You are on page 1of 2

შოთა რუსთაველის შეხედულება შაირობაზე

შოთა რუსთაველი თავის დიად პოემაში 'ვეფხისტყაოსანი", გადმოგვცემს თავის მკაფიო


აზრს შაირობის შესახებ. პროლოგში რუსთაველი ეხება ორ მნიშვნელოვან თემას,
რომელთაგანაც ერთ-ერთია შაირობა.

პოეზია ფილოსოფიის ერთ-ერთი დარგია. შოთა რუსთაველი შაირობას-პოეზიას სიბრძნის


დარგს უწოდებს. .‘’შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი’’. იგი გამოყოფს 3 ტიპს:

1.’’საღვთო საღვთოდ გასაგონი,მსმენელთათვის დიდი მარგი’’, ანუ სასულიერო პოეზია.

2.’’მეორე ლექსი ცოტაი,ნაწილი მოშაირეთა" - ლირიკა-ლექსები.

3. გასართობი პოეზია, ‘’მესამე ლექსი კარგი არს


სანადიმოდ,სამღერალად,სააშიკოდ,სალაღობოდ,ამხანაგთა სათრეველად.’’

პოეზია არის შემეცნების დარგი, გასაგონში კი გულისმობს ღვთაებრივ ჭეშმარიტების


გაცხადებას ,რაც იმავდროულად ძნელი აღსაქმელია, მაგრამ სასიამოვნო.

საღვთო პოეზია მკითხველისთვის ძალიან სასარგებლოა. სასიამოვნოა, თუ მას კარგი,


გამგები კაცი წაიკითხავს. პოეტი ხაზს უსვამს ფრაზაში ‘’ გრძელი სიტყვა მოკლედ
ითქმის,შაირია ამად კარგი’’-აზრის ლაკონურად გამოთქმას. მართალია, დიდი სათქმელი
მოკლედ უნდა ითქვას, მაგრამ ნამდვილ პოეტს დიდტანიანი ნაწარმოებების შექმნა
გამოსცდის ისე, როგორც ცხენს გრძელ გზაზე სირბილი, ხოლო მობურთალს - მოედანი,
ჩოგნის ზუსტად, მარჯვედ დარტყმა.

ნამდვილმა პოეტმა არ უნდა შეამოკლოს სათქმელი, არ უნდა გააღარიბოს ქართული ენა,


ოსტატურად უნდა წერდეს. მოშაირე არ ჰქვია იმას, ვინც ერთ-ორ ლექსს დაწერს, ასეთმა
ადამიანმა თავი ნამდვილ მელექსეებს არ უნდა გაუტოლოს, არ უნდა გაჯიუტდეს ჯორივით,
არ უნდა ამტკიცებდეს, რომ მისი ლექსი სჯობს სხვისას.

არიან ისეთი მელექსეები, რომლებსაც არ შეუძლიათ დიდი სათქმელის სრულყოფილად


გადმოცემა. ისინი იმ ახალგაზრდა მონადირეებს გვანან, რომლებიც დიდ ნადირს ვერ კლავენ
და მხოლოდ წვრილფეხა ცხოველებს ხოცავენ. ‘’დიდსა ვერ მოჰკვლენ,ხელად აქვთ ხოცვა
ნადირთა მცირეთა’’.

"მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო,უცილობლობს ვითა ჯორი’’,ამ ფრაზით აღგვიწერს ცრუ


მელექსეებს. ღირსეულმა მელექსემ თავისი ნიჭი ტყუილად არ უნდა გაფლანგოს: "ხამს
მელექსეს ნაჭირვებსა,მისსა ცუდსა არ აბრკომდეს’’. თავისი შემოქმედება ერთადერთ
სატრფოს უნდა მიუძღვნას, მხოლოდ მას უნდა აქებდეს და მისთვის უნდა ქმნიდეს
მელოდიურ ლექსებს.

მესამე სახის ლექსი, თუკი ის ნათლადაა გამოთქმული, სასიამოვნოა ნადიმობისას,


მეგობრებთან ერთად გართობისას, სახუმაროდ, სატრფიალოდ. რუსთაველისთვის ეს ჟანრი
მიღებულია, "ჩვენ მათიცა გვეამების, რათა ოდენ თქვან ნათელად". მაგრამ „მოშაირე არა
ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად", ამ ფრაზით პოეტი გვევლინება ეპიკური ჟანრის
მხარდამჭერად.

მადლობა ყურადღებისთვის!

18:39 2.47 24.75

ს ს ს ს ს ს ს ს ს ს დას დსა ას დასდ ასდ ასდ სად სდა ასდ ასდ ასდ ასდ სდა ასდ ასდ ასდ სად
ასდ ასდ

ფრგჰფ გ ჰგგჰ გჰ გჰ გჰ გჰ გჰ გჰ გჰ გჰ გჰ გჰ გჰ გჰ გჰ ჰგ

You might also like