გამომხედა.
– რა?
– აი, ჯოელთან რაც მოხდა, იმას მოვუყვები.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.
– ვითომ?
– არაფერი მახსოვს. ნასვამი ვიყავი.
– სისულელეა.
– მართლა ასე იყო.
– ანუ არ გახსოვს, საკოცნელად რომ გამოიწიე? ხელების
ფათური რომ დამიწყე?
– ალისია, არ გინდა.
– რა არ მინდა? ვაბუქებ? თავს დამესხი.
ვგრძნობდი, რომ ვბრაზდებოდი. ყველანაირად შევეცადე
ხმისთვის არ ამეწია. ფანჯარაში გავიხედე. გაბრიელი ბაღის
ბოლოში ბარბექიუს წვავდა. ცხელი ჰაერის გამო, მისი ფიგუ-
რა ბუნდოვნად მოჩანდა.
– გაბრიელი ცდილობს ყველაფერში დაგემსგავსოს, მისი
უფროსი ძმა ხარ. ძალიან ეწყინება, როცა ყველაფერს მოვუყ-
ვები.
– ჰოდა, ნუ მოუყვები. მოსაყოლი არც არაფერია.
– სიმართლე უნდა იცოდეს. უნდა იცოდეს, მისი ძმა სინამ-
დვილეში როგორიცაა. შენ...
სანამ დავასრულებდი, მაქსმა ხელი ჩამავლო და თავისკენ
მიმიზიდა. წონასწორობა დავკარგე და დავეჯახე. მუშტი ასწია
და მეგონა დამარტყამდა.
– მიყვარხარ, – მითხრა მან. – ძალიან მიყვარხარ, ძალი-
ან... სანამ რამეს ვიზამდი, მაკოცა. უკან გაწევა ვცადე, მაგრამ
არ გამიშვა. მისი უხეში ტუჩების და ენის შეხება ვიგრძენი. ინ-
სტინქტმა თავისი გააკეთა. ენაზე მთელი ძალით ვუკბინე.
140
მაქსმა შეჰყვირა და ხელი მკრა. პირი სისხლით აევსო.
– დამპალო, ძუკნა! – ამოთქვა და წითელი კბილები დაკ-
რიჭა. დაჭრილი ცხოველივით შემომხედა.
ვერ ვიჯერებ, რომ მაქსი გაბრიელის ძმაა. მისი არც ერთი
თვისება არა აქვს, არც წესიერება, არც სიკეთე. მეზიზღება და
ასეც ვუთხარი.
– გაბრიელს არაფერი უთხრა, ალისია, თორემ ინანებ. –
მითხრა მან.
ხმა არ ამომიღია. ენაზე მისი სისხლის გემოს ვგრძნობდი.
ონკანი გავაღე და პირი გამოვირეცხე, სანამ გემო არ გაქრა.
მხოლოდ ამის შემდეგ გავედი ბაღში.
ვახშმობისას დროდადრო ვგრძნობდი, რომ მაქსი თვალე-
ბით მჭამდა. როგორც კი თვალს გავუსწორებდი, გვერდზე იხე-
დებოდა. არაფერი მიჭამია. საჭმლის წარმოდგენაც კი ცუდად
მხდიდა. პირში ისევ მისი სისხლის გემოს ვგრძნობდი.
არ ვიცი, როგორ მოვიქცე. არ მინდა გაბრიელს მოვატყუო.
არც ის მინდა, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს. მაგ-
რამ სიმართლეს თუ ვეტყვი, მაქსს ხმას აღარასოდეს გასცემს.
საბოლოოდ გაანადგურებს იმაზე ფიქრი, რომ ძმამ იმედები
გაუცრუა. მაქსს სრულიად ენდობა. შეიძლება ითქვას, რომ აღ-
მერთებს. სულ ტყუილად.
არ მჯერა, რომ მაქსს ვუყვარვარ, უფრო მგონია, რომ გაბ-
რიელს ვერ იტანს, მისი ძალიან შურს და უნდა ყველაფერი წა-
ართვას, მათ შორის – მეც. მაგრამ ახლა, როცა წინააღმდეგო-
ბა გავუწიე, არა მგონია, შემაწუხოს, ყოველ შემთხვევაში ამის
იმედი მაქვს. ცოტა ხნით მაინც შემეშვება.
ამიტომ გაბრიელს ჯერჯერობით არაფერს ვეტყვი. თუმცა
ყველაფერი სახეზე მაწერია. შეიძლება იმის ბრალია, რომ ცუ-
დი მსახიობი ვარ. წუხელ, როცა დასაწოლად ვემზადებოდით,

141
თქვა, რომ მთელი ის დრო, რაც მაქსი აქ იყო, უცნაურად ვიქ-
ცეოდი.
– უბრალოდ დაღლილი ვიყავი.
– არა. რაღაც სხვა იყო. სადღაც სხვაგან იყავი. მეტი ძალის-
ხმევა უნდა გამოგეჩინა. ერთმანეთს ისედაც იშვიათად ვნახუ-
ლობთ. არც კი ვიცი, რატომ ხარ მის მიმართ ასე განწყობილი.
– არ ვიცი. მაქსი აქ არაფერ შუაშია. სამუშაოზე ვფიქრობ-
დი. დროში ვერ ვეტევი და ამის გამო ვღელავ. – ვთქვი რაც შე-
იძლება დამაჯერებლად.
გაბრიელმა უნდოდ შემომხედა, თუმცა აღარაფერი უთ-
ქვამს. დროებით დავისვენე – მანამ, სანამ მაქსი ისევ გვეწვე-
ვა, თუმცა ინტუიცია მკარნახობს, რომ ეს კიდევ დიდხანს არ
მოხდება.
ამ ყველაფრის დაწერით თავი უკეთ ვიგრძენი. ჩემი აზრე-
ბის ფურცელზე გადმოტანამ, დამამშვიდა. ეს ნიშნავს, რომ
სამხილი მაქვს – რაღაც მტკიცებულება.
თუ ოდესმე ასეთი რამ დამჭირდება.

26 ივლისი

დღეს ჩემი დაბადების დღეა. ოცდაცამეტი წლის გავხდი.


უცნაური შეგრძნებაა – ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ
ასაკს თუ მივაღწევდი. დედაჩემზე დიდხანს ვიცოცხლე. უცნაუ-
რი შეგრძნებაა, მასზე უფროსი ვარ. ოცდათორმეტის გახდა და
მეტხანს ვერ იცოცხლა. ახლა მასზე მეტის ვარ და ეს მხოლოდ
დასაწყისია. უფრო და უფრო დავბერდები, ის კი ამას ვერ იზა-
მს.

142
ამ დილით გაბრიელი ისეთი საყვარელი იყო – კოცნით გა-
მაღვიძა და ოცდაცამეტი წითელი ვარდი მაჩუქა. ვარდების
ულამაზესი თაიგული. ეკალი თითში შეესო და სისხლი გამოუ-
ვიდა. იდეალური წითელი წვეთი.
შემდეგ პარკში პიკნიკი მომიწყო. მზე ახალი ამოსული იყო
და ძალიან არ ცხელოდა. წყლიდან ცივი ქარი უბერავდა, ჰა-
ერში ახალგაკრეჭილი ბალახის სუნი იდგა. წყლის პირას, ძეწ-
ნის ქვეშ ვიწექით, მექსიკიდან ჩამოტანილ ლურჯ გადასაფა-
რებელზე. ძეწნის ტოტები ქოლგასავით გვეხურა. ფოთლებში
მზის სუსტი სხივები შემოდიოდა. შამპანურს ვსვამდით და პა-
ტარა ტკბილ პამიდვრებს, შებოლილ ორაგულს და პურის ნაჭ-
რებს ვაყოლებდით. სადღაც, გონების კუნჭულში, უცნაური
გრძნობა დამებადა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე იყო, დეჟავი-
უს უხერხული შეგრძნება მქონდა, ვერაფრით ვხვდებოდი, ეს
საიდან გაჩნდა. შეიძლება ზღაპრები და ბავშვური ამბები გა-
მახსენდა, ჯადოსნური ხეები, რომლებიც სხვა სამყაროში გა-
მავალი პორტალები იყო. შეიძლება სხვა, უფრო პროზაული
რამე იყო. უცებ გონება გამინათდა და ყველაფერი გამახსენ-
და:
დავინახე, სულ პატარა ძეწნის ტოტების ქვეშ როგორ ვიმა-
ლებოდი, ჩვენს კემბრიჯის ბაღში. იქ საათობით ვიმალებოდი.
შესაძლოა არც ისე ბედნიერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ძეწნის
ტოტებქვეშ შემძვრალი ისეთივე კმაყოფილებას ვგრძნობდი,
როგორც ახლა, გაბრიელთან. თითქოს იმ წუთში წარსული და
აწმყო ერთდროულად თანაარსებობდა. ერთ იდეალურ მო-
მენტში. ყველაზე მეტად ის მინდოდა, რომ ეს წუთები სამარა-
დისოდ გაგრძელებულიყო. გაბრიელს ჩასთვლიმა და მისი პა-
ტარა ესკიზი დავხატე, შევეცადე მის სახეზე მოთამაშე მზის
სხივები გადმომეცა. ამჯერად თვალები უკეთესად დავხატე.

143
უფრო გამიადვილდა, რადგან დახუჭული ჰქონდა. ყოველ შემ-
თხვევაში, ფორმის სწორად გამოყვანა მოვახერხე. პატარა
ბიჭს ჰგავდა, მოკუნტული იწვა და მშვიდად სუნთქავდა, ტუჩებ-
ზე პურის ნამცეცები შერჩენოდა.
პიკნიკს მოვრჩით, სახლში დავბრუნდით და ვისიყვარუ-
ლეთ. გაბრიელი ჩამეხვია და რაღაც საოცრება მითხრა:
– ალისია, ძვირფასო, მომისმინე. რაღაც მინდა გითხრა.
მისმა სიტყვებმა ამანერვიულა.
– გისმენ, განაგრძე.
– მინდა, რომ ბავშვი გამიჩინო.
ამან მცირე ხნით დამამუნჯა, არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
– მაგრამ შენ ხომ ბავშვები არ გინდოდა, თქვი, რომ...
– დაივიწყე. აზრი შევიცვალე. მინდა, რომ ბავშვი გვყავდეს.
აბა, რას იტყვი?
გაბრიელმა იმედით სავსე თვალებით შემომხედა, ჩემს პა-
სუხს ელოდებოდა.
ვიგრძენი, რომ თვალებზე ცრემლი მომადგა.
– ჰო, – ვუპასუხე. – თანახმა ვარ, თანახმა ვარ, თანახმა
ვარ...
ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ერთდროულად ვტიროდით და ვი-
ცინოდით.
ახლა სძინავს. ლოგინიდან გამოვძვერი, რომ ეს დამეწერა
– მინდა ეს დღე არასდროს დამავიწყდეს. მისი ყოველი წამი.
სიხარულითა და იმედით აღსავსე ვარ.

144
თავი მეთოთხმეტე

სულ მაქს ბერენსონის სიტყვებზე ვფიქრობდი, მამის სიკ-


ვდილის შემდგომ ალისიას თვითმკვლელობის მცდელობაზე.
მის საქმეში ამის შესახებ არაფერი ეწერა. ნეტა, რატომ?
მომდევნო დღეს მაქსს დავურეკე, ზუსტად იმ დროს, როცა
ოფისიდან გასვლას აპირებდა.
– კიდევ რამდენიმე შეკითხვის დასმა მინდა, თუ წინააღ-
მდეგი არ ხართ.
– უკვე კაბინეტიდან გავდიოდი.
– დიდ დროს არ წაიღებს.
მაქსმა ამოიოხრა, ყურმილს ხელი დააფარა და ტანიას რა-
ღაც უთხრა.
– ხუთი წუთი, – მითხრა მან. – მეტს ვერ დაგითმობთ.
– გმადლობთ, ამას ძალიან ვაფასებ. ალისიას თვითმკვლე-
ლობის მცდელობაზე საუბრობდით, რომელ საავადმყოფოში
მკურნალობდა?
– საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.
– არა?
– არა. სახლში მკურნალობდა. ჩემი ძმა უვლიდა.
– მაგრამ ექიმმა ხომ შეამოწმა? თქვენ მითხარით, რომ
ტაბლეტები დალია.
– დიახ. რა თქმა უნდა, გაბრიელმა ექიმს დაუძახა. და...
ექიმი დათანხმდა, რომ ამის შესახებ არაფერს იტყოდა.
– ექიმს რა ერქვა? გახსოვთ მისი სახელი?
სიჩუმე ჩამოწვა, მაქსი მცირე ხანს ჩაფიქრდა.
– სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ.
– საერთო პროფილის ექიმი იყო?
– არა მგონია. მე და ჩემს ძმას ერთი და იგივე ექიმი გვყავ-
და. მახსოვს გაბრიელმა მთხოვა, ამის შესახებ არ გამემხილა.
145
– სახელს მართლა ვერ იხსენებთ?
– სამწუხაროდ ვერა. სულ ეს არის? უნდა წავიდე.
– კიდევ ერთი რამ. გაბრიელის ანდერძის პირობები მაინ-
ტერესებს.
მსუბუქი ამოოხვრა, მაქსს ხმა გაუმკაცრდა.
– მისი ანდერძი? ვერ ვხვდები, ეს რა შუაშია?
– მთავარი მემკვიდრე ალისია იყო?
– საკმაოდ უცნაურ კითხვებს სვამთ.
– იმის გარკვევას ვცდილობ...
– რის გარკვევას? – გაღიზიანებულმა გამაწყვეტინა. – მთა-
ვარი მემკვიდრე მე ვარ. მამის სიკვდილის შემდეგ ალისიას
საკმაოდ ბევრი ფული დარჩა, ამიტომ გაბრიელმა ჩათვალა,
რომ ქონება მას აღარ დასჭირდებოდა, ჰოდა, თავისი მამული
მე დამიტოვა. ცხადია, იმას ვერ წარმოიდგენდა, მისი სიკვდი-
ლის შემდგომ ფასი რომ აიწევდა. სულ ეს არის?
– და ალისიას ანდერძი? მისი გარდაცვალების შემთხვევა-
ში ქონება ვის დარჩება?
– ამის თქმა კი არ შემიძლია, – მომიჭრა მაქსმა. – და დიდი
იმედი მაქვს, მეტს აღარ შემაწუხებთ.
ყურმილი დაკიდა. თუმცა ინტუიცია მკარნახობდა, რომ
მაქს ბერენსონს კიდევ შევხვდებოდი.
დიდხანს ცდა არ დამჭირვებია.

***
სადილის შემდეგ დიომიდისმა კაბინეტში დამიბარა. შეს-
ვლისას მოღუშულმა ამომხედა.
– რა დაგემართათ?
– მე?

146
– სულელს ნუ თამაშობთ. იცით დღეს დილით ვინ დამირე-
კა? მაქს ბერენსონმა. მითხრა, რომ ორჯერ შეაწუხეთ და ძა-
ლიან ბევრი პირადული შეკითხვა დაუსვით.
– ალისიაზე რამდენიმე შეკითხვა დავუსვი. წინააღმდეგი
არ ყოფილა.
– სამაგიეროდ ახლაა და თქვენს ამ ქმედებას, როგორც შე-
წუხებას, ისე აღიქვამს.
– კარგით რა...
– მომჩივანი ადვოკატიღა გვაკლდა. ამიერიდან ყველა-
ფერს ჩემთან შეათანხმებთ. გასაგებია?
ბრაზით აღვივსე, თუმცა თავი დავუქნიე და დატუქსული მო-
ზარდივით იატაკს დავაჩერდი.
როგორც ჩანს, ჩემმა ასეთმა რეაქციამ დიომიდისზე იმოქ-
მედა, მომიახლოვდა და მხარზე ხელი მომითათუნა.
– თეო. მოდი, რჩევას მოგცემთ. არასწორ გზას ადგახართ.
შეკითხვებს სვამთ, მტკიცებულებებს ეძებთ, თითქოს ეს დე-
ტექტივი იყოს. – გაიცინა და თავი გადააქნია. – ასე ვერაფერ-
თან ვერ მიხვალთ.
– რასთან ვერ მივალ?
– ჭეშმარიტებასთან. ბაიონი გაიხსენეთ: „არანაირი მოგო-
ნება – არანაირი სურვილი“. არანაირი დღის წესრიგი, რო-
გორც ფსიქოთერაპევტის, თქვენი მთავარი მიზანი პაციენტის
გვერდით ყოფნა და გრძნობების კონტროლია. სულ ეს არის,
რაც გჭირდებათ. დანარჩენი თავისით გადაწყდება.
– მართალი ხართ.
– რა თქმა უნდა, მართალი ვარ. და მოდი, ალისიას ნათე-
სავებს ნუღარ შეაწუხებთ, შევთანხმდით?
– სიტყვას გაძლევთ.

147
თავი მეთხუთმეტე

იმავე დღეს, კემბრიჯში, ალისიას მამიდაშვილის, პოლ რო-


უზის სანახავად წავედი.
სადგურთან მიახლოებისას მატარებლის ფანჯრიდან კემ-
ბრიჯის უსასრულო მინდვრები გადაიშალა, რომლებსაც ზემო-
დან ცივი ლურჯი ცა დაჰყურებდა. როგორ მიხაროდა ლონდო-
ნიდან გასვლა – ცაც ნაკლებად დამთრგუნველი იყო და უფრო
ადვილადაც ვსუნთქავდი.
მატარებლიდან სტუდენტების ჯგუფთან და რამდენიმე ტუ-
რისტთან ერთად გამოვედი, თან ტელეფონის ნავიგატორს ვი-
ყენებდი. ქუჩები ცარიელი იყო; ტროტუარზე ჩემი ნაბიჯების
ხმა მესმოდა. უცებ გზა დასრულდა, წინ დაუმუშავებელი მიწა
გადაიშალა, აქა-იქ ბალახიც მოჩანდა, ქვემოთ მდინარე ჩამო-
დიოდა.
მდინარესთან მარტო ერთი სახლი იდგა. ტალახიდან ამოზ-
რდილი წითელი აგურის შენობა იქაურობას აშკარად არ შე-
ეფერებოდა. ვიქტორიანული სტილის მახინჯი ურჩხული იყო.
კედლებს სურო მოსდებოდა, ბაღი კი სარეველათი იყო სავსე.
თითქოს ბუნება იმას იბრუნებდა, რაც ერთ დროს წაართვეს. ეს
ის სახლი იყო, სადაც ალისია დაიბადა და ცხოვრების თვრა-
მეტი წელი გაატარა. ამ კედლებში მოხდა მისი, როგორც ადა-
მიანის ჩამოყალიბება. აქ იმარხებოდა ყველაფერი, რაც
ზრდასრულობისას დაემართა, შემდგომში მიღებული ყველა
გადაწყვეტილების მიზეზები, ყველაფერი აქ იყო.
ზოგჯერ რთულია გაგება, თუ რატომ უნდა ვეძიოთ აწმყოში
მომხდარის პასუხები წარსულში. მარტივ მაგალითს მოვიყ-

148
ვან: ჩემმა კოლეგა ფსიქიატრმა, რომელიც სექსუალური ძა-
ლადობის სფეროში წამყვანი სპეციალისტი იყო, ერთხელ
მითხრა, რომ პედოფილებთან გატარებული ოცდაათი წლის
განმავლობაში აღმოაჩინა, რომ ყველა, ვისთანაც მუშაობდა,
ბავშვობაში ანალოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ეს სუ-
ლაც არ ნიშნავს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი
ყოველი ბავშვი პედოფილი გახდება. სამაგიეროდ, თუ ბავშვო-
ბაში ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა, მოზრდილ ასაკში
არც თვითონ გახდება მოძალადე. ბოროტად არავინ იბადება.
როგორც უინიკოტმა შენიშნა: „ბავშვს დედის შეძულება მხო-
ლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი მანამდე დედას სძულ-
და“. ჩვილობაში უბიწოები ვართ, ცარიელი ფურცლები და
ელემენტარული მოთხოვნილებები გვაქვს: ჭამა, ჩასვრა, სიყ-
ვარული და საპასუხო სიყვარული.. მაგრამ რაღაც არასწო-
რად მიდის, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელშიც
დავიბადეთ და იმ ოჯახის, რომელშიც ვიზრდებით. ძალადო-
ბის მსხვერპლი ბავშვი მოძალადეებზე შურს ვერ იძიებს, რად-
გან დაუცველი და სუსტია, თუმცა შეუძლია – და ალბათ ასეც
იზამს – შურისძიება წარმოსახვაში ატაროს. მრისხანება, ისე-
ვე როგორც შიში, უმიზეზოდ არასდროს ჩნდება. ალისიას რა-
ღაც ცუდი შეემთხვა, სავარაუდოდ, ადრეულ ბავშვობაში, რა-
მაც მკვლელობისადმი მიდრეკილება გამოიწვია და თავი მომ-
დევნო წლებში იჩინა. რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, ხელში ია-
რაღის აღებას და გაბრიელისთვის პირდაპირ სახეში სროლას
ბევრი ვერ გაბედავდა. ხალხის უმეტესობა ამას ვერ იზამდა. ის
რომ ალისიამ ეს გააკეთა, მის შინაგან სამყაროში რაღაც ძა-
ლიან დიდი აშლილობის მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ მინ-
დოდა გამეგო, როგორ ცხოვრობდა ამ სახლში, რათა გამო-
მერკვია, რამ გამოიწვია მისი ასეთად ჩამოყალიბება, ადამი-
ანად, რომელსაც შეეძლო სხვა მოეკლა.
149
გაველურებულ ბაღში, სარეველებსა და ველურ ყვავილებს
შორის დავდიოდი, სახლის ერთ-ერთი კედლისკენ წავედი. ბა-
ღის უკანა მხარეს უშველებელ ძეწნას წავაწყდი, საოცრად ლა-
მაზ ხეს, მიწამდე ჩამოშლილი გრძელი ტოტებით. წარმოვიდ-
გინე, პატარა ალისია მის ტოტებქვეშ, იდუმალ, ჯადოსნურ სამ-
ყაროში როგორ თამაშობდა. ღიმილი მომერია.
შემდეგ კი უცებ თავი უხერხულად ვიგრძენი, რადგან ისეთი
გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვიღაც მიყურებდა.
ავიხედე და მეორე სართულის ფანჯარაში ბებერი ქალის
სახე დავინახე. მინაზე სახემიდებული მომჩერებოდა. უცნა-
ური, აუხსნელი შიში ვიგრძენი.
ჩემ უკან ნაბიჯების ხმა მანამდე არ გამიგონია, სანამ ძალი-
ან გვიანი არ იყო. კეფაში რაღაც მძიმე ჩამარტყეს, ტკივილი
ვიგრძენი და გავითიშე.

თავი მეთექვსმეტე

ცივ მიწაზე დაწოლილს გამომეღვიძა. პირველი, რაც ვიგ-


რძენი ტკივილი იყო. თავი ისე მიცემდა, თითქოს ქალა ორად
გადამიხსნეს. კეფაზე ხელი მოვისვი.
– სისხლი არ არის, – მომესმა ხმა. – მაგრამ ხვალ დალურ-
ჯებული გექნებათ. თავის ტკივილზე აღარაფერს ვამბობ.
ავიხედე და პოლ როუზი დავინახე. თავზე წამომდგომოდა,
ხელში ბეისბოლის კეტი ეჭირა. ჩემი ასაკის იქნებოდა, თუმცა
უფრო მაღალი და მხარბეჭიანი იყო. ბავშვური სახე ჰქონდა და
ხშირი წითური თმა, ისეთივე ფერის, როგორიც ალისიას. ვის-
კის სუნი ასდიოდა.
წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი.
150
– ადგილზე დარჩით, ცოტა ხანს მოიცადეთ.
– მგონი ტვინის შერყევა მაქვს.
– შეიძლება ასეცაა.
– რა ჯანდაბისთვის დამარტყით?
– აბა, რა გეგონათ, მეგობარო? ქურდი მეგონეთ.
– როგორც ხედავთ, არა ვარ.
– ეს უკვე ვიცი. თქვენი საფულე შევამოწმე. ფსიქოთერა-
პევტი ხართ.
ხელი უკანა ჯიბისკენ წაიღო, ჩემი საფულე ამოიღო და ის-
როლა. მკერდზე დამეცა, ხელი მოვკიდე და შევინახე.
– თქვენი დოკუმენტები შევამოწმე, იმ საავადმყოფოდან
ხართ... „გროუვი“ ჰქვია, ხომ?
თავი დავუქნიე და ამ მოძრაობისგან საშინლად ამტკივდა.
– ასეა.
– მაშინ ისიც გეცოდინებათ, ვინ ვარ.
– ალისიას მამიდაშვილი?
– პოლ როუზი. – ხელი გამომიწოდა. – მოდი, ადგომაში
დაგეხმარებით.
ჩემდა გასაოცრად, საკმაოდ ადვილად წამომაყენა. ძლი-
ერი იყო. ფეხზე ძლივს დავდექი.
– შეიძლება მოგეკალით, – წავიბურტყუნე.
პოლმა მხრები აიჩეჩა.
– შეიძლება შეიარაღებული ყოფილიყავით. აბა, რას ელო-
დით, კერძო საკუთრებაში შემოიჭერით. აქ რა გინდათ?
– თქვენს სანახავად მოვედი. – ტკივილისგან დავიღმიჭე. –
ნეტა არ მოვსულიყავი.
– შემობრძანდით.
თავი ისე მტკიოდა, სხვას მაინც ვერაფერს გავაკეთებდი,
უკან გავყევი. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე თავი მისკდებოდა.

151
სახლში უკანა კარით შევედით. შიგნიდან სახლი ისევე გამოი-
ყურებოდა, როგორც გარედან. სამზარეულოს კედლები ფორ-
თოხლისფერ გეომეტრიულ ნახატებს დაეფარა, შპალერი ორ-
მოცი წლის მაინც იქნებოდა, ბევრ ადგილას ამძვრალი, დახ-
ვეული და გაშავებული, თითქოს ცეცხლი ეკიდებოდა. ჭერის
კუთხეებში აბლაბუდაში გახლართული მწერების გამომხმარი
ნარჩენები მოჩანდა. იატაკზე დაგროვილი მტვერი იმდენად
სქელი იყო, ხალიჩა გეგონებოდა. კატის ფსლის სუნმა ცუდად
გამხადა. სამზარეულოში ხუთი კატა მაინც დავთვალე, ზოგს
სკამებზე ეძინა, ზოგსაც სხვაგან. იატაკზე კატის საკვების ცა-
რიელი ქილებით სავსე ცელოფანის პარკები იდო, საიდანაც
საშინელი სუნი ამოდიოდა.
– დაბრძანდით, ჩაის მოგიმზადებთ. – პოლმა კეტი კართან
მიაყუდა. მისთვის თვალი არ მომიცილებია. მის გვერდით
თავს უსაფრთხოდ სულაც არ ვგრძნობდი. – გამომართვით, –
გაბზარული ჭიქა გამომიწოდა.
– რაიმე ტკივილგამაყუჩებელი თუ მოგეძევებათ?
– სადღაც ასპირინი უნდა იყოს. მოიცა, დავძებნი. აი, – ვის-
კის ბოთლი დამანახვა და ჩაის ჭიქაში ჩამისხა. – ეს გიშვე-
ლით.
მოვწრუპე. ცხელი, ტკბილი და მაგარი აღმოჩნდა. პოლმა
ჩაი დალია, თან თვალს არ მაცილებდა, ალისიას გამჭოლი
მზერა გამახსენდა.
– როგორ არის? – როგორც იქნა, დაილაპარაკა და სანამ
პასუხს გავცემდი, განაგრძო: – მის სანახავად ჯერ არ ვყო-
ფილვარ. აქაურობას ვერ ვტოვებ, დედა არის ავად, მარტო დი-
დი ხნით ვერ ვტოვებ.
– გასაგებია. ბოლოს ალისია როდის ნახეთ?

152
– ოჰ, წლების წინ. დიდი ხანია არ შევხმიანებივარ. ქორ-
წილში ვიყავი, შემდეგ რამდენჯერმე ვნახე... გაბრიელი ალი-
სიას ყველაფერს უკონტროლებდა. ქორწილის შემდეგ დარეკ-
ვაც შეწყვიტა. სტუმრადაც არ მოსულა. მართალი გითხრათ,
დედა ამან ძალიან გაანაწყენა.
ხმას არ ვიღებდი. ძლივს ვფიქრობდი, თავი მისკდებოდა.
ვგრძნობდი, თვალს რომ არ მაცილებდა.
– რისთვის გინდოდათ ჩემი ნახვა?
– რამდენიმე კითხვის დასმას ვაპირებდი, ალისიაზე და
მის... ბავშვობაზე.
პოლმა თავი დამიქნია და ჭიქაში ვისკი ჩაისხა. თითქოს
ოდნავ მოშვებულიც იყო; ვისკიმ ჩემზეც იმოქმედა, ტკივილმა
გამიარა და უკეთაც ვაზროვნებდი. „თემას არ გადაუხვიო, –
გავაფრთხილე ჩემი თავი. – მხოლოდ ფაქტები, შემდეგ კი
აქაურობას გაეცალე“.
– ერთად იზრდებოდით?
პოლმა თავი დამიქნია.
– მე და დედა აქ მამის სიკვდილის შემდეგ გადმოვედით.
რვის თუ ცხრის ვიყავი. მცირე ხნით ვაპირებდით დარჩენას,
მაგრამ შემდეგ ალისიას დედა ავარიაში დაეღუპა და დედა
დარჩა, ალისიასა და ძია ვერნონისთვის რომ მიეხედა.
– ვერნონ როუზი ალისიას მამაა?
– დიახ.
– და ვერნონიც რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა?
– ასეა. რამდენიმე წლის შემდეგ. – პოლი მოიღუშა. – თავი
მოიკლა. სხვენზე ჩამოეკიდა. გვამი მე ვიპოვე.
– ალბათ საშინელი სანახავი იყო.

153
– ჰო, ნამდვილად მძიმე იყო, განსაკუთრებით ალისიათ-
ვის. მგონი მაშინ ვნახე ბოლოჯერ. ძია ვერნონის დაკრძალვა-
ზე. ცუდად გამოიყურებოდა. – პოლი წამოდგა. – კიდევ ხომ არ
დალევთ?
უარის თქმა ვცადე, თუმცა საუბარი განაგრძო და თან ვისკი
ჩამომისხა.
– სხვათა შორის არ მჯერა, რომ გაბრიელი მოკლა. ეს სრუ-
ლი სისულელეა.
– რატომ?
– ასეთი არასდროს ყოფილა. არასდროს ყოფილა მოძა-
ლადე.
„სამაგიეროდ ახლა არის“, – გავიფიქრე, თუმცა ხმამაღლა
არაფერი მითქვამს.
პოლმა ვისკი მოსვა.
– ხმას ისევ არ იღებს?
– არა, არ იღებს.
– რაღაც უაზრობაა, ეს ყველაფერი. ხომ ხვდებით, ჩემი აზ-
რით, ის...
ჩვენ ზემოთ მძიმე საგნის დავარდნის ხმა გაისმა, რასაც ქა-
ლის დახშული ყვირილი მოჰყვა, გაურკვეველი დუდღუნი.
პოლი ფეხზე წამოხტა.
– ერთი წამით. – კიბესთან მივიდა და ხმას აუწია. – დე,
კარგად ხარ?
ზემოდან რაღაც ბურტყუნი მოისმა, რომელიც ვერ გავარ-
ჩიე.
– რა? ჰო, კარგი. ახლავე. – აღელვებული ხმა ჰქონდა.
პოლმა მოღუშული სახით გამომხედა და თავი დამიქნია.
– უნდა, რომ ზემოთ ახვიდეთ.

154
თავი მეჩვიდმეტე

პოლი მტვრიან კიბეს აუყვა, მეც უკან გავყევი, სიარული არ


მიჭირდა, თუმცა თავი მაინც მიბრუოდა.
ლიდია როუზი ბოლო საფეხურთან გველოდებოდა. ფანჯა-
რაში სწორედ მისი დამახინჯებული სახე დავინახე. გრძელი
თეთრი თმა მხრებზე ობობას ქსელივით ჩამოშლოდა. ძალიან
ბევრს იწონიდა – გასივებული კისერი, ხორციანი წინამხრები,
ხის ტოტებივით ფეხები. ხელჯოხს ეყრდნობოდა, რომელიც მი-
სი წონის ქვეშ ისე იდრიკებოდა, შეიძლებოდა ნებისმიერ
დროს გადატეხილიყო.
– ვინ არის?
მწივანა ხმით მიმართა პოლს, თან თვალს არ მაცილებდა.
ისევ ისეთი გამყინავი მზერა, მაშინვე ალისია გამახსენდა.
– დედა არ გაბრაზდე, – მშვიდად უპასუხა პოლმა. – ალი-
სიას ფსიქოთერაპევტია, კლინიკიდანაა. ჩემთან სასაუბროდ
მოვიდა.
– შენთან? შენგან რა უნდა? რა ჩაიდინე?
– ალისიაზე სურს გასაუბრება.
– ჟურნალისტია, შე გამოსირებულო. – ხმა კივილში გადაე-
ზარდა. – გააგდე!
– ჟურნალისტი არ არის. მისი დოკუმენტები ვნახე. დე, დაწ-
ყნარდი. მოდი, დაწოლაში დაგეხმარები.
ლიდია ბუზღუნით დაემორჩილა და შვილს საძინებლისკენ
გაჰყვა. პოლმა თავის დაქნევით მანიშნა გავყოლოდი.
ლიდია ბალიშებზე მიესვენა. საწოლმა მისი წონის ქვეშ
ხმამაღლა დაიჭრიალა. პოლმა ბალიშები შეუსწორა. ფეხებ-

155
თან მოხუცი კატა ეწვა, ყველაზე მახინჯი, რაც კი ოდესმე მინა-
ხავს, იარებით დაფარული, აქა-იქ გაშიშვლებული კანით, ერ-
თი ყური მოჭმული ჰქონდა. ძილში ბდღვრინავდა.
ოთახი მოვათვალიერე. ხარახურით, ძველი ჟურნალებით
და გაყვითლებული გაზეთებით, ძველი ტანსაცმლის გროვით
იყო სავსე. კედელთან ჟანგბადის ბალონი იდგა, ტუმბაზე წამ-
ლებით გამოვსებული ნამცხვრის თუნუქა იდო.
მთელი ამ დროის მანძილზე, ლიდიას მტრულ გამოხედვას
ვგრძნობდი; მის თვალებში შეშლილობა იკითხებოდა, ამაში
დარწმუნებული ვიყავი.
– რა უნდა? – კიდევ ერთხელ ამათვალ-ჩამათვალიერა. –
ვინ არის?
– ხომ გითხარი, დედა. ალისიას ფსიქოთერაპევტია. მასზე
რაღაცების გაგება უნდა, მისი დახმარება რომ შეძლოს.
ლიდიამ თავი მოაბრუნა, ყელი ჩაიწმინდა და პირდაპირ
ჩემ წინ, იატაკზე დააფურთხა, ამით მაგრძნობინა, ფსიქოთე-
რაპევტებზე რასაც ფიქრობდა.
პოლმა ამოიოხრა.
– დე, კარგი რა...
– მოკეტე. – ლიდია თვალს არ მაშორებდა. – ალისია სა-
ავადმყოფოში არ უნდა იყოს.
– არა? – ჩავეკითხე. – აბა, სად უნდა იყოს?
– შენი აზრით? რა თქმა უნდა, ციხეში. – ლიდიამ ზიზღით
შემომხედა. – ალისიას შესახებ მეტის გაგება გინდა? ახლავე
გეტყვი. პატარა ძუკნაა. ბავშვობიდან ასეთი იყო.
ვუსმენდი და თავი მისკდებოდა, ლიდია კი საუბარს კიდევ
უფრო მეტად გაბრაზებული განაგრძობდა.
– ჩემმა საწყალმა ძმამ, ვერნონმა, ევას სიკვდილი ვერ გა-
დაიტანა. მასზე მე ვზრუნავდი. ალისიაზეც. და რით გადამიხა-
და?
156
ხმა არ ამომიღია. არც იყო საჭირო, ლიდიამ ისევ განაგ-
რძო.
– იცი, რით გადამიხადა? ჩემს სიკეთეს რით უპასუხა? იცი,
რა გამიკეთა?
– დედა, გთხოვ...
– მოკეტე, პოლ! – ლიდია მე მომიბრუნდა, გაოცებული ვი-
ყავი, რამდენ ბრაზს იტევდა მისი ხმა. – მაგ ძუკნამ დამხატა.
ისე, რომ ჩემთვის არც უკითხავს. მის გამოფენაზე მივედი, იქ
კი ეს საზიზღრობა ეკიდა. უხამსი კარიკატურა.
ლიდიამ კანკალი დაიწყო, პოლს ნერვიულობა დაეტყო და
უკმაყოფილოდ გამომხედა.
– მგონი, აჯობებს წახვიდეთ, მეგობარო. დედასთვის ნერ-
ვიულობა არ შეიძლება.
თავი დავუქნიე. ლიდია როუზი ნამდვილად ვერ იყო კარ-
გად. ძალიან გამიხარდა იქიდან წამოსვლა.
სახლი დავტოვე და რკინიგზის სადგურისკენ წამოვედი, უშ-
ველებელი კოპითა და თავის ტკივილით. დრო ტყუილად დავ-
კარგე, ვერაფერი გამოვარკვიე, იმის გამოკლებით, თუ რატომ
დატოვა ეს საშინელი სახლი ალისიამ, როგორც კი ამის შესაძ-
ლებლობა მიეცა. ამან ის გამახსენა, თვრამეტი წლის, მამა-
ჩემს როგორ გამოვექეცი. სავსებით ნათელი იყო, თუ ვის გა-
ურბოდა ალისია – ლიდია როუზს.
ალისიას დახატულ ლიდიას პორტრეტზე დავფიქრდი.
„უხამსი კარიკატურა“, მამიდამისმა ასე მოიხსენია. მგონი უკ-
ვე დროა ალისიას გალერეას ვეწვიო და გავარკვიო, რამ გააბ-
რაზა ასე ძალიან მამიდამისი.
კემბრიჯს როცა ვტოვებდი, პოლ როუზზე ვფიქრობდი. ძა-
ლიან მეცოდებოდა, ასეთ საშინელ ქალთან ცხოვრება უწევ-
და, მისი უფასო მონა იყო. ალბათ მეგობრებიც არ ჰყავდა. არც
მეგობარი გოგონა. სულაც არ გამიკვირდებოდა იმის გაგება,
157
რომ ისევ ვაჟიშვილი იყო. უშველებელი ზომის მიუხედავად,
მაინც იგრძნობოდა, რომ განვითარებაში რაღაც აკლდა.
ლიდიას მიმართ მაშინვე ზიზღით ავივსე – ალბათ იმიტომ,
რომ მამაჩემი გამახსენა. მეც პოლივით ვიქნებოდი, სურეიში,
მშობლებთან რომ დავრჩენილიყავი და შეშლილის ნებას დავ-
ყოლოდი.
მთელი გზა უგუნებოდ ვიყავი. მოწყენილსა და დაღლილს,
ტირილამდე აღარაფერი მაკლდა. ზუსტად არ ვიცი, ასე პოლის
გამო განვიცდიდი, თუ ჩემ გამო.

თავი მეთვრამეტე

სახლში მისულს ქეთი შინ არ დამხვდა.


მისი ლეპტოპი გავხსენი და ფოსტის გახსნა ვცადე, მაგრამ
გამოსული იყო. ალბათ ამ შეცდომას მეტად აღარ გა-
იმეორებს. ამიერიდან სულ მის ფოსტას შევამოწმებ, იმ იმე-
დით, რომ გახსნილი დამხვდება? მშვენივრად ვაცნობიერებ-
დი, რომ ეჭვიან ქმრად ვიქეცი. ბედის ირონიით ქეთი ზუსტად
დეზდემონას როლის რეპეტიციას გადიოდა.
როგორც კი ვნახე, წერილები მაშინვე ჩემთვის უნდა გადა-
მეგზავნა. ამ შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება მაინც
მექნებოდა. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. როგორც უნდა
ყოფილიყო, უკვე ეჭვის შეტანა დავიწყე იმაში, რაც მაშინ ვნა-
ხე. ისეთი დაბოლილი ვიყავი, შეიძლება წაკითხული არასწო-
რად გავიგე. მივხვდი, რომ რაღაც თეორიებს ვეჭიდებოდი,
ოღონდ კი ქეთის უდანაშაულობა დამემტკიცებინა. შეიძლება
ამგვარად ვარჯიშობდა, რომ თავის როლს უკეთ მორგებოდა?
158
იქნებ „ოტელოსთვის“ ემზადება ასე? არტურ მილერის „ყველა
ჩემი ვაჟის“ დადგმისთვის ექვსი კვირა ამერიკულ აქცენტს
ამუშავებდა. იქნებ ახლაც ასე ხდება? იმის გამოკლებით, რომ
წერილებს როგორც „ქეთი“ ისე აწერდა ხელს, არა როგორც
„დეზდემონა“.
ნეტა ეს ყველაფერი მომჩვენებოდა, თავიდან ამოვიგდებ-
დი, როგორც სიზმრის შემთხვევაში ხდება, გაიღვიძებ და აღარ
გახსოვს. ამის მაგივრად, უნდობლობის, ეჭვისა და პარანოიის
უსასრულო კოშმარში ვიყავი ჩათრეული. თუმცა ჩვენს ცხოვ-
რებაში ბევრი არაფერი შეიცვალა. კვირაობით ისევ ვსეირ-
ნობდით და პარკში მოსეირნე ნებისმიერ სხვა წყვილს ვგავ-
დით. შეიძლება ხმას უფრო მეტხანს არ ვიღებდით, მაგრამ
უსიამოვნო აქ არაფერი იყო. შეიძლება დუმილიც უფრო მეტ-
ხანს გრძელდებოდა, მაგრამ აქაც განსაკუთრებული არაფე-
რი. თუმცა დუმილის დროს ჩემს თავს გამალებული ვეკამათე-
ბოდი და ერთსა და იმავე კითხვებს მილიონჯერ ვუსვამდი. ეს
რატომ გააკეთა? ასე როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება
სიყვარული შემომფიცოს, ცოლად გამომყვეს, ჩემთან იწვეს
და ამავე დროს ასე მატყუებდეს? რამდენი ხანია რაც ეს
გრძელდება? უყვარს ის კაცი? ჩემს მიტოვებას აპირებს?
რამდენჯერმე მისი ტელეფონიც შევამოწმე, სანამ შხაპს
იღებდა, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გადავხედე, თუმცა
ვერაფერს მივაგენი. თუ რაიმე შეტყობინებებს იღებდა, უკვე
წაშლილი ჰქონდა. სულელი არ იყო, უბრალოდ ზოგჯერ და-
უდევრობას იჩენდა.
შეიძლება სიმართლე ვერც ვერასდროს გავიგო. იქნებ ასე
ჯობია.
სეირნობის შემდგომ დივანზე ვისხედით, ქეთიმ გაოცებით
გამომხედა.
– კარგად ხარ?
159
– რას გულისხმობ?
– არ ვიცი. რაღაც უცნაურად გამოიყურები.
– დღეს?
– მარტო დღეს არა, ამ ბოლო დროს.
შევეცადე თვალებში არ შემეხედა.
– სამუშაოს ბრალია. ბევრ რამეზე ვფიქრობ.
ქეთიმ თავი დამიქნია და თანაგრძნობის ნიშნად ხელი მაგ-
რად მომიჭირა. გადასარევი მსახიობია, თითქმის დავიჯერე,
რომ ჩემი ამბავი ანაღვლებდა.
– რეპეტიციების საქმე როგორ მიდის?
– უკეთ. ტონიმ რამდენიმე კარგი იდეა მოიფიქრა. მომდევ-
ნო კვირას უფრო გვიანობამდე მუშაობა მოგვიწევს.
– გასაგებია.
მისი უკვე აღარ მჯეროდა. არც ერთი სიტყვის. ყველა ფრაზა
გავაანალიზე, როგორც ამას პაციენტებთან ვაკეთებ. ქვეტექ-
სტის პოვნას ვცდილობდი, ყველა მის სიტყვას ვაკვირდებოდი,
არავერბალურ სამხილებს, ოდნავ შესამჩნევ ცვლილებას, თა-
ვის არიდებას, დაუდევრობას, ტყუილს.
– ტონი როგორ არის?
– კარგად. – მხრები აიჩეჩა, იმის საჩვენებლად, რომ საერ-
თოდ არ აინტერესებდა.
მისი არ მჯეროდა. ტონის, მის რეჟისორს, აღმერთებდა,
სულ მასზე ლაპარაკობდა, ყოველ შემთხვევაში ადრე ასე იყო;
ბოლო დროს, რატომღაც საერთოდ არ ახსენებდა. ადრე სულ
იმას მიყვებოდა, როგორ საუბრობდნენ პიესებსა და თეატრში
თამაშზე – სამყაროზე, რომელიც ჩემთვის მიუწვდომელი იყო.
ტონიზე ბევრი ვიცოდი, ნახვით კი მხოლოდ ერთხელ ვნახე,
ისიც წამიერად, როცა რეპეტიციის შემდგომ ქეთის შევხვდი.
საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა, ერთმანეთს რომ არ გაგვაცნო.

160
დაქორწინებული იყო, მეუღლეც მსახიობი ჰყავდა. მგონი ქე-
თის ის დიდად არ მოსწონდა. შეიძლება ცოლი მასზე ისევე ეჭ-
ვიანობდა, როგორც მე ქეთიზე. მახსოვს ერთხელ შევთავაზე,
ერთად გვევახშმა, ოთხივეს, მაგრამ ქეთის ჩემი იდეა დიდად
არ მოეწონა. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ყველანაირად ცდი-
ლობდა ერთმანეთს არ შევხვედროდით.
ვუყურებდი, ლეპტოპი როგორ გახსნა და ისე მოეწყო, რომ
არ დამენახა. მესმოდა თითებით როგორ ბეჭდავდა. მაინც ვის
სწერს? ტონის?
– რას აკეთებ? – დავამთქნარე.
– ჩემს ბიძაშვილს ვწერ... სიდნეიშია.
– მართლა? მომიკითხე.
– აუცილებლად.
ცოტა ხანს კიდევ ბეჭდა, შემდეგ ლეპტოპი გვერდზე გადა-
დო.
– აბაზანაში შევდივარ.
თავი დავუქნიე.
– კარგი.
მხიარულად შემომხედა.
– რა დაგემართა, საყვარელო, მართლა არაფერი გჭირს?
გავიღიმე და თავი დავუქნიე. წამოდგა და გავიდა. დაველო-
დე, სანამ აბაზანის კარს დახურავდა და ონკანს მოუშვებდა,
რის შემდეგაც იმ ადგილზე გადავინაცვლე, სადაც იჯდა და
ლეპტოპი ავიღე. ხელის კანკალით გავხსენი. ბრაუზერი ჩავ-
რთე, მაგრამ ფოსტიდან გამოსული იყო.
ლეპტოპი ზიზღით გადავდე. „ეს უნდა დასრულდეს, – გავი-
ფიქრე ჩემთვის. – ასე შეიძლება ჭკუიდანაც შევიშალო. თუ უკ-
ვე ვარ შეშლილი?“
დაწოლას ვაპირებდი, როცა ოთახში ქეთი შემოვიდა, თან
კბილებს იწმენდდა.
161
– დამავიწყდა მეთქვა. მომდევნო კვირაში ნიკოლი ჩამო-
დის.
– ნიკოლი?
– არ გახსოვს? მის გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე ვიყა-
ვით.
– ა, ჰო. მეგონა ნიუ-იორკში გადავიდა.
– ასეა. ახლა კი ბრუნდება. – გაჩუმდა. – ხუთშაბათს უნდა
რომ შევხვდე... ხუთშაბათ ღამით, რეპეტიციის შემდეგ.
არ ვიცი, რა მომეჩვენა საეჭვოდ. იქნებ ის, რომ ქეთი საუბ-
რის დროს თვალებში არ მიყურებდა? ვგრძნობდი, რომ მატყუ-
ებდა, არაფერი მითქვამს. ქეთიც გაჩუმდა და სააბაზანოში შებ-
რუნდა, გავიგონე კბილის პასტა ნიჟარაში როგორ გადმოა-
ფურთხა და პირი გამოირეცხა.
ვინ იცის, შეიძლება არც არაფერი იყო. შეიძლება ხუთშა-
ბათს მართლა ნიკოლს ხვდებოდა.
შეიძლება.
მხოლოდ ერთი გზა არსებობდა ამის შესამოწმებლად.

თავი მეცხრამეტე

ამჯერად გალერეის წინ რიგი არ იყო, როგორც იმ დღეს, ექვსი


წლის წინ, „ალკესტისის“ სანახავად როცა ვიყავი. ვიტრინაში
სხვა მხატვრის სურათი გამოეკიდათ და მისი შესაძლო ნიჭიე-
ბის მიუხედავად, მაინც ალისიას სახელგატეხილობა და დამ-
თვალიერებელთა მიზიდვის მისეული უნარი აკლდა.

162
გალერეაში შესვლისას შემაკანკალა; იმაზე მეტად ციოდა,
ვიდრე გარეთ და ეს მარტო ტემპერატურის ბრალი კი არ იყო,
თვითონ ადგილი იყო ცივი, მეტალის შიშველი კოჭები და ბე-
ტონის იატაკი. სრული სიცარიელე, საერთოდ არავინ.
გალერეის მმართველი მაგიდასთან იჯდა. ჩემი დანახვის-
თანავე წამოდგა.
ჟან-ფელიქს მარტენი ორმოცზე ოდნავ მეტი ხნის იქნებო-
და, სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი შავი თვალებითა და
მუქი თმით, ტანზე წითელი, ქალისგამოსახულებიანი ვიწრო
მაისური ეცვა. ვუთხარი აქ რისთვისაც მოვედი, ჩემდა გასაკვი-
რად, ალისიაზე სიამოვნებით გამესაუბრა. აქცენტით საუბ-
რობდა. დავინტერესდი, საფრანგეთიდან ხომ არ იყო.
– წარმოშობით პარიზიდან ვარ, აქ სტუდენტობის დროს ჩა-
მოვედი და უკვე ოცი წელია, ვცხოვრობ. თავი ბრიტანელიც კი
მგონია. – გაიღიმა და ჟესტით უკანა ოთახისკენ მიმითითა. –
მობრძანდით, ყავაზე დაგპატიჟებთ.
– გმადლობთ.
ჟან-ფელიქსი კაბინეტში შემიძღვა, რომელიც ასევე საწყო-
ბიც იყო. ყველგან ნახატები ეწყო.
– ალისია როგორ არის? – მკითხა და უცნაური მოყვანი-
ლობის ყავის მოსადუღებელ აპარატთან მივიდა. – ისევ არ
ლაპარაკობს?
თავი გავაქნიე.
– არა.
თავი დამიქნია და ამოიოხრა.
– სამწუხაროა. დაბრძანდით. რისი გაგება გინდათ? შევეც-
დები ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხო. – ჟან-ფელიქსმა გა-
მიღიმა და ცნობისმოყვარედ გამომხედა. – თუმცა ბოლომდე
მაინც ვერ მივხვდი, ჩემთან რატომ მოხვედით.

163
– თქვენ და ალისია ახლოს იყავით, ხომ ასეა? მხოლოდ
პროფესიულ ურთიერთობას არ ვგულის...
– ეს ვინ გითხრათ?
– გაბრიელის ძმამ, მაქს ბერენსონმა. თქვენთან შეხვედრა
მან მირჩია.
ჟან-ფელიქსმა თვალები გადაატრიალა.
– ო, ანუ მაქსსაც შეხვდით? რა აბეზარი ვინმეა. – ისეთი
ზიზღით თქვა, სიცილი ძლივს შევიკავე.
– მაქს ბერენსონს იცნობთ?
– სამწუხაროდ საკმაოდ კარგად. – ყავის პატარა ფინჯანი
გამომიწოდა. – მე და ალისია ახლოს ვიყავით. ძალიან ახ-
ლოს. ერთმანეთი წლების წინ გავიცანით, მანამდე, სანამ გაბ-
რიელს შეხვდა.
– ეს არ ვიცოდი.
– ო, დიახ. სამხატვრო სასწავლებელში ერთად ვსწავლობ-
დით. დამთავრების შემდეგ ერთად ვხატავდით.
– იმის თქმა გინდათ, რომ ნახატებს ერთად ქმნიდით?
– მთლად ეგრე არა. – ჟან-ფელიქსს გაეცინა. – კედლების
მოხატვაზე ერთად ვმუშაობდით. მღებავები ვიყავით.
გავიღიმე.
– გასაგებია.
– აღმოჩნდა, რომ კედლების მოხატვა, სურათების დახატ-
ვაზე უფრო მეხერხებოდა. ამიტომ ხატვას თავი გავანებე, ალ-
ისიამ კი სულ მალე მხატვრობაში საკმაოდ დიდ წარმატებას
მიაღწია. და როცა ამ ადგილის მმართველი გავხდი, თავი
ვალდებულად ჩავთვალე ალისიას ნამუშევრებიც გამომეფი-
ნა. ყველაფერი საკმაოდ ბუნებრივად მოხდა.
– დიახ, როგორც ჩანს, ასეა. და გაბრიელი?
– რა გაბრიელი?

