You are on page 1of 3

ამერიკის კულტურა

ლიტერატურა, ფილოსოფია და ვიზუალური ხელოვნება


XVIII და XIX საუკუნეების დასაწყისში ამერიკულმა ხელოვნებამ და ლიტერატურამ მისი
დიდი ნაწილი ევროპისგან მიიღო. XIX საუკუნის შუა წლებში მწერლებმა, როგორებიც
იყვნენ: ვაშინგტონ ირვინგი, ნათანიელ ჰოთორნი, ედგარ ალან პო, ჰენრი დევით თორეა,
ჩამოაყალიბეს ადგილობრივი ამერიკული ლიტერატურა. საუკუნის პირველ ნახევარში
ძირითადი ფიგურები მარკ ტვენი და პოეტი უოლტ უიტმენი იყვნენ; სიცოცხლის
განმავლობაში თითქმის უცნობი მწერალი, ემილი დიკინსოსი ახლა აღიარებულია,
როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამერიკელი მწერალი. ისეთი ნაწარმოებებს,
რომლებშიც ეროვნული ხასიათი და გამოცდილება გამოვლინდა, ეწოდათ „დიდი
ამერიკული რომანები“; მათ შორისაა: ჰერმან მელვილის მობი დიკი, ტვენის „ჰეკლბერი
ფინის თავგადასავალი“, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“ და ჰარპერ ლის
„ნუ მოკლავ ჯაფარას“.

თორმეტ აშშ-ს მოქალაქეს მიღებული აქვს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში;


უკანასკნელად ეს ბობ დილანმა, 2016 წელს შეძლო. უილიამ ფოლკნერს, ერნესტ
ჰემინგუეის, ჯონ სტეინბეკს ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ყველაზე გავლენიან
მწერლებს შორის. ამერიკაში განვითარდა ისეთი პოპულარული ჟანრები, როგორიცაა
დასავლური ლიტერატურა („ვესტერნი“).

ტრანსცენდენტალისტებმა, ტორეასა და რალფ უალდო ემერსონის მეთაურობით,


ჩამოაყალიბეს პირველი მნიშვნელოვანი |ამერიკული ფილოსოფიური მიმდინარეობა.
სამოქალაქო ომის შემდეგ, პრაგმატიზმის განივთარებას ჯერ ჩარლზ სანდერს პირსი,
ხოლო შემდგომ უილიამ ჯეიმზი და ჯონ დიუი წინამძღოლობდნენ. XX საუკუნეში, ჯერ
ვ. ვ. ო. ქუინმა და რიჩარდ როთიმ, ხოლო შემდეგ ნოამ ჩომსკიმ ანალიტიკური
ფილოსოფია ამერიკის ფილოსოფიური აკადემიის წინა პლანზე წამოსწია. ჯონ რაულსი
და რობერტ ნოზიცკი აგრეთვე ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკური ფილოსოფიის
აღორძინებას.

საკვები
ძირითადი ამერიკული სამზარეულო დასავლეთის სხვა ქვეყნების მსგავსია. ძირითადი
მარცვლეული ხორბალია. ადგილობრივი ამერიკელები და ადრეული ევროპული
მოახალშენეები საკვებად იყებდნენ ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ინდაური,
ირმის ხორცი, კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი, სიმინდი. ამერიკელების ნაწილი
ისეთი დღესასწაულების აღსანიშნავად, როგორიცაა მადლიერების დღე, ადგილობრივი
ინგრედიენტებისგან სხვადასხვა კერძს ამზადებენ.

მსოფლიოში უდიდესია ამერიკის სწრაფი კვების ინდუსტრია, რომელიც 1940-იან


წლებში გამოჩნდა. ისეთი დამახასიათებელი კერძები, როგორებიცაა: ვაშლის ღვეზელი,
შემწვარი ქათამი, პიცა, ჰამბურგერი და ჰოთ-დოგი, სხვადასხვა შემოტანილი
რეცეპტებისგანაა შექმნილი. ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული მექსიკური
სამზარეულოს წარმომადგენელი ბურიტო და ტაკო და იტალიური პასტა. ამერიკელები
სვამენ სამჯერ მეტ ყავას, ვიდრე ჩაის.

კინო
ჰოლივუდი, რომელსაც ლოს-ანჯელესის (კალიფორნია) ჩრდილოეთი ნაწილი უკავია,
მოძრავი სურათებით მიღებული პროდუქტის წარმოებაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს
იკავებს. ტომას ალვა ედისონის კინეტოსკოპის გამოყენებით 1994 წელს ნიუ-იორკში
შედგა მსოფლიოს პირველი კომერციული მოძრავი სურათების ჩვენება. XX საუკუნიდან
მოყოლებული აშშ-ის კინოინდუსტრია ძირითადად ჰოლივუდის მიმდებარედ
დაფუძნდა.

