You are on page 1of 1

როცა ძალადობა უძლურია

იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამებაში“ მთავარი პერსონაჟი შუშანიკი არის


ნათელი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელსაც გარე ფაქტორი, როგორიცაა
ძალადობა, არ აბრკოლებს თავისი მიზნის მიღწევაში. ნაწარმოებში წარმოჩენილია
შუშანიკის უკომპრომისო ბრძოლა.
“და ეგრეთ წმიდაჲ შუშანიკ თრევით მოითრია თიჴათა შიგან და ეკალთა
ზედა, ეკლესიით ვიდრე ტაძრადმდე, ვითარცა მკუდარი მიეთრია”, - ვკითხულობთ
“შუშანიკის წამების” მე-8 თავში. არა მარტო ამ ეპიზოდში, არამედ მთლიანი
ნაწარმოების განმავლობაში ვხედავთ რამდენად სასტიკად ეპყრობა ვარსქენი თავის
ცოლს; ამის მიუხედავად, შუშანიკი მაინც ახერხებს ქართველი ხალხის რწმენის
შენარჩუნებას. შუშანიკმა საბოლოოდ შესაძლოა სული დალია ფიზიკურად, მაგრამ
მორალურ და მენტალურ ბრძოლაში მან ვარსქენს მოუგო.
პარალელი შეგვიძლია გავავლოთ კიდევ ერთ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებ,
“აბო თბილელის წამებასთან“ სადაც მთავარ გმირს უწევს აიტანოს ტანჯვა-წამება
არაბებისგან, რათა გაავრცელოს ქრისტიანობა ქართლში. საბოლოოდ აბო მაინც
აღწევს მორალურ გამარჯვებას და არაბების ძალადობას არაფრად აგდებს.
21-ე საუკუნეში ხშირად გვხვდება ძალადობა, როგორც გზა სხვისი აზრის ან
მიზნების ხელშესაშლელად, მაგრამ, განსხვავებით ძველი დროისა, უმეტეს
შემთხვევაში მიზანდასახული ხალხის უმეტესობა ხელს იქნევს თავის მიზნებზე; ეს
იმიტომ არის ასე, რომ ძალაუფლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტური
გახდა ადამიანების კონტროლის მხრივ არა მარტო ტექნოლოგიების განვითარების
გამო, არამედ იმიტომაც ,რომ ადამიანები ნაკლებად მიზანდასახულნი არიან და
ნაკლების გაწირვა უნდათ თავიანთი მიზნებისთვის. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ
ის მრავალი ბავშვი და მათი ოჯახი რომელიც თანამედროვე საქართველოში პატარა
უთანხმოების შედეგადაც სიცოცხლეს კარგავენ.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვიმსჯელოთ, რომ
ძალადობას საქართველოში ადრე არ ქონდა საშუალება მიზნების ძირ-ფესვიანად
ხელშეშლის, მაგრამ, დღეს-დღეობით უფრო და უფრო მეტი ზეგავლენა აქვს მას
ხალხის ოცნებებზე.

You might also like