You are on page 1of 2

Სასჯელად ქცეული სიცოცხლე

აკაკი წერეთლის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია


პატრიოტიზმს,ეროვნული მოტივების აღორძინებას,ადამიანის
ღირსებებებსა და ფასეულობებს. Მისი პოეტური გენიის მწვერვალია პოემა
“გამზრდელი” და მისი შემოქმედების ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.
ეს პოემა ქართული რეალიზმის ბრწყინავალე ნიმუშია.

Საფარ-ბეგის და ბათუს ძიძიშვილობა ერთ დღეს მარცხით დასრულდა. Ამის


მიზეზი იყო საფრ-ბეგის დაუფიქრებელი და უპატიებელი შეცდომა.

Ბათუ მთელი პოემის განმავლობაში გვევლინება


მოსიყვარულე,ალერსიან,ძიძიშვილისთვის
თავგანწირულ,მომთმენ,ტრადიციების პატივისმცემელ პიროვნებად. Მის
სრულყოფლებაზე კი მიგვანიშნებს ის დეტალი,რომ ის თავის ცოლთან
ერთად “მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად” ცხოვრობს.

Ბათუსგან განსხვავებით, Საფარ-ბეგი არის პიროვნება რომელმაც


უღალატა ძიძიშვილობას და დიდი ცოდვა ჩაიდინა იმ ადამიანის მიმართ
რომელიც მზად იყო თავი გაეწირა მათი მეგობრობისთვის.

Ჩემი აზრით, საფარ-ბეგმა გამოიყენა ბათუს კეთილდგანწყობა და სახლში


მარტოდ დარჩენილმა განახორციელა ის გეგმა რომელიც წინაწარ ჰქონდა
განზრახული. Ცოდვის ჩადენის შემდეგ მას მშვიდად ეძინა და ამშვიდებდა ის აზრი
რომ ბათუმ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს,რომ იგი
ამ ცოდვას ისე შეირგებდა,რომ არც ინანდებდა, თუ მის ძიძიშვილს
არაფერი ეცოდინებოდა.

Მხოლოდ ბათუს მკაცრი შეფასების შემდეგ მასში სინდისმა გაიღვიძა,რის


შედეგადაც მზად იყო თავის საქციელზე პასუხი ეგო: “ჩემს სიხოხლეს
სიკვდილი სჯობს,მომკალ... ტანჯულსრამ მიშველე, მაზღვევინე , რაც
შეგცოდე, სინდისი გამიმართლე!..” საფარ-ბეგმა საშინლად განიცადა
მომხდარი, ის შეკრთა, მკვდრის ფერი დაედო,გაქვავდა. მიხვდა რომ ის
ეშმაკისგანაა შებყრობილი და ცოდვის სისხლით ჩამორეცხვას მიიჩნევს
სწორად ამიტომაც სთხოვს ბათუს სინდისის გამთელების მიზნით
მოკვლას. Თუმცა ბათუმ ძიძიშვილობისა და ქართული ტრადიციების
სიყვარულის გამო არ მიიჩნია მისი მოკვლა სწორად რადგან საფარ-ბეგი
დედამისის გაზრდილი იყო, და ამიტომ შემოიფარგლა მხოლოდ ერთი
თხოვნით,რომ თავისი ცოდვა გამზრდელისთვის გაემხილა.

აღსანიშნავია, რომ საფარ- ბეგმა პირნათლად შეასრულა ბათუს დავალება


და მოძღვარს ყველაფერი დაუფარავად უამბო, არც თავის მართლება
უფიქრია, არც ზიახანუმი უხსენებია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ საფარ-
ბეგმა აღიარა თავისი შეცდომა და ამ საქციელით სურდა თავისი სინდისის
განწმენდა საშინელი ცოდვისაგან. Ჰაჯი-უსუბი შეკრთა მისი მონაყოლის შემდეგ
და მხოლოდ თავისი თავი მიიჩნია დამნაშავედ იმაში რომ სწორად ვერ
აღზარდა თავისი აღსაღზრდელი: “ შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
Სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!” ამიტომ
თავის თვს განაჩენი გამოუტანა, ხოლო საფარს სასჯელად სიცოცხლე
შეუნარჩნა. Რა თქმა უნდა , ეს ცოდვა საფარს მთელი ცხოვრების მანძილზე
გაჰყვებოდა და დასტჯავდა რადგან მან გულწრფელად მოინანია თავისი
საქციელი და დაარღვია მჭიდრო კავშირი, უარყო ძიძიშვილობის ტრადიცია
და ამით ცხოვრება ტანჯად გადაიქცია. ბათუმ მისი ცხოვრება ასე შეაფასა:
“რაც ქვეყანას მიაჩნია რჯულზე უფრო უმტკიცესად, რომ გასტეხე, ის
გეყოფა სიკვდილამდე შენ საკვნესად”.

Მართალია ჰაჯი-უსუბმა საფარ-ბეგის დანაშაულის საფუძველი თავის


თავში მოძებნა, მაგრამ პოეტის აზრით “...მარტო წვრთნა რას იზამს, თუ
ბუნებამც არ უშველა?” საფარმა თავისი დანაშაული გამოისყიდა
გულწრფელი მონანიებით, მას თავისი შეცდომის შეგნების შემდეგ
სიკვდილიც აღარ უმძიმდა მაგრამ მან ეს დანაშაული ზნეობრივი
პრინციპით გამოისყიდა.

Ამის გათვალისწინებით ეს პოემა მიგვანიშნებს რომ ამ ცხოვრების


უშეცდომოდ გავლა ძალიან ძნელია თუმა მთავარია რომ ადამიანების
ცოდვა გამოსყიდული იქნას არა შურისძიებით არამედ გულწრფელი
მონანიებითა და შეგნებით.

You might also like