უხმო ფილმების პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი რეჟისორი,


დეივიდ უორკ გრიფითის, ფილმის სტრუქტურის ჩამოყელიბებას უძღვებოა, ხოლო
ანიმაციურ ფილმებსა და ფილმებით ვაჭრობას პროდიუსერ-მეწარმე უოლტ დისნეი
წინამძღოლობდა. რეჟისორებმა, როგორიც იყო ჯონ ფორდი, შეცვალეს კინოგადაღებაში
ამერიკის ძველდასავლური სახე და ჯონ ჰიუსტონის მსგავსად ადგილმდებარეობის
გადაღებით ფილმის შესაძლებლობები გააფართოვეს.

ამერიკის ფილმების ინსტიტუტის „AFI 100“ საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში


შედის შემდეგი ფილმები: ორსონ უელსის მოქალაქე კეინი, რომელსაც ხშირად ყველა
დროის საკუეთესო ფილმად მოიხსენიებენ, კასაბლანკა (1942), ნათლია (1972),
ქარწაღებულნი (1939), ლოურენსი არაბეთიდან (1962), ოზის ჯადოქარი (1939),
კურსდამთავრებულები (1967), შინდლერის სია (1993), მღერა წვიმაში (1952), ეს მშვენიერი
ცხოვრება (1946), სანსეტ ბულვარი (1950). აკადემიის პრიზებს, ცნობილი როგორც ოსკარი,
1929 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გასცემს კინემატოგრაფიული ხელოვნებისა
და მეცნიერების აკადემია, ხოლო ოქროს გლობუსი გაიცემა 1944 წლიდან.

სპორტი

აშშ-ში ამერიკული ფეხბურთი გულშემატკივრის დასწრების მხრივ ყველაზე


პოპულარული სპორტია; ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში (NFL) გულშემატკივართა
საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში უმაღლესია, ხოლო სუპერ თასს ათობით მილიონი
ადამიანი ადევნებს თვალს მსოფლიოში. XIX საუკუნის მიწურულიდან აშშ-ის ეროვნული
სპორტი ბესიბოლია. პროფესიონალურ საგუნდო სპორტის სახეობებს შორის ამერიკაში
შემდგომ ადგილებს კალათბურთი და ყინულის ჰოკეი იკავებენ; კალათბურთში
ძირითადი ლიგა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაა (NBA), ხოლო ჰოკეიში -
ბეისბოლის მთავარი ლიგა (NHL). დიდი რაოდენობის მაყურებელს იზიდავს საკოლეჯო,
ახალგაზრდული ფეხბურთი და კალათბურთი. 1994 წელს ამერიკამ ფიფას მსოფლიო
საფეხბურთო თასს უმასპინძლა. ძირითადი საფეხბურთო ლიგა არის ფეხბურთის
უმაღლესი ლიგა ამერიკაში (მოიცავს 23 ამერიკულ და კანადურ გუნდს). აშშ-ში
პროფესიონალური სპორტის ბაზარი დაახლოებით 69 მილიარდია, დაახლოებით ორჯერ
მეტი, ვიდრე ერთად აღებული ევროპის, შუა აზიისა და აფრიკაში.

ამერიკაში ოლიმპიური თამაშები სულ რვაჯერ არის გამართული. 1904 წლის ზაფხულის
ილიმპიადა იყო პირველი ოლიმპიადა, რომელიც ევროპის საზღვრებს გარეთ, სენტ-
ლუისში, მისურის შტატში ჩატარდა. 2017 წლის მდგომარეობით, ამერიკას მოგებული
ჰქონდა 2522 მედალი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და 305 მედალი ზამთრის
ოლიმპიადებზე. ამერიკის ორი ყველაზე პოპულარული სპორტი, ბეისბოლი და
ამერიკული ფეხბურთი, მის საზღვრებს გარეთ არიან ჩამოყალიბებულნი, მაგრამ ისეთი
სპორტის სახეობები, როგორებიცაა: კალათბურთი, ფრენბურთი, სკეითბორდი და
სნოუბორდი ამერიკაში გამოიგონეს, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოში გახდნენ
პოპულარულები. ყველაზე ყურებადი ინდივიდუალური სპორტი გოლფი და
ავტორბოლაა, განსაკუთრებით NASCAR.

You might also like