You are on page 1of 7

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის

ლილე სვანაძის რეფერატი

თემაზე უოტერგეიტის სკანდალი, როგორც ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე


ჟურნალისტური გამოძიება

საგანი–ჟურნალისტური გამოძიება

ლექტორი–გიგლა გობეჩია
შესავალი

ეს ამბავი დაიწყო ვაშინგტონის უოტერგეიტის კომპლექსის დემოკრატიული ეროვნული


კომიტეტის ოფისში შეჭრით.

და ეს დასრულდა მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი ადამიანის გადადგომით 1974


წლის 9 აგვისტოს.

დიახ, საუბარია პრეზიდენტ ნიქსონსა და უოტერგეიტის სკანდალზე.

დღეს ეს უკანასკნელი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სიმბოლოა მთელ მსოფლიოში და


სუფიქსი „-gate“ ხშირად სკანდალების აღსაწერად გამოიყენება.

მიმოხილვა

რიჩარდ ნიქსონი მაშინ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი იყო. ის ხელახლა არჩევას


ცდილობდა, როდესაც 1972 წლის 17 ივნისს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
ინციდენტი მოხდა. 5 პირი ვაშინგტონში, უოტერგეიტის კომპლექსში, დემოკრატიული
ეროვნული კომიტეტის შტაბ-ბინაში შეიჭრა.

როგორც გაირკვა, ეს არ იყო ჩვეულებრივი შეჭრა.

დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის შტაბ-ბინაში შეჭრის დღეს, FBI-ს დირექტორის


მოვალეობის შემსრულებელს ლ. პატრიკ გრეის, ინციდენტის შესახებ შეატყობინეს და
ისიც მოახსენეს, რომ ერთ-ერთი დაკავებული პრეზიდენტის ხელახალი არჩევის
კომიტეტის უსაფრთხოების ოფიცერი იყო. .

გაცხადდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი შეჭრა და FBI მაშინვე ჩაერთო ისტორიაში


პოლიტიკურად ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე გამოძიებაში. მიუხედავად ამისა,
შეიძლება ითქვას, რომ საქმის გახსნაში ყველაზე დიდი წვლილი იმ გამომძიებელმა
ჟურნალისტებმა შეიტანეს, რომელთა შესახებაც ახლა ვისაუბრებ.

გამოძიებაში Washington Post-ის ჟურნალისტები კარლ ბერნშტეინი და ბობ ვუდვორდი


ჩაერთნენ. ამ ცნობილმა დუეტმა დაიწყო ფაქტების დაკავშირება უოტერგეიტის
მძარცველებს შორის. მტკიცებულებები ნელ-ნელა გროვდებოდა. ჟურნალისტების
მუშაობამ ხელი შეუწყო მასიური კრიმინალური შეთქმულების ჩახლართული ძაფების
გახსნას, რომელიც სავსე იყო შეტევებით, პოლიტიკური ბინძური ხრიკებით,
გათეთრებული ფულით, უკანონო ჯაშუშობით და მართლმსაჯულების დაბრკოლებით.
„ნიქსონმა თეთრი სახლი კრიმინალურ საწარმოდ აქცია“ - წერდნენ მოგვიანებით
ბერნშტეინი და ვუდვორდი.
ჟურნალისტებმა გამოიყენეს საჯარო ჩანაწერების, გაჟონვისა და შიდა წყაროების
კომბინაცია. მათ ასევე დაეხმარა პარალელური გამოძიება, რომელსაც აწარმოებდა
ფედერალური მოსამართლე, FBI და აშშ-ის კონგრესი. და, რა თქმა უნდა, ვუდვორდის
სუპერ-საიდუმლო წყარო, კოდური სახელწოდებით "ღრმა ყელი/ხახა", რომელიც
წლების შემდეგ გამოვლინდა. ის იყო მარკ ფელტი, FBI-ის ერთ-ერთი უმაღლესი
თანამდებობის პირი.

ვუდვორდის ჩანაწერები უოტერგეიტის მძარცველების


საქმიდან. 1972 წლის 17 ივნისი.

