You are on page 1of 1

წმ.

გრიგოლ პალამა

საღვთო სულის გაცხადებისა და მისი დაყოფის შესახებ,

რაც აღსრულდა სულთმოფენობის ჟამს. აქვე სინანულის შესახებაც

როდესაც შესრულდა ორმოცდაათი დღე აღდგომის შემდეგ, რისი ხსენებაც გვაქვს ამჟამად,
მოწაფეები შეკრებილნი იმყოფებოდნენ ტაძრის ზედაქორედში, იყვნენ რა, ამავე დროს,
სათითაოდ შემოკრებილნი თვით მათსავე ზედაქორედში [1] ანუ მისცემოდნენ ღვთისადმი
ვედრებასა და საგალობლებს.

ლუკა მახარებელი ამბობს:

„უეცრად ხმოვანება იყო ციდან, როგორც მძლავრად მქროლი ქარისა, და აავსო სახლი, სადაც
იყვნენ მსხდომარენი“ (საქმენი 2.2).

ეს არის ის ხმოვანება, რის შესახებაც წინასწარ თქვა ანა წინასწარმეტყველმა, როდესაც მან
სამოელზე მიიღო აღთქმა:

„უფალი ავიდა ცათა მიმართ და იქუხა. ის მისცემს ძალას და აამაღლებს მის ცხებულთა რქას“ (I
მეფ. 2.10).

ეს ხმოვანება წინასწარ მოსწავებულია, აგრეთვე, ელიას ხილვაში:

„აჰა, ხმა მსუბუქი ნიავისა და მასში უფალი“ (III მეფ. 19.11.12).

„ნიავის ხმა“ იგივეა, რაც „ქარის ხმოვანება“.

0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000

You might also like