You are on page 1of 4

17 იანვარი შეერთებულ შტატებში ფედერალური დღესასწაულია , ამერიკელები

აღნიშნავენ მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს.

სახელგანთქმული უფლებადამცველი 15 იანვარს დაიბადა, თუმცა 1983 წლიდან,


პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, იანვრის ყოველი
მესამე ორშაბათი კინგის პატივსაცემად, ფედერალურ დასვენების დღედ არის
გამოცხადებული.

მარტინ ლუთერ კინგი 1929 წელს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში დაიბადა.

მის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, მსვლელობები და მის მიერ


წარმოთქმული სიტყვები დღესაც შთამაგონებელია მილიონობით ადამიანისთვის ,
მსოფლიოს გარშემო.

მარტი ლუთერ კინგმა გარდამტეხი როლი შეასრულა ისეთი მნიშვნელოვანი კანონის


მიღებაში, როგორიცაა 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტი და 1965 წლის ხმის
მიცემის უფლება.

რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის გამო, კინგი (იმ


დროისთვის) გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია
მშვიდობის დარგში.

მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მოკლეს.

მისი გარდაცვალებიდან წლების შემდეგ კი მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღე


ეროვნულ დღესასწაულად იქცა. ბევრი სკოლა, ქუჩა და შენობა კინგის სახელს ატარებს.
2011 წელს ის გახდა პირველი აფროამერიკელი, რომლის ქანდაკებაც დაიგდა
ვაშინგტონის ეროვნულ მოლში.

1956 წლის 27 იანვარი - მარტინ ლუთერ კინგი განიხილავს სტრატეგიას ალაბამაში


მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტისთვის. წინა რიგში ზის როზა პარქსი, რომელმაც ბიძგი
მისცა ერთწლიან ბოიკოტს, მას შემდეგ, რაც უარი თქვა ავტობუსში ადგილი დაეთმო
თეთრკანიანი მამაკაცისთვის.

1956 წლის მაისი - კინგი მეუღლე კორეტა და ქალიშვილ იოლანდასთან ერთად. კინგს
სულ ოთხი შვილი ჰყავდა.

1956 წლის დეკემბერი - ბოიკოტის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ, მარტინ ლუთერ
კინგი მონტგომერის ავტობუსით მგზავრობს. 1956 წლის 13 ნოემბერს ამერიკის
შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება
ავტობუსებში სეგრეგაციის გაუქმების შესახებ.

1957 წლის მაისი - კინგი სიტყვით გამოდის ვაშინგტონის ეროვნულ მოლზე. ეს იყო
პირველი შემთხვევა, როდესაც მან სიტყვით მიმართა ეროვნულ აუდიტორიას და მისმა
გამოსვლამ "მომეცი ხმის მიცემის უფლება" ბიძგი მისცა შემდგომში არჩევნებში თანასწორ
მონაწილეობას.

1958 წლის 20 სექტემბერი - კინგი ნიუ-იორკში ჰარლემის ჰოსპიტალში, მას შემდეგ, რაც
მას მკერდში დაჭრეს. ინციდენტი, რომელიც ლამის საბედისწერო აღმოჩნდა , ჰარლემის
წიგნის მაღაზიაში მოხდა, როდესაც ის თავისი წიგნზე ავტოგრაფებს აწერდა.
თავდამსხმელი იყო იზოლა კარი, ფსიქიურად დაავადებული შავკანიანი ქალი .
1963 წლის 28 აგვისტო - მარტინ ლუთერ კინგი მიმართავს ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250
ათასზე მეტ ადამიანს. სწორედ აქ, ლინკოლნის მემორიალის კიბეებზე, მან წარმოთქვა
თავისი საკულტო სიტყვა "მე მაქვს ოცნება"

1964 წლის იანვარი - აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ბ. ჯონსონი ესაუბრება კინგსა და სხვა
სამოქალაქო უფლებების ლიდერებს თეთრ სახლში. 1964 წლის 2 ივლისს ჯონსონმა ხელი
მოაწერა სამოქალაქო უფლებების აქტს.

