You are on page 1of 5

დოსტოევსკი - „ძმები კარამაზოვები“

„ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო“


ადამიანი, რომელსაც მიღმიერი სამყაროს არსებობის სწამდა და უცბად, მის თავს
ხდება რაღაც, რაც მის ამ რწმენას შეარყევს, მოანგრევს და დეკონსტუქციას გაუკეთებს,
აღმოჩნდება სასოწარკვეთის, უიმედობის, სიცარიელის მდგომარეობაში. „ტანჯულსაც
ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო“. ესაა ფრაზა,
რომელიც შესაძლოა დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ ნებისმიერ პერსონაჟს
მიესადაგოს ამა თუ იმ პერსპექტივით და ამავდროულად გამოხატავდეს ავტორის
აზრების დიალექტიკურ სარკისებულ ანარეკლს. პერსონაჟების სულიერი სიღმრეების
შესწავლისას აღმოვაჩენთ მდგომარეობას, რომელასც ფესვები საკმაოდ ღმრად აქვს
გადგმული ტანჯვაში. ამ ფრაზაში ორი მნიშვნელოვანი სიტყვაა: „ტანჯვა“ და
„სასოწარკვეთა“. „ტანჯვა“ ესაა მდგომარეობა, როცა ადამიანი განიცდის შინაგან
„სულიერ“ ტკივილს, დაძაბულობას მის სურვილსა და გარკვეულ აკრძალვას შორის.
კონფლიქტს მენტალურ სამყაროში რაღაცის და რაღაცასთან მიმართებაში. ხოლო
„სასოწარკვეთა“ ესაა პიროვნების მდგომარეობა, როცა მას გადაწურული აქვს მომავლის
იმედები, აღარ სურს რაიმე გააკეთოს, რადგან თითქოს იცის, რა როგორ დამთავრდება.
ადამიანისთვის როგორც მისი ქმედება ასევე სამყარო აზრს კარგავს, დაცლილია
საზრისისგან.
სანამ უშუალოდ გადავიდოდე ამ ფრაზის მნიშვნელობაზე დოსტოევსკის რომანში და
ვისაუბრებდე, იმაზე რით არის გამორჩეული, რაც „ძმები კარამაზოვების“ სხვანაირი
წაკითვის შესაძლებლობა იძლევა, მანამდე მცირე შესავალს გავაკეთებ და მნიშვნელოვან
ასპექტებზე ვისაუბრებ. მთლიანი ტექსტიდან გარკვეულ მონაკვეთებზე შევაჩერებ
ყურადღებას, სადაც გაკვანძულია მსჯელობის ძაფი, რომლის გახსნითაც გასაგები ხდება
ავტორის ნააზრევი და ამავდროულად წანამძღვარია ჩემს მიერ არჩეული ფრაზის.
„ძმები კარამაზოვების“ მთლიანი სიუჟეტი გაჟღენთილია თეოდიცეით,
განუწყვეტელი მსჯელობით არსებოს თუ არა ღმერთი. განსაკუთრებით კი მეორე წიგნის
VI თავში სახელად: „რატომ არის ამქვეყნად ასეთი კაცი“, სადაც პიოტორ
ალექსანდროვიჩი იწყებს ივანე ფიოდოროვიჩის სიტყვების ციტირებას. „ქვეყნიერებაზე
არ არსებობს ისეთი რამ, რაც ადამიანს აიძულებდა, სხვა ჰყვარებოდა არ არსებობს
ბუნების ისეთი კანონი, რომ ადამიანს კაცობრიობა უყვარდეს და თუ ამქვეყნას
სიყვარული არსებობს ანდა აქამდე არსებობდა, ეს ბუნებას კი არ დაუკანონებია, არამედ
მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ადამიანებს თავიანთი უკვდავება სწამდათ.“ (დოსტოევსი,
ფიოდორ. ძმები კარამაზოვები. 2018. 84) ივანე ფიოდოროვიჩის ამ ნათქვამში იკითხება
აზრი, რომ თუ ადამიანი მეორე ადამიანისადმი, ან ქვეყნიერებისადმი კეთილადაა
განწყობილი და უყვარს ის, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი რწმენის გამო, რომელიც
მიღმიერ სამყაროში თავისი საქციელებისთვის ჯილდოს (სამოთხეს) პირდება. სხვა
არაფერი ხელჩასაჭიდი არ არსებობს, რაც მას ბუნება (ანუ აქ იგულისხმება სოციუმი,
კულტურა და გარემო, სადაც ადამიანი იბადება, იზრდება და ყალიბდება), აიძულებდა
შეეყვარებინა სხვა, სიკეთე გაეკეთებინა სხვისთვის, ეზრუნა სხვაზე. ღმერთის, მიღმიერი
სამყაროს, სამოთხის (დასაჩუქრების) და მარადიულობის რწმება, მეორე მხარეს კი
ჯოჯოხეთის როგორც დასჯის მოლოდინი აიძულებს და უბიძგებს ადამიანს
დაემორჩილოს გარკვეულ წესებს, არ აყვეს ვნებას. მოერგოს კულტურის მიერ შექმნილ
კატეგორიებს, მაქსიმებს, დარჩეს აკრძალვების ჩარჩოში. შემდეგ კი აგრძელებს: „თუ
კაცობრიობას თავის უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არამარტო
სიყვარული, არამდეგ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად.
