You are on page 1of 4

რონალდ რეიგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რონალდ უილსონ რეიგანი (ინგლ. Ronald Wilson


Reagan; დ. 6 თებერვალი, 1911 — გ. 5 ივნისი, 2004) რონალდ რეიგანი
— ამერიკელი პოლიტიკოსი და მსახიობი, 1981- Ronald Reagan
1989 წლებში აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი, ხოლო
იქამდე, 1967-1975 წლებში კალიფორნიის 33-ე
გუბერნატორი და პროფკავშირის ლიდერი.

რეიგანი გაიზარდა ჩრდილოეთი ილინოისის


პატარა ქალაქის ღარიბ ოჯახში. სკოლაში
სწავლის შემდეგ მან ეურეკას სკოლაში,
სოციოლოგიის ფაკულტეტზე. 1932 წლიდან იგი
რამდენიმე რადიოსადგურზე სპორტულ
კომენტატორად მუშაობდა. 1937 წელს რეიგანი
კალიფორნიის შტატში გადავიდა და სამსახიობო
კარიერა დაიწყო, რომლის განმავლობაშიც იგი
ორჯერ აირჩიეს კინომსახიობთა გილდიის,
მსახიობების პროფკავშირის ლიდერად, სადაც
იგი კომუნისტური გავლენის მოსპობას
ცდილობდა. 1950-იან წლებში, რეიგანმა
სატელევიზიო კარიერა დაიწყო და გარდა ამისა, აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი
General Electric-ის ქარხნებში მუშებისთვის თანამდებობაზე ყოფნის დრო
სამოტივაციო სიტყვით გამოდიოდა. 1950-იანი
წლებიდან, რეიგანის პოლიტიკურმა 20 იანვარი, 1981 – 20 იანვარი, 1989
შეხედულებებმა მარვჯვნივ დაიწყო გადაწევა. ვიცე- ჯორჯ ჰ. ბუში
1962 წელს, მან დემოკრატების რიგები დატოვა პრეზიდენტი
და რესპუბლიკელთა ბანაკში გადაინაცვლა. 1964
წელს, რეიგანი სიტყვით გამოვიდა ბარი წინამორბედი ჯიმი კარტერი
გოლდუოტერის საპრეზიდენტო კამპანიის
მემკვიდრე ჯორჯ ჰ. ბუში
მხარდასაჭერად, რომელმაც მას პოპულარობა
და მხარდამჭერთა ბაზა გაუჩინა, რის შემდეგაც,
1966 წელს, იგი კალიფორნიის გუბერნატორად კალიფორნის 33-ე გუბერნატორი
აირჩიეს. გუბერნატორობის პირველი ვადის თანამდებობაზე ყოფნის დრო
დროს, რეიგანმა გაზარდა გადასახადები,
შტატის ბიუჯეტი დეფიციტიდან პროფიციტამდე 3 იანვარი, 1967 – 7 იანვარი, 1975
მიიყვანა, არ წავიდა დათმობაზე საპროტესტო წინამორბედი პეტ ბრაუნი
აქციის მონაწილეებთან და აქციების დროს
შტატში ეროვნული გვარდიის ნაწილები მემკვიდრე ჯერი ბრაუნი
შეიყვანა. 1970 წელს რეიგანი მეორე ვადაზე
აირჩიეს. 1968 და 1976 წლებში, რეიგანმა
მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური პარტიის დაბადებული 6 თებერვალი, 1911
საპრეზიდენტო პრაიმერში და ორჯერვე ტამპიკო, ილინოისი
დამარცხდა. 1980 წელს მან გამარჯვება გარდაცვლილი 5 ივნისი, 2004
ლოს-ანჯელესი
მოახერხა და საპრეზიდენტო არჩევნებში ეროვნება ამერიკელი
იმდროინდელი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი
პოლიტიკური დემოკრატიული პარტია
დაამარცხა.
პარტია (1962–მდე)
რეიგანმა პრეზიდენტის თანამდებობა 1981 წელს რესპუბლიკური პარტია
დაიკავა და თავიდანვე ახალი პოლიტიკური და (1962–2004)
ეკონომიკური ინიციატივე გამოაჩინა. მისი
მეუღლე 1. ჯეინ უიმანი
ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც
„რეიგანომიკა“ უწოდეს, ითვალისწინებდა 2. ნენსი რეიგანი
გადასახადების დონის შემცირებას, ეკონომიკის პროფესია მსახიობი
ფედერალურ დერეგულაციას, ფულის მასის
კონტროლს ინფლაციის შესამცირებლად და ხელმოწერა
ხარჯების შემცირებას. თავისი პირველი ვადისას,
რეიგანმა ომი გამოუცხადა ნარკოტიკებს და
პროფკავშირებს და მკვლელობის მცდელობა გადაიტანა. მისი ორი ვადის განმავლობაში,
ინფლაცია შემცირდა 12,5%-დან 4,4%-მდე, ხოლო საშუალო ნაღდი მშპ 3,4%-ით შემცირდა.
შიდა პოლიტიკაში, რეიგანმა შეამცირა ხარჯები და გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი. 1984 წლის
საპრეზიდენტო არჩევნებში, რეიგანმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და თეთრ სახლში
მეორე ვადით დარჩა. მეორე ვადის დროს, ძირითადი თემები იყო ცივი ომის დასრულება,
ლიბიის დაბომბვა და ირანკ-კონტრასის საქმე. საგარეო პოლიტიკაში რეიგანმა დაიკავა
რადიკალურად ანტი-საბჭოთა პოზიცია, ხოლო მისი სიტყვით გამოსვლები, რომლებშიც მან
სსრკ-ს „ბოროტების იმპერია“ უწოდა და გორბაჩოვს ბერლინის კედელის დანგრევისკენ
მოუწოდა ისტორიაში შევიდა. თავისი მეორე ვადის დროს რეიგანმა გორბაჩოვთან ერთად
მოაწერა „საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის“ შეთანხმებას, რითიც ცივი
ომის ორი მთავარი მონაწილის ბირთვული არსენალი საკმაოდ შემცირდა. რეიგანის
პრეზიდენტობის ბოლო წლებში საბჭოთა კავშირმა დაკნინება დაიწყო; ბერლინის კედელი
დაინგრა რეიგანის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებიდან ათ თვეში. 1991 წლის 26
დეკემბერს, რეიგანის პრეზიდენტობიდან თითქმის სამი წლის გასვლის შემდეგ საბჭოთა
კავშირი დაიშალა.

