You are on page 1of 2

ადამიანის ამა თუ იმ ქმედების გამო ზნეობრივ პასუხისმგებლობას მის ოჯახსაც აკისრებენ .

"კრავენ მძიმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს , თავად კი


თითითაც არ სურთ მისი დაძვრა". ადამიანი უარყოფითი ქმედებებით უფრსკრულში
ითრევს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მის გარშემომყფოთაც. იგი შეიძლება
დანაშაულის სიმძიმის გამო დაავადდეს და ცოდვილმა დატოვოს მიწიერი , თუმცა მის
შთამომავლებს სამუდამოდ ამ მძიმე ტვირთით მოუწევთ ცხოვრება და წუთისოფელთან
გამკლავება, რაც მათ ყოფას ბევრად დაამძიმებს და გაუსაძლისს გახდის.

ოთარ ჭილაძის მოცემული პოემის მიხედვით "სამრეკლოების მდუმარე ჩრდილში ",


მკვეთრად არის წარმოჩენილი ჯალათის ცხოვრება, თუ როგორ უმუწყალოდ იმეტებს
პოეტს სასიკვდილოდ მზის ქვეყანაში, არაფრისმცოდნე ბავშვების თვალწინ ,
გასამრჯელოს მისაღებად. როგორ ბრუნდება იგი ცოდვილი ხელით , სისხლით ნაყიდი
პურით სახლში და ნაკაცარი სულით ესიყვარულება საკუთარ ცოლ-შვილს. საცოდავი
შესახედია ცოლი, რომლის სხეულიც და სულიც, ლაჩრის და მონის თავშესაფარია , "არ
მოშორდება შენს ღარიბ ჭურჭელს სისხლის ლაქები". პოეტი ჯალათს გველს ადარებს და
გული შესტკივა იმ ადამიანებზე, ვისი უკანასკნელი კვნესის კვალი ჩანს მკვლელის
სისხლით შეღებილ მკლავებზე. ცოლისა და შვილის ერთადაერთი ხსნის გზა სულის
გადარჩენაა, გაქცევა და ყოფასთან შეგუების უარყოფა. "ტყუილა ბრაზობ , ჯალათის
შვილო, როცა ტოლები გერიდებიან", მამამისის ქმედებების პასუხისმგევლობა ხომ
შვილსაც აკისრია, ის დამნაშავე არ არის, მაგრამ ვიღაცამ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი
იმაზე, რაც უწინ მოხდა,რადგან მიყენებული ტკივილი ჯერ კიდევ არ გამქრალა .
მსხვერპლის ახლობებს ჭრილობა კვლავ არ მოშუშებიათ, თუმცა შვილისთვის არსებობს
გზა გადარჩენისა, "ჯერ დროა, რომ შენი სული გადაარჩინო და ჭაობიდან გამოიტანო,
როგორც ყვავილი ჯერ გაუშლელი".

როდესაც ადამიანი გადაწყვეტს გაჰყვეს რომელიმე კონკრეტულ გზას , მას


გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს,რომ შედეგების სიმძიმე აისახება არა მხოლოდ
მასზე, არამედ ოჯახის წევრებზეც. სისხლით გასვრილი ხელები, ახლობლებსაც
დააჩნდებათ და სამუდამო აჩრდილად გადაიქცევიან. აკაკი წერეთლის "გამზრდელის "
მიხედვით, აღსანიშნავია საფარ-ბეგის ღალატი, რომლითაც აღმზრდელის სახელი
შეურაცხყო და მიწასთან გაასწორა. ბათუ დასახმარებლად მუდამ მზად იყო , იგი ცხენის
მოსაპარად გაეშურა, რათა საფარ-ბეგს სიყვარულთან გაერთიანების შესაძლებლობა
ჰქონოდა, თუმცა საპასუხოდ მან უღირსი საქციელი ჩაიდინა. „საფარ-ბეგო, მძიმე
პირშაობა ვიცი, შენი შემიტყვია!და დღეიდან ჩვენს ორს შუა მოციქული არის ტყვია !“,
ბათუს ეყო გამბედაობა და ძუძუმტის ქმედებების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
და თავი მოიკლა, „შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,რომ
კაცად ვერ გამიზრდიხარ!წარმოსთქვა და საფეთქელში მიიჭედა ცხელი ტყვია !..".
აღსანიშნავია ასევე ხევისბერი გოჩას მაგალითი, რომელიც "ღირსეულად" შეხვდა
შვილის დანაშაულის სიმძიმეს და საკუთარი ხელებით მოკლა იგი, რათა საუკუნოდ
შერცხვენილი არ ეარა დედამიწაზე, თუმცა რამდენად გამართებულია მისი ასეთი
განრისხება, არავინ იცის.
დღევანდელ რეალობაში ბათუს მსაგვსად ყოველივეს არ ძალუძს პასუხი აგოს სხვის
ქმედებებზე და სული გადაარჩინოს. თითქოს ეგუებიან შავ ყოფას, გულის წადილს
უგულებელყოფენ და აგრძელებენ უსინდისოდ სისხლიანი პურის ჭამას. რამდენი
უდანაშაულო ადამიანის სისხლია რიგითი პოლიტიკოსებისა თუ ერთპიროვნული
მმართველების ხელებზე, რომლის ოჯახის წევრებიც იტანჯებიან ამ ტვირთით , რადგან
ისინიც გაიგივებულნი არიან ამგვარ ცხოველურ ბუნებასთან და ისინი ერთადერთნი
არიან, ვისაც პასუხი მოეთხოვებათ იმისთვის, რაც არასდროს ჩაუდენიათ . უსამართლოა ,
მაგრამ გარდაუვალი მამების გამო გადამტერებული შვილების ყოფა , რომლის სულიც
დატყვევებულია წარსულში და მისი პირონვული ღირებულებები უსარგებლოა , რადგან
ისინი ვალდებულნი არიან გააგრძელონ დაწყებული საქმე და გაიფუჭონ მთელი
ცხოვრება ისეთი მომავლის დევნაში, რომელიც მათ არ ეკუთვნით.

You might also like