You are on page 1of 3

გრძნობა და მოვალეობა „ხევისბერი“ გოჩას მიხედვით

გრძნობისა და მოვალეობის საკითხია განხილული „ხევისბერ გოჩაში“, სადაც


თითოეულ პესრსონაჟს უწევს არჩევანის გაკეთება გრძნობასა და მოვალეობას შორის,
თუმცა ყოველთვის, როდესაც უწევთ არჩევანი, ირჩევენ მოვალებას და გრძნობას
ადუმებენ.

ნაწარმოებში პირველად, ონისეს პერსონაჟის სახით იჩინა თავი პასუხისმგებლობამ


გრძნობასა და მოვალეობას შორის. ონისე, ერთმხრივ ტრადიციისა და მისი
წარმომავლობის მოვალე იყო, მეორე მხრივ გრძნობის, რომელიც მას ძიძიასადმი
გაუჩნდა. ონისესთვის მოულოდნელი იყო, ის ყოფა რაშიც იმყოფებოდა ვერ
გამორკვეოდა თვითონაც, იმ „გრძნობის სიტკბოებას და ამავდროულად მტანჯავ
მდგომარეობასაც, რომელიც ვალად სდებდა მის გვერდით მყოფი ძიძიასადმი
სხვაგვარ მოჰქცევას“ (ყაზბეგი, 1884:261).

გრძნობასა და მოვალეობას შორის, ონისესთვის უპირატესი მოვალეობა აღმოჩნდა,


საკუთარ გულისთქმას, რომ გამკლავებოდა და დაედუმებინა გრძნობა, მისთვის ასე
ნეტარი, ის ხევსაც კი შორდება, ეს გადაწყვეტილებაც ისევ გრძნობის დავიწყებისგამო
მიიღო. ონისე შორდება ხევს და მიუხედავად იმისა რომ , მანძილმაც კი არდაავიწყა
ძიძიასადმი გრძნობა, მაინც არ ბრუნდება უკან, სანამ ხევის გასაჭირის შესახებ
არგაიგო, რაც „ძიძიას ერთ წუთს გადაავიწყებს“ (ყაზბეგი,1884:284), აქაც კი
სიყვარულსა და პატრიოტობას შორის ონისეში სამშობლოსადმი მოვალეობის
გრძნობა იყო უპირატესი და ბრუნდება ხევში არა გრძნობის და მონატრებისგამო,
არამედ მოვალეობისგამო.

ძიძია, გრძნობისა და მოვალეობის მსხვერპლი აღმოჩნდა, არ ავიწყდება მოვალეობა,


როდესაც ონისე მიუახლოვდება მას, „ძიძიას, მოაგონდება თავისი მოვალეობა,
რომელიც ხალხის რწმუნებით ხელისმომკიდეს აანეთასავებდა“(ყაზბეგი,1884:296) და
მისგან სხვაგვარ ქმედებას მოითხოვდა. ჯერკიდე ახალგაზრდა ძიძიამ,
რომლისთვისაც დაოჯახება გუგუასთან ბედნიერ გრძნობას უმძაფრებდა, ის
გრძნობას ონისესადმი და მოვალეობას ქმრისადმი ჭიდილში უბედურ ქალად შექმნა,
მისთვის სიკვდილიც კი შვება იყო, რაც უბიძგებს მას კდეში გადაჩეხვისკენ.

ონისე აღმოჩნდა ქალის მხსნელი, აქამდე თუ მათ ერთმანეთისადმი გრძნობაში


ეჭვიეპარებოდათ, რადგანაც არასდროს გამოეთქვათ მათ ეს გრძნობა, ახლა ნათელი
გახდა მათი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, რამაც განაპირობა სწორედ
ორივესგან გრძნობის გაბატონება და მისწინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ. ეს წამიერი
თავდაკარგვა აღმოჩნდა საბედისწერო ონისესთვის, რადგან ამ წამმა, ის აქცია მოძმეთ
სისხლის დაღვრისა და გუგუას მოღალატედ შექმნის მიზეზი, მისმა უყურადღებობამ
განაპირობა ეს ყოველივე, რასაც თვითონვე აცნობიერებს „მაცდურად მომხიბლა და
მაცდურად დამღუპა, მშვიდობით ჩემო ვაჟკაცობავ“ (ყაზბეგი, 1884:317),
ახსენდებოდა, ასევე მამის სიტყვები „თუ სიკვდილი შეგემთხვა, ისიც უფლის ნებაა
ერთხელ ნაშობი ერთხელ მოკვდების, მაგრამ ვაჟკაცად მოკვდი, ისე ნიკვდი, რომ ხევს
შენი დამარხვა არ ეთაკილებოდეს“(ყაზბეგი, 1884:313), ონისესთვის შვება სიკვდილი
იყო, რომელსაც, ის დაეძებდა, თუმცა ვერ ეწირებოდა.

