You are on page 1of 3

5.

დასაწყისი - „შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი იწყება ღვთისადმი


მიმართვით. პოეტი ამბობს, რომ ღმერთმა თავისი ძალით შექმნა სამყარო და
ზეციდან ჩაბერა სული ყველა არსებას. ჩვენ, ადამიანებს, მოგვცა ათასფერად
შემკული დედამიწა. მანვე შექმნა თავის მსგავსად ყველა მეფე. რუსთაველი
შესთხოვს უფალს, რომ დაიცვას ბოროტი ძალებისაგან, შეუმსუბუქოს ცოდვები და
არ დაუკარგოს სიყვარულის უნარი.

შემდეგ შოთა აქებს მზის მსგავს თამარ მეფესა და ლომივით ვაჟკაცს, დავით
სოსლანს. სწორედ თამარის მშვენიერებამ შთააგონა პოეტს ამ პოემის დაწერა:
„მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული.“ რუსთაველი ამბობს,
რომ მას დაავალეს თამარის სახოტბო ლექსების დაწერა. მეფე-ქალის უზადო
გარეგნობის დახატვა საკმაოდ ძნელია, მაგრამ: „გასტეხს ქვასაცა მაგარსა
გრდემლი ტყვიისა ლბილისა.“

ლექსების დასაწერად პოეტს აუცილებლად სჭირდება ქართული ენის


საუკეთესოდ ფლობა, გრძნობა და პოეტური ოსტატობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში
შეძლებს შემოქმედი ღირსეულად შეაქოს ტარიელი, რომლის მსგავსი სხვა არავინ
დაბადებულა და ერთმანეთის ერთგული სამი მეგობარი:

„დავჯე რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ-სობილი,

აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.“

პოეტმა ეს სპარსული ამბავი ქართულად ლექსად გადმოსცა, რაც საკმაოდ


საორჭოფო საქმე იყო. ეს გააკეთა რუსთაველმა იმისი სიყვარულით, ვისაც
უამრავი ჯარი ემორჩილება:

„მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი:

ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი.“

თამარის მშვენიერებისაგან დაბრმავებულ თვალებს თვალისჩინი ენატრებათ,


შეყვარებულ გულს კი მარტოობა არგუნა ღმერთმა. პოეტი შესთხოვს უფალს, რომ
აკმაროს ხორციელი ტანჯვა, სული დაუმშვიდოს, რათა ღირსეული ლექსები
მიუძღვნას სამ გმირს: „სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.“

ადამიანი იმით უნდა დაკმაყოფილდეს, რასაც ბედი მისცემს: მუშა მუდამ უნდა
შრომობდეს, მეომარი - ვაჟკაცურად იბრძოდეს. მიჯნურს კი მიჯნურობა უნდა
უყვარდეს, კარგად უნდა იცნობდეს ამ გრძნობას. მისი სიყვარული ვერავინ ვერ
უნდა დაიწუნოს და თავადაც უნდა დააფასოს სხვისი გრძნობა.

პოეზია ფილოსოფიის ერთ-ერთი დარგია. საღვთო პოეზია მკითხველისთვის


ძალიან სასარგებლოა. სასიამოვნოა, თუ მას კარგი, გამგები კაცი წაიკითხავს:
„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.“
მართალია, დიდი სათქმელი მოკლედ უნდა ითქვას, მაგრამ ნამდვილ პოეტს
დიდტანიანი ნაწარმოებების შექმნა გამოსცდის ისე, როგორც ცხენს გრძელ გზაზე
სირბილი, ხოლო მობურთალს - მოედანი, ჩოგნის ზუსტად, მარჯვედ დარტყმა.

ნამდვილმა პოეტმა არ უნდა შეამოკლოს სათქმელი, არ უნდა გააღარიბოს


ქართული ენა, ოსტატურად უნდა წერდეს. მოშაირე არ ჰქვია იმას, ვინც ერთ-ორ
ლექსს დაწერს, ასეთმა ადამიანმა თავი ნამდვილ მელექსეებს არ უნდა
გაუტოლოს, არ უნდა გაჯიუტდეს ჯორივით, არ უნდა ამტკიცებდეს, რომ მისი ლექსი
სჯობს სხვისას.

არიან ისეთი მელექსეები, რომლებსაც არ შეუძლიათ დიდი სათქმელის


სრულყოფილად გადმოცემა. ისინი იმ ახალგაზრდა მონადირეებს გვანან,
რომლებიც დიდ ნადირს ვერ კლავენ და მხოლოდ წვრილფეხა ცხოველებს
ხოცავენ.

