You are on page 1of 3

„ტარიელის დახასიათება“

ტარიელი ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მფლობელის, სარიდანის, ერთადერთი ვაჟია. იგი


გაერთიანებული ქვეყნის ამირბარი და ფარსადან მეფის ნაშვილები ვაჟია. მეფეს
მემკვიდრე არ ჰყავდა, რის გამოც ტარიელს ზრდიდა, როგორც თავის ერთადერთ
მემკვიდრეს. გარეგნობით მომხიბლავი ტარიელი ბავშვობიდანვე უდიდეს
ზეგავლენას ახდენდა მნახველზე. ტარიელის გარეგნობის შესატყვისია მისი
ფიზიკური ძალაც. მწერალი ჰიპერბოლებით ხატავს უზარმაზარი ძლიერების
რაინდს: „ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა.“ ის უშიშარი,
ბრძოლაში შეუდრეკელი ვაჟკაცია.

როდესაც ტარიელის გული ნესტან დარეჯანმა, ფარსადანის ქალიშვილმა, შეიბყრო,


მან, როგორც ყოველმა ღირსეულმა ქალბატონმა მოითხოვა დაემტკიცებინა მისი
სიყვარული და ხატაელების შინააღმდეგ გაელაშქრა. ხატაეთი, როგორც ინდოეთის
მოხარკე ქვეყანა, მას აღარ ემორჩილებოდა, ასევე რამაზი, მათი მეფე, უკვე
შემჩნეული იყო თვალთმაქცობასა და ღალატობაში. ჩანს, თუ როგორი შეყვარებულია
ტარიელი ნესტანზე; თუ რაოდენი შეუძლია სიყვარულისთვის გააკეთოს, რადგან
მხოლოდ ნესტანის გულის მოსაგებად ხატაელების დამარცხება გადაწყვიტა. მან
წერილი გაუგზავნა ხატაელთა მეფეს, რადგან ტყუილუბრალოდ სისხლის დაღვრა არ
სურდა და მათი პრობლემა რამაზის ინდოეთში გამოცხადებით გადაიჭრებოდა. ამ
მომენტით დავინახეთ ტარიელის ჰუმანურობა. მიუხედავათ ხატაელების უღირსო
საქციელისა, იგი მზად იყო არ შეეწირა ადამიანთა ცხოვრება ამ ბრძოლას. როდესაც
ამირბარს გადასცეს რამაზ მეფის თავხედური და ამპარტავნული დანაბარები, რომ
ხატაელები მათ თავიანთ პატრონებად აღარ თვლიდნენ, დილით გაემგზავრა
საბრძოლველად.

ინდოეთის საზღვრებთან მათ შემოეგებათ რამაზ მეფის მიერ გამოგზავნილი


მოციქული, რომელმაც ინდოეთის ჯარის მთავარსარდალს მან საჩუქრად მიართვა
ხატაეთის მეფის გამოგზავნილი ძვირფასი განძეული. რამაზი ტარიელს პატიებას
სთხოვდა. ჰპირდებოდა, რომ უომრად ჩააბარებდა ციხე-ქალაქებს. ტარიელმა
გადაწყვიტა რამაზ მეფის შემონათვალთან დაკავშირებით რჩევა ეკითხა გამოცდილი
ვაზირებისთვის. მათ უთხრეს ამირბარს, რომ ხატაელებს არაერთხელ გაუტეხავთ
სიტყვა, უღალატიათ ინდოელებისთვის, მათი ნდობა არ შეიძლებოდა. ურჩიეს,
მცირე, მაგრამ საუკეთესო, ნარჩევი მეომრებით წასულიყო რამაზ მეფესთან
შესახვედრად, მაგრამ ძირითადი ლაშქარიც ახლოს ჰყოლოდა, რათა, მტრის ღალატის
შემთხვევაში, დახმარებოდა. ამ მომენტში ჩანს ტარიელის თავმდაბლობა და
წინდახედულობა. არ ჰგონია თავისით თავი მასზე უფროს ვაზირებზე
განათლებული. მას ჰყოფნის ანალიზის უნარი, რომ გააცნობიეროს, რომ მათი რჩევა
სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად.
ამირბარს მოეწონა ვაზირთა რჩევა და სამასი უძლიერესი მეომარი იახლა თან,
ძირითად ჯარს კი სთხოვა, მათთან ახლოს ევლო, რათა თუ საქმე მოითხოვდა,
სწრაფად მოსულიყო საშველად. სამი დღის სიარულის შემდეგ რამაზის
გამოგზავნილი კიდევ ერთი მოციქული შემოხვდათ. მანაც უძვირფასესი ტანსაცმელი
მიართვა ტარიელს, ხატაეთის მეფის დანაბარებიც გადასცა, რომ მისთან შეხვედრას
ჩქარობდა. დასასვენებლად ტყის პირას დაბანაკდნენ. ამ დროს მათთან რამაზის
გამოგზავნილი მესამე მოციქული მივიდა. ტარიელმა მოციქულებს შესაფერისად
უმასპინძლა და საუკეთესო კარვებში მოასვენა. კიდევ ერთი მომენტი, სადავ ჩანს
ტარიელის ჰუმანურობა. ხატაელებთან დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად
მაინც ადამიანურად გაუმასპინძლდა მათ. ერთი მოციქული დანარჩენებს ჩუმად
გამოეყო, ფარულად მივიდა ამირბართან და უთხრა, რომ ხატაელები ღალატობდნენ.
მცირე რაზმით მიმავალ ტარიელს დიდი ლაშქრით დახვდებოდნენ და
გაანადგურებდნენ.

