You are on page 1of 6

უილიამ შექსპირი - ,,სონეტა 66’’

ჰუმანიტარული სკოლა

სტუდენტი- თიკა როგავა


ლექტორი- ქეთევან გრძელიძე
Სტრუქტურა.........................................................................................................2
პოეტური ტექნიკა.............................................................................................2
სონეტების შესახებ...........................................................................................2
განხილვა.......................................................................................................3

Სტრუქტურა

უილიამ შექსპირის ,,სონეტი 66’’ არის თოთხმეტ სტრიქონიანი ლექსი ,


რომელიც შეიცავს ერთ სტროფს , იმ ფორმით , რომელიც გახდა პოეტის
სახელის სინონიმი.

პოეტური ტექნიკა

პოეტი მკითხველზე შთაბეჭდილების მოსახდენად და თავისი


სათქმელის უკეთ გადმოსაცემად იყენებს არაერთ მხატვრულ
საშუალებას. მაგალითად- ალიტერაციას , მეორე და მესამე სტრიქონებში
, როდესაც სიტყვები გამოიყენება თანმიმდევრულად (Baldwin).
პოეტი ასევე იყენებს ანაფორას და სიტყვის ან ფრაზის გამეორებას
მრავალი სტრიქონის დასაწყისში. ამ ტექნიკის ძირითადი მიზანი
აქცენტის შექმნაა, მისი განხორციელებით შეიძლება შეიქმნას ფრაზების,
ნივთების ან მოქმედებების სია.
სონეტების შესახებ

დღესდღეისობით, უილიამ შექსპირი და მისი ნაწარმოებები, პიესები


დიდი პოპულარობით სარგებლობს , თუმცა სონეტები გასაკუთრებით არ
კარგავენ აქტუალურობას. გენიალურმა ინგლისელმა პოეტმა და
დრამატურგმა სულ 154 სონეტა დაწერა და როგორც
მოიხსენიებენ ,,უკვდავი სონეტები’’ იპყრობს მკითხველის დიდ
ყურადღებას. მკვლევარებს , არერთხელ უცდიათ , რომ მის სონეტებში
აღმოეჩინათ თანმიმდევრული თხრობა. პირველი 17 სონეტა ეძღვნება
ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ავტორი ურჩევს ცოლის შერთვას და
მემკვიდრეობის გაგრძელებას. მომდევნო სონეტები ძირითადად
სიყვარულსა და მეგობრობაზეა დაფუძვნებული, ხოლო ბოლო 27
სონეტა ეძღვნება ,,შავგრემან ქალბატონს’’. არსებობს არაერთი ვერსია
იმის შესახებ , რომ სონეტები ეძღვნება კონკრეტულ ადამიანს , გარდა
ამისა ,ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს , რომ შექსპირი თავად იყო
ადრესატი თავისივე სონეტებისა , თუმცა არცერთი მათგანის
დამტკიცება ვერ ხერხდება.
საინტერესოა ის ფაქტი , რომელსაც მკვლევარები ამტკიცებენ , რომ
უილიამი ,მხოლოდ სონეტებითაც მოიპოვებდა უკვდავებას.
ინგლისელებისთვის უილიამი ერთ-ერთი საამაყო და ,,დიდი პოეტია’’,
რადგან მისმა სონეტებმა კლასიკურ სიმაღლეზე ასვლა მოახერხა.
სონეტებიი დაფუძვნებულია : რენესანსულ იუმორზე , ტრაგიზმზე.