მესამე სახის ლექსი, თუკი ის ნათლადაა გამოთქმული, სასიამოვნოა


ნადიმობისას, მეგობრებთან ერთად გართობისას, სახუმაროდ, სატრფიალოდ,
მაგრამ „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.“

პოეტმა თავისი ნიჭი ტყუილად არ უნდა გაფლანგოს: თავისი შემოქმედება


ერთადერთ სატრფოს უნდა მიუძღვნას, მხოლოდ მას უნდა აქებდეს და მისთვის
უნდა ქმნიდეს მელოდიურ ლექსებს.

რუსთაველი გვეუბნება, რომ თვითონ იმას აქებს, ვისთვისაც ადრეც შეუსხამს


ხოტბა. პოეტს სასახელო საქმედ მიაჩნია იმის შექება, ვინც სიცოცხლეს ურჩევნია
და ვინც ავაზასავით შეუბრალებელია. ფარულად სწორედ მისი ქებაა მოცემული
პოემაში.

პოეტი, უპირველესად, ახსენებს ღვთაებრივ მიჯნურობას, რომლის სიტყვებით


აღწერა ძალიან ძნელია. ის ადამიანს სულიერად ამაღლებს და აღმაფრენას
ანიჭებს, მაგრამ, ვინც ზეციურ მიჯნურობას ეზიარება, ბევრი ტანჯვის ატანა
მოუწევს.

საღვთო მიჯნურობას ადამიანის გონება ვერ წვდება, ვერც ენა გადმოსცემს.


რუსთაველი ამიტომაც საუბრობს მიწიერ გრძნობებზე, ხორციელ სიყვარულზე.
ასეთი მიჯნურობა ღვთაებრივს შეიძლება დაემსგავსოს, თუკი მას მიბაძავენ და არ
იმრუშებენ:

„ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;

მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.“

არაბულად მიჯნური შმაგს ჰქვია, რადგან მას აგიჟებს სატრფოს მიუწვდომლობა.


ზოგი მიჯნური გამუდმებით ისწრაფვის ზეციური სიყვარულისკენ, ზოგი კი ერთი
ლამაზმანიდან მეორესთან დაფრინავს.
მიჯნური მშვენიერებით მზეს უნდა ჰგავდეს. ის ასევე უნდა იყოს: ჭკვიანი, უხვი,
თავმდაბალი, ახალგაზრდა, თავისი სატრფოს შესაფერისი, ენამჭევრი, მომთმენი,
მამაცი. ვისაც ეს თვისებები არ გააჩნია, ნამდვილი მიჯნური ვერ იქნება.

მიჯნურობა მშვენიერი, რთულად გასაგები რამაა. ის და სიძვა-მრუშობა


განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამიტომ არავის არ უნდა აერიოს.

მიჯნური აუცილებლად უნდა იყოს ერთგული, წესიერი, სატრფოსთან განშორებას


უნდა განიცდიდეს, მან:

„გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.“

ადამიანმა სიკვდილამდე უნდა უერთგულოს თავის სიყვარულს, არც ბედნიერებამ


უნდა დაახვიოს თავბრუ და არც გასაჭირს უნდა შეუშინდეს, სატრფოს გამო
ყველაფერი უნდა მოითმინოს. მიჯნური არ ჰქვია ისეთ ადამიანს, რომელსაც დღეს
ერთი უყვარს, მეორე დღეს - უკვე სხვას ეტრფიალება, ეს ყმაწვილური გართობაა.
ნამდვილი მიჯნური ისაა, ვინც სატრფოსთვის სიცოცხლესაც კი დათმობს.

ჭეშმარიტმა მიჯნურმა უნდა დამალოს გრძნობა, თავის გასაჭირს არავის არ უნდა


უმხელდეს, არ უნდა შეარცხვინოს სატრფო, უნდა ერიდებოდეს მისი: „შორით
ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა.“

შეყვარებულები უნდა მოუფრთხილდნენ და გული არ ატკინონ ერთმანეთს.


გაუგებარია ისეთი ადამიანის საქციელი, რომელიც სატრფოს არცხვენს, მაგრამ:
„ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.“

შეყვარებულის გამო ტირილი, ველად სახეტიალოდ გაჭრა, განმარტოება,


გამუდმებით სატრფოზე ფიქრი, სხვა ადამიანებთან თავისი გრძნობების დამალვა
ჭეშმარიტი მიჯნურის დამახასიათებელია.

“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You might also like