გუგუა „ამხანაგებს თავის ტოლსავით უყვარსთ, ყველა თავს დასდებს მაგისთვის,


ამიტომ რომ თავად გუაც ეგეთია მეზობლისთვის, გუგუა ვაჟკაცია და ჯალაბნობაშიც
თავი არშეურცხვენია“(ყაზბეგი, 1884:254), მიუხედავად ცოლის გულგრილობისა მის
სახელს, არც მაშინ ახსენებს, როდესაც თემი მისგან პასუხს მოითხოვდა, თუ ვის
ერთად იყო. იმ რთულ მდგომარეობაში, რომელიც მისთვის სიკვდილისტოლფასი
იყო ძიძიას სახელს, მაინც სათემოდ არახსენებს. თემს და საკუთართავს ვერპატიობს
მასში ეჭვის შეტანას, თან როგორს მოძმეთ სისხლისა და ხევის ღალატისა,
სიმართლის გარკვევის მიუხედავად გუგუა თავს მოიკლავს.

გრძნობისა და მოვალეობის დამცავია ხევისბერი გოჩაც წარმოსადეგი მოხუცი,


რომელიც თეთრ თოვლთან ანუ სიწმინდესთან გააიგივა ყაზბეგმა მისი პერსონაჟი,
რომელისთვისაც სამართლიანობისადმი და ტრადიციისადმი მოვალეობა თვით
გრძნობებზე მაღლაც კი დგას.

ხევისბერი გოჩა ცდილობს შვილს სწორი გზა უჩვენოს და მოვალეობის გრძნობა


გაუღვივოს მის დარიგებებით „ გახსოვდეს ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის
არის გაჩენილი, ვინძლო ქვეყანა არ გააცინო“ (ყაზბეგი, 1884:276), გოჩას უსიტყვოდ
ესმოდა შვილის მდგომარეობის, ამიტომაც ახსენებს კაცის ტანჯვით აღსავსე
ცხოვრების ხვედრს.

ხევისბერი სარმართლიანი პიროვნებაა, რომელიც იმ გადაწყვეტლებას იღებს მუდამ,


რასაც მისგან თემი და სამართალი მოითხოვდა. ხევისბერ გოჩას ყველაზე მეტად
ურთულდება, მის აღზრდილისთვის გუგუასთვის განაჩენის გამოტანა, ელის ფაქტს,
რაც გაამართლებს გუგუას და ცდილობს განაჩენის სისწორეშიც დარწმუნდეს. ონისე,
რომელიც აქამდის მდუმარედ საკუთარ თავს ებრძოდა, მისითვის ბოლო წვეთი
არმოჩნდა გუგუას დუმილიც, რაც უფრო აწუხებდა მას, ეს გახდა მიზეზი სიმართლის
აღიარების. გოჩა, ონისეს ვერ აპატიებს მოძმეთა სისხლს, ვერ აპატიებს მის
დარიგებების უგულებელყოფას და იმპურსურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც
თემი მისგან, როგორც ხევისბერისგან მოითხოვდა, ხოლო როგორც მამისგან მის მიერ
არჩეულ გადაწყვეტილებაზე პასუხს საკუთარი მდგომარეობით აგებს, როგოც მამა
ვერ აპატიებს თავს შვილის მოკვლას.
თითოეული პერაონაჟი ადამიანია, პიროვნებაა, რომელიც გარემო პირობებიდან
გამომდინარე უშვებს შეცდომებს, ნაწარმოებში ჭარბობს პიროვნული მოვალეობა და
შემდგომ გრძნობები ერთმანეთისადმი, რის დაძლევაც ბოლომდე შეუძლებელია.

გამოყენებული ლიტერატურა:
ყაზბეგი ალექსანდრე, „ხევისბერი გოჩა“, თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა, თბილისი. 1991;

You might also like