ეს მოციქული აღმოჩნდა ტარიელის მამის, სარიდანის, გაზრდილი, ის


დავალებული იყო მათი ოჯახისაგან და ცდილობდა ამ ვალის სიკეთით. მართალია,
ამ კაცმა იცოდა, რომ ტარიელი სწორუპოვარი მეომარი იყო, მაგრამ არც ის
ავიწყდებოდა, რომ: „რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან.“ ტარიელმა
დიდი მადლობა გადაუხადა მოციქულს, დაპირდა, რომ, თუ ცოცხალი დარჩებოდა,
სიკეთეს ათასგზის გადაუხდიდა. სამართლიანობის გრძნობა და სიკეთის
დაბრუნების სურვილი აქვს ტარიელს, რაც სულიერად განვითარბულ ადამიანად
წარმოგვიდგენს ჩვენს თვალში. მოციქულის ნათქვამი ტარიელმა არავის არ
შეატყობინა, რადგან, მისი აზრით, რაც მოსახდენია, მაინც მოხდებოდა. აქ დავინახეთ
ტარიელის გონიერება, ვხედავთ, რომ კარგი სტრატეგია, რადგან ,მართლაც, თუ დღეს
არ ჩაახშობდნენ ხატაელთა ურჩულობას, მაინც მოუწევდათ ამ ბრძოლის გამართვა
და ახლა უკან გაბრუნებას აზრი არ ჰქონდა. მან ძირითად ლაშქართან შიკრიკი
გაგზავნა და უბრძანა მალევე წამოსულიყვნენ.

ტარიელმა მოციქულები ტკბილი სიტყვით გაისტუმრა, რამაზ მეფესთან დააბარა,


რომ მალე შეხვდებოდა. მისი თვალთმაქცობა ეხმარება ტარიელს თავის გეგმას
მიყვეს, რაც გვეუბნება, რომ მიუხედავად მისი ლმობიერებისა და ჰუმანურობისა,
ამირბარს შეუძლია თვალთმაქცი იყოს მიზნის მისაღწევად, რაც ამ სიტუაციაში
უფრო კარგი რამ არის, ვიდრე ცუდი. ინდოეთის ჯარის მთავარსარდალმა მაღალი
ქედიდან გადაიხადა და მოღალატე რამაზ მეფის ჯარი დაინახა. გაიმართა ბრძოლა,
ხატაელებმა გამოააშკარავეს თავიანთი ფარული გეგმები და ორი მხრიდან
შემოესივნენ ინდოელებს, თუმცა ვერაფერი დააკლეს. გამოჩნდა ტარიელის ვაჟკაცობა
და უშიშრობა, რადგან ბრძოლისთვის მზადმყოფი იქ მიიჭრა, სადაც მტრის ყველაზე
დიდი რაზმი იდგა. მან ყოველგვარი შიშის გარეშე, როგორც ნამდვილი ვაჟკაცი
შეუტია მტერს. ის ისე იბრძოდა, რომ ყველა გაურბოდა, კაცსა და ცხენს ერთად
კვეთდა მისი მახვილი. ქორივით დაერია ხატაელებს, მისგან დახოცილი ცხენებისა და
ადამიანების გორები დადგა, მის მიერ გატყორცნილი მეომრები ბზრიალასავით
ტრიალებდნენ; ხმლით გაკვეთილ კაცებს ცხენებზე ხურჯინივით კიდებდა. მან
ამოწყვიტა ორი მეწინავე რაზმი. საღამოხანს ხატაელების დარაჯმა დაინახა მათკენ
მომავალი ინდოელების მრავალრიცხოვანი ჯარი, გაქცევა დააპირეს, თუმცა
ინდოელებმა ამის საშუალება არ მისცეს, დაედევნენ და მუსრი გაავლეს. ტარიელმა
რამაზ მეფე ცხენიდან ჩამოაგდო, ხმლით შეებრძოლა, დაატყვევა. ტყვედ ჩაიგდეს
ხატაელთა ჯარიც. ტარიელი ხელში მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ამას არაფრად არ თვლიდა.
ყველანი ულოცავდნენ გამარჯვებას, მისი გამზრდელი დიდებულები სიხარულისგან
ტიროდნენ, ეხვეოდნენ.

ამ ბრძოლით დავასკვენით, რომ ტარიელი, მიუხედავად არაჩვეულებრივი ძალ-


ღონისა, თბილი, მოსიყვარულე, უაღრესად მგრძნობიარე გულის, ჰუმანური
ადამიანია. მას თანაბარი ძალით შეუძლია სიყვარული და სიძულვილი, წუხილი და
მხიარულება. ესაა უაღრესად ადამიანური ადამიანი თავისი ძლიერი და სუსტი
მხარეებით და სწორედ თავისი ადამიანურობითა და სიცოცხლით გაჯერებულ
გადაწყვეტილებებით გვხიბლავს მკითხველებს.

You might also like