1989 წლის იანვარში, თანამდებობის დატოვების შემდეგ, რეიგანის პრეზიდენტობას


დადებითად აფასებდა გამოკითხულთა 68%.[1] დუაიტ ეიზენჰაუერის შემდეგ, იგი იყო
პირველი პრეიდენტი, რომელიც თეთრ სახლში ორი სრული ვადით იყო. პრეზიდენტობის
შემდეგ რეიგანი აპირებდა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წარმოებას, თუმცა, 1994
წელს მან გაასაჯაროვა, რომ ალცჰეიმერით იყო დაავადებული. ბოლოს, რეიგანი რიჩარდ
ნიქსონის დასაფლავებაზე, 1994 წელს გამოჩნდა. რეიგანი 2004 წლის შემდეგ, 93 წლის ასაკში
გარდაიცვალა. მასზე დიდხანს ყოფილი პრეზიდენტებიდან იცხოვრა ჯერალდ ფორდმა,
რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა. ისტორიკოსების საპრეზიდენტო შეფასებაში რეიგანი,
ჩვეულებრივ, მაღალ პოზიციებს იკავებს, ხოლო რესპუბლიკური პარტიის და კონსერვატიული
იდეოლოგიის მიმდევრებისთვის იგი შეუცვლელ იკონად რჩება.