განხილვა

ავტორი პირველ 4 სტრიქონში წერს , რომ დაიღალა ამ ყველაფრით


(grimes, 2017), მიწიერი განსაცდელისგან , რომელიც გვხვდება ცხოვრების
სხვადასხვა ასპექტში და საკითხში. ის აპირებს დასვენებას და
ერთადერთ გამოსავალს სიკვდილში ხედავს ,,მშვიდი სიკვდილისთვის
ვტირი’’. ის ამბობს, რომ პატივი ენიჭება მათ, ვინც ამას არ იმსახურებს,
„პატივი სამარცხვინოდ უადგილოა“, რაც სამარცხვინოა და ქალები,
რომლებიც თითქოს და უბიწოები არიან, იქცევიან როგორც ვულგარული
ქალები ან მეძავები, „ქალიშვილობის სათნოება უხეშად ატეხეს“. ის
იწყებს იმის ახსნას, რომ მობეზრდა კარგი ადამიანები, რომლებიც
განწირულნი არიან იცხოვრონ ,როგორც მათხოვრები, როდესაც ისინი არ
იმსახურებენ ამ ბედს. მომხსენებელი მკვეთრად ხაზს უსვამს
კონტრასტებს, რომლებიც მან დააფიქსირა, რომლებიც ფიზიკურ პლანზე
არსებობს, ავლენს თავის უარყოფას ერთის მიმართ და ზრდის მის
საპირისპიროს მნიშვნელობას.
ბოლო ორი სიტუაცია, რომლებზეც ის გამოხატავს თავის დაღლილობას,
არის კარგი ადამიანების მაგალითები, რომლებიც „შერცხვენილნი არიან“
არასწორი ენით ან ცილისწამებით. ძალაუფლების იგივე დისბალანსი
კვლავ აღწერილია შემდეგ სტრიქონში, რადგან მომხსენებელი
გვთავაზობს, რომ ექიმები აკონტროლებენ ავადმყოფებს ისევე, როგორც
სულელები აკონტროლებენ ბრძენებს. მეთერთმეტე სტრიქონში
ნათქვამია, რომ „მარტივი ჭეშმარიტება“ მსოფლიოში ძალიან ხშირად
არის „არასწორად წოდებული სიმარტივე“ ან უბრალოება. ბოლო
განცხადება არის ის, რომ ავტორი დაიღალა. ჩვეულებრივ, შექსპირის
სონეტში ბოლო ორი სტრიქონი ამთავრებს ლექსს ამოხსნით. ამ
შემთხვევაში გამოსავალი ალტერნატიული პერსპექტივა მეთოთხმეტე
სტრიქონამდე არ მოდის. სტრიქონი ეუბნება მკითხველს, რომ
მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილისკენ მიისწრაფვის იგი ჯერ არ
აპირებს , რადგან ეს ნიშნავს, რომ დატოვოს მისი „სიყვარული“
(Whittemore, 1609). სამართლიანი ახალგაზრდობა ამ სონეტში პირველად
არის ნახსენები ,, მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს’’,
მომხსენებელი კვლავ იმეორებს, რომ მას მობეზრდა ყველა
თვალთმაქცობა, რომელიც გამოწვეულია არაგულწრფელობითა და
ორპირობით. ის კვლავ იზიარებს აზრს, რომ ურჩევნია მოკვდეს და თავი
დააღწიოს ამ უბედურებისა და სიცრუის სამყაროს - გარდა ერთი ძალიან
მნიშვნელოვანი მიზეზისა: მას არ სურს სიყვარულის მიტოვება. ის ამ
ამაღლებულ ნიჭს თავისი „სიყვარულის“ ასამაღლებლად იყენებს.
საბოლოო ჯამში, კრეატიული და ღრმად მოაზროვნე ავტორისათვის
უბრალოდ გაზვიადებულია სიკვდილის სურვილი, რათა გამოეჩინა
თავისი პატარა დრამა, რომელიც ამქვეყნიურ კონტრასტებს ასახავს.
შესაბამისად იგი ამჟღავნებს სატრფოსადმი სიყვარულს და ზრუნვას,
რომელსაც შეუძლია შეცვალოს მისი შეხედულებები და ადამიანი ,
რომელიც სიკვდილისკენ მიისწრაფვოდა ,,მოაბრუნოს’’.
ეს სონეტი შესაძლოა გავაიგივოთ დღევანდელ რეალობასთან , ვინაიდან
შეიძლება ბევრია ჩვენს შორის ადამიანი , ვინც დაიღალა
ცხოვრებისეული ამაოებისგან და მხოლოდ სიკვდილს ნატრობს.
ადამიანი ამ მდგომარეობამდე კი იმ გარემოებას მიჰყავს , რომელშიც იგი
იმყოფება. ჩემი აზრით კი ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული ,
რომ იცვლებიან ადამიანები , მათი შეხედულებები და ღირებულებები
ქრება , რომელიც ადამიანობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ,,კონპონენტია’’. ავტორის მთავარი სათქმელია
გადმოგვცეს ის წუხილი , რომელსაც სურს გაექცეს. სიცრუე
ერთგულების თვისება გამხდარა, ჩვენ ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ ვიცით , რომ
,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა’’, თუ რა შედეგი
მოჰყვება ამ ყველაფერს , ამიტომ ამისგან თავის არიდებას ცდილობს.
ადამიანები არ გადმოცემენ თავიან გრძნობებს გულწრფელად , ისინი
მოქმედებენ გონებით და არა გულით, სიკეთე ბოროტებამ შეცვალა.
ჩემი აზრით , მიუხედავად , იმ მდგომარეობისა , სადაც ავტორი
იმყოფება წუთისოფლის დატოვება გამოსავალი არ არის, ვინაიდან,
სიკვდილი ერთი მხრივ, ყველაზე მარტივი და მეორე მხრივ ,ყველაზე
რთული გზაა იმ რეალობიდან გასაქცევად , სადაც ადამიანი იმყოფება.

ბიბლიოგრაფია
Baldwin, E. (n.d.). Retrieved from Poem Analysis:
https://poemanalysis.com/william-shakespeare/sonnet-66/

grimes, L. s. (2017). Shakespeare Sonnet 66: "Tir’d with all these, for restful death I cry". Retrieved from
Owlcation: https://owlcation.com/humanities/Shakespeare-Sonnet-66-Tird-with-all-these-for-
restful-death-I-cry

Whittemore, H. (1609). In The Monument.

You might also like