ჟურნალისტების მიერ დაწყებული გამოძიება არ ჩერდებოდა. ორკაციანმა გუნდმა


გააგრძელა ამ თემაზე მუშაობა ნიქსონის ხელახალი გაპრეზიდენტების შემდეგაც და ეს
პროცესი გაგრძელდა მანამ, სანამ სკანდალი ეროვნული სენსაცია არ გახდა.

პროცესი

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა გაავრცელეს სიუჟეტების სერია, რომლებიც


უოტერგეიტის ქურდობისთვის ფულის გადახდას უკავშირებდნენ პრეზიდენტის
ხელახლა არჩევისთვის შექმნილ ნიქსონის კომიტეტს, დაინიშნა სპეციალური
პროკურორი. ის სთხოვდა ნიქსონს, რაიონული სასამართლოსთვის მიეწოდებინა
მრჩეველებთან შეხვედრების აუდიოჩანაწერები.

ნიქსონმა უარი თქვა ყველა ფირისა და ჩანაწერის გადაცემაზე, აცხადებდა, რომ


სასამართლოს არ ჰქონდა ამ ჩანაწერების განხილვის უფლება. დავა აშშ-ის უზენაეს
სასამართლომდე მივიდა საქმეზე-აშშ ნიქსონის წინააღმდეგ. 1974 წლის 24 ივლისს
სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე უნდა განხილულიყო და რომ პრეზიდენტის
მოთხოვნა არ შეესაბამებოდა კანონს. საბოლოოდ, მას ყველა ფირის და ჩანაწერის
გასაჯაროება მოუხდა.
დადგინდა, რომ უოტერგეიტის სკანდალის დაწყებიდან მესამე დღეს ჩაწერილ კასეტაზე
წაშლილი იყო ნიქსონთან მისი მრჩეველების შეხვედრის 18.5 წუთიანი მონაკვეთი.
ყველაფერი თანდათან უფრო ცხადი და ნათელი ხდებოდა.

სონის ხმის ჩამწერი, რომელიც გამოიყენებოდა


თეთრ სახლში საუბრების ჩასაწერად. ფოტო
უოტერგეიტის პროკურატურის სპეციალური
ჩანაწერებიდან.

1974 წლის 5 აგვისტოს, უზენაესი სასამართლოს ბრძანების შესრულების შემდეგ,


თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა საიდუმლო კასეტები, რომლებშიც გამოვლინდა ნიქსონის
თანამონაწილეობა უოტერგეიტის დაფარვაში. ეს იყო ერთგვარი იარაღი, რომელიც
ადასტურებდა ნიქსონის კავშირს გამოძიების ხელის შეშლის დანაშაულთან.

პირველად მედიის ისტორიაში, საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გააცოცხლა სკანდალი


სენატის მოსმენების პირდაპირი გაშუქებით.

მარცხნიდან, ტენესის სენატორი ჰოვარდ


ბეიკერი და ჩრდილოეთ კაროლინას
სენატორი სემ ერვინი, უმრავლესობის
მრჩეველი სემ დეში, სენატორი ჰერმან
ტალმაჯი ჯორჯიადან და დანიელ ინოიე
უსმენენ უოტერგეიტის ერთ-ერთი
მძარცველის ჯეიმს მაკკორდის ჩვენებას.
ფოტო უოტერგეიტის მოსმენებიდან.
ჟურნალისტები

ბევრმა ჟურნალისტმა გააშუქა უოტერგეიტის კომპლექსის თავდაპირველი ძარცვა,


მაგრამ ბობ ვუდვორდი და კარლ ბერნშტეინი ვაშინგტონ პოსტიდან აგრძელებდნენ
მასალების გავრცელებას მას შემდეგ, რაც ჟურნალისტების უმეტესობა სხვა ისტორიებზე
მთავრობის მხრიდან განხორციელებული მუქარების შემდეგ გადავიდა.

ბობ ვუდვორდმა, თავის კოლეგა კარლ ბერნშტეინთან ერთად, მოიპოვა ეროვნული


პოპულარობა უოტერგეიტის სკანდალის შესახებ გამოძიებით, The Washington Post-ს კი
მიენიჭა პულიცერის პრემია უოტერგეიტის საქმისთვის.

საქმის ფინალი

გამომძიებელი ჟურნალისტები კარლ ბერნშტეინი და ბობ ვუდვორდი,


დაუპირისპირდნენ ნიქსონის ადმინისტრაციის ნარატივს იმის შესახებ, რაც მოხდა 1972
წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს.