1964 წლის 2 ივლისი - პრეზიდენტი ჯონსონი ხელს აწერს სამოქალაქო უფლებების აქტს,
იქვე დგას მარტინ ლუთერ კინგი. კანონმა აკრძალა დისკრიმინაცია რასის, ფერის ,
რელიგიის, სქესის ან ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე.

1964 წლის ოქტომბერი - აღფრთოვანებულ ხალხი ეგებება კინგს ბალტიმორში, მას


შემდეგ, რაც მან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. მაშინ ის იყო ყველაზე
ახალგაზრდა ადამიანი, ვინც მიიღო ეს უმაღლესი ჯილდო.

1968 წლის თებერვალი - კინგი სიტყვით გამოდის ვაშინგტონის კათედრალში.

1968 წლის თებერვალი - კინგი უერთდება ვიეტნამის ომის საპროტესტო აქციას


არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე.

1968 წლის 4 აპრილი - ტენესის შტატის ქალაქ მემფისში კინგი სასიკვდილოდ დაჭრეს.
შეძრწუნებული მოქალაქეები მიუთითებენ იმ მხარისკენ, საიდანაც გასროლა მოხდა .
მკვლელობაში რალდებული ჯეიმს ერლ რეი დააპატიმრეს ლონდონში 1968 წლის ივნისში,
ხოლო მომდევნო წელს მან აღიარა დანაშაული და მიესაჯა 99 წლით თავისუფლების
აღკვეთა.

1968 წელი, ატლანტა - მარტინ ლუთერ კინგის ქვრივი კორეტა და მისი შვილები
ცხედართან. მარტი ლუთერ კინგი 39 წლის გარდაიცვალა.
კინგი 1929 წელს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში დაიბადა. ყველაზე დიდი ყურადღება
მან პირველად 1955 წელს მიიქცია, როცა მისი ლიდერობით ალაბამის შტატის ქალაქ
მონტგომერში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სეგრეგაციის წინააღმდეგ მასობრივი
ბოიკოტი გამოცხადდა. კინგი მოგვიანებით ამერიკაში ის შავკანიანი ამერიკელებისთვის
თანასწორობისა და უფლებების მოთხოვნით არაძალადობრივი პროტესტისა და
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ლიდერი იყო.

1963 წლის 28 აგვისტოს მან ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს სიტყვით
მიმართა. ისტორიული სიტყვა „ მე მაქვს ოცნება“ და ეს მსვლელობა ამერიკის
ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მოქალაქეები თანასწორ უფლებებსა და სამუშაო
ადგილებს ითხოვდნენ. ქვეყანაში კი კვლავ გრძელდებოდა რასისტული ნიშნით ჩაგვრა
და აფრო-ამერიკელთა მიმართ დისკრიმინაციული კანონები მოქმედებდა .

"მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს. ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დღეს
ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის გამო, არამედ მათი
ბუნების გამო განსჯიან. ეს არის ჩემი ოცნება დღეს", - ამბობდა მარტინ ლუთერ კინგი
დემონსტრაციაზე, რომელსაც ისტორიკოსები ახასიათებენ, როგორც ყველაზე
მშვიდობიან და წარმატებულ მსვლელობას, რომელმაც ამერიკის ისტორია შეცვალა .

დემონსტრაციის შემდეგ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერები პრეზიდენტმა კენედიმ


თეთრ სახლში მიიწვია. კენედიმ მათ უთხრა, რომ კმაყოფილი იყო აქციით, შემდეგ კი
კინგს მიმართა და უთხრა, რომ მისი ოცნება ასრულდებოდა.

964 წელს კინგს ნობელის პრემია მიენიჭა. სწორედ იმ წელს, როცა ხელი მოეწერა კონონს
არა მარტო საზოგადოებრივ ადგილებში სეგრეგაციის დასრულების შესახებ , არამედ
დისკრიმინაციის წინააღმდეგ რასის, ფერის, რელიგიის, თუ სქესის მიხედვით .

