You are on page 1of 3

ადამიანებები ნიღბებით -წარსულის არაფერი მახსოვს.

როცა თვალები გავახილე თითქოს მოვხვდი


ზღაპრულ სამყაროში სადაც ადამიანი არ არსებობდა,ან არსებობდა თუ შესაძლებელია,რომ ადამიანს
რომელსაც სახე არ აქვს ადამიანი ეწოდოს.
დროთა განმავლობაში ყველაფერს შევეგუე.ბევრი ვიფიქრე და ბევრი რამ გავაანალიზე,მაგრამ
ყველაზე მეტად იმ ფაქტს ვერ ვეგუებოდი,რომ ჩემი სახის დანახვა არ შემეძლო და ერთადერთი
მიზანი,რომელიც იმ მომენში მამოძრავებდა და მაძლევდა მოტივაციას რომ ამ სამყაროში მეცხოვრა
იყო რომ,ჩემი იდენტობა გამეგო.გამეგო რა იყო ამ იდუმალი ''ახალი სამყაროს'' პასუხი.
ნებისმიერი ადამიანის სახე დაფარული იყო ნიღბით,რომელიც რაღაც ამოუცნობი მატერიისგან იყო
შექმნილი.ადამიანები ამაოდ ცდილობდნენ ნიღბის გატეხვას,დადნობას,გაჭრას.რამდენიმე მადგანმა
აფეთქებაც სცადა და სიცოცხლე ამით დაასრულა.ადამიანები ჭკუიდან იშლებოდნენ. ყველაზე
უბედურება კი ის იყო,რომ ჩვენ ერთმანეთის განსხვავება არც ხმით შეგვეძლო.ნიღაბი ხმას
ცვლიდა.ერთადერთი პლუსი ამ ნიღბის ის იყო რომ ადამიანს კვება არა ჭირდებოდა.ის ჩვენ
საციცოცხლო და საჭირო ენერგიით თავად გვამარაგებდა.
ჩვენი გონება გაფილტრული იყო.ადამიანებს არ ახსოვდა თავიანთი იდენტობა,შესაბამისად არც
თავიანთ მშობლებზე და შვილებზე იცოდნენ რამე,არც მეგობრებზე.თითქოს ყველა ახლა
დაიბადა.ახალ სამყაროში ჩვენ შეგვეძლო აზროვნება და ვიცოდით,როგორ უნდა გვეარსება,მხოლოდ
ის გვახსოვდა როგორი იყო ადამიანური ცხოვრება.
მათ დაირქვეს ახალი სახელები და დაიწყეს ერთმანეთის გაცნობა,თითქმის ყველა ქალაქში იყო 3 ან 4
ბავშვთა სახლი.იდენტობის გარეშე დარჩენილ ბავშვებს.წყვილები შვილად აყავდათ და ზრდიდნენ.
ნიღბებზე ადამიანები იკეთებდნენ წარწერებს,იხატავდნენ სხვადასხვა სიმბოლოებს და ნიშნებს,რომ
ერთმანეთის გარჩევა ყოფილიყო შესაძლებელი,ისინი ამ ფაქტს დროთა გამნავლობაში
ეგუებოდნენ,თუმცა კაცობრიობის ერთადერთი მიზანი მაინც ამ დაწყევლილი ნიღბების მოშორება და
რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება იყო.
გადიოდა კვირები,თვეები წლები.გავიჩინე მეგობრები,რომლებთან ერთად შემეძლო მესაუბრა,კარგი
დრო გვეტარებინა,მაგრამ არც ერთი დღე არ გავიდოდა ისე,რომ ამ ყველაფერზე არ
გვესაუბრა,ათასობით ფიქრი და ვარაუდი გვქონდა,ათასობით ცდა ნიღბის მოხსნის,მაგრამ უშედეგო.
წვიმაში მარტო სეირნობა მიყვარდა,ეს მაძლევდა ყველაზე მეტად განტვირთვის საშუალებას.ერთ
წვიმიან დღეს ტყესთან მდებარე მდინარის პირას ჩასვლა გადავწყვიტე.ზუსტად ამ დღეს შეიცვალა
ყველაფერი.
ვიღაც უცნობი მდინარის პირას ზის,თითქოს რაღაცაზე ფიქრობს.ჩემი ემოციების არევა კი იმან
გამოიწვია,რომ უცნობს ნიღაბი არ ეკეთა.ის ზურგით იდჯდა.ჩემში ერთბაშად ყველა გრძნობამ წამში
გაიელვა.გამიკვირდა და თან გამიხარდა,რომ ადამიანი ნიღბის გარეშე პირველად ვნახე,არ
მჯეროდა.თავი სიზმარში მეგონა.იმ მომენტში რაც ყველაზე მეტად მინდოდა დამენახა მისი სახე
იყო.მივუახლოვდი და როცა მან ფეხის ხმა იგრძნო,თავისი იქვე დადებული ხის ნიღაბი აიფარა და
ტყისკენ გაიქცა.გავეკიდე და დიდი მარათონის შემდეგ საბედნიეროდ მასზე ოდნავ სწრაფი
გამოვდექი.
იგი ძირს დავანარცხე და როცა ნიღაბს ვხსნიდი,თავს ყველაზე ძლიერ ადამიანად ვგრძნობდი მთელ
სამყაროში.იმ მომენში მინდოდა რომ მთელი კაცობრიობა იქ ყოფილიყო.როცა მე იმ მომენტში
ყველაფერს ფარდას ავხდიდი.