164
ვიგრძენი როგორ დაიძაბა, დამცავი რეაქცია ამოქმედდა,
მაშინვე მივხვდი, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი.
– საინტერესოა, ამ დინამიკას როგორ მოერგო. ალბათ
კარგად იცნობდით?
– არც ისე.
– არა?
– არა. – ჟან-ფელიქსი მცირე ხანს შეყოვნდა. – გაბრიელს
ჩემს გასაცნობად თავი დიდად არ შეუწუხებია. საკმაოდ... ეგო-
ცენტრიკული იყო.
– როგორც ჩანს, დიდად არ მოგწონდათ.
– დიახ, ასეა. მგონი თვითონაც არ მოვწონდი, უფრო მეტიც,
ამაში დარწმუნებული ვარ.
– რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
– წარმოდგენა არა მაქვს.
– გგონიათ ეჭვიანობდა? თქვენსა და ალისიაზე?
ჟან-ფელიქსმა ყავა მოსვა და თავი დამიქნია.
– ჰო, ალბათ ასეა.
– იქნებ თქვენში მეტოქეს ხედავდა?
– მგონი ყველაფერი ჩემზე უკეთ იცით. ასე რომ, პასუხის
გაცემაც არ გაგიჭირდებათ.
მივხვდი, რომ გაღიზიანდა, ამიტომ აღარ გამიგრძელებია.
ამის მაგივრად სხვაგვარი მიდგომა ვცადე.
– თუ არ ვცდები, ალისია მკვლელობის ჩადენამდე რამდე-
ნიმე დღით ადრე ნახეთ.
– დიახ. მის სახლში ვიყავი.
– შეგიძლიათ იმ შეხვედრაზე მომიყვეთ?
– გამოფენისთვის ემზადებოდა და ნამუშევრების დასრუ-
ლებას ვერ ასწრებდა. ამაზე ძალიან ნერვიულობდა.
– მისი არც ერთი ახალი ნამუშევარი არ გინახავთ?

165
– არა. მათ საჩვენებლად დრო ვერა და ვერ გამონახა. ამი-
ტომაც ვეწვიე პირადად. მეგონა ბაღის ბოლოს, თავის სახე-
ლოსნოში იქნებოდა. თუმცა იქ არ დამხვდა.
– არა?
– არა, სახლში მივაგენი.
– შიგნით როგორ შეხვედით?
ჟან-ფელიქსმა გაოცებული სახით გამომხედა.
– რა?
თუმცა მალევე მიხვდა, რაც ვიგულისხმე და თავი დამიქნია.
– ა, მივხვდი, რაც იგულისხმეთ. ბაღის ბოლოს ჭიშკარია,
რომელიც ქუჩაში გადის და რომელსაც იშვიათად კეტავდნენ.
ბაღიდან სამზარეულოში უკანა კარიდან შევედი, რომელიც
ასევე არ იკეტებოდა. – გაიღიმა. – იცით, დეტექტივს უფრო
ჰგავხართ, ვიდრე ფსიქიატრს.
– ფსიქოთერაპევტი ვარ.
– რამე სხვაობაა?
– ალისიას ფსიქიკური მდგომარეობის გარკვევას ვცდი-
ლობ, სულ ეს არის. როგორ ხასიათზე იყო?
ჟან-ფელიქსმა მხრები აიჩეჩა.
– ჩვეულებრივად იქცეოდა. გამოფენაზე ნერვიულობდა.
– სულ ეს არის?
– ისე სულაც არ იქცეოდა, რომ გეფიქრა, რამდენიმე დღეში
ქმარს ესვრისო, თუ ამას გულისხმობთ. ჩვეულებრივად იქცე-
ოდა. – ყავა ბოლომდე დალია და ისე ამომხედა, თითქოს თავ-
ში რაღაც აზრი მოუვიდა. – გინდათ მისი ნამუშევრები ნახოთ?
ჩემს პასუხს არ დალოდებია, წამოდგა და კარისკენ წავიდა,
თან ხელით შემიპატიჟა.
– მობრძანდით.

166
თავი მეოცე

ჟან-ფელიქსს სათავსში გავყევი. უშველებელ ყუთთან მივი-


და, თავი გადახადა და ქსოვილში გახვეული სამი ნახატი
ამოიღო. ერთმანეთზე დააწყო და ქსოვილი ფრთხილად შე-
მოაცალა. უკან დაიხია და პირველი ნახატი წარმომიდგინა.
– აი, ინებეთ.
ნახატს დავაკვირდი, რომელიც ისეთივე ფოტორეალისტუ-
რი ხარისხით იყო შესრულებული, როგორც ალისიას დანარ-
ჩენი ნამუშევრები. სრული სიზუსტით იყო დახატული ის ავა-
რია, რომელმაც დედამისი იმსხვერპლა. ქალი საჭეზე უგონოდ
არის მისვენებული, გასისხლიანებული და უკვე გარდაცვლი-
ლი. სხეულიდან ამოსული მისი სული, ყვითელფრთიანი ვეება
ფრინველის სახით, ზევით, ზეცისკენ მიიწევს.
– ხომ დიდებულია? – ჟან-ფელიქსმა ნახატს გაჰხედა. –
მთელი ეს ფერები... ყვითელი, წითელი და მწვანე, ამ მრავალ-
ფეროვნებაში ვიკარგები. მხიარული ფერებია.
„მხიარული“ სულაც არ იყო ის სიტყვა, რომელსაც შევურ-
ჩევდი. ალბათ უფრო „შემაწუხებელი“. დარწმუნებული არ ვი-
ყავი, ზუსტად რას განვიცდიდი, ამ ნახატთან დაკავშირებით.
მომდევნო ნახატზე გადავინაცვლე. ჯვარზე გაკრული იესო.
თუ სხვა ვინმე იყო?
– გაბრიელია, – ამიხსნა ჟან-ფელიქსმა. – საოცარი მსგავ-
სებაა.
მართლაც გაბრიელი იყო, ოღონდ ჯვარზე გაკრული იესოს
როლში. იარებიდან სისხლი მოწვეთავს, თავზე ეკლის გვირ-
გვინი ადგას. თვალები ქვემოთ კი არა, წინ იყურება მშვიდი,

167
ნატანჯი, საყვედურით აღსავსე, ნატანჯი მზერით. სურათს უფ-
რო ყურადღებით დავაკვირდი, გაბრიელის წელზე მიბმულ უც-
ნაურ ნივთს. შაშხანა იყო.
– ამ იარაღით მოკლეს?
ჟან-ფელიქსმა თავი დამიქნია.
– დიახ. მგონი მისი შაშხანა იყო.
– და ეს მის მკვლელობამდე დახატა ხომ?
– დაახლოებით ერთი თვით ადრე. თითქოს იმას გაჩვე-
ნებთ, რაც ალისიას ჩაფიქრებული ჰქონდა, ხომ ასეა? – ჟან-
ფელიქსმა მესამე ნახატი მიჩვენა, დანარჩენ ორზე უფრო დი-
დი იყო. – ეს საუკეთესოა. ოდნავ უკან დაიხიეთ, უკეთ რომ და-
ინახოთ.
უკან რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე. მოვბრუნდი და ნახატს
შევხედე. დანახვისთანავე უნებლიეთ სიცილი ამივარდა.
ალისიას მამიდა, ლიდია როუზი იყო. უკვე მივხვდი, რამ გა-
მოიწვია ლიდიას აღშფოთება, პატარა საწოლზე შიშველი იწ-
ვა, საწოლი მის წონას ძლივს უძლებდა. საშინლად მსუქანი
იყო, სხეულის ნაწილი საწოლიდან იატაკზე ჩამოშლილიყო,
მთელ ოთახს მოსდებოდა და კრემივით იხვეოდა.
– ღმერთო ჩემო. რა სისასტიკეა.
– ჩემი აზრით კი საკმაოდ სახალისოა. – ჟან-ფელიქსმა
ცნობისმოყვარედ გამომხედა. – ლიდიას იცნობთ?
– დიახ. მის სანახავად ვიყავი.
– გასაგებია. – გაიღიმა. – საშინაო დავალებას ასრულებთ.
ლიდია არასდროს მინახავს. სხვათა შორის, ალისია ვერ იტან-
და.
– ასეა. – ნახატს გავხედე. – ეგ ისედაც ნათელია.
ჟან-ფელიქსმა ნახატების ფრთხილად გახვევა დაიწყო.
– და „ალკესტისი“? შეიძლება ვნახო?
– რა თქმა უნდა. გამომყევით.
168
ჟან-ფელიქსმა ვიწრო გასასვლელით გალერეის ბოლოში
გამიყვანა, სადაც მთელი კედელი „ალკესტისს“ ეკავა. ისეთი-
ვე ლამაზი და იდუმალი იყო, როგორიც დამამახსოვრდა. სა-
ხელოსნოში მოლბერტის წინ მდგომი შიშველი ალისია, ხელ-
ში სისხლისფერი ფუნჯით. სახეს დავაკვირდი და ისევ ვერაფე-
რი ამოვიკითხე.
– შეუძლებელია რამის ამოკითხვა.
– მთელი აზრიც ეს არის – კომუნიკაციაზე უარის თქმა. ეს
ნახატი დუმილზეა.
– ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ.
– კეთილი, ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშში იდუმალება
იმალება. ალისიას მდუმარება მისი საიდუმლოა, რელიგიური
გაგებით. სწორედ ამიტომ დაარქვა ნახატს „ალკესტისი“ წა-
კითხული გაქვთ, ევრიპიდეს დაწერილია? – ცნობისმოყვარედ
გამომხედა. – წაიკითხეთ და ყველაფერს მიხვდებით.
თავი დავუქნიე, შემდეგ კი ისეთ რამ დავინახე, რაც მანამდე
არ შემემჩნია. რომ დავკვირვებოდი წინ გადავიხარე. სურათის
უკანა ფონზე, მაგიდაზე ხილით სავსე თასი იდგა, ვაშლებით და
მსხლებით. წითელ ვაშლებზე პატარა თეთრი წერტილები იყო
გამოსახული – თეთრი მატლები ყველგან იყვნენ ხილშიც და
მის გარეთაც.
მათზე მივუთითე.
– ესენი?..
– მატლებია? – ჟან-ფელიქსმა თავი დამიქნია. – დიახ.
– საოცარია. ნეტა რას ნიშნავს.
– შესანიშნავი ნამუშევარია. ნამდვილი შედევრი. – ჟან-ფე-
ლიქსმა ამოიოხრა და გამომხედა. ხმას ისე დაუწია, თითქოს
მის ნათქვამს ალისია გაიგონებდა. – სამწუხაროა, ადრე რომ
არ იცნობდით. ყველაზე საინტერესო ადამიანი იყო, ვინც კი
ოდესმე მინახავს. ხალხის უმეტესობა ხომ ცოცხალი არ არის,
169
ხომ ხვდებით, მთელი ცხოვრება სძინავთ. მაგრამ ალისია ასე-
თი არ იყო. თვალს ვერ მოსწყვეტდი...– ჟან-ფელიქსი შებრუნ-
და და მის შიშველ სხეულს გახედა. – ულამაზესი.
ალისიას სხეულს მეც გავხედე, თუმცა სადაც ჟან-ფელიქსმა
სილამაზე დაინახა, მე მხოლოდ ტკივილს ვხედავდი. საშინელ
ჭრილობებსა და იარებს, რომლებითაც სხეულს თვითონვე
იმახინჯებდა.
– ოდესმე თვითმკვლელობის მცდელობაზე რამე თუ უთ-
ქვამს?
ვკითხე ისე სასხვათაშორისოდ და მიზანში მოვარტყი.
– ამის შესახებაც იცით. რა თქმა უნდა, მითხრა.
– მამამისის სიკვდილის შემდეგ?
– ნაწილებად დაიშალა. – ჟან-ფელიქსმა თავი დამიქნია. –
მთლიანად განადგურდა. როგორც მხატვარი კი არა, როგორც
ადამიანი. ძალიან მგრძნობიარეა. როცა მამამისმა თავი ჩა-
მოიხრჩო, ამან საბოლოოდ გაანადგურა.
– ალბათ ძალიან უყვარდა.
ჟან-ფელიქსმა უცნაურად გაიცინა და ისე შემომხედა, თით-
ქოს სისულელე ვთქვი.
– რას ამბობთ?
– ვერ გავიგე?
– ალისიას მამა არ უყვარდა. ჭირივით სძულდა. ეზიზღებო-
და.
გაოგნებული ვიყავი.
– ეს ალისიამ გითხრათ?
– რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში სძულდა, იმ დღი-
დან, როცა დედა დაეღუპა.
– მაშინ რატომ სცადა თავის მოკვლა მისი სიკვდილის შემ-
დეგ? თუ ეს მწუხარება არ იყო, მაშინ რა იყო?
ჟან-ფელიქსმა მხრები აიჩეჩა.
170
– იქნებ დანაშაული? ვინ იცის?
„რაღაცას არ მეუბნება“, – გავიფიქრე ჩემთვის. რაღაც არ
ემთხვეოდა.
და უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა.
– მაპატიეთ, – შებრუნდა რომ ეპასუხა. ყურმილის მეორე
მხარეს ქალის ხმა ისმოდა. მცირე ხანს ისაუბრეს, შეხვედრის
დრო შეათანხმეს.
– გადმოგირეკავ, საყვარელო, – თქვა ჟან-ფელიქსმა და
გათიშა. – კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით.
– არა უშავს, თქვენი შეყვარებულია?
გაიღიმა.
– მეგობარი... ბევრი მეგობარი მყავს.
„აბა რა“. – გავიფიქრე და მის მიმართ მსუბუქი ანტიპათია
ვიგრძენი; არც კი ვიცი, რატომ.
კარისკენ როცა მაცილებდა, კიდევ ერთი შეკითხვა დავუს-
ვი:
– კინაღამ დამავიწყდა, ალისიას თქვენთან ექიმი ხომ არ
უხსენებია?
– ექიმი?
– თვითმკვლელობის მცდელობის შემდგომ ექიმი აუცი-
ლებლად შეამოწმებდა. მის მოძებნას ვცდილობ.
– ჰმმ. – ჟან-ფელიქსმა წარბები შეჰყარა. – მგონი ვიღაც
ექიმი მართლა იყო...
– სახელი ხომ არ გახსოვთ?
მცირე ხანს ჩაფიქრდა და თავი გააქნია.
– ვწუხვარ, ნამდვილად არ მახსოვს.
– თუკი გაგახსენდებათ, იქნებ გამაგებინოთ?
– რასაკვირველია. თუმცა მეეჭვება. – გამომხედა და მცირე
ყოყმანის შემდეგ მითხრა: – გინდათ რჩევა მოგცეთ?
– რატომაც არა.
171
– თუკი ალისიას ალაპარაკება გინდათ... ფუნჯი და საღება-
ვები მიეცით. ხატვის ნება დართეთ. მხოლოდ ასე დაგელაპა-
რაკებათ. ხელოვნების საშუალებით.
– საინტერესო იდეაა... ძალიან დამეხმარეთ. გმადლობთ,
ბატონო მარტენ.
– ჟან-ფელიქსი დამიძახეთ. როცა ალისიას ნახავთ, გადაე-
ცით რომ მიყვარს.
გაიღიმა და ისევ მსუბუქი სიძულვილი ვიგრძენი: იყო ამ
ადამიანში რაღაც საზიზღარი. დარწმუნებული ვიყავი, რომ
ალისიასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა; ერთმა-
ნეთს დიდი ხანია იცნობდნენ და ძალიან მოსწონდა. უყვარდა
თუ არა? ამაში დარწმუნებული არ ვიყავი. ჟან-ფელიქსის სახე
გავიხსენე, როცა „ალკესტისს“ უყურებდა. თვალებში სიყვა-
რული ედგა, მაგრამ ეს ნახატის სიყვარული უფრო იყო, ვიდრე
მხატვრის. ჟან-ფელიქსი ხელოვნებას განადიდებდა. სხვაგვა-
რად ალისიას „გროუვში“ აუცილებლად მოინახულებდა. აუცი-
ლებლად ნახავდა. მამაკაცი ქალს ასე არასდროს მიატოვებს.
თუკი მართლა უყვარს.

თავი ოცდამეერთე

სამსახურის გზაზე „უოტერსტოუნსში“ შევიარე და „ალკეს-


ტისი“ ვიყიდე. წინასიტყვაობაში ეწერა, რომ ეს ევრიპიდეს შე-
მონახული ტრაგედიებიდან ყველაზე ადრეული და ყველაზე
ნაკლებად ცნობილი ნაწარმოები იყო.
კითხვა მეტროშივე დავიწყე. საინტერესო წიგნს ვერ დაარ-
ქმევდი, საკმაოდ უცნაური პიესა გახლდათ. მთავარ გმირ ად-
მეტუსს, მოირებმა სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა აპოლონის
მხარდაჭერის წყალობით, შეუძლია სიკვდილს გადაურჩეს,
ამისთვის ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც მის მაგივრად
172
სიკვდილს დათანხმდება. თავიდან დედასა და მამას სთხოვს,
რომ მის მაგივრად სიცოცხლე გაწირონ, მაგრამ ორივე უარით
ისტუმრებს. ადმეტუსის საქციელის გაგება საკმაოდ რთულია.
არცთუ ისე გმირული საქციელია და ძველი ბერძნები მასზე,
როგორც სულელზე, ისე ფიქრობდნენ. სამაგიეროდ, ალკეს-
ტისი არ ჰგავს ქმარს, გამოდის და აცხადებს, რომ მზად არის
მის მაგივრად სიცოცხლე გაწიროს. ალბათ არ მოელოდა,
რომ ადმეტუსი ამაზე დასთანხმდებოდა, მაგრამ ის თანხმდება
და ალკეტისი ჰადესის სამყაროში გადადის.
მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება. ყველაფერი ბედ-
ნიერად სრულდება, დეუს ექს მახინას (დეუს ექს მახინა (ტრან-
სლიტერაცია ლათინური სიტყვებისა: Deus ex machina, რაც
თარგმანია ბერძნული ფრაზის: ἀπὸ μηχανῆς θεός) – დრამა-
ტურგიული და სადადგმო ხერხი ძველ ბერძნულ თეატრში:
სცენაზე ღმერთის მოულოდნელი გამოჩენა, რომელიც ცვლის
მოქმედების განვითარებას, გადაწყვეტს ძირითად კონ-
ფლიქტს, განსაზღვრავდა პიესის გმირების ბედს) კლასიკურ
სტილში. ალკესტისს ჰერაკლე იტაცებს და ცოცხალთა სამყა-
როში ტრიუმფით აბრუნებს. ალკესტისი ცოცხლდება. ადმე-
ტუსს ცოლთან ხელახლა შეხვედრა იმდენად ააღელვებს, რომ
ატირდება. ალკესტისის გრძნობები კი უფრო რთული გასაგე-
ბია – მდუმარედაა. ხმას არ იღებს.
ამ ადგილამდე რომ მივედი, კინაღამ წამოვხტი. თვალებს
არ ვუჯერებდი.
ბოლო გვერდი, კიდევ ერთხელ, ამჯერად ნელა და უფრო
დაკვირვებით გადავიკითხე: ალკესტისი მკვდართა სამყარო-
დან ბრუნდება. ისევ ცოცხალია. თუმცა დუმილს ინარჩუნებს –
არ შეუძლია ან არ უნდა იმაზე საუბარი, რაც იმიერ სამყაროში
ნახა და გადაიტანა. სასოწარკვეთილი ადმეტუსი ჰერაკლეს
მიმართავს: „და მდუმარედ რატომ არის?“
173
პასუხს არავინ სცემს.
ტრაგედია იმით მთავრდება, რომ მდუმარე ალკესტისი ად-
მეტუსს სახლში შეჰყავს.
მდუმარედ რატომ არის? რატომ?

თავი ოცდამეორე - ალისია ბერენსონის დღიური

2 აგვისტო

დღეს კიდევ უფრო მეტად ცხელა. ათენზე მეტადაც. მაგრამ


ათენს პლაჟი მაინც აქვს.
კემბრიჯიდან პოლმა დამირეკა. გამიკვირდა მისი ხმის გა-
გონება. თვეებია არ გვისაუბრია. თავიდან ვიფიქრე, რომ მა-
მიდა ლიდიას სიკვდილს მატყობინებდა და – სულაც არ
მრცხვენია ამის აღიარება – ამის გაფიქრებამ შვებაც კი მომ-
გვარა. თუმცა პოლი სულ სხვა რამეზე რეკავდა. მართალი
გითხრათ, ვერც კი მივხვდი, რატომ დარეკა. მიკიბულ-მოკიბუ-
ლად ლაპარაკობდა. ველოდებოდი, სანამ საქმეზე გადავიდო-
და, მაგრამ ეს არ მოხდა. წამდაუწუმ იმას კითხულობდა, მე
როგორ ვიყავი, გაბრიელი როგორ იყო და რომ ლიდიასკენ
არაფერი შეცვლილა.
– აუცილებლად მოგინახულებთ, – ვუთხარი. – წლებია არ
ვყოფილვარ, ძალიან მინდა მოსვლა.
სინამდვილეში სახლში დაბრუნება და ლიდიასა და ტომ-
თან გაჩერება განსხვავებულ გრძნობებს აღმიძრავდა. ყველა-
ფერი იმით დასრულდა, რომ არ წავედი. თავს დამნაშავედ

174
ვგრძნობდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ სხვაგვარად მაინც ვერ
იქნებოდა.
– ასე არ უნდა დავიკარგოთ, – ვთქვი. – მალე მოგინახუ-
ლებთ. ახლა გარეთ გავდივარ...
პოლმა ისე ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ვერაფერი გავიგონე.
– რა? ვერ გავიგონე?
– უსიამოვნებაში გავეხვიე, ალისია. შენი დახმარება მჭირ-
დება.
– რა მოხდა?
– სატელეფონო საუბარი არ არის. უნდა გნახო.
– უბრალოდ... კემბრიჯში ახლა ნამდვილად ვერ ჩამოვალ.
– თვითონ მოვალ, ამ საღამოს, კარგი?
პოლს ისეთი ხმა ჰქონდა, მაშინვე დავთანხმდი. სასოწარ-
კვეთილი საუბრობდა.
– კარგი. რაღაც მაინც მითხარი, სანამ მოხვალ.
– მოგვიანებით შევხვდებით. – პოლმა გათიშა.
მთელი დილა მასზე ვფიქრობდი. რა მოხდა ისეთი, რომ
პოლმა მაინცდამაინც მე მომმართა? ლიდიას სჭირდა რამე?
თუ სახლს? ვერაფრით ვხვდებოდი.
ვახშმობის შემდეგ სამუშაოსაც ვერ დავუდე გული. სიცხეს
ვაბრალებდი, თუმცა სინამდვილეში სულ სხვა რამეზე ვფიქ-
რობდი. სამზარეულოში ვიყავი და თან ფანჯარაში ვიხედებო-
დი, სანამ ქუჩაში პოლი არ დავინახე.
ხელი დამიქნია.
– გამარჯობა, ალისია.
პირველი, რაც თვალში მომხვდა, ის იყო, რომ საშინლად
გამოიყურებოდა. წონაში დაეკლო, განსაკუთრებით ეს სახეზე
ეტყობოდა, ცარიელი თვალები დარჩენილიყო. ჩონჩხს ჰგავ-
და, ავადმყოფს, დაღლილსა და შეშინებულს.

175
სამზარეულოში, ჩართულ ვენტილატორთან დავსხედით.
ლუდი შევთავაზე და რამე უფრო ძლიერი თუ გაქვსო, მთხოვა,
რამაც ძალიან გამაკვირვა, მსმელი არასდროს ყოფილა. ვის-
კი დავუსხი – ძალიან ცოტა – მაშინვე გადაჰკრა, ეგონა არ ვუ-
ყურებდი.
თავიდან არაფერი უთქვამს. ორივე ჩუმად ვისხედით. შემ-
დეგ ის სიტყვები გაიმეორა, ტელეფონში რაც მითხრა:
– უსიამოვნება შემემთხვა.
ვკითხე, ეს ყველაფერი სახლს რომ არ უკავშირდებოდა.
პოლმა გაოცებით გამომხედა. არა, სახლი არაფერ შუაში იყო.
– მაშინ, რა მოხდა?
– ეს მე მეხება, – გაჩუმდა, შემდეგ ისევ განაგრძო. – თამა-
ში დავიწყე და სამწუხაროდ ბევრს ვაგებ.
უკვე წლებია თამაშობდა. თავიდან ამას სახლიდან რომ გა-
სულიყო, იმიტომ აკეთებდა, სადმე მაინც რომ წასულიყო, რა-
ღაც გაეკეთებინა და თავი გაერთო. ვერაფერში დავადანაშაუ-
ლებდი. ლიდიასთან როცა ცხოვრობ, გასართობად ნამდვი-
ლად ვერ მოიცლი. მაგრამ თანდათან სულ უფრო მეტს აგებდა
და ბოლოს მდგომარეობა სრულიად უმართავი გახდა. ფულის
მოხსნა შემნახველი ანგარიშიდან დაიწყო, რომელზეც ისედაც
მცირე თანხა ჰქონდა.
– რამდენი გჭირდება?
– ოცი ათასი.
ყურებს არ ვუჯერებდი.
– ოცი ათასი წააგე?
– ერთად არა. სხვებისგან ვისესხე და ახლა ფულს უკან ით-
ხოვენ.
– ეს სხვები ვინ არიან?
– ფულს თუ არ დავუბრუნებ, პრობლემები შემექმნება.
– დედაშენს უთხარი?
176
პასუხი უკვე ვიცოდი. პოლი შეიძლება დოყლაპია იყო, მაგ-
რამ სულელი ნამდვილად არა.
– რა თქმა უნდა, არა. მომკლავს. შენი დახმარება მჭირდე-
ბა, ალისია. აქ ამიტომაც მოვედი.
– ამდენი ფული არ მაქვს, პოლ.
– აუცილებლად დაგიბრუნებ. ერთად არ მინდა. რაღაც ნა-
წილი მაინც რომ მომცე.
არაფერი მითქვამს და ისიც ხვეწნაზე გადავიდა. „მათთვის“
რაღაც მაინც უნდა მიეცა, სახლში ხელცარიელი ვერ დაბრუნ-
დებოდა. რაღაც მაინც რომ მიეცა, ნებისმიერი თანხა. არც კი
ვიცოდი, რა მექნა. მისი დახმარება მინდოდა, მაგრამ ვხვდე-
ბოდი, რომ ფულის მიცემით პრობლემას ვერ გადავწყვეტდი.
ასევე ვხვდებოდი, რომ მამიდასთვის არაფრის თქმა არ შეიძ-
ლებოდა. არც ის ვიცოდი, პოლის ადგილზე როგორ მოვიქცე-
ოდი. ალბათ ფულის მსესხებლებზე მეტად ლიდიასთან შეხ-
ვედრა უფრო შემაშინებდა.
– ჩეკს გამოგიწერ, – როგორც იქნა, ამოვთქვი.
პოლი საცოდავი სანახავი იყო.
– გმადლობ, გმადლობ. – იმეორებდა წამდაუწუმ.
ჩეკი ორი ათას ფუნტზე გამოვუწერე, ადგილზე ფულის გა-
მოტანით. ვიცოდი, რომ ეს საკმარისი არ იყო, მაგრამ მსგავს
მდგომარეობაში არასდროს ჩავვარდნილვარ. რატომღაც პო-
ლისაც არ მჯეროდა. მის მონაყოლს სიცრუის სუნი ასდიოდა.
– იქნებ მეტის მოცემაც შევძლო, როგორც კი გაბრიელს
დაველაპარაკები. მაგრამ ხომ არ აჯობებს ამ მდგომარეობი-
დან რამე სხვა გამოსავალი ვიპოვოთ? გაბრიელის ძმა ადვო-
კატია. იქნებ მან...
პოლი შეშინებული წამოხტა და თავი გააქნია.
– არა, არა, არა. გაბრიელს არაფერი უთხრა. ამ საქმეში არ
ჩარიო, გთხოვ. თვითონ მოვიფიქრებ რამეს.
177
– და ლიდია? ხომ არ აჯობებს, რომ...
პოლმა თავი გააქნია და ჩეკი გამომართვა. თანხის დანახ-
ვამ იმედგაცრუებული დატოვა, თუმცა ხმამაღლა არაფერი
უთქვამს, ამის შემდეგ მალევე წავიდა.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იმედი გავუცრუე. ბავშვო-
ბიდან ეს გრძნობა მაწუხებდა. მის მოლოდინს ვერასდროს ვა-
მართლებდი, ჩემგან დედობრივ მზრუნველობას ელოდა. ვერ
მიხვდა, რომ ჩემგან დედა არ დადგებოდა.
როცა დაბრუნდა, გაბრიელს ყველაფერს მოვუყევი. ძალი-
ან გაბრაზდა, მითხრა, რომ პოლისთვის ფული არ უნდა მიმე-
ცა, მისი არაფერი მმართებს და არც რაიმე პასუხისმგებლობა
მაკისრია. ვიცი, გაბრიელი მართალია, მაგრამ თავს მაინც
დამნაშავედ ვგრძნობ. ლიდიასგან გამოქცევა შევძელი, პოლ-
მა კი ეს ვერ მოახერხა. იქ დარჩა გამომწყვდეული. თითქოს
ისევ რვა წლის ბავშვია. ძალიან მინდა დავეხმარო.
მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხო.

6 აგვისტო

მთელი დღე ხატვაში გავატარე, იესოს ნახატის ფონზე ექ-


სპერიმენტებს ვატარებდი. იმ ფოტოების ესკიზებს ვაკეთებდი,
მე და გაბრიელმა მექსიკაში რომ გადავიღეთ – წითელი, დამ-
სკდარი მიწა, ბნელი, ეკლიანი ბუჩქები – სიცხისა და აუტანე-
ლი სიმშრალის გახსენებას ვცილობდი, როცა ჟან-ფელიქსის
ხმა მომესმა, მე მეძახდა. თავიდან ვიფიქრე არ ვუპასუხებ,
თავს მოვაჩვენებ, თითქოს სახლში არა ვარ-მეთქი, მაგრამ
შემდეგ ჭიშკრის გაღების ხმა მომესმა და მივხვდი, რომ უკვე
გვიანი იყო. გარეთ გავიხედე, ის კი უკვე ბაღში მოდიოდა.
178
ხელი დამიქნია.
– გამარჯობა, პატარავ. ხელს ხომ არ გიშლი? მუშაობ?
– ჰო, ასეა.
– კარგია, შესანიშნავია. ასე გააგრძელე. ხომ იცი, გამოფე-
ნამდე ექვსი კვირაღა რჩება. შენ კი გრაფიკს ჩამორჩები. – გა-
მაღიზიანებლად გაიცინა, როგორც სჩვევია, ისე. როგორც
ჩანს, რასაც ვგრძნობდი სახეზე შემეტყო, რადგან მაშინვე და-
ამატა: – ვიხუმრე. აქ შესამოწმებლად არ მოვსულვარ.
არაფერი მითქვამს. სახელოსნოში შევედი, ის კი უკან გა-
მომყვა. ვენტილატორის წინ სკამი გამოსწია და დაჯდა. შემდეგ
სიგარეტს მოუკიდა და მის კვამლში გაეხვია. მოლბერტს მი-
ვუბრუნდი და ფუნჯი ხელში ავიღე. მე ვმუშაობდი, ჟან-ფელიქ-
სი კი ლაპარაკობდა. სიცხეს უჩიოდა, ამბობდა, რომ ლონდო-
ნი, პარიზისა და სხვა ქალაქების არ იყოს, მსგავს ამინდზე
გათვლილი არ იყო. მცირე ხნის შემდეგ მოსმენა საერთოდ
შევწყვიტე. ის კი აგრძელებდა წუწუნს, თავის მართლებას,
ტრაბახს, რითაც თავს ძალიან მაბეზრებდა. საერთოდ
არაფერს მეკითხებოდა. არც ვაინტერესებდი. ამდენი წლის
შემდეგაც კი მისთვის მხოლოდ მსმენელი ვიყავი, ჟან-ფელიქ-
სის შოუს მაყურებელი.
შეიძლება ცუდია, ასე რომ ვლაპარაკობ, ის ხომ ჩემი ძველი
მეგობარია და სულ ჩემ გვერდით იყო. უბრალოდ მარტოსუ-
ლია. ისევე, როგორც მე. მირჩევნია მარტოსული ვიყო, ვიდრე
მთელი ცხოვრება არასწორ ადამიანთან გავატარო. ალბათ
ამის გამოა, გაბრიელამდე არავისთან რომ არ მქონია ურთი-
ერთობა. გაბრიელს ველოდებოდი, მისნაირ მართალსა და
ერთგულს. არა ისეთს, როგორებიც დანარჩენები იყვნენ. ჟან-
ფელიქსი მუდამ ეჭვიანობდა, ამის დამალვას ცდილობდა – და
დღემდე ცდილობს – თუმცა ჩემთვის მაინც აშკარაა, რომ გაბ-
რიელს ვერ იტანს. სულ ცუდ რამეებს ლაპარაკობს, ამბობს,
179
რომ გაბრიელი ჩემსავით ნიჭიერი არ არის, პატივმოყვარე და
ეგოისტია. როგორც ჩანს ჟან-ფელიქსს ჰგონია, რომ ერთ
დღესაც ჩემს დარწმუნებას შეძლებს და მეც ფეხებში ჩავუვარ-
დები. იმას კი ვერ ხვდება, რომ ყოველი გესლიანი სიტყვით,
გაბრიელს კიდევ უფრო მეტად მაახლოებს.
ჟან-ფელიქსი სულ ჩვენს მრავალწლიან მეგობრობაზე სა-
უბრობს – გამუდმებით ამით აპელირებს – იმ ადრეულ წლებ-
ზე, როცა მხოლოდ „ჩვენ ვიყავით მთელი სამყაროს წინააღ-
მდეგ“. თუმცა არა მგონია, ხვდებოდეს, რომ ჩემი ცხოვრების
იმ პერიოდზე საუბრობს, როცა არცთუ ისე ბედნიერი ვიყავი.
ყველა ჩემი მისდამი გრძნობა მხოლოდ იმ პერიოდით არის
გამოწვეული. დაქორწინებულ წყვილს ვგავართ, რომელსაც
ერთმანეთი აღარ უყვარს. დღეს განსაკუთრებით მივხვდი,
რამდენად არ მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა.
– ვმუშაობ, – ვუთხარი. – ეს უნდა დავასრულო, ასე რომ,
თუ წინააღმდეგი არ ხარ...
ჟან-ფელიქსს სახე შეეცვალა.
– მაგდებ? შენი ხატვის პროცესს მას შემდეგ ვუყურებ, რაც
ფუნჯი ხელში პირველად აიღე. ამდენი წლის მანძილზე თუ
ხელს გიშლიდი, აქამდე რაღაცას მაინც მეტყოდი.
– ახლა გეუბნები.
სახე გაწითლებული მქონდა, რაც ჩემს სიბრაზეს კიდევ უფ-
რო მეტად აჩენდა. თავს ვერ ვაკონტროლებდი. ხატვის გაგ-
რძელება ვცადე, მაგრამ ხელი მიკანკალებდა. ვგრძნობდი,
ჟან-ფელიქსი როგორ მიყურებდა – ისიც კი მესმოდა გონება
როგორ უმუშავებდა – ტკაცუნებდა, წიკწიკებდა და ბრუნავდა.
– გაგაბრაზე, – როგორც იქნა, თქვა. – მაინც რით?
– უკვე ხომ გითხარი. ასე გაუფრთხილებლად არ უნდა მოხ-
ვიდე. მომწერე ან დამირეკე.

180
– არ ვიცოდი, საუკეთესო მეგობრის სანახავად თუ წერი-
ლობითი ნებართვა მჭირდებოდა.
სიჩუმე ჩამოწვა. ჩემი სიტყვები აშკარად არ ესიამოვნა. ალ-
ბათ სხვაგვარად არც გამოვიდოდა. სულ არ ვაპირებდი მის-
თვის ყველაფრის ასე პირდაპირ მიხლას. უფრო თავაზიანად
მინდოდა მეთქვა, თუმცა, რატომღაც თავს ვერ მოვერიე და ასე
გამომივიდა. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ მართლა
მინდოდა სწყენოდა. მინდოდა უხეში ვყოფილიყავი.
– ჟან-ფელიქს, მისმინე.
– გისმენ.
– არ ვიცი, სხვაგვარად როგორ ვთქვა, მაგრამ გამოფენის
შემდეგ რაღაც უნდა შევცვალო.
– რა შეცვალო?
– გალერეა და საკუთარი თავიც.
ჟან-ფელიქსმა გაოგნებულმა გამომხედა. პატარა ბავშვს
ჰგავდა, რომელიც ცოტაც და ატირდებოდა. ამის გამო, გაღი-
ზიანების გარდა სხვა ვერაფერს ვგრძნობდი.
– დროა ჩვენი გზები გაიყოს. ორივესთვის ასე აჯობებს.
– გასაგებია. – კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა. – და მგონი
ვხვდები, ეს ვისი იდეაცაა, გაბრიელის ხომ?
– გაბრიელი აქ არაფერ შუაშია.
– ჭირივით ვეზარები.
– სისულელეს ნუ ლაპარაკობ.
– ჩემს წინააღმდეგ განგაწყო. დიდი ხანია, ეს შევნიშნე.
წლებია, ამას აკეთებს.
– ასე არ არის.
– სხვაგვარად როგორ ავხსნა? სხვა რა მიზეზით გადაწ-
ყვეტდი ჩემთვის ზურგში დანის ჩაცემას?

181
– ასეც ნუ გააზვიადებ. მარტო გალერეაზე ვსაუბრობ. მე და
შენ ეს არ გვეხება. ისევ მეგობრებად დავრჩებით და შევხვდე-
ბით ხოლმე.
– ოღონდ ჯერ უნდა მოგწერო ან დაგირეკო ხომ? – გაიცინა
და ისე სწრაფად ალაპარაკდა, თითქოს ყველაფრის თქმა
იქამდე უნდოდა, სანამ გავაწყვეტინებდი. – აი, ეს მესმის. მთე-
ლი ამ დროის განმავლობაში მეგონა, რომ განსაკუთრებული
ურთიერთობა გვქონდა, მე და შენ, შენ კი ამ ყველაფერს ბო-
ლო მოუღე, ერთი ხელის მოსმით. ჩემსავით შენზე არავინ
ზრუნავს. არავინ.
– ჟან-ფელიქს, გთხოვ...
– ვერ ვიჯერებ, რომ ასე მოიქეცი.
– დიდი ხანია, ამის თქმა მინდოდა.
ეს კი ნამდვილად არ უნდა მეთქვა. გახევებულმა შემომხე-
და.
– რას ნიშნავს „დიდი ხანია“? მაინც, რამდენი ხანია?
– არ ვიცი. გარკვეული ხანი.
– და ამას ჩემ გამო არ აკეთებდი? ასეა? ღმერთო, ალისია.
ყველაფერს ასე ნუ დაასრულებ. ხელს ნუ მკრავ.
– ასე არც ვიქცევი. ნუ აზვიადებ. ყოველთვის მეგობრებად
დავრჩებით.
– მოდი, აღარ გავაგრძელოთ. იცი, აქ რატომ მოვედი? პა-
რასკევს შენი თეატრში დაპატიჟება მინდოდა. – ქურთუკის გუ-
ლისჯიბიდან ორი ბილეთი ამოიღო და დამანახვა. ეროვნული
თეატრის ბილეთები იყო ევრიპიდეს ტრაგედიაზე. – მინდა,
რომ წამოხვიდე. ეს დამშვიდობების უფრო ცივილიზებული
ფორმა იქნება, რას იტყვი? ძველი მეგობრობის ხათრით. უარი
არ მითხრა. შევყოყმანდი. ყველაზე ნაკლებად, ამის გაკეთება

182
მსურდა, თუმცა არც ის მინდოდა, რომ სწყენოდა. ალბათ იმ-
წუთას ყველაფერზე დავთანხმდებოდი, ოღონდ თავიდან მო-
მეშორებინა. ასე რომ, დავთანხმდი.

22:30
როცა გაბრიელი სახლში დაბრუნდა, ყველაფერს მოვუყე-
ვი, რაც ჩემსა და ჟან-ფელიქსს შორის მოხდა. მითხრა, რომ
ჩვენი მეგობრობის არასდროს ესმოდა, რომ ჟან- ფელიქსი სა-
შინელი ადამიანი იყო და იმის თქმაც არ დავიწყებია, რომ არ
მოსწონს, როგორც მიყურებს.
– მაინც როგორ?
– თითქოს მისი საკუთრება ხარ. მგონი აჯობებს მისი გალე-
რეა ახლავე დატოვო, მანამდე, სანამ გამოფენა დაიწყება.
– ამას ვერ ვიზამ. უარის თქმა უკვე გვიანია. არ მინდა შემი-
ძულოს. ვერც კი წარმოგიდგენია, რამდენად შურისმაძიებელი
შეიძლება იყოს.
– ისე ლაპარაკობ, თითქოს გეშინია.
– სულაც არა. უბრალოდ, აჯობებს თუ ამას თანდათანობით
ვიზამ.
– რაც უფრო მალე, მით უკეთესი. შენზე შეყვარებულია,
იცი, ხომ?
არ შევკამათებივარ, თუმცა ცდებოდა. ჟან-ფელიქსს მე კი
არა, ჩემი ნახატები უყვარს. ეს მისგან წამოსვლის კიდევ ერთი
მიზეზია. მე სულაც არ ვაღელვებ. თუმცა გაბრიელი ერთ რამე-
ში მაინც მართალი იყო.
მისი მართლა მეშინია.

183
თავი ოცდამესამე

დიომიდისს მის კაბინეტში მივაგენი. არფის წინ, ტაბურეტზე


იჯდა. არფას დიდი ორნამენტული ხის ჩარჩო და ოქროს სიმე-
ბი ჰქონდა.
– ლამაზი ინსტრუმენტია, – აღვნიშნე შესვლისას.
დიომიდისმა თავი დამიქნია.
– და დასაკვრელად საკმაოდ ძნელი. – თითები სიმებზე ნა-
ზად ჩამოატარა, ხმის ნაკადმა მთელი ოთახი მოიარა. – არ
გინდათ სცადოთ?
თავი ღიმილით გავაქნიე.
გაიცინა.
– მაინც გეკითხებით, იმ იმედით, რომ გადაიფიქრებთ. იმე-
დი ყველაზე ბოლოს კვდება.
– დიდად მუსიკალური არ ვარ. ეს ჯერ კიდევ სკოლაში, ჩემ-
მა მუსიკის მასწავლებელმა მითხრა.
– თერაპიის არ იყოს, მუსიკაც ურთიერთობაა და იმ მასწავ-
ლებელზეა დამოკიდებული, რომელსაც ირჩევ.
– სრულიად გეთანხმებით.
დიომიდისმა ფანჯარაში გაიხედა და თავი ბნელი ცისკენ გა-
იქნია.
– თოვლის ღრუბლებია.
– ჩემი აზრით, წვიმის ღრუბლები უფროა.
– არა, თოვლისაა. დამიჯერეთ, ჩემი გვარი ძველი ბერძენი
მწყემსებისგან მოდის. ამ ღამით თოვლი წამოვა.
დიომიდისმა ღრუბლებს ბოლოჯერ გახედა და მომიბრუნ-
და.
– აბა, რამ შეგაწუხათ, თეო?
– ამან.
მაგიდაზე პიესა დავდე და მისკენ გავაცურე.
184
პროფესორი წიგნს დააკვირდა.
– ეს რა არის?
– ევრიპიდეს ტრაგედია.
– მაგას ვხედავ. მე რატომ მიჩვენებთ?
– ნაწარმოებს „ალკესტისი“ ჰქვია, ალისიამ გაბრიელის
მკვლელობის შემდეგ დახატულ ავტოპორტრეტს სწორედ ასე
დაარქვა.
– ა, ჰო, ასეა. – დიომიდისმა წიგნს კიდევ უფრო მეტი ინტე-
რესით შეხედა. – საკუთარი თავი ტრაგიკულ გმირად გამოჰ-
ყავს.
– სავსებით შესაძლებელია. უნდა ვაღიარო, რომ ცოტა ავი-
რიე. ვიფიქრე ამას თქვენ უკეთ ამიხსნიდით.
– ბერძნული ტრაგედია რომ არის, მაგიტომ? – გაიცინა. –
გგონიათ, რაკი ბერძენი ვარ, ყველა ბერძნული ტრაგედია ზე-
პირად ვიცი?
– ყოველ შემთხვევაში, ჩემზე უკეთესად მაინც.
– ვერ ვხვდები, ასე რატომ უნდა იყოს. ეგ იგივეა, ყველა ინ-
გლისელი რომ შექსპირის ნაწარმოებებს იცნობდეს. მედიდუ-
რად გამიღიმა. – თქვენდა ბედად, სწორედ ამით განსხვავდება
ჩვენი ქვეყნები ერთმანეთისგან. ყველა ბერძენმა იცი ძველ-
ბერძნული ტრაგედიები. ტრაგედიებზეა დაფუძნებული ჩვენი
მითები და ლეგენდები, ასევე ჩვენი ისტორია და ჩვენი სის-
ხლი.
– ესე იგი, დამეხმარებით.
დიომიდისმა წიგნი აიღო და გადახედა.
– მაინც, რა ვერ გაიგეთ?
– იმან დამაბნია, რომ არ საუბრობს. ალკესტისი სიცოც-
ხლეს ქმრისთვის სწირავს. ბოლოს კი ცოცხლდება, თუმცა
მდუმარე რჩება.
– ისევე, როგორც ალისია.
185
– დიახ.
– კიდევ ერთხელ გეკითხებით, რა ვერ გაიგეთ?
– როგორც ჩანს, მათ შორის რაღაც კავშირია, მაგრამ მე
ვერ ვიგებ. რატომ არ ლაპარაკობს ალკესტისი ბოლოს?
– თქვენი აზრით?
– არ ვიცი. ალბათ ემოციების ბრალია?
– შეიძლება. მაინც რომელი ემოციის?
– სიხარულის?
– სიხარულის? – დიომიდისმა გაიცინა. – თეო, დაფიქ-
რდით. თქვენ რას იგრძნობდით? მას, ვინც ყველაზე მეტად
გიყვარდათ, თავისი სილაჩრით, სასიკვდილოდ გაეწირეთ. ეს
ხომ ღალატია.
– ამბობთ, რომ გაბრაზებული იყო?
– თქვენთვის ოდესმე უღალატიათ?
კითხვამ დანასავით დამსერა. სახეზე წამოვწითლდი. ტუჩე-
ბი ავამოძრავე, მაგრამ ხმამაღლა ვერაფერი ვთქვი.
დიომიდისმა გაიღიმა.
– ვხედავ, რომ ასეა. ჰოდა, მითხარით... რას გრძნობს ალ-
კესტისი?
ამჯერად ვიცოდი რაც უნდა მეპასუხა.
– ბრაზს. გაბრაზებულია.
– ასეა. – დიომიდისმა თავი დამიქნია. – მარტო ბრაზი კი
არა, მომაკვდინებელი რისხვა. – ჩაიხითხითა. – ისღა გვრჩე-
ბა, რომ ვივარაუდოთ, მომავალში მათი ურთიერთობა რო-
გორ განვითარდებოდა, ალკესტისისა და ადმეტუსის. ერ-
თხელ დაკარგული ნდობის დაბრუნება საკმაოდ რთულია.
– და ალისია? – როგორც იქნა, ხმა ამოვიღე.
– ალისიას რა სჭირს?
– ალკესტისს ქმრის სილაჩრის გამო მიუსაჯეს სიკვდილი
და ალისია...
186
– ალისია არ მომკვდარა... ფიზიკურად არა. – გაჩუმდა და
ფრაზა ჰაერში გამოკიდებული დატოვა. – აი, ფსიქიკურად კი...
– იმის თქმა გსურთ, რომ რაც დაემართა, იმან სულიერად
გაანადგურა... სიცოცხლის სურვილი ჩაუკლა?
– შეიძლება.
მისმა პასუხმა ვერ დამაკმაყოფილა. პიესა ავიღე და დავხე-
დე. ყდაზე კლასიკური სტილის ქანდაკება იყო – მარმარილო-
ში უკვდავყოფილი ლამაზი ქალი. ვუყურებდი და ჟან-ფელიქ-
სის სიტყვები მახსენდებოდა.
– თუ ალისია ალკესტისივით მკვდარია... მაშინ ცოცხალთა
სამყაროს უნდა დავუბრუნოთ.
– სწორია.
– რაზე ვიფიქრე იცით, თუ ალისიასთვის ხელოვნება თვით-
გამოხატვის საშუალებაა, ხომ არ ავალაპარაკოთ.
– და ეს როგორ გავაკეთოთ?
– ხატვის ნება მივცეთ.
დიომიდისმა გაოცებულმა გამომხედა, თან ხელი აიქნია.
– არტთერაპიაზე უკვე დადის.
– არტთერაპიას არ ვგულისხმობ. რაც მოესურვება, იმის
ხატვის ნება უნდა მივცეთ, მარტოობასა და მყუდრო გარემო-
ში თვითგამოხატვისა და ემოციების გადმოცემის თავისუფლე-
ბა მივანიჭოთ. ამან შეიძლება შედეგი გამოიღოს.
დიომიდისს მცირე ხანს არაფერი უპასუხია, ჩემს სიტყვებს
ჩაუფიქრდა.
– ეს ყველაფერი მის არტთერაპევტს უთხარით. ჯერ ხომ არ
შეხვედრიხართ? როენა ჰარტი ქვია. ადვილად ვერ დაითან-
ხმებთ.
– აუცილებლად დაველაპარაკები. ანუ თქვენ თანახმა
ხართ?
დიომიდისმა მხრები აიჩეჩა.
187
– როენას თუ დაითანხმებთ, ხელს აღარაფერი შეგიშლით.
წინასწარ გეუბნებით, ეგ იდეა არ მოეწონება.

თავი ოცდამეოთხე

– შესანიშნავი იდეაა, – მითხრა როენამ.


– მართლა? – შევეცადე გაოცებული სახე არ მიმეღო. –
მართლა ასე გგონიათ?
– რა თქმა უნდა. მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს, ალი-
სია ამაზე არ დათანხმდება.
– დარწმუნებული რატომ ხართ?
როენამ დაიფრუტუნა.
– იმიტომ, რომ ალისია ნაკლებად გულისხმიერი და ყვე-
ლაზე სიტყვაძუნწი ძუკნაა, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია.
– ოჰო.
როენას არტთერაპიის კაბინეტში შევყევი. იატაკი სხვადას-
ხვა ფერის საღებავით იყო მოსვრილი და აბსტრაქციონისტის
ნამუშევარს ჰგავდა, კედლებზეც ნახატები ეკიდა, ზოგიერთს
არა უშავდა, აი, უმეტესობა კი არაფრად ვარგოდა. როენას
მოკლედ შეჭრილი ქერა თმა, მოღუშული სახე და დაღლილი
გამოხედვა ჰქონდა, ალბათ იმ უამრავი პაციენტის გამო, თა-
ნამშრომლობაზე რომ უარს აცხადებდა. ალისიაც ერთ-ერთი
ასეთი იმედგაცრუება იყო.
– არტთერაპიის სეანსებში არ მონაწილეობს?
– არა. – როენამ თაროზე ნამუშევრების დაწყობა განაგ-
რძო. – როცა შემოგვიერთდა, მასზე დიდ იმედებს ვამყარებ-

188
დი, ყველაფერი გავაკეთე კომფორტული პირობები რომ შე-
მექმნა. ის კი გაუნძრევლად ზის და ცარიელ ფურცელს უყუ-
რებს. ხელში ფანქარს ვერაფრით ააღებინებ. დანარჩენებს სა-
შინელ მაგალითს აძლევს.
თავი დავუქნიე. არტთერაპიის დანიშნულება პაციენტებში
ხატვის სურვილის აღძვრაა, რომ შემდეგ თავიანთ ნამუშევარ-
ზე ილაპარაკონ და ნახატი ემოციურ მდგომარეობას დაუკავ-
შირონ – არაცნობიერის ფურცელზე გადმოტანის, შემდეგ კი
მასზე დაფიქრებისა და საუბრის შესანიშნავი საშუალებაა. რო-
გორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ყველაფერი ფსიქოთერაპევ-
ტის ნიჭიერებაზეა დამოკიდებული. რუთი ხშირად ამბობდა
ხოლმე, რომ მსგავსი გამოცდილებისა და ნიჭის მქონე თერა-
პევტები თითზე ჩამოსათვლელია, უმეტესობა ჩვეულებრივი
მრჩილავები არიან. როენა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ასეთი
მრჩილავი იყო. აშკარად გრძნობდა, რომ ალისია არაფრად
აგდებდა.
– შეიძლება ეს მისთვის მტკივნეულია, – შევეცადე, რაც შე-
იძლება რბილად შემეპარებინა.
– მტკივნეული?
– მისნაირი ნიჭიერი მხატვრისთვის სხვა პაციენტებთან ერ-
თად ჯდომა და ხატვა ალბათ საკმაოდ მძიმეა.
– ვითომ რატომ? იმიტომ, რომ მათზე მაღლა დგას? მისი ნა-
მუშევრები ვნახე, დიდი ვერაფერი. – ისეთი სახე მიიღო, თით-
ქოს რაღაც უსიამოვნო გასინჯა.
აი, თურმე რატომ არ მოსწონს ალისია, შურის გამო.
– ასე ხატვა ყველას შეუძლია, – გააგრძელა როენამ. – ფო-
ტორეალურობის მიღწევა ადვილია. ნააზრევის ტილოზე გად-
მოტანაა ყველაზე რთული.
ალისიას შემოქმედებაზე შეკამათებას სულაც არ ვაპირებ-
დი.
189
– იმის თქმა გინდათ, რომ შემიძლია უპრობლემოდ წავიყ-
ვანო?
როენამ თვალი გამისწორა.
– კი ბატონო, წაიყვანეთ.
– გმადლობთ. ძალიან დიდი მადლობა.
როენამ წაიფრუტუნა.
– სახატავი მოწყობილობების ყიდვა დაგჭირდებათ. მაგის-
თვის ფულს არავინ მოგცემთ.