ადრეული ცხოვრება
რონალდ უილსონ რეიგანი დაიბადა ილინოისის შტატის ქალაქ ტამპიკოში მდებარე
კომერციული შენობის მეორე სართულზე მდებარე ბინაში, 1911 წლის 6 თებერვალს. იგი იყო
ნელი კლაიდის და ჯონ ედვარდ „ჯეკ“ რეიგანის უმცროსი შვილი.[2] ჯეკი სამუშაოს ხშირად
იცვლიდა, თუმცა, ძირითადად, გამყიდველის პოზიციაზე მუშაობდა; მისი წინაპრები იყვნენ
კათოლიკე ირლანდიელი იმიგრანტები ტიპერარის რაიონიდან,[3] ხოლო ნელის ვენებში
ჩქეფდა ნახევრად ინგლისური და ნახევრად შოტლანდიური სისხლი.[4] რეიგანის უფროსი
ძმა, ჯონ ნილ რეიგანი (1908-1996) სარეკლამო მენეჯერი გახდა.[5]
რეიგანის მამა შვილს „ჰოლანდიელს“ ეძახოდა. ეს
განპირობებული იყო იმით, რომ პატარა რონალდი ჰგავდა
„პატარა, მსუქან ჰოლანდიელს“ და ჰქონდა
„ჰოლანდიელი ბიჭის“ ვარცხნილობა; [6] ზედმეტსახელი
რონალდ რეიგანს ახალგაზრდობის პერიოდამდე
გამოჰყვა. [6] ბავშვობაში, მისი ოჯახი ილინოისის
სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდა. [7] 1919 წელს ისინი
დაბრუნდნენ ტამპიკოში, სადაც მაღაზიის თავზე
ცხოვრობდნენ, ხოლო მოგვიანებით საბოლოოდ
რონალდ რეიგანის ბავშვობის გადავიდნენ დიქსონში. [2] როდესაც რეიგანი უკვე
სახლი, დიქსონი, ილინოისი პრეზიდენტი გახდა და თეთრი სახლის ზემოთ სართულზე
ცხოვრობდა, მან განაცხადა, რომ „კიდევ ერთხელ,
მაღაზიის ზემოთ ცხოვრობდა“.[8]

რესურსები ინტერნეტში
რონალდ რეიგანი (1981–1989) (https://www.whi ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
tehouse.gov/about/presidents/ronaldreagan/)
WhiteHouse.gov რონალდ რეიგანი

რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო


ბიბლიოთეკა (http://www.reaganlibrary.com/) ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
რონალდ რეიგანის მნიშვნელოვანი რონალდ რეიგანი
გამოსვლები (http://www.reagan.utexas.edu/archi
ves/speeches/major.html)
რონალდ რეიგანი (http://reagan.eureka.edu/) ევრიკას კოლეჯი

სქოლიო
1. ↑ A Look Back At The Polls (http://www.cbsnews.com/news/a-look-back-at-the-polls/). CBS
News. ციტირების თარიღი: May 15, 2015.
2. ↑ 2.0 2.1 “Main Street Historic District, National Register of Historic Places Nomination Form (htt
ps://web.archive.org/web/20070807213939/http://gis.hpa.state.il.us/hargis/PDFs/201351.pdf)“,
April 1, 1982. ციტირების თარიღი: July 27, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან (http://gis.hpa.
state.il.us/hargis/PDFs/201351.pdf) - August 7, 2007.
3. ↑ Terry Golway, Ronald Reagan's America (2008) p. 1
4. ↑ Kengor, p. 4
5. ↑ Lynette Holloway. “Neil Reagan, 88, Ad Executive And Jovial Brother of President (https://ww
w.nytimes.com/1996/12/13/us/neil-reagan-88-ad-executive-and-jovial-brother-of-president.htm
l)“, The New York Times, December 13, 1996. ციტირების თარიღი: March 22, 2009.
6. ↑ 6.0 6.1 Ronald Reagan Facts (http://www.reagan.utexas.edu/archives/reference/facts.html).
Ronald Reagan Presidential Foundation. ციტირების თარიღი: June 9, 2007.
7. ↑ Janssen, Kim. “Is Ronald Reagan's Chicago boyhood home doomed? (https://web.archive.or
g/web/20111202005705/http://www.suntimes.com/news/metro/3637552-418/reagan-university-
president-park-building.html)“, Chicago Sun-Times. ციტირების თარიღი: June 12, 2012.
დაარქივებულია ორიგინალიდან (http://www.suntimes.com/news/metro/3637552-418/reaga
n-university-president-park-building.html) - December 2, 2011.
8. ↑ Schribman, David. “Reagan, all-American, dies at 93 (http://www.boston.com/news/nation/arti
cles/2004/06/06/reagan_all_american_dies_at_93/)“, The Boston Globe, June 6, 2004.
ციტირების თარიღი: January 17, 2008.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რონალდ_რეიგანი&oldid=3822211“-დან

ეს გვერდი ბოლოს დარედაქტირდა: 16:07, 6 მარტი 2020.

ტექსტი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; და შესაძლოა არსებობდეს


დამატებითი პირობები. იხილეთ გამოყენების პირობები დამატებითი ინფორმაციისთვის.
ვიკიპედია® არის არამომგებიანი ორგანიზაცია Wikimedia Foundation, Inc.-ის რეგისტრირებული სავაჭრო
ნიშანი.

დაგვიკავშირდით

You might also like