მისმა გარეგნობამ დიდად არ გამაკვირვა,ის ალბათ ჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანი იყო პატარა
ყურებით მოკლე ცხვირით ოდნავ შეწეული ლოყებით თაფლისფერი თვალებით და შრამით
შუბლზე.მაგრამ მისი გარეგნობა იმდენად აღარ მაინტერესებდა,რამდენადაც მისი პიროვნება,თუ ვინ
იყო და რატომ არ ეკეთა ნიღაბი.
მილიონი კითხვა მქონდა,რომელიც მისთვის უნდა დამესვა, არ ვიცოდი საიდან დამეწყო.
იგი არანაირ კითვაზე პასუხს არ მცემდა.ყველაფერი ვცადე,რომ იგი ამელაპარაკებინა მაგრამ აზრი არ
ჰქონდა.მუქარაც ვცადე და მუქარის მერე ცემაზეც გადავედი.
სახეში დავარტყი - მას რეაქცია არ ჰქონია
თითების დატეხვით დავემუქრე.დიდა არ გამოვირჩეოდი ფიცხი ხასიათით,მაგრამ იმ მომენტში ჩემ
თავს არ ვეკუთვნოდი .
ჯიბეზე დანა მქონდა.დავემუქრე,რომ დანით თითებს მოვაჭრიდი თუ ხმას არ ამოიღებდა და ჩემს
დასმულ კითხვაზე პასუხს არ გამცემდა.
დანა შეამჩნია და როცა დანას ვიღებდი ხელიდან ამაცალა.ფეხზე წამოდგა და საბრძოლო პოზიცია
მიიღო.ახლა უკვე უპირატესობა მას ჰქონდა.
რამდენჯერმე მომიქნია,მაგრამ აცილება შევძელი.მხოლოდ ფეხში მომაყენა ჭრილობა,მაგრამ
უმნიშვნელო.ენერგია არც ერთს არ შემოგვჩენოდა.წვიმამ გადაიღო და მხოლოდ ჩვენი მძიმე სუნთვის
ხმა არღვევდა სიჩუმეს. ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო მაგრამ მოვახერხე რომ მისთვის დანა
ხელიდან გამომეგლიჯა და ფეხში საკმაოდ დიდი ჭრილობა მიმეყენებინა.ის დაეცა და რამდენიმე
წამში ფეხებში სისუსტე მეც ვიგრძენია.ატალახებული ბალახი,სისხლის გუბე და ჩვენი ფიქრები
ერთმანეთს ერეოდა.განძრევა არც ერთს შეგვეძლო.
იგი სიცილს იწყებს,თითქოს დამცინის და თითქოს ირონიულად და თან სერიოზულობით იწყებს
ლაპარაკს:
მე ვარ ადამიანი,მაგრამ ვარ ის,ვისაც შეგიძლია სამყარო უწოდო.ადამიანში არის ყველაფერი
ეს.უსასრულო ქსელი,რომელიც ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს,ურთიერთობებს ადამიანებს
შორის,ნათესაურ კავშირებს,დამოკიდებულებებს ერთმანეთისადმი.ემოციებს.ეს ყველაფერი შენი
ნაწილია.ეს ყველაფერი ერთად ხარ შენ და იარსებებს იქამდე სანამ იარსებებ.როცა შენი სიცოცხლე
დასრულებდა,დასრულდება ყველას ცხოვრება,რადგან შენშია ეს ყველაფერი და შენ კი არ გაქრები
სხვისთვის,ყველა სხვა გაქრება შენთვის,რადგან შენ ხარ სამყარო.
ნიღბიანი ადამიანები,რამდენიმე კაცი,რომლებიც შეშის მოსაჭრელად მოვიდა ჩვენი ცოცხალ-
მკვდარი სხეუელბი შეამჩნია. ჩვენთან მოვიდნენ და გასაკვირი ის იყო,რომ მათ უნიღბო ადამიანის
დანახვაზე რეაქცია არ ჰქონიათ.ცოტახანში მათი ნიღბებიც უეცრად გაქრობას იწყებს და მათი სახე...
მათი სახე იდენტურია,თითქოს ერთიგაიგივე პიროვნებაა სხვადასხვა ასაკში.მუქი შავი
თმა,ყველაფერი იგივე და შრამი შუბლზე... ნიღაბი ჩემი სახიდანაც გაქრა,ჩემ სახეს ხელებით შევეხე
და ხელებით რაღაც ვიგრძენი ეს ხომ შრამია...
ისინი გაქრობას იწყებენ,როგორც ის ნიღაბი,ისინი ფერფლად იქცევიან. კარგად გავაანალიზე
უნიღბოს სიტყვები და მივხვდი,რომ იმ მომენტში ჩემ თავს ვებრძოდი.გამოდის,რომ ეს იყო
სუიციდი.ჩემი თავის წაშლით ამ სამყაროდან,წავშალე ყველა და ყველაფერი რაც არსებობდა.
საბოლოოდ ყველა ნიღაბი ილუზია იყო და ყველა ნიღბიან ადამიანში ერთი სახე იმალებოდა,ხოლო
ადამიანი,რომელიც ნიღაბს არ ატარებდა მასში იყო სიმართლე ,რომელმაც ყველა კითხვაზე გამცა
პასუხი.

You might also like