თავი ოცდამეხუთე

– რაღაცაში უნდა გამოგიტყდეთ.


ალისიამ არც კი შემომხედა.
– ამ დღეებში თქვენს ძველ გალერეას ჩავუარე, სოჰოში,
და შევლა გადავწყვიტე. – განვაგრძე საუბარი, თან თვალს არ
ვაშორებდი. – მენეჯერმა რამდენიმე თქვენი ნამუშევარი მიჩ-
ვენა. თქვენი ძველი მეგობარია, ხომ? ჟან-ფელიქს მარტენი?
პასუხს დაველოდე. ხმა არ ამოუღია.
– იმედია, არ ფიქრობთ, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში
ვიჭრები. ალბათ ჯერ თქვენთვის უნდა მეკითხა. იმედია, წინა-
აღმდეგი არა ხართ.
ისევ არანაირი პასუხი.
– რამდენიმე ისეთი ნახატი ვნახე, მანამდე რომ ნანახი არ
მქონდა. ერთზე დედათქვენია... მეორეზე მამიდათქვენი, ლი-
დია როუზი.

190
ალისიამ თავი ნელა ასწია და შემომხედა. თვალებში ისეთი
გამომეტყველება ჰქონდა, ადრე რომ არ მენახა. ვითომ გა-
ოცება?
– თქვენი ნახატებით იმიტომ კი არ დავინტერესებულვარ,
რომ თქვენი ფსიქოთერაპევტი ვარ, ნახატებმა ჩემზე ძალიან
იმოქმედა. საოცარი ნამუშევრებია.
ალისიამ თვალები ჩახარა. უკვე ინტერესს კარგავდა.
მაშინვე დავამატე:
– რაღაცებმა განსაკუთრებით მომნუსხა. ავარიის ნახატზე
დედათქვენია გამოსახული, მაგრამ ვიღაც აკლია. თქვენ.
თქვენი თავი არ დაგიხატავთ, იმისდა მიუხედავად, რომ იქ იყა-
ვით.
არანაირი რეაქცია.
– ჰოდა, ვიფიქრე, ალბათ ავარიას, როგორც მის ტრაგედი-
ას ისე განიხილავს-თქო, ასეა? რომ მოკვდა, მაგიტომ? მანქა-
ნაში ხომ პატარა გოგონაც იჯდა. გოგონა, რომელიც წესიერად
ვერც კი ხვდებოდა, ვის კარგავდა.
ალისიამ თავი აამოძრავა და ამომხედა. მის მზერაში გა-
მოწვევა იგრძნობოდა. როგორც იქნა, რაღაცას მოვეჭიდე.
საუბარი განვაგრძე.
– ჟან-ფელიქს თქვენს ავტოპორტრეტზე, „ალკესტისზეც“
ვკითხე, მის მთავარ აზრზე ვისაუბრეთ და მირჩია, რომ ეს წა-
მეკითხა. – წიგნი ამოვიღე და მაგიდაზე გავაცურე.
ალისიამ დახედა.
– „მდუმარედ რატომ არის?“ ადმეტუსი სწორედ ამას კით-
ხულობს და თქვენც ამ შეკითხვას დაგისვამთ, ალისია. მაინც
რა არის ისეთი, რისი თქმაც არ გსურთ? დუმილს რატომ ინარ-
ჩუნებთ?
ალისიამ თვალები დახუჭა. მისთვის უკვე არ ვარსებობდი,
გამქრალი ვიყავი.
191
საუბარი დასრულებული იყო. მის უკან კედლის საათს გავ-
ხედე. სეანსის დრო თითქმის ამოწურულიყო. სულ რამდენიმე
წუთი რჩებოდა.
აი, სწორედ ახლა უნდა გამეთამაშებინა ჩემი კოზირი და
ასეც მოვიქეცი.
– ჟან-ფელიქსმა საკმაოდ საინტერესო იდეა მომაწოდა, –
ძალიან ვნერვიულობდი და იმედი მქონდა, რომ ხმაში ეს არ
შემეტყობოდა. – მიაჩნია, რომ ხატვის ნება უნდა მოგცეთ. რას
იტყვით? ცალკე ოთახს გამოგიყოფთ, მოლბერტებით, ფუნჯე-
ბით და საღებავებით.
ალისიამ ქუთუთოები აამოძრავა და თვალები გაახილა.
თითქოს მათში ისევ სინათლე ჩადგა. პატარა ბავშვის თვა-
ლებს ჰგავდა, უბიწოს, ზიზღისა და ეჭვის გარეშე. სახეზე ფე-
რიც მოუვიდა და გამოცოცხლდა.
– პროფესორ დიომიდისს უკვე ვესაუბრე და დამთანხმდა,
როენაც არ შემწინააღმდეგებია... ახლა ყველაფერი თქვენზეა,
ალისია. რას იტყვით?
ველოდებოდი. ალისია თვალს არ მაშორებდა.
და უცებ, რასაც ველოდი, მივიღე: გარკვეული რეაქცია –
ნიშანი, რომელმაც მაგრძნობინა, რომ სწორ გზას ვადექი.
მცირე მოძრაობა იყო, ძლივს შესამჩნევი, მაგრამ ჩემთვის
ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ალისიამ გაიღიმა.

თავი ოცდამეექვსე

სასადილო „გროუვში“ ყველაზე თბილ ადგილად ითვლე-


ბოდა. კედლებთან რადიატორები იდგა და მათთან მდგარ სკა-

192
მებს ყველაზე სწრაფად იკავებდნენ. ვახშმობის დროს იქაუ-
რობა სავსე იყო, პერსონალი და პაციენტები ერთად ჭამდნენ.
მთელ დარბაზში სრული არეულობა სუფევდა, რაც იქ მყოფი
პაციენტების სიმრავლით იყო გამოწვეული.
მხიარული კარიბელი მზარეული ქალები იცინოდნენ და სა-
უბრობდნენ, თან კარტოფილის პიურესა და სოსისებს, თევზსა
და შემწვარ კარტოფილს, ქათმის სოუზს გვიდებდნენ, რომ-
ლებსაც სუნი უფრო კარგი ჰქონდათ, ვიდრე გემო. მეც ამ სამი
კერძიდან იმას ვირჩევდი, რომელიც ყველაზე ნაკლებად ცუდი
იყო – თევზსა და შემწვარ კარტოფილს. დასაჯდომად როცა
მივდიოდი, ელიფს ჩავუარე. მისიანების, კლინიკის ყველაზე
რთული პაციენტების გარემოცვაში იყო. გვერდით როცა ჩავუ-
არე, საჭმელს უჩიოდა.
– ამ ნაგავს არ შევჭამ. – ლანგარი გასწია.
მარჯვნივ მჯდარმა პაციენტმა ლანგრის გამორთმევა სცა-
და, მაგრამ ელიფმა თავში წამოარტყა.
– ხარბო, ძუკნა! – უღრიალა მან. – დამიბრუნე.
ამან მაგიდასთან მსხდარ დანარჩენ პაციენტებში სიცილი
გამოიწვია. ელიფმა თეფში მისწია და ჭამა დაიწყო.
ალისია ოთახის ბოლოს, მარტო იჯდა. თევზის პატარა ნა-
ჭერს ჩანგლით აწვალებდა და ჭამას არ აპირებდა. კინაღამ
მის გვერდით დავჯექი. იქნებ თავი რომ აეწია და ჩემთვის შე-
ეხედა, დავმჯდარიყავი კიდეც. მაგრამ ქვემოთ იყურებოდა,
თითქოს აქაურობას საერთოდ ვერ ამჩნევდა. ვიფიქრე, რომ
ჩემს ამ მოქმედებას, მისი პირადი სივრცის დარღვევად ჩათ-
ვლიდა, ამიტომ სხვა მაგიდის კიდეში დავჯექი, პაციენტების-
გან მოშორებით და ჭამას შევუდექი. უგემური თევზი შევჭამე,
რომელიც გარედან ცხელი ჩანდა, შიგნით კი გაცივებული იყო.

193
ელიფის შეფასებას დავეთანხმე და უკვე სანაგვეში გადაგდე-
ბას ვაპირებდი, როცა წინ ვიღაც დამიჯდა. ჩემდა გასაკვირად
კრისტიანი აღმოჩნდა.
– ყველაფერი რიგზეა? – მკითხა თავის დაქნევით.
– ჰო, შენკენ?
კრისტიანმა არაფერი მიპასუხა. ცდილობდა ქვასავით მა-
გარი კარით შეკაზმული ბრინჯიანი ქათმის ნაჭრისთვის რაღაც
მაინც ჩამოეჭრა.
– გავიგე ალისიასთვის ხატვის ნების მიცემას აპირებ, –
მითხრა გამოვსებული პირით.
– ვხედავ, ახალი ამბები მალე ვრცელდება.
– ასეა. იდეა შენ გეკუთვნის?
– ჰო, მე მეკუთვნის, – ვუპასუხე მცირე ყოყმანის შემდეგ. –
ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წაადგება.
კრისტიანმა იჭვნეულად გამომხედა.
– ფრთხილად იყავი, მეგობარო.
– გაფრთხილებისთვის გმადლობ. მაგრამ არა მგონია, რა-
მე ეგეთი მოხდეს.
– მე მაინც გაფრთხილებ. მოსაზღვრე პიროვნების აშლი-
ლობის მქონე პაციენტები, კარგი მაცდუნებლები არიან. არა
მგონია, ამას ჯერ ხვდებოდე.
– მე ვერ შემაცდენს, კრისტიან.
კრისტიანმა გაიცინა.
– მგონი, ეს უკვე გააკეთა. უკვე იმას აძლევ, რაც უნდა.
– იმას ვაძლევ, რაც სჭირდება. დიდი სხვაობაა.
– საიდან იცი, ზუსტად რა სჭირდება? არ გყავს კარგად შეს-
წავლილი, ეგ ხომ აშკარაა. აქ ის არის პაციენტი, შენ კი არა.
ბრაზის დასამალავად საათს დავხედე.
– უნდა წავიდე.

194
წამოვდექი, ლანგარი ავიღე და წამოვედი, მაგრამ კრისტი-
ანმა მაინც მომაძახა:
– ბოლოს მოგიღებს, თეო, ჯერ სადა ხარ. არ მითხრა მერე,
რომ არ გაგაფრთხილე.
მისმა სიტყვებმა ძალიან გამაღიზიანა და ეს გაღიზიანება
მთელი დღის მანძილზე გამყვა.

***
სამსახურის შემდეგ „გროუვიდან“ გამოვედი და სიგარეტე-
ბის საყიდლად, მახლობელ მაღაზიას მივაშურე. სიგარეტი
პირში ჩავიდე, მოვუკიდე და კვამლი ღრმად შევისუნთქე, თან
ეს ყველაფერი ისე გავაკეთე, წესიერად ვერც კი გავიაზრე.
კრისტიანის სიტყვებზე ვფიქრობდი, თავიდან ვერ ვიშორებდი,
მანქანები კი ამ დროს ჩემ წინ დაქროდნენ. „მოსაზღვრე პი-
როვნების აშლილობის მქონე პაციენტები, კარგი მაცდუნებ-
ლები არიან“ – ჩამესმოდა მისი ნათქვამი.
ნუთუ მართლა ასე იყო? ამ სიტყვებმა გამაღიზიანა ასე?
ალისიამ მართლა ემოციურად შემაცდინა? კრისტიანი ამაში
დარწმუნებული იყო და ალბათ დიომიდისიც ასე ფიქრობდა.
ვითომ, მართლები იყვნენ?
ყველაფრის კარგად გააზრების შემდეგ, იმ დასკვნამდე მი-
ვედი, რომ ასე არ იყო. დიახ, მინდა, ალისიას დავეხმარო,
თუმცა ამავე დროს შემიძლია მიუკერძოებელი დავრჩე, სიფ-
ხიზლე შევინარჩუნო, ფრთხილად მოვიქცე და ძალიანაც არ
დავუახლოვდე.
თურმე ვცდებოდი. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, მე კი ამის
აღიარება არ მინდოდა.

195
***
გალერეაში ჟან-ფელიქსს დავურეკე და ვკითხე მისი სახა-
ტავი მოწყობილობების – ტილოების, ფუნჯების, საღებავების
– ადგილმდებარეობის შესახებ ხომ არ იცოდა.
– საცავში არის?
მცირედი დუმილის შემდეგ მიპასუხა.
– მართალი გითხრათ, არა... ისინი ჩემთანაა.
– თქვენთან?
– დიახ. სასამართლოს შემდეგ მისი სახელოსნოდან ყვე-
ლაფერი წამოვიღე, რისი შენახვაც შეიძლებოდა – წინასწარი
მონახაზები, ბლოკნოტები, მოლბერტი, საღებავები. მისთვის
გადავინახე.
– კარგად მოქცეულხართ.
– ანუ ჩემს რჩევას მიჰყევით? ალისიას ხატვის ნება მიეცით?
– დიახ. თუმცა ამისგან რა გამოვა, ჯერ არავინ იცის.
– ო, აუცილებლად გამოვა რაღაც. აი, ნახავთ. მხოლოდ
იმას გთხოვთ, რომ დასრულებული ნახატების ნახვის საშუა-
ლება მომცეთ.
მის ხმაში უცნაურმა ტონმა გაიჟღერა. თითქოს ამ ყველა-
ფერს მონატრებული იყო. უცებ თვალწინ უცნაური სურათი
წარმომიდგა, ნაჭრებში პატარა ბავშვებივით გახვეული ალი-
სიას ნახატები, რომლებიც საცავში იყო.
ვითომ ალისიას ნახატებს მართლა მისთვის ინახავდა, თუ
უბრალოდ მათთან განშორება არ შეეძლო?
– შეგიძლიათ მასალები „გროუვში“ მომიტანოთ? – ვთხო-
ვე. – თუ არ შეწუხდებით.
– მმ, მე... – ყოყმანი შევატყვე, ვიგრძენი, რომ ღელავდა.
გადავწყვიტე დავხმარებოდი.
196
– ან მე თვითონ წამოვიღებ, თუ ასე გირჩევნიათ.
– დიახ, დიახ, მგონი ასე აჯობებს.
ჟან-ფელიქსს აქ მოსვლის და ალისიასთან პირისპირ შეხ-
ვედრის ეშინოდა. რატომ? რა მოხდა მათ შორის?
რისი დანახვა არ უნდოდა ასე ძალიან?

თავი ოცდამეშვიდე

– მეგობარს რომელ საათზე ხვდები?


– შვიდზე. რეპეტიციის შემდეგ. – ქეთიმ თავისი ყავის ფინ-
ჯანი გადმომცა. – სხვათა შორის, თეო, იმ მეგობარს ნიკოლი
ჰქვია.
– ა, ჰო. – დავამთქნარე.
ქეთიმ მკაცრად შემომხედა.
– იცი, ცოტა საწყენია, მისი სახელი რომ არ გახსოვს – ჩემი
ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ბოლოს და ბოლოს მის გა-
მოსამშვიდობებელ წვეულებაზე იყავი, ამის დედაც.
– ცხადია ნიკოლი მახსოვს. უბრალოდ მისი სახელი დამა-
ვიწყდა, ეს არის და ეს.
ქეთიმ თვალები გადაატრიალა.
– დოყლაპია. შხაპს მივიღებ.
სამზარეულოდან გავიდა და სააბაზანოში შევარდა.
გულში გამეცინა. ესე იგი, შვიდზე.

***
შვიდს რომ თხუთმეტი უკლდა, მდინარის ნაპირს გავუყევი
თეატრისკენ, სადაც ქეთის რეპეტიცია ჰქონდა.

197
მოპირდაპირე მხარეს, ძელსკამზე დავჯექი, შესასვლელ-
თან ზურგშექცევით, რომ ქეთის არ დავენახე, თუ დროზე ადრე
წამოსვლას გადაწყვეტდა. დროდადრო მხარს ზემოდან
ფრთხილად ვიხედებოდი, თუმცა კარს არავინ აღებდა.
შემდეგ, რვის ხუთ წუთზე, კარი გაიღო. საუბარი და სიცილი
მომესმა, მსახიობებმა შენობა დატოვეს. ჯგუფებად გამოდი-
ოდნენ, ორი ან სამი. ქეთი არსად ჩანდა.
ხუთი წუთი ვიცადე, ათი წუთი. გამომსვლელების ნაკადმა
იკლო და ბოლოს საერთოდ შეწყდა. ალბათ მისი გამოსვლა
გამომრჩა. ან იქაურობა ჩემს მოსვლამდე დატოვა. თუკი რეპე-
ტიციაზე საერთოდ იყო.
ნუთუ ესეც მომატყუა?
წამოვდექი და შესასვლელისკენ წავედი. ამაში უნდა დავ-
რწმუნდე. შიგნით რომ აღმოჩნდეს და დამინახოს, მაშინ რა?
თავი რით ვიმართლო, აქ რატომ მოვედი-თქო? ვითომ სიურ-
პრიზის მოწყობა მინდოდა, ჰო, ვეტყვი რომ „ნიკოლთან“ ერ-
თად რესტორანში ვეპატიჟები. ქეთი შეეცდება თავი როგორმე
დაიძვრინოს და მიზეზის მოგონებას დაიწყებს – „ნიკოლი
ავად გახდა და შეხვედრის გადადებამ მოგვიწია“ – საბოლო-
ოდ მე და ქეთი კიდევ ერთ უსიამოვნო ღამეს გავატარებთ ერ-
თად. კიდევ ერთ ღამეს სრულ დუმილში.
შესასვლელთან მივედი. შევიცადე, მწვანე სახელურს ხელი
მოვკიდე, კარი გამოვაღე და შიგნით შევედი.
ბეტონისიატაკიან დერეფანში სინესტის სუნი იდგა. ქეთის
სარეპეტიციო მეოთხე სართულზე იყო – წამდაუწუმ იმაზე წუ-
წუნებდა, რომ ყოველდღე კიბით სიარული უწევდა – მეც ცენ-
ტრალურ კიბეს მივაშურე. უკვე მეორე სართულზე ავდიოდი,
როცა მეოთხე სართულის კიბიდან მომავალი ხმა გავიგონე.
ქეთი იყო. ტელეფონზე საუბრობდა:

198
– ვიცი, მაპატიე. მალე გნახავ. დიდხანს არ დამაგვიანდება.
ჰო, ჰო, კარგად.
გავშეშდი, ცოტაც და ერთმანეთს შევეჩეხებოდით. ქვემოთ
ჩავირბინე და კუთხეში მივიმალე. ქეთიმ ისე ჩამიარა, ვერც კი
შემნიშნა. გარეთ გავიდა და კარი გაიჯახუნა.
უკან გავყევი. ქეთი სწრაფად მიდიოდა, ხიდისკენ. უკან მივ-
ყვებოდი, თან ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ტურისტებს
შორის გზას მივიკვლევდი, ვცდილობდი დისტანცია დამეცვა
და თვალთახედვის არიდან არ დამეკარგა.
ხიდი გადაჭრა და კიბეებით „ემბანკმენტის“ მეტროსადგურ-
ში ჩავიდა. უკან გავყევი, თან იმაზე ვფიქრობდი, რომელ მი-
მართულებას აირჩევდა.
მაგრამ მეტროთი არ უსარგებლია, გვირაბი გაიარა, მო-
პირდაპირე მხარეს ამოვიდა და ჩარინგ-კროსს გაუყვა. შუქნი-
შანთან მის უკან რამდენიმე ნაბიჯში დავდექი, ჩარინგ-კროსი
გადავჭერით და სოჰოსკენ წავედით. ვიწრო ქუჩებს მიუყვებო-
და, მეც უკან მივდევდი. მარჯვნივ მოუხვია, მერე მარცხნივ,
ისევ მარჯვნივ და უცებ გაჩერდა. ლექსინგტონ-სტრიტის კუთ-
ხეში იდგა და ელოდებოდა.
აი, თურმე სად ხვდებიან. კარგი ადგილი აურჩევიათ, ცენ-
ტრალური, გადატვირთული, ანონიმური. შევიცადე და იქვე,
პაბში შევიმალე. ბართან დავჯექი, ფანჯრიდან იქვე, გზის მე-
ორე მხარეს მდგარი ქეთი რომ უკეთ დამენახა.
ბარმენმა, უწესრიგო წვერით, მოწყენილმა გამომხედა.
– გისმენთ?
– პინტა „გინესი“.
დაამთქნარა და ლუდის ჩამოსასხმელად ბარის მეორე მხა-
რეს წავიდა. ქეთის თვალს არ ვაშორებდი, დარწმუნებული,
რომ ჩემკენ რომც გამოეხედა, მაინც ვერ დამინახავდა. რაღაც
მომენტში ქეთი ასეც მოიქცა, პირდაპირ ჩემკენ გამოიხედა.
199
წამიერად გული გამიჩერდა – დარწმუნებული ვიყავი, რომ და-
მინახა – მაგრამ არა, სადღაც იქით იყურებოდა.
წუთები გადიოდა, ქეთი კი ისევ იქ იდგა. მეც არსად მივდი-
ოდი, ლუდს ნელა ვწრუპავდი და თვალს ვადევნებდი. ის, ვი-
საც ელოდებოდა, აშკარად იგვიანებდა. ქეთის ეს არ უყვარს,
ვერ იტანს, როცა აცდევინებენ, მიუხედავად იმისა, რომ თვი-
თონ ამას ხშირად აკეთებს. ვხედავდი, როგორ ღიზიანდებო-
და, შუბლს ჭმუხნიდა და საათზე იხედებოდა.
ვიღაც კაცმა გზა გადაჭრა და მისკენ წავიდა. ამას სულ რამ-
დენიმე წამი მოანდომა, მე კი უკვე მისი შეთვალიერება მოვას-
წარი: კარგი აგებულების იყო, ქერა თმა მხრებამდე სწვდებო-
და, რამაც ძალიან გამაკვირვა, ქეთი ყოველთვის მეუბნებოდა,
რომ მუქთმიანი კაცები მოსწონდა, ზუსტად ჩემნაირი ფერის
თვალებით, ვითომ ეს კიდევ ერთი ტყუილი იყო?
მაგრამ მამაკაცმა გვერდით ჩაუარა. მისთვის არც კი შეუხე-
დავს. სულ მალე თვალს მიეფარა. ესე იგი, ის არ იყო. ნეტა მე
და ქეთი ახლა ერთსა და იმავეზე ვფიქრობდით? გადააგდეს?
უცებ თვალები გაუფართოვდა, გაიღიმა და ქუჩის მოპირდა-
პირე მხარეს ხელი ვიღაცას დაუქნია. როგორც იქნა, გავიფიქ-
რე ჩემთვის. გამოჩნდა. თავი მოვატრიალე და...
ჩემდა გასაოცრად ქეთისკენ მაღალქუსლიანებზე შემდგა-
რი მოკლეკაბიანი ოცდაათი წლის ქერა ქალი გამოემართა,
ასეთი მოკლე კაბა თუ არსებობდა, ვერც წარმოვიდგენდი. მა-
შინვე ვიცანი. ნიკოლი იყო. ერთმანეთს კოცნითა და გადახვე-
ვით მიეგებნენ. შემდეგ ერთმანეთს ხელკავი გამოსდეს და სი-
ცილ-სიცილით გზა განაგრძეს. ესე იგი, ქეთის ნიკოლის შესა-
ხებ არ მოუტყუებია. საკმაოდ უცნაური რეაქცია მქონდა, იმის-
გან, რომ ქეთი არ მატყუებდა და სიმართლეს მეუბნებოდა,
შვებით უნდა ამომესუნთქა და უნდა გამხარებოდა. მაგრამ ასე
არ იყო.
200
იმედგაცრუებული დავრჩი.

თავი ოცდამერვე

– აბა, რას იტყვი, ალისია? ბევრი სინათლეა? მოგწონს?


იური ახალ სახელოსნოს სიამაყით უჩვენებდა. სწორედ მან
შემომთავაზა „აკვარიუმის“ სიახლოვეს განლაგებული ცარიე-
ლი ოთახი და მეც დავეთანხმე – როენას არტთერაპიის კაბი-
ნეტს ეს ნამდვილად სჯობდა, მისი სტუმართმოყვარეობის გათ-
ვალისწინებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს წარ-
მოქმნიდა. ამიერიდან ალისიას ცალკე ოთახი ექნება, როცა
მოუნდება, მაშინ დახატავს, თან ხელს არავინ შეუშლის.
ალისიამ მიმოიხედა. მისი მოლბერტი უკვე გაეხსნათ და
ფანჯარასთან იდგა, სადაც ყველაზე მეტი სინათლე იყო. საღე-
ბავების გახსნილი ყუთი მაგიდაზე იდო. როცა ალისია მაგიდას
მიუახლოვდა, იურიმ თვალი ჩამიკრა. ჩემი იდეა ძალიან მოს-
წონდა და მეც მხარდაჭერისთვის მისი მადლიერი ვიყავი – იუ-
რი უცვლელი მოკავშირე და ყველაზე პოპულარული თანამ-
შრომელი იყო; ყოველ შემთხვევაში პაციენტებში მაინც. თავი
დამიქნია და თქვა:
– წარმატებები, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებუ-
ლი.
და იქაურობა დატოვა. კარი ხმაურით დაიხურა, თუმცა
ალისიას ეს არც კი შეუნიშნავს. თავის სამყაროში იყო, მაგი-
დაზე დახრილი საღებავებს ღიმილით ათვალიერებდა. სიასა-
მურის ბეწვისგან დამზადებული ფუნჯები აიღო და თითები ისე
გადაუსვა, თითქოს ხელში ნაზი ყვავილები ეჭირა. საღებავის

201
სამი ტუბი გახსნა – პრუსიული ლურჯი, ინდური ყვითელი, წი-
თელი კადმიუმი. ერთმანეთის გვერდით დააწყო და მოლბერ-
ტზე დადებულ ცარიელ ტილოს მიუბრუნდა. ჩაფიქრებული
უყურებდა. საკმაოდ დიდხანს იდგა ასე. თითქოს ტრანსში ჩა-
ვარდა, ოცნება დაიწყო – გონებით სადღაც სხვაგან გადავიდა,
აქაურობას გაექცა და შორს, ამ პატარა ოთახის მიღმა წავიდა,
შემდეგ ისევ დედამიწას დაუბრუნდა და მაგიდისკენ მიტრიალ-
და. პალიტრაზე თეთრი საღებავი დაასხა და წითელთან
აურია. იძულებული გახდა საღებავები ფუნჯით აერია, რადგან
მასტიხინი, გასაგები მიზეზების გამო, სტეფანიმ „გროუვში“
მოსვლისთანავე გადამალა.
ალისიამ ფუნჯი ტილოსთან მიიტანა და მოუსვა. პატარა წი-
თელი ხაზი თეთრ ტილოზე.
მცირე ხანს ჩაფიქრდა და კიდევ ერთხელ მოუსვა, შემდეგ
კიდევ ერთხელ და სულ მალე შეუჩერებლივ, სრულიად თავი-
სუფალი მოძრაობებით ხატავდა. თითქოს ტილოს ეცეკვებო-
და. იქ ვიდექი და ვუყურებდი, რასაც ქმნიდა.
ხმას ვერ ვიღებდი, სუნთქვასაც ძლივს ვბედავდი. ვგრძნობ-
დი, რომ რაღაც პირადულის მომსწრე გავხდი, ველური ცხოვე-
ლი ნაშიერს სიცოცხლეს როგორ ჩუქნიდა. და თუმცა ალისიამ
იცოდა, იქ რომ ვიყავი, ეგ დიდად არც აღელვებდა. ხატვისას
ზოგჯერ ჩემკენაც იხედებოდა, თითქოს მსწავლობდა.

***
რამდენიმე დღეში ნახატმა თანდათან ფორმა შეიძინა, თა-
ვიდან უხეში და სქემატური, შემდეგ – უფრო ზუსტი და სულ მა-
ლე ტილოზე ფოტორეალისტური გამოსახულება გამოჩნდა.
ალისიამ წითელი აგურის შენობა დახატა, საავადმყოფო,
რომელშიც „გროუვს“ ადვილად ამოიცნობდით. მთლიანად

202
ცეცხლის ალში იყო გახვეული. სახანძრო კიბეზე ორი ადამია-
ნი მოჩანდა – კაცი და ქალი, რომლებიც ცეცხლს გაურბოდ-
ნენ. წითურთმიან ქალში, თმა ზუსტად იმავე ფერის რომ ჰქონ-
და, რა ფერის ცეცხლიც იყო, მაშინვე ალისია ამოვიცანი, მამა-
კაცში კი საკუთარი თავი. ალისია ხელში ატატებული მომყავ-
და, ცეცხლის ალი კი მუხლებს მწვავდა.
ზუსტად არ ვიცი, მაინც როგორ ვიყავი გამოსახული, მის გა-
დარჩენას ვაპირებდი, თუ ცეცხლში ჩაგდებას.

თავი ოცდამეცხრე

– რა სისულელეა. აქ წლებია დავდივარ და აქამდე არავის


უთქვამს, რომ მოსვლამდე ჯერ უნდა დამერეკა. აქ მთელი დღე
ვერ ვიქნები, ძალიან დაკავებული ადამიანი ვარ.
სარეგისტრაციო მაგიდასთან ამერიკელი ქალი იდგა და
სტეფანი კლარკს ხმამაღლა ესაუბრებოდა. მასში ბარბი ჰელ-
მანი ამოვიცანი, ჟურნალისტი, რომელიც გაზეთებსა და ტელე-
ვიზიაში გაბრიელის მკვლელობას აშუქებდა. ჰემპსტედში
ალისიას მეზობლად ცხოვრობდა, სწორედ მან გაიგონა გას-
როლის ხმა იმ ღამეს და პოლიცია გამოიძახა.
ბარბი სამოც წელს გადაცილებული კალიფორნიელი ქერა
იყო, „შანელი 5“-ის სუნით გაჟღენთილი და პლასტიკურ ოპე-
რაცია გადატანილი. თავის სახელს ნამდვილად ამართლებ-
და, გაოცებულ ბარბი -თოჯინას ჰგავდა. როგორც ჩანს, სა-
სურველს ყოველთვის აღწევდა, სწორედ ეგ გახდა მისი ხმამა-
ღალი პროტესტის მიზეზი, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ თუ პა-
ციენტის ნახვა უნდოდა, ჯერ უნდა დაერეკა.

203
– მმართველს დაუძახეთ, – თქვა და ხელი ისე ასწია, თით-
ქოს ფსიქიატრიულ კლინიკაში კი არა, რესტორანში იყო. – ეს
ხომ სრული აბსურდია. სად არის?
– მე ვარ მმართველი, ქალბატონო ჰელმან, – მშვიდად მი-
უგო სტეფანიმ, – ადრეც შევხვედრივართ.
სტეფანი პირველად შემეცოდა; გაბრაზებულ ჰელმანთან
პირისპირ აღმოჩენა საკმაოდ მძიმეა.
ბარბი სწრაფად საუბრობდა, არ ჩერდებოდა და შეპასუხე-
ბის საშუალებასაც არ აძლევდა.
– აქამდე დარეკვა არასდროს დამჭირვებია, –ბარბიმ ხმა-
მაღლა გაიცინა. – ღვთის გულისთვის, „აივიში“ უფრო ადვი-
ლად მოხვდები, ვიდრე აქ.
მათთან მივედი და სტეფანის უცოდველად გავუღიმე.
– ხომ არ დაგეხმაროთ?
სტეფანიმ ბრაზიანად გამომხედა.
– არა გმადლობთ. თვითონ მოვაგვარებ.
ბარბიმ ინტერესით ამათვალ-ჩამათვალიერა.
– თქვენ ვინ ხართ?
– თეო ფაბერი, ალისია ბერენსონის ფსიქოთერაპევტი.
– ო, მართლა? რა საინტერესოა.
როგორც ჩანს, ფსიქოთერაპევტებთან უფრო ადვილად
ახერხებდა საერთო ენის გამონახვას, ვიდრე კლინიკის ადმი-
ნისტრაციასთან. იმ წუთიდან მოყოლებული, ჟურნალისტი
პირდაპირ მე მომმართვადა, სტეფანის არაფრად აგდებდა,
თითქოს ჩვეულებრივი მდივანი იყო, უნდა გამოგიტყდეთ, რომ
ამან ძალიან გამახალისა.
– როგორც ჩანს, ახალი ხართ, ამდენ ხანს თუ არ მინახავ-
ხართ. – პასუხის გასაცემად პირი გავაღე, მაგრამ ბარბიმ არ
დამაცადა. – აქ რამდენიმე თვეში ერთხელ მოვდივარ. ამჯე-

204
რად მოსვლა ცოტა დამაგვიანდა, შტატებში ჩემი ოჯახის სანა-
ხავად ვიყავი, როგორც კი დავბრუნდი, ვიფიქრე, მოდი ალი-
სიას შევურბენ-მეთქი, ძალიან მომენატრა. საუკეთესო მეგობ-
რები ვიყავით.
– არ ვიცოდი.
– დიახ. როცა აქ გადმოვიდნენ, გაბრიელსა და ალისიას
აქაურობის გაცნობაში დავეხმარე. მე და ალისია ძალიან და-
ვახლოვდით. ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით.
– გასაგებია.
დერეფანში იური გამოჩნდა, ჩემთან მოვიხმე.
– ქალბატონი ჰელმანი აქ ალისიას სანახავადაა.
– ბარბი დამიძახე, საყვარელო. მე და იური ძველი მეგობ-
რები ვართ. – იურის თვალი ჩაუკრა. – ერთმანეთს დიდი ხანია
ვიცნობთ. აი, ის ქალბატონი კი…
ბარბიმ სტეფანისკენ ხელი უპატივცემულოდ გაიქნია, რო-
მელსაც, როგორც იქნა, ხმის ამოღების საშუალება მიეცა.
– ვწუხვარ, ქალბატონო ჰელმან, მაგრამ თქვენი უკანას-
კნელი სტუმრობიდან, რომელიც ერთი წლის წინ იყო, „გრო-
უვში“ წესები შეიცვალა. უსაფრთხოების მოთხოვნები გავამ-
კაცრეთ. ამიერიდან სანამ პაციენტს მოინახულებთ, უნდა დაგ-
ვირეკოთ და…
– ღმერთო, ისევ თავიდან ვიწყებთ? ვიკივლებ, თუკი თქვე-
ნი წესების შესახებ ისევ გავიგონებ. ისედაც ბევრი გადავიტა-
ნე.
სტეფანი დანებდა და იურიმ ბარბი გაიყვანა, მეც გავყევი.
მნახველების ოთახში შევედით და ალისიას დაველოდეთ.
ოთახში თითქმის არაფერი იყო – მარტო მაგიდა და ორი სკა-
მი. ფანჯრებიც არ ჰქონდა, მხოლოდ ყვითელი სანათურის
ავადმყოფური შუქი. უკან ვიდექი და ვუყურებდი, ალისია ორმა

205
ექთანმა როგორ შემოიყვანა. ბარბის დანახვაზე არანაირი რე-
აქცია არ ჰქონია. მაგიდასთან მივიდა და ისე დაჯდა, არც კი
ამოუხედავს.
ბარბის რეაქცია კი უფრო ემოციური გამოდგა.
– ალისია, საყვარელო, როგორ მომენატრე. რა გამხდარი
ხარ. სულ მალე შენგან აღარაფერი დარჩება. როგორ მშურს
შენი. როგორა ხარ? ის საშინელი ქალი არ მიშვებდა, ნამდვი-
ლი კოშმარი იყო…
ენა არ გაუჩერებია, დაუსრულებლად ჰყვებოდა სან-დიე-
გოში დედისა და ძმის სანახავად წასვლის ამბავს. ალისია ჩუ-
მად იჯდა, სახეზე არაფერი ეწერა, ერთი ნაკვთიც არ შესტოკე-
ბია. ოცწუთიანი დაუსრულებელი ლაპარაკის შემდეგ, ბარბიმ
მონოლოგი, როგორც იქნა, დაასრულა. ალისია იურიმ გაიყ-
ვანა, რომელსაც ისეთივე ცარიელი სახე ჰქონდა, როგორიც
შემოსვლისას.
ბარბი უკვე კლინიკის დატოვებას აპირებდა, როცა მასთან
მივედი.
– შეიძლება დაგელაპარაკოთ?
ბარბიმ თავი ისე დამიქნია, თითქოს ამას ელოდა.
– ალისიაზე გასაუბრება გსურთ? როგორც იქნა, ვიღაცა ჩე-
მით დაინტერესდა. პოლიციას არაფრის მოსმენა არ უნდოდა
– არაპროფესიონალიზმია და მეტი არაფერი, ალისია ყველა-
ფერზე მელაპარაკებოდა, არაფერს მიმალავდა, ხომ ხვდე-
ბით? ისეთი რამეები მითხრა, არც კი დაიჯერებთ. – ბოლო
სიტყვა განსაკუთრებით გამოკვეთა, ღიმილიც არ დავიწყებია.
იცოდა, რომ აუცილებლად დავინტერესდებოდი.
– მაინც, რა?
ბარბიმ უცნაურად გამიღიმა და ქურქი ჩაიცვა.
– აქ ყველაფერს ვერ მოგიყვებით. საშინლად მაგვიანდება.
ამ საღამოს ჩემთან გელოდებით, ასე, ექვსისთვის.
206
ბარბისთან სტუმრობის პერსპექტივა სულაც არ მსიამოვ-
ნებდა, დიდი იმედი მქონდა, რომ დიომიდისი ამის შესახებ არ
გაიგებდა. მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა. მინდოდა ყველა-
ფერი გამომერკვია.
თავს ძალა დავატანე და გავიღიმე.
– მისამართი ჩამაწერინეთ.

თავი ოცდამეათე

ბარბის სახლი ჰემპსტედ-ჰითის პარკთან იდგა, ფანჯრები


ერთ-ერთ ტბორს გადაჰყურებდა. დიდი ზომის ბინა იყო და ად-
გილმდებარეობის გათვალისწინებით, საკმაოდ ძვირიც ღირ-
და.
გაბრიელისა და ალისიას გადმოსვლამდე, ჰემპსტედში
რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ყოფილი ქმარი ბანკირი იყო და
ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის სიარული უწევდა, სანამ და-
შორდებოდნენ. მარტო დიდხანს არ დარჩენილა, ცოლისნაი-
რი ქერათმიანი მალე იპოვა, თუმცა მასზე ახალგაზრდა, ბარ-
ბის კი სახლი დაუტოვა.
– საბოლოოდ, ყველა კმაყოფილი დარჩა, – სიცილით მით-
ხრა ბარბიმ. – განსაკუთრებით კი მე.
სხვა თეთრად შეღებილი სახლებისგან, ბარბის ბინა, თავი-
სი ღია ცისფერი ფერით გამოირჩეოდა. წინა ეზოში პატარა ხე-
ები და ქოთნის ყვავილები ჰქონდა.
კარი თვითონ გამიღო.
– გამარჯობა, საყვარელო. მიხარია, რომ დროულად მოხ-
ვედით, ეს კარგი ნიშანია. აქეთ მობრძანდით.
207
დერეფანში გამატარა და სასტუმრო ოთახში შემიძღვა, თან
სულ ლაპარაკობდა. მხოლოდ ნაწილობრივ ვუსმენდი, იქაუ-
რობის თვალიერებით ვიყავი გართული. სახლში ორანჟერეის
სუნი იდგა; ყველგან მცენარეები და ყვავილები იყო – ვარდე-
ბი, შროშანები, ორქიდეები. კედლებზე სურათები, სარკეები
და ჩარჩოებში ჩასმული ფოტოები ეკიდა; კამოდებსა და ტუმ-
ბოებზე პატარა ქანდაკებები, ლარნაკები და ბევრი სხვა რამ
ეწყო. საკმაოდ ძვირად ღირებული ნივთები ერთმანეთის
გვერდით ისე იდო, იაფფასიანი ხარახურა გეგონებოდა. ეს
ყველაფერი სბარბის დაულაგებელ შინაგან სამყაროზე მი-
უთითებდა, ქაოსზე, უწესრიგობაზე, სიხარბეზე – დაუკმაყოფი-
ლებელ შიმშილზე. ნეტა, როგორი ბავშვობა ჰქონდა?
ადგილის გასათავისუფლებლად რამდენიმე ფოჩებიანი ბა-
ლიში გავწიე და მოუხერხებელ ვეება დივანზე დავჯექი. ბარბიმ
სასმელების კარადა გამოაღო და რამდენიმე ჭიქა გამოიღო.
– აბა, რას დალევთ? მგონი ვისკის მოყვარული უნდა იყოთ.
ჩემი ყოფილი ქმარი დღეში უზომოდ ბევრ ვისკის სვამდა. ამ-
ბობდა, რომ სასმელი ჩემს ატანაში ეხმარებოდა. – გაიცინა. –
ღვინოებში ძალიან კარგად ვერკვევი. ბორდოში სპეციალური
კურსებიც გავიარე. შესანიშნავი ყნოსვა მაქვს.
სულის მოსათქმელად მცირე ხნით გაჩუმდა, მეც მისი დუ-
მილით ვისარგებლე და პასუხი გავეცი:
– ვისკი არ მიყვარს. დიდი მსმელიც არ ვარ… ზოგჯერ ლუდს
თუ დავლევ.
– ო, – ბარბის გაღიზიანება დაეტყო. – ლუდი არ მაქვს.
– არა უშავს, დასალევად არ…
– აი, მე კი დავლევ, საყვარელო. დღეს საშინელი დღე
მქონდა.
ბარბიმ ბოკალი წითელი ღვინით აავსო და სავარძელში ისე
მოეწყო, თითქოს ხანგრძლივი საუბრისთვის მოემზადა.
208
– ყურადღებით გისმენთ, – კეკლუცად გაიღიმა. – რისი გა-
გება გსურთ?
– თუ წინააღმდეგი არ ხართ, რამდენიმე შეკითხვას დაგის-
ვამთ.
– გამოუშვით.
– ალისიას ექიმთან ვიზიტი ხომ არ უხსენებია?
– ექიმთან? – ბარბი ჩემმა შეკითხვამ გააკვირვა. – ფსიქი-
ატრს გულისხმობთ?
– არა, ჩვეულებრივ ექიმს.
– რაღაც არ მახსენდება… – ბარბი გაჩუმდა. – თუმცა მო-
იცადეთ, ახლა როცა თქვენ თვითონ ახსენეთ, დიახ, გამახსენ-
და. ექიმთან მართლა დადიოდა…
– მისი სახელი ხომ არ გახსოვთ?
– არა, სამაგიეროდ, მახსოვს ჩემს ექიმზე, ექიმ მონკსზე
რომ ვუთხარი, საოცარი ვინმეა. ერთხელ შემოგხედავს და მა-
შინვე გეუბნება რა გჭირს და შენთვის რისი ჭამა შეიძლება.
ამას ექიმ მონკსის მიერ ბარბისთვის მიცემული დიეტური
რეკომენდაციების ჩამოთვლა მოჰყვა და კიდევ თხოვნა, რომ
მასთან აუცილებლად მივსულიყავი. უკვე მოთმინებას ვკარ-
გავდი, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ისევ ჩვენი საუბრის
თემას დავბრუნებოდით.
– ალისია მკვლელობის დღეს თუ ნახეთ?
– დიახ, რამდენიმე საათით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა. –
ბარბიმ ღვინო მოსვა.- მის სანახავად მივედი. ალისიასთან ყა-
ვის დასალევად ხშირად შევივლიდი, უფრო სწორად თვითონ
სვამდა ყავას, მე კი ბოთლი მიმქონდა და იმას ვსვამდი. სა-
ათობით ვსაუბრობდით. ძალიან ახლოს ვიყავით.
„ჰო, აბა რა“, – გავიფიქრე ჩემთვის. უკვე ვიცოდი, ბარბი
რასაც წარმოადგენდა, თავის თავზე უზომოდ შეყვარებულ
ადამიანს, უმეგობროს, რომლისთვისაც მეგობრობა მხოლოდ
209
მიზნის მიღწევის საშუალებაა. არა მგონია, ამ სტუმრობების
დროს ალისიას ბევრი ელაპარაკა.
– იმ ღამეს მის ფსიქიკურ მდგომარეობას როგორ აღწერ-
დით?
ბარბიმ მხრები აიჩეჩა.
– განსაკუთრებული არაფერი. თავი ძალიან სტკიოდა. სულ
ეს არის.
– ანუ აშლილობის არაფერი ეტყობოდა?
– უნდა დასტყობოდა?
– არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით…
ბარბიმ გაოცებით შემომხედა.
– იმედია დამნაშავედ არ მიგაჩნიათ? – გაიცინა. – ო, საყ-
ვარელო, მეგონა უფრო ჭკვიანი იყავით.
– ვწუხვარ, მაგრამ ვერ…
– ალისია ამას არ იზამდა. მკვლელი არ იყო. დამიჯერეთ.
უდანაშაულოა. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ.
– ასეთი დარწმუნებული საიდან ხართ, მტკიცებულებები
ხომ…
– მტკიცებულებები ფეხებზე მკიდია. მე ჩემი მტკიცებულე-
ბები მაქვს.
– მართლა?
– დიახ, მაგრამ ჯერ უნდა დავრწმუნდე, თქვენი ნდობა თუ
შეიძლება. – ბარბიმ შემფასებლურად შემომხედა, მეც თვალი
მშვიდად გავუსწორე. შემდეგ კი მომესმა:
– იცით, იქ კაცი იყო.
– კაცი?
– დიახ. ის, ვინც უთვალთვალებდა.
მისმა სიტყვებმა მომცელა, მაგრამ მაშინვე აზრზე მოვედი.
– რას ნიშნავს უთვალთვალებდა?

210
– იმას, რასაც ვამბობ, უთვალთვალებდა. პოლიციასაც
ვუთხარი, მაგრამ არ მომისმინეს. როგორც კი ალისია, გაბ-
რიელის გვამი და იარაღი ნახეს, მაშინვე ყველაფერი ერთმა-
ნეთს დაუკავშირეს და ჩემი მონაყოლი ყურად არ იღეს.
– მაინც, რა დაინახეთ?
– ახლავე გეტყვით და მიხვდებით, ყველაფერს გუშინ რა-
ტომ არ მოგიყევით. ამის მოსასმენად მოსვლა ნამდვილად
ღირდა.
„ჰოდა, დროზე დაფქვი“, – გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა
არაფერი მითქვამს, მხოლოდ გავუღიმე.
ღვინო ჩამოისხა.
– ყველაფერი მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე
დაიწყო. ალისიას სანახავად მივედი და ცოტა დავლიეთ. შევ-
ნიშნე, რომ ჩვეულებრივზე ჩუმად იყო. ვკითხე: „კარგად ხარ?“
და ალისიამ ტირილი დაიწყო. ასეთი ადრე არასდროს მინა-
ხავს. ხმამაღლა ქვითინებდა. საერთოდ ძალიან თავშეკავებუ-
ლი ადამიანია... მაგრამ იმ დღეს სულ სხვანაირი იყო. საკუ-
თარ თავს ვერ აკონტროლებდა.
– მაინც, რა გითხრათ?
– მკითხა, სამეზობლოში ვინმე უცნობი ხომ არ დამინახავს.
ქუჩაში კაცს ხედავდა, რომელიც უთვალთვალებდა. – ბარბი
შეყოყმანდა. – ახლავე გაჩვენებთ. აი, ეს გადმომიგზავნა. მა-
ნიკიურიანი თითებით ტელეფონი მოძებნა და ფოტოების ძი-
ება დაიწყო. სულ მალე ტელეფონი ჩემკენ შემოაბრუნა. ეკ-
რანს დავაკვირდი. რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასარჩე-
ვად, თუ რას ვხედავდი – ხის გადღაბნილ გამოსახულებას.
– ეს რა არის?
– და რას ჰგავს?
– ხეს?
– ხის უკან?
211
ხის უკან ნაცრისფერი ლაქა მოჩანდა, რომელიც თავისუფ-
ლად შეიძლებოდა გარე განათების ბოძიც ყოფილიყო და დი-
დი ძაღლიც.
– ეს ის კაცია. მისი სილუეტი გარკვევით მოჩანს.
ამაში ვერ დავეთანხმებოდი, თუმცა არ შევკამათებივარ.
არ მინდოდა ყურადღება გაჰფანტოდა.
– განაგრძეთ.
– სულ ეს არის.
– მაგრამ, რა მოხდა?
ბარბიმ მხრები აიჩეჩა.
– არაფერი. ალისიას ვუთხარი ეს ყველაფერი პოლიციის-
თვის ეთქვა, აი, სწორედ მაშინ გამომიტყდა, რომ ქმარმაც კი
არ იცოდა ამის შესახებ.
– გაბრიელსაც არ უთხრა? რატომ?
– არ ვიცი. გული მიგრძნობს, რომ არცთუ ისე კეთილი ადა-
მიანი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც გადაჭრით ვუთხარი
პოლიციისთვის მიემართა. ჩემს თავზეც ვღელავდი, საფრთხე
ხომ მეც მემუქრებოდა. გარეთ ვიღაც საეჭვო ტიპი დასეირ-
ნობს, მე კი სახლში მარტო ვარ, ხომ ხვდებით? მინდოდა ღა-
მით თავი უსაფრთხოდ მეგრძნო.
– ალისიამ დაგიჯერათ?
ბარბიმ თავი გააქნია.
– არა, არ დამიჯერა. რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა, რომ
ქმარს გაუმხილა და გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ეჩვენებო-
და. მთხოვა ყველაფერი დამევიწყებინა და გაბრიელთან ეს არ
მეხსენებინა. არ ვიცი, რა ვთქვა, საკმაოდ ცუდად გამოდიოდა.
ჰო, კიდევ მთხოვა, რომ სურათი წამეშალა. არ წამიშლია, პო-
ლიციას ვაჩვენე, როცა დააპატიმრეს, მაგრამ ყურადღება არ
მიაქციეს. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდათ. მაინც

212
დარწმუნებული ვარ, რომ საქმე სხვა რამეშია. შეიძლება გა-
გიმხილოთ? – ხმას დაუწია და ჩურჩულზე გადავიდა. – ალისია
ძალიან შეშინებული იყო.
გაჩუმდა, ღვინო გამოცალა და ბოთლისკენ გაიწია.
– დარწმუნებული ხართ, რომ დალევა არ გინდათ?
ისევ უარი ვუთხარი, მადლობა გადავუხადე და წამოვედი.
იქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა. მეტს ვეღარაფერს მომიყვე-
ბოდა. საფიქრელად საკმარისი ინფორმაცია მქონდა.
გარეთ უკვე ბნელოდა. მეზობელ სახლთან, სადაც ალისია
ცხოვრობდა, მცირე ხანს შევყოვნდი. სასამართლოს შემდეგ
მალევე გაყიდეს, იქ ახლა იაპონელი შესახლებულიყო. ბარ-
ბის სიტყვებს თუ დავუჯერებდით – საკმაოდ არამეგობრული
ხალხი. რამდენჯერმე მათთან დაახლოება სცადა, თუმცა უა-
რით გამოისტუმრეს. წარმოვიდგინე, მე რა რეაქცია მექნებო-
და, ბარბი რომ ჩემს მეზობლად ყოფილიყო და ჩემთვის მოს-
ვენება არ მოეცა. ნეტა, ალისია როგორ იტანდა ამას?
სიგარეტს მოვუკიდე და მოსმენილს დავუფიქრდი. ესე იგი,
ალისია ბარბის გამოუტყდა, რომ უთვალთვალებდნენ. პოლი-
ციამ იფიქრა, რომ ჟურნალისტი ყურადღების მიპყრობას ცდი-
ლობდა და ყველაფერს იგონებდა, სწორედ ამიტომ მის სიტ-
ყვებს ყურადღება არ მიაქცია. სულაც არ გამკვირვებია; ბარ-
ბის სერიოზულად აღქმა საკმაოდ რთული იყო.
ესე იგი, ალისიას ისე ეშინოდა, რომ დახმარებისთვის ჯერ
ბარბის, შემდეგ კი გაბრიელს მიმართა. შემდეგ, რა მოხდა? კი-
დევ ვინმეს გაუმხილა ეს? აუცილებლად უნდა გავარკვიო.
თვალწინ ჩემი თავი წარმომიდგა; პატარა ბიჭი, რომელიც
ნერვიულ აფეთქებასთან ძალიან ახლოს იყო, შიშებითა და
ტკივილით გატანჯული; ოთახში ბოლთას სცემს, მოუსვენ-
რობს, შეშინებულია, შეშლილ მამასთან მარტო დარჩენის ში-
შით შეპყრობილია. ამის შესახებ ვერავის ვეუბნებოდი. არც
213
არავინ მომისმენდა. ალისიაც ალბათ ასეთ დღეში იყო, სხვაგ-
ვარად, ბარბის არასდროს გამოუტყდებოდა.
გამაკანკალა და უკნიდან ვიღაცის მზერა ვიგრძენი.
უცებ შემოვბრუნდი, მაგრამ არავინ იყო. მარტო მე. დაცა-
რიელებულ ქუჩაში ჩამიჩუმი არ ისმოდა.