1968 წლის 4 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მარტინ ლუთერ კინგს ერთ-ერთ
სასტუმროში აივანზე ესროლეს. კინგი მემფისში 3 აპრილს ჩავიდა, რათა დასუფთავების
სამსახურის გაფიცული მუშებისთვის დაეჭირა მხარი. ის სასტუმრო „ლორენში “
დაბინავდა, მეორე საღამოს, სანამ კინგი ადგილობრივ მღვდელთან სადილზე
შეხვედრაზე წავიდოდა, აივანზე გავიდა. 18:01-ზე კინგს ცეცხლსასროლი იარაღიდან
ესროლეს.

დაჭრილი კინგი წმ. ჯოზეფის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ საათში საავადმყოფომ


განაცხადა, რომ მარტინ ლუთერ კინგი გარდაიცვალა. ამერიკის 100-ზე მეტ ქალაქში
გამოსვლები დაიწყო. პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა საგანგებო მდგომარეობა
გამოაცხადა. კინგის დაკრძალვას 50 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მკვლელობის გამოძიება მალევე დაიწყო. ეს
გამოძიება სახელმწიფოს $2 მილიონზე მეტი დაუჯდა. საგამოძიებო მოქმედებებში 3, 500-
მდე გამომძიებელი მონაწილეობდა.

გამომძიებლების ეჭვმიტანილი ჯეიმს ერლ რეი იყო - მოქალაქე, რომლის თითის


ანაბეჭდიც დანაშაულის ადგილზე, ერთ-ერთ იარაღზე იპოვეს. ის შეიარაღებული ძარცვის
გამო იყო მსჯავრდებული, მაგრამ კინგის მკვლელობის წინა წელს, მისურის შტატის
ციხიდან გაქცევა მოახერხა. ერლ რეიმ ჯორჯ სნეიდის სახელზე გაცემული, კანადის
მოქალაქის პასპორტით ტორონტოდან ლონდონამდე თვითმფრინავის ბილეთი იყიდა . 8
ივნისს რეი ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დააკავეს, როცა ის ბრიუსელში გასაფრენი
ბილეთის ყიდვას ცდილობდა. მოგვიანებით ერლ რეი ამერიკას გადასცეს .

1969 წლის მარტში, მკვლელობიდან თითქმის 1 წლის შემდეგ რეიმ აღიარა, რომ მარტინ
ლუთერ კინგი მოკლა. მას 99-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 3 დღის შემდეგ, მან საკუთარი
აღიარებითი ჩვენება უარყო და თქვა, რომ დანაშაულის აღიარება აიძულეს. ამის შემდეგ
რეი სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო.

1978 წელს რეის წარმომადგენელთა პალატის პოლიტიკური მკვლელობების კომიტეტშიც


მოუსმინეს. კომიტეტმა მოგვიანებით დაასკვნა, რომ ის მარტო მოქმედებდა . თუმცა ,
კონგრესის კომიტეტი ასევე ასკვნიდა, რომ არსებობს შეთქმულების არაპირდაპირი
სამხილი.

1993 წელს მემფისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის ყოფილმა მფლობელმა ლოიდ


ჯოიერსმა თქვა, რომ მაფიის წევრებმა მას მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის
დაგეგმვისთვის $100 000 გადაუხადეს. ჯოიერსის თქმით, მან ფული კინგის მოსაკლავად
მუშას, ფრენკ ჰოლტს გადაუხადა. ამ დღიდან 5 წლის, დაპატიმრებიდან კი თითქმის 30
წლის შემდეგ ერლ რეი ციხეში თირკმლის და ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა .

1999 წელს კინგების ოჯახმა, რომლის წევრებიც ფიქრობენ, რომ ერლ რეი უდანაშაულო
იყო, ლოიდ ჯოიერსს უჩივლეს. 2000 წელს ამერიკის გენერალურმა პროკურორმა საქმის
გამოძიება თავიდან გახსნა, თუმცა შეთქმულების მტკიცებულებები ვეღარ იპოვეს .

You might also like