უოტერგეიტის სკანდალის დროს გავრცელებულმა ამბებმა მკაფიო შთაბეჭდილება


მოახდინა საზოგადოებაზე პრეზიდენტ ნიქსონის მიერ ძალაუფლების ბოროტად
გამოყენების გამო.

საზოგადოებას სურდა პატიოსანი და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მთავრობა,


რომელიც მუშაობდა ხალხის დასახმარებლად და დასაცავად. თუმცა, უოტერგეიტის
სკანდალის პერიოდში ამერიკელების ნდობა მთავრობისადმი სტაბილურად დაეცა.
დაიწყო დემონსტრაციები.

დემონსტრანტები
"გადადგეს
ნიქსონის"
წარწერით აშშ-ის
კაპიტოლიუმის
მახლობლად,
ვაშინგტონი.

სხვა გზა აღარ იყო. 1974 წლის აგვისტოში რიჩარდ ნიქსონმა მიიღო გადაწყვეტილება,
რომელიც აქამდე და შემდეგაც არცერთ პრეზიდენტს არ მიუღია. ამერიკის
პრეზიდენტმა თანამდებობა 1974 წლის 9 აგვისტოს თანამდებობა დატოვა. ორი გრძელი
წლის შემდეგ, უოტერგეიტის სკანდალმა აიძულა ნიქსონი, გადამდგარიყო
პრეზიდენტის თანამდებობიდან და უარი ეთქვა საკუთარ მოვალეობაზე.

სტატია სათაურით “ნიქსონი თანამდებობას


ტოვებს“
შედეგები

გარდა იმისა, რომ სკანდალი პოლიტიკური გაგებით მნიშვნელოვანი იყო, უოტერგეიტი


გახდა ერთ-ერთი საუკეთესო საგამოძიებო ჟურნალისტიკის თემა. ბობ ვუდვორდმა და
კარლ ბერნშტეინმა ვაშინგტონ პოსტიდან, შეძლეს ამერიკელი საზოგადოებისთვის
გამოეცხადებინათ, რომ მათი მთავრობა კორუმპირებული იყო. ანონიმური
მამხილებლის „ღრმა ყელის“ წყალობით, რომელიც მოგვიანებით გაცხადდა, როგორც
FBI-ის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი მარკ ფელტი, ვუდვორდმა და
ბერნშტეინმა გაანადგურეს ძალაუფლების მქონე ერთ-ერთი ყველაზე დიდი
პოლიტიკოსი და მისი კარიერა. მათ, ვაშინგტონის ოფიციალურ პირებთან ერთად,
გამოააშკარავეს, რომ ნიქსონმა ასობით ათასი დოლარი „ჩუმად“ გადასცა მძარცველებს.

წყვილი ჟურნალისტის თავდადებული გამოძიების შედეგად, ნიქსონის გეგმა


ჯაშუშობის შესახებ, ცნობილი გახდა.

უოტერგეიტის სკანდალის გაშუქებამ დააფიქრა საზოგადოება იმაზე, რომ მათი


უფლებაა იცოდნენ, რას აკეთებენ მათ მიერ არჩეული წარმომადგენლები
თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

უოტერგეიტმა აჩვენა, რომ მედია შეიძლება იყოს იარაღი საზოგადოების


დასახმარებლად ლიდერების ქულების შენარჩუნებაში და პირიქით. ფართო გაშუქებამ
და საგამოძიებო ჟურნალისტიკამ შეძლო გამოეჩინა ის ქმედებები, რომლებიც
პრეზიდენტ ნიქსონს იმდენად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გაესაიდუმლოებინა, რომ
მზად იყო ხელი შეეშალა სამთავრობო უწყების საქმის კეთებაშიც კი.

40 წელზე მეტი ხნის შემდეგ სიტყვა უოტერგეიტი პოლიტიკური დანაშაულისა და


კორუფციის სინონიმია. ფაქტობრივად, ეს იმდენად დამკვიდრდა ქვეყნების
კოლექტიურ სინდისში, რომ სიტყვის ბოლოს მხოლოდ „gate“-ის დამატებაც კი უკვე
უეჭველად ნიშნავს სკანდალს.

You might also like