თავი ოცდამეთერთმეტე

მომდევნო დილით „გროუვში“ მივედი, ალისიასთან იმის


შესახებ საუბარს ვაპირებდი, რაც ბარბიმ მითხრა. თუმცა მი-
საღებში შესვლისთანავე ქალის კივილი მომესმა. აგონიის-
მაგვარი კივილის ხმები მთელ დერეფნებში ისმოდა.
– რა ხდება? რაშია საქმე?
დაცვის თანამშრომელმა არაფერი მიპასუხა, გვერდით ჩა-
მირბინა და განყოფილებაში შევარდა. უკან მივყევი. რაც უფ-
რო ახლოს მივდიოდი, კივილის ხმები უფრო მატულობდა.
იმედი მქონდა, რომ ალისია კარგად იყო, რომ მას არაფერი
ემუქრებოდა, თუმცა არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაინც ცუდი წი-
ნათგრძნობა მქონდა.
კუთხეში შევუხვიე. „აკვარიუმთან“ ექთანები, პაციენტები
და დაცვის თანამშრომლები შეგროვილიყვნენ. დიომიდისი
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რეკავდა. პერანგი
სისხლის წვეთებით ჰქონდა მოსვრილი – თუმცა სისხლი მისი
არ იყო. მუხლებზე დამდგარი ორი ექთანი აკივლებულ ქალს
იჭერდა, ალისიას არა.
იატაკზე ელიფი იწვა, იკრუნჩხებოდა, კიოდა და გასის-
ხლიანებულ სახეს იკაწრავდა. თვალებში სისხლი ედგა. ერთ

214
თვალში კი რაღაც ჰქონდა გარჭობილი, პირდაპირ თვალის
კაკალში. ჯოხს ჰგავდა, მაგრამ ჯოხი არ იყო, მაშინვე მივხვდი
რაც იყო, სახატავი ფუნჯი.
ალისია კედელთან იდგა, იური და კიდევ ერთი ექთანი აკა-
ვებდა. თუმცა ფიზიკური ძალის გამოყენება საჭირო არ იყო.
სრულიად მშვიდად იდგა, ერთ ადგილზე ქანდაკებასავით გა-
შეშებული. მისმა გამომეტყველებამ მაშინვე „ალკესტისი“ მო-
მაგონა. ცარიელი, უემოციო. პირდაპირ მე მიყურებდა.და მეც
პირველად შემეშინდა.

თავი ოცდამეთორმეტე

– ელიფი როგორ არის? – ვკითხე ინტენსიური თერაპიის


განყოფილებიდან „აკვარიუმში“ დაბრუნებულ იურის.
– სტაბილურად. – მძიმედ ამოიოხრა. – და ეს ერთადერთი
კარგი ამბავია.
– მინდა ვნახო.
– ელიფი? თუ ალისია?
– ჯერ ელიფი.
იურიმ თავი დამიქნია.
– დღეს უნდათ, რომ დაისვენოს. ხვალ დილით აუცილებ-
ლად წაგიყვანთ.
– რა მოხდა? თქვენ იქ იყავით? ალისია ელიფმა გააღიზი-
ანა?
იურიმ ისევ ამოიოხრა და მხრები აიჩეჩა.

215
– არ ვიცი. ელიფი ალისიას სახელოსნოსთან ტრიალებდა.
ალბათ რაღაც დაპირისპირება მოხდა. აზრზე არა ვარ, რატომ
იჩხუბეს.
– გასაღები გაქვთ? წავიდეთ და იქაურობა დავათვალი-
ეროთ. იქნებ რამე სამხილს მაინც მივაგნოთ.
„აკვარიუმიდან“ წამოვედით და ალისიას სახელოსნოს მი-
ვაშურეთ. იურიმ კარი გააღო და სინათლე აანთო.
და აი, მოლბერტზე, ზუსტად იმას მივაგენით, რასაც ვეძებ-
დით.
ალისიას ნახატი – ცეცხლმოკიდებული „გროუვი“ – გაფუ-
ჭებული იყო. ნახატის შუაში წითელი საღებავით „ძუკნა“ მიეწე-
რათ.
თავი დავაქნიე.
– აი, ეს კი ყველაფერს ხსნის.
– გგონიათ, ეს ელიფმა ჩაიდინა?
– სხვა, ვინ იზამდა?

***
ელიფს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მივა-
გენი. საწოლზე იყო დაფიქსირებული, ხელზე წვეთოვანი მი-
ემაგრებინათ. თავსა და დაზიანებულ თვალზე ბინტები დაეხ-
ვიათ. გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო, ძალიან სტკი-
ოდა.
– გააჯვი, – მომაძახა დანახვისთანავე.
სკამი გამოვწიე და საწოლთან ჩამოვჯექი. მშვიდად და თა-
ვაზიანად მივმართე.
– ვწუხვარ, ელიფ. მართლა ძალიან ვწუხვარ. საშინელი
რამ მოხდა. ნამდვილი ტრაგედია.

216
– სრულიად მართალი ხარ, ამის დედაც. ახლა კი დაახვიე
და მარტო დამტოვე.
– მომიყევით რა მოხდა.
– მაგ ბოზმა თვალი ამომთხარა. აი, რა მოხდა.
– ეს რატომ გააკეთა, იჩხუბეთ?
– ჩემს დადანაშაულებას ცდილობ? მე არაფერი მიქნია!
– თქვენს დადანაშაულებას სულაც არ ვცდილობ. უბრა-
ლოდ, იმის გარკვევა მინდა, ეს რატომ ჩაიდინა.
– იმიტომ, რომ სულ გააფრინა, აი, რატომ.
– ანუ ნახატი აქ არაფერ შუაშია? ვნახე, რაც ჩაიდინეთ. სუ-
რათი თქვენ დაამახინჯეთ, ხომ?
ელიფმა დაუზიანებელი თვალი მოჭუტა, შემდეგ კი დახურა.
– ეს ძალიან ცუდი საქციელია, ელიფ. რა თქმა უნდა, მის
საქციელს არ ამართლებს, თუმცა...
– ამის გამო არ ჩაუდენია.
ელიფი ზიზღით მომაჩერდა.
– არა? აბა, თავს რატომ დაგესხათ?
ელიფს სახეზე რაღაც ღიმილისმაგვარი გამოესახა. ხმა არ
ამოუღია. რამდენიმე წუთი ასე ვისხედით. უკვე წამოდგომას
ვაპირებდი, როცა დაილაპარაკა.
– სიმართლე ვუთხარი.
– რა სიმართლე?
– რომ მაგრად გევასება.
მისმა სიტყვებმა გამაოგნა. სანამ რაიმეს ვუპასუხებდი,
ელიფმა ღვარძლიანად განაგრძო.
– შენ ის შეგიყვარდა, მეგობარო. ასეც ვუთხარი. „ექიმს შე-
უყვარდი, – პირდაპირ მივახალე. – შეუყვარდი. თეო და ალი-
სია ეს ორი გვრიტი, ხეზე შემომსხდარან, როგორც ორი ჩი-
ტი...“ – შემზარავად გაიცინა. დანარჩენს უკვე ჩემით მივხვდი,

217
ალისია ბრაზმა აიტანა, ფუნჯს ხელი წაავლო და ელიფს თვალ-
ში ჩაარჭო.
– დამპალი დარტყმულია. – ტანჯული და გადაღლილი ხმა
ჰქონდა, ატირებას არაფერი უკლდა. – მანიაკი.
ელიფის შეხვეული თავის შემხედვარემ ჩემს თავს ასეთი
კითხვა დავუსვი: „იქნებ მართლაც ასე იყო?“

თავი ოცდამეცამეტე

კრება დიომიდისის კაბინეტში ჩატარდა, თუმცა სტეფანი


კლარკმა მმართველობის სადავეები თავიდანვე საკუთარ
ხელში აიღო. ახლა, როცა მომხდარი ფსიქოლოგიის აბსტრაქ-
ტულ სამყაროში აღარ ჯდებოდა და ჯანმრთელობისა და უსაფ-
რთხოების სფეროს განეკუთვნებოდა, მის იურისდიქციაში ვი-
ყავით და ეს მშვენივრად იცოდა. გაჩუმებული დიომიდისის
მოღუშულ სახეს თუ გავითვალისწინებდით, ეს მასაც მშვენივ-
რად ესმოდა.
სტეფანი გულხელდაკრეფილი იდგა; ეტყობოდა, რომ
აზარტში იყო შესული. არსებული მდგომარეობით ტკბება-
მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის, ახლა ის არის უფროსი და ბოლო
სიტყვა მას ეკუთვნის-თქო. ალბათ ჩვენზე ძალიან გაბრაზებუ-
ლი იყო, ამდენი ხანი რომ ყველაფერს მის გარეშე ვწყვეტდით
და საერთოდ არაფერს ვეკითხებოდით. ახლა კი შურისძიებით
ტკბებოდა.
– გუშინ დილით რაც მოხდა, სრულიად დაუშვებელია, –
თქვა მან. – გაფრთხილებდით, ალისიასთვის ხატვის უფლება
არ მიგეცათ, მაგრამ არავინ მომისმინა. პაციენტებთან არაერ-
თგვაროვანი მოპყრობა, ყოველთვის შურსა და კონფლიქტს
218
იწვევს. ვიცოდი, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა. ამიერიდან,
უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
– ალისია იზოლატორში სწორედ ამიტომ მოათავსეს? – ჩა-
ვეკითხე. – უსაფრთხოების გამო?
– სხვებსაც და საკუთარ თავსაც საფრთხეში აგდებს. ელიფს
თავს დაესხა, შეიძლება მოეკლა კიდეც.
– ელიფის ბრალია, მან გამოიწვია.
დიომიდისმა თავი გააქნია:
– არანაირი საქციელი არ ამართლებს მსგავს თავდასხმას.
სტეფანი დაეთანხმა:
– ზუსტად.
– ცალკეული შემთხვევა იყო, – მაინც არ ვტყდებოდი. –
ალისიას იზოლატორში ჩასმა მარტო სისასტიკე კი არა, ბარ-
ბაროსობაა.
ჯერ კიდევ ბროდმურში ვხედავდი პაციენტებს იზოლატორ-
ში როგორ სვამდნენ, უფანჯრო, პატარა ოთახში, სადაც საწო-
ლიც ძლივს ეტეოდა. იქ გატარებული რამდენიმე დღე და სა-
ათიც კი, ნორმალურ ადამიანსაც შეშლიდა, იმათზე ხომ ლაპა-
რაკიც ზედმეტია, ვისაც ისედაც პრობლემები ჰქონდა ფსიქი-
კასთან.
სტეფანიმ მხრები აიჩეჩა.
– როგორც კლინიკის მმართველს, უფლება მაქვს ნების-
მიერი ზომა მივიღო, რომელსაც აუცილებლად ჩავთვლი. რჩე-
ვისთვის კრისტიანს მივმართე და ის სრულიად დამეთანხმა.
– აბა, რას იზამდა.
ოთახის მეორე მხრიდან კრისტიანმა დამცინავად გამიღი-
მა. ვგრძნობდი, რომ დიომიდისიც მიყურებდა და ვხვდებოდი,
რასაც ფიქრობდნენ – თითქოს კონტროლი დავკარგე და სა-
კუთარ გრძნობებს ვეღარ ვიმორჩილებდი; მაგრამ ჩემთვის
სულერთი იყო.
219
– გამოკეტვით ვერაფერს მივაღწევთ. მასთან საუბარი უნ-
და განვაგრძოთ. უნდა გავიგოთ, რა სჭირს.
– მშვენივრად მესმის, რაც ხდება, – მძიმე ტონით თქვა
კრისტიანმა, თითქოს დამნაშავე ბავშვს ესაუბრებოდა. – საქ-
მე შენა ხარ, თეო.
– მე?
– აბა, სხვა ვინ? სწორედ შენ ხარ ის, ვინც ყველაფერი თავ-
დაყირა დააყენა.
– მაინც, რა დავაყენე თავდაყირა?
– შენ არ იყავი, ალისიასთვის დოზირების დაწევას რომ ით-
ხოვდი?
გამეცინა.
– კი არ ვითხოვდი, მოვითხოვდი. ალისია დამაწყნარებლე-
ბით იყო გაჭყეპილი. მოსიარულე გვამს ჰგავდა.
– სისულელეა.
დიომიდისს მივუბრუნდი.
– მართლა ყველაფრის ჩემზე გადმობრალება გინდათ?
ამისთვის შეიკრიბეთ?
დიომიდისმა თავი გააქნია და თვალი ამარიდა.
– რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ
მკურნალობის შეცვლამ აქცია ასეთად. ყველაფერი ძალიან
სწრაფად მოხდა. სწორედ ეს გახდა გუშინდლის მიზეზი.
– ვერ დაგეთანხმებით.
– შეიძლება საკმაოდ ახლოს დგახართ და ყველაფერს ამი-
ტომაც ვერ ხედავთ. – დიომიდისმა ხელები ასწია და ამოიოხ-
რა, თითქოს მეტი აღარ შეეძლო. – მეტ შეცდომას ვეღარ და-
ვუშვებთ, თანაც ისეთ კრიტიკულ ეტაპზე, რომელშიც კლინიკა
იმყოფება. საქმე გროუვის მომავალს ეხება. ყოველი შეცდო-
მა, მმართველ კომპანიას ჩვენი დახურვის დამატებით მიზეზს
აძლევს.
220
ვგრძნობდი, როგორი განწყობილი იყო მარცხისთვის და ეს
ნერვებს მიშლიდა.
– მისი ნარკოტიკით გაჭყეპა და გასაღების გადაგდება, საქ-
მეს ვერ უშველის. ჩვენ ციხის ზედამხედველები არ ვართ.
– გეთანხმებით. – ინდირამ გამამხნევებლად გამიღიმა და
განაგრძო: – პრობლემა ის არის, რომ რისკზე წასვლას, დო-
ზის გაზრდა გვირჩევნია. საკმარისი სიმამაცე უნდა გამოვიჩი-
ნოთ, სიგიჟეს რომ თვალი გავუსწოროთ, კი არ უნდა გამოვკე-
ტოთ, უნდა შევაკავოთ.
კრისტიანმა თვალები გადაატრიალა და შეწინააღმდეგებას
აპირებდა, თუმცა პირველმა დიომიდისმა დაილაპარაკა:
– ამისთვის საკმაოდ გვიანია. ეს ჩემი ბრალია. ალისია შე-
უფერებელი კანდიდატია ფსიქოთერაპიისთვის. ამის ნება არ
უნდა მომეცა.
დიომიდისმა თქვა, რომ საკუთარ თავს ადანაშაულებდა,
თუმცა ვიცოდი, რომ სინამდვილეში მე მადანაშაულებდა. ყვე-
ლა მე მიყურებდა: დიომიდისი იმედგაცრუებული იჭმუხნებო-
და; კრისტიანს გამარჯვებული სახე ჰქონდა; სტეფანი მტრუ-
ლად მომჩერებოდა; ინდირა კი აღელვებული იყო.
შევეცადე ხმაში რაც შეიძლება ნაკლები მუდარა ჩამექსო-
ვა:
– აუკრძალეთ ალისიას ხატვა, თუ ასეა საჭირო, მაგრამ
მკურნალობა არ შეუწყვიტოთ, მხოლოდ ასე თუ მივაღწევთ სა-
სურველ შედეგს.
დიომიდისმა თავი გააქნია:
– უკვე იმ აზრზე ვარ, რომ ალისიასთან რამე შედეგის მიღ-
წევა შეუძლებელია.
– ცოტა ხანს კიდევ მაცადეთ...
– არა.

221
დიომიდისის ხმის ტემბრმა მიმახვედრა, რომ წინააღმდე-
გობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ყველაფერი დასრულებული
იყო.

თავი ოცდამეთოთხმეტე

თოვლის შესახებ დიომიდისი ცდებოდა. არ მოუთოვია; ნა-


შუადღევს კოკისპირული წვიმა წამოვიდა, საშინელი ქარიშხა-
ლი ამოვარდა ხმაურიანი ჭექა-ქუხილით.
ალისიას ფსიქოთერაპიის კაბინეტში ვუცდიდი და ვუყურებ-
დი, წვიმის წვეთები ფანჯარას როგორ ეცემოდა.
თავს დაღლილად და მოწყენილად ვგრძნობდი. მთელი ჩე-
მი მცდელობა დროის კარგვა გამოდგა. ალისიასთან მუშაობა
ამიკრძალეს; ახლა უკვე ვეღარაფრით დავეხმარები.
კარზე დააკაკუნეს. იურიმ ალისია შემოიყვანა. იმაზე უარე-
სად გამოიყურებოდა, ვიდრე მოველოდი. ფერმკრთალი, და-
სუსტებული, მოჩვენებას დამგვანებოდა. მოუხერხებლად გა-
დაადგილდებოდა, მარჯვენა ფეხი გაუჩერებლად უკანკალებ-
და. „დამპალი კრისტიანი, – გავიფიქრე ჩემთვის – ნარკოტი-
კით გაჭყიპა“.
იურის წასვლის შემდეგ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. ალი-
სიას არც კი ამოუხედავს.
ბოლოს, როგორც იქნა, დავილაპარაკე, ხმამაღლა და გარ-
კვევით, რომ ჩემი ნათქვამი ადვილად გაეგო.
– ალისია, ვწუხვარ იზოლატორში რომ ჩაგსვეს. ბოდიშს
გიხდით, ყოველივე ამის გადატანამ რომ მოგიწიათ.

222
არანაირი რეაქცია.
ცოტა ხანს კიდევ შევიცადე.
– სამწუხაროდ, იმის გამო, რაც ელიფს გაუკეთეთ, ჩვენი
თერაპიის სეანსებს ბოლო მოეღო. ეს ჩემი გადაწყვეტილებით
არ მომხდარა, ამის წინააღმდეგ გამოვდიოდი, თუმცა გადაწ-
ყვეტილება უკვე მიღებულია და ვეღარაფერს ვიზამთ. ერთა-
დერთი რაც შემიძლია, მომხდარის შესახებ დალაპარაკებაა,
რათა გავარკვიო ელიფს თავს რატომ დაესხით და მომხდარ-
თან დაკავშირებით ჩემი სინანული გამოვთქვა, რომელსაც
დარწმუნებული ვარ, თქვენც გრძნობთ.
ალისიამ არაფერი მიპასუხა. დარწმუნებული არ ვიყავი,
ჩემს სიტყვებს თუ აღიქვამდა.
– გეტყვით რასაც ვგრძნობ. სიბრაზეს ვგრძნობ. ვბრაზობ
იმის გამო, რომ ჩვენი სეანსები გააუქმეს, ჯერ ხომ წესიერად
დაწყებულიც კი არ გვქონდა. იმის გამოც ვბრაზობ, რომ უფრო
მეტად არ შეეცადეთ.
ალისიამ თავი აამოძრავა და პირდაპირ თვალებში შემომ-
ხედა.
– გეშინიათ, ამას ვხვდები. შევეცადე დაგხმარებოდით, მაგ-
რამ ამის საშუალება არ მომეცით. ახლა კი არ ვიცი, როგორ
მოვიქცე.
გავჩუმდი, მეტს ვეღარაფერს ვიზამდი.
შემდეგ ალისიამ ის გააკეთა, რასაც არასდროს დავივიწ-
ყებ. მთრთოლარე ხელი გამომიწოდა, ტყავისყდიანი პატარა
წიგნაკით.
– ეს რა არის?
არაფერი უპასუხია, ისევ წიგნაკს მიწვდიდა.
ცნობისმოყვარედ დავაკვირდი.
– გინდა რომ გამოგართვა?

223
სიჩუმე. შევიცადე და მთრთოლარე თითებიდან წიგნაკი
ფრთხილად გამოვართვი. გადავშალე და გვერდებს დავაკ-
ვირდი. ხელით დაწერილი დღიური იყო.
ალისიას დღიური.
ხელნაწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, ალისია ჩანაწე-
რებს ძლიერი სულიერი აშლილობისას აკეთებდა, განსაკუთ-
რებით ბოლო გვერდებზე, სადაც ნაწერი ძლივს იკითხებოდა,
მთელ გვერდზე გაფანტულ აბზაცებს ისრები აერთიანებდა.
ზოგიერთ გვერდზე ნახატები და რაღაც გაურკვეველი ხაზები
იყო, ვაზის ყლორტებში გადახლართული ყვავილები, რომლე-
ბიც მთელ ნაწერს მოსდებოდა და თითქმის გადაეფარა.
ალისიას ცნობისმოყვარედ შევხედე.
– ამას რა უნდა ვუყო?
ტყუილად ვეკითხებოდი, ისედაც ნათელი იყო – უნდოდა,
რომ დღიური წამეკითხა.

224
ნაწილი მესამე

„არ უნდა ეძებო უცნაურობა იქ, სადაც სინამდვილეში არაფერია.


მე ვფიქრობ, ეს საფრთხე ემუქრება ადამიანს, რომელიც დღიურს
აწარმოებს: ყველაფერს აზვიადებს, სულ ჩაფიქრებულია და გამუდ-
მებით სინამდვილეს ამახინჯებს“.
ჟან პოლ სარტრი

„მართალია ბუნებით პატიოსანი არა ვარ, მაგრამ ზოგჯერ პა-


ტიოსანი კაცის როლში გამოვდივარ“.

უილიამ შექსპირი, „ზამთრის ზღაპარი“

225
ალისია ბერენსონის დღიური

8 აგვისტო

დღეს უცნაური რამ მოხდა.


სამზარეულოში ყავას ვამზადებდი და ფანჯარაში ვიყურე-
ბოდი – ვიყურებოდი, თან ჩემთვის ვფიქრობდი – და შემდეგ
გარეთ რაღაც შევნიშნე, უფრო სწორად ვიღაც. კაცი იყო. იმი-
ტომ შევნიშნე, რომ ქანდაკებასავით გაუნძრევლად იდგა და
სახლს უყურებდა. ქუჩის მეორე მხარეს, პარკის შესასვლელ-
თან. ხის ჩრდილში იმალებოდა. მაღალი და მხარბეჭიანი იყო.
სახეზე ვერ გავარჩიე, რადგან მზის სათვალე ეკეთა და კეპი
ეხურა.
არ ვიცი, ფანჯარაში მხედავდა თუ არა, მაგრამ ისეთი შეგ-
რძნება მქონდა, თითქოს პირდაპირ მე მიყურებდა. ეს ყველა-
ფერი უცნაურად მეჩვენა – ქუჩის მეორე მხარეს, ავტობუსის
გაჩერებაზე მდგომ ხალხს მიჩვეული ვარ, მაგრამ ეს კაცი ავ-
ტობუსს არ ელოდებოდა. ჩვენს სახლს მისჩერებოდა.
ბოლოს, მივხვდი, რომ ასე უკვე რამდენიმე წუთი ვიდექი,
ფანჯარას მოვშორდი და სახელოსნოში წავედი. ხატვა ვცადე,
მაგრამ გული ვერ დავუდე. ის კაცი თავიდან ვერაფრით ამო-
ვიგდე. გადავწყვიტე კიდევ ოცი წუთი მომეცადა და შემდეგ
სამზარეულოში დავბრუნებულიყავი. ისევ იქ რომ მდგარიყო,
მერე? ცუდს კი არაფერს აკეთებდა. პირველი, რაც გავიფიქრე,
ბინის ქურდია და სახლს ათვალიერებს, მაგრამ ასე დგომით
ხომ ყურადღებას იქცევს, იქნებ აქ გადმოსვლაზე ფიქრობს-
მეთქი. „ქუჩის ბოლოს რომ სახლი იყიდება, იმას ყიდულობს?
მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება“.

226
მაგრამ როცა სამზარეულოში დავბრუნდი და ფანჯარაში
გავიხედე, იქ აღარ იდგა. ქუჩა ცარიელი იყო.
მგონი ვერასდროს გავიგებ, რას აკეთებდა. რა უცნაურია.

10 აგვისტო

გუშინ ღამით ჟან-ფელიქსს თეატრში გავყევი. გაბრიელი


წინააღმდეგი იყო, თუმცა მაინც წავედი. მასთან ერთად წას-
ვლის მეშინოდა, მაგრამ ვფიქრობდი, თუ იმას მივცემდი, რაც
უნდოდა და წარმოდგენას დავესწრებოდი, შეიძლება ამით
ყველაფერი დასრულებულიყო. ყოველ შემთხვევაში იმედი
მქონდა.
ცოტა ადრე შევხვდით, დასალევად დამპატიჟა – მისი იდეა
იყო – და როცა მივედი, მზე ჯერ ჰორიზონტს ქვემოთ ეკიდა და
მდინარეს სისხლისფრად ღებავდა. ჟან-ფელიქსი თეატრის წინ
მელოდებოდა. მანამდე დავინახე, სანამ თვითონ შემამჩნევ-
და. ხალხს გაღიზიანებული სახით ათვალიერებდა. იმედი რომ
მქონდა, თითქოს სწორად ვიქცეოდი, მისი სახის დანახვისთა-
ნავე გამეფანტა. ძალიან შემეშინდა და წასვლასაც ვაპირებდი,
მაგრამ ჩემკენ შემობრუნდა და დამინახა. ხელი დამიქნია და
მისკენ წავედი. ვცდილობდი გამეღიმა, ისიც იმავეს აკეთებდა.
– კარგია, რომ მოხვედი, – მითხრა ჟან-ფელიქსმა. – უკვე
მეგონა, რომ არ გამოჩნდებოდი. აბა, დავლიოთ?
ფოიეში დავლიეთ. სხვა თუ არაფერი, საკმაოდ უხერხული
გარემო სუფევდა. გუშინდელი დღე არც ერთს არ გვიხსენებია.
ბევრს ვსაუბრობდით არაფერზე, უფრო სწორად ჟან-ფელიქსი
საუბრობდა, მე კი ვუსმენდი. რამდენიმე ჭიქა დავლიეთ. ნაჭა-
მი არ ვიყავი და სასმელი ცოტა მომეკიდა; მგონი ჟან-ფელიქ-
სსაც სწორედ ამის იმედი ჰქონდა. ყველანაირად ცდილობდა
227
ჩემს საუბარში ჩართვას, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. ყვე-
ლა ფრაზას „ხომ კარგი იყო, როცა“ ან „ის დრო თუ გახსოვს,
როცა“ ამ სიტყვებით იწყებდა, თითქოს წარსულს მახსენებდა
იმ იმედით, რომ ასე ჩემს გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ დააყენებ-
და და თან შემახსენებდა, თუ რამდენი რამ გვაკავშირებდა და
რამდენად ახლოს ვიყავით. როგორც ჩანს, ვერ ხვდებოდა,
რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და რაც უნდა
ეთქვა, მაინც ვერაფერს შეცვლიდა.
მართალი გითხრათ, მიხარია რომ წავედი. იმიტომ კი არა,
ჟან-ფელიქსი რომ ვნახე, არამედ სპექტაკლის გამო. „ალკეს-
ტისის“ შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი, პიესა თითქოს
ცოტათი გაურკვეველია, ჩვეულებრივი ოჯახური ამბავია, სწო-
რედ ამიტომ მომეწონა ასე ძალიან. მოქმედება ჩვენს დროში
იყო გადმოტანილი, ათენის პატარა ქალაქგარე სახლში. მო-
მეწონა სიუჟეტის გადმოცემა. თანამედროვე ტრაგედია. მთა-
ვარ გმირს სიკვდილს მიუსჯიან და მისი ცოლი, ალკესტისი
ქმრის გადარჩენას გადაწყვეტს. ალკესტისის როლის შემსრუ-
ლებელი ბერძნულ ქანდაკებას ჰგავდა, ულამაზესი სახე ჰქონ-
და, მისი დახატვის სურვილიც კი გამიჩნდა. სახელის გაგებაც
მინდოდა, რომ შემდეგ მის აგენტს დავკავშირებოდი. ჟან-ფე-
ლიქსთანაც ლამის წამომცდა, თუმცა დროულად გავჩუმდი.
აღარ მინდა ჩემს ცხოვრებაში იყოს, მინდა საერთოდ გაქრეს.
დასასრულმა ცრემლი მომგვარა: ალკესტისი კვდება და ისევ
ცოცხლდება. მკვდრების სამყაროდან ბრუნდება, ამ სიტყვის
პირდაპირი მნიშვნელობით. არის ამაში რაღაც, რასაც დაფიქ-
რება სჭირდება, ზუსტად არ ვიცი, რა. რა თქმა უნდა, სპექტაკ-
ლზე ჟან-ფელიქსიც ბევრს საუბრობდა, თუმცა მის მიერ თქმუ-
ლი არც ერთი სიტყვა არ დაემთხვა იმას, რასაც მე ვფიქრობ-
დი, ამიტომ მისი მოსმენა შევწყვიტე.

228
ალკესტისის სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას თავი-
დან ვერ ვიგდებდი, მაშინაც ამაზე ვფიქრობდი, როცა ხიდი გა-
დავიარეთ და მეტროსადგურისკენ წავედით. ჟან-ფელიქსმა
ისევ დალევა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი და დაღლი-
ლობა მოვიმიზეზე. ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. მეტროს
შესასვლელთან ვიდექით. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი,
რომ კარგი დრო გავატარე.
– კიდევ ერთი ჭიქა დავლიოთ, – მთხოვა ჟან-ფელიქსმა. –
მარტო ერთი, ძველი დროება გავიხსენოთ, რას იტყვი?
– არა, უნდა წავიდე.
წასვლა ვცადე და ხელში მწვდა.
– ალისია, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა.
– არა, გთხოვ, არ გინდა, სათქმელი არაფერია...
– უბრალოდ მომისმინე. ეს ის არ არის, რაც შენ გგონია.
მართლაც ასე იყო. მეგონა ჟან-ფელიქსი ჩვენს მეგობრო-
ბას გამახსენებდა და გალერეაში დარჩენაზე დამიწყებდა ლა-
პარაკს, მაგრამ ის, რაც გავიგონე, ჩემთვის სრული მოულოდ-
ნელობა იყო.
– ფრთხილად იყავი, – მითხრა მან. – ძალიან მიმნდობი
ხარ. ყველას ენდობი, ვინც შენ გვერდითაა. ასე ნუ იქცევი.
გაოცებული მივაჩერდი, მაშინვე ვერაფერი ვუპასუხე.
– რაზე ლაპარაკობ? მაინც, რას გულისხმობ?
ჟან-ფელიქსმა თავი გააქნია და არაფერი მიპასუხა. ხელი
გამიშვა და წავიდა. დავუძახე, მაგრამ არ გაჩერდა.
– ჟან-ფელიქს, გაჩერდი.
უკან არ მოუხედავს. ვუყურებდი, მოსახვევში როგორ გა-
უჩინარდა. გაშეშებული ვიდექი. არ ვიცოდი, რა მეფიქრა. მა-
ინც, რას ნიშნავს ასეთი იდუმალებით მოცული გაფრთხილება
და შემდეგ ასე გაუჩინარება? ალბათ ჟან-ფელიქსს ჩემი შეში-
ნება და იმის ჩვენება უნდოდა, თითქოს მის გარეშე დაუცველი
229
ვიყავი. ეს მართლაც გამოუვიდა.
ძალიან გაბრაზებული დამტოვა. ამით საქმე გამიადვილა.
ახლა სულ ადვილად მოვახერხებ ჩემი ცხოვრებიდან მის
ამოშლას. მაინც, რას გულისხმობდა, ვინც შენ გვერდითააო,
რომ მითხრა? ალბათ გაბრიელს, მაგრამ რატომ?
არა. ამაზე არ წამოვეგები. სწორედ ეს უნდა ჟან-ფელიქსს,
ტვინი რომ მომიწამლოს, თავისი გავლენის ქვეშ მომაქციოს.
ჩემსა და გაბრიელს შორის ჩადგეს.
არაფერი გამოუვა. ამაზე საერთოდ აღარ ვიფიქრებ.
სახლში დავბრუნდი, გაბრიელს უკვე ეძინა. ხვალ გადაღე-
ბები დილის ხუთ საათზე ჰქონდა, მაგრამ მაინც გავაღვიძე და
ვისიყვარულეთ. ვერ შევძელი ბოლომდე მისი შეგრძნება. მინ-
დოდა შევრწყმოდი, ბოლომდე მასში შევსულიყავი და დავ-
კარგულიყავი.

11 აგვისტო

ის კაცი ისევ ვნახე. ამჯერად ცოტა მოშორებით პარკის


ძელსკამზე იჯდა, მაგრამ ნამდვილად ის იყო, ხალხის უმეტე-
სობას ასეთ ამინდში ღია ფერის შორტები და მაისურები აცვია,
ის კი მუქ პერანგსა და შარვალში იყო, შავი მზის სათვალითა
და კეპით. თავი სახლისკენ მოებრუნებინა და იყურებოდა.
სახალისო აზრი მომივიდა – იქნებ სულაც არ არის ქურდი,
იქნებ მხატვარია, ჩემნაირი მხატვარი და ქუჩის ან ჩვენი სახ-
ლის დახატვა აქვს ჩაფიქრებული? თუმცა როგორც კი ეს გავი-
ფიქრე, მაშინვე მივხვდი, რომ ვცდებოდი. სახლის დახატვა
რომ ნდომოდა, ასე არ იჯდებოდა, ესკიზებს გააკეთებდა.
ძალიან შემეშინდა და გაბრიელს დავურეკე. დიდი შეცდო-
მა დავუშვი. აშკარად დაკავებული იყო, ამას მაშინვე მივხვდი,
230
ყველაზე ნაკლებად ახლა ჩემი წუწუნის მოსმენა უნდოდა კაც-
ზე, რომელიც თითქოსდა ჩვენს სახლს უთვალთვალებდა.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ვვარაუდობ, რომ კაცი სახლს უთ-
ვალთვალებს, თავისუფლად შეიძლება მე მითვალთვალებ-
დეს.

13 აგვისტო

ისევ იქ არის.
როგორც კი გაბრიელი წავიდა, მაშინვე გამოჩნდა. შხაპს
ვიღებდი და სააბაზანოს ფანჯრიდან დავინახე. ამჯერად უფრო
ახლოს იყო. გაჩერებასთან, თითქოს ავტობუსს ელოდებოდა.
არ ვიცი, ასე ვის გაცურებას ცდილობს.
უცებ ჩავიცვი და უფრო კარგად რომ შემეხედა, სამზარეუ-
ლოში გავვარდი. მაგრამ უკვე წასულიყო.
გადავწყვიტე ყველაფერი გაბრიელისთვის მეთქვა, როცა
სახლში დაბრუნდებოდა, მეგონა არ დამიჯერებდა, თუმცა ჩემი
მონაყოლი სერიოზულად აღიქვა და ძალიან განიცადა.
– ჟან-ფელიქსია? – მკითხა პირდაპირ.
– არა. რა თქმა უნდა, არა. ეს თავში როგორ გაივლე?
ვცდილობდი, გაოცებული და აღშფოთებული ხმა მქონო-
და, თუმცა სინამდვილეში მეც იმავეს ვფიქრობდი. ის კაცი და
ჟან-ფელიქსი აღნაგობით ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, მაგ-
რამ ასეთი რამის დაჯერება არ მინდოდა. ჩემს შეშინებას არ
დაიწყებდა. თუ დაიწყებდა?
– ჟან-ფელიქსის ტელეფონი მითხარი, ახლავე დავურეკავ.
– ძვირფასო, არ გინდა. ვიცი, რომ ის არ არის.
– დარწმუნებული ხარ?

231
– სრულიად. არაფერი მომხდარა. არ ვიცი, ყველაფერს ასე
რატომ ვაბუქებ.
– რამდენი ხანი იდგა?
– დიდხანს არა. დაახლოებით ერთი საათი, შემდეგ გაქრა.
– რას ნიშნავს, გაქრა?
– გაუჩინარდა.
– აჰა. არსებობს იმის ალბათობა, რომ მოგეჩვენა?
არ მომეწონა, როგორც თქვა.
– არ მომჩვენებია. უნდა დამიჯერო.
– შენი მჯერა.
მაგრამ ვგრძნობდი, რომ ბოლომდე მაინც არ სჯეროდა.
მხოლოდ ნაწილობრივ. მისი რაღაც ნაწილი დამცინოდა და
ეს, მართალი გითხრათ, ძალიან მაბრაზებდა. იმდენად, რომ
ჯობია გავჩერდე, თორემ შეიძლება ისეთი რამ დავწერო, მერე
რომ ვინანებ.

14 აგვისტო

როგორც კი გავიღვიძე ლოგინიდან გამოვძვერი და ფანჯა-


რას მივვარდი, იმედი მქონდა, რომ ის კაცი იქ იდგებოდა და
გაბრიელს დავანახვებდი, თუმცა გარეთ არავინ იდგა. თავი
კიდევ უფრო სულელად ვიგრძენი.
ნაშუადღევს, სიცხის მიუხედავად, გასეირნება გადავწყვი-
ტე. პარკში ყოფნა მინდოდა, სახლების, ქუჩებისა და ადამია-
ნებისგან შორს, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. პარლამენ-
ტის გორაკამდე მივედი, ბილიკის ორივე მხარეს მზეს მიფიც-
ხებული სხეულები უკან მოვიტოვე, თავისუფალი სკამი მოვ-
ძებნე და დავჯექი. მზის სხივებში გახვეულ ლონდონს გავხედე.
232
სანამ იქ ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც
მითვალთვალებდა, მხარს უკან ვიხედებოდი, მაგრამ ვერავის
ვხედავდი. მაგრამ მთელი ეს დრო იქ ვიღაც იყო. ვგრძნობდი,
რომ მითვალთვალებდნენ.
უკანა გზაზე ტბორს ჩავუარე. უნებლიეთ ამოვიხედე და მა-
შინვე ის კაცი დავინახე. წყლის მეორე მხარეს იდგა, საკმაოდ
შორს, წესიერად რომ გამერჩია, მაგრამ ის იყო. ვიცოდი. მშვი-
დად, გაუნძრევლად იდგა და მომჩერებოდა. შიშისგან ტანში
ჟრუანტელმა დამიარა. ინსტინქტმა თავისი ქნა.
– ჟან-ფელიქს? – ვიყვირე. – შენ ხარ? შეწყვიტე. საკმარი-
სია, ნუღარ დამდევ!
არ განძრეულა. რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედე, ჯიბე-
ში ხელი ჩავიყავი, ტელეფონი ამოვიღე და ფოტო გადავუღე.
არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე. შევბრუნდი და ტბორს სწრაფად
გავშორდი, უკან მანამდე არ მივიხედე, სანამ მთავარ გზაზე არ
გავედი. არ გამომყოლოდა, იმის მეშინოდა.
მოვტრიალდი და უკვე აღარ იყო.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჟან-ფელიქსი არ არის.
სახლში ნერვებმოშლილი დავბრუნდი, ყველა ჟალუზი ჩა-
მოვწიე და სინათლეები ჩავაქრე. ფანჯარაში გავიჭვრიტე და იქ
იდგა, შუა ქუჩაში, და მომჩერებოდა. გავშეშდი, არ ვიცოდი, რა
მექნა.
კინაღამ გული გამიჩერდა, როცა ვიღაცამ დამიძახა:
– ალისია? ალისია სახლში ხარ?
ჩვენი მეზობელი მეძახდა, ის საშინელი ქალი, ბარბი ჰელ-
მანი. ფანჯარას მოვშორდი, უკანა კარისკენ წავედი და გავაღე.
ბარბი გვერდითა ჭიშკრიდან შემოსულიყო და ბაღში ღვინის
ბოთლით ხელში იდგა.
– გამარჯობა საყვარელო. სახელოსნოში ვერ გიპოვე და
ვიფიქრე, სახლში იქნება-მეთქი.
233
– გარეთ ვიყავი. ახლახან დავბრუნდი.
– ხომ არ დაგველია? – თქვა ბავშვური ხმით, რომელსაც
ზოგჯერ იყენებს ხოლმე და რომელიც ძალიან მაღიზიანებს.
– სამუშაოს უნდა დავუბრუნდე.
– ერთი ჭიქა გადავკრათ და მერე მეც წასასვლელი ვარ.
დღეს იტალიურის გაკვეთილი მაქვს. კარგი?
ისე შემოვიდა, პასუხს არ დალოდებია. სიბნელეზე რაღაც
წაილაპარაკა და ჟალუზების გახსნა ისე დაიწყო, ჩემთვის არც
უკითხავს. მის შეჩერებას ვაპირებდი, თუმცა როცა გარეთ გა-
ვიხედე, ის კაცი აღარ იყო.
არ ვიცი, ბარბის ამის შესახებ რატომ მოვუყევი, დიდად არ
მომწონს და არც ვენდობი, მაგრამ შეშინებული ვიყავი და ალ-
ბათ ვინმე ისეთი მჭირდებოდა, ვისაც გულს გადავუშლიდი და
ეს ვინმე ის აღმოჩნდა. დავლიეთ, რასაც არ ვაკეთებ ხოლმე
და ცრემლად დავიღვარე. ბარბი თვალებგაფართოებული მი-
ყურებდა და ხმას ვერ იღებდა. როცა მოყოლა დავასრულე,
ბოთლი გვერდზე გადადო და მითხრა:
– აქ რაღაც უფრო ძლიერია საჭირო. – და ვისკი ჩამოასხა.
– აი, გამომართვი, – ჭიქა გამომიწოდა. – ეს აუცილებლად
გჭირდება.
მართალი იყო, ნამდვილად მჭირდებოდა. გადავკარი და
მაშინვე ვიგრძენი, რომ დაძაბულობამ გამიარა. ახლა უკვე ჩე-
მი ჯერი დადგა მისთვის მომესმინა. ბარბიმ თქვა, რომ ჩემი შე-
შინება არ უნდოდა, თუმცა ყველაფერმა საკმაოდ საშინლად
გაიჟღერა.
– ასეთი რამ ტელეშოუებში მილიონჯერ მინახავს. თქვენს
სახლს სწავლობს ხომ? სანამ მოქმედებაზე გადავა.
– შენი აზრით, მძარცველია?
ბარბიმ მხრები აიჩეჩა.

234
– ან მოძალადე. რა მნიშვნელობა აქვს? ნებისმიერ შემ-
თხვევაში ეს ძალიან ცუდია.
შვებამოგვრილმა გავიცინე. როგორც იქნა, ვიღაცამ ჩემი
ნათქვამი სერიოზულად აღიქვა. მერე რა, რომ ეს ვიღაც ბარბი
იყო. ჩემი ტელეფონით გადაღებული ფოტო ვანახვე, თუმცა
ამას მასზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
– გადმომიგზავნე, მოგვიანებით სათვალით ვნახავ. თორემ
გადღაბნილი ლაქის გარდა ვერაფერს ვამჩნევ. ქმარს თუ უთ-
ხარი ამის შესახებ?
გადავწყვიტე მეცრუა.
– არა. ჯერ არა.
ბარბიმ გაოცებით შემომხედა.
– რატომ მერე?
– არ ვიცი, ალბათ იმის მეშინია გაბრიელმა არ იფიქროს,
რომ ვაზვიადებ ან ვიგონებ.
– მართლა იგონებ?
– არა.
ბარბიმ კმაყოფილი სახე მიიღო.
– თუ გაბრიელი არ დაგიჯერებს, პოლიციაში წავალთ. მე
და შენ. ერთად. ხალხის დარწმუნება მეხერხება.
– გმადლობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეგ არ დამჭირდე-
ბა.
– უკვე გჭირდება. ამას სერიოზულად მოეკიდე, ძვირფასო.
დამპირდი, რომ გაბრიელს აუცილებლად ეტყვი.
თავი დავუქნიე. თუმცა უკვე გადავწყვიტე, მისთვის მეტი
აღარაფერი მეთქვა. სათქმელიც არაფერი იყო. მტკიცებულე-
ბა არ მქონდა, რომ ვიღაც დამდევდა ან მითვალთვალებდა.
ბარბი მართალია. ფოტო არაფერს ამტკიცებს.ეს შენი წარ-
მოსახვის ნაყოფიაო, – გაბრიელი მეტყვის. ჯობია საერთოდ

235
არაფერი ვუთხრა და ტყუილად არ გავაღიზიანო. არ მინდა შე-
ვაწუხო.
შევეცდები ეს ყველაფერი დავივიწყო.

4:00.
ცუდი ღამე მქონდა.
გაბრიელი შინ გადაღლილი დაბრუნდა, ათი საათისთვის.
მძიმე სამუშაო დღის შემდეგ უნდოდა ადრე დაეძინა. დაძინება
მეც ვცადე, თუმცა უშედეგოდ.
რამდენიმე საათის წინ ხმაური მომესმა, ბაღიდან მოდი-
ოდა. ავდექი და უკანა ფანჯრისკენ წავედი. გავიხედე და ვერა-
ვინ დავინახე. თუმცა ვიგრძენი, რომ ვიღაც მიყურებდა. სიბნე-
ლიდან ვიღაც მიყურებდა.
ფანჯარას ძლივს მოვშორდი და საძინებელში შევვარდი
გაბრიელის გასაღვიძებლად.
– გარეთ ვიღაც არის, ბაღშია.
გაბრიელი ვერ მიხვდა, რაზე ვლაპარაკობდი. როცა აზრზე
მოვიდა, გამიბრაზდა.
– ღვთის გულისთვის. დაიძინე. სამ საათში სამსახურში უნ-
და ვიყო. წყეული თამაშისთვის არ მცალია.
– თამაში არ არის. წამოდი და თვითონ ნახე. გთხოვ.
ფანჯრისკენ წავედით და...
რა თქმა უნდა, იქ არავინ იყო.
გაბრიელს ვთხოვე, გარეთ გასულიყო და შეემოწმებინა,
მაგრამ არ გავიდა, ზევით გაღიზიანებული ავიდა. შევეცადე
დამერწმუნებინა, მაგრამ მითხრა, რომ ხმას არ მცემდა და მე-
ორე ოთახში დაიძინა.
მე არ დავწოლილვარ. მას შემდეგ აქ ვზივარ, ვიცდი, ნების-
მიერ ხმას ვაყურადებ და ფანჯრებში ვიხედები. ჯერჯერობით
არავინ ჩანს.
236
რამდენიმე საათიღა დარჩა, მალე გათენდება.

15 აგვისტო

გაბრიელი ქვემოთ ჩამოვიდა, უკვე წასასვლელად ემზადე-


ბოდა. როცა ფანჯარასთან დამინახა და მიხვდა, რომ აქ მთე-
ლი ღამე გავატარე, გაჩუმდა და უცნაურად მოქცევა დაიწყო.
– ალისია, დაჯექი. უნდა დავილაპარაკოთ.
– ჰო. უნდა დავილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩემი არ გჯერა.
– მჯერა, რომ ამის შენ გჯერა.
– ეს ერთი და იგივე არ არის. მე სულელი არა ვარ, ამის დე-
დაც.
– არასდროს მითქვამს, რომ სულელი ხარ.
– მაშინ რაზე დალაპარაკებას აპირებ?
მეგონა, ისევ ჩხუბს დავიწყებდით, თუმცა გაბრიელის ნათ-
ქვამმა გამაოცა. ჩურჩულით საუბრობდა, მისი ხმა ძლივს გა-
ვიგონე:
– მინდა, რომ ერთ ვინმეს გაესაუბრო. ძალიან გთხოვ.
– ვის გულისხმობ? პოლიციელს?
– არა, – გაბრიელი ისევ გაბრაზდა. – პოლიციელს არა.
მივხვდი, ვისაც გულისხმობდა, ყველაფერს მივხვდი, მაგ-
რამ მინდოდა ეს თვითონ ეთქვა. ხმამაღლა და გარკვევით.
– აბა, ვის?
– ექიმს.
– ექიმთან არ წავალ, გაბრიელ...
– მინდა, რომ ეს ჩემთვის გააკეთო. რომ დათმობაზე წამოხ-
ვიდე. – და გაიმეორა: – რომ დათმობაზე წამოხვიდე.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ. რას ნიშნავს, წამოვიდე?
აგერ არ ვარ?
237
– არა, არ ხარ. აქ არ ხარ!
დაღლილი და გაბრაზებული ჩანდა, მინდოდა დამეცვა და
დამემშვიდებინა.
– ნუ ღელავ, საყვარელო. ყველაფერი კარგად იქნება, აი,
ნახავ.
გაბრიელმა თავი ისე გააქნია, თითქოს არ დამიჯერა.
– ექიმ უესტთან მიღებაზე ჩაგწერ, რაც ადრე, მით უკეთესი.
თუ მოხერხდება დღესაც. – გაჩუმდა და შემომხედა. – ხომ წახ-
ვალ?
გაბრიელმა ხელი გამომიწოდა – მინდოდა ხელი ამექნია
ან დამეკაწრა, მეკბინა ან დამერტყა, ისე ძლიერად, რომ მაგი-
დის იქით გადამეგდო, თან მეყვირა: „გგონია დარტყმული
ვარ? ასე არ არის! გიჟი არა ვარ, არა!“
მაგრამ მსგავსი არაფერი მიქნია, თავი დავუქნიე, ხელი
მოვკიდე და ვუპასუხე:
– კარგი, ძვირფასო. როგორც შენ იტყვი.