უფრო მეტიც: მაშინ უზნეობად აღარეფერი მიიჩნევა, ყველაფერი ნებადართული იქნება
კაციჭამიობაც კი.“ (დოსტოევსი, ფიოდორ. ძმები კარამაზოვები. 2018. 84) აქ
შეფარულად იკითხება აზრი, რომ თუ ღმერთი არ არსებობს ყველაფერი
ნებადართულია. რატომ ფიქორბს ივანე ასე? რა არის ამის მიზეზი? ადამიანი
ჩავარდნილია სამყაროში, რომელიც სავსეა უბედურებებით, ტანჯვით, ომებით,
ბოროტებით, უსამართლობით, ბუნებრივი კატასტროფებით. ხედავს, რომ ყველაფერი
წარმავალია, და ერთ დღესაც ისიც გამოემშვიდოდება სიცოცხლეს, როგორც ყველა.
სიკვდილის შიში კი ყველაზე ძლიერი შიშია, და ამავდროულად წარმოდგენა, რომ ერთ
დღესაც სრულიად შეიძლება გაქრე და შენგან აღარაფერი დარჩეს, სრულ უმწეობასა და
უიმედობაში აგდებს ადამიანს. აყენებს მდგომარეობაში, რომლის წინაშეც სრულიად
უსუსურია. ასევე, როცა ის ხედავს მის გარშემო ათასგვარ უსამართლობას, რომელიც
პასუხგაუცემელი რჩება. ბოროტებას, რომელიც არავის შეუძლია გააკონტროლოს.
უჩნდება სამართლიანობის აღდგენის სურვილი და ამ ნაკლოვანებების ამოვსებისკენ
მისწრაფება, რომელსაც მიღმიერი სამყაროთი აკომპენსირებს. ზეგრძნობადი სამყარო,
ღმერთის რწმენა ადამიანს ერთის მხრივ აძლევს შესაძლებლობას გაუძლოს ცხვოვრებას,
ასეთ უსამართლოდ და ტანჯვით სასვსე სამყაროში, განმარტოს ის და ქონდეს განცდა,
რომ შეუძლია გარკვეული მოვლენების ახსნა. მეორეს მხრივ რწმენა მას აძლევს
გარკვეულ მორალურ, ეთიკურ კატეგორიებს, რომლითაც ხერხდება ადამიანებთან
ურთიერთობა, ერთობლივი თანაცხოვრება. ვნებესა და იმ ცხოველურ სურვილებზე
უარის თქმა, რომელიც მიუღებელია და დამაზიანებელია სხვა ჯგუფის წევრებისათვის,
მაგალითად ადამიანის მკვლელობა. ათი მცნება სხვა არაფერია თუ არა, აკრძალვების,
წესების ერთობლიობა, რომელიც უბიძგებს და ამავდროულად მოითხოვს ადამიანისგან
სოციუმში ინტეგრაციას და დამორჩილებას. ივანეს აზრით, თუ ადამიანს აღარ ექნება
ღმერთის და ზეგრძობადი სამყაროს რწმენა, რომ ის თავისი კარგი ქცევისთვის
დაჯილდოვდება (სამოთხეში მოხვდება) და ცუდი ქცევისთვის დაისჯება (ჯოჯოხეთში
მოხდება), აღარაფერი იარსებებს რაც მას შეაკავებს და უარს ათქმევინებს ცხოველურ
ინტიქტებსზე, მისთვის აკრძალვა აღარ იარსებებს და ყველაფერი ნებადართული იქნება.
ამის ილუსტრაციას და გაცოცხლებას სმერდაიკოვი ახდენს, როცა ფიოდორ პავლოვიჩს
კლავს, რომელიც თავისი ამ გადაწყვეტილების მოტივატორად ივანე კარამაზოვის
ზემოთ უკვე ნახსენებს ფრაზას (ღმერთი თუ არ არსებობს ყველაფერი ნებედართულია)
ასახელებს.
