You are on page 1of 1

ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘᲡ ᲗᲔᲛᲔᲑᲘ დავეხმაროთ ერთმანეთს თემების,ესეების,პერიფრაზებისა და განხილვების წერაში !

ᲢᲐᲠᲘᲔᲚᲘᲡ ᲓᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲐ

ტარიელი შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის ერთ ერთ მთავარი


პერსონაჟია. ის იყო ისეთი, როგორიც მეფეთა შვილებს ეკადრებოდათ: სახე
მზეს უგავდა ტანი- საროს, წამწამთა ფერი- გიშერს, ტუჩები- ლალს , მკლავი კი
ლომივით ძლიერი ჰქონდა.
როგორც ფიზიკურად ისე სულიერადაც ტარიელი ლამაზი და ძლიერი იყო. მისი
თვისებების ჩამოთვლა ძალიან მარტივია, ის არის მამაცი, ერთგული, უშიშარი,
და ამავდროულად სენტიმენტალური, ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარე
ადამიანი, რომელსაც არ სრცხვენია თავისი გრძნობების გამოსახატავად
ტირილი და დაბნედა. ის არის გაიდეალებული მეგობარი და მიჯნური. მისი რიდი
აღმზრდელისადმი, ტრფობა მიჯნურისადმი, რისხვა მტრისადმი, სიყვარული
მეგობრისადმი , მისი სიტყვისა და ფიცის გაუტეხლობა ტარიელის პიროვნებაზე
დიდად მეტყველებს.
ხშირად ადამიანს მეგობრების მიხედვით სჯიან, ეს მეთოდი ზოგჯერ ამართლებს
და ზოგჯერ არა, მაგრამ ტარიელის შემთხვევაში ეს ხერხი, ადამიანის
შეფასებისა და დახასიათებისათვის ნადმვილად არ იქნება ურიგო, რადგანაც
ტარიელს მართლაც მისი შესაფერი მეგობრები ჰყავს: ფრიდონი და ავთანდილი.
ეს სამი პიროვნება ძალიან ჰგავს ერთმანეთს, სამივენი ტანადები, კეთილები,
გულუხვები და მამაცები არიან, მაგრამ ქაჯეთის ციხის აღების დროს:
„თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწვდომია,
მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია.“ – რუსთაველი მაინც
გამოარჩევს მას, როგორც ყველაზე მამაც და ჭკვიან პიროვნებას მთელს
ნაწარმოებში. ის სხვებზე მეტადაა გაიდეალებული . მისი მეგობრებც მასზე
ნაკლებად ემოციურები არიან.

ტარიელი ადამიანის დადებით თვისებათა კარაბადინია. მასში თავმოყრილია


ყველაფერი კარგი და თითქმის არაფერი ცუდი. ის არის იდეალური მეგობარი,
შვილი, მიჯნური და მეომარი. ხანდახან მგრძნობიარე, მაგრამ ყოველთვის
კეთილი და თავდადებული საყვარელი ადამიანებისთვის.

SHARE THIS:

! Twitter " Facebook

Like
2 bloggers like this.

RELATED

როგორი უნდა იყოს კაი ყმა?


ოქტომბერი 7, 2013
In "თემები"

წმინდა იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება


ნოემბერი 20, 2013
In "თემები"

წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება


ნოემბერი 5, 2013
In "თემები"
!

Blog at WordPress.com. გამოწერა

You might also like