16 აგვისტო

დღეს ექიმ უესტთან წავედი. არ მინდოდა, მაგრამ მაინც წა-


ვედი.
საშინლად არ მომეწონა. მისი პატარა სახლი და მეორე
სართულზე იმ უცნაურ, მომცრო ოთახში ჯდომა, ქვემოთ კი,
სასტუმრო ოთახში, ძაღლის ყეფა. მთელი ის დრო, რაც იქ ვი-
ყავი, გაუჩერებლად ყეფდა. ძალიან მინდოდა დამეყვირა,
რომ ხმა ჩაეკმინდა, მეგონა, ექიმი მაინც იტყოდა რამეს, თუმ-
ცა ისე იქცეოდა, თითქოს ყეფის ხმა საერთოდ არ ესმოდა. შე-
იძლება არც ესმოდა. ჩემი ნათქვამიდანაც არაფერი გაუგო-
ნია. მოვუყევი, რაც მოხდა. იმ კაცზე, რომელიც ჩვენს სახლს
238
უთვალთვალებს და იმაზეც, პარკში როგორ დავინახე, რომ
მომყვებოდა, ყველაფერს მოვუყევი, მას კი ხმა არ ამოუღია.
იჯდა და რაღაცნაირად იღიმებოდა. ისე მიყურებდა, თითქოს
მწერი ვიყავი. ალბათ გაბრიელის მეგობარია, მაგრამ არ მეს-
მის, როგორ შეიძლება მეგობრები იყვნენ. გაბრიელი ხომ ასე-
თი თბილია, ეს კი – სრულიად სხვანაირი. უცნაურია, ექიმზე
ასეთი რამის თქმა, მაგრამ მასში სიკეთე არ იგრძნობა.
მას შემდეგ, რაც იმ კაცის შესახებ მოყოლა დავასრულე,
დიდხანს ხმა არ ამოუღია. სიჩუმე თითქოს უსასრულოდ გაგ-
რძელდა. ერთადერთი, რაც ისმოდა, ქვემოდან ამომავალი
ძაღლის ყეფა იყო. მასზე გადაწყობა დავიწყე და რაღაც ტრან-
სის მაგვარში გადავეშვი. და უცებ, როგორც იქნა, ექიმმა უეს-
ტმა დაილაპარაკა.
– ისევ იქ ვართ ალისია, ხომ ასეა?
გაოცებულმა გავხედე. არ ვიცოდი რას გულისხმობდა.
– ისევ იქ?
თავი დამიქნია.
– დიახ. ისევ იქ.
– მივხვდი. გგონიათ, რომ ყველაფერი გამოვიგონე. ასე არ
არის. მართლა დავინახე.
– წინა ჯერზეც ზუსტად ამას ამბობდით. გახსოვთ, ის წინა
საუბარი? გახსოვთ, რა მოხდა?
არაფერი მიპასუხია. არ მინდოდა თავი კმაყოფილად ეგ-
რძნო. ჩუმად ვიჯექი და ურჩი ბავშვივით ვუყურებდი.
ექიმი უესტი პასუხს არ დალოდებია. საუბარი განაგრძო,
გამახსენა მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, ნერვული აშლილო-
ბა და პარანოია რომ დამემართა. მაშინაც იმას გავიძახოდი,
რომ ვიღაც მითვალთვალებდა, უკან დამყვებოდა და არ
მცილდებოდა.
– ხედავთ, იმავე ადგილზე ვართ?
239
– მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. მაშინ მხოლოდ ვგრძნობდი.
ჩემი თვალით არავინ დამინახავს. ამჯერად მართლა დავინა-
ხე.
– და ვინ დაინახეთ?
– ხომ გითხარით. კაცი.
– აღმიწერეთ.
მცირე ხანს შევიცადე.
– არ შემიძლია.
– რატომ?
– წესიერად ვერ დავინახე. ძალიან შორს იდგა.
– გასაგებია.
– და შენიღბული იყო. მზის სათვალე ეკეთა და კეპი ეხურა.
– ასეთ ამინდში მზის სათვალეს ბევრი ატარებს. ქუდსაც.
ყველა შენიღბულია?
უკვე მოთმინებას ვკარგავდი.
– ვხვდები, რასაც ცდილობთ.
– მაინც, რას?
– გინდათ დავიჯერო, თითქოს ისევ ჭკუიდან გადავედი, რო-
გორც მამაჩემის სიკვდილის შემდეგ?
– და ფიქრობთ, რომ ასეა?
– არა. მაშინ ავად ვიყავი. ამჯერად ასე არ არის. არაფერი
მჭირს, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ვიღაც მითვალთვალებს,
თქვენ კი არ მიჯერებთ!
ექიმმა უესტმა თავი დამიქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს.
თავის ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა.
– თქვენთვის წამლების გამოწერა მომიწევს. ჯობია სიფ-
რთხილე გამოვიჩინოთ. ხომ არ გვინდა, რომ მდგომარეობა
უმართავი გახდეს?
თავი გავაქნიე.
– არანაირ აბებს არ მივიღებ.
240
– გასაგებია. ხომ გესმით, რომ წამლებზე უარის თქმა ცუდ
შედეგებს მოიტანს.
– რა შედეგებს? მემუქრებით?
– მე აქ არაფერს შუაში ვარ. საქმე თქვენს ქმარს ეხება. იმა-
ზე არ გიფიქრიათ, გაბრიელს რისი გადატანა მოუხდა, როცა
ავად იყავით?
ქვემოთ, მყეფარე ძაღლის გვერდით მჯდომარე გაბრიელი
წარმოვიდგინე.
– არა არ მიფიქრია, მას რატომ არ ჰკითხავთ?
– გინდათ, რომ ეს ისევ გადაიტანოს? იმედია ხვდებით, რომ
მის შესაძლებლობებსაც აქვს გარკვეული ზღვარი?
– ამით რის თქმას ცდილობთ? რომ გაბრიელს დავკარგავ?
ამის თქმამაც კი ცუდად გამხადა. ასეთ რამეს ვერ გადავი-
ტან. მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებ, თავს გი-
ჟადაც კი მოვაჩვენებ, თუმცა გიჟი არა ვარ. ასე რომ, დავნებ-
დი. დავთანხმდი ექიმ უესტისთვის ყველაფერი „გულწრფე-
ლად“ მეთქვა და ჩემი გრძნობებისა და ფიქრების შესახებ მე-
საუბრა. აუცილებლად გამემხილა, თუკი ხმებს ისევ გავიგო-
ნებდი. შევპირდი, რომ აბებსაც დავლევდი და ორ კვირაში შე-
მოწმებაზე მივიდოდი.
ექიმმა უესტმა კმაყოფილი სახე მიიღო და თქვა, რომ ახლა
შეგვეძლო ქვემოთ, გაბრიელთან ჩავსულიყავით. კიბეზე ჩას-
ვლისას, ექიმის უკან რომ მივდიოდი, მინდოდა ხელი მეკრა და
კიბიდან დამეგორებინა. ნეტა ასეც მექნა.
უკანა გზაზე გაბრიელი უფრო ბედნიერი მომეჩვენა. წამ-
დაუწუმ ჩემკენ იხედებოდა და იღიმოდა.
– ყოჩაღ. შენით ვამაყობ. ამას აუცილებლად გადავლა-
ხავთ. აი, ნახავ. თავი დავუქნიე, თუმცა არაფერი მითქვამს. ეს
ყველაფერი სისულელეა. „ჩვენ“ არაფერსაც არ გადავლა-
ხავთ. ყველაფერთან გამკლავება მარტოს მომიწევს.
241
არავისთვის არაფერი არ უნდა მეთქვა. დიდი შეცდომა და-
ვუშვი. ხვალ ბარბის ვეტყვი, რომ ყველაფერი დაივიწყოს, რომ
არაფერიც არ ყოფილა და ამაზე საუბარი არ მსურს. ეს არ
ესიამოვნება, რადგან ასეთი სენსაცია გავუფუჭე, თუმცა თუ ბუ-
ნებრივად მოვიქცევი, მალე ყველაფერს დაივიწყებს. გაბრიე-
ლი კი უნდა დავაწყნარო. ისე მოვიქცევი, თითქოს ყველაფერი
ძველებურადაა. შესანიშნავ წარმოდგენას მოვაწყობ. ოღონდ
თავი ხელში უნდა ავიყვანო.
აფთიაქში შევიარეთ და გაბრიელმა წამლები იყიდა. რო-
გორც კი სახლში დავბრუნდით, მაშინვე სამზარეულოში შევე-
დით.
გაბრიელმა ყვითელი აბები და ჭიქა წყალი მომაწოდა.
– დალიე.
– ბავშვი არა ვარ. აბებს თვითონაც დავლევ.
– ვიცი, რომ არა ხარ, უბრალოდ დარწმუნება მინდა, რომ
მართლა დალევ და არ გადააგდებ.
– დავლევ.
– ჰოდა, დალიე.
გაბრიელი მიყურებდა, აბები პირში როგორ ჩავიყარე და
წყალი დავაყოლე.
– კარგი გოგო. – თქვა, ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გა-
ვიდა.
როგორც კი შებრუნდა, ნიჟარაში გადმოვაფურთხე და
წყლით ჩავრეცხე. აბებს არ დავლევ. წამლებმა, რომლებიც
ექიმმა უესტმა წინა ჯერზე გამომიწერა, კინაღამ ჭკუიდან გადა-
მიყვანა. მეორედ ასეთ რისკზე ვერ წავალ.
საღი გონება მჭირდება.
მომზადებული უნდა ვიყო.

242
17 აგვისტო

დღიურის დამალვა დავიწყე. მეორე საძინებელში პარკე-


ტია ამოვარდნილი, იქ ვინახავ, უცხო თვალისგან შორს, პარ-
კეტის ქვეშ. რატომ? აქ ყველაფერს გულწრფელად ვწერ, შეიძ-
ლება ითქვას, რომ ზედმეტად გულწრფელადაც. ასე, ყველგან
ვერ დავტოვებ. წარმოვიდგინე, გაბრიელი შემთხვევით რო-
გორ პოულობს, ჯერ მისი წაკითხვის ცდუნებას ებრძვის, ბო-
ლოს მაინც გადაშლის და კითხვას იწყებს. რომ გაიგოს, წამ-
ლებს არ ვსვამ, ღალატად ჩამითვლის, ისე აღიქვამს და ძალი-
ან ეწყინება. ამას ვერ გადავიტან.
მადლობა ღმერთს, ეს დღიური მაქვს და ყველაფერს აქ
ვწერ. ეგ მეხმარება საღი გონების შენარჩუნებაში. მარტო აქ
შემიძლია ყველაფრის დაწერა და ჩემი გულისწადილის გამხე-
ლა.
რასაც აქ ვწერ, იმას ვერავის გავანდობ.

21 აგვისტო

სამი დღეა, გარეთ არ ვყოფილვარ. გაბრიელს ვეუბნები,


რომ ნაშუადღევს, როცა სახლში არ არის, ვსეირნობ ხოლმე,
მაგრამ ასე არ არის.
გარეთ გასვლის მეშინია. იქ დაუცველი ვარ, სახლში კი
თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. გამვლელებს ფანჯრიდან ვაკვირ-
დები. ყველა სახეს ვუყურებ და იმ კაცთან მსგავსებას ვეძებ.
ჩემი პრობლემა ის არის, რომ არ ვიცი, როგორ გამოიყურება.
შეუძლია თავისუფლად, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ჩამი-
აროს, მაინც ვერ შევნიშნავ.
243
სწორედ ეს მაღელვებს.

22 აგვისტო

არსად ჩანს, მაგრამ მაინც ყურადღება მჭირდება.


ეს მხოლოდ დროის ამბავია. ადრე თუ გვიან მაინც გამოჩ-
ნდება. მზად უნდა ვიყო.
დილით გაღვიძებულს გამახსენდა, რომ გაბრიელს თოფი
ჰქონდა, მეორე ოთახში ინახავდა. ქვემოთ ჩამოვიტან, რომ
საჭიროების შემთხვევაში გვერდით მქონდეს. ფანჯარასთან,
სამზარეულოს კარადაში დავმალავ. როცა დამჭირდება, იქ იქ-
ნება.
ვიცი, ეს ყველაფერი სულელურ მონაჩმახს ჰგავს. იმედია,
იმ კაცს არასდროს ვნახავ.
მაგრამ რატომღაც გული მიგრძნობს, რომ აუცილებლად
გამოჩნდება.
სად არის? რატომ არ ჩნდება? ცდილობს ყურადღება სხვა
რამეზე გადამატანინოს, ასე არ მოხდება. ფანჯარას არ მოვ-
შორდები.
ლოდინსა და თვალყურის დევნებას არ შევწყვეტ.

23 აგვისტო

უკვე იმაზე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოვიგონე. შეიძ-


ლება ასეცაა.
გაბრიელი სულ მეკითხება, თავს როგორ ვგრძნობ, ხომ
კარგად ვარ. მიუხედავად ჩემი მტკიცებისა, რომ კარგად ვარ,
244
ვხედავ, რომ მაინც ღელავს. როგორც ჩანს, ცუდად ვთამაშობ.
უფრო მეტად უნდა შევეცადო. დღეს თავს მოვაჩვენებ, რომ
მთელი დღე ვმუშაობ, სინამდვილეში, ხატვის ხასიათზე სულაც
არა ვარ. ხელოვნების მიმართ ინტერესი დავკარგე, ნახატების
დასრულებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ახლა, როცა ამას
ვწერ, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არც კი ვიცი,
ოდესმე ხატვას მივუბრუნდები თუ არა. სანამ ეს ყველაფერი
არ დასრულდება, მანამდე მაინც.
სახლში დასარჩენად მიზეზს მიზეზზე ვიგონებდი, მაგრამ
დღეს გაბრიელმა მითხრა, რომ არჩევანი არ მქონდა. მაქსმა
სადილზე დაგვპატიჟა.
ვერც კი წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს მაქსთან შეხ-
ვედრაზე უარესი. ბევრი ვევედრე, რომ წასვლა გადაედო, ვუთ-
ხარი, რომ მუშაობას ვერ შევწყვეტდი, მაგრამ გაბრიელი არ
გატყდა, მითხრა, რომ შეხვედრა ძალიან დამეხმარებოდა,
სხვა არჩევანი არ მქონდა და დავთანხმდი.
მთელი დღე იმ სადილზე ვნერვიულობდი. თუმცა, როგორც
კი მაქსთან შეხვედრაზე ფიქრი დავიწყე, თითქოს ყველაფერი
დალაგდა და ყველაფერს აზრი მიეცა. არც კი ვიცი, მანამდე
რატომ არ ვიფიქრე ამაზე, ეს ხომ ასე აშკარაა.
ახლა უკვე ვხვდები. ის კაცი – კაცი, რომელიც მითვალთვა-
ლებდა – ჟან-ფელიქსი არ არის. ასეთი რამის მოფიქრებას
ვერ შეძლებდა, ასეთი ეშმაკიც არ არის. სხვას ვის მოაფიქ-
რდებოდა ჩემი გატანჯვა, დაშინება და გადარევა?
მაქსს.
რა თქმა უნდა, მაქსია. ის უნდა იყოს. სწორედ ის ცდილობს
ჩემს გაგიჟებას.
ძალიან მეშინია, მაგრამ თავი ხელში უნდა ავიყვანო და ძა-
ლა მოვიკრიბო.
ამ საღამოს უნდა დავუპირისპირდე და თვალებში ჩავხედო.
245
24 აგვისტო

გუშინ ღამით თავს უცნაურად ვგრძნობდი, ცოტა მეშინოდა


კიდეც გარეთ გასვლის, სახლში ამდენხნიანი ჯდომის შემდეგ.
გარე სამყარო უზარმაზარი მეჩვენა – ცარიელი სივრცე ჩემ
ირგვლივ, ზემოთ კი უსასრულოდ დიდი ცა. თავი ციცქნად ვიგ-
რძენი და გაბრიელს ხელი ჩავკიდე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საყვარელ რესტორან „აუ-
გუსტოსთან“ მივდიოდით, თავს უსაფრთხოდ მაინც არ
ვგრძნობდი. რესტორანი უცხოდ და არამყუდროდ მეჩვენებო-
და, არადა, ადრე აქ ჯდომა ძალიან მომწონდა. სუნიც სხვანაი-
რი იყო – თითქოს რაღაც იწვოდა. გაბრიელს ვკითხე, სამზა-
რეულოში რამე ხომ არ იწვება-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, რომ
არაფერს გრძნობდა და მეჩვენებოდა.
– ყველაფერი კარგადაა, – მითხრა მან. – დამშვიდდი.
– მშვიდად ვარ. არ მეტყობა?
გაბრიელს არაფერი უპასუხია. კბილები გააკრაჭუნა, რო-
გორც გაღიზიანებისას აკეთებს ხოლმე. მაგიდას მივუჯექით და
მაქსს დაველოდეთ. ხმას არც ერთი არ ვიღებდით.
მაქსმა თავისი მდივანი მოიყვანა, ტანია ერქვა. როგორც
ჩანს, ერთმანეთს ხვდებოდნენ. ისე იქცეოდა, თითქოს გაგიჟე-
ბით უყვარდა, ხელს ხვევდა, ეფერებოდა, კოცნიდა, მთელი ამ
დროის განმავლობაში თვალს არ მაშორებდა. ნუთუ ეგონა,
რომ ამით ეჭვიანობას აღმიძრავდა? საშინელი ტიპია. გულს
მირევს.
ტანიამ შენიშნა, რომ რაღაც ხდებოდა, რამდენჯერმე, მაქსი
როგორ მიყურებდა. მის შესახებ უნდა გავაფრთხილო, მოვუყ-
ვე, თავს რა დღეშიც იგდებს. აუცილებლად მოვუყვები, თუმცა
მოგვიანებით. ახლა სხვა გეგმები მაქვს.

246
მაქსმა თქვა, რომ საპირფარეშოში გავიდოდა. რამდენიმე
წუთი მოვიცადე და მეც იგივე მოვიმიზეზე. მაგიდა დავტოვე და
გავედი.
მაქსს კუთხეში გადავაწყდი და მაჯაში ხელი მაგრად მოვკი-
დე.
– შეწყვიტე, – ვუთხარი მკაცრად. – შეწყვიტე!
გაოცებული მომაჩერდა.
– რა შევწყვიტო?
– უკან დამდევ. მითვალთვალებ. ვიცი, რომ შენ ხარ.
– რა? წარმოდგენა არა მაქვს, რაზე საუბრობ, ალისია.
– ნუ მატყუებ. – თავს ძლივს ვაკონტროლებდი. მინდოდა
მეყვირა. – დაგინახე, გესმის? სურათი გადავიღე. შენი სურა-
თი!
მაქსმა გაიცინა.
– რაზე ლაპარაკობ? ხელი გამიშვი, დარტყმულო ძუკნა.
სახეში გავარტყი. ძლიერად.
მოვტრიალდი და დავინახე, რომ ტანიაც იქ იდგა. ისე გა-
მოიყურებოდა, თითქოს მას გაარტყეს.
გაოცებული ხან მე მიყურებდა, ხანაც მაქსს, არაფერი უთ-
ქვამს. შებრუნდა და რესტორანი დატოვა.
მაქსმა გამომხედა და სანამ გაეკიდებოდა, შემომიბღვირა:
– წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობ. არ გითვალთვა-
ლებ. ახლა კი გზიდან ჩამომეცალე!
ეს ყველაფერი ისეთი ბრაზითა და ზიზღით თქვა, მაშინვე
მივხვდი, რომ სიმართლეს ამბობდა. დავიჯერე. არ მინდოდა,
მაგრამ მაინც დავუჯერე. თუ ეს მაქსს არ გაუკეთებია... მაშინ,
ვინ გააკეთა?

247
25 აგვისტო

ეს-ესაა რაღაც მომესმა. ხმაური გარეთ. ფანჯარას მივვარ-


დი და ვიღაც დავინახე, ჩრდილში მოიპარებოდა. კაცი იყო და
აქ იყო.
გაბრიელს დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. პოლიციაში
ხომ არ დავრეკო? არ ვიცი, რა ვქნა. ხელი ისე მიკანკალებს,
ძლივს...
მესმის, ქვემოთ კარებისა და ფანჯრების გაღებას როგორ
ცდილობს. შიგნით შემოსვლა უნდა.
აქედან უნდა წავიდე. უნდა გავიქცე. ღმერთო... მისი ხმა
მესმის...
შიგნითაა.
სახლში შემოვიდა.

248
ნაწილი მეოთხე

„ფსიქოთერაპიის მიზანი წარსულის გამოსწორება კი არ არის,


არამედ ის, რომ პაციენტმა მომხდარს თვალი გაუსწოროს და ემო-
ციურად განიცადოს“.

ელის მილერი

თავი პირველი

ალისიას დღიური დავხურე და მაგიდაზე დავდე.


გაუნძრევლად ვიჯექი და გარეთ წვიმის წვეთების ხმას ვუს-
მენდი. წაკითხულის გააზრებას ვცდილობდი. ალისია ბერენ-
სონს აქამდე თურმე არ ვიცნობდი. ჩემთვის დახურული წიგნი-
ვით იყო; ახლა ეს წიგნი გადაიშალა და შიგნით დაწერილმა
ძალიან გამაოცა.
ბევრი კითხვა გამიჩნდა. ალისიას ეჭვი ჰქონდა, რომ უთ-
ვალთვალებდნენ. იმ კაცის ვინაობა თუ გაარკვია? ვინმეს თუ
უთხრა ამის შესახებ? აუცილებლად უნდა გავარკვიო. რო-
გორც გავიგე, მარტო სამ ადამიანს გამოუტყდა – გაბრიელს,
ბარბისა და იდუმალებით მოცულ ექიმ უესტს. მეტს არავის უთ-

249
ხრა, თუ კიდევ ჩააყენა ვინმე საქმის კურსში? კიდევ ერთი შე-
კითხვა. რატომ წყდება დღიური ასე უცებ? იქნებ კიდევ არსე-
ბობს ჩანაწერები? კიდევ ერთ წიგნაკში, რომელიც არ მომცა?
და საერთოდ, რატომ გადმომცა ალისიამ თავისი ჩანაწერები?
რაღაცის თქმას ცდილობს და ეს რაღაც შოკის მომგვრელად
პირადულია. იქნებ ამით ის მაჩვენა, რომ მენდობა? ან სხვა უფ-
რო ავბედითი ჩანაფიქრი აქვს?
კიდევ არის რაღაც; რაღაც, რაც უნდა შევამოწმო. ექიმი
უესტი, ალისიას მკურნალი ექიმი. მნიშვნელოვანი მოწმე, რო-
მელიც მკვლელობის დროს მის მდგომარეობაზე მნიშვნელო-
ვან ინფორმაციას ფლობს. ამისდა მიუხედავად, სასამარ-
თლოზე მოწმის სახით არ დაუკითხავთ. რატომ? ხსენებითაც
კი არავის უხსენებია. მხოლოდ ალისიას დღიურში წავიკითხე
მის შესახებ. თითქოს საერთოდ არ არსებობდა. მაინც, რა
იცის? სასამართლო პროცესში რატომ არ მონაწილეობდა?
ექიმი უესტი.
შეუძლებელია ეს ერთი და იგივე ადამიანი იყოს.
ჩვეულებრივი დამთხვევაა. აუცილებლად უნდა გავარკვიო.
დღიური უჯრაში ჩავდე და ჩავკეტე. შემდეგ კი უცებ გადავი-
ფიქრე. უჯრა გავაღე და რვეული ისევ ამოვიღე. აჯობებს, თან
მქონდეს და არსად დავტოვო. პალტოს ჯიბეში ჩავიდე და პალ-
ტო ხელზე გადავიკიდე.
კაბინეტიდან გამოვედი. ქვემოთ ჩავედი და დერეფნის ბო-
ლოს კარს მივადექი.
შევიცადე და კარს დავაკვირდი. მასზე მცირე აბრა იყო მიკ-
რული, რომელზეც ეწერა: ექიმი კ. უესტი.
დაკაკუნებაც კი არ მიცდია, გავაღე და შევედი.

250
თავი მეორე

კრისტიანი მაგიდასთან იჯდა და შეკვეთილ სუშის ჯოხებით


ჭამდა. შუბლშეჭმუხნილმა ამომხედა.
– დაკაკუნება არ უსწავლებიათ?
– სალაპარაკო მაქვს.
– ახლა არა. ვერ ხედავ, საჭმელს ვჭამ.
– დიდ დროს არ წაიღებს. მარტო ერთი შეკითხვა. ალისია
ბერენსონს ადრეც მკურნალობდი?
კრისტიანმა ბრინჯი გადაყლაპა და გაოცებულმა ამომხედა.
– რას გულისხმობ? მშვენივრად იცი, რომ სამკურნალო
ჯგუფს მე ვხელმძღვანელობ.
– აქ მკურნალობას არ ვგულისხმობ, ის მაინტერესებს
„გროუვში“ გადმოყვანამდე თუ მკურნალობდი.
სახეზე დავაკვირდი. ზედ ეწერა პასუხი.
წამოწითლდა და ჩხირებს თავი გაანება.
– რაზე ლაპარაკობ?
ჯიბიდან ალისიას დღიური ამოვიღე და დავანახვე.
– ეს აუცილებლად დაგაინტერესებს. ალისიას დღიურია.
წერა ჯერ კიდევ იქამდე დაიწყო, სანამ მკვლელობას ჩაიდენდა
და ბოლო დღემდე აწარმოებდა. ყველაფერი წავიკითხე.
კრისტიანს გაოცებულ სახეზე მღელვარება დაეტყო.
– ეგ საიდან გაქვს?
– ალისიამ მომცა. მთლიანად წავიკითხე.
– და მე რა შუაში ვარ?
– შენ გახსენებს.
– მე?
– გამოდის, რომ მანამდე მკურნალობდი, სანამ გროუვში
მოხვდებოდა. ეს არ ვიცოდი.
251
– ა...რაფერი მესმის. რაღაც შეცდომაა.
– არა მგონია. რამდენიმე წლის წინ შენთან დადიოდა. ამის
მიუხედავად, სასამართლოზეც კი არ მისულხარ ჩვენების მი-
საცემად, არადა, შენი იქ გამოსვლა ბევრ რამეს გადაწყვეტდა.
მაშინაც არაფერი გითქვამს, როცა „გროუვში“ დაიწყე მუშა-
ობა. ალბათ ალისიამ მაშინვე გიცნო, გაგიმართლა, ხმას რომ
არ იღებს.
ცივად და თავშეკავებულად ვსაუბრობდი, თუმცა შიგნით
ყველაფერი მიდუღდა. ახლა უკვე ვხვდებოდი რატომ ეწინააღ-
მდეგებოდა კრისტიანი ალისიას ალაპარაკების მცდელობას.
მისი მდუმარედ დარჩენა აწყობდა.
– ეგოისტო ნაბიჭვარო, იცოდი, ხომ?
კრისტიანმა შეშინებით გამომხედა.
– ჯანდაბა, – ამოილაპარაკა ძლივს. – ჯანდაბა, თეო. მის-
მინე – ეს ის არ არის, რაც გგონია.
– ვითომ?
– კიდევ რა დაწერა?
– არის კიდევ რამე?
კრისტიანმა არ მიპასუხა, უბრალოდ ხელი გამომიწოდა.
– შეიძლება შევხედო?
– ვწუხვარ. – თავი გავაქნიე. – არა მგონია, ეს მართებული
იყოს.
კრისტიანმა ჩხირები აათამაშა.
– ეს არ უნდა მექნა. მაგრამ მაშინ სრულიად უწყინარი ჩან-
და. დამიჯერე.
– სამწუხაროდ ვერ დაგიჯერებ. თუ ასეთი უწყინარი იყო,
მკვლელობის შემდეგ რატომ არაფერი თქვი?
– იმიტომ, რომ ოფიციალურად ალისიას მკურნალი ექიმი
არ ვიყავი. გაბრიელს დავეხმარე, სულ ეს არის. მეგობრები ვი-

252
ყავით. უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით. მათ ქორწილ-
შიც ვიყავი. მერე სულ დავიკარგეთ, სანამ არ დამირეკა და
მითხრა, რომ ცოლისთვის ფსიქიატრს ეძებდა. მამის სიკვდი-
ლის შემდგომ თურმე თავს შეუძლოდ გრძნობდა.
– და შენც დათანხმდი.
– თავიდან არა. პირიქით, უარი ვუთხარი, მინდოდა კოლე-
გასთან გადამემისამართებინა, თუმცა დაიჟინა, რომ მისთვის
მე უნდა მემკურნალა. ალისია კატეგორიული წინააღმდეგი
ყოფილა და მარტო იმის გამო დათანხმდა, რომ მეგობრები ვი-
ყავით. საკმაოდ უხალისოდ დავთანხმდი.
– ეჭვი არ მეპარება.
კრისტიანმა წყენით შემომხედა.
– გესლის ფრქვევა საჭირო არ არის.
– სად მკურნალობდი?
პასუხი დააყოვნა.
– ჩემი შეყვარებულის სახლში. მაგრამ კიდევ ერთხელ გი-
მეორებ. – დაამატა სწრაფად. – ეს ყველაფერი არაოფიცია-
ლური იყო, მისი მკურნალი ექიმი არ ვიყავი. სრული კურსი არ
ჩამიტარებია, მხოლოდ დროგამოშვებით ვხვდებოდით, სულ
ეს არის.
– და ამ იშვიათი სეანსების დროს ფულს თუ ართმევდი?
კრისტიანმა თვალი ამარიდა.
– გაბრიელმა დაიჟინა ფულის გადახდა, სხვა გზა არ მქონ-
და...
– ნაღდი ფულით იხდიდა, ხომ?
– თეო...
– ნაღდი ფულით?
– დიახ, მაგრამ...
– და საგადასახადო დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერი
გითქვამს?
253
ტუჩზე იკბინა და ხმა არ ამოუღია. ესე იგი, პასუხი დადები-
თი იყო. სწორედ ამიტომ არ გამოცხადდა სასამართლოზე. ნე-
ტა რამდენი ასეთი „არაოფიციალური“ პაციენტი ჰყავს?
– მისმინე. თუ დიომიდისი გაიგებს, შეიძლება, სამსახური
დავკარგო. ხომ გესმის?
ხმაში ვედრება გამოურია, ჩემში თანაგრძნობის გამოწვე-
ვას ცდილობდა.
მაგრამ მისდამი თანაგრძნობას არ ვგრძნობდი, მხოლოდ
სიძულვილს.
– პროფესორი ყველაზე ნაკლებად უნდა გაღელვებდეს, სა-
მედიცინო საბჭოს რას უპირებ? ლიცენზიას წაგართმევენ.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამის შესახებ განაცხა-
დებ. ნუ ეტყვი ნურავის. რაც იყო, იყო. ჯანდაბა, საქმე მთელ
ჩემს კარიერას ეხება.
– ამაზე აქამდე უნდა გეფიქრა.
– თეო, გემუდარები...
კრისტიანს ალბათ საკუთარი თავი სძულდა, ჩემ წინ თავს
ასე რომ იმცირებდა, თუმცა ასეთი დამცირებულის შემხედვა-
რე, სიამოვნების მაგივრად, ზიზღით ვივსებოდი. სულაც არ ვა-
პირებდი დიომიდისისთვის რამის თქმას. ჯერჯერობით მაინც.
ასე უფრო მეტ სარგებელს მომიტანდა.
– კარგი, ამის შესახებ არავინ გაიგებს. ჯერჯერობით მაინც.
– გმადლობ, მართლა დიდი მადლობა, მეგობარო. შენთან
ვალში ვარ.
– ასეა. აბა, გისმენ.
– რას გულისხმობ?
– ალისიაზე მომიყევი.
– რისი გაგება გინდა?
– ყველაფრის.

254
თავი მესამე

კრისტიანი თან მიყურებდა, თან ჩხირებს ათამაშებდა. სა-


ნამ დაილაპარაკებდა მცირე ხანს ჩაფიქრდა.
– სათქმელი ბევრი არაფერია. არც კი ვიცი, რისი გაგება
გინდა ან საიდან დავიწყო.
– თავიდან დაიწყე. წლების მანძილზე აკვირდებოდი, ხომ?
– არა, უფრო სწორედ, კი. თუმცა, როგორც გითხარი, დრო-
გამოშვებით ვხვდებოდი. მამის სიკვდილის შემდეგ ჩემთან
ორჯერ თუ სამჯერ მოვიდა.
– ბოლოს როდის იყო?
– მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე.
– და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას როგორ აღწერ-
დი?
– ო... – იგრძნო რა, რომ უკვე საფრთხე აღარ ემუქრებოდა,
კრისტიანი სავარძელში გადაწვა. – პარანოია აწუხებდა, რე-
ალობას წესიერად ვერ აღიქვამდა, ფსიქოლოგიური აშლი-
ლობის ზღვარზე იმყოფებოდა. ასეთი რამ ადრეც ჰქონდა.
წლების განმავლობაში იტანჯებოდა ხასიათის მკვეთრი ცვლი-
ლებით. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის ტიპური შემ-
თხვევა.
– სულელურ დიაგნოზებს თავი გაანებე. ფაქტები მითხარი.
კრისტიანმა წყენით შემომხედა, თუმცა არ შემკამათებია.
– რისი გაგება გინდა?
– ალისია გამოგიტყდა, რომ უთვალთვალებდნენ, ასეა?
კრისტიანმა გაოცებით შემომხედა.
– უთვალთვალებდნენ?
– ვიღაც უკან დაჰყვებოდა. არ უთქვამს ამის შესახებ?
უცნაურად შემომხედა, შემდეგ კი გაიცინა.
– სასაცილო რა ვთქვი?
255
– იმედია, ეს არ დაგიჯერებია, თუ ვცდები? ვიღაც გარყვნი-
ლი, რომელიც ფანჯრებში იჭვრიტება.
– შენი აზრით, ამას იგონებდა?
– რა თქმა უნდა. ეგ სერიოზულად არც კი აღმიქვია.
დღიურისკენ თავი გავიქნიე.
– ამის შესახებ საკმაოდ დამაჯერებლად წერს. მისი მჯერა.
– რა თქმა უნდა, დამაჯერებლად წერს. მეც დავუჯერებდი,
რომ არ მცოდნოდა, საქმე რაც იყო. იმ დროს ფსიქოზის კიდევ
ერთი შეტევა ჰქონდა.
– ამას შენ ამბობ. დღიურს კი საკმაოდ ნორმალური ადა-
მიანი წერს. შეშინებული და მეტი არაფერი.
– ეს პირველი შემთხვევა არ იყო, მსგავსი რამ ადრეც და-
ემართა, ოღონდ მაშინ სხვაგან ცხოვრობდნენ. სწორედ ამის
გამო გადმოვიდნენ ჰემპსტედში. მაშინ თვალთვალში მოპირ-
დაპირე ქუჩაზე მცხოვრები მოხუცი ამხილა. დიდი აურზაური
გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ მოხუცი ბრმა იყო, თვალთვალს კი
არა, უკან გაყოლასაც ვერ შეძლებდა. ყოველთვის ასეთი გა-
უწონასწორებელი იყო, მამის თვითმკვლელობამ ყველაფერი
გააუარესა. გამოჯანმრთელება ვერასდროს მოახერხა.
– მამას საერთოდ თუ ახსენებდა?
კრისტიანმა მხრები აიჩეჩა.
– აბა, რა გითხრა. ყოველთვის იმეორებდა, რომ ძალიან
უყვარდა და ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, თუ ეს სა-
ერთოდ შესაძლებელია, დედის თვითმკვლელობას თუ გავით-
ვალისწინებთ. მართალი გითხრა, ძალიან გამიმართლა, რა-
ღაც მაინც რომ ვათქმევინე. ხმას ძლივს ამოაღებინებდი. თუმ-
ცა მოგეხსენება, როგორიცაა.
– ისე კარგად არა, როგორც შენ, – ვუთხარი და სანამ რა-
მეს იტყოდა, მაშინვე განვაგრძე: – მამის სიკვდილის შემდეგ
თავის მოკვლა სცადა?
256
კრისტიანმა მხრები აიჩეჩა.
– ამას ასე ვერ დავარქმევდი.
– აბა, რას დაარქმევდი?
– სუიციდურ ქცევას, მაგრამ არა მგონია, თავის მოკვლა
ნდომოდა, საკუთარი თავი ისე უყვარს, ამას არ იზამს. ზედო-
ზირება უფრო საჩვენებლად მოაწყო. გაბრიელს რომ დაენახა.
უნდოდა, რომ სულ მისი ყურადღების ქვეშ ყოფილიყო, საბრა-
ლო ნაბიჭვარი. კონფიდენციალურობა რომ არა, აუცილებ-
ლად ვეტყოდი მისთვის თავი დაენებებინა.
– რა სამწუხაროა, რომ ასეთი ეთიკური ხართ.
კრისტიანს სახე შეეცვალა.
– თეო, შენ ძალიან თანამგრძნობი ადამიანი ხარ, სწორედ
ეს გაქცევს კარგ ფსიქოთერაპევტად, თუმცა ალისია ბერენ-
სონთან დროს ტყუილად კარგავ. ჯერ კიდევ მკვლელობამდე
თვითანალიზის უნარი თითქმის დაკარგული ჰქონდა, თუ რეფ-
ლექსიის, რაც გინდა, დაუძახე. მთლიანად თავის შემოქმედე-
ბაში იყო ჩაძირული. მთელი ის თანაგრძნობა და სიკეთე, რო-
მელიც შენ მის მიმართ გაგაჩნია... ტყუილად გგონია, რომ
ისიც იმავეთი გიპასუხებს. ეს გამორიცხულია. ნამდვილი ძუკ-
ნაა.
კრისტიანმა ეს ისეთი ზიზღით თქვა, აშკარად ჩანდა, რომ
ტრავმირებულ ქალს სრულებით არ თანაუგრძნობდა. წამიე-
რად ისიც გავიფიქრე, მოსაზღვრე პიროვნული აშლილობით
ხომ არ იტანჯებოდა. ეს ყველაფერს ახსნიდა.
წამოვდექი.
– ალისიას სანახავად მივდივარ. პასუხები მჭირდება.
– ალისიასგან? – კრისტიანმა გაოცებით ამომხედა. – მის-
გან პასუხების მიღებას როგორ აპირებ?
– კითხვებს დავუსვამ. – ვუთხარი და გავედი.

257
თავი მეოთხე

დაველოდე, სანამ დიომიდისი თავის კაბინეტში არ შევიდა,


სტეფანი კი მმართველ კომპანიასთან შეხვედრაზე წავიდა,
რის შემდეგაც „აკვარიუმში“ შევედი და იურის წავაწყდი.
– ალისია უნდა ვნახო.
– მართლა? – იურიმ უცნაურად შემომხედა. – მეგონა, სე-
ანსები გაგიუქმეს?
– კი, გამიუქმეს. პირადად მინდა დაველაპარაკო. სულ ეს
არის.
– გასაგებია. – იური ჩაფიქრდა. – თერაპიის კაბინეტი და-
კავებულია. ღამემდე იქ ინდირაა, პაციენტებთან. – ისევ ჩა-
ფიქრდა. – სამაგიეროდ, არტთერაპიის კაბინეტია თავისუფა-
ლი. ოღონდ დიდხანს ვერ დავაკავებთ.
მეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდი, რაც იგულისხმა
– სწრაფად უნდა გვემოქმედა, თორემ ვინმე შენიშნავდა და
სტეფანის შეატყობინებდა. ძალიან მიხაროდა, რომ იური ჩემს
მხარეზე იყო; მართლაც რომ კარგი ადამიანია. თავს დამნაშა-
ვედ ვგრძნობდი, რომ პირველი შეხვედრისას არასწორი წარ-
მოდგენა შემექმნა.
– გმადლობთ, ამას ძალიან ვაფასებ.
იურიმ გამიღიმა.
– ათ წუთში შემოვიყვან.

***
იურიმ სიტყვა შეასრულა. ათი წუთის შემდეგ მე და ალისია
არტთერაპიის კაბინეტში ერთმანეთის პირისპირ ვისხედით,
საღებავებიანი სამუშაო სივრცის მხარეს. მოყანყალებულ ტა-

258
ბურეტზე თავს ძლივს ვიმაგრებდი. ალისია ისეთი გრაციოზუ-
ლობით დაჯდა, თითქოს პორტრეტისთვის პოზიორობდა ან
თვითონ აპირებდა რამის დახატვას.
– გმადლობთ, რომ ეს მომეცით, – დღიური ამოვიღე და ჩემ
წინ დავდე. – და მისი წაკითხვის ნება დამრთეთ. ჩემთვის ძა-
ლიან ბევრს ნიშნავს, რომ ამდენად პირადული რაღაც მომან-
დეთ.
გავიღიმე. უდრეკი და მტკიცე სახის გამომეტყველებით შე-
მომხედა. იმას ხომ არ ნანობს, დღიური რომ მომცა? იქნებ
იმის გამო რცხვენია, ასეთი გულწრფელობა რომ გამოიჩინა?
მცირე ხანს შევიცადე, შემდეგ კი განვაგრძე:
– დღიური საკმაოდ მოულოდნელად, ყველაზე საინტერე-
სო ადგილას წყდება. – დარჩენილი ფურცლები გადავშალე. –
ცოტათი ჩვენს თერაპიულ სეანსს მაგონებს – არასრული და
დაუმთავრებელია.
ხმას არ იღებდა. უბრალოდ მიყურებდა. არც კი ვიცი, რას
ველოდი, მაგრამ არა ამას. მეგონა, დღიურის მოცემა რაღაც
ცვლილების მომასწავებელი იყო, ერთგვარი მოსაწვევი შე-
სასვლელ კართან, თუმცა ისევ იქ ვიყავი, მიუდგომელ კედელ-
თან.
– იცით, იმედი მქონდა, რომ დღიურის საშუალებით ჩემთან
გამოლაპარაკება სცადეთ, იქნებ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიოთ
და პირადად დამელაპარაკოთ.
არანაირი პასუხი.
– დღიური იმიტომ მომეცით, რომ რაღაცის თქმა გინდო-
დათ და ეს გამოგივიდათ. კითხვისას თქვენზე ძალიან ბევრი
რამ გავიგე – რაოდენ მარტოსული და შეშინებული იყავით –
თქვენი მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე წარმომედგინა.
მაგალითად, თქვენი და ექიმ უესტის ურთიერთობა.

259
კრისტიანის სახელის ხსენებაზე კარგად დავაკვირდი, იმე-
დი მქონდა, რომ რამე რეაქცია ექნებოდა, თვალები დაუწ-
ვრილდებოდა, კბილებს დაკრეჭდა, რაღაცას მაინც იზამდა,
თუმცა საერთოდ არაფერი უქნია, თვალიც კი არ დაუხამხამე-
ბია.
– არც კი ვიცოდი, კრისტიან უესტს „გროუვამდე“ თუ იცნობ-
დით და მასთან კერძო სეანსებზე თუ დადიოდით. დარწმუნე-
ბული ვარ, მაშინვე იცანით, როგორც კი „გროუვში“ გადმოიყ-
ვანეს, თქვენი აქ მოხვედრიდან რამდენიმე თვეში. ალბათ და-
იბენით, როცა თქვენს დანახვაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონ-
და და გეწყინათ კიდეც, ასეა ხომ?
კითხვა დავუსვი, მაგრამ არაფერი უპასუხია. როგორც
ჩანს, კრისტიანი არ აინტერესებდა. გვერდზე იხედებოდა, მოწ-
ყენილი და იმედგაცრუებული, თითქოს შესაძლებლობა ხელი-
დან გავუშვი და არასწორ გზას დავადექი. ჩემგან რაღაცას
ელოდა, მე კი იმედები გავუცრუე. ჯერ ყველაფერი წინ იყო.
– კიდევ არის რაღაც. დღიურის კითხვისას ისეთი შეკითხვე-
ბი გებადება, რომლებსაც პასუხები სჭირდება. ზოგიერთი რამ
გაურკვეველია და ჩემ მიერ სხვა წყაროებიდან მოპოვებულ
ინფორმაციას არ ემთხვევა. ახლა, როცა დღიურის წაკითხვის
საშუალება მომეცით, ვალდებული ვარ ყველაფერი ბოლომდე
გავარკვიო. იმედია, ეს გესმით.
დღიური დავუბრუნე. გამომართვა და თითები ჩამოადო.
მცირე ხანს ერთმანეთს ვუყურებდით.
– მე თქვენს მხარეზე ვარ, ალისია, ამას თვითონაც ხვდე-
ბით, ხომ ასეა?
არაფერი უპასუხია.
მისი დუმილი, როგორც თანხმობა, ისე მივიღე.

260
თავი მეხუთე

ქეთი უდარდელი გახდა. მგონი ეს გარდაუვალი იყო. ამდე-


ნი ხანი გარეთ ყოფნამ სრულიად გააზარმაცა.
სახლში როცა მივედი, შინ დამხვდა, უკვე გასვლას აპირებ-
და.
– სასეირნოდ მივდივარ, – მითხრა და სავარჯიშო შარვალი
ამოიცვა. – არ დამაგვიანდება.
– ვარჯიში არც მე მაწყენდა. წამოგყვები.
– არა, რეპლიკები უნდა გადავიმეორო.
– თუ გინდა, დაგეხმარები.
– არა. – ქეთიმ თავი გააქნია. – თვითონ მირჩევნია. ყვე-
ლაზე ძნელ მონოლოგებს ვიმეორებ, იმათ, რომელთა დამახ-
სოვრებაც მიჭირს, მეორე მოქმედებიდან. პარკში სეირნობი-
სას ხმამაღლა გადავიმეორებ. მაგარი სანახავი ვიქნები.
იძულებული გავხდი დამეთმო. ყველაფერს სრული გულ-
წრფელობით ამბობდა და საუბრისას თვალსაც არ მარიდებ-
და. შესანიშნავი მსახიობი იყო.
მეც კარგად ვითამაშე და თბილად გავუღიმე.
– სასიამოვნო სეირნობას გისურვებ.
ბინიდან როგორც კი გავიდა, უკან გავყევი. ფრთხილად
მივდევდი, დისტანციასაც ვიცავდი, თუმცა ერთხელაც არ გა-
მოუხედავს. ხომ ვამბობ, სრულიად უდარდელი გახდა.
ხუთი წუთი ისეირნა და პარკის შესასვლელთან მივიდა.
კარგად როცა მიუახლოვდა, კაციც გამოჩნდა.
ჩემგან ზურგშექცევით იდგა და სახეს ვერ ვხედავდი. მუქ-
თმიანი, ათლეტური, ჩემზე მაღალი. ქეთი თავისკენ მიიზიდა
და ერთმანეთს აკოცეს. ქეთი ვნებიანად პასუხობდა და ყველა-

261
ნაირად ემორჩილებოდა. უცნაური სანახავია, ცოლთან მო-
ალერსე ვიღაც უცხო კაცი. ხელებს მკერდზე ადებდა და ჩაც-
მულზე ეალერსებოდა.
ვიცოდი, რომ უნდა დავმალულიყავი, პირდაპირ გამოსაჩენ
ადგილზე ვიდექი, ქეთის ერთი შემობრუნება და მაშინვე დამი-
ნახავდა, ერთ ადგილზე ვიყავი გაშეშებული. თითქოს მედუზა
გორგონას შევხედე და ქვად ვიქეცი.
როგორც იქნა, კოცნაობა შეწყვიტეს და პარკში ხელიხელ-
გადახვეულები შევიდნენ. უკან გავყევი.
საკმაოდ უცნაური სანახაობა იყო. უკნიდან ეს ტიპი ჩემგან
დიდად არ განსხვავდებოდა, წამიერად დავიბენი კიდეც, თავი
უცნაურად ვიგრძენი, თითქოს სხეულიდან გამოვედი და ქე-
თისთან პარკში მოსეირნე ჩემს თავს გვერდიდან ვუყურებდი.
ქეთიმ კაცი ტყიან ნაწილში წაიყვანა, ისიც უკან მიჰყვა და
ორივე სადღაც გაუჩინარდა.
ვიგრძენი, მუცელი როგორ დამიტრიალდა. მძიმედ და ნე-
ლა ვსუნთქავდი, თითქოს ჰაერი დამძიმდა. მთელი ჩემი სხე-
ული იქაურობის დატოვებას და გაქცევას ლამობდა. მაგრამ
არსად არ წავსულვარ, უკან მივყევი.
ვცდილობდი, რაც შეიძლება ნაკლები მეხმაურა, მაგრამ
ფეხებქვეშ ფიჩხები ტკაცუნობდა, ტოტები კი ტანსაცმელს ედე-
ბოდა. ხეები ერთმანეთთან ისე ახლოს იყო, რომ ვერაფერს
ვხედავდი. გავჩერდი და ყური მივუგდე. შრაშუნი გავიგონე,
მაგრამ ეს შეიძლება ქარი ყოფილიყო. შემდეგ კი ის ხმა მო-
მესმა, რომელიც არაფერში შემეშლებოდა.
ქეთის ჩუმი კვნესა.
ახლოს მისვლა ვცადე, მაგრამ ხის ტოტებმა ქსელში მოქ-
ცეული ბუზივით დამიჭირა. ვიდექი ამ მკრთალ სინათლეში და
ნესტიანი მიწისა და ხის ქერქის სუნს ვისრუტავდი, ქეთის კვნე-
სა და მისი მჟიმავის ცხოველისებური ღმუილი მესმოდა.
262
სიძულვილით ვიწვოდი, ეს კაცი არსაიდან გამოჩნდა,
ცხოვრებაში შემომეჭრა, ის ერთადერთი მოიტაცა და შეაცდი-
ნა, მთელ ცხოვრებას რომ მერჩივნა. წარმოუდგენლად საში-
ნელი იყო. შეიძლება ადამიანიც კი არაა, რაღაც ავი სულის
განსხეულებაა, რომელმაც ჩემი დასჯა განიზრახა. ვითომ
ღმერთი მსჯის? რატომ? რა ჩავიდინე, იმის გარდა, რომ შემიყ-
ვარდა? ზედმეტად ბევრი და უზომო სიყვარულის გამო?
ამ კაცს თუ უყვარს? ეჭვი მეპარება. ისე არა, როგორც მე.
უბრალოდ ხმარობს; მის სხეულს ხმარობს. ისე არასდროს გა-
დაჰყვება, როგორც ამას მე ვაკეთებ. მისთვის სიცოცხლეს გავ-
წირავ.
კაცსაც კი მოვკლავ.
მამაჩემზე ვფიქრობდი – ვიცი, რასაც იზამდა მსგავს მდგო-
მარეობაში. ადგებოდა და იმ კაცს მოკლავდა. „კაცი არა ხარ,
– მესმოდა მისი ხმა. – თავი ხელში აიყვანე“. მართლა ეს უნდა
გავაკეთო? მოვკლა ეგ დამპალი? თავიდან მოვიშორო? ეს ერ-
თადერთი გამოსავალია, ჯადოს დავარღვევ, ქეთის გავათავი-
სუფლებ და ჩვენს ოჯახს გადავარჩენ. ცოტა ხანს გამოიტი-
რებს, მაგრამ მერე დაავიწყდება, მოგონებად იქცევა, ისიც
თანდათანობით გაიფანტება და ყველაფერი ძველებურად იქ-
ნება. შემიძლია ეს ახლავე, აქ, პარკში გავაკეთო. ტბორისკენ
წავათრევ და თავს ჩავაყოფინებ, ასე იქამდე მეყოლება, სანამ
სხეული ფართხალს არ შეწყვეტს და არ გაჩერდება. ან შეიძ-
ლება მეტროში გავყვე, პლატფორმაზე მის უკან დავდგე და
როგორც კი მატარებელი გამოივლის ხელი ვკრა. ანაც მივარ-
დნილ ქუჩაში უკნიდან მივეპარო და თავში აგური ვხეთქო.
მშვენიერი აზრია.
უცებ ქეთის კვნესა ხმამაღალი და ხშირი გახდა, ასე ორგაზ-
მის წინ ემართებოდა. შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც ჩემ-
თვის ასევე კარგად ნაცნობი ჩაცინება მოჰყვა. ტოტების ტკაც-
263
უნი მომესმა, გვრიტები ტყიდან გამოძვრნენ.
კიდევ მცირე ხანს შევიცადე და მეც გამოვვარდი, ტოტები
დავამტვრიე და ხელებიც რიგიანად დავიკაწრე.
როცა სამშვიდობოს გამოვედი, თვალები ცრემლებით
მქონდა სავსე და ვერაფერს ვარჩევდი, სისხლიანი მუშტებით
ამოვიწმინდე და სადღაც წავლასლასდი. შეშლილივით პარკს
წრეებს ვარტყამდი.

