You are on page 1of 1

მეექვსე თავში იაკობ ხუცესი მას უწოდებს მგელს, რაც ხაზსს უსვამს მის დაუნდობელ

გუნებას, თუმცა მოვლენების განვითარების შემდეგ უფრო მკაფიოდ იკვეთება მისი ასეთი
ხასიათი.

ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ასახულია პურის ჭამის ეპიზოდი, როდესაც ვარსქენი


მიუხედავად იმისა რომ შუშანიკს სურვილი არ აქვს ყოფილ ქმართან ერთად ივახშმოს , იგი
მაინც დაჟინებით მოითოვს მის მოსვლას. აქ იკვეთება მისი ეგოიზმი, იმიტომ რომ, ის არ
ითვალისწინებს სხვის აზრს და ყოველთვის ცდილობს საკუთარი ეგო და სურვილი
დაიკმაყოფილოს. მეექვსე თავში იაკობ ხუცესი ვარსქენს ხაზგასმით უწოდებს მგელს , რაც
მის დაუნდობელ გუნებაზე მიგვითითებს, თუმცა მისი ასეთი ხასიათი უფრო მკაფიოდ
იკვეთება ძალადობის სცენაშიც, რომელსაც ამავე თავში ვხვდებით . იგი ფეთქებადია და
მარტივად განრისხდა შუშანიკის სიტყვებზე: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და
დედათა ერთად ეჭამა პური?!“. ამ სიტყვებში ის გულისხმობდა იმას რომ ვარსქენი მისთვის
უკვე უცხო კაცი იყო და არ სურდა მასთან ერთად ევახშმა. განრისხებული ვარსქენი ჯერ
სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხებს შუშანიკს შემდეგ კი ფიზიკურ ძალადობაზე გადავა,
ამ მონაკვეთის მიხედვით შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ თუ რა მოძალადე ადამიანიაა
იგი.

ტექსტის ამ თავში ჩვენ შუშანიკში დავინახავთ მტკიცე და პრინციპულ პიროვნებას. მას


მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი ქმართან დაშორება და აღარ უნდოდა მასთან არანაირი
ურთიერთობის გაგრძელება. მიუხედავად იმისა რომ იგი დიდი ხნის უჭმელი იყო მაინც არ
გადააბიჯებს საკუთარ პრინციპებს და არაფერს მიირთმევს ვარსქენთან ერთად, აქ ასევე
აისახება მისი სიჯიუტე. შუშანიკი მართალია მომთმენია, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში
სიფიცხეს გამოამჟღავნებს, როდესაც ჯოჯიკის ცოლი ღვინოს მიაწოდებს, იგი კი თავს ვერ
შიკავებს სიბრაზისგან და ღვინოს ზედ გადაასხამს.

ნაწარმოების ამ მონაკვეთის მთავარი პრობლემა ვფიქრობ ძალადობაა. ძალადობა არ არის


გამოსავალი, თუმცა არსებობენ ეგოისტი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძალადობით
გადაჭრან პრობლემა და ამ გზით დაიკმაყოფილონ საკუთრი ეგო, სწორედ ასეთი ადამიანია
ვარსქენი. მოძალადე ადამიანებს არ გააჩნიათ ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობა. ოჯახური
ძალადობა დღესაც აქტუალური თემაა, თუმცა თანამედროვე დროში უამრავი წესი და
კანონია შემუშავებული ადამიანის უფლებების დასაცავად. სამწუხაროდ მეხუთე საუკუნის
ქართლში, შუშანიკი ვერ ახერხებდა დაეცვა საკუთრი თავი მოძალადე ქმრისგან, იგი
ერთდერთ გამოსავალს ლოცვაში და ღმერთში ჰპოვებდა.

You might also like