You are on page 1of 2

ტელესკოპები და ხელოვნური თანამგზავრები

ტელესკოპების ისტორია სათავეს ჯერ მე-17 საუკუნიდან იღებს. 1608 წელს იოჰან
ლიპერშეიმმა შექმნა ტელესკოპის ერთ-ერთი სახეობა, ასე წოდებული რეფრაქტორი.
ერთი წლის შემდეგ გალილეო გალელეი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც
ასტრონომიაში გამოიყენა რეფრაქტორი. რაც შეეხება სახელწოდებას, ჯოვანი
დემისიანმა 1611 წელს შემოიღო სახელწოდება „ტელესკოპი“. ტელესკოპის ისტორიაში
ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჰამილტონს, რომელმაც შექმნა სხვა სახეობის,
კატადიოპტიკური ტელესკოპი 1814 წელს. პირველი კოსმოსური ტელესკოპი კი,
გამოშვებული იყო 1990 წელს.

არსებობს ტელესკოპების ბევრი ნაირსახეობები, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ 4


ნაირსახეობა: ოპტიკური ტელესკოპი, რადიო ტელესკოპი, რენტგენული ტელესკოპი და
გამა ტელესკოპი. ოპტიკური ტელესკოპი შეიძლება იყოს 3 ტიპის: რეფლექტორი,
რეფრაქტორი და კატადიოპტიკური. რეფლექტური არის სარკული ტელესკოპი,
რეფრაქტორი არის ტელესკოპი, ხოლო რაც შეეხება კატადიოპტიკურს ეს არის სარკულ-
ლინზური ტელესკოპი. ტელესკოპებს გააჩნიათ ძირითადი მახასიათებლები. ერთ-ერთ
მთავარი მახასიათებელი არის ობიექტივი, ასევე ფოკალური მანძლი, გამადიდებლობა,
აპერტურა, ოკულარი დაბარლოუს ლინზა. ტელესკოპის ობიექტივი რაც მეტია მით
უკეთესია მისი გამოსახულება.

თანამგზავრი არის ხელოვნური ობიექტი. ეს ობიექტი სპეციალური მისიით


განთავსებული არის ორბიტაზე. ასეთ თანამგზავრებს უწოდებენ ხელოვნურს, იმ
მიზნით რომ განასხვავონ ბუნებრივ თანამგაზვრებისგან. მაგალითად ბუნებრივი
თანამგზავრი წარმოადგენს მთვარე. 1957 წელს გაშვებული იყო პირველი ხელოვნური
თანამგზავრი Sputnik 1. ეს ხელოვნური თანამგზავრი საბჭოთა კავშირის მიერ იყო
გაშვებული. ამის შემდეგ 40-ზე მეტმა ქვეყანამ დაახლოებით 6600 ხელოვნური
თანამგზავრი გაუშვა. 2013 წლის მონაცემებით გაშვებულ თანამგზავრებიდან(3600)
მხოლოდ 1000 ფუნქციონირებს, დანარჩენი კი კოსმოსურ ნარჩენს წარმოადგენს. 1000
თანამგზავრიდან მხოლოდ 500 მოძრაობს დედამიწის ქვედა ობიექტზე, 50 კი მოძრაობს
დედამიწის საშუალო ობიექტზე, ხოლო დანარჩენები კი - გეოსტაციონალურ ორბიტაზე.

გარემოში ან ცარიელ სივრცეში გადაადგილდება ტალღა, რომელიც ტალღის სიგრძით,


სიხშირით და ენერგიის ნაკადით აღიწერება. ელექტრული და მაგნიტური ველის
რხევებია ელექტრომაგნიტური ტალღები. ისინი მოძრაობენ სინათლის სიჩქარით
ვაკუუმში. ყველაზე ცნობილია დოპლერის ეფექტი, რომელიც არის გაზომილი ტალღის
სიგრძის და სიხშირის ცვლილება. ეს ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც დამკვირვებელი
და გამოსხივების წყარო მოძრაობენ ერთმანეთის მიმართულებით ან საწინააღმდეგო
მიმართულებით. სინათლე იქცევა როგორც ტალღა, და ამავდროულად როგორც
ნაწილაკი. ამიტომაც ზოგიერთ შემთხვევაში სინათლეს განვიხილავთ როგორც იმასო
ნაწილაკების, ფოტონების ნაკადს.

არსებიბს სხვადასხვა ტიპის ხელოვნური თანამგზავრები: საკომუნიკაციო სისტემური,


დედამიწის დამკვირვებელი, ნავიგაციის სისტემური თანამგზავრი და ბევრი სხვა.
ამასობაში ხელოვნურ თანამგზავრებს ასევე წარმოადგნენ კოსმოსური სადგური და
კოსმოსური ხომალდი.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი კოსმოსური ლაბოროტორია Skylab-ი ,


რომელიც შედგება მრავალსპექტური მზის ტელესკოპისგან, გაშვებული იყო 1973-1797
წწ. ამის გაშვების შედეგად დამტკიცებული იქნა კორონული ხვრელების არსებობა.

ასევე ძალიან საინტერესოა მზის დინამიკური აბსერვატორიო, რომლის მიზანია მზის


კავშირების სიღრმისეული შესწავლა. შედგება 3 ინსტრუმენტისგან და მუშაობს
გეოსინქრონულ რეჟიმში.

You might also like