თავი მეექვსე

– ჟან-ფელიქს?
ადმინისტრაციაში არავინ იყო, დაძახილზეც არავინ მიპა-
სუხა. შევიცადე და გალერეაში შევედი.
დერეფანს გავყევი იმ ადგილისკენ, სადაც „ალკესტისი“
ეკიდა და ნახატს კიდევ ერთხელ დავაკვირდი. ისევ ვცადე მისი
გაგება, მაგრამ კვლავ მარცხი განვიცადე. რაღაც იყო ამ სუ-
რათში ისეთი, რაც ინტერპრეტაციას არ ექვემდებარებოდა ან
რაღაც ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა, ჯერ რომ ვერ ჩავწვდო-
მოდი და ყველაფერი წინ მქონდა, მაგრამ – რა?
უცებ რაღაც ისეთი შევნიშნე, ადრე რომ ვერ ვამჩნევდი.
ალისიას უკან, სიბნელეში, კარგად დაკვირვების შემთხვევაში
ბნელი ნაწილები ერთ მთლიან გამოსახულებას ქმნიდა, იმ ჰო-
ლოგრამასავით გარკვეული კუთხიდან დაკვირვების შემთხვე-
ვაში, ორი განზომილებიდან სამში რომ გადადის, კიდევ ერთი
გამოსახულება ჩნდებოდა... მამაკაცის ფიგურა. სიბნელეში
მიმალული მამაკაცის, იმ კაცის, რომელიც უთვალთვალებდა
და უკან დაჰყვებოდა.
264
– რა გნებავთ?
ისე მოულოდნელად მომესმა, რომ შევხტი.
სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით, ჟან-ფელიქსს
ჩემი დანახვა დიდად არ გაუხარდა.
– აქ რას აკეთებთ?
უკვე ნახატში არსებული კაცის ფიგურის შესახებ თქმას ვა-
პირებდი, თუმცა მივხვდი, რომ ამის თქმა არ ღირდა და გავუ-
ღიმე.
– კიდევ რამდენიმე კითხვა გამიჩნდა. შეგიძლიათ ერთი-
ორი წუთი დამითმოთ?
– არ შემიძლია. უკვე ყველაფერი გითხარით.
– ახალი ინფორმაცია ამოტივტივდა.
– მაინც, რა?
– მოდი, იმით დავიწყოთ, რომ არ ვიცოდი, თუ ალისია
თქვენი გალერეის დატოვებას აპირებდა.
ჟან-ფელიქსს მაშინვე არ უპასუხია. როცა დაილაპარაკა,
ხმაში დაძაბულობა დაეტყო.
– რას გულისხმობთ?
– ანუ ეს სიმართლეა?
– თქვენ აქ რა შუაში ხართ?
– ალისია ჩემი პაციენტია. განზრახული მაქვს, რომ ავალა-
პარაკო, თუმცა უკვე ვხედავ, რომ მისი დუმილი თქვენს ინტე-
რესებშია.
– ეს რაღა ჯანდაბას ნიშნავს?
– მანამდე, სანამ გალერეიდან მისი წასვლის განზრახვის
შესახებ არავინ იცის, შეგიძლიათ, მისი ნამუშევრებით თავი-
სუფლად ისარგებლოთ.
– მაინც რაში მადანაშაულებთ?
– არაფერში არ გადანაშაულებთ. უბრალოდ, ფაქტს აღ-
ვნიშნავ.
265
ჟან-ფელიქსმა გაიცინა.
– მაგასაც ვნახავთ. ჩემს ადვოკატს ახლავე დავუკავშირდე-
ბი და თქვენს კლინიკაში ოფიციალურ საჩივარს შემოვატანი-
ნებ.
– არა მგონია, ეს გააკეთოთ.
– ვითომ, რატომ არა?
– თქვენთვის არ მითქვამს, საიდან გავიგე, ალისია წას-
ვლას რომ აპირებდა.
– ვისაც უნდა ეთქვა, ეს სიცრუეა.
– ალისიამ მითხრა.
– რა? – ჟან-ფელიქსმა გაოგნებულმა შემომხედა. – იმის
თქმა გინდათ, რომ... დაილაპარაკა?
– გარკვეულწილად. თავისი დღიური გადმომცა.
– დ...დღიური? – თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, თით-
ქოს ჩემი ნათქვამის გაგება გაუჭირდა. – არ ვიცოდი, ალისია
თუ დღიურს აწარმოებდა.
– დიახ, აწარმოებდა და თქვენთან ბოლო რამდენიმე შეხ-
ვედრას საკმაოდ დაწვრილებით აღწერს.
მეტი არაფერი მითქვამს. არც იყო საჭირო. ხანგრძლივი
სიჩუმე ჩამოწვა.
ჟან-ფელიქსი ხმას არ იღებდა.
– მალე შეგეხმიანებით, – გავუღიმე და წამოვედი.
ქუჩაში რომ გამოვედი, ვინანე, ჟან-ფელიქსს ასე რომ მო-
ვექეცი. მაგრამ ასე გამიზნულად მოვიქეცი, მაინტერესებდა,
ჩემს პროვოკაციას რა რეაქცია მოჰყვებოდა.
ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

266
***
სოჰოს როცა მივუყვებოდი, ალისიას მამიდაშვილს, პოლ
როუზს დავურეკე და ჩემი სტუმრობის შესახებ შევატყობინე,
არ მინდოდა გაუფრთხილებლად მისვლა და ისევ იმის გან-
მეორება, წინა ჯერზე რაც მოხდა. კოპი ჯერ ბოლომდე არ მომ-
რჩენოდა.
ტელეფონი მხარით დავიკავე და სიგარეტს მოვუკიდე. ნა-
ფაზის დარტყმა ძლივს მოვასწარი, მაშინვე უპასუხეს. დიდი
იმედი მქონდა, რომ პოლი იქნებოდა და არა ლიდია. გამიმარ-
თლა.
– გისმენთ?
– პოლ, თეო ფაბერი ვარ.
– გამარჯობა, მეგობარო. ბოდიში, რომ ვჩურჩულებ. დედას
სძინავს და არ მინდა შევაწუხო. თავი როგორ გაქვთ?
– უკეთესად, გმადლობთ.
– კარგია. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
– ალისიაზე ახალი ინფორმაცია გავიგე და მინდა დაგელა-
პარაკოთ.
– რა ინფორმაცია?
ვუთხარი, რომ ალისიამ თავისი დღიური გადმომცა.
– დღიური? არ ვიცოდი, თუ დღიურს აწარმოებდა. რა წე-
რია?
– აჯობებს პირადად გითხრათ. დღეს გცალიათ?
პოლმა შეიცადა.
– ჯობია აქ აღარ გამოჩნდეთ. დედას... თქვენი მოსვლა დი-
დად არ გაუხარდა.
– ჰო, ამას მივხვდი.
– გზის ბოლოს, სადაც წრიული მოძრაობაა, პაბია სახელად
„თეთრი დათვი“...
– ჰო, მახსოვს. რომელზე შევხვდეთ?
267
– ხუთზე. მაგ დროისთვის ცოტა ხნით გამოპარვას მოვა-
ხერხებ.
ლიდიას ყვირილი გავიგონე, როგორც ჩანს, გაიღვიძა.
– უნდა წავიდე. მოგვიანებით გნახავთ. – პოლმა გათიშა.

***
რამდენიმე საათის შემდეგ უკვე კემბრიჯში მივდიოდი. მა-
ტარებელში, მცირეხნიანი ყოყმანის შემდეგ კიდევ ერთი სატე-
ლეფონო ზარი განვახორციელე – მაქს ბერენსონთან. თავისი
უკმაყოფილება დიომიდისთან ერთხელ უკვე გამოხატა, ჩემი
ხმის გაგონება ნამდვილად არ გაახარებდა. მაგრამ არჩევანი
არ მქონდა.
ტანიამ მიპასუხა. თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა ხმაში დაძა-
ბულობა ვიგრძენი, როცა მიხვდა, ვინც რეკავდა.
– არა მგონია, დრო გამოძებნოს. მაქსი მთელი დღე დაკა-
ვებულია, შეხვედრები აქვს.
– მოგვიანებით დავრეკავ.
– დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს კარგი აზრია. მე... – მაქ-
სის დახშული ხმა და ტანიას პასუხი გავიგონე: – ამას ვერ ვეტ-
ყვი მაქსს.
მაქსმა ტელეფონი გამოჰგლიჯა და პირდაპირ დამელაპა-
რაკა:
– ტანიას ვუთხარი თქვენთვის ეთქვა, რომ გაგეჯვათ.
– აჰა.
– დარეკვას ისევ ბედავთ. პროფესორ დიომიდისს უკვე ვე-
ლაპარაკე.
– დიახ, ეგ ვიცი. თუმცა ახალი ინფორმაცია ამოტივტივდა,
რომელიც პირადად თქვენ გეხებათ, ამიტომ გადავწყვიტე და-
მერეკა.
268
– რა ინფორმაცია?
– მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე ალისია დღი-
ურს აწარმოებდა.
ყურმილის მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოწვა.
– ალისია თქვენზე ძალიან ბევრს წერს, მაქს. ამბობს, რომ
მის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაგაჩნდათ. მაინტერე-
სებს...
ტკაცუნი გაისმა და ყურმილი დაკიდა. ჯერჯერობით ყველა-
ფერი კარგად მიდიოდა. მაქსმა სატყუარა ჩაყლაპა, ახლა რა-
ღას იზამს. ტანიასი არ იყოს, მისი ცოტა კი მეშინოდა. გამახ-
სენდა, ჩურჩულით როგორ მირჩია პოლს შევხვედროდი და
რაღაც მეკითხა. რა? რაღაც იმ ავარიაზე, ალისიას დედა რომ
შეიწირა. ტანიას სახეც მახსოვს, მაქსის გამოჩენისას, როგორ
გაჩუმდა და გაუღიმა. არა, მაქს ბერენსონის სათანადოდ არ-
შეფასება არ ღირს.
ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

თავი მეშვიდე

კემბრიჯთან მიახლოებისას პეიზაჟი თანდათან ბრტყელდე-


ბოდა და ტემპერატურაც ეცემოდა. სადგურიდან გასვლისას
საყელო ავიწიე. ცივი ქარი სახეში სამართებელივით მესობო-
და. პოლთან შესახვედრად გავემართე.
„თეთრი დათვი“ ნახევრად დანგრეული ძველი შენობა იყო,
რომელიც, მისი უცნაური სახის გათვალისწინებით, წლების
განმავლობაში რამდენჯერმე გაედიდებინათ. კაშნიანი ორი
სტუდენტი, ქარისდა მიუხედავად, გახსნილ ვერანდაზე ლუდს
269
ყლურწავდა და სიგარეტს ეწეოდა. შიგნით უფრო თბილოდა,
იქაურობას რამდენიმე ბუხარი ათბობდა, რომლებიც შემო-
სულ სტუმრებს სიცივეს ავიწყებდა.
სასმელი შევუკვეთე და პოლის ძიება დავიწყე. ბარი რამდე-
ნიმე პატარა ოთახს აერთიანებდა, სადაც საკმაოდ მკრთალი
განათება იყო. ჩრდილში მჯდარ სილუეტებს დავაკვირდი,
ვერსად დავინახე. „შესანიშნავი ადგილია საიდუმლო შეხვედ-
რისთვის“, – გავიფიქრე. ალბათ ასეც იყო.
პოლს პატარა ოთახში მივაგენი. მარტო იჯდა, ბუხრის სიახ-
ლოვეს, ზურგით კარისკენ. მისი დიდი ზომის გამო, მაშინვე ვი-
ცანი. უშველებელი ზურგით თითქმის მთელ ბუხარს ფარავდა.
– პოლ?
შეხტა და შემობრუნდა. პატარა ოთახში გამომწყვდეულ
გოლიათს ჰგავდა.
წელში ოდნავ მოხრა უწევდა, ჭერისთვის თავი რომ არ მი-
ერტყა.
– კარგად ხართ? – მკითხა, იმ პაციენტს ჰგავდა, ექიმისგან
ცუდ ამბებს რომ ელოდება. ჩაიწია და ცეცხლთან ადგილი გა-
მითავისუფლა. დავჯექი და სახესა და ხელებზე მაშინვე სითბო
ვიგრძენი.
– აქ ლონდონზე უფრო ცივა.
– ქარი პირდაპირ ციმბირიდან მოდის, ჩვენთან ასე ამბო-
ბენ. – თქვა პოლმა და საქმეზე გადავიდა. – დღიურზე ლაპა-
რაკობდით. არ ვიცოდი, ალისია თუ დღიურს აწარმოებდა.
– დიახ, ასე იყო.
– და თქვენ გადმოგცათ?
თავი დავუქნიე.
– და? იქ რა წერია?
– მკვლელობამდე რამდენიმე თვეს აღწერს და რამდენიმე
შეუსაბამობაა, რაზეც მინდოდა მეკითხა.
270
– რა შეუსაბამობა?
– თქვენს მონაყოლსა და მის დაწერილს შორის.
– რაზე ლაპარაკობთ? – ლუდი დადო და გაოცებული მომა-
ჩერდა. – რას გულისხმობთ?
– მოდი, იმით დავიწყოთ, რომ თქვენ მითხარით, თითქოს
ალისია წლების მანძილზე არ გინახავთ.
პოლი ანერვიულდა.
– ასე გითხარით?
– დღიურში კი ალისია წერს, რომ გაბრიელის მკვლელო-
ბამდე რამდენიმე კვირით ადრე გნახათ. ჰემპსტედის სახლში
მიაკითხეთ.
შევნიშნე, როგორ დაპატარავდა, დიდ სხეულში გამოკე-
ტილ პატარა ბიჭს დაემსგავსა. პოლს ეშინოდა, ეს სახეზე არ
შესტყობოდა. მაშინვე არაფერი უპასუხია. მალულად გამომ-
ხედა.
– შეიძლება შევხედო?
თავი გავაქნიე.
– არა მგონია, ეს მართებული იყოს. ნებისმიერ შემთხვევა-
ში, თან არ წამომიღია.
– აბა, საიდან უნდა ვიცოდე, რომ დღიური არსებობს? იქნებ
იტყუებით.
– არ ვიტყუები. აი, თქვენ კი მომატყუეთ, პოლ, რატომ?
– თქვენი საქმე არ არის, აი, რატომ.
– ვწუხვარ, მაგრამ ჩემი საქმეა. ალისიას კეთილდღეობაზე
მე ვზრუნავ.
– მის კეთილდღეობას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მისთვის არაფერი დამიშავებია.
– არ მითქვამს, რომ დაუშავეთ.
– აბა, რა გინდათ.
– მომიყევით, რაც მოხდა.
271
პოლმა მხრები აიჩეჩა.
– გრძელი ამბავია. – მცირე ხანს ჩუმად იყო, შემდეგ კი
უცებ ალაპარაკდა, თითქოს შვებას გრძნობდა, რომ როგორც
იქნა, ამის შესახებ ჰყვებოდა. – ცუდ დღეში ვიყავი. პრობლე-
მები მქონდა, ხომ ხვდებით აზარტულ თამაშებს მივეჩვიე და
ფული ვისესხე, დაბრუნება კი ვერ შევძელი. რაღაც თანხა მა-
ინც მჭირდებოდა ყველაფრის მოსაგვარებლად.
– და ალისიას მიმართეთ? ფული თუ მოგცათ?
– დღიურში რა წერია?
– არაფერი.
პოლი გაჩუმდა და თავი გააქნია.
– კაპიკი არ მოუცია. მითხრა, რომ არ ჰქონდა.
ისევ იტყუებოდა, რატომ?
– აბა, ფული როგორ იშოვეთ?
– დანაზოგიდან ავიღე. დიდად დაგაფასებთ, თუ ეს ჩვენ შო-
რის დარჩება, არ მინდა დედამ გაიგოს.
– არც არის საჭირო, ეს ლიდიამ იცოდეს.
– მართლა? – სახეზე ფერი დაუბრუნდა, ცოტათი მოეშვა და
იმედიანად გამომხედა. – გმადლობთ. დიდი მადლობა.
– ალისიას არასდროს უთქვამს, რომ უთვალთვალებდნენ?
პოლმა კათხა დადგა და დაბნეულად შემომხედა. მივხვდი,
რომ არაფერი იცოდა.
– უთვალთვალებდნენ? რას გულისხმობთ?
მოვუყევი, დღიურში რაც წავიკითხე, ალისიას ეჭვებზე,
თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა და – შიშზე, რომ სახლში შე-
იჭრებოდა და თავს დაესხმებოდა.
პოლმა თავი გააქნია.
– სულ გაუფრენია.
– ფიქრობთ, რომ ყველაფერს იგონებდა?

272
– რა თქმა უნდა, – პოლმა მხრები აიჩეჩა. – ნუთუ გგონიათ,
რომ ვინმე მართლა უთვალთვალებდა? ასეც შეიძლება...
– დიახ, შეიძლება. ანუ თქვენთვის არაფერი უთქვამს?
– საერთოდ არაფერი. თუმცა მე და ალისია ბევრს არას-
დროს ვლაპარაკობდით. ყოველთვის მდუმარე იყო. ოჯახში
ყველანი ასეთები ვართ. მახსოვს, მეგობრებიდან დაბრუნებუ-
ლი ალისია ჰყვებოდა ხოლმე იქაურ ხმაურზე, სიცილზე, ხუმ-
რობებსა და საუბრებზე, ჩვენთან კი ყველა ჩუმად იყო. არას-
დროს ვლაპარაკობდით. მარტო დედა იძლეოდა ბრძანებებს.
– ალისიას მამაზე რას იტყვით? ვერნონი ერქვა ხომ? რო-
გორი იყო?
– ვერნონსაც არ უყვარდა ლაპარაკი. ევას სიკვდილმა დი-
დი ტრავმა მიაყენა. აზრზე მოსვლა ვეღარ შეძლო. ისევე, რო-
გორც ალისიამ.
– სწორედ ახლა გამახსენდა, რა მინდოდა მეკითხა, ამის
შესახებ ტანიამ მითხრა.
– ტანია ბერენსონმა? მას ესაუბრეთ?
– დიდხანს არა. მირჩია, რომ გაგსაუბრებოდით.
– ტანიამ გირჩიათ? – პოლი წამოწითლდა. – ახლოს არ
ვიცნობ, თუმცა ყოველთვის კარგად მეპყრობოდა. მე და დედა
რამდენჯერმე გვნახა. – გაიღიმა და წამიერად სხვაგან გაიხე-
და.
„ტანიაზეა შეყვარებული“, – გავიფიქრე ჩემთვის. ნეტა მაქ-
სი რა აზრის იყო ამაზე.
– რა თქვა ტანიამ?
– მირჩია, ავარიის შემდგომ ღამეზე მეკითხა. დაწვრილე-
ბით არაფერი უთქვამს.
– დიახ, ვიცი, რასაც გულისხმობს, სასამართლოს დროს
რაღაც მოვუყევი და ვთხოვე არავისთვის ეთქვა.

273
– არც უთქვამს. თქვენი გადასაწყვეტია, გამიმხელთ თუ
არა.
პოლმა კათხა გამოცალა და მხრები აიჩეჩა.
– ბევრი ალბათ არაფერია, თუმცა ეს შეიძლება ალისიას
უკეთ გაგებაში დაგეხმაროთ. ის... – გაჩუმდა.
– განაგრძეთ.
– ალისია... პირველი, რაც საავადმყოფოდან დაბრუნე-
ბულმა გააკეთა, – ავარიის შემდგომ კიდევ ერთი დღე გააჩე-
რეს, – სახლის სახურავზე ავიდა. მეც ავყევი. იქ საკმაოდ დიდ-
ხანს ვიყავით. ხშირად ავდიოდით ხოლმე, ალისია და მე. ჩვენი
საიდუმლო ადგილი იყო.
– სახურავზე?
პოლი გაჩუმდა და შემომხედა, რაღაცას ჩაუფიქრდა, რო-
გორც იქნა, გადაწყვეტილება მიიღო.
– წამოდით, – წამოდგა. – გაჩვენებთ.

თავი მერვე

სახლში ბნელოდა.
– აქ არის, – თქვა პოლმა. – მომყევით.
გვერდიდან რკინის კიბე ჰქონდა მიმაგრებული. მისკენ წა-
ვედით. ტალახი იმდენად სქელი იყო, რომ ძლივს ვმოძრაობ-
დით. პოლი არ დამლოდებია, ისე ავიდა.
ძალიან ციოდა, არც კი ვიცოდი, ღირდა თუ არა სახურავზე
ასვლა, თუმცა მაინც მივყევი და პირველ საფეხურზე მოაჯირს
ჩავებღაუჭე, გაყინული და სრიალა იყო. რომელიღაც მცენარე
მოსდებოდა; მგონი სურო.

274
საფეხურებს ავყევი, როცა ავედი, თითები გაყინული მქონ-
და და ქარიც პირდაპირ სახეში მცემდა. სახურავზე ავძვერი.
პოლი იქ მელოდა, თან პატარა ბავშვივით იღიმოდა. ნამგალა
მთვარეს თუ არ ჩავთვლით, ირგვლივ უკუნი სიბნელე იდგა.
უცებ პოლი ჩემკენ უცნაური სახით წამოვიდა. ძალიან შემე-
შინდა, როცა ხელი ჩემკენ გამოიშვირა, გავიწიე, თუმცა ხელის
ჩავლება მოასწრო. წამიერად ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩემს გა-
დაგდებას აპირებდა.
ამის მაგივრად თავისკენ მომქაჩა.
– კიდეზე დგახართ. შუაში გაჩერდით, თორემ გადავარდე-
ბით.
თავი დავუქნიე და სული მოვითქვი. ტყუილად წამოვყევი.
პოლის გვერდით თავს უსაფრთხოდ სულაც არ ვგრძნობდი.
უკვე ქვემოთ ჩასვლას ვაპირებდი, როცა სიგარეტი ამოიღო და
შემომთავაზა. მცირე ხანს შევიცადე და გამოვართვი. სანთებ-
ლის ამოღებისას თითები მიკანკალებდა, ძლივს მოვუკიდე.
რამდენიმე წუთი ასე ვიდექით და ვეწეოდით.
– აქ ვისხედით მე და ალისია. თითქმის ყოველდღე ამოვ-
დიოდით.
– რამდენი წლის იყავით?
– ალბათ ექვსის ან შვიდის. ალისია ათზე მეტის.
– ასე პატარები ამსიმაღლეზე როგორ ამოდიოდით?
– გვეგონა, რომ ეგ ნორმალური იყო. მოგვიანებითაც
ამოვდიოდით, მოზარდობისას, ვეწეოდით და ლუდს ვსვამ-
დით.
შევეცადე წარმომედგინა ახალგაზრდა ალისია მამას და
მჩაგვრელ მამიდას როგორ ემალება; პოლი, მისი ახალგაზ-
რდა ბიძაშვილი მოსვენებას არ აძლევს და უკან დაჰყვება,
ენას არ აჩერებს, ალისიას კი თავისთვის, სიჩუმეში ჯდომა უნ-
და.
275
– მშვენიერი სამალავია.
პოლმა თავი დამიქნია.
– ძია ვერნონი კიბეზე ვერ ამოდიოდა. დედაჩემის არ იყოს,
დიდი ტანის იყო.
– მე ძლივს ამოვედი. ეს სურო ხელს მიშლიდა.
– სურო არ არის, ჟასმინია. – პოლმა კიბეზე დახვეულ მწვა-
ნე ლერწამს გახედა. – გაზაფხულამდე არ ყვავილობს. სუნა-
მოსავით სუნი აქვს. – წამიერად თითქოს მოგონებებში ჩაიძი-
რა. – უცნაურია.
– რა?
– არაფერი, – მხრები აიჩეჩა. – მოგონებები... ახლა ჟას-
მინზე ვფიქრობდი, იმ დღეს ყვავილობდა, როცა ევა ავარიაში
მოყვა.
მიმოვიხედე.
– თქვენ და ალისია აქ ამოხვედით ხომ?
თავი დამიქნია.
– დედა და ძია ვერნონი ქვემოთ გვეძებდნენ. გვესმოდა,
როგორ გვეძახდნენ. ხმა არ ამოგვიღია. ვიმალებოდით. შემ-
დეგ კი ეს მოხდა.
სიგარეტი ჩააქრო და უცნაურად გამიღიმა.
– აქ სწორედ ამიტომ ამოგიყვანეთ. დანაშაულის ადგილი
რომ მენახვებინა.
– დანაშაულის?
პოლმა არაფერი მიპასუხა, ისევ გამიღიმა.
– რა დანაშაულის, პოლ?
– ვერნონის დანაშაულის. ძია ვერნონი არ იყო კარგი კაცი.
საერთოდ არა.
– რის თქმას ცდილობთ?
– სწორედ მაშინ ჩაიდინა ეს.
– რა ჩაიდინა?
276
– ალისია მოკლა.
პოლს გაოცებული მივაჩერდი, ყურებს არ ვუჯერებდი.
– ალისია მოკლა? რაზე ლაპარაკობთ?
პოლმა ქვემოთ, მიწაზე მიმითითა.
– ძია ვერნონი იქ, დედასთან ერთად იყო, ნასვამი. დედა
ცდილობდა სახლში შეეყვანა, მაგრამ იდგა და ალისიას ეძახ-
და. ისეთი გაბრაზებული იყო, ცოფებს ჰყრიდა.
– იმიტომ, რომ დაემალა? მაგრამ ის ხომ ბავშვი იყო, დედა
ახალი გარდაცვლილი ჰყავდა.
– ღვარძლიანი ნაბიჭვარი იყო. მარტო ბიცოლა ევა უყვარ-
და, ალბათ სწორედ ამიტომ თქვა ეს.
– რა თქვა? – უკვე მოთმინებას ვკარგავდი. – ვერ ვხვდები,
რას მეუბნებით. რა მოხდა?
– ვერნონმა იმაზე ლაპარაკი დაიწყო, ევა როგორ უყვარს,
რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. „ჩემი გოგო, – ამ-
ბობდა ის, – ჩემი საბრალო გოგო, ჩემი ევა... ის რატომ უნდა
მომკვდარიყო? მაინცდამაინც მას ეს რატომ უნდა დამართო-
და? ალისია რატომ არ მოკვდა?“
პოლს გაოგნებული მივაჩერდი.
– ალისია რატომ არ მოკვდაო?
– ზუსტად ასე თქვა.
– ალისიამ გაიგონა?
– დიახ. და რაღაც მიჩურჩულა, რაც არასდროს დამავიწ-
ყდება. „მომკლა, – მითხრა ალისიამ. – მამამ ეს-ესაა, მომ-
კლა“.
დამუნჯებული ვუყურებდი. ჩემს თავში რამდენიმე ზარმა
დარეკა, რეკავდა და ერთმანეთს ერწყმოდა. აი, რას ვეძებდი
მთელი ამ ხნის განმავლობაში. როგორც იქნა, ვიპოვე, თავსა-
ტეხის დაკარგული ნაწილი, აქ, კემბრიჯში, სახურავის თავზე.

277
***
ლონდონამდე მთელი გზა იმის შედეგებზე ვფიქრობდი,
რაც პოლისგან გავიგონე. ახლა უკვე გასაგებია, რატომაც მო-
ხიბლა „ალკესტისმა“ ასე ალისია. როგორც ადმეტუსმა გაწი-
რა ალკესტისი ფიზიკური სიკვდილისთვის, ვერნონ როუზმაც
ისევე გაიმეტა ღვიძლი შვილი ფსიქიკური სიკვდილისთვის.
ადმეტუსს ალკესტისი ოდნავ მაინც უყვარდა, ვერნონი კი ალი-
სიას მიმართ მხოლოდ სიძულვილს განიცდიდა. ბავშვი ფსიქი-
კურად მოკლა და ალისია ამას მიხვდა. „ მომკლა, – თქვა ალი-
სიამ – მამამ ეს-ესაა, მომკლა“.
როგორც იქნა, ნამდვილი სამუშაო გამომიჩნდა. რაღაც,
რაც კარგად მესმოდა – ბავშვებში ფსიქოლოგიური ტრავმის
შემდგომი შედეგები და მათი შემდგომი გამოვლინება მოწი-
ფულობის ასაკში. წარმოიდგინეთ, როგორია მამისგან, ადა-
მიანისგან, რომელიც ყველაზე ახლობელია და რომელზეც შე-
ნი გადარჩენაა დამოკიდებული, იმის გაგონება, რომ შენი სიკ-
ვდილი სურს. რაოდენ საშინელია ბავშვისთვის ამის მოსმენა
და რამდენად ტრავმულია. ღირსების გრძნობა განადგურებუ-
ლია, ტკივილი განუზომელი, იმდენად, რომ ვერ უმკლავდება
და ცდილობს როგორმე ჩაახშოს, ღრმად გონებაში ჩამარხოს.
დროთა განმავლობაში ტრავმასთან კავშირი წყდება და და-
ვიწყებას ეძლევა. მაგრამ ერთ დღესაც მთელი ტკივილი და
ბრაზი დრაკონის მუცელში ანთებული ცეცხლივით ამოიფ-
რქვევა და ეს ადამიანი იარაღს იღებს. თან ბრაზს მამაზე კი არ
იყრის, რომელიც უკვე მკვდარია და შურს ვეღარ იძიებს, არა-
მედ ქმარზე, ადამიანზე, რომელმაც მამის ადგილი დაიკავა,
ძალიან უყვარს და მასთან ერთად საწოლს იზიარებს. თავში
ხუთჯერ ესვრის, მიზეზს კი ბოლომდე ვერ ხვდება. მატარებე-
ლი ღამის სიბნელეში ლონდონს უახლოვდებოდა. როგორც
იქნა, ზუსტად ვიცი, ალისია როგორ ავალაპარაკო.
278
მზად ვართ საქმეს შევუდგეთ.

თავი მეცხრე

ალისიასთან მდუმარედ ვიჯექი.


დუმილს უკვე მივეჩვიე, ადვილად ვიტანდი და ვუმკლავდე-
ბოდი; შეიძლება ითქვას, რომ თავს მყუდროდაც ვგრძნობდი
მასთან ამ პატარა ოთახში უხმოდ მჯდომი.
ალისიას ხელები მუხლებზე ეწყო, გულისცემასავით რიტ-
მულად გაშლიდა-მომუშტავდა. ჩემ წინ იჯდა, მაგრამ ფანჯარა-
ში იყურებოდა. უკვე აღარ წვიმდა, ღრუბლებიც გაიფანტა და
მკრთალი ცისფერი ცა გამოჩნდა; შემდეგ კიდევ ერთი, ნაც-
რისფერი ღრუბელი დავინახეთ.
საუბარი დავიწყე.
– რაღაც საინტერესო ამბავი გავიგე. თქვენმა მამიდაშვილ-
მა მომიყვა.
რაც შეიძლება, ფრთხილად ვსაუბრობდი, რეაქცია საერ-
თოდ არ ჰქონია, ამიტომ განვაგრძე.
– პოლმა მითხრა, რომ ბავშვობაში მამის მიერ ნათქვამი
საშინელი სიტყვები გაიგონეთ, ეს ყველაფერი ავარიის შემ-
დეგ მოხდა, რომელსაც დედათქვენი ემსხვერპლა... თქვა,
რომ ჯობდა მის მაგივრად თქვენ მომკვდარიყავით.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ამ სიტყვებს უნებლიე ფი-
ზიოლოგიური რეაქცია მოჰყვებოდა. დაველოდე, თუმცა არა-
ფერი ყოფილა.
– საინტერესოა, რას ფიქრობთ იმაზე, პოლმა რომ ეს მით-
ხრა, მან ხომ თქვენი საიდუმლო გაამხილა. დარწმუნებული

279
ვარ, კარგი მიზნები ამოძრავებდა. ბოლოს და ბოლოს, თქვენ
ხომ ჩემი მზრუნველობის ქვეშ ხართ.
არანაირი პასუხი. მაინც შევიცადე და განვაგრძე.
– რაღაც მინდა გითხრათ, რაც ალბათ დაგეხმარებათ. არა,
გატყუებთ, მგონი, ეს მე უფრო დამეხმარება. სიმართლე ის
არის, რომ სხვებზე მეტად თქვენი მე მესმის. ძალიან რომ არ
გამიგრძელდეს, პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ერთნაირ პირობებ-
ში ვიზრდებოდით და თითქმის ერთნაირი მამები გვყავდა. სახ-
ლიც პირველივე ხელსაყრელ მომენტში დავტოვეთ. თუმცა მა-
ლე აღმოვაჩინეთ, რომ ვერანაირი დაშორება ვერ უშველიდა
სულიერ ტკივილს. ისეთი რამეებიც არსებობს, რომ ვერაფ-
რით დაივიწყებ. ძალიან კარგად ვიცი, როგორი ბავშვობა
გქონდათ. აუცილებელია მიხვდეთ, რამდენად სერიოზული
ტრავმა მიიღეთ. თავისი სიტყვებით მამათქვენმა ფსიქოლო-
გიური მკვლელობა ჩაიდინა. მან თქვენ მოგკლათ.
ამჯერად ამომხედა, ისე უცებ შემომხედა, თვალებით თით-
ქოს გამბურღა. მზერას რომ მოკვლა შეეძლოს, აუცილებლად
მკვდარი ვიქნებოდი. თვალი გავუსწორე.
– ალისია, ეს თქვენი უკანასკნელი შანსია. აქ პროფესორ
დიომიდისის ნებართვის გარეშე ვარ. თქვენთვის თუ წესების
დარღვევას გავაგრძელებ, სამსახურიდან გამიშვებენ. ამიტომ
დღეს უკანასკნელად ვხვდებით. გესმით?
ეს ყველაფერი ყოველგვარი მოლოდინის გარეშე ვთქვი.
უკვე მომბეზრდა კედლისთვის თავის რტყმევა. არანაირ პა-
სუხს არ ველოდი. შემდეგ კი...
თავიდან ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა, მისი ხმის გაგონება
ისე მინდოდა, რომ ხმაც მომესმა. სუნთქვაშეკრული მივაჩერ-
დი. გული ამოვარდნას ლამობდა. პირი გამიშრა.
– თქვენ... ახლა... რამე თქვით?
ისევ დუმილი. როგორც ჩანს, მომეჩვენა. თუმცა შემდეგ ...
280
ეს ისევ მოხდა.
ალისიას ტუჩები ნელა, მტკივნეულად შეირხა; ხმამ იმ ჭიშ-
კარივით დაიჭრაჭუნა, დაზეთვა რომ სჭირდებოდა.
– რა... – წაიჩურჩულა მან. გაჩუმდა და ისევ თქვა: – რა...
რა...
წამიერად ერთმანეთს ჩუმად შევხედეთ. თვალები თანდა-
თან მღელვარების, მადლიერების და ბედნიერების ცრემლე-
ბით ამევსო.
– რა მინდა? მინდა, რომ ლაპარაკი გააგრძელოთ... დამე-
ლაპარაკეთ, ალისია.
ალისია მომაჩერდა. რაღაცაზე ფიქრობდა. შემდეგ გადაწ-
ყვეტილება მიიღო და თავი ნელა დამიქნია.
– კარგი.

თავი მეათე

– რა, ხმა ამოიღო?


პროფესორი დიომიდისი გაოგნებული მომაჩერდა. გარეთ
ვეწეოდით. ეს მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სი-
გარა ძირს დაუვარდა და ვერც კი შენიშნა.
– დაილაპარაკა? ალისიამ მართლა დაილაპარაკა?
– დიახ.
– წარმოუდგენელია. ესე იგი, მართალი იყავით, მე კი
ვცდებოდი.
– სულაც არა. მე ვცდებოდი, როცა ალისიას თქვენი ნებარ-
თვის გარეშე ვნახულობდი, პროფესორო. მაპატიეთ, ამას ინ-
სტინქტურად ვაკეთ...
281
დიომიდისმა ხელის აწევით გამაჩუმა და წინადადება ჩემ
მაგივრად დაასრულა:
– საკმარისი გამბედაობა აღმოგაჩნდათ. მეც თქვენსავით
მოვიქცეოდი, თეო. შესანიშნავი ნამუშევარია, ყოჩაღ!
საზეიმოდ ჯერ ადრე იყო.
– წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. რა თქმა უნდა, ეს ძა-
ლიან დიდი წარმატებაა, თუმცა ალისიას შეუძლია ნებისმიერ
დროს გადაიფიქროს და ისევ გაჩუმდეს.
დიომიდისმა თავი დამიქნია.
– ესეც მართალია. კონსილიუმი უნდა მოვაწყოთ, ალისია
ისევ გამოვიკვლიოთ და გამოვკითხოთ. მე, თქვენ და მმარ-
თველი კომპანიიდან კიდევ ვიღაც იქნება, ალბათ ჯულიანი,
უწყინარია...
– ძალიან წინ გარბიხართ. სულ არ მისმენთ. ჯერ ადრეა რა-
მის გაკეთება. ალისია შეშინდება. ნელა უნდა ვიმოქმედოთ.
– მმართველ კომპანიას აუცილებლად უნდა გავაგები-
ნოთ...
– ჯერ არა. შეიძლება სულ არ დაილაპარაკოს. მოდი, მოვი-
ცადოთ. ნაადრევ განცხადებებს მოვერიდოთ. ჯერ ადრეა.
დიომიდისმა თავი დამიქნია და მხარში ხელი მაგრად ჩა-
მავლო.
– კარგი ნამუშევარია. თქვენით ვამაყობ.
სიამაყის ნაპერწკალი ამენთო, თითქოს შვილი ვიყავი, რო-
მელიც მამამ შეაქო. ნამდვილად მინდოდა დიომიდისის გახა-
რება, მისი ნდობის გამართლება, რომ ჩემით ეამაყა. ძალიან
მესიამოვნა, რაც მითხრა. მღელვარების დასამალად სიგა-
რეტს მოვუკიდე.
– ახლა რა ვქნათ?
– მუშაობა განაგრძეთ.
– და სტეფანიმ რომ გაიგოს?
282
– ეგ საქმე მე მომანდეთ. თქვენ ალისიას მიხედეთ.
ასეც მოვიქეცი.

***
შემდეგი სეანსის დროს მე და ალისია უწყვეტად ვსაუბრობ-
დით. უფრო სწორად, ალისია საუბრობდა, მე ვუსმენდი. ცოტა
უცნაური იყო ამდენხნიანი დუმილის შემდეგ მისი მოსმენა. თა-
ვიდან გაუბედავად ლაპარაკობდა, იმ ადამიანივით, ხან-
გრძლივი შესვენების შემდეგ სიარულს ხელახლა რომ სწავ-
ლობს.
მალე სიჩქარე აკრიბა, მარჯვედ და ცოცხლად ალაპარაკ-
და, სიტყვებიც ისე დააწყო, თითქოს მდუმარე არასდროს ყო-
ფილა, შეიძლება ითქვას, რომ ასეც იყო.
სეანსის დასრულებისას ჩემს კაბინეტში დავბრუნდი, მაგი-
დას მივუჯექი და ყველაფრის ჩაწერა დავიწყე, სანამ ჯერ კიდევ
მახსოვდა. ყველაფერი ჩავიწერე, სიტყვასიტყვით, რაც შეიძ-
ლება ზუსტად.
თვითონ დარწმუნდებით, რაოდენ წარმოუდგენელი ამბა-
ვია. დაიჯერებთ თუ არა, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

თავი მეთერთმეტე

ფსიქოთერაპიის კაბინეტში ალისია ჩემ წინ იჯდა.


– სანამ დავიწყებთ, თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს.
ზოგიერთი რამ, რისი დაზუსტებაც მინდა... არანაირი პასუხი.
ალისია თავისი ამოუცნობი მზერით მიყურებდა.

283
– ყველაზე მეტად თქვენი დუმილი მაინტერესებს. მინდა გა-
ვიგო საუბარზე უარს რატომ ამბობდით?
ალისიას თითქოს ჩემმა შეკითხვამ იმედი გაუცრუა. შეტრი-
ალდა და ფანჯარაში გაიხედა.
რამდენიმე წუთი სიჩუმეში ვისხედით. ვცდილობდი მღელ-
ვარება ყველანაირად დამეფარა. ნუთუ გარღვევა დროებითი
იყო? ისევ ძველ ადგილს ვუბრუნდებით? ამას ვერ დავუშვებ-
დი.
– ალისია, ვიცი ძალიან რთულია. მაგრამ როგორც კი საუ-
ბარს დაიწყებთ, გულზე მოგეშვებათ.
არანაირი პასუხი.
– გთხოვთ სცადეთ. არ დანებდეთ, თქვენ ხომ ასეთი დიდი
ნაბიჯი გადადგით. ასე გააგრძელეთ. მითხარით... რატომ შეწ-
ყვიტეთ საუბარი.
ალისია მობრუნდა და ცივად შემომხედა.
დაბალი ხმით მიპასუხა.
– არაფერია... სათქმელი არაფერია.
– მაგას ვერ დავიჯერებ. ჩემი აზრით, სათქმელი ძალიან
ბევრია.
მხრების აჩეჩვა.
– შეიძლება. შეიძლება... მართალი ხართ.
– განაგრძეთ.
ალისიამ შეიცადა.
– თავიდან, როცა გაბრიელი... როცა ის მოკვდა, არ შემეძ-
ლო... ვცდილობდი, მაგრამ საუბარი არ შემეძლო. პირს ვა-
ღებდი, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. როგორც სიზმარში, რო-
ცა ყვირილი გინდა, მაგრამ არ შეგიძლია.
– შოკის მდგომარეობაში იმყოფებოდით, თუმცა, რამდენი-
მე დღის შემდეგ ხმა უნდა დაგბრუნებოდათ, ხომ ასეა?

284
– იმ დროისთვის... უკვე აზრი არ ჰქონდა, საკმაოდ გვიანი
იყო.
– საკმაოდ გვიანი? სასამართლოზე თავის დაცვა?
ალისიამ გამომხედა და გაიღიმა. არაფერი უთქვამს.
– მაშინ ის მითხარით, ხმის ამოღება რატომ გადაწყვიტეთ?
– პასუხი თვითონაც იცით.
– ვიცი?
– თქვენ გამო.
– ჩემ გამო? – გაოცებულმა გამოვხედე.
– „გროუვში“ თქვენი გამოჩენის გამო.
– და რა შეიცვალა?
– ყველაფერი შეიცვალა... – ალისიამ ხმას დაუწია და თვა-
ლი გამისწორა. – მინდოდა მიმხვდარიყავით, რა დამემართა.
ეს გრძნობა რას ჰგავდა. ეს მნიშვნელოვანია... თქვენ მიხვდე-
ბით.
– მინდა, რომ მივხვდე. დღიური სწორედ მაგიტომ მომე-
ცით, ხომ? გინდოდათ მივმხვდარიყავი. ჩემი აზრით, ხალხმა,
რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდით, მამაკაცზე თქვენი
მონაყოლი არ დაიჯერა. ალბათ გაინტერესებთ... მე თუ დავი-
ჯერე.
– თქვენ დამიჯერეთ. – ეს შეკითხვა კი არა, განცხადება
იყო.
თავი დავუქნიე.
– დიახ, დაგიჯერეთ. იქიდან ხომ არ დავიწყოთ? ბოლო ჩა-
ნაწერიდან, რომელშიც წერდით, რომ ის კაცი სახლში შემოიჭ-
რა. შემდეგ რა მოხდა?
– არაფერი.
– არაფერი?
თავი გააქნია.
– ის არ იყო.
285
– არ იყო? აბა, მაშინ ვინ იყო?
– ჟან-ფელიქსი. უნდოდა... გამოფენაზე სასაუბროდ მოვი-
და.
– თქვენი დღიურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სტუმრების
მიღების ხასიათზე ნამდვილად არ იყავით.
ალისიამ მხრების აჩეჩვით მიპასუხა.
– დიდხანს დარჩა?
– არა. ვთხოვე, რომ წასულიყო. არ უნდოდა, ძალიან გაბ-
რაზდა, მიყვირა კიდეც, მაგრამ ცოტა ხანში მაინც წავიდა.
– და შემდეგ? ჟან-ფელიქსის წასვლის შემდეგ რა მოხდა?
ალისიამ თავი გააქნია.
– არ მინდა ამაზე საუბარი.
– არა?
– ჯერ არა.
წამიერად ალისიამ პირდაპირ თვალებში შემომხედა, შემ-
დეგ კი მზერა გისოსებიანი ფანჯრის მიღმა, ღრუბლებით დაფა-
რულ ცას მიაპყრო. მისი თავის ასეთი მიტრიალება და ძლივს
შესამჩნევი ღიმილი ცოტა კეკლუცობად მეჩვენა. „სიამოვნე-
ბას იღებს, – გავიფიქრე ჩემთვის. – თავის ჭკუაზე რომ მატა-
რებს“.
– მაშინ რაზე ვისაუბროთ?
– არ ვიცი. არაფერზე. უბრალოდ, საუბარი მსურს.
და ჩვენ ვისაუბრეთ, ლიდიაზე, პოლზე, დედამისზე და იმ
ზაფხულზე, როცა ის დაიღუპა. ალისიასა და ჩემს ბავშვობაზე.
მამაჩემსა და იმ სახლში გატარებულ წლებზე მოვუყევი; ძალი-
ან აინტერესებდა, უნდოდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ჩემს
წარსულსა და იმაზე, რამაც ადამიანად ჩამომაყალიბა და იმად
მაქცია, რაც ვარ.
მახსოვს, იმაზე ვფიქრობდი, რომ უკანდასახევი გზა მოჭრი-
ლი მქონდა. ჩვენმა საუბარმა ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს
286
შორის ყველანაირი საზღვარი წაშალა. მალე შეუძლებელი
გახდება იმის გარკვევა, თუ ვინ ვინ არის.

თავი მეთორმეტე

მომდევნო დილას ისევ შევხვდით. ალისია რაღაც სხვანაი-


რი მეჩვენა, უფრო დაძაბული და უფრო ფრთხილი. მგონი იმი-
ტომ, რომ გაბრიელის სიკვდილის დღეზე საუბრისთვის ემზა-
დებოდა.
ჩემ წინ დაჯდა და მთელი საუბრის განმავლობაში თვალი
არ მოუცილებია. საუბარიც თვითონ დაიწყო; ნელა და გააზრე-
ბულად, ყველა სიტყვას ფრთხილად არჩევდა, თითქოს ტილო-
ზე ფუნჯს უსვამდა.
– იმ დღეს სახლში მარტო ვიყავი. ვიცოდი, რომ უნდა მეხა-
ტა, თუმცა ძალიან ცხელოდა და გულს ვერ ვუდებდი. მაგრამ
მაინც გადავწყვიტე მეცადა. ვენტილატორი ავიღე და ბაღში,
ჩემს სტუდიაში წავიღე, შემდეგ კი...
– შემდეგ?
– ტელეფონმა დარეკა. გარბიელი იყო, მითხრა, რომ გვიან
დაბრუნდებოდა.
– ყოველთვის ასე იქცეოდა? დაგვიანების შესახებ გატყო-
ბინებდათ?
ალისიამ უცნაურად შემომხედა, თითქოს ჩემი შეკითხვა
ეუცნაურა. თავი გააქნია.
– არა. რატომ მეკითხებით?
– იქნებ სხვა რამის გამო რეკავდა. იმის გასაგებად, თავს
როგორ გრძნობდით? დღიურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,
თქვენი სულიერი მდგომარეობა ძალიან აღელვებდა.
287
– ოჰ. – ალისიამ დაბნეულად გამომხედა და თავი დამიქ-
ნია. – ეს... სავსებით შესაძლებელია.
– მაპატიეთ... გაგაწყვეტინეთ. განაგრძეთ. რა მოხდა სატე-
ლეფონო ზარის შემდეგ?
– ის ვნახე.
– ვინ?
– ის კაცი. უფრო სწორად მისი ანარეკლი დავინახე ფანჯა-
რაში. სახელოსნოში იყო. ზუსტად ჩემ უკან იდგა.
ალისიამ თვალები დახუჭა და გაირინდა. ხანგრძლივმა სი-
ჩუმემ დაისადგურა.
– შეგიძლიათ აღმიწეროთ? როგორ გამოიყურებოდა. –
ვკითხე ჩუმად.
თვალები გაახილა და შემომხედა.
– მაღალი, ძლიერი აღნაგობის. სახეს ვერ ვხედავდი, ნიღა-
ბი ეკეთა, შავი ნიღაბი. თუმცა თვალები დავინახე, ორი ბნელი
ხვრელი. სინათლე საერთოდ არ იდგა მათში.
– როცა დაინახეთ, რა გააკეთეთ?
– არაფერი. ძალიან შემეშინდა. ვიდექი და ვუყურებდი.
ხელში დანა ეჭირა. ვკითხე, რა უნდოდა. არაფერი მიპასუხა.
ვუთხარი, რომ ფული სამზარეულოში, ჩანთაში მქონდა. თავი
გადააქნია და თქვა, რომ ფული არ სჭირდებოდა, შემდეგ კი
გაიცინა. საშინელი სიცილი ჰქონდა, მინას რომ გატეხს, ისე-
თი. დანა ყელზე მომადო. ბასრი პირი კანზე ვიგრძენი... სახ-
ლში შესვლა მიბრძანა.
ალისიამ თვალები დახუჭა. ამაზე საუბარი ძალიან უმძიმ-
და.
– სახელოსნოდან გამომიყვანა და სახლისკენ წავედით.
ქუჩაში გამავალ ჭიშკარს ვხედავდი, რამდენიმე მეტრში იყო,
ისე ახლოს ვიყავი... რომ უცებ გადამეკეტა... მივხვდი, რომ
გაქცევის ერთადერთი შანსი მქონდა. ხელი დავარტყი და გავ-
288
იქეცი. ჭიშკრისკენ გავიქეცი. – თვალები გაახილა და გაიღიმა.
– რამდენიმე წამი თავისუფალი ვიყავი. – ღიმილი გაუქრა. –
შემდეგ უკნიდან მომახტა და მიწაზე დავცვივდით... პირზე ხე-
ლი ამაფარა და ყელზე დანის ცივი პირი მომაბჯინა. მითხრა,
რომ თუ გავინძრეოდი, მომკლავდა. მცირე ხანს ასე ვიწექით
და სახეზე მის სუნთქვას ვგრძნობდი. ცუდი სუნი ამოსდიოდა.
შემდეგ წამომაყენა და სახლში შემათრია.
– მერე? რა მოხდა?
– კარი დაკეტა და ხაფანგში აღმოვჩნდი.
სუნთქვა დაუმძიმდა და წამოწითლდა. ვხვდებოდი, რომ ძა-
ლიან განიცდიდა, არ მინდოდა ზედმეტად ენერვიულა.
– ხომ არ შევისვენოთ?
თავი გააქნია.
– არა, მინდა ყველაფერს ბოლომდე მოვყვე. ამისთვის ძა-
ლიან ბევრი ვიცადე. მინდა, რომ ყველაფერი ამოვთქვა.
– დარწმუნებული ხართ? იქნებ რამდენიმე წუთით მაინც შე-
ვისვენოთ?
ჩაფიქრდა.
– სიგარეტი შეიძლება?
– სიგარეტი? არ მეგონა თუ ეწეოდით.
– არც ვეწევი. ადრე ვეწეოდი. მომცემთ?
– საიდან იცით, რომ ვეწევი?
– თამბაქოს სუნს ვგრძნობ.
– ო, – გავიღიმე და ცოტათი შემრცხვა. – კარგი, – წამოვ-
დექი. – მოდი, გარეთ გავიდეთ.

