You are on page 1of 2

ანა ოსიპოვი

წოწონავა: თემა 26-ე


გმირობა პირადი გადაწყვეტილებაა და კომპრომისს გამორიცხავს
“შუშანიკის წამების” იმ ეპიზოდში, როდესაც ქართლში
შეიტყობენ პიტიახშის გამაზდიანების შესახებ, ნათლად არის
გამოკვეთილი ნეტარი მოწამის სამომავლო განზრახვა -
მოწამეობრივი აღსასრული. იაკობ ხუცესი, რომელიც გვევლინება,
როგორც შუშანიკის ერთ-ერთი თანამოაზრე და გულშემატკივარი,
ამზადებს მას მოსალოდნელი საფრთხისთვის ვარსქენის მხრიდან.
იგი შუშანიკს აფრთხილებს, რომ “მწარე გონებაი აქუს მას, გუემასა
და ტანჯვასა დიდსა შეგაგდოს შენ”, მაგრამ ქრისტეს კრავი მაინც
არ ნებდება, და მტკიცედ აცხადებს,რომ მზადაა ყოველივესთვის,
რაც მას მოელის. მიმაჩნია,რომ თავისი ამგვარი საქციელით
შუშანიკი ამტკიცებს,რომ ნებისმიერი საგმირო საქმის ჩადენა არის
ადამიანის პირადი გადაწყვეტილება.
შუშანიკი შემზადებულია დიდი ღვაწლისათვის. ტექსტში არ არის
აღბეჭდილი მისი ემოციური მდგომარეობა, მაგრამ , სავარაუდოდ,
ამ ნაბიჯის გადადგმა მისთვის იყო უდიდესი განსაცდელი, ვინაიდან
მან იცოდა, რომ ამ გზით იგი გამოეთხოვებოდა თავის შვილებსა და
წუთისოფელს.
ვფიქრობ,რომ არც ოცდამეერთე საუკუნეში და არც
მომავალშიც გმირობის ჩადენა არ იქნება სხვისი
გადაწყვეტილებით გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან თითოეული
ადამიანი ხასიათდება საკუთარი, უნიკალური აღქმისა და
აზროვნების უნარით, რის საფუძველზეც იგი იღებს ამათუიმ
გადაწვეტილებას. ამასთან, გმირობა არა მარტო საკუთარი
ცხოვრებისეული პრინციპების დაცვაა, არამედ თანამოზრეებისთვის
მისაბაძ მაგალითად გადაქცევა. გმირობის ჩასადენად ადამიანს
უნდა გააჩნდეს უდიდესი ნებისყოფა, ამიტომაც როდესაც ვინმე
რადიკალურად არის განწყობილი საგმირო საქმის ჩასადენად, მას
ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს აზრს, რადგან ნებისმიერი
განათლებული და მოაზროვნე პირი გადაწყვეტილებას იღებს
სიტუაციის გაანალიზებით.
შუშანიკის მსგავსად, საგმირო საქმეზე წასვლა განეზრახა აბო
თბილელს. მასაც ,მსგავსაც შუშანიკისა, შეეძლო ყოველივეს
თავიდან არიდება, მაგრამ საკუთარი პრინციპების დასაცავად , მას
მოწამეობრივი აღსასრული ერჩია.
მაშასადამე, ნებისმიერი გადაწვეტილება,რომელსაც იღებს
ადეკვატური და საღად მოაზროვნე ადამიანი, არის წინასწარ
გათვლილი ნაბიჯი. გმირის გონებაში წინასწარ იქმნება ახლო
მომავლის სურათი და იგი მტკიცედ აგრძელებს გზას.
პირს,რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს საგმირო საქმის
განზრახვა, ვერავინ მოაქცევს თავისკენ ,ვინაიდან იგი წინასწარ
ანა ოსიპოვი

არის შემზადებული ყოველი მოვლენისთვის,რაც წინ მოელის და


საკუთარი ზნეობრივი და მორალური პრინციპების დასაცავად იგი
არ გამობრუნდება შუა გზიდან.

You might also like