საინტერესოა, დოსტოევსკი თავისი გენიალურობისდა მიუხედავად რატო ჩერდება ამ
თეზამდე და რატომ არ მიდის უფრო შორს, როგორ ნიცშე? მითუმეტეს მაშინ, როცა
ნიცშეს აქვს ნათქვამი, „ერთადერთი ფსიქოლოგი ვინც მე რამე მასწავლა ეს
დოსტოევსკიაო“. ჩემს კითხვაზე პასუხის გასაცემად ზუსტად ის ფრაზა უნდა
მოვიშველიო, რომელიც დასაწყისში ვახსენე. „ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს
სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო“. (დოსტოევსი, ფიოდორ. ძმები
კარამაზოვები. 2018. 85) ივანე კარამაზოვი ტანჯულია, რადგან მიუხედავათ თავისი
მაღალი განათლების დონისა, რაციონალურობისა და სიჭკვიანისა არ აქვს ზუსტი
პასუხები კითხვებზე, და ზუსტად ეს კითვები ტანჯავენ. ეს კარგად ჩანს, როცა მას მამა
პაისი ეუბნება - „ჯერ თქვენ სასოწარკვეთის გამო თავს იქცევდით ჟურნალის
სტატიებით და მაღალ საზოგადოებაში პაექტობით, თანაც დავადვე არ გჯერათ
საკუთარი დიალექტიკისა და გულისტკივილით დასცინით ფარულად... ეს საკითხი არ
გადაგიწყვეტიათ და ეს არის თქვენი დიდი სატანჯველი, რამეთუ დაჟინებით ითხოვს
გადაწყვეტას...“ (დოსტოევსი, ფიოდორ. ძმები კარამაზოვები. 2018. 85) ზუსტად ასევე
იტანჯება დოსტოევსკიც, და მისი ეს ტანჯვა ჩანს მთელს რომანში. განუწყვეტელი
დიალექტიკური კონფლიქტით. მას არ შეუძლია გააკეთოს ნახტომი და თქვას, რომ
„ღმერთი მოკვდა“, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ საჭიროა რაღაც, რასაც
დაეფუძნება ადამიანი და მისი აზროვნება, ასეთი რამე კი დოსტოევსკის არ გააჩნია.
(ნიცშეს „ღმერთის სიკვდილის“ შემდეგ შემოყავს ზეკაცი). ამიტომაც მას უწევს შეჩერდეს
ივანე კარამაზოვის გამოთქმულ თეზაზე. სასოწარკვეთა არის ის რაც მოსდევს ღმერთის
გაქრობას. სიცარიელეში ჩავარდნა, უორიენტიროდ დარჩენა, მზეს (ჭეშმარიტებას)
მოწყვეტილობა ყველაზე უიმედო მდგომარეობაა, მგდომარეობათა შორის.
საზრისგამოცლილ სამყაროში დარჩენილი ადამიანი სასოწარკვეთილია და მისგან
გამოწვეული ტანჯვა აიძულებს სასოწარკვეთითვე თავი შეიქციოს სასოწარკვეთის გამო.
და ეს უკანასკნელი კარგად ჩანს დიმიტრი ფიოდოროვიჩის, ივანე ფიოდოროვიჩის და
ფიოდორ პავლოვიჩის პერსონაჟებში. დიმიტრი და ასევე მისი მამა განცხრომაზე,
დროსტარებაზე არიან ორიენტირებული, ვნებებს არიან აყოლილი და თავისი
შეფარული სასოწარკვეთის კომპენსირებას ამაში ცდილობენ. მათ არ წამთ რაიმე
მიღმიერი სამყაროსი, მიუხედავად იმისა, რომ ფიოდორს შეიძება ზოგჯერ რაიმე სიტყვა
წამოცდეს ღმერთის მიმართულებით, გულის სიღრმეში მაინც მოკლებულია
გულწრფელ რწმენას. ივანე სტატიებს წერს, განათლებულ წრეებში ტრიალებს
საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამს და ამით ცდილობს გაექცეს და თავი
დააღწიოს სასოწარკვეთას, რომელიც სათავეს იღებს პასუხების ვერ დაზუსტებით.
ბოლოში ეშმაკის გამოცხადება მისი შიშების და იმ განდევნილი აზრების
მეტაფორიზაცია, რომელზეც არ რეფლექსირებდა და არ აძლევდა საკუთარ თავზე
მაგაზე ეფიქრა. ყველა პერსონაჟთან ვხვდებით, რაღაც სახის კონფლიქტს და კრიზის მათ
შინაგან სამყაროში, რომელიც თავს სხვადასხვა ფორმით ავლენს, და ამავდროულად
ისინი ისჯიან თავს, იმისთვის, რაშიც საკუთარი სინდისის წინაშე დამნაშავეები არიან.
მაგალითად ფიოდორი მუდმივად თავს იმასხარავებს და იმცირებს ყველასთან, მან იცის
რა „ცუდ“ საქციელებსაც ჩადის და თითქოს ამის გამოსყიდისთვის სხვებს „აღსარებას
აბარებს“. მაგალითად რომანის დასაწყისში როცა პირველ ცოლს გაშორდება (რომელიც
მერე გარდაეცვლება) გარეთ დადის და თავს იმცირებს ყველას წინაშე. „ტანჯულსაც
ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო“

You might also like