289
თავი მეცამეტე

ეზო პაციენტებით იყო სავსე. ჯგუფებად ირეოდნენ, ჭორა-


ობდნენ, რაღაცას განიხილავდნენ და ეწეოდნენ; ზოგიერთები
ხელებს ისრესდნენ და ფეხებს აბაკუნებდნენ.
ალისიამ სიგარეტი ტუჩებთან მიიტანა და თავისი გრძელი,
ნატიფი თითებით დაიჭირა, ცეცხლი ავანთე და მოვუკიდე. სი-
გარეტმა დაიტკაცუნა და წითლად აალდა. ალისიამ კვამლი
ღრმად შეისრუტა, თან თვალს არ მაცილებდა. თითქმის კმა-
ყოფილი სახე ჰქონდა.
– თქვენ არ აპირებთ მოწევას? თუ პაციენტთან ერთად მო-
წევა დაუშვებელია?
„ეს რა, მეხუმრება?“ – გავიფიქრე ჩემთვის. მაგრამ მართა-
ლი იყო, არ არსებობდა ისეთი წესი, რომელიც პერსონალსა
და პაციენტს ერთად მოწევას აუკრძალავდა, ამის მიუხედავად,
ყველა ვინც ეწეოდა, როგორც წესი, ამას მალავდა და მოსაწე-
ვად შენობის უკან გადიოდა, პაციენტების თვალწინ სიგარე-
ტით დგომას ერიდებოდნენ. აქ, ეზოში მასთან ერთად მოწე-
ვით ვგრძნობდი, რომ დიდ დანაშაულს ჩავდიოდი. შეიძლება
მეჩვენებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ გვითვალთვალებ-
დნენ. ვიგრძენი, კრისტიანი ფანჯრიდან როგორ გვიყურებდა.
მისი სიტყვები გამახსენდა: „მოსაზღვრე პიროვნების აშლი-
ლობის მქონე პაციენტები კარგი მაცდუნებლები არიან“. ალი-
სიას თვალებში ჩავხედე, ისინი სულაც არ იყვნენ მაცდურები,
არც მეგობრულები. მის თვალებში მახვილი ჭკუა იმალებოდა,
რომელიც ნელ-ნელა იღვიძებდა. ალისია ბერენსონი ის ძალა
იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გაგეთვალისწინებინა.
ამას ახლა ვხვდებოდი.
ალბათ სწორედ ამიტომ გაჭყიპა კრისტიანმა დამამშვიდებ-
ლებით. ვითომ იმის ეშინოდა, რაც შეიძლება გაეკეთებინა ან
290
ეთქვა? მისი ცოტათი მეც მეშინოდა. კი არ მეშინოდა, ვუფ-
რთხოდი, ვიცოდი, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი.
– რატომაც არა, მეც მოვწევ. – ვთქვი, სიგარეტი ამოვიღე
და მოვუკიდე.
მცირე ხანს ხმის ამოუღებლად ვეწეოდით, ერთმანეთს
თვალს არ ვაცილებდით, რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებ-
და. რაღაც მომენტში უხერხული ბავშვური სიმორცხვე ვიგრძე-
ნი და თვალი ავარიდე. ამის დასამალავად ეზოსკენ გავიხედე.
– ხომ არ გავისეირნოთ?
ალისიამ თავი დამიქნია.
– კარგი.
კედელთან სეირნობა დავიწყეთ, ეზოს პერიმეტრის გას-
წვრივ. დანარჩენი პაციენტები გვიყურებდნენ. ნეტა რაზე ფიქ-
რობდნენ. ალისიას ეს საერთოდ არ აინტერესებდა. თითქოს
ვერ ამჩნევდა. მცირე ხანს ჩუმად ვიყავით.
ბოლოს ალისიამ დაილაპარაკა.
– გინდათ განვაგრძო?
– თუ ასე გსურთ, დიახ... მზად ხართ?
ალისიამ თავი დამიქნია.
– დიახ.
– რა მოხდა, როცა სახლში აღმოჩნდით?
– იმ კაცმა თქვა, რომ.... დალევა უნდოდა. გაბრიელის
ერთ-ერთი ლუდი მივეცი. მე ლუდს არ ვსვამ. სახლში სხვა
არაფერი გვქონდა.
– და შემდეგ?
– საუბარი დაიწყო.
– რაზე?
– არ მახსოვს.
– არ გახსოვთ?
– არა.
291
გაჩუმდა.
დაველოდე, რამდენ ხანსაც მოთმინება მეყო, შემდეგ ისევ
მე დავილაპარაკე.
– მოდი, გავაგრძელოთ. სამზარეულოში იყავით. თავს რო-
გორ გრძნობდით?
– არ მახსოვს... ვერ ვიხსენებ საერთოდ რამეს თუ
ვგრძნობდი.
თავი დავუქნიე.
– მსგავს შემთხვევებში ასეთი რამ ხშირად ხდება. რეაქცი-
ის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგალითად „გაიქეცი“ ან
„იბრძოლე“, თქვენს შემთხვევაში მესამე ფორმასთან გვაქვს
საქმე, რომელიც ასევე საკმაოდ გავრცელებულია, მას „გაშეშ-
დი“ ჰქვია.
– არ გავშეშებულვარ.
– არა?
– არა. – მრისხანედ შემომხედა. – ძალებს ვიკრებდი. ვემ-
ზადებოდი... შესაბრძოლებლად და მოსაკლავად.
– გასაგებია და ამის გაკეთებას როგორ აპირებდით?
– გაბრიელის თოფით. ვიცოდი, ჯერ იქამდე უნდა მიმეღწია.
– სამზარეულოში იყო? იქ დადეთ? დღიურში ასე გეწერათ.
ალისიამ თავი დამიქნია.
– დიახ. კარადაში, ფანჯარასთან. – ღრმა ნაფაზი დაარტყა
და კვამლის გრძელი ნაკადი გამოუშვა. – ვუთხარი, რომ
წყლის დალევა მინდოდა. ჭიქის ასაღებად წავედი. რამდენიმე
ნაბიჯის გადადგმას მარადისობა დასჭირდა. კარადასთან მი-
ვედი, ხელის კანკალით გამოვაღე...
– და?
– შიგნით არაფერი იყო. თოფი გამქრალიყო. უცებ მისი ხმა
გავიგონე: „ჭიქები მარჯვენა კარადაშია“. შემოვბრუნდი და
თოფი ხელში ეჭირა. მიმიზნებდა და იცინოდა.
292
– და შემდეგ?
– შემდეგ?
– რაზე ფიქრობდით?
– რომ გაქცევის ერთადერთი შანსი მქონდა, ახლა კი, ახლა
ის მომკლავდა.
– მიგაჩნდათ, რომ უცნობი მოგკლავდათ?
– ვიცოდი, რომ ასე იზამდა.
– მაგრამ რატომ გააჯანჯლა? რატომ მაშინვე არ გესრო-
ლათ, როგორც კი სახლში შემოიჭრა?
ალისიამ არაფერი მიპასუხა. ჩემდა გასაკვირად, ტუჩებზე
ღიმილი აუთამაშდა.
– პატარა როცა ვიყავი, მამიდას კნუტი ჰყავდა. ტაბი ერქვა.
დიდად არ მიყვარდა, ველური იყო და ზოგჯერ მტორავდა. ბო-
როტი და სასტიკი იყო.
– განა ცხოველები ინსტინქტით არ მოქმედებენ? სისასტი-
კის გამოვლენაც შეუძლიათ?
ალისია ყურადღებით დამაკვირდა.
– შეუძლიათ, როგორ არა. ის სასტიკი იყო. მინდვრიდან
რაღაცები მოჰყავდა, მის მიერ დაჭერილი წრუწუნები ან ჩიტე-
ბი. ყოველთვის ნახევრად ცოცხლები იყვნენ. დაჭრილები,
მაგრამ ცოცხლები. ასე ჰყავდა და ეთამაშებოდა.
– გასაგებია. იმის თქმა გინდათ, რომ იმ კაცის ნადავლი
იყავით? რომ სადისტურად გეთამაშებოდათ? სწორად მივ-
ხვდი?
ალისიამ ნამწვი მიწაზე დააგდო და ფეხით გათელა.
– კიდევ ერთი მომეცით.
კოლოფი გავუწოდე. ერთი ამოიღო და თვითონ მოუკიდა.
მცირე ხანს ასე ეწეოდა.
– გაბრიელი სახლში რვაზე უნდა დაბრუნებულიყო. კიდევ
ორი საათი რჩებოდა. საათს ვუყურებდი. „რა იყო? – მკითხა
293
უცნობმა. – არ მოგწონს დროს ჩემთან როგორც ატარებ?“ მა-
ჯაზე თოფით მომეფერა. – ამის გახსენებაზე შეაკანკალა. –
ვუთხარი, რომ გაბრიელი სახლში წუთი-წუთზე დაბრუნდებო-
და. „მერე რა? – თქვა მან. – გგონია გადაგარჩენს?“
– რა უპასუხეთ?
– არაფერი. საათზე ყურება განვაგრძე... შემდეგ კი ტელე-
ფონმა დარეკა. გაბრიელი იყო. უცნობმა თოფი თავზე მიმაბჯი-
ნა და მითხრა, რომ მეპასუხა.
– გაბრიელმა რა გითხრათ?
– მითხრა, რომ გადაღებები სრულ კოშმარში გადაზრდი-
ლიყო და რომ მის გარეშე მევახშმა. ღამის ათ საათამდე ვერ
დაბრუნდებოდა. გავთიშე. „ჩემი ქმარი უკვე გზაშია, – ვუთხა-
რი მძარცველს. – წუთი-წუთზე იქნება. უნდა წახვიდეთ, სანამ
დაბრუნებულა“. უცნობმა გაიცინა. „გავიგონე როგორ გით-
ხრა, ათამდე ვერ დავბრუნდებიო, – მითხრა მან. – ორი საათი
გვაქვს. ბაწარი მოიტანე, წებოვანი ლენტიც წავა, უნდა დაგა-
ბა“. ისე მოვიქეცი, როგორც მითხრა. უკვე ვიცოდი, რომ უიმე-
დო მდგომარეობაში ვიყავი და ყველაფერი მალე დასრულდე-
ბოდა.
გაჩუმდა და შემომხედა. თვალებში ეტყობოდა, რომ ყველა-
ფერს ხელახლა განიცდიდა. მისგან ზედმეტად ბევრს ხომ არ
ვითხოვ-თქო, ისიც კი ვიფიქრე.
– იქნებ მცირე ხნით შეგვესვენა.
– არა, უნდა დავასრულო. ეს უნდა გავაკეთო.
საუბარი უფრო სწრაფად განაგრძო.
– ბაწარი არ მქონდა და სურათების ჩამოსაკიდი მავთული
მოვუტანე. სასტუმრო ოთახში შემაგდო, სასადილო მაგიდი-
დან ერთი სკამი გამოსწია და მითხრა დავმჯდარიყავი. კოჭებ-
ზე მავთული შემომახვია და სკამზე მიმაბა. ვგრძნობდი, რო-

294
გორ მიჭერდა. „გთხოვთ, არ გინდათ... გეხვეწებით“ – შევე-
ვედრე, მაგრამ არ მომისმინა. ხელები უკან შემიკრა. უკვე
დარწმუნებული ვიყავი, რომ მომკლავდა. ნეტა... ასეც მომ-
ხდარიყო.
ბოლო სიტყვები ზიზღით ამოთქვა და ამან ძალიან შემაში-
ნა.
– ასე რატომ ამბობთ?
– იმიტომ, რომ რაც მან ჩაიდინა, უარესი იყო.
წამიერად მეგონა, რომ ალისია ატირდებოდა, კინაღამ მის-
კენ წავედი, რომ ჩამეხუტებინა, მეკოცნა, დამემშვიდებინა და
მეთქვა, რომ აქ არაფერი ემუქრებოდა. თუმცა თავი დრო-
ულად შევიკავე. სიგარეტი წითელი აგურის კედელს მივაჭეჭ-
ყე.
– მგონი მზრუნველობა გჭირდებათ. მინდა, რომ თქვენზე
მე ვიზრუნო ალისია.
– არა, – თავი გააქნია. – ეს ის არ არის, რაც თქვენგან მინ-
და.
– აბა, რა გინდათ?
ალისიამ არ მიპასუხა. შეტრიალდა და შენობაში შევიდა.

თავი მეთოთხმეტე

ფსიქოთერაპიის კაბინეტში სინათლე ავანთე და კარი დავ-


ხურე. როცა შემოვბრუნდი, ალისია უკვე იჯდა, თუმცა თავის
ადგილზე კი არა, ჩემს ადგილზე.
ჩვეულებრივ შემთხვევაში აუცილებლად ვკითხავდი, ასე
რატომ მოიქცა, თუმცა ამჯერად არაფერი მითქვამს. თუ ჩემს

295
ადგილზე ჯდომა ნიშნავდა, რომ მართვის სადავეები მას ჰქონ-
და, ეს მართლაც ასე იყო. ერთი სული მქონდა, მისი ამბის და-
სასრულს როდის მოვისმენდი, განსაკუთრებით ახლა, როცა
დასასრულთან ასე ახლოს ვიყავით. ასე რომ, უბრალოდ დავ-
ჯექი და დაველოდე სანამ დაილაპარაკებდა. გაუნძრევლად
იჯდა, ნახევრად თვალდახუჭული.
როგორც იქნა, დაილაპარაკა:
– სკამზე მიბმული ვიჯექი, ოდნავ განძრევაზეც კი მავთული
კიდევ უფრო მაგრად მიჭერდა, სისხლიც წამომივიდა. ტკივი-
ლის შეგრძნება შვებას მგვრიდა, რადგან მომხდარზე აღარ
ვფიქრობდი, იმაზე, რომ გაბრიელს ვეღარ ვნახავდი და რომ
მალე მოვკვდებოდი.
– შემდეგ რა მოხდა?
– ასე ძალიან დიდხანს ვისხედით. უცნაურია, შიშზე რო-
გორც ცივ შეგრძნებაზე ისე ვფიქრობდი, სინამდვილეში ცეც-
ხლივით გწვავს. დაკეტილი ფანჯრებისა და ჩამოწეული ჟალუ-
ზების გამო ოთახში საშინლად ცხელოდა. ჰაერი მძიმე და და-
ხუთული იყო. ოფლის წვეთები შუბლიდან პირდაპირ თვალებ-
ში ჩამდიოდა. ალკოჰოლისა და მისი ოფლის სუნს ვგრძნობ-
დი. სულ სვამდა და გაუჩერებლად ლაპარაკობდა. თითქმის
არ ვუსმენდი, მსუქანი ბუზი ჟალუზსა და ფანჯარას შორის გაჩ-
ხერილიყო და მინას ეხეთქებოდა. უცნობი გაბრიელისა და
ჩემს ამბავს მეკითხებოდა. როგორ შევხვდით, ერთად რამდენ
ხანს ვიყავით და ბედნიერი ქორწინება თუ გვქონდა. მეგონა,
ლაპარაკში თუ გავართობდი, გადარჩენის მეტი შანსი მექნე-
ბოდა. ამიტომ ჩემზე, გაბრიელსა და ჩემს სამუშაოზე დასმულ
კითხვებს ვპასუხობდი. რაც უნდოდა, იმას ვეუბნებოდი და
დროის გაყვანას ვცდილობდი, თან თვალს საათისკენ ვაპა-
რებდი. მის წიკწიკს ყურს ვუგდებდი. და ათი საათიც მოვიდა.
შემდეგ თერთმეტის ნახევარი... გაბრიელი კი არ ჩანდა.
296
„– აგვიანდება, – თქვა უცნობმა. – შეიძლება საერთოდ არ
მოვიდეს.
– მოვა.
–კარგია, რომ აქ, შენ გვერდით ვარ“.
შემდეგ თერთმეტიც დადგა და მანქანის ხმა გავიგონე. ის
ფანჯარასთან მივიდა და თქვა: „ზუსტად რომ დროა“.

***
შემდეგ ყველაფერი სწრაფად მოხდა.
იმ კაცმა სკამი ისე შეატრიალა, რომ ალისიას კარისთვის
ზურგი ექცია. უთხრა, რომ გაბრიელს თავში ესროდა, სიტყვას
მაინც თუ იტყოდა. ამის შემდეგ გაუჩინარდა. ცოტა ხანში სი-
ნათლეც ჩაქრა და სიბნელემ დაისადგურა. შემოსასვლელში
კარი გაიღო და დაიხურა.
– ალისია? – დაიძახა გაბრიელმა.
პასუხი არავის გაუცია და ისევ დაიძახა. სასტუმრო ოთახში
შემოვიდა და დაინახა, რომ ბუხართან იჯდა, მისგან ზურგშექ-
ცევით.
– სიბნელეში რატომ ზიხარ? – ჰკითხა, თუმცა არავინ უპა-
სუხა. – ალისია?
ალისიას დაყვირება უნდოდა, მაგრამ თვალები სიბნელეს
უკვე მიჩვეოდა და ოთახის კუთხეში უცნობის მიერ დამიზნე-
ბულ თოფის ლულას ხედავდა.
– ალისია? – გაბრიელი მისკენ წამოვიდა. – რა მოხდა?
როგორც კი მისკენ ხელი გამოიწვდინა, უცნობი სამალავი-
დან გამოხტა, ალისიამ დაიკივლა, მაგრამ უკვე გვიანი იყო,
გაბრიელი უკვე იატაკზე ეგდო, ის კაცი კი ზემოდან ეწვა. უც-
ნობმა კონდახი მოიქნია და თავში ჩაარტყა, ყრუ ხმა გაისმა,
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, გაბრიელმა გონება დაკარგა და
297
სისხლი წამოუვიდა. უცნობმა წამოაყენა, სკამზე დააჯინა და
მავთულით მიაბა. გაბრიელი გონზე მოვიდა და გაიბრძოლა.
– რა ჯანდაბაა? რას...
ნიღბიანმა თოფი ასწია და დაუმიზნა, სროლის ხმა გაისმა.
შემდეგ კიდევ ერთი და კიდევ ერთი. ალისიამ კივილი დაიწყო.
უცნობმა სროლა განაგრძო. თავში ექვსჯერ ესროლა. შემდეგ
შაშხანა იატაკზე დააგდო.
იქაურობა ისე დატოვა, ხმა არ ამოუღია.

თავი მეთხუთმეტე

აი, მტკიცებულებაც. ალისია ბერენსონს ქმარი არ მოუკ-


ლავს. უცნობი მძარცველი მათ სახლში შეიჭრა, გაბრიელი
სრულიად უმიზეზოდ მოკლა, შემდეგ კი ღამეში გაუჩინარდა.
ალისია სრულიად უდანაშაულო იყო.
ეს იმ შემთხვევაში, თუ მის მონაყოლს დაიჯერებდით. მე არ
დავიჯერე. არც ერთი მისი სიტყვა.
აშკარა შეუსაბამობებსა და უზუსტობებს თუ არ ჩავთვლი-
დით, მაგალითად, იმას, რომ გაბრიელისთვის ექვსჯერ არ უს-
ვრიათ, ხუთჯერ ესროლეს, მეექვსე ტყვია ჭერს მოხვდა; ალი-
სია სკამზე მიკრული კი არა, შუა ოთახში მდგარი იპოვეს, მა-
ჯები ჰქონდა დასერილი. ალისიას ისიც არ უხსენებია, რომ უც-
ნობმა სკამიდან ახსნა, არც ის უთქვამს ამ ყველაფრის შესახებ
პოლიციას თავიდანვე რატომ არ შეატყობინა. არა, ალისია
იტყუებოდა, ვიცოდი, რომ ასე იყო. ეს ძალიან მაღიზიანებდა,
მაღიზიანებდა ის, რომ პირდაპირ სახეში მიყურებდა და ასე
უაზროდ მატყუებდა. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ მცდის-მეთქი,
298
ამოწმებს დავიჯერებ თუ არა მის მონათხრობს, თუ ასეა, მაშინ
ამას არ შევარჩენ.
ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი.
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ალისიამ პირველმა დაილა-
პარაკა.
– დავიღალე.
თავი დავუქნიე.
– მოდი, ხვალ განვაგრძოთ. – თქვა მან.
– არის კიდევ რამე სათქმელი?
– დიახ. კიდევ ერთი რამ.
– ძალიან კარგი. ხვალ შევხვდებით.
იური დერეფანში იცდიდა. ალისია თავის ოთახში გააცილა,
მე ჩემს კაბინეტში წავედი.
როგორც უკვე აღვნიშნე, წლების პრაქტიკამ სეანსზე მოს-
მენილის დაუყოვნებლივ ფურცელზე გადატანას მიმაჩვია. გა-
სული ორმოცდაათი წუთის განმავლობაში ნათქვამის ზუსტად
ჩაწერის უნარს ფსიქოთერაპევტისთვის გადამწყვეტი მნიშვნე-
ლობა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი რამ დავიწყებას
მიეცემა და ემოციების უშუალობაც დაიკარგება.
მაგიდას მივუჯექი და ყველაფერი, რაც ჩვენ შორის მოხდა
სწრაფად ჩავწერე. როცა დავასრულე, ჩანაწერებს ხელი და-
ვავლე და დერეფანში გავვარდი.
დიომიდისის კაბინეტის კარზე დავაკაკუნე. არავის უპასუ-
ხია. კიდევ ერთხელ დავაკაკუნე. ისევ არავინ გამცა პასუხი. კა-
რი გავაღე და ვიწრო დივანზე მძინარე დიომიდისი დავინახე.
– პროფესორო? – დავუძახე ჩუმად, პასუხი არ გამცა, შემ-
დეგ უფრო ხმამაღლა, – პროფესორო დიომიდის?
გაიღვიძა და წამოხტა. ნამძინარევი თვალებით შემომხედა.
– რა იყო? რა მოხდა?
– უნდა დაგელაპარაკოთ. მოგვიანებით გამოვიდე?
299
დიომიდისმა შუბლი შეჭმუხნა და თავი გააქნია.
– ხანმოკლე სიესტა მქონდა. სადილის შემდეგ სულ ასე ვა-
კეთებ. ეს ძალიან მეხმარება. ხომ ხვდები, ისეთი ახალგაზ-
რდაც არა ვარ. – დაამთქნარა და წამოდგა. – შემოდი, თეო.
თქვენი სახით თუ ვიმსჯელებთ, რაღაც აუცილებელია.
– მგონი ასეა.
– ალისია?
თავი დავუქნიე და მაგიდის მეორე მხარეს დავჯექი. დიომი-
დისი მაგიდას მიუჯდა. თმა ცალ მხარეს გადავარდნოდა და
თვალებიც ნამძინარევი ჰქონდა.
– იქნებ მოგვიანებით შემოვიარო?
დიომიდისმა თავი გააქნია. დოქიდან წყალი ჩამოისხა.
– ახლა უკვე გაღვიძებული ვარ. აბა, გისმენთ, რა მოხდა?
– ალისიას ვესაუბრე... თქვენი რჩევა მჭირდება.
დიომიდისმა თავი დამიქნია. უფრო გამოცოცხლდა და და-
ინტერესებული სახე მიიღო.
– განაგრძეთ.
ჩემი ჩანაწერების კითხვა დავიწყე. ალისიას სიტყვები რაც
შეიძლება ზუსტად გავუმეორე: უცნობი მამაკაცი, რომელიც
უკან დაჰყვებოდა, სახლში შემოიჭრა, მძევლად აიყვანა და
გაბრიელი მოკლა.
როცა კითხვა დავასრულე, ხანგრძლივმა სიჩუმემ დაისად-
გურა. დიომიდისს სახეზე არაფერი შესტყობია. უჯრიდან სიგა-
რების ყუთი ამოიღო. პატარა ვერცხლისფერი გილიოტინა
ამოიღო, სიგარის წვერი მიუშვირა და მოჭრა.
– მოდი კონტრგადასვლით დავიწყოთ. თქვენი ემოციური
გამოცდილების შესახებ მომიყევით. სულ თავიდან დაიწყეთ.
როცა მის ამბავს გიყვებოდათ, რას განიცდიდით?
მცირე ხნით ჩავფიქრდი.
– ალბათ აღელვებას... მღელვარებას და შიშს.
300
– შიშს? ეს თქვენი შიში იყო თუ ალისიას მონაყოლით გა-
მოწვეული შიში?
– ალბათ ორივე.
– და რისი გეშინოდათ?
– დარწმუნებული არ ვარ. ალბათ მარცხის. ძალიან ბევრი
ვიწვალე ამაზე.
დიომიდისმა თავი დამიქნია.
– კიდევ, რის?
– იმედგაცრუების. ჩვენი სეანსების დროს ეს ხშირად მე-
მართებოდა.
– და სიბრაზის?
– მგონი მაგისიც.
– იმ იმედგაცრუებულ მამასავით იყავით, ბავშვს რომ ვერა-
ფერს უხერხებს?
– დიახ. მინდა დავეხმარო, მაგრამ არ ვიცი, უნდა თუ არა
ჩემი დახმარება.
თავი დამიქნია.
– მოდი, ბრაზზე ვილაპარაკოთ. თავს რით ავლენდა?
ჩავფიქრდი.
– სეანსების ბოლოს ხშირად თავი საშინლად მტკიოდა.
დიომიდისმა თავი დამიქნია.
– ზუსტად. ორგანიზმი ამისგან გათავისუფლებას ცდილობ-
და. „პრაქტიკანტი, რომელიც არ ღელავს, აუცილებლად ცუ-
დად გახდება“. იცით, ეს ვინ თქვა?
– არა. – მხრები ავიჩეჩე. – ავადაც ვარ და ვღელავ კიდეც.
დიომიდისმა გაიღიმა.
– თან პრაქტიკანტიც აღარ ხართ, თუმცა ეს გრძნობები ბო-
ლომდე არასდროს ქრება. – სიგარა აიღო. – გარეთ გავიდეთ
და მოვწიოთ.

301
***
სახანძრო გასასვლელთან მივედით. დიომიდისი სიგარას
აბოლებდა და მოსმენილზე ფიქრობდა. ბოლოს, როგორც იქ-
ნა, ხმა ამოიღო.
– იტყუება.
– გაბრიელის მკვლელ უცნობს გულისხმობთ? მეც ასე მგო-
ნია.
– მარტო მასზე არა.
– აბა, კიდევ რაზე?
– ყველაფერი ტყუილია, მთელი მისი ამბავი გამოგონი-
ლია. ერთი სიტყვისაც არ მჯერა.
გაოგნებული მივაჩერდი. მეგონა, რომ ალისიას მონაყო-
ლის რაღაც ნაწილს არ დაიჯერებდა, ნამდვილად არ მოველო-
დი, რომ მთელ მის მონაყოლს ეჭვქვეშ დააყენებდა.
– თავდამსხმელზე რასაც ამბობს, არ გჯერათ?
– არა. არა მგონია, საერთოდ არსებობდეს. ეს მისი ფანტა-
ზიის ნაყოფია, თავიდან ბოლომდე.
– ასე რატომ ხართ დარწმუნებული?
დიომიდისმა უცნაურად გამიღიმა.
– ამას ინტუიცია დაარქვით. ასეთ ადამიანებთან მუშაობის
მრავალწლიანი გამოცდილება. – შეწინააღმდეგება ვცადე,
მაგრამ ხელის აწევით გამაჩერა. – შეგიძლიათ არ დამეთან-
ხმოთ, თეო. ალისიასთან მუშაობაში იმდენად ხართ ჩაფლუ-
ლი, რომ თქვენი გრძნობები ძაფის გორგალივით ერთმანეთ-
შია გადახლართული. ჩემი მოვალეობა სწორედ ამ გორგალის
გახსნაში მდგომარეობს, თქვენი და მისი გრძნობების გან-
ცალკევებაში. როგორც კი ამას განსაზღვრავთ და დისტანცია-
საც აღადგენთ, სიცხადეც გამოჩნდება და ალისია ბერენსონ-
თან მუშაობასაც სულ სხვაგვარად მიუდგებით.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ.
302
– მოდი, პირდაპირ გეტყვით, ჩემი აზრით, მთელი ეს წარ-
მოდგენა იმიტომ მოაწყო, რომ თქვენით მანიპულირება შეძ-
ლოს. ეს ყველაფერი სპეციალურად გაითამაშა, თქვენში კე-
თილშობილური... და რომანტიკული გრძნობები რომ აღეძრა.
თავიდანვე მივხვდი, რომ ალისიას გადარჩენა გინდოდათ.
დარწმუნებული ვარ, ალისიაც ხვდება ამას და თქვენს მოხიბ-
ვლასაც ახერხებს.
– კრისტიანივით ლაპარაკობთ. არ შევუცდენივარ. ნამდვი-
ლად შემწევს უნარი, რომ პაციენტის ამგვარ მცდელობებს შე-
ვეწინააღმდეგო. ჩემზე არასწორი წარმოდგენა გაქვთ, პრო-
ფესორო.
– ეს თქვენ გაქვთ არასწორი წარმოდგენა ალისიაზე.
მსგავსი წარმოდგენების მოწყობა ეხერხება. – დიომიდისმა
თავი გააქნია და ნაცრისფერ ღრუბლებს ახედა. – დაუცველი
ქალი, რომელსაც თავს დაესხნენ, მარტოხელა და დაუცველი.
ალისიამ საკუთარი თავი მსხვერპლად გამოიყვანა, უცნობი
კაცი კი ბოროტმოქმედად. სინამდვილეში ალისია და ის კაცი
ერთი და იგივე ადამიანია. გაბრიელი მან მოკლა. დამნაშავეა
და ამას დღემდე ვერ ეგუება. გახლეჩილი და გაორებულია,
ამიტომ რაღაცებს იგონებს, უდანაშაულო მსხვერპლი ხდება,
თქვენ კი მისი გადამრჩენელი ხართ და ეთანხმებით რა მის
წარმოსახვას, ამით დანაშაულზე პასუხისმგებლობის მოხსნა-
შიც ეხმარებით.
– ვერ დაგეთანხმებით. არა მგონია, ტყუოდეს, ყოველ შემ-
თხვევაში, შეგნებულად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,
ალისიას სჯერა, რომ მის მიერ მოყოლილი ამბავი მართალია.
– დიახ, სჯერა. ალისიას მართლაც თავს დაესხნენ, ოღონდ
ეს მისივე ფსიქიკამ გააკეთა.
ვიცოდი, რომ ასე არ იყო, მაგრამ აღარ შევკამათებივარ.
ნამწვი ჩავაქრე.
303
– თქვენი აზრით, როგორ უნდა ვიმოქმედო?
– აიძულეთ, რომ სიმართლეს თვალებში ჩახედოს. მხო-
ლოდ ამის შემდეგ გაუჩნდება გამოჯანმრთელების შანსი. აგ-
რძნობინეთ, რომ მის მიერ მოყოლილი ამბის არ გჯერათ. გა-
მოიწვიეთ. აიძულეთ სიმართლე გითხრათ.
– და თქვენი აზრით, ასეც იზამს?
მხრები აიჩეჩა.
– ეს, – სიგარის კვამლი გამოუშვა. – უკვე არავინ იცის.
– ძალიან კარგი. ხვალ გავესაუბრები.
დიომიდისმა შეწუხებულმა გამომხედა, პირი გააღო, თით-
ქოს რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა. თავი და-
მიქნია და სიგარის ნამწვი ჩააქრო.
– ხვალ იყოს.

თავი მეთექვსმეტე

სამსახურის შემდეგ ქეთის პარკში ისევ დავედევნე. რასაკ-


ვირველია საყვარელი იმავე ადგილას ელოდებოდა. ერთმა-
ნეთს მოზარდებივით აკოცეს და ხელებიც უფათურეს.
ქეთიმ ჩემკენ გამოიხედა, წამიერად მომეჩვენა, რომ დამი-
ნახა, მაგრამ არა. საყვარლის გარდა, ვერავის ხედავდა. ამჯე-
რად შევეცადე კარგად შემეთვალიერებინა, თუმცა სახე წესიე-
რად ვერ გავარჩიე, მიუხედავად ამისა, მისი სხეულის აგებუ-
ლება მეცნობოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ადრე სად-
ღაც მენახა.კემდენისკენ წავიდნენ და ერთ ჩამონგრეულ პაბში
შევიდნენ, „ვარდი და გვირგვინი“ ერქვა. მოპირდაპირე კაფე-
ში შევედი და დაველოდე. ერთი საათის შემდეგ გამოვიდნენ.
304
ქეთი ყელზე ეკიდებოდა და კოცნიდა. მცირე ხანს ქუჩაში
იკოცნავეს. ვუყურებდი და სიძულვილით ვიწვოდი.
როგორც იქნა, ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სხვადასხვა
მიმართულებით წავიდნენ. ქეთი არ მაინტერესებდა.
ამ ტიპს გავყევი.
ავტობუსის გაჩერებაზე გაჩერდა, მის უკან დავდექი, ზურ-
გსა და ფართო მხრებს ვუყურებდი. როგორ მინდოდა ხელი
მეკრა და ავტობუსის ბორბლებში ჩამეგდო, მაგრამ თავი შევი-
კავე. ავტობუსში ჩაჯდა, მეც მივყევი.
მეგონა პირდაპირ სახლში წავიდოდა, მაგრამ არა. რამდე-
ნიმე ავტობუსი გამოიცვალა. შორიდან ვაკვირდებოდი. ისტ-
ენდში წავიდა, სადაც უშველებელ საწყობში საათ-ნახევარი
გაუჩინარდა. შემდეგ გზა სხვა ავტობუსით განაგრძო. ტელე-
ფონზე რამდენჯერმე დარეკა, დაბალი ხმით საუბრობდა და
ხითხითებდა. მაშინვე ვიფიქრე, რომ ქეთის ესაუბრებოდა.
იმედგაცრუებასა და გულგატეხილობას კიდევ უფრო მეტად
ვგრძნობდი. თუმცა, უკან დახევას არ ვაპირებდი.
ბოლოს, როგორც იქნა, სახლისკენ გაემართა – ავტობუსი-
დან ჩამოვიდა და მშვიდ ქუჩაზე შეუხვია, ისევ ტელეფონზე სა-
უბრობდა. უკან მივყევი, დისტანციის დაცვას ვცდილობდი. ქუ-
ჩაში არავინ იყო. შემობრუნების შემთხვევაში, აუცილებლად
დამინახავდა, თუმცა არ შემობრუნებულა.
სახლს ჩავუარე, რომელსაც ქვებითა და კაქტუსებით გა-
ფორმებული ბაღი ჰქონდა. დაუფიქრებლად ვმოქმედებდი,
სხეული თითქოს თავისით მოძრაობდა, დაბალ კედელს გადა-
ვევლე, ბაღში გადავძვერი და ქვა ავიღე. ხელებში მის სიმძი-
მეს ვგრძნობდი. ხელებმა უკვე იცოდნენ, რაც უნდა ექნათ, მი-
სი დამპალი თავი უნდა გაეხეთქათ. ასე ტრანსში ჩავარდნილი
ჩუმად მივყევი უკან, სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი.

305
მალე საკმარისად ახლოს ვიყავი. ქვა ავწიე და თავში ჩარ-
ტყმას ვაპირებდი. მზად ვიყავი მისთვის თავი გამეჩეჩქვა. ცო-
ტაც და ამას ვიზამდი. ისევ ტელეფონზე საუბრობდა, ეს რომ
არა, აუცილებლად შემამჩნევდა.
უკვე დარტყმას ვაპირებდი და...
ზუსტად ჩემ უკან, მარცხენა მხარეს, სახლის კარი გაიღო და
ხმამაღალი საუბარი მომესმა, ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ
და მადლობას უხდიდნენ. ჩემ წინ ქეთის საყვარელი გაჩერდა
და სახლისკენ გაიხედა. გვერდზე გავდექი და ხეებში შევიმა-
ლე. ვერ დამინახა.
შემდეგ გზა განაგრძო, მე კი ადგილზე დავრჩი. უცებ აზრზე
მოვედი, ქვა ხელიდან გამივარდა და მიწაზე ხმაურით დაეცა.
ხეს ამოფარებულმა თვალი გავაყოლე. ერთ სახლთან გაჩერ-
და, გასაღები ამოიღო, კარი გააღო და შიგნით შევიდა.
რამდენიმე წამში სამზარეულოში სინათლე აინთო.
გვერდულად იდგა, ფანჯრიდან ოდნავ მოშორებით. ქუჩი-
დან ოთახის ნახევარი მოჩანდა. ვიღაცას ელაპარაკებოდა,
აქედან ვერ ვხედავდი, ვინ იყო. თან ესაუბრებოდა, თან ღვინის
ბოთლს ხსნიდა. ერთად დასხდნენ და ივახშმეს. თანამესუფ-
რის სახის დანახვა წამიერად მაინც მოვახერხე. ქალი იყო. ვი-
თომ მისი ცოლი? წესიერად მისი სახე ვერ გავარჩიე. ხელი
მოხვია და აკოცა.
ესე იგი, მარტო მე არ მღალატობდნენ. ჩემს ცოლთან კოც-
ნაობის შემდეგ სახლში დაბრუნდა და ის საჭმელი ჭამა, რომე-
ლიც ამ ქალმა მოუმზადა, თითქოს არაფერი მომხდარა. ამას
ასე არ დავტოვებ, რაღაც უნდა ვქნა, მაგრამ, რა? მიუხედავად
დიდი სურვილისა, იქვე მიმეძაღლებინა, მკვლელი მაინც არ
ვარ. მისი მოკვლა ვერ შევძელი.
რაღაც უფრო ჭკვიანური უნდა მოვიფიქრო.

306
თავი მეჩვიდმეტე

ალისიას ყველაფერი პირდაპირ უნდა ვუთხრა. უნდა გამო-


ვუტყდე, რომ გაბრიელის მკვლელ კაცზე ტყუილს ამბობს და
ვაიძულო, რომ სიმართლეს თვალი გაუსწოროს.
სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხე.
მისაღებში იური მელოდებოდა.
– თეო, უნდა დაგელაპარაკოთ...
– რა მოხდა?
კარგად დავაკვირდი. თითქოს ერთ ღამეში დაბერებული-
ყო; მოტეხილი, ფერწასული და დანაოჭებული სახე ჰქონდა.
რაღაც ცუდი მოხდა.
– უბედური შემთხვევა მოხდა. ალისიას ზედოზირება მო-
უვიდა.
– რა? ხომ არ...
იურიმ თავი გააქნია.
– ცოცხალია, თუმცა...
– მადლობა ღმერთს...
– კომაშია. ძალიან ცუდ მდგომარეობაში.
– სად არის?
იურიმ დახურული დერეფნები გამატარა და ინტენსიური
თერაპიის განყოფილებაში შემიყვანა.
ალისია ცალკე პალატაში იწვა. ელექტროკარდიოგრაფს
და ხელოვნური სუნთქვის აპარატს იყო მიერთებული. თვალე-
ბი დახუჭული ჰქონდა.
კრისტიანი იქ იყო, კიდევ ერთ ექიმთან ერთად. გადაუდებე-
ლი დახმარების ექიმთან შედარებით, რომელიც მისი ნამზეუ-
რით თუ ვიმსჯელებდით, შვებულებიდან ახალი დაბრუნებულ-

307
უნდა ყოფილიყო, კრისტიანს მკვდარივით გაფითრებული სა-
ხე ჰქონდა. თუმცა რუჯის მიუხედავად, კრისტიანთან ერთად
მყოფი ექიმიც დაღლილი ჩანდა.
– ალისია როგორ არის?
ექიმმა თავი გააქნია.
– ვერ არის კარგად. იძულებული გავხდით კომატოზურ
მდგომარეობაში გადაგვეყვანა, სუნთქვამ უღალატა.
– რა დალია?
– რომელიღაც ოპიოდი. მგონი „ჰიდროკოდონი“.
იურიმ თავი დაუქნია.
– მის ოთახში აბების ცარიელი ქილა ეგდო.
– ვინ იპოვა?
– მე, – თქვა იურიმ. – საწოლთან იწვა, იატაკზე. არ სუნ-
თქავდა, თავიდან მეგონა მკვდარი იყო.
– იცის ვინმემ, აბები როგორ იშოვა?
იურიმ კრისტიანს გახედა, რომელმაც მხრები აიჩეჩა.
– ყველამ იცის, რომ პაციენტები წამლებით ვაჭრობენ.
– ელიფი ვაჭრობს. – ვცადე გამოცნობა.
კრისტიანმა თავი დამიქნია.
– ჰო, მეც ასე მგონია.
პალატაში ინდირა შემოვიდა. ალისიასთან მივიდა და და-
ხედა, თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა.
– ეს სხვებზეც საშინლად იმოქმედებს. მსგავსი შემთხვევა
უკან რამდენიმე თვით დაგვხევს.
ჩამოჯდა, ალისიას ხელი აიღო და მოეფერა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატს გავხედე. მცირე ხანს სიჩუ-
მემ დაისადგურა.
– ჩემი ბრალია, – ვთქვი დამწუხრებით.
ინდირამ თავი გააქნია.
– თქვენ აქ არაფერ შუაში ხართ, თეო.
308
– მასზე უკეთ უნდა მეზრუნა.
– რაც შეგეძლოთ, გააკეთეთ. ალისიას დაეხმარეთ და ძა-
ლიან წინ წახვედით, სხვებმა ეს ვერ მოახერხეს.
– დიომიდისს თუ გააგებინეთ?
კრისტიანმა თავი გააქნია.
– ჯერ ვერ დავუკავშირდით.
– მობილურზე დაურეკეთ?
– კი და სახლის ტელეფონზეც. რამდენჯერმე.
იურიმ შუბლი შეჭმუხნა.
– მაგრამ... პროფესორი დიომიდისი აქ იყო.
– აქ იყო?
– დღეს დილით ვნახე, დერეფნის მეორე მხარეს. სადღაც
ეჩქარებოდა. მგონი, ის იყო.
– უცნაურია. ალბათ სახლში წავიდა. კიდევ ერთხელ და-
ურეკეთ, კარგი?
იურიმ თავი დამიქნია. სადღაც სხვაგან იხედებოდა, რო-
გორც ჩანს, მომხდარი გულთან ძალიან მიიტანა.
კრისტიანის პეიჯერი ახმაურდა, ის მოულოდნელობისგან
შეხტა და იურისთან და გარუჯულ ექიმთან ერთად პალატა
სწრაფად დატოვა.
ინდირამ შეიცადა და დაბალი ხმით მკითხა:
– ალისიასთან მარტო დარჩენა ხომ არ გინდათ?
თავი დავუქნიე, ხმის ამოღების თავიც არ მქონდა. ინდირა
წამოდგა, თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მომიჭირა და
გავიდა.
ალისია და მე მარტო დავრჩით.
საწოლთან ჩამოვჯექი და მისი ხელი ავიღე, რომლის ზურ-
გზეც კათეტერი იყო მიმაგრებული. მაჯაზე ხელი ფრთხილად
გადავუსვი, მისი ვენები და თვითმკვლელობის მცდელობის-
გან დარჩენილი იარები შევიგრძენი.
309
ანუ სულ ეს არის. ყველაფერი ასე დასრულდა. ალისია ისევ
მდუმარედაა და ამჯერად ეს მდუმარება სამარადისოდ გაგ-
რძელდება.
ნეტა დიომიდისი რას იტყვის. როგორ აღუწერს ყველაფერს
კრისტიანი. ჩემს დასადანაშაულებლად რაღაც მიზეზს გამო-
ძებნის. თითქოს ემოციები, რომლებიც სეანსის დროს პაციენ-
ტში გამოვიწვიე, მისთვის ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა, „ჰიდ-
როკოდონი“ იპოვა და მისი საშუალებით თავის დამშვიდება
სცადა. „ზედოზირება შემთხვევით მოხდა, – ჩამესმა დიომიდი-
სის სიტყვები, – თუმცა რაც მან ჩაიდინა, თავის მოკვლას უფ-
რო ჰგავდა“. ამით ყველაფერი დასრულდება.
მაგრამ არ შეიძლება ასე დასრულდეს.
რაღაც გამოგვრჩა. მნიშვნელოვანი დეტალი, წვრილმანი,
რომელიც ვერავინ შეამჩნია, თვით იურიმაც კი, როცა ალისია
უგონოდ იპოვა. აბების ცარიელი ქილა მაგიდაზე იდო, რამდე-
ნიმე აბი ძირს ეგდო, აქედან გამომდინარე დაასკვნეს, რომ ზე-
დოზირება დაემართა.
თუმცა თითებით მის მაჯაზე ძლივს შესამჩნევი სილურჯე
შევნიშნე, პატარა ლაქა, რომელიც სულ სხვა რამეზე მიუთი-
თებდა.
წერტილის მაგვარი ნაჩხვლეტი ვენასთან – მომცრო ნახ-
ვრეტი, რომელსაც კანქვეშა ინიექციებისთვის განკუთვნილი
მინიატიურული ნემსით აკეთებდნენ. ესე იგი, ალისიას თავის
მოკვლის მიზნით აბები არ გადაუყლაპავს, მორფინის დიდი
დოზა შეუყვანეს. ზედოზირება კი არ დაემართა, მისი მოკვლა
სცადეს.

310
თავი მეთვრამეტე

დიომიდისი საათ-ნახევარში გამოჩნდა. შეხვედრაზე იყო


მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, შემდეგ მეტ-
როში გაიჭედა, იქ კი მობილური ძალიან ცუდად იჭერს. ჩემს
დასაძახებლად იური გამოგზავნა.
იურიმ კაბინეტში შემოიხედა.
– პროფესორი დიომიდისი გელოდებათ. სტეფანისთან ერ-
თად არის.
– გმადლობთ, ახლავე მოვალ.
დიომიდისის კაბინეტისკენ წავედი. ყველაზე უარესს ველო-
დი. კლინიკას განტევების ვაცი სჭირდებოდა და ის მე ვიქნებო-
დი. მსგავსი რამ ბროდმურში უკვე ნანახი მქონდა, პაციენტე-
ბის თვითმკვლელობის შემთხვევაში, ყველაფერი იმას
ჰბრალდებოდა, ვინც მსხვერპლთან ყველაზე ახლოს იყო, იქ-
ნებოდა ეს ექთანი, ფსიქოთერაპევტი თუ მკურნალი ექიმი. ეჭ-
ვი არ მეპარებოდა, რომ სტეფანის ჩემი სისხლი სწყუროდა.
კარზე დავაკაკუნე და შევედი. სტეფანი და დიომიდისი მა-
გიდის აქეთ-იქიდან იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. მათი
მდუმარებით თუ ვიმსჯელებდით, ცხარე კამათი გაეჩაღები-
ნათ.
პირველმა დიომიდისმა დაილაპარაკა. ხელებს აღელვებუ-
ლი იქნევდა.
– ცუდადაა ჩვენი საქმე. ძალიან ცუდად. უკეთეს დროს ეს
ვერც მოხდებოდა. მმართველ კომპანიას ჩვენს დასახურად კი-
დევ ერთი მიზეზი მიეცა.
– არა მგონია, მმართველი კომპანიის გადაწყვეტილება
ჩვენი მთავარი პრობლემა იყოს, – თქვა სტეფანიმ. – ყველაზე
მთავარი პაციენტების უსაფრთხოებაა. უნდა გავარკვიოთ,

311
ზუსტად რა მოხდა. – მე მომიბრუნდა. – ინდირამ თქვა, რომ
ელიფს წამლების ვაჭრობაში დასდეთ ბრალი, ასეა? ალისიამ
„ჰიდროკოდონი“ სწორედ ასე იშოვა?
შევიცადე.
– მტკიცებულებები არ მაქვს. რამდენჯერმე გავიგონე, ექ-
თანები ამაზე როგორ ლაპარაკობდნენ. მაგრამ აქ სულ სხვა
რამის სათქმელად მოვედი...
სტეფანიმ ხელის აწევით გამაჩერა.
– ვიცით, რაც მოხდა. ეს ელიფს არ ჩაუდენია.
– არა?
– საექთანოსთან ჩავლისას კრისტიანმა დაინახა, რომ წამ-
ლების კარადა ღია იყო და ადგილზე არავინ ჩანდა. იურის კა-
რადის დაკეტვა დაავიწყდა. წამლის აღება ნებისმიერს შეეძ-
ლო. კრისტიანმა იქვე მოფუსფუსე ალისიაც შენიშნა და ძალი-
ან გაუკვირდა, ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
– რა კარგია, რომ კრისტიანი ამ დროს იქ აღმოჩნდა.
დამცინავი ხმა მქონდა, თუმცა სტეფანიმ ამას ყურადღება
არ მიაქცია.
– იურის ასეთი დაუდევრობა მარტო კრისტიანს არ შეუნიშ-
ნავს. მეც ხშირად ვამჩნევდი უსაფრთხოების წესების მიმართ
მის დაუდევრობას. პაციენტებთანაც ზედმეტად მეგობრული
იყო. საკუთარ სახელს უფრთხილდებოდა. მიკვირს მსგავსი
რამ უფრო ადრეც რომ არ მოხდა.
– გასაგებია, – ყველაფერს მივხვდი. ასე მშვიდად იმიტომ
მელაპარაკებოდა, რომ მსხვერპლი უკვე არჩეული ჰყავდა.
განტევების ვაცი იური იყო.
– იური ყოველთვის ყურადღებიანი იყო, – ვთქვი და დი-
ომიდისს გავხედე, იმედი მქონდა, რომ მხარს ამიბამდა. – ნამ-
დვილად არა მგონია...
დიომიდისმა მხრები აიჩეჩა.
312
– ალისიას ყოველთვის ჰქონდა თვითმკვლელობისკენ
მიდრეკილება. ყველას მშვენივრად გვესმის, თუ ადამიანს თა-
ვის მოკვლა უნდა, ხელი როგორც უნდა შევუშალოთ და რაც
უნდა მოვიმოქმედოთ, ამას მაინც გააკეთებს.
– განა ჩვენი სამუშაოც ეს არ არის? – წამოიძახა სტეფანიმ.
– მსგავსი რამეებისთვის ხელის შეშლა?
– არა. – დიომიდისმა თავი გააქნია. – ჩვენი სამუშაო პაცი-
ენტების გამოჯანმრთელებაა. მაგრამ ჩვენ ღმერთი არ ვართ.
სიკვდილსა და სიცოცხლეს ვერაფერს მოვუხერხებთ. ალისია
ბერენსონს სიკვდილი უნდოდა. თავისას მიაღწია, ნაწილობ-
რივ მაინც.
ვყოყმანობდი ჩავრეულიყავი თუ არა, ან ახლა, ან არასო-
დეს, ვუთხარი ჩემს თავს.
– ამაში ეჭვი მეპარება, – ვთქვი. – არა მგონია, ეს თვით-
მკვლელობის მცდელობა იყოს.
– თქვენი აზრით, უბედური შემთხვევაა?
– არც უბედური შემთხვევა არ არის.
დიომიდისმა ცნობისმოყვარედ გამომხედა.
– რის თქმას ცდილობთ, თეო? სხვა რა შეიძლება იყოს?
– იმით დავიწყოთ, რომ იურის ალისიასთვის აბები არ მი-
უცია.
– ანუ კრისტიანს შეეშალა?
– არა, კრისტიანი იტყუება.
დიომიდისი და სტეფანი გაოგნებული მომაჩერდნენ. იქამ-
დე განვაგრძე, სანამ რაიმის თქმას მოასწრებდნენ.
სწრაფად მოვყევი ყველაფერს, რაც ალისიას დღიურში წა-
ვიკითხე: რომ გაბრიელის მკვლელობამდე კრისტიანი ალისი-
ას კერძოდ მკურნალობდა; რომ მის გარდა არაოფიცია-
ლურად კიდევ რამდენიმე პაციენტი ჰყავდა. სასამართლო

313
პროცესის დროს დაიმალა, „გროუვში“ მოსვლის დროს კი
არაფერი თქვა იმის შესახებ, რომ ალისიას იცნობდა.
– სულაც არ არის გასაკვირი, რომ მისი ალაპარაკების
მცდელობასაც ეწინააღმდეგებოდა, – ვთქვი ბოლოს. – თუ
ალისია ხმას ამოიღებდა, ეს კრისტიანისთვისაც ცუდი იქნებო-
და.
სტეფანი გაოგნებული მომაჩერდა.
– ანუ რას ამბობთ? იმის თქმა გინდათ, რომ...
– დიახ, სწორედ მაგის. ეს ზედოზირება არ არის. მკვლე-
ლობის მცდელობაა.
– ალისიას დღიური სად არის? – მკითხა დიომიდისმა. –
თქვენ გაქვთ?
თავი გავაქნიე.
– უკვე აღარ. ალისიას დავუბრუნე. მის ოთახში უნდა იყოს.
– მაშინ უნდა ვიპოვოთ. – დიომიდისი სტეფანის მიუბრუნ-
და. – მაგრამ ჯერ პოლიცია უნდა გამოვიძახოთ. არ მეთანხმე-
ბით?

თავი მეცხრამეტე

ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა.


პოლიციელები „გროუვს“ მოედვნენ, კითხვებს სვამდნენ,
ფოტოებს იღებდნენ, ალისიას სახელოსნო და ოთახი დალუ-
ქეს. გამოძიებას უფროსი ინსპექტორი სტივ ალენი უძღვებო-
და, მძიმე აღნაგობის მელოტი მამაკაცი, უშველებელი საკით-
ხავი სათვალით, რომლის მინებიც თვალებს ამახინჯებდა და

314
ისე სასაცილოდ ადიდებდა, ცნობისმოყვარედ გადმოკარკლუ-
ლი გეგონებოდა.
– ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ფაბერ.
– თეო დამიძახეთ.
– ოფიციალური ჩვენების მიცება მოგიწევთ. კიდევ ერ-
თხელ დაგიკავშირდებით.
– დიახ, რა თქმა უნდა.
ინსპექტორ ალენს დიომიდისის კაბინეტი დაეკავებინა, კა-
რამდე მიმაცილა. მას შემდეგ, რაც უმცროს ოფიცერს ჩვენება
მივეცი, დერეფანში გავჩერდი და დაველოდე. სულ მალე პო-
ლიციის ოფიცერმა კრისტიანი მოიყვანა. შეწუხებული სახე
ჰქონდა, აშკარა იყო, რომ ეშინოდა და თავს დამნაშავედაც
გრძნობდა. ძალიან მიხაროდა, რომ ბრალს წაუყენებდნენ.
მოცდის გარდა, სხვა არაფერი მრჩებოდა. „გროუვიდან“
გამოსვლისას „აკვარიუმს“ ჩავუარე. შიგნით შევიხედე და გა-
ოცებული, ადგილზე გავქვავდი.
იური ელიფს რაღაც წამლებს აძლევდა, ელიფი კი ფულს
უკუჭავდა.
გარეთ გამოსვლისას ელიფმა შემნიშნა და სახეზე ზიზღი და
სიძულვილი გამოეხატა.
– ელიფ, – დავუძახე.
– გააჯვი. – მომაძახა და მოსახვევში გაუჩინარდა.
„აკვარიუმიდან“ იური გამოვიდა. ჩემს დანახვაზე ყბა ჩა-
მოუვარდა და გაოცებული მომაჩერდა.
– ვ... ვერ შეგნიშნეთ.
– რა თქმა უნდა.
– ელიფს წამლის მიღება დაავიწყდა. კუთვნილი დოზა მი-
ვეცი.
– გასაგებია.

315
ესე იგი, იური ელიფს ამარაგებს. ნეტა კიდევ რა საქმეებს
აგვარებს. როგორც ჩანს, ძალიან ვიჩქარე, სტეფანისთან ასე
თავდადებით რომ დავიცავი. აწი უფრო ყურადღებით დავაკ-
ვირდები.
– თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს, ბატონ მარტენს რა მო-
ვუხერხოთ?
– ვის გულისხმობთ? – ვკითხე გაოცებით. – ჟან-ფელიქს
მარტენს? რა სჭირს?
– რამდენიმე საათია, რაც აქ არის. დილით ალისიას სანა-
ხავად მოვიდა და მას შემდეგ აქ იცდის.
– რა? რატომ არაფერი მითხარით? ანუ მთელი ეს დრო აქ
იყო?
– მაპატიეთ, რაც დღეს მოხდა, იმის გამო თავიდან ამომი-
ვარდა. მნახველთა ოთახშია.
– კარგი. წავალ და დაველაპარაკები.
მისაღებისკენ ჩავედი, თან გზაში ახლახან მოსმენილზე
ვფიქრობდი. ჟან-ფელიქსმა აქ მოსვლა გადაწყვიტა? ნეტა, რა
უნდოდა და მისი ახლა მოსვლა რას ნიშნავდა?
მნახველთა ოთახისკენ წავედი, თუმცა იქ აღარავინ დამ-
ხვდა.

თავი მეოცე

„გროუვიდან“ გამოვედი და სიგარეტს მოვუკიდე. გავიგო-


ნე, რომ ვიღაც მეძახდა. მოვიხედე, ჟან-ფელიქსის დანახვას
ველოდი, თუმცა სულ სხვა ვინმე აღმოჩნდა.
მაქს ბერენსონი იყო. მანქანიდან გადმოვიდა და ჩემკენ გა-
მოიქცა.
316
– რა ჯანდაბაა? – იყვირა მან. – რა მოხდა? – ბრაზისგან სა-
ხე წამოსწითლებოდა. – „გროუვიდან“ დამირეკეს და ალისია-
ზე მითხრეს. რა დაემართა?
უკან დავიხიე.
– უნდა დამშვიდდეთ, ბატონო ბერენსონ.
– დავმშვიდდე? ჩემი რძალი კომაში თქვენი გაუფრთხი-
ლებლობითაა...
მაქსმა მუშტი შემართა, მეგონა, დამარტყამდა.
მაგრამ ტანიამ შეაჩერა. ისიც გაბრაზებული იყო, ოღონდ
ჩემზე კი არა, მაქსზე.
– შეწყვიტე, მაქს! ღვთის გულისთვის. საკმარისი არ არის,
რაც მოხდა? თეო აქ არაფერ შუაშია!
მაქსმა ყურადღება არ მიაქცია და ისევ მე მომიბრუნდა.
თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
– ალისია თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, – იღრიალა
მან. – ეს როგორ დაუშვით? როგორ?
თვალები ცრემლებით აევსო. ემოციებს არც კი მალავდა.
იდგა და ტიროდა. ტანიას გავხედე. აშკარა იყო, რომ ალისია-
სადმი ქმრის დამოკიდებულების შესახებ ყველაფერი იცოდა.
დარცხვენილი და განადგურებული ჩანდა. ხმაც არ ამოუღია,
ისე შებრუნდა და მანქანისკენ წავიდა.
მინდოდა მაქსს, რაც შეიძლება, სწრაფად გავცლოდი, ამი-
ტომ გზა განვაგრძე.
თავს შეურაცხყოფის მთელი ნაკადი დამატყდა, მეგონა, გა-
მომეკიდებოდა, თუმცა ადგილზე დარჩა მოტეხილი და განად-
გურებული, საცოდავად ღრიალებდა.
– პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით. ჩემი საბრალო ალი-
სია... ჩემი გოგონა... ამისთვის პასუხს აგებთ! გესმით?
ყვიროდა, მე კი გზას განვაგრძობდი. მალე მისი ხმა მიწ-
ყნარდა და მარტო დავრჩი, სიარული მაინც არ შემიწყვეტია.
317
თავი ოცდამეერთე

იმ სახლს დავუბრუნდი, სადაც ქეთის საყვარელი ცხოვ-


რობდა. ერთი საათი ვიდექი და ვიცდიდი. როგორც იქნა, კარი
გაიღო და გამოვიდა. თვალი გავაყოლე. ნეტა, სად მიდის? ქე-
თისთან შესახვედრად? მცირე ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე
არ გავყოლოდი, მის სახლთან დარჩენა და თვალთვალი ვარ-
ჩიე.
ფანჯარაში მისი ცოლი ჩანდა. თავი ვალდებულად ჩავთვა-
ლე, დავხმარებოდი. ის და მე უკვე ერთნი ვიყავით: ორი უმან-
კო მსხვერპლი, მოტყუებული და განადგურებული. მას სჯერა,
რომ ამ კაცს უყვარს, მაგრამ ასე არ არის.
შეიძლება ვცდები, იქნებ ღალატის შესახებ იცის კიდეც. იქ-
ნებ თავისუფალი ურთიერთობის მომხრეა და თვითონაც იმა-
ვეს აკეთებს? არა მგონია. მიამიტი სახე ჰქონდა. აუცილებლად
უნდა ვუთხრა ყველაფერი. ვუთხრა, რომ ადამიანი, ვისთანაც
სარეცელს იყოფს, ღალატობს. სხვა გზა არა მაქვს. უნდა და-
ვეხმარო.
მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე იმ სახლთან მივდი-
ოდი. ერთ დღესაც სახლიდან სასეირნოდ გამოვიდა. უკან გავ-
ყევი, თან დისტანციას ვიცავდი. რაღაც მომენტში მომეჩვენა,
რომ შემამჩნია, რომც შევემჩნიე, მისთვის მხოლოდ ერთი ჩვე-
ულებრივი უცნობი ვიყავი. მცირე ხნით იქაურობა დავტოვე და
რაღაცები შევიძინე. ცოტა ხანში ისევ დავბრუნდი. გზის მო-
პირდაპირე მხარეს, სახლთან დავდექი და ისევ დავინახე, ფან-
ჯარასთან როგორ იდგა.
გეგმა არ მქონდა, მარტო გაურკვეველი, ჩამოუყალიბებე-
ლი ჩანაფიქრი, რომელსაც უნდა მივყოლოდი. გამოუცდელი
მხატვრის არ იყოს, წინასწარ ვიცოდი, რაც გამოვიდოდა, უბ-
რალოდ, სასურველი შედეგისთვის როგორ მიმეღწია, ამას
318
ვერ ვხვდებოდი. მცირე ხანს შევიცადე და სახლისკენ წავედი.
ჭიშკარი მოვსინჯე, ღია იყო, და ბაღში შევედი. სისხლში ადრე-
ნალინის მოწოლა ვიგრძენი, კერძო საკუთრებაში ვიჭრებო-
დი.
შემდეგ დავინახე, რომ უკანა კარი იღებოდა. დასამალი ად-
გილის ძიება დავიწყე. მინდვრის იქით, საზაფხულო სახლი და-
ვინახე და მაშინვე მისკენ წავედი. გულს ბაგაბუგი გაუდიოდა.
ვითომ დამინახა? მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე. უკანდასახე-
ვად უკვე გვიანი იყო. უკანა ჯიბეს მივწვდი, ახლახან შეძენილი
„ბალაკლავის“ ნიღაბი ამოვიღე და გავიკეთე. ხელთათმანიც
ჩამოვიცვი.
სახლში შემოვიდა. ტელეფონზე ლაპარაკობდა: „კარგი,
საყვარელო. რვაზე გნახავ. ჰო... მეც მიყვარხარ“.
საუბარი დაასრულა, ვენტილატორი ჩართო და მის წინ
დადგა, ჰაერი თმას უწეწავდა. ფუნჯი აიღო და მოლბერტთან
მივიდა. ჩემკენ ზურგშექცევით იდგა, ფანჯრის წინ, უცებ მინაში
ჩემი ანარეკლი დაინახა, მგონი პირველად დანა შეამჩნია. ად-
გილზე გაშეშდა და ნელა შემობრუნდა. შიშისგან თვალები
გაჰფართოებოდა. სიბნელეში ერთმანეთს მივჩერებოდით.
ასე აღმოვჩნდი პირველად ალისია ბერენსონის პირისპირ.
დანარჩენი უკვე თვითონაც იცით.

319
ნაწილი მეხუთე

„მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკ-


ვლოც რომ ვიყო, გამაშავებენ“.

იობი 9:20

თავი პირველი - ალისია ბერენსონის დღიური

23 თებერვალი

ეს-ესაა თეო წავიდა. მარტო ვარ და მინდა ყველაფერი რაც


შეიძლება სწრაფად ჩავიწერო. ბევრი დრო არ მაქვს. უნდა მო-
ვასწრო, სანამ ამის ძალა შემწევს.
თავიდან მეგონა ჭკუიდან ვიშლებოდი. ამაზე ფიქრი სულ
უფრო ადვილი იყო, ვიდრე ის, რომ ეს ყველაფერი სინამდვი-
ლეში მოხდა. მაგრამ გიჟი არ ვარ. არა. პირველად, როცა ფსი-
ქოთერაპიის კაბინეტში შევხვდი, ბოლომდე დარწმუნებული
არ ვიყავი, რაღაც მეცნობოდა, თუმცა სხვა რამეც იყო. მისი
თვალები ვიცანი, მარტო ფერი კი არა, მოხაზულობაც. სიგარე-
ტისა და პარსვის შემდგომი ლოსიონის იგივე სუნი ასდიოდა.
სიტყვების გამოთქმა, წარმოთქმის მანერა, მაგრამ არა ხმის
ტემბრი, ის სულ სხვაგვარი ჰქონდა. ბოლომდე დარწმუნებუ-
ლი არ ვიყავი, სანამ მომდევნო სეანსზე საკუთარი თავი თვი-
თონვე არ გაყიდა. იგივე სიტყვები თქვა, ზუსტად იგივე ფრაზა,
320
რაც სახლში შემოჭრისას წარმოთქვა და რაც გონებაში სამუ-
დამოდ ჩამრჩა: „მინდა დაგეხმაროთ... უნდა მომენდოთ. სი-
მართლე ის არის, რომ მინდა თვალები აგიხილოთ“.
როგორც კი ეს გავიგონე, მაშინვე თავსატეხის ყველა ნაწი-
ლი თავის ადგილზე დადგა.
ის იყო.
რაღაც დამემართა, თითქოს ცხოველური ინსტინქტი დამე-
პატრონა. მისი მოკვლა მინდოდა. მომეკლა ან თვითონ მოვე-
კალი, თავს დავესხი, მინდოდა დამეხრჩო, თვალები ამომე-
ჩიჩქნა და თავი გამეჩეჩქვა. ვერაფერს გავხდი, გამაკავეს,
ნარკოტიკით გამჭყიპეს და გამომკეტეს. ამის შემდეგ უკვე თა-
ვი დავკარგე. ისევ ეჭვი გამიჩნდა – იქნებ შევცდი? იქნებ ყვე-
ლაფერი მოვიგონე? იქნებ ის არ იყო?
როგორ შეიძლება ეს თეო იყოს? რა აზრი აქვს აქ მოსვლას
და ასე დაცინვას? შემდეგ კი ყველაფერს მივხვდი. მთელი ეს
სისულელე ჩემს დახმარებაზე გეგმის ყველაზე გულისამრევი
ნაწილია. ამისგან კაიფობს. სიამოვნებს, ასეთს რომ მხედავს,
აი, რატომ მოდის. იმისთვის დაბრუნდა, რომ სიამოვნება მი-
იღოს.
„მინდა დაგეხმაროთ... უნდა მომენდოთ. სიმართლე ის
არის, რომ მინდა თვალები აგიხილოთ“.
ახლა თვალები ნამდვილად ამეხილა. მინდა იცოდეს, რომ
ყველაფერი ვიცი. ასე რომ, მოვატყუე გაბრიელი როგორც
მოკვდა. სანამ ვსაუბრობდი, შევატყვე, რომ ტყუილს მიმიხ-
ვდა. ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და მიხვდა, რომ ვიცანი.
კიდევ რაღაც იყო მის თვალებში, რაც მანამდე არასდროს შე-
მინიშნავს. შიში. ჩემი ეშინია, იმისი, რასაც შეიძლება მოვყვე.
ჩემი ხმის გაგონებამაც კი შეაშინა.
სწორედ ამიტომ დაბრუნდა რამდენიმე წუთის წინ. ამჯერად
არაფერი უთქვამს. ხმა საერთოდ არ ამოუღია. მაჯაზე ხელი
321
მომკიდა და ვენაში ნემსი ჩამარჭო. წინააღმდეგობა არ გამი-
წევია. დაე, გააკეთოს, რაც ჩაიფიქრა. ეს დავიმსახურე. დასჯა
დავიმსახურე. დამნაშავე ვარ, ისევე როგორც ის. სწორედ ამი-
ტომ გადავწყვიტე, ამის ჩაწერა, რომ პასუხი აგოს იმისთვის,
რაც ჩაიდინა.
უნდა ვიჩქარო. უკვე ვგრძნობ, როგორ მეკიდება – ის, რაც
გამიკეთა მოქმედებას იწყებს. მეძინება. დაწოლა და დაძინება
მინდა... მაგრამ ჯერ არა. ფხიზელი უნდა დავრჩე. წერა უნდა
დავასრულო და ამჯერად სიმართლე ვთქვა.
იმ ღამით, თეო სახლში შემოიჭრა და დამაბა, როცა გაბ-
რიელი სახლში დაბრუნდა, გათიშა. თავიდან მეგონა, რომ
მკვდარი იყო, მაგრამ შემდეგ დავინახე, რომ სუნთქავდა. წა-
მოაყენა და სკამზე მიაბა, სკამი ჩემ უკან დადგა, რომ ერთმა-
ნეთი ვერ დაგვენახა.
– გეხვეწებით, არაფერი დაუშავოთ, – ვევედრებოდი. –
რაც გინდათ, ყველაფერს გავაკეთებ.
თეომ გაიცინა. ჭირივით შემძულდა ეს სიცილი, ცარიელი,
ცივი და უგულო იყო.
– დავუშავო? – თავი გააქნია. – ახლა სულს გავაცხებინებ.
მართლა იყო ამის გამკეთებელი.
ისე შემეშინდა ტირილი დავიწყე. ვქვითინებდი და ვევედ-
რებოდი.
– რაც გინდათ ყველაფერს გავაკეთებ, გთხოვთ ნუ მოკ-
ლავთ, გეხვეწებით. სიკვდილს არ იმსახურებს. უკეთილშობი-
ლესი ადამიანია, მიყვარს, ძალიან მიყვარს...
– მომიყევით, ალისია. მითხარით, როგორ გიყვართ. რო-
გორ გგონიათ, მას უყვარხართ?
– ვუყვარვარ, – მივუგე მაშინვე.
გავიგონე, საათი როგორ წიკწიკებდა. თითქოს საუკუნე გა-
ვიდა, სანამ პასუხს გამცემდა.
322
– მაგას ახლავე ვნახავთ, – შავი თვალებით მომაჩერდა და
თითქოს უფსკრულში ჩავიხედე. იმ არსებას ვუყურებდი, რომე-
ლიც ადამიანიც კი არ იყო. ჩემ წინ ბოროტების განსახიერება
იდგა.
სკამს შემოუარა და გაბრიელს წინ დაუდგა. თავის მიტრია-
ლება ვცადე, მაგრამ ვერაფერი დავინახე. საშინელი ჭახანი
გაისმა, გაბრიელს სახეში ჩაარტყა. ისევ და ისევ, სანამ არ გა-
მოცოცხლდა და რაღაცის ბურტყუნი არ დაიწყო.
– გამარჯობა გაბრიელ.
– შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ?
– დაქორწინებული ადამიანი. ასე რომ, მშვენივრად მეს-
მის, რას ნიშნავს, ვინმე რომ გიყვარს. ისიც მესმის, როგორია,
როცა გღალატობენ.
– რას ბოდავ?
– მხოლოდ მშიშარა უღალატებს საყვარელ ადამიანს. შენ
მშიშარა ხარ, გაბრიელ?
– წადი შენი.
– შენს მოკვლას ვაპირებდი. მაგრამ ალისიამ მთხოვა, ეს
არ მექნა. ასე რომ, არჩევანს მოგცემ, ან შენ მოკვდები ან ალი-
სია. შენი გადასაწყვეტია.
მშვიდად ლაპარაკობდა. უემოციოდ. მცირე ხანს ჩაფიქრდა
და უცებ ამოთქვა.
– არა... ჰო. ან ალისია მოკვდება, ან შენ. არჩევანი შენზეა,
გაბრიელ. მოდი ვნახოთ რამხელაა შენი მისდამი სიყვარული.
მისთვის სიცოცხლეს გაწირავ? ათი წამი გაქვს... ათი... ცხრა...
– არ დაუჯერო, – ვიყვირე მაშინვე. – მაინც ორივეს მოგ-
ვკლავს. მიყვარხარ...
– ... რვა... შვიდი...
– ვიცი, გიყვარვარ გაბრიელ...
– ... ექვსი... ხუთი...
323
– გიყვარვარ...
– ოთხი... სამი...
– გაბრიელ, თქვი, რომ გიყვარვარ...
– ... ორი...
შემდეგ კი გაბრიელმა ხმა ამოიღო. თავიდან მისი ხმა ვერც
ვიცანი. წვრილი, ძლივს გასაგონი, პატარა ბიჭის ხმა ჰქონდა.
ბავშვის, რომელსაც ხელში სიკვდილისა და სიცოცხლის ძა-
ლაუფლება ეპყრა.
– სიკვდილი არ მინდა, – თქვა მან.
სიჩუმე ჩამოწვა. ყველაფერი გაჩერდა. ჩემ შიგნით ყველა
უჯრედი მოკვდა, თითქოს ყვავილს ფურცლები სცვიოდა. ჟას-
მინის ყვავილი მიწაზე დავარდა. ნუთუ მისი სუნიც ვიგრძენი?
ჰო, ტკბილი ჟასმინის არომატი...
თეო გაბრიელს მოშორდა და ჩემთან მოვიდა. მის ხმას
ძლივს ვარჩევდი.
– ხედავ ალისია? ვიცოდი, გაბრიელი რომ მშიშარა იყო,
ჩემს ცოლს ჩუმად ჟიმავდა. ერთადერთი ბედნიერება დამინ-
გრია. ჩემკენ გადმოიხარა. – ვწუხვარ, ამის გაკეთება რომ მი-
წევს. მართალი გითხრა, ახლა, როცა უკვე სიმართლე იცი...
რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას.
თოფი ასწია და თავში დამიმიზნა. თვალები დავხუჭე. გაბ-
რიელის ყვირილი მომესმა:
– არ ესროლო, არ ესროლო, არ...
ტკაცუნი და გასროლა, ისეთი ხმამაღალი, რომ სხვა ხმები
გადაფარა. მცირე ხნით სიჩუმემ დაისადგურა, მეგონა მკვდა-
რი ვიყავი.
მაგრამ არ გამიმართლა.
თვალები გავახილე. თეო ისევ იქ იყო, იარაღი ჭერისთვის
დაემიზნებინა. გაიღიმა. თითი ტუჩებთან მიიდო, რაც იმას ნიშ-
ნავდა, რომ ხმა არ უნდა ამომეღო.
324
– ალისია? – დაიძახა გაბრიელმა. – ალისია!
გაბრიელის ქვითინი მესმოდა, მობრუნებას და ჩემს დანახ-
ვას ცდილობდა.
– რა უქენი ნაბიჭვარო. დამპალო ნაბიჭვარო!
ღმერთო...
თეომ მაჯები გამიხსნა, შაშხანა იატაკზე დააგდო, ლოყაზე
ნაზად მაკოცა და გავიდა, კარის ჯახუნი გავიგონე.
მარტო დავრჩით. გაბრიელი ქვითინებდა, სიტყვებს ძლივს
გამოთქვამდა, წამდაუწუმ ჩემს სახელს იმეორებდა.
– ალისია, ალისია...
ხმას არ ვიღებდი.
– ალისია, ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა...
ხმას არ ვიღებდი.
– ალისია, პასუხი გამეცი, ალისია, ო, ღმერთო...
მდუმარედ დავრჩი. ხმას როგორ ამოვიღებდი, გაბრიელმა
სასიკვდილოდ გამწირა.
მკვდარი არ ლაპარაკობს.
ფეხები გავითავისუფლე, წამოვდექი და თოფი ავიღე. ცხე-
ლი და მძიმე იყო. შემოვუარე და მის წინ დავდექი. ცრემლები
ღაპაღუპით მოსდიოდა. ჩემს დანახვაზე თვალები გაუფარ-
თოვდა.
– ალისია, ცოცხალი ხარ. მადლობა ღმერთს...
ძალიან მინდა იმის თქმა, რომ ამ გასროლით ყველა დამ-
ცირებულისა და გულგატეხილის სახელით შური ვიძიე, რომ
გაბრიელს ისეთივე ტირანის თვალები ჰქონდა, როგორც მა-
მაჩემს, მაგრამ ტყუილს ვეღარ ვიტყვი. სიმართლე ის არის,
რომ გაბრიელს ჩემი თვალები ჰქონდა, მე კი მისი. რაღაც მო-
მენტში ადგილები გავცვალეთ.
ახლა ყველაფერს ვხვდები. უსაფრთხოდ არასდროს ვიქნე-
ბი. ვერც ვერავინ შემიყვარებს. ყველა ჩემი იმედი, ყველა ოც-
325
ნება სრულიად განადგურდა, მხოლოდ სიცარიელეღა დარჩა.
მამაჩემი მართალი იყო. სიცოცხლეს არ ვიმსახურებდი. არა-
რაობად ვიქეცი. გაბრიელმა სწორედ ეს გამიკეთა.
სიმართლე ეს არის. მე არ მომიკლავს გაბრიელი. ეს მან
მომკლა. მე მხოლოდ სასხლეტს გამოვკარი.

თავი მეორე

– ამაზე სამწუხარო რა უნდა იყოს. – თქვა ინდირამ. – ის,


რაც ადრე ვიღაცას ეკუთვნოდა, ახლა მუყაოს ერთ ყუთში ეტე-
ვა.
თავი დავუქნიე და პალატაში მწუხარედ მიმოვიხედე.
– მართლაც საოცარია, – განაგრძო ინდირამ. – რა ცოტა
ნივთები აქვს ალისიას. დანარჩენ პაციენტებს იმდენი ხარახუ-
რა უგროვდებათ... მას კი მხოლოდ რამდენიმე წიგნი, ნახატი
და ტანსაცმელი აქვს.
სტეფანის განკარგულებით, მე და ინდირა ალისიას პალა-
ტას ვათავისუფლებდით.
– არა მგონია, კომიდან გამოვიდეს, – გვითხრა სტეფანიმ.
– ჩვენ კი საწოლი სასწრაფოდ გვჭირდება.
ძირითადად, ხმის ამოუღებლად ვმუშაობდით, მხოლოდ
იმაზე ვკამათობდით, რა გადაგვეგდო და რა შეგვენახა. მის
ნივთებს ფრთხილად ვათვალიერებდი, მინდოდა იმაში დავ-
რწმუნებულიყავი, რომ არაფერი გაიპარებოდა ისეთი, რაც
საფრთხეს შემიქმნიდა.
ნეტა ამდენი ხნის მანძილზე დღიურს სად მალავდა. ყოველ
პაციენტს „გროუვში“ პირადი ნივთების მცირე რაოდენობით
326
შემოტანის უფლება ჰქონდა. ალისიას ჩანახატების უშველებე-
ლი საქაღალდე აღმოაჩნდა, ალბათ დღიური ნახატებს შორის
დამალა. საქაღალდე გავხსენი და ნახატებს გადავხედე, ძირი-
თადად, დაუსრულებელი ჩანახატები და მონახაზები იყო. ერ-
თი-ორი ფანქრის გავლება და ფურცელზე საკმაოდ დასამახ-
სოვრებელი, კარგად ნაცნობი გამოსახულება ცოცხლდება.
ჩანახატი ინდირას ვუჩვენე.
– ეს თქვენ ხართ.
– რა? არა.
– ასეა, თქვენ ხართ.
– მართლა? – ინდირას სახე გაებადრა და ფურცელს დააკ-
ვირდა. – ასე გგონიათ? არასდროს დავუხატივარ. როდის მო-
ასწრო? ხომ კარგი შესრულებულია?
– დიახ. სამახსოვროდ დაიტოვეთ.
ინდირამ სერიოზული სახე მიიღო და ფურცელი უკან და-
მიბრუნა.
– ამას ვერ ვიზამ.
– რა თქმა უნდა, იზამთ. წინააღმდეგი არ იქნებოდა. ვერა-
ვინ გაიგებს.
– ალბათ ვერ გაიგებს. – ინდირამ ელიფის მიერ გაფუჭე-
ბულ, კედელზე მიყუდებულ ნახატს გახედა, რომელზეც ალი-
სია ცეცხლმოკიდებული კლინიკიდან ხელში ატატებული გა-
მომყავდა. – ამას რა ვუყოთ? წაიღებთ?
თავი გავაქნიე.
– ჟან-ფელიქსს დავურეკავ და წაიღებს.
ინდირამ თავი დამიქნია.
– სამწუხაროა, მისი წაღების უფლება რომ არ გაქვთ.
ნახატს გავხედე. არ მომწონდა. ალისიას ნამუშევრებს შორის
ერთადერთი იყო, რომელიც არ მომწონდა. იმას თუ გავითვა-
ლისწინებდით, რომ მასზე მე ვიყავი, ეს საკმაოდ უცნაური იყო.
327
მინდა რაღაც განვმარტო, არ მეგონა ალისია თუ გაბრიელს
ესროდა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. თავში არც კი გამივ-
ლია, რომ მოკლავდა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ სიმართლე
ისევე გაეგო, როგორც ეს მე გავიგე. მინდოდა მეჩვენებინა,
რომ გაბრიელს არ უყვარდა, რომ სიცრუეში ცხოვრობდა და
ქორწინებაც ყალბი ჰქონდა.
ალისიას არასტაბილურობაზე მაშინ წარმოდგენაც კი არ
მქონდა. ეს რომ მცოდნოდა, ასე არასდროს მოვიქცეოდი. არ
მოველოდი, რომ ამას გააკეთებდა. და, როცა ამის შესახებ
ყველგან დაწერეს და ალისიაც მკვლელობისთვის სასამარ-
თლოს წინაშე წარდგა, პირადი პასუხისმგებლობა ვიგრძენი,
გადავწყვიტე დამემტკიცებინა, რომ დამნაშავე არ ვიყავი და
რომ მომხდარზე პასუხს არ ვაგებდი. როგორც კი „გროუვში“
ადგილი გამოჩნდა, განაცხადი მაშინვე შევავსე. მინდოდა
დავხმარებოდი იმ ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანაში,
მკვლელობით რომ მიიღო, ყველაფრის გაგებასა და გადახარ-
შვაში. შეიძლება გაგეცინოთ და თქვათ, რომ დანაშაულის ად-
გილზე დაბრუნება კვალის წასაშლელად მინდოდა. ასე არ
არის. ჩემი ჩანაფიქრის რისკებს სრულიად ვაცნობიერებდი,
ვიცოდი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვეჭირე და ყვე-
ლაფერი სავალალოდ დასრულდებოდა, თუმცა უკან მაინც არ
დავიხიე, სხვა გამოსავალი არც მქონდა.
მე ხომ ფსიქოთერაპევტი ვარ, ალისიას კი დახმარება
სჭირდებოდა და მხოლოდ მე ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთები-
ნა.
ძალიან ვნერვიულობდი, შეიძლება ვეცანი, მიუხედავად
იმისა, რომ ნიღაბი მეკეთა და ხმაც შევიცვალე. მაგრამ მგონი,
ალისიამ ვერ მიცნო და მისი ცხოვრების ნაწილიც გავხდი. შემ-
დეგ იმ ღამით კემბრიჯში მივხვდი, რომ დიდი ხნის წინანდელი

328
ნაღმი ავამოქმედე. გაბრიელი ხომ მეორე მამაკაცი იყო, რო-
მელმაც ალისია სასიკვდილოდ გაიმეტა. ძველი ტრავმის გაღ-
ვიძება ალისიამ ვერ გადაიტანა, სწორედ ამიტომ აიღო შაშხა-
ნა და მთელი თავისი ბრაზი ქმარზე კი არა, მამაზე გადმოან-
თხია. როგორც ვეჭვობდი, მკვლელობის მიზეზი სადღაც უფ-
რო შორს იმალებოდა და უფრო სერიოზულ მოვლენებს უკავ-
შირდებოდა, ვიდრე ჩემი მაშინდელი ქმედება იყო.
მაგრამ, როცა გაბრიელის სიკვდილზე საუბრისას მომატ-
ყუა, მივხვდი, რომ მიცნო და მცდიდა. იძულებული გავხდი, ზო-
მები მიმეღო და სამუდამოდ დამედუმებინა. ყველაფერი კრის-
ტიანს დავაბრალე, სინდისს საერთოდ არ შევუწუხებივარ.
კრისტიანმა ალისიას მაშინ უღალატა, როცა ყველაზე მეტად
სჭირდებოდა; სასჯელს იმსახურებდა.
ალისიას დადუმება არცთუ ისე ადვილი იყო, მისთვის მორ-
ფინის შეყვანა ყველაზე მეტად გამიჭირდა. კარგია, რომ არ
მოკვდა და სძინავს, ყოველდღიურად მოვინახულებ, საწოლ-
თან ჩამოვუჯდები და დავამშვიდებ. ვერსად წამივა.
– მოვრჩით? – ინდირას ხმამ ფიქრი შემაწყვეტინა.
– მგონი, ჰო.
– კარგია. უნდა წავიდე, თორმეტზე პაციენტი მყავს.
– წადით.
– სადილზე შევხვდებით?
– რა თქმა უნდა.
ინდირამ მხარზე ხელი მომიჭრა და გავიდა.
საათს დავხედე. სახლში ადრე წასვლაზე ვფიქრობდი, დაღ-
ლილი ვიყავი. უკვე სინათლის ჩაქრობას ვაპირებდი, როცა
რაღაც გამახსენდა და ადგილზე გავშეშდი.დღიური. სად არის?
პალატა კიდევ ერთხელ მოვათვალიერე. ყველაფერი შეკრუ-
ლი და დახარისხებული იყო. ყველაფერი გადავქექეთ, მისი
ყველა ნივთი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ.
329
ასეთი დაუდევარი როგორ აღმოვჩნდი. ინდირას და მისი
უწყვეტი ლაქლაქის ბრალია, ლაპარაკმა გონება გამიფანტა
და კონცენტრირების საშუალება არ მომცა.
სად არის? აქ უნდა იყოს. დღიურის გარეშე კრისტიანს ვერ
დავადანაშაულებ, მთელი სამხილები მასშია. აუცილებლად
უნდა ვიპოვო.
პალატა გავჩხრიკე, თან ვგრძნობდი, პანიკა როგორ მეუფ-
ლებოდა. მუყაოს ყუთებს ვატრიალებდი და ყველაფერს ია-
ტაკზე ვყრიდი. ხარახურაში ვიქექებოდი, თუმცა იქ არაფერი
იყო. მისი ტანსაცმელი დავანაკუწე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.
საქაღალდე გავგლიჯე, ჩანახატები იატაკზე მიმოვფანტე, მაგ-
რამ ვერაფერს მივაგენი. შემდეგ კარადისკენ წავედი და ყვე-
ლა უჯრა გამოვწიე, დავინახე, რომ შიგნით არაფერი იყო და
იატაკზე მოვისროლე.
დღიურს ვერსად მივაგენი.

თავი მესამე

სარეგისტრაციო მაგიდასთან ჯულიან მაკმაჰონი მელოდე-


ბოდა, მმართველი კომპანიიდან. ზორბა, წითურთმიანი კაცი,
რომელსაც ძალიან უყვარდა ისეთი ფრაზების წარმოთქმა,
როგორებიცაა: „ჩვენ შორის დარჩეს“, „საბოლოოდ“ და „სი-
ნამდვილეში“. თან ამ ყველაფერს ხშირად ერთ წინადადებაში
იყენებდა. კომპანიაში ყველაზე კეთილი და მეგობრული ადა-
მიანი იყო. იქამდე უნდოდა დალაპარაკება, სანამ წავიდოდი.
– ეს-ესაა პროფესორ დიომიდისს ვესაუბრე. თანამდებობი-
დან გადადგა.
– გასაგებია.
330
– პენსიაში ადრეულად გასვლა გადაწყვიტა. ჩვენ შორის
დარჩეს და, სხვა გზა არც ჰქონდა: ან ეს უნდა ექნა, ანდა მთე-
ლი ეს არეულობა საკუთარ თავზე აეღო. – ჯულიანმა მხრები
აიჩეჩა. – ძალიან მეცოდება, საკმაოდ წარმატებული კარიე-
რის არცთუ კარგი დასასრულია. სამაგიეროდ პრესასა და
არეულობას მოერიდება. სხვათა შორის, თქვენ გახსენათ.
– დიომიდისმა?
– დიახ. მის ადგილზე თქვენი დანიშვნა შემოგვთავაზა. –
ჯულიანმა თვალი ჩამიკრა. – თქვა, რომ ყველაზე კარგი კან-
დიდატი ხართ.
გავიღიმე.
– სასიამოვნოა.
– სამწუხაროდ, ალისიას ინციდენტსა და კრისტიანის დაჭე-
რას თუ გავითვალისწინებთ, კლინიკას აუცილებლად დახურა-
ვენ.
– ეგ სულაც არ მიკვირს. ესე იგი, სამსახური დავკარგე?
– საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვეში აქ ახალი ფსიქიატრიუ-
ლი კლინიკის გახსნას ვაპირებთ. ძალიან გვინდა, რომ თქვენ
უხელმძღვანელოთ, თეო.
მღელვარების დაფარვა ძალიან გამიჭირდა. სიამოვნებით
დავეთანხმე.
– ჩვენ შორის დარჩეს და, – დავიწყე მისი საყვარელი ფრა-
ზით. – ეს ის არის, რაზეც ვოცნებობდი.
იმის შანსი მეძლეოდა, რომ ხალხს დავხმარებოდი, კი არ
მემკურნალა, მართლა დავხმარებოდი. ისევე, როგორც ეს
რუთმა გააკეთა და ალისიას დახმარებას როგორც ვცდილობ-
დი.
ჩემთვის ყველაფერი მშვენივრად აეწყო, ეს მართლაც ასე
იყო.

331
მგონი, რაც მინდოდა, ყველაფერს მივაღწიე. თითქმის ყვე-
ლაფერს.

***

გასულ წელს, მე და ქეთი ლონდონის ცენტრიდან სურეიში


გადავედით, იქ, სადაც გავიზარდე. მამამ სიკვდილის შემდეგ
სახლი დამიტოვა; თუმცა იქ დედაც უნდა დარჩენილიყო, სანამ
არ მოკვდებოდა, დედამ სახლის ჩვენთვის დათმობა გადაწ-
ყვიტა და მოხუცთა თავშესაფარში გადავიდა.
მე და ქეთის გვეგონა, რომ დამატებითი სივრცისა და ბაღის
გამო ლონდონს ადვილად დავივიწყებდით. მე კი მიმაჩნდა,
რომ გადმოსვლა ჩვენს ურთიერთობას წაადგებოდა. სახლის
გადაკეთება და ინტერიერის სრულიად შეცვლა გადავწყვი-
ტეთ. თუმცა გადმოსვლიდან ერთი წლის შემდეგაც კი, რემონ-
ტი კვლავ დაუმთავრებელი და ნახევრად გაკეთებულია, პორ-
ტობელოში ნაყიდი სურათები და ამოზნექილი სარკე ისევ მი-
ყუდებულია გაუღებავ კედელზე. ჩემი ბავშვობიდან მოყოლე-
ბული თითქმის არაფერი შეცვლილა. თუმცა ამის წინააღმდე-
გი სულაც არა ვარ. პირიქით, თავს კომფორტულადაც კი
ვგრძნობ, რაც საკმაოდ ირონიულია.
სახლში მოვედი და შიგნით შევედი. პალტო გავიხადე, ისე
ცხელოდა, როგორც სათბურში. დერეფანში თერმოსტატს და-
ვუწიე. ქეთის სიცხეში ყოფნა უყვარს, მე კი სიცივე მირჩევნია,
ამიტომ ტემპერატურის დაყენებაზე სულ ერთი ამბავი გვაქვს.
ტელევიზორის ხმა შემოსასვლელში გავიგონე. ამ ბოლო
დროს ქეთი ტელევიზორის ყურებას ძალიან მიეჩვია. სულე-
ლური მუსიკის უსასრულო ნაკადი, რომელიც არა და არ მთავ-
რდება.
332
სასტუმრო ოთახში, დივანზე წამოწოლილს მივაგენი. კრე-
ვეტების ჩიფსების უშველებელი პაკეტი ედო და ცხიმიანი წი-
თელი თითებით პირში იყრიდა. სულ ასეთ ნაგავს ჭამს, სულაც
არ არის გასაკვირი, რომ ამ ბოლო დროს წონაშიც მოიმატა.
ბოლო დროს ბევრი სამუშაო არ აქვს, სახლში უსაქმოდ ზის და
დეპრესიაც დაემართა. ექიმს ანტიდეპრესანტების გამოწერა
უნდოდა, მაგრამ წინააღმდეგი წავედი. ამის მაგივრად ფსიქო-
თერაპევტთან წასვლაც შევთავაზე, რომ მისთვის გული გა-
დაეშალა. თვითონაც შევთავაზე ფსიქიატრს მოგიძებნი-თქო.
თუმცა ქეთი, როგორც ჩანს, საუბრის ხასიათზე არ არის.
ზოგჯერ მის უცნაურ მზერას ვიჭერ, ნეტა რაზე ფიქრობს? იქ-
ნებ ცდილობს ძალები მოიკრიბოს და გაბრიელთან მისი რო-
მანის შესახებ მომიყვეს? მაგრამ არაფერს ამბობს. თავისთვის
მდუმარედ ზის, როგორც ალისია იყო. ძალიან მინდა დავეხმა-
რო, თუმცა ამას ვერ ვახერხებ.
რა საშინელი ირონიაა: ეს ყველაფერი ქეთის შესანარჩუ-
ნებლად გავაკეთე, თუმცა მას მაინც ვკარგავ.
დივნის კიდეზე ჩამოვჯექი და თვალი გავუსწორე.
– ჩემს პაციენტს ზედოზირება დაემართა. კომაშია. – არა-
ნაირი რეაქცია. – როგორც ჩანს, პერსონალის ერთ-ერთმა
წევრმა ბევრი წამალი დაალევინა. ჩემმა კოლეგამ. – სიჩუმე.
– საერთოდ მისმენ?
ქეთიმ მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი, რა გითხრა.
– მცირე თანაგრძნობა მაინც გამოხატე.
– ვის მიმართ? შენ მიმართ?
– მის მიმართ. გარკვეულ ხანს ვმკურნალობდი ინდივიდუა-
ლური სქემით. ალისია ბერენსონი ჰქვია.
ყურადღებით დავაკვირდი. არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
წარბიც არ შესტოკებია.
333
– თავის დროზე მასზე ყველა ლაპარაკობდა, ახლა კი და-
ვიწყებას მიეცა. ეს წლების წინ იყო. ქმარი მოკლა... არაფერი
გახსენდება?
– არა. – ქეთიმ მხრები აიჩეჩა და სხვა არხზე გადართო.
ასე რომ, იმ თამაშს ვაგრძელებთ „თვალთმაქცობა“ რომ
ჰქვია.
ბოლო დროს ხშირად თვალთმაქცობს, მარტო სხვებთან კი
არა, საკუთარ თავთანაც. მგონი, ამას სწორედ ამიტომ ვწერ.
ვცდილობ ჩემს საშინელ ეგოს გვერდი ავუქციო და ჩემს ნამ-
დვილ თავთან წვდომა მოვიპოვო, თუკი ასეთი რამ შესაძლე-
ბელია.
დასალევი მომინდა, სამზარეულოში გავედი, მაცივრიდან
არაყი გამოვიღე, დავისხი და გადავკარი. გადაყლაპვისას ყე-
ლი ჩამწვა. კიდევ ერთი დავისხი.
ნეტა, რუთი რას იტყოდა კიდევ ერთხელ რომ მომეძებნა,
როგორც ეს ექვსი წლის წინ გავაკეთე და ყველაფერში გამოვ-
ტყდომოდი? მაგრამ ვიცოდი, რომ ეს შეუძლებელი იყო, ახლა
უკვე სულ სხვა ადამიანი ვარ, უფრო დამნაშავე და ნაკლებად
გულწრფელი. როგორ შემიძლია მოხუცის წინ დავჯდე, ცის-
ფერ თვალებში ჩავხედო და იმაში გამოვუტყდე, თუ როგორ
სასტიკ, დაუნდობელ არსებად ვიქეცი. ის ჩემს დახმარებას
ცდილობდა, მე კი სამი ადამიანის სიცოცხლე გავანადგურე,
არანაირი ზნეობრივი ნორმები არ გამაჩნია და ყველაზე სა-
ზიზღარ საქციელზე წამსვლელი ვარ, ყოველგვარი სინანულის
გარეშე და მარტო საკუთარი თავი მაღელვებს.
ამ ყველაფრის მოსმენისას რუთის თვალებში ელდას, ზიზ-
ღსა და შიშსაც კი დავინახავ, მწუხარება, იმედგაცრუება და სა-
კუთარი თავით უკმაყოფილება დაეუფლება, მარტო იმას კი არ
იფიქრებს, რომ იმედი გავუცრუე, არამედ იმასაც, რომ ეს მისი
ბრალია, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, მეტიც, საუბრით
334
მკურნალობას თავი ვერ გაართვა. არც ერთ ფსიქოთერაპევტს
არ ჰქონია იმდენი დრო, რამდენიც მას ჰქონდა – წლები და-
ხარჯა ჩემნაირ ტრავმირებულ ახალგაზრდასთან მუშაობაში,
ბიჭთან, რომელსაც ასე ძალიან უნდოდა შეცვლა, უკეთ გახ-
დომა და გამოჯანმრთელება. თუმცა, ფსიქოთერაპიაზე და-
ხარჯული ასობით საათის მიუხედავად, საუბრების, მოსმენები-
სა და მკურნალობის მიუხედავად, ჩემი სულის გადარჩენა ვერ
შეძლო.
ფიქრებიდან ზარმა გამომიყვანა. კართან ვიღაც იყო. სუ-
რეიში გადმოსვლის შემდგომ სტუმრები იშვიათად გვყავდა;
არც კი მახსოვს, მეგობრები ბოლოს როდის გვესტუმრნენ.
– ვინმეს ელოდები? – გავძახე ქეთის, მაგრამ არავინ მიპა-
სუხა, როგორც ჩანს, ტელევიზორის ხმაურში ვერ გაიგონა, რა
ვკითხე.
კარისკენ წავედი და გავაღე. ჩემდა გასაკვირად, მთავარი
ინსპექტორი ალენი აღმოჩნდა. პალტოსა და კაშნეში იდგა, სი-
ცივისგან ლოყები გასწითლებოდა.
– საღამო მშვიდობისა, ბატონო ფაბერ.
– ინსპექტორო ალენ, აქ რას აკეთებთ?
– აქვე საქმეები მქონდა და შემოვლა გადავწყვიტე.
მნიშვნელოვანი დეტალები გაირკვა და მინდა თქვენც გა-
გიზიაროთ. გცალიათ?
– მართალი გითხრათ, ვახშმის მომზადებას ვაპირებდი... –
მივუგე მცირე ყოყმანის შემდეგ.
– დიდ დროს არ წაიღებს.
ალენმა გაიღიმა. უარის მიღებას ნამდვილად არ აპირებდა,
ამიტომ გვერდზე გავდექი და შემოვუშვი. სახლში შემოსვლა
გაუხარდა, პალტო და ხელთათმანები გაიძრო.
– საშინლად აცივდა, ალბათ თოვლიც წამოვა.

335
სათვალე დაეორთქლა, მოიხსნა და ცხვირსახოცით გაწ-
მინდა.
– აქ კი ზედმეტად თბილა, – მობოდიშებასავით გამომივი-
და.
– სულაც არა. სითბოს არაფერი ჯობს.
– თქვენ და ჩემი ცოლი ერთმანეთს კარგად გაუგებთ.
როგორც კი ვახსენე, ქეთი შემოსასვლელში გამოჩნდა. ჯერ
მე შემხედა, შემდეგ ინსპექტორს.
– რა ხდება?
– ქეთი ეს მთავარი ინსპექტორი ალენია. ჩემს პაციენტთან
დაკავშირებულ ინციდენტს იძიებს.
– საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ფაბერ.
– ინსპექტორ ალენს ჩემთან გასაუბრება სურს. ეს დიდ
დროს არ წაიღებს. ზემოთ ადი და შხაპი მიიღე, დაგიძახებ, რო-
ცა ვახშამი მზად იქნება. – ინსპექტორს თავი დავუქნიე და სამ-
ზარეულოში შევიპატიჟე. – მობრძანდით.
ალენმა ქეთი კიდევ ერთხელ შეათვალიერა, შემდეგ კი სამ-
ზარეულოში შევიდა. მეც უკან მივყევი. ქეთიმ მცირე ხანს შე-
იცადა და ზემოთ ავიდა. მისი ნაბიჯების ხმაც გავიგონე.
– დასალევს ხომ არ ინებებთ?
– გმადლობთ, ფინჯან ჩაიზე უარს არ ვიტყოდი.
დავინახე არყის ბოთლისკენ თვალი როგორ გააპარა.
გავიღიმე.
– იქნებ რაიმე უფრო ძლიერი?
– არა, გმადლობთ, მხოლოდ ჩაი.
– როგორი გნებავთ?
– მაგარი. რძეც ნაკლები უქენით. შაქარიც არ გინდათ.
ვცდილობ გადავეჩვიო.
ვუსმენდი და თან ვფიქრობდი, ჩემგან რა უნდოდა, ნერვიუ-
ლობა ხომ არ დამეწყო? იმდენად კეთილშობილი ქცევები
336
ჰქონდა, რომ ცუდს ვერაფერს იფიქრებდი. თანაც სანერვიუ-
ლოც არაფერი იყო, ხომ ასეა? შეცდომა არ დამიშვია.
ჩაიდანი ჩავრთე და მისკენ მივბრუნდი.
– აბა ინსპექტორო, მაინც რაზე გსურთ გასაუბრება?
– ძირითადად, ბატონ მარტენზე.
– ჟან-ფელიქსზე? მართლა? – გაოცებული სახე მივიღე. –
მაინც, რა გაინტერესებთ?
– „გროუვში“ ალისიას ნახატების წასაღებად მოვიდა და
შევლაპარაკდით. საინტერესო ადამიანია ბატონი მარტენი.
ალისიას ნამუშევრების რეტროსპექტივის გაკეთებას გეგმავს.
ამბობს, რომ დრო მოვიდა მის ნახატებს სხვაგვარი თვალით
შევხედოთ. პრესასა და ტელევიზიაში ამასთან დაკავშირებით
არსებულ აურზაურს თუ გავითვალისწინებთ, მართალს ამ-
ბობს. – ალენმა შემფასებლურად გამომხედა. – ალბათ მის შე-
სახებ წიგნსაც დაწერთ. დარწმუნებული ვარ საკმაოდ საინტე-
რესო წიგნი გამოვა.
– ამაზე არ მიფიქრია... ჟან-ფელიქსის რეტროსპექტივას
ჩემთან რა კავშირი აქვს, ინსპექტორო?
– ბატონ მარტენს ახალი ნახატის დანახვა განსაკუთრებით
გაუხარდა, სულაც არ აუღელვებია იმ ფაქტს, რომ ელიფმა გა-
აფუჭა. თქვა, რომ ეს უფრო მეტ ღირებულებას სძენს, მის სიტ-
ყვებს ზუსტად ვერ ვიხსენებ, მართალი გითხრათ, მხატვრობა-
ში ვერ ვერკვევი. თქვენ?
– მეც. – ნეტა რამდენ ხანს აპირებდა კიდე ასე შორიდან
ლაპარაკს, სანამ მთავარ საკითხზე გადავიდოდა, ამან ცოტა
ამანერვიულა.
– მოკლედ, ბატონი მარტენი ნახატით მოიხიბლა, ხელში
აიღო კარგად რომ შეეთვალიერებინა და ჰოი საოცრებავ, ვერ
წარმოიდგენთ რა აღმოაჩინა.
– მაინც რა?
337
– ეს.
ინსპექტორმა პიჯაკიდან რაღაც ამოიღო, მაშინვე ვიცანი.
დღიური.
ჩაიდანი ადუღდა და იქაურობა სტვენით აიკლო. გავთიშე
და ჭიქაში მდუღარე წყალი ჩავასხი, მოვურიე და შევატყვე, ხე-
ლები ოდნავ მიკანკალებდა.
– რა კარგია. სულ მაინტერესებდა, სად იყო.
– ნახატის უკან, ჩარჩოს ზედა მარცხენა კუთხეში იყო გაჭე-
დილი.
აი, თურმე სად დამალა, ჩემთვის საძულველი ნახატის უკან.
ერთადერთ ადგილას, სადაც არ მომიძებნია.
ინსპექტორმა ტყავის გარეკანს ხელი გადაუსვა და გაიღი-
მა. შემდეგ გადაშალა და გვერდებს გადახედა.
– საოცარია, ისრები, რომელიც ძალიან გაბნევს.
თავი დავუქნიე.
– სულიერი ავადმყოფობის ნათელი მაგალითი.
ინსპექტორმა ბოლო გვერდებზე გადაშალა და ხმამაღლა
კითხვა დაიწყო.
– „... ჩემი ხმის გაგონებამაც კი შეაშინა... მაჯაზე ხელი მომ-
კიდა და ვენაში ნემსი ჩამარჭო“.
ვიგრძენი, პანიკა როგორ დამეუფლა. ეს სიტყვები არ ვი-
ცოდი. როცა ვკითხულობდი, მაშინ არ ეწერა. სწორედ ის სამ-
ხილი იყო, რომლისგანაც თავის დაძვრენას ვცდილობდი. და
ის უცხო ხელში აღმოჩნდა. ალენისთვის დღიურის გამოგლე-
ჯა, გვერდების ამოხევა და დანაკუწება მინდოდა. მაგრამ ვერ
ვინძრეოდი. მახეში ვიყავი გაბმული. ენა დამება:
– მ...მგონი უკეთესი ი...იქნება თ...თუკი...
ზედმეტად ნერვიული ხმა მქონდა და ეს არ გამოჰპარვია.
– დიახ?
– არაფერი.
338
ხმა აღარ ამომიღია, ვხვდებოდი, რომ ნებისმიერი სიტყვა
ჩემს მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. თავს ვეღარ
დავიძვრენდი და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, შვება ვიგრძე-
ნი.
– ვხედავ, მარტო მნიშვნელოვანი დეტალების გასაცნობად
არ შემოგივლიათ, ინსპექტორო, – ჩაი გავუწოდე.
– არა. სავსებით მართალი ბრძანდებით. ვიფიქრე, ჩემი
სტუმრობის მიზეზი თქვენთვის პირდაპირ კარში არ მომეხა-
ლა. მართალი გითხრათ, ამბავმა უკვე სულ სხვა შინაარსი შე-
იძინა.
– სიამოვნებით მოვისმენ, – მომესმა ჩემი ხმა. – თუ არ შე-
წუხდებით ხმამაღლა წაიკითხეთ.
– რასაკვირველია.
ფანჯარასთან სკამზე ჩამოვჯექი, მშვიდად და აუღელვებ-
ლად.
ინსპექტორმა ჩაახველა და კითხვა დაიწყო:
– „... ეს-ესაა, თეო წავიდა. მარტო ვარ და მინდა ყველაფე-
რი რაც შეიძლება სწრაფად ჩავიწერო...“
ვუსმენდი და თეთრ ღრუბლებს თვალს არ ვაშორებდი. რო-
გორც იქნა, თოვლიც წამოვიდა, ფანტელებმა მთელი ცა დაფა-
რა. ფანჯარა გამოვაღე, ხელი გავიწვდინე და ერთი დავიჭირე.
ჩემს ხელისგულზე უცებ გადნა. გავიღიმე.
და ხელი კიდევ ერთი ფანტელის დასაჭერად გავიწვდინე.

339
მადლობა

დიდ ვალში ვარ ჩემს აგენტ სემ კოუპლენდთან, რომლის დამსა-


ხურებითაც ეს პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებული მად-
ლობა მინდა ვუთხრა ასევე ჩემს რედაქტორებს – ბენ უილისს გაერ-
თიანებულ სამეფოში და რაიან დოერტის შეერთებულ შტატებში
ყველა სასარგებლო შენიშვნის, შეთავაზებისა და მხარდაჭერის-
თვის. დიდი მადლობა ჰელ ჯენსენს, ივან ფერნანდეს სოტოს, ემი-
ლი ჰოლტს, ვიქტორია ჰოლტს, ვანესა ჰოლტს, ანა ბინგერმანს, ჯე-
იმს ჰასლამს, უმა თურმანს, დაიან მედაკს, ნედი ანტონიადეს და ჯო
